თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2011, 08:47 PM

საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2011, 08:57 PM

პატრიარქი თეოფილოს III (ბერძნ. Πατριάρχης Ιεροσολύμων Θεόφιλος Γ΄; საერო სახელი ილია იანოპოლუსი, ბერძნ. Ηλίας Γιαννόπουλος; დ. 1952, გარგალიანი, მესინია, საბერძნეთი) — იერუსალიმის 141-ე პატრიარქი 2005 წლის 22 აგვისტოდან, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი. სრული წოდება: უწმინდესი და უნატარესი კირ თეოფილოსი, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, იორდანისა, გალილეის კანისა და წმინდა სიონისა.

უნეტარესი თეოფილე III (ერისკაცობაში ილიას იანოპულოსი) დაიბადა 1952 წელს მესინიაში, (საბერძნეთი);

1964 წელს გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად;

შემდგომში მსახურობდა პატრიარქ ბენედიქტე I-თან არქიდიაკვნად;

1991 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა გალილეის კანას ეკლესიის მოძღვრად; აქ მოღვაწეობის დროს მან დააფუძნა ორგანიზაცია „ნურ ალ მასიჰ“-ი (ნათელი ქრისტესი);

1996 წელს გაემგზავრა ყატარში, სადაც ვაჰაბიტურმა ორგანიზაციამ პირველად მიიღო ქრისტიანი სასულიერო პირი. პარალელურად მსახურობდა წმიდა საფლავის ეგზარქოსად ყატარში;

2000-2003 წლებში იყო იერუსალიმის პატრიარქის პირადი წარმომადგენელი მოსკოვში;

2005 წლის თებერვალში პატრიარქ ირინეოსის მიერ დაინიშნა თაბორის მთის მთავარეპისკოპოსად;

იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ მთავარეპისკოპოსი თეოფილე არჩეულ იქნა იერუსალიმის ეკლესიის 141-ე მეთაურად;

2005 წლის 22 აგვისტოს მოხდა მისი აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე;

უნეტარეს თეოფილოსს რთულ პერიოდში უწევს იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრობა. ისრაელის სახელმწიფოს, პალესტინის ავტონომიასა და იორდანიის სამეფოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება უარყოფითად აიხასება ეკლესიის მდგომარეობაზე;

პატრიარქი თეოფილე III არის ღვთისმეტყველების ბაკალავრი (ათენი) და მაგისტრი (ლონდონი);

ფლობს ბერძნულ, ინგლისურ და არაბულ ენებს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 19 2011, 07:53 PM

თეოდორე II - (ბერძნ. Πατριάρχης Αλεξανδρείας Θεόδωρος Β΄, ერისკაცობაში ნიკოლაოს ხორეფტაკისი, დ. 25 ნოემბერი, 1954) — სრულიად აფრიკისა და დიდისა ქალაქის ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი 2004 წლიდან. აირჩიეს საავიაციო კატასტროფაში პატრიარქ პეტრე VII დაღუპვის შემდეგ.
იგი დაიბადა კუნძულ კრეტაზე, (საბერძნეთი). აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ათენის რიზარიოსის საეკლესიო სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. დაამთავრა სალონიკის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა ხელოვნების ისტორიას, ლიტერატურასა და ფილოსოფიას სსრკ-ში (ოდესის უნივერსიტეტში).

1975 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა კრეტის სამთავარეპისკოპოსოს ლამბისისა და სფაკიონის სამიტროპოლიტოს მთავარდიაკვნად და სვინგელოზად;

1985 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა ალექსანდრიის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთში;

მან დააარსა ბერძნული კულტურის ინსტიტუტი და ფილიკის მუზეუმი;

1990 წელს ხელდასხმულ იქნა კირენის ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქ პართენიოსის პირად წარმომადგენლად ათენში (1997 წლამდე);

1997 წელს დაინიშნა აწ განსვენებული პატრიარქ პეტრე VII-ის ქორეპისკოპოსად;

1997 წელს - კამერუნის მიტროპოლიტად; აქ მან ააშენა არაერთი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო;

2002 წელს გადაყვანილ იქნა ზიმბაბვის მიტროპოლიტად; აქ მიტროპოლიტმა თეოდორემ დააფუძნა 6 სამისიონერო ცენტრი, ასევე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები;

2004 წლის სექტემბერში პატრიარქი პეტრე VII და ალექსანდრიის ეკლესიის რამდენიმე ეპისკოპოსი დაიღუპა საავიაციო კატასტროფაში ეგეოსის ზღვის თავზე. 9 ოქტომბერს სინოდმა თეოდორე აირჩია პატრიარქად, ხოლო ინტრონიზაცია მოხდა 24 ოქტომბერს.

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 19 2011, 08:03 PM

A.V.M
საინტერესო თემაა. კარგ სტატიებს დებ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 19 2011, 08:08 PM

ციტატა

საინტერესო თემაა. კარგ სტატიებს დებ.

მადლობა ზაზ...
მაგრამ იმდენი რესურსია ინტერნეტში და წიგნებში რომ...
(მონდომაბაზეა დამოკიდებული ყველაფერი მხოლოდ)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2011, 08:16 PM

მაქსიმე (ბულგარეთის პატრიარქი)
-----------------------------------
მაქსიმე - (დ. 29 ოქტომბერი, 1914, სოფ. ორეშაკი, ლოვეჩი, ბულგარეთი) საერო სახელი — მარინ მინკოვი — ეპისკოპოსი; 1971 წლის 22 ივლისიდან, ბულგარეთის მართლმადედებელი ეკლესიის პატრიარქი, მიტროპოლიტი სოფიისა.


1929 წელს სწავლა დაიწყო და 1935 წელს დაამთავრა სოფიის სასულიერო სემინარია;
1942 წელს დაამთავრა სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი;
1941 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა მაქსიმე;
1941 წლის 13 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად;
1942 წელს დაინიშნა სოფიის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1947 წლამდე;
1944 წლის 14 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად;
1947 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დოროსტოლო-ჩერვენის სამიტროპოლიტოს პროტოსვინგელოზად;
1950 წელს წმ. სინოდის განჩინებით დაინიშნა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად მოსკოვში, სადაც 1955 წლამდე იმსახურა;
1955 წელს ბულგარეთში დაინიშნა წმ. სინოდის მთავარ მდივნად და სინოდალურ პერიოდულ გამოცემათა სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარედ;
1956 წლის 30 დეკემბერს არქიმანდრიტი მაქსიმე ხელდასხმულ იქნა ბრანიცის ეპისკოპოსად;
1960 წლის 30 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა ლოვეჩის მიტროპოლიტად;
პატრიარქ კირილეს გარდაცვალების შემდეგ (1971 წ.) მიტროპოლიტი მაქსიმე დანიშნულ იქნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ. ამავე წლის ივლისის დასაწყისში შეკრებილმა ბულგარეთის ეკლესიი საეკლესიო-სახალხო კრებამ მიტროპოლიტი მაქსიმე აირჩია ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა 4 ივლისს სოფიის ალექსანდრე ნეველის საპატრიარქო ტაძარში;
1974 წელს სოფიის სასულიერო აკადემიამ უწმიდეს მაქსიმეს მიანიჭა „საპატიო დოქტორის“ ტიტული. პატრიარქის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბულგარეთის საპატრიარქომ გამოსცა უწმიდესი მაქსიმეს შრომების, ქადაგებებისა და სიტყვების კრებული - „სამკალსა შინა უფლისა“ (1975 წ. სოფია).
ინტრონიზაცია 1971 წლის 4 ივლისი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 21 2011, 06:59 PM

ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიის პატრიარქი)– მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 დეკემბერი, ახალი სტილით - 2 იანვარი.

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმინდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმიდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო - სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ). უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღვწოდა ქრისტეს ეკლესიისათვის. ერთხელ წმინდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია|ანტიოქიის ეკლესიაში]] შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა. ქრისტიანთა დევნის დროს მეუფე განამტკიცებდა მრევლს და თავადაც მოწამეობის სურვილით იყო ანთებული. სამწყსოს ძალიან უყვარდა თავისი მღვდელმთავარი და მას „ღმერთშემოსილს“ ეძახდა.

106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ (98-117) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ. 107 წელს სომხებისა და პართების წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალმა იმპერატორმა გზად ანტიოქიაზე გაიარა. ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისაგან რომ დაეცვა, წმინდა მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა უსჯულო ხელისუფალთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი სიხარულით შეხვდა განაჩენს.

ნეტარი ეგნატე სხვა პყრობილ აღმსარებლებთან ერთად ათი მხედრის თანხლებით გაამგზავრეს სასჯელის აღსრულების ადგილისკენ. გზაზე უამრავი დამცირება და ტანჯვა გადაიტანა წმინდა მღვდელმთავარმა. ქალაქ სმირნაში უფლის რჩეული შეხვდა თავის მეგობარს, ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელს. აღმსარებლის მოსანახულებლად, ნუგეშინისსაცემად და მისადმი სიყვარულის გამოსახატავად აქ ჩავიდნენ ასიის სხვა ეკლესიების წარმომადგენლებიც.

ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა:
ვიკიციტატა
„ „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან.ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაჲ ღმრთისაჲ“.“

რომაელი ქრისტიანები დიდი სიხარულითა შეხვდნენ უფლის რჩეულს. წმინდა ეგნატემ სასოებით მოიყარა მუხლი და სხვა მორწმუნეებთან ერთად მხურვალედ ილოცა ეკლესიისთვის, ურთიერთარს შორის სიყვარულისთვის და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტისთვის. 20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე ცირკის არენაზე გაიყვანეს. მან შემოკრებილ რომაელებს მიმართა: თქვენ იცით, რომ სიკვდილით ვისჯები არა ბოროტმოქმედებისათვის, არამედ ჩემი ერთი ღმერთის გამო, რომლის სიყვარულსაც მოვუცვივარ და რომლისკენაც ვისწრაფვი, „იფქლი ვარ მე ღმრთისაჲ და კბილთა მჴეცთაჲთა დავიფქვი, რაჲთა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა“. ამ სიტყვების წარმოთქმა და გააფთრებული მხეცების გამოშვება ერთი იყო. გადმოცემით, სასიკვდილოდ მიმავალი წმინდა ეგნატე დაუდუმებლად იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. როცა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, ნეტარმა უპასუხა, ამ სახელს გულით ვატარებ, და ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებო. როცა წმინდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.

მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. უფლის რჩეულის წმინდა ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს შემდეგ კი პატივით დააბრუნეს უკან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 22 2011, 08:02 PM

წმინდა ფილოგონი
---------------------
ანტიოქიის პატრიარქი (314-324); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 დეკემბერი, ახალი სტილით - 2 იანვარი. პატრიარქი მღვდელმთავრად დადგინებამდე ადვოკატი იყო და ყოველთვის უანგაროდ იცავდა გლახაკების, ქვრივებისა და ობლების ინტერესებს. დაქვრივების შემდეგ ნეტარი ბერად აღიკვეცა და მალე ანტიოქიის ეპისკოპოსადაც დაადგინეს. ღრმა საღვთისმეტყველო და იურიდიული განათლების წყალობით იგი წარმატებით იცავდა მართლმადიდებლობას არიანელთა შემოტევისაგან. 324 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 23 2011, 11:54 PM

მაქსიმე - (დ. 29 ოქტომბერი, 1914, სოფ. ორეშაკი, ლოვეჩი, ბულგარეთი) საერო სახელი — მარინ მინკოვი — ეპისკოპოსი; 1971 წლის 22 ივლისიდან, ბულგარეთის მართლმადედებელი ეკლესიის პატრიარქი, მიტროპოლიტი სოფიისა.

1929 წელს სწავლა დაიწყო და 1935 წელს დაამთავრა სოფიის სასულიერო სემინარია;

1942 წელს დაამთავრა სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი;

1941 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა მაქსიმე;

1941 წლის 13 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად;

1942 წელს დაინიშნა სოფიის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1947 წლამდე;

1944 წლის 14 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად;

1947 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დოროსტოლო-ჩერვენის სამიტროპოლიტოს პროტოსვინგელოზად;

1950 წელს წმ. სინოდის განჩინებით დაინიშნა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად მოსკოვში, სადაც 1955 წლამდე იმსახურა;

1955 წელს ბულგარეთში დაინიშნა წმ. სინოდის მთავარ მდივნად და სინოდალურ პერიოდულ გამოცემათა სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარედ;

1956 წლის 30 დეკემბერს არქიმანდრიტი მაქსიმე ხელდასხმულ იქნა ბრანიცის ეპისკოპოსად;

1960 წლის 30 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა ლოვეჩის მიტროპოლიტად;

პატრიარქ კირილეს გარდაცვალების შემდეგ (1971 წ.) მიტროპოლიტი მაქსიმე დანიშნულ იქნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ. ამავე წლის ივლისის დასაწყისში შეკრებილმა ბულგარეთის ეკლესიი საეკლესიო-სახალხო კრებამ მიტროპოლიტი მაქსიმე აირჩია ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა 4 ივლისს სოფიის ალექსანდრე ნეველის საპატრიარქო ტაძარში;

1974 წელს სოფიის სასულიერო აკადემიამ უწმიდეს მაქსიმეს მიანიჭა „საპატიო დოქტორის“ ტიტული. პატრიარქის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბულგარეთის საპატრიარქომ გამოსცა უწმიდესი მაქსიმეს შრომების, ქადაგებებისა და სიტყვების კრებული - „სამკალსა შინა უფლისა“ (1975 წ. სოფია).

ინტრონიზაცია 1971 წლის 4 ივლისი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 24 2011, 11:25 PM

წმიდა ალექსანდრე (დ. 239 - გ. 337) - კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი 325-337 წწ. წმინდანი, ხსენების დღე კიდევ ორ პატრიარქთან ერთად (იოანე VI ს. და პავლე IV-სთან ერთად) არის ძველი სტილით 30 აგვისტო, ახალი სტილით - 12 სექტემბერი.

პატრიარქი ალექსანდრე ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.

მრავალგვარი ღვაწლით დამაშვრალი უწმიდესი პატრიარქი ალექსანდრე 337 წელს მიიცვალა, ოთხმოცდათვრამეტი წლის ასაკში

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 25 2011, 07:01 PM

პატრიარქი ეგნატე IV (საერო ცხოვრებაში ჰაზიმ ჰაბიბ ჰასაადი; 1921, მხადრეი, სირია) — ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი; 1979 წლიდან პატრიარქი. სრული წოდება: უნეტარესი პატრიარქი, დიდი ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, მესოპოტამიისა და მთელი აღმოსავლეთისა.
------------------------------------------------------------
გნატე IV დაიბადა სირიის ჰამას მუნიციპალიტეტის სოფ. მჰარდეჰში, მართლმადიდებელი არაბების ოჯახში. იგი ბავშვობიდან დაუკავშირდა ეკლესიას;

ბეირუთში, ლიბანში სწავლის პერიოდში მსახურობდა ჯერ მნათედ, შემდეგ კი დიაკვნად;

1945 წელს გაემგზავრა პარიზის წმ. სერგის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში;

პარიზიდან დაბრუნების შემდეგ დააარსა ბალამანდის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარია ლიბანში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა დეკანის თანამდებობაზე;

მეორე მსოფლიო ომის დროს მომავალი პატრიარქი სათავეში ჩაუდგა სირიელი და ლიბანელი მართლმადიდებელი ახალგაზრდების მოძრაობას, რომლის შედეგად უამრავი არაბი მივიდა ეკლესიაში და ირწმუნა მართლმადიდებლობა;

1961 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;

1970 წელს გადაყვანილ იქნა ლათაქიის მიტროპოლიტად (სირია);

მღვდელმთავრობის დროს მან დანერგა ხშირი ზიარების პრაქტიკა, რადგანაც იმ პერიოდში გავრცელებული ტრადიციით, არაბი მართლმადიდებლები, განსაკუთრებით საერო პირები პრაქტიკულად არ ეზიარებოდნენ. მას ეკუთვნის არაერთი რეფორმა საეკლესიო ცხოვრებაში;

1979 წელს მიტროპოლიტი ეგნატე არჩეულ იქნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად. აღსაყდრება აღესრულა ამავე წლის 2 ივლისს. აღსაყდრების დღეს მან ბრძანა:


„შეგნებული მაქვს, რომ დავისჯები, თუკი არ ვიზრუნებ ეკლესიისათვის და თითოეული თქვენგანისათვის. არ შემიძლია, რომ მოგმართოთ ზემოდან, რადგან ჩვენს შორის სხვაობა არ არის. მე თქვენი ნაწილი ვარ და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც იყო ჩემში. უფალი მობრძანდება, წმიდა სული გარდამოდის ძმებზე, რომლებიც შეკრებილი არიან და გაერთიანებული წმიდა ზიარების მადლით, რამდენადაც ისინი გამოხატავენ მადლის ერთობას სულიწმიდის მიერ.“


უნეტარესი ეგნატე IV მშობლიური არაბულის გარდა ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 25 2011, 07:58 PM

A.V.M
ისე, სურათებსაც თუ მოიძიებ, უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი იქნებაsmile.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 25 2011, 08:03 PM

პატრიარქი კირილე (ერისკაცობაში ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი; დ. 1946 წლის 2 ნოემბერს , ლენინგრადი, საბჭოთა კავშირი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი.

ბიოგრაფია

ერისკაცობაში - ვლადიმირ გუნდიაევი;

დაიბადა 1946 წლის 20 ნოემბერს ქ. ლენინგრადში;

1965 წელს ჩააბარა ლენინგრადის სასულიერო სემინარიში, შემდეგ კი ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში;

1969 წლის 3 აპრილს აღიკვეცილ იქნა ბერად და სახელად ეწოდა კირილე;

1969 წლის 7 აპრილს ხელდასხმულ იქნა ბერდიკვნად;

1969 წლის 1 ივნისს ხელდასხულ იქნა მღვდელმონოზონად;

1971 წლის 12 სექტემბერს აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში;

1976 წლის 14 მარტს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;

1977 წლის 2 სექტემბერს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში;

1991 წლის 25 თებერვალს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში;

2009 წლის 27 იანვარს წმინდა სინოდმა აირჩია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად;

2009 წლის 1 თებერვალს შედგა ინთრონიზაცია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 26 2011, 12:12 AM

ციტატა

ისე, სურათებსაც თუ მოიძიებ, უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება

wi fi გამიფუჭდა და ეხლა მაგთი ფიქსით ვსარგებლობ.ამ მარტივი მიზეზის გამო ,,მულტიმედიის"ნაკლებობაა.გამოსწორდება თუ არა ეს პრობლემაა ამ განყოფილების თემები უფრო მრავალფეროვანი გახდება.
(ყოველშემთხვევაში შევეცდები).

ზაზ გაიხარე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 26 2011, 07:18 PM

იონა (ინგლ. Jonah Paffhausen; დ. 20 ოქტომბერი, 1959, ილინოისი, ჩიკაგო) – ვაშინგტონისა და ნიუ–იორკის არქიეპისკოპოსი, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი. მიტროპოლიტად აირჩიეს 2008 წლის 12 ნოემბერს, ხოლო აღსაყდრება მოხდა 28 დეკემბერს, ვაშინგტონში.
-----------------------------------------------------
მიტროპოლიტი დაიბადა 1959 წელს ჩიკაგოში (ილინოისის შტატი) და იყო მონათლული საეპისკოპოსო ეკლესიაში. შემდეგ მისი იჯახი გადასხლდა კალიფორნიაში, ქალაქ ლა-ჰოიაში, სან-დიეგოს სიახლოვეს.

უმაღლესი განათლება მიიღო სან-დიეგოში, შემდეგ კი სანტა-კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტში.

1978 წელს მიიღო მართლმადიდებლობა მოსკოვის საპატრიარქოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სან-დიეგოს ეკლესიაში.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ განაღლება მიიღო კრესტვუდში, ნიუ-იორკის შტატი. 1985 წლიდან - ღვთისმეტყველების კანდიდატი (Master of Divinity); 1988 წლიდან ღვთისმეტყველების მაგისტრი (Master of Theology) დოგმატიკის საკითხებში. განათლების მიღება გააგრძელა ქალაქ ბერკლის დოქტორანტურაში, კალიფორნია, თუმცა შეწყვიტა განათლების მიღება ბერ-მონაზვნური ცხოვრებისთვის.

1980 წლებში იმყოფებოდა სსრკ-ში, მოსკოვში, სადაც ურთიერთობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებასთან და ეცნობოდა რუსული ეკლესიის ცხოვრების წესს. მისი სულიერი მამა გახდა ვალაამის მონასტერი წინამძღვარი, აქიმანდრიტი (2005 წლის 2 ივნისიდან ტროიცკის ეპოსკოპოსი) პანკრატი.

1994 წელს გახდა დიაკვანი, ხოლო შემდეგ პრესვიტერი.

2008 წლის 12 ნოემბერს XV სრულამერიკულ საეკლესიო კრებაზე პიტსბურგში, პენსილვანია, იგი აირჩიეს ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსად, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტად.[1][2];

2009 წლის ნოემბერში გახდა ერთ-ერთი აშშ-ს იმ ქრისტიანულ ლიდერთა შორის, რომლებმაც ხელი მანჰეტების დეკლარაციას მოაწერეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 27 2011, 05:53 PM

საბა - (დ. 15 აპრილი, 1938, პოლონეთი) – პოლონეთის მართლმადედებელი ეკლესიის პატრიარქი. მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა 1998 წლის 12 მაისიდან.
--------------------------

ერისკაცობაში - მიხეილ გრიცუნიაკი;
დაიბადა 1938 წლის 15 აპრილს პოლონეთში;
1957 წელს დაამთავრა მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია;
1961 წელს დაამთავრა ვარშავის ქრისტიანული ღვთისმეტყველების აკადემია, ღვთისმეტყველის მაგისტრის ხარისხით;
1964 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად;
1966 წელს აღიკვეცა ბერად, სახელით საბა და ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვანდ;
1970 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში;
1979 წლის 25 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;
1987 წელს ებოძა მთავარპისკოპოსობა;
1998 წლის 12 მაისს წმინდა სინოდის მიერ არჩეულ იქნა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესის წინამძღვრად;
1998 წლის 31 მაისს ვარშავის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის საკათედრო ტაძარში შედგა ინთრონიზაცია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 28 2011, 10:05 PM

ქრისტეფორე - (დ. 29 ივნისი, 1953, პრაღა, ჩეხეთი) – ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. მიტროპოლიტი პრაღისა, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა 2006 წლის 2 მაისიდან.
--------------------------------------
დაიბადა 1953 წელს პრაღაში, ჩეხეთში;
1974 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, მღვდლად;
1979 წელს საღვთისმეტყველო განათლება მიიღო პრეშოვში მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე;
1984 წ. მოსკოვის სასულიერო აკადემია;
1987 წ. ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი;
1987 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში;
1988 წელს ხელდასხმულ იქნა ოლომოუცისა და ბრნოს ეპისკოპოსად;
2000 წელს არჩეულ იქნა პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარპისკოპოსად;
2006 წლის 2 მაისს მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე არჩეულ იქნა ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად;
2006 წლის 28 მაისს შედგა უნეტარესი ქრისტეფორეს ინთრონიზაცია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 29 2011, 10:26 PM

დანიელი (რუმ. Patriarhul Daniel; დაიბადა 22 ივლისი, 1951; საერო სახელი — დან ილე ჩობოტეა; რუმ. Dan Ilie Ciobotea) — ეპისკოპოსი; 2007 წლის 30 ივლისიდან რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი.
------------------------------------------
დაიბადა 1951 წლის 22 ივლისს რუმინეთში;
1987 წელს ბერად აღიკვეცა;
1970-1974 წ.წ. სწავლობდა ღვთისმეტყველების ინსტიტუტში, ამის შემდეგ იგი ჩაირიცხა სტრასბურგის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ფიბურგის უნივერსიტეტში;
1979 წელს მიენიჭა სტრასბურგის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი;
1980 წელს მიენიჭა ბუქარესტის ღვთისმეტყველების ინსტიტუტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი;
1990 წლის 4 მარტს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;
2007 წლის 12 სექტემბერს არჩეულ იქნა პატრიარქად;
2007 წლის 30 სექტემბერს შედგა ინთრონიზაცია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 30 2011, 08:41 PM

გერმოგენი – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. რუსული მართლმადიდბლური ეკლესიის წინამძღვარი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 თებერვალი და 12 მაისი ახალი სტილით - 1 მარტი და 25 მაისი.
-------------------------------
პატრიარქი დონელი კაზაკების ჩამომავალი იყო. იგი ჯერ ხუცესად მსახურობდა ყაზანში, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის არქიმანდრიტად იქნა დადგენილი. 1589 წელს გერმოგენს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი და იგი პირველი ყაზანელი მიტროპოლიტი გახდა.

წმინდანის ყაზანში მსახურების წლებში მოხდა ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩინება.

1606 წლის 3 ივლისს წმინდა გერმოგენი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.

წმინდა გერმოგენის პატრიარქობის წლებს დაემთხვა რუსეთში ცრუ-დიმიტრისა და პოლონეთის მეფის, სიგიზმუდ III-ის შემოჭრა. წმინდა გერმოგენი თანამემამულეებთან ერთად აღსდგა ქვეყნის და ეკლესიის დასაცავად. 1610 წლის 11 დეკემბერს თვითმარქვია მოკლეს, მაგრამ მოსკოვი კვლავინდებურად საფრთხეში იყო: შიგ პოლონელები და სიგიზმუდ III-ის ერთგული, მოღალატე ბოიარები პარპაშებდნენ. პატრიარქ გერმოგენის მიერ მთელი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ეპისტოლეები რუს ხალხს მოსკოვის განთავისუფლებისა და კანონიერი მეფის არჩევისკენ მოუწოდებდა. მოსკოველებმა ამბოხი დაიწყეს, პოლონელებმა კი პასუხად ცეცხლს მისცეს ქალაქი და კრემლში გამოიკეტნენ. მათ მოღალატეების დახმარებით პატრიარქი გერმოგენი ტახტიდან ჩამოაგდეს და გუშაგთა ზედამხედველობის ქვეშ ჩუდოვის მონასტერში გამოამწყვდიეს. ალყაშემორტყმული პოლონელები წმინდა პატრიარქთან ელჩებს ელჩებზე გზავნიდნენ და ითხოვდნენ, რუსი მოლაშქრეებისათვის ქალაქის დატოვება ებრძანებინათ. მღვდელმთავარი პასუხობდა:
ვიკიციტატა
„„რას მემუქრებით? მე მხოლოდ ღვთისა მეშინია. თუ თქვენ გახვალთ მოსკოვიდან, მე მოვუწოდებ რუს მხედრობას, რომ დატოვონ ქალაქი, მაგრამ თუ დარჩებით, ვაკურთხებ მათ, რომ წინ აღიდგნენ და მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად სისხლი დასთხიონ“.“

პატრიარქმა ერმოგენმა რუს ხალხს უკანასკნელი ეპისტოლე უკვე საპყრობილედან გამოუგზავნა: იგი აკურთხებდა მათ განმანთავისუფლებელ ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ. რუსმა მხედარმთავრებმა ურთიერთშეუთანხმებელი მოქმედების გამო ვერ შეძლეს კრემლის აღება და ერის სულიერი მამის განთავისუფლება. ცხრა თვეზე მეტი ხნის მანძილზე იტანჯებოდა იგი სატუსაღოში, სადაც 1612 წლის 17 თებერვალს შიმშილისგან ძალაგამოცლილი მოწამეობრივად აღესრულა.

რუსი ხალხის განმანთავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. მღვდელმოწამის ცხედარი მადლიერმა ხალხმა ჩუდოვის მონასტერში დაკრძალა, იქიდან კი, 1654 წელს, მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაასვენა. წმინდა პატრიარქის კანონიზაცია მოხდა 1913 წლის 12 მაისს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 3 2011, 12:35 AM

ათანასე I დიდი – ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 მაისი, ახალი სტილით - 15 მაისი.
-----------------------------
წმინდა პატრიარქი დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება - „ერთარსი მამისა“. წმინდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 325-373 წლებში განაგებდაამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როცა ნეტარი ერთადერთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად რჩებოდა და უკაცრიელი თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს.

მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება - 15 მაისს და 31 იანვარს, წმინდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 3 2011, 07:54 PM

დიონისე (ალექსანდრიის პატრიარქი) – ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 ოქტომბერი, ახალი სტილით - 18 ოქტომბერი.
-------------------------------
იგი მდიდარი წარმართების ოჯახში დაიბადა. შემდგომ მან კარგი განათლება მიიღო და რიტორი გახდა. მოწიფულობას მიღწეული წმინდანი ეკლესიის ცნობილი მამის, ორიგენეს (III) გავლენით მოექცა ქრისტიანობაზე, დაემოწაფა მას და სათნოებებში წარმატებული, მალე ხუცესად აკურთხეს. 231 წლიდან დიონისე ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი გახდა, 247 წელს კი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ფრიად დაშვრა სხვადასხვა ერეტიკული სწავლებების, განსაკუთრებით, საველიანელთა მწვალებლობის სამხილებლად და აღმოსაფხვრელად.

იმპერატორების, დეციუსისა (249-251) და ვალერიანუსის (253-260) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას მშვიდი და მოსიყვარულე მღვდელმთავარი ერთგულ დარაჯად ედგა ქრისტიანთა სულებს და აღმსარებლობით ღვაწლში განამტკიცებდა.

წმიდა მამა ყველას დახმარებასა და ნუგეშისცემას ახერხებდა. ჟამიანობის დროს იგი თავის სამწყსოს მოუწოდებდა, შემწეობა აღმოეჩინათ, როგორც ქრისტიანი, ისე წარმართი ავადმყოფებისათვის და დაეფლათ მიცვალებულნი. იმ სულიერ შვილებზე, რომლებიც ამ კურთხევის შესრულებისას დაიღუპნენ, ნეტარი მწყემსმთავარი წერდა: „ამგვარად დატოვეს სიცოცხლე საუკეთესოებმა ჩვენს ძმათა შორის. ასეთი სიკვდილი - დიდი ღვთისმოსაობისა და მტკიცე სარწმუნოების ნაყოფი - არაფრით ჩამოუვარდება მოწამეობას“.

წმიდა დიონისე ორჯერ იყო გადასახლებული. იგი იმპერატორ გალიენუსის (260-268) დროს დაუბრუნდა თავის კათედრას და მშვიდობით მიიცვალა 264 წელს. მართალია, წმიდა დიონისე მოწამეობრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმდენი ტანჯვა დაითმინა ღვთისთვის, რომ წმიდა ეკლესიამ იგი მარტვილთა დასში შერაცხა.

წმიდა დიონისე ალექსანდრიელმა დაგვიტოვა რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომი წმიდა წერილის განსამარტებლად და ერეტიკულ სწავლებათა უარსაყოფად. მისმა თხზულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანული აზროვნების განვითარების ისტორიაში და დიდი გავლენა მოახდინა IV საუკუნის ღვთისმეტყველებაზე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 5 2011, 08:11 PM

იუბენალი (ბერძნ. Ιουβενάλιος) – იერუსალიმის პირველი პატრიარქი (422-458); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 ივლისი, ახალი სტილით - 15 ივლისი.
----------------------------------------------------
წმინდა იუბენალი 422-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამოსაგრე იყო. ამ ხანებში მრავალი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. კრებას წმინდა კირილე ალექსანდრიელი ( ხს. 22 ივნისს) თავმჯდომარეობდა. მის თანამოაზრეებს შორის იყო პატრიარქი იუბენალიც; 451 წელს ქალაქ ქალკედონში მოეწყო IV მსოფლიო კრება ევტიქის ახალი, მონოფიზიტური ცრუსწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ერთმა - ღვთაებრივმა ბუნებამ მეორე - კაცობრივი - მთლიანად შთანთქა.

წმინდა მამებმა, რომელთა შორის ღირსი იუბენალიც იყო, უარყვეს ევტიქის ერესი და დაამტკიცეს მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურწყმელობისა და განუყოფელობის შესახებ. ერეტიკოსები მაინც განაგრძობდნენ ბობოქრობას. მათ სათავეში ედგა თეოდოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება. წმინდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ უსჯულოებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ნეტარი. წმინდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა. განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინოპოლში ჩავიდა წმინდა პატრიარქ ანატოლისა (ხს. 16 ივლისს) და იმპერატორ მარკიანესთან. წმინდანის ღრმად პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა ორ თვეში პატრიარქის ღირსებებში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა.

ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების ბზარის გასამთელებლად. ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ 458 წელს წმინდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 7 2011, 10:11 PM

მიქაელი, მიხაელი, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქი (დაახლოებით 1470/74-1484). მიქაელი დასავლეთ საქართველოში მოსულა დაახლოებით 1470-1478 წლებში. მოსვლის მიზანი, ჩანს შეწირულებათა შეგროვება იყო. მიქაელი აქტიურად ერეოდა საეკლესიო საქმეებში. მმართველმა წრემ იგი გამოიყენა თავისი სეპარატისტული მიზნებისათვის: ბაგრატ მეფემ და შამადავლა დადიან-გურიელმა მიქაელს „აფხაზთა კათოლიკოსად“ აკურთხებინეს იოაკიმე ცაიშელ-ბედიელი. მიქაელის ამგვარმა ჩარევამ „აფხაზეთის“ (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოსი საბოლოოდ ჩამოაშორა მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლეს ხელისუფლებას, ამით კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური განკერძოებულობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის. მიქაელს შეუდგენია კანონიკური ძეგლი „მცნება სასჯულო“, რომელშიაც იგი ცდილობს თეორიულად დაასაბუთოს მის მიერ იოკიმეს კურთხევის კანონიერება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 10 2011, 07:56 PM

წმიდა მოდესტოსი -იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი, ხსენება ძვ.სტ. - 18 დეკემბერი (ახ. სტ. - 31 დეკემბერი). დაიბადა კაბადოკიის სებასტიაში (თანამედროვე თურქეთის ქალაქი სივასი), ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისაკენ და , როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო. 614 წელს სპარსეთის მეფემ ხოსრო II-მ აიღო იერუსალიმი. დაარბია იგი, დაანგრია მართლმადიდებლური ტაძრები, დახოცა 90000-მდე ქრისტიანი. ასევე, ხელთ იგდო უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი და დაატყვევა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია. ამის შემდეგ იერუსლიმის ეკლესიის განმგებლობა დროებით წმიდა მოდესტოსს დაევალა.

ნეტარმა მოდესტოსმა ალექსანდრიის პატრიარქის იოანე მოწყალის დახმარებით აღადგინა დარბეული ქრისტიანული საყდრები. მან პატივით დაკრძალა დახოცილი ბერები საბა განწმენდილის ლავრიდან. თოთხმეტი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ, სპარსეთში წარმატებული ლაშქრობის შედეგად ტყვეობიდან გაანთავისუფლა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია და უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც იერუსალიმში დააბრუნა. პარტიარქ ზაქარიას მიცვალების შემდგომ იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრად წმიდა მოდესტოსი დაადგინეს. უფლის რჩეული 634 წელს მიიცვალა

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 10 2011, 08:32 PM

წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (+დაახლ. 63)
იერუსალიმის პირველი მღვდელმთავარი
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების (ხს. 26 დეკემბერს) ძე იყო. გადმოცემით, წმიდანი თან ახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში - წმიდათა წმიდაში შესვლის უფლება, სადაც უფლის რჩეული ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდანი უფლის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქნა (1 კორ. 15,7). გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა ეკლესიის სვეტად (გალ. 2,9) მიჩნეული მოღვაწე დაადგინეს იერუსალიმის პირველ მღვდელმთავრად. იგი ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა (საქმე, 15).
წმიდანის ქადაგების გავლენით მრავალი ებრაელი მოექცა ქრისტიანობაზე. ყოველივე ამან შური და გულისწყრომა აღძრა იუდეველ უხუცესებში, რომელთაც უფლის რჩეულის დაღუპვა განიზრახეს. ერთხელ, როცა რომაელი მმართველი იერუსალიმიდან გავიდა, ქრისტეს მტრებმა ისარგებლეს შემთხვევით, მღვდელმთავარი იაკობი ძალით აიყვანეს ტაძრის გუმბათზე და მოსთხოვეს, პასექთან დაკავშირებით შეკრებილი ერის წინაშე უარეყო ქრისტე. მათი მოთხოვნის საპირისპიროდ, წმიდანმა ახოვნად იქადაგა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა. მაშინ მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა მაცხოვარი, მწიგნობრები და ფარისევლები კი უკვე ნანობდნენ თავიანთ საქციელს: „შევცდით, რომ ყველასგან პატივდებულ მოსაგრეს ასე დავამოწმებინეთ ქრისტე“. ისინი გააფთრებით მიეჭრნენ წმიდა მამას და ძირს ჩამოაგდეს, მიწას დანარცხებული და სასიკვდილოდ დაშავებული წმინდა იაკობი უცებ არ გარდაცვლილა. მან უკანასკნელი ძალების მოკრებით მუხლი მოიყარა და მხურვალედ შესთხოვა უფალს, შეენდო მისი მტრებისათვის. უღმერთოებმა ქვები დააყარეს მარტვილს. ერთი ქვა მას თავში მოხვდა და სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს მოხდა იუდეველთა ომის დაწყებამდე (62-66 წლებს შორის) ცოტა ხნით ადრე, როცა იაკობ მოციქული ოთხმოცდათექვსმეტი წლისა იყო. ნეტარის მოწამეობრივმა სიკვდილმა ებრაელებზე ისეთი დიდი გავლენა იქონია, რომ ეს ომი, მის შემდგომ დაწყებული ბრძოლა რომაელებთან (66-70 წწ) და მათი თანმხლები უბედურებანი ამ ცოდვისათვის სასჯელად მიიჩნიეს.
წმიდა მოციქულ იაკობს ეკუთვნის ახალი აღთქმის კათოლიკე ეპისტოლე. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა, რომელიც საფუძვლად დაედო ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ზოგი ცნობით, წმიდა მოციქულის ნაწილები რომში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ინახება. ზოგი მათგანი 1853 წელს ალექსანდრიელ პატრიარქ იეროთეოსს მოსკოვში გაუგზავნია.


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 13 2011, 06:59 PM

http://www.radikal.ru

(ეს რომელი პატრიარქია?) read.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 13 2011, 08:35 PM

ყოვლადუწმიდესი ბართლომე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი
http://www.radikal.ru

უნეტარესი თეოდორე II, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა
http://www.radikal.ru

უნეტარესი ეგნატე IV, პატრიარქი ღმრთის ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა
http://www.radikal.ru

უნეტარესი თეოფილე, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა
http://www.radikal.ru

უწმიდესი კირილე - პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 21 2011, 06:12 PM

უწმიდესი ირინეოსი, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა
http://www.radikal.ru

უნეტარესი დანიელი, პატრიარქი სრულიად რუმინეთისა
http://www.radikal.ru

უწმიდესი მაქსიმე, პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა
http://www.radikal.ru

უნეტარესი ქრიზოსტომოს II, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა
http://www.radikal.ru

უნეტარესი იერონიმე II, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა
http://www.radikal.ru

უნეტარესი ანასტასი, მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 21 2011, 06:29 PM

უნეტარესი საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა
http://www.radikal.ru

უნეტარესი ქრისტეფორე, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა
http://www.radikal.ru

უნეტარესი იონა, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 21 2011, 06:53 PM

კარგი სურათებიაზაზ... thumbs.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 21 2011, 07:55 PM

აქ ადრე იყო თხოვნა რომ სურათები დადებულიყო და ეს თხოვნა შევასრულე.

ციტატა(A.V.M @ Dec 13 2011, 06:59 PM) *

http://www.radikal.ru

(ეს რომელი პატრიარქია?) read.gif

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 17 2012, 08:01 PM

რუსეთის პატრიარქის სურათი მინდა სინოდის წევრებთან ერთად.
და ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Feb 18 2012, 03:20 PM

A.V.M

ციტატა
(ეს რომელი პატრიარქია?)

ეკუმენისტია, ეკუმენისტი! mad.gif

სირცხვილი!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 18 2012, 07:52 PM

ციტატა
ეკუმენისტია, ეკუმენისტი! mad.gif

სირცხვილი!

ცოტა დავკონკრეტდეთ აბა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 22 2012, 10:07 PM

ამ დღეებში იყო წმ.ფოტი პატრიარქის ხსენება.გავიხსენოთ ინფორმაცია მის შესახებ:
-----------------
წმიდა ფოტი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+891)
6 (19) თებერვალი

წმიდა ფოტი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი IX საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. მამამისი ხატთაყვანისცემის დაცვისთვის მოწამეობრივად აღსრულებულა.

ფოტიმ ბრწყინვალე განათლება მიიღო: თანამედროვეთა მოწმობით, მას განსწავლულობით თავის საუკუნეში ტოლი არ ჰყავდა. ფილოსოფიის, მედიცინის, ასტრონომიისა და ღვთისმეტყველების ამ შესანიშნავ მასწავლებელთან სხვადასხვა მეცნიერებებს ეუფლებოდნენ იმპერატორის ტახტის მემკვიდრე მიხეილი და მომავალი სლავთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი კირილე. ფოტის პირველი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეჭირა სენატში, მაგრამ სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა მონაზვნობისკენ მიდრეკილ მის სულს.

857 წელს იმპერატორ მიხეილის თანამმართველმა, ბარდამ კონსტანტინეპოლის კათედრიდან გააძევეს პატრიარქი ეგნატე და მის ნაცვლად ფოტის დადგინება გადაწყვიტა. მომავალ წმიდანს ამ მაღალი ხარისხისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ მისი არ შეისმინეს: ექვსი დღის განმავლობაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და შობის დღესასწაულზე პატრიარქადაც აკურთხეს. მალე გადაყენებული მღვდელმთავრის მომხრეებმა შფოთი დაიწყეს. 861 წელს მღელვარების ჩასაცხრობად მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც დაადასტურა ეგნატეს გადაყენება და ფოტი პატრიარქად დაამტკიცა. პაპი ნიკოლოზ 1 იმედოვნებდა, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ახალი მესაჭე მისი ნების აღმსრულებელი იქნებოდა, მაგრამ, როცა იმედები არ გაუმართლდა, ფოტი ანათემას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული, სიცოცხლის აღსასრულამდე წმიდანს უხდებოდა დაუცხრომელი ბრძოლა პაპის თვითნებობასთან და მის მიერ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფის ცდებთან. 864 წელს ბულგარეთი საკუთარი ნებით მოექცა მართლმადიდებლობაზე. როგორც ვარაუდობდნენ, ბულგარეთის მეფე ბორისი პატრიარქმა ფოტიმ მონათლა, რის შემდეგაც ახალმოქცეულ ქვეყანაში მთავარეპისკოპოსი და მღვდლები გაგზავნა. შემდეგ, წმიდა ფოტის კურთხევით, ბულგარეთში გაემგზავრნენ წმიდა კირილე და მეთოდე – სლავურ ენაზე ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად. პაპის მომხრეებმა შეძლეს, რომ ქვეყანაში აღმოსავლელი მქადაგებლებისადმი უნდობლობა გაეღვივებინათ. ამასთან, გერმანელთა თავდასხმებით შევიწროებული მეფე მიხეილი იძულებული შეიქმნა, დახმარება დასავლეთში ეძია და პაპს მიმართა თხოვნით, ბულგარეთში თავისი ეპისკოპოსები გამოეგზავნა. ახალნერგ ქვეყანაში ჩამოსულმა პაპის ლეგატებმა აქ ლათინთა სწავლებისა და წეს-ჩვეულებების დანერგვა დაიწყეს, ამასთან ირწმუნებოდნენ, რომ პატრიარქ ფოტის მიერ აღსრულებულ მღვდელმოქმედებებს ძალა არ ჰქონდა და ნათელღებულ ბულგარელებს ხელმეორედ სცხებდნენ მირონს. ეს იყო მთელი კონსტანტინეპოლის ეკლესიის დიდი შეურაცხყოფა. მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა და უსჯულოების მამხილებელმა წმიდა ფოტიმ აღმოსავლეთის ეკლესიებს დაუგზავნა ეპისტოლეები, რომლითაც აუწყა ისინი პაპის ქმედებების შესახებ და ამცნო, რომ რომის ეკლესია მართლმადიდებლობას ემიჯნებოდა არა მარტო წეს-ჩვეულებებით, არამედ სწავლებითაც და მათ ანტიქრისტეს მსახურები უწოდა.

867 წელს, იმპერატორ მიხეილის მკვლელობის შემდეგ, სამეფო ტახტი მიიტაცა ბასილი მაკედონელმა. მღვდელმთავარმა ფოტიმ უშიშრად ამხილა მკვლელი. ამის გამო ის გადააყენეს პატრიარქობიდან, მონასტერში გამოამწყვდიეს და მის ნაცვლად ეკლესიის მესაჭეობა კვლავ ეგნატეს მიანდეს. მღვდელმთავარ ფოტის მოქმედების გამოსაძიებლად მოწვეულ კრებას პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს ხელმოსაწერად წარუდგინეს სიგელები, რომელთა მიხედვითაც მთელი ეკლესია პაპის სამსჯავროს უნდა დაქვემდებარებოდა. აღმოსავლელი ეპისკოპოსები არ დაყვნენ პაპის ნებას და ლეგატებთან გაცხარებული კამათი წამოიწყეს. კრებაზე გამოძახებულმა ფოტიმ დუმილით მოისმინა მისი დაპატიმრების უსამართლო განაჩენი. ბოლო კითხვაზე – ხომ არ მოინანიებდა წმიდა ფოტი მის დანაშაულს, მღვდელმთავარმა უპასუხა: „იქნებ თქვენ გადაიფიქროთო რამე”.

შემდგომ მოვლენები ისე წარიმართა, რომ ბულგარეთიდან განდევნეს ლათინი ღვთისმსახურები და პატრიარქმა ეგნატემ ისევ თავისი ეპისკოპოსები გაგზავნა ქვეყანაში. 879 წელს, ეგნატეს სიკვდილის შემდეგ, მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც კვლავ ცნო ფოტი კანონიერ მწყემსმთავრად.

იმპერატორ ბასილის მემკვიდრის, ლეონის დროს მღვდელმთავარ ფოტის მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და 886 წელს კათედრიდან გადააყენეს. წმიდა მამა არმონიის მონასტერში გამოამწყვდიეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი მრავალტანჯული სიცოცხლე.

მართლმადიდებლური ეკლესია თაყვანს სცემს ფოტის, როგორც პაპის თვითნებობისაგან აღმოსავლეთის ეკლესიის მხურვალე დამცველს, როგორც ღრმად განსწავლულ ღვთისმეტყველს, რომელმაც დაგვიტოვა მრავალი ნაშრომი ლათინთა ცდომისა თუ სხვა ერესების სამხილებლად, წმიდა წერილის განსამარტავად და სხვა სარწმუნოებრივი საკითხების გასარკვევად.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 3 2012, 08:11 PM

წმიდა ალექსი, საკვირველთმოქმედი, მოსკოვის მიტროპოლიტი (+1378)
12 (25) თებერვალი

წმიდა ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი 1292 წელს (სხვა ცნობით - 1304 წელს) დაიბადა მოსკოვში, ჩერნიგოველ მთავართა წრიდან გამოსული ბოიარის, თეოდორე ბიაკონტის ოჯახში.

ღმერთმა ადრე გაუცხადა მღვდელმთავარს თავისი მაღალი მოწოდება, თორმეტი წლის ელეფთერმა ბადეები გაშალა ჩიტების საჭერად, თავისდაუნებურად ჩასთვლიმა და უეცრად ცხადად ჩაესმა: „ალექსი! ამაოდ რად შვრები? შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე“, ამ დღიდან მოყოლებული ყმაწვილს მარტოობა შეუყვარდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და თხუთმეტი წლისამ მონაზვნად შედგომა გადაწყვიტა. 1320 წელს იგი მოსკოვის ღვთის განცხადების მონასტერში დამკვიდრდა, სადაც 20 წელზე მეტი დაჰყო მკაცრ მოღვაწეობაში. აქ მისი თანამოსაგრეები და ხელმძღვანელები იყვნენ გამოცდილი ბერი გერონტი და სტეფანე, ღირსი სერგი რადონეჟელის ძმა. შემდეგ მიტროპოლიტმა თეოგნისტემ მომავალ მღვდელმთავარს უბრძანა, დაეტოვებინა მონასტერი და ეკლესიის სამოსამართლო საქმეები განეგო. ამ მოვალეობას იგი 12 წლის განმავლობაში ასრულებდა მიტროპოლიტის მოსაყდრის წოდებით. 1350 წელს მეუფე თეოგნისტემ ალექსის ვლადიმირის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მიტროპოლიტის სიკვდილის შემდეგ, 1354 წელს კი მის ტახტზეც აღსაყდრდა. ამ დროს რუსეთის ეკლესიაში აშლილობა და შფოთი სუფევდა ლიტვისა და ვოლინის მიტროპოლიტის, რომანის პრეტენზიების გამო. 1356 წელს არეულობებისა და მღელვარებისათვის ბოლო რომ მოეღო, მღვდელმთავარი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა მსოფლიო პატრიარქთან. პატრიარქმა კალისტემ ალექსი კიევისა და დიდი რუსეთი მთავარეპისკოპოსად დაადგინა, „ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტისა და ეგზარქოსის“ წოდებით.

წმიდა ალექსი გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, ნიშნავდა ეპისკოპოსებს, აარსებდა მონასტრებს, აგვარებდა ურთიერთობას ურდოს ხანთან. წმიდანი არაერთხელ გამხდარა იძულებული, თავად ემოგზაურა ოქროს ურდოში. 1357 წელს ხანმა დიდ მთავარს მოსთხოვა, მღვდელმთავარი ჩასულიყო მასთან და განეკურნა მისი ბრმა მეუღლე. „ამ საქმის აღსრულება ჩემს ძალებს აღემატება,- თქვა ნეტარმა ალექსიმ, - მაგრამ მე მწამს, რომ იგი, ვინც ბრმა განკურნა, არ უგულვებელყოფს სარწმუნოებით აღვლენილ ლოცვას“. მართლაც, მისი ლოცვით და ნაკურთხი წყლის სხურებით ხანის მეუღლე განიკურნა.

წმიდა ალექსიმ 78 წელი იცოცხლა. იგი 24 წელი განაგებდა კათედრას და გარდაიცვალა 1378 წლის 12 თებერვალს. 50 წლის შემდეგ სასწაულებრივ აღესრულა წმიდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება, აქედანვე იწყება მისი, როგორც წმიდა მღვდელმთავრის თაყვანისცემა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 6 2012, 10:52 PM

წმიდა ლეონ დიდი, (+461)

წმიდა ლეონ დიდმა, რომის პაპმა (440-461) შესანიშნავი და მრავალმხრივი განათლება მიიღო, რაც ბრწყინვალე საერო კარიერას უმზადებდა, მაგრამ სულიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა სხვა გზა აირჩია - წმიდა პაპის, სიქსტ III-ის (432-440) დროს იგი არქიდიაკვნად ეკურთხა, მისი სიკვდილის შემდეგ, 440 წელს კი რომის პაპიც გახდა. ამ დროს ეკლესიას აშფოთებდა სხვადასხვა მწვალებლური სწავლებები. მღვდელმთავარი ლეონი საოცარ სიმტკიცესა და შეურყველობას იჩენდა, როცა საქმე აღმსარებლობის დაცვას ეხებოდა. იგი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაბედულად ამხელდა ქრისტეს ერთბუნებოვნების მქადაგებელ ევტიქისა და დიოსკორეს ერესებს, აგრეთვე ნესტორის მწვალობლობას; ბიზანტიის იმპერატორებთან, თეოდოსი II-თან (408-450) და მარკიანესთან (450-475) გაგზავნილი ეპისტოლეებით მან დიდად შეუწყო ხელი ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451) მოწვევას მონოფიზიტობის დასაგმობად. კრებაზე, რომელსაც 630 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წაკითხულ იქნა მღვდელმთავარ ლეონის ეპისტოლე უკვე მიცვალებული კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ფლავიანეს (447-449) მიმართ, რომელიც 449 წელს ეფესოში გამართულ ავაზაკთა კრებას ემსხვერპლა. პაპის ეპისტოლეში მოცემული იყო მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ, რომელსაც კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსი დაეთანხმა. ერეტიკოსები ევტიქი და დიოსკორე ეკლესიიდან განკვეთეს. წმიდა პაპი ბარბაროსთა შემოტევებისგანაც იცავდა თავის სამშობლოს: 452 წელს მან სიტყვის ძალით დააშოშმინა იტალიის დასანგრევად და ასაოხრებლად გამზადებული ჰუნების მრისხანე მთავარსარდალი ატილა, 455 წელს კი რომში შემოჭრილ ვანდალების წინამძღვარს ჰუნზერიხს შეაგონა, არ დაენგრია ქალაქი, შენობები არ გადაეწვა და სისხლი არ დაეღვარა.

პაპმა ლეონ დიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ის წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და მხურვალე ლოცვებითა და ქველისსაქმეებით ემზადებოდა მისთვის.

წმიდა მამა 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 13 2012, 07:28 PM

ხსენება წმ. ტარასისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (806).



წმინდა ტარასი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი კონსტანტინეპოლში დაიბადა და აღიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს (797-82, ხს. 7 აგვისტოს), კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. წმინდა პატრიარქი პავლე (780-784: ხს. 30 აგვისტოს) მწვალებლებს არ თანაუგრძნობდა, მაგრამ მერყევი ხასიათის გამო მათ წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებასაც ვერ ახერხებდა, ამიტომ ნებით გადადგა ტახტიდან, მონასტერს მიაშურა და სქემა შეიმოსა. როცა ყოფილი პატრიარქი დედოფალმა ელენემ მოინახულა ძესთან ერთად, პავლემ განაცხადა, ჩემი ერთადერთი ღირსეული მემკვიდრე ტარასიაო. ტარასი, იმ დროს ჯერ კიდევ ერისკაცი, დიდხანს უარობდა, რადგან ასეთი მაღალი ხარისხისათვის თავი უღირსად მიაჩნდა, მაგრამ ბოლოს დაჰყვა მვედრებელთა ნებას ერთი პირობით – ხატმბრძოლობის ერესის დასაგმობად მსოფლიო კრება უნდა მოწვეულიყო. წმინდანმა მოკლე ხანში გაიარა იერარქიის ყველა საფეხური და 784 წელს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა. 787 წელს ტარასის თავმჯდომარეობით ქ. ნიკეაში გაიმართა VII მსოფლიო კრება, რომელსაც 367 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრების მამებმა დაამტკიცეს წმინდა ხატების თაყვანისცემის წესი. ის მღვდელმთავრები, რომლებმაც მოინანიეს ხატმბრძოლობა, ეკლესიამ კვლავ მიიღო თავის წიაღში.

წმინდა ტარასი 22 წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. იგი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა; მთელი ქონება საქველმოქმედო საქმეებს გადააგო: ზრდიდა და განუსვენებდა მოხუცებს, გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მათთვის ტრაპეზს აწყობდა, რომელზეც თვითონ მსახურობდა. წმინდა პატრიარქმა უშიშრად ამხილა იმპერატორი კონსტანტინე, როცა მან ცილი დასწამა თავის მეუღლეს, მარიამს, იმ მიზნით, რომ მონასტერში გამოეკეტა იგი, თვითონ კი ხორციელ ნათესავზე დაქორწინებულიყო. წმინდა ტარასიმ მტკიცე უარი განაცხადა იმპერატორის განქორწინებაზე, რის გამოც მისი საშინელი რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ მალე კონსტანტინე დედამისმა, ირინემ, ჩამოაგდო ტახტიდან. მღვდელმთავარი ტარასი გარდაიცვალა 806 წელს. აღსასრულის ჟამს ეშმაკები მიეახლნენ წმინდანს, ახსენებდნენ მთელს ცხოვრებას სიყრმიდან მოყოლებული და ცდილობდნენ, ისეთი ცოდვებიც მიეწერათ მისთვის, რომლებიც არასოდეს ჩაედინა. „ცილსა მწამებთ, თქვენ არანაირი ძალაუფლება არა გაქვთ ჩემზე!“ – შერისხა ბოროტი სულები ღირსმა მამამ და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. სამწყსო მხურვალე ცრემლებით დასტიროდა საყვარელ მღვდელმთავარს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა.

წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 23 2012, 07:41 PM

ქაიროში კოპტური ეკლესიის პატრიარქი შენუდა მესამე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტურმა ტელევიზიამ გავრცელა.
ეგვიპტის კოპტური მართლმადიდებლები ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული საზოგადოების ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი მოსახლეობის დაახლოებით 6–10 პროცენტს შეადგენენ და მათი რიცხვი 85 მილიონია.
შენუდა მესამე კოპტური ეკლესიის 117–ე პატრიარქია. იგი პატრიარქად 1971 წელს სინოდის გადაწყვეტილებით აკურთხეს.

opinion.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 23 2012, 10:45 PM

ამ შემთხვევაში დავდე უბრალოდ ახალი ამბავი ერთ-ერთი ქრისტიანი პატრიარქის შესახებ.
(რადგან გარდაიცვალა. თორემ ცოცხალი რომ ყოფილიყო რა თქმა უნდა არაფერს ვიტყოდი.
თავად საპატრიარქომ გაავრცელა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია.)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 27 2012, 10:43 PM

http://www.radikal.ru
წმიდა სოფრონ იერუსალიმელი (+638-644)
11 (24) მარტი

წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ. მომავალი პატრიარქი უმაღლეს სიბრძნეს მონასტერში, მეუდაბნოეებთან საუბრებში ეძებდა. ის ჩავიდა იერუსალიმში, წმიდა თეოდოსის მონასტერში და დაუახლოვდა იოანე მოსხს. მალე სოფრონი იოანეს სულიერი შვილი და მორჩილი გახდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტერში, იწერდნენ მამათა ცხოვრებებს. ამ ჩანაწერებისაგან შედგა ცნობილი წიგნი „ლიმონარი“, რომელსაც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მაღალი შეფასება მისცა.

სპარსელთა თავდასხმების გამო წმიდა იოანემ და სოფრონმა პალესტინა დატოვეს და ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეგვიპტეში წავიდნენ. ეგვიპტეში სოფრონი მძიმედ დაავადდა. მან მონაზვნობა გადაწყვიტა და იოანე მოსხმა ბერად აღკვეცა. წმიდა სოფრონის გამოჯამრთელების შემდეგ მოძღვარი და მოწაფე ალექსანდრიაში დარჩნენ. ისინი წმიდა პატრიარქმა იოანემ (ხს. 12 ნოემბერს) სიყვარულით მიიღო. წმიდა იოანე და სოფრონი მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას მონოთელიტთა ერესის შემოტევისაგან. ალექსანდრიაში წმიდა სოფრონმა აღწერა წმიდა უვეცხლოთა კვიროს და იოანეს (ხს. 31 იანვარს) ცხოვრება.

როცა ალექსანდრიას ბარბაროსები შემოესივნენ, წმიდა პატრიარქი იოანე წმიდა მოსხთან და სოფრონთან ერთად კონსტანტინეპოლში წავიდა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. წმიდა იოანე და სოფრონი, თერთმეტ მონაზონთან ერთად, რომში ჩავიდნენ. რომში ღირსი იოანე მოსხიც გარდაიცვალა (+622). მისი ცხედარი წმიდა სოფრონმა იერუსალიმში გადაასვენა და წმიდა თეოდოსის სავანეში დაასაფლავა.

628 წელს სპარსთა ტყვეობიდან დაბრუნდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია (609-633). მისი გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ავიდა წმიდა მოდესტი (633-634; ხს. 18 დეკემბერს), მოდესტის შემდეგ კი პატრიარქად სოფრონი აირჩიეს.

სიცოცხლის ბოლოს წმიდა სოფრონმა სამწყსოსთან ერთად გადაიტანა იერუსალიმის ორწლიანი ალყის სიმძიმე. შიმშილისაგან არაქათგამწყდარმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, ქალაქის კარები გაეღოთ იმ პირობით, რომ მტერი ხელს არ ახლებდა სიწმიდეებს. ეს პირობა მაჰმადიანებმა არ შეასრულეს. წმიდა სოფრონი ქრისტიანული სიწმიდეების შებილწვით გამოწვეულ ღრმა მწუხარებაში გარდაიცვალა.

ჩვენამდე მოაღწია პატრიარქ სოფრონის მიერ შედგენილმა თხზულებამ დოგმატიკაში, ლიტურღიის განმარტებამ, ღირსი მარიამ მეგვიპტელის (ხს. 1 აპრილს) ცხოვრებამ, 950-მდე ტროპარმა და სააღდგომო სტიქარონმა. ჯერ კიდევ მღვდელმონაზვნის ხარისხში მყოფმა სოფრონმა გადაამოწმა და გაასწორა საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი. წმ. სოფრონის სამსაგალობლები შესულია თანამედროვე ტრიოდიონში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 29 2012, 08:10 PM

ამ უახლოეს წარსულში იყო ხსენება წმინდა ნიკიფორე იერუსალიმელის წმიდა ნაწილების ამოყვანებისა.
ჩვენც დავწეროთ ამის შესახებ:


წმიდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის აღმოყვანება. წმიდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატთაყვანისმცემლობის მტკიცე დამცველი წმიდა ნიკიფორე კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, სადაც 828 წელს გარდაიცვალა. 846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოაჩინეს და კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიას ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება. წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმბრძოლთა მამხილებელი სამი თხზულება. წმიდა ნიკიფორეს ეკლესია 2 ივნისსაც იხსენიებს.



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 7 2012, 07:49 PM

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)
12 (25) მაისი

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740) დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსი მტკიცედ დადგა ხატმბძროლებისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად. შემდგომ ის კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმიდანი აგრძელებდა ხატმბრძოლთა მხილებას, რომელსაც იმპერატორი ლეონ III ისავრიელი (717-741) ხელმძღვანელობდა. ძალები არათანაბარი იყო. წმიდა გერმანე იძულებული გახდა თავისი ომოფორი ტრაპეზზე დაესვენებინა და მღვდელმთავრის კათედრა დაეტოვებინა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ჯარისკაცები გაგზავნა წმიდა გერმანესთან. მათ საპატრიარქო რეზიდენციიდან განდევნეს წმიდანი. წმიდა გერმანემ დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს 95 წლის ასაკში, დაასაფლავეს კონსტანტინეპოლში, ქორის მონასტერში. შემდგომ მისი ნაწილები გადაასვენეს საფრანგეთში.

მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787) წმიდა პატრიარქ გერმანეს სახელი წმიდათა დიპტიხში შეიტანა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2012, 01:12 AM


პატრიარქი მაქსიმე: მე ცოდვილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეკლესიის საზიანო კომპრომისებზე არასდროს წავსულვარ
Gallery
Posted on November 13, 2012



რამდენიმე დღის წინ ღვთივგანისვენა მართლმადიდებლური სამყაროს უხუცესმა მამათმთავარმა მაქსიმემ. მისი ხსოვნის პატივსაცემად გთავაზობთ უწმიდესი პატრიარქის, მაქსიმეს ინტერვიუს, რომელიც ჩაწერა ბულგარეთის ნაციონალურმა ტელეკომპანიამ.Image

– თქვენო უწმიდესობავ, როგორი გავლენაქ მოახდინეს მშობლებმა თქვენს გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყავით ღვთისმსახური?

– ჩემი მშობლები იყვნენ უბრალო სოფლის მაცხოვრებლები. დედაჩემი წაროშობით მდიდარი ოჯახიდან იყო, მაგრამ ცოლად გაყვა უბედურ ახალგაზრდას, რომელიც ბავშვობაშივე დაობლდა. ერთად ცხოვრობდნენ თანახმიერად. რეგულარულად დადიოდნენ ღვთისმსახურებაზე ტროიანსკის მონასტერში. მამაჩემი იყოს საეკლესიო მმართველობის მუდმივმოქმედი წევრი მშობლიურ სოფელ ორეშაკოში. დედა იყო სოფლის სულიერი ცხოვრების ცენტრი, ერთად კრებდა მეზობლებს ლოცვისა და სულიერი წიგნების კითხვისთვის. მას ძალიან უნდოდა, რომ მიმეღო სასულიერო განათლება და გავმხდარიყავი ეკლესიის მსახური. მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლებისა იმისთვის, რომ აღმზარდეს რწმენაში და ეკლესიაში. დიდი წვალებით მინახავდნენ ისინი სემინარიაში სწავლისას. მაშინ პანსიონის გადასახადი იყო 8000 ლევი, წელიწადში. მათ კი არ ქონდათ საშუალება გამოემუშავებინათ ასეთი ფული. მამაჩემი იყო ხელოსანი და იძულებბული გახდა, გამხდარიყო პოლიციელი, მართალია ის სამზარეულოში მუშაობდა, მაგრამ იძულებული იყო ეტარებინა უნიფორმა. ოჯახი არ შიმშილობდა, მაგრამ ცხოვრობდა გაჭირვებით.

– როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, გამხდარიყავით მონოზონი?

– სემინარიის უფროსი კლასის მოსწავლემ, მივწერე წერილი წმინდა მთაზე, ზოგრიფის მონასტერს, თხოვნით, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მივეღე მორჩილად. წერილი, რომელსაც გაგზავნამდე აღმზრდელები ამოწმებდნენ ჩავუშვი ყუთში.

რამდენიმე დღის შემდეგ დამიძახა ამღზრდელმა და მითხრა: „მარინ, შენ გუნდა გახდე მონაზონი?“ ვუპასუხე: „როგორც უფალი მაკურთხებს, შეიძლება გავხდე კიდეც მონაზონი“ მასწავლებელმა მითხრა, რომ მე შემიძლია ვიმსახურო ეკლესიაში, ღვთისმსახურად, გავხდე თეთრი მღვდელი და რომ არ ღირს ბერობაზე აჩქარება. როგორც ჩანს სწორედ მან ნახა ჩემი წერილი ზოგრაფის მონასტრისადმი.

მაგრამ წვა ღვთისამდი და სურვილი მონაზვნობის მაინც დამრჩა, და ეს მხარდაჭერას ღებულობდა ტროიანსკის წმინდა მონასტრის ძმობასთან ურთიერთობის წყალობით, რომლის მრევლიც თავად ვიყავი.

1941 წლის დეკემბერში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტის მეოთხე კურსზე მივიღე მონაზვნობა. ტროიანსკის მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი კლიმენტი (კოვენსკი) იყო ჩემი სულიერი მოძღვარი, ხოლო ჩემი სულიერი ბერი (სტარეცი) გახდა ვრაჩანსკის მიტროპოლიტი პაისი (ანკოვი).

მონაზვობამ მომცა სულიერი სიმშვიდე. აღკვეცისას მიწოდეს სახელი მაქსიმე, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საპატივცემულოდ. მე ბედნიერი ვარ, რომ ვატარებ იმ წმინდანის სახელს, რომელმაც გადაიტან ყოველგვარი დევნა ხელისუფლებისგან და მაინც დარჩა ერთგული წმინდა მართლმადიდებელი ჭეშმარიტებისა. ის ჩემთვის არის მისაბაძი სახე და გამუდმებით ვევედრები, შემეწიოს უფლის ტახტის წინაშე.

– თქვენ პატრიარქად აგირჩიეს 1971 წელს, ათეისტური რეჯიმის მმართველობისას, გქონდათ მაშინ სირთულეები, თქვენს მაღალ თანამდებობაზე?

– პატრიარქად არჩევამ ჩემში გამოიწვია მღელვარება, იმ დროს უფრო ადვილი იყო სიკვდილი, ვიდრე იმის წარმოდგენა, როგორ უნდა იცხოვრო და შეასრულო მოვალეობა წმინდა ეკლესიის მეთაურისა. რამდენი მღელვარება გადავიტანე! ჩავფიქრებულვარ, დადებითი დამოკიდებულების გათვალისწინებით ამ სინოდის მიმართ, სამღვდელოების მიმართ, საეკლესიო საზოგადოების მიმართ, ჩემი პატრიარქად არჩევის შესაძლებლობაზე.

განსაკუთრებით ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა ქალაქის საეკლესიო საზოგადოებისგან, აკადემიკოს მიახაილ არაუნდოვის სახით. რომელიც დამეხმარა მიმეღო ეკლესიის, ერისა და სამშობლოს წინაშე საპოასუხისმგებლო გადაწყვეტილება მსახურებისა! აკადემიკოს არაუნდოვთან ჯერ კიდევ მაშინდელი ნაცნობობა მაკავშირებს, როდესაც ვმსახურობდი რუსენსკის მიტროპოლიაში. ნელნელა ჩვენ დავვახლოვდით. არცევამდე რამდენიმე დღით ადრე მე მას შემთხვევით შევხვდი სოფიაში, სამხედრო კლუბის გვერდითა სკვერში. მან იცოდა, რომ თავს ვიკავებდი ჩემი კანდიდატურის წარდგენაზე, და თავისი ავტორიტეტის წყალობით დამარწმუნა არ მეთქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.

– და მაინც, თვენ მიიღეთ საპატრიარქო ხარისხი კომუნისტური რჯიმის დროს…

– მდგომარეობა რთული იყო. ათეისტურმა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა ხალხის თვალში ბულგარეთის ეკლესიის ავტორიტეტის დაცემისა და იმ რწმენის დარღვევისათვის, რომელსაც ის აღიარებდა.

ერტხელ დიდმარხვაში მსახურებისას, მმართველობამ შემატყობინა, რომ აპირებდნენ აეკრძალათ ღვთისმსახურთათვის ტაძრის გარშემო შემოვლა გალობით და ზარების დაკვრა, როგორც ამას მსახურების განგება მოითხოვდა. მე კატეგორიული უარი განვაცხადე ამ გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მოდიოდა ეს. როგორც აღმოჩნდა ეს ინიციატივა იმ დროის ერთერთ უდიდეს ჩინოვნიკს ეკუთვნოდა.

ღვთისმსახურებაზე დასწრების აკრძალვა ყველასთვის და განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდობისთვის, მე ძალიან მთრგუნავდა. ვაკეთებდიყველაფერ შესაძლებელს, ამ დაბრკოლებათა გადასალახად, რელიგიის კომიტეტის მეშვეობით, რომლის თავმჯდომარეც იყო მიხაილ კიუჩკოვი, წარსულში ჩემი თანაკლასელი. სემინარიაში პირველიდან მეექვსე კლასამდე ერთად ვსწავლობდით, ის იჯდა ჩემს წინ. ათეისტურმა პერიოდამ დიდი ჭრილკობა მიაყენა ბულგარეთის წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მის ცხოვრებას, მაგრამ არა მის აღმსარებლობას. ათეისტური ხელისუფლების პირველი წლები ერთობ მძიმე იყო. მოგვიანებით ხელისუფლების სასტიკი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ რამდენადმე შემცირდა, მაგრამ არ გამქრალა, იმდენად რამდენადაც კომუნისტური იდეოლოგია სხვადასხვა ხარისხით, ხალხს ავსებდა სასტიკი და გაბოროტებული დამოკიდებულებით ეკლესიის მიმართ. მაგრამ ეკლესიის მნიშვნელობა, როგორც ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტისა გადარჩა. აშკარა იყო, რომ ბულგარელი ერის ცხოვრებაში მისი როლის დამდაბლება არავის შეეძლო. თუ უარყოფ ეკლესიას, უარყოფ ბულგარეთის ისტორიას.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ათეისტურ რეჟიმს არ გაუნადგურებია ეკლესია, მაგრამ უნდოდა მისი დაუძლურება, მაგრამ მე მახსოვს, ოდესრაც 24 მაისის დღესასწაულზე თვქენ იდექით ტრიბუნასთან, დიმიტროვის მავზოლეუმთან, ჟივკოვის გვერდით. არ თანამშრომლობდა კი ეკლესია კომუნისტურ რეჟიმთან?

– იყო, იყო… მე ტოდორ ჟივკოვის გევერდითაც ვიყავი… (იცინის) გესნით, არანაირი ტანამშრომლობა ეკლესიისა და პირადად ჩემი, საერო ხელისუფლებასთან ამ მოვლენებში არ ყოფილა. თუმცა იყო განსაზღვრული ძალატა გაერთიანება ეკლესიისა და სახელმწიფოსი, კეთილ წამოწყებებში, სადაც ეკლესია სათანადო მონაწილეობას ღებულობდა. მტელს მსოფლიოში, მშვიდობისათვის ბრძოლაში ეკლესია ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ ეს იყო ისეთი ხარისხით და ფორმით, რომ ეკლესია ყოფილიყო მონაწილე ეკლესიის სახელით, რომ ყოფილიყო ქადაგება ევანგელისტური პრინციპებისა, მშვიდობის მისაღწევად. აქ საერთოდ არ ყოფილა რაიმენაირი მსახურება იმ დროინდელი ხელისუფლებისათვის. ყოველთვის მე ვფიქრობდი ეკლესიის ინტერესებზე, ჩემი სამოქალაქო მოვალეობების აღსრულებისასაც კი. არ მივდიოდი არანაირ კომპრომისებზე, ამის გამო ბევრი სირთულეები გადავიტანე, მაგრამ ყველაფერს ვითმენდი.

მაშინ ცემი ტრიბუნაზე ყოფნა, არ იყო შედეგი კომუნისტურ ხელისუფლებასთან ცემი თანამშრომლობის სურვილისა. ეს იყო ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობის აღსრულება.

ერთერთ შეხვედრაზე ჟივკოვმა მომთხოვა, რომ ეპარქიათა მღვდელმთავრები მსახურების ადგილი მიხედვით გამხდარიყვნენ სამამულო ფრონტის თავმჯდომარეები, ხოლო მღვდელმთავრის ტანაშემწეები, შესაბამისად უხელმძღვანელებდნენ ადგილობრივ ორგანიზაციებს. მე მას ვუპასუხე, რო არ შემიძლია ეს დავუშვა, იმდენად რამდენადაც ბულგარეთის კომუნისტური პარტია ათეისტურია და არ შეიძლება მღვდელმთავარი გახდეს იმ ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელსაც ხელძღვანელობს კომუნისტური პარტია.

„რადგან ასეა – მეუბნება ჯივკოვი – როგორ გვთავაზობთ ხალხის გაერთიანებას?“ ვპასუხობ: „ეკლესია მუდამ უჭერდა მხარს ერის ერთობას და ახლაც უჭერს და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ ეს ხება სხვისი მოზიდვით და არა მისთვის უცხო იდეოლოგიის პრინციპების მიღებით“ ასეთი იყო ჩვენი საუბარი.

– რა დამოკიდებულება გაქონდათ ჟივკოვთან? თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ სარგებლობდით მისი მხარდაჭერით.

– ტეოდორ ჟივკოვთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო წარმომადგენლობითი, ახლადარჩეული პატრიარქის რანგში. იმ დროს მინიტრთა საბჭოს მიერ მირეებულ იქნა გადაწყვეტილება სოფიას ცნეტრში მაცხოვრის ტაძრის სრული განადგურებისა. სანამ შევიდოდი ჟივკოვთან, კიუჩკოვს ვუთხარი, რომ ამ ეკლესიის საკითხს წამოვწევდი, ის ცდილობდა ცემს გადარწმუნებას: აცხადებენ, რომ მინისტრთა საბჭომ უკვე მიიღო დადგენილება მაგ ეკლესიის შესახებო.

მაგრამ ჟივკოვთან პროტოკოლური საუბრის შემდეგ მე მას დაველაპარაკე ტაძრის დანგრევის განაჩენზე, რომ ის არის შუასაუკუნეების ძეგლი, მორწმუნეთა თაყვანისცემის ადგილი, რომ აუცილებელია მისი შენარჩუნება.

მან მიპასუხა: „შესაძლებელია მიიღო მინისტრთა საბჭომ გადაწყვეტილება არასწორი ცნობით, მაშინ გადაწყვეტილებაც განადგურების შესახებ არასწორია. ეს საკითხი გადაწყდება.“ მაშინ ეკლესიის შენარჩუნების საკითხი დადებითად გადაწყდა, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ეს ტაძარი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი იყოა მასში ღვთიმსახურების ჩატარება.

ჟივკოვვთან მე მქონდა ოთხი ოფიციალური შეხვედრა, ერთერთ მათგანზე მე დავაყენე წმინდა იოანეს ტაძრის შენარჩუნების საკითხი პერნიკში, რომლის დანგრევაც უნდოდათ, რადგანაც გვერდზე სენდებოდა პარტიული ორგანიზაციის სახლი. უკანასკნელ სეხვედრაზე 1989 წელს მე მას ვთხოვე სასულიერო სემინარიის ჩერეპიშკოს მონასტრიდან სოფიაში დაბრუნების ნებართვა. არანაირი პირადი კონტაქტები ჟივკოვთან არასდროს მქონია.

– უფალი ამბობს, რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. აქვს ცოდვა ბულგარეთის პატრიარქს?

– შეიძლება კი ვთქვა, რომ არ შემიცოდავს, არ მაქვს ცოდვები?! ამის თქმის ნებას არამარტო სინდისი არ მომცემს, არამედ ეს წმინდა წერილის საწინააღმდეგო იქნება, რომ არ არსებობს ადამინი დღე უცოდველად გაატაროს. ცოდვები რა თქმა უნდა ჩამიდენია, მაგრამ არასდროს წავსულვარ კომპრომისზე ეკლესიის საზიანოდ, იმის გაფიქრების ნებასაც კი არ ვაძლევდი თავს, რომ შემიძლია ეს დავუშვა.

რა თქმა უნდა ჩამიდენია უნებლიე ცოდვები, იმის შეფასებისას თუ რა არის ეკლესიისთვის სასარგებლო, მაგრამ ყოველთვის ეკლესიის სასარგებლოდ ვიყენებდი ყველაფერს, გარდა სასირცხვილო კომპრომისებისა, ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო ის, განსაკუთრებით ამა სოფლის ძლიერთა მიმართ და ხელისუფლების მიმართ. როდესაც აუცილებელი იყო არჩევა, ვირჩევდი იმას, რასაც ვთვლიდი ეკლესიის და არა ჩემს სასარგებლოდ.

http://jtheologians.wordpress.com/2012/11/13/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%93/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 8 2013, 06:06 PM

პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დღეიდან საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს ელოდებიან. პირველი დელეგაცია სერბეთიდან დღეს ჩამოვა.
ათ იანვარს კი თბილისს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი ეწვევა.

საიუბილეო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია და კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები კი 12 იანავარს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენენ.
http://ghn.ge/news-81319.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 9 2013, 12:03 PM

პატრიარქი ფილარეტი: „ჩვენ არ გვსურს დაბრუნება ახალ იმპერიაში“
08 იანვარი 19:202178
კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ფილარეტი რუსეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში უკრაინის შესვლის წინააღმდეგია.

„ჩვენ საბაჟო კავშირის წინააღმდეგნი ვართ - არა იმიტომ, რომ ვეწინააღმდეგებით რუსეთს; რუსები ჩვენი თანამოძმენი არიან, მაგრამ საბაჟო კავშირი - ეს არის უკრაინის შეთრევა ახალ იმპერიაში. ჩვენ არ გვსურს ახალ იმპერიაში ყოფნა, ჩვენ უკვე ნაცხოვრები ვართ იმპერიაში და ვიცით შედეგები. ამიტომაც ჩვენი უარი საბაჟო კავშირზე რუსეთთან ვაჭრობის უარს არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს უარს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ზიანს მოუტანენ ჩვენს უკრაინულ სახელმწიფოებრიობას“, - აცხადებს პატრიარქი.

იანუკოვიჩის უკრაინამ ახალ წელს შეაბიჯა უკანასკნელი წლებისათვის ყველაზე დაბალი სავალუტო რეზერვებით, ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებით და მესამედით გაზრდილი დეფიციტით. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, არსენი იაცენიუკის თვალსაზრისით: „საქმე ისეა, რომ ჩვენი რუსი მეგობრები სიამოვნებით იფშვნეტენ თითებს - რაც უფრო სუსტდება უკრაინა, მით უფრო ადვილად გახდება იგი რუსეთის ფედერაციის ან დიადი რუსეთის ნაწილი!“

http://news.ge/ge/news/story/42115-patriarqi-filareti-chven-ar-gvsurs-dabruneba-akhal-imperiashi

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jan 9 2013, 12:49 PM

ციტატა
კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ფილარეტი

კიევის საპატრიარქო სქიზმატები არიან. არსებობს რუსეთის საპატრიარქოში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც, თუ არ ვცდები, მიტროპოლიტი ვლადიმირი ხელმძღვანელობს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 9 2013, 03:17 PM

zaz

ციტატა
კიევის საპატრიარქო სქიზმატები არიან. არსებობს რუსეთის საპატრიარქოში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც, თუ არ ვცდები, მიტროპოლიტი ვლადიმირი ხელმძღვანელობს.

მეც ეგრე ვიცი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2013, 12:43 AM

პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით თბილისში ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი ჩამობრძანდა.

საპატიო სტუმარი თბილისის აეროპორტში თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრეს აეროპორტში წმინდა სინოდის წევრები და მღვდელმთავრები დახვდნენ.

ვიზიტთან დაკავშირებით, მღვდელმთავარმა კირილმა ჟურნალისტებისათვის მცირე კომენტარი გააკეთა. ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრის განცხადებით, იგი მადლობელია, რომ კიდევ ერთხელ იმყოფება "ღვთივკურთხეულ ქართულ მიწაზე"
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/25689-thbilisshi-bulgarethis-patriarqis-mosaydre-kirili-chamobrdzanda.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 13 2013, 06:31 PM

ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია
15:37 13-01-2013
ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს , - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ბრძანა.
მსოფლიო პატრიარქის თქმით, "ეს სიხარული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სიხარული და დღესასწაულიცაა".
"ძმანო და შვილნო, ჩვენი აქ ჩამოსვლისას სხვა არანაირი მიზანი არ გვამოძრავებდა, გარდა იმისა, რომ დღეს თქვენთან ერთად ვყოფილიყავით, გაგვეზიარებინა საქართველოს ეკლესიის სიხარული და სულიერი ზეიმი და პირადად თქვენი, საყვარელო და მეტად პატივსაცემო თქვენო უნეტარესობავ. საქართველოს პატრიარქო, ბატონო ილია, გვსურდა თქვენთან ერთად გვეზეიმა საქართველოს ეკლესიის ტახტზე თქვენი აყსაყდრებიდან 35 წლისთავი, რომელსაც თქვენი დაბადებიდან 80 წლისთავი ემთხვევა. პატივს მივაგებთ საპატრიარქოსთვისა და ქვეყნისთვის, ქართული სამღვდელოებისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას და ამგვარად ყველანი, სასულიერო პირნი, პოლიტიკოსები და მორწმუნე ხალხი პატივს მივაგებთ პატრიარქ ილიას იმ ღვაწლს, რომელიც მართლითა გონებითა და მართალი სიტყვის ძალით მოიმოღვაწა.
თქვენო უნეტარესობავ, თქვენ ვინც გონიერებასა და მოთმინებას უფლისაგან იღებდით და იღებთ, შეძელით და ნათლად დაინახეთ რწმენას მოწყვეტილი ადამიანების სისუსტე და ვითარცა იესოს ჭეშმარიტმა მოწაფემ, დაიწყეთ ქადაგება უფლის სიტყვისა.
თქვენო უნეტარესობავ, სიყვარულს ქადაგებთ და თავად სხვისი სიყვარულით ცხოვრობთ. ლოცვებს აღავლენთ და მოუხმობთ სიბრძნეს ღვთისას, რომელიც სწორედ სიბრძნეს უქადაგებს ეკლესიასა და მის ხალხს. ის, რაც აკეთეთ, აკეთეთ რწმენით, იმედით, მოთმინებით. თქვენს მფარველ წმინდანთან ერთად კი გეტყვით, ცოცხალია ღმერთი, უფალი ძალთაი.
უნატარესო კათოლიკოს-პატრიარქო ილია, თქვენ მორწმუნე და სულიერი ადამიანი ხართ. ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს. თქვენ შემოიფარგლეთ ლოცვით, მარხვით, ეკლესიის აღორძინებით, ხალხის იმედების გასხივოსნებით, ხატწერის აღორძინებით, საღმრთო საიდუმლოებათა აღსრულებით, წმინდა ძღვენის შეწირვითა და თქვენი მრავალტანჯული ხალხის დამშვიდებით და ტკივილის გაყუჩებით.
თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობისას, გამრავლდა თქვენ სულიერ შვილთა რიცხვიც და ხარისხიც, რაც ძალზე გვახარებს. კიდევ უფრო მეტად ვხარობთ, როდესაც ვხედავთ, რომ თქვენი შვილიშვილები თქვენი კეთილი შრომის ნაყოფს მოგართმევენ, რომელსაც თქვენ კვლავ ქრისტეს უძღვნით. ეკლესიისადმი შეწირული თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი ხილული და ნათელია და მას მომავალ თაობებს სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლები ოქროს ასოებით ჩაწერილს შემოუნახავს, ისევე, როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში", - მიმართა მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/226242-barthlomeos-pirveli-is-samsakhuri-rac-thqven-eklesias-qveyanas-da-khalkhs-gautsieth-mskhverplad-shetsirvis-tolfasia.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 14 2013, 03:01 PM

ბართლომე პირველი - ილია მეორემ ქვეყანაში ერთობის ხატი შექმნა
მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქვეყანაში ერთობის ხატი შექმნა.

ბართლომე პირველმა საქართველოდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო გაერთიანებულია ერი და ამის ნიშანი იყო გუშინ საპატრიარქოში გამართული შეხვედრა.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საპატრიარქოში ძველით ახალ წელს ერთად შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. იქ იმყოფებოდნენ ასევე მღვდელმთავრები, ჩამოსული მაღალი რანგის სასულიერო პირები.

მსოფლიო პატრიარქი მიიჩნევს, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერის სულიერი მამაა. მსოფლიო პატრიარქმა

კმაყოფილება და ბედნიერება გამოხატა ასევე ქართველი ახალგაზრდობის მიმართ.

"კმაყოფილი და ბედნიერი მივდივარ. გისურვებთ ერთობას. ყველა ქართველს მივულოცავ ახალ წელს. მშვიდობა, სიყვარული და ერთობა სუფევდეს. იღვაწეთ თქვენი ისტორიული და ლამაზი ქვეყნისთვის. ძალიან გაგვახარა საქართველოს ახალგაზრდობამ და მათი რწმენისადმი დამოკიდებულებამ. ვუცქერთ და ვხვდებით, რომ ქართველი ახალგაზრდები ძალიან განსხვავდებიან ევროპელი ახალგაზრდებისაგან. მთელი გულით გაკურთხებთ. დარწმუნებული ვართ ასეთ ერს დიდი მომავალი აქვს. უნეტარესო მადლობას მოგახსენებთ მასპინძლობისათვის და გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს", - ბრძანა ბართლომე პირველმა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69304-barthlome-pirveli-ilia-meorem-qveyanashi-erthobis-khati-sheqmna.html#ixzz2HwkhkXd6

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 22 2013, 01:00 AM

პატრიარქი კირილი - "მეფეთა ნეშტების თბილისში გადასვენებაზე გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული "
რუსეთის პატრიარქი მოხარულია, რომ "მშვიდობიანად და ხალხის თავისუფალი არჩევანის გზით საქართველოში ხდება ცვლილებები, რომელზეც ბევრი იმედებს ამყარებს", - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.

"დაე, ამ ვიზიტმა თავისი მაცოცხლებელი წვლილი შეიტანოს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში, ილია მეორის საკუთარ რეზიდენციაში მიღებისას.

მისივე თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ძმური და მეგობრულია და მასთან მოსკოვის საპატრიარქო მრავალი წლის განმავლობაში სულიერ კანონიკურ ერთობას ინარჩუნებს.

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს ქართველი ერის სულიერი ლიდერი უწოდა, რომელმაც, მისივე თქმით, განსაკუთრებით ბევრი იშრომა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნის წლებში.

"ჩვენ ვიცით თქვენი როლი საქართველოში მართლმადიდებლობისა და რწმენის გაძლიერებაში, ისევე, როგორც გვესმის თქვენი მშვიდობისმყოფელი როლი, რომელსაც ასრულებთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის ნეშტების საქართველოში გადასვენების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად უნდა გადაწყდეს.

მისივე განმარტებით, რუსეთის ეკლესია გაგებით ეკიდება ქართული მხარის სურვილს ნეშტების თბილისში გადასვენების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
როგორც რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, ამ საკითხზე მომუშავე კომისიამ უნდა შეაგროვოს აუცილებელი ინფორმაცია, გაერკვეს რთულ საკითხებში, გაიტანოს ეს თემა საჯარო განხილვაზე და გამოიკითხოს საზოგადოებრივი აზრი რუსეთში.

"მიმაჩნია, რომ ამგვარმა ქმედებამ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობაც დააზარალოს. დარწმუნებული ვართ, კომისია მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. სამუშაოს ეფექტურობის ზრდის მიზნით, მზად ვართ მასთან თანამშრომლობისთვის და ვილოცებთ, რომ მათ მუშაობა სწრაფად დაასრულონ", - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

ამასთან, როგორც "ინტერფაქსი" წერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტისგან რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარებას ელოდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.

იგი მოსკოვში სპეციალური ჯილდოს გადაცემის ცერემონიისთვის ჩავიდა.
პატრიარქი 23 იანვარს ვლადიმერ პუტინს შეხვდება, საქართველოში კი 26 იანვარს დაბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69831-patriarqi-kirili-mefetha-neshtebis-thbilisshi-gadasvenebaze-gadatsyvetileba-bevr-faqtorzea-damokidebuli.html#ixzz2Ie7KfvCB

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 24 2013, 02:07 AM

პატრიარქმა კირილმა ილია მეორე-ს ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები გადასცა

22-01-2013
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები გადასცა.

”ვისურვებდი, რომ ქართველ მორწმუნეებს ამ წმინდა ნაწილის წინაშე შეეძლოთ ღმერთს როგორც რუსული, ისე ქართული მიწა შეავედრონ, რათა ღმერთმა კეთილად გადმოხედოს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებას.”

თავის მხრივ, ილია მეორემ პატრიარქ კირილს გადასცა ივერიის ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატები.
http://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/15328-patriarqma-kirilma-ilia-meore-s-aleqsandre-nevelis-tsminda-natsilebi-gadasca.html

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 8 2013, 06:50 PM

ციტატა
ქაიროში კოპტური ეკლესიის პატრიარქი შენუდა მესამე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტურმა ტელევიზიამ გავრცელა.
ეგვიპტის კოპტური მართლმადიდებლები ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული საზოგადოების ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი მოსახლეობის დაახლოებით 6–10 პროცენტს შეადგენენ და მათი რიცხვი 85 მილიონია.
შენუდა მესამე კოპტური ეკლესიის 117–ე პატრიარქია. იგი პატრიარქად 1971 წელს სინოდის გადაწყვეტილებით აკურთხეს.


მართლაც კარგი ადამიანი იყო, ხალხს უყვარდა ძალიან... ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი ილია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 8 2013, 07:09 PM

აკაკი
სერბეთში მოხდა ხომ უახლოეს წარსულში პატრიარქის ცვლილება...
გამომრჩა რომ დამეწერა..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 18 2013, 12:51 AM

კაიროსისაა და დავდოთ...

ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეთიოპიის ეკლესიაში
04/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურ ეკლესიაში არჩეულ იქნა ახალი კათოლიკოს-პატრიარქი

ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურმა ეკლესიამ აირჩია 71 წლის მთავარეპისკოპოსი აბუნა მათე თავის ახალ პატრიარქად. აბუნა მათემ შეცვალა აბუნა პავლეს, რომელიც მართავდა ამ საუკუნოვან ძველაღმოსავლურ ეკლესიას ( რომელსაც ამჟამად ჰყავს 50 მილიონი წევრი) 1991 წლიდან ვიდრე მის გარდაცვალებამდე (2012 წლის აგვისტო). აბუნა მათეს აღსაყდრება შედგება ამ კვირას, ადის აბებაში.
ისტორიის მანძილზე ამ ეკლესიის ყველაზე ცნობილი ელემენტი არის კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომელიც მდებარეობს პლატიზე, რომელიც ცნობილია როგორც ეთიოპიის იერუსალიმად და ასევე რომელიც არის იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა ნუსხაში.
საუკუნოვანი და ძველი ტრადიციების მიუხედავად, აბუნა (მამა) მათე იქნება მხოლოდ ეთიოპიის მეექვსე პატრიარქი: 50 წლის წინ ეთიოპიის ეკლესიას ქონდა თავისი იდენტურობა და ლიტურგია ( გეეზის ლიტურგია, რომლის შთამომავალი არის ამჰარიკის ლიტურგია), მაგრამ ის ასევე იყო ალექსანდრიის კოპტურ პატრიარქთან (ეგვიპტე) ერთობაში. ხოლო 1959 წელს, კოპტმა პაპმა, კირილე მეექვსემ ეთიოპიის ეკლესია სცნო დამოუკიდებელ ეკლესიად და ასევე მას პირველ პატრიარქად დაუდგინა ბასილი. 50 წელზე მეტია რომ ეკლესიამ გამოიარა ურთულესი პერიოდი: დიქტატორმა მენგისტუმ, თეოფილე (ბასილის პირველი შემცვლელი) დააპატიმრა 1976 წელს, ხოლო 1979 წელს კი იგი მოკლა. ამის მერე ეთიოპიის დიქტატორმა დანიშნა თეოფილეს ორი შემცვლელი,რომელნიც ეკლესიამ არ მიიღო. 1991 წელს როდესაც მენგისტუს დიქტატორობა დაეცა, ზუსტად მაშინ ეთიოპიის ეკლესიისთვის გამოიყო უმაღლესი იერარქი, პატრიარქ პავლეს არჩევით.
ასევე აღსანიშნავია ის რომ მენგისტუს რეჟიმმა აიძულა პატრიარქი მათე რომ გაქცეულიყო ეთიოპიიდან. პატრიარქი 30 წელზე მეტი იყო დაშორებული ადდსის აბებას. ასევე საინტერესოა ის რომ მისი ტიტული (იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი) შემთხვევითობა არ არის: ეთიოპიის ეკლესიამ მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა იმასთან რასაც ყველა უწოდებს დედა ეკლესიას. მისი სამღვდელოება ცხოვრობს მონასტერში, რომელიც მდებარეობოს წმ საფლავის ბაზილიკასთან ახლოს. ამ საძმოს მკაცრი წესების არსებული მდგომარეობა აძლებს მათ იმ საშუალებას, რომ მათი რიტუალები შეასრულონ იმ ადგილას სადაც მაცხოვარი ევნო და აღსდგა.

წყარო:
http://theorthodoxchurch.info/
http://vaticaninsider.lastampa.it/

მასალა მომზადებულია გიორგი ღიბრაძის მიერ

შენიშვნა:

ცოტა რამ ეთიოპიის ძველაღმოსავლური-არაქალკედონური ეკლესიის შესახებ

ეთიოპიის (აბისინიის) ეკლესია (Yäityop’ya ortodoks täwahedo bétäkrestyan) — ერთერთი ძველაღმოსავლური ეკლესიაა, რომელიც 1959 წლამდე იყო კოპტური ეკლესიის ნაწილი, ხოლო შემდეგ მიიღო ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა. ეთიოპიის ეკლესია, როგრც კოპტური, სირიული და სომხური ეკლესიები აღიარებენ მიაფიზიტურ ქრისტოლოგიას, ამ ეკლესიას საკუთარ დასახელებაში აქვს სიტყვა täwahedo – ტევაჰედო, რომელიც “ერთიანს” (“being made one” ან “unified”) ნიშნავს და ეხება ქრისტეში ერთი (ერთიანი) ბუნების აღიარებას, შესაბამისად არ ცნობენ მეოთხე მსოფლიო კრებას (ქალკედონი, 451 წ.) აღიარებენ რა მხოლოდ პირველ სამ მსოფლიო კრებას.
ეთიოპიის ეკლესიისათვის დამახასიათებელი ძველი აღთქმის კანონებისადმი, განსაკუთრებული სიახლოვე, როგორც საკვების მიმართ, საჭმელი მათთან იყოფა წმინდა და არაწმინდად, ასევე შაბათის კანონისა და წინადაცვეთის შენარჩუნების მხრივ, რომელიც მერვე დღეს აღესრულება მამრობით სქესის ჩვილებზე (ხშირად წინადაცვეთას მიაწერენ არა რელიგიურ მოთხოვნას, არამედ ტრადიციის ერთგულებას), ეთიოპიის ეკლესიის მიერ დაგმობის მიუხედავად სამხრეთ ეთიოპიაში არსებობს ტრადიცია “ქალთა წინადაცვეთისა”.
კალენდარი, რომლითაც ისინი სარგებლობენ არის ძველი წინარეიულიანური და თანხვდება ჩვენთან არსებულ ძველ, იულიანურ სტილს, ლიტურგია იგივეა რაც კოპტური ეკლესიის წმ.მარკოზის ლიტურგია, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ლიტურგიის ჩასატარებლად აუცილებელია მინიმუმ 2 მღვდელი და 3 დიაკონი; ხოლო ვაჟების დიაკონობისადმი მომზადება 7 წლის ასაკიდან იწყება.
ეკლესიაში შესვლისას არის მოთხოვნა ფეხსაცმელების გახდისა, თუმცა ადის-აბებაში ხშირად ეს მოთხოვნა არ ფუნქციონირებს, ქალებისა და მამაკაცების დასადგომი ადგილები მკაცრად გაყოფილია, სადაც ქალები აუცილებლად მარჯვნივ უნდა იდგნენ, ხოლო ჯვრებზე ჯვარცმული ქრისტეს გამოხატვის ტრადიცია არა აქვთ.

სერგო ფარულავა

http://www.orthodoxtheology.ge/etiopia/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 18 2013, 07:54 PM

მის უწმიდესობას ბენედიქტე XVI-ს, რომის საპატიო პაპს
07/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
თქვენო უწმიდესობავ,

თქვენთვის ამ განსაკუთრებულ დღეებში მსურდა გამომეხატა ქრისტესმიერი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა.
რომის ეპისკოპოსთა საყდრიდან თქვენი წასვლის შესახებ გადაწყვეტილებამ, რომელიც თქვენ სიმდაბლითა და უბრალოებით განაცხადეთ ამა წლის 11 თებერვალს, ჰპოვა ცოცხალი გამოძახილი მილიონობით კათოლიკეთა გულში.
ჩვენთვის მუდამ ახლოს იყო თქვენი თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აღბეჭდილი იყო სარწმუნოების საკითხებში უკომპრომისობით და ცოცხალი საეკლესიო ტრადიციის განუხრელი აღსრულებით. იმ ეპოქაში, როდესაც ყველაფრის დაშვებულობის და მორალური რელატივიზმის იდეოლოგია ცდილობს გააძევოს ადამიანთა ცხოვრებიდან ზნეობრივი ღირებულებები, თქვენ უშიშრად აღიმაღლეთ ხმა სახარებისეულ იდეალთა, ადამიანის მაღალი ღირსების დასაცავად და მის მოსაწოდებლად ცოდვისაგან გასათავისუფლებლად.
სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს რომის საყდარზე თქვენს არჩევამდე. თქვენი მსახურების წლებში დადებითი მუხტი შეიძინა ურთიერთობამ ჩვენს ეკლესიათა შორის, რომლებიც ატარებენ დიდ პასუხისმგებლობას თანამედროვე მსოფლიოში ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტეს დასამოწმებლად. გულითადად ვიმედოვნებ, რომ მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა შორის თქვენი აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბებული კეთილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობანი უფრო მეტად განვითარდება თქვენი მემკვიდრის დროსაც.
მიიღეთ ჩემი გულითადი სურვილები მტკიცე ჯანმრთელობის, მრავალსა წელსა სიცოცხლის და ზეგარდამო შემწეობისათვის ლოცვით და საღმრთისმეტყველო ღვაწლში.
„ღმერთმა სასოებისა აღგავსოთ თქვენ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით“ (რომ. 15:13)

უფლისმიერი სიყვარულით,

+ კირილე,
პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა

მასალა მოამზადა დავით ჩიკვაიძემ.
წყარო:
http://www.pravoslavie.ru/

http://www.orthodoxtheology.ge/lettertopope/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 19 2013, 12:51 PM

ვქარისტიული კავშირი რუმინეთის და იერუსალიმის ეკლესიებს შორის აღსდგა
03/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
2013 წლის, 26 თებერვალი, ბუქარესტი.
20-21 თებერვალს რუმინეთის საპატრიარქოს, ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, იერუსალიმში შედგა რუმინეთის საპატრიარქოს დელაგაციას (რომელსაც ხელმძღვანელობდა სტარგოვისტის მიტროპოლიტი, ნიფონტი) და იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება, რათა განეხილათ იერიქონში არსებული რუმინული ეკლესიისთვის, დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხი.
მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც გაიმართა ძმური დამოკიდებულებით, გადაწყდა რომ იერიქონში არსებულ რუმინულ ეკლესიას მიენიჭოს დამოუკიდებლობა და ასევე აღიარებულ იქნას ‘’მშობლიურ კუთხედ’’ იმ რუმინელი მომლოცველთათვის რომელნიც ესტუმრებიან წმიდა მიწას.
იერუსალიმის პატრიარქის თეოფილეს და რუმინეთის პატრაირქის დანიელის ლოცვა-კურთხევით გამოიცა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ ორი ეკლესიის შორის ევქარისტიული ერთობის აღდგენას.
ჩვენ გავიხსნებთ იმას რომ, 2011 წლის, 9 მაისს, იერუსალიმის წმიდა სინდომა ‘’ ანონიმურად და დასანანი გადაწყვეტილებით’’ გაწყვიტა ევქარისტიული ერთობა რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.
კონფლიქტის მიზეზი იყო, რუმინეთის მართლმადიდებლური ეკელსიის ტაძარის შენობა, რომელიც მდებაროებს იერუსალიმის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე. ამ ორი ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის და ბუქარეტის ოფიცალურ წარმომადგენელს შორის, მაშინ გამართულმა მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია დამაკმაყოფილებელ გამოსავალს არსებულ საკითხთან დაკავშივრებით.

წყარო:

http://www.pravoslavie.ru/english/59807.htm

მასალა მომზადებულია გიორგი ღიბრაძის მიერ
http://www.orthodoxtheology.ge/eucharistiaromanerusalem/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 21 2013, 01:26 AM

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი: კანონებმა არ შეიძლება გადახრები შეიტანოს ნორმებში
19/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
2013 წლის 6 მარტს ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის უნეტარესი მთავარეპისკოპოსის თავმჯდომარეობით შედგა კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა კვიპროსის მთავრობის კანონპროექტები მიცვალებულთა კრემაციის შესახებ, თავისუფალი თანაცხოვრების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილება რელიგიის გაკვეთილზე სავალდებულო დასწრებისგან მოსწავლეების გათავისუფლების შესახებ, იტყობინება Аgionoros.ru, Romfea-ზე დაყრდნობით.
მეუფე გიორგიმ ისაუბრა რა სინოდის გადაწყვეტილებების თაობაზე, კომენტარები გაუკეთა მთავრობის კანონებს იმ არსით, რომ კანონებმა არ უნდა შეიტანოს გადახრები ნორმაში.
კითხვაზე, განაგრძობს თუ არა წმინდა სინოდი ეკავოს მკაცრად უარყოფითი პოზიცია მიცვალებულთა კრემაციის შესახებ საკითხის შესახებ, პაფოსის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიის პოზიციას შეუძლებელია ვუწოდოთ მკაცრად უარყოფითი, ვინაიდან ეს საკითხი არ განეკუთვნება დოგმატიკის სფეროს: აქ საუბარი მიდის ეკლესიის ტრადიციის შესახებ, რამდენადაც მეორედ მოსვლის ჟამს ღმერთს ძალუძს მიცვალებულები ფერფლიდანაც აღადგინოს. თუმცა, მღვდელმთავრის სიტყვებით, სწორედ ამ ტრადიციას ეფუძნება ეკლესიის პოზიცია, რომლის მიღებასაც იგი სთავაზობს მორწმუნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმ მიცვალებულის სხეულისათვის წესის აგება, რომელიც კრემაციისათვის არის გამზადებული, არ აღესრულება.
თავისუფალი თანაცხოვრების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტთან მიმართებით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე გიორგიმ აღნიშნა, რომ ეკლესია ვერ დაუშვებს ორი ადამიანის თანაცხოვრებას ქორწინების საიდუმლოს მიღმა. მამაკაცისა და დედაკაცის კავშირი მიმართულია მეუღლეთა სულიერი სრულყოფილებისაკენ, ამიტომაც მათ ურთიერთობა ქორწინების საიდუმლოში აღიწევა ქრისტესა და ეკლესიას შორის ურთიერთობისაკენ. მით უფრო ეკლესიას არ ძალუძს დაუშვას ერთი სქესის პირთა თანაცხოვრება იმ საფუძვლით, რომ, კვიპროსის ეკლესიის მეთაურის სიტყვებით, წმინდა წერილი ბრძანებს, რომ ღმერთმა შექმნა მხოლოდ „მამაკაცის სქესი და დედაკაცის“.
მათ, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ჰომოსექსუალიზმის მიმართ, პაფოსის მიტროპოლიტი ეკლესიის სახელით ურჩევს, რომ აწარმოონ სულიერი ბრძოლა საიმისოდ, რომ გამოხსნილ იქნენ მისგან, მსგავსად იმისა, როგორც ვაწარმოებთ ბრძოლას სხვა ვნებებთან. კანონებმა, როგორც ამას მიტროპოლიტი იმედოვნებს, არა უბრალოდ უნდა მოაწესრიგონ სოციალური განსხვავებები და მათი მიზანი არ არის ადამიანური ვნებების დაკმაყოფილება, არამედ, უმთავრესად ადამიანთა აღზრდა, ასევე ის, რომ გადახრები არ შეიტანოს ნორმაში.
მოსწავლეების რელიგიის გაკვეთილზე სავალდებულო დასწრებისაგან გათავისუფლების შესახებ საკითხზე ეკლესია მიიჩნევს, რომ მეტისმეტი მგრძნობელობა სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა მიმართ შობს დიდ უსამართლობას უდიდეს უმრავლესობაში მყოფი ბერძენი მოსწავლეების მიმართ. ამ საგნის იმავე ფარგლებში მოსწავლეები, ასეა თუ ისე, ეცნობიან სხვა რელიგიებს და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.

თარგმნა დავით ჩიკვაიძემ

წყარო
http://www.orthodoxtheology.ge/kviprsindonews/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 24 2013, 12:06 AM

მსოფლიო პატრიარქის წინასამარხვო ეპისტოლე
21/03/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი


2013 წელი მსოფლიო პატრიარქმა „მსოფლიო თანადგომის წლად“ გამოაცხადა

ეკლესიის სისავსეს:

მადლი და მშვიდობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესგან, ჩვენს ლოცვებთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად იყავნ თქვენ თანა.

საყვარელნო ძმანო და დანო, უფლისმიერ შვილნო,

წმიდა მამებმა, რომლებმაც ყოველივე წესრიგიანად განაგეს, დააარსეს ასკეტური შემეცნებისა და სულიერი განწმედის ჟამი, ორმოცი დღე უფლისა ჩვენისა ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს ასკეტური წესი მოიცავს მარხვის დროს საკვებისაგან შეზღუდვას, მაგრამ უმეტესად ბოროტისაგან თავშეკავებას. წმინდა ჰიმნოგრაფი ახასიათებს რა მას, აღნიშნავს, რომ ღმრთისათვის მარხვის ჭეშმარიტი და სასურველი წესი არის ბოროტქმნისაგან თავის შემოზღუდვა, ენის კონტროლი, განრისხების დაცხრობა, განშორება ბოროტ სურვილთაგან, რაც მოიცავს ჭორაობას, სიცრუესა და გინებას, სამართლიანობის აღდგენა, განთავისუფლება ვნებიანი აზრებისაგან, მხურვალე აღმსარებლობა, გონების განწმედა, „რომელზეც ძნელი არაფერია“, უარის თქმა „მტკივნეულ ვნებებზე, შურსა და სიძულვილზე“, ცოდვების მიღებაზე. „მსაჯული მოახლოებულ არს, კართა ზედა“ და იგი განცდის გულსა და გონებას, რამეთუ „იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“ (წმ. ანდრია კრეტელის დიდი კანონი).

სხეულებრივი ასკეზის მიზანი არის გონების განწმედა და მისი კონცენტრაცია ჩვენი უფლის, ღმრთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სიყვარულზე, აგრეთვე ჩვენი თანამოძმე ადამიანების სიყვარულზე, რაც ქმნის მოწმობას იმისა, რომ ვართ მოწაფენი იმისა, ვისაც ისინი უყვარს. ეს სიყვარული ხელშესახები უნდა იყოს, რაც სრულდება ჩვენის მხრივ მათთვის რაიმეს შეწირვაში. სიყვარული მოყვასისათვის მატერიალური და სულიერი საჭიროებების შეთავაზების გარეშე არის ცარიელი სიტყვა. ეს ნაწილობრივ ჭეშმარიტებაა ჩვენს დიდი ზნეობრივი და ფინანსური კრიზისით აღსავსე დროში, როდესაც ჩვენ შორის შესაძლებლობის მქონენი ვალდებული არიან მოყვასთ დახმარება სიხარულით, სიყვარულითა და პატივისცემით შესთავაზონ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება აღდგომილ უფალში ჩვენი სიხარული სრული, როდესაც ჩვენი დახმარება მის მცირედ ძმათა მიმართ, ჩვენი საკუთარი ძმებისა და დების მიმართ, სრულია. წმ. ბასილი დიდის პატივსადებ სიტყვათა თანახმად „კაცი, რომელსაც უყვარს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი, არ ფლობს არაფერს მოყვასზე მეტს… ამდენად, რამდენადაც იზრდება შენი სიმდიდრე, იმდენად მცირდება შენი სიყვარული“ (ჰომილია მდიდართა მიმართ, PG 31.281B).

სამწუხაროდ, კაცობრიობას სწამს, რომ ბედნიერება მოდის ქონების, დიდების, თანამდებობების და სხვა სიამოვნებათა მოხვეჭით და ფლობით. „არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე კაცი, რომელმაც არ იცის, როგორ შეიყვაროს“. და „როდესაც ნახავ ვინმეს, ვისაც ფიზიკური ან სულიერი კურნება სჭირდება, ნუ იტყვი: მიკვირს, რატომ არ განკურნა იგი სხვა ვინმემ. უბრალოდ განკურნე იგი მისი სნეულებისგან და სხვებს ნუ დასდებ ბრალს. თუ სცხებ იმ ადამიანს შენი სწავლების სიტყვით, როგორც ზეთს კურნებისა, თუკი უწამლებ იმ ადამიანს შენი კეთილი ბუნებით, აღადგენ იმ ადამიანის სიმრთელეს შენი მოთმინებით, ამის შემდგომ ის ადამიანი შენთვის გახდება უდიდესი საუნჯის მიზეზი“ (იხ. წმ. იოანე ოქროპირი, ჰომილია 27, კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეზე და ჰომილია 8, იუდეველთა წინააღმდეგ, PG 61.586-587 და PG 48.932-933). ჭეშმარიტება ისაა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და მატერიალურ სიკეთეთა მიძღვნისაგან სიხარული და კმაყოფილება განუზომლად დიდია. საყოველთაოდ მიღებული სოციალური გაგება, რასაც ახალგაზრდა თაობას ასწავლიან, როგორც ცხოვრების ყველაზე უპირატეს გზას, არის სიხარბე და სიძუნწე. თუმცა, როდესაც ამგვარი შეხედულებები იმარჯვებს, ისინი ქმნიან სოციალურ ღელვას და საბოლოოდ აზიანებენ თვით იმათაც კი, რომლებმაც მოიხვეჭეს განსაკუთრებული სიმდიდრე სხვების ხარჯზე. გარდაუვალი სოციალური დაყოფა უნდა შემსუბუქდეს ნებაყოფლობით, იმისგან, ვისაც აქვს იმისადმი, ვისაც არ აქვს, შეთავაზებით, როგორც ნათლად ბრძანებს მაცხოვარი: „ვისაც ორი სამოსი აქვს მისცეს იმას, ვისაც არ აქვს“ (ლკ. 3:11). ეს ერთადერთია, როდესაც ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ერთობას ჩვენს თანამოძმეებთან, განსაკუთრებით კი, უპოვარებთან, ასე გავივლით წმიდა და დიდ მარხვას კეთილი წესით და მივიღებთ კურთხევას ქრისტესგან.

ამ წლის განმავლობაში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ „მსოფლიო თანადგომის წლად“, განსაკუთრებით კი სერიოზული მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ უფრო მეტი კავშირი ჩვენი იმ ძმებისა და დების ნუგეშისცემისათვის, ვინც მოკლებულნი არიან მცირედ საარსებო საშუალებებს.

ამ გზით ჩვენ შევალთ „სტადიონსა სათნოებათასა, რომელ არს წინაშე ჩვენსა“ მოკრძალებითა და სულიერი წინსვლით, ჩვენ „განვიხარებთ მცირესა ზედა წვლილსა“, „ჩვენ მივიღებთ სამართლიან საზღაურს“ და სისავსით ვიდღესასწაულებთ სიხარულსა წმიდისა აღდგომისა უფლისა ჩვენისა, რომლისაგან „სიცოცხლე ჭეშმარიტად კაშკაშებს“. მადლი მისი და მდიდარი წყალობა მისი იყავნ თქვენ ყოველთა თანა.

წმიდა და დიდი მარხვა, 2013

თქვენთვის მხურვალედ მვედრებელი წინაშე ღმრთისა,

† ბ ა რ თ ო ლ ო მ ე ო ს ი

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა

და მსოფლიო პატრიარქი

© Οικουμενικόν Πατριαρχείον Κωνσταντινουπόλεως

© თარგმანი დავით ჩიკვაიძისა
http://www.orthodoxtheology.ge/cinasamarxvo/#more-3092

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 30 2013, 01:56 PM

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს მოუწოდებს, ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში კანონები დაიცვას
რუსული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს მოუწოდებს, დაიცვას კანონები ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც სოჭში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოჭში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი.

როგორც მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია ეკლესიური კანონმდებლობის დაცვით.

ე.წ. პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა კი აღნიშნა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი დიდი ხანია, დაკარგულია და აღარ აღდგება.

"სულიერი კავშირი აფხაზეთის მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, აფხაზ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დიდი

ხანია, დაიკარგა და აღარ აღდგება", - განაცხადა ანქვაბმა.
მეუფე სერაფიმემ კი, ხაზი გაუსვა სამშვიდობო ღვთისმსახურების აუცილებლობას, რომელიც მიმართულია ხალხებს შორის მეგობრობის გამყარებისკენ.

როგორც რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, მსგავსი კონსულტაციები მომავალშიც, სხვადასხვა ფორმატშიც გაგრძელდეს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/74738-rusuli-marthlmadidebeli-eklesia-afkhazeths-moutsodebs-qarthul-eklesiasthan-mimarthebashi-kanonebi-daicvas.html#ixzz2P11R0Yjo

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 13 2013, 10:38 PM

გადადგა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი უნეტარესი ქრისტეფორე
12/04/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
12 აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე გადაგომის შესახებ განცხადება გააკეთა უნეტარესმა ქრისტეფორემ, მიტროპოლიტმა ჩეხეთისა და სლოვაკეთისა. უნეტარესი ქრისტეფორეს მიერ დღესვე მოეწერა ხელი მინდობილობას, რომლის მიხედვითაც ეკლესიის მეთაურის პოსტს დროებით ოლუმოცკო-ბრენსკის მთავარეპისკოპოსი სიმეონი შეასრულებს. მეუფე სიმეონის პრესსამსახურის განცხადებით მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ თავისი გადაწყვეტილება შეაფასა როგორც ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ნაბიჯი.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ ქრისტოფორეს შესახებ მედიაში ვრცელდებოდა ინოფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სისტემატიურად არღვევდა მონაზვნურ აღთქმას და არაკანონიერი შვილები ჰყავდა. ქრისტეფორეს განცხადებით ის მზად არის იურიდიულად დაამტკიცოს თავისი სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბექა ებრალიძე
http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2013, 04:16 PM

სერბეთის ეკლესიის ღია მიმართვა
26/04/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
სერბეთის პატრიარქმა და წმინდა სინოდის წევრებმა გააკეთეს ღია მიმართვა სერბეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მისამართით. ძირითადი აზრი მიმართვისა იყო დაფიქსირება ეკლესიის პოზიციისა მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგიც შეიძლება გახდეს კოსოვოს ფორმალური დამოუკიდებლობის აღიარება სერბეთის მხრიდან. კოსოვოს დამოუკიდებლობის ფაქტიური აღიარების თემა ხშირად ისმის მოლაპარაკებებში სადაც აქტიურად მონაწილეობენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, მათი მხრიდან ეს ისმის როგორც პირობა სერბეთის შემდგომი ინტეგრაციისთვის ევრო კავშირში. პარტიარქის მიმართვის ადრესატები არიან სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლოჩი, პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი და პირველი ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ვუჩიჩი.
“სერბეთისთვის და მისი ხალხისთვის ამ ურთულეს, გადამწყვეტ და შეიძლება ითქვას საბედისწერო მომენტში , ჩვენ მოგმართავთ თქვენ სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის სახელით, მოგმართავთ მამობრივი და ძმური მზრუნველობით და გთხოვთ პატივი სცეთ თქვენს რწმენას და მოუხმოთ პატრიოტულ თვითშეგნებას და არ დაგავიწყდეთ სახელმწიფროებრივი პასუხისმგებლობა – ნახსენებია მიმართვაში,- ჩვენ არ მოგმართავთ თქვენ ჩვეულებრივი მეთოდით , არამედ მოგმართავთ ღიად, ჩვენ ამას ვაკეთებთ რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორის უმთავრესია დროის უქონლობა (ბრიუსელის ულტიმატუმის ვადა) და ამიტომ საჭიროა ყველაზე დამაჯერებელი მეთოდით უარი ეთქვას იმ უპასუხისმგებლო სიცრუეს, რომელიც ვრცელდება ამ ბოლო დროს გარკვეული პიროვნებების მიერ საინფორმაციო საშუალებებით ისინი ამტკიცებენ რომ თითქოს ჩვენი ეკლესია სდუმს კოსოვოს თემასთან დაკავშირებით.
ეკლესია თავისი მსახურების ბუნებიდან არ შეიძლება იყოს წინააღმდეგი ევროპელი ხალხის გაერთიანებისა და ასევე არ მოდის წინააღმდეგობაში კიდევ უფრო ღრმა პროცესების გაერთიანების გზაზე. ამასთან ერთად ეკლესია არის წყარო ისტორიულიად სწავლებისა, ხალხთა გაერთიანებისა ღმერთისკენ მიმავალ სწავლებაში. მაგრამ დღეს ჩვენ ამაზე არ გვაქვს საუბარი. დღეს სერბეთისგან ულტიმატუმის ენით ითხოვენ ფაქტიურად განზე გადგომას კოსოვოსა და მეტოქიისაგან, ჩვენი ეკლესიურობის საწყისი წყაროდან, წყაროდან რომლიდანაც აღმოცენდა სამოქალაქო და სახელმწიფო წყობა და იქ არის დატოვებული ჩვენი წინაპართა კვალი, კვალი სერბი ხალხისა იმათ ძალაუფლების ქვეშ ვინც მისი დიდი ნაწილი ან გაანადგურა ან განდევნა ქვეყნიდან გაურკვეველი და ბუნდოვანი მოლაპარაკებების დასაწყებად, მოლაპარაკებებისა რომლის შედეგსაც წინასწარვერავინ ვერ წარმოიდგენს
დღევანდელი ევროპული გაერთიანების სულისკვეთება სამწუხაროდ არ მიესადაგება ძველი და კეთილი ევროპის სულისკვეთებას” ნათქვამია მიმართვაში. ჩვენ როგორც ადრე ისევე ვართ მომხრენი თავისუფალი სულიერი და ეკონომიური გაერთიანების იდეისა ევროპული სახელმწიფოების, და მათ შორის მოვიაზრებთ სერბეთსაც. ჩვენ ღრმად გვჯერა რომ არც-ერთი სერბეთის სახელმწიფო მოღვაწე, მათ შორის დღევანდელი ხელისუფლებაც არ სარგებლობს უფლებით და არ აქვთ მანდატი რომ მიიღონ პირობები რომლებიც არ ჰქონია წაყენებული არცერთ კანდიდატ ქვეყანას როგორც ევროპაში გაერთიანების პირობად. ამ გაერთიანების წევრობის ბილეთი საკმაოდ ძვირია ჩვენთვის. სერბეთი ვერ დაეთანხმება იმას, რომ წინასწარ გადაიხადოს ასეთი ფასი იმ პროდუქტში რომელიც შეიძლება არასდროს არ იყოს მოწოდებული. სერბეთს ეს არასდროს გაუკეთებია მიუხედავად იმ სირთულეებისა რომლის გამო მას უგემია საუკუნეეების მანძილზე..

თქვენი, ხელისუფლებაში მყოფთა მთავარი წინასაარჩევნო პირობა, იყო ის რომელმაც თქვენ მოგიტანათ ხალხის ნდობა იმ ცუდ და გაურკვეველ პერიოდში და რითიც თქვენ მოგენიჭათ უფლება განგესაზღვრათ სერბეთის კურსი , რომ არანაირი პირობებით თქვენ არ დათმობდით, არ გადასცემდით და არ გაყიდიდით კოსოვოს და მეტოქიას, ისტორიულ უძველეს სერბეთს.

ჩვენ, მღვდელთმთავარნი სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა დარწმუნებული ვართ რომ გამოვხატავთ და წარმოვადგენთ ინტერესებს მთლიანად ჩვენი მრევლისა და ამიტომ ვალდებულად ვთვლით თავს რომ შეგახსენოთ თქვენს მიერ დადებული წინასასარჩევნო პირობა და გარწმუნებთ რომ ჩვენ დიდი უმრავლესობა სერბეთის მოსახლეობასთან ერთად ველოდებით თქვენს მიერ ამ დაპირების ასრულებას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დღეს იმიტომ რომ მთლიანად აღვიქვამთ ამ მომენტის ტრაგედიულობას და პასუხისმგებლობას რომლებიც თქვენს მხრებზე დევს” – ნათქვამია ღია მიმართვაში რომელიც გამოაქვეყნა სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის საიტმა და გავრცელდა ბეჭდურ მედიაშიც.

მოამზადა: ბაჩო გაბუნიამ

წყარო: http://www.pravoslavie.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 8 2013, 12:48 PM

დაძაბულობა იერუსალიმის და ანტიოქიის ეკლესიებს შორის
02/05/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
იერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ყატარის იურისდიქციული კუთვნილების შესახებ.

ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიას – მიიჩნევს პატრიარქი თეოფილე
იერუსალიმი. იერუსალიმის პატრირქმა თეოფილე III -მ ოფიციალური წერილით უპასუხა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტს ყატარის მთავარეპისკოპოსად არქიმანდრიტ მაკარის დადგინების შესახებ. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არაკანონიერია, რადგან ყატარი იმყოფება ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში.
იერუსალიმის საპატრიარქოს პასუხში ნათქვამია რომ თეოფილე ΙΙΙ და იერუსალიმის ეკლესიის სინოდი წუხს წარმოქმნილი გაუგებრობის გამო, მაგრამ არ შეუძლია სინოდის გადაწყვეტილების გაუქმება, რამდენადაც ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის ეკლესიას როგორც ნაწილი „არაბეთისა“, რომელიც იხსენიება იერუსალიმის პატრიარქის ოფიციალურ ტიტულშიც: „პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, ტრანსიორდანისაა, კანის გალილეისა და წმინდა სიონისა“. გარდა ამისა, ცნება „სრულიად პალესტინა“ მოიცავს ბიზანტიურ პროვინციის პალესტინა “მესამის”, ბუნებრივ გაგრძელებას, რომელსაც წარმოადგენს არაბეთის ნახევარკუნძული.
წერილში აღნიშნულია რომ არაბეთის ნახევარკუნძულის სირიელი-იაკობიტები, განსაკუთრებით კი იემენისა, დაკავშირებული არიან სირიასთან, მაგრამ იურისდიქციული გაყოფა მონოფიზიტური სირიულ-იაკობიტური ეკლესიისა სხვაა, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესიებისა.
1997 წელს იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროსმა ყატარის მართლმადიდებელ სამწყსოზე ზრუნვისთვის არქიმანდრიტი თეოფილე (ამჟამინდელი პატრიარქი თეოფილე III ) დანიშნა. 1999 წლის ნოემბერში პატრიარქი დიოდოროსი ეწვია ყატარს. 2001 წელს არქიმანდრიტი თეოფილე შეცვალა არქიმანდრიტმა მაკარმა, რომელმაც ააშენა ღირსი ისააკ ასურისა და დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი. 2010 წელს პატრიარქი თეოფილე III ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყატარს. მთელი ამ დროის მანძილზე ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან არანაირი პროსტესტი არ გამოთქმულა.
წერილში ნათქვამია რომ „ყატარის მიწა იერუსალიმის საპატრიარქოს მიერაა დარგული და მორწყული“
რაც შეეხება ანტიოქიის საპატრიარქოს იერარქთა ერთ-ერთ ტიტულს – მიტროპოლიტი ბაღდადისა და ქუვეითისა, წოდება „ქუვეითისა“ 1964 წელს იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტეს ნებართვით იქნა დამატებული, გვატყობინებს სააგენტო „Ромфея“

მოამზადა ალექსანდრე აგლაძემ
წყარო: http://www.sedmitza.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 26 2013, 07:33 PM

თურქეთში გახსნეს შეთქმულება, რომელიც მსოფლიო პატრიარქის – ბართლომეოსის მკვლელობას ისახავდა მიზნად.

სტამბული: თურქულ პოლიციას მიუვიდა ცნობები (ზოგიერთი სხვა წყაროს მიხედვით შეთქმულების შესახებ პოლიციას ანონიმური წერილით აცნობეს – ს.ფ.), რომ მზადდებოდა შეთქმულება კონტანტინეპოლელი პატრიარქის ბართლომეოსის წინააღმდეგ, თავდასხმა 2013 წლის 29 მაისს , თურქების მიერ კონსტანიტინეპოლის აღების 560 წლისთავზე უნდა მომხდარიყო, იუწყებიან სააგენტოები “ამენ” და “რომფეია”.

სამი ეჭვმიტანილიდან ერთი – ქ.კაისერში მცხოვრებია დაკავებული, იგი ცნობილი იყო თავისი ულტრანაციონალისტური შეხედულებებით, დანარჩენი ორი იძებნებიან.

ეს უკვე მეორე განუხორციელებელი თავდასხმის გეგმაა მსოფლიო პატრიარქზე, 2009 წელს თურქი სამხედროების მიერ შემუშავებული გეგმა Cage ითვალისწინებდა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ფიზიკურ ლიკვიდაციას.

მასალა მოამზადა სერგო ფარულავამ
წყარო: http://www.sedmitza.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 25 2013, 01:12 AM

ჩვენი პრემიერი , იერუსალიმის პატრიარქს შეხვედრია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 25 2013, 11:38 AM

რუსეთის პატრიარქი ათონის ივერთა მონასტერში
13/06/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
2013 წლის 5 ივნისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ათონის ივერთა მონასტერს ეწვია, სადაც მონასტრის მსახურებთან ერთად აღასრულა ლოცვა და თაყვანისცა ამავე მონასტრის, ივერიის ღვთისმშობლის ხატს.

პატრიარქმა რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ დელეგაციასთან, ათონის მთაზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთან, მილეტის მიტროპოლიტ აპოსტოლოსთან და მონასტრის საძმოსთან ერთად ილოცა. ტაძარში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცენტრალურ ფედერალურ ოკრუგში – ა. დ. ბელგოვი, სახელმწიფო დუმის დსთ-სა და თანამემამულეებთან ურთიერთობების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლ.ე. სლუცკი.

ლოცვის შემდეგ პატრიარქი მონასტრის იღუმენს, არქიმანდრიტ ნათანაელს მიეგება. შემდგომ აღნიშნეს, რომ მონასტრის სალოცავთა შორის უმთავრესი – ივერიის ღვთისმშობლის ხატი – წარმოადგენს მოსკოვის გულს. მამა ნათანაელმა თქვა: “კარიბჭის ღვთისმშობელი” წარმოადგენს წმინდა რუსეთის გულს, ჩვენ კი ძმები ვართ, რადგან გვყავს საერთო დედა და მფარველი “კარიბჭისა”. მოსკოვი რომ მოვინახულეთ, თავს საკუთარ სახლში ვგრძნობდით, და როცა აქ მომლოცველებს ვღებულობთ – პირველ რიგში, თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, – ვგრძნობთ, რომ ძმებსა და ნათესავებს ვღებულობთ ჩვენს საკუთარ სახლში – “კარიბჭის” ღვთისმშობლის სახლში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყველანი მოსკოველები ვართ, რუსი მომლოცველები – წმინდა მთისა”.

შემდგომ კი რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა მიმართა იღუმენსა და მონასტრის ძმობას (მოგვყავს მცირე შემოკლებით):

“მაღალღირსო მეუფეო, მიტროპოლიტო აპოსტოლოს! თქვენო ღირსებავ, მამა ნათანაელ, ამ წმინდა მონასტრის იღუმენო! უხუცესო მამაო ბასილ! და ძვირფასო ძმებო!

მსურს მადლობა გითხრათ ამ შესანიშნავი საშუალებისთვის, მომეცა რა შესაძლებლობა, ჩემს ცხოვრებაში კვლავ ვწვეოდი ივერიის მონასტერს. ყოველთვის, როცა ფეხს ვადგამ ათონზე, მაშინვე მოვდივარ “კარიბჭის” ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოსალოცად. უწინ მომლოცველებთან ერთად თან ვახლდი ჩემს კურთხეულ წინამორბედებს: უწმინდეს პატრიარქ პიმენსა და უწმინდეს პატრიარქ ალექსი II-ს, და ახლაც მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი აქ, ამ ღირსშესანიშნავ ჟამს. უნდა ითქვას, რომ, სავარაუდოდ, თითოეული რუსი პილიგრიმი განსაკუთრებული განიცდით მოეშურება ამ წმინდა მონასტრის თავშესაფარში.

ჩვენი ქვეყნის გულს, დედაქალაქ მოსკოვს, საკმაოდ მძიმე ბედი აქვს, რთული ისტორია. მონღოლ-თათარების 300 წლიანი ბატონობის დროს მტრის ლაშქარი თავს ესხმოდა და არბევდა მას, სხვა შემთხვევებში კი განადგურების ზღვარზეც იდგა. ალექსეი მიხაილის ძის მეფობის დროს, პატრიარქ ნიკონის რჩევით, რუსები თხოვნით გამოეშურენ აქ, ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში, რომ ხატი წაებრძანებინათ დედაქალაქ მოსკოვში. რუს ხალხს სჯეროდა, რომ ეს ხატი შეაჩერებდა შემოსევებსა და თავდასხმებს დედაქალაქზე. მონასტრის ძმებმა დაწერეს ამ ხატის საოცარი ასლი და გაუგზავნეს რუსეთის მეფეს, ალექსეი მიხაილოვიჩს. 1648 წელს ამ ხატს საზეიმოდ მიეგება მოსკოვი.

მოგვიანებით დაიწერა კიდევ ერთი ასლი , რომელიც განთავსდა ჭიშკართან, წითელ მოედანზე, რათა დაცულიყო დედაქალაქის ცენტრი. მძიმე შემთხვევებში მოსკოველები ლოცვით მიმართავდნენ მფარველ ღვთისმშობელს, სანამ ივერიის წმინდა გამოსახულება ზეციური დედოფლისა არ მოუვლენდა მათ დახმარებას.”

მასალა მოამზადა აკაკი ჯოხაძემ
წყარო: http://www.pravoslavie.ru

http://www.orthodoxtheology.ge/130613/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 25 2013, 11:55 AM

(ჩვენი აკაკია ავტორი ამ სტატიის)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 28 2013, 09:57 AM

რამოდენიმე საათის წინ ინტერნეტში მართლმადიდებელი ეპისკოპოსის თავისკვეთის ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენს საიტზე აპრილში გაცნობეთ, რომ სირიაში მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი გაიტაცეს , აპრილის შემდეგ ეპისკოპოსთა შესახებ არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ ის რამაც ამ საათებში მთელი საქრისტიანო შეაძრწუნა იყო ის სიახლე რაც intifada-palestine.com-მა გაავრცელა , რომ Syrian Orthodox bishop and his assistant, beheaded by militants – მეამბოხეებმა სირიელ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს და მის თანაშემწეს თავი მოკვეთეს; აქ იყო საუბარი, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტ პავლე იაზიგზე (ანტიოქიის ალეპოს სამთავარეპიკოპოსო ეპარქია), იგია დოქტორი პატროლოგიაში, რომელიც გახლავთ ასევე ამჟამინდელი ანტიოქიელი პატრიარქის – იოანე Х ღვიძლი ძმა; ამ ინფორმაციას თან ერთვოდა საშინელი, სისხლიანი ვიდეო (ჩვენს მკითხველს ვურჩევთ არ უყურონ ამ საშინელ კადრებს, ჩვენც არ ვდებთ ვიდეოს პირდაპირ ბმულს ) თუ როგორ აჭრიან თავს ორ ადამიანს… ღვთის მადლით, ეს ინფორმაცია, მართალია აიტაცა უამრავმა , განსაკუთრებით ასადის რეჟიმის მომხრე, ბლოგებმა, მაგრამ საბოლოოდ ეს საშინელება არ დადასტურდა, იგი არცერთმა ცნობილმა უცხოურმა სააგენტომ არ გაავრცელა; ჩვენს მიერ იქნა გადამოწმებული დამასკოს დაქვემდებარებაში მყოფ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებთან, სადაც ჩვენდა სასიხარულოდ გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გატაცებულ ეპისკოპოსთა შესახებ უკვე თვეებია არანაირი ინფორმაცია არა აქვთ, ადასტურებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეო არ ასახავს ქრისტიან იერარქთა ეგზეკუციას და ეპისკოპოსები ცოცხლები არიან.

ვმადლობთ ღმერთს ამისათვის და კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ სამენოვან, ინგლისურ-არაბულ-ბერძნულ ლოცვას, რომელიც ბერძნულ-მართლმადიდებლურ სივრცეში გავრცელდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობი
, მიტროპოლიტ პავლეს განთავისუფლებისათვის და შემოგთავაზებთ ამ ლოცვის მოკრძალებულ ქართულ თარგმანს, ჩვენც შევუერთდეთ ამ ლოცვას :

My LADY, THEOTOKOS, PROTECT YOUR SON & SERVANT; HIS EMINENCE METROPOLITAN OF THE ORTHODOX CHURCH OF ALEPPO & ISKENDERUN k.k. PAUL YAZIGI & PRAY TO YOUR SON & LORD TO LEAD HIM BACK SAFE TO HIS PARISH & SPIRITUAL CHILDREN!!

ياوالدة الاله سيدتي، احفظي ابنكِ وعبدكِ، سيادة المطران بولس يازجي، مطران حلب واسكندون للروم الارثوذوكس وتشفعي الى ابنك والهك ان يعيده بنعمته سالماً لرعيته وأولاده الروحيين!

ΠΑΝΑΓΙΑ ΚΑΙ ΘΕΟΤΟΚΕ ΜΟΥ, ΠΡΟΣΤΑΤΕΨΕ ΤΟΝ ΓΙΟ ΚΑΙ ΔΟΥΛΟ ΣΟΥ, ΤΟΝ ΣΕΒΑΣΜΙΟΤΑΤΟ ΜΗΤΡΟΠΟΛΙΤΟΥ ΧΑΛΕΠΙΟΥ ΚΑΙ ΑΛΕΞΑΝΔΡΕΤΤΑ, κ.κ. ΠΑΥΛΟ YAZIGI ΚΑΙ ΠΡΕΣΒΕΥΕ ΣΤΟΝ ΓΙΟ Κ ΘΕΟ ΣΟΥ ΝΑ ΤΟΝ ΕΠΙΣΤΡΕΨΕΙ ΚΑΛΑ ΣΤΗΝ ΕΚΚΛΗΣΙΑ ΚΑΙ ΤΑ ΠΝΕΥΜΑΤΙΚΑ ΤΕΚΝΑ ΤΟΥ!!

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, დედაო ჩვენო, დაიცავი შენი მსახური და შვილი ალეპოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი პავლე იაზიგი, ევედრე ძესა შენა და უფალსა ჩვენსა, რაითა მშვიდობიანად დაუბრუნდეს მის სამწყსოს და მის სულიერ შვილთ !

მასალა მოამზადა სერგო ფარულავამ

p.s. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გავრცელებული ვიდეო მართალია ღვთის მადლით არ ასახავს ეპისკოპოსთა ეგზეკუციას, მაგრამ სამწუხაროდ იქ ხდება ორი ქრისტიანის თავისკვეთა , ესენი იყვნენ მისიონერები ფრანცისკანელი ბერი Fr. Francois Murad და მისი ასისტენტი.

წყარო :http://www.orthodoxtheology.ge/category/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 28 2013, 10:58 AM

სასაიმოვნო ცნობაა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 28 2013, 11:19 AM

ციტატა(A.V.M @ Jun 28 2013, 10:58 AM) *

სასაიმოვნო ცნობაა...

რავიცი მე მაინცდამინც ვერ ვიტყვი საიამოვნოა თქო, რადგა ბოლო მინაწერი ამ სასიამოვნო განწყობას ფარავს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 9 2013, 05:07 PM

,,ბულგარეთის საპატრიარქოს ვარნისა და ველიკოპრესლავის მიტროპოლიტი კირილი ვარნის ახლოს, ზღვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა, აღენიშნება ძალადობის კვალი, გამოძიების ვერსიით მიტროპოლიტი კირილი დაახრჩეს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 10 ნოემბრიდან, პატრიარქ მასიმეს გარდაცვალების შემდეგ - 2013 წლის 24 თებერვლამდე, პატრიარქ ნეოფიტეს არჩევამდე, მიტროპოლიტი კირილი გახლდათ ბულგარეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. მან როგორც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებშიც.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მიტროპოლიტის მკვლელობის სააქმე სწრაფად გაიხსნება და ვლოცულობთ მაღალყოვლადუსამღვდელოესი კირილის სულისთვის.''
junor theologians

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2013, 01:54 AM

მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები მოსკოვში
25/07/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
მოსკოვში, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების უმაღლესი იერარქებია ჩასული , 2013 წლის 24 ივლისს, საკათედრო ტაძარში აღველნილ მსახურებას ყველა ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლობა დაესწრო, მათ შორის:

- უნეტარესი თეოდორე II, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა;
- უნეტარესი თეოფილე III, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა;
- უწმიდესი კირილე - პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა;
- უწმიდესი და უნეტარესი ილია II, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
- უწმიდესი ირინეოსი, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა;
- უწმიდესი ნეოფიტე, პატრიარქი სრულიად ბულგარეთისა;
- უნეტარესი ქრიზოსტომოს II, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა;
- უნეტარესი საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა;
- უნეტარესი ტიხონი, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა;

ასევე თანამსახურებდნენ:
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დელეგაცია, გალიის მიტროპოლიტ ემანუილის მეთაურობით;
ანტიოქიის საპატრიარქოს დელეგაცია, მექსიკის, ცენტრალური ამერიკის, კარიბისა და ვენესუელის მიტროპოლიტ ანტონის მეთაურობით;
რუმინეთის საპატრიარქოს დელეგაცია, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ იოსების მეთაურობით;
ელადის ეკლესიის დელეგაცია , ფილიპიის, ნეაპოლის და ფასოსის მიტროპოლიტ პროკოფის მეთაურობით;
ალბანეთის ეკლესიის დელეგაცია, კორჩიის მიტროპოლიტ იოანეს მეთაურობით;
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიის დელეგაცია; პრეშოვის მთავარეპისკოპოს როსტისლავის მეთაურობით;
ასევე რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები და სხვა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები,

მსახურებაზე ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მთავრობის წევრები, ელჩები, სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები.

წყარო-http://www.orthodoxtheology.ge/patriarchia-ru/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 01:57 PM

6 სექტემბერს სერბეთის პატრიარქი უწმიდესი ირინეოსი მოხსენებით წარსდგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე. მისი უწმიდესობის ვიზიტი ნიუიორკში, გაეროს შტაბბინაში გაიმართა საერთაშორისო სამშვიდობო–კულტურული ფორუმის ფარგლებში. ფორუმს, ესწრებიან პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები მთელი მსოფლიოდან. პატრიარქმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: "მსოფლიო კულტურა და ჩვენი პასუხისმგებლობა."
© junior theologians
https://www.facebook.com/groups/208300512575117/

4 სექტემბერს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საპატრიარქო ტაძრის აპარტამენტებში მისი უწმიდესობა კირილი , პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა შეხვდა რუსეთში ვიზიტით მყოფ ჩინური ბუდისტური ასოციაციის ვიცე პრეზიდენტს, შაოლინის ბუდისტური მონასტრის წინამძღვარს ში იუნსინემს.
შეხვედრაზე მისმა უწმიდესობამ აღნიშნა, რომ სამყარო მიისწრაფვის კომფორტისაკენ და ადამიანის შინაგანი სამყაროს გადასარჩენად საჭიროა მონასტრები, სადაც ადამიანი მოკლებული იქნება სიამოვნებას.
© Junior theologians
https://www.facebook.com/groups/208300512575117/

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 7 2013, 02:11 PM

კი, ახალგაზრდებს მოუწოდა, მიბაძეთ შაოლინის ბერებსო smile.gif))

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 05:39 PM

მნათე

ციტატა
კი, ახალგაზრდებს მოუწოდა, მიბაძეთ შაოლინის ბერებსო ))

ეტყობა ქართველმა ,,მორწმუნეებმა'' ვერ გაიგეს , თორემ ...
ეკუმენისტ!
biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 7 2013, 06:01 PM

ციტატა
ეტყობა ქართველმა ,,მორწმუნეებმა'' ვერ გაიგეს , თორემ ...
ეკუმენისტ!


ეკუმენისტი არაფერ შუაშია, დასავლური ცივილიზაციის დისკრედიტაციისთვის, თუ საჭირო გახდა შამანებს შეეკვრება biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 08:42 PM

biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 09:58 PM

ლატვიაში ვიზიტისას მისმა ყოვლადუწმიდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა განაცხადა რომ მართლმადიდებლურმა სამყარომაც უნდა მიიღოს რომის პაპ ფრანცისკეს მოწოდება სირიაში მშვიდობისათვის ლოცვის შესახებ.
პაპ ფრანცისკეს მოწოდებას გამოეხმაურა მისი უნეტარესობა პატრიარქი ბუქარესტისა დანიელიც, რომელმაც სამწყსოს სპეციალური ენციკლიკით მიმართა და მოუწოდა გააძლიერონ ლოცვა ახლოაღმოსავლეთში მშვიდობისათვის.
© junior theologians
https://www.facebook.com/groups/208300512575117/

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 7 2013, 10:20 PM

მე არ ვეთანხმები ფრანცისკეს მოწოდებას. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვემორჩილები სარწმუნოებისა და ზნეობის საკითხებში, მისი პოლიტიკური გამონათქვამები ჩემთვის ზედმეტად მემარცხენეა.

ახლა თემატური:

კირილმა განაცხადა, რომ მოლდოვა მართლმადიდებლობას უნდა უმადლოდეს სუვერენიტეტს.

ამასთან დაკავშირებით მოლდოვურ პრესაში გაჩნდა საინტერესო ციტატა: "ჩვენ ისევე ვუმადლით მართლმადიდებლობას საკუთარ სუვერენიტეტს, როგორც თურქები უმადლიან სეკულარულ სახელმწიფოდ ფორმირებას, ისლამსა და ფაშას" smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 10:26 PM

მნათე

ციტატა
"ჩვენ ისევე ვუმადლით მართლმადიდებლობას საკუთარ სუვერენიტეტს, როგორც თურქები უმადლიან სეკულარულ სახელმწიფოდ ფორმირებას, ისლამსა და ფაშას"

საინტერესო იყო...


ამ თემის ბოლო პოსტს თუ ეთანხმები?biggrin.gif
http://church.ge/index.php?showtopic=1278&pid=738094&st=440&#entry738094

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 7 2013, 10:34 PM

ციტატა
ამ თემის ბოლო პოსტს თუ ეთანხმები?


მანდ არაორდინალური კვეთებულია ჩასატარებელი. ედუარდ შევარდნაძე უნდა დავაძინოთ ცოტა ხნით მაგ სახლში და რომელი სული გაბედავს უფროსს ქვა ესროლოს smile.gif

თემატური: მსოფლიო პატრიარქი იმედოვნებს, რომ ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია იქნება ერთიანი. ახლა იქ მოსკოვსა და კონსტანტინეპოლს დამორჩილებული ეპისკოპოსები თანადროულად მოღვაწეობენ, რაც მავანთა თქმით არღვევს კანონს. მოსკოვის პრეტენზია ამ ტერიტორიაზე სრული გაუგებრობაა, მეორე მხრივ, მისი ძალაუფლება სრულიად გასაგები, განსაკუთრებული მეგობრობიდან გამომდინარე რუსულ სახელმწიფოსთან.

თუ ასე გაგრძელდა ბართლომეოსის პრიმუსობიდან აღარაფერი დარჩება, რაც დიდი ხნის წინ შეახსენეს სტამბოლში მცხოვრებ პატრიარქს, ილარიონ ალფეევის პირით smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 10:36 PM

მნათე

ციტატა
თუ ასე გაგრძელდა ბართლომეოსის პრიმუსობიდან აღარაფერი დარჩება, რაც დიდი ხნის წინ შეახსენეს სტამბოლში მცხოვრებ პატრიარქს, ილარიონ ალფეევის პირით

რა მაგის პასუხია და დიდი სიმპათიები არ მაქვს ალფეევისადმი...

ბართლომეოსს რაც შეეხება , ისე მიდის საქმე რომ ფორმალურობამდე მივალთ თუ ასე გაგრძელდა მხოლოდ...
ფორმალურად - ,, მსოფლიო პატრიარქი .''

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 7 2013, 10:39 PM

ციტატა
რა მაგის პასუხია და დიდი სიმპათიები არ მაქვს ალფეევისადმი...


კარგად დავარცხნილი იმპერიალისტია. ვიკილიქსის წყაროებში გამოქვეყნდა მოსკოვში ამერიკის ელჩის რეპორტი ვაშინგტონისადმი, სადაც ის ალფეევს ციტირებს. ელჩის თქმით, ალფეევმა განუცხადა, რომ რუსეთის ეკლესია კრემლის პოლიტიკის გამტარია.


ციტატა
ბართლომეოსს რაც შეეხება , ისე მიდის საქმე რომ ფორმალურობამდე მივალთ თუ ასე გაგრძელდა მხოლოდ...
ფორმალურად - ,, მსოფლიო პატრიარქი .''


მისი პირველობა თანასწორთა შორის, მხოლოდ ცერემონიალურია და დიპტიქსა და საპატიო ადგილას ჯდომას არ სცდება. როგორცვე პირველობის რეალიზებას იწყებს, მოსკოვი მაშინვე მართლმადიდებლური ვატიკანის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს და ეუბნება, რომ მისი პირველობა ისტორიულია, ხოლო ისტორია იცვლება smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 7 2013, 10:40 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 7 2013, 10:36 PM) *

მნათე

რა მაგის პასუხია და დიდი სიმპათიები არ მაქვს ალფეევისადმი...

ბართლომეოსს რაც შეეხება , ისე მიდის საქმე რომ ფორმალურობამდე მივალთ თუ ასე გაგრძელდა მხოლოდ...
ფორმალურად - ,, მსოფლიო პატრიარქი .''

ეჰ გურამ რა ხანია ბართლომეოსი ფორამლურად არის პატრიარქი. დამერწმუნე კირილეს უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე ბართლომეოსს. შენც კარგად იცი ფული რამდენ რამეს წყვეტს და რუსეთის საპატრიარქოს იმხელა ბიუჯეტი აქვს... ამით ყველაფერია ნათქვამი smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 7 2013, 10:40 PM

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრირების ფუნდამენტურ საკითხებში, საქართველოს ეკლესია მოსკოვის პოზიციებს ერთი-ერთში იზიარებს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 10:41 PM

იმპერიალისტური და გლობალური ზრახვებია მთელს მსოფლიოში ,ყველა სფეროში ...
სამწუხაროდ...

ფული ბაბა...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 7 2013, 10:42 PM

ციტატა
ეჰ გურამ რა ხანია ბართლომეოსი ფორამლურად არის პატრიარქი.


პატრიარქი ფორმალურად არ არის, ფორმალური პრიმუსია.

ციტატა
დამერწმუნე კირილეს უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე ბართლომეოსს. შენც კარგად იცი ფული რამდენ რამეს წყვეტს და რუსეთის საპატრიარქოს იმხელა ბიუჯეტი აქვს... ამით ყველაფერია ნათქვამი


კი, ტრადიციულად პროკონსტანტინეპოლური პენტარქიული საპატრიარქოებიც კი უკვე მის მხარეს იკავებენ - რუსეთის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი არაერთი დახმარების გამო.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 7 2013, 10:47 PM

ციტატა(მნათე @ Sep 7 2013, 10:40 PM) *

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრირების ფუნდამენტურ საკითხებში, საქართველოს ეკლესია მოსკოვის პოზიციებს ერთი-ერთში იზიარებს smile.gif

ეს ცოტა არ იყოს მე მაშფოთებს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ ძლიაერი სამხელმწიფოა და თუ რელიგიათ შორისი დაპირისპირება მოხდა არამგონია რუსეთზე დიდი საყრდენი სადმე მოინახოს.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 7 2013, 10:49 PM

ციტატა

ეს ცოტა არ იყოს მე მაშფოთებს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ ძლიაერი სამხელმწიფოა და თუ რელიგიათ შორისი დაპირისპირება მოხდა არამგონია რუსეთზე დიდი საყრდენი სადმე მოინახოს.


ეგ ისეთი საყრდენია მართლმადიდებლობისთვის, როგორც უკრაინული სახელმწიფოსთვის. ყველაფერი მისცეს - აღარ შედიან ნატოში, გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი, მაგრამ გაზი მაინც ძვირდება smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 7 2013, 10:55 PM

ციტატა(მნათე @ Sep 7 2013, 10:49 PM) *

ეგ ისეთი საყრდენია მართლმადიდებლობისთვის, როგორც უკრაინული სახელმწიფოსთვის. ყველაფერი მისცეს - აღარ შედიან ნატოში, გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი, მაგრამ გაზი მაინც ძვირდება smile.gif

საერთოდ მონურ მდგომარეობაში ყოფნას ცოტა ხისტი დამოკიდებულება რომ გქონდეს აჯობებს ( პოლიტიკასვ ვგულისხმობ) ჩემი აზრი ასეთია. რაც შეეხება მართლმადიდებლობას მსოფლიო პატრიარქის ძალაუფლებას უფრო მეტად და მეტა შეზღუდავს რუსეთი და საბოლოოდ ყველა მას დაემორჩილება ამას კირილეს პატრიარქობის დროს განსაკუთრებით მიეხედება. ჩემი აზრით მერე ალფეევი იქგახდება პატრაირქი იგივე პოლიტიკით და იგივე სურვილებით. ჩვენ რა გვეშველება აფხაზეთსაც რომ გვედავებიან.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 7 2013, 10:58 PM

ციტატა
წევრი № 4


ვუყურებ ამას და ვკვდები სიცილით, 7 წლის წინ დავრეგისტრირდი ფორუმის ამ ბაზაზე (მანამდე ძველი იყ) პირველი სამი თავად იყო ადმინი, ანუ რეალურად მეორე წევრი ვარ smile.gif smile.gif

ციტატა
საერთოდ მონურ მდგომარეობაში ყოფნას ცოტა ხისტი დამოკიდებულება რომ გქონდეს აჯობებს ( პოლიტიკასვ ვგულისხმობ) ჩემი აზრი ასეთია. რაც შეეხება მართლმადიდებლობას მსოფლიო პატრიარქის ძალაუფლებას უფრო მეტად და მეტა შეზღუდავს რუსეთი და საბოლოოდ ყველა მას დაემორჩილება ამას კირილეს პატრიარქობის დროს განსაკუთრებით მიეხედება. ჩემი აზრით მერე ალფეევი იქგახდება პატრაირქი იგივე პოლიტიკით და იგივე სურვილებით. ჩვენ რა გვეშველება აფხაზეთსაც რომ გვედავებიან.


კონსტანტინეპოლის პატრიარქს იხსენიებს ერთ-ერთი ჯგუფი აფხაზეთში, ტყუილად ფიქრობთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს პრორუსული პოლიტიკა საერთომართლმადიდებლურ არენაზე, ბართლომეოსისთვის შეუმჩნეველი დარჩა. შესანიშნავად მიიღო დოროთე დბარი და დავით სარსანია კონსტანტინეპოლში a075.gif

რუსეთთან კოზირი აქვს მცხეთა-თბილისს, უკრაინას აღიარებს, თუ რამე. აი კონსტანტინეპოლთან რა აქვს? არც არაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 8 2013, 01:05 AM

მნათე

ციტატა

რუსეთთან კოზირი აქვს მცხეთა-თბილისს, უკრაინას აღიარებს, თუ რამე. აი კონსტანტინეპოლთან რა აქვს? არც არაფერი

უნდა ვიყოთ ,,კეთილი ნების'' იმედზე მაგ დროს...
კეთილ ნებაზე ყოფნა კი ძალიან... ძალიან არ მიყვარს...

ციტატა

ვუყურებ ამას და ვკვდები სიცილით, 7 წლის წინ დავრეგისტრირდი ფორუმის ამ ბაზაზე (მანამდე ძველი იყ) პირველი სამი თავად იყო ადმინი, ანუ რეალურად მეორე წევრი ვარ

ამას დაუმატე ის რომ 3 წელია მგონი აქ აღარ ხარ , მაგრამ პოსტების რაოდენობით მესამე ხარ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 8 2013, 02:52 AM

ციტატა
ამას დაუმატე ის რომ 3 წელია მგონი აქ აღარ ხარ , მაგრამ პოსტების რაოდენობით მესამე ხარ...


ეჰ, ბავშვები რომ ბურთს თამაშობდნენ, მე დიონისე არეოპაგელს ვკითხულობდი. ახლა აქ დაწერილი ზოგიერთი ჩემი პოსტი უკან მიბრუნდება ხოლმე - არგუმენტებად იყენებენ biggrin.gif

ციტატა

უნდა ვიყოთ ,,კეთილი ნების'' იმედზე მაგ დროს...
კეთილ ნებაზე ყოფნა კი ძალიან... ძალიან არ მიყვარს...


თან კუთხეში მიმწყვდეული ბერძნების კეთილი ნების smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 8 2013, 09:26 PM

დანიელი მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა

მიმართვა მორწმუნე ერს

კვირას, 8 სექტემბერს ყოველთა მწუხარეთა ნუგეშის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოგიწოდებთ ილოცოთ მშვიდობისათვის, რომელსაც სულ უფრო მეტად ექმნება სფრთხე.
მოვუწოდებთ რუმინეთის საპატრიარქოს ყველა იერარქს, მღვდელს, მონაზონსა და მორწმუნე ერს, გააძლიერონ ლოცვა მშვიდობისათვის.
ყველა ჩვენგანმა უნდა ილოცოს და იმუშაოს მშვიდობისათვის, როგორც ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენი მეუფე მშვიდობისა - იესო ქრისტე: "ნეტარ არისნ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ" (მთ.5.9)
ეს სადღესასწაულო დრო უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ლოცვა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში, ეგვიპტესა და მთელს ახლოაღმოსავლეთში, სადაც ჩვენი მოძმე ქრისტიანები დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.
ვილოცოთ, რომ მშვიდობამ ყველა ადამინისთვის გამოანათოს, დამოუკიდებლად მათი აღმსარებლობისა და კულტურისა.
ამდენად წმინდა ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ წავიკითხავთ სპეციალურ ლოცვას "სიყვარულის განსავრცობად და ბოროტების და სიძულვილის განსადევნად."
© junior theologians
https://www.facebook.com/groups/208300512575117/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2013, 06:07 PM

მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურები მშვიდობისაკენ მოუწოდებენ
11/09/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
patriarchესტონეთში ვიზიტისას მისმა ყოვლადუწმიდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა რომ მართლმადიდებლურმა სამყარომაც უნდა მიიღოს რომის პაპ ფრანცისკეს მოწოდება სირიაში მშვიდობისათვის ლოცვის შესახებ .

ამ მოწოდებას გამოეხმაურა მისი უნეტარესობა პატრიარქი რუმინეთისა დანიელიც, რომელმაც სამწყსოს სპეციალური ენციკლიკით მიმართა და მოუწოდა გააძლიერონ ლოცვა ახლოაღმოსავლეთში მშვიდობისათვის.

+ დანიელი მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა

მიმართვა მორწმუნე ერს

კვირას, 8 სექტემბერს ყოველთა მწუხარეთა ნუგეშის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოგიწოდებთ ილოცოთ მშვიდობისათვის, რომელსაც სულ უფრო მეტად ექმნება საფრთხე.
მოვუწოდებთ რუმინეთის საპატრიარქოს ყველა იერარქს, მღვდელს, მონაზონსა და მორწმუნე ერს, გააძლიერონ ლოცვა მშვიდობისათვის.
ყველა ჩვენგანმა უნდა ილოცოს და იმუშაოს მშვიდობისათვის, როგორც ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენი მეუფე მშვიდობისა – იესო ქრისტე: “ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ” (მთ.5.9)
ეს სადღესასწაულო დრო უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ლოცვა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში, ეგვიპტესა და მთელს ახლოაღმოსავლეთში, სადაც ჩვენი მოძმე ქრისტიანები დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.
ვილოცოთ, რომ მშვიდობამ ყველა ადამინისთვის გამოანათოს, დამოუკიდებლად მათი აღმსარებლობისა და კულტურისა.
ამდენად წმინდა ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ წავიკითხავთ სპეციალურ ლოცვას “სიყვარულის განსავრცობად და ბოროტების და სიძულვილის განსადევნად.”
წყარო სააგენტო რომფეა
__
© junior theologians

მშვიდობისაკენ მოწოდება უკვე გააკეთეს რუსეთისა და კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებმა, სირიაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ომში არ გადაიზრდება.

წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უერთდება მართლმადიდებელ იერარქთა მოწოდებას სირიაში, ეგვიპტეში და მთელ ახლო აღმოსავლეთში ლოცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით, დაე, უფალმა მშვიდობა მიანიჭოს ჩვენს ქრისტიან ძმებს და ყოველ ადამიანს ამ განსაცდელის ჟამს!
http://www.orthodoxtheology.ge/orthodoxforpeace/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 30 2013, 01:24 AM

პატრიარქი კირილი - გიორგი მარგველაშვილს: იმედია, ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიაში ახალ ფურცელს შექმნით!
ავტორი: თამარ ბატიაშვილი
29 ოქტომბერი, 2013. 19:23
-+
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. რუსეთის პატრიარქის წერილი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ბატონო გიორგი! გულით გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. ეს გამარჯვება ქართველი ხალხის თქვენდამი და თქვენს მიერ შეთავაზებული პროგრამისადმი ნდობაზე მიუთითებს. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ცხოვრებისეული და პროფესიონალური გამოცდილება დაგეხმარებათ წარმატებულად გაართვათ თავი დაკისრებულ მოვალეობებს, ნაყოფიერად იმუშაოთ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისთვის და ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის მხარდაჭერისთვის. იმედია, პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მუშაობისას ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიაში ახალ ფურცელს შექმნით, რადგან ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ და გვაერთიანებს სულიერი და კულტურული ღირებულებები. გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ სიმტკიცესა, ასევე ღვთის დახმარებას მომავალ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობაში", - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.

http://reportiori.ge/?menuid=3&id=7140

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 6 2013, 01:39 AM

ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გენერალ აბას იბრაჰიმის განცხადებით დადგენილია გატაცებული სირიელი მიტროპოლიტების ადგისლამყოფელი და მიმდინარეობს "არაპირდაპირი მოლაპარაკებები" მათი განთავისუფლების შესახებ. გენერლის თქმით მღვდელმთავართა განთავისუფლებასთან დაკავშირებული სიტუაცია მეტად რთულია.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 22 აპრილს ალეპოს მართლამადიდებელი მიტროპოლიტი პავლე იაზიგი (ანტიოქიის პატრიარქის ძმა) და სირიელ იაკობიტთა მიტროპოლიტი იუჰანა იბრაჰიმი გაიტაცეს თურქეთ-სირიის საზრვართან და ამჟამამდე მათ შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობდა.
© Junior theologians
https://www.facebook.com/groups/208300512575117/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 27 2013, 03:22 AM

კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქი ფილარეტი, რომელსაც უკრაინაში თითქმის იმდენივე მრევლი ჰყავს, რამდენიც მოსკოვის საპატრიარქოს, უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს.

"ბოლო დღეებში, უკრაინის დედაქალაქში და სხვა მრავალ ქალაქში, ასევე საზღვარგარეთ გაიმართა და ამ დრომდე გრძელდება საზოგადოებრივი გამოსვლები უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად.

ჩვენი ეკლესია, ისევე როგორც სხვა წამყვანი ეკლესიები და რელიგიური ორგანიზაციები უკრაინაში, ერთობლივ განცხადებაში ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს გამოვხატავდით და ვადასტურებდით უკრაინელი ერის ევროპისკენ სწრაფვას. ამ დროის განმავლობაში უკრაინაში და საზღვარგარეთ, პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივ მოღვაწეებთან, როგორც პირადად პატრიარქმა, ისე ჩვენი ეკლესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა და ეს არჩევანი ევროპულ ქრისტიანული ცივილიზაციასთან მიკუთვნებულობისა 1000 წლის წინ კიევის რუსეთის ნათლობისას გაკეთდა", - ნათქვამია პატრიარქ ფილარეტის მიმართვაში.

პატრიარქი ფილარეტი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირის ასოცირებული წევრობა მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გზაა მათგან, ვისაც საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს.

ფილარეტი მოუწოდებს სამართალდამცავებსა და სახელმწიფოს, უზრუნველყონ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ფილარეტი მიიჩნევს, რომ აგრესია მშვიდობიან პროტესტზე სიტუაციის რადიკალიზებას მოახდენს.

პარალელურად, უკრაინის გრეკო-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, სვიატოსლავ შევჩუკმა, რომლის მრევლიც 5 მილიონამდეა, სოლიდარობა გამოუცხადა ევრომაიდანზე შეკრებილ ახალგაზრდებს.

ათასობით უკრაინელი კიევის ცენტრშია შეკრებილი და ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით აპროტესტებს. აქციის მონაწილეები უკრაინის რადასგან გადაწყვეტილების შეცვლასა და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ.

http://www.tabula.ge/ge/story/77444-kievis-patriarqi-evrointegracia-chveni-suverenitetis-shenarchunebis-gzaa

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 27 2013, 12:39 PM

მე ის ვერ გავიგე რატომ ითხოვს ხალხი მაგ სტატიის კომენტარებში ჩვენი პატრიარქისგანაც იგივეს?

პ.ს. უკრაინას პატრიარქი ხომ არ ყავს სინამდვილეში? როგორც ვიცი ფილარეტი მიტროპოლიტია.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 27 2013, 03:00 PM

qetevano
ჩვენი პატრიარქი რა შუაშია?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 27 2013, 03:20 PM

G_saxva

ციტატა
ჩვენი პატრიარქი რა შუაშია?

მაგ სტატიის კომენტარებში ყველა იმას ითხოვს რომ ჩვენმა პატრიარქმაც იგივე თქვას, რაც უკრაინელმა მიტროპოლიტმა თუ პატრიარქმა. და ვერ გავიგე რატომ უნდა თქვას იგივეთქო

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 27 2013, 03:25 PM

qetevano
ჩემი აზრით არ უნდა თქვას.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 28 2013, 03:29 AM

ისეთი საიტიდანაა ეს სტატია , რომ არ უნდა გვიკვირდეს ეგ კომენტარები .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 28 2013, 09:19 AM

გვეშველება რამე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 29 2013, 01:35 AM

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სპეციალური კომუნიკე
28/11/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
146369.pფანარა;კონსტანტინეპოლი (სტამბული),
28 ნოემბერი

კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ გამოაქვეყნა საპასუხო კომუნიკე, რომელიც ეხება ერთერთ პუბლიკაციაში გაჟღერებულ ბრალდებებს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მასონებთან შესაძლო კავშირების შესახებ.

მსოფლიო საპატრიარქო ოფიციალურად უარყოფს პატრიარქის რაიმე სახის კავშირებს მასონურ მოძრაობებთან – იუწყება სააგენტო რომფეა

Print Friendly
http://www.orthodoxtheology.ge/281113/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 29 2013, 01:23 PM

თავიდანვე სისულელე იყო

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 9 2013, 11:51 PM

АНТИОХИЙСКАЯ ЦЕРКОВЬ ВЗЫВАЕТ О ПОМОЩИ
Обращение Святейшего Патриарха Антиохии и всего Востока Иоанна X ко всему миру

Опубликовать анонс в Livejournal
Дамаск, 6 декабря 2013 г.

На пресс-конференции, организованной в Дамаске пятого декабря, Блаженнейший Патриарх Антиохийский и всего Востока Иоанн Х обратился к мировой общественности с заявлением.

Блаженнейший Патриарх Антиохийский и всего Востока Иоанн Х
Блаженнейший Патриарх Антиохийский и всего Востока Иоанн Х

В пучине несчастья, окружающей Сирию в эти дни, в ужасном потоке людской крови, затопившим наш народ, в неизвестности, окутавшей судьбу наших митрополитов Иоанна и Павла в Алеппо – в эти скорбные времена Патриархия Антиохии и всего Востока получила известие о захвате ее верных дочерей – монахинь и сирот монастыря святой Феклы в Маалюле – и транспортировки их в Ябруд второго декабря этого года.

Мы не хотим слышать слова "осуждения", "сожаления" , но мы хотим увидеть реальные усилия, которые приведут к освобождению монахинь и сирот монастыря святой Феклы в Маалюле

Мы встретили эту весть с великой болью. И поскольку первые попытки освободить наших задержанных дочерей не привели к ожидаемому результату, Патриархат Антиохии и всего Востока обращается к всемирному сообществу, ко всем правительствам мира с просьбой о вмешательстве и содействии нам в деле их освобождения в здравии.

Также мы взываем к совести этих людей, мы заклинаем их зерном чести, посаженным Всевышним Творцом в каждом человеческом сердце – даже в сердцах похитителей: отпустите наших монахинь и девочек приюта!

Воистину, жестокость этих дней не изгонит нас из нашей страны, ибо она – наше бытие, наша сущность, часть нашего сердца!

Таково наше обращение к мировому сообществу: мы, благодарно принимая все знаки сочувствия, не нуждаемся более в «сожалении», «осуждении», «озабоченности» и «беспокойстве» по поводу происходящего – ибо все это буквально врезано в нашу совесть. Мы нуждаемся в делах – решительных, ощутимых делах, – но не в речах. Мы не хотим слышать от лиц, имеющих власть – региональную ли, международную ли, – «осуждающих» реплик, но мы хотим увидеть реальные усилия, реальное давление, которые приведут к освобождению тех, чьим единственным «грехом» было проживание в своем монастыре и отказ его покинуть. Вновь и вновь мы повторяем наш призыв к отвержению логики борьбы в Сирии и к замене его логикой мирного диалога; также мы осуждаем использование отсутствия диалога в целях личного обогащения военными трофеями – ибо Сирия кровоточит, и ее рана – это рана наших сердец!



И да узнают все, что капля невинной человеческой крови, пролитая на этой земле, священнее и дороже всех символов мiра!

Да поймут все, что колокола наших православных церквей, поднятые на колокольни еще в седой древности, по-прежнему будут звонить и доносить до слуха каждого голос нашей любви, нашего миролюбия по отношению ко всем, невзирая на их религиозную принадлежность!

Воистину, жестокость этих дней не изгонит нас из нашей страны, ибо она – наше бытие, наша сущность, часть нашего сердца!

Колокола наших православных церквей, поднятые на колокольни еще в седой древности, по-прежнему будут звонить

В связи со сложившейся ситуацией и задержанием наших сестер-монахинь и детей-сирот из приюта Маалюли мы вынуждены, к сожалению, перенести на неопределенный срок нашу встречу с нашими чадами, с нашей паствой стран Персидского залива, которая планировалась шестнадцатого-семнадцатого декабря этого года, и вернуться в Дамаск, дабы приложить все наши усилия и связи для решения упомянутой проблемы. Посему я обращаюсь с приветствием к каждому из наших сыновей в тех краях, как и к тем, кто трудился для организации той встречи, с надеждой посетить их в ближайшее время. Я прошу прощения у вас, мои дети, так долго ждавших этого события и сделавших все возможное для его организации, молясь о вашем здравии и призывая Божье Благословение на вас!

Да сохранит Господь Сирию, Ливан, Восток и человека этого Востока! Благодарю средства массовой информации, позволившие всему миру услышать боль Антиохии!
http://www.pravoslavie.ru/orthodoxchurches/66465.htm

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Dec 9 2013, 11:53 PM

გურამ ძმურად მოკლედ და ქართულად დაწერე რა უჭირს მაგ კაცს?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 11 2013, 04:55 PM

ანტიოქიის ეკლესია შველას ითხოვს! ანტიოქიის უწმინდესი პატრიარქის იოანე X-ს მიმართვა მსოფლიოსადმი
GALLERYPosted on December 11, 2013
1462858_396727693764283_1823961747_nდამასკო, 6 დეკემბერი 2013 წელი
პრესკონფერენციაზე, რომელიც შედგა დამასკოში 5 დეკემბერს, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა პატრიარქმა უნეტარესმა იოანე X-მ მიმართა მსოფლიო საზოგადოებას განცხადებით:
“სირიაში ამ ძნელბედობის და უბედურების ჟამს, ამ საშინელი სისხლისღვრის დროს, რომლითაც დაიტბორა ჩვენი ხალხი, გაურკვევლობაში, ბუნდოვანებით მოცულ სიტუაციაში, რომელიც ეხება ჩვენი მიტროპოლიტების იოანეს და პავლეს ბედს ალეპოში, – ამ მწუხარების ჟამს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის საპატრიარქომ მიიღო ცნობა მისი შვილების შეპყრობის შესახებ – მონაზვნებისა და ობოლი გოგოების, წმინდა თეკლეს მონასტრიდან მაალულაში – და მათი იაბრუდში გადაყვანის შესახებ, ამა წლის 2 დეკემბერს.
ჩვენ შევხვდით ამ ცნობას უდიდესი ტკივილით. და რადგანაც პირველმა მცდელობებმა მათი გათავისუფლებისა ვერ მიგვიყვანა შედეგამდე, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის საპატრიარქო მიმართავს მსოფლიო საზოგადოებას, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას, თხოვნით, რათა მოხდეს ჩარევა და დახმარება ტყვეების გათავისუფლებაში.
ასევე ჩვენ მოვუწოდებთ ამ ადამიანების სინდისს, ჩვენ ვაფიცებთ მათ იმ ღირსების მარცვალს, რომელიც დათესა უზენაესმა შემოქმედმა ყოველი ადამიანის გულში – გამტაცებლების გულშიც კი: გაათავისუფლეთ ჩვენი მონაზვნები და თავშესაფრის აღსაზრდელი გოგოები.
ასეთია ჩვენი მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი: ჩვენ მადლიერებით ვიღებთ ყოველ თანაგრძნობას, მაგრამ ჩვენ აღარ ვსაჭიროებთ „წუხილს“, „დაგმობას“, „შეშფოთებას“ შექმნილი ვითარების გამო – რამეთუ ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს სინდისზე. გვესაჭიროება მოქმედებები – გადამწყვეტი და ნაყოფიერი ქმედებები – და არა ცარიელი სიტყვები. ჩვენ არ გვინდა გვესმოდეს „დამგმობი“ რეპლიკები იმ ადამიანებისგან, რომელთაც გააჩნიათ ძალაუფლება – რეგიონალური თუ საერთაშორისო, ჩვენ გვინდა დავინახოთ რეალური მონდომება, რეალური ზეწოლა, რაც მიიყვანს საქმეს ტყვეების გათავისუფლებისკენ, რომელთა ერთადერთი „ცოდვა“ ისაა, რომ მათ უარი თქვეს საკუთარი მონასტრის დატოვებაზე. ისევ და ისევ ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას სირიაში ბრძოლის ლოგიკის შეცვლაზე სამშვიდობო დიალოგით, რადგან სირია სისხლისგან იცლება და მისი ჭრილობა – ჩვენი გულების ჭრილობაა.
დაე გაიგოს ყველამ, ამ მიწაზე დაღვრილი უდანაშაულო სისხლის ერთი წვეთიც კი, წმინდაა და ძვირფასია მსოფლიოს ყველა სიმბოლოზე.
დაე მიხვდეს ყველა, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ზარები, ჯერ კიდევ უძველეს ეპოქაში ამაღლებული სამრეკლოებზე, კვლავაც დარეკენ და მიიტანენ თითოეულთან ჩვენი სიყვარულის ხმას, ჩვენს ურთიერთსიყვარულს ყველასთან მიმართებაში, მათი რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად!
ჭეშმარიტად, ამ დღეების სისასტიკე ვერ გაგვაძევებს ჩვენი ქვეყნიდან – რამეთუ იგი არის ჩვენი ყოფა, ჩვენი არსი და ჩვენი გულის ნაწილი!
შექმნილი ვითარების გამო და ჩვენი და-მონაზვნების და ობლების დაკავების გამო მაალულას თავშესაფრიდან, სამწუხაროდ იძულებულები ვართ, გაურკვეველი ვადით გადავდოთ ჩვენი შეხვედრა ჩვენს სამწყსოსთან სპარსეთის ყურეში, რომელიც იგეგმებოდა ამა წლის 16-17 დეკემბერს, და დავბრუნდეთ დამასკოში, რომ ყველაფერი ვიღონოთ, ზემოთ აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად. ამიტომ მე მივმართავ და მივესალმები თითოეულ ჩვენ შვილს იმ მხარეში, ასევე ვინც შრომობდა ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის, და ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა შედგება უახლოეს მომავალში. მე გთხოვთ პატიებას ჩემო შვილებო, ასე დიდხანს ელოდეთ ამ დროს, აკეთებდით ყველაფერს შეხვედრის ორგანიზებისთვის, თქვენი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობ და მოვიხმობ ღვთის წყალობას თქვენზე.
დაიცვას უფალმა სირია, ლიბანი, აღმოსავლეთი და ყოველი ადამიანი აღმოსავლეთისა!
ვმადლობ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებმაც საშუალება მისცეს მსოფლიოს გაეგო ანტიოქიის ტკივილი.“
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ივანე ეპიტაშვილმა
წყარო: http://jtheologians.wordpress.com/2013/12/11/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 11 2013, 11:41 PM

†სერგი†
დაწერეს უკვე...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 12 2013, 09:10 AM

რა უნდა ვუშველოთ ჩვენ აქედან? sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2013, 11:08 PM

პრაღის, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამიტროპოლიტო კათედრის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსი სიმეონი გადაყენებულია. თუმცა ეპისკოპოსთა კრებულის აღნიშნული გადაწყვეტილება არქიეპისკოპოსმა არაკანონიკურად გამოაცხადა და სამი ეპისკოპოსისგან შემდგარი წმინდა სინოდი, რომელმაც ის გადააყენა, სქიზმატებად გამოაცხადა.

მღვდელმთავარმა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ მისი გადაყენების "ანტიკანონიკური გადაწყვეტილების" გამო, აღნიშნული ეპისკოპოსები სქიზმაში იმყოფებიან და შესაბამისად ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მრევლმა, ისევე როგორც სრულიად სამართლმადიდებლომ მათთან ევქარისტიული კავშირი უნდა გაწყვიტოს. არქიეპისკოპოსი სიმეონი აპირებს დახმარება სთხოვოს კონსტანტინეპოლის პირველსაყდარს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში "თანასწორთა შორის უპირატესად" მოიხსენიება.

მთავარეპისკოპოსი სიმეონი ეკლესიას აპრილიდან მართავს, მას შემდეგ, რაც პირველიერარქი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე ჩეხურ პრესაში აგორებული სკანდალის შემდეგ გადადგა. სკანდალი მართლმადიდებელი პირველიერარქის სექსუალურ ცხოვრებასა და საეკლესიო კანონიკით დადგენილი უქორწინებლობის აღთქმის დარღვევას უკავშირდებოდა. პირველიერარქის გადადგომის შემდეგ მოსაყდრეს მეუფე სიმეონი მოსაყდრეობდა, ახალი პირველიერარქის არჩევა სინოდმა ორჯერ ვერ შეძლო, რადგან აუცილებელი კვორუმი არ შედგა.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია ორად არის გაყოფილი.

http://www.tabula.ge/ge/story/78077-chexetisa-da-slovaketis-martlmadidebeli-eklesia-sqizmis-shedegad-orad-gaiko

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 13 2013, 09:40 AM

ციტატა
არქიეპისკოპოსი სიმეონი აპირებს დახმარება სთხოვოს კონსტანტინეპოლის პირველსაყდარს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში "თანასწორთა შორის უპირატესად" მოიხსენიება.

აი ადრე ამას ვამბობდი თანასწორთა შორის უპირატესად მოიხსენიება თქო. მართლმადიდებლობა კათოლიკეების გაერთიანებაზე რომ ვბააობდით, მერე კონსტანტინეპოლის ეკლესია აღარ იქნება უპირატესი, რომის ეკლესია იქნება თქო tongue.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 23 2013, 04:03 PM

2013 წლის აპრლში ჩეხეთისა და სლოვაკეთის ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ქრისტეფორე მედიაში ატეხილი სკანდალის გამო გადადგა. სინოდის გადაწყვეტილებით ადგილობრივი ეკლესიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მთავარეპისკოპოსი სიმეონი. მას შემდეგ წმინდა სინოდმა რამდენიმეგზის მცდელობის მიუხედავად ეკლესიის მეთაურის არჩევა ვერ შეძლო და მოსაყდრის მოვალეობას კვლავ მთავარეპისკოპოსი სიმეონი აგრძელებდა ბოლო დრომდე.

2013 წლის 9 დეკემბერს პრაღაში შედგა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდი, მთავარეპისკოპოს სიმეონის თავმდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ წევრები: მთავარეპისკოპოსი როსტისლავი, მთავარეპისკოპოსი გიორგი და მთავარეპისკოპოსი იოაკიმე. გარდა სინოდის წევრებისა სხდომას ესწრებოდა 2-2 მღვდელმთავარი კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებიდან. სინოდის გადაწყვეტილებით (3 ხმა 1-ის წინააღმდეგ) მთავარეპისკოპოსი სიმეონი გადაყენებულ იქნა სამიტროპოლიტო საყდრის მოსაყდრის პოსტიდან და მის ნაცვლად დაინიშნა მთავარეპისკოპოსი როსტისლავი. სინოდის სხდომის ოქმში გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი სახელდება: მთავარეპისკოპოსი სიმეონი მღვდელმთავართა მოთხოვნის მუხედავად არ იწვევდა სინოდის სხდომებს; წმინდა სინოდის ნებართვის გარეშე ღებულობდა რიგ გადაწყვეტილებებს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ეკლესიის შიდა მდგომარეობის შესახებ; წმინდა სინოდის წევრთა ნებართვის გარეშე მილანის ედიქტის 1700 წლის იუბილეზე სერბეთის საპატრიარქოში, ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენლის სტატუსით იახლა საპატიო მიტროპოლიტი ქრისტეფორე. სინოდის სხდომის ოქმი ასევ გვატყობინესბ რომ: სხდომის დაწყების წინ მთავარეპისკოპოსი სიმეონი ცდილობდა სხდომაში მონაწილეობის უფლება აღეკვეთა ეპისკოპოს იოაკიმესთვის. ასევე სინოდის დადგენილებით საპატიო მიტროპოლიტ ქრისტეფორეს აეკრძალა მღვდელმოქმედება ტეშოვოს ფერისცვალების მამათა მონასტრის მიღმა. (http://pravoslavnacirkev.cz/aktuality.htm)

აქვე დავძენთ, რომ მოსკოვის საპატრიაქრომ უკვე სცნო სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრედ მთავარეპისკოპოსი როსტისლავი. (https://mospat.ru/ru/2013/12/09/news95553/)

მთავარეპისკოპოსი სიმეონი სინოდის გადაწყვეტილებას უკანონოდ აცხადებს და ავრცელებს წერილს, სადაც ნათქვამია, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ იგი დარჩა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ადგილობრივი ეკლესიის ერთადერთ კანონიერ იერარქად, რადგანაც სინოდის წევრები მოქმედებდნენ საეკლესიო კანონებთან შეუსაბამოდ, სინოდის წევრებს არ სურდათ გადაეჭრათ პრაღის სამიტროპოლიტოს ვაკანტური კათედრის პრობლემა და მის მოგვარებაში ხელს უშლიდნენ მოსაყდრესაც. გავრცელებული სინოდის ოქმი არ შეიცავს სიმართლეს. ასევე მთავარეპისკოპოსი სიმეონი მოუწოდებს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის სამღვდელოებას არ იქონიონ კავშირი განხეთქილებაში მყოფ მღვდელმთავრებთან, რათა მათი ღვთისმსახურება იყოს კანონიკურ ერთობაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან და პირველ რიგში კონსტანტინეპოლის პირველსაყდრის მღვდელმთავარ ბართოლომეოსთან. იგი აპირებს დახმარებისთვის მიმართოს სხვა ადგილობრივ ეკლესიებს და პირველ რიგში მსოფლიო საპატრიარქოს. (http://diak-kuraev.livejournal.com/561003.html)

აქვე დავძენთ რომ სინოდის სხდომა მთავარეპისკოპოს სიმეონთან ერთად დატოვა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ორმა ეპისკოპოსმა. მსოფლიო პატრიარქს კი მთავარეპისკოპოს როსტისლავის მოსაყდრეობა ჯერ არ უცვნია.

ვლოცულობთ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის ერთობისა და მშვიდობისათვის.

წყარო: © junior theologians
https://www.facebook.com/groups/208300512575117/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 25 2013, 09:35 PM

რამდენიმე საათის წინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა დააკმაყოფილა მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტის, ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ფილარეტის თხოვნა პენსიაში გასვლის თაობაზე.

მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტად, ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსად დაინიშნა რიაზანისა და მიხაილოვოს მიტროპოლიტი პავლე (პონომარიოვი).

წყარო: http://www.patriarchia.ru/db/text/3478907.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 26 2013, 09:33 AM

რუსეთს რამენი მიტროპოლიტი ყავს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 26 2013, 10:15 PM

G_saxva
რატომ დაგაინტერესა ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 26 2013, 10:24 PM

A.V.M
რავიცი ეყოლება 100მდე და მაგიტომ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 26 2013, 10:37 PM

G_saxva

ციტატა
რავიცი ეყოლება 100მდე და მაგიტომ

მაგდენი ჩვენც ხომ გვყავს შე კაცო...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 26 2013, 11:11 PM

G_saxva

ციტატა
რუსეთს რამენი მიტროპოლიტი ყავს?

აჰა და დათვალე, ვთვლიდი მე და თვალები ამიჭრელდა
http://www.patriarchia.ru/db/persons/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 27 2013, 08:56 AM

qetevano
მე ციფრი ვიკითხე განა დასათვლელად მომეცით თქო biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 27 2013, 09:37 PM

ელადის მთავარეპისკოპოსი ნარკომანიის შესახებ
27/06/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
ieronymosელადის (საბერძნეთი) მთავარეპისკოპოსის განცხადება ნარკომანიის შესახებ

26 ივნისს გაერო მართავს ღონისძიებებს იმ მიზნით რომ, მეტი ყურადღება მიექცეს ნარკომანიასთან და კრიმინალთან დაკავშირებულ პრობლემებს. UNODC ყოველწლიურად აღნიშნავს ნარკომანიის და ტრეფინკიგის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს.

მოგვყავს ათენისა და სრულიად ელადის, მთავარეპისკოპოსის იერონიმეს განცხადება:

დღეს აუცილებელია ჩვენ ყურადღება გავამხვილოთ მათზე და ვილოცოთ მათვის ვინც იცდება და მათვის ვინც ეწევა ემოციურ ცხოვრებას არასწორი გზით. ამ სენის მიმართ როგორიცაა მიჯაჭვულობა (მსგავსი ვნებებისადმი) მაკურნებელი საშუალება არის სიყვარული და მიზანდასახული და რეალური ცხოვრება. ადამიანი რომელიც მადლიერების განცდით განვლის მის ყოველდღიურ ცხოვრებას, ასეთი ადამიანი არ საჭიროებს არანაირ საშუალების გამოყენებას იმ მიზნით რომ გაექცეს რეალობას.

ყველაზე მეტად რაც ჩვენში გაოცებას იწვევს არის არა ის რომ თუ რამდენად ვეწინააღმდეგებით ნარკომანის, არამედ ის რომ თუ რამდენად მომხრე ვართ ასეთი ცხოვრების წესისა. ეკლესია არსებობს იმისთვის რომ ხალხს მოუწოდოს რეალური ცხოვრების საიდუმლოსკენ და ეს არის ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ იმ სიკვდილის საწინააღმდეგოდ რასაც მიჯაჭვულობა იწვევს. ქრისტემ ადამიანებს დაგვპირდა სიცოცხლე და სიუხვე სიცოცხლისა და ის ახალგაზრდები რომელთაც გამოვლილი აქვთ ნარკომანიის რთული განსაცდელები და უკვე თავისუფალნი არიან, ამტკიცებენ რომ ეს დაპირება არის არა მარტო დაპირება, არამედ რეალობაც იმიტომ რომ, როგორც თვითონ ამოწმებენ, ამას მიაღწიეს ღვთის შეწევნით.

ჩვენ ახლოს ვართ იმ ოჯახებთან რომელნიც ნარკომანიის განსაცდელში იმყოფებიან და ვუცხადებთ თანაგრძნობას იმათ ვინც თვითკმაყოფილების და გულცივობის ნაცვლად ებრძვიან ამ მავნე მიდრეკილებას.
მართლმადიდებლური ეკლესია იზიარებს მათ სირთულეებს, ემსახურება მათ თავისი მთელი მრევლის მეშვეობით და ამ გზით მოიხმობს საზოგადოების და თითოეული ადამიანის მაკურნებელ ძალას.

მთავარეპისკოპოსი იერონიმე

26 ივნისი, 2013 წელი

წყარო: http://www.johnsanidopoulos.com

http://www.amen.gr/article14440

მასალა მოამზადა გიორგი ღიბრაძემ

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის 2013 წლის საშობაო ეპისტოლე
26/12/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
1488666_10152137140695330_863679991_nწმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი აგრძელებს ტრადიციას და ქართულ ენაზე გთავაზობთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველის 2013 წლის საშობაო ეპისტოლეს და შობას ვულოცავთ იმ მართლმადიდებელ ქრისტიანთ და ყველა მორწმუნეს , რომლებიც დღეს, 25 დეკემბერს ეგებება შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

სპეციალურად საიტისათვის: თარგმანი ბერძნულიდან ეკა ჭყოიძისა

წყარო

ოქმის ნომერი 1109

ბართლომე, ღვთის მოწყალებით კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
ბეთლემს შინა შობილი ქრისტე მხსნელის მადლი, წყალობა და მშვიდობა თქუენ ზედა

* * *

ძმანო და დანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო,
„შეგვეძინა შვილი და მოგვეცა ძე“! (ესაია, 9.5)

ამას ენთუზიაზმითა და სიხარულით სავსე წინასწარმეტყველი ღვთივგანბრძნობილად გვამცნობს და ბევრი საუკუნით უსწრებს ყოვლად წმიდა ქალწულის მიერ ყრმა იესოს შობას. რა თქმა უნდა, მაშინ, ავგუსტუს კეისრის დროს აღწერის პერიოდში, ვერ მოიძებნა ადგილი, რომელიც გახდებოდა თავშესაფარი სულიწმიდის მადლით წმიდა ქალწულის მიერ მუცლადღებულისთვის და ამიტომ მისი დამწინდველი წმიდა იოსები იძულებული შეიქნა მას გამოქვაბულისკენ გაძღოლოდა, ცხენების ბაგაში, „რათა ეშვა ყრმაჲ იგი“.
მას ცა და დედამიწა ეგებება შემოქმედისადმი მადლიერებით: „ანგელოზნი გალობას სწირავენ, ცანი ვარსკვლავთ, მოგუნი ძღუენს, მწყემსნი სასწაულს, მიწა გამოქვაბულს, უდაბნო ბაგას, ჩუენ დედასა ყოვლად წმიდა ქალწულს“. მწყემსნი მღვიძარებენ „სამწყოსა მას ზედა“ და დაიცვენ „მცველსა ღამისასა“, და ანგელოზნი აღტკინებით უგალობენ საიდუმლოსა მას (შობის მწუხრის საგალობლებიდან).
სამყარო შობის წმინდა ღამის სიტკბოებითაა კვლავ მოცული. და ადამიანური ნამოქმედარისა თუ სატკივარის, კრიზისისა თუ კრიზისების, ვნებებისა და დაპირისპირებების, შფოთისა და იმედგაცრუებების პერიოდი წარმოაჩენს ისე, როგორც არასდროს ცხადად და დროულად ღვთის სიტყვის განკაცების საიდუმლოს. სიტყუა გარდამოხდა და მარადის ქალწულ მარიამის საშოში დაემკვიდრა ვითარცა მარცუალი მდელოსა შინა, „რათა გამოაბრწყინვოს სიმართლე და მრავალი მშვიდობა“ (ფსალ. 71.7).
შობის საღვთო ღამის სიჩუმითა და სიმშვიდით, იესო ქრისტე- დაუსაბამო, უხილავი, მიუწვდომელი, უხორცო, მარადმყოფი და უცვალებელი, ევლინება ისტორიის დრამას ვითარცა ხორცშესხმული, უაზნო (ეს უმნიშვნელოს სინონიმად ვიხმარე ე. ჭ.), მდაბალი, უპოვარი, უცხო. ევლინება იმავდროულად ვითარცა „ნებისა დიდისა ანგელოზი, მრჩეველი საოცარი… მბრძანებელი და მთავარ და მამა მომავალთა საუკუნეთა“ (ისაია 9.6. ეს ციტატა არ ემთხვევა ე.ჭ.). დიახ, მოდის ვითარცა ადამიანი ქალწულისა დედისაგან, რათა განხსნას უსჯულოებისა სირთულე, და მოგვცეს მადლითა მისითა წყალობა მისი წყდიადისგან თავის დასაღწევად, გახდეს ადამიანური თავგადასავლისთვის მიმართულების მიმცემი, გახადოს ის ფასეული და შინაარსიანი, გახდეს მისაბაძი და ზნეობით სამაგალითო.
უფალმა სრულად შეიმოსა ადამიანური ბუნება და განწმინდა ის. საუკუნო (ორიგინალში საუკუნეთა წინარე წერია ე.ჭ.) ღმერთმა თავი დაიმდაბლა და ჩვენს მსგავსად ჩაისახა და მუცლად-ღებულ იქნა ღვთისმშობლის საშოში. მან პავივ-სცა ადამიანურ ცხოვრებას ამ საწყის სტადიაში და ადამიანებს ასწავლა პატივისცემა თავისი ჩასახვის დასაწყისიდანვე. შემოქმედი ყოველთა მოგვევლინა, რათა დაბადებულიყო ვითარცა ყრმა და გამოკვებილიყო ქალწულის რძით. ამით მან პატივ-სცა ქალწულებასაც და დედობასაც, სულიერსაც და ბუნებრივსაც. ამიტომაც წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი გავუწყებს: „დედანო, იყავით ქალწულ , ვითარცა ქრისტეს მშობელნი დედანი“ (სიტყვა 38 ნათლისღებასა ზედა, PG 36, 313A).
ასე დააწესა უფალმა მეუღლეობა მამრისა და მდედრისა კურთხეულ ოჯახში. ქრისტიანული ოჯახის ეს ტრადიცია ცხოვრების უჯრედია, საწყისია ჩვილის სულიერი და ხორციელი თვალსაზრისით ჯანმრთელად განვითარებისთვის. ამიტომაც წარმოადგენს ეკლესიის საზრუნავსა და ამავე დროს, თითოეული ხალხის ხელისუფალთა მოვალეობას, რომ გააძლიეროს ყველა საშუალებით ოჯახის ინსტიტუტი.
ბავშვი რომ გაიზარდოს ჯანმრთელად და შეუმცდარად აუცილებელია ოჯახი, სადაც მამაკაცი და ქალი ცხოვრობენ ჰარმონიულად, ერთხორც ვითარცა ერთი სხეული, ერთი სული, ურთიერთის მორჩილებით.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა სულიერი და საეკლესიო წინამძღვარნი მღვიძარებენ ვითარცა მწყემსნი და ჩვენი სამყაროს მბრძანებელნი იცნობენ და აღიარებენ ღვთის ჭეშმარიტებას და ამ რეალობას, რომელსაც ვქადაგებთ მსოფლიო საპატრიარქოდან წლევანდელ ქრისტეშობასაც. ამიტომ ჩვენი ყველას ვალია მხარი დავუჭიროთ ფიზიოლოგიური ოჯახების შექმნასა და არსებობას, რათა გამრავლდნენ სულიერად ჯანმრთელი და სიხარულით აღსავსე მოქალაქენი, რომელთა სრულად ექნებათ უსაფრთხოების განცდა, აღიზრდებიან ძლიერი მამისა და მზრუნველი და ერთგული დედას წიაღში, ანუ ისეთ ოჯახი, სადაც თვით ღმერთი ჰპოვებს განსასვენებელს. მოვუწოდებთ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, რათა იყოს მათი ყოველი ქმედება მიმართული ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად.
დანო და ძმანო, „ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა“ (რომ. 13.12). მწყემსნი მიიჩქარიან ბეთლემისკენ სასწაულის საქადაგებლად და მოგვიწოდებენ გავყვეთ მათ, ვითარცა სხვანი იგი „ვარსკვლავთმრიცხველნი მოგუნი სიხარულით მოსილნი“ (ქრისტეშობის დღესასწაულის ცისკრის მეოთხე გალობის ტროპარი). მივართვათ მას „ძღვენი პატიოსანი“, „ოქრო რჩეული, ვითარცა საუკუნისა მეუფესა და საკმეველი, ვითარცა ღმერთსა ყოველთასა, სამი დღის მკვდრეთით აღმდგარსა და უკვდავსა (ანატოლიოსი, ქრისტეშობის დღესასსწაულის მწუხრის სტიქარონი). ანუ ჩვენი სიყვარულისა და რწმენის ძღვენი, ქრისტიანული და მართლმადიდებლური მოთმინებით განმტკიცებული მიძღვნილია ზნეობისა და ტრადიციის, მამათა სწავლების მიხედვით ეკლესიურ ოჯახის განსამტკიცებლად, რომელიც იყო ყოველთვის სწორად მავალი, ყოველთა საუკუნეთა და დღესაქამომდე ჩვენი კურთხეული საზოგადოების საყრდენი, რომლის განვითარების უმთავრესი უჯრედია, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ოჯახი.

ძმანო და დანო, შვილნო ჩემნო:
2013 წელი გავიდა ქრისტეს ხორციელად შობის შემდეგ;
2013 წელი და ქრისტე როგორც მაშინ, კვლავ იდევნება ვითარცა უძლური ჰეროდეს მიერ და თანამედროვე ჰეროდეთა მიერ;
2013 წელია და ქრისტე იდევნება სირიის და არამხოლოდ სირიის ქრისტიანთა სახით;
2013 წელია და ქრისტე ილტვის ვითარცა ლტოლვილი არა ეგვიპტისკენ, არამედ ლიბანში, ევროპაში, ამერიკაში და სხვაგან, რათა ჰპოვოს უსაფრთხოება ამ დაუცველ სამყაროში;
2013 წელია და ჩვილი იესო საპყრობილეშია სირიის მღვდელმთავრებთან პავლესთან და იოანესთან ერთად, მართლმადიდებელ მონაზვნებთან და სხვა ბევრ უცნობ თუ ცნობილ ქრისტიანთან;
2013 წელია და ქრისტე ჯვარს ეცმის მათთან ერთად ვინც იტანჯება და იკვლება, რათა არ გასცენ და არ დათმონ თავიანთი რწმენა მისადმი;
2013 წელია და ქრისტე ყოველდღიურად იკვლება ათასობით ემბრიონთან ერთად, რომელთაც მათი მშობლები არ აძლევენ დაბადების ნებას;
2013 წელია და ქრისტე განიქიქება იმ უბედურ ბავშვებთან ერთად, რომლებიც ოჯახის კრიზისის, უპოვარებისა და უსახსრობის გამო იტანჯებიან.
. ადამიანური ტკივილით, მწუხარებით და ვნებებით მოვიდა და მოდის წლევანდელ შობას უფალი, რომელმაც ბრძანა: „ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ“ (მათე 25, 40-41). ამისათვის მოვიდა ქალწულისაგან, ამისათვის იშვა, ჯვარს ეცვა და აღდგა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომაც ყველა ჩვენთაგანმა თავისი პირადი ჯვარი აღიღოს, რათა მისი შეწევნის მძებნელთა ვპოვოთ მადლი და წყალობა, რათა ვთქვათ „ჩვენთან არს ღმერთი“, შობილი ემანუელი, მხსნელი და უფალი, ამინ.

ქრისტეშობა 2013

ბართლომე, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი
მვედრებელი თქვენ ყოველთა უფლისა მიმართ

http://www.orthodoxtheology.ge/bartlomeoschristmas2013/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 10 2014, 04:18 PM

Bartholomew convokes the Primates of the Orthodox Churches
by NAT da Polis
Meeting to set guidelines and timeframe for Preparatory Commission of the Pan-Orthodox Synod . But also to highlight the need to go beyond "localisms" and undertake joint initiatives . Zizioulas: self-marginalization the greatest danger of the Christian world today .


Istanbul (AsiaNews ) - The Ecumenical Patriarch Bartholomew has convoked the patriarchs and archbishops of all the Orthodox Churches to a meeting in Istanbul, next March, for an exchange of views on the guidelines and timeframe for the Preparatory Commission of the Pan-Orthodox Synod, scheduled for 2015. Thus far, most meetings have been dealt exclusively with procedural matters.

The last meeting of the Primates of the Orthodox Churches was held in 2008, also in Constantinople

In addition to talk of the Preparatory Commission, next March's encounter is also motivated by Constantinople's desire to remind sister churches that they cannot face the challenges of a economically globalized but spiritually fractured world - with all the negative consequences that follow for human existence - without joint initiatives. Orthodox circles see this as an attempt to move beyond a self-marginalization born of a localist mentality that has characterized the Orthodox Churches in the modern era, partly because of a certain post- Ottoman filettism (nationalism).

Constantinople, also thanks to its historical supra-national mentality, is attempting to prevent the introversion of the Orthodox world . This because there are many in the Orthodox world who see an Orthodox Church fearful of the social challenges of the new era, a church that is content to perform simple acts of charity and obsess itself in discussions on individual social issues, thus avoiding having to deal with the whole crisis that afflicts the human existence in modern society. Individual churches that, with the approval from their synod, undertake "local" initiatives, without keeping in mind the universal needs and challenges.

In this regard, the Metropolitan of Pergamon, Ioannis Zizioulas , co-chairman of ecumenical dialogue between Catholics and Orthodox and eminent theologian has told us that " the greatest danger to Orthodoxy , but also for the whole Christian world, is not atheism, secular power in general or its various enemies. Nobody in history has been able to dispel the truth. The greatest danger comes from its self-marginalization . And this happens every time a movement, a spiritual force refuses to confront and come to dialogue with all social and intellectual movements of its era. Why must always remember that history is not monolithic".

"The story - Zizioulas continues - is the space in which you exercise the freedom of the human being . And freedom in the 'arc of human life is characterized by the expression of diverse opinions and consequently the dialectic of "you "and" no. "Only at the end ( in the eschatological sense ) human freedom will be expressed as a" yes " , that turned to God and to the truth.

The Church has established itself over time on this consideration. From the beginning, the first Christian communities dedicated themselves to constructive dialogue with Judaism and the Greek world. It reached its highest point in the so-called patristic period, in which the Church dared to tackle a constructive dialogue with the culture of the time, sealing it with his own truth . Only in the modern world has the so-called division between sacred and profane taken place in the world of culture, which has pushed the Church out of the cultural and civil sphere, with damaging consequences not only for the Church, but for civilization itself".

"Therefore - continues Zizioulas - any escape from the historical reality and the continuing search for identity exclusively in the past, without taking into account the historical, social and cultural context in which the tradition of identity developed, is equivalent to first Orthodoxy and then to marginalizing romanticizing".

"It 's very important then - said the Metropolitan of Pergamon - that we men of the Church, we give up our narcissist self-satisfaction that only leads to sterile confrontations. Instead we must learn how to offer creation the essence of the true witness, that of Our Lord".


http://www.asianews.it/news-en/Bartholomew-convokes-the-Primates-of-the-Orthodox-Churches-29964.html


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2014, 01:48 AM

2014 წლის 11 იანვარს სლოვაკეთში, პრეშოვოში გაიმართა ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის XIII კრება.
კრებაზე ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით ეკლესიის ეთაურად აირჩიეს პრეშოვოსა და სლოვაცკის მთავარეპისკოპოსი როსტისლავი.
ჩეხეთისა და სალოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი (ერში ანდრეი გონტი) დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს ქალაქ სნინში. 2002 წელს დაამთავრა პრეშოვოს უნივერსიტეტის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. სწავლობდა ათენის არისტოტელეს უნივერსიტეტში. სლოვაკეთში წინამძღვრობდა ერთერთ სამრევლოსა და ბავშვთა თავშესაფარს. 2012 წელს აკურთხეს პრეშოვოს საეპისკოპოსო კათედრაზე.
წყარო: mospat.ru
© junior theologians
https://www.facebook.com/groups/208300512575117/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2014, 12:25 AM

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის უარს ამბობს ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გადაცემულ ორდენზე.

"დღეს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ცნობა ჩემი დაჯილდოების შესახებ პირველი ხარისხის ორდენით ”დამსახურებისთვის - გთხოვთ არ დამაჯილდოვოთ” - ნათქვამია განცხადებაში.

ფილარეტმა ასევე გადაწყვიტა არ მიიღოს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ორდენი, რომლითაც ის სინოდმა 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით დააჯილდოვა.

”იმ პირობებში, რაც დღეს უკრაინაში შეიქმნა, როცა დაიღუპნენ ადამიანები ხოლო კიევის ცენტრში გრძელდება საშინელი წინააღმდეგობა, მე გთხოვთ არ დამაჯილდოვოთ ორდენებით. ჩემი ეს გადაწყვეტილება მხარდაჭერილია ასევე წმინდა სინოდისა და სხვა მღვდელმთავრების მიერ” - განაცხადა ფილარეტმა.

”იზიარებს რა უკრაინის ხალხის ტკივილსა და გლოვას ეკლესია ლოცულობს მშვიდობისთვის” - განაცხადა მან.

პატრიარქმა ფილარეტმა მღვდლებს მისცა ლოცვა-კურთხევა ილოცონ იქ, სადაც ითხოვს ხალხი.

თემები:

http://www.tabula.ge/ge/story/79371-ukrainis-patriarqma-uari-tqva-ianukovichis-mier-mistvis-gadacemul-ordenze

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2014, 12:25 AM

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის უარს ამბობს ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გადაცემულ ორდენზე.

"დღეს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ცნობა ჩემი დაჯილდოების შესახებ პირველი ხარისხის ორდენით ”დამსახურებისთვის - გთხოვთ არ დამაჯილდოვოთ” - ნათქვამია განცხადებაში.

ფილარეტმა ასევე გადაწყვიტა არ მიიღოს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ორდენი, რომლითაც ის სინოდმა 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით დააჯილდოვა.

”იმ პირობებში, რაც დღეს უკრაინაში შეიქმნა, როცა დაიღუპნენ ადამიანები ხოლო კიევის ცენტრში გრძელდება საშინელი წინააღმდეგობა, მე გთხოვთ არ დამაჯილდოვოთ ორდენებით. ჩემი ეს გადაწყვეტილება მხარდაჭერილია ასევე წმინდა სინოდისა და სხვა მღვდელმთავრების მიერ” - განაცხადა ფილარეტმა.

”იზიარებს რა უკრაინის ხალხის ტკივილსა და გლოვას ეკლესია ლოცულობს მშვიდობისთვის” - განაცხადა მან.

პატრიარქმა ფილარეტმა მღვდლებს მისცა ლოცვა-კურთხევა ილოცონ იქ, სადაც ითხოვს ხალხი.

თემები:

http://www.tabula.ge/ge/story/79371-ukrainis-patriarqma-uari-tqva-ianukovichis-mier-mistvis-gadacemul-ordenze

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 9 2014, 01:29 AM

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ ფილარეტის შეხვდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის პატრიარქს, ფილარეტის შეხვდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე წერს.
მიხეილ სააკაშვილმა კიევის პატრიარქს 85 წლის იუბილე მიულოცა.

პატრიარქმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლაზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე და ამ მოხსენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო.

პატრიარქმა ფილარეტმა მიხეილ სააკაშვილს მის მიერ დაწერილი წიგნი გადასცა საჩუქრად.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/faceambebi/96403-mikheil-saakashvili-patriarq-filaretis-shekhvda.html#ixzz2sliNtFBM

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2014, 01:12 AM

მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა და "პრინცის კუნძულების" მიტროპოლიტმა იაკობმა მისი სამეფო უმაღლესობა დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი ეპარქიის მედლით დააჯილდოვეს..
აღსანიშნავია,რომ ეს საპატიო ჯილდო თიქმის 10 წელია არ გაცემულა.
Ecumenical Patriarch Bartholomew I of Constantinople and His Eminence, Metropolitan Jacob of the Princes' Islands awared the His Royal Highness Prince David Bagration of Georgia Mukhran-Batoni with the Medal of this Eparkia , This medal have been not been awared in 10 years
http://www.czipm.org/speech.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 19 2014, 11:35 PM

ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საერთო უკრაინული საბჭოს გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
"ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საერთო უკრაინული საბჭო გმობს ძალადობას, სისხლისღვრას და მკვლელობებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ კიევში 2014 წლის 18 თებერვალს და კვლავაც გრძელდება.
ჩვენ კვლავაც და კვლავაც ვევედრებით და მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, ხოლო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს - განაგრძონ დიალოგი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, დიალოგის დასრულებამდე ორივე მხარემ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები.
ყველას მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისა და სიბრძნისაკენ. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, შეჩერდება თუ არა ძმათამკვლელი კონფლიქტი.
ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საერთო უკრაინული საბჭო მზადაა ყველანაირი რესურსის გამოყენებით ჩაერთოს ქვეყანაში მშვიდობის აღდგენის საქმეში.
მოვუწოდებთ მორწმუნეებს, განაგრძონ ლოცვა უკრაინისთვის, მისი მშვიდობისთვის, ერთობისთვის და დამოუკიდებლობისათვის."
წყარო: www.news.church.ua
© Junior theologians
https://www.facebook.com/groups/juniortheologians/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 22 2014, 02:24 AM

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 20 თებერვლის დადგენილებით, ღვთისმსახურების დროს მთავრობის ლოცვაში მოხსენიება შეწყდა.

ლიტურგიის დროს, იმ ადგილას, სადაც მართლმადიდებლები ღმერთს ხელისუფლებას ავედრებენ, პატრიარქი ფილარეტის ხელმძღვანელობით მოქმედმა სინოდმა დაადგინა ვედრების წარმოთქმა შემდეგი ფორმულირებით: "ღვთივდაცული უკრაინა ჩვენი და უკრაინელი ხალხი".

"იმის გათვალისწინებით რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ არ შეისმინა ეკლესიის მრავალგზის მოწოდება, არ გამოეყენებინა ხალხის წინააღმდეგ იარაღი, რომელმაც ის აირჩია საკუთარი თავისა და უკრაინის მსახურებისთვის და არა ძალადობისა და მკვლელობის ჩადენისთვის -2014 წლის 20 თებერვლიდან შეწყდეს ღვთისმსახურებაზე ხელისუფლების მოხსენიება" - ნათქვამია წმინდა სინოდის დადგენილებაში.

http://www.tabula.ge/ge/story/80338-ukrainis-tsminda-sinodma-liturgiis-dros-xelisuflebis-moxsenieba-shetskvita

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 24 2014, 01:09 AM

უკრაინის ეკლესიის საპატრიარქო ეკლესიის გაერთიანების მოთხოვნით გამოდის
16:03 23-02-2014
უკრაინის ეკლესიის საპატრიარქო ეკლესიის გაერთიანების მოთხოვნით გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი (კიევის პატრიარქატი) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს (მოსკოვის პატრიარქატს) გაერთიანების მოწოდებით მიმართავს, - ამის შესახებ სააგენტო "უნნ" იუწყება.
"ახლა, უკრაინელი ხალხისთვის ამ ისტორიულ მომენტში, ისე, როგორც არასდროს თვალნათელია, რამდენად აუცლებელია გადაილახოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფის პრობლემა, რომელიც უკვე 20 წელია გრძელდება და ჩამოყალიბდეს ერთი მთლიანი უკრაინის ეკლესია. არსებული დაყოფა მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოების დაყოფასთანაც. უნდა ჩამოვიშოროთ ადრინდელი წყენა და დავა. აუცილებელია დიალოგის დაუყოვნებელი დაწყება ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად. დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიო პატრიარქი და სხვა ადგილობრივი ეკლესიები სიამოვნებით მიიღებენ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას საეკლესიო დაყოფის მოგვარების შესახებ და უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობასაც აღიარებენ", – ნათქვამია მიმართვაში.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/271224-ukrainis-eklesiis-sapatriarqo-eklesiis-gaerthianebis-mothkhovnith-gamodis.html?fb_action_ids=221817518014441&fb_action_types=og.recommends&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B712375578784408%5D&action_type_map=%5B%22og.recommends%22%5D&action_ref_map=%5B%5D


არავის გინდატ კომენტარი გააკეთოთ ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 24 2014, 09:46 AM

ციტატა
არავის გინდატ კომენტარი გააკეთოთ ?

რა კომენტარი უნდა გაავაკეთოთ? biggrin.gif
ჩვენშო რომ დარჩეს თავიდანვე ერთი საპატრიარქო არ იყო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 02:52 AM

G_saxva
თავიდანვე როდის ?
დასაბამითგან ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 25 2014, 10:08 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 25 2014, 02:52 AM) *

G_saxva
თავიდანვე როდის ?
დასაბამითგან ?
biggrin.gif

დასაბამითგან.
ისე უკრაინას უფრო ეკუთნის ცალკე საპატრიარქო ვიდრე რუსეთს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 05:46 PM

G_saxva

ციტატა
ისე უკრაინას უფრო ეკუთნის ცალკე საპატრიარქო ვიდრე რუსეთს

კი .
ისე , რუსები რას ამბობენ ხო იცი .
ანდრია პირველწოდებულმა რუსეთში იქადაგა და რუსული აბანოები მოეწონა ძალიანო .
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 25 2014, 05:59 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 25 2014, 05:46 PM) *

G_saxva

კი .
ისე , რუსები რას ამბობენ ხო იცი .
ანდრია პირველწოდებულმა რუსეთში იქადაგა და რუსული აბანოები მოეწონა ძალიანო .
biggrin.gif

ხო სულ აბანოებზე გიჟდებოდა. ოღჩ, სომხებს დასცინიან ყველაფრის მითვისება ნდათო და რუსები უარესები აღმოჩდნენ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 2 2014, 01:47 PM

G_saxva
სად იყო მაშინ ბანოები , ან რომც ყოფილიყო , რუსულ აბანოში შიშვლები ბანაობენ კაციან–ქალინად კი იცი ეგ ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 2 2014, 02:12 PM

კიევის სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრის მიმართვა მოსკოვის პატრიარქს
02/03/2014
ავტორი: სერგო ფარულავა
UKRუკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრემ ჩერნოვიცკისა და ბუკოვინცკის მიტროპოლიტმა ონუფრემ ღია წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს
მის უწმიდესობას,მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს – კირილს

თქვენო უწმიდესობავ!

დღეს უკრაინას, თავისი უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას. სამთვიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის, კიევის ცენტრის სისხლიანი დაპირისპირებისა და ათობის ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთ, არა ნაკლებ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით.

1 მარტს, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებულ იქნა განცხადებები უკრაინაში რუსული სამხედრო კონტიგენტის განსაზღვრული რაოდენობის შეყვანასტან დაკავშირებით. თუ ეს მოხდა, უკრაინელი და რუსი ხალხი ჩათრეულ იქნება დაპირისპირებაში, რასაც მოყვება კატასტროფული შედეგები ჩვენი ქვეყნებისათვის.

როგორც კიევის სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრე თხოვნით მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, რათა გააკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია, რომ არ მოხდეს სისხლისღვრა უკრაინის ტერიტორიაზე. გთხოვთ , აღიმაღლოთ ხმა უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიალური მთლიანობის შენარჩუნებისათვის

ამ მძიმე ჟამს უფლისა ჩვენი იესუ ქრისტეს მიმართ აღვავლენთ მხურვალე ლოცვებს, რათა ყოვლადწმიდა დედის შეწევნით, აგვარიდოს მოძმე ერების უკრაინის და რუსეთის ურთიერთშეტაკება.

შვილებრ:

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრე ჩერნოვიცკისა და ბუკოვინცკის მიტროპოლიტი ონუფრე

წყარო

თარგმნა სერგო ფარულავამ

http://www.orthodoxtheology.ge/nowarinukraina/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 4 2014, 09:13 AM

ციტატა(A.V.M @ Mar 2 2014, 01:47 PM) *

G_saxva
სად იყო მაშინ ბანოები , ან რომც ყოფილიყო , რუსულ აბანოში შიშვლები ბანაობენ კაციან–ქალინად კი იცი ეგ ...
biggrin.gif

კი ეგ ვიცი, ბერ მონაზვენს სულ ძალის ძალათ აუკრძალეს ერთად აბანოში ტიტლიკანა ბანაობა biggrin.gif

პ.ს ამაზე მახსენდება გმირთა ვარამი წკეპლით რომ შევარდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 4 2014, 01:47 PM

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა შეკრება
04/03/2014
ავტორი: სერგო ფარულავა
oikemმსოფლიო საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“სიხარულით გაუწყებთ, რომ მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოწვევით, 6 დან 9 მარტამდე ფანარაში (კონსტანტინეპოლი, სტამბული; თურქეთი) შეიკრიბება ყველა ადგილობრივი, ავტოკეფალიური ეკლესიის წინამძღვრები, რათა განიხილონ მართლმადიდებლობის ძირითადი საკითხები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უკავშირდება წმიდა და მსოფლიო კრების მოწვევას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებები უკვე სრულდება.

4-5 მარტს, მსოფლიო საპატრიარქოში, პერგამოსელი მიტროპოლიტის იოანეს (ზიზიულასი) ხელმძღვანელობით, შეიკრიბება სპეციალური კომისა, რომელიც რომელიც შეადგენს ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლების შეხვედრის პროგრამას, იერარქები კვირას “მართლმადიდებლობის ზეიმზე” (θρίαμβο της Ορθοδοξίας) ერთად იმსახურებენ წმ.გიორგის სახელობის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში და ამ სახით გამოხატავენ მართლმადიდებლობის ერთობას.

მსოფლიო საპატრიარქო 3 მარტი, 2014 წელი

მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის მდივანი “

წყარო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკვე გაემგზავრა სტამბულში.

მოამზადა სერგო ფარულავამ
http://www.orthodoxtheology.ge/fanara2014/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 6 2014, 10:34 PM

https://www.youtube.com/watch?v=0_j2duNwMJE&list=UUJOY_ZJ_SLGw0_bLCk6-zMQ&hd=1


დოქსოლოგია ...
ძალიან ლამაზია ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 7 2014, 05:10 PM

დადგინდა დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების თარიღი
07/03/2014
ავტორი: სერგო ფარულავა
fanara

ბერძნული საინფორმაციო სააგენტო http://www.amen.gr -ის მიხედვით, დღეს კონსტანტინეპოლში მიმდინარე დიდი ასამბლეის საბჭომ, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღვრები და წარმომადგენლობა, დაადგინა დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების თარიღი.

დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება ჩატარდება 2016 წელს სტამბოლში (კონსტანტინეპოლი, თურქეთი). თითოეული ეკლესიიდან იქნება 20 კაციანი წარმომადგენლობა (პრელატი). თითოეულს ექნება 1 ხმა, და ყველა გადაწყევტილება მიიღება კონსესუსის პრინციპით და ერთხმად.

შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მომაზადებს დიდი და წმიდა კრების ჩატარების პროგრამას და დეტალებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსოფლიო კრებები იმართებოდა ერესებისაგან დაცვისა და ჭეშმარიტი რწმენის გამყარების მიზნით, ხოლო მოსალოდნელი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მიზანი სხვაა, აჩვენოს თანამედროვე მსოფლიოს მართლმადიდებელ ერთა ერთიანობა; “ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებლია ყველა დღის წესრიგში შეტანილი საკითხი განიხილოს და კონსესუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებულ იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსესუსით; ამას გარდა აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე , გავამყაროთ ჩვენი პოზიციები” – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II.



წყაროების მიხედვით : http://www.amen.gr/
http://www.patriarchate.org/news/

https://mospat.ru/

მოამზადა სერგო ფარულავამ
http://www.orthodoxtheology.ge/msofliokreba2016/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 7 2014, 05:19 PM

A.V.M
ძალიან საინტერესოა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 7 2014, 05:26 PM

G_saxva
კი .
იმედი დააყენებენ საშველს ამ კრების მოწვევას და დავისვენებთ რა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 7 2014, 05:34 PM

A.V.M

ციტატა
კი .
იმედი დააყენებენ საშველს ამ კრების მოწვევას და დავისვენებთ რა...

მეეჭვება დასვენება შევძლოთ. კონკრეტულად საკითხები რა განიხილება ეგაა საინტერესო. ისე სხვა ქრისტიანული გნაშტოებები რომ დავასწროთ არ შეიძLება, კათოლიკეები მაგალითად, ოღონდ ხმის და ძალაუფლების გარეშე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 7 2014, 10:55 PM

G_saxva
სხვა განშტოებები არ ახსენოთ . ჯერ ისე , ეკუმენიზმი უტრიალებს თავში მარტო ამ ხალხს , მეტი კი არ უნდათ .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 9 2014, 11:01 PM

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა მიმართვა
09/03/2014
ავტორი: სერგო ფარულავა
saertoდიდი ასამბლეის (სინაქსისის) მონაწილეების მიერ, მართლმადიდებლობის ზეიმზე საკვირაო ლიტურგიაზე თანამწირველობის შემდეგ საზეიმოდ იქნა წაკითხული ასამბლეის გადაწყვეტილება, რომელსაც გუშინ ყველა ეკლესიის მიერ იქნა ხელმოწერილი (დროებით, ანტიოქიის გარდა).

ასამბლეის მიმართვაში ნათქვამია, რომ გამოხატავენ ერთ ნებას და ერთიანად მოუწოდებენ მშვიდობისაკენ მსოფლიოში,
(შინაარსი)

- განსაკუთრებით იქ სადაც მიმდინარობს ქრისტიანთა დევნაა, მოუწოდეს სირიაში გატაცებული იერარქების განთავისუფლებისაკენ.

- ლოცულობენ უკრაინაში მშვიდობისათვის და მოუწოდებენ რათა დაგმობილ იქნას მართლმადიდებელ ეკლესია-მონასტერთა მიტაცების ყოველი საშიშროება, ლოცულობენ ასევე იმ ძმებისათვის, რომლებიც ერთი, წმიდა ეკლესიასთან არ არიან ევქარისტიულ კავშირში.

- მოუწოდეს მსოფლიოში საყოველთაო კრიზისის დაძლევისას სიყვარულისა, სამართლიანობის და მშვიდობიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობისაკენ

- დაადგინეს რომ 2014 წლის სექტემბრიდან ვიდრე 2015 წლის აღდგომამდე, სპეციალური კომისია იმუშავებს, რათა განიხილოს მართლმადიდებელთა დიდი და საყოველთაო კრების მოსამზადებელი ყველა საკითხი; რათა მართლმადიდებელთა დიდი და საყოველთაო კრება ჩატარდეს კონსტანტინეპოლში 2016 წელს, ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურების და წარმომადგენლობის მონაწილეობით.

დედანი ბერძნულად

ფანარა, 9 მარტი 2014 წელი

+ ბართლომეოსი კონსტანტინეპოლელი
+ თეოდორე ალექსანდრიელი
+ თეოფილე იერუსალიმელი
+ კირილი მოსკოველი
+ ირინეოსი სერბელი
+ დანიელი რუმინელი
+ ნეოფიტოსი ბულგარელი
+ ილია ქართველი
+ ქრიზოსტომოსი კვიპრელი
+ იერონიმე ათენელი
+ საბა ვარშაველი
+ ანასტასიოსი ტირანელი

———-

+ Ὁ Κωνσταντινουπόλεως Βαρθολομαῖος

+ Ὁ Ἀλεξανδρείας Θεόδωρος
+ Ὁ Ἱεροσολύμων Θεόφιλος
+ Ὁ Μόσχας Κύριλλος
+ Ὁ Σερβίας Εἰρηναῖος
+ Ὁ Ρουμανίας Δανιήλ
+ Ὁ Βουλγαρίας Νεόφυτος
+ Ὁ Γεωργίας Ἠλίας
+ Ὁ Κύπρου Χρυσόστομος
+ Ὁ Ἀθηνῶν Ἱερώνυμος
+ Ὁ Βαρσοβίας Σάββας
+ Ὁ Τιράνων Ἀναστάσιος

წყარო:

http://www.amen.gr

http://www.orthodoxtheology.ge/fanara090314/

სიახლეები კონსტანტინეპოლიდან: ანტიოქიის ეკლესიამ კრება დატოვა
09/03/2014
ავტორი: სერგო ფარულავა
uraaშაბათს, 8 მარტს, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა პატივი მიაგეს განსვენებულ კონსტანტინეპოლელ პატრიარქებს, რომლებიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში (“ცხოველმყოფელი წყარო”) არიან დაკრძალულნი, საღამოს კი ძმური ტრაპეზი შედგა; ტრაპეზის შემდეგ ეკლესიის მეთაურებმა მიღებულ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს (იხ. ვიდეო 1 ვიდეო 2 ), ხოლო 9 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე საზეიმოდ იქნება წაკითხული ასამბლეის გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, მართლმადიდებლობის ზეიმზე გასამართ ლიტურგიას არ დაესწრება, საერთო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და კრება ნაადრევად დატოვა ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლობამ, რადგან , როგორც ქვემოთ ორ ენაზე მოყვანილი ცნობა იუწყება, ვერ მოხერხდა ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლებსა და იერუსალიმის პატრიარქს შორის კონსესუსის მიღწევა.

ანტიოქიის ეკლესიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
1. ანტიოქიის ეკლესიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოხსნას საკუთარი დელეგაცია ეკლესიის მეთაურთა კრებიდან, რომელიც კონსტანტინეპოლში 5 დან 8 მარტამდე მიმდინარეობდა და თავი შეიკავოს შემაჯამელი დოკუმენტის ხელმოწერიდან სანამ კრიზისი არ მოგვარდება

2. დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას კვირას “მართლმადიდებლობის ზეიმზე” გასამართ საღვთო ლიტურგიაში, რათა ხაზი გაუსვას, რომ მართლმადიდებლური ერთიანობა ვერ გამოიხატება იმ ჩრდილქვეშ, როდესაც ერთი ეკლესია თავს ესხმის და – ეკლესიის საზღვრებს,მიუხედავად იმ შეთანხმებისა, რომელიც მსოფლიო პატრიარქის საქები ხელმძღვანელობით შედგა.

3. ეს საკითხი კიდევ ერთხელ განიხილება ანტიოქიის ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ ა.წ. 27 მარტს, რათა მიღებულ იქნას, ის ზომები, რომელსაც ეკლესია აუცილებელად ჩათვლის; დასასრულ ანტიოქიის ეკლესია მოუწოდებს და- მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღვრებს იმუშავონ ამ პრობლემის ეკლესიის კანონიკის ფარგლებში უმოკლეს ვადებში მოგვარებისათვის.”

სრული ტექსტი ინგლისურად:

http://www.pravmir.com/antioch-withdraws-synaxis-jerusalem-refuses-mediation/
ორიგინალი ტექსტი არაბულად:

http://antiochpatriarchate.org/ar/page/ب

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 14 2014, 01:06 AM

მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების
ე პ ი ს ტ ო ლ ე

6-9 მარტი, 2014 წელი, ფანარა

9 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების და წარმომადგენლებს სვინაქსის მონაწილეთა ეპისტოლე გამოცხადდა ღმრთისმსახურების დასრულებისას, წმიდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფანარაში.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

წყალობითა ღმრთისაითა, უწმიდესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები – სრულიად მსოფლიოს მართლმადიდებელ მორწმუნეებს, ჩვენს ყველა ქრისტიან ძმებს და დებს და კეთილი ნების ყოველ ადამიანს: კურთხევა ღმრთისა და ამბორი სიყვარულისა და მშვიდობისა.
„მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ“ (1 თეს. 1:2).
1. შევიკრიბეთ რა ყოვლადკეთილი ღმრთის მადლით, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიწვევით ფანარაში, 6-დან 9 მარტის ჩათვლით, 2014 წელს, ძმური სიყვარულით განვბჭეთ ის საკითხები, რაც აღელვებს დღეს ჩვენს უწმიდეს ეკლესიას, და აღვავლინეთ რა ერთობლივი მსახურება უფლისადმი წმიდა გიორგის ტაძარში, მართლმადიდებლობის ზეიმის უშესანიშნავეს დღეს, მოგმართავთ თქვენ სიყვარულის, მშვიდობის და ნუგეშის სიტყვით.
მყოფობს რა ამა სოფელსა შინა, ჩვენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია გარემოცულია განსაცდელებით ყოველ ეპოქაში. მისი ეკლესია, რჩება რა ერთგული წმინდა გარდამოცემისა, იმყოფება მუდმივ დიალოგში თითოეულ ისტორიულ პერიოდში, თანა ევნება ადამინთან და იზიარებს მის შეშფოთებას. „იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდე“ (ებრ. 13:8).
ჩვენს დღეებში განსაკუთრებული დაძაბულობითაა გარემოცული ის ისტორიული განსაცდელები და გამოწვევები, რომლის წინაშეც მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ ძალუძთ დარჩნენ მონაწილეობის გარეშე და გულგრილად. ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ ერთად (შდრ. საქმ. 2:1), რათა მიმოვიხილოთ ის პრობლემები და განსაცდელები, რასაც აწყდება თანამედროვე კაცობრიობა. „გარედან – თავდასხმებია, შიგნით კი – შიში“ (2 კორ. 7:5) – მოციქულის ეს სიტყვები ეკლესიისათვის დღესაც აქტუალურია.
2. ვხედავთ რა მთელ მსოფლიოში ადამიანთა ტანჯვას, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და პლანეტის სხვა მხარეებში ქრისტიანთა მოწამეობის მიმართ და აღტაცებას მათი მოწმობის მიმართ. ჩვენ ვინახავთ მათ ხსოვნას ორმაგი მოწამეობისათვის: როგორც რწმენისათვის, ისე სხვა რელიგიური შეხედულებების ადამიანებთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთობების დაცვისათვის. ჩვენ განვსჯით მშვიდობისა და სტაბილურობის არარსებობას, რაც აიძულებს ადამიანებს მიატოვონ ის მიწა, სადაც დაიბადა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და საიდანაც კეთილი უწყება მოეფინა მთელ მსოფლიოს.
ჩვენ თანავიტანჯებით სირიაში ყველა მსხვერპლის ტრაგედიის გამო. ჩვენ განვსჯით ტერორიზმისა და რელიგიის დიფამაციის ყველა ფორმას. მიტროპოლიტების პავლეს და იოანეს, აგრეთვე სხვა მღვდელმსახურების და მაალულრას წმიდა თეკლას სავანის მონაზვნების გატაცება, ღრმა ჭრილობას გვაყენებს ჩვენ და ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ჩვენ მივმართავთ კონფლიქტის ყველა მონაწილეობას, მოვითხოვთ რა სამხედრო მოქმედებათა დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას მოლაპარაკებების გზით. ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანები – საფუარია მსოფლიოსი. მშვიდობა ყოველი ადამიანისათვის უზრუნველყოფს აგრეთვე მშვიდობას ქრისტიანებისათვისაც. ჩვენ მხარს ვუჭერთ ანტიოქიის საპატრიარქოს მის სულიერ და ჰუმანიტარულ მსახურებაში და მცდელობებში, აღადგინოს დანგრეული და დააბრუნოს დევნილები.
3. ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისათვის ლოცვითი შერიგებისათვის უკრაინაში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ განვსჯით მუქარებს, მიმართულს წმინდა მონასტრებისა და ტაძრების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების თაობაზე და აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი ძმებისათვის, რომლებიც იმყოფებიან საეკლესიო თანაზიარების გარეთ, წმინდა ეკლესიის წიაღში დაბრუნებისათვის.
4. სამართლიანობისა და მშვიდობის მთავარი საფრთხე, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ მასშტაბებში, მომდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან. მისი შედეგები ხილულია საკაცობრიო საზოგადოების ყველა დონეზე, რომელშიც ხშირად უგულებელყოფილია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა პირადი ღირებულებები, ძმური სოლიდარობა და სამართლიანობა. ამ კრიზისის მიზეზები ძევს არა მხოლოდ ფინანსურ სფეროში, არამედ – მორალურ და სულიერ ნიჰილიზმში. არ ვქმნით რა ხელისუფლების, სიხარბისა და თვითკმაყოფილების ამსოფლიურ კერპებს, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი მოწოდება მდგომარეობს მსოფლიოს გარდაქმნაში სამართლიანობის, მშვიდობისა და სიყვარულის საწყისებზე.
ეგოცენტრულობა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენება აკნინებს მრავლისათვის ადამიანური პიროვნების წმინდა თვისებების შესახებ წარმოდგენას, მათ არ სურთ დაინახონ ხატი ღმრთისა მცირეთაგან ძმებსა და დებში (შდრ: მთ. 25:40, 45). მრავალი რჩება გულგრილი სიღარიბის, ტანჯვისა და ძალადობის მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან კაცობრიობის უბედურებად.
5. ეკლესია მოწოდებულია, რომ მოიტანოს მსოფლიოში საწინასწარმეტყველო სიტყვა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ადგილობრივი და გლობალური ტენდენციების გამო, რომლებიც აკნინებენ და ანგრევენ რწმენის საფუძვლებს, თითოეული ადამიანის პიროვნების ღირსებას, ქორწინების, ოჯახის დაა ქმნილების, როგორც ღმრთის ძღვენის უწმიდეს ინსტიტუტს.
ჩვენს მხარს ვუჭერთ ადამიანური ცხოვრების უდავოდ უწმიდეს ხასიათს მისი ჩასახვის მომენტიდან ბუნებრივ სიკვდილამდე. ჩვენ ვაღიარებთ ქორწინებას, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირს, რომელიც გამოხატავს ქრისტეს და მისი ეკლესიის ერთობას. ჩვენი მოწოდებაა, შენარჩუნებულ იქნეს ბუნებრივი შუალედი, როგორც ქმნილების მეურნისა და არა ბატონისა. დიდი მარხვის ამ დროს ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს სასულიერო დასს და ერისკაცებს, რომ იცხოვრონ სინანულის სულით, ესწრაფონ გულის სიწმიდეს, სიმშვიდეს და მიტევებას და საზოგადოებას მისცენ მოწმობა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მარადიული სწავლების შესახებ.
6. წინამძღვართა სვინაქსი წარმოგვიდგენს ჩვენ კურთხეულ შემთხვევას, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ერთობა თანაზიარებისა და თანამშრომლობის გზით, და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კრებითობის, როგორც ეკლესიის ერთიანობისათვის უპირველესი საჭიროების პრინციპისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ აღვიარებთ, როგორც გვასწავლიდა წმიდა იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი, რომ „ეკლესიის სახელი არის ერთობის და თანხმობის სახელი, და არა განყოფისა“. ჩვენი გულები სავსეა სასოებით წმიდა და დიდი კრების თაობაზე დიდი ხნის მოლოდინით, რომელიც იქნება მოწმობა ეკლესიის ერთიანობისა და მისი ზრუნვისა თანამედროვე მსოფლიოზე.
სვინაქსზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელდეს უფრო მეტად ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაო. სპეციალური ინტერმართლმადიდებლური მოსამზადებელი კომისია 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყებს თავის მუშაობას, რომელიც გაგრძელდება 2015 წლის წმინდა პასექამდე. ყველა გადაწყვეტილება კრებაზე და მოსამზადებელ ეტაპებზე მიღებულ იქნება კონსენსუსის საფუძველზე.
წმიდა და დიდი კრება მოწვეულ იქნება მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ კონსტანტინოპოლში, 2016 წელს, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა. კრების თავმჯდომარე იქნება მსოფლიო პატრიარქი. მის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსდებიან მისი თანაძმები – სხვა ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლები.
7. მისია უდავოდ დაკავშირებულია ერთიანობასთან. ეკლესია არ ცხოვრობს საკუთარი თავისთვის: მისი ვალია – დაამოწმოს და გაუყოს საღმრთო ნიჭები მოყვასთ და უცხოთ. მონაწილეობა მივიღეთ რა საღმრთო ლიტურგიაში და ვილოცეთ რა მთელი მსოფლიოსათვის, ჩვენ მოწოდებული ვართ განვაგრძოთ ეს ლიტურგია და ლიტურგიის შემდეგ, გავუყოფთ მთელს კაცობრიობას ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ნიჭებს, თანახმად უფლის დასკვნითი მცნებისა და აღთქმისა: „წადით და მოიმოწაფეთ ყოველი ერთი... და აჰა, მე თქვენთან ვარ ვიდრე სოფლის აღსასრულამდე“ (მთ. 28:19-20).
8. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც არის მულტიკულტურალიზმი და პლურალიზმი –გარდაუვალი და მუდმივად ცვალებადი რეალობა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არცერთი საკითხი ჩვენს დროში არ შეიძლება განხილულ ან გადაწყვეტილ იქნეს გლობალური ხედვის გარეშე, რამეთუ ადგილობრივის და გლობალური წინააღმდეგობას მივყავართ აზროვნების მართლმადიდებლური სახის გაუფასურებისკენ.
ვინაიდან განხეთქილების, სეგრეგაციის და დაყოფის წინაშე ჩვენ სრული გადაჭრით ვახარებთ მართლმადიდებლობის სიტყვას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ დიალოგი ყოველთვის სჯობს კონფლიქტს. თავის არიდება და იზოლაციონიზმი არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ვალია ვიყოთ ღია სხვა ადამიანებთან და უცხო კულტურებთან, სხვა აღმსარებლობის ქრისტიანებთან და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან კონტაქტისათვის.
9. მიუხედავად ყველა სიძნელისა, ჩვენ ვახარებთ ღმრთის კეთილ უწყებას, რომლემაც „ესე შეიყვარა სოფელი“, რომ „მოვიდა ჩვენ შორის“. ამიტომ, ჩვენ, მართლმადიდებლები მომავალს ვუყურებთ იმედით, და, მიუხედავად ყველა სირთულისა, ვსასოებთ „ყოვლისამპყრობელზე... რომელიც არის და იყო და მოდის“ (გამოცხ. 1:8). რამეთუ ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლო სიტყვა – სიტყვა სიხარულისა, სიყვარულისა და სასოებისა, რჩება მასთან. რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

† ბართოლომეოს კონსტანტინოპოლელი
† თეოდორე ალექსანდრიელი
† თეოფილე იერუსალიმელი
† კირილე მოსკოველი
† ირინეოს სერბელი
† დანიელ რუმინელი
† ნეოფიტე ბულგარელი
† ილია ქართველი
† ქრიზოსტომოს კვიპრელი
† იერონიმე ათენელი
† საბა ვარშაველი
† ანასტასიოს ტირანელი


© თარგმანი: დ.ჩიკვაიძე.

https://www.facebook.com/notes/davit-chikva...152261307572769

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 23 2014, 12:27 AM

დაძაბულობა იერუსალიმის და ანტიოქიის ეკლესიებს შორის
02/05/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
теофилიერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ყატარის იურისდიქციული კუთვნილების შესახებ.

ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიას – მიიჩნევს პატრიარქი თეოფილე
იერუსალიმი. იერუსალიმის პატრირქმა თეოფილე III -მ ოფიციალური წერილით უპასუხა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტს ყატარის მთავარეპისკოპოსად არქიმანდრიტ მაკარის დადგინების შესახებ. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არაკანონიერია, რადგან ყატარი იმყოფება ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში.
იერუსალიმის საპატრიარქოს პასუხში ნათქვამია რომ თეოფილე ΙΙΙ და იერუსალიმის ეკლესიის სინოდი წუხს წარმოქმნილი გაუგებრობის გამო, მაგრამ არ შეუძლია სინოდის გადაწყვეტილების გაუქმება, რამდენადაც ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის ეკლესიას როგორც ნაწილი „არაბეთისა“, რომელიც იხსენიება იერუსალიმის პატრიარქის ოფიციალურ ტიტულშიც: „პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, ტრანსიორდანისაა, კანის გალილეისა და წმინდა სიონისა“. გარდა ამისა, ცნება „სრულიად პალესტინა“ მოიცავს ბიზანტიურ პროვინციის პალესტინა “მესამის”, ბუნებრივ გაგრძელებას, რომელსაც წარმოადგენს არაბეთის ნახევარკუნძული.
წერილში აღნიშნულია რომ არაბეთის ნახევარკუნძულის სირიელი-იაკობიტები, განსაკუთრებით კი იემენისა, დაკავშირებული არიან სირიასთან, მაგრამ იურისდიქციული გაყოფა მონოფიზიტური სირიულ-იაკობიტური ეკლესიისა სხვაა, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესიებისა.
1997 წელს იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროსმა ყატარის მართლმადიდებელ სამწყსოზე ზრუნვისთვის არქიმანდრიტი თეოფილე (ამჟამინდელი პატრიარქი თეოფილე III ) დანიშნა. 1999 წლის ნოემბერში პატრიარქი დიოდოროსი ეწვია ყატარს. 2001 წელს არქიმანდრიტი თეოფილე შეცვალა არქიმანდრიტმა მაკარმა, რომელმაც ააშენა ღირსი ისააკ ასურისა და დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი. 2010 წელს პატრიარქი თეოფილე III ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყატარს. მთელი ამ დროის მანძილზე ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან არანაირი პროსტესტი არ გამოთქმულა.
წერილში ნათქვამია რომ „ყატარის მიწა იერუსალიმის საპატრიარქოს მიერაა დარგული და მორწყული“
რაც შეეხება ანტიოქიის საპატრიარქოს იერარქთა ერთ-ერთ ტიტულს – მიტროპოლიტი ბაღდადისა და ქუვეითისა, წოდება „ქუვეითისა“ 1964 წელს იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტეს ნებართვით იქნა დამატებული, გვატყობინებს სააგენტო „Ромфея“

მოამზადა ალექსანდრე აღლაძემ
წყარო: http://www.sedmitza.ru


http://www.orthodoxtheology.ge/katar/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 24 2014, 08:57 AM

A.V.M
ბოლო-ბოლო ვის ეკუთვნის?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 25 2014, 01:32 AM

G_saxva
ანტიოქიაა მართალი , მე როგორც ვიცი .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 1 2014, 02:43 AM

Причиной произошедшего стал спор о канонической принадлежности территорий Катара, на которые претендуют обе Поместные Церкви. «Двадцать девятого апреля сего года, в здании баламандского института св. Иоанна Дамаскина, был экстренно созван Святой Антиохийский Собор под председательством Блаженнейшего Патриарха Иоанна Х. На заседании присутствовали: их высокопреосвященства Георгий (Джабаль Лубнан), Иоанн (Латакия), Ильяс (Бейрут), Илья (Хама), Саба (Хауран), Георгий (Хомс), Василий (Аккар), Ефрем (Триполи), Игнатий (Франция), Исаак (Германия), а также их преосвященства Муса (ал-Хури), Гаттас (Хазим), Коста (Каййаль), Афанасий (Фахд), Димитрий (Шарик), Илья (Тама), Николай (Баальбаки), пресс-секретарь Собора и его блаженства Ефрем Маалюльский и секретарь Собора иерей Джордж (Димас)», – говорится в Заявлении пресс-секретариата Святого Антиохийского Собора. Собор обсудил развитие конфликта Антиохийской Церкви с Иерусалимским Патриархатом: «Четвертого марта 2013 года, Иерусалимский Патриархат избрал архимандрита Макария предстоятелем новосозданной Иерусалимом же архиепископии Катара, что территориально находится в юрисдикции Антиохийской Церкви как структурная единица архиепископии Багдада, Кувейта и Аравийского Полуострова. Десятого марта того же года архимандрит Макарий был рукоположен во епископы и возведен в митрополичье звание с титулом "митрополит катарский", несмотря на активный протест Патриарха Антиохийского, выразившего Иерусалимскому и Вселенскому Патриархам свое недовольство во время телефонных переговоров с ними. Вслед за этим, шестого и восьмого марта 2013 года, блаженнейший Патриарх Антиохийский подкрепил свой изустный протест двумя посланиями, направленными к Патриархам Иерусалима и Константинополя. Никакой реакции на эти письма не последовало. Тринадцатого марта 2013 года Патриархом Антиохийским был экстренно созван Святой Собор, на котором было принято решение считать действия Иерусалима покушением на целостность Антиохийской Церкви; Собор призвал Иерусалимскую кафедру к скорейшему урегулированию конфликта, могущего привести к разрыву евхаристического общения между двумя сестрами-церквами, а также к пересмотру женевских соглашений, выработанных подготовительными комиссия к Великому, Святому, Всеправославному собору. В кратчайшие сроки делегации Антиохийского Патриархата провели переговоры с другими Поместными Православными Церквами, касающиеся, в том числе, вопроса о вышеупомянутых действиях Иерусалимской Церкви, угрожающих целостности Единой, Святой, Соборной и Апостольской Вселенской Церкви. Заседание Святого Антиохийского Собора в июне 2013 года вновь затронуло проблему т.н. "катарской архиепископии". Отцами было принято решение откликнуться на инициативу Вселенского Патриарха и присутствовать на переговорах с делегацией Иерусалимской Церкви в Министерстве иностранных дел Греции двадцать первого июня 2013 года. Переговоры, состоявшиеся в назначенное время, привели к подписанию соглашения, предписывающего упразднение иерусалимской "катарской" архиепископии, а также к урегулированию присутствия Иерусалимского Патриархата на территории Катара согласно установившейся церковной традиции. Тем не менее, Иерусалимская кафедра, несмотря на все старания греческого правительства и Вселенского Патриархата, отказалась исполнять установления подписанного соглашения. Потому, в соответствии с каноническим правом Церкви, Святой Собор, созванный в октябре 2013 года, предписал создать специальную комиссию, уполномоченную в течение двух месяцев решить возникшую проблему; в противном случае, Антиохийская Церковь, со своей стороны, обещала прекратить евхаристическое общение с Иерусалимом. Получив приглашение на фанарское собрание предстоятелей Православных Поместных Церквей (6-9 марта сего года), Патриарх Антиохийский отсрочил действие принятого в октябре решения Собора. Однако вышеупомянутая проблема не обсуждалась на Фанаре и не была внесена в повестку дня, невзирая на просьбы Антиохийской делегации, которой Вселенский Патриарх вручил послание Предстоятеля Иерусалимской Церкви от двадцать девятого февраля сего года, в коем последний заявил о вхождении "Сирии и Аравии" в юрисдикцию Иерусалима. Впоследствии, Антиохийская сторона отказалась подписать итоговый документ собрания, равно как и участвовать в совместном праздничном богослужении в День торжества Православия. Основываясь на вышеупомянутом, при ожесточении епископата Иерусалимской Церкви и бессилии других Поместных Православных Церквей каким-либо образом урегулировать конфликт в соответствии с каноническим правом, Антиохийская Церковь принимает решение о прекращении евхаристического общения с Иерусалимской кафедрой. Итак, напоминая о том, что архиепископия Багдада, Кувейта и Аравийского Полуострова, окормляющая Иран, Ирак, Кувейт, Бахрейн, Королевство Саудовскую Аравию, Объединенные Арабские Эмираты, Катар, Султанат Оман и Йемен, является юрисдикцией Антиохийской Православной Церкви, и любое иное православное присутствие на этой территории должно быть регламентировано церковными традициями и канонами, Святой Антиохийский Собор постановил: Испросить Патриарха Антиохийского не поминать в Диптихе Патриарха Иерусалимского. Отменить второй пункт постановления 2-5/2013, принятого на заседании в октябре 2013 года, за его ненадобностью, в полной мере возобновив антиохийское церковное присутствие во всех странах юрисдикции нашей Церкви. Просить Блаженнейшего Патриарха обратиться к главам Поместных Православных Церквей для ознакомления их с сим постановлением, а также с просьбой об урегулировании настоящего конфликта, угрожающего Вселенскому Свидетельству о единстве Церкви. Уполномочить его Блаженство принять все необходимые меры для исполнения настоящих постановлений или же для упразднения оных за ненадобностью в случае решения конфликта. Вместе с тем, отцы обсудили и иные внутрицерковные проблемы, утвердив, в частности, состав судебной комиссии, куда вошли: митрополиты Бейрутский Ильяс (глава), Германский Исаак (сопредседатель), епископы Афанасий (Фахд), Димитрий (Шарик), Николай (Баальбаки), Илья (Таама), архимандриты Иоанн (Батш) и Авраам (Давуд). Консультантом комиссии назначен Ильяс Никола Муси. Собор утвердил список кандидатов на принятие епископского сана на 2014-й год. В заключение отцы Собора вознесли свои молитвы о мире в Регионе и во всем мире, обратившись ко всем своим братьям с пасхальным приветствием, испросив у них святых молитв обо всех антиохийских землях, да наполнит их умерший и восставший из мертвых Христос силою Светлого и Славного Своего Воскресения». Перевел с арабского Фарес Нофал 30 апреля 2014 года

Источник: http://www.pravoslavie.ru/news/70328.htm
© Православие.Ru

ანტიოქიამ , იერუსალიმთან გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 17 2014, 09:36 PM

This is Neofit’s second official “peaceful visit” – in the terminology of the church – abroad since he was elected Patriarch in February 2013.
The visit by Bulgarian Patriarch Neofit to Moscow comes amid complications in relations between Russia and Bulgaria over the crisis in Ukraine. A member state of the European Union and of Nato, Bulgaria is grappling with relations with Russia against a background of the Russophile loyalties of the Bulgarian Socialist Party, current holder of the mandate to govern.


Source: http://www.pravmir.com/bulgarian-orthodox-church-patriarch-neofit-visit-russia/#ixzz31zmpONnH

http://www.pravmir.com/bulgarian-orthodox-church-patriarch-neofit-visit-russia/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 24 2014, 10:01 AM

His All-Holiness Ecumenical Patriarch Bartholomew arrives at Ben Gurion International Airport in Tel Aviv on Friday, 23 May 2014. He is greeted by His Excellency Uzi Landau Minister of Tourism, State of Israel, His Beatitude Patriarch Theophilos III Patriarch of Jerusalem, His Excellency Spyridon Lampridis Ambassador of Greece to Israel, Mr. George Zaharioudakis the Consul General of Greece in Jerusalem, Mr. Mustafa Sarnic the Consul General of Turkey in Jerusalem, and Dr. Anthony Limberakis the National Commander, Order of St. Andrew. NIKOS MANGINAS

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10152421000944158&set=a.10152420987019158.1073741825.148462709157&type=1&theater

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 24 2014, 11:24 AM

მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმინდესობის , კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის , მსოფლიოს ეკუმენიკურ პატრიარქ–ბართლომეოსის ვიზიტი , ,,დავითის ქალაქში'' !
მრავალსა წელსა , მრავალჟამიერ !!!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 5 2014, 02:10 PM

2014 წლის 5 ივლისს ღვთივ განისვენა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, უნეტარესმა ვლადიმერმა.
ვლადიმერ (ვიქტორ) სლობოდანი დაიბადა 1935 წლის 23 ნოემბერს. 1954-1962 წლებში სწავლობდა ოდესის სასულიერო სემინარიასა და ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში. 1962 წელს მღვდელმონაზონია. 1965 წლიდან არქიმანდრიტი და ოდესის სასულიერო სემინარიის რეტორი. 1966 წელს წმინდა სინოდმა გამოარჩია ზენიგოროდს მიტროპოლიტად, მოკოვის ეპარქიის ვიკარად, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლად. ხელდასხმა შედგა ამავე წლის 9 ივლისს. 1968 წლიდან პერიასლავ-ხმელიცკის ეპისკოპოსი და კიევის მიტროპოლიის ვიკარია. 1973 წელს ებოზა მთავარეპისკოპოსობა. 1982 წლიდან როსტოვის მიტროპოლიტია. 1984 წლიდან დასავლეთ ევროპის ეგზარქოსი. 1987 წლიდან წმინდა სინოდის მუდმივი წევრი. 1992 წლის 27 მაისს უკრაინის მღვდელმთავართა კრებამ აირჩია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად. მისი უნეტარესობა სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა კიევის კათედრაზე მოღვაწეობას. უფალმა განუსვენოს მის სულს!
© junior theologians
https://www.facebook.com/groups/juniortheologians/
წყარო: mospat.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 1 2014, 12:51 AM

Patriarch of Antioch: “The Jihadists are a Foreign Body”
Interview with Maria Antoniades | VIMA
In his interview with VIMA, Patriarch John of Antioch highlighted the necessity of international mobilization for peace in the Middle East and the release of the two bishops of Aleppo who were kidnapped 18 months ago on the Turkish-Syrian border. The primate of the Church of Antioch, based in Damascus, lives these tragic circumstances every day and characterizes the two kidnapped bishops as “apostles of peace.” Even more tragic is that the drama of the kidnapping takes place within his family, as one of the two abducted hierarchs is not only his spiritual brother, but his brother according to the flesh. “They do not frighten us,” he stressed and expressed his love for the Greeks shortly before his meeting with Prime Minister Antonis Samaras. Patriarch John, who has been on an official visit to the Church of Greece last Thursday as part of the customary eirenical visits as a new primate, is having ongoing meetings with with Archbishop Ieronymos and in the coming days will visit Mount Athos, where he lived during his studies in Greece.
Your Beatitude, you are coming from the most troubled region in the world right now. What is the situation of the Christians in the Middle East?
First, I want to express all the love, joy and honor I feel to be in Greece. We in the Patriarchate of Antioch, in Syria, Lebanon and Iraq, throughout the region, as you know we very much love Greece and the Greek people and we wish you the best. Greece is a beloved place for us. We are living in very difficult conditions. Particularly in Syria, churches, mosques, shrines and monasteries have been destroyed, but our faithful Orthodox Christians remain there. They still live there. We are about 1.5 million Christians in Syria, where we live in every city. And we are living normally, despite the difficulties. We bear them and hope that this cloud will pass as quickly as possible.
Two years ago, when leaders of the Patriarchate of Antioch stated that the jihadists have nothing to do with the tradition of Islam in the Middle East, many people listened attentively to these statements.
It is a foreign spirit. There was never such a spirit in Syria or in Lebanon. Sadly, this phenomenon has come from outside and certain major powers bear some responsibility for this. This extremist phenomenon, which has reached the point of them killing each other in God’s name, had never existed. It is not accepted by anyone. Neither do Muslims accept it.
Do the Muslims also have problems?
Everyone has. Syria has, Lebanon has. All inhabitants do. All the population, Christians and Muslims. And we as a Patriarchate, you know, we always say that we come from these places. We were born there. Our fathers were there and our grandfathers. We were there before Islam, together with Islam and after Islam. We always say that we all have a common history and a common future. Whatever happens to one happens to the other. For this reason we stress that we all belong to the same country. We have the same rights, every Christian and every Muslim. And you know that in Syria, the Christian feasts, Easter and Christmas, are official holidays…
Those people are fanatics. They are a foreign body. We as a Patriarchate tell the truth. There are special interests. If something happens to an Israeli soldier, then the whole world rises up, but if there are other victims, then there is silence…
Your Beatitude, you have a brother who…
There is my brother and another bishop. Two bishops from Aleppo who were kidnapped a year and a half ago and the whole world keeps silent. They don’t know anything, they say. No country says what is happening. Who knows about this story! Both are lost.
At the same time, we are all talking about human rights. Where are people’s rights when you do not speak out? When do you not say a single word about such an issue? And if there are some people who think that such an event will frighten us Christians because they are kidnapping and disappearing our bishops, our priests and members of the Christian communities, they should know that these threats do not frighten us.
Orthodox nuns were also kidnapped.
After six months they were released and returned to the monastery.
What moved you about what they experienced?
These things are not spoken of. They are a matter of monastics’ confession to their pastor.
Your Beatitude, what would you wish, how do you see the future of Christians from now on?
We always have hope. We remain standing and strong despite the trials. We do not want to repeat what happened in Iraq, where the Christians slowly started to disappear. Where there had lived 1.5 million Christians, today 300,000 live in the country.
I understand from what you are saying to VIMA, you want an international mobilization to protect the Christians in the Middle East and rescue the two bishops.
This is the main thing that must be done. We need help and support. The two hierarchs are apostles of peace and we hope that their physical condition is good and that we will be together soon.


http://myocn.net/patriarch-john-of-antioch-jihadists-do-not-frighten-us/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 23 2014, 07:18 PM

11/23/14: His All-Holiness welcomes Vice President Biden to the Ecumenical Patriarchate
On Sunday, November 23, 2014, His All-Holiness welcomed the Honorable United States Vice President Joseph Biden to the Ecumenical Patriarchate. This is the second official visit of Vice President Biden to the Phanar, following his first visit which took place on December 3, 2011.

http://www.patriarchate.org/photo-galleries?p_p_id=flickr_WAR_flickrportlet&p_p_lifecycle=0&p_p_state=normal&p_p_mode=view&p_p_col_id=column-1&p_p_col_count=1&_flickr_WAR_flickrportlet_action=openSet&_flickr_WAR_flickrportlet_id=72157649418759442

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)