IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები
A.V.M
პოსტი Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
zaz
პოსტი Dec 10 2011, 08:32 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (+დაახლ. 63)
იერუსალიმის პირველი მღვდელმთავარი
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების (ხს. 26 დეკემბერს) ძე იყო. გადმოცემით, წმიდანი თან ახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში - წმიდათა წმიდაში შესვლის უფლება, სადაც უფლის რჩეული ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდანი უფლის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქნა (1 კორ. 15,7). გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა ეკლესიის სვეტად (გალ. 2,9) მიჩნეული მოღვაწე დაადგინეს იერუსალიმის პირველ მღვდელმთავრად. იგი ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა (საქმე, 15).
წმიდანის ქადაგების გავლენით მრავალი ებრაელი მოექცა ქრისტიანობაზე. ყოველივე ამან შური და გულისწყრომა აღძრა იუდეველ უხუცესებში, რომელთაც უფლის რჩეულის დაღუპვა განიზრახეს. ერთხელ, როცა რომაელი მმართველი იერუსალიმიდან გავიდა, ქრისტეს მტრებმა ისარგებლეს შემთხვევით, მღვდელმთავარი იაკობი ძალით აიყვანეს ტაძრის გუმბათზე და მოსთხოვეს, პასექთან დაკავშირებით შეკრებილი ერის წინაშე უარეყო ქრისტე. მათი მოთხოვნის საპირისპიროდ, წმიდანმა ახოვნად იქადაგა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა. მაშინ მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა მაცხოვარი, მწიგნობრები და ფარისევლები კი უკვე ნანობდნენ თავიანთ საქციელს: „შევცდით, რომ ყველასგან პატივდებულ მოსაგრეს ასე დავამოწმებინეთ ქრისტე“. ისინი გააფთრებით მიეჭრნენ წმიდა მამას და ძირს ჩამოაგდეს, მიწას დანარცხებული და სასიკვდილოდ დაშავებული წმინდა იაკობი უცებ არ გარდაცვლილა. მან უკანასკნელი ძალების მოკრებით მუხლი მოიყარა და მხურვალედ შესთხოვა უფალს, შეენდო მისი მტრებისათვის. უღმერთოებმა ქვები დააყარეს მარტვილს. ერთი ქვა მას თავში მოხვდა და სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს მოხდა იუდეველთა ომის დაწყებამდე (62-66 წლებს შორის) ცოტა ხნით ადრე, როცა იაკობ მოციქული ოთხმოცდათექვსმეტი წლისა იყო. ნეტარის მოწამეობრივმა სიკვდილმა ებრაელებზე ისეთი დიდი გავლენა იქონია, რომ ეს ომი, მის შემდგომ დაწყებული ბრძოლა რომაელებთან (66-70 წწ) და მათი თანმხლები უბედურებანი ამ ცოდვისათვის სასჯელად მიიჩნიეს.
წმიდა მოციქულ იაკობს ეკუთვნის ახალი აღთქმის კათოლიკე ეპისტოლე. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა, რომელიც საფუძვლად დაედო ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ზოგი ცნობით, წმიდა მოციქულის ნაწილები რომში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ინახება. ზოგი მათგანი 1853 წელს ალექსანდრიელ პატრიარქ იეროთეოსს მოსკოვში გაუგზავნია.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები   Nov 18 2011, 08:47 PM
A.V.M   პატრიარქი თეოფილო...   Nov 18 2011, 08:57 PM
A.V.M   თეოდორე II - (ბერძნ. Πα...   Nov 19 2011, 07:53 PM
zaz   A.V.M საინტერესო თემა...   Nov 19 2011, 08:03 PM
A.V.M   მადლობა ზაზ... მაგრ...   Nov 19 2011, 08:08 PM
A.V.M   მაქსიმე (ბულგარეთი...   Nov 20 2011, 08:16 PM
A.V.M   ეგნატე ღმერთშემოს...   Nov 21 2011, 06:59 PM
A.V.M   წმინდა ფილოგონი -----...   Nov 22 2011, 08:02 PM
A.V.M   მაქსიმე - (დ. 29 ოქტომ...   Nov 23 2011, 11:54 PM
A.V.M   წმიდა ალექსანდრე (...   Nov 24 2011, 11:25 PM
A.V.M   პატრიარქი ეგნატე IV ...   Nov 25 2011, 07:01 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ისე, სურათებსაც ...   Nov 25 2011, 07:58 PM
zaz   პატრიარქი კირილე (...   Nov 25 2011, 08:03 PM
A.V.M   wi fi გამიფუჭდა და ეხ...   Nov 26 2011, 12:12 AM
A.V.M   იონა (ინგლ. Jonah Paffhausen; დ....   Nov 26 2011, 07:18 PM
A.V.M   საბა - (დ. 15 აპრილი, 1938, ...   Nov 27 2011, 05:53 PM
A.V.M   ქრისტეფორე - (დ. 29 ივ...   Nov 28 2011, 10:05 PM
A.V.M   დანიელი (რუმ. Patriarhul Danie...   Nov 29 2011, 10:26 PM
A.V.M   გერმოგენი – მოსკოვ...   Nov 30 2011, 08:41 PM
A.V.M   ათანასე I დიდი – ალე...   Dec 3 2011, 12:35 AM
A.V.M   დიონისე (ალექსანდრ...   Dec 3 2011, 07:54 PM
A.V.M   იუბენალი (ბერძნ. Ιου...   Dec 5 2011, 08:11 PM
A.V.M   მიქაელი, მიხაელი, ი...   Dec 7 2011, 10:11 PM
A.V.M   წმიდა მოდესტოსი -ი...   Dec 10 2011, 07:56 PM
zaz   წმიდა მოციქული იაკ...   Dec 10 2011, 08:32 PM
A.V.M   http://s51.radikal.ru/i134/1112/6f/de209cba6575.jp...   Dec 13 2011, 06:59 PM
zaz   ყოვლადუწმიდესი ბა...   Dec 13 2011, 08:35 PM
zaz   უწმიდესი ირინეოსი,...   Dec 21 2011, 06:12 PM
zaz   უნეტარესი საბა, მი...   Dec 21 2011, 06:29 PM
A.V.M   კარგი სურათებიაზა...   Dec 21 2011, 06:53 PM
zaz   აქ ადრე იყო თხოვნა ...   Dec 21 2011, 07:55 PM
A.V.M   რუსეთის პატრიარქი...   Feb 17 2012, 08:01 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ეკუმენისტია, ეკ...   Feb 18 2012, 03:20 PM
A.V.M   ცოტა დავკონკრეტდე...   Feb 18 2012, 07:52 PM
A.V.M   ამ დღეებში იყო წმ.ფ...   Feb 22 2012, 10:07 PM
A.V.M   წმიდა ალექსი, საკვ...   Mar 3 2012, 08:11 PM
A.V.M   წმიდა ლეონ დიდი, (+461) ...   Mar 6 2012, 10:52 PM
A.V.M   ხსენება წმ. ტარასი...   Mar 13 2012, 07:28 PM
A.V.M   ქაიროში კოპტური ეკ...   Mar 23 2012, 07:41 PM
A.V.M   ამ შემთხვევაში დავ...   Mar 23 2012, 10:45 PM
A.V.M   http://s019.radikal.ru/i629/1203/e2/e2215b01365a.j...   Mar 27 2012, 10:43 PM
A.V.M   ამ უახლოეს წარსულშ...   Mar 29 2012, 08:10 PM
A.V.M   წმიდა გერმანე, კონ...   Aug 7 2012, 07:49 PM
A.V.M   პატრიარქი მაქსიმე:...   Dec 30 2012, 01:12 AM
A.V.M   პატრიარქის აღსაყდ...   Jan 8 2013, 06:06 PM
A.V.M   პატრიარქი ფილარეტ...   Jan 9 2013, 12:03 PM
zaz   კიევის საპატრიარქ...   Jan 9 2013, 12:49 PM
A.V.M   zaz მეც ეგრე ვიცი...   Jan 9 2013, 03:17 PM
A.V.M   პატრიარქის საიუბი...   Jan 12 2013, 12:43 AM
A.V.M   ბართლომეოს პირველ...   Jan 13 2013, 06:31 PM
A.V.M   ბართლომე პირველი - ...   Jan 14 2013, 03:01 PM
A.V.M   პატრიარქი კირილი - ...   Jan 22 2013, 01:00 AM
A.V.M   პატრიარქმა კირილმ...   Jan 24 2013, 02:07 AM
აკაკი   მართლაც კარგი ადა...   Mar 8 2013, 06:50 PM
A.V.M   აკაკი სერბეთში მოხ...   Mar 8 2013, 07:09 PM
A.V.M   კაიროსისაა და დავდ...   Mar 18 2013, 12:51 AM
A.V.M   მის უწმიდესობას ბე...   Mar 18 2013, 07:54 PM
A.V.M   ვქარისტიული კავში...   Mar 19 2013, 12:51 PM
A.V.M   კვიპროსის ეკლესიი...   Mar 21 2013, 01:26 AM
A.V.M   მსოფლიო პატრიარქი...   Mar 24 2013, 12:06 AM
A.V.M   რუსული მართლმადიდ...   Mar 30 2013, 01:56 PM
A.V.M   გადადგა ჩეხეთისა დ...   Apr 13 2013, 10:38 PM
A.V.M   სერბეთის ეკლესიის ...   Apr 27 2013, 04:16 PM
A.V.M   დაძაბულობა იერუსა...   May 8 2013, 12:48 PM
A.V.M   თურქეთში გახსნეს შ...   May 26 2013, 07:33 PM
A.V.M   ჩვენი პრემიერი , იე...   Jun 25 2013, 01:12 AM
A.V.M   რუსეთის პატრიარქი ...   Jun 25 2013, 11:38 AM
A.V.M   (ჩვენი აკაკია ავტო...   Jun 25 2013, 11:55 AM
G_saxva   რამოდენიმე საათის ...   Jun 28 2013, 09:57 AM
A.V.M   სასაიმოვნო ცნობაა....   Jun 28 2013, 10:58 AM
G_saxva   სასაიმოვნო ცნობაა...   Jun 28 2013, 11:19 AM
A.V.M   ,,ბულგარეთის საპატ...   Jul 9 2013, 05:07 PM
A.V.M   მსოფლიო მართლმადი...   Aug 4 2013, 01:54 AM
A.V.M   6 სექტემბერს სერბე...   Sep 7 2013, 01:57 PM
მნათე   კი, ახალგაზრდებს მ...   Sep 7 2013, 02:11 PM
A.V.M   მნათე ეტყობა ქართ...   Sep 7 2013, 05:39 PM
მნათე   ეკუმენისტი არაფე...   Sep 7 2013, 06:01 PM
A.V.M   :D   Sep 7 2013, 08:42 PM
A.V.M   ლატვიაში ვიზიტისა...   Sep 7 2013, 09:58 PM
მნათე   მე არ ვეთანხმები ფ...   Sep 7 2013, 10:20 PM
A.V.M   მნათე საინტერესო ...   Sep 7 2013, 10:26 PM
მნათე   მანდ არაორდინალუ...   Sep 7 2013, 10:34 PM
A.V.M   მნათე რა მაგის პას...   Sep 7 2013, 10:36 PM
G_saxva   მნათე რა მაგის პას...   Sep 7 2013, 10:40 PM
მნათე   კარგად დავარცხნი...   Sep 7 2013, 10:39 PM
მნათე   აღსანიშნავია, რომ ...   Sep 7 2013, 10:40 PM
G_saxva   აღსანიშნავია, რომ ...   Sep 7 2013, 10:47 PM
A.V.M   იმპერიალისტური და ...   Sep 7 2013, 10:41 PM
მნათე   პატრიარქი ფორმალ...   Sep 7 2013, 10:42 PM
მნათე   ეგ ისეთი საყრდენი...   Sep 7 2013, 10:49 PM
G_saxva   ეგ ისეთი საყრდენი...   Sep 7 2013, 10:55 PM
მნათე   ვუყურებ ამას და ვკ...   Sep 7 2013, 10:58 PM
A.V.M   მნათე უნდა ვიყოთ ,,...   Sep 8 2013, 01:05 AM
მნათე   ეჰ, ბავშვები რომ ბ...   Sep 8 2013, 02:52 AM
A.V.M   დანიელი მიტროპოლი...   Sep 8 2013, 09:26 PM
A.V.M   მართლმადიდებლური ...   Sep 11 2013, 06:07 PM
A.V.M   პატრიარქი კირილი - ...   Oct 30 2013, 01:24 AM
A.V.M   ლიბანის უსაფრთხოე...   Nov 6 2013, 01:39 AM
A.V.M   კიევისა და სრულიად...   Nov 27 2013, 03:22 AM
qetevano   მე ის ვერ გავიგე რა...   Nov 27 2013, 12:39 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 07:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი