თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ იესოს ლოცვა

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 28 2009, 09:31 PM

ეს თემა რა თქმა უნდა გახსნილი იქნებოდა ამ განყოფილებაში, თუმცა ვინაიდან ამოუწურავ საკითხად მიმაჩნია და ცოტა სხვა კუთხით მაინტერესებს კიდევ ერთხელ გავხსნი...


მოკლედ,

მინდა მოვისმინო თქვენი გამოცდილების შესახებ, როგორ ვლოცულობთ იესოს ლოცვას ? როდის ? რა განცდებთან არის დაკავშირებული ? მოგვეხმარა თუ არა ცოდვებთან ბრძოლაში ? რამდენად ეფექტური იარაღია ?

ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები

პოსტის ავტორი: Nikoloz_ თარიღი: Jan 28 2009, 10:47 PM

ციტატა(neo @ Jan 28 2009, 10:31 PM) *

ეს თემა რა თქმა უნდა გახსნილი იქნებოდა ამ განყოფილებაში, თუმცა ვინაიდან ამოუწურავ საკითხად მიმაჩნია და ცოტა სხვა კუთხით მაინტერესებს კიდევ ერთხელ გავხსნი...
მოკლედ,

მინდა მოვისმინო თქვენი გამოცდილების შესახებ, როგორ ვლოცულობთ იესოს ლოცვას ? როდის ? რა განცდებთან არის დაკავშირებული ? მოგვეხმარა თუ არა ცოდვებთან ბრძოლაში ? რამდენად ეფექტური იარაღია ?

ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები



უფალო იესო ქრისტე ძეო ძვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი...

რა თქმა უნდა ეს ლოცვა ადამიანს დაეხმარება ყველაფერში....სკვნილზე ასრულებენ ამ ლოცვას, მოძღვრის კურთხევის შემდეგ...

ეს ლოცვა პირადად მე ბოროტი ფიქრების დასაძლევად მეხმარება

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 29 2009, 05:11 PM

ეს თემა ტაბუ დადებულია თუ უბრალოდ პრაქტიკოსი ქრისტიანების დეფიციტს განიცდის ეს საიტი ?



პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 29 2009, 06:21 PM

ციტატა(neo @ Jan 29 2009, 05:11 PM) *

ეს თემა ტაბუ დადებულია თუ უბრალოდ პრაქტიკოსი ქრისტიანების დეფიციტს განიცდის ეს საიტი ?



ეს თემა ტაბუ დადებულია თუ უბრალოდ პრაქტიკოსი ქრისტიანების დეფიციტს განიცდის ეს საიტი ? unsure.gif



პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jan 30 2009, 12:33 AM

http://church.ge/index.php?showtopic=4678

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 30 2009, 11:11 AM

ეჰ sad.gif

წიგნები მეც წავიკითხე... თეორია მეც ვიცი...

მე თქვენი პირადი გამოცდილება მაინტერესებდა...







პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jan 30 2009, 11:33 AM

ციტატა(neo @ Jan 30 2009, 11:11 AM) *

ეჰ sad.gif

წიგნები მეც წავიკითხე... თეორია მეც ვიცი...

მე თქვენი პირადი გამოცდილება მაინტერესებდა...

შენ გგონია აქ ისეთი მლოცველები ვართ, რომ რამე გამოცდილება გვქონდეს?
ღმერთმა ქნას ვიყოთ

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 30 2009, 11:36 PM

ნეო, ძნელია საერთოდ იესოს ლოცვის პირად გამოცდილებაზე საუბარი, ეგ ისეთი ღრმა პიროვნული რამაა, რომ ან კარგად უნდა იცნობდე დეტალებს, რომ სხვათაც გააგებინო რაა და როგორ, ან დუმილი სჯობს და იმ თეორიების კითხვა და მოძღვართან ერთად სწავლა ამ ლოცვისა...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 31 2009, 12:10 PM

neo

ციტატა
ეს თემა ტაბუ დადებულია თუ უბრალოდ პრაქტიკოსი ქრისტიანების დეფიციტს განიცდის ეს საიტი ?

\

ნუ, იესოსო ლოცვაზე, გარდა ამ თემისა კიდევ რამოდენიმეა და ეგებ ერთად შეგვეკრიბა.

რაც შეეხება პრაქტიკას, როცა გადაწყვეტ ლოცვას, ტავიდან რამოდენიმე დღე, ყველაფერი ადვილად გამოგის, მერე იჭედები, მერე გიძნელდება, მერე გეზარება, მერე ვეღარ ძლევ, მერე გავიწყდება. მერე, ისევ ხელახლა იწყება ყველაფერი.

ასეთია, იესოს ლოცვის ჩემეული პრაქტიკა. სხვათა შორის, გუშინ ღამე, ჩემდაუნებურად გამახსენდა და გონებამ დაიწყო ლოცვა, გამიხარდა, რამდენი ხანია არ მაგხსენებია ტქო, ანუ ისევ იმ კურგზე ვარ, რამოდენიმე დღე

გამომივა, მერე...
მოკლედ, არ ვიცი.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 31 2009, 12:14 PM

ციტატა
ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები


ეგ მედიტაციაა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: giorgi gvasalia თარიღი: Jan 31 2009, 03:27 PM

ეჰ ნეტა ყველა მიყვებოდეს იესოს გზას

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jan 31 2009, 05:16 PM


,........ ნუ ეშმაკი არ დაჯდება და არ დაგიწყებს ყურებას როგორ ლოცულობ, ეგრევე გაგხსენებს თAვის თAვს.


პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Jan 31 2009, 07:12 PM

5

kvelaze tkbili
rac me mkonia
rac ki odesme gamigonia
natlobidan me gamomkolia
is xuti sitkva
chems gulshi antia
gonebis mcveli
tbili sanatia
da im camebshi
gons rom vegebi
da mters cremlit
da gmertit rom verevi
gulshi vpoulob
me im xut sitkvas




smile.gif


"გონებრივი ღვაწლი-იესოს ლოცვის შესახებ" წაიკითხეთ თუ არ გაქვთ, მე მაგას ვკითხულობ,

პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Jan 31 2009, 07:30 PM

ეგ წიგნი ვიყიდე და სახლში რომ მივიტანე, ვკითხულობდი და რომ წავიკითხე " უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი" გულში უცებ აფეთქდასავითsmile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 31 2009, 08:11 PM

ციტატა
ვინც ერთხელ მაინც ჩამომჯდარა კონკრეტულად ამ ლოცვისათვის და ულოცია თუნდაც 10-15 წუთის განმავლობაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები

ჩემი მეგობარ მიყვებოდა კურთხევის გარეშე ვლოცულობდიო იესოს ლოცვას და დიდხანს შემეძლო მელოცაო. ერთხელაც მოძღვარს მიუცია კურთხევა და ძალიან გასჭირვებია. დიდი საფრთხეა მოიხიბლოს ადამიანი თუ მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ არ ლოცულობ.

ერთმა მომიყვა დიდი ხანი ვლოცულობდიო და ერთ დღეს ისეთი განცდა დამეუფლა ყველა და ყველაფერი მიყვარდა და გულში საოცარი სითბო ჩამეღვარაო..

ერთი მოძღვარი ამბობს ამ ლოცვით გულის კუნთის პულსაცია შეიძლება მოიწესრიგო კაცმაო.

პირადად მე როცა ძალიან სერიოზული პრობლემები მაქვს მაშინ ვლოცულობ

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Feb 1 2009, 01:14 AM

უხეშად რომ ვთქვა ზოგჯერ
მავიწყდება..
ზოგჯერ როცა მინდა
ვთქვა
წამომივლსი ხოლმე რაღაცები
და ვფიქორობ რომ
იმდენი სასიზღარი
და უღირსი ვარ რომ არც კი შეიძლება მე ეს სიტყვები წარმოვთქვა..
ზოგჯერ თავისით,
თითქოს
არსაიდან ვიწყებ
და კია ხანი რო გავსტან ესე
მერე ვხვდები
რას ვაკეთებ..
კიარა და რას ვამბობ გულში
და თითოეულ სიტყვას დიდი სითბოთი წარმოვთქვამ
ხოლმე და მადლობა ამისთვსი უფალს..
მაგრამ საქმეც იმაშია
რომ ზოგჯერ..



პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Feb 1 2009, 02:25 AM

.................................................

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 1 2009, 11:41 AM

gvasalia

ციტატა
kvelaze tkbili
rac me mkonia
rac ki odesme gamigonia
natlobidan me gamomkolia
is xuti sitkva
chems gulshi antia
gonebis mcveli
tbili sanatia
da im camebshi
gons rom vegebi
da mters cremlit
da gmertit rom verevi
gulshi vpoulob
me im xut sitkvas



ვერ გავიგე, იესოს ლოცვაში 5 სიტყვა არის ?

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 1 2009, 12:18 PM

ციტატა
ნეო, ძნელია საერთოდ იესოს ლოცვის პირად გამოცდილებაზე საუბარი, ეგ ისეთი ღრმა პიროვნული რამაა, რომ ან კარგად უნდა იცნობდე დეტალებს, რომ სხვათაც გააგებინო რაა და როგორ, ან დუმილი სჯობს და იმ თეორიების კითხვა და მოძღვართან ერთად სწავლა ამ ლოცვისა...


გეთანხმები, თუმცა აქ პრობლემა უფრო ისაა რომ ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი რომელიც ცდილობს ამ ლოცვას დაეუფლოს... დაძალიან ბევრს კარგავს ძალიან ბევრი...

ციტატა
ეგ მედიტაციაა


მედიტაცია მონოლოგია მნათეუს ლოცვა დიალოგი... ვექტორებშია სხვაობა smile.gif და ეს შენც კარგად იცი

პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Feb 1 2009, 03:09 PM

ხუთი სიტყვითაც შეიძლება რომ თქვა,
თავიდან თურმე პირველად რომ დაიწყეს მონასტრული ცხოვრება კითხვა და თვლა არ იცოდნენ ზოგმა და ფსკვნილები გააკეთეს,მოკლე ლოცვებს იზეპირებდნენ და ფსკვნილზე ლოცულობდნენ. მგონი ანტონი დიდის დროს. მაშინ იყო "უფალო იესო ქრისტე ძეო და სიტყვაო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი"...ნელ-ნელა შემოკლდა. უბრალოდ უფალო შემიწყალეც შეიძლება რომ თქვა, 5 სიტყვა იმიტომ მიწერია რომ პავლე მოციქულის ერთ-ერთ ეპისტოლეშია ეგრე მოხსენებული...

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 2 2009, 02:42 AM

ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 2 2009, 04:26 AM

მართლმადიდებლებისათვის იესოს ლოცვას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს მცირე სტატია საინტერესოა თავისი ისტორიული მიმოხილვითაც და ასევე რჩევებითაც smile.gif

უხილავი ბრძოლა
იესოს ლოცვის შესახებ

იყვნენ და არიან კიდეც ისეთი მლოცველები, ერთ მოკლე ლოცვას რომ შეიყვარებდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ. წმიდა კასიანე ამბობს, რომ მის დროს ეგვიპტეში ჩვეულებრივ ყველა იმეორებდა 69-ე ფსალმუნის სიტყვებს: ღმერთო შეწევნასა ჩემსა მომხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. წმიდა იოანიკეს შესახებ კი წერენ, რომ ის მუდმივად იმეორებდა ამგვარ ლოცვას: სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა. ამავე ლოცვას ურთავდა ის თავისი ლოცვითი კანონის - 30 ფსალმუნის თითოეულ ტაეპსაც. სხვა მოუკლებლად ლოცულობდა ამ სიტყვებით: მე, როგორც კაცმა, შეგცოდე, შენ, როგორც ღმერთმა, შემიწყალე. სხვა განსხვავებულ ლოცვას ირჩევდა. უძველესი დროიდან ბევრი ლოცულობდა ასე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ამის შესახებ აღნიშნავენ წმიდა ეფრემი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკ ასური, წმიდა ისიქი, წმიდა ბარსანუფი და იოანე, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი. შემდგომში ეს ლოცვა ფართოდ გავრცელდა და საეკლესიო წესდებაშიც დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც იესოს ლოცვას ყველა საშინაო ლოცვისა და საეკლესიო მსახურების ნაცვლად აღასრულებდნენ. ჩვენშიც მოკლე ლოცვებიდან უპირატესად ეს ლოცვაა დამკვიდრებული. ეცადე, შენც შეეჩვიო.

ამ ლოცვას იესოს ლოცვა ეწოდება, რადგან უფალ იესო ქრისტეს მიემართება და, როგორც ყველა მოკლე ლოცვა, სიტყვიერი შემადგენლობისაა. ლოცვა გონიერი ანუ შინაგანია, როდესაც არა მარტო სიტყვით წარმოითქმის, არამედ გონებითაც და გულითაც, შინაარსის სრული გააზრებითა და შეგრძნებით. ხანგრძლივი და ყურადღებიანი ლოცვის შედეგად გონება და გრძნობა ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ შინაგანად ისინი ერთდებიან, სიტყვები კი თითქოს აღარც არსებობს. ნებისმიერი მოკლე ლოცვა შეიძლება ასეთ სიმაღლემდე ავიდეს. იესოს ლოცვას იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულით ეთანხმება უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ერთადერთი კარია ღმერთთან ურთიერთობისა, რის მოპოვებასაც ლოცვით ვესწრაფვით. თავად უფალმა ბრძანა: ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ (იოან. 14,6). ამიტომ ვინც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს. სწორედ ამაშია ჩვენი ხსნა. ამიტომ ბუნებრივია, არ გაგვიკვირდება იმ მოშურნეთა ღვაწლი, რომლებიც თავდაუზოგავად იღვწოდნენ, რომ ამ ლოცვას დაუფლებოდნენ და მისით ძალა შეეძინათ. შენც მათ მიბაძე.

იესოს ლოცვის დაუფლება გარეგნულად ბაგეებით ლოცვის განუწყვეტელ განმეორებას ნიშნავს. შინაგანად კი - გონების, ყურადღების გულში მოკრებას და მუდმივად უფლის წინაშე მყოფობას, რასაც თან ახლავს განსხვავებული ხარისხის გულის სითბო, მხურვალება, ყველა სხვა გულისწადილის განდევნა და მდაბალი და შემუსვრილი მინდობა მაცხოვრისადმი. დასაწყისისათვის რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიმეოროთ ეს ლოცვა მთელი გულისყურით. ხშირი განმეორება გონებას თავს მოუკრებს ღვთის წინაშე. ასეთი განწყობის შინაგან დამკვიდრებას თან ახლავს გულის სითბო და არა მარტო უბრალო, არამედ ვნებიანი გულისსიტყვების განდევნაც. როდესაც გულში ღვთისადმი მიზიდულობის ჩაუქრობელი ცეცხლი აინთება, მასთან ერთად გამეფდება გულის სიმშვიდე და გონებითი, შემუსვრილი, მორჩილი სასოება უფლისადმი. აი, აქამდე მიაღწევს ჩვენი შრომა ღვთის მადლის შემწეობით. რაც უფრო წარმატებულია ლოცვა, მით მეტია მადლის ზემოქმედება, მით მეტია ღვთის შემწეობა. წმიდა მამები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ ამის შესახებ, რომ მათ, ვინც განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწიეს, არ იფიქრონ, სასურველი აღარაფერი დამრჩენიაო და, არ იოცნებოს, უკვე სულიერებისა და მლოცველობის მწვერვალზე ვიმყოფებიო.

მაშ ასე, თავდაპირველად რაც შეიძლება ხშირად იმეორე იესოს ლოცვა, ვიდრე მუდმივად მის წამოთქმას არ შეეჩვევი. გირჩევ, ასე მოიქცე:

1) შენს ლოცვით კანონში გარკვეული ადგილი დაუთმე იესოს ლოცვასაც. რამდენჯერმე წარმოთქვი იგი კანონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც. გულმოდგინება გამოიჩინე და ყოველი ლოცვის შემდეგ გაიმეორე იესოს ლოცვა, ისევე, როგორც წმიდა იოანიკე დიდი აკეთებდა, რომელიც ფსალმუნის ყოველი ტაეპის შემდეგ იმეორებდა: სასოეაბდ ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა.

2) როგორ და რა ოდენობით წარმოთქვა იესოს ლოცვა, ეს თავად, ანდა სულიერი მოძღვრის რჩევით განსაზღვრე. დასაწყისში ბევრს ნუ ეცდები, ხოლო როდესაც ლოცვა გაგიტკბება, ცოტათი გაზარდე მისი რაოდენობა. თუ ლოცვის განმეორების სურვილი გაგიჩნდება, ასეც მოიქეცი, მაგრამ კანონად ნუ გაიხდი, მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაიმეორე. და რამდენჯერად გული მოგთხოვს, იმდენჯერ დაემორჩილე.

3) სწრაფად ნუ მიაყოლებ ლოცვას ერთიმეორეს. ლოცვის სიტყევბი ზომიერი დაყოვნებით წარმოთქვი, ისე, როგორც ლაპარაკობენ მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე, როდესაც რაიმე სთხოვენ. მაგრამ მხოლოდ სიტყვებზე ნუ იზრუნებ, მეტწილად შეეცადე, გონება გულში, უფლის წინაშე მყოფობდეს, ილოცე ღვთის დიდებულების, მადლმოსილებისა და სამართლიანობის სრული შეგნებით.

4) თუ საშუალება გაქვს, შეისვენე ლოცვებს შორის, შეჩერდი და რამდენჯერმე წარმოთქვი იესოს ლოცვა. ხოლო თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ შინაგანად იმეორე ეს ლოცვა, ყველგან და ყოველთვის, რაიმეს კეთებისას თუ საუბრისას.

5) ლოცვა წარმოთქვი კანონის შესრულებისას ან მის გარეშე. მიიღე ლოცვითი მდგომარეობა და ყოველი ლოცვის წარმოთქმისას ქედი მოიდრიკე - ათჯერ წელამდე, შემდეგ მიწამდე, ვიდრე დაასრულებდე. ალბათ, გსმენია ან წაგიკითხავს, რომ წმიდა მამები საკუთარ ლოცვით კანონს უთვალავი მუხლმოდრეკით აღასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: საკმარისი არაა ლოცვა, თუ ადამიანი სხეულსაც არ გარჯის მუხლმოდრეკით. თუ შეძლებისდაგვარად შენც ასე მოიქცევი, მალე შეამჩნევ, როგორ დადებითად მოქმედებს ეს ღვაწლი იესოს ლოცვის დაუფლებაზე.

6) სხვა სწავლანი, მითითებები და გაფრთხილებები იესოს ლოცვის შესახებ შეგიძლია ფილოკალიის კრებულში, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, გრიგოლ სინელის, ნიკიფორე მონაზონის, ეგნატესა და კალისტეს შრომებში წაიკითხო. შინაგანი ლოცვის შესახებ ვინც კი წერს, ყველა წმიდა მამის რჩევა შეიძლება გამოგადგეს იესოს ლოცვის შესწავლისას. მათ გაკვეთილებში შეხვდები მითითებებს, თუ როგორ უნდა იჯდე, როგორ გეჭიროს თავი და როგორ ისუნთქო, ეს ხერხები, როგორც წმიდა ეგნატე და კალისტე ამბობენ, მხოლოდ გარეგნული საშუალებებია, რომლებიც ყოველთვის აუცილებელი არაა და არც ყველას გამოადგება. შენთვის მთავარია, გულში ყურადღებამოკრებილი ღვთის წინაშე იდგე და სიმდაბლითა და მოწიწებით წარმოთქვამდე იესოს ლოცვას; მუხლს იდრეკდე, როდესაც კანონს ასრულებ, ხოლო თუ საქმიანობ, შინაგანად მიეახლებოდე უფალს.

7) გახსოვდეს, ყურადღება გულში უნდა მოიკრიბო, მკერდის შიგნით; როგორც წმიდა მამები ამბობენ, მარცხენა მკერდის ოდნავ ზემოთ, და იქ იმეორო იესოს ლოცვა. როდესაც დაძაბულობისაგან გული შეგეკუმშება, ისე მოიქეცი, როგორც ნიკიფორე ბერი გვირჩევს: ყურადღება და ლოცვა იმ ადგილიდან სხვაგან გადაანაცვლე, სადაც, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს ვესაუბრებით - მკერდს ზემოთ, ხორხის ქვეშ. შემდეგ კვლავ მარცხენა მკერდის არეს დაუბრუნდი. ნუ ითაკილებ ამ რჩევას, რაც უნდა უბრალო და ნაკლებსულიერი გეჩვენოს.

8) წმიდა მამები ბევრს გვაფრთხილებენ. მათ არასწორი მოქმედების შედეგად დიდი გამოცდილება შეიძინეს. შეცდომებს რომ თავი აარიდო, სულიერ მოძღვარს ან თანამოაზრეს ჰკითხე რჩევა და შენი ღვაწლის შესახებ ყველაფერი გაუმხილე. ყოველთვის უდიდესი უბრალოებით, მორჩილებითა და სიმდაბლით იმოქმედე და წარმატებას საკუთარ თავს ნუ მიაწერ. იცოდე, ნამდვილი წარმატება შიგნიდან მოდის, შეუმჩნევლად, სწორედ ისე, როგორც სხეული იზრდება. როდესაც შიგნით დაიბადება შეძახილი: აი, ისიც, წარმატება! - იცოდე, მტრის შეძახილია და სიცრუეს სინამდვილედ გაჩვენებს. ეს ხიბლის დასაწყისია. მყის ჩაახშე იგი. სხვაგვარად ის საყვირივით აყვირდება და შენს თავზე დიდ წარმოდგენას უფრო გაგიძლიერებს.

9) ნუ განსაზღვრავ დროს, რომელიც იესოს ლოცვაში წარსამატებლადაა საჭირო. მხოლოდ განუწყვეტლივ იშრომე. თვეები და წლები გავა, ვიდრე წარმატების სუსტ ჩანასახს იხილავდე. ერთ-ერთი ათონელი მამა ამბობდა, რომ მხოლოდ ორი წლის შრომის შემდეგ იგრძნო გულში სითბო. სხვას რვა თვის შემდეგ ეწვია ასეთი მდგომარეობა. ამას ყველა საკუთარი ძალებისა და საქმისადმი გულმოდგინების მიხედვით განიცდის.

ლოცვაში წარსამატებლად ხელშემწყობი საშუალებები

თუ ლოცვაში წარმატების მიღწევა გსურს, ყველაფერი იღონე, რათა მეორე ხელით არ დაანგრიო პირველის მიერ შექმნილი.

1) სხეულს საზრდელით, ძილით, მოსვენებით ნუ გაანებივრებ. არაფერი მისცე მხოლოდ იმიტომ, რომ ამის სურვილი აქვს. გაიხსენე წმიდა მოციქულის შეგონება: ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად (რომ. 13,14), ნუ მოასვენებ ხორცს.

2) გარეგნული ურთიერთობები დროებით, ლოცვის დაუფლებამდე, აუცილებლობამდე შეზღუდე. შემდეგში შენში ამოქმედებული ლოცვა თავად გიჩვენებს, რა შეიძლება შეამატო ზიანის გარეშე. განსაკუთრებით დაიცავი გრძნობები, მათგან კი თვალები და სმენა, შებორკე ენაც. უამისოდ ნაბიჯითაც ვერ წაიწევ წინ. როგორაც სანთელი ქრება წვიმასა და ქარში, ასევე ლოცვა ვერ ინარჩუნებს მხურვალებას გარედან შთაბეჭდილებების მოძალებისას.

3) ლოცვის შემდეგ მთელი თავისუფალი დრო კითხვასა და გააზრებას მოანდომე. საკითხავად შეარჩიე წიგნები, სადაც ლოცვისა და სულიერი ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი. იფიქრე მხოლოდ ღმერთზე, ღვთაებრივ საგნებსა და მეტწილად კი ჩვენი ხსნისთვის განხორციელებულ მაცხოვარზე, უფრო ხშირად უფლის ვნებებსა და ჯვარცმაზე. თუ ასე მოიქცევი, ღვთაებრივი ნათლის ზღვაში ჩაიძირები. ამას თან დაურთე ეკლესიაში სიარული, როცა კი შესაძლებლობა გექნება. ტაძარში ყოფნის დროსაც ლოცვის ღრუბლით დაიფარები. წარმოიდგინე, რა იქნება, თუ მთელს მსახურებას ჭეშმარიტი ლოცვითი განწყობილებით ჩაამთავრებ?

4) უწყოდე, ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატების გარეშე ლოცვაში ვერ წარემატები. სულს არც ერთი მოუნანიებელი ცოდვა არ უნდა ამძიმებდეს. და თუ ლოცვისას ისეთ რაიმეს ჩაიდენ, რაც სინდისს დაგიმძიმებს, ისწრაფე, სინანულით განიწმინდო, რათა ღვთის წინაშე კადნიერად წარდგომა შეგეძლოს. მუდმივად გულშემუსვრილი იყავი. ხელიდან ნუ გაუშვებ სიკეთის ქმნის შემთხვევას, ანდა კეთილგანწყობის, სიმდაბლის, მორჩილებისა და საკუთარი ნების მოკვეთის შესაძლებლობას. თავისთავად იგულისხმება, რომ სული ცხონებისადმი მოშურნეობით უნდა გქონდეს აღვსილი და ჩაუქრობლად ენთოს. ეს სურვილი უნდა იყოს ყოველივეს მამოძრავებელი და ღვთის შიში და მტკიცე სასოება ახლდეს თან.

5) ამგვარად მომართულმა იღვაწე. ხან მზა, ხან საკუთარი, ხანაც მოკლე ან იესოს ლოცვით ილოცე. ხელიდან ნუ გაუშვებ შესაძლებლობას, რაც ამ ღვაწლში წაგადგება და, მოიპოვებ, რასაც ეძებ. მაკარი ეგვიპტელის სიტყვებს შეგახსენებ: დაინახავს ღმერთი შენს ლოცვით ღვაწლს, რომ გულწრფელად გსურს წარმატება და მოგანიჭებს ლოცვას. გახსოვდეს, მართალია, საკუთარი ძალებით აღსრულებული და მოპოვებული ლოცვა ღვთისთვის სათნოა, მაგრამ ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც გულში მკვიდრდება და მისგან განუშორებელი ხდება, ღვთიური ძღვენი და ღვთის მადლისმიერია. ამიტომ როდესაც სხვა რაიმეზე ლოცულობ, არ დაივიწყო ღვთისგან ლოცვის მონიჭებაც გამოითხოვო.

6) მოგითხრობ, რაც ერთი ღვთისმოყვარე ადამიანისგან მსმენია: „მთლად წესიერად არ ვცხოვრობდი. მაგრამ უფალმა შემიწყალა და სინანულის სული მომმადლა. ეს მარხვის დროს მოხდა. მთელი ძალით ვცდილობდი გამოსწორებას. აღსარების წინ დიდხანს ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ, ძალას და სიმტკიცეს შევთხოვდი მას. აღსარებისას ყველაფერი გულახდილად ვთქვი. სულიერ მოძღვარს არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ როდესაც შენდობის ლოცვა წარმოთქვა, გულში ტკბილმა ცეცხლოვანმა ტალღამ დამიარა. საოცრად სასიამოვნო გრძნობა იყო. ეს ცეცხლი გულში ჩამრჩა, მეგონა ვიღაცას ეკავა ჩემი გული. იმ დღიდან სულ ვლოცულობდი. გულისყური იქ მქონდა, იმ გრძნობასთან და ვცდილობდი, არ დამეკარგა ეს განწყობა. და უფალი შემეწია. იესოს ლოცვის შესახებ არაფერი მსმენოდა. როდესაც შევიტყე, მივხვდი, ჩემში არსებული იყო სწორედ ის, რის მოპოვებასაც ამ ლოცვით ცდილობენ“. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მიხვდე, რას ვეძიებთ ლოცვითი ღვაწლით და როგორ უნდა გავიგოთ, როდესაც მიზანი მიღწეულია.

7) ყველაფერთან ერთად წმიდა გრიგოლ სინელის სიტყვებიც გაითვალისწინე (ფილოკალია, 1 ნაწ. გვ.112): „მადლი ჩვენში ნათლისღებიდან მკვიდრობს, მაგრამ ჩვენი უყურადღებობის, ამაოებისა და გამოუსწორებლობის გამო ითრგუნება და მარცვალივით მიწით იფარება. როდესაც მოშურნეობით აღვსილი ადამიანი გამოსწორებას ცდილობს, მან მთელი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ მადლიანი ნიჭის აღდგენას. ეს ორნაირად ხდება: პირველ რიგში იგი მცნებათა მუდმივი აღსრულებით გამოვლინდება. რამდენადაც პიროვნება წარემატება ამ გზაზე, იმდენადვე მადლიც ბრწყინვალებას ავლენს. მადლის გარდამოსვლის მეორე საშუალება მოუკლებელი ლოცვის მეშვეობით იესო ქრისტეს სახელის მოხმობაა. პირველი საშუალება ძლიერია, მაგრამ მეორე უძლიერესია. პირველიც და მეორეც იძენს ძალმოსილებას, თუ გულწრფელად გვსურს ჩვენში დაფარული მადლის თესლის აღმოცენება. ვეცადოთ, მალე დავეუფლოთ იესოს ლოცვას და მუდამ გულით ვატარებდეთ. უჩინრად, წარმოსახვის გარეშე, ვიდრე გულს არ გაგვითბობს და უფლის გამოუთქმელი სიყვარულით არ აღგვანთებს“. აქ ყველაფერია ნათქვამი, რაზედაც მე-4 პუნქტში უკვე ვისაუბრეთ.

ლოცვის მნიშვნელობა უხილავ ბრძოლაში

შენს ყურადღებას მეტწილად იმისკენ მივაპყრობდი, თუ როგორ ავიყვანოთ ლოცვა მისთვის დამახასიათებელ სიმაღლემდე. შეიძლება უცნაურად გეჩვენოს, რომ უხილავ ბრძოლაზე საუბრისას, როდესაც გსურს, შეიტყო, რამდენად შეგვეწევა მასში ლოცვა, უმეტესად ისმენ იმას, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ლოცვა ჭეშმარიტად. ნუ გაიკვირვებ. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, იგი ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში. ამ წუთიდან ის სულის შეუღწეველ, განუმსჭვალავ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს, არც ამსოფლიურ ხიბლსა და ცდუნებას. გულში ლოცვის არსებობა უკვე თავისთავად შეწყვეტს უხილავ ბრძოლას. ამიტომაც უნდა იჩქარო გულში ლოცვის დანერგვა და იზრუნო, რომ იგი მუდმივად ცოცხლობდეს და მოძრაობდეს. ეს იგივეა, რომ გითხრან: ასე მოიქეცი და უბრძოლველად გაიმარჯვებო.

ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ვიდრე შენი ლოცვა ძალმოსილებას შეიძენს, მტერი არ მოგასვენებს და ყოველ წუთს ბრძოლა მოგიწევს. დაგეხმარება ამ დროს ლოცვა თუ არა? - რა თქმა უნდა, და უფრო მეტადაც, ვიდრე სულიერი ბრძოლის ყველა სხვა იარაღი. ლოცვა ყოველთვის მოიზიდავს ღვთის შემწეობას და ღვთაებრივი ძალა მტერს უკუაგდებს. მთავარია, იგი გულმოდგინე და ღვთის ნებას მინდობილი იყოს. ლოცვის ადგილი ორთაბრძოლის დასაწყისშივეა. აი, როგორ ხდება ყველაფერი: როდესაც შიგნით ვნებიანი გულისთქმა ან ვნებათა მოძრაობა იჩენს თავს და ყურადღება, როგორც ფხიზელი დარაჯი, მტრის მოახლოებას და მის ისრებს იგრძნობს, სულის ცხონების მოშურნე მტრის ბოროტ სურვილს გაიაზრებს და ძალების დაძაბვით დაუნანებლად განდევნის გულისთქმებსა და ვნებებს. ამავე დროს შინაგანად ლოცვით მოუხმობს უფალს და შემწეობას სთხოვს. შემწეობაც არ იგვიანებს, მტერი გაიფანტება და ბრძოლა ნელდება.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი პირადი მაგალითის ჩვენებით ცდილობს ზუსტად აღწეროს ეს ბრძოლა: „მე ვგავარ ადამიანს, რომელიც დიდი ხის ქვეშ ზის და ხედავს, რომ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი უახლოვდება. მას არ შეუძლია გაუმკლავდეს მათს თავდასხმას, ამიტომ სასწრაფოთ ხეზე ძვრება და თავს შველის. მეც ასე ვარ. ვზივარ კელიაში და ვხედავ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ ბოროტ გულისსიტყვებს. მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ მყოფნის, ამიტომ ლოცვით მივმართავ უფალს და თავს ვიხსნი მტერთაგან“.

წმიდა ისიქი თავის სიტყვაში სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ წერს: „მახვილი და დაძაბული გონებრივი მზერით უნდა იყურო შენს შიგნით, რათა შეიცნო შემომსვლელნი. როდესაც შეიცნობ, მყისვე შემუსრე გველის თავი და სულთქმით შეჰღაღადე იესო ქრისტეს. მაშინ ღვთის უხილავ შემწეობას და თანადგომას მიიღებ“.

“როგორც კი ჩვენში მაცდური გულისსიტყვები მომრავლდება, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწოდებით უნდა დავძლიოთ. მყისვე ვიხილავთ, რომ კვამლივით გაიფანტებიან ჰაერში - როგორც გამოცდილება გვასწავლის“.

“შინაგანი ბრძოლა ასე უნდა წარვმართოთ: მთავარი ყურადღებაა. როდესაც ბოროტ გულისსიტყვას შევამჩნევთ, მაშინვე გულიდან წამოსული მრისხანება მივმართოთ მის წინააღმდეგ. შემდეგ ვილოცოთ და გულში იესო ქრისტეს მოვუწოდოთ. ასე გაიფანტება ეს დემონური აჩრდილი, და გონებაც ოცნებას არ გაჰყვება, როგორც მოხიბლული ბავშვი დახელოვნებულ ჯამბაზს“.

“მდუმარება გზას უღობავს გულისსიტყვებს, იესო ქრისტეს სახელის მოხმობა კი გულიდან განაგდებს მათ. როგორც კი სულში რაიმე გრძნობადი საგნის წარმოდგენა წარმოიშობა, ჩვენი შეურაცხმყოფელი პიროვნებისა იქნება თუ ქალური სილამაზისა, ოქრო-ვერცხლისა თუ ყველასი ერთად, ცხადია, ჩვენი გული ამ ოცნებამდე ბოროტმეხსიერების, სიძვის, ველცხლისმოყვარების სულმა მიიყვანა. თუ ჩვენი გონება გამოცდილი და განსწავლულია, იცის, როგორ დაიცვას თავი მტრის თავდასხმებისგან და ნათლად ხედავს ბოროტის მაცდუნებელ ოცნებებსა და ხიბლს, მდუმარებითა და იესოს ლოცვით ადვილად მოიგერიებს სატანის ისრებს; ვნებიან ოცნებას საშუალებას არ მისცემს, ჩვენი გულისთქმები აიყოლიოს, ხოლო გულისთქმებს - თანხმიერება ჰპოვოს მასთან ანდა მეგობრულად ესაუბროს და აზრები განავრცოს. ამას კი აუცილებლად ცუდი საქმეც მოჰყვება, ისევე, როგორც ღამე მოჰყვება დღეს“.

ბევრ ასეთ შეგონებას იხილავთ წმიდა ისიქისთან. აქვე შეხვდები უხილავი ბრძოლის სრულ აღწერასაც. გირჩევდი, ხშირად გადაგეკითხა მისი სიტყვა სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ.



ესეც ძალიან საინტერესოა და გაეცანით:

http://www.orthodox.ge/index.php?id=biblioteka/iesos_locva.php

წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი


იესოს ლოცვის შესახებ


შემდგენელი იღუმენი თეოფანე (კრიუკოვი)


რა არის იესოს ლოცვა

- რატომ არის ასე აუცილებელი ეს ლოცვა ყველა ქრისტიანისთვის
- იესოს ლოცვის ადგილი სხვა ლოცვებს შორის
- რას უნდა ვეძებდეთ იესოს ლოცვით?
- როდის და როგორ ჩაინერგება იესოს ლოცვა გულში
- რომელი წესი ავირჩიოთ?
- როგორ აღვავლინოთ იესოს ლოცვა წესის გარეშე
- როგორ მოვიქცეთ, როცა ყურადრება გვეფანტება
- ძირითადი საფრთხე
- აუცილებელია გყავდეს ხელმძღვანელი
- დასკვნა

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 2 2009, 01:06 PM

ციტატა(ბადრი @ Jan 31 2009, 08:11 PM) *

ჩემი მეგობარ მიყვებოდა კურთხევის გარეშე ვლოცულობდიო იესოს ლოცვას და დიდხანს შემეძლო მელოცაო. ერთხელაც მოძღვარს მიუცია კურთხევა და ძალიან გასჭირვებია. დიდი საფრთხეა მოიხიბლოს ადამიანი თუ მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ არ ლოცულობ.

ერთმა მომიყვა დიდი ხანი ვლოცულობდიო და ერთ დღეს ისეთი განცდა დამეუფლა ყველა და ყველაფერი მიყვარდა და გულში საოცარი სითბო ჩამეღვარაო..

ერთი მოძღვარი ამბობს ამ ლოცვით გულის კუნთის პულსაცია შეიძლება მოიწესრიგო კაცმაო.

პირადად მე როცა ძალიან სერიოზული პრობლემები მაქვს მაშინ ვლოცულობ


აი ეს პოსტი მართლა სცემს პასუხს თემის ავტორის თხოვნას. ეგ მართლა არის პირადი გამოცდილებიდან მოთხრობილი..
მადლობა
მოყვასი

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 2 2009, 05:05 PM

გმადლობთ ყველას smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Feb 2 2009, 10:06 PM

ციტატა
ჩემი მეგობარ მიყვებოდა კურთხევის გარეშე ვლოცულობდიო იესოს ლოცვას და დიდხანს შემეძლო მელოცაო. ერთხელაც მოძღვარს მიუცია კურთხევა და ძალიან გასჭირვებია. დიდი საფრთხეა მოიხიბლოს ადამიანი თუ მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ არ ლოცულობ.

ბუნებრივია ლოცვას რო იყებს კაცი თAვიდან არავინ არ გეგმავს ამპარტავნებაში ჩავარდნას smile.gif
მარა ზედმეტს ზომაზე მეტს თუ მიასკდები მერე ნელ ნელა გულის სიღრმეში გადაწყვითAვ რო ვააა რა მაგრა ვლოცულობ რა მაგარი ტიპივარ ვაა უკვე რამდენ ხან შემიძლია ლოცვა ..... მერე ბოლოს კი ვააა რა მაგირი ქალია , ამის მერე კი .....ნუ რა ვქნა ბნებრივია ეს ყველაფერი ..... სადღAც წავიკითხე ვინც ამქარტავნებაში ვარდება შემდეგ სიძვის ვნებით იძლევაო.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 3 2009, 10:47 AM

ციტატა
ბუნებრივია ლოცვას რო იყებს კაცი თAვიდან არავინ არ გეგმავს ამპარტავნებაში ჩავარდნას
მარა ზედმეტს ზომაზე მეტს თუ მიასკდები მერე ნელ ნელა გულის სიღრმეში გადაწყვითAვ რო ვააა რა მაგრა ვლოცულობ რა მაგარი ტიპივარ ვაა უკვე რამდენ ხან შემიძლია ლოცვა ..... მერე ბოლოს კი ვააა რა მაგირი ქალია , ამის მერე კი .....ნუ რა ვქნა ბნებრივია ეს ყველაფერი ..... სადღAც წავიკითხე ვინც ამქარტავნებაში ვარდება შემდეგ სიძვის ვნებით იძლევაო.



biggrin.gif

მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია ?

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Feb 5 2009, 05:23 PM

ციტატა
მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია ?

არც არავის , smile.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2015, 08:11 PM

"იესოს ლოცვა ადამიანს აბრძენებს, ის მისთვის სხვა ცოდნას ხსნის, რომელიც იმდენად აღემატება ყოველივეს, რისი შეძენაც ადამიანის ინტელექტს შეუძლია, რამდენადაც ზეცაა დიდი დედამიწაზე".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2015, 09:16 PM

"წიგნები სულიერ სამყაროს აღწერენ, ლოცვას კი ადამიანი ამ სამყაროში შეჰყავს. მათ, ვინც ლოცულობს, ბერები უპირატესად ლოცვის წიგნების კითხვას ურჩევენე.

ყველა ის სიბრძნე, რაც მსოფლიოს ყველა წიგნთსაცავს რვა ათასი წლის მანძილზე შეუქმნია, იესოს ლოცვის რვა სიტყვაშია ჩატეული"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 09:09 PM

"იესოს ლოცვა რაც შეიძლება ხშირად უნდა თქვათ, მისი წარმოთქმა ყველგან შეიძლება, ლოგინში, როცა გამოვიღვიძებთ, ძილის წინ, მგზავრობის დროს, შრომის დროს. თუ განუწყვეტლივ არა, რამდენჯერმეც რომ ვთქვათ, უკვე დიდი საქმეა, თანაც შეიძლება ამ ლოცვის კიდევ უფრო შემცირებულად თქმა;

უბრალოდ თუ ვიტყვით "უფალო შეგვიწყალე" და ამ სიტყვებს გულით ვამბობთ, ამ ლოცვამ შეიძლება ზეცა შეძრას და დარწმუნებული იყავით, ღმერთი აუცილებლად დახმარების ხელს გამოგვიწოდებს.

გარდა ამისა, დიდი ძალა აქვს ლოცვას შენი სიტყვებით, თუ გულში ვლოცულობთ.

როცა ვთქვათ, თეფშებს ვრეცხავთ, ან საჭესთან ვზივართ და თან ვლოცულობთ, ეს სასიკეთოდ წაგვადება მთელი დღის განმავლობაში.

უფალზე მინდობა და მოკლე ლოცვების წარმოთქმა თანდათანობით გადაიზრდება ჩვევაში. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს მხედველობაში, უფალი რომ ამბობს გამუდმებით ილოცვიდეთო, რადგან ეს სხვა საფეხურია და მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. ჩვენ როგორც შევძლებთ, ისე ვილოცოთ და უფალი მას აუცილებლად შეიწირავს".

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 08:14 PM

"წმინდა მამები გვირჩევენ, თავდაპირველად იესოს ლოცვა წარმოითქვას ზეპირად, წყნარად, ნახევრად ჩურჩულით.

იესოს ლოცვა, ჩვეულებრივი საუბრის ტემპში უნდა წარმოითქმოდეს, არც ძალიან ჩქარა, როცა გონება სიტყვას ეთვისება, და არც ძალიან ნელა, როცა გონება თვლემას იწყებს მათში.

შემდეგ ადამიანი დროდადრო უხმო ლოცვაზე გადადის, თან ცდილობს, შინაგანად მკაფიოდ წარმოთქვას მისი სიტყვები"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2015, 08:20 PM

"ზოგიერთი მონაზონი გაცილებით უსაფრთხოდ მიიჩნევს იესოს ლოცვის დროს ყურადღების მოკრებას პირის მოძრაობაზე, რომელიც მას ჩურჩულით ან უხმოდ წარმოთქვამს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2015, 10:13 PM

"იესოს ლოცვა სინანულის ხმაა, თვით სინანული კი ძაფს ჰგავს, ორ პოლუსს, ცოდვათა გამო მწუხარებასა და იმედს შორის გაბმულს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 02:57 PM

„როცა ერის ხალხთან საუბარში ებმები, ჰკითხე საკუთარ თავს: „ამ ხნის მანძილზე იესოს ლოცვას, რამდენჯერ წარმოთქვამდი? ნუთუ, ადამიანურ ენაზე, არის სიტყვა იმაზე აღმატებული და მშვენიერი, ვიდრე „იესო ქრისტე“, რაზე ვცვლი იესოს ლოცვას?“ ღვთის საიდუმლონი მდუმარეთათვის ისხნებიან. მოციქული პეტრე მდუმარე სულის სილამაზესა და იდუმალ ვარსკვლავზე ლაპარაკობს, რომელიც კაცის გულში აღმობწყინდება (I პეტ. 3,4, 2 პეტ. 1,19)

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2015, 11:04 PM

"გავცვალოთ ჩვენი ფიქრები ლოცვებზე. განსაკუთრებით იესოს ლოცვა შეგვეწევა, რომელიც ათბობს და ანათებს სულს. წარმოვიდგინოთ, ის დრო, რომელიც გადის ფიქრებში, ლოცვებს რომ ეთმობოდეს, რამდენად ახლოს ვიქნებოდით უფალთან!"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2015, 10:19 PM

"ლოცვის ხერხემალი ეს მცირე ლოცვაა, რომელსაც იესოს ლოცვა ჰქვია"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2015, 09:16 PM

"როგორც გავარვარებული რკინას ვერ მიუახლოვდები და შეეხები, ასევე ვერ გაეკარებიან დემონები იესოს ლოცვით გამთბარ სულს. მიახლოებისას დასწვავთ ღვთაებრივი ცეცხლი - სახელი ღვთისა"

/ბერი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2015, 12:16 PM

"იესოს ლოცვა - ეს ძლიერი და მყარი საკვებია, ზოგიერთებს მის მაგივრად რძე სჭირდებათ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 04:47 PM

"ნუ ვეცდებით მექანიკურად შევიძინოთ იესოს ლოცვა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 06:04 PM

"ნუ დავიზარებთ იესოს ლოცვის მუშაკობას. ქრისტე ნებისმიერ დროს გარდამოდის ჩვენთან სასაუბროდ, ჩვენ კი გულგრილობას ვიჩენთ? რამდენიც უნდა ესაუბროს კაცი ქრისტეს, ანუ რამდენიც უნდა ილოცოს, ის ამას არასოდეს შეინანებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2015, 07:17 PM

"ღირსი ანტონი დიდი ზოგჯერ თავის მოწაფეებს ასვენებდა და მათთან ერთად სეირნობდა. ერთხელ მათ ერისკაცი შეხვდა. ღირსმა ანტონმა მას გაკვირვება შეატყო და უთხრა, რომ თუკი მშვილდს მძლავრად მოვჭიმავთ, შესაძლოა ლამბი გაწყდეს. ამიტომ შეიძლება თავს დასვენების უფლება მისცე. მაგრამ თუკი იესოს ლოცვა გულში ჩაიმყნება, მაშინ ადამიანს გაუჭირდება მის გარეშე დასვენება. უფრო ადვილია თქვა: "უფალო, შემიწყალე".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2015, 10:48 PM

"იოანე კიბისაღმწერელი (VII საუკუნე) გვასწავლის, რომ იესოს სახელი მლოცველის სუნთქვაზე უნდა იყოს "მიწებებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2015, 10:27 AM

"ვისაც ძალა შესწევს, ფსკვნილზე ილოცოს იესოს ლოცვა - მას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია"

/მამა ელპიდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2015, 12:48 PM

"როცა მიეჩვევი იესოს ლოცვის მოუკლებლად გამეორებას, მაშინ ისეთ სიტკბოებას იგემებ, რომ არც ჭამა მოგინდება, არც სმა, არც სხვებთან ურთიერთობა და არც სხვა რამის კეთება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:31 AM

"შენ შეგიძლია იესოს ლოცვის წართქმით ამ დროს საკუთარი თავი აქციო საკურთხევლად".

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jan 1 2016, 09:51 PM

იესოს ლოცვა მართლაც დიდი რამეა, მის გარეშე სულიერი ცხოვრება თითქოს მხოლოდ გარეგნული ხდება უდაბნოს მიწას ემსგავსები, გამომშრალს, უწყლოს. პირველად რომ წავიკითხე იესოს ლოცვის შესახებ, ვერაფერი გავიგე ალბათ მზად არ ვიყავი მაშინ, თეორიულ დონეზეც კი ვერაფერს მივხვდი. ესე 4 წლის უკან წავიკითხე წიგნი"გულახდილი საუბარი სულიერ მოძღვართან იესოს ლოცვაზე". ძალიან დავინტერესდი ამ თემით და რაც კი წიგნი მოვიძიე მაღაზიებში ყველაფერი წავიკითხე, თან ლოცვას შევუდექი. ვცდილობდი ყველგან მელოცა, სახლში გზაში, სამსახურში. ამ ლოცვამ გამაცოცხლა, ახლად მოქცეულივით , თითქოს ცეცხლი მომედო, გულმხურვალე გავხდი სხვა ყველაფერი მეორე პლანზე გადავიდა როგორც მაშინ პირველად, რომ დავიწყე ტაძარში სიარული.უგრძნობელობიდან გამომიყვანა, წირვიდან წირვამდე დრო საუკუნედ მეჩვენებოდა, რადგან წირვაზე ყველაზე უკეთ გამომდიოდა ლოცვა. მაშინ ქარხანაში ვმუშაობდი, ხშირად ჩამოვჯდებოდი ხოლმე სკამზე და ვლოცულობდი,ვცდილობდი ჩემი უღირსება დამენახა, ხშირად როდესაც ვიტყოდი "იესუ" თითქოს გული გამჭვალავდა. ერთხელაც ესე ლოცვისას ვიგრძენი თითქოს უფალი აქვე იყო ჩემთან, ჩემში, ჩემს გარეთაც და ყველაფერში, თითქოს მომიახლოვდა, ცრემლი მომდიოდა და ლოცვას ვაგრძელებდი, ერთდროულად ვგრძნობდი ტკივილს და სიხარულს. ვგრძნობდი ჩემს უღირსებას და მიკვირდა უფლის ასეთი მოწყალება, რომ მიუხედავად ჩემი ცოდვილობისა მან მაინც არ დამაგდო, თუმცა ისეთი განცდა მქოდა, რომ ამაზე მეტად ვეღარ ავიტანდი უფლის სიახლოვეს. ეკლესიაში ლოცვისას კი სამჯერ მოხდა,რომ რაღაც უჩვეულო მდგომარეობაში ვიყავი, უკანასკნელად ეს აღდგომის ლიტურგიაზე იყო, თითქოს ჩავიძირე ჩემს თავში, თითქოს ხელებიდან, ფეხებიდან და მკერდისკენ შევვიწროვდი და თავიდან მკერდისკენ ჩავეშვი, ვიმეორებდი ლოცვას და ყოველგვარი მიწიერი ფიქრი ქრებოდა,2 საათამდე ისე ვიდექი გაჭიმული, რომ მუხლის ჩახრაც არ მინდოდა, სიხარულს ვგრძნობდი,თუმცა ღვთის განცდა ისეთი არ მქონია როგორც ზემოთ აღწერილი ლოცვისას. აღდგომას იესოს ლოცვას არ ვამბობდი, როცა ეს განვიცადე, მაშინ ესე ვლოცულობდი " დიდება აღდგომასა შენსა უფალო". ეს იყო ჩემი ბოლო ლოცვა, როცა კი რამე განვიცადე, მასმერე უკან და უკან წავედი თითქოს გავცივდი, სიცხე მომცა ავადობამ ლოცვის განწყობაც დამაკარგინა და საბოლოოდ უგრძნობელობის ჭაობში ჩავიძირე. ეხლა როცა ვლოცულობ, მთელი ფსალმუნებიც რომ წავიკითხო, თუნდა 3000 იესოს ლოცვა ვთქვა, მაინც მგონია რომ მშიერი ვარ, ამაოა ყველაფერი, არ მილოცია, რადგან ვეღარაფერს განვიცდი, თითქოს ცოცხალ მკვდარი ვარ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვარ შეერთებული. ისე დავეცი, ალბათ მეხსიერებაში, რომ არ მქონდეს ძველი განცდები, ეკლესიაშიც აღარ ვივლიდი, ყველაფერი ტყუილი მეგონებოდა და ყველა ქრისტიანი ფარისეველი, მხოლოდ გარეგნულად მოღვაწე.ეხლა ლოცვაც მეზარება და თუ ვლოცულობ ეს მხოლოდ კანონის შესრულებაა, სპორტსმენი, რომ კარიერას დაასრულებს და მსუბუქ ფიზკულტურაზე გადავა გულმა, რომ არ შეაწუხოს, ისე ვარ. ხან ვფიქრობ, იქნებ ხიბლი იყო ყველაფერი (თან სიცხე იცისო ხიბლმა გამიგია) ან იქნებ ღვთის წყალობა იყო დაუმსახურებლად, რომ მივიღე და ვერ შევიშნოვე, ან იქნებ ღმერთმა გამაძლიერა, რადგან ამ სულიერი დაცემის ჟამს სრულ ურწმუნოებაში არ ჩავვარდნილიყავი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2016, 10:18 PM

ხახაბოელი

თქვენი სახელი არ ვიცი რომ მოგმართოთ 2kiss.gif გთხოვთ აბზაცებით დადოთ ხოლმე პოსტი რომ ადვილად წავიკითხო, ასე მთლიანად ვრცელი პოსტის კითხვა მიჭირს sad.gif აქვე ახალ წელს გილოცავთ საუკეთესო სურვილებით wub.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jan 1 2016, 10:38 PM

ციტატა(marine @ Jan 1 2016, 10:18 PM) *

ხახაბოელი

თქვენი სახელი არ ვიცი რომ მოგმართოთ 2kiss.gif გთხოვთ აბზაცებით დადოთ ხოლმე პოსტი რომ ადვილად წავიკითხო, ასე მთლიანად ვრცელი პოსტის კითხვა მიჭირს sad.gif აქვე ახალ წელს გილოცავთ საუკეთესო სურვილებით wub.gif

გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნას smile.gif გმადლობთ, მეც გილოცავთ, ღვთის წყალობა გქონოდეთ.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2016, 10:42 PM

ციტატა(ხახაბოელი @ Jan 1 2016, 11:38 PM) *

გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნას smile.gif გმადლობთ, მეც გილოცავთ, ღვთის წყალობა გქონოდეთ.


იხარეთ უკუნისამდე rolleyes.gif

ციტატა(ხახაბოელი @ Jan 1 2016, 10:51 PM) *

იესოს ლოცვა მართლაც დიდი რამეა, მის გარეშე სულიერი ცხოვრება თითქოს მხოლოდ გარეგნული ხდება უდაბნოს მიწას ემსგავსები, გამომშრალს, უწყლოს. პირველად რომ წავიკითხე იესოს ლოცვის შესახებ, ვერაფერი გავიგე ალბათ მზად არ ვიყავი მაშინ, თეორიულ დონეზეც კი ვერაფერს მივხვდი. ესე 4 წლის უკან წავიკითხე წიგნი"გულახდილი საუბარი სულიერ მოძღვართან იესოს ლოცვაზე". ძალიან დავინტერესდი ამ თემით და რაც კი წიგნი მოვიძიე მაღაზიებში ყველაფერი წავიკითხე, თან ლოცვას შევუდექი. ვცდილობდი ყველგან მელოცა, სახლში გზაში, სამსახურში. ამ ლოცვამ გამაცოცხლა, ახლად მოქცეულივით , თითქოს ცეცხლი მომედო, გულმხურვალე გავხდი სხვა ყველაფერი მეორე პლანზე გადავიდა როგორც მაშინ პირველად, რომ დავიწყე ტაძარში სიარული.უგრძნობელობიდან გამომიყვანა, წირვიდან წირვამდე დრო საუკუნედ მეჩვენებოდა, რადგან წირვაზე ყველაზე უკეთ გამომდიოდა ლოცვა. მაშინ ქარხანაში ვმუშაობდი, ხშირად ჩამოვჯდებოდი ხოლმე სკამზე და ვლოცულობდი,ვცდილობდი ჩემი უღირსება დამენახა, ხშირად როდესაც ვიტყოდი "იესუ" თითქოს გული გამჭვალავდა. ერთხელაც ესე ლოცვისას ვიგრძენი თითქოს უფალი აქვე იყო ჩემთან, ჩემში, ჩემს გარეთაც და ყველაფერში, თითქოს მომიახლოვდა, ცრემლი მომდიოდა და ლოცვას ვაგრძელებდი, ერთდროულად ვგრძნობდი ტკივილს და სიხარულს. ვგრძნობდი ჩემს უღირსებას და მიკვირდა უფლის ასეთი მოწყალება, რომ მიუხედავად ჩემი ცოდვილობისა მან მაინც არ დამაგდო, თუმცა ისეთი განცდა მქოდა, რომ ამაზე მეტად ვეღარ ავიტანდი უფლის სიახლოვეს. ეკლესიაში ლოცვისას კი სამჯერ მოხდა,რომ რაღაც უჩვეულო მდგომარეობაში ვიყავი, უკანასკნელად ეს აღდგომის ლიტურგიაზე იყო, თითქოს ჩავიძირე ჩემს თავში, თითქოს ხელებიდან, ფეხებიდან და მკერდისკენ შევვიწროვდი და თავიდან მკერდისკენ ჩავეშვი, ვიმეორებდი ლოცვას და ყოველგვარი მიწიერი ფიქრი ქრებოდა,2 საათამდე ისე ვიდექი გაჭიმული, რომ მუხლის ჩახრაც არ მინდოდა, სიხარულს ვგრძნობდი,თუმცა ღვთის განცდა ისეთი არ მქონია როგორც ზემოთ აღწერილი ლოცვისას. აღდგომას იესოს ლოცვას არ ვამბობდი, როცა ეს განვიცადე, მაშინ ესე ვლოცულობდი " დიდება აღდგომასა შენსა უფალო". ეს იყო ჩემი ბოლო ლოცვა, როცა კი რამე განვიცადე, მასმერე უკან და უკან წავედი თითქოს გავცივდი, სიცხე მომცა ავადობამ ლოცვის განწყობაც დამაკარგინა და საბოლოოდ უგრძნობელობის ჭაობში ჩავიძირე. ეხლა როცა ვლოცულობ, მთელი ფსალმუნებიც რომ წავიკითხო, თუნდა 3000 იესოს ლოცვა ვთქვა, მაინც მგონია რომ მშიერი ვარ, ამაოა ყველაფერი, არ მილოცია, რადგან ვეღარაფერს განვიცდი, თითქოს ცოცხალ მკვდარი ვარ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვარ შეერთებული. ისე დავეცი, ალბათ მეხსიერებაში, რომ არ მქონდეს ძველი განცდები, ეკლესიაშიც აღარ ვივლიდი, ყველაფერი ტყუილი მეგონებოდა და ყველა ქრისტიანი ფარისეველი, მხოლოდ გარეგნულად მოღვაწე.ეხლა ლოცვაც მეზარება და თუ ვლოცულობ ეს მხოლოდ კანონის შესრულებაა, სპორტსმენი, რომ კარიერას დაასრულებს და მსუბუქ ფიზკულტურაზე გადავა გულმა, რომ არ შეაწუხოს, ისე ვარ. ხან ვფიქრობ, იქნებ ხიბლი იყო ყველაფერი (თან სიცხე იცისო ხიბლმა გამიგია) ან იქნებ ღვთის წყალობა იყო დაუმსახურებლად, რომ მივიღე და ვერ შევიშნოვე, ან იქნებ ღმერთმა გამაძლიერა, რადგან ამ სულიერი დაცემის ჟამს სრულ ურწმუნოებაში არ ჩავვარდნილიყავი.


ხშირად ეზიარეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ყველაფერი გამოსწორდება smile.gif იესოს ლოცვა მოძღვრის კურთხევით ილოცეთ.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jan 1 2016, 10:53 PM

ციტატა(marine @ Jan 1 2016, 10:42 PM) *

იხარეთ უკუნისამდე rolleyes.gif
ხშირად ეზიარეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ყველაფერი გამოსწორდება smile.gif იესოს ლოცვა მოძღვრის კურთხევით ილოცეთ.
მადლობა რჩევისათვის, ვეცდები მოვიხსნა ბორკილები და ქრისტეს ვეზიარო. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 11:27 AM

ციტატა(ხახაბოელი @ Jan 1 2016, 11:53 PM) *

მადლობა რჩევისათვის, ვეცდები მოვიხსნა ბორკილები და ქრისტეს ვეზიარო. smile.gif

mpua.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2016, 12:55 PM

"იესოს ყოველ ლოცვაზე ღმერთი სულს უხმოდ პასუხობს: "მე შენთან ვარ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2016, 12:49 PM

"1906 წელს წმინდა სამების ლავრის საავადმყოფოში 96 წლისა გარდაიცვალა სქემმონაზონი ისააკი. სიკვდილის წინ მას ეშმაკებმა ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადეს მისი დიდი ღვაწლისა და იესოს ლოცვის გამო, რომელსაც ის სრულიად დაბრმავებული, განუწყვეტლივ, გონებით ასრულებდა. ეს კი, ჩანს, რომ ეშმაკს ძალზე არ მოსწონდა".

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 15 2016, 03:19 PM

ციტატა(marine @ Nov 7 2015, 10:48 PM) *

"იოანე კიბისაღმწერელი (VII საუკუნე) გვასწავლის, რომ იესოს სახელი მლოცველის სუნთქვაზე უნდა იყოს "მიწებებული".

ლოცვა როგორ იქნება მიწებებული სუნთქვაზე? blink.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Feb 15 2016, 04:26 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 15 2016, 03:19 PM) *

ლოცვა როგორ იქნება მიწებებული სუნთქვაზე? blink.gif

როგორ და რამდენსაც ჩაისუნთქავ იტყვი ლოცვას,ამოისუნთქავ და გაიმეორებ.ვინც ასე ლოცულობს ის ლოცვის გარეშე არ სუნთქავს.

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 15 2016, 04:32 PM

ციტატა(ხახაბოელი @ Feb 15 2016, 04:26 PM) *

როგორ და რამდენსაც ჩაისუნთქავ იტყვი ლოცვას,ამოისუნთქავ და გაიმეორებ.ვინც ასე ლოცულობს ის ლოცვის გარეშე არ სუნთქავს.

ხახაბოელი

შეუძლებელია ადამიანმა ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ილოცოს, რომ აღარაფერი ვთქვათ მასე მოქცევის არასაჭიროებაზე.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 15 2016, 10:26 PM

რა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა , ღმერთი დესპოტი ხომ არ გგონიათ?! როცა გინდა მაშინ ილოცე და როცა გული გაგიწევს მაშინ ილოცე რადგან უფალს სიამოვნებს ის ლოცვა რომელიც გულიდან მოდის! ჯობია დღეში ერთხელ ილოცო და გულით , ვიდრე 7 გზის მოვალეობის მოხდის მიზნით !

ლოცვის სიხშირე ესაა მორწმუნე ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის მაჩვენებელი. თუ შეგიძლია დღეში ბევრჯერ მოუხმო უფალს გულით , ეს იმას ნიშნავს რომ შენ ახლოს ხარ უფალთან. მე პირადად დღეში ერთ ლოცვას ვამბობ და ძალიან იშვიათია როცა 2 ან 3 ს , ანუ მე უფლისგან ძალიან შორს ვარ sad.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Feb 15 2016, 11:16 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 15 2016, 04:32 PM) *

ხახაბოელი

შეუძლებელია ადამიანმა ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ილოცოს, რომ აღარაფერი ვთქვათ მასე მოქცევის არასაჭიროებაზე.

ეგ შეუძლებელი არ არის,ბევრი ქრისტიანი ლოცულობდა და ლოცულობს ასე.საჭირო კი ისაა რაც შენს სულს ნებავს,თუ ღმერთია შენთვის ყველაფერი მისით სუნთქავ,იძულებით კი არავინ გაიძ
ულებს.

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 15 2016, 10:26 PM) *

რა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა , ღმერთი დესპოტი ხომ არ გგონიათ?! როცა გინდა მაშინ ილოცე და როცა გული გაგიწევს მაშინ ილოცე რადგან უფალს სიამოვნებს ის ლოცვა რომელიც გულიდან მოდის! ჯობია დღეში ერთხელ ილოცო და გულით , ვიდრე 7 გზის მოვალეობის მოხდის მიზნით !

ლოცვის სიხშირე ესაა მორწმუნე ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის მაჩვენებელი. თუ შეგიძლია დღეში ბევრჯერ მოუხმო უფალს გულით , ეს იმას ნიშნავს რომ შენ ახლოს ხარ უფალთან. მე პირადად დღეში ერთ ლოცვას ვამბობ და ძალიან იშვიათია როცა 2 ან 3 ს , ანუ მე უფლისგან ძალიან შორს ვარ sad.gif
განუწყვეტელ ლოცვას არავინ გაიძულებს,თუმცა წმინდა წერილში არის მოწოდება მოუკლებელ ლოცვაზე. ხო ყველა იმდენს ლოცულობს რამდენიც სურს,ზოგს კი მუდამ სურს და ღმერთში ცხოვრობს,მისით სუნთქავს.
7

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 15 2016, 11:17 PM

ციტატა(ხახაბოელი @ Feb 15 2016, 11:10 PM) *
ციტატა
ხახაბოელი

შეუძლებელია ადამიანმა ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ილოცოს, რომ აღარაფერი ვთქვათ მასე მოქცევის არასაჭიროებაზე.

ეგ შეუძლებელი არ არის,ბევრი ქრისტიანი ლოცულობდა და ლოცულობს ასე.

ხახაბოელი

ნეტაი მართლა გჯერა ეხლა რასაც მანდ წეეერ? blink.gif
ტვალეტში რო შედიან და მოისაქმებენ მაშინაც ყოველ ამოსუნთქვა-ჩასუნთქვისას ლოცულობეენ? blink.gif
საერთოთ უკვირდები მაინც რას წეერ? გაიაზრე რაა და ისე დაწერე ეგ რაღაცეები. რახანც იოანე კიბისაღმწერელმა თქვა ეგ, ეგრევე კი არ უნდა დაიჯერო, ცოტა ჭკუაც დაატანე რასაც გასწავლიან სადაც გასწავლიან.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Feb 16 2016, 11:26 AM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 15 2016, 11:17 PM) *

ეგ შეუძლებელი არ არის,ბევრი ქრისტიანი ლოცულობდა და ლოცულობს ასე.

ხახაბოელი

ნეტაი მართლა გჯერა ეხლა რასაც მანდ წეეერ? blink.gif
ტვალეტში რო შედიან და მოისაქმებენ მაშინაც ყოველ ამოსუნთქვა-ჩასუნთქვისას ლოცულობეენ? blink.gif
საერთოთ უკვირდები მაინც რას წეერ? გაიაზრე რაა და ისე დაწერე ეგ რაღაცეები. რახანც იოანე კიბისაღმწერელმა თქვა ეგ, ეგრევე კი არ უნდა დაიჯერო, ცოტა ჭკუაც დაატანე რასაც გასწავლიან სადაც გასწავლიან.
ძმობილო მე შენს კითხვაზე პასუხის გასაცემად დავაკომენტარე აქ და არა იმისათვის რო ჭკუაზე მარიგო,რა დავიჯერო და რა არა.თუ გგონია,რო მე მარტო წაკითხულიდან გელაპარაკები ძალიან ცდები,ოდესღაც მეც მაქვს ამის მსგავაი თავზე გამოცდილი.საერთოდ კამათი ადიამიანს სულიერ ზიანს აყენებს,ამიტომ აღარ ვისურვებდი თემის გაგრძელებას.


პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 16 2016, 03:48 PM

ციტატა(ხახაბოელი @ Feb 16 2016, 11:26 AM) *

ძმობილო მე შენს კითხვაზე პასუხის გასაცემად დავაკომენტარე აქ

ხახაბოელი

სისულელეს რო დააკომენტარეფ პასუხსაც შესაბამისს მიიღე ხოლმე და ნუ გაგიკვირდება.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Feb 16 2016, 04:31 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 16 2016, 03:48 PM) *

ხახაბოელი

სისულელეს რო დააკომენტარეფ პასუხსაც შესაბამისს მიიღე ხოლმე და ნუ გაგიკვირდება.

ქრისტიანები ქრისტესთვის სულელნი ვართ,მისთვის სულელნი კი უბრძენეს ყოველთა კაცთა არიან.ვისაც სული წმინდა არ მიუღია, მისთვის ყოველი სიბრძნის სიტყვა სიცოფეა.ღმერთმა მშვიდობა მოგცეს და სიბრძნის გზაზე გატაროს.

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 16 2016, 04:44 PM

ციტატა(ხახაბოელი @ Feb 16 2016, 04:31 PM) *

ქრისტიანები ქრისტესთვის სულელნი ვართ,მისთვის სულელნი კი უბრძენეს ყოველთა კაცთა არიან.ვისაც სული წმინდა არ მიუღია, მისთვის ყოველი სიბრძნის სიტყვა სიცოფეა.ღმერთმა მშვიდობა მოგცეს და სიბრძნის გზაზე გატაროს.

ხახაბოელი

აბა ჩაუკვირდი რასაც გეტყვი. წამროიდგინე ქრისტიანს რაც მოადგება პირზე ყველა სისულელე წამოროშოს. მერე ზედ მიაყოლოს ის სიტყვები რაც შენ დაწერე. როგორ ფიქროფ ჭკვიანი გამოვა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 05:29 PM

ათონის მთაზე იყვნენ და არიან წმინდა ბერები, რომლებიც ამ ღვაწლს ტვირთულობენ, ანუ ლოცულობენ სუნთქვასთან ერთად. ვისაც დაწვრილებით სურს ამ თემაზე იცოდეს, შეუძლია გაეცნოს ლიტერატურას მათი ცხოვრების შესახებ.

რაც შეეხება ლოცვას საპირფარეშოში, ლოცვა ყველგან და ყოველ წუთს შეიძლება დგახარ თუ წევხარ და თუნდაც საპირფარეშოში რომ ხარ, რადგან ამ დროს ლოცვა ზეცაში ადის უფალთან, გარეგანსავალი კი ქვემოთ ჩადის, ასე რომ მათი გადაკვეთა არ ხდება.

პოსტის ავტორი: ალაჰუ-აქბარ თარიღი: Feb 16 2016, 05:38 PM

ციტატა(marine @ Feb 16 2016, 05:29 PM) *

ათონის მთაზე იყვნენ და არიან წმინდა ბერები, რომლებიც ამ ღვაწლს ტვირთულობენ, ანუ ლოცულობენ სუნთქვასთან ერთად. ვისაც დაწვრილებით სურს ამ თემაზე იცოდეს, შეუძლია გაეცნოს ლიტერატურას მათი ცხოვრების შესახებ.

რაც შეეხება ლოცვას საპირფარეშოში, ლოცვა ყველგან და ყოველ წუთს შეიძლება დგახარ თუ წევხარ და თუნდაც საპირფარეშოში რომ ხარ, რადგან ამ დროს ლოცვა ზეცაში ადის უფალთან, გარეგანსავალი კი ქვემოთ ჩადის, ასე რომ მათი გადაკვეთა არ ხდება.

marine

შენ მართლა გჯერა რო საპირფარეშოში მოსაქმების დროსაც ლოცულობენ თქვენი ბერებიიი? blink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 02:17 PM

"უფალი ყველგან შეიწირავს ჩვენს ლოცვას და არ უარყოფს მას ლოცვისთვის შეუფერებელი ადგილის გამო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 03:25 PM

"იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. ერთი შეხედვით თითქოს ეს მარტივია. იესოს ლოცვა თავისთავად არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორც სხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად, გარეგნულადაც. მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 04:12 PM

"თუ ხელსაქმის დროს გაგიჩნდათ ლოცვის სურვილი, ეს ღვთის წყალობაა. ილოცეთ და თან იმუშავეთ. ნანობთ, რომ ვერ იმეორებთ იესოს ლოცვას? ეს გრძნობა, უნდა არსებობდეს თქვენში ნებისმიერი საქმიანობის დროს... და როცა თქვენ ლოცულობთ იესოს ლოცვით, გააგრელეთ ეს საქმიანობა და ეს ლოცვა მთლიანად მოგიცავთ თქვენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2016, 09:23 PM

"იესოს ლოცვა ყველა ლოცვის საფუძველია, ამიტომ სკვნილი არის წიგნთა წიგნი, ესაა გალობა, ამა სოფლის გზაზე რომ მიგვაცილებს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:37 PM

"დახედე ხელზე. ხუთი თითი გაქვს და არა ექვსი. ცერა თითს "უფალი" დაუძახე, საჩვენებელს - "იესუ", შუა თითს - "ქრისტე", არათითს - "ძეო", ნეკს კი "ღვთისაო". მარადღე მოიგონე ამ თითების აზრი და იმეორე ქრისტე მეუფეს უტკბილესი სახელი, მაშინ ნებისმიერ სამუშაოს, სიხარულითა და მსუბუქად შეასრულებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2016, 01:02 PM

"ექვსი საათი მოუკლებლად იმეორებდა იესოს ლოცვას. იჯდა პატარა ხის სკამზე და გონებას გულში აკავებდა. ეს გახლდათ განსაკუთრებული ფორმის დაძაბული სულიერი მოღვაწეობა,რომელსაც მოსაგრე სხვა მონაზვნურ მოვალეობათა გარდა, მიეცემოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 01:23 PM

ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 16 2016, 06:38 PM) *

marine

შენ მართლა გჯერა რო საპირფარეშოში მოსაქმების დროსაც ლოცულობენ თქვენი ბერებიიი? blink.gif

„ერთმა ახალგაზრდამ შესჩივლა, - როცა საჭირო ოთახში მივდივარ, სიძვის დემონი მებრძვისო.
- ებრძოლე შენც, ლოცვა წარმოთქვი სწრაფად და მოუკლებლად.
- მაგრამ განა შეიძლება ტუალეტში ლოცვა?
-ვინ გითხრა, რომ არ შეიძლება? განა არ ამბობს მოციქული: მოუკლებლად ილოცევდითო? მებრძვი შენ? გებრძვი მეც. გულისთქმებს მომივლენ? მე მათ ლოცვით განვდევნი.
განა არ იცი, ერთმა ყმაწვილმა, ბევრი ლოცვით სატანა რომ შემუსრა? ერთხელ მაცთური გამძვინვარდა მისი გულმოდგინე ლოცვის გამო. როცა ყმაწვილი საჭირო ოთახში წავიდა, მან საბაბი იპოვა, გამოეცხადა და უთხრა: - არ გრცხვენია, საჭირო ოთახში რომ ლოცულობო? ყმაწვილმა უპასუხა: - დიახ, საჭირო ოთახში ვლოცულობ, რათა ყოველივე უსარგებლო განვაგდო ჩემი სულიდანო. შერცხვენილი სატანა კვამლად გადაიქცა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 01:45 PM

„ამის მერე ახალგაზრდა სულიერად გაცოცხლდა. განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას, ყოველღამე ლოცვაში ათენებდა და ორ-სამ თვეში მამა იოსების ხელმძღვანელობით ცეცხლის ალს მიემსგავსა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 07:26 PM

"ყველაზე იდეალური სჯული კი კვლავ ლოცვაა. ეს თავხედი გონება უნდა აიძულო, რომ როგორმე ლოცვის სიტყვებს ჩაეკიროს, შევიწროვდეს ამ არეალში. განსაკუთრები ეს იესოს ლოცვას უყვარს. ის პატარაა თავისი მოცულობით, მაგრამ ამ ლოცვით მთელი ცნობიერება ერთგვარი სოლივით ხდება. ეს სოლი, რომელსაც გასაქანი არ აქვს არც იქით, არც აქეთ და მხოლოდ ლოცვის სიტყვებშია ჩაკირული, ხდება რა უაღრესად მიზანმიმართული და ძლიერი, პირდაპირ უნდა გაატარო საკუთარ გულში. მაშინ გული გათავისუფლდება ამქვეყნიურ გრნობათა არაწმინდებისაგან, რომელიც თითოეულ ჩვენგანში არსებობს. ის განიწმინდება იესოს სიტყვით. იესოს სიტყვა უძლეველია!"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 02:53 PM

"ბერი იოსები გამუდმებით ამბობდა იესოს ლოცვას და მასთან სიახლოვე ამის გამო ბედნიერების მომგვრელი იყო ნებისმიერისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 08:55 PM

"წმინდა მამები ამბობენ:

"ვინც გულში იესოს ლოცვას ასრულებს, ის მეფის ტახტთან მისულა და ესაუბრება მას, ხოლო ვინც წიგნიდან კითხულობს ლოცვებს, ის თითქოს შორიდან, კარიდან უხმობს მეფესო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 01:47 PM

"ეშმაკი ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მოგცემს, ყოველი ნაბიჯისთვის უნდა იბრძოლოთ. გახსოვთ, ებრაელებმა როგორ ააშენეს ტაძარი? ცალ ხელში ბარი ეჭირათ, მეორეში - მახვილი. ერთი მხრივ უნდა აღასრულოთ სახარებისეული მცნებები, მეორე ხელით კი - მტერი მოიგერიოთ, იბრძოლოთ თითოეული ნაბიჯისთვის... ეს მახვილი კი იესოს ლოცვაა".

/წმ. ბარსანოფი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2016, 12:25 PM

"თუ ფსალმუნსა და სხვა ლოცვებს კითხულობ და ამ დროს შენს გულში გაიღვიძებს იესოს ლოცვა, მაშინ დაუტევე ყველა ლოცვანი, გვერდზე გადადე წიგნი და ყური უგდე იესოს ლოცვას, ვიდრე მისით სული არ გაძღება და თავისთავად არ შეწყდება ლოცვა".

/მიტორპოლიტი ზინობი (მაჟუგა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2016, 10:12 PM

"იესოს ლოცვა ძალზე ძლიერი ლოცვაა, მაგრამ შესაძლოა ისიც კი ზედაპირული, მხოლოდ გონებაში გამავალი დარჩეს და გულამდე ვერ ჩააღწიოს".

/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 11:42 AM

"ბერი ვიტალი (შემდგომში სქემარქიმანდრიტი, სიდორენკო) ამბობდა:

"როცა პირველად მოვინახულე მეუფე ზინობი [მაჟუგა], ვიხილე, მას იესოს ლოცვა განუწყვეტლივ უმოძრავებდა გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 11:42 AM

"ბერი ვიტალი (შემდგომში სქემარქიმანდრიტი, სიდორენკო) ამბობდა:

"როცა პირველად მოვინახულე მეუფე ზინობი [მაჟუგა], ვიხილე, მას იესოს ლოცვა განუწყვეტლივ უმოძრავებდა გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 12:44 PM

"ვასილი თავს იესოს ლოცვის გამუდმებული აღვლენით სრულყოფდა, ცდილობდა, დაეცვა გონების სიწმინდე და წინ აღდგომოდა ცოდვიან ზრახვებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 12:06 PM

"როდესაც ყოველგვარი ზრახვა განდევნილია და გული განწმენდილია, იქ მხოლოდ ლოცვები მკვიდრობს. აი, რატომ არის, რომ "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" მოკლე და ლაკონურ ლოცვად (მონოლოგისტად) მიიჩნევა".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 10:53 PM

"ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი - ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: "უფალი იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 10:26 AM

"უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ეს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე სწრაფად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს და სულ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.

როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 01:05 PM

"იესოს ლოცვა - ფსიქოსომატური ლოცვა, შემადგენელია ისიქაზმისა (Hesychastes - მშვიდი). გულისმიერი ლოცვის რთული ასკეტური სისტემა, სუნთქვის რეგულაციით, რომლის დროსაც მონაწილეობს ადამიანის მთელი არსება (სული და სხეული), მიიღწევა განწმენდა ქვენა ინსტინქტებისგან და ვნებათა დაცხრომა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2016, 10:42 PM

"უნდა ვისწრაფოდეთ ყველაფერი ძვირფასის შესანარჩუნებლად, ხოლო ყველაზე ძვირფასი ჭეშმარიტად არის ის, რაც ჩვენ გვიცავს ბოროტისაგან, როგორც გრძნობის მიერ, ასევე აზრობრივად. ასეთი არის გონების დაცვა იესო ქრისტეს ლოცვით, ყოველთვის ვიცქირებოდეთ გულის სიღრმეში და მარად მშვიდი გონება გვქონდეს, რათა მომხიბლავი აზრებისგან დავიცვათ თავი, მასთან ერთად ქურდი რომ არ შემოგვეპაროს".

/ისიხი,იერუსალიმელი პრესვიტერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2016, 11:16 AM

"როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ უფრო სწორედ თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი შეგვიძლია".

/ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2016, 09:45 PM

"მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ადამიანი, რომელიც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 10:33 AM

"წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის რჩევით: "ძილს რომ დააპირებ, "იესოს ლოცვით დაიძინე, შეაჩვიე თავი იმას, რომ გაღვიძებისას შენი პირველი აზრი, სიტყვა და საქმე "იესოს ლოცვა" იყოს... საეკლესიო მსახურებისას სასარგებლოა "იესოს ლოცვით" ლოცვა. ის იცავს გონებას გაფანტულობისაგან, შეეწევა ადამიანს საეკლესიო გალობისა და კითხვის შესმენაში. შეეცადე, ისე შეეჩვიო "იესოს ლოცვას", რომ იგი შენს განუწყვეტელ ლოცვად იქცეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 04:08 PM

"იესოს ლოცვისთვის" მაიძულებელ სულს ამ ლოცვით ყველაფრის მოპოვება შეუძლია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2016, 11:35 AM

"თვითონ მხურვალე მლოცველი მამა ანატოლი [ოპტელი] დედებს შთააგონებდა, მოუკლებლად ემეორათ იესოს ლოცვა და თან გულის სიწმინდე დაემარხათ. იესოს ლოცვას ცხონებისთვის ის მთავარ საშუალებად თვლიდა: "ყველაფერს სჯობია თქვენ ნორჩ გულებზე გამოხატოთ უფლის უტკბილესი სახელი - ნათელმომფენი იესოს ლოცვა. მაშინ იგემებ აღმატებულ სიხარულს და მხიარულებას! როცა გულში იესუ განმყარდება, აღარ მოგინდება არც არა იესუსალიმი. რამეთუ თვით მეუფე, თავის ყოვლადწმინდა დედასთან და ყველა ანგელოზსა და წმინდანთან ერთად, მოვა და დავიანებს შენთანო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2016, 08:23 PM

"იესოს ლოცვით და ამ ლოცვის სამჯერ თქმის შემდეგ ქრება ეშმაკი".

/ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 11:10 PM

"არავინ დაკარგოს იმედი, თუ იესოს ლოცვის დროს მადლის მოქმედებას ვერ შეიგრძნობს".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2017, 11:12 PM

"თვითონ ღირსი მამის [აკაკი კავსოკალიველი] შეხედვაც კი საოცრად მოქმედებდა სტუმარზე, უმშვიდებდა მათ სულსა და გულს. იესოს სახელი ყოველთვის გონებაში ჰქონდა და იმეორებდა, ხანდახან როცა ბაგეებით იესოს ლოცვის თქმა მოუხდებოდა, თითქოს მისი ბაგეებიდან ცეცხლი გამოვარდაო, ამ ხილვის ღირსი არაერთხელ შეიქნა ერთ ღვთისმოსავი მღვდელ-მონაზონი სილიბისტრო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 10:17 PM

"ანდრიამ იღუმენს სთხოვა ერჩია, როგორც ეცხოვრა და როგორ ცხონებულიყო. მამა ალექსიმ მას იესოს ლოცვაზე მოუთხრო - იგი ყოველთვის გულში, მეხსიერებასა და ბაგეებზე გქონდესო. ასევე უთხრა, თვით ეს ლოცვა იქნება შენთვის წინამძღოლიო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2017, 12:32 PM

"გულში იესოს ლოცვით ღვთაებრივი სითბო დავიგროვოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 11:06 PM

"იესოს ლოცვისას უნდა შევიდეთ საკუთარ თავში და იქ ვიყოთ".

/სქემარქიმანდრიტმა სერაფიმემ (რომანცევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 08:52 PM

"წმინდა მამა [ღირსი პაფნუტი ბოროვსკელი] მოწაფეებს, რომელთა შორისაც წმინდა იოსებ ვოლოცკიც (ხსენება 9 სექტემბერს) გახლდათ, ყოვლის უჩივლელად და უსიტყვოდ დათმენისკენ მოუწოდებდა, ხოლო როდესაც ერთმა თვალდაზიანებულმა მონაზონმა მიაკითხა, - მიშველეო, პაფნუტიმ იესოს ლოცვის ათასგზის წაკითხვა ურჩია.

სნეულს ლოცვა ჯერ სანახევროდაც არ გაესრულებინა, თვალი რომ განუმრთელდა და როდესაც მადლობის სათქმელად მოძღვარს მიაკითხა, ღირსმა მამამ შეაჩერა და დაუყოვნებლივ ლოცვის დასრულება უბრძანა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2017, 11:12 AM

"მამა გიორგი მიჰყვებოდა წმინდა მამათა სწავლებებს და იესოს ლოცვას, სუნთქვასთან შეაერთებდა, მაგრამ ბევრი მონაზვნისგან განსხვავებით, იესოს ლოცვას ოთხ თანაბარ ნაწილად ყოფდა. "უფალო იესო ქრისტე" - წარმოთქვამდა ჩასუნთქვისას, "ძეო ღვთისაო" - იტყოდა ამოსუნთქვისას, "შემიწყალე" - იტყოდა და კვლავ ჩაისუნთქავდა, "მე ცოდვილის" - თქმისას ამოისუნთქავდა. ამბობდა, ასე უფრო მეადვილება იესოს ლოცვის წარმოთქმაო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2017, 09:07 PM

"თუ სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესოს ლოცვის განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტული, მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის სითბომდე. ხშირი განმეორების დროს ლოცვა იხვეწება და ჩვეულებაში გადადის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:34 PM

"რამდენადაც გონებამოკრეფილი ხარ, იმდენადვე გექნება იესოს ლოცვის სურვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2017, 10:16 AM

"იესოს ლოცვის მომპოვებელი სულნი ერთმანეთს სცნობენ და ერთი სიტყვითაც უგებენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:25 PM

"შეუწყვეტელ, თბილ, სიტკბოთი და სიხარულით აღსავსე იესოს ლოცვას მოჰყვება გულის სივრცის ავსება მხიარული სიწყნარით. გულის მთლიანად განმწმენდელი არის უფალი იესო ქრისტე - ძე ღვთისა და თავად ღმერთი, ყოველივე კეთილის მოქმედი, რამეთუ თვითონ მან თქვა: "მე ვარ უფალი, ყოვლის შემოქმედი".

/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 03:16 PM

"იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ გონებაში მუდამ გვექნება მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე (მხოლოდ ერთი, ერთადერთი საქმე უნდა შევასრულოთ მუდამ - იესო ქრისტეს სახელის მოწოდება), მხურვალე გულით შევღაღადებთ მას, შეწევნაც არ დააყოვნებს.

ხშირი ვარჯიშისმიერი გამოცდილება მტკიცეა. ასეთ მდგომარეობას მიღწეული გონება უკვე თავად ეძებს თავის მტრებს, როგორც მონადირე ძაღლი კურდღელს ბუჩქებში, მაგრამ ის ეძებს იმისთვის, რომ შეჭამოს, ხოლო ჩვენს შემთხვევაში, რათა განდევნოს და გაანადგუროს".

/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:58 PM

"როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს".

/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2017, 07:18 PM

"როგორც ჰაერში ვერ გამოვწერთ ასოებს, არამედ საჭიროა მყარი სხეული, რათა მალე არ წაიშალოს სიტყვები, ასევე უკიდურესი სიფხიზლით უნდა შევასრულოთ იესოს ლოცვა, რათა სიფხიზლე, ეს მშვენიერი სათნოება, უფალთან იყოს შეერთებული და მისით, წარუშლელად აღიბეჭდოს ჩვენში საუკუნოდ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:26 PM

"იესოს ლოცვა ვიმეოროთ! ლოცვა სულს ლმობიერებას ანიჭებს. მას ყველა უყვარდება, ყველა კეთილად ეჩვენება და, ამრიგად, აღარაფერი აწუხებს".

/იღუმენია თეოსემნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 09:08 PM

"იესოს ლოცვა არ შორდებოდა მათ ბაგეებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 11:42 AM

"მთლიანად მივუძღვენი თავი იესოს ლოცვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:21 AM

"თუ ცხოვრება კაცისა მწირობაა, მაშინ იესოს ლოცვა სიმღერაა მგზავრისა, სიმღერა ოდესღაც დაკარგულ ზეცაზე და კვლავ დაბრუნებულ სამოთხეზე."

"ხატის ოქროსფერი ფონი მარადისობას ნიშნავს. შინაგანი ხატისთვის - იესოს ლოცვისთვის ასევე საჭიროა ფონი, შინაგანი მყუდროება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:09 AM

"დილიდან გულის კართან დადექი და მტერი იესოს სახელით დაამარცხე!"

/ფილოთეოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 11:01 AM

"ნუ დავიზარებთ იესოს ლოცვის მუშაკობას. ქრისტე ნებისმიერ დროს გარდამოდის ჩვენთან სასაუბროდ, ჩვენ კი გულგრილობას ვიჩენთ? რამდენიც არ უნდა ესაუბროს კაცი ქრისტეს, ანუ რამდენიც არ უნდა ილოცოს, ის ამას არასოდეს ინანებს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 09:15 PM

"მამა პაისი [ათონელი] ლაპარაკობდა იმ საფრთხეზე, რომელიც შეემთხვევა იესოს ლოცვის მომმუშაკებელს, და იმავდროულად აღნიშნავდა მის შეგნებულ მიზანსაც:

"დღეს იესოს ლოცვა მოდაში შემოვიდა. ზოგიერთის ფიქრით, იესოს ლოცვა ნირვანაა. იწყებენ იესოს ლოცვას და სხვა არაფერი ახსოვთ, ოღონდ დამშვიდდნენ. ცდილობენ ლოცვას, ასტკივდებათ თავი. მომართულებივით კითხულობენ ლოცვას, მაგრამ განა საათები ვართ? აბა, ეს რა ლოცვაა: ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ? ასეთი ლოცვა არ განგვძარცვავს ძველ კაცს.

გრძნობით შევასრულოთ იესოს ლოცვა. ქრისტესთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ ცოდვების აღიარებას. ის ჩვენგან ამას ელოდება. მაგრამ როცა შევიგრძნობთ საკუთარ ცოდვებს, იმედიც არ უნდა დავკარგოთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 09:35 PM

"ერთმა ძმამ ჰკითხა მეორეს: ვინ გასწავლა იესოს ლოცვა? - მან კი უპასუხა: ეშმაკებმა. ეგ როგორ? - აი ასე: ისინი ცოდვილი აზრებით მოსვენებას მიკარგავენ, მე კი სულ ვლოცულობდი და ვლოცულობდი, ასე მივეჩვიე ლოცვას".

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2017, 10:39 AM

"იესოს ლოცვაზე ამბობდა [ღირსი პაისი ათონელი]: "ყოვლისშემძლეა სახელი ქრისტესი. იესოს ლოცვა ეშმაკის წინააღმდეგ საშინელი იარაღია..." მამა პაისის ჰკითხეს: "რა დაგვეხმარება იესოს ლოცვის შესრულებაში?" ბერმა უპასუხა: "საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება, ბოძებული ნიჭების გამო ღვთისადმი მადლიერება დაგვეხმარება, იესოს ლოცვა ღვთისმოშიშებით აღვასრულოთ და არა მექანიკურად, შემდეგ კი ლოცვა ჩვევად გვექცევა.

როცა შევიგრძნობთ საკუთარ თავს და ვიფიქრებთ ჩვენს უმადურობაზე, მოგვინდება, იესოს ლოცვა ვილოცოთ. როცა იმ მდგომარეობაში მივალთ, რომ გაღვიძებულნი განვაგრძობთ წარმოთქმას იესოს ლოცვისა, რომელსაც ძილში ვლოცულობთ, ნიშნავს, რომ ჩვენი სულიერი ჰორიზონტი გაანათა სულიერი განთიადის პირველმა ალერსიანმა სხივებმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 10:21 AM

"თუ შენში იესოს უწყვეტი ლოცვა გაჩნდება და მასთან ერთად წმინდა წერილში განისწავლები, მაშინ აგეხილება სულიერი თვალები და იქნება ისეთი დიდი სიხარული და, რაღაც გამოუთქმელი გრძნობა მხურვალე სულიერი სითბოსაგან და სხეულისაგან, რომ ადამიანი, მთლიანად სულიერი გახდები".

/აბბა ფილიმონ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:37 PM

"ჩამარცვლავდა ხოლმე სკვნილს და იესო ლოცვას ამოიტყოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:16 PM

"საკუთარ მოძღვარს ვუთხარი: - მამაო, თუ იესოს ლოცვას წავიკითხავ, ჯოჯოხეთში წასვლისაც არ მეშინია-მეთქი. იმდენი სიტკბოება, იმდენი სიხარული ძევს ამ პატარა ლოცვაში. პატარაა ეს ლოცვა, მაგრამ რამხელა ძალა აქვს. როცა მას წართქვამ, ჯოჯოხეთისაც კი არ გეშინია. მას ჯოჯოხეთშიც კი წავიკითხავ. დაგვიჯერეთ, რადგან ჩვენ ყოველივე ეს გამოვიარეთ და თქვენ გადმოგეცით".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 07:22 PM

"სულიერი სრულყოფილებისთვის საჭიროა გონებისმიერი ლოცვის შეძენა. წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "მტერი მოგცემთ ყველაფერს, რაც გინდათ - მღვდელმონაზვნობას, ხელმწიფეობას, წინამძღვრობას, თვით პატრიარქობასაც კი, ოღონდ იესო ლოცვა არ მოგცეთ (არ შეიძინოთ)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2018, 01:18 PM

"ერთ მეუდაბნოე მამას უყვარდა იესოს ლოცვის აუჩქარებლად წაკითხვა. ამბობდა, ახალგაზრდობაში ვცდილობდი, მალევე ჩამემთავრებინა კანონი. ერთხელ მოძღვარმა დამინახა, რომ სკვნილს სწრაფად ვმარცვლავდი და მაკურთხა, კანონის ასრულებისთვის განსაზღვრული საათები გამომეყო, ამ დროს იესოს ლოცვა მეკითხა და ყურადღება არ მიმექცია წაკითხული ლოცვების რაოდენობისთვის. დავყევი მის რჩევას და უფრო ჩაღრმავებით დავიწყე ლოცვაო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2018, 09:24 AM

"თითოეულ იესოს ლოცვაზე ღმერთი უჩუმრად პასუხობს სულს: "მე შენთან ვარ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:47 PM

"სქემიღუმენმა საბამ [ოსტაპენკო] თავისი სულიერი შვილი, მღვდელმონაზონი აკურთხა, რომ იესოს ლოცვისთვის დროდადრო შეემატებინა წმინდანთათვის ვედრება, მაგალითად: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა შეგვიწყალენ ჩვენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 12:33 PM

"ბასილი დიდს ყრმობაში იესოს ლოცვას თურმე უფროსი და, მაკრინე, ასწავლიდა. წმინდა ბასილი იგონებდა, რომ პირველი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, იესო ქრისტრეს სახელი იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 09:38 PM

"სადაც არ არის სინანული, იქ არც იესოს ლოცვაა. იესოს ლოცვა - ეს განგრძობილი შინაგანი გოდებაა საკუთარ ცოდვებზე. ღმერთთან მიახლოება მხოლოდ სინანულით შეიძლება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2018, 07:05 PM

"როგორც განწირული ხომალდები მუდმივად "სოს" სიგნალს აგზავნიან, ასევე კაციც, მუდმივად უნდა წარმოთქვამდეს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2018, 08:05 PM

"აუცილებელია სიცოცხლეშივე შევიგრძნოთ ქრისტე. ვინც მას აქ, მიწაზე, ვერ იხილავს, ვერც იქ ნახავს, საუკუნო ცხოვრებაში. როგორ ვიხილოთ ქრისტე? ეს შეგვიძლია განუწყვეტელი იესოს ლოცვით, რომელსაც ერთადერთს ძალუძს, ჩვენს სულებში ქრისტე ჩაასახლოს."

"როგორც გვარწმუნებენ ისტორიული ჩანაწერები, ერში უამრავ ადამიანს უცხოვრია, რომლებიც მთლიანად იყვნენ მიცემულნი იესოს ლოცვას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2018, 03:32 PM

"სადილს ამზადებ? ილოცე! ქვაბში საჭმლის ყოველი მორევის დროს თქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" და სანამ კერძს ამზადებ, შენში უფლის მადლი შემოდის - უფლის სახელის კეთილსურნელება და მაცხოვნებელი ნექტარი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2018, 06:18 PM

"როდესაც იესოს ლოცვას ლოცულობ, სამყაროს ანგელოზებით, უფლის მადლით, ზეციური წყალობით ავსებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 12:34 PM

"ყოველი წარმოთქმული სიტყვა იესოს ლოცვისა, თვით დედამიწას არსებობას უხანგრძლივებს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2018, 05:27 PM

"სერიოზულად დავკავდეთ იესოს ლოცვით, რათა დავამარცხოთ ჩვენში ძველი კაცი".

/ბერი რაფაელ ბერესტოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2018, 05:43 PM

"გიყვარდეთ გულითადი ლოცვა, რომელსაც გონიერ ლოცვას ეძახიან. იგი მიაკრავს თქვენს გულს ჩვენი უფლის, იესო ქრიტეს უტკბეს სახელს.

როგორც ამობობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი: "იესო ქრისტეს სახელით გაამათრახე მტერი". როცა მოიმუშაკებთ ლოცივის ღვაწლს, მის ტკბილ ნაყოფსაც იხმევთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2018, 08:07 PM

"ადამიანი, რომელიც სწორად ასრულებს იესოს ლოცვას, შეუძლებელია უკეთესი არ გახდეს, ზერელე ლოცვამ კი შეიძლება ადამიანი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს".

"თუ ჩვენ რაიმე საქმეს ვაკეთებთ და გულში იესოს ლოცვას ვაწარმოებთ, ეს იქნება იმ საქმისთვის უფრო კარგი, რადგანაც ის საქმე უფრო ხარისხიანად, წარმატებულად და გზახსნილად წარიმართება".


/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

"ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ".

/ს. ა. ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2018, 08:46 PM

"ღირსი მამები კალისტე და ეგნატე გვირჩევენ: "უწინარეს ყოველთა ღვაწლთა და სათნოებათა სწორედ ლოცვის ღვაწლს შეუდგეთ იესუ ქრისტეს სახელით და ხშირად, განუწყვეტლივ აღავსრულოთ ეს, რამეთუ სიხშირე არაწრფელ ლოცვასაც წრფელად გარდააქცევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2018, 09:02 PM

"წმიდა იოანე კარპათიელი "სათნოთმოყვარების" წიგნში წერს: "როდესაც იესუს ლოცვის აღსრულებისას უფლის სახელს მოვუწოდებთ და ვამბობთ ხოლმე: "შემიწყალე მე ცოდვილი" მაშინ, ყოველ ამგვარ ვედრებაზე ღმერთის ფარული ხმა გვპასუხობს: - "შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2018, 07:04 PM

"ვინც ნამდვილად გადაწყვიტა, ღმერთს ემსახუროს, ის მუდამ ღმერთის ხსენებითა და უფალ იესო ქრისტეს მიმართ მუდმივი ლოცვით უნდა იყოს დაკავებული; გონებაში ყოველთვის ამ ლოცვას უნდა ამბობდეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"; ანდა ანგელოზის ხარება იმეოროს: "ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ"...

ამგვარი წვრთნით, გონების განბნევისაგან დაცვისა და სუფთა სინდისის შენარჩუნების პირობით, შესაძლებელია ღმერთთან მიახლება და მასთან ზიარება, რამეთუ, როგორც ღირსმა ისააკ ასურმა თქვა, განუწყვეტელი ლოცვის გარდა ღმერთს ვერავითარი სხვა გზით ვერ მივეახლებით".

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 07:49 PM

"ზოგჯერ შეეცადეთ იესოს ლოცვაში შეხვიდეთ, რომლის საშუალებითაც სინას და თაბორის მთაზე წვდომის შესაძლებლობა მოგეცემათ. იქ ჩვენ ღმერთს შევხვდებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 09:18 PM

"მეექვსე სათნოება - იესოს ლოცვის წართქმაა. ეს კაცისა და ანგელოზების საერთო საქმეა. ამ ლოცვით ადამიანები მალე მიუახლოვდებიან ანგელოზებრივ ცხოვრებას. ლოცვა საღვთო მხიარულებაა."

/ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2019, 05:56 PM

"იესოს ლოცვა უმძლავრესი იარაღია მტრის გულისთქმათა წინააღმდეგ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2019, 10:33 PM

"იესოს ლოცვით შენ სამყაროს ეხმარები... უფლის მადლით ავსებ"

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2019, 03:13 PM

"იესოს ლოცვა საიდუმლო და საკრალური ლოცვაა, იგი სასიყვარულო განცდაა და როგორც ყოველგვარი სიყვარული, ადამიანის სულის საკრალურ უჯრედებში განიცდება".


"როდესაც იესოს ლოცვას ლოცულობ, სამყაროს ანგელოზებით, უფლის მადლით, ზეციური წყალობით ავსებ".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 07:37 PM

"იესოს ლოცვისაგან მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც ჰგმობს სინდისი".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:44 PM

"იესოს ლოცვა" სრულყოფილი ლოცვაა, რადგან შეიცავს ჩვენი ხსნის ძირითად ჭეშმარიტებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 04:09 PM

"იესოს ლოცვის" უპირატესობა ისიცაა, რომ იგი არაა განკუთვნილი დღის რომელიმე მონაკვეთისათვის ან რაღაც საგანგებო შემთხვევისათვის: მას წინ არაფერი უდგება. აი, რა წერია ლოცვაში: "მუშაობისას, დასვენებისას, შინ თუ გარეთ, მარტო იქნები თუ სხვებთან ერთად, გულსა და გონებაში იმეორე ტკბილი სახელი უფლისა იესუ ქრისტესი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2019, 08:50 PM

"ლოცვა უძლეველი იარაღია ბოროტის დასაძლევად. ყველაზე დიდი ძალა "იესოს ლოცვას" შესწევს. ამიტომ შფოთის მდგომარეობაში ჩავარდნისას იგი გულში განუწყვეტლივ უნდა ვიმეოროთ, ვიდრე უკეთურ აზრებსა და სურვილებს არ მოვერევით."

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:38 PM

"იესოს სახელი ფოლადზე ძლიერი და გრანიტზე მტკიცეა. არ არსებობს იმაზე უფრო ძლიერი ფარი და იარაღი სულიერ ბრძოლაშ, ვიდრე იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 06:00 PM

"იესოს ლოცვას" გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: "მოუკლებლად ილოცევდით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:17 PM

"იესოს ლოცვა უფალთან თანამყოფობის გაცნობიერებით წარმოითქმება, უნდა გჯეროდეს, რომ შენ კი არ ჭვრეტ უფალს, უფალი გიყურებს და იცის ყველაფერი, რაც შენშია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:35 PM

"ილოცე, როდესაც დაღლილი ხარ ან უბრალოდ ზიხარ. და მაშინაც კი, როდესაც ფეხზე დგახარ. ნუ მოგერევა ძილი. სწორედ ამას ჰქვია "ღვაწლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 03:12 PM

"იესოს ლოცვა წარმოთქვით არა იმისთვის, რომ ლოცვის ნიჭი შეიძინოთ, არამედ იმისთვის, რომ დაამარცხოთ ვნებები უფლის ნებით, შემოქმედისადმი ერთგულებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 10:02 PM

"ბერი ეფრემ კატუნაკელის რჩევით, თუ დღე-ღამეში ნახევარ საათს დავუთმობთ იესოს ლოცვას, შედეგს მალე დავინახავთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 06:37 PM

"ყველგან უნდა ვთქვათ იესოს ლოცვა, მაშინაც, როდესაც ვზივართ, საწოლში ვწევართ, დავდივართ თუ ფეხზე ვდგავართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2019, 02:19 PM

"განმღრთობილ მამათა სწავლებით, ყველაზე ტევადი და ეფექტური ლოცვის ფორმა იესოს ლოცვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2020, 07:46 PM

"მისი [ღირსი მაკარი] მუდამ ნათელი სახე სულიერ სიხარულსა და მოყვასისადმი სიყვარულს ასხივებდა, რაც მის მიერ მოუკლებელად ქმნული იესოს ლოცვის ხილული გამომხატველი იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 03:47 PM

"ის, ვინც იესოს ლოცვას უარყოფს, უდიდესი შეცდომის თანამდებია. მამის ურჩია, არ აღიარებს სულიწმინდას და ამგვარად, ქრისტესთან ჭეშმარიტ ურთიერთობაში არ იმყოფება. ამიტომაც მისი მართლმადიდებლობა აშკარა ეჭვს ბადებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:57 PM

"იესოს ლოცვა ის გასაღებია, რომლის წყალობითაც ისეთ საიდუმლოში შესვლის შესაძლებლობა გვეძლევა, რომელიც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში გაუვლია"

"იესოს ლოცვას გარეგნულად მიუწვდომელი უდიდესი სიღრმეები გააჩნია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2020, 09:20 PM

"როგორც ჰაერში ვერ გამოვწერთ ასოებს, არამედ საჭიროა მყარი სხეული, რათა მალე არ წაიშალოს სიტყვები, ასევე უკიდურესი სიფხიზლით უნდა შევასრულოთ იესოს ლოცვა, რათა სიფხიზლე, ეს მშვენიერი სათნოება, უფალთან იყოს შეერთებული და მისით წარუშლელად აღიბეჭდოს ჩვენში საუკუნოდ"

/ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2020, 08:15 PM

"იესოს ლოცვის უმთავრესი მიზანი "ნაწილებად ქცეული" ადამიანის გამთლიანებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2020, 07:37 PM

"აიღე სკვნილი და მანქანასავით უწყვეტად იმეორე იესოს ლოცვა. ცოტა ხანში დაინახავ, როგორ დაგტოვებს მწუხარება და გულისსიტყვები"

/მამა ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2020, 03:20 PM

"ჩასუნთქვის დროს იესოს ლოცვას სრულად წარმოვთქვამთ - ამოსუნთქვის დროს ვიმეორებით"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2020, 09:26 PM

"თავი აიძულეთ იესუს ლოცვისთვის. ის გახდება თქვენთვის საჭმელიც, სასმელიც, სამოსელიც, ნათელიც, ნუგეშიც და სულიერი ცხოვრებაც. ის მლოცველისთვის ყველაფერია. ლოცვის გარეშე სულიერი სიცარიელე ვერ შეივსება. გსურთ, ქრისტე შეიყვაროთ? ლოცვა გენატრებოდეთ, სიმდაბლდე ჩაიკარით გულში და მაშინ გაიგებთ, რომ სასუფელეი ღვთისა ჩვენ შორისაა.
ბოროტ აზრებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ გაბატონდნენ თქვენზე, მაშინვე ლოცვით განდევნეთ ისინი. ოჰ, რა სასწაულებს ახდებს ეს ლოცვა! დაე, ქრისტე ყოფილიყოს სიხარული თქვენი სულებისთვის."

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:58 PM

"ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, წაართვას ქრისტიანს იესოს ლოცვა, რადგანაც ყველაზე მეტად ეს ლოცვა სძულს და მისი ეშინია. ვინც გამუდმებით წარმოთქვამს იესოს ლოცვას, მას ღვთის ძალა მტრის მახეთაგან უვნებლად იფარავს; ხოლო როდესაც კაცი სრულიად განიმსჭვალება მისით, იგი მას სამოთხის ბჭეს განუღებს"

/ბარსანოფი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2020, 09:48 PM

" - რა ვნებს იესოს ლოცვას?

- როგორც გამოცდილებიდან ჩანს, იესოს ლოცვას ვნებს მოყვასის შეურაცხყოფა. სანამ განაწყენებულ ახლობელს შერიგებით არ დაამშვიდებ, ლოცვას მნიშვნელობა არ ექნება. ლოცვას ვნებს ასევე მრუშული ზრახვები, განკითხვა, ზედმეტი ჭამა და ყოველგვარი ცოდვა"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2020, 10:35 PM

"იესოს ლოცვა, თუ მექანიკურად ვიმეორებთ, არაფერს იძლევა, ისევე როგორც ყველა სხვა ლოცვა, მხოლოდ ენით წარმოთქმული: საქმე არის არა სიტყვები, არამედ გრძნობები უფლისადმი"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2020, 03:47 PM

"ლოცვა - უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი - რომელსაც გულში მუდამ წარმოვთქვამთ, აშთობს სიძვას, აოკებს მძვინვარებას, განდევნის მრისხანებას, განაქარვებს სევდას, განაშორებს კადნიერებას, სპობს სასოწარკვეთას, განდევის უდებებას, განანათლებს გონებას, მოგვრის ცრემლებს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2020, 08:41 PM

"ქრისტესთან შეერთება მისი სახელის მოხმობით ხდება, იესუს ლოცვის დროს. ''უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე''. იესუს ლოცვა მჭიდროდაა დაკავშირებული საღმრთო ლიტურგიასთან. ამ მცირე ლოცვაში წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ღმრთისმეტყველებაა მოთავსებული."

/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2020, 11:00 PM

"ძილს რომ დააპირებ, "იესოს ლოცვა" იმეორე, ლოცვით დაიძინე. შეაჩვიე თავი იმას, რომ გაღვიძებისას შენი პირველი აზრი, სიტყვა და საქმე "იესოს ლოცვა" იყოს... შეეცადე ისე შეეჩვიო "იესოს ლოცვას", რომ იგი შენს განუწყვეტელ ლოცვად იქცეს."

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 08:37 PM

"იესოს ლოცვისაგან" მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც გმობს სინდისი"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2020, 07:35 PM

"იესოს ლოცვა, ბრძნად აქცევს ადამიანს, განუცხადებს მას სხვა ცოდნას, რომელიც იმდენად არ აღემატება იმას, რისი დატევნაც ადამიანურ ინტელექტს შეუძლია, რამდენადაც ზეცა აღემატება დედამიწას"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2020, 11:27 AM

"მისმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მეუფე ზინობი [მაჟუგა] მოუკლებლად ლოცულობდა იესოს ლოცვას და ჰქონდა სულიერი განჭვრეტის მადლი. სულიერ შვილებს ურჩევდა, სკვნილზე იესოს ლოცვა, ღვთისმშობლის კანონი - "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ" და "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" ჩამოელოცათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2020, 07:46 PM

"ერთ სქემმონაზონს აღწერილი აქვს ფსიქოლოგიური დაკვირვება იესოს ლოცვაზე. ის წერს, რომ ამ ლოცვისას ადამიანები იმ სიტყვებზე აკეთებენ აქცენტს, რისი მოთხოვნილებაც მათ გულს აქვს: ვისაც განსაკუთრებულად უყვარს უფალი - "უფალო იესო ქრისტეზე", ვინც მის ღვთაებრივ დიდებას ჭვრეტს - "უფალოზე", ვინც ცოდვაზე ფიქრობს და საკუთარი არარაობის განცდა აქვს - "შემიწყალეზე"... ჩვენთვის მწვერვალი ის იქნება, გვიყვარდეს უფალი და ეს ლოცვაში გამოვლინდეს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 02:41 PM

"იესოს ლოცვას ადამიანი განუწყვეტლივ უნდა იმეორებდეს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 07:19 PM

"- არის თუ არა მიზანშეწონილი, ერისკაცი მუდმივად წარმოთქვამდეს იესოს ლოცვას?

- თუ ერისკაცისთვის გამუდმებით იესოს ლოცვის წარმოთქმა არ შეიძლება, მაშ, რა აკეთოს გამუდმებით? ნებისმიერმა ფსიქოლოგმა იცის, რომ ადამიანის ტვინს ფიქრის გარეშე სამ წამზე მეტ ხანს არ შეუძლია გაძლება. ის განუწყვეტლივ მუშაობს, ძილის დროსაც კი, და თუ ღმერთზე არ იფიქრა, რაზე იფიქროს?Aან პავლე მოციქულს რა ვუყოთ, რომელიც გვეუბნება, მოუკლებლად ილოცვიდეთო?!

თუ ლოცვა საშიშია, მაშინ სასუფეველი უფრო საშიში ყოფილა, იმიტომ რომ ლოცვის შედეგი სასუფეველია. მე ვლოცულობ, რომ უფალთან ვიყო, ხოლო სადაც უფალია, იქ არის სასუფეველიც.

სასუფეველი თქვენს გულებში ეძებეთო... ლოცვის მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ გულში იპოვო სასუფეველი...

ლოცვა თუ საშიშია, ულოცველობა რაღაა?!"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 08:20 PM

"ხიბლში ის კი არ არის, ვინც იესოს ლოცვას ასრულებს, არამედ ის, ვინც მას არ ლოცულობს."

/მამა ხარლამპე დიონისიატელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 08:37 PM

"პირველი სავარჯიშო: იესოს ლოცვა ბაგეებით ზეპირად უნდა წარმოთქვა, თანაც რაც შეიძლება გამოკვეთილად და სწრაფად. მაგრამ ფხიზლად იყავი. როცა ლოცვას წარმოვთქვამთ, სატანა მოდის და ჩვენს გონებას ათასნაირ გულისთქმასა და ფიქრებს დაატეხს. როცა ახალდამწყები თავისთვის, გონებაში ლოცვას წარმოთქვამს, ბოროტის თავდასხმები გუდავენ. მაგრამ თუ სწრაფ-სწრაფად წარმოთქვამ, სატანა ვერ მოასწრებს, სხვადასხვა გულისთქმით გონება განგიფანტოს.

ხშირად ჩვენი გონება ლოცვის შინაარსს ასცდება, მაგრამ ჩვენ სმენა გვაქვს. ყურებს, ნებსით და უნებლიეთ, ესმით, რასაც ბაგეები წარმოთქვამენ. ჩვენს გონებას აქვს ნიჭი, ერთდროულად დააკვირდეს თანადროულად მომხდარ რამდენიმე შემთხვევას. აი, მაგალითად, მე და შენ ვსაუბრობთ, მაგრამ ამასთან გვესმის მიმომავალი მანქანების ხმები, ხალხის, მეზობლების საუბარი... როგორც კი უნებურად იწყებ ლოცვის წარმოთქმას, ჩაგესმება ყვირილი, მანქანის ხმაური.

მაგრამ, უპირველესად, გამოჩნდება ყველა ის სახე (ხატება) ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც შენს შიგნით სმენითა და ხედვით აღიბეჭდება. განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს დროს, როცა სამყაროს განხრწნამ საზღვარს ისე მიაღწია, რომ ქალაქებში, სადაც კაცი ცხოვრობს, არა მხოლოდ სმენითა და ხედვით, არამედ ყველა ხუთი გრძნობის საშუალებით შეიბილწება."

/მამა ხარლამპე დიონისიატელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2020, 09:13 PM

"კელიაში ცხოვრება კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ ლოცვაც გეპყრათ, რამეთუ არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის იესოს ლოცვაზე საიმედო იარაღი. მას მუდამ უნდა ვასრულებდეთ, ვიდრე ის ადგილს არ მოძებნის - ადგილს კი მაშინ მოძებნის, როცა ვნებებისგან განწმენდილს ნახავს გულს, სადაც ის დაივანებს. გული კი ლოცვით განიწმინდება! მუდმივად მოქმედი ლოცვა აღავსებს ნაკლულოვანებას, შეუსრულებელ კანონსა და სხვა ქმედით ღვაწლს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2020, 01:17 PM

"შენი პირველი საქმეა იესოს ლოცვის რაც შეიძლება ხშირი გამეორება, ვიდრე არ მიეჩვევი მის შეუწყვეტლივ გამეორებას. ეს კი ასე უნდა ჰყო: შენს ლოცვით კანონში გამოყავი ადგილი იესოს ლოცვისათვისაც. რამდენჯერმე გაიმეორე ეს ლოცვა ლოცვების დაწყების წინ და რამდენჯერმე ლოცვების ბოლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2020, 08:38 PM

"განსაკუთებულია იესოს ლოცვა, რომელიც ხერხემალია ჩვენი სულიერი ძალებისა. იგია ცენტრი გონიერი მსახურებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2020, 08:29 PM

"იესოს მოკლე ლოცვას მრავალი სასწაული მოუხდენია, ამიტომ გამუდმებით უნდა ვიმეოროთ ეს ლოცვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2020, 08:48 PM

"იესოს ლოცვა სრულყოფილი ლოცვაა, რადგან შეიცავს ჩვენი ხსნის ჭეშმარიტებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2020, 10:14 PM

"იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. ერთი შეხედვით, თითქოს ეს მარტივია. იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწამოქმედი. ის ისეთივეა, როგორც სხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და, შესაბამისად, გარეგნულადაც. მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2020, 07:01 PM

"მთელი ძალით ვიზრუნოთ იესოს ლოცვის შესასწავლად. აზრი იმის შესახებ, თითქოს ჩვენთვის იესოს ლოცვა ნაადრევია, მცდარია. ყველამ უნდა ილოცოს გულითა და გონებით. სხვანაირი ლოცვა ლოცვა არ არის. მაშ, კეთილი ინებეთ, გაისარჯერთ და ნუ დაიზარებთ"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 12:22 PM

"რამდენ რამეს ვაკეთებთ ისე, ჩვევის გამო, მექანიკურად: ვიბანთ, ვიცვამთ, ვჭამთ და ა.შ. ამ დროს ხომ სრულიად თავისუფალია აზრი, გონება, რა გვიშლის ხელს, რომ ვიმეოროთ "იესოს ლოცვის" სიტყვები, ვივარჯიშოთ? ძალიან მნიშვნელოვანია, გაღვიძებისთანავე გავიხსენოთ, რომ არსებობს ყოვლისმპყრობელი და გულთამხილავი ღმერთი და მაშინვე ვთქვათ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2020, 07:50 PM

"მუშაობისას, დასვენებისას, შინ თუ გარეთ, მარტო იქნები თუ სხვებთან ერთად, გულსა და გონებაში იმეორეთ ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2020, 08:19 PM

"იესუს ლოცვა უხილავად გარდაქმნის თქვენს გულს სულიწმინდის მადლით"

/წმ. ლუკა ყირიმელი (ვოინო-იასენეცკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2020, 08:15 PM

"ისეთ წიგნებს უნდა ვსწავლობდეთ, რომლებიც გულით არის დაწერილი და ისინი გულით იკითხება. ანუ კითხვის დროსაც იესოს ლოცვას უნდა წარმოვთქვამდეთ".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2020, 08:41 PM

"ეზოში ქარს ვერ დაიჭერ - ასეა აზრებიც, მათი შეჩერება მხოლოდ იესოს ლოცვას ძალუძს, თქვენ კი იესოს ლოცვა არ გინდათ, ამიტომაც გატყდებათ თავს საშინელი ხორციელი და სულიერი განსაცდელები".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 01:35 PM

"თქვენც ასე მოიქეცით - დადიხართ, ზიხართ, რეცხავთ თუ ალაგებთ, რაღაცაზე ნუკი ფიქრობთ, ილოცეთ: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი" - და ყველას აცხონებთ, ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 08:03 PM

"ყოველთვის, როცა რაღაცას ვცოდავთ, უნდა შევინანოთ, დამნაშავედ ვაღიაროთ თავი ღვთისა და კაცთა წინაშე. იესოს ლოცვა იგივე სინანულია. ის იკითხეთ - და ყველაფერი დალაგდება"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 05:40 PM

"იესოს ლოცვა იგივე სინანულია, ისწავლეთ განუწყვეტელი იესოს ლოცვა და სული ეტყვის ღმერთს: "დიდება შენდა უკუნითი უკუნისამდე ყველა შენი წყალობისათვის, გამოუთქმელი ზრუნვისათვის ჩემზე".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 06:03 PM

"საყვარელო დედაო ნ.! ერთი ბერი ბაზარში მიდიოდა, ამ დროს სკვნილი გაახსენდა, ჯიბიდან ამოიღო და, საზიდრებს რომ ჩაუარა გვერდით, ერთი იესოს ლოცვა თქვა. უცებ ერთ-ერთი ცხენი დაფრთხა, საზიდარი გადააბრუნა, გაიქცა და ბერს დაეჯახა, რომელმაც რაღაც იტკინა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. სიზმარში ამ ბერს გამოეცხადა, რომ ერთი იესოს ლოცვისათვის ღვთის ანგელოზმა იხსნა იგი სიკვდილისაგან - საზიდრისაგან. რომელიც მას უნდა დასცემოდა.

ჰოდა, იკითხე ეს ლოცვა - ამით შენს თავსაც შეეწევი და სხვებსაც. რაც შეეხება იმას, რომ ამბობ, "ღმერთს არ ესმისო", მაგას ეშმაკი ჩაგძახის, შენ ნუკი უსმენ, ილოცე - მაშინ აქაც და იქაც მიიღებ ღვთის წყალობას და შეწევნას, ყველა შენი ეჭვიც გაქარწყლდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 01:10 PM

"იესოს ლოცვით ილოცეთ - დადიხართ, ზიხართ, გზაში ხართ თუ საერთოდ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველგან და ყოველთვის".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 07:53 PM

"რაც მთავარია, იესოს ლოცვა იკითხეთ და გონება ლოცვის სიტყვებში ჩაკეტეთ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 08:13 PM

"იცოდეთ, იესოს ლოცვა ღვთის დიდი საიდუმლოა, რომელიც ძალიან ცოტამ იცის - მით უმეტეს ჩვენს დროში. როდესაც სულიერი ცხოვრება ასე დაიშრიტა. როგორ ისწავლოთ იესოს ლოცვა? იშრომეთ, ილოცეთ: თუ სურვილი და მისწარფება გექნათ, საქმეც გამოგივათ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 05:28 PM

"ვინც იესოს ლოცვას კითხულობს, მას ღმერთი გადაარჩენს, ანტიქრისტეს ბეჭედს აარიდებს, შეცოდებათა შენდობას მიმადლებს, სიკეთით შეამკობს და ზეციურ სასუფეველში დაამკვიდრებს"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 07:01 PM

"იესოს ლოცვა უნდა ისწავლოთ, რადგან დადგება დრო, როცა წიგნები აღარ იქნება, ყველაფერი განადგურდება. ადამიანების მეხსიერებიდან წაიშლება თვით აზრიც კი ღვთის შესახებ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 06:59 PM

"როგორც გავარვარებულ რკინას ვერ მიუახლოვდები და შეეხები, ასევე ვერ გაეკარებიან დემონები სულს, რომელიც იესო ქრისტეს ლოცვით არის გამთბარი. მასთან მიახლოებისას მათ დაწვავს ღვთაებრივი ცეცხლი - სახელი ღვთისა".

/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 06:01 PM

"იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვის დროს მოვუხმობთ, თვითონ ფლობს ძალას. ნუ შეგაშფოთებს შენი ლოცვის არასრულყოფილება და სიმშრალე, მოთმინებით ელოდე საღმრთო სახელის ხშირი მოხმობის შედეგად გამოღებულ ნაყოფს".

/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 10:05 PM

"როცა ეშმაკი ხედავს, რომ ვინმე გონიერად აღასრულებს ქრისტეს მცნებებს და ამაში წარმატებებს აღწევს, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გაანადგუროს ყველა წიგნი, რომელშიც იესოს ლოცვაა და უკეთურ კაცთა მეშვეობით შეწყვიტოს გონიერ საქმეთა კეთება".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2021, 08:13 PM

"მე იესოს ლოცვა დედამ მასწავლა. ცელქობის გამო გაწყრომას რომ დაგვიპირებდა, იწყებდა ლოცვას: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როდესაც ღუმელში პურს გამოსაცხობად შედებდა, დედა წარმოსთქვამდა: "სახელითა იესო ქრისტესითა და ყოვლადწინდისა ღვთისმშობელისათა". ცომს ზელდა, თუ კერძს ამზადებდა, გამუმდებით იესოს ლოცვას აღასრულებდა. ამგვარად იკურთხებოდა თავადაც და იკურთხებოდა ის საჭმელი და პური, რომელსაც ამზადებდა, იკურთხებოდნენ ამ საკვების მიმღებნი".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2021, 08:23 PM

"ერთხელ მარიამი [ნეტარი მაკრინე] უფროსმა სიგარეტის ჩასალაგებელ განყოფილებაში გადაიყვანა. აქ შეუძლებელი იყო იესოს ლოცვა, რადგან სიგარეტები უნდა დაეთვალა, მან ბავშვური გულწრფელობით [თორმეტი წლისა იყო] და მტკიცე სარწმუნოებით ითხოვა, - მე, იესო ჩემო, ვიტყვი ლოცვას და შენ სიგარეტები დამითვალეო. მოხდა სასწაული, მარიამი ლოცულობდა და კოლოფში ოც-ოცი სიგარა იდებოდა, ის ყველაზე სწრაფად მუშაობდა, დირექტორი ამოწმებდა, მაგრამ წუნს ვერ პოულობდა, ხარისხიანი მუშაობისთვის მას ხელფასის მომატებაც კი შესთავაზეს, მაგრამ მარიამმა უფროსს სთხოვა, ხელფასის დანამატი თანამშრომლებს გაუნაწილეთო. მორიდებული და წყნარი მარიამი გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებით. იესოს გამუდმებული ლოცვის გამო სახე უბრწყინავდა, ბაგეები კი კეთისურნელებას გამოსცემდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 09:05 PM

"ჩემი გარდაცვლილი მოძღვარი იესოს ლოცვას 6 საათის განმავლობაში კითხულობდა, მას კი მიაჩნდა, რომ სულ რაღაც საათის მეოთხედი იყო გასული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2021, 08:44 PM

"იესოს ლოცვა ხეს ჰგავს, რომელიც მრავალი სახის მტკბარი ნაყოფით არის დახუნძლული და ყოველი მათგანი სხვა დანარჩენზე მშვენიერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2021, 08:48 PM

"როგორ შეუძლია ადამიანს წინ აღუდგეს ეშმაკს? ან როგორ უკუიქცევა ეშმაკი მისგან? თუ შენს გულში ყოველთვის გექნება მოკლე ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე", რადგან იესოს წმინდა და მრისხანე სახელი მისი წარმოთქმისას ხდება ცული და მახვილი, რომლებიც ეშმაკს სცემს და მასთან ერთად გულიდან განდევნის დემონებს, როგორც ამბობს იოანე კლემაქსი: "მტერს შეუტიე იესოს სახელით".

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 05:31 PM

"იესოს ლოცვას ჭკუიდან გადასვლა მაშინ შეიძლება მოჰყვეს, როცა ამ ლოცვის მკითხველი ვერ ელევა რაიმე ცოდვას ან უკეთურ ჩვევას, რის გამოც სინდისი ქენჯნის. ამ დროს ხდება ღრმა შინაგანი განხეთქილება, რომელიც გულიდან ყოველგვარ სიმშვიდეს განდევნის".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2021, 06:11 PM

"ზოგს იესოს ლოცვის აღსრულებისას სურს დაუყოვნებლივ იგრძნოს მისი სულიერი მოქმედება, დატკბეს მისით და არ ესმის, რომ ტკბობას, რომელსაც მხოლოდ უფალი იძლევა, სინანული უნდა უძღოდეს წინ".

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 09:35 PM

"იესოს ლოცვის სუნთქვასთან შეერთება, როგორც თქვენ ამბობთ, შესაძლებელია, - ეს ძველი დროის რომელიღაც მამას უთქვამს*. სუნთქვა სკვნილისი ნაცვლად".

*საუბარია, წმინდა გრიგოლ პალამაზე

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 05:14 PM

"ერთ-ერთ მოძღვარს იესოს ლოცვის შესახებ ჰკითხეს: "ზოგჯერ ამ ლოცვას ვკითხულობ და თან განვიკითხავ სხვას, ვბრაზობ, მაღიზიანებს. ღირს კი საერთოდ ასეთ დროს ლოცვა, ხომ არ ვლინდება და უბრალოვდება იგი?" პასუხი კი ამგვარი იყო: "რომ არ ლოცულობდე, შეიძლება ისე გაშმაგდე, რომ საკუთარ თავსაც და სხვასაც მეტად ავნო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2021, 09:15 PM

"იესოს ლოცვა პურია, რომელიც ასკეტს ძალას სძენს, შემდეგ გულის მამშვიდებელ ზეთად გვევლინება, ბოლოს, ისეთ ღვინოდ გადაიქცევა, რომელიც "საღი გონებიდან გადაგიყვანს", ანუ ექსტაში შეგიყავნს და ღმერთთან დაგაკავშირებს"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 12:26 PM

"ეცადეთ, იესოს ლოცვას ისე მიეჩვიოთ, რომ თავისით აღესრულებოდეს, მოძრაობისას იქნება თუ მუშაობისას"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 05:16 PM

"იესოს ლოცვა არ უნდა წარმოთქვა ხმამაღლა, არამედ ჩუმად, მხოლოდ შენთვის გასაგონად"

/ღირსი ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 05:39 PM

"[იესოს] ლოცვა თუ გაწყდა, ეს, როგორც წესი, უქმი მეტყველების, ნაყროვანების, განკითხვისა და, უმთავრესად, ამპარტავნების ბრალია"

/ღირსი ანატოლი ოპტინელი (ზერცალოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 07:22 PM

"გულში მუდამ წარმოვთქვათ მოკლე ლოცვა - იესოს ლოცვა, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეებში სხივად იჭრება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 10:30 PM

"იესოს სახელი ფოლადზე ძლიერი და გრანიტზე მტკიცეა. არ არსებობს იმაზე უფრო ძლიერი ფარი და იარაღი სულიერ ბრძოლაში, ვიდრე იესოს ლოცვაა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 08:27 PM

"იწყებ იესოს ლოცვას და ხშირად უმალვე გრძნობ ცვლილებას შენს ფიქრთა მიმდინარეობაში".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 01:43 PM

"ყოველგვარი ცოდვიანი ზრახვის საწინააღმდეგოდ ყველაზე ძლიერი იარაღია ლოცვა, განსაკუთრებით - იესოს ლოცვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 06:13 PM

"როცა მოღვაწე იესოს ლოცვას ლოცულობს, ეჩვენება, რომ ცაში მოლივლივე არწივი იმეორებს ამ ლოცვას, მთები ჰიმნს უხმოდ უგალობენ ღმერთს, კლდეები, ჭაღარა ბერიკაცებივით წრეში დამსხდარან და ღმერთზე ფიქრობენ, ლოცვას უსმენენ ნაპრალებში შემალული გველები, ხეები კი მას ფოთოლთა შრიალით იმეორებენ, რომ მთის ხეობებში მოთარეშე ქარი ოხრავს და გაბმით ჩურჩულებს: "შემიწყალე, შემიწყალე!"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 08:05 PM

"მოუკლებელი იესუს ლოცვის წყალობით მუდამ გვახსოვს ქრისტე. ეს ლოცვა ხომ ჩვენმა ღმერთშემოსილმა მამებმა დაგვიტოვეს. სულ რამდენიმე სიტყვაა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ამ ლოცვაში ღვაწლი მაცხოვნებელია! ის, ვინც მოუკლებელი გულისმიერი ლოცვის ნიჭი მოიხვეჭა, სიკვდილის შემდეგ დაუბრკოლებლად მიეახლება ქრისტეს. ასეთ ადამიანს ვერაფერი დააბრკოლებს, რადგან ქრისტეს სახელს უდიდესი ძალა აქვს."

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2021, 12:22 PM

"წმინდა მამები ამბობენ, რომ იესუს ლოცვა დიდი საიდუმლოებაა, რადგან ამ დროს ღმერთის სახელს მოვუხმობთ. ამიტომაც ამაოდ არ უნდა მოვუხმოთ მას და ვეცადოთ, შეძლებისდაგვარად ჩავუღრმავდეთ და გავაცნობიეროთ, თუ ვინ დგას ამ სახელის უკან".

/მღვდელმონაზონი ნიკოლოზ სახაროვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2021, 05:30 PM

"ერთი მხრივ, იესოს ლოცვა მართლაც უდიდესი მონაპოვარი და აღმოჩენაა წმ. მამების მხრიდან, მეორე მხრივ კი, მისი შესრულება და კეთილნაყოფიერ პრაქტიკად ქცევა შეუძლებელია გამოცდილი მოძღვრის გარეშე, რომელიც ასევე გამოცდილისა და სწორად აღზრდილისგან განისწავლა და იცის ზომიერება და აქვს უკვე ნაყოფი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2021, 03:16 PM

"ერთის მხრივ, იესოს ლოცვა მართლაც უდიდესი მონაპოვარი და აღმოჩენაა წმიდა მამების მხრიდან, მეორეს მხრივ კი მისი შესრულება და კეთილ-ნაყოფიერ პრაქტიკად ქცევა შეუძლებელია გამოცდილი მოძღვრის გარეშე, რომელიც ასევე გამოცდილებისგან და სწორად აღზრდილისგან განისწავლა და იცის ზომიერება და აქვს უკვე ნაყოფები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 06:54 PM

"როდესაც ბერი იოსები [ვატოპედელი] თავად გახდა მოძღვარი, თავისი წმიდა მასწავლებლის მიერ დასახული გზა განაგრძო. ჩვენი საძმოს ერთ-ერთი წევრი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ბერს რომ პირველად შეხვდა და გონებისმიერი ლოცვის შესახებ დაუსვა კითხვა. ბერმა მიუგო: "იესოს ლოცვისთვის თავის იძულებაა საჭირო". საუბარი გაგრძელდა, ხოლო იქაურობა ზებუნებრივი კეთილსურნელებით აივსო, რომელიც ბერის ბაგეთაგან გამოდიოდა. სურნელება იმდენ ხანს იფრქვეოდა, სანამ იგი ლოცვის ღირსებაზე, მეთოდებსა და ნაყოფებზე ლაპარაკობდა".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 04:36 PM

"ბერი იოსები [ვატოპედელი] ხაზგასმით გვიმეორებდა, რომ სწორედ იესოს ლოცვის მეშვეობით შეუძლია ადამიანს აღასრულოს მოციქულის მცნება "მოუკლებლად ილოცევდით".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2022, 09:18 PM

"იესოს ლოცვას მამა ეფრემი [არიზონელი] ორლესულ მახვილს ადარებდა, რომელიც ანადგურებს სასოწარკვეთილებასა და მწუხარებას. "ამავე დროს, იგი წამალია ყველა სულიერ და ხორციელ სნეულებათა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2022, 05:32 PM

"მე თავი მუხლებში ჩავრგე (როგორც ამას კარმელის მთაზე ელია წინასწარმეტყველი აკეთებდა) და შემდეგ იესოს ლოცვისთვის ჩემი გულის შემზადება (გაღვივება) დავიწყე".

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2022, 09:40 PM

"იესოს ლოცვა ყოველთვის შენი განუყრელი თანამგზავრი იყოს. და ჩემთვისაც ილოცე, ღმერთმა შემიწყალოს"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 04:26 PM

"კელიაში ცხოვრება კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ ლოცვაც გეპყრათ, რამეთუ არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის იესოს ლოცვაზე საიმედო იარაღი. მას მუდამ უნდა ვასრულებდეთ, ვიდრე ის ადგილს არ მოძებნის - ადგილს კი მაშინ მოძებნის, როცა ვნებებისგან განწმენდილს ნახავს გულს, სადაც დაივანებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 08:18 PM

"ცხონებული ბერი ეფრემ არიზონელი ამბობდა: „მერწმუნეთ, რომ როდესაც იესოს ლოცვას ვამბობდით (ახალბედა მონაზვნები ვიყავით მაშინ), ყველაფერს კეთილსურნელება ასდიოდა: ჩვენს წვერსაც, მკერდიდანაც კი კეთილსურნელება გამოგვდიოდა ჰაერის ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვაზე; ყველაფერი კეთილსურნელოვანო იყო“. მრავალ მონაზონსა თუ მომლოცელს უგრძნია მსგავსი კეთილსურნელება ბერ იოსებისგანაც [ვატოპედელი]“.


"იესოს ლოცვა" ყველაზე ქმედითია გულღრძოობის წინააღმდეგ. გულღრძო კაცს იესოს ლოცვის წარმოთქმა არ შეუძლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 07:21 PM

"იესოს ლოცვის" ის ფორმა შეარჩიე, რომელიც უკეთესი იყოს შენთვის. "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი" ან "უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე ჩვენ" ან "იესო, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე", ან "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2022, 09:34 PM

"ჩვენი ძმობის ერთ-ერთი ხელსაქმე კერვა იყო, წმ. პავლეს სავანეს ვემსახურებოდით. მაშინ მე დამწყები მონაზონი ვიყავი და ჯერ კიდევ არ ვიცნობდი ბერ იოსებს. ერთხელ წმ. პავლეს სავანეში უნდა წავსულიყავი; ავიღე სკვნილი და გზას გავუდექი. კატუნაკებიდან წმ. პავლეს სავანემდე ორსაათნახევრის სავალია. გავიარე მცირე წმ. ანას სკიტი, გავიარე წმ. ანას სკიტი და დავადექი ნეა სკიტისკენ მიმავალ დაღმართს. როცა წისქვილს მივუახლოვდი, გონს მოვედი! "ოჰ, როდის მოვედი აქამდე?" იმდენად ვიყავი ჩაფლული იესოს ლოცვაში, რომ გზისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2022, 01:25 PM

"როცა ხელსაქმეს აკეთებ ან რაიმე მორჩილებას ასრულებ, ნუ მიატოვებ იესოს ლოცვას, რადგან იგი განგაღმრთობს. მამებო, პირველი, რასაც იესოს ლოცვის დროს იგრძნობთ, სიხარული იქნება! პირველი ეტაპი, პირველი საფეხური, რასაც იგრძნობთ, სიხარულია. ეს ჯერ კიდევ არაფერია, ეს ზღვაში წვეთია, ეს შინაგანი მადლისმიერი განათლების დასაწყისია! ამიტომ ხშირად თქვით იესოს ლოცვა, გამუდმებით იმეორეთ და ეს სხვა, უფრო უკეთეს სულიერ მდგომარეობაში გადაგიყვანთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენთ.

დაწყებით კლასის მოსწავლეს არ შეუძლია გაიგოს საშუალო კლასის საგნები; და არც საშუალო კლასის მოსწალეს - უნივერსიტეტის საგნები. მაგრამ როცა შენში მადლი დაივანებს, მაშინ მიხვდები, რომ ახლა საშუალო კლასის მოსწავლე ან უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ. შენ თვითონ იგრძნობ ამას"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2022, 02:14 PM

"ვებუნებოდი ჩემს მოძღვარს: "მამაო, ჯოჯოხეთშიც რომ წავიდე, არ მეშინია, მთავარია, გამუდმებით ვამბობდე ლოცვას". ისეთ სიტკბოებას, ისეთ სიხარულს განიჭებს შინაგანად იესოს ლოცვა - თუმცა მოკლეა, მაგრამ დიდი ძალა აქვს! - რომ იტყვი: "ჯოჯოხეთშიც რომ მოვხვდე, არ მეშინია, იქაც განვაგრძობ ლოცვას". ყურადღება მიაქციეთ ამას, რადგან გამოცდილებით გავიარე ეს და ახლა თქვენც გადმოგცემთ"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2022, 02:17 PM

"ერთ ბერს ერთი მორჩილი ჰყავდა. ერთხელ ბერმა მორჩილს უთხრა:

- შვილო, ხშირად იმეორე იეოს ლოცვა.

- ვლოცულობ, მაგრამ არაფერი მესმის.

- შენ არ გესმის, მაგრამ ეშმაკს ესმის და გარბის.

- და მე როგორ უნდა მივხვდე ამას?

- კი მაგრამ, შვილო, მაინცდამაინც სასწაული გინდა ნახო?

- დიახ, მამაო, სასწაული მინდა ვნახო.

- კეთილი. ვილოცებ, რომ ღმერთმა სასწაული გიჩვენოს, რათა მიხვდე, თუ რა ძალა აქვს იესოს ლოცვას, - უთხრა ბერმა.

ბერმა მხურვალედ ილოცა და თან სამი დღე იმარხულა. ერთ დღესაც მორჩილს დაუძახა:

- მოდი აქ, შვილო, აიღე კალათი, წადი მაღლა წყაროსთან და კალათით წყალი მოიტანე.

- მამაო, შემინდე, მე ჯერ სრულ ჭკუაზე ვარ; კალათით როგორ მოვიტანო წყალი?

- კი მაგრამ, ხომ თქვი, რომ სასწაულის ნახვა მინდაო? არ გინდა, ნახო, თუ რა ძალა აქვს იესოს ლოცვას?

- დიახ, მინდა.

- ჰოდა, ის გააკეთე, რასაც გეუბნები. მაგრამ თან უნდა ილოცო, განუწყვეტლივ იესო ლოცვას უნდა ამბობდე.

- როგორც მაკურთებ.

წავიდა მორჩილი ლოცვით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", "უფალო იესო ქრისტე...", და კალათი ონკანის ქვეშ შედგა. კალათი წყლით ივსებოდა და არ გასდიოდა, მაგრამ მორჩილი თან გამუმდებით ლოცულობდა. ცხადია, ამ დროს ბერიც მხურვალედ ლოცულობდა თავის სენაკში, რომ ღმერთს მორჩილისთვის სასწაული ეჩვენებინა. კალათი წყლით გაივსო. როგორც კი მორჩილმა ეს დაინახა, მაშინვე გაიქცა, რათა ბერისთვის კალათი ეჩვენებინა. გზაში მას ეშმაკი გამოეცხადა ადამიანის სახით და უთხრა:

- მონაზონო, სად მიდიხარ?

- ჩემს ბერთან.

- რა გქვია?

- გიორგი.

- რამდენი წელია, მონასტერში ხარ?

- ხუთი-ექვსი.

- რა მორჩილებას ასრულებ?

- სეფისკვერის ბეჭდებს ვკვეთ.

ეს იყო და ეს, კალათს წყალი გაუვიდა. მორჩილმა ამაოდმეტყელება დაიწყო, მიატოვა ლოცვა და ბერთან ცარიელი კალათით მივიდა.

- რა მოხდა, შვილო?

- მამაო, ასე და ასე მოხდა.

- შვილო, ლოცვა მიატოვე და ამიტომ გაუვიდა კალათს წყალი. ხედავ? როცა ლოცვას ამბობდი, კალათს წყალი არ გასდიოდა, ხოლო როცა ლოცვა შეწყვიტე და ამაოდმეტყველება დაიწყე, წყალმაც გაჟონა"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2022, 05:41 PM

"იესოს ლოცვა - ეს არის გოდება შენდობის მისაღებად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2022, 08:46 PM

"იესუს ლოცვის თეოლოგიური და სულიერი სიმდიდრე უსაზღვროა: ეს არ არის მხოლოდ "მთელი სახარების შემოკლება", არამედ ქრისტე იესოში რწმენის გასაღებია"

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:11 PM

"როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ისე იესუს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაყოფს, ანუ, უფრო სწორად, თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშეც არაფერი შეგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ, შემდეგ კი წიგნად, რომელსაც კითხულობ და უფრო და უფრო დაინახავ ზეციურ იერუსალიმს უფლის ძალთა ქალაქად, თანა მამით და ყოვლადწმინდა სულითურთ"

/ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:27 PM

"როგორც ჰაერში ვერ გამოვწერთ ასოებს, არამედ საჭიროა მყარი სხეული, რათა მალე არ წაიშალოს სიტყვები, ასევე უკიდურესი სიფხიზლით უნდა შევასრულოთ იესუს ლოცვა, რათა სიფხიზლე, ეს მშვენიერი სათნოება, უფალთან იყოს შეერთებული ჩვენში და მისით წარუშლელად აღიბეჭდოს ჩვენში საუკუნოდ"

/ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2022, 08:45 PM

"თუკი სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესუს ლოცვის ხშირი, განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტულად, მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის გათბობამდე. ლოცვა ხშირი განმეორების დროს იხვეწება და გადადის ჩვეულებაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2022, 09:02 PM

"ნამდვილი და უხიბლო შინაგანი ლოცვა - ესაა, როდესაც იესუს ლოცვით წარმოქმნილი სითბო აღინთება გულში ცეცხლად და წვავს ვნებებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2022, 09:25 PM

"ნამდვილად ნეტარია ის, ვინც გონებით მიეკრო იესუს ლოცვას თავის გულში, შეუწყვეტელ ღაღადებით მის მიმართ, როგორც ჰაერი ეკრობა სხეულს ან ალი სანთელს. მიწის ზემოთ მზე წარმოქმნის დღეს, ხოლო სულში იესო ქრისტეს ელვარე ნათელი (სახელი) ბადებს ურიცხვ მჭვრეტელ აზრს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2022, 05:44 PM

"ჩაძინება იესუს ლოცვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2022, 02:12 PM

"ჩემი გარდაცვლილი მოძღვარი იესუს ლოცვას 6 საათის განმავლობაში კითხულობდა, მას კი მიაჩნდა, რომ სულ რაღაც საათის მეოთხედი იყო გასული... სიხარული ტალღებივით გვეფინება. და გულისცემა ამ დროს შეიგრძნობა. როგორც ბევრ მამას აქვს ნათქვამი, ამ დროს გული საგულიდან ამოსავარდნად არის გამზადებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2022, 07:24 PM

" - იესუს ლოცვის უმთავრესი მიზანი - "ნაწილებად ქცეული" ადამიანის გამთლიანება..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:25 PM

"იესუს ლოცვა ხეს ჰგავს, რომელიც მრავალი სახის მტკბარი ნაყოფით არის დახუნძლული და ყოველი მათგანი სხვა დანარჩენზე მშვენიერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:39 PM

"ვინაიდან დიდი ინტერესს ავლენ, იესუს ლოცვის ზოგიერთი ნაყოფის შესახებ გესაუბრები. დასაწყისში იესუს ლოცვა პურია, რომელიც ასკეტს ძალას აძლევს, შემდეგ ის გულის დამამშვიდებელ ზეთად გვევილება, და ბოლოს, ისეთ ღვინოდ გადაიქცევა, რომელიც "საღი გონებიდან გადაგიყვანს", ანუ ექსტაზში შეგიყვანს და ღმერთთან დაგაკავშირებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2022, 06:52 PM

"შეძლებისდაგვარად ხშირად, ბევრჯერ თქვი იესუს ლოცვა. იგი ყველა სხვა ლოცვაზე მეტად აღწევს ღმერთამდე და მისი დახმარებით სულს იცხონებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2022, 08:00 PM

"წმინდა იოანე კარპატელი წიგნში "ფილოკალია" ამბობს, რომ როცა იესუს ლოცვაში იესოს სახელს მოვუხმობთ და ვამბობთ: "შემიწყალე, მე, ცოდვილი", მაშინ თითოეულ ამგვარ თხოვნას უფლის იდუმალი ხმა პასუხობს: "შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2022, 10:11 PM

"ჭეშმარიტი ლოცვა ნიშნავს: გონება და მეხსიერება ღვთის გამუდმებული ხსოვნისკენ მიმართო, მისი ღვთაებრიობის წინაშე იარო, საღვთო ფიქრებით მისდამი სიყვარულით აღიძრა, ღვთის სახელი სუნთქვასა და გულის მოძრაობას შეუერთო, და თანაც ყოველივე ამაში იმით იხელმძღვანელო, რომ ბაგეებით მოუხმო იესო ქრისტეს უწმინდეს სახელს, ანუ ყოველთვის და ყველგან, ნებისმიერი საქმიანობის დროს, იესუს ლოცვა თქვა განუწყვეტლივ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2022, 09:51 PM

"იესუს ლოცვა რვა სიტყვამდე დაყვანილი სახარებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2022, 10:07 PM

"იესუს ლოცვა ტაძრის საკურთხეველს შეიძლება შევადაროთ, სიმდაბლე კი - კედლებს. კედლების გარეშე საკურთხეველი ჩამოიქცევა, საკურთხევლის გარეშე კი ტაძარი დაცარიელდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2022, 08:04 PM

"ღირსი კალისტე და ეგნატე გვირჩევენ, რომ ყოველგვარ ღვაწლსა და სათნოებაზე უწინარეს იესო ქრისტეს სახელით ხშირ, განუწყვეტლივ ლოცვას შევუდგეთ, რადგან სიხშირით არაწმინდა ლოცვაც კი სიწმინდემდე მაღლდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 06:11 PM

"ლოცვა - "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი" - რომელსაც გულში მუდამ წარმოვთქვამთ, აშთობს სიძვას, აოკებს მძვინვარებას, განდევნის მრისხანებას, განაქარვებს სევდას, განაშორებს კადნიერებას, სპობს სასოწარკვეთას, განდევნის უდებებას, განანათლებს გონებას, მოგვრის ცრემლებს"

/წმ. ვალენტინი მორდასოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 06:25 PM

"იესუს ლოცვა მართლმადიდებლობის აღორძინებაა და ხაზს უსვამს ამ კონფესიის სრულ ჭეშმარიტებას"

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 01:01 PM

"იესუს ლოცვა აღნიშნავს ადამიანის პრობლემასაც და ღმერთის მიერ მის გადაწყვეტასაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 07:40 PM

"როგორც გამოცდილებიდან ჩანს, იესუს ლოცვას ვნებს მოყვასის შეურაცხყოფა. სანამ განაწყენებულ ახლობელს შერიგებით არ დაამშვიდებ, ლოცვას მნიშვნელობა არ ექნება. ლოცვას ვნებს ასევე მრუშული ზრახვები, განკითხვა, ზედმეტი ჭამა და ყოველგვარი ცოდვა"

/წმინდა ვალენტინი მორდასოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 08:15 PM

"ისევე როგორც ვერ გააჩენს თოვლი ალს, ვერცთუ წყალი შობს ცეცხლს ან კიდევ ძეძვი - ლეღვს, ამგვარადმე ვერცერთი ადამიანის გული ვერ გათავისუფლდება ეშმაკეულ გულისზრახვათა, სიტყვათა და საქმეთაგან, ვინც კი არ განიწმინდება შინაგანად, ვინც არ შეაერთებს მღვიძარებას იესუს ლოცვასთან და არ წარემატება სიმდაბლესა და სულისმიერ მყუდროებაში. დიდი წადიერებით წინსწრაფებული და მავალი, არამედ ყოველგვარი კეთილი და სრულქმნილი აზრისგან გარდაუვალად ბერწი იქნება უყურადღებო სული, მსგავსად უნაყოფო ჯორისა, რომელსაც არა აქვს გულისხმისყოფა სულიერი სიბრძნისა. უეჭველად სულის სიმშვიდეა ეს ტკბილი საქმე: იესოს სახელიც და დაცარიელებაც ვნებადი აზრებისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2023, 03:00 PM

"როგორ დავინახოთ ქრისტე? არსებობს საამისო გზა: განუწყვეტლივ იესუს ლოცვის შესრულება, რომელსაც, ერთადერთს, შეუძლია ჩვენს სულებში ქრისტე ჩაასახლოს"

/ღირსი ბარსანოფი (პლიხანკოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2023, 08:20 PM

"ბაგეები კი მაინც უფალ იესო ქრისტეს სახელით განიწმინდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2023, 04:07 PM

"მასში ბევრი სული, ცხოვრება და სინათლეა მათთვის, ვისაც იესუს ლოცვის შესწავლა სურს. თუმცა, მკაცრად რომ ვთქვათ, მხოლოდ წიგნის კითხვით არ შეიძლება ლოცვის სწავლა, ვინაიდან აქ საჭიროა პრაქტიკული, მრავალწლიანი ღვაწლი და მოთმინება, კიდევ მოთმინება და გულითადი შრომა. ამ ყველაფერს კი სათავეში სჭირდება უფლის შეწევნა, რომელიც ასევე გამოითხოვება გულითადი, თავმდაბალი ლოცვით; თუმცა, წიგნისმიერი სწავლება აუცილებელია, პირველ რიგში, იესუს ლოცვაში წვრნაში საკუთარი თავის შესამოწმებლად, ვინაიდან ამ წმინდა მოქმედებისთვის გამოცდილი მასწავლებლის პოვნა არცთუ ისე ადვილია, როგორც ეს ძველად იყო, მეორეც - ლოცვითი სულის შესანარჩუნებლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2023, 07:50 PM

"თავისი არსით, იესუს ლოცვა ყოველგვარ გარეგნულ ფორმაზე მაღლა დგას, მაგრამ პრაქტიკულად, ჩვენი უუნარობის გამო, "სუფთა გონებით" დიდხანს რომ დავყოთ ამ ლოცვაში, დისციპლინის მიზნით მორწმუნეები სკვნილით ვსარგებლობთ. ათონის წმინდა მთაზე ყველაზე მეტად გავრცელებულია 100-ნასკვიანი სკვნილი, რომელიც გაყოფილია ოთხ ნაწილად (თითოეულში 25 ნასკვით). დღისითა და ღამით ლოცვისა და მუხლთაადრეკის რაოდენობა განისაზღვრება თითოეული ადამიანის ძალისა და რეალური ცხოვრებისეული შესაძლებლობის შესაბამისად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2023, 08:18 PM

"ყველა ღვაწლი და სათნოება დაიწყეთ იესო ქრისტეს სახელით ხშირად, მოუკლებლად მოწოდებით, რადგან სიხშირე არაწმინდა ლოცვასაც კი სიწმინდემდე აღამაღლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2023, 08:03 PM

"კითხვა: "შეუძლია, თუ არა იესუს ლოვცა დაკარგოს მან, ვინც უკვე მიაღწია შინაგან ლოცვას?"

პასუხი: "დიახ, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გარემომცველ აურზაურში. ხდება, როდესაც უფალი, ჩვენთვის მიუწვდომელი მიზეზით, ართმევს ლოცვას, როგორც, მაგალითად, ეს სქემმონაზონ მამა კლეოპას შემთხვევაში მოხდა: ის ორი წლის განმავლობაში გრძნობდა საკუთარ თავში გულითადი ლოცვის დაკარგვას, რის შემდეგაც იგი კვლავ დაუბრუნდა მას. შესაძლოა, უფალმა გამოსცადა მისი რწმენა. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, არ უნდა ჩავცვივდეთ სასოწარკვეთილებაში".

/ღირსი ბარსანოფი (პლიხანკოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2023, 08:40 PM

"ყველა ჯვარსა და ჯვრის მატარებელს, ყველა პორტრეტსა და მათ ორიგინალს სჯობს, ახალგაზრდა რბილ გულზე დაიხატო უტკბესი სახელი, მანათობელი ლოცვა: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი. აი, მაშინ დადგება დაუსრულებელი სიხარული. მაშინ, ანუ როდესაც გულში გამყარდება იესო, აღარ მოგინდება არც რომი, არც იერუსალიმი, რადგან თავად მეუფე თავის ყოვლადქებულ დედასთან და ყველა ანგელოზთან და წმინდანთან ერთად თავად მოვლენ შენთან და შენთან იცხოვრებენ. "მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ".

/ღირსი ანატოლი (ზერცალოვი, 1824-1894)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2023, 08:49 PM

"სავალდებულოა თუ არა იესუს ლოცვა ასევე ერისკაცთათვის? უპირობოდ სავალდებულოა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნავთ, ყოველ ქრისტიანს სჭირდება გულში უფალთან შეერთება და იესუს ლოცვა - ეს არის საუკეთესო გზა ამგვარი შეერთების მისაღწევად"

/ეპისკოპოსი იუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2023, 09:22 PM

"იესუს ლოცვის დროს ეცადე, უფრო ნათლად იფიქრო, რომ თავად უფალია შენს სულთან ახლოს, დგას და ისმენს, რაც ხდება მასში"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 04:03 PM

"უმარტივესი გზა იმისათვის, რომ მუდმივ ლოცვამდე ავმაღლდეთ, ესაა - ჩვევად ვაქციოთ იესუს ლოცვა და იგი საკუთარ თავში დავნერგოთ. სულიერ ცხოვრებაში ყველაზე გამოცდილმა ადამიანებმა, ღვთივგანბრძნობილმა მამებმა, იპოვეს ეს ერთი მარტივი და, ამავდროულად, ყოვლისმომცველი საშუალება"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 04:44 PM

"ამრიგად, რა არის იესუს ლოცვა? ის ერთ-ერთი მცირე ზომის სიტყვიერი ლოცვათაგანია, ისევე როგორც ყველა სხვა მოკლე ლოცვა, დაწესებული, რათა გონება მხოლოდ ღმერთისადმი ფიქრისკენ მიიმართოს.

ვინც მიეჩვია ამ ლოცვას და მას საჭიროებისამებრ იყენებს, მართლაც, მას გამუდმებით აქვს ღმერთის ხსოვნა"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 08:18 PM

"თუ ადამიანს ხმაურში იესოს ლოცვის წარმოთქმა უჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან გონება არ გადასცა ღმერთს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 03:52 PM

"თავი აიძულეთ იესუს ლოცვისთვის. ის გახდება თქვენთვის საჭმელიც, სასმელიც, სამოსელიც, ნათელიც, ნუგეშიც და სულიერი ცხოვრებაც. ის მლოცველისთვის ყველაფერია. ლოცვის გარეშე სულიერი სიცარიელე ვერ შეივსება. გსურთ, ქრისტე შეიყვაროთ? ლოცვა გენატრებოდეთ, სიმდაბლე ჩაიკარით გულში და მაშინ გაიგებთ, რომ ღვთის სასუფეველი ჩვენ შორისაა"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 08:58 PM

"გიყვარდეს იესო და განუწყვეტლივ იმეორე ლოცვა და იგი განგანათლებს უფლის გზაზე"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2023, 05:54 PM

"ჩვენს საღვთო მამას, ფოტიკელ ეპისკოპოს დიადოქოსს, თავის სიტყვაში იესუს გონისმიერი ლოცვის შესახებ, საღვთო წერილიდან მოჰყავს შემდეგი მოწმობა: "ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით", და სახარებისეული იგავიდან ვაჭრის შესახებ, რომელიც კეთილ მარგალიტს ეძებდა, ასკვნის ლოცვის შესახებ: "ეს არის ძვირფასი მარგალიტი, რომელიც, მთელი თავისი ქონების ფასად, შეუძლია შეიძინოს ადამიანმა და ენით აღუწერელი სიხარული განიცადოს მისი შეძენით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2023, 06:41 PM

"გაფრთხილდით, რომ საქმემ დღის განმავლობაში ბაგეებით ლოცვა არ მოგპაროთ. ხმამაღლა იმეორეთ ჩვენი იესოს ყოვლადდიდებული, ტკბილი სახელი და უფალი თქვენს საშველად და სანუგეშებლად მოსვლას არ დააყოვნებს. და რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და განახლებაც არ შეუძლია კურთხეულ ლოცვას!

თავი აიძულეთ იესუს ლოცვისთვის. რატომ უნდა იხეტიალოს გონებამ აქეთ-იქით და არ მიემართებოდეს იესოსკენ, ვისთვისაც ყველაფერი დავტოვეთ და ყველაფერს ვითმენთ?!"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2023, 08:21 PM

"ჩემო შვილებო, ღვთის სიყვარულისთვის გთხოვთ, ჩვენი იესუს ლოცვას სულ მცირე ხნითაც ნუ შეწყვეტთ. თქვენმა ბაგეებმა მუდმივად იჩურჩულოს ეშმაკისა და მისი მანქანების განმაქარვებელი იესოს სახელი. განუწყვეტლივ ვუხმოთ საშველად ქრისტეს და ის მთელი გულით მსწრაფლ შეგვეწევა.

როგორც გავარვარებულ რკინას ვერავინ მიეკარება და მოიპარავს, ასევეა ის სული, რომელიც იესუს მხურვალე ლოცვით არის ანთებული. ეშმაკები მას ვერ უახლოვდებიან. რატომ? თუ შეეხებიან, დაიწვებიან იმ საღვთო ცეცხლით, რომელსაც უფლის სახელი შეიცავს"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2023, 09:28 PM

"დილა-საღამოს ლოცვებს შორის დრო იესუს ლოცვაში გაატარე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:37 PM

"როგორც უკვე ითქვა, იესუს ლოცვა საჭიროა ყველგან და ყოველთვის. მარტოობისას უფრო მოსახერხებელია ლოცვის ჩურჩულით წარმოთქმა, ხალხთან ერთად კი - ჩუმად. ჩუმად კითხვა ასევე სასარგებლოა განმარტოებით ლოცვისას, რადგან, რაც იდუმალია, ისაა შენთვის საუკეთესო. ჩუმად ლოცვის დაუფლება დაგეხმარება, საზოგადოებაშიც ლოცვით დაკავდე, შეისმინო მისი სიტყვები და საიდუმლოდ აღასრულო საკუთარი სულის ხსნის საქმე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 06:40 PM

"მოწაფე: რა სიტყვებისგან შედგება იესუს ლოცვა?

ბერი: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ზოგიერთი მამა გვირჩევს, ეს ლოცვა დამწყებთათვის ორ ნაწილად გაიყოს: დილიდან დაახლოებით სადილობის დრომდე ითქვას "უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე", სადილის შემდეგ კი "ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე". ეს ძველი გადმოცემაა, მაგრამ უმჯობესია, თუკი შესაძლებელია, თავიდანვე მთელი ლოცვის წარმოთქმას შევეჩვიოთ. გაყოფა სუსტებისა და დამწყებთათვის არის დაშვებული მათი უძლურების გამო"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2023, 05:14 PM

"იესუს ლოცვას აქვს თავისი დასაწყისი, შუაგული და უსასრულო დასასრული"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2023, 05:44 PM

"იესუს ლოცვა აღაგზნებს ჩვენს გულში ცეცხლს, რომელიც ისე წვავს ვნებებს, როგორც სარეველას, შემოაქვს სულში სიხარული და სიმყუდროვე"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2023, 06:13 PM

"[იესუს] ლოცვის სიტყვები აუჩქარებლად, ოდნავ გაწელილადაც კი უნდა წარმოითქვას, რათა გონებამ მთლიანად ამ სიტყვებში დანთქმა შეძლოს"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2023, 07:36 PM

"წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ღირსი ნიკიტა სტითატი და მრავალი სხვა წმინდა მამა იესუს ლოცვას აღმოსავლეთის იმპერიის დედაქალაქში, დიდსა და ხალხმრავალ კონსტანტინეპოლში სწავლობდა; უწმინდესმა პატრიარქმა ფოტიმ იესუს ლოცვა უკვე პატრირქობის დროს, ათასი საზრუნავით გარემოცულმა შეითვისა; ხოლო უწმინდესმა პატრიარქმა კალისტემ - ათონზე, ღირსი ათანასეს ლავრაში, მზარეულად ყოფნისას"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2023, 03:43 PM

"წმინდა სვიმეონმა და ანდრიამ, ქრისტესათვის სალოსებმა, იესუს ლოცვაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს სრული თავგანწირვისა და ღრმა სიმდაბლის გზით. ეს თვისებები ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანს ღმერთთან. წმინდა ანდრიას ლოცვა მისმა მესაიდუმლე ნიკიფორემ, სამეფო ქალაქ კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიის მღვდელმა, ასე აღწერა: "ღმერთმა საიდუმლო ლოცვის ისეთი ნიჭი უბოძა, რომ მისი ჩურჩულიც კი შორს გაისმოდა. როგორც მდუღარე ქვაბს - ოხშივარი, ისე ამოსდიოდა პირიდან ორთქლი სულიწმიდის მოქმედებით. ზოგი ამბობდა, მასში დემონია ჩასახლებული და ეს ორთქლი მისი სუნთქვააო, სხვანი ფიქრობდნენ, ირთქლს მისი გული გამოსცემს, რომელიც ბოროტი სულისგან იტანჯებაო. არც ერთი აზრიარ გახლავთ სწორი - ეს იყო განუწყვეტელი, ღვთისსათნო ლოცვის შედეგი. მაგრამ სულიერი ლოცვის უმეცართ წმინდა ანდრიაზე იგივე თქვეს, რაც ოდერსღაც წმინდა მოციქულებზე ითქვა, რომ მათ უცხო ენებზე ლაპარაკის ნიჭი მიეცათ". როგორც ჩანს, წმინდა ანდრია მთელი არსებით ლოცულობდა და შინაგან ლოცვას ბაგეებით ხმამაღლა ლოცვასაც უერთებდა"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 03:18 PM

"იესოს ლოცვის დაწყება და სნეულებათა თავს დატყდომა ერთია". - ამბობდა ოპტინელი ღვთივსულიერ ბერი, მამა ამბროსი. ბერმა ტროფიმემ [ოპტინელი] ორჯერ გახაზა კიდეც შემდეგი სიტყვები ეგნატე ბრიანჩანინოვის ნაშრომში, რომ გონიერი ლოცვა, "რომელსაც არ სდევს სნეულებები ან ღვაწლი, საბოლოო ჯამში, უნაყოფოა: "რადგანაც იღწვიან სენთა და გულის მხურვალების გარეშე, რჩებიან ვერგამზიარებელნი სიწმინდისა და სულიწმიდის მადლისა, უარმყოფელნი სენთა სიმძაფრისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 07:30 PM

"იესოს ლოცვა - აღსარებაა.
მუდმივი იესოს ლოცვა - მუდმივი აღსარებაა"

/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2023, 01:33 PM

"ძლიერი სიცივე რომ ამიტანს, უფრო მონდომებით ვიტყვი იესო ლოცვას და მალევე გავთბები. თუ შიმშილი დამძლევს, უფრო ხშირად მოვუწოდებ იეს ქრისტეს სახელს და დამავიწყდება, რომ მშიოდა. ავადმყოფობისას, როცა ფეხები და ზურგი დამიწყებს ტეხას, ლოცვას ჩავუღრმავდები და ტკივილს აღარ ვიგრძნობ, ვინმე თუ შეურაცხმყოფს, გავიხსენებ, რაოდენ დამატკბობელია იესოს ლოცვა, იქვე გამივლის შეურაცხყოფისა და წყენის გრძნობა და ყველაფერი დამავიწყდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2023, 08:14 PM

"რა უნდა იყოს დაყუდებულის განუშორებელი აზრი და ღვაწლი? - იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა. დაყუდებულს მარადის უდნა ჰქონდეს აზრში "იესოს ლოცვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 06:57 PM

"უამრავი წმინდა მამის გადმოცემით და გამოცდილებით არის ცნობილი, რომ "იესოს ლოცვა" ძალიან ლმობიერს ხდის ადამიანს და აახლოებს მას უფალთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 07:15 PM

"მოკლე ლოცვები გაცილებით ხელსაყრელია გონების დასაკავებლად და უფალთან დასაახლოებლად, ვიდრე ვრცელი. სწორედ ესაა იესოს ლოცვის საფუძველიც: ეკლესიის მამათა გამოცდილებიდან ვიცით, რომ, რაც უფრო მოკლეა ლოცვა, გაცილებით ადვილია მისის დაკავება გონებაში. ამიტომაც მისდევდნენ წმინდა მამები მოკლე ლოცვის პრაქტიკას, რათა ერთ რამეზე შეძლებოდათ გონების დაკავება. ვინც ამ მდგომარეობას მიაღწევს, გაცილებით ადვილად ახერხებს ლოცვით ღვაწლში განმტკიცებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2023, 07:00 PM

"ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, გამორჩეული და განსაკუთრებული ძალმოსილება აქვს იესოს ლოცვას, რისიც, წმ. მამათა სწავლებით, ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი ცხონების მტერს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2023, 08:29 PM

"ლოცვა: "იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", - არის სიტყვიერი ლოცვა, როგორც ნებისმიერი სხვა. თავისთავად მასში არაფერია განსაკუთრებული, მთელ ძალას იქიდან იძენს, თუ როგორი განწყობილებით ამბობენ"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2023, 08:59 PM

"იესუს ლოცვა შინაგანი ლოცვის კარგი საშუალებაა, მაგრამ თავისთავად შინაგანი კი არ არის, არამედ გარეგანი ლოცვაა. ვინც მას ჩვევად გაიხდის, კარგად იქცევა. მაგრამ თუ მხოლოდ ამაზე შეჩერდებიან და ამის იქით არ წავლენ, მაშინ შუა გზაზე დარჩებიან"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2023, 09:23 PM

"იესუს ლოცვა მთელი თავისი ძალით წარმატების დასაწყისში კი არ წარმოჩნდება, არამედ ბოლოში, ისევე, როგორც ყვავილი და ნაყოფი. მას წინ უძღვის შინაგანი სიძმიმე"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2023, 07:57 PM

"იესუს ლოცვის დროს დაჯდომა ცუდი ჩვევაა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2023, 08:19 PM

"იესუს ლოცვა ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ წარმატებას მივაღწიოთ და შევიგრძნოთ ღვთის წინაშე სიარულის ჩვევა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2023, 09:23 PM

"შეკითხვა სწორად შეეხებოდა იესუს ლოცვას. ამ წმინდა ლოცვას რამდენი რამ დაამატეს ზვინივით?! - საქმე კი მარტივადაა: გწამს, რომ უფალი იესო ქრისტე არის შენი ერთადერთი მხსნელი? - თუ გწამს, შეღაღადე მას: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე!"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2023, 07:43 PM

"იესუს ლოცვამ ჭკუიდან შეშლა შეიძლება მაშინ გამოიწვიოს, როდესაც ამ ლოცვის შესრულებისას თავს არ ანებებენ რაიმე ცოდვას ან ცოდვიან ჩვევებს, რომლებსაც სინდისი ამხელს. ამ დროს ღრმა შინაგანი უთანხმოება მიმდინარეობს, რომელიც გულიდან ყოველგვარ მშვიდობას აძევებს. ამის შედეგად შეიძლება გონებაც აიმღვრეს"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 08:04 PM

"ერთმა ნაცნობმა ქალმა ვრცელი წერილი მომწერა. მწერს, რომ იესუს ლოცვა შეეთვისა. როგორი სასიხარულოა, რომ სამყაროში არიან მლოცველები; ეს ქალი გერმანიაში იყო, ახლა სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. კეთილი მგზავრობა, შეეწიე მას, უფალო!

აი რა, შვილო ჩემო, მოდი, მე და შენ მხურვალედ ვილოცოთ ამ ხსენებული ქალბატონის მაგალითზე. შეგვეწიე, უფალო! შენ სამსახურს მიეჩვიე. არ არის საჭირო მასზე ფიქრი, გონება ლოცვით და ღმერთზე ფიქრით დაიტვირთე. ლოცვის გარეშე ცხოვრებაში ბევრი საფიქრალი გექნება, ლოცვისგან კი, როდესაც ის ჩვევად გექცევა - გული გაგიმხიარულდება და დამშვიდდება; ეს ნეტარებაა. დროდადრო აქ, მიწაზე, მლოცველები მოელიან მომავალ ნეტარებას"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2023, 08:09 PM

"ერთ-ერთ ათონელ ბერს ვთხოვე, იესოს ლოცვის შესახებ მოეცა რჩევა. თავიდან იუარა, მე რა მესმის იესოს ლოცვისო. ხუთი წუთის შემდეგ, როცა ვფირობდი, რომ აღარ მიპასუხებდა, მომიბრუნდა და მკითხა: ცოდვილი რომ ხარ, იციო? რა თქმა უნდა-მეთქი. იცი, ვის შეუძლია გაპატიოსო? - კვლავ მკითხა ბერმა. ცხადია, ქრისტეს-მეთქი. მაშინ ევედრეო, - იყო ბერის ბოლო რჩევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2023, 09:42 PM

"იესუს ლოცვას ან უფლის ხსოვნას ღმერთი თანაბრად მიიღებს"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 08:17 PM

"ფაქიზად მოვათავსოთ გონებაში ქრისტე და ვილოცოთ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2023, 01:39 PM

"თუ თქვენი სული წადიერებით და თავდადებით იმეორებს ამ ხუთ სიტყვას, "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", ვეღარ ძღები. ეს განუძღომელი სიტყვებია. მთელი თქვენი ცხოვრება იმეორეთ ეს სიტყვები. ძალიან ბევრს "მაცოცხლებელ ცვარს" შეიცავს!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)