IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფოტო-რჩევები, თეორია,პრაქტიკა,ტექნიკა...
KAIROS
პოსტი Jun 20 2008, 07:50 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აქ ხალხი აშკარად არ ხუმრობს, მართლაც მომეწონა ზოგიერთო ფორუმის სურათები, აშკარაა, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი თანაფორუმელები არ არიან პროფესიონალები, მაგრამ არც ისე "მოყვარულები" რომ არ ეთქმით ეგ აშკარაა, მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, იქნებ უბრალო სიტყვებით გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილებები, ავხსნათ ზოგიერთი მთავარი ტერმინი, მთავარი თეორიები, და მცირე პრაქტიკული რჩევებიც დავდოთ smile.gif
აბა გისმენთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 20 2008, 09:30 AM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



რა საინტერესო თემაა. მეც გისმენთ ყურადღებით smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 20 2008, 05:21 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მაგალითად უპირველესად ყველა პროფესიონალურ ან ნახევრადპროფესიონალურ აპარატებს აქვს წინასწარ დაპროგრამებული ტიპები ფოტოებისა:
1. პორტრეტი
2. ხედი
3. მაკრო
4. სპორტი
5. ღამის სურათი...
დავიწყოთ პორტრეტით
რას გვირჩევთ პორტრეტის გადაღებისას?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 20 2008, 05:24 PM
პოსტი #4


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
რას გვირჩევთ პორტრეტის გადაღებისას?

პორტრეტისათვის მეტი სიღრმის მისანიჭებლად ობიექტი დასვით ისე რომ სინათლე გვერდიდან ურტყავდეს smile.gif

პ.ს. ფოტო ჟურნალისტიკაში მაქვს ნასწავლი smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 21 2008, 06:15 PM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეს ფოტოსაიტ "ბოკედან" აღებული ინფორმაციაა ( ნიკას მიერ დაწერილი) მგონი იქ ყველას არ შეუძლია წაკითხვა და მეც აგერ ყველაზე საინტერესო ნაწილს გაჩვენებთ, ეს ძალიან ყურადღებითაა წასაკითხი, შემდეგში ასევე დავდებ სხვა სტატიებსაც, თქვენც ასევე, ოღონდ შეეცადეთ, უბრალოდ კი ნუ დაყრით, არამედ მოკლედ მოიყვანეთ ციტატები, ისე რომ წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს ადამიანს smile.gif

დაყოვნება-დიაფრაგმა-მგრძნობელობა
ეს სამი პარამეტრი ერთმანეთთან პირდაპირაა დაკავშირებული. ჯერ გავიაროთ თითოეული ცალ-ცალკე
დაყოვნება: ეს არის ის დრო. რომლის განმავლობაშიც ხდება სინათლის სხივით ფირის ან მატრიცის (ან სხვა ფოტომასალის) დაშუქება. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე დასხივებული სინათლის რაოდენობა პრორორციულია დაყოვნების. ანუ 2 წამიანი დაყოვნებისას ფოტომასალაზე 2-ჯერ მეტი სინათლე მოხვდება ვიდრე 1 წამიანი. 1 წამზე მოკლე დაყოვნებები 1-ის წესით წილადის სახით უნდა აღინიშნებოდეს, ანუ 1/2, 1/4 და ა.შ. მაგრამ ვინაიდან ფოტოგრაფიაში გაცილებით ხშირად გამოიყენება 1 წამზე მოკლე დაყოვნებები, ასეთი დაყოვნებების აღსანიშნავად წილადი არ გამოიყენება და პირდაპირ 2, 4, 8, 15, 30, 60 და ა.შ. იწერება ხოლმე ხოლო 1 წამს და უფრო გრძელ დაყოვნებეს ასე აღნიშნავენ 1”, 2”, 4” და ა.შ. ძველ ფოტოაპარატებზეც დაყოვნებების არჩევანი იმ პრინციპით იყო აწყობილი რომ ყოველი მომდევნო დაყოვნება წინასგან 2-ჯერ განსხვავდებოდა. თანამედროვე აპარატებს უკვე შეუძლიათ 1/2-ჯერ ან სულაც 1/3 ბიჯით დაყოვნებების დაყენება. გარდა ამისა თანამედროვე ციფრულ და ზოგ ელექტო მართვის მქონე ფირიან აპარატებში ელექნრონული ჩამკეტის (ზატვორ) გამოყენება საშუალებას იძლევა საკმაოდ გრძელი დაყოვნებებიც (15 ან სულაც 30 წამი) გამოვიყენოთ. შედარებისთვის კომუნისტების პერიოდში საკმაოდ პოპულარულ “ზენიტების” ტიპის აპარატებს ჰქონდათ დაყოვნებების შემდეგი რიგი: 30, 60, 125, 250, 500 რაც პრინციპში ამოცანების უმრავლესობისთვის სავსებით საკმარისია. ხოლო გრძელი დაყოვნებების განსახორციელებლად გამოიყენებოდა ე.წ. “ვ” ანუ ხელით დაყოვნება, როცა ღილაკზე დაჭერიდან გაშვებამდე ჩვენ თვითონ შეგვეძლო დაყოვნებების არჩევა (იგივე ჩვეულებრივი წამზომით). 2002 წელს გამოშვებულ ჩემ Canon Powershot G2-ს კი დაყოვნებების შემდეგი რიგი აქვს: 15’’, 13”, 10”, 8” … 500, 640, 800 ხოლო ბევრ თანამედროვე აპარატს დაყოვნება 2000-იც აქვს.
დიაფრაგმა: დიაფრაგმას ჩვენ ამ პარამეტრს შეცდომით ვეძახით. სინამდვილეში მას ფარდობითი ხვრელი ჰქვია. თანაც დაყოვნების მსგავსათ აქაც შეფარდებაა ანუ 2.8 დიაფრაგმა სინამდვილეში 1/2.8 ფარდობით ხვრელია. რაც უფრო დიდია ფარდობითი ხვრელი (ანუ ნაკლებია “დიაფრაგმა” რადგან ის წილადის მნიშვნელში ზის) მით მეტი შუქი გავა ობიექტივში. ვინაიდან გასული შუქის რაოდენობა ობიექტივის ხვრელის ფართობის პროპორციულია ამიტომ შუქის 2-ჯერ შეცვლისთვის დიაფრაგმა 1.41-ჯერ ანუ ფესვი 2-ჯერ უნდა შეიცვალოს (იმედია არ მოგაწყინეთ მათემატიკა-ფიზიკით). ისევ კომუნისტების დროინდელ ობიექტივებს რომ დავუბრუნდეთ მათ დიაფრაგმების სკალაზე ერთმანეთისგან 1.41-ჯერ განსხვავებული სიდიდეები ჰქონდათ (თუმცა დაყოვნებებისგან განსხვავებით ხშირად შეგვეძლო შუალედური მაჩვენებლის არჩევაც). მაგ. “ზენიტის” აპარატზე გმოიყენებოდა “ჰელოის 44” ობიექტივი რომელსაც დიაფრაგმების შემდეგი რიგი ჰქონდა. 2, 2.8, 4, 5.6, 8, 11, 16 მაგრამ ჩვენ შეგვეძლო ასევე აგვერჩია ამ რიცხვებს შორის შუა მდგომარეობებიც (ისინი სკალაზე არ იყვნენ დატანებული მაგრამ დიაფრაგმის მართვის რგოლი მათი არჩევის საშუალებას იძლეოდა). ახალ აპარატებში აქ უკვე დაყოვკების მსგავსად შემოვიდა 1 ან 2 შუა მდგომარეობის დიაფრაგმა. მაგ ისევ ჩემ Canon Powershot G2-ს აქვს შემდეგი დიაფრაგმები: 2.0, 2.2 2.5 2.8 და ა.შ.
ფირის მგრძნობელობა: ფირის (ან ციფრული მატრიცის) მგრძნობელობც შესაბამისად 2-ჯერ განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში კომუნისტები თავისი გზით წავიდნენ და მათ სხვა მსოფლიოსგან ცოტა განსხვავებული მგრზნობელობის ფირები ჰქონდათ: 32. 65. 130. 250, 500 “გოსტ”-ის ერთეული. თუმცა ახლა უმრავლესობა ჩვენთაგანი უკვე ვიყენებთ უცხოურ ფირებს რომლების მგრძნობელობაც 100, 200, 400 ან სულაც 800 IშO-ა. გარდა ამისა გერმანიაში გამოიყენება თავისი სკალა რომელიც DIN-ებითაა. 3 DIN-ით მეტი მგრძნობელობის ფირი 2-ჯერ უფრო მგრზნობიარეა. 21 DIN-ი 100 ISO-ს შეესაბამება. 24 DIN-ი 200-ს და ა.შ.

მაშ ასე ჩვენ უკვე გვაქვს ეს სამი პარამეტრი და ახლა ისინი ერთმანეთს დავუკავშიროთ. მარტივად რომ ვთქვათ ისინი ერთმანეთზე პროპროციულადაა (დიაფრაგმის გარდა) დაკავშირებული. მაგალითად სწორი ექსპოზიციისთვის მივიღეთ შემდეგი პარამეტრები (ექსპონომეტრია სულ ცალკე თემაა) დაყოვნება 60, დიაფრაგმა 4.0 და გვაქვს 200 ISO მგრძნობელობის ფირი. შესაბამისად ვთქვათ იგივე ფირზე იგივე განათების შედეგს მოგვცემს 125 დაყოვნება და 2.8 დიაფრაგმა (დიაფრაგმა 1.41 ბიჯით იცვლება) ან 30 დაყოვნება და 5.6 დიაფრაგმა. შეგვიძლია გამოვიყენოთ შუალედური მაჩვენებლებიც თუ ამის საშუალებას აპარატი იძლევა ანუ მაგ. დიაფრაგმა 4.5 და დაყოვნება 50 და ა.შ. ფირის მგრძნობელობის შეცვლაც ასე მოქმედებს. 100-იანი ფირის შემთხვევაში დაყოვნება 30 უნდა გავხადოთ იგივე 4.0 დიაფრაგმისთვის ან პირიქით 60 დაყოვნება და 2.8 დიაფრაგმაა საჭირო. მთავარი ისაა რომ სწორად ექსპონირებული კადრი ასე შერჩეული დიაფრაგმა-დაყოვნება-ფირის მგრძნობელობის სხვადასხვა კომბინაციისთვისაა შესაძლებელი. მაგალითად თუ პორტრეტს ვიღებთ სასურველია დიაფრაგმა ბოლომდე გავხსნათ. ანუ ვთქვათ ჩვენს შემთხვევაში 200-იანი ფირისთვის ეს იქნება 2.0 (ცხადია თუ ობიექტივი ასეთი დიაფრაგმის დაყენების საშუალებას იძლევა) მაშინ დაყოვნება იქნება 250. პეიზაჟების გადაღებისას პირიქით საჭიროა ხოლმე დიდი სიმkვეთრის სიღრმე და შესაბამისად დიაფრაგმის დახურვა 8.0 ან 11.0 -მდეც კი (ზოგჯერ 16 მდე). შესაბამისად იგივე 200-იან fფირზე და იგივე განათებაზე (რეალურად ბუნებაზე უფრო მეტი განათებაა და დაყოვნება უფრო მოკლე იქნება) ფირზე 8.0 დიაფრაგმისას გვექნება დაყოვნება 15. ეს დაყოვნება უკვე პრაქტიკულად არ იძლევა საშუალებას სურათი ხელიდან გადავიღოთ და შტატივის გამოყენებას საჭიროებს (შეგახსენებთ რომ 35 მილიმეტრიან ექვივალენტში გამოსახული ფოკუსური მანძილი სმქონე ობიექტივისთვის ხელით გადაღება შეიძლება ამ ფოკუსური მანძილის ტოლი ან უფრო მოკლე (ციფრულ გამოხატვაში დიდი) დაყოვნებით, სხვა შემტხვევაში უკვე შტატივის გამოყენებაა სასურველი). ასევე ზოგჯერ წყლის გადაღებისას ჩვენ გვინდა მისი გმოსახულება გაიდღაბნოს. გამოსავალია გრძელი დაყოვნება ვთქვათ 8. ამ დროს ბოლო მაგალითისავით დიაფრაგმა დაიხურება მარა უკვე 11-მდე. სამაგიეროდ სპორტის ან მოძრავი ობიექტების გადაღებისას ყველაფერი პირიქითაა. გვინდა მოკლე დაყოვნება 500 ან კიდე უფრო მოკლე. მაგრამ ვთქვათ 200 იანი მგრძნობელობის ფირის შემთხვევაში ჩვენ 2.0 დიაფრაგმაზე მარტო 250 დაყოვნებას მივაღწევთ (საუბარის ისევ იგივე განათების პირობებში). ანუ 500 დაყოვნებისთვის დაგვჭირდება 1.4 დიაფრაგმის მქონე ობიექტივი რომლის ფასიც ხშირად $1000-ს აჭარბებს. გამოსავალია უფრო მგრზნობიარე ფირის გამოყენება. 400 ან 800 ISO-ს მქონე ფირი 2.0 დიაფრაგმაზე მოგვცემს საშუალებას შესაბამისად 500 და 1000 დაყოვნება გამოვიყენოთ. ამიტომ ფირისარჩევის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდანვე გავიაზროთ თუ რანაირ პირობებში მოგვიწევს ფოტოების გადაღება. გავითვალისწინოთ წინა გამოცდილება. ან სულაც ექსპონომეტრით მოვახდინოთ მიახლობით იგივე პირობებიშ შუქის გაზომვა და მხოლოდ წინასწარ ყველაფრის გამოთვლა, რათა შემდეგ გული არ დაგვწყდეს, თუ სურათის ისე გადაღებას ვერ მოვახერხებთ როგორც ეს გვინდოდა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jun 23 2008, 12:37 AM
პოსტი #6


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



აუ, რა კარგი თემაა, გისმენთ ბატონებო smile.gif

აქვე კითხვა: ბოკეზე რატომ ვერ ვრეგისტრირდები ხომ არ იცის ვინმემ? sad.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 23 2008, 01:05 AM
პოსტი #7


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(იოანა @ Jun 23 2008, 12:37 AM) *


აქვე კითხვა: ბოკეზე რატომ ვერ ვრეგისტრირდები ხომ არ იცის ვინმემ? sad.gif

როგორც მე ვიცი ახალი წესები აქვთ მანდ და ორი წევრის რეკომენრაცია ჭირდება დარეგისტრირებას, ოღონდ რაღაც სტატუსის მქონე წევრების, ზუსტად არ ვიცი, გაგიგებ და შეგატყობინებ kiss1.gif
ისე როგორ უნდა მოგცეს ვინმემ რეკომენდაცია თU ვერ შეხვედი და დაპოსტე ნეტა?
რაღაც ვერ გავერკვიე წესიერად biggrin.gif



იოანა
აი ვნახე ბოკეზე რეგისტრაციის წესები smile.gif
http://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=12274
საშინელი წესები აქვთ biggrin.gif biggrin.gif ვინმე თუ არ გყავს რომ რეკომენდაცია გაგიწიოს გამოდის რომ ვერ დარეგისტრირდები sad.gif
მე კი ვარ დარეგისტრირებული მარა არ მაქ რეკომენდაციის უფლება sad.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 23 2008, 01:30 AM
პოსტი #8


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ვაა,მაგარი თემაა smile.gif

ზედა პოსტს დაკვირვებით უნდა წაკითხვა,ახლა კიდე ისეთ ძილბურანში ვარ არ ღირს biggrin.gif

კითხვები მარტლა ბევრი ჩნდება..ნელ-ნელა გავარჩევტ იმედია


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 23 2008, 02:49 AM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სალლი, მე მოგცემ ერთ ხმას biggrin.gif

ძალიან ბევრი მაქვს დასაწერი, უფრო სწორედ ამოსაწერი, მოყვარული ვარ და უამრავი მაქვს სასწავლი, აქ არის ხალხი, ვისაც კარგად ესმის ფოტოგრაფია და მართლაც კარგი იქნება თუკი გამოცდილებას ერთმანეთს გავუზიარებთ, მე ახლახანს ავისრულე ოცნება და CANON 400 D შევიძინე და რაღაც ზღაპრულ სურათებს იღებს, ჯერ კიდევ ვსწავლობ, ჯერ უფრო აპარატს ვენდობი, ვიდრე საკუთარ თავს, შავთეთრზე ცოტა გავბედე და ძალიან ლამაზები გამოვიდა... სურათებს გალერიაში დავდებ, აქ უფრო თეორია, პრაქტიკა და რჩევებზე ვისაუბროთ...

მართალია დღეს იტალიის წაგების გამო , ცოტა ვერ ვარ ხასიათზე, მაგრამ ერთი-ორი კარგი სტატია მაქვს კიდევ ბოკედან ( და ძალიან ბევრი მასალა რუსულად და ინგლისურად, ასევე იტალიურად, მაგრამ მარტო 2-3 კაცმა ხომ არ უნდა ვიკითხოთ biggrin.gif)

ეს რაკურსისა და კუთხის განსხვავების შესახებ:

არა მხოლოდ მოყვარულებში, არამად გამოცდილ ფოტოგრაფებშიც საკმაოდ გავრცელდა "რაკურსის", როგორც ტერმინის არასწორი გამოყენების პრაქტიკა. "რა კარგი რაკურსითაა გადაღებული"!, "ავტორს მშვენიერი რაკურსი მოუძებნია" და სხვა მსგავსი ეპითეტები უკვე ტრადიციად იქცა. ეს მოვლენა, რასაკვირველია, დიდი შეცდომაა და, ამიტომაც, გადავწყვიტე ორიოდე სიტყვით შევეხო ამ ტერმინის რაობას.

"რაკურსი" ფრანგული სიტყვაა და დამოკლებულს, შემოკლებულს ნიშნავს. თვით ტერმინი კი, გულისხმობს გარე სამყაროზე უჩვეულო, არაბუნებრივ ხედვას, აღქმას. როგორც თქვენთვის ცნობილია, კამერის მდებარეობას გადასაღები ობიექტის მიმართ ახასიათებს 3 პარამეტრი: გადაღების მანძილი, გადაღების სიმაღლე და გადაღების კუთხე. ობიექტთან ძლიერ მიახლოებისა და შესაბამისი ვერტიკალური კუთხის აღებისას "მუშაობას" იწყებს წრფივი პერსპექტივის კანონები - ვერტიკალური პარალელები ვიწროვდება, ხოლო ობიექტის სიგრძე ვიზუალურად მოკლდება, შენობა თითქოს თავზე გვეცემა
რაკურსით გადაღება ეს არის ერთ-ერთი ხერხი იდეისა და შინაარსის შესაბამისად, სპეციალურად მივიღოთ რისამე ტრანსფორმირებული გამოსახულება, ამისათვის კი, დახრის კუთხის გარდა აუცილებელია გადაღების წერტილი ძალიან ახლოს იყოს ობიექტთან. გადაღების მცირე მანძილი და კუთხე აუცილებლად მოგვცემს რაკურსს
გადაღების მხოლოდ ასეთი მეთოდით მიღებული გამოსახულება წარმოადგენს რაკურსს

მადლობა კახას!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
miss sevda
პოსტი Jun 23 2008, 03:30 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 693
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი № 4,127



კარგი იქნებოდა ამდენი ექსკურისებიდან გადაღებული სურათებიდან ამოგვერჩია სურათები რომელიც შეფასდებოდა მეტნაკლებად პროფესიონალურად კარაგად, და გაგვედიდებიანა და მოგვეწყო გამოფენა გაყიუდვასავით და შემოსული თანხა გადაგვერიცხა ჩვენი ფორუმის ფონდში ,მგონიკაი აზრია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 23 2008, 03:49 AM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კარგი იქნებოდა ამდენი ექსკურისებიდან გადაღებული სურათებიდან ამოგვერჩია სურათები რომელიც შეფასდებოდა მეტნაკლებად პროფესიონალურად კარაგად, და გაგვედიდებიანა და მოგვეწყო გამოფენა გაყიუდვასავით და შემოსული თანხა გადაგვერიცხა ჩვენი ფორუმის ფონდში ,მგონიკაი აზრია

ეგ ფონდის თემაში დაწერე, აქ ფოტოგრაფიაზე ვისაუბროთ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Jun 23 2008, 04:00 AM
პოსტი #12


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(KAIROS @ Jun 23 2008, 01:49 AM) *

სალლი, მე მოგცემ ერთ ხმას biggrin.gif

ძალიან ბევრი მაქვს დასაწერი, უფრო სწორედ ამოსაწერი, მოყვარული ვარ და უამრავი მაქვს სასწავლი, აქ არის ხალხი, ვისაც კარგად ესმის ფოტოგრაფია და მართლაც კარგი იქნება თუკი გამოცდილებას ერთმანეთს გავუზიარებთ, მე ახლახანს ავისრულე ოცნება და CANON 400 D შევიძინე და რაღაც ზღაპრულ სურათებს იღებს, ჯერ კიდევ ვსწავლობ, ჯერ უფრო აპარატს ვენდობი, ვიდრე საკუთარ თავს, შავთეთრზე ცოტა გავბედე და ძალიან ლამაზები გამოვიდა... სურათებს გალერიაში დავდებ, აქ უფრო თეორია, პრაქტიკა და რჩევებზე ვისაუბროთ...

მართალია დღეს იტალიის წაგების გამო , ცოტა ვერ ვარ ხასიათზე, მაგრამ ერთი-ორი კარგი სტატია მაქვს კიდევ ბოკედან ( და ძალიან ბევრი მასალა რუსულად და ინგლისურად, ასევე იტალიურად, მაგრამ მარტო 2-3 კაცმა ხომ არ უნდა ვიკითხოთ biggrin.gif)

ეს რაკურსისა და კუთხის განსხვავების შესახებ:

არა მხოლოდ მოყვარულებში, არამად გამოცდილ ფოტოგრაფებშიც საკმაოდ გავრცელდა "რაკურსის", როგორც ტერმინის არასწორი გამოყენების პრაქტიკა. "რა კარგი რაკურსითაა გადაღებული"!, "ავტორს მშვენიერი რაკურსი მოუძებნია" და სხვა მსგავსი ეპითეტები უკვე ტრადიციად იქცა. ეს მოვლენა, რასაკვირველია, დიდი შეცდომაა და, ამიტომაც, გადავწყვიტე ორიოდე სიტყვით შევეხო ამ ტერმინის რაობას.

"რაკურსი" ფრანგული სიტყვაა და დამოკლებულს, შემოკლებულს ნიშნავს. თვით ტერმინი კი, გულისხმობს გარე სამყაროზე უჩვეულო, არაბუნებრივ ხედვას, აღქმას. როგორც თქვენთვის ცნობილია, კამერის მდებარეობას გადასაღები ობიექტის მიმართ ახასიათებს 3 პარამეტრი: გადაღების მანძილი, გადაღების სიმაღლე და გადაღების კუთხე. ობიექტთან ძლიერ მიახლოებისა და შესაბამისი ვერტიკალური კუთხის აღებისას "მუშაობას" იწყებს წრფივი პერსპექტივის კანონები - ვერტიკალური პარალელები ვიწროვდება, ხოლო ობიექტის სიგრძე ვიზუალურად მოკლდება, შენობა თითქოს თავზე გვეცემა
რაკურსით გადაღება ეს არის ერთ-ერთი ხერხი იდეისა და შინაარსის შესაბამისად, სპეციალურად მივიღოთ რისამე ტრანსფორმირებული გამოსახულება, ამისათვის კი, დახრის კუთხის გარდა აუცილებელია გადაღების წერტილი ძალიან ახლოს იყოს ობიექტთან. გადაღების მცირე მანძილი და კუთხე აუცილებლად მოგვცემს რაკურსს
გადაღების მხოლოდ ასეთი მეთოდით მიღებული გამოსახულება წარმოადგენს რაკურსს

მადლობა კახას!

smile.gif ვაა,საინტერესო იყო კაიროს,ფოტოგრაფიაში ბევრი არაფერი გამეგებოდა,ამ პოსტით კი ცოტა გავნათლდი.
გაიხარე;
გიორგი!


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Jun 24 2008, 08:39 PM
პოსტი #13


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



არავის არაფერი უსწავლებია ჩემთვის.. აპარატიც ისე ვიყიდე-მრჩეველიც არ მყავდა...

ჩემს გადაღებულებს კი ქე ხედავთ ხოლმე biggrin.gif

მთავარია ნიჭი, ,,დანახვა'' და გქონდეთ ფოტოშოპი რო ცოტა მიამუშაოთ და ეგაა smile.gif


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 24 2008, 08:44 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მასეცაა, მაგრამ არც მთლად მასეა, კარგი აპარატიცაა საჭირო, და კარგი ცოდნა იმ "მიმუშავებისა" ( რაც მე არ მომწონს, რატომღაც მგონია რომ ორიგინალი სხვაა...) , მაგრამ აი იქნებ იმ მიმუშავებაზე მოგვიყვე ბატონო smile.gif როგორ აკეთებ, რას და საიდან, მაგალითად შემ და სხვებნბი კარგად აკეთებთ ხელმოწერას, როგორ აკეთებთ ამ ჩარჩოებს და სხვა რამეებს?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 24 2008, 08:51 PM
პოსტი #15


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



KAIROS
ციტატა
CANON 400 D

იF biggrin.gif მეც მნდაა biggrin.gif

მარა რათ მინდა?! სურატებს იშვათად ვიღებ და იმის თავიც არ მაქვს რომ ცავუჯდე და ''დავამუღამო'' sad.gif
თან ჩემს აპარატს ზუმი გაუფუჭდა და კიდევ რაღაც რაღაცეები აერია მგონი sad.gif

bell


ციტატა
არავის არაფერი უსწავლებია ჩემთვის.. აპარატიც ისე ვიყიდე-მრჩეველიც არ მყავდა...

ჩემს გადაღებულებს კი ქე ხედავთ ხოლმე

მთავარია ნიჭი, ,,დანახვა'' და გქონდეთ ფოტოშოპი რო ცოტა მიამუშაოთ და ეგაა


ყველა შენნაირი ნიჭიერი ხომ არ არის,ლამაზო biggrin.gif a025.gif

აქ კადრის ''დანახვას'' ვერავინ მასწავლის,უბრალოდ ტექნიკურ მხარეს დავხვეწავ ცოტა და არც თუ ისე ღრმა შინაარსის სურათს ხარისხიანად და კარგად მაინც გადაიღებ smile.gif

თუმცა ვაღიარებ ჯერ ისიც არ წამიკიტხავს რაც კაიროსმა დაწერა..ცოტა მოვიდე ამის აზრზე და სიამოვნებით ჩავუჯდები...


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Jun 24 2008, 09:12 PM
პოსტი #16


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



მე ნიჭიერი არ ვარ.... smile.gif

ფოტოშოპში ვამუშავებ ლამაზად სურათებს...მეტი არაფერი.


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 24 2008, 09:18 PM
პოსტი #17


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(bell @ Jun 24 2008, 09:12 PM) *

მე ნიჭიერი არ ვარ.... smile.gif

ფოტოშოპში ვამუშავებ ლამაზად სურათებს...მეტი არაფერი.


დამუსავებასაც ნიჭი უნდა smile.gif


მე ძალიან მომწონს შენი სურატები რაც აქ მაქვს ნანახი 2kiss.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 25 2008, 03:14 AM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ნიჭი

დამუშავების ვფიქრობ უფრო ცოდნა უნდა, როგორ , რანაირად, უნდა ახსნა ჩემო კარგო, მოკლედ მაინც უნდა დაგვიწერო smile.gif
ეს მცირე ინფორმაცია პანორამაზე

მადლობა ისევ ბოკეს

Панорамная фотография — фотография, имеющая большой угол обзора. Панорама может быть
1)планарной,
2)цилиндрической,
3)кубической или
4)сферической.

Планарная панорама — проецируется на плоскость и может быть воспроизведена на бумаге или мониторе. Такую панораму обычно получают посредством панорамных фотоаппаратов, имеющих угол обзора более 120°, что позволяет получать вытянутые кадры с широким углом охвата. Достигается столь широкий угол за счёт подвижного объектива, который вращается вокруг своей нодальной точки, направляя световой поток вслед за щелевым затвором. Панорамные фотоаппараты могут использовать узкую (тип 135), широкую (тип 120) фотоплёнку или иметь цифровую матрицу. Так же получить планарную панораму можно и посредством «сшивки» кадров с обычного фотоаппарата, правда в этом случае желательно использовать специальную панорамную штативную головку и соответствующее программное обеспечение.

Цилиндрическая панорама (циклорама) — проецируется на боковую часть цилиндра и имеет охват 360°. Получить такую панораму можно «сшивкой» кадров с обычного или панорамного фотоаппарата.

Кубическая и сферическая панорамы получаются соответственно проекциями окружения на куб или сферу.

ამ სტატის მივაკვლიე, ნინო ილურიძე წერს, სამწუხაროდ აღარაა გაგრძლებული, მაგრამ ესეც საინტერესოა...

ზოგადი ტონალური კორექცია, თეორიული ნაწილი

Nino Iluridze Mar 14 2007, 02:08 PM Post #1

შესავალი:

გამოსახულების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა ხერხით, მათ შორის სკანირებით, ციფრული ფოტოგრაფირებით ან იმპორტით ციფრული ფოტოგრაფიების მზა კოლექციიდან. მიღებულ გამოსახულებას ყოველთვის აქვს ხარვეზები - ის შეიძლება იყოს ძალიან მუქი, განურჩეველი დეტალებით, ზედმეტად ნათელი, უფერული, ანუ არასაკმარისად კონტრასტული და ა.შ. კარგი ფოტოგრაფიის ცუდისაგან განმასხვავებელი ნიშანი უპირველეს ყოვლისა არის სინათლის და ჩრდილების სწორი ბალანსი, როცა გადაღებული ობიექტები გამოიყურება რელიეფურად და კარად აღითქმება თვალით. ყველა ფოტოში არის სიუჟეტურად მთავრი ნაწილი, რომელიც მდიდარია დეტალებით და სადაც ტონალური კონტრასტი უნდა იყოს განსაკუთრებით დიდი. განათებაში და კონტრასტში ხარვეზებს ტონალური ხარვეზები ეწოდება, ხოლო მათი შესწორების პროცესს - ტონალური კორექცია. ფოტოშოპი იძლევა საშუალებას, რომ გამოსახულების ტონალობა გასწორებული იქნას დიდი სიზუსტით და მივიღოთ შეძლებისდაგვარად საუკეთესო ხარისხი.

სიკაშკაშის დონეები
________________

სიკაშკაშის დიაპაზონი
- - - - - - - - - - - - - -

კომპიუტერული გამოსახულების ტ ო ნ ი - ეს არის იმ პიქსელების სიკაშკაშე, რომლისგანაც ეს გამოსახულება შედგება. გამოსახულებაში პიქსელებს სხვადასხვა სიკაშკაშე აქვთ. გამოსახულებაში გამოყენებული სიკაშკაშის სრულ დიაპაზონს - ტონალური დიაპაზონი ეწოდება. რაც უფრო დიდია ტონალური დიაპაზონი, მით უფრო ღრმაა ფერები და უკეთესადაა დამუშავებული დეტალები. სწორედ ამ საკითხს გადაწყვეტს სინათლისა და ჩრდილების კორექცია. იდეალურ ვარიანტში გამოსახულებაში გამოყენებული უნდა იქნეს სიკაშკაშის (ტონის) ყველა მნიშვნელობა. თუ მთელ ტონალურ დიაპაზონს დავყოფთ სამ არათანაბარ ნაწილად, მაშინ ყველაზე მუქი ნაწილი იქნება ჩრდილები, ყველაზე ნათელი - სინათლის, ხოლო მათ შორის განლაგებულია საშუალო ტონების დიდი დიაპაზონი. გამოსახულებაში პიქსელების განაწილების გრაფიკს (0-დან 256-მდე) სიკაშკაშის მიხედვით - ჰისტოგრამა ეწოდება. ჰისტოგრამაში ჩრდილები განლაგებულია მარცხნივ, სინათლეები მარჯვნივ. გამოსახულების ტონალური დიაპაზონი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც პიქსელების განაწილების გრაფიკი სინათლის გრადაციებად, რაც უფრო მეტი პიქსელია განლაგებული მოცემულ ინტერვალში, მით უფრო მეტ ელფერს შეიცავს ეს ინტერვალი.
როცა ფოტოში არ არსებობს ბნელი და ნათელი ტონები, იგი მკრთალი, მტვერით დაფარული გამოსახულების მსგავსად გამოიყურება - მისი პიქსელები ნაკლებად გამოირჩევა სიკაშკაშით. ფოტოგრაფიის გამოცოცხლებისათვის საჭიროა მისი ტონალური დიაპაზონის გაჭიმვა. ასეთი გამოსახულების კორექცია იწვევს ყველაზე მუქი და ნათელი ტონების ჩამოჭრას, იქ სადაც პრაქტიკულად პიქსელები არაა. ამის შედეგად არსებული ტონები მთელ ტონალურ დიაპაზონზე თანაბრად განაწილდება და გამოსახულების კონტრასტი გაიზრდება, მასში გამოჩნდება მიმზიდველი და შუქჩრდილები.
გამოსახულებაში ტონების რაოდენობა, მისი ტონალური დიაპაზონის გაჭიმვისას 256-ზე ნაკლებია (როცა სრული ინტერვალის ნაწილის კორექციას მოვახდენთ და ჩამოვაჭრით). ამიტომ ინტერველის საკმაოდ გაჭიმვით გამოსახულება კარგავს ელფერების გადასვლის სითანაბრეს და ემსგავსება პლაკატს.
საშუალო ტონების დონეს გამა ეწოდება. გამის საწყისი მნიშვნელობა ერთის ტოლია.
ტონების ამ მნიშვნელობებს შემავალი მნიშვნელობები ეწოდება - Input Levels.

შავი და თეთრი წერტილები
- - - - - - - - - - - - - - - - - -

გამოსახულებაში შესაძლებელია შეგვხვდეს სხვადასხვა შავი და თეთრი წერტილები ან ნაკაწრები, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ სიუჟეტთან (ატრეფაქტები). პიქსელები, რომლებიც ქმნიან ატერფაქტებს, თავიანთი წვლილი შეაქვთ ჰისტოგრამაში, საჭიროა ჩამოიჭრას პიქსელების დაბალპროცენტიანი დონეები, რათა ორიენტაცია ავიღოთ დოკუმენტის ტონებზე და არა ექსტრემალური ტონების შემთხვევით ლაქებზე.
იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ იმ ტონის დონე, რომლისგანაც იწყება დეტალები, საჭიროა განვსაზღვროთ გამოსახულებაში ყველაზე მუქი და ნათელი წერტილები.
გასაზომ ინსტრუმენტად იყენებენ Eyedropper, რომლის მნიშვნელობები აისახება პალიტრა Info-ში.
შავი და თეთრი წერტილების მოსაძებნად იყენებენ ბრძანებას Threshold-ს
Image-Adjust-Treshold.

დასაბეჭდი გამოსახულება და ტონალური დიაპაზონი
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გამოსახულების დასაბეჭდად საჭიროა საბეჭდი მანქანის მიერ ფერების და ტონების წარმოქმნის გათვალისწინება. პირველ რიგში, საბეჭდი მანქანა ცუდად აწარმოებს ძალიან მაღალ და ძალიან დაბალი სიკაშკაშის ფერებს, ამიტომ სინათლის და ჩრდილების არეში ელფერების რაოდენობა საკმაოდ შემცირდება. დაბეჭდვისას საჭიროა ჩრდილების გადაწევა უფრო ნაწილში და ნათელი ნაწილი ცოტა დამუქბეა. ამ ოპერაციას ტონალური დიაპაზონის შეკუმშვა ეწოდება ანუ გამოსასავლელი დონების ჩამოჭრა. გამოსასვლელ დონეებს ჭრიან Output Levels (გამოსავალი მნიშვნელობები) საშუალებით.
Output Levels-ის მცოცავების მოქმედება სააწინააღმდეგოა Input Levels-ის მნიშვნელობების. მაშინ როდესაც შესასვლელო დონეების რეგულირება ზრდის კონტრასტს, გამოსასვლელი დონეების მცოცავები მას პირიქით ამცირებენ. ტონალური დიაპაზონის შეკუმშვით გამოსახულება უსიცოცხლო ხდება. ხარისხის კომპენსაციისათვის საჭიროა შესასვლელი დონეების რედაქტირება, რათა გაიზარდოს კონტრასტი. თუ სინათლესა და ჩრდილებში ცოტაა პიქსელები, მაშინ ეს ელფერები არ იქნება გარჩევადი დაბეჭდვისას. უკეთესია შესასვლელი დიაპაზონის გაჭიმვისას ისინი საერთოდ წავშალოთ, რადგან ეს გამოსასვლელი დიაპაზონის შევიწროვებისას დაკარგულ კონტრასტს გაზრდის. ყველაზე ნათელი და ყველაზე მუქი ტონების წაშლა მდგომარეობს დიაპაზონის იმ განაპირა ნაწილების ჩამოჭრაში, სადაც პიქსელები უკვე არის.

დონეების (Levels) ავტომატური კორექციის მეთოდები
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

დონეების კორექცის ცვლის ტონების ძირითად მახასიათებლებს - ტონების დიაპაზონს და ნეიტრალური წერტილის მდგომარეობას, ანუ გამოსახულების გამას.
Level ფანჯარაში მოსახერხებელია როგორც კონტრასტის და გამოსახულების სიკაშკაშის კორექციის უმარტივესი ოპერაციების შესრულება (გამის შეცვლით), ასევე მთლიანი კორექციაც (გამოსასვლელების რეგულირება).
Level გამოვიყენებთ, როდესაც გამოსახულება არ გამოირჩევა დიდი ხარისხი, ხოლო დონეების ავტოკორექცია გამოიყენება, როდესაც გამოსახულებას სტანდარტული და არც ისე მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს.
Level - auto - ცარიელი შემავალი მნიშვნელობები ჰისტოგრამაზე ჩამოიჭრება, ისე როგორც ეს ხცდება ხელით. გამოსახულების გამა შეიცვლება პროპორციულად. ავტოკორექციის რეჟიმი საშუალებას გვაძლევს ჩამოიჭრას დიაპაზონის განაპირა ნაწილები. ეს ხელსაყრელია შემთხვევითი ნაკაწრების და გამოსახულებაზე ექსტრემალური ელფერების წასაშლელად.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 25 2008, 10:46 AM
პოსტი #19


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა(KAIROS @ Jun 24 2008, 08:44 PM) *

მასეცაა, მაგრამ არც მთლად მასეა, კარგი აპარატიცაა საჭირო, და კარგი ცოდნა იმ "მიმუშავებისა" ( რაც მე არ მომწონს, რატომღაც მგონია რომ ორიგინალი სხვაა...) , მაგრამ აი იქნებ იმ მიმუშავებაზე მოგვიყვე ბატონო smile.gif როგორ აკეთებ, რას და საიდან, მაგალითად შემ და სხვებნბი კარგად აკეთებთ ხელმოწერას, როგორ აკეთებთ ამ ჩარჩოებს და სხვა რამეებს?

ვერ დაგეთანხმები,ცოტა (ზომიერად) დამუშავება ყოველთვის უხდება ფოტოს, მარილის პონტშია რაა biggrin.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kaka
პოსტი Jun 25 2008, 10:53 AM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 24-June 08
წევრი № 5,160



ციტატა(მარიამი @ Jun 20 2008, 09:30 AM) *

რა საინტერესო თემაა. მეც გისმენთ ყურადღებით smile.gif





მაგასი მარტალი ხარ

ციტატა(KAIROS @ Jun 20 2008, 05:21 PM) *

მაგალითად უპირველესად ყველა პროფესიონალურ ან ნახევრადპროფესიონალურ აპარატებს აქვს წინასწარ დაპროგრამებული ტიპები ფოტოებისა:
1. პორტრეტი
2. ხედი
3. მაკრო
4. სპორტი
5. ღამის სურათი...
დავიწყოთ პორტრეტით
რას გვირჩევთ პორტრეტის გადაღებისას?



2 არის ფასუხი ხედი cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 07:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი