IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე, ბიბლიური შესაქმის ექვსი დღე სამყაროსა და ადამიანის შექმნა
argani
პოსტი Jun 15 2008, 11:05 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ციტატა(KAIROS @ Jun 15 2008, 04:04 AM) *

არც ასე განმარტებაა სწორი:

ისათნოვა მან იმგვართა შექმნა, რომლებიც მიმღებნი იქნებოდნენ მისი ქველმოქმედებისა და წილმქონენი მისი სიკეთისა ..."

ეს იმ შემთხვევაში თუ სამოთხიდან არ განაძევებდა მათ და ტანჯვით შობას არ დაუდებდა წესად დიაცთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 15 2008, 11:16 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
და რომელ 24 საათზე ვსაუბრობთ?

ბიბლიურზე და ამიტომ უმნიშვნელოვანესზე. ჩვენი ვალია მისხალ მისხალ (თუ წამ-წამ) გავზომოთ მისი ხანგრძლივობა რომ საფუძვლიანად დავამარცხოთ შესაქმის არამეცნიერულობის მითი.
ციტატა
დღე პირველი როდესაც ეწოდა იმ დღეს, მზე არა თუ ამოსული ჩასულიც არ იყო - ის არ არსებობდა

როცა ისეთი დიდი მნიშვნელობის წყაროს განვჩხრეკთ როგორიც ბიბლიაა, სადაც უფლის ხელთუქმნელობაზეა საუბარი, მეტი გულდასმობა გვმართებს და არა ზერელე დამოკიდებულება.
არ არსებობდა მზე? სწორედ ეგაა გამოწვევა: როგორ იყო დღე როცა არ არსებობოდა მზე ანდა დავუბრუნდეთ ჩემს კითხვას, არ არსებობდა მზე, საიდან მოდიოდა ნათელი, რომელიც იხილა უფალმა რამეთუ კეთილ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 16 2008, 02:33 AM
პოსტი #43


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შექმნა

სამოთხიდან გამოძევება რა შუაშია კაცო biggrin.gif აქ მე იმაზე დაგიწერე, რატომ შექმნა უფალმა გონიერი ქმნილება, ადამიანი ან ანგელოზი....


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 16 2008, 07:40 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ციტატა(KAIROS @ Jun 16 2008, 01:33 AM) *

სამოთხიდან გამოძევება რა შუაშია კაცო biggrin.gif აქ მე იმაზე დაგიწერე, რატომ შექმნა უფალმა გონიერი ქმნილება, ადამიანი ან ანგელოზი....

უკაცრავად პატივცემულო, მაგრამ ნუ გადავუხვევთ თემას.
შესაქმის დროის მონაკვეთთან დაკავშირებული საკითხები განვიხილოთ აქ. კერძოდ, საფუძვლიანად დავამარცხოთ ის დამაბნეველი ვარაუდი რომ ბიბლიაში მოცემულ დრო ცვალებადია, დღე ხან ჩვეული გაგებით 24 საათია, ხან კი რაც გინდა ის.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 16 2008, 10:08 PM
პოსტი #45


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ციტატა
უკაცრავად პატივცემულო, მაგრამ ნუ გადავუხვევთ თემას.
შესაქმის დროის მონაკვეთთან დაკავშირებული საკითხები განვიხილოთ აქ. კერძოდ, საფუძვლიანად დავამარცხოთ ის დამაბნეველი ვარაუდი რომ ბიბლიაში მოცემულ დრო ცვალებადია, დღე ხან ჩვეული გაგებით 24 საათია, ხან კი რაც გინდა ის.

ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ მეცნიერულ მხარეზე.
თუ საუბარია შესაქმეზე, ფორუმის ამ კონკრეტული განყოფილების წესების გამო აუცილებელია მოყვანილი იქნას წმინდა მამათა ავტორიტეტული განმარტებები და არგუმენტები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 16 2008, 10:39 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



დათიკო
ციტატა
აუცილებელია მოყვანილი იქნას წმინდა მამათა ავტორიტეტული განმარტებები და არგუმენტები.

უეჭველად ასე უნდა იყოს და აი ამ პასუხში განმარტებულია რა ხდება როცა ავტორიტეტთა ახსნები არ ემთხვევა, ხანდახან კი ეწინააღმდეგებება ერთმანეთს.

http://church.ge/index.php?showtopic=4365&...39&#entry341939

ღია რჩება ეს პატარა საკითხი დღის განმარტებასთან დაკავშირებით და ასევე რა თქმა უნდა მზის სამდღიანი ნათების შემდეგ შექმნის თავსატეხი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 16 2008, 10:43 PM
პოსტი #47


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



argani
ციტატა
აი ამ პასუხში განმარტებულია რა ხდება როცა ავტორიტეტთა ახსნები არ ემთხვევა, ხანდახან კი ეწინააღმდეგებება ერთმანეთს.

რომელში? დააზუსტე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 16 2008, 10:49 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



დათიკო
ციტატა
რომელში? დააზუსტე.

პასუხის ბმული მოტანილი იყო წერილში. ხოლო ის ამის პასუხად დაწერეს
http://church.ge/index.php?s=&showtopic=43...ndpost&p=341256

აქ კი ღირსი ეფრემ მცირე სრულიად ბუნებრივად ამბობს რომ სამყაროს შექმნის დღეები 24 საათისგან შედგებაო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 16 2008, 11:17 PM
პოსტი #49


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



argani
ციტატა
ავტორიტეტთა ახსნები არ ემთხვევა

ციტატა
აქ კი ღირსი ეფრემ მცირე სრულიად ბუნებრივად ამბობს რომ სამყაროს შექმნის დღეები 24 საათისგან შედგებაო.

და რა მერე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jun 16 2008, 11:21 PM
პოსტი #50


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ყველაზე უნიკალურის ისაა, რომ სამყაროს როგორც მატერიალურის სუბსტანციის შექმნის პარალელეურად შექმნა დრო, ანუ მოქმედება დროსა და სივრცეში. უნიკალურია. smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 16 2008, 11:22 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(argani @ Jun 16 2008, 10:49 PM) *

დათიკო

პასუხის ბმული მოტანილი იყო წერილში. ხოლო ის ამის პასუხად დაწერეს
http://church.ge/index.php?s=&showtopic=43...ndpost&p=341256

აქ კი ღირსი ეფრემ მცირე სრულიად ბუნებრივად ამბობს რომ სამყაროს შექმნის დღეები 24 საათისგან შედგებაო.

კაცო შენ ერტი და იგივეს გამეორება რატომ გიყვარს, ამაზე არ დაგიდე მე ადრე წმინდანთა სხვაგვარი მოსაზრება?
აი კიდევ გიდებ

ნეტარი ავგუსტინე:
Всякий, хотя и невнимательно читающий Священное Писание, знает, что в писаниях этих слово день обыкновенно употребляется вместо времени» (Августин. О граде Божием. 20,1)

обыкновенные дни недели весьма не похожи на семь дней Бытия (блаж Августин. О Бытии буквально 4,27).

ილარიონ პიქტავიელი
день в Писании иногда означает ряд годов, что нередко там, где говорится о целом дне, подразумевается все время жизни. Tractat. In Psalt. LI, n.5 (PG IX, 311)

ასეთ დროს როდესაც წმინდა მამებში აზრთა სხვადასხვაობაა, და იმის ფონზე, რომ ეს აზრი არ გაუფილტრავს არცერთ მსოფლიო საეკლესიო კრებას, ღვთისმეტყველება გვთავაზობს ერთადერთ გზას: ეს საკითხი არ არის დოგმატიკის სფერო.

ასევე, თუ შესაქმეს პირდაპირ ბუკვალურად (და არა ზედმიწევნით, როგორც ცქნაფოს ჰგონია biggrin.gif) გავიგებთ, მაშინ კიდევ ერთი გაუგებრობა იბადება, რადგან: VI დღეს მოსდევს VII რომელიც იმ 6 დღის შემდგომი პერიოდია - ჩვენი დროის ჩათვლით, ე.ი. უკვე VII დღე არ არის 24 საათი...უფრო მეტიც: VIII დღე მართლმადიდებლურ ტრადიციაში არის საუკუნო ნეტარების "დღე", რაც ასევე 24 საათი ვერ იქნება, რადგან ის უსასრულოა - საუკუნოა. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ პირველი 6 დღე 24 საათიანი დროის შუალედია, როდესაც ასეთები ცალსახად ვიცით რომ არ არის არც VII და არც VIII? - ბუკვალისტების ლოგიკით ბიბლიაში დღეებს შორის პარალელი ირღვევა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 17 2008, 12:13 AM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
კაცო შენ ერტი და იგივეს გამეორება რატომ გიყვარს,

კი არ მიყვარს იძულებული ვარ, ვინაიდან იმის დადგენას ვცდილობთ თუ როგორ იზომება დრო. როგორც ადრე ვთქვი, თუ დღე მრავალგვარი ხანგრძლივობისაა, და ეს ხანგრძლივობა გაურკვეველია, რამე სირთულეები ხომ არ წარმოიქმნება?

დაგეთანხმები რომ ეს დოგმატური კი არა წმინდად მეცნიერულად მისახედი საკითხია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jun 18 2008, 02:06 AM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(argani @ Jun 16 2008, 11:13 PM) *


კი არ მიყვარს იძულებული ვარ, ვინაიდან იმის დადგენას ვცდილობთ თუ როგორ იზომება დრო. როგორც ადრე ვთქვი, თუ დღე მრავალგვარი ხანგრძლივობისაა, და ეს ხანგრძლივობა გაურკვეველია, რამე სირთულეები ხომ არ წარმოიქმნება?

დაგეთანხმები რომ ეს დოგმატური კი არა წმინდად მეცნიერულად მისახედი საკითხია.



რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა. (ფს. 89.4)

ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე. (2 პეტრ. 3.8)


ბიბლიაში ბევრგან (მათ შორის დაბ. 2,4; გამოს. 10.6; ლევ. 7. 35-36; რიცხ. 7.10; რიცხ. 7.84; მეორ. რჯ. 9.24; მეორ. რჯ. 31..17-18; მეორ. რჯ. 32.7), სუფთა ყოფითი მიდგომითაც კი ტექსტში ნახსენები ,,დღე'' ვერ ემთხვევა 24 საათს, ეს რაიმე განსაკუთრებული ლოგიკის, განმარტების და წიაღსვლების გარეშეც ნათლად ჩანს.

ფორუმზე ალბათ არიან ლინგვისტები და უფრო ზუსტად გაგვიმარტავენ, მაგრამ ალბათ ძვ. წელთააღრისხვის XIII საუკუნეში არსებული ლექსიკური მარაგი ,,ცოტა ნაკლები'' იყო ვიდრე დღეს. ერთი სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობები (ომონიმები) დღესაც უამრავია და თუ სიტყვა ,,დღე'' იქნა გამოყენებული როგორც ოცდაოთხი საათის ასევე ,,ჟამის'' ანუ დროის დიდი პერიოდის აღსანიშნავად ამაში რაღაც განსაკუთრებულს მე ვერ ვხედავ.

ბუკვალური გაგება ყოველთვის არ არის სწორი და ალბათ ამიტომ არსებობდა ისტორიულად სხვადასხვა სახის განმარტება.






ისე მარტო ნათელსა და დღის ხანგრძლივობაზე ვსაუბრობთ
შესაქმის მეორე დღეს უფლის მიერ შექმნილი ,,მყარი'' ან ,,სამყარო'' (მოიხსენება დაბ. 1. 6-8) რას უნდა ნიშნავდეს?


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 18 2008, 03:41 AM
პოსტი #54


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
უკაცრავად პატივცემულო, მაგრამ ნუ გადავუხვევთ თემას.

გაგცა პასუხი დავითმა, ის რაც შესაქმეს ეხება, მე დაგიზუსტე ტერმინოლოგია... მეტი არაფერი ზოგადად კი,
ციტატა
ბუკვალური გაგება ყოველთვის არ არის სწორი და ალბათ ამიტომ არსებობდა ისტორიულად სხვადასხვა სახის განმარტება.
ვეთანხმები...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 18 2008, 08:24 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



ციტატა
ბუკვალური გაგება ყოველთვის არ არის სწორი

ეს გასაოცარია! ეჭვი გვეპარება რამეებში??? და რაც მთავარია, რატომ???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 18 2008, 08:38 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(argani @ Jun 18 2008, 08:24 PM) *

ეს გასაოცარია! ეჭვი გვეპარება რამეებში??? და რაც მთავარია, რატომ???

არგან, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ შენი მიზანია მხოლოდ იკამათო...ერთ ტოპიკში გიჭირავს ულტრამოდერნისტის როლი იმიტომ რომ იქ ჭარბობს - კონსერვატორთა ჯგუფი, ხოლო მეორეგან (აქ) კონსერვატორის, რადგან მიგაჩნია რომ აქ უფრო მეტი მოდერნისტია...

ჩემი აზრია პირადი...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 18 2008, 08:48 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
აქ უფრო მეტი მოდერნისტია.

მოდერნისტობა ისაა იძახო დღე ხან 25 საათს ნიშნავს, ხან ათას წელს ხან კი 200 წელს?

რა პრობლემაა იმის თქმა რომ შესაქმის დღე უდრის 24 საათს. რატომ ეჩოთირება ეს ვინმეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 18 2008, 08:59 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(argani @ Jun 18 2008, 08:48 PM) *

კანუდოსელი

მოდერნისტობა ისაა იძახო დღე ხან 25 საათს ნიშნავს, ხან ათას წელს ხან კი 200 წელს?

რა პრობლემაა იმის თქმა რომ შესაქმის დღე უდრის 24 საათს. რატომ ეჩოთირება ეს ვინმეს?

მოდი მოკლედ გიპასუხებ
გამეცი თუ შეგიძლია პასუხი კითხვაზე: წუთისოფელი რა ხანგრძლივობისაა?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
argani
პოსტი Jun 18 2008, 09:25 PM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 15-January 07
წევრი № 859



კანუდოსელი
ციტატა
წუთისოფელი რა ხანგრძლივობისაა?

მაოცებ, აი მართლა მაოცებ. წუთისოფელი არანაირი ხანრძლივობის არაა, ვინადან ის არაფრის საზომი არაა.

უკეთესია დავუბრუნედთ უფრო სერიოზულ საკითხს. რატომ ცდილობს ზოგი გვიმტკიცოს რომ შესაქმის დღე, "იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე ერთი" აი ეს დღე არ უდრის 24 საათს???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 18 2008, 09:28 PM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(argani @ Jun 18 2008, 09:25 PM) *

კანუდოსელი

მაოცებ, აი მართლა მაოცებ. წუთისოფელი არანაირი ხანრძლივობის არაა, ვინადან ის არაფრის საზომი არაა.

უკეთესია დავუბრუნედთ უფრო სერიოზულ საკითხს. რატომ ცდილობს ზოგი გვიმტკიცოს რომ შესაქმის დღე, "იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე ერთი" აი ეს დღე არ უდრის 24 საათს???

განვმარტოთ:

რა არის 24 საათი?
რა დროა მითხარი თუ შეიძლება


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი