IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
marine
პოსტი Aug 28 2018, 01:31 PM
პოსტი #201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს უდიდესი წვლილი მიუძღვის აფხაზეთის მოქცევის საქმეში, რისთვისაც მას ჩვენი წინაპრები სამართლიანად უწოდებდნენ "აფხაზეთის მეორე მოციქულს".

/"კარიბჭე" N19, 2009, გვ.46/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2018, 09:14 PM
პოსტი #202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1 ივნისის ბრძოლაში ჩვენებიდან ოთხი კაცი გადაგვირჩა: ზაზა დავლაძე, ბესო ქათამაძე, ზურა მახარაძე და თემო სირაძე (ტყვედ აიყვანეს). მანამდე ანჩისხატის მგალობლები იყვნენ ჩვენთან ჩამოსულები. პატარა ტყავის ყდიანი ლოცვანები დაგვირიგეს. ზურა მახარაძე გულისჯიბეში ჩადებულმა, ნაჩუქარმა "ლოცვანმა" გადაარჩინა. ტყვიას მიმართულება შეუცვალა და მხოლოდ მსუბუქი ჭრილობით გადარჩა".

/"კარიბჭე" N11, 2018, გვ.22/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2018, 04:04 PM
პოსტი #203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თუ შეგიძლია

( შეგვიძლია და დავიბრუნებთ ...ის ქალი კი ვიზეც წერია ეს მინიატურა, დღემდე მხვდება სამებაში, ფურცლით და კალმით ხელში )

სოფელში ერთი საყდარი დგას არქანგელოზი მიქაელისა. საყდრამდე საცალფეხო ბილიკებით უნდა მიხვიდე, გზაში გამოგედოს ეკალღიჭზე კაბის ქობა, ან ჭიანჭველების ბუდეში შემთხვევით ჩაჰკრა ფეხი და წვივებზე შესეული ჭიანჭველები ჩამოიბერტყო. იარო, იარო და შავ ქლიავს რომ ადევს ხოლმე მოლურჯო მტვერი, ასეთ მტვერში გაგანგლული ქვის ეკლესია დაინახო, სიძველისაგან სახურავზე ბალახები რომ უღუდღუდებს.

მიაყუდებს ხოლმე ხის დანჯღრეულ კიბეს სპირიდონ მღვდელი და მარგლავს ბალახებს , ცოტა ხანში ისევ ამოდის და წლის უმეტეს დროს მწვანედ ლივლივებს საყდრის სახურავი. შუაღამიანის შემდეგ ცისკარზე რომ შეირხევა ხოლმე ბავრაყი ბილიკებზე ფეხის ხმა ისმის: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა , მოდიან და მოდიან მსახურებაზე დასასწრებად.

კარგად თუ დააკვირდები ღვთისმშობლის ხატის ძირში დაინახავ მიცუცქულ ქალს ბებრის კონკაში,ამ ქალზე მხოლოდ ის ვიცი რომ სოხუმელი დევნილია და სოფლის შუაში ამბულატორიის შენობაში ცხოვრობს. ვერასდ ვერ გადაეყრები ამ საყდრის გარდა. აქაც სულ რაღაცას წერს და თავისთვის ლაპარაკობს, რომ უყურებ გეშინია და ცილობ თვალი აარიდო, ეცადო მისკენ არ გაიხედო. იდგე მსახურებაზე და შენთვის ვიფიქრო : აი, რამდენი ადამიანიც აქ დგას , ხომ ყველამ გულით მოიყვანა თავისი წილი ღმერთი საყდარში, როგორ გაბევრდა და გადიდდა ღმერთი, ცომივით გაფუვდა და ამ ხალხის გულებიდან და თვალებიდან გადმოვიდა, ისეთი ლამაზი სანახავია. . . უფალი მაინც ჯვარცმული გყავს, მაგრამ ცოცხალი. . .

ცისკარს პირველი ჟამნი მოსდევს, მესამე ჟამნი, მეექვსე ჟამნი, მეცხრე ჟამნი და მერე წირვა. წირვის შემდეგ კი სპირიდონ მღვდელი პანაშვიდს იხდის. სახელდახელოდ ყველანი წერთ პატრა ფურცლებზე მიცავლებულთა მოსახსენებელს, გვერდით გაიხედავ და ის ქალი გიდგას, რომ გაშინებს და მზერას არიდებ, ის გეხვეწება: - თამარი და ირაკლიც მიაწერეო, შენც უჯერებ და მიაწერ , რა მოხდა მერე, თუმცა შიშისგან ტაო გაყრის და ერთი სული გაქვს იქით გაგცილდეს .


მამა სპირიდონ ყველას უკლებლად იხსენიებს , ბოლოს თამარს და ირაკლისაც . ხატის კუთხეში მიყუჟული ისევე დგება ის ქალი და გიახლოვდება , ისე ახლოს მოდის, ისე ახლოს რომ გული ბუდიდან გადმოგვარდება, იხრება და გემთხვევა მხარზე . როგორც ქარში კვამლი, ისე გეფანტება ამ წუთას შიში. გაიკითხავ და გეტყვიან რომ ამ უბედურს აფხაზეთის ომის დროს დედა და ძმა თვალწინ აუკუწეს ნაჭერ-ნაჭერო, მას შემდეგ ჭკუიდან გადავიდა, დადის ასე და დალაპარაკობს.

წირვის შემდეგ ბილიკზე ისევ ისმის ფეხის ხმა , მიდიან : გაბრიელ, რაფაელ, ურიელ, სელაფიელ, ეგუდიელ, ვარახიელ, იერომიელ...უკან მიჰყვება ვიღაცა შენი მეზობელი, ვიღაცა შენი უბნელი, ვიღაცა შენი ნაცნობი და ის დევნილი , სოხუმელი ქალიც. თუ კარგად დააკვირდები, დაინახავ სულიდან, როგორც გაჭრილი თითიდან ისე სდის სისხლი. - მიდი, დაეწიე ბილიკზე და გადაუხვიე, თუ შეგიძლია!

/ნინო ქადაგიძე
"კარიბჭე" N12, 2018, გვ.38/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2019, 03:37 PM
პოსტი #204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ცოდვების შედეგია ის, რომ მკერდმოჭრილია საქართველო უაფხაზეთოდ"

/მამა პეტრე კვარაცხელია
"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.25/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2019, 05:05 PM
პოსტი #205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს აფხაზეთში მოქმედებს ორი სქიზმატური დაჯგუფება:
1) რუსეთის ეკლესიაზე ორიენტირებული "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია" მღვდელ ბესარიონ აპლიას ხელმძღვანელობით (17 მღვდელმსახური) და
2) კონსტანტინოპოლის ეკლესიაზე ორიენტირებული "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია" (ანაკოპიის ეპარქია) არქიმანდრიტ დოროთე დბარის მეთაურობით (3 მღვდელმსახური)"

/"საპატრიქროს უწყებანი" N22, 2019, გვ.13/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2019, 01:39 PM
პოსტი #206


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენებას აღნიშნავს. მაცხოვრის მოციქულმა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში იქადაგა და მოწამეობრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი განსასვენებელი სოხუმთან ახლოს, კომანში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვიმონ კანანელის დღეს აფხაზეთის დღეც დაწესდა"

/"საპატრიაქროს უწყებანი" N20, 2019, გვ.4/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2019, 12:21 PM
პოსტი #207


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთიდან წამოსულმა ერთმა სასულიერო პირმა მითხრა: აფხაზეთი ასე რომ არ დაკარგულიყო, ისე მაინც დაიკარგებოდაო. იქ ქართულ ენაზე არც წირვა-ლოცვა მიდიოდა და ქართულადაც აღარ საუბრობდნენო."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი
"თბილისელები" N20, 2019, გვ.20/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2019, 11:30 AM
პოსტი #208


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსეთის მიზანია, ნელ-ნელა შეამციროს აფხაზეთში მცხოვრებთა რაოდენობა, რისთვისაც იგი ყველანაირ წნეხში აქცევს ამ რეგიონს"

/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.12/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2019, 04:13 PM
პოსტი #209


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველდღე უნდა შევთხოვოთ უფალს, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამისთვის შეიძლება მოკლე ლოცვის თქმა: "უფალო, დიდება შენდა! წყალობითა შენითა დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო"

/ილია მეორე
"კრიალოსანი" N10, 2008, გვ. 10/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2019, 12:15 PM
პოსტი #210


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ორგანული, სისხლხორცეული ნაწილი"

/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.12/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2019, 11:10 PM
პოსტი #211


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანამედროვე აფხაზები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ საქართველოს შემადგენლობაში არსებობით ისინი უფრო შეინარჩუნებენ საკუთარ თვითმყოფადობას და კუტურას ვიდრე რუსეთის შემყურე, რომელიც გარუსებასა და გაქრობას უქადის"

/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.12/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2019, 07:07 PM
პოსტი #212


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფსილ-აფხაზებმა დიდი როლი შეასრულეს აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბებაში, რამაც სათავე დაუდო მომავალში ერთიანი მონარქიული ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესს. ერთიანი საქართველოს მეფეების ტიტულატურა იწყებოდა "მეფე აფხაზთა" წოდებით, საქართველოს მეფეებისათვის ცნება "აფხაზი" ისეთივე ქართველი რომ არ ყოფილიყო, როგორც ქართლელი, მეგრელი, მესხი, სვანი და ა.შ., ისინი, ცხადია, ცვლილებებს შეიტანდნენ საკუთარ ტიტულატურაში"

/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.14/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2019, 04:30 PM
პოსტი #213


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სოხუმს ვტოვებდი....

(ჩემი სოხუმელი მეგობრების განცდას და ტკივილს)

მთვარე გადაშლის შელეწილ სიზმრებს,
ტალღა მუქარით მიარღვევს აღმართს,
თალდათვალ ვხედავ ცარიელ ქუჩებს,
სულის სიღრმეში ჩარჩენილს ნაღმად....

ჩამოწყვეტილი ზარები რეკდნენ,
(ლოდინის გაცვდა ყველა იმედი),
გულამოსკვნილი ვტოვებდი სოხუმს,
და იმ ცის ერდოს გამოვტიროდი.

რა ამბებს ჰყვება ჩამქრალი ცეცხლი?
( ქარი საფლავებს ალაგებს მეხით),
მე, სველ ქვიშაზე ჩუქურთმებს ვხატავ,
გზაა ცივი და ...... გავლილი ფეხით....

და წლების მიღმა დარჩენილს მახსოვს,
ვითარც საფლავზე ნათქვამი ფიცი,
"მე დავბრუნდები!" - გულიდან გულში,
გალღვება ცივი ყინული...ვიცი!
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

მთვარე გადაშლის შელეწილ სიზმრებს,
ტალღა მუქარით მიარღვევს აღმართს,
თალდათვალ ვხედავ ცარიელ ქუჩებს,
სულის სიღრმეში ჩარჩენილს ნაღმად....

მზია წიკლაური
/FB/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2019, 09:53 PM
პოსტი #214


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



-----------

"საგულისხმოა, თუ როგორ აფასებდა მამა გაბრიელი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს - იგი ამბობდა, რომ ყველა, ვინც ამ სამართლიან ომს ეწირებოდა, წმინდანები იყვნენ"

/"კარიბჭე" N10, 2019, გვ.33/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2019, 06:31 PM
პოსტი #215


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველი ხალხი არასდროს შეურიგდება იმას, რომ აფხაზეთი არ იყოს საქართველოს შემადგენლობაში"

/ილია მეორე
"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.26/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2019, 04:23 PM
პოსტი #216


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XX საუკუნის 20-80-იანი წლების აფხაზეთის რეგიონში შესუსტებული იყო ქართული ეროვნული სული, ქართველობის მუხტი. ძალიან ბევრი ქართველი გააფხაზდა, დაივიწყა თავისი ისტორიული ფესვები, ბევრს უჭირდა ქართული მეტყველება.

ტაძრებში ქართველები თითქოს არ შედიოდნენ. კონფლიქტის შემდეგ უმრავლესობა გამოაძევეს იქიდან და უცებ უცხო (ქართულ გარემოში) აღმოჩნდნენ... სამწუხარო იყო ეს... ჩვენი ძმები დაუბრუნდებიან თავიანთ კერებს, ამიერიდან მაინც აღარ უნდა მოხდეს ეს გაუცხოება და მწარე გაკვეთილად დარჩეს ისტორიაში"

/პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.27/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2019, 06:37 PM
პოსტი #217


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,674
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტერიტორიაა და უნდა მოხდეს დიპლომატიური გზით დაბრუნება. ამ მოვლენებმა მსოფლიოს უჩვენა, რომ რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი და ღვთის შეწევნით, თუ ვიქნებით სინანულში, დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს მსოფლიო ზეწოლით რუსეთზე".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)
"კრიალოსანი" N10, 2008, გვ.24/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th October 2019 - 12:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი