IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 10 2011, 07:54 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



დომენტი IV (II ნაწილი)
------------------------
1702 წელს ქართლის გამგებელი გახდა ვახტანგი (დომენტის ძმა). ის ენერგიულად შეუდგა ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიეების გა-ტარებას. ვახტანგმა უპირველეს ამოცანად დაისახა მოშლილი საეკლესიო წე-სების აღდგენა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1705 წელს: `შეითქუნენ ეპისკოპოსნი და არქიმანდრიტნი და არღარა ინებეს ნიკოლაოზ (ქართლის იმ-ჟამინდელი კათალიკოსი), რამეთუ არს სოფლიერი, და ევდემოსს დაუდვეს უმეცრება, და გამორჩევით დაადგინეს, ნებითა ვახტანგისითა, კათალიკოზად დომენტი ძე ლევანისა და ძმა ვახტანგისა, ახლად მოსრული რუსეთიდამ...” დომენტის აღსაყდრების შესახებ ცნობები დაუცავს იასე ტლასაძეს (“კალი-კოზ-ბაქარიანი”):



`კათალიკოსად ვეკურთხე ტარ ჟანი ბანი ჯდებოდა,

ჩემი ძმა იჯდა ხელმწიფედ, ჩემ ზეით ვინ დაჯდებოდა.

რასაც შევატყვი ჭკუითა, ის ჩემი რჩევა ჯდებოდა,

როგორ მეგონა სხვა ბერი ჩემს ტახტზე ვინ დაჯდებოდა~.



ამ ცნობის თანახმად (ტარ-ჟან-ბანი), დომენტი კათალიკოსად 1704 წელს უკურთხებიათ, თუმცა თავად კათალიკოს დომენტის ბეჭდებზე ამოკვეთილი თარიღებში 1705 წელია მითითებული. გარდა ათარიღისა, დომენტის ერთ-ერთ ბეჭედზე ამოკვეთილია წარწერა `კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი...~ ჩანს, დომენტი კათალიკოსმა აღიდგინა პატრიარქის ტიტული. ეს კი დიდი მნიშვ-ნელობის ფაქტი იყო იმდროინდელი ქართლისათვის. ქართველ კათალიკოსთა ტიტულატურაში პატრიარქის ტიტულის აღდგენა ქართული ეკლესიის ავ-ტოკეფალურობას უსვამდა ხაზს და ფორმალურად მსოფლიო იერარქიების _ ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის პატრიარქების თანასწორად წარმოადგენდა ჩვენ ეკლესიას (მ. ქავთარია).

დომენტი კათალიკოსი დიდი მონდომებით შეუდგა საეკლესიო საქმეების მოწესრიეგებას _ დაიწყო საეკლესიო სამართლის ამოქმედება, სამწყსოთა სადაო საზღვრების გადაშინჯვა, სამეურნეო საქმეების მოწესრიგება, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. დიდ ყურადრებას აქცევდა იგი მრევლის მორალურ-ზნეობრივი შეგნების ამაღლებას. დომენტის მეცადინეო-ბით მცხეთის ტახტმა დაიბრუნა დაკარგული მამულები კახეთში, რისთვისაც 1707 წელს შაჰის ნებართვა მიუღია.

1712 წელს ვახტანგ ჯანიშინის (ვახტანგ VI) ირანში გაწვევამ დიდი ხნით შეაფერხა საქართველოს კულტურული აღმავლობის პროცესი, რომელ-საც სათავესი ვახტანგი და დომენტი კათალიკოსი ედგნენ. ქართლის გამგე-ბლობა ვახტანგმა ტავის უმცროს ძმას სვიმონ ბატონიშვილს გადასცა. არსე-ბობს ფრანგი კათოლიკე მისიონერების ცნობები, თითქოს 1715 წელს დომენ-ტის უცდია ხელში ჩაეგდო ქართლის ტახტის განზრახვა სპარსეთის შაჰისათ-ვისაც უცნობებია. თითქოს დომენტი ისპაჰანშიც ჩასულა, მაგრამ ლევანს (დომენტის მამა) უღირსი მოქმედებისათვის შვილი დაუსჯია (ი. ტაბაღუა). ასეთ ფაქტებს არც თანადროული ქართული წყაროები (“მე მამიგონეს ტყუილი, კაცის ყურს სმენოდეს აროდეს~_ისე ტლაშაძე, `კათალიკოს-ბაქარიანი~) და არც იმდროინდელ მოვლენათა ქრონოლოგია ( ლევან ბატონ-იშვილი გარდაიცვალა 1709 წელს). (მ. ქავთარია). დომენტი IV-ის აღმსარე-ბლობის შესახებ მ. თამარაშვილი მიუთითებს ვატიკანის არქივში დაცულ ერთ ცნობაზე, რომლის თანახმად, 708 წელს, ირანში ყოფნის დროს, დომენტი დაკავშირებია კარმელიტ ბერებს და განუცხადებია მზადყოფნა მიეღო კათო-ლიკობა. ეს შეუტყვია შაჰს და მისგან გამაჰმადიანება მოუთხოვია, ამიტომ კათალიკოსს გამოპარვა დაუპირებია. როგორც შემდგომი მვლენებიდან ჩანს, დომენტის კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადასვლის განზრახვაზეც (იმდრო-ინდელი ბევრი ქართველი მოღვაწე კათოლიკობასთან ქვენისადმი დასავლეთის დახმარების იმედს აკავშირებდა) აუღია ხელი.

ირანიდან დაბრუნების შემდეგ ის ჩვეული გულმოდგინებით აგრძე-ლებდა მოღვაწეობას ქართული ეკლესიის გაძლიერებისათვის.

ვახტანგის ირანში წასვლის შემდეგ ქართლში პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. ვახტანგი რჯულის გამოცვლაზე უარს აცხადებდა, ამიყ-ტომ მისი ირანში ყოფნა გაჭიანურდა. ამასობაში ქართლში შეუპოვარი ბრძოლა გაჩაღდა ტახტის მაძიებელ ბატონიშვილთა შორის. ქვეყნისათვის განსაკუთრებულად საზიანო იყო გამაჰმადიანებული ტახტისმაძიებლის, იესე ბატონიშვლის მოქმედებები. რა მოიმოქმედა ამ დროს დომენტი კათალიკოს-პატრიარქმა? მან საეკლესიო კრება მოიწვია, სადაც, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყდა, ნება დაერთოთ ვახტანგისათვის მიეღო მაჰმადიანობა. ამით დომენტი კათალიკოსმა საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი რეპუტაცია და გადაიმტერა ტახტის მოსურნე ძმები. სვიმონ ბატონიშვილს `ზაკვით~ შეუ-პყრია კათალიკოსი და ბაქარ ბატონიშვილთან გაუგზავნია, “რათა აღმოხადოს თუალნი. გარნა არა ჰყო ესე დედოფალმან რუსუდან (ვახტანგ VI-ის მეუღლე) იყოფებოდა მათ თანა პატივით~.

1714 წელს ქართლში სპარსოფილობით გამორჩეული იესე გამეფდა. პატივ-სცა დომენტის და დაადგინა კუალად კათალიკოსად~. კათალიკოს-პატრიარქსა და მის მაჰმადიან ძმას შორის ურთიერთობა, როგორც ჩანს, სიამტკბილობით არ გამოირჩეოდა. იესეს უგვანო საქციელმა, მისმა მრავალ-ცოლიანობამ, განცხრომის მოყვარულობამ, არაეკლესიურმა და არაეთიკურმა ცხოვრების წესმა ქართული სამღვდელოების აღშფოთება გამოიწვია. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, იესე `ამხილეს კათალიკოზ-ეპისკოპოზთა ...”

ვახტანგ VI-ის თანამოაზრე და თანამოღვაწე დომენტი კათალიკოსისათ-ვის ჯერ სიმონის, შემდეგ კი იესეს მმართველობის ხანა მძიმე იყო. 1619 წელს ვხტანგ VI საქართველოში დაბრუნდა. ირანიდან მისი გამოშვების მიზანი იყო შეეჩერებინა ირანის პროვინციებზე ლეკთა მარბიებელი თავდასხმები და კვლავ დაპირისპირებოდა ავღანებს. ვახტანგი შეეცადა ირანის ნდობა სა-ქართველლოსათვის სასიკეთოდ გამოეყენებინა, მაგრამ ურთულესმა საერ-თაშორისო ვითარებამ და კავკასიის პოლიტიკაში რუსეთის ჩართვამ მდგო-მარეობა კიდევ უფრო დაძაბა. 1723 წელს ქართლში ოსმალთა ბატონობის პე-რიოდი დაიწყო. ვახტანგი მრავალრიცხოვანი ამალით რუსეთს გაემგზავრა. ქვეყანაში დატრიალებულმა უბედურებამ რადიკალურად შეცვალა დო-მენტი კათალიკოსის შემდგომი ცხოვრება. ოსმალთაგან განრიდებას კათალი-კოსი მცირე ხანს ლორის ციხეში ცდილა. აქედან ქსნის საერისთავოში მი-სულა. სამი თვის შემდეგ თბილისსი დაბრუნებულა. 1725 წელს დომენტის სტამბოლში წვევის ფირმანი მოუვიდა. `შემდგომად მიინდო ფაშამ კათალოზი დომენტი. არამედ კათალიკოზი ევედრა, რათა წარავლინოს წინაშე ხონთქრი-სა, რამეთუ ჰგონებდა მუნით ლხინებასა რასმე ქართლისასა~ (ვახუშტი ბა-ტონიშვილი).

ქვეყნისათვის დამაშვრალი კათალიკოს-პატრიარქი სტამბულში ჩავიდა. იგი პატივით მიიღეს, `მისცეს პატივი დიდი უმეტესი პატრიარქთა და უსმინეს ყოველნი” (ვახუშტი), მაგრამ აქ მას ახალი განსაცდელი ელოდა. ოსმალთაგან თბილისში დასმულმა ისაყ ფაშამ კათალიკოსის მაღალი ავტორიტეტის დასა-ცემად იგი სულთნის კარზე დააბეზღა, რის გამოც კათალიკოზი თენადოსის კუნძულზე გადაასახლეს. გადასახლებაში დომენტი კათალიკოსმა 15 წლი გაატარა და მხოლოდ 1739 წელს დაბრუნებულა საქართველოში (მ. ქავთარია). ქართველმა სამღვდელოებამ დომენტი კათალიკოსს დიდი პატივი მიაგო და ჩამოსვლისთანავე კათალიკოსის ტახტზე დასვა. კათალიკოს-პატრიარქი კვლავ ჩვეული ენერგიით შეუდგა ეკლესიაზე ზრუნვას.

აყსაყდრების დღიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე, დომენტი კათალიკოსი სათავეში ედგა ყოველგვარ კულტურულ საქმიანობას საქართ-ველოში. კათალიკოს-პატრიარქი ბევრ დროს და სახსრებს ახმარდა ქართველი საეკლესიო მოღვაწეების მარად საზრუნავ საქმეს _ საეკლესიო წიგნების მო-პოვებას, მათ გადაწერა-გამრავლებას. ცნობილია მისი მეცადინეობით 1705-1710 წლებში გადაწერილი ოთხთავი, ეფრემ ასურის და ბასილი დიდის “ასკეტიკ-ონები”. დომენტის ინიციატივით შეუდგენიათ ეროვნულ წმინდანთა მო-ქალაქეობრივი ღვაწლის ამსახველი ჰაგიოგრაფიული კრებული. დიდი შრომა გაუწევია დომენტი კათალიკოსს ახალი რედაქციის სადღესასწაულოზე (A-425). დომენტის ინიციატივით მასში შეუტანიათ იმ ქართველ წმინდანთა სვი-ნაქსარული ცხოვრებანი, რომლებიც მანამდე მხოლოდ იხსენიებოდნენ. ესენია: აბიბოს ნეკრესელის, ანტონ მარტყოფელის, კოსტანტი კახის, წმინდა ნინოს, აბოს, გობრონის, დავით და კონსტანტინეს, პეტრე იბერის, ქეთევანის სვი-ნაქსარული ცხოვრებათა ახალი, მანამდე უცნობი რედაქციები. დომენტი კათალიკოსს დიდი ამაგი დაუდია `კურთხევანის” ერთ-ერთი რედაქციის შექმ-ნაზე. ხელნაწერი მას დასაბეჭდადაც გაუმზადებია და საკუთარი ხარჯით დაუბეჭდინებია კიდეც ვახტანგ VI-ის სტამბაში (A-420; 4 რ-ვ).

დომენტი კათალიკოსი გარდაიცვალა 1742 წლის იანვარში. ის დაკრძა-ლული იქნა მცხეთაში


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლეს...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდო...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარ...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედ...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტე...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვე...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად ა...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი ...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძ...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკო...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანი...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკო...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კა...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოს...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქრო...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრ...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპი...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვე...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პა...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - სა...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდ...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაი...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემ...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშ...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრის...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრე...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარ...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინ...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდეს...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზ...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკო...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვე...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი