IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები...
marine
პოსტი Sep 30 2018, 02:08 PM
პოსტი #161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტრადიციულად სოფელში [ხეითი] მცხოვრები ყველა გვარისთვის მთავარი დღეობა ბოსლობა იყო. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ იგი საქონლის ნაყოფიერებისა და გამრავლების წარმართული ღვთაება "ბოსელის" კულტთან დაკავშირებული მოძრავი ხალხური დღეობაა, რომელიც თებერვალში იმართებოდა.

ბოსლობის დღე მზისა და მთვარის კალენდრის მიხედვით გამოითვლებოდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბოსელი, როგორც წარმართული პანთეონის ერთ-ერთი ღვთაება, ჩვენს წინაპრებს ცხოველური სახის არსებად, კერძოდ ხარად უნდა ჰყოლოდათ წარმოდგენილი (აქედან უნდა მოდიოდეს პირუტყვის, ზოგადად ხარის პატივისცემის ტრადიცია საქართველოში).

ქართველთა ასტრალური რელიგიის მაღალ საფეხურზე, რომელიც განვითარებული მიწათმოქმედების შედეგად იშვა, ბოსელი სასოფლო-სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა და ასტრალურ ღვთაებათა წრეში მოექცა. მას "დიდ ღმერთს" უწოდებდნენ.

ბოსლობა ძველად მთელ საქართველოში აღინიშნებოდა, უმეტესად დასავლეთში, სვანეთში. აღნიშნული საწესჩვეულებო რიტუალის დროს ხალხი ღვთაება ბოსელს სთხოვდა საქონლის გამრავლება-სიჯანსაღეს, მარცვლეულის, ღვინის მოსავლის გადიდებას, რადგან ოჯახის ეკონომიური სიძლიერე მათზე იყო დამოკიდებული.

ამ დღეს, საღამოს ოჯახის წევრები საგანგებოდ გამომცხვარი სარიტუალო კვერით (რომელზეც ჯიქანი და გუთანი იყო გამოსახული) ხვდებოდნენ. ღვინით და ანთებული სანთლით ბოსელში შედიოდნენ, ხარსა და ძროხას სანთლით შუბლს შეუტრუსავდნენ, ტანზე კვერცხს (სიმრავლის სიმბოლოს) გადააგორებდნენ და ღვინით საქონელს დალოცავდნენ.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წარმართული ღვთაება ბოსელი სიტყვათა მსგავსების საფუძველზე შეერწყა ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ბასილი დიდის სახელს. ბასილას უკვე კაცის სახისგამოსახულებიან საახალწლო კვერს უწოდებენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ფორმის ბასილებს აცხობდნენ, რომელსაც დიდ ღმერთს (წარმართულ ბოსელსაც და წმინდა ბასილი დიდსაც) უძღვნიდნენ და ბარაქას და გამრავლებას სთხოვდნენ.

დღეისათვის ხეითელები ამ დღეობას სიმბოლურად ბაგაში ქრისტეს შობასთან აკავშირებენ და უფალს პირუტყვის სიმრავლესა და ოჯახის სიჯანსაღეს ავედრებენ. მართალია, ბოსლობის დღესასწაულმა დაკარგა თავდაპირველი შინაარსი, მაგრამ მისი ფორმალური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იყო ქართული წარმართული პანთეონი."

/"კარიბჭე" N5, 2010, გვ.40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2018, 08:36 PM
პოსტი #162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხალხური ქრისტიანობა" აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

"საქართველოს აღმოსავლეთის მთიანეთი თავისი ნახევრად ქრისტიანული, ნახევრად წარმართული რელიგიით გამოირჩევა. საინტერესოა, არის თუ არა ფშავ-ხევსურული წარმართობა წმინდა ნინოს შემოსვლამდე არსებული წარმართული ეპოქის მემკვიდრე, რომელსაც ქრისტიანული ელემენტები შეემატა; წმინდა წყლის წარმართობაა თუ წარმართობით ფერნაცვალი ქრისტიანობა; რა ქრისტიანულ და წარმართულ სახე-სიმბოლოებს შეიცავს მთის შვილთა მითოლოგიური თქმულებები. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ზურაბ კიკნაძე.

- როდის იღებს ქართული მითოლოგია სათავეს და ატარებს თუ არა ის ქრისტიანულ ნიშნებს?

- ქართული მითოლოგია პირობითი ცნებაა. არსებობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მითოლოგია, მითოლოგიური ტექსტები - ანდრეზები. მითოლოგია თავისთავად რელიგიური ჭეშმარიტებების გადმოცემის ჭურჭელია. მითოლოგიურ თქმულებაში - ანდრეზში, ისევე როგორც სახარებაში, ბიბლიაში, ფუძემდებლურ ტექსტებში, გადმოცემულია რელიგიის საფუძვლები, რომლებსაც შემდეგ ქრისტიანული დოგმატები ეყრდნობა. მთაში რელიგია მითოლოგიური თქმულებებითაა გადმოცემული. ამჟამად არსებული ანდრეზები რომ ვჩხრიკოთ, შესაძლოა, წარმართული ხანის (წმინდა ნინოს შემოსვლამდე) რაღაც ნამცეცები აღმოვაჩინოთ.

ეთნოგრაფთა აზრით, აღმოსავლეთის მთიანეთში ქრისტიანობამ აითვისა ის წარმართული ელემენტები, რომლებიც მას შემოსვლისას დახვდა. ისინი ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთის თქმულებების არქაული ფენა წარმართულია და მას დაემყნო ქრისტიანობა.

მე არ ვეთანხმები ამ შეხედულებას. ვფიქრობ, რომ მთაში წარმართობა პირველადი არ უნდა იყოს, ის მეორეული დანაშრევია, რომელიც ქრისტიანულ ცნობიერებას დაეშენა. ქრისტიანობა შემოვიდა და წარმართობამ მას ადგილი დაუთმო. რა უნდა გამოეყენებინა წარმართული არსენალიდან ქრისტიანობას? აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრთ რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ქრისტიანები არიან და არ იციან, რა არის წარმართობა. მართალია, მითის სიუჟეტის ასაკის დადგენა რთულია, მაგრამ ვფიქრობთ, ფშავ-ხევსურული თემები, საყმოები ჩამოყალიბდა არაუგვიანეს შუა საუკუნეებისა, XVII-XVIII საუკუნეებში კულმინაციას მიაღწია, XIX საუკუნეში კი დღევანდელი სახე მიიღო. რა თქმა უნდა, ანდრეზებიც ამ პერიოდში შეიქმნებოდა. მთაში VIII-IX საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებია აღმოჩენილი, რაც ადასტურებს იმას, რომ ქრისტიანობას ამ პერიოდისთვის უკვე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. მთაში არსებული ჯვარ-ხატების არსს თუ ჩავწვდებით, დავინახავთ, რომ საკრალური ტერმინოლოგიით XV-XVI საუკუნეებს არ სცილდება. ასე რომ, აღმოსავლეთ მთიანეთის რელიგიას საერთო არაფერი აქვს წარმართობის ეპოქასთან, რომელიც წმინდა ნინოს შემოსვლამდე იყო.

- საინტერესოა, როგორ მოხდა უკვე ჩამოყალიბებული ქრისტიანული რელიგიის გაწარმართება შუა საუკუნეებში, მაშინ, როცა საქართველოში სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა იყო.

- საქართველოს ისტორიამ იცის მაგალითები, როცა რენესანსის პერიოდშიც, ქრისტიანული აღმავლობის ეპოქაშიც საქართველოს მთაში წარმართობა ბატონობს. თამარ მეფის მემატიანე ისტორულ დოკუმენტში "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" აღწერს, როგორ აუჯანყდნენ მეფეს ფხოველები და დიდოელები. მათ ასალაგმად მეფემ ათაბაგი გაგზავნა. მემატიანე ახლავს ათაბაგს და აღგვიწერს მაშინდელ მთიელებს: დიდოელები წარმართებად არიან დახასიათებულნი, ძაღლს სცემენ თაყვანს, უმ ხორცს ჭამენ, ფხოველებზე კი ნათქვამია, რომ ისინი ჯვრის მსახურნი არიან და ქრისტიანობას იჩემებენ. გარეგნული ნიშნები მათაც ქრისტიანული აქვთ, როგორც დღევანდელ ფშავ-ხევსურებს, მაგრამ ქრისტიანობის კლასიკური მიმდევრები არ არიან. მაშინდელ ფხოვშიც ქრისტიანობა თავიანთ თემზე ჰქონიათ მორგებული და შეცვლილი ფხოველთა ფანტაზიით, თუმცა ქრისტიანული თვითშეგნება, იდენტურობა არ დაუკარგავთ, არ გაწარმართებულან.

ისტორიის მანძილზე ქრისტიანობას ბევრჯერ განუცდია წარმართული ელემენტების შეჭრა. დღესაც, განსაკუთრებით სოფლებში, შევხვდებით ცრურწმენის ელემენტებს. ეს სტიქიური წარმართობაა, რომელიც თან სდევს ადამიანს. ადამიანი მიდრეკილია წარმართობისკენ. მას ყოფითი პრობლემები და შეხედულებები სჭიროებისამებრ შეაქვს რელიგიაში. ასეთი მოვლენა - სტიქიური წარმართობა ნებისმიერი წიგნიერი რელიგიის ხვედრი შეიძლება გახდეს, როდესაც წიგნი დაიკარგება. წიგნის არარსებობა იწვევს ათასგვარ ინტერპრეტაციას, ჭეშმარიტებიდან გადახვევაც ასეთ შემთხვევაში ხდება. ამიტომ არის, რომ წიგნს ასეთი მნიშვნელობა ენიჭება ქრისტიანობაში. წიგნი ხატივითაა, მას პატივით გამოაბრძანებენ წირვაზე, თაყვანს ვცემთ და ვემთხვევით. რომ არა წიგნი, ძალიან გაგვიჭირდებოდა წმინდად შეგვენარჩუნებინა ქრისტიანობა.

ფშავ-ხევსურეთის გაწარმართების მიზეზიც ისაა, რომ საქართველოს სამეფო ტახტმა ვერ მოიცალა, წიგნი შეეტანა ამ კუთხეში. XVIII საუკუნის მიწურულს, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ტრაქტატი იდებოდა, რუსეთის იმპერატორმა მოითხოვა, ქართველებს თავიანთი ვინაობა, სარწმუნოება აღეწერათ. 1770 წლის ტრაქტატის ერთ-ერთ პუნქტში საინტერესო რამ წერია: "არს ხევსურეთი, კერძო ქრისტიანენი, ნახევრად ქრისტიანენი, ჩვენის მოუცლელობისა და ჟამთ ვითარებისაგან რჯულზე წამხდარი". ხევსურთა რჯულზე წამხდრობა გამოუწვევია იმას, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მისი პატრონობის ძალა აღარ შესწევდა. ამის გამო ეს მხარე XVII-XVIII საუკუნეებში სრულ იზოლაციაში მოექცა. მღვდელი იქ აღარ იყო და წიგნი, წიგნიერი ცოდნა დავიწყებას მიეცა, ხალხიც ნახევრად ქრისტიანი გახდა.

მარტოდ დარჩენილ ფშავ-ხევსურებს თავის გადასარჩენად რელიგია სჭირდებოდათ. ეს საზოგადოების ცნობიერების სტიქიური სურვილია - ადამიანს სურს, თაყვანისცემის საგანი ჰქონდეს, მით უმეტეს, ექნებოდა ეს ხალხს, რომლის მეხსიერებაშიც ქრისტესა და ჯვარს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მიტოვებული საზოგადოება იძულებული გახდა, მეხსიერებაში შემორჩენილი ქრისტიანული დეტალებისგან ახალი, შესანიშნავი რელიგიური სისტემა შეექმნა. მათ ტექსტებს ნებისმიერი ქრისტიანი გაიმეორებდა: "დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა! დიდება მზესა, მზის ცხოლ ანგელოზებსა... დიდება ღმერთსა, რჯულს ქრისტიანთასა".

შუა საუკუნეებში, ზურაბ ერისთავის ბრძოლების დროს, როდესაც ფშავ-ხევსურები თავიანთ ღირსებას, ტერიტორიებს იცავდნენ და ბარის სათამაშოც კი გახდნენ, მტრისგან დასაცავად აუცილებლად სჭირდებოდათ რელიგია - მისტიკური მფარველი. შეიქმნა კულტი, ერთი პატრონის ქვეშ გაერთიანებული საყმო. ფშავში ლაშარის ჯვრის გარშემო თორმეტი თემი გაერთიანდა. თითოეულ თემს კი თავისი ღვთისშვილი ჰყავდა მფარველად.

- წარმართობაშერეულ ახალ ფშავ-ხევსურულ რელიგიას რა შემორჩა ქრისტიანობიდან?

- ამ რელიგიის ტერმინოლოგია მთლიანად ქრისტიანული ლექსიკონიდან არის აღებული: ხუცესი, დეკანოზი, ლიტანია, სეფისკვერი... ყველა მითოლოგიური ტექსტი, რიტუალი ქრისტიანული სიმბოლოებისგან არის შეძერწილი. სიღრმეში რომ ჩავიდეთ, დავინახავთ, რომ ეს ქრისტიანული სუბსტრატია.

მთელი რელიგია ჯვარზეა აგებული. ჯვარმა დიდი ადგილი დაიკავა, როგორც საზოგადეობის პატრონმა. როგორც ეკლესია იფარავს სოფელს და ხალხი ეკლესიის გარშემო ერთიანდება, ასევეა ჯვარი აღმოსავლეთ მთიანეთში. პირველ საუკუნეებში ჯვარი ეკლესიის მნიშვნელობითაც იხმარებოდა. "მცხეთის ჯვარშიც" ჯვარს ეკლესიის მნიშვნელობა აქვს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ჯვარს ეს მნიშვნელობა დღემდე შემორჩა. ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ ორი გადაჯვარედინებული ძელი; ის ცოცხალი არსებაა, რომელსაც ღვთისშვილს, ღვთის დანაბადებსაც უწოდებენ. მისი სულიერი პატრონი, ანგელოზიც, ქრისტიანული ტერმინებით არის გამოხატული. ჯვარი ცოცხალია.

ხევსურულად ჯვრის მნიშვნელობით ხატიც იხმარება. ჯვარ-ხატი ერთი და იგივეა. ფშავ-ხევსურთა ეკლესიაც, შესაკრებელიც ჯვარ-ხატად იწოდება. ხატს ხანდახან ჯვრის გამოსახულება აქვს.

ჯვარი მოდის მტრედის, ცეცხლის ბურთის სახითაც. ფშავ-ხევსურებმა საოცარი სულიერი სახე მისცეს ჯვარს. ამის გამო ის უდიდესი თაყვანისცემის საგანი გახდა. ჯვარი უხილავი არსებაა. მასში ერთიანდება ღვთისშვილიც, რომელსაც მორიგე ღმერთი უგზავნის რომელიმე თემს დასახმარებლად. ღვთისშვილი ღვთის ნების აღმსრულებელი, ღვთის დანაბადებია. ღვთისშვილნი დევებს უპირისპირდებიან. "დაევა" ირანულიდან მომდინარეობს. ის ნათელი ღმერთის აჰურამაზდას მოწინააღმდეგე დასის სახელწოდებაა. ამ ბრძოლაშიც ღვთისშვილები ნათელი ღმერთის მხარეს არიან. დევის სახით ადამიანი ებრძვის ყოველგვარ "დევურ" გამოვლინებას საკუთარ თავში, გარე სამყაროში. "შუშანიკის წამებაშიც" დევი წარმართობის მნიშვნელობით არის გამოყენებული. "შენ დევნი შემოიხუენ", - ეუბნება შუშანიკი ვარსქენს, რომელმაც ჭეშმარიტება უარყო. როგორც ნინოს ჯვარი ანგრევს საკერპოებს, ისე ღვთისშვილი - ჯვარი ანადგურებს წარმართობის სიმბოლოს, დევს. ყველა ღვთისშვილს თავისი ბიოგრაფია და დევებთან ბრძოლის ისტორია აქვს. საყმოც მუდამ მადლიერია, რადგან ღვთისშვილთა დახმარებით იბრუნებს ტერიტორიებს, სალოცავებს. დევებისგან დახსნა წარწყმედისგან დახსნაცაა.

დევებსა და ღვისშვილებს შორის ბრძოლა საღვთო ომია. ამ საღვთო ომის პროცესში წარმოიქმნა ახალი რელიგიაც. ამ რელიგიის დასაწყისი კარგად ჩანს ერთ მითოლოგიურ თქმულებაში: დევებს სცოდნიათ მჭედლობის საიდუმლო, რომელსაც ადამიანებს არ უმხელდნენ. ერთ კაცს ამ საიდუმლოს გასაგებად დევებთან ცოლი გაუგზავნია. შეურაცხყოფილი ქალი შინ ტირილით დაბრუნებულა: ნეტა იქ არ გაგეშვი და აქ მოგეკალიო. სასოწარკვეთილი კაცი, რომელიც თავად უძლურია გაუმკლავდეს მტერს - დევს, მიმართავს მორიგე ღმერთს და დახმარებას სთხოვს. სანაცვლოდ კი საუკეთესოს - თავისი გაზრდილი ხარის შეწირვას ჰპირდება. ასე მყარდება ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირი. იქმნება რელიგია. მორიგე ღმერთი უშვებს ღვთისშვილს - ჯვარს, რომელიც ადამიანს ღირსების აღდგენაში ეხმარება. ღვთისშვილის დევთან ბრძოლა იგივეა, რაც წმინდა გიორგისა გველეშაპთან. ფშავ-ხევსურეთში წმინდა გიორგიც ღვთისშვილია, მთავარანგელოზი მიქაელიც. როგორც ქრისტიანობაში, იქაც დაცულია შვიდსაფეხურიანი იერარქია.

ჯვარი დედამიწაზე კვრივ ადგილს ქმნის. "კვრივი" უხილავად ზღვარდადებული საკრალური ადგილია. მთელი ეკლესია საკურთხეველივითაა დაცული. იქაურებმა იციან, სად გადის ზღვარი. "კვრივს" ფრინველები და ცხოველები პოულობენ.

მტრედს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთის რელიგიაში. ის წმინდა ადგილების მიმანიშნებელია, ჯვრის მანიფესტაციაა. ადამიანებს აღმოუჩენს ადგილს, სადაც ჯვარს სურს დამკვიდრება. II-III საუკუნეების ქრისტიანი მოღვაწე ტერტულიანეც ქრისტიანულ ტაძარს მტრედის სახელს უწოდებდა. მტრედი ძველ აღთქმაში - ნოესთან, ახალ აღთქმაში კი ნათლსიღებისას სულიწმინდის სიმბოლოდ ჩანს. უძველეს ქრისტიანულ კატაკომბებშიც გამოსახულია მტრედი. ეს არის ადამიანის სული, რომელიც უკვდავებას ეწაფება. აღმოსავლეთის მთიანეთის ცნობიერებაშიც დიდი ასპარეზი დაეთმო მტრედს. ერთი შესანიშნავი მთიულურ-გუდამაყრული ანდრეზი მტრედზე მე თვითონ ჩავიწერე გუდამაყარში: მთიულეთიდან ლაკათხევში სახლის ასაშენებლად ხეს ჭრიდა ქარჩაიძე. შეუმჩნევია, რომ მტრედს ნაფოტები მიჰქონდა სადღაც. გაჰყოლია. მტრედს ქარჩაიძე გუდამაყარში გადაუყვანია, დუმაცხოში. ფრინველს კაცი ტყეში შეჰყოლია. იქ კი უნახავს, რომ მტრედს ნაფოტებისგან ეკლესიის მოდელი აეშენებინა. ქარჩაიძემ ეს ამბავი დუმაცხოს მცხოვრებთ შეატყობინა. ყველა მიხვდა, რომ მტრედი ღვთის შთაგონებით მოქმედებდა. ქარჩაიძემ სახლის ნაცვლად ეკლესია ააშენა. გასამრჯელოდ კი, ცხვრის, ფულის ფართალის ნაცვლად, რძლის კარნახით, ამ ეკლესიიდან მადლი გამოითხოვა. დღესაც ხატობას დუმაცხოში პირველ რიგში ქარჩაიძეების შესაწირს შეიწირავენ. ლოცავენ: იმრავლონ ქარჩაიძეებმაო.

ასევეა სხვა ფრინველებიც. ხევის გერგეტის სამებაც ყვავის კარნახით აუშენებიათ იმ ადგილას.

ფრინველები და ცხოველები ღვთის ნების საუკეთესო გამტარები არიან. ადამიანს საკუთარი ნება აქვს და ღვთის ნებას ვერ ატარებს.

ძალიან ხშირია, როცა ძროხებმა აღმოაჩინეს ადგილი, სადაც ეკლესია უნდა აშენებულიყო. ძროხას ან ხარს რქებზე ხატს დააკრავდნენ და გაუშვებდნენ. ის სხვადასხვა სახით მიანიშნებდა საყმოს, სად იყო "კვრივი".

გუდამაყარში ერთ-ერთი ჯვრის სახელი "პირიმზე ფუძის ანგელოზი ხორასნის შვიდი ათასი ტყვის მხსნელი წმინდა გიორგია". თქმულების მიხედვით, ხევსური ტყვეები ხორასანში გადაასახლეს. ისინი საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. ქადაგის რჩევით, ხარს რქებზე დააკრეს ხატი, რომელიც თან ჰქონდათ. ხარმა ისინი ღვთის შთაგონებით ხორასნიდან ხევსურეთში ჩამოიყვანა. ლომისის წმინდა გიორგიც ხორასნის ტყვეთა მხსნელია.

ყველა საგანსა და წეს-ჩვეულებას კი აერთიანებს ქრისტიანობის უმთავრესი ატრიბუტი - თასი. თასი აჩვენებს საყმოსა და თემის ერობას ჯვრის გარშემო. ხუცესი დგას და უჭირავს ვერცხლის ჯაჭვებით, სამკაულით შემკული თასი. საყმო შეჰყურებს თასს, როგორც წმინდა გრაალს. ის ჯვართან საყმოს თანაზიარობის სიმბოლოა. ეს არის კულმინაცია - ეკლესია. ის იწვევს ხალხს. მედღესასწაულეს შეუძლია, ბაგით შეეხოს მას. რა თქმა უნდა, შინაარსი არა, მაგრამ სქემა ზუსტად იმეორებს ზიარების საიდუმლოს.

როდესაც თემების კონსოლიდაცია მოხდა და ფშავ-ხევსურეთი მტკიცე საყმოებად ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, სამეფო ტახტმაც მოიცალა მთისთვის, იქ წიგნიც შეიტანეს, მაგრამ უკვე კარგად ჩამოყალიბებული რელიგიური სისტემა დახვდათ. ერეკლე მეფეს ხევსურეთში ორმოცდაოთხი კაცი მოუნათლავს და გუდანის ჯვრის მოძმე გამხდარა, გუდანის ჯვრის საყმო კი - ერეკლეს საყმოც. "ერეკლე, შენგან ფულს როგორ ავიღებთ, უნჯი (ძვირფასი) ყმანი ვართ შენია", - ვკითხულობთ ხევსურულ ტექსტებში. საყმოს ბატონი არ ჰყავდა. მისი პატრონი კი მთაში გუდანის ჯვარი იყო, ბარში - ერეკლე.

ასე გადაირჩინეს თავი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებმა სახეცვლილი ქრისტიანობით.

ფშავ-ხევსურული რწმენა ქრისტიანობის ერთგვარი სახეცვლილებაა და არა საკუთრივ წარმართობა. მათზეც შეიძლება ითქვას - "ქრისტიანობას იჩემებენო". თვითშეგნებაც ქრისტიანული აქვთ. "დიდება დღესა დღესინდელსა რჯულქრისტეანთასა", - ამბობს ფშაველიცა და ხევსურიც და თავს "რჯულქრისტეანს" უწოდებს.

დღეს ხევსურეთი დაცლილია, ფშაველთა დიდი ნაწილი კახეთში გადასახლდა, მაგრამ თავიანთ თემურ ერთიანობას ყოველ დღესასწაულზე ადასტურებენ. ჯერ კიდევ არსებობს წინაპართა ადგილების ხსოვნა. ჩემი აზრით, ეს ხალხური ქრისტიანობაა. ამ პროცესს ქრისტიანობის ფოლკლორიზაციასაც ვუწოდებდი და არა წარმართობას. აშკარად ჩანს, რომ საზოგადოებას, რომელსაც არც ქრისტე დაუვიწყებია, არც ჯვარი, მაგრამ "ჩვენის მოუცლელობით" წიგნისმიერი ცოდნით, კანონიკურად ვერ უდიდებია ღმერთი, ღვთის მადლი არ განშორებია. მადლი, რომელიც ქარჩაიძეებმა მოითხოვეს ეკლესიის შენების წილ, მთელ ფშავ-ხევსურეთშია დაუნჯებული."

/"კარიბჭე" N14, 2010, გვ.56/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2020, 05:33 PM
პოსტი #163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული წარმართული პანთეონის შესწავლამ დ. კარიჭაშვილი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ მისი შვიდი ღვთაებიდან (არმანი, ზადენი, გაცი, გაიმი, აინინა, დანინა და აფროდიტე) არცერთი არ იყო ეროვნულ ნიადაგზე წარმოშობილი და მათი პატივისცემა ჩვენს წინაპრებს მეზობელი ქვეყნებიდან, კერძოდ, სპარსეთიდან, ასურეთ-ბაბილონიდან და საბერძნეთიდან ჰქონდათ შეთვისებული"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 251/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2020, 07:25 PM
პოსტი #164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძიებული ეთნოგრაფიული წყაროების მიხედვით, ხაჭა ქალის სახელია. ლეგენდის თანახმად, 15 შვილის დედა ხაჭამ, ერთხელ, პურის გუნდა რომ გაედიდებინა, მასში ყველის დიდი თავი ჩადო და გამოაცხო, ასე მოგვევლინა ლეგენდარული ხაჭას-პური, ანუ ხაჭაპური. ხაჭაპურის ისტორიაზე, კიდე არაერთი ლეგენდა მოგვითხრობს, საერთო ყველგან ხაჭას ამბავია, რომელმაც პირველად გამოაცხო ყველის გულსართიანი პური"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2022, 02:19 PM
პოსტი #165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული მითოლოგია დამუშავებული და დახვეწილი ყოფილა. ამის შესახებ წერს შ. ნუცუბიძე - წყლის "ღმერთი" - იგრისი თავდაპირველად მხოლოდ ადგილობრივი, კოლხიდელი ღმერთი იყო და მხოლოდ შემდეგ, ქართული მითოლოგიის მთლიანი დამუშავების შედეგად, საერთო-ქართულ პანთეონში შევიდა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 172/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2022, 02:38 PM
პოსტი #166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველებს ჰყავდათ საერთო, დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისი ღვთაებებიც... ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროს ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი - მთვარე, უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო, მეორე - ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე - კვირია..."

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 172/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2022, 01:11 PM
პოსტი #167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მზე ხომ ძველ ქართველ ტომთა წარმართული პანეთეონის ერთ-ერთი უმაღლესი ღვთაებაა, დღის სინათლის განსახიერება. კოლხთა მიერ მზის, როგორც უმაღლესი ღვთაების, თაყვანისცემა ქართული წარმართული კალენდრის ანალიზითაცაა დადასტურებული. ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილ ელინისტური ხანის ბერძნულ წარწერაშიც მზე (ჰელიოსი) უზენაეს ღვთაებათა შორისაა მოხსენიებული. და ბოლოს, მზის კულტის არსებობას კოლხეთში მოწმობს არქეოლოგიური მასალაც: ლომი და ლომის თავი (მზის განსახირება) კოლხურ ოქროს დიადემაზე და ვერცხლის მონეტებზე, კოლხური ოქროსა და ვერცხლის საყურეებისათვის აგრე ტიპური ვარდული, ხოლო ოქროსა და ბრინჯაოს ნივთებზე, თიხის ჭურჭელზე გამოსახული სვასტიკა (ქართული დედაბოძის შემკულობაშიც რომ შემოუნახია თავი) აგრეთვე მზის სიმბოლოებადაა აღიარებული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.291/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2022, 03:06 PM
პოსტი #168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქვედა პალეოლითის ეპოქაში ჩნდება პრიმიტიული რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც, რის ერთ-ერთ მოწმობად მიაჩნდათ "დათვის კულტი". ამ თვალსაზრისით დიდ ინტერეს იწვევს კუდარო I სადგომის აშერულ ფენაში აღმოჩენილი ორი თავის ქალა - ერთი გამოქვაბულის დათვისა, ხოლო მეორე - ირმისა, რომლებიც თითქოს საგანგებოდ იყო დაწყობილი გამოქვაბულის აღმოსავლეთი გალერეის მოპირდაპირე კელდებთან თვალსაჩინო ადგილას".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.83/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2022, 03:21 PM
პოსტი #169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ უმაღლეს ქალღვთაებად მზე იყო გააზრებული, უმაღლეს კაცღვთაებად განიხილებოდა მთვარე, რომელიც ხარის სახით იყო წარმოდგენილი. მთვარის კულტის ფართოდ გავრცელება დასტურდება ხარის მინიატურული ქანდაკებებისა და ხარის რქიანი მამაკაცის თავის გამოსახულებათა მრავალრიცხოვანი აღმოჩენებით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.147/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2022, 08:17 PM
პოსტი #170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უაღრესად მრავალფეროვანია ნადირობასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები, ფოლკლორი. ნადირობის სამი მფარველი - "ნადირთ პატრონი", "ოჩოპინტრე" და "ნადირთ მწყემსი". ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარეში გარკვეული ვარიაციებით ყველგან ფიგურირებს. სვე-ბედის მომცემად წმინდა გიორგი ითვლება. შემონახულია მრავალი სამონადირეო ტაბუ და აღკვეთა, რომელთა დაცვა წარმატებული ნადირობის წინაპირობად მიიჩნეოდა. უმნიშვნელოვანესია სამონადირეო ციკლის ლეგენდა-წარმოდგენები, ზღაპრები, ეპოსი და ფერხულები. საქართველოს მთაში ნანადირევის რქებს ბოლო დრომდე სწირავენ ეკლესიებს (ჯვარ-ხატებს) მადლობის ნიშნად.

მეტად მრავალფეროვანია მონადირეობასთან დაკავშირებული სვანური რწმენა-წარმოდგენები. განსაკუთრებით აღსანიშნავია სვანურ ფოლკლორში შემონახული ამირან-დარეჯანიანის უძველესი, არქაული პლასტები. ცხადია, ამ რწმენა-წარმოდგენებს დიდი კვალი დააჩნია ქრისტიანობამაც. ქრისტიანობის გავლენით, ნადირთა და მონადირეთა მფარველად წმ. გიორგი ითვლება. მას ემორჩილება ნადირთმწყემსი ქალ-ღვთაება დალი. "დალს წმ. გიორგისგან ჩაბარებული ჰყავს ჯიხვები და არჩვები". სვანი მონადირე გულდასმით იცავდა წინაპართაგან მომდინარე, ტრადიციებსა და აღკვეთებს: გარკვეული ხნის მანძილზე ერიდებოდა ახლად მოლოგინებულ ან რიგში მდგომ ქალს. თუ კი "სიწმინდე" მონადირის ოჯახში დაცული იყო, იგი ბედავდა სანადიროდ წასვლას. გამთენიისას საგზალს უმძრახად აიღებდა და სოფლიდან გადიოდა. სანადირო ადგილებს მიახლოებული მონადირე ლოცვას აღავლენდა "დიდი ღმერთის" - სვე-ბედის მომნიჭებლის სახელზე. ნადირობა რამდენიმე დღესაც გრძელდებოდა. მონადირე მოკლავდა თუ არა ჯიხვს ან არჩვს, გაატყავებდა, გულ-ღვიძლს ამოაცლიდა, შეწვავდა და ისე ილოცებდა. ამჯერად სამადლობელ ლოცვას აღავლენდა. შინ დაბრუნებული ეკლესიას მიაშურებდა, თან მიჰქონდა სანთლები, ზედაშე (ენგურის ხეობაში - არაყი, ცხენისწყლის ხეობაში - ღვინო), "ლემზირები" და ღმერთს მადლობას შესწირავდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 143/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2022, 01:30 PM
პოსტი #171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველი რწმენით, ბოსტანს თავისი მფარველი ჰყავდა - "ქალბებერა", ხოლო ავი თვალისგან დაცვის მიზნით მასში ადამიანის გამოსახულების "ჩუჩელას" - საშინელებას დგამდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 107/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 05:14 PM
პოსტი #172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სწამდათ, რომ ყველაფერს ჰყავდა მფარველი ანგელოზი (ადგილის დედა), თაყვანს სცემდნენ წყლის, მიწის, ღვინის მფარველ ღვთაებებს. ადგილის დედა ადგილის მფარველი ანგელოზია, რომლის რწმენაც მთელ საქართველოშია გავრცელებული. იგი ძირითადად ქალის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა ზოგან მამაკაცური სახე აქვს. ადგილის დედა პატრონობს ადგილს, ადევნებს თვალყურს მოსავლიანობას, წველადობას, რძის შედღვებას და სხვ. მასთან მიაქვთ შესაწირავად პატარა გულიანი ქადები, სანთლები და შესთხოვენ ბარაქიანობას. ხშირად ადგილის დედა გველის სახეს იღებს, როცა სურს ადამიანს ეჩვენოს. გველი, რომელიც მას განასახიერებს, სახლის საძირკველში იდებს ბინას და რძეს გამოუდგამენ ხოლმე. არათუ მის მოკვლას, მის დაფრთხობასაც ერიდებიან. მისი სიკვდილი ოჯახის ამოწყვეტას ნიშნავს. ადგილის დედას უკლავენ პირველმოგებულ ხბოსა და ციკანს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 387/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2022, 02:06 PM
პოსტი #173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სწამდათ ბოროტი სულების (დევები, ქაჯები,ჭინკები, ალები) არსებობაც. მავნე სულების მეუფეს ხევსურეთში "კარატის ხატი" ჰქვია. მას ექვემდებარებიან ალები, ქაჯები, მაჯლაჯუნები და სხვა მავნე სულები. რომლებიც ადამიანს სხვადასხვა სახით გამოეცხადებიან ხოლმე: ხან ღორის, ჯოჯოს, ხვლიკისა და ბევრჯერ ბავშვის სახითაც. დევები, იგივე დევ-კერპნი ბოროტ ძალებს განასახიერებენ ქართულ მითოლოგიაში. ქართულ ზღაპრებში დევი ადამიანის მსგავსი ფანტასტიკური არსებაა, ტანად დიდი და ღონიერი, ზოგჯერ მრავალთავიანი, ბევრ ზღაპარში ისინი გონებაჩლუნგ არსებებად არიან გამოყვანილი. ალი წყლის არსებაა. იგი თმაგაშლილი მშვენიერი ქალის სახით ეჩვენება მამაკაცს, იზიდავს მას, წყალში იტყუებს და ახრჩობს. ქაჯი დიდი ტანის, ბალნიან, კლანჭებიან მამრობითი სქესის არსებად წარმოიდგინება. ჭინკებიც ასეთივე, მაგრამ დაბალი არსებებია. ისინი ტყეში ცხოვრობენ. ავსულებს განეკუთვნებიან კუდიანებიც. მათ ცხოველებად ქცევა შეუძლიათ და ღამით ნავარდობენ. კუდიანების უფროსია როკაპი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 387/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2022, 02:52 PM
პოსტი #174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართულ მითებში ღვთაება ხშირად წარმოგვიდგება ხის სახით, რომელიც ამოიმართება ხოლმე ქედუხრელთა კერებში. ხის კულტი გარკვეულწილად სიცოცხლის ხის შესახებ არსებულ წარმოდგენებსაც უკავშირდება, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენს ქართული დარბაზის დედაბოძი. სიცოცხლის ხის გამოსახულების გამოსახულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დასავლეთ საქართვლეოში გავრცელებული ახალი წლის დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტი - ჩიჩილაკი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 375/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2022, 07:43 PM
პოსტი #175


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მზის სიმბოლოდ მიიჩნევა ჩიჩილაკის გრძელი წვერებიც. საინტერესოა, რომ ამ წვერს "ბასილას წვერებსაც" ეძახდნენ. ბასილა არის სახელი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწის, ბასილი დიდისა (IV საუკუნე) და უძველესი ქართული ღვთაების - ბოსლის კულტებს. ბოსელი იყო ნაყოფიერებისა და გამრავლების, უმთავრესად საქონლის მფარველი ღვთაება ძველ საქართველოში. მიწათმოქმედებისა და შესაბამისად ასტრალური კულტების განვითარებასთან ერთად იგი სამიწათმოქმედო მეურნეობას დაუკავშირდა, ასტრალურ ღვთაებათა წრეში მოექცა, ანთროპომორფული სახე მიიღო და მისი გაფართოებული ფუნქციები ახალი წლის ციკლის დღეობებში გამოვლინდა. ღვთაება ბოსლის სვანური სახელი ჩიჩილაკის სვანური სახელის იდენტურია - ბომბღა. ბომბღა "ხელის გახსნის" რიტუალთანაა დაკავშირებული. იგი წარმოადგენს ფქვილიან ჯამში ჩამაგრებულ მუხის ან თხილის ტოტს, რომელიც შალისა და კანაფის ძაფებით იყო მორთული. ჩიჩილაკი ავლენს, ერთი მხრივ, ხის კულტის განვითარების უძველეს საფეხურს, მერე მხრივ კი სიცოცხლისა და ნაყოფიერების ასტრალურ ღვთაებებთან, კერძოდ მზის კულტთან კავშირს.
ხეთა თაყვანისცემას უკავშირდება ისეთი ღვთაებების არსებობა როგორიცაა ტყაშმაფა, მესეფი, მინდორთ ბატონი და მისი ასული, ნადირთ პატრონი"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 377/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 2 2022, 09:18 PM
პოსტი #176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს მეთევზეებს "ავი თვალისაც" სჯეროდათ, ამიტომ იმ მეთევზეებს, რომლებსაც ასეთი რამ ბრალდებოდათ, ზღვის ნაპირზე გასვლის უფლება არ ჰქონდათ, როცა სხვები თევზაობდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 136/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 02:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი