IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ბაგრატიონების დინასტია - კახეთი, ინგლისურად
კოლხი
პოსტი Jul 12 2007, 02:30 PM
პოსტი #21

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 19-May 07
წევრი № 1,948

ციტატა
გამოვა ვიღაცა მემკვიდრე და იტყვის მემკვიდრე ვარო და თუნდაც იყოს , მაგის გამო მონარქიას ხომ არ აღვადგენთ ეხლა.

შენც ნუ აღადგენ მერე, ვინ გიშლის biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 12 2007, 03:01 PM
პოსტი #22

შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რავი, აბა. კი ეძებენ გამწარებულები და. tongue.gif biggrin.gif smile.gif

--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Jul 13 2007, 12:22 PM
პოსტი #23

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194

5 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა კონსტანტინე და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელების არქივი, რომელიც მოიცავს უნიკალურ მასალებს ბაგრატიონთა საგვარეულოს შესახებ. მასალები ბიბლიოთეკას გადასცა თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლემ ირინა ბაგრატიონ-მუხრანელმა.
არქივი მნიშვნელოვანია ბაგრატოვანთა დინასტიის ცხოვრების გარკვეული პერიოდის შესახებ აქამდე უცნობი დეტალების წარმოსაჩენად.
უნიკალური მასალები მნიშვნელოვანი წყარო იქნება ბაგრატიონთა ისტორიის შესასწავლად.

--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 16 2007, 08:58 PM
პოსტი #24

ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315

..............

--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 16 2007, 09:14 PM
პოსტი #25

პოსტი Jul 16 2007, 09:26 PM
პოსტი #26

პოსტი Jul 18 2007, 04:03 PM
პოსტი #27

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 19-May 07
წევრი № 1,948

ციტატა
არ იცი რაზე ლაპარაკობ, ჩემო კარგო. მემკვიდრე არსებობს და არც არასდროს დაუტოვებია საქართველო.

კარგი, ჯერ მითხარი რომელ მემკვიდრეზე საუბრობ და მერე გაგცემ პასუხს შენს უსტარებზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 18 2007, 07:38 PM
პოსტი #28

ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315

..............

--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოლხი
პოსტი Jul 20 2007, 12:04 PM
პოსტი #29

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 19-May 07
წევრი № 1,948

ციტატა
რამდენადაც გავარკვიე, ქართველი ისტორიკოსისგან (პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი) ეს არისტო თვითმარქვიაა. სანამ მასზე ვინმეს დაწერილ გენეალოგიურ მონაცემებს არ მომაწვდით, ამ უპასუხისმგებლო სტატიის განმხილველი მე არა ვარ.

მე რამდენადაც ვიცი, ეს არისტო დიაკონია ! მისი წერილი კი რომელიღაც მეუფემ ჩამოიტანა საქართველოში, არამგონია, რომ ეკლესიის მსახურნი სკანდალურად ცრუობდნენ ! გენეალოგიური სქემა მეც არ მაქვს, მაგრამ თU ვინმე წარმოადგენს, სიამოვნებით გავეცნობი.

ციტატა
კოლხი შენ გერევა პოლიტიკური და მონარქიული საქართველო. დღეს ინგლისის სამეფო სახლს მხოოდ ინგლისი არ ეკუთვნის. რა შუსაბამობას ხედავ ამაში? თანაც, მონარქიული ტიტული ქართველი მეფისა მოიცავდა და ამჟამადსაც მოიცავს აზერბაიჯანის ტერიტორიებს, თურქეთის ნაწილს, რაო, უარი ვთქვათ ამ ტიტულზე?

უკაცრავად, მაგრამ მე კი არ მერევა რამე, შენ გავიწყდება რომ მონარქია და პოლიტიკა განუყოფელი ცნებებია ! არა მგონია ამ უდავო ჭეშმარიტების უკუდამტკიცება შეძლოს ვინმემ . ვფიქრობ, შინაგანად შენ გგონია, რომ მონარქია სამუზეუმო ექსპონატია და მას დღეანდელ რეალურ პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეს საერთო, ამაშია მთავარი წინააღმდეგობა ჩემსა და შენს აზრებს შორის. დღეს გვაქვს ერთიანი საქართველო, დედაქალაქით თბილისით და არა ნაწილ-ნაწილ დაშლილი პატარა "საქართველოები". ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის კახეთის ბაგრატიონების, პროვინციალური ტახტის მემკვიდრე, ხოლო მუხრანელები ქართლის, ტფილისის ტახტის მემკვიდრეები და ამას ევროპის ყველა მონარქიული სახელმწიფოს სამეფო სახლები აღიარებენ, ცნობისთვის. ამიტომ სანამ პროვინციალურ ტახტების წამოჭიმვას დააპირებთ, ბატონო ჩემო, კარგად დაფიქრდით, რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის !

ციტატა
მონარქიული ტახტი უნდა აღდგეს ისე, როგორც მომდინარეობს ამდენი ხანია. 1466 წელს შემდეგ სამმა სამეფომ იწყო ცხოვრება, განვითარდა სამივე ცალ-ცალკე, სამი გვირგვინი იკურთხებოდა, სანამ ერეკლემ არ მიიღო დედისგან მემეკვიდრეობით ქართლის გვირგვინი და დაგვრჩა ორი სამეფო - იმერეთისა და ქართლ-კახეთისა.

ხო მაგრამ ერთანი საქართველოს სამართალმემკვიდრე იყო ქართლის სამეფო, ხოლო ტფილისის ტახტი კი უმთავრესი დანარჩენ ორ-სამ-ოთხ პროვინციალურ ტახტებს შორის !

ციტატა
სინამდვილეში კი, იქ საკითხი არ ეხება რუსეთის სუზერენობას ქართულ ტახტებზე. ეს საკითხი გადაწეყეტილია ისედაც. უბრალოდ მათი შეცდომითი აღიარება მუხრანელებისა გამოაშკარავდა და პარფალელურად ამტკიცებს ჩემსსავე აზრს რომ გაუმეფებელი შტო არ შეიძლება სამეფო სახლის მემკვიდრედ დასახელდეს. სულ ეს არის. იმპერიალისტებზე შენი ანალოგიური აზრის ვარ.

მუხრანელები გაუმეფებელი შტო არ არის, იესე, მანამდე კი ვახტანგ VI (თუ არა ვცდები) მუხრანელების სახლიდან იყვნენ მეფეები. ხოლო თეიმურაზ II-მ, ნადირშაჰის დახმარებით მიიტაცა ქართლის ტახტი ნაცვლად იმისა, რომ ქართლის ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრისთვის თავისი, ანუ კახეთის სამეფო დაეთმო, ისევე როგორც იმერეთს, სამცხეს სამთავროს და სხვა სეპარატისტულ სამთავროებს უნდა დათმოთ თავის დროზე ერთიანი საქართველოს ერთიანი სამეფოს სასარგებლოდ! ქართლის ტახტი რომ მუხრანელებს ეკუთვნის, ესეც უდაოა !

აქედან გამომდინარე ერეკლეს ანდერძზე და კახელ ბაგრატიონების, თუნდაც იულონის შთამომავლებზე, მსჯელობას, ჩემის მხრიდან აზრი აღარ აქვს !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LOVEGAME
პოსტი Jul 21 2007, 04:19 AM
პოსტი #30

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 11-July 07
წევრი № 2,438

ბატონო კოლხი როდესაც იძახით მიიტაცა რას გულისხმობთ ამ "მიტაცების" მცნებაში?
ვახტანგ VI-ემ მიატოვა ტახტი და გაიქცა რუსეთში პეტრესთან, ამ გაქცევის გამომწვევი მიზეზები თქვენთვის ალბათ ცნობილია და არ მოვყვები აქ ამის ახსნაგანმარტებას.

ესე თუ დავიწყეთ მსჯელობა კონსტანტინე II -მაც "მიიტაცა" ტახტი 1478 წელს. მაგ ლოგიკით მას ალექსანდრესთვის უნდა დაეთმო ტახტი რადგანაც ალექსანდრეს მამა იყო გიორგი მერვე ხოლო კონსტანტინეს მამა დემეტრე არ იყო მეფეთ ნაკურთხი. ისე არ გამიგოთ თითქოს მე გრუზინსკების მომხრე ვარ. ჩემი აზრით უნდა მოხდეს ბაგრატიონთა დიინასტიიდან ღირსეული პიროვნების შერჩევა არა აქვს აქ მნიშვნელობა ის მუხრანსკია გრუზინსკი თუ იმერეტინსკი არც იმას უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა რიგით რომელი ძეა ის ოჯახში. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მის პიროვნულ თვისებებს. მე ასე ჩამოვყალიბდებოდი
1 გვარი (რათქმაუნდა უნდა იყოს ბაგრატიონი)
2 ცოდნა( რა განათლება აქვს მიღებული)
3 პიროვნული თვისებები( როგორი პიროვნებაა საერთოდ, რომ არ იყოს ლოთი ქარაფშუტა და ასე შემდეგ)
4 თუ რამდენად იცნობს საქართველოს ქართულ კულტურას და ადათწესებს
(იმიტომ რომ ის უნდა გახდეს ყველაფერი ქართულის სიმბოლო)
შეიძლება ეს მაჩვენებლები გაიზარდოს ან შემცირდეს მოთხოვნილებისდა მიხედვით.

--------------------

მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 25 2007, 11:40 PM
პოსტი #31

ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315

..............

--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jul 25 2007, 11:45 PM
პოსტი #32

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409

LOVEGAME

"მცნება" - არასწორია
სწორი ფორმაა ცნება

პ.ს. ბოდიში ოფტოპიკისთვის

--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 25 2007, 11:55 PM
პოსტი #33

ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315

..............

--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 26 2007, 12:20 AM
პოსტი #34

ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315

ციტატა
უკაცრავად, მაგრამ მე კი არ მერევა რამე, შენ გავიწყდება რომ მონარქია და პოლიტიკა განუყოფელი ცნებებია ! არა მგონია ამ უდავო ჭეშმარიტების უკუდამტკიცება შეძლოს ვინმემ .

სმეშნო! ინგლისის დედოფალი იცი რისი დედოფალია კიდევ?

ციტატა
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის კახეთის ბაგრატიონების, პროვინციალური ტახტის მემკვიდრე

კოლხი, მთელი პატივისცემით მოგმართავ, პროვნციის მეფეები სხვა რამეს ნიშნავდა. კახეთის ბაგრატიონები მმართველი მეფეები იყვნენ. პროვინცია კომუნისტების დროს დაარქვეს კახეთს და "რაიონს" შე კაცო... smile.gif

ციტატა
მუხრანელები გაუმეფებელი შტო არ არის, იესე, მანამდე კი ვახტანგ VI (თუ არა ვცდები) მუხრანელების სახლიდან იყვნენ მეფეები. ხოლო თეიმურაზ II-მ, ნადირშაჰის დახმარებით მიიტაცა ქართლის ტახტი ნაცვლად იმისა, რომ ქართლის ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრისთვის თავისი, ანუ კახეთის სამეფო დაეთმო, ისევე როგორც იმერეთს, სამცხეს სამთავროს და სხვა სეპარატისტულ სამთავროებს უნდა დათმოთ თავის დროზე ერთიანი საქართველოს ერთიანი სამეფოს სასარგებლოდ! ქართლის ტახტი რომ მუხრანელებს ეკუთვნის, ესეც უდაოა !

მუხრანელები გაუმეფებელი შტოა!! დამისახელე დღევანდელი მემეკვიდრის წინაპარი ვინ იყო, აღმავალი ხაზით, ქართლის მეფე, თუნდაც??!

დანარჩენი ლოზუნგების დონეზე გრჩება კოლხი და ამეებზე პასუხის გაცემას აზრიც არ აქვს...

თეიმურაზმა კი არ მიიტაცა, თამარ მუხრანელის გზით გადაეცა ერეკლეს.

--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LOVEGAME
პოსტი Jul 26 2007, 02:35 AM
პოსტი #35

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 11-July 07
წევრი № 2,438

Lenus
ციტატა
რაღაც ძალიან საეჭვოდ ლოგიკურად საუბრობ, ხო იცი??

საეჭვო რა დაინახე აქ, თუ ლოგიკურია მაშინ საეჭვო რაღა არის? wink.gif

აი ამ მიტაცების თეორია ძალიან მაკვირვებს რას ნიშნავს ეს მიტაცება თემური რომ გაძლიერებულიყო და მთლიანი საქართველო გაეერთიანებინა მაშინ ის საქართველოს გამაერთიანებლად არ ჩაითვლებოდა? თუ ტახტის მიმტაცებელ მედროვედ მოვიხსენიებდით? საინტერესო ლოგიკაა ბაგრატიონები ტაო-კლარჯეთში გამეფდნენ პირველად და მერე დაიწყეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შემოერთება, მაშინ ბაგრატIII და დავით აღმაშენებელი უდიდესი მიმტაცებლები ყოფილან. ვის გამოსტაცა ეს ტახტი ის მაინც მითხარით ხალხნო.

--------------------

მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოლხი
პოსტი Jul 26 2007, 10:50 AM
პოსტი #36

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 19-May 07
წევრი № 1,948

ციტატა
აი ამ მიტაცების თეორია ძალიან მაკვირვებს რას ნიშნავს ეს მიტაცება თემური რომ გაძლიერებულიყო და მთლიანი საქართველო გაეერთიანებინა მაშინ ის საქართველოს გამაერთიანებლად არ ჩაითვლებოდა? თუ ტახტის მიმტაცებელ მედროვედ მოვიხსენიებდით? საინტერესო ლოგიკაა ბაგრატიონები ტაო-კლარჯეთში გამეფდნენ პირველად და მერე დაიწყეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შემოერთება, მაშინ ბაგრატIII და დავით აღმაშენებელი უდიდესი მიმტაცებლები ყოფილან. ვის გამოსტაცა ეს ტახტი ის მაინც მითხარით ხალხნო.

რკინის ლოგიკაა, ვერაფერს დავამატებ ! მართალი ხარ smile.gif . სწორედ რომ პოლიტიკური შედეგებით მსჯელობენ შემდეგ ნებისმიერი პოლიტიკოსის საქციელებზე. ამიტომ პოლიტიკა რისკიცაა ისტორიის და ერის წინაშე გაწეული, თუ შენმა ქმედებებმა დადებითი ნაყოფი გამოიღო, მაშინ ერი კანონიერად გაღიარებს, თუ ჩაფლავდი, ეგრევე მოგდებენ "ხელისუფლების უზურპატორის" იარლიყს.

იტყვიან, გამარჯვებულებს არ სჯიანო და ოდითგანვე ასე იყო, მსოფლიო პოლიტიკა გამარჯვებულისაა, მიწიერი სამართალიც გამარჯვებულისაა, გამარჯვებულის კანონი ყოველთვის კანონიერი და მტკიცეა, ვიდრე დამარცხებულის, თუნდაც ეს უკანასკნელი იურიდიულად უზუსტესად იყოს შედგენილი და წუნი არ მოეპოვებოდეს.

აქედან გამომდინარე, კახელი ბაგრატიონები რომ არ აღმოჩენილიყვნენ ქართლის ტახტზე (უკანონოდ თუ კანონიერად) და ისევ ქართლელ ბაგრატიონს (მუხრანელს თუნდაც) დარჩენოდა, ვინ იცის როგორი იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური მომავალი.

როდესაც ბაგრატ III იწყებდა მეფობას და საქართველოს აერთიანებდა, ის ყველა ქართული პოლიტიკური ერთეულის სრულიად ლეგიტიმური მემკვიდრე იყო, მათ შორის თბილისის საემიროსი, რომელიც ოკუპირებული იყო მუსლიმების მიერ. ბაგრატ III-ს არავის ტახტი არ მიუტაცია, არც დავით III კურაპალატს. ქართლს პატრონი არ ყავდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აფხზეთს სანამ უმემკვიდრეო ტახტი არ დარჩა, მანამდე ბაგრატ III არ ეკურთხა ქუთაისში აფხაზთა მეფედ (978 წელს), კახეთი და ჰერეთის შემოერთება კი, ბაგრატის მიერ, ქართლის, აფხაზეთის, ტაო-კლარჯეთის ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრისათვის, სრულიად კანონიერი ნაბიჯი იყო და არა "სხვისი" ტახტის მიტაცება. კახეთ-ჰერეთი როგორც იბერიის (ქართლის) სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის და ბუნებრივია ბაგრატ III-ს, რომელიც როგორც აფხზეთში, ასევე ტაოში და ქართლშიც იყო გამეფებული სრულიად ლეგიტიმურად, კახეთის შემოერთების და ურჩი დიდგვაროვანი ფეოდალების "წურთვნის" კანონიერი უფლება ჰქონდა. ბაგრატის ტიტული აფხაზთა და ქართველთა მეფე იყო, რაც თავისდავად გულისხმობდა კახეთ-ჰერეთის გაერთიანებას დედასამშობლოსთან.

დავით აღმაშენებელსაც არავისთვის წაურთმევია ტახტი, იგი როგორც საქართველოს მეფე ურჩი ფეოდალების მიერ მითვისებულ, სეპარატისტულ რეგიონებს დედასამშობლოს უერთებდა.

ციტატა
სმეშნო! ინგლისის დედოფალი იცი რისი დედოფალია კიდევ?

ინგლისის დედოფალი სულ არ მაინტერესებს, აქ საქართველოს რეალობაა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქარველოში მონარქიის აღდგენას პოლიტიკასთან არაფერი ექნება საერთო, ბრიყვულად ცდება.

ციტატა
მუხრანელები გაუმეფებელი შტოა!! დამისახელე დღევანდელი მემეკვიდრის წინაპარი ვინ იყო, აღმავალი ხაზით, ქართლის მეფე, თუნდაც??!

დანარჩენი ლოზუნგების დონეზე გრჩება კოლხი და ამეებზე პასუხის გაცემას აზრიც არ აქვს...

თეიმურაზმა კი არ მიიტაცა, თამარ მუხრანელის გზით გადაეცა ერეკლეს.

როგორ გეკადრება, ლენუს, შენ ახლა ან გავიწყდება, ან შეგნებულად ცრუობ, ვახტანგ VI-ს და იესეს ივიწყებ .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 26 2007, 02:47 PM
პოსტი #37

ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315

..............

--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოლხი
პოსტი Jul 26 2007, 03:49 PM
პოსტი #38

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 19-May 07
წევრი № 1,948

ციტატა
ბაგრატ III სხვა თემაა და ამ საკითხს გაართულებს. ერთი წიტყვით კი გეტყვი, რომ ეგრის-აფხაზეთის მემკვიდრე ბაგრატი იყო დედით!!! უმემკვიდრეო რას ნიშნავს?

რას ნიშნავს და როდესაც მამრობითი სქესის მემკვიდრეები აღარ არიან, მემკვიდრეობა გადადის ქალზე !!!

ციტატა
კოლხი, კოლხი!! სანამ "ცრუობო" დაწერ, გადაამოწმე გენეალოგია. ეს უკვე შენ არ გეკადრება. დაიწყე დავითი მუხრანსკით და აჰყევი მაღლა მის შტოს, იესეს ან ვახტანგ მეექვსეს რომ წააწყდები, ბოდიშს მოგიხდი, თუ არა და შენ აღიარე რომ შენ სცდები.

ჩემი ეს პასუხი :

ციტატა
ვახტანგ VI-ს და იესეს ივიწყებ .

გამომდინარეობდა აქედან:

ციტატა
მუხრანელები გაუმეფებელი შტოა!!

ასე, რომ მე შეგახსენე რომ მუხრანელები გაუმეფებელი შტო არ არის. თეიმურაზს კი არ ეკუთვნოდა ქართლის ტახტი, რომელიც უცხოელი მმართველის (ნადირ შაჰისგან) მიიღო, არამედ როდესაც მამარობითი სქესის მემკვიდრეები აღარ რჩება ტახტის სამემკვიდრეოდ, ლეგიტიმაცია გადადის უმცროს შტოზე, იმ შემთხვევაში მუხრანელებზე უნდა გადასულიყო და მათთვის დაეთმო თეიმურაზს ქართლიც და თუ უნდოდა კახეთიც.

მიუხედავად იმისა, რომ ქართლისა და კახეთის გაერთიანება უდავოდ პროგრესული მოვლენა იყო, დღევანდელ რეალობაში, დღევანდელ პოლიტკურ სიტუაციაში აღარ უნდა განმეორდეს ის ლეგიტიმაციური დარღვევები, რაც შუასაუკუნეებში ადგილი ჰქონდა საქართველოს ხელისფლებაში.

ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მამრობითი სქესის უფროსი ძის პრინციპი, როდესაც უფროს შტოში აღარ იქნებიან მამრობითი სქესის მემკვიდრეები, მემკვიდრეობა უნდა გადადიოდეს გვერდითა ანუ უმცროსი ძის ხაზით, როდესაც არც აქ იქნება მამრობითი სქესის მემკვიდრე, მემკვიდრეობა უნდა გადავიდეს ქალის შთამომავლობის ხაზით, როგორც ეს ქართულ სამართალში იყო და რომელიც პირველად დაირღვა გიორგი III-ისა და დემნას შემთხვევაში.

ამ პრინციპიდან გამომდინარე მუხრანელებს უდავო უპირატესობა აქვს გრუზინსკებთან შედარებით, რადგან:

1. მუხრანელები არიან უკანასკელი დე იურე ერთიანი საქართველოს მეფის კონსტანტინე II-ის შთამომავლები, თანაც უკვე არა უმცროსი, არამედ უფროსი შტოა.

2. მუხრანელების ხაზით არსებობენ მამრობითი სქესის მემკვიდრეები .

3. მუხრანელების გამეფება საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის, თავად მონარქიის იდეისთვის და საერთაშორისო თვალსაზრისით უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ქალი გრუზინსკის გამეფება, რომლის კანდიდატურა არანაირად არ შეესაბამება ჩემს მიერ მოყვანილ პრინციპებს ქართული სამართლიდან.

4. მუხრანელების სამეფო სახლის წარმომადგენლები უკვე საქართველოში ცხოვრობენ და ძალიან ბევრ ადგილობრივზე მეტად უყვართ სამშობლო და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს სხვებზე უკეთ იცავენ !

ეხლა შენ თუ გინდა ლოზუნგი დაუძახე ამას, გინდა ტრანსფარანტი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 26 2007, 08:46 PM
პოსტი #39

ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315

..............

--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოლხი
პოსტი Jul 26 2007, 09:13 PM
პოსტი #40

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 19-May 07
წევრი № 1,948

ციტატა
ესპანელი ბაგრატიონების რამდენიმე წლიან ქართულ გამოცდილებას თვალებში გვაყრი,დ ა აქ ჩვენთან ერთად რუსეთის ცარიზმ-რევოლუცია-ციხე-საბჭოთა პერიოდში ჩვენთან ერთად გამოვლილ ხალხს ხაზს უსვამ? რატო ვითომ?? ის ესპანელები "უფრო" ქართველები არიან???

ამას "დ ა აქ ჩვენთან ერთად რუსეთის ცარიზმ-რევოლუცია-ციხე-საბჭოთა პერიოდში ჩვენთან ერთად გამოვლილ ხალხს " დაამატე - "და საბჭოეთზე ნამსახურებ" და გამოვა უფრო ზუსტი განსაზღვრება აქ მცხოვრები ბაგრატინების, მათ შორის ია მუხრანელისაც (რომელიც ერთი ცნობილი პროპაგანდისტული საბჭოთა გაზეთის მთავარი რედაქტორიც ბრძანებულა) :

"დ ა აქ ჩვენთან ერთად რუსეთის ცარიზმ-რევოლუცია-ციხე-საბჭოთა პერიოდში ჩვენთან ერთად გამოვლილ და საბჭოეთზე ნამსახურებ ხალხს " ...

ხოლო დანარჩენზე, ლენუს, იმდენად ალოგიკური და ემოციურად დატვირთული პასუხი გამოვიდა, რომ ელემენტალური ენა არ გესმის შენი, არ მისმენ და არანაირი სურვილი არ მაქვს ერთი და იგივეს განმეორებაში დრო დავხარჯო ! როგორც იტყვიან - მე ალთასა და შენ კი ბალთასაო...

მე კი მესმის რისი თქმაც გინდა, მაგრამ შენ სამწუხაროდ არ გესმის რას ვლაპარაკობ და ვიწრო პროვინციალურ-პედანტიზმში გადაგყავს ჩვენი, თუ შეიძლება ითქვას, დისკუსია. არ გეგონოს, რომ შენ გაკადრებდე "პროვინციალიზმს", დიალოგი მიგყავს მაგ კუთხით და დარწმუნებული იყავი, ასი წელი არავის სჭირდება საქართველოში, გარდა "გაქართველებული" სომეხი ბიჭიკაშვილებისა და მისნაირებისა, გრუზინსკების ნახვა ტახტზე, მითუმეტეს ნუგზარის ქალისა, რომელსაც ალბათ უკვე შერჩეული ყავს თავის მრავალრიცხოვანი ადგილობრივი წარმოების ფრეილინები და მართლა "ვეიქის" დედოფლად წარმოუდგენია თავი....

აღარ მინდა აქ ემოციებით ვწერო რაღაცეები, თუ შემხვდებოდი, ლენუს ბატონო, ერთ დიდ დაფაზე დაგიხაზავდი შენი მოსაზრებების და გრუზინსკების არალეგიტიმურ პრეტენზიის უსაფუძვლობას ერთიანი საქართველოს ტახტხზე !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 10:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი