IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> როგორ იცავდნენ მარხვას საქართველოს მეფენი
ნათია
პოსტი Jul 5 2007, 06:41 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი...


წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულზე ჟამთააღმწერელი გვამცნობს: ახალგაზრდა მეფეს „ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუხლთყრა ფრიადი, რამეთუ ათას ხუთასი მუხლი მოადგის მდაბლად მიწასა ზედა, ესრეთ ყოვლითურთ განშვენებული და განათლებული იყო“. სამწუხაროდ შემდგომ მეფე „სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავლა საქმენი მათი უძღებებისა და სიძვისა“. და მოუყვანა სამი ცოლი. ნიკოლოზ კათოლიკოსი დღენიადაგ „ამხილებდა მრავლად და ვერ არწმუნა“ და „ამისათვის დაუტევა კათოლიკოსობა“. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებით „მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა“ წინასწარცნობის მადლით გაბრწყინებული მონაზონი ბასილი, რომელმაც ჰკადრა მეფეს: „უკეთუ დაუტევნე უწესონი ქორწინებანი, მე თავმსდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობანი შენი“. ხოლო როცა ვერაფრით შეასმინა მეფეს, საბოლოოდ უთხრა მას: „უკეთუ არ განეყენო უწესოთა ქორწილშეყოფათა და შეურაცხყვენ სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ“. მხოლოდ მოწამეობრივი აღსასრულით შეძლო მეფემ თავისი შეცდომების გამოსყიდვა და დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. ხოლო ამ თავგანწირული ნაბიჯის გადადგმაში, მას დაეხმარებოდა მარხვისას ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი.



მეფის პასუხი ექიმთა რჩევაზე

მარხვის ჟამს შეუძლოდ შექმნილია მოხუცებული გმირი მეფე ერეკლე II. ექიმს მისთვის ძალის მოსაკრებლად ქათმის ხორცის ნახარში - ბულიონი შეუთავაზებია. ჯიუტად შეუკრავს შუბლი ერეკლეს, მეფემ რომ მარხვაში ხორცის ნახარში შესვას, რა პასუხი გასცეს მან ერსაო - მიუგია მკურნალისათვის.



როგორ იცავდა წმიდა მეფე ლუარსაბი დიდმარხვას...

დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა. მან პირდაპირ უთხრა შაჰს: დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ - ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო. სიბრაზისაგან გახელებულმა შაჰმა პირდაპირ სჯულის უარყოფა მოსთხოვა მეფეს.

- მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო! - მხნედ უპასუხა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, რათა ეცდუნებინათ მეფე - „შეიბრალე შენი სიჭაბუკე, თუ არა, მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელისო. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანებ ყაენისაო“ - პასუხობდა წმიდა ლუარსაბი.



მეფე გიორგის უკანასკნელი სათხოვარი...

საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII დიდი მმარხველი და მლოცველი იყო. ის განსაკუთრებით განიცდიდა იმ ამბავს, რომ „განმანთლებლური“ იდეების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მისი ძე, ტახტის მემკვიდრე დავითი, საჭიროდ სულაც არ მიიჩნევდა მარხვის დაცვას. შეშფოთებულმა და შეწუხებულმა მეფემ შეუთვალა რუსეთში მყოფ ვაჟიშვილს: „თუ ჩემი სიამოვნება გინდა, მარხვის ჭამაზედ ხელი აიღე და ეკლესიაში ხშირად იარეო“. დავითმა კი დაუბარა: „რაც მე მწამს, ის შენ გაგიწყრესო და შენ რაცა გწამს, მე გამიწყრესო“.

მაშინ ბრძანა მეფე გიორგიმ ფსალმუნი ესე: „დადგა იგი ყოველსა გზასა არა კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინაო“.

კიდევ არა ერთხელ შეახსენა მეფემ ვაჟიშვილს თავისი ქრისტიანული ვალი: შვილო დავით, თურმე თეატრს წარმოდგენას ეძახი და წირვას სათამაშოს. ნუ იქცევი ეგრე. მოიქეც და იწამე, თორემ ღმერთი ღვთისმგმობლეს ტახტს არ აღირსებსო. მაგრამ ამაო გამოდგა მამის შეგონება. სამწუხაროდ, გამართლდა მისი წინასწარმეტყველება - დავითმა სამეფო ტახტი დაკარგა.



მოამზადა ნინო ტარყაშვილმა





P.S. ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით თუ ვინმეს მოგეპოვებათ ინფორმაცია დადეთ რა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jul 9 2007, 01:57 AM
პოსტი #2


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აუ რა მაგარია.smile.gif ბევრი რამე ნამდვილად გაგებული არ მქონდა. მადლობთ ნათი.

ვინმეს ამნაირი რაღაცეები კიდე თუ მოგეპივებათ დადეთ რა. მაგარია ძაან.smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 9 2007, 12:19 PM
პოსტი #3


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII დიდი მმარხველი და მლოცველი იყო

რა ვიცი აბა, ზაქიჭამიას კი ეძახდნე და........


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 28 2007, 11:09 AM
პოსტი #4


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
რა ვიცი აბა, ზაქიჭამიას კი ეძახდნე და........


კი. სამწუხაროდ რუსეთის აგენტურამ ისე იმუშავა, დღემდე მოსახლეობის უმრავლესობას მაგ ერთი სიტყვის გრდა არაფერი გაუგია გიორგი მეფეზე.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 05:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი