IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ქართველთა წინაპრები, უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი
ნაინა
პოსტი Sep 5 2007, 12:34 AM
პოსტი #21


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ვაგრძელებთ დაწყებულ თემას


უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ჩვენი ცოდნა საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მოსახლეობის უძველესი ისტორიის შესახებ მნიშვნელოვნად გამდიდრდა და გაღრმავდა. ბევრი რამ ახალი მოგვცა ფართო მასშტაბით წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. დიდად დაწინაურდა აგრეთვე ამ მხარეების ძველისძველი მოსახლეობის ენებისა და ისტორიის კვლევა-ძიება. ამჟამად შესაძლებელია უფრო კონკრეტულად, მასალების უფრო ფართო წრის (საისტორიო წყაროები, ენობრივი მონაცემები, მატერიალური კულტურის ფაქტები) მოშველიებით ვიმსჯელოთ ქართველთა წარმომავლობისა და ქართველი ხალხის ეთნიკური განვითარების ძირითადი ეტაპების შესახებ.

ამა თუ იმ ხალხის წარმომავლობის დასადგენად უპირველესი მნიშვნელობა აქვს მისი ენის ბუნების, მონათესაობის დადგენას. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გავრცელებული თვალსაზრისი ქართულსა და მის მონათესავე სხვა ქართველურ ენებს (მეგრულ–ჭანურს (მას ზანურსაც ეძახიან) და სვანურს) განიხილავს ენათა უფრო დიდი ოჯახის – იბერიულ–კავკასიურ ენათა ოჯახის ერთ–ერთ წევრად. მასში ქართველურ ენებს გარდა ათავსებენ ჩრდილო-დასავლურკავკასიურ (აფხაზურ–ადიღეურ) და ჩრდილო–აღმოსავლურკავკასიურ (ჩაჩნურ–დაღესტნურ) ენებს. ამასთანავე, ფიქრობენ, რომ ამ ენებს, შესაძლებელია, ენათესავება ბასკური და, აგრეთვე ძველი აღმოსავლეთის ზოგიერთი მკვდარი ენა (შუმერული, ხურიტული, პროტოხეთური, ელამური). მართლაც, ეს ენები ავლენენ ზოგ საერთო ნიშანს გრამატიკულ წყობაში და სხვ. ამიტომაც თავისთავად მოსაზრებას კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ, ისევე როგორც მათ მონათესაობას წინა აზიის მკვდარ ენებთან, როგორც მეცნიერულ ჰიპოთეზას, არსებობის უფლება აქვს და მომავალმა კვლევა–ძიებამ ამ მხრივ, შეიძლება, დიდი პერსპექტივები გადაგვიშალოს. მაგრამ ამ სავარაუდებელი ნათესაობის ჩვენება დღესდღეობით მეტად საძნელო ამოცანად არის ქცეული. ისტორიულ-შედარებითი მეთოდის საფუძველზე ამ ნათესაობის ჩვენება ჯერჯერობით არ ხერხდება. აღნიშნული ენები ერთმანეთთან მნიშვნელოვან დამთხვევებს ძარითადად ტიპოლოგიური თვალსაზრისით ავლენენ. თავისთავად ასეთი ტიპოლოგიური სიახლოვე შეიძლება გენეტური ნათესაობის შედეგიც იყოს და არც იყოს. მაგრამ, რადგანაც საქმე ეხება მეზობელი ხალხების ენებს, რომელთაც ხანგრძლივი ისტორია უნდა გაევლოთ, ძალზე ადრე აქვთ მოპოვებული ენობრივი ინდივიდუალობა და სხვ., გამორიცხული არ არის, რომ ეს ტიპოლოგიური ერთობა ოდესმე, ძალზე ადრე, არსებული გენეტური ერთობის ნაშთი იყოს. უკვე გამოჩენილი ფრანგი ენათმეცნიერი ა. მეიე თვლიდა, რომ ის ჰიროთეტური ენობრივი ერთობა, საიდანაც თანამედროვე კავკასიური ენები, ბასკური და აგრეთვე წინა აზიის ზოგი მკვდარი ენა იღებენ სათავეს, თუკი ის ნამდვილად არსებობდა, ენობრივ ერთობას ალბათ ძალზე ადრეულ ხანაში, ძვ. წ. V-IVათასწლეულში და, შეიძლება კიდევ უფრო ადრე ქმნიდა. ამიტომ მას საერთოდ ეჭვი შეჰქონდა ჩვენი დღევანდელი მეთოდებითა და ცოდნით ამ ენობრივი ერთობის არსებობის დასაბუთების შესაძლებლობაში. თუ მართლა ასეთი ჰიპოთეტური ერთობა ამ 7 და კიდევ უფრო მეტი ათასი წლის წინ არსებული რეალობა იყო, გასაგებია, რა მარტივ მასალას უნდა განეცადა თავის დროს დიფერენციაცია. ბუნებრივია, იგი შემდეგი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე თითქმის გაუჩინარდა კიდეც ამ ერთობის მემკვიდრე ენებში.

ამრიგად, თუნდაც რომ ვაღიაროთ იბერიულ–კავკასიური ენობრივი ერთობის არსებობა, მისი მოთავსება ქრონოლოგიურად ძალზე ადრეულ, ახალი ქვის (ნეოლითის) ხანაში მოგვიწევს. ზოგიერთი არქეოლოგი (კერძოდ, პროფ. ე. კრუპნოვი, რ. მუნჩაევი) ცდილობს ე. წ. მტკვარ–არაქსის კულტურის მატარებლად, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიასა და მახლობელი აღმოსავლეთის მომიჯნავე რაიონებში ძვ. წ. III ათასწლეულში, იბერიულ-კავკასიური ეთნიკურ ერთობის ნაკვალევი დაინახოს (ამ არქეოლოგიური კულტურის მატარებელი ტომები, მატერიალური და სულიერი კულტურის მიხედვით და ალბათ ენითაც ერთმანეთთან მეტად ახლო მდგომნი ჩანან). მაგრამ, თუნდაც რომ ვაღიაროთ ოდესღაც იბერიულ–კავკასიური ენობრივი ერთობის არსებობა, ასეთის მოთავსება ძვ. წ. III ათასწლეულში შეუძლებელია. ისეთი მტკიცე ერთობის არსებობა, როგორსაც ჩვენ კულტურის მონაცემების მიხედვით მტკვარ–არაქსის კულტურის მატარებელი ეთნიკური მასივისაგან მოველით, სავარაუდებელი კავკასიური (იბერიულ–კავკასიური) ერთობა ნამდვილად ვერ იქნებოდა. ასე შედარებით გვიან და ისიც საკმაოდ განვითარებული ცხოვრების პირობებში ამგვარი ერთობა რომ არსებულიყო, უეჭველია, მისი აღდგენა ენობრივი მასალის საფუძველზე ესოდენ რთული და გადაუწყვეტელი ამოცანა ვერ იქნებოდა, როგორადაც იგი დღეს გამოიყურება.

მკვლევართა აზრით, ძვ. წ. III ათასწლეულში უკვე არსებობდა”იბერიულ–კავკასიუ
ი” ენების ცალკეული ჯგუფები (საერთო–ქართველური, საერთო–დაღესტნური). უკვე II ათასწლეულის დასაწყისისათვის, ამ მკვლევართა აზრით, უნდა დაწყებულიყო საერთო–ქართველური ფუძეენიდან სვანურის გამოცალკევების პროცესი, ხოლო ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დაშლის დასაწყისი ძვ. წ. VIII საუკუნით უნდა დათარიღდეს. ეს მოსაზრება ემყარება ქართველურ ენათა მასალის ანალიზს ე. წ. გლოტოქრონოლოგიური მეთოდით. რა თქმა უნდა, ამ მეთოდით მიღწეული აბსოლუტური მაჩვენებლები შეიძლება სადავო იყოს; უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნება ამ საკითხის გადაწყვეტას უძველესი ნასესხები ლექსიკის, ტოპო- და ეთნონიმიკის მონაცემების საფუძველზე. ის მცირეოდენი, რაც გაკეთებულია ამ მხრივ, თითქოს ადასტურებს ქართველურ ენათა დიფერენციაციის ზემომოტანილ დათარიღებას. კერძოდ, ირკვევა, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებისათვის ქართულ–ზანური ერთობა უკვე დაშლილი უნდა ყოფილიყო, მაშასადამე, სვანურის გამოყოფა საერთო–ქართველურიდან კიდევ უფრო შორეულ ხანაშია სავარაუდებელი. ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე, როგორც ჩანს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს უკვე უნდა ჰქონოდა საკუთარი სახე. ამ დროს უნდა არსებულიყო ქართველურ ენათა ფუძეენა, რომლის წიაღში მხოლოდ დიალექტური სახის განსხვავებანი თუ იყო ჩასახული.

ამ უძველეს ქართველურ ჯგუფზე შეიძლება წარმოდგენა შევიქმნათ იმ ლექსიკური მასალის საფუძველზე, რომლის არსებობაც უკვე საერთო–ქართველურის, ე. ი. ფუძეენის დონეზე (ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე?) ივარაუდება. უძველესი ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელის განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება ფუძეენაში არსებული მცენარეულის ან ცხოველთა და სხვ. მისთ. სახელების გათვალისწინებას. ამით ჩვენ გავეცნობით იმ ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობდა ქართველური ფუძეენის მატარებელი კოლექტივი და, მაშასადამე, საშუალება მოგვეცემა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ სად შეიძლება ყოფილიყო ამგვარი გარემო, ე. ი. სად უნდა ვივარაუდოთ ქართველი ტომების წინაპარი ამ უძველესი ეთნიკური ჯგუფის ადგილსამყოფელი. ქართველურ ენებში დაცული კანონზომიერი დერივატების მიხედვით საერთო–ქართველურ დონეზე ივარაუდება მცენარეულის სახელები: ანწლ-, ბრყენ-, (პანტა), გვიმრა, ვაშლ -, ვერხვ-, მარწყ-, მსხალ-, სხმარტლ-, (ზღმარტლი), სოკო, ქრცხამლ- (რცხილა), ძაცხვ- (ცაცხვი)- ძეწვნ-,(ტირიფი), წიფლ-, (წიფელი), წყავ-, (Laurocerasus officinalis‚ лавровишня) და სხვ. საერთო-ქართველურში ყოფილა სახელწოდებები: არჩვის, დათვის, კვერნის, თხის, ვაცის, ორბის (არწივი), მელიის და სხვ. ასეთი ფლორა და ფაუნა კარგად ეგუება კავკასიის მიწა-წყალს, უფრო მეტად მის მთიან ზოლს. ამიტომაც ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელი ამ დროისათვის მაინც თამამად შეიძლება კავკასიისავე მიწა–წყალზე ვივარაუდოთ.

საერთო–ქართველურის ეპოქიდან მოდის მესაქონლეობასათან დაკავშირებული მრავალი ტერმინი (დჴა-თხა), ვაც-, მატყლ-, ფურ-, ჴამლ –(ტყავი), ჴან- (ხარი), ძაღლ -, ყვერ -, (ს) ძე (რძე), ყველ -და სხვ.), ისევე როგორც მეფრინველეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტერმინი. ასეთივე ტერმინოლოგიური მონაცემებით მომდევნო, ქართულ–ზანურ, ერთობის არსებობის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი და I ათასწლეულის საწყისი საუკუნეები) შეიმჩნევა მიწათმოქმედების სწრაფი დაწინაურება, მევენახეობის განვითარება, მესაქონლეობაში წვრილფეხა საქონლის ხვედრითი წონის მკვეთრი ზრდა, მეცხენეობის განვითარება და სხვ. სვანურისათვის უცხოა და ქართულ–ზანურის საერთო კუთვნილებას შეადგენს ისეთი ტერმინები, როგორიცაა: ბაგა, ბეღელ -, თიბ-, თეს-, სკა, ყანა, ცელ-, ვენაჴ, ღვინო, სელ-, საწნეხელ-, ფოცხ-, ღერღ- (ღერღილი), ცეხვ- და სხვ. ამავე ეპოქის კუთვნილება ჩანს ცხენის სახელი, მთელი რიგი ლითონების – სპილენძის, რკინის, ვერცხლის – სახელწოდებები, რომელთაც, ამასთანავე სამხრეთის ენებში ეძებნებათ პარალელები. ქართულ-ზანური ერთობის დროის ტერმინებია (სვანურში არ გვაქვს) აგრეთვე ცხვარ-, ცხოველ-, და სხვ. ამავე ეპოქის ტერმინოლოგიაში ადგილს იკავებს გამაგრებული პუნქტების აღმნიშვნელი სახელები (შდრ. ქართულ–ზანური ტერმინები: ციხე – ჯიხა, ქართა – ქორთუ) და ა. შ.

ყველაფერი ეს თვალნათლივ მიგვითითებს უკანასკნელი დროის საენათმეცნიერო ლიტერატურაში ქართველურ ენათა დიფერენციაციის ეტაპების შესახებ გავრცელებული, თავდაპირველად გ. დეეტერსის მიერ წამოყენებული მოსაზრების სისწორეზე ქართველურ ენათა ფუძეენიდან თავდაპირველად სვანურის გამოცალკევების და, ამის შემდეგ, კიდევ ერთხანს, ქართული და მეგრულ–ჭანური (ზანური) ენობრივი ერთობის არსებობის შესახებ. ამასთანავე, რადგანაც სვანურთან შედარებით ამ უკანასკნელის (ქართულ-ზანური ერთობის) ლექსიკური ინოვაციები (სიახლენი) ისტორიული რეალიებით სწორედ ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან შეიძლება დათარიღდეს, უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ეთნიკური ჯგუფი ენობრივ და, ამასთან დაკავშირებით, ფაქტიურ განცალკევებას განიცდის ქართულ–ზანური ჯგუფისაგან. რადგანაც ამ უკანასკნელს სამხრეთის ხეთურ–ხურიტულ მოსახლეობასთან კონტაქტები უჩანს (იხ. ზემოთ), უნდა ვიფიქროთ, რომ სვანური ტომები უკვე ამ დროს ქართველურ ტომთა გავრცელების ჩრდილოეთ არეალში იყვნენ დასახლებული, ხოლო ქართულ–ზანური ტომები – სამხრეთით. ამასთანავე, ენობრივი მონაცემებით ძვ. წ. II ათსწლეულსა და I ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ტომები უფრო ფართო ტერიტორიაზე ჩანან გავრცელებული, ვიდრე უფრო გვიან, დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის რაიონებშიც.

ძველისძველ ხანაში დასავლეთ საქართველოს მიწა–წყალზე სვანური მოსახლეობის ფართოდ გავრცელებას მოწმობს, კერძოდ, ამ მხარის ტოპონიმიკის შესწავლა. ცალკეული სვანური სახელწოდებების არსებობა დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის ზოლში ადრევე იყო ცნობილი. ახალი გამოკვლევებით ირკვევა, რომ დასავლეთ საქართველოში (სვანეთთან ერთად ლეჩხუმისა და ბარის რიგ სხვა რაიონებში) ფართოდ გავრცელებული – იშ (-შ)-სუფიქსიანი ტოპონიმიკაც არა ზანური, როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ საკუთრივ სვანური წარმოშობისა უნდა იყოს. აკად. ს. ჯანაშიას “ლანჩხუთი” სვანური წარმოებისად მიაჩნდა. სვანური ენის საფუძველზე შეიძლება აიხსნას დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე არსებული უძველესი ცენტრების – სოხუმის (ანტიკური წყაროების “დიოსკურია”, ძვ. ქართული “ცხუმი” – შდრ. სვანური “ცხუმ” – რცხილა) და ფოთის (ანტიკური წყაროების “ფაზისი”) სახელებიდა ა. შ.

ამრიგად, ქართველი ტომები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთანავე, საფიქრებელია, რომ ისინი ნაწილობრივ დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსახლეობდნენ, კერძოდ, მცირე აზიის ჩრდილო–აღმოსავლეთ რაიონებში, სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე.

ამას მოწმობს, ჯერ ერთი, კულტურის მხრივ ამ რაიონების მჭიდრო კავშირი, ხშირ შემთხვევაში სრული ერთობაც კი დასავლეთ საქართველოსთან, რაც კარგად ჩანს არქეოლოგიური მასალის შუქზე (იხ. ზემოთ), აგრეთვე მთელი რიგი ენობრივი ფაქტები, რაც მეტყველებენ ქართველი ტომების კონტაქტზე მცირე აზიის ცენტრალურ და მესოპოტამიის ჩრდილო რაიონებში მოსახლე ხეთურ (პროტოხეთურ, ნესიტურ) და ხურიტულ მოსახლეობასთან. ასეთი ენობრივი (ლექსიკური) შეხვედრები ქართველურ ენებს უჩანს, მაგალითად, ხურიტულთან და ხეთურთან. მაგალითად, პროტოხეთური სახელი ამინდის, ელვა–ჭექის ღმერთისა Taro (Taru) და ქართული სიტყვა”ტაროსი”ერთი და იგივე უნდა იყოს. პროტოხეთურ wor (uur)-ს (ქვეყანა) უკავშირებენ სვანურ “ვორს”–ს (მიწა); ქართულს საერთო სიტყვა უჩანს ხეთურთან “რკინის”, ხოლო ხურიტულთან “ვერცხლის” აღსანიშნავად. საინტერესოა ამ მხრივ აგრეთვე ძვ. წ. II ათასწლეულში მცირე აზიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის (შემდგომში – ხეთების სამეფოს დედაქალაქის) ხატუსასის მმართველის “ფჲუსტ(ის)” სახელი. იგი ასოციაციას იწვევს სვანურში “ბატონის, უფალის” მნიშვნელობით დამოწმებულ სიტყვასთან “ფუსტ” (“ფუსდ”), რომლის წარმომავლობა მთლად ნათელი არ არის. შეიძლება, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ძველაღმოსავლურ წყაროებში, უცხო ენაზე მეტყველმა ხალხმა ხელისუფლის ზოგადი სახელი “ბატონი, უფალი, მმართველი” საკუთარ სახელად გაიაზრა და ასე გადმოსცა წარწერაში....უფრო გვიანდელი ხანიდან, ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან, სამხრეთ–ღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მიწა–წყალზე ანტიკური მწერლების მიერ დამოწმებულია მრავალი სატომო თუ ადგილთა სახელი, რომელნიც აშკარად ქართულ–ქართველური სამყაროს კუთვნილება ჩანს. ამრიგად, ბევრი რამ მეტყველებს უძველეს ხანებში ქართველი ტომების გავრცელებაზე დღევანდელი საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ მომიჯნავე მცირე აზიის ოლქებში. არ შეიძლება აქვე ყურადღების გარეშე დავტოვოთ უკვე ძვ. წ. XII საუკუნიდან მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში მეტად აქტიური როლის შემსრულებელი მუშქების სახელწოდებაც, რომელიც აგრეთვე ორგანულ კავშირში ჩანს ქართულ ეთნო– და ტოპონიმიკასთან (შდრ. ქართველი ტომების მესხების სახელი, აგრეთვე სახელწოდებები სამცხე, მცხეთა...).


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 5 2007, 06:57 AM
პოსტი #22


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ისევ გაგრძელება


ქართველი ტომების წარმომავლობის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ვერ შემოვიფარგლებით მარტოოდენ ამ ტომების უძველესი ადგილსამყოფელის განსაზღვრითა და მათი ენების დიფერენციაციისა და სხვა ენებთან მონათესაობის საკითხით. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ქართველ ტომებს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, უეჭველია, მეტად მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა სხვა მოდგმის ტომებთან, რის საფუძველზეც ზოგჯერ შეერეოდა კიდეც მათ და ა. შ. ყველაფერ ამას არ შეიძლება თავისი კვალი არ დაეტოვებინა ქართველური ჯგუფის ეთნიკურ სახეზე, კერძოდ, ქართველი ტომების ენებში. მართლაც, ქართველურ ენებში ჩვენ ბევრი ამგვარი კონტაქტის ნაკვალევს ვხვდებით.

უკანასკნელ დროს ძალიან დიდი ყურადღება მიექცა ქართველური ენებისა და მათი მატარებელი ეთნიკური ჯგუფების მჭიდრო კონტაქტს ინდოევროპული წარმომავლობის ტომებთან (“ენებთან), რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა ძალიან ადრე, თვით ერთიანი ქართველური ფუძე ენისა და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის არსებობის პერიოდში (ძვ. წ. III–II ათასწლეულები).

ენათმეცნიერთა ყურადღება კარგა ხანია რაც მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ აფხაზურ–ადიღეურის მსგავსად პრეფიქსალური წარმოება უძველეს დროს სავსებით გაბატონებული უნდა ყოფილიყო ქართველურშიც. პრეფიქსალური წარმოების გვერდით სუფიქსაციის პრინციპი უფრო გვიან უნდა გაჩენილიყო რომელიღაც “სუფიქსური წყობის” ენის გავლენით. სუფიქსური წყობის გაძლიერება ქართველურ ენებში პრეფიქსალურის ხარჯზე, აკად. არნ. ჩიქობავას აზრით, ამ მოვლენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს გავლენა ქართველურის სუბსტრატი ენის გავლენას შეიძლება მიეწეროს. ამ უკანასკნელ დროს ქართველურის ასეთ სუბსტრატად (თუ სუპერსტრატად) მკვლევარნი უფრო და უფრო ინდოევროპული ოჯახის ენებს ვარაუდობენ. ქართველური ენების ისტორიის კვლევა–ძიება მეტად და მეტად ავლენს სტრუქტურულ სიახლოვეს ინდოევროპულ ენობრივ სამყაროსთან. პროფ. გ. დეეტერსს ქართველური ენები, თავისი პრეფიქს–სუფიქსალური წარმოებით, ნარევი ტიპის ენებად წარმოუდგენია, რომელსაც ერთგვარად შუალედი მდგომარეობა უკავია ისეთი ტიპის ენებს შორის, როგორიცაა ჩრდილო–დასავლურკავკასიური (აფხაზურ–ადიღეური) და ძველი ინდოევროპული. გარდა ზემოხსენებული სუფიქსაციის პრინციპის შეჭრისა, გ. დეეტერსი ინდოევროპულთან სიახლოვეს ხედავს ბრუნების ფლექსიურ ტიპში (ასეა განსაკუთრებით ძველ ქართულში), ფინიტური ზმნის ფორმების მკვეთრ გამოყოფაში სახელისაგან, ზმნის მთელი რიგი ფორმების სისტემაში. მისი აზრით, წინადადების აგებულებასაც ქართულში მთლიანად ინდოევროპული ელფერი აქვს და არ არის გვიანდელი (ბერძნულის ან სომხურის) გავლენის შედეგი. ქართველური ენების უძველესი სტრუქტურის სიახლოვეს ინდოევროპულთან ხაზს უსვამენ აგრეთვე პროფ. თ. გამყრელიძე და პროფ. გ. მაჭავარიანი. საკუთარი კვლევა–ძიების შედეგად ისინი დაახლოებით იმავე დასკვნამდე მიდიან, რასაც ამტკიცებდა უძველესი ქართველურის მიმართ გ. დეეტერსი. მათი აზრით, საერთო-ქართველურის ტიპოლოგიური მოდელი, ერთი მხრივ, უახლოეს პარალელებს პოვებს მთის იბერიულ–კავკასიურ ენებში, განსაკუთრებით დასავლურკავკასიურ (აფხაზურ–ადიღეურ) ჯგუფში (კონსონანტიზმი, პრეფიქსაცია, ზმნური პოლიპერსონალიზმი, ბრუნების მოდელი, ერგატიული კონსტრუქცია), ხოლო, მეორე მხრივ, გვიანდელი საერთო–ქართველურის მორფოლოგიური სისტემა თვალსაჩინო სტრუქტურულ პარალელებს ავლებს გვიანდელი ინდოევროპული ფუძეენისათვის პოსტულირებულ სტრუქტურულ მოდელებთან (ვოკალიზმი, სონანტთა სისტემა, აბლაუტის ტიპები). ამასთანავე, დასახელებულ მკვლევართა აზრით, ქრონოლოგიურად ქართველურში “კავკასიური” (ჩრდ.–დას. კავკასიური) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური ფენა წინ უსწრებს ინდოევროპულს, იგი პირველადია. ავტორები უძველესი ქართველურის სახით ვარაუდობენ ჩრდილო-დასავლურკავკასიური ტიპის ენას, რომელსაც ძლიერი ტრანსფორმაცია განუცდია ინდოევროპული სუბსტრატის გავლენით. ეს გარემოება, მათი აზრით, შედეგი უნდა იყოს იმ ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტებისა, რომელთაც ადგილი უნდა ჰქონოდათ უძველეს ხანებში ქართველურ ტომებსა და უძველეს ინდოევროპულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებს შორის.

რა თქმა უნდა, თავისთავად ამგვარი ტიპოლოგიური სიახლოვე, როგორც სამართლიანად აღნიშნავს აკად. გ. წერეთელი, სულ სხვადასხვა საფუძველზე შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული: 1. შეიძლება ვივარაუდოთ ინდოევროპულის უძველესი, შორეული ნათესაობა საერთო–ქართველურთან, 2. მსგავსება შეიძლება მომდინარეობდეს დაახლოებით არეალური ერთიანობის ფარგლებში, ინდოევროპული და ქართველური ენების მრავალსაუკუნოვანი კონტაქტების შედეგად. 3. დაბოლოს, ეს მსგავსება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უბრალო ტიპოლოგიური იზომორფიზმი, ყოველგვარი ნათესაობისა თუ დანათესავების გარეშე. აკად. გ. წერეთელს მიაჩნია, რომ ნაადრევი იქნებოდა, თუ შევეცდებოდით ამჟამად იმის გარკვევას, ამ სამ ფაქტორთაგან რომელია მიზეზი იმ სტრუქტურული მსგავსებისა, რომელიც ქართველურ და ინდოევროპულ ენებს შორის ვლინდება.

ამრიგად, მარტოოდენ სტრუქტურულ, ტიპოლოგიურ სიახლოვე–მსგავსებაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ქართველ ტომთა უძველესი ისტორიის საკითხზე სახიფათო იქნებოდა. მაგრამ, ამის გარდა, ჩვენ მოგვეპოვება საისტორიო თვალსაზრისით უფრო მრავლისმეტყველი ენობრივი მასალა – ქართველურ ენებში უძველეს ხანებში ფართოდ შეთვისებული ინდოევროპული წარმომავლობის ლექსიკა, რაც ამ შორეულ წარსულში ქართველი და ინდოევროპული ტომების ხანგრძლივი, მჭიდრო და უშუალო კონტაქტის შედეგი შეიძლება იყოს.

ქართულსა და სხვა ქართველურ ენებში შეინიშნება წყება ინდოევროპული წარმოშობის სიტყვებისა, რომლებიც მაინცდამაინც არც ერთი იმ ინდოევროპული ენის გზით არ უნდა იყოს შემოსული, რომელთა მატარებელ ხალხებთან ქართველ ტომებს ახლო ურთიერთობა ჰქრნდათ ჩვენთვის ცნობილ ისტორიულ წარსულში (ბერძნები, სპარსელები, სომხები, ირანული წარმოშობის სკვითები, სარმატები, ალანები და მათი მემკვიდრე ოსები, თრაკიელები (კიმერიელთა სახით) ან ფრიგიელები და ხეთურ–ლუვიური ჯგუფის ხალხები მცირე აზიაში).

ასეთი “უცნობი წარმომავლობის” ინდოევროპული ლექსიკური პარალელები მნიშვნელოვანი რაოდენობით იჩენს თავს მცენარეულის, ცხოველთა, ფრინველთა სახელებში და აგრეთვე სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში. ასე, მაგალითად, ინდოევროპულ ლექსიკას შეიძლება დავუკავშიროთ საერთო–ქართველური “*თხა”, და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ნავარაუდევი “*ღორ”. უეჭველია აგრეთვე ქართული “კატა”-ს და არა “ლომი”-ს ინდოევროპულობა, თუმცა ძნელია ამჟამად მივუთითოთ იმ კონკრეტულ გზებზე, რითაც ეს სიტყვები ქართველურ ენებში შემოვიდა.

ვფიქრობთ, ცხოველების ინდოევროპული სახელწოდებები უნდა ვეძებოთ ზოგიერთ სხვა ქართულ ტერმინშიც. მაგალითად, ქართული “ბოს(ელი)” თავისი ძირით მსგავსებას იჩენს ხარის (ძროხის) აღმნიშვნელ ტერმინთან ინდოევროპულ ენებში (შდრ. ბერძნ. “ bosx”, ლათინ “bos”). ალბათ იგივე ტერმინი გვაქვს ჩვენ ქართულ “ბოჩოლაში”(< “ბოს–ჩვილი”). სიტყვა “ძუკნა”, სხვა ქართული კომპოზიტების ანალოგიით (მაგალითად, “ძუ-მგელი”), შეიძლება დავშალოთ “ძუ–კნა”-დ და მისი მეორე შემადგენელი ნაწილი (“კნა”) დავუკავშიროთ “ძაღლის” აღმნიშვნელ მეტად გავრცელებულ ძირს ინდოევროპულ ენებში.

ქართული “ირემი” ახლო დგას “ცხენ–ირმის” აღმნიშვნელ ფინურ “hirvi”-სთან, რომელიც ფინურში გერმანული ენებიდან შეთვისებულად მიიჩნევა. ამას გარდა, საერთო–ქართველური “*კვერნ” სიახლოვეს ავლენს კვერნის ინდოევროპულ (ბალტურ–სლავურ) სახელწოდებებთან (ლიტვ. “kiaune”, ლატვ. “caûna”, სლავ. “*kuna”).

ქართულ “ყორან”-ს უდარებენ მთელ რიგ ბალტურ–სლავურ ფორმებს, თუმცა მსგავსი ფორმები დამოწმებულია აგრეთვე გერმანულ ენებში. ქართულ “*კაკაბ”-ს , რომელიც უკვე ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ივარაუდება ქართველურში, მოეპოვება ინდოევროპული პარალელები (ხეთურში, ბერძნულში), თუმცა მსგავსი ძირი გვხვდება სხვა (სემიტურ, მთის კავკასიურ) ენებშიც და, როგორც ჩანს, ხმაბაძვითი ხასიათისა არის. ინდოევროპულთან პარალელებს პოვებენ ქართულ–ზანური “*ბ(ღ)უ”, უკვე საერთო-ქართველურის დონეზე სავარაუდებელი “*ოფოფ”, ქართული “კრაზანა”, ქართული “ტილ” და სხვ.

ინდოევროპულიდან ერთ-ერთ უძველეს ნასესხებ სიტყვად არის მიჩნეული ქართველურ ენებში დამოწმებული “უღ(ელი)”. ამ უკანასკნელს კანონზომიერი ბგერათშესატყვისი ფორმები მოეპოვება სამსავე ქართველურ ენაში და, მაშასადამე, იგი უნდა არსებულიყო უკვე საერთო–ქართველურ დონეზე. ბევრჯერაა მკვლევართა მიერ მითითებული უცხოური პარალელები ქართულ–ზანური “რქა”-სათვის, თუმცა მას პარალელები მოეპოვება სხვა ჯგუფის ენებშიც.”ბუდე”–ს, რომელიც ივარაუდება უკვე საერთო-ქართველურ დონეზე, ასევე ინდოევროპული პარალელები მოეპოვება განსაკუთრებით სლავურ და, აგრეთვე, გერმანულ და ბალტიურ ენებში (შდრ. ლიტვ.”bùtas” “სახლი”, სლავ. “buda”, ჩეხ. “bouda”,პოლონ. “buda” და სხვ.).

მეტად საინტერესოა ამავე ასპექტში მეგრულში არსებული ტერმინი “ქართა”; ეს სიტყვა მოიპოვება აგრეთვე ქართული ენის დასავლურ დიალექტებში (იმერულში, გურულში) და აღნიშნავს ბაკს, მოღობილ ადგილს საქონლის დასამწყვდევად. შესაძლებელია, ამ ტერმინთან კავშირშია აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის ქართ(ლ)-ის სახელი (აქედანაა შემდეგ ტერმინები: ქართველი, საქართველო), რადგანაც ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით “ქართლი” ქვეყნის სახელად იქცა ამ ქვეყნის ძველი დედაქალაქის სახელის მიხედვით. “ქართლი” ერქვა დღევანდელი ბაგინეთის მთაზე (ზაჰესის წყალსაცავის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე) აშენებულ ციხე–ქალაქს, ქართლის მეფეთა უძველეს რეზიდენციას (“არმაზციხე”-ანტიკური წყაროების “არმოძიკა”). შესაძლო ინდოევროპული პროტოტიპი ამ ქართულ–ზანური ტერმინისა გვიჩვენებს ასეთსავე სემანტიკურ გადასვლებს. ინდოევროპული არქაიზმებით განთქმულ ლიტვურში “gardas” აღნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, წვრილფეხა საქონლის სადგომს” (შდრ. აგრეთვე გოთური“ garda”). ზოგ ინდოევროპულ ენაში ეს სიტყვა ნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, ზღუდეს” (ალბანური, გერმანული), სხვაგან “სახლს” (ძვ. ინდური “grha”-s); დაბოლოს, იგი ფართოდ არის წარმოდგენილი აგრეთვე მნიშვნელობით “ციხე, ციხე–ქალაქი, გამაგრებული ადგილი” (ფრიგიული “gordum”, სლავ. “град”, ხეთური “gurta” და ა. შ. ). გამოითქვა აგრეთვე მოსაზრება, “ციხე–სიმაგრის” აღმნიშვნელი მეორე ქართულ–ზანური ტერმინის (“ციხე” – “ჯიხა”) სიახლოვის შესახებ ინდოევროპულ “*dheigh”-თან, რაც “ალიზით კედლის აგებას” აღნიშნავს.

ქართულ–ქართველურს ინდოევროპულთან პარალელები მოეპოვება აგრეთვე უძველეს სამიწათმოქმედო ტერმინების დარგშიც. დიდი ხანია, რაც ქართულ, “პურ”–ს, რომელსაც შესატყვისები აქვს სხვა ქართველურ ენებშიც, უკავშირებენ ინდოევროპულ სიტყვებს, “მუხის” ინდოევროპულ სახელწოდებას კი უდარებენ ქართულ–ზანურ “კრკო” (რკო)-ს და სხვ.

პარალელები გვაქვს აგრეთვე ადგილმდებარეობის, თუ მის ცალკეულ სახეობათა აღმნიშვნელ სახელებშიც. ქართულ–ზანურ “გორა”-ს მსგავსი სიტყვები მოიპოვება ირანულ, სლავურ, ბალტიურ და სხვა ინდოევროპულ ენებში. ქართულ “ბრგე”-ს უდარებენ გერმანულ “Berg”-ს და სხვა ინდოევროპულ ფორმებს, რომლებიც უძველესი ინდოევროპული “*bherĝh”-იდან მომდინარეობენ.

მსგავსი პარალელები მოიპოვება აგრეთვე სხეულის ნაწილების სახელწოდებებშიც. საერთო–ქართველურის დონეზე არსებული “მკერდ”-ძირი (შდრ. სვანური “მოჭოდ.”, “მუჭვედ”) მეტად ახლო დგას ინდოევროპულ “*kërd”-თან (“გული”).

შეიძლება მივუთითოთ აგრეთვე ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი ტერმინების სიახლოვეზე. აღნიშნულია სიახლოვე ქართული “რიგი”–სა ინდოევროპულ “*reik(h)” –თან (აქედანაა ძვ. ზემო გერმანული “riha” “ხაზი, რიგი” და სხვ.). უკვე დიდი ხანია, რაც ყურადღება მიექცა საერთო-ქართველური ტერმინის “დღე”-ს (“დეღ”, “დაღ”/ “დოღ”) მსგავსებას ამავე მნიშვნელობის მქონე გერმანულ სიტყვასთან: ძვ. ზემო გერმანულ “tac/g”, ძვ. საქსონურ “deg”, გოთურ “dags,” თანამედროვე გერმანულ “Tag” (საერთო გერმანულ “*daga”-დან). უდარებენ ამ ქართულ სიტყვას აგრეთვე ძველ პრუსიულ “dagis”, ლიტვურ “dagas”. ეს ინდოევროპული სიტყვები საერთო–ინდოევროპულ “*agh–er,” “agh–es”-იდან მომდინარედ არის მიჩნეული. თუმცა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ქართულ სიტყვას მრავალი პარალელი მოეპოვება აგრეთვე სხვა კავკასიურ–აფხაზურ–ადიღეურ და ჩაჩნურ–დაღესტნურ ენებში, რის გამოც ზოგიერთ მკვლევარს გერმანულ ლექსიკურ ფაქტებთან სიახლოვე შემთხვევითად მიაჩნია.

ძველქართულ “რუ”-ს უდარებენ სპარს. “rud”–ს (“მდინარე”), მაგრამ ამ ქართული ტერმინის ფართო გავრცელება უძველესი დროიდან, აგრეთვე ფორმის მიხედვით განსხვავება, უკვე ფრ. ბოპს აეჭვებდა მათ იდენტურობაში, თუმცა ორივე ისინი მას ინდოევროპული წარმომავლობისად მიაჩნდა. უეჭველია, ეს ინდოევროპული ძირი მოიპოვება საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი მდინარის – “რიონის” სახელში (შდრ. დასავლეთ ევროპის მდინარეთა “რაინის”, “რონას” და სხვ. სახელები). რადგანაც “რიონი” ძველი სახელია და, ამასთანავე, ბერძნების მიერ მიკუთვნებული არ არის (ბერძნებს ამ მდინარისათვის, როგორც ცნობილია, სხვა სახელი – “ფაზისი” გააჩნდათ), მისი ინდოევროპულობა მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა ეთნოგენეზის პრობლემის ასპექტში.

ერთ–ერთ უეჭველ და უძველეს ინდოევროპეიზმად მიჩნეულია საერთო-ქართველური (“*ტაბ”-)/“ტბ”- “გათბობა” (შდრ. ქართ. “ტბ”-; მეგრული “ტებ”-, “ტიბ”-; ჭანური “ტუბ”-, “ტიბ”-; სვანური “ტბ”–იდ-)შდრ. ინდოევროპული “*tep”.

სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალგზის არის გამოთქმული აზრი რიცხვითი სახელების “ექვსისა” და “შვიდის” სიახლოვეზე ინდოევროპულ “*ueks-“/“uks”- და “septm”–თან.

სამეცნიერო ლიტერატურაში ასე მრავლად მოიპოვება შედარება ინდოევროპულ მასალასთან აგრეთვე ზმნათა ძირების სფეროში, რომლებიც მთელ რიგ მნიშვნელოვან მოქმედებას აღნიშნავს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, აქ გამორიცხული არ არის სათანადო ძიების დამოუკიდებელი წარმოქმნა, რადგანაც რიგი სიტყვებისა ხმაბაძვით ელფერს ატარებს. უკავშირებენ, მაგალითად, ზმნის ძირებს: საერთო–ქართველურ “*დ (ვ)” “დება, წოლა” - ინდოევროპულ dhē-ს, ქართულ *გნ “გაგება” - ინდოევრ. “*gen” - / “gnõ”–ს, რაც გონებრივ აქტივობას აღნიშნავს. საერთო–ქართველურ “*ლაგ”/“ლგ” - “დადება” ინდოევროპულ “*legh”-ს (ამ ძირიდან მომდინარე სიტყვები მოიპოვება ყველა ინდოევროპულ ენაში, გარდა, ინდო-ირანულისა და სომხურისა). საერთო-ქართველურ “*ლოკ” (“ლოკვა”) ძირს ინდოევროპულ “*lak”–ს (თუმცა მსგავსი სიტყვები მოიპოვება სხვა ენებშიც). პროფ. გ. კლიმოვი გვთავაზობს კიდევ ბევრ სხვა შედარებას. ბევრია პარალელი ნათესაობის ტერმინებს შორისაც, მაგრამ ასეთი ტერმინების ხმაბაძვითი ბუნებისა და მათი ფართო გავრცელების გამო სულ სხვადასხვა ჯგუფის ენებში რაიმე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

აქ წარმოდგენილ მასალას, უეჭველია, ბევრი რამ შეიძლება დაემატოს, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგი რამ ინდოევროპულთან პარალელის თვალსაზრისით შეიძლება სადავო იყოს, ეჭვის ქვეშ დადგეს. არც ის არის უცილობელი, რომ ყველა დასახელებული ლექსიკური შეხვედრა ქართველურისა ინდოევროპულთან ერთი წყაროდან მომდინარეობს და ერთ ეპოქაშია შეთვისებული. მათში შეიძლება მოხერხდეს სხვადასხვა ქრონოლოგიური და ენობრივი ფენების გამოყოფა. მაინც, ჩვენს ხელთ არსებულ მასალაში უეჭველად გამოიყოფა საკმაოდ დიდი ჯგუფი უცილობელი ინდოევროპული ნასესხები სიტყვებისა, რომელნიც ქართველურში ჯერ კიდევ საერთო-ქართველურის არსებობის (ძვ. წ. III–IIათასწლეულები?) დროს ყოფილან შეთვისებული. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ეს უძველესი ინდოევროპული ლექსიკა ქართველურში სამხრეთის ინდოევროპულ მასივთან კონტაქტის შედეგად შემოსული არ უნდა იყოს, რადგან მას სამხრეთის რომელიმე ინდოევროპული ენიდან (სპარსულიდან, ბერძნულიდან, სომხურიდან, თრაკიულიდან (კიმერიელების გზით!), ფრიგიულიდან, ხეთურ ლუვიურიდან) შემოსვლის დაღი მაინცდამაინც არ აზის. ამიტომ დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ქართველურში მათი შემოსვლა რომელიღაც სხვა, ჩვენთვის უცნობ, ინდოევროპულ ტომებთან კონტაქტის შედეგია და ამ კონტაქტის ასპარეზად ენობრივად უფრო ნაკლებცნობილი ტერიტორია – ამიერკავკასია ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე მიწა-წყალი – უნდა მივიჩნიოთ. ამ ფონზე უძველესი ქართველურის (ფუძეენის) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური სიახლოვეც ინდოევროპულთან თითქოს უფრო მეტად ადრეულ ხანაში, უკვე ძვ. წ. IIIათასწლეულში (საერთო–ქართველურის არსებობის ეპოქაში) ქართველურ და ინდოევროპულ ტომთა კონტაქტის გზით პოვებს ახსნას. უნდა ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მიწა–წყალზე დამკვიდრებული მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასივის გადასვლას წინააზიურ–კავკასიური ტიპის ქართველურ მეტყველებაზე, რაკი მათ ადრინდელ მეტყველებას ესოდენ საგრძნობი ნაკვალევი დაუმჩნევია არამარტო შეთვისებული ენის ლექსიკასა, არამედ ამ ენის სტრუქტურაზეც.

ქართველური და ინდოევროპული ტომების ასეთი უძველესი კონტაქტის ასპარეზად, როგორც ითქვა, კავკასიაც არის სავარაუდებელი. ამიტომაც შეიძლება დავუშვათ აღნიშნულ ეპოქაში (ძვ.წ III.–II ათასწლეულები) კავკასიის მიწა–წყალზე მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასის ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება კავკასიის ტერიტორიაზე III ათასწლეულში ფართოდ გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურის (იხ. ზემოთ) მატარებელი ტომები სწორედ ინდოევროპული წარმომავლობისა იყვნენ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო, ქართულ მეტყველებაზე გადასულიყო და ეს არის სწორედ ქართველურის სტრუქტურული თუ ლექსიკური ინდოევროპეიზმების წყარო. პროფ. გ. მაჭავარიანი კი შესაძლებლად თვლის მტკვარ-არაქსის კულტურის ტომებში დავინახოთ ტომთა ვრცელი კავშირი, რომელიც მოიცავდა ინდოევროპულ და ქართველურ (შეიძლება აგრეთვე ზოგ სხვა) ტომებს. აღნიშნულ ტომთა კავშირის ლინგვისტური კორელატი იქნებოდა მაშინ უძველესი დროის ის ინდოევროპულ–ქართველური “ენობრივი კავშირი”, რომლის არსებობის აზრამდეც მიჰყავს მკვლევარი ქართველური ენების მასალის საკუთრივ ენათმეცნიერულ კვლევას.

რამდენადაც საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, ძვ. წ. III–II ათასწლეულთა მიჯნაზე საქართველოს მიწა–წყალზე დიდ ძვრებს უნდა ჰქონოდა ადგილი, საქართველოს მოსახლეობაში სხვა მხარეებიდან ხალხის ახალ ნაკადს ენდა შემოეღწია.

ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარსა და II ათასწლეულის პირველ ნახევარში განსაკუთრებით ძლიერდება საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის მატერიალურ კულტურაში წინააზიური ნაკადი. კარგად შეიმჩნევა ეს საჩხერეში მოპოვებული XV–XII სს. მასალის მაგალითზე, თუმცა წინააზიური გავლენის გაძლიერება შეიმჩნევა საქართველოს, კავკასიის და თვით რუსეთის მიწა-წყლის ბევრ სხვა ადგილას მოპოვებული ძეგლების მიხედვითაც. წინააზიური ელემენტების გაძლიერების ეს პროცესი ისეთი სიმძლავრითაა წარმოდგენილი მატერიალურ კულტურაში, რომ იგი მარტო კულტურულ–ეკონომიური კავშირების ინტენსიფიკაციას კი არ უნდა გულისხმობდეს, არამედ აგრეთვე წინააზიური წარმომავლობის ზოგიერთი ტომის შემოღწევას კავკასიასა და კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე. ამავე პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულისათვის სამხრეთ ამიერკავკასიის, მათ შორის საქართველოს რიგი სამხრეთი რაიონების ტერიტორიაზე ახალი, მეტად ორიგინალური კულტურის, ე. წ. თრიალეთის კულტურის გამოჩენა. იგი მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედის – მტკვარ-არაქსის კულტურისაგან. თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის კულტურა ძლიერ კავშირს ავლენს სამხრეთის რაიონებთან – დასავლეთ–ირანულ (ზაგროს-ელამურ) და შუმერულ სამყაროსთან. ამაზე ყურადღება გაამახვილა უკვე ამ კულტურის აღმომჩენმა აკად. ბ. კუფტინმა. ერთ–ერთ ძირითად ნაკადად, რომელმაც თრიალეთის კულტურის ჩამოყალიბება გამოიწვია, ჩ. ბარნეიც ჩრდილო–დასავლეთ სპარსეთიდან მომავალ ნაკადს მიიჩნევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგივე მკვლევარი თრიალეთის კულტურაში ხედავს აგრეთვე ჩრდილოეთიდან, ტრიპოლიეს კულტურის არედან მომდინარე ნაკადს. ჩ. ბარნეი ცდილობს ეს კავკასიის გავლით ჩრდილოეთიდან მცირე აზიაში ხეთი–ნესიტების შემოსევის ნაკვალევად მიიჩნიოს. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვიცით ხეთების უძველესი ისტორიისა და ხეთების სამეფოს წარმოქმნის შესახებ, შეუძლებელს ხდის ჩ. ბარნეის ამ მოსაზრებას, ისევე როგორც მცირე აზიაში ხეთების კავკასიის გზით შეჭრის ვარაუდს. მართალია, თრიალეთურ კულტურაში თავს იჩენს ჩრდილოური ელემენტებიც, რაც ამ მოსახლეობასთან კონტაქტზე ან კიდევ ამიერკავკასიაში ჩრდილოური ტრადიციების მატარებელი გარკვეული ჯგუფების გამოჩენაზე შეიძლება მეტყველებდეს, მაგრამ წამყვანი მასში მაინც სამხრეთული (ჩრდილო–დასავლურირანული) ნაკადი ჩანს და ამ კულტურის გენეზისიც საერთოდ შეიძლება დავუკავშიროთ წინააზიური ელემენტების იმ ექსპანსიას, რომელიც კარგად იგრძნობა ძველაღმოსავლური სამყაროს ჩრდილოეთი მხარეების (ამიერკავკასია, მცირე აზია, კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე მიწა–წყალი) მატერიალური კულტურის მაგალითზე ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის დასაწყისში. ამ სამხრეთული, წინააზიური ელემენტების აქტივობას უნდა უკავშირდებოდეს მტკვარ–არაქსის კულტურის განადგურება და წინააზიური ნაკადის გაძლიერება ამიერკავკასიის მატერიალურ კულტურაში (ადრებრინჯაოს კულტურის საჩხერეს ეტაპი და თრიალეთის კულტურა), ისევე როგორც ხურიტული და პროტოხეთური ტომების გავრცელება ჩრდილოეთი მესოპოტამიის, ჩრდილოეთი სირიის, კილიკიის, აღმოსავლეთი და ცენტრალური ანატოლიის ფართო ტერიტორიაზე. თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამ პროცესის ერთ-ერთ რგოლად მოჩანს.

თრიალეთის კულტურას მეტად მკაფიო პარალელები მოეპოვება არა მარტო ჩრდილო–დასავლური ირანის მატერიალურ კულტურაში, არამედ ხეთურ სამყაროშიც: ჩაცმა-დახურვა; საკულტო წეს–ჩვეულებები (საკულტო სცენებს თრიალეთის ვერცხლის თასზე უახლოვებენ ხეთების დედაქალაქის მახლობლად იაზილიკაიას კლდეზე ამოკვეთილ საკულტო სცენებს); დაკრძალვის თრიალეთური წესი (იხ. ზემოთ) თითქოს ზუსტად იმეორებს ხეთური წერილობითი წყაროებიდან ცნობილ ხეთების მეფე–დედოფლის დაკრძალვის წესს. მაგრამ საინტერესოა, რომ ასეთი ჩვეულება ხეთებთან მხოლოდ გვიან, “ახალი სამეფოს” ხანაში (XV–XIIIსს.) ჩანს დამკვიდრებული, მაშინ, როდესაც თრიალეთში ეს “ხეთური ანალოგიები” უფრო ადრინდელ ხანაში იჩენს თავს. ბევრი სიახლე, რომელიც “ხეთების ახალ სამეფოში” გამოვლინდა, უკავშირდება ხურიტული გავლენის გაძლიერებას, ხურიტების ჰეგემონობის დამყარებას ხეთებთან ძველიდან ახალ სამეფოზე გარდამავალ პერიოდში. ხურიტული (?) წარმომავლობის ნიშნები ხეთების კულტურასა და რელიგიაში უფრო ადრე ჩანს თრიალეთის კულტურაში. ამიტომაც თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამიერკავკასიაში შეიძლება აგრეთვე გარკვეულ კავშირში იყოს ჩრდილო–დასავლეთი ირანიდან მომდინარე ხურიტული ტომების სავარაუდებელ ექსპანსიასთან.

რა თქმა უნდა, იმპულსები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, სრულიადაც არ გულისხმობენ თრიალეთის კულტურის მთელ არეში მოსახლეობის ერთიანად შეცვლას. საქმე ეხება უმთავრესად პოლიტიკურ ჰეგემონობას, მატერიალური კულტურის თვალსაჩინო მონაპოვართა დანერგვას, ნაწილობრივ თვით საკულტო–რელიგიურ სფეროში ახალი წეს-ჩვეულებების გავრცელებას და ა. შ. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მოსდევდა უცხო ელემენტის ჩამოსახლებას, თუმცა, არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი და კომპაქტური მასის სახით. ეთნიკურ განვითარების პროცესში წამყვან როლს ალბათ ახლაც, ისევე როგორც უფრო ადრე, ადგილობრივი კავკასიური მოსახლეობა, მათ შორის ქართველი ტომები ასრულებდნენ, რომელნიც საბოლოო ჯამში ჩამოსახლებული მოსახლეობის ასიმილაციას ახდენენ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძველ დროს აქ დამკვიდრებული ინდოევროპული წარმომავლობის მოსახლეობასთან ერთად, ქართველურ ტომებს უნდა შერწყმოდა უფრო გვიან, ძვ. წ. III-II ათასწლეულში აქ გამოჩენილი ცალკეული წინააზიური (ხურიტული?) წარმომავლობის ტომიც. დამახასიათებელია, რომ არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონაცემებიც ლაპარაკობენ უძველესი დროიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის ერთიანად შეცვლის წინააღმდეგ და კულტურისა და ანთროპოლოგიური ტიპის მხრივ ავლენენ მემკვიდრეულ კავშირს ამ მხარის უფრო გვიანდელ და უფრო ადრეულ მოსახლეობას შორის.

ძვ. წ. II ათასწლეული შუა ხანებისათვის, კერძოდ, გვიან ბრინჯაოს ხანის დასაწყისში, როგორც ჩანს, ამიერკავკასიის მიწა–წყალზე კიდევ უფრო შორს წასულა მოსახლეობის ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. მონათესავე ტომების არეალში ყალიბდება ვრცელი ტერიტორიების მომცველი ერთგვაროვანი მატერიალური კულტურა. ერთ ასეთ არეალს წარმოადგენდა “კოლხური კულტურის არეალი”, რომელიც მოიცავდა მთელ დღევანდელ დასავლეთ და, აგრეთვე, მნიშვნელოვანწილად სამხრეთ საქართველოს, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებს (იხ. ზემოთ). ამასთანავე, ეს კულტურა ვრცელდებოდა დღევანდელი საქართველოს საზღვრებს გარეთაც, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და აგრეთვე ჩრდილო კავკასიაში. გვიანი ბრინჯაოს ხანაში ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, პირველ ყოვლისა, სწორედ ეს კულტურა უნდა დაუკავშირდეს. “კოლხური კულტურა” წარმოადგენდა ჯერ კიდევ სუსტად დიფერენცირებული ქართველი ტომების კულტურას, თუმცა მისი გავრცელების არეში უნდა ეცხოვრა აგრეთვე აფხაზურ ადიღეური და, კიდევ სხვა წარმომავლობის ზოგიერთ ტომს. ამავე ხანაში კულტურის მხრივ ბევრ საერთოს ავლენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მოსახლეობა. ამ კულტურის არეში, როგორც ჩანს, ქართველ ტომებს გარდა ბევრი ჩაჩნური (ვეინახური) და დაღესტნური ტომი ცხოვრობდა. ამგვარი მოსახლეობის მომცველი ზოგი რაიონი შემდეგში (ანტიკურ ხანაში) ქართლის ჰეგემონობის არეში მოექცა და აქაური მოსახლეობაც ქართველ ტომებში გაითქვიფა და ქართველი ხალხის შემადგენლობაში შევიდა. ამიტომ არის, რომ მთელ რიგ აღმოსავლურქართულ დიალექტში მძლავრად იგრძნობა ვეინახურ–დაღესტნური, უპირატესად ვეინახური, სუბსტრატის არსებობა. ვეინახურმა ლექსიკამ ერთგვარი რაოდენობით გაიკვლია გზა ქართული ენის უძველეს ლექსიკაში.

ენობრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო და ქართველი ხალხის შემადგენლობაში უნდა შემოსულიყო აგრეთვე ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემქმნელი, სამხრეთში მცხოვრები ხალხების (ხურიტების, ხეთების, ურარტელების) გარკვეული ნაკადი. ამისი ნაკვალევი თავს იჩენს ქართველთა ენაში. განსაკუთრებით მრავლისმეტყველია ამ მხრივ ურარტული ენიდან ქართულში შემოსული ზოგი ფაქტი – ქართულ ენაში მრიპოვება ზოგიერთი გამოთქმა, რომელიც ვერ აიხსნება ქართველური ენების მონაცემებით, თავისი შედგენილობით გაუგებარია, მაგრამ მშვენიერ ახსნას პოვებს სწორედ ურარტული ენის საფუძველზე.




--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Sep 5 2007, 07:29 AM
პოსტი #23


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



nini_1

ყოჩაღ, რამდენი დაგიწერია biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 5 2007, 07:31 AM
პოსტი #24


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886




[/quote]
ციტატა
nini_1

ყოჩაღ, რამდენი დაგიწერია

ასე მალე წაიკითხე? ყოჩაღ შენ biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 5 2007, 11:41 AM
პოსტი #25


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ხოოოდა ეხლა მათ, ვისაც ამ ჩემი გულის გამაწვრილებლად გრძელ-გრძელი პოსტების საიმედოობაში ეჭვი ეპარება, ვუბეჭდავ ამ მასალის წყაროს

თ. ყაუხჩიშვილი, ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, 1960, გვ. 71 –73.

გ. მელიქიშვილი, ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის საკითხი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 1962, №2; მისივე, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965, გვ. 9 შმდ.

აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია §101, თ. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959, გვ. 195.

მოსე ხორენელი, სომხეთის ისტორია. წ. II, თ. 8, შდრ. წ. II, თ. 11, 14, 15, 16, 18 – იხ. 1913 წლის თბილისის გამოცემა, გვ. 114, 121, 127, 130 – 132.

იხ. ექვთ. თაყაიშვილის გამოცემაში: Описание рукописей общества распространения грамотности среди грузинского населения, т II, вып.4. გვ. 709.

ამაზე ლაპარაკია “მოქცევაჲ ქართლისაჲს” შატბერდისეულ ხელნაწერში იხ. აგრეთვე ამ ცნობების ვარიანტი, დაცული “წმინდა ნინოს ცხოვრების” არსენ ბერისეულ (XIIს.) რედაქციაში; იხ. ამ ძეგლის პ. კარბელაშვილისეული გამოცემა, თბ., 1902, გვ. 46 – 47.

იხ.ილია აბულაძის გამოცემა: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I, თბ., 1964, გვ. 120.

მოსე ჯანაშვილს “არიან–ქართლი” აგონებდა შუა აზიის “არიანას” , რომელსაც იხსენიებს ალექსანდრეს ლაშქრობათა ამბების მოთხრობისას ფსევდოკალისთენეს რომანი; იხ. მ. გ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 1906, გვ. 52 – 53, 57 - 62; ს. ჯანაშია შეეცადა ეს ტერმინი “ხურიტების” სახელწოდებისათვის დაეკავშირებინა, რომელსაც წინათ შეცდომით (“ხურის” ნაცვლად) “ხარის” სახით კითხულობდნენ; იხ. ს. ჯანაშია, უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველ საცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სინათლეზე, ენიმკის მოამბე, V–VI, 1940, გვ. 671 და სხვ. ექვთ. თაყაიშვილმა ეს სახელი ამ ქართულ ძეგლში “ქვაბის საგანძურის” სახელით ცნობილი თხზულებიდან შესულად მიიჩნია (“საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”, IX, 1948, №9-10). ჩვენ შევეცადეთ “არიან” –სახელი “სპარსულის” (“არიულის”) სახით გაგვეაზრებინა და ვთვლიდით, რომ აქ შეიძლება შემოინახა მოგონება სამხრეთქართულ (“სპარსულ-ქართულ”) რაიონებზე, რომლებიც აქემენიდური სპარსეთის მფლობელობაში იყვნენ მოქცეული. ამ რაიონების მოსახლეობას, ჩვენი აზრით, მართლაც აქტიური როლი უნდა შეესრულებინა აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში (Г. А Меликишвили, К истории древней Грузии, თბ., 1959, გვ. 276 შმდ.) შესაძლებელი ჩანს არიან–ქართლის ახსნის ზოგი სხვა ვარიანტიც – იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, გვ. 16.

იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და…, გვ. 17.

“…თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ” – იხ. გეორგიკა, I, თბ., 1961, გვ. 271.

იხ. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ.,1950, გვ. 128 – 129.

იხ. გეორგიკა, I, გვ. 271; შდრ. იქვე, გვ. 34 –35; აგრეთვე: გეორგიკა, V, თბ., 1963, გვ. 3-4.

А. С. Хаханов, Древнейшие пределы расселения Грузии по Малой Азии, ЗКОИРГО, т. XXII, ნაკვ. 6.

იხ. К Ф. Леман–Хаупт, Вступительная лекция по истории и культуре халдов, თსუ შრომები VI, I, სერია: საზოგადოებათმეცნიერებანი, 1938; იხ. აგრეთვე: ს. გორგაძესთან: “მოამბე”, 1905, IX , გვ. 47 - 48; “ძველი საქარველო”, I, 1909, განყ. II, გვ. 44 – 45.

იხ. მისი “ქართველი ერის ისტორია”, წ. I და სხვ.

К. Ф. Леман- Хаупт, Вступительная лекция..., გვ. 262- 263.

ВДИ, 1953, №3, გვ. 94.

И. М. Дьяконов, Хетты, фригийцы и армяне, Переднеазятский сборник, Вопросы хеттологии, хурритологии, М., 1961, გვ. 355.

И. М. Дьяконов, დასახ, ნაშრ., გვ. 357.

С. Т. Еремян, Племенное объединение армян в стране Арме–Шуприа, «Историко–филологический Журнал», 1958, №3, გვ. 73 – 74. .

KUB, XXIII, 72, იხ. O. R. Gurney, Mita of Pakhuwa, „University of Liverpool. Annals of Archaeology and Anthropology”, 28, 1948, გვ. 32 შმდ.

E. Cavaignac, Mushki et phrygiens, JA, t. CCXLI, 1953, გვ. 140 შმდ.

E. Akurgal, Phrygische Kunst, Ankara, 1955, გვ. 113 შმდ.

დაწვრილებით ამის შესახებ იხ. Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, თბ., 1959, გვ. 105 შმდ.;; ზოგი შენიშვნა ამ საკითხზე იხ. აგრეთვე ავტორის წერილებში, რომლებიც ამის შემდეგ გამოქვეყნდა ჟურნალში “Вестник древней истории» (1962, №1 და 1963, №2). შდრ. აგრ. გ. მელიქიშვილი აღმოსავლეთ მცირე აზიის უძველესი ეთნონიმიკის შესწავლისათვის, “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე”, 1961, №3.

И. А. Джавахишвили, Основные историко–этнологические проблемы истории Грузии, Кавказа и Ближнего Востока древнейшей эпохи, ВДИ, 1939, № 4 (იხ. წიგნში: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი. წიგნი პირველი. საქარველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ–ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950, გვ. 227).

ივ. ჯავახიშვილი, ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თბ., 1937.

ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950, გვ. 247 – 248.

ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 250.

იხ. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ. 250 – 251. შდრ. გ. მელიქიშვილი,ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის)სამეფოს წარმოქმნის საკითხი, “საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე”, 1962, №2.

ივ. ჯავახიშვილი, დასახ, ნაშრ., გვ. 251.

ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 58; მისივე, ქართველი ერის ისტორია, I, თბ., 1928, გვ. 1.

იხ. გ. ჩიტაია, აკად. ს. ჯანაშია და ქართველი ხალხის წარმოშობის პრობლემა, “მიმომხილველი”, I, 1943; აგრეთვე: ივ. სურგულაძე, სახელმწიფოს წარმოშობა საქართველოში, თბ., 1951 და სხვ.

საქართველოს ისტორია, აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით, თბ., 1943, გვ. 14.

საქართველოს ისტორია, აკად. ს. ჯანაშიას რედაქციით, თბ., 1943, გვ.14.

Fr. Boop, Die Kaukasischen Glieder des Indoeuropischen Sprachstamins Berlin, 1847.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, I, თბ., 1950, გვ. 006; არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952, გვ. 373 შმდ.

Ал. Цагарели, О предполагаемом средстве грузинского языка с индоевропейскими и туранскими языками (читано на заседании С. Петербургского филологического общества 27–го апреля 1872года)

Fr. Hommel, Abriss der Geschichte Vorderasiens,1889, გვ. 58, შენ. 2 შდრ. А. Сванидзе, Материалы по истории алародийских племен, Тб., 1937, გვ. 1.

შდრ. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსალეთის ისტორიულ–ეთნოლოგიური პრობლემები, თბ., 1950, გვ. 227.

იხ. ილია ჭავჭავაძე,თხზულებანი, ტომი II, 1941.

იხ. მ. დუმბაძე, ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, ბათუმი 1950, გვ. 59 შმდ;შდრ. აგრეთვე А. С. Хаханов, დასახ. ნაშრ., დასახ. ნაშრ., ЭКОИРГО, XXII, ნარკ. 6, გვ. 39 შმდ.

Проф. Фридрих Грозный, В пяти Советских республиках, ВДИ, 1937, № 1, გვ. 16 და სხვ.

საქართველოს ისტორია, ს. ჯანაშიას, რედაქციით, თბ., 1943, გვ. 14 შმდ. История Грузии, под редакцией С. Джанашиа, Тб., გვ. 16 შმდ. ქართველური ენების სხვა კავკასიურ და ზოგ ძველ აღმოსავლურ ენებთან ნათესაობის ჰიპოთეზის შესახებ იხ. ქვემოთ.

იხ. რ, აბრამიშვილი, რკინის ათვისების საკითხისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, “ საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე”, XXII-B, 1961, გვ. 295 შმდ.

J. Karst, Urgeschichte Mittelmeervölker, Heidelberg, 1931; შდრ. გ. ჩიტაია, აკად. ს. ჯანაშია და ქართველი ხალხის წარმოშობის პრობლემა, “მიმოხილველი”, I,1949, გვ. 2 შმდ.

ZfE, 1937, ნაკვ. 4-6;1938, ნაკვ. I; იხ. გ. ჩიტაია, დასახ. ნაშრ., გვ. 3-4.

“საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე,” XII-B, თბ., 1944.

Б. А. Куфтин, Археологическая маршрутная экспедиция 1945 г. в Юго-Осетию и Имеретию, Тб., 1949, გვ. 4-5.

იხ. იქვე, გვ. 1-5;შდრ. ბ. კუფტინი, ქართული კულტურის უძველესი კერა თრიალეთში, თბ., 1949, გვ. 10.

ბ. კუფტინი, დასახ. ნაშრ. , გვ. 37.

იხ. გ. მელიქიშვილი, ურარტუ, თბ., 1951, გვ. 9-10; მისივე, ქართველი ხალხის წარმოშობის საკითხისათვის, თბ., 1953, გვ. 11-16, მისივე, Наири–Урарту, 1954, გვ. 400-403,. მისივე, К истории древней Грузии, Тб., 1959, გვ. 94–96.

შდრ. A. Dirr, Einführung in das Studium der Kaukasischen Sprachen, Leipzig, 1982, გვ. 111, G.Deeters, Die Kaukasischen Sprachen,წიგნში „Handbuch der Orientalistik“, Erste Abteilung, Siebenter Band, Leiden/ Köln, 1963, გვ. 78 – 79.

შდრ. VI. Skalička, The Structure of languages of the Ancient Orient, “Archiv Orientalni”, vol. XVIII, №1-2, 1950, გვ. 485; შდრ. Nils M. Holmer, Ibero–Caucasian as a linguistic type,“ Studia Linguistica“, Annĕe 1., Numero 1., 1947,გვ. 11-33 და სხვ.

იხ. Ю. В. Зыцарь, О родстве баскского языка с кавкаскими, ВЯ, 1955, №5, გვ. 52.

იხ. Е. И. Крупнов, Древнейшая культура Кавказа и кавказская этническая общность (К проблеме происхождения коренных народов Кавказа), СА., 1964, №1, გვ. 39 შმდ. Р.М. Мунчаев, Древнейшая культура Северо–Восточного Кавказа, М., 1961, გვ. 164.

Д. А. Климов, О лексико-статистической теории М. Сводеша, Вопросы теории языка в современной зарубежной лингвистике, М., 1961, გვ.239 – 253; Е. А. Бокарев, Введение в сравнительно-историческое изучение дагестанских языков, Махачкала, 1961, გვ. 17 – 18.

იხ. Г. А. Климов, Этимологический словарь картвельских языков, М., 1964, გვ. 35 შმდ., აგრეთვე: ВЯ, 1959, №2, გვ. 120;1962, №3, გვ. 151 –153.

შდრ. თამაზ გამყრელიძე, გივი მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ., 1965, გვ. 17, შენ. 1.

იხ. H. Vogt, Arménien et Caucasique du Süd, „Norsk Tidsskrift for Sprogvidenskap, IX, Oslo, 1938,გვ. 325 შმდ.; მისივე, Remarques sur les noms des lieux du Caucase, “ Symbolae Osloënses”, fasc. Suppl. XI, 1943, Remarques sur ia préhistorie des langues kharthvéliennes,”Revue de Karthvélologie”, vol. XI-XII, №36 – 37, 1961, გვ. 5-11; Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 98 –100.

Г. А. Климов, Этимологический словарь..., გვ. 44, 54, 62, 82, 84, 127, 137, 165, 168, 200, 233-234, 237,244, 247.

Г. А. Климов, Этимологический словарь..., გვ. 35 –36. .

“სპილენძი” – შდრ. სომხური – “პლინძ”. ქართული “რკინა”, (მეგრული “რკინა”, “კინა”, ჭანური “ერკინა”) მსგავსებას იჩენს ხეთურ kunna-სთან (სპილენძი) და ძვ. ბერძნულ cidanoV-თან (მოსევადებული ფოლადი, ლურჯი, ჭიქური, ლაჟვარდოვანი ქვა, სპილენძის კარბონატი), შდრ. აგრ. სომხური-“ერკათ”- “რკინა”. სემანტიკური გადასვლა “სპილენძსა” და “რკინას” შორის უჩვეულო არ არის და სხვა ენების მაგალითზეც შეიმჩნევა. ქართული თავკიდური “რ” შეიძლება განვითარებული იყოს. ქართული “ვერცხლი” (ძვ. წ. ქართ. “ვერცხლ-”) (მოეპოვება პარალელები ჩრდ. კავკასიურ ენებშიც) ახლო დგას ხურიტულ ტერმინ ushu(“უსხუ” –სთან – ვერცხლი)- იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს? კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, გვ. 93–100.

მ. ქალდანი, ლეჩხუმის გეოგრაფიულ სახელთა – იშ (-შ) სუფიქსის საკითხისათვის, “ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები”, IIIთბ., 1963. .

ს. ჯანაშია, შრომები, ტ. III, თბ., 1959, გვ. 146.

დაწვრილებით ამის შესახებ იხილე: გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და..., გვ. 50 -68; Г. А. Меликишвили, Наименование города Фасиса и вопрос об этническом составе населения древней Колхиды, ВДИ, 1966, № 1.



J. Friedrich, Hethitisches Wörterbuch. 4. Lieferung, Heidelberg. 1954, გვ. 318.

სულხან–საბა ორბელიანის მიხედვით (ქართული ლექსიკონი, 1928, გვ. 331): “ტაროსი არს ამინდისა მსგავსი მოგზაურთათვის, კეთილი დარი თუ ბოროტი ზღვასა თუ ჴმელზე შეხუდეს”.

მ. წერეთელი, ხეთის ქვეყანა, მისი ხალხები, ენები, ისტორია და კულტურა, კონსტანტინეპოლი, 1924, გვ. 77.

გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და …, გვ. 93 –100.

Г. А. Меликишвили, Возникновение Хеттского царства и проблема древнейшего населения Закавказья и Малой Азии, ВДИ, 1965, №1, გვ. 8-9.

Г. А. Меликишвили, К истории древней Грузии, გვ. 69 შმდ.

შდრ. არნ. ჩიქობავა, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბ. 1942, გვ. 257.

G. Deeters, დასახ. ნაშრ., “Revue de Karthvélologie”, №23 1957,გვ. 12-16.

იხ. თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. საერთო–ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია, თბ., 1965, გვ. 365 –379 და სხვ.. Г. И. Мачавариани, К типологической характеристике общекартвельского языка-основы ВЯ,1966, №1; Thomas V. Gamkrelidze, A. Typology of Common Kartvelian, “Language”, vol.42, №1, 1966;გ. მაჭავარიანი, საერთო-ქართველური ფუძე ენის ტიპოლოგიური დახასიათებისათვის, თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის VIII სამეცნიერო სესია, თეზისები, თბ., 1964, გვ. 8-9, Г. И. Мачавариани, К вопросу об индоевропеийско–картвельских (южно–кавказских) типологических параллелях. VII международный конгресс антропологических этнографических наук, М., 1964, გვ. 4 შმდ , Т. В Гамкрелидзе, Анатолийские языки и вопрос о переселении в Малою Азию индоевропейских племен, VII Межд. конгресс..., М., 1964, გვ. 5.

იხ. გ. წერეთელი, სონანტებისა და აბლაუტის თეორიის გამო ქართველურ ენებში, წიგნში : თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა..., გვ. 023 –024. ინდოევროპულთან კავკასიური, კერძოდ, ქართველური ენების შორეული ნათესაობის შესაძლებლობის შესახებ იხ. აგრეთვე: В. М, Иллич – Свитыч, Материалы к сравнительному словарью ностратических языков (индоевропейский, алтаийский, уральский, дравидский, картвельский, семито-хамический), კრებულში: Этимология , 1965, М., 1967, Г. Б. Джаукян, Взаимоотношение индоевропейских, хурритско–урартских и кавказских языков, Ер., 1967, გვ. 153 – 154, 170.

F. Kluge, Etymologisches Wörterbuch der Deutschen Sprache, Berlin, 1957,გვ. 309 –310.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ., გვ. 110. .

А. Глейе, Арио-европейские, а в частности иллирийские элементы в грузинском языке, «Сборник материалов по описанию местностей и племен Кавказа», XXXI, განყ. 4, 1902, გვ. 17.

А. Преображенский, Этимологический словарь русского языка, I, М.,1910-1914, გვ. 97.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. გვ. 105.

A. Trombetti, Die Probleme der Allgemeinen Sprachwissenschaft, “Caucasica” 2, 1925, გვ. 115 –118.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. , გვ. 54.

K. Bouda, Der angeblich kaukasischen Ursprung der Ante, “Zeitschrift, für slavische Philologie”, XVII, 1941, გვ. 226, V. Polak, K problému lexikalnich shod mesi jazyky kavkazskymi a jazyky slovanskymi, “ Listy Filologické”70,1946,გვ. 26.

იხ. J. Pokorny, Indogermanisches Etymologisches Wörterbuch,I, Bern, 1959, გვ. 442-444.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. , გვ. 239.

იხ. გ. როგავა, პურ, ფუძის საკითხისათვის, “ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე,” XII, №10, 1952, გვ. 635 -640; შდრ. ალ. ონიანი, დასახ. ნაშრ. , გვ. 221 –222.

ა. შანიძე, ეტიმოლოგიური ძიებანი, რკო და მუხა, თბილისის სახ. უნივერსიტეტის სამეცნიერო სესია, 29. X-3. XI. მოხსენებათა თეზისები, თბ., 1947, გვ. 3-4.

იხ.Fr. Bopp, Die kaukasischen Glieder der Indoeuropaischen Sprachstamms, Berlin, 1847, გვ.16.

Г. А. Климов, დასახ. ნაშ., გვ. 75 –76.

შდრ. N. Trubetzkoy, Nordkaukasische Wortgleichungen, “Wiener Zeitschrift für die Kunde des Morgenlandes“, 37, 1-4 1930, გვ. 82.

შდრ. K. Schmidt, Studien zur Rekonstruktion des Lautstandes der Südkaukasischen Grundsprache, Wiesbaden, 1962, გვ. 105 –106.

Fr. Bopp დასახ. ნაშრ. გვ. 38. საჭიროა აღინიშნოს, რომ “6”–ისა და “7”–ისათვის სემიტურ ენებშიც ჩვენ მსგავს სახელწოდებებს ვხვდებით – შდრ. H. Möller, Vergleichendes Indogermanisch-semitischen Wörterbuch,Göttingen, 1911, გვ. 220, 227; H. Vogt, დასახ. ნაშრ., გვ. 338.

Г. А. Климов, დასახ. ნაშრ. , გვ. 121-122.

იხ. მისი «Этимологический словарь картвельских языков»გვ. 52, 88, 115, 117 –119, 152 – 153, 164, 167, 192, 201, 207, 214-215, 265.

Г. А. Климовდასახ. ნაშრ. , გვ. 47, 71 –72, 126, 146, 152.

უფრო დაწვრილებით “უცნობი წარმომავლობის” ინდოევროპული ლექსიკის შესახებ ქართველურ ენებში იხ. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის , თბ., 1965, გვ. 206-240. შდრ. Г. Б. Джаукян, Взаимоотношение индоевропейских, хурритско–урартских и кавказских языков. ЕР., И.1967 გვ.54-100.

სამხრეთიდან გადმოადგილებული(?) წინააზიურ–კავკასიური (იბერიულ–კავკასიური) მოსახლეობის (ქართველური და აფხაზურ–ადიღეური ტომები) მიერ დასავლეთ ამიერკავკასიის ათვისება შეიძლება უკვე ნეოლითის ხანაში დაიწყო – ამ მხარის ნეოლითური მასალა წინააზიურ ნაკადსაც ავლენს; შდრ А. А, Формозов, Неилит и Энеолит Северо-западного Кавказа в свете последних исследовании, СА, 1963, № 3.

იხ. გ. მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ. 103 –246.

Г. И. Мачавариани, К типологической характеристике общекартвельского языка–основы, ВЯ, 1966, №1, გვ. 9 შენ. 31.

ამ კულტურის გავრცელების არეალის შესახებ იხ. А. А, Мартиросян, Армения в эпоху бронзы и ранного железа, Ереван, 1964, გვ. 21 და სხვ.

В. А. Куфтин, Археологические раскопки в Триалети I, თბ., 1941, გვ. 94 - 95; საქართველოს არქეოლოგია, თბ. 1959, გვ. 125 –126. .

C. A. Burney, Eastern Anatolia in the Chalcolitic and Early Bronze Age, “ Anatolian Studies” VIII, 1958, გვ. 175 –178. თრიალეთის კულტურის ჩრდილო–დასავლეთ ირანთან პარალელებზე ამახვილებს ყურადღებას აგრეთვე ლ. ვული – იხ. J. Hawkes and L. Wooley, Prehistory and the Beginning of Civilization, I, London 1963, გვ. 827.

C. A. Burney,დასახ ნაშრ. , გვ. 175 –178.

იხ. გ. მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 137 – 192.

Б. А. Куфтин, დასახ. ნაშრ. გვ. 81. 89; “ საქართველოს არქეოლოგია”, გვ. 125.

F Sommer und A Falkenstein. Die hethitisch – akkadische Bilingune des Hattusili I.,. München, 1938, გვ. 197; O. R. Gurney, The Hittites, London,1952, გვ. 164 შმდ.

В. В. Иванов, Из Истории индоевропейской лексики клинописного хеттского языка, «Переднеазиатский сборник», Москва,1961, გვ. 307 - 308; მისივე Хеттский язык, Москва, 1963 გვ. 30 შმდ.; E, Laroche, Le Pantheon de Yazilikaya, “Journal of Cuneiform Studies” vol.VI, №3, 1952, გვ.122; მისივე, Recherches sur les noms des dieux hittites Paris 1947, გვ. 131;მისივე, Recueil.d’Onomastique hittite Paris,1952, გვ. 89 - 90; H, Güterbock, The hurrian element in the Hittite Empire, “Cahiers d’ Histoire Mondiale”, vol.II, №2, 1954. გვ. 383-391; O. R. Gurney, დასახ. ნაშრ. , გვ. 140; A, Scharf und A. Moortgat. A gypten und Vorderasien im Altertum München, 1950, გვ. 367 - 368; A. Goetze,წიგნში: The Bible and the Ancient Near East, London,1961, გვ.326, შენ. 33 და სხვ.

დაწვრილებით ამ საკითხის შესახებ იხ. გ. მელიქიშვილის, დასახ. ნაშრ., გვ. 191 –199.

გ. მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ. 68 შმდ

А. Сванидзе, Материалы по истории алародийских племен, თბ., 1937, გვ. 37. 40-41; მელიქიშვილი, ურარტუ, თბ., 1951, გვ. 144 –145.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Sep 6 2007, 05:29 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



მაინტერესებს თანამედროვე დასავლური სტატიები ამ თემასთან დაკავშირებით. არავის გაქვთ?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 6 2007, 07:24 PM
პოსტი #27


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



nini_1

შენი ფანი ვარ biggrin.gif

ამხელა ლიტერატურა დაამუშავე? ohmy.gif ყოჩაღ... აი გოგო... rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 7 2007, 09:57 AM
პოსტი #28


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
nini_1

შენი ფანი ვარ

ამხელა ლიტერატურა დაამუშავე? ყოჩაღ... აი გოგო...


ქეთინო smile.gif

კომპიუტერს უნდა ვუმადლოდე. ეს რომ არა უფფფ laugh.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 05:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი