თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ სვანეთის საღამო

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Nov 22 2007, 01:11 AM

http://imageshack.us
ანსამბლი "ლატალი" (ფირფიტის ცინა გვერდი 1980 წელი)

8-9 ედკემბერს თბილისში ჩატარდება სვანეთის დღეები გამოფენა-კონცერტის სახით.

გამოფენა ჩატარდება სამების საკათედრო ტაძრის ახლაგაზრდული ცენტრის დარბაზში (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ახალგაზრდულ ცენტრს)

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

1. ზემოსვანეთის ლოტბარების ხელნაწერები (თავიანთი ხელით დაწერილი რეპერტუარები, ტავიანტი მოსაზრებები სხვა და სხვა სიმღერებზე, ავტობიოგრაფიები, ურთიერთ მინაწერები და სხვა მნიშვნელოვანი მასალები)

2. 1900-იანი წლებიდან მთელი კომუნისტური წყობისლების დროს სხვა და სხვა ლოტბარების და ანსამბლების მიღებული სიგელები, დიპლომები, ორდენები, ჯილდოები და ასე შემდეგ

3. სვანეთის საყოფაცხოვრებო ნივთები (სვანური ქუდი, სვანური მარილის დასამზადებელი ქვასანაყები და მარილი, ტანისამოსი რომელიც იქნება ძველი ლოტბარების, მახვშის სკამი, თოვლში სასიარულო სპეციალური ფეხსაცმელები, მახვშის ჯოხი და კიდევ სხვა მრავალი ატრიბუტები სვანური ყოფაცხოვრებიდან)

4. 50-მდე სურათი ძველი ანსამბლების და მომღერალ-ლოტბარების, რომელიც დათარიღებულია 1903 წლიდან.

5. გამოფენას დაესწრებიან ზემოსვანეთის კერძოდ სოფელ ლატალის გუნდი.



რაც შეეხება კონცერტს, კონცერტი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის I-კორპუსის დარბაზში(რისთვისაც მადლობას უხდით უნივერსიტეტის დირექციას და თვითმართველობას) სადაც სოფელ ლატალის გუნდი ჩაატარებს სოლო კონცერტს. (კონცერტი არ ტარდება კონსერვატორიაში, რადგან სცენა ფიზიკურად ვერ უძლებს ბევრ ფერხულის ცეკვას) კონცერტზე გაშვებული იქნება ძველი კადრები ანსამბლებისა და ტრადიციების შესახებ.
სოფ. ლატალის ანსამბლი "ლატალი" წარმოადგენს მინიმუმ 15-სიმღერა-ფერხულს და საერო-სასულიერო გალობებს.

ანსამბლ ლატალს გამოცემული აქვთ ერთი ფირფიტა რომელიც ჩაწერილია 1980-წელს მოსკოვში

ანსამბლი დაახლოებით შეასრულებს შემდეგ სიმრერებს:
1.ლილე
2.დიდებატა
3.ბარბალ დოლაშ
4.შქარი და ლაშქარი
5.მგზავრული
6.გერეგილი
7.სვანური კანონიკური კვერექსები და საგალობლები
8.ნანილა
9.მურზაი ბექსილი
10.გაულ გავხეყანსავ ყიფიანე
11.ო, ქრისტეში
12.ცხაო ქრისტეში
13.ლემჩილი
14.დალა კოჯას ხელღვაჟარე
15.ჯგგრაგი

ეს დაახლოებითი სიმღერებია, რასაც შეასრულებენ

მთელ რიგ ღონისძიებები ტარდება ანსამბლ "შავნაბადას" და "სვანეთის აღორძინებისა და განვიტარების კავშირი ლატალი"-ს მიერ

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 22 2007, 01:19 AM

ციტატა(tsintsa @ Nov 22 2007, 01:11 AM) *

8-9 ედკემბერს თბილისში ჩატარდება სვანეთის დღეები გამოფენა-კონცერტის სახით.

გამოფენა ჩატარდება სამების საკათედრო ტაძრის ახლაგაზრდული ცენტრის დარბაზში (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ახალგაზრდულ ცენტრს)

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

1. ზემოსვანეთის ლოტბარების ხელნაწერები (თავიანთი ხელით დაწერილი რეპერტუარები, ტავიანტი მოსაზრებები სხვა და სხვა სიმღერებზე, ავტობიოგრაფიები, ურთიერთ მინაწერები და სხვა მნიშვნელოვანი მასალები)

2. 1900-იანი წლებიდან მთელი კომუნისტური წყობისლების დროს სხვა და სხვა ლოტბარების და ანსამბლების მიღებული სიგელები, დიპლომები, ორდენები, ჯილდოები და ასე შემდეგ

3. სვანეთის საყოფაცხოვრებო ნივთები (სვანური ქუდი, სვანური მარილის დასამზადებელი ქვასანაყები და მარილი, ტანისამოსი რომელიც იქნება ძველი ლოტბარების, მახვშის სკამი, თოვლში სასიარულო სპეციალური ფეხსაცმელები, მახვშის ჯოხი და კიდევ სხვა მრავალი ატრიბუტები სვანური ყოფაცხოვრებიდან)

4. 50-მდე სურათი ძველი ანსამბლების და მომღერალ-ლოტბარების, რომელიც დათარიღებულია 1903 წლიდან.

5. გამოფენას დაესწრებიან ზემოსვანეთის კერძოდ სოფელ ლატალის გუნდი.



დიდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

შევეცდები მოვიდე

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Nov 22 2007, 01:24 AM

თათარაშვილი

არაფრის smile.gif

მე ფორუმზე დავდებ რამდენიმე ჩანაწერს ამ ანსამბლის შესრულებით (ოღონ მასწავლეთ როგორ დავდო?)

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 22 2007, 01:24 AM

რა დღეები უწევს? მგონი შაბათ-კვირა
მოვალ უეჭველად. მსახურების შემდეგ.

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Nov 22 2007, 01:27 AM

თავად ეს ანსამბლის წევრები არიან მონაწილე მოსკოვში ჩატარებული დეკადებისა, და სხვა და სხვა ფესტივალ კონკურსებისა. ანსამბლმა შეასრულა ზარი ბრეჟნევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოსკოვში და ამაზე არის ცნობები მყარი, თუმცა ამისთვის არ იყვნენ მიწვეულები მაგრამ ისე განვითარდა მოვლენები რომ ქონდათ პატივი smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 22 2007, 01:31 AM

ციტატა
(ოღონ მასწავლეთ როგორ დავდო?)


შედი http://www.bin.ge საიტზე...
შემდეგ გახსნილ ფანჯარაში მოძებნე ღილაკი "browse", დააჭირე... ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოგიტანს ფანჯარას სადაც შენ უნდა მიუთითო იფ ფაილის მდებარეობა (დირექტორია) რომლის ატვირთვაც გინდა... არჩევის შემდეგ აჭერ ღილაკს "OK" და ჩამოწიე მაუსით ფანჯარა დაბლა, სადაც შეამჩნევ ასეთ წარწერას "I accept terms of service", წინ პწიჩკას მოუნიშნავ და აჭერ ღილაკს "ატვირთე!".

შემდეგ დაელოდები გარკვეული დრო( სანამ არ აიტვირთება ეს ფაილი), და როდესაც შეივსება 100% გამოგიყრის 2 კოდს, შე ფორუმზე დააკოპირე "Your Download Link" ის ქვეშ რა კოდიც იქნება smile.gif "your Delete Link" ს ყურადღება არ მიაქციო wink.gif...

მოკლედ თუ რამე გაუგებრად ავხსენი შეგიძლია მკითხო smile.gif

პოსტის ავტორი: ABRAMA I თარიღი: Nov 22 2007, 03:01 AM

ძაან მაგარია , აუცილებლად მივალ , დიდი მადლობა დავით ინფორმაციისთვის

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Nov 22 2007, 03:40 AM

ანმსაბლი "ლატალი" 5-ოქტომბერი 2007-წელი (შავნაბადას ექსპედიცია)

http://bin.ge/file/107060/CLIP0013.asf.html

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Nov 22 2007, 01:46 PM

გაიხარე ცინცა მაგარი საქმეა ძმაოო და ღმერთი შეგეწიოს და დაგეხმაროს. smile.gifმიხარია რომ უკვე ჩვენ თვითონ ყველას ერთად შეგვიზლია ვუპატრონოთ ჩვენსავე სიმდიდრეს. და მიხარია რომ წამოვიდა ახალ ახალი იდეები, და რაც მთავარია სწორი და მიზან მიმართული იდეები, რომელიც საბოლოოდ ფოლკლორის პოპულარიზაციას და ხალხთან ამ ფასეულობის სწორი მიდგომით მიტანას ემსახურება, და დიდი მადლობა ამისთვის შენ და ყველას იმათ ვინც ამ საქმეში გეხმარება და მხარში გიდგას!

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Nov 22 2007, 01:57 PM

აუ სვანეთი ძან მაგარია, ლატალი მესტიში და ნამყოფიც ვარ მაგ სოფელში ანსმბლის რა მოგახსენო მარა თვით სვანეთი მაგარია. იანვარი ნეტა როდის მოვამ რო წევიდე

და მოვალ აუცილებლათ, რამდენი სვანი ძმა მყავს ალბათ ისენიც იქნებიან

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 22 2007, 02:00 PM

ციტატა(tsintsa @ Nov 22 2007, 01:11 AM) *

1. ზემოსვანეთის ლოტბარების ხელნაწერები (თავიანთი ხელით დაწერილი რეპერტუარები, ტავიანტი მოსაზრებები სხვა და სხვა სიმღერებზე, ავტობიოგრაფიები, ურთიერთ მინაწერები და სხვა მნიშვნელოვანი მასალები)[/size]მთელ რიგ ღონისძიებები ტარდება ანსამბლ "შავნაბადას" და "სვანეთის აღორძინებისა და განვიტარების კავშირი ლატალი"-ს მიერ
ხელნაწერებს იქ დალბათ ვერ გავეცნობით დაწვრილებით. სადნე სხვაგან თუ იქნება საშუალება?
ეს "მთელი რიგი ღონისძიებები" რას გულისხმობს, სად და როდის ტარდება?
საერთოდ, იმედია კონცერტის დაწყების დროის და სხვა დეტალების შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მივიღებთ. წინასწარ მადლობა.

პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Nov 22 2007, 04:27 PM

ვაახ!
ძალიან, ძალიან, ძალიან გამიხარდა!

ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის... smile.gif

იმედია, უფრო, დაწვრილებით ინფორმაციებს მოგვაწვდით smile.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Nov 22 2007, 05:52 PM

G A B O

გაიხარე გაბუნიაwink.gif

M.M.

ხელნაწერები წიგნის სახით არ იქნება და თითო ფურცლებად იქნება დალაგებული და იქვე შეგიძლიათ გაეცნოთ, იქნება ამის საშუალება. (ხელნაწერებში იგულისხმება ლოტვართა და მომღერალთა ხენაწერები)

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 22 2007, 07:07 PM

ძალიან დიდი საქმეა, და აუცილებლად მოვალ.


ამ თემას ავპინავ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 22 2007, 07:46 PM

მეც მოვალ

ჩემ სვან ძმაკაცსაც გამოვიყოლებ smile.gif

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Nov 22 2007, 09:02 PM

აუცილებლად მოვალ wink.gif
სვანების მოსმენას და ცქერას რა სჯობია!!!!

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Nov 22 2007, 09:09 PM

ვაა, უყურე შენა... ეს რა კაი ამბავი ხდება თურმე..

http://komisia.caucasus.net

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Nov 22 2007, 09:44 PM

komisia
ვააა მაგარია მართლაააა

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Nov 22 2007, 11:08 PM

მაგარი იდეაა ძაან!!

მე ვუყურე ამ ანსამბლის ვიდეოებს და არ ინანებთ მოდით wink.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Nov 22 2007, 11:41 PM

მართლაკარგი იქნება იმედია

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Nov 23 2007, 12:56 AM

უმაგრესი კონცერტი იქნება!!! ერთი ლატალელი მეგობარი გოგო მყავს, ფირცხელანი და აუცილებლად დავპატიჟებ!!!

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Nov 23 2007, 01:04 AM

ცოტა უფრო დეტალურ ინფორმაციასაც დადებთ იმედია..
დიდი სურვილი მაქვს მოსვლის

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Nov 23 2007, 01:09 AM

falestra
მეტი რარა დეტალური გინდა?smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 23 2007, 01:57 AM

ციტატა(falestra @ Nov 23 2007, 01:04 AM) *

ცოტა უფრო დეტალურ ინფორმაციასაც დადებთ იმედია..
დიდი სურვილი მაქვს მოსვლის



ნახევარზე მეტი ცეკვა და ფერხული იქნება, ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Nov 23 2007, 02:27 AM

falestra

მკითხე რაც დაგაინტერესებს smile.gif


ისე კიდე დავდებ ფოტოებს ამ ანსამლის შესრულებით

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Nov 23 2007, 02:36 PM

yipiani gio
ყველას თავისი საზომი აქვს მეტ-ნაკლებობის შესახებsmile.gif


tsintsa


დიდი მადლობა, მაგალითად საათი, რა დროს იწყება? თუ მთელი დღის განმავლობაში იქნება?


N. R.

ციტატა
ნახევარზე მეტი ცეკვა და ფერხული იქნება, ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა


განსაკუთრებით სვანური ფესვების მქონე მოცეკვავეებისთვის biggrin.gif laugh.gif
ნინ, შენ ხომ მოხვალ?
2kiss.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 23 2007, 04:41 PM

ციტატა(falestra @ Nov 23 2007, 02:36 PM) *

N. R.
განსაკუთრებით სვანური ფესვების მქონე მოცეკვავეებისთვის biggrin.gif laugh.gif
ნინ, შენ ხომ მოხვალ?
2kiss.gif



კიიიი, აუცილებლად 2kiss.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Nov 23 2007, 10:57 PM

უნივერსიტეტის დარბაზში დაეტევა ამდენი ხალხი? blink.gif
და ბილეთები იყიდება თუ ვინც პირველი შევა ის ჯდება სკამზე?

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Nov 24 2007, 12:23 AM

falestra
komisia

გამოფენა 12-საათიდან დაიწყება და კონცერტი ჯერ არ ვიცით მალე გადაწყდება.

ბილეთები გაიყიდება თუ უფასო იქნება ეგეც გასარკვევია

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Nov 24 2007, 12:17 PM

tsintsa
მადლობა დიდიsmile.gif
მაშ, ველით მორიგ ახალ ცნობებს

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 24 2007, 01:36 PM

ციტატა(N. R. @ Nov 23 2007, 01:57 AM) *

ნახევარზე მეტი ცეკვა და ფერხული იქნება, ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა 2kiss.gif

ციტატა(falestra @ Nov 23 2007, 02:36 PM) *

N. R.
განსაკუთრებით სვანური ფესვების მქონე მოცეკვავეებისთვის biggrin.gif laugh.gif
ნინ, შენ ხომ მოხვალ?
2kiss.gif
ვაა, თქვენც იცნობთ ერთმანეთს? რა პატარაა ქვეყანა!
ციტატა(komisia @ Nov 23 2007, 10:57 PM) *

უნივერსიტეტის დარბაზში დაეტევა ამდენი ხალხი? blink.gif
და ბილეთები იყიდება თუ ვინც პირველი შევა ის ჯდება სკამზე?

სხვისი არ ვიცი, მე გარეთ დარჩენას არ ვაპირებ.
ძალიან ვოლუნტარისტულად კი ჟღერს... smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Nov 25 2007, 12:08 AM

M.M.
ამ კონცერტს ნამდვილად არ გამოვტოვებsmile.gif

პოსტის ავტორი: Irina7 თარიღი: Nov 25 2007, 12:33 AM

მაგრა გამიხარდაააა.მადლობა ინფორმირებისთვისსსს. smile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 25 2007, 01:06 PM

მაგარი საღამო იქნება wink.gif მიყვარს სვანები smile.gif უეჭველი მოვალ wink.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 25 2007, 01:17 PM

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის ! smile.gif

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Nov 25 2007, 03:00 PM

ციტატა
მიყვარს სვანები

ჩვენც გვიყვარხარ laugh.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 25 2007, 06:19 PM

falestra

ციტატა
ჩვენც გვიყვარხარ

შენ სვანი ხარ? smile.gif სვანები მაგარი ხალხიაა ძაან რაა wink.gif დიდ პატივს გცემთ smile.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 25 2007, 07:19 PM

ციტატა(yipiani gio @ Nov 25 2007, 12:08 AM) *

M.M.
ამ კონცერტს ნამდვილად არ გამოვტოვებsmile.gif
ჰოდა კიდეც გაგიცნობ.
ციტატა(falestra @ Nov 25 2007, 02:08 AM) *

საიდან სადაო?biggrin.gif
ნინო ჩემი მეზობელია, მეც ახლახანს გავიგე.
ციტატა(Didgoreli @ Nov 25 2007, 06:19 PM) *

falestra
შენ სვანი ხარ? smile.gif სვანები მაგარი ხალხიაა ძაან რაა wink.gif დიდ პატივს გცემთ smile.gif
ჩემნაირი სვანია ეგეც. ბარში ჩამოსახლებული სვანების შთამომავლები ვართ, თუმცა სვანური ფესვებით მაინც ვამაყობთ.

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Nov 25 2007, 07:36 PM

ძალიან კარგი ინფორმაციაა. თუ მოვახერხე, მოვალ აუცილებლად.

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Nov 25 2007, 08:26 PM

ციტატა
ნინო ჩემი მეზობელია, მეც ახლახანს გავიგე.

biggrin.gif laugh.gif მთელი სანაცნობო აქ გყოლია მოკლედ
მე ჩემი კლასელი აღმოვაჩინე აქ პლიუს

Didgoreli
ციტატა
სვანები მაგარი ხალხიაა ძაან რაა დიდ პატივს გცემთ

cool.gif wub.gif 2kiss.gif გაიხარე, მიშგუ ლადაღ სი

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 25 2007, 08:29 PM

falestra

ციტატა
გაიხარე, მიშგუ ლადაღ სი

2kiss.gif wub.gif აუ ეგ ტექსტი იქნებ თარგმნო happy.gif

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Nov 25 2007, 09:28 PM

Didgoreli
სიტყვა სიტყვით თუ ვთარგმნით ასე გამოდის: "ჩემი დღე შენ!"
დაახლობით "შენ გენაცვალეს" შეიძლება შევადაროთ piqri.gif
ხოჩა ნიკა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 26 2007, 12:32 AM

falestra

ციტატა
სიტყვა სიტყვით თუ ვთარგმნით ასე გამოდის: "ჩემი დღე შენ!"
დაახლობით "შენ გენაცვალეს" შეიძლება შევადაროთ
ხოჩა ნიკა

მადლობა ინფორმაციისთვის 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Jnosy თარიღი: Nov 26 2007, 02:17 PM

tsintsa
დაგლოცოს ღმერთმა
ქართული საქმისთვის

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Nov 26 2007, 11:07 PM

misdevs mela loms
აბა რა შემოევლოს სვანეტს მართლა ჩემი ტავი და კიდე ცინცას,იმიტო რო ეს კონცერტი მისი ინიციატივით ტარდება.

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Nov 27 2007, 01:23 AM


სვანური მობილური (ერთ-ერთ ანსამბლის წევრს ურეკავენ biggrin.gif )


http://bin.ge/file/108718/CLIP0032.asf.html

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Nov 27 2007, 01:45 AM

tsintsa

ციტატა
სვანური მობილური (ერთ-ერთ ანსამბლის წევრს ურეკავენ )

აუუ ძალიაან მაგარია biggrin.gif biggrin.gif რაა ხმაა აქვს დალოცვიილს biggrin.gif კიდე გექნება შენ ესეთები tongue.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 27 2007, 02:46 PM

რომელ საათზეა მართლა? აინტერესებთ და ვერ ვუთხარი smile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Nov 30 2007, 02:19 AM

რომელი რომელ დღეს იქნება?
კონცერტი 8-ში და გამოფენა 9-ში თუ პირიქით...

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 30 2007, 02:27 AM

ციტატა(komisia @ Nov 30 2007, 02:19 AM) *

რომელი რომელ დღეს იქნება?
კონცერტი 8-ში და გამოფენა 9-ში თუ პირიქით...



იხილეთ ცინცას ხელმოწერა biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Nov 30 2007, 03:14 AM

N. R.

ციტატა
იხილეთ ცინცას ხელმოწერა

მანდ არ წერია რომელი როდისაა tongue.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 30 2007, 04:24 AM

ციტატა(komisia @ Nov 30 2007, 03:14 AM) *

N. R.

მანდ არ წერია რომელი როდისაა tongue.gif



--------------------

8-9 დეკემბერს სვანეთის საღამო გაიმართება. 8 ოქტომბერს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორს წარმოგვიდგენს სოფ. ლატალის გუნდი, კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში. 9 ოქტომბერს ფოტო-ხელნაწერი და სხვა დოკუმენტური მასალის გამოფენა იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში .






2kiss.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Nov 30 2007, 03:40 PM

N. R.
გაიხარე!

2kiss.gif

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Dec 2 2007, 07:41 PM

N. R.

ციტატა
8 ოქტომბერს

რაღა დროს ოქტომბერია? smile.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 2 2007, 10:34 PM

მოსაწვევი სვანეთის საღამოზე

http://123.ge/
http://123.ge/


უკვე გაყიდვაში გამოვიდა და გაყიდვაშია ბილეთები.
ფასი 3-დან 7-ლარამდე


პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 3 2007, 12:13 AM

tsintsa
გაიხარე დათო იმფორმაციისთვის

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 3 2007, 12:16 AM

tsintsa

ციტატა
მოსაწვევი სვანეთის საღამოზე

ეგ რომ ამოვბეჭდო პრიალა ქაღალდზე არ შემომიშვებენ? biggrin.gif

ციტატა
უკვე გაყიდვაში გამოვიდა და გაყიდვაშია ბილეთები.
ფასი 3-დან 7-ლარამდე

სად იყიდება ბილეთები?

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 3 2007, 01:16 AM

yipiani gio
komisia

ბილეთები რამდენიმე დღე მე მექნება და ვინმეს თუ უნდა შემიძია უთხრა სად ვიქნები შევხვდე და მივცე. ხვალიდან მე მექნება 3 დღე, მერე სარეგენტო სკოლაშიც იქნება, უნივერსიტეტის კორპუსს სადღაც სალაროს პონტი აქვსო და იქაც იქნება. ბოლო დგეს იქვე გაიყიდება კარებში ალაბათ, თუ დარჩა რადგან დღეს უკვე 200 ბილეთი წავიდა, გავგიჯდი სუ სვანებმა იყიდეს მაგრამ მერე ეგენი შეიძლება არ მოვიდნენ biggrin.gif

ამ მოსაცვევებს და ბილეთებს არტყიათ შესაბამისი ბეჭედი ასე რომ სამწუხაროდ არ პატენტდება .....

http://img140.imageshack.us/my.php?image=78683413sx0.jpg

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Dec 3 2007, 01:35 AM

tsintsa
ცინცა 3-4 ბილეთი მე გადამინახე,უსიკვდილოდ ვყიდულობ, რა თქმა უნდა სვანებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Dec 3 2007, 02:39 AM

მეც მინდა

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 3 2007, 03:57 AM

მეც tongue.gif

პოსტის ავტორი: siomani თარიღი: Dec 3 2007, 04:06 PM

პატივცემულო დავით, "ინტერნეტ ფორუმ დაჯავშნა" არ შეიძლება? "ვ სმისლე" მეც მინდა ორი ბილეთი და საიდან ვიშოვო? tongue.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: Dec 3 2007, 05:14 PM

tsintsa

ციტატა
მახვშის სკამი


აჰაა დავით წაიღეოო გითხრეს? biggrin.gif



მშვენიერიაააააა smile.gif მოვდივარ smile.gif

ივას უ ხარი ყველა მუშვანს და ქართველს biggrin.gif

ციტატა(tsintsa @ Dec 2 2007, 10:34 PM) *

მოსაწვევი სვანეთის საღამოზე

http://123.ge/
http://123.ge/
უკვე გაყიდვაში გამოვიდა და გაყიდვაშია ბილეთები.
ფასი 3-დან 7-ლარამდე



მე არ მეკუთვნის მოსაწვევიიიი? biggrin.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 4 2007, 12:34 AM

აუ მეც მინდა 2 ბილეთი მარა ამხელა კაცი როგორ შევაწუხო.ჯობია სალაროში მივიდე და ვიყიდო.იმედია დამხვდება 2 ცალი.
მარა ვინ რას დაგიტოვებს ასეთ საღამოს თან აგერ უკვე 10-10 ბილეთის შეკვეთა მისცა ხალხმაsmile.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 4 2007, 12:37 AM

yipiani gio

მე ვიქნები ზეგიდან სალოტბარო-სარეგენტო სკოლაში და შეწუხების ნუ მოგერიდება. დამირეკე და სადაც ვიქნები ან იქნებ მერჩივნოს მე გამოსვლა გნახავ და მოგცემ

პოსტის ავტორი: Jnosy თარიღი: Dec 4 2007, 01:30 PM

tsintsa
იქნებ ზუსტად მითხრა ოთხშაბათს კონკრეტულად სად მივიდე და სად შევიძინო ბილეთები?!
წინასწარ მადლობთ

პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Dec 4 2007, 01:43 PM

ციტატა(tsintsa @ Dec 3 2007, 02:16 AM) *


უკვე 200 ბილეთი წავიდა, გავგიჯდი სუ სვანებმა იყიდეს



:ლ ოო O L:

მეც მინდა ბილეთი... sad.gif

მინდა! მინდა! მინდა! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 4 2007, 04:55 PM

ბილეთები გაიყიდე 8-ში სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენის დროს. მგონი ყველაზე კარგი მოსაგნები ეგ იქნება


Jnosy

სალოტბარო სარეგენტოში მოდი ოთხშაბათს 1 საათამდე და იქ ვიქნები

პოსტის ავტორი: Irina7 თარიღი: Dec 4 2007, 07:31 PM

მაინტერესებს უნივერსიტეტში თუ იყიდება ბილეთები?

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 5 2007, 01:42 AM

Irina7

უნივერსიტეტში ბილეთები გაიყიდება
1. თვითმართველობაში
2. კონცერტის დღეს შემოსასვლელში
3. სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამოფენის დროს
4. სალოტბარო სარეგენტო სკოლაში დღის II ნახევრამდე.
5. უნივერსიტეტის სალაროშიც

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 5 2007, 10:00 PM

ერთი სატის წინ ჩამოვიდა სვანეთიდან 30-კაცის ნაცვლად 40.

ხვალ იქნება ნატა ნიჯარაძესტან პირველი ჩართვა,

ბილეთები გაიყიდება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სალაროში ან 8-ში გამოფენაზე ახალგაზრდულ ცენტრში ან 9-ში უნივერსიტეტის დარბაზის შესასვლელში კონცერტის დღესვე

კონცერტზე იმღერებს დიდგორი და შავნაბადა

პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Dec 5 2007, 10:14 PM

tsintsa უკაცრავად და, რომელ საათზეა კონცერტი?

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 5 2007, 10:50 PM

Georgia-O-Keefe

კონცერტი არის 5-საათზე 9-ში უნივერსიტეტის 1-კორპუსში სააქტო დარბაზში

გამოფენა 8-ში 12-საათიდან სამებაში ახალგაზრდულ ცენტრში

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Dec 5 2007, 11:29 PM

მოკლედ მაგარი კონცერტი იქნწბა!!!
აუცილებლად ვუყურებ ხვალ დილით, მაღვიძარა დავაყენე უკვე 8 საათზე wink.gif

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Dec 6 2007, 12:14 AM

www.meshveliani.com ნახეთ მაგარი საიტია. სხვანური სიმღერის მოყვარულთათვის

პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: Dec 6 2007, 12:22 AM

ბიჯო დავით,

"ლატალობა" ეწყობა თუ სვანური საღAმო???

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 6 2007, 12:49 PM

ჩაკრულო

ლატალი სვანეთი არაა?

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Dec 6 2007, 01:10 PM

გამარჯობათ ქართული სიმღერის მაგარო ხალხო...სვანი არ ვარ,რაჭველი ვარ,მეც მინდა ორი ბილეთი,რა მეშველება..კომისია სად ხარ, დამეხმარე თორე მოგიგზავნი რევიზიას

რუსთავი ორზე გავიდა სიუჟეტი,თან სერიოზული დრო დაუთმო და მაგრად მინდა მოსვლა

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 6 2007, 01:34 PM

zviadauri

შაბათს გამოფენაზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში შგიძლია იყიდო ბილეთები 12-საათიდან ან კვირას კონცერტის დღეს დარბაზში შემოსასვლელ კარებთან.ბილეთი ღირს 3-5-7 ლარი

პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Dec 6 2007, 02:03 PM

ვახ!

მიხარია... მიხარიან..... მიხარიხართ...

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 6 2007, 06:24 PM

ესეც ჩვენი აფიშა, მაგრამ ჩემი ფოტოშოფის ცოდნისთვის უკაცრავად. თან სკანერი პატარა მაქ, A4 ფორმატისაა და აკინძვა მომიწია, მაგრამ არაუშავს smile.gif

http://img519.imageshack.us/my.php?image=0001copyij1.jpg

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Dec 6 2007, 06:36 PM

ციტატა(tsintsa @ Dec 6 2007, 01:34 PM) *

zviadauri

შაბათს გამოფენაზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში შგიძლია იყიდო ბილეთები 12-საათიდან ან კვირას კონცერტის დღეს დარბაზში შემოსასვლელ კარებთან.ბილეთი ღირს 3-5-7 ლარი



დიდი მადლობა,მე ერთი ადამიანი შემპირდა დახმარებას და თუ ვერ შეძლო შაბათს ვიყიდი სამებაში აუცილებლად..გაიხარე

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 6 2007, 07:09 PM

ასეც ეხუმრებიან ლატალის ეთნოგრაფიული გუნდის წევრები ერთმანეთს

http://www.link.ge/file/199853/CLIP0057.asf.html

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 6 2007, 07:36 PM

tsintsa

ციტატა
ასეც ეხუმრებიან ლატალის ეთნოგრაფიული გუნდის წევრები ერთმანეთს

http://www.link.ge/file/199853/CLIP0057.asf.html

ესეთ რაღაცეებს ნუ დებ ბიჯო თორე აღარ მოვა ხალხი კონცერტზე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Dec 6 2007, 07:52 PM

tsintsa
ohmy.gif ეს რა ვნახე..............ასე ხუმრობენ?

პოსტის ავტორი: amashukeli თარიღი: Dec 6 2007, 08:15 PM

ციტატა(tsintsa @ Dec 6 2007, 07:09 PM) *

ასეც ეხუმრებიან ლატალის ეთნოგრაფიული გუნდის წევრები ერთმანეთს

http://www.link.ge/file/199853/CLIP0057.asf.html

ეს რა ხუმრობაა?????sad.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Dec 7 2007, 12:52 PM

ციტატა(tsintsa @ Dec 6 2007, 07:09 PM) *

ასეც ეხუმრებიან ლატალის ეთნოგრაფიული გუნდის წევრები ერთმანეთს

http://www.link.ge/file/199853/CLIP0057.asf.html



ტიტუუ,ესაა სვანების ხუმრობა? cool.gif

ხოჩალადე-ხოჩაუჯარ..

ისადა რუსთავი 2 საინფორმაციო სულ ამ საღამოზე აკეთებს დილიდ გადაცემაში აქცენტ..ეტყობა დამსახურებაა ნიჟარაძის wink.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 8 2007, 12:26 AM

ახლა დავამტავრეთ საგამოფენო დარბაზის მოწყობა და ხვალ 12 საათიდან გელოდებით ახალგაზრდული ცენტრში smile.gif
სადაც ტავად ანსამლი ლატალი იქნება და იგალობებენ

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 8 2007, 12:50 AM

ციტატა(tsintsa @ Dec 8 2007, 12:26 AM) *

ახლა დავამტავრეთ საგამოფენო დარბაზის მოწყობა და ხვალ 12 საათიდან გელოდებით ახალგაზრდული ცენტრში smile.gif
სადაც ტავად ანსამლი ლატალი იქნება და იგალობებენ


ხოო? გვიანამდე ხომ იქნება?

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 8 2007, 01:12 AM

N. R.

ალბათ 6-მდე

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 8 2007, 12:25 PM

tsintsa
ხელმოწერაში მოძველებული ინფორმაცია გიწერია, არავინ აცდუნო

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 8 2007, 07:29 PM

ძალიან ვისიამოვნე დღეს სვანებთან შეხვედრით jump.gif


გამოფენა ბრწყინვალედ იყო გაკეთებული, მაქსიმალურად იყო დაფიქსირებული ლატალის მომღერლებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

დიდი მადლობა დათოს 2kiss.gif რომ ასეთი კარგი დღე გვაჩუქა, დიდი იმედებით ველოდები ხვალინდელ საღამოს

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Dec 8 2007, 08:56 PM

დიდგორი დღეს შევხვდით სვანებს wink.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 9 2007, 01:04 AM

misdevs mela loms

ციტატა
დიდგორი დღეს შევხვდით სვანებს

კი , მაგრა შეხვდი სვანებს biggrin.gif biggrin.gif გუნდი არ იყო მოსული რეპეტიციაზე და შენ ცალკე შეხვდი??? biggrin.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Dec 9 2007, 09:48 PM

Didgoreli
ეხლაც აღარ შევხვდი? tongue.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 9 2007, 10:02 PM

misdevs mela loms

ციტატა
ეხლაც აღარ შევხვდი?

ეხლა მეც კი შევხვდი tongue.gif მაგარი საღამო იყოოოო !!! დიდი მადლობა შავნაბადას და კერძოდ დავით ცინცაძეს იმისათვის რომ საშუალება მოგვცეს მოგვესმინა ისეთი შესანიშნავი ანსამბლისთვის როგორიცაა "ლატალი" !!!
ამ კონცერტის შემდეგ ვფიქრობ , რომ სვანების ანსამბლები ინარჩუნებენ ყველაზე მეტად შესრულების ძველ სტილს !!!

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Dec 9 2007, 10:15 PM

გეთანხმები ნიკუშ.
ჰე დაწერეთ ვინები იყავით? wink.gif

პოსტის ავტორი: amashukeli თარიღი: Dec 9 2007, 10:49 PM

ძაან კაი საღამო იყო.......ბრავოოოოოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 9 2007, 10:50 PM

N. R.
სურათები არ გადაიღეთ?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 10 2007, 12:18 AM

უძლიერესი იყო მართლაც/საღოლ სვანებს რა

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Dec 10 2007, 12:21 AM

მაგარი იყო. მართლაც საუკეთესოდ აქვთ შენარჩუნებული შესრულების ძველებური მანერა

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Dec 10 2007, 01:48 AM

ჰე ხოჩა ღერბეთ უგვარ მაშედ..

ხოჩა მუშვან ლეტ ხია

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 10 2007, 02:37 AM

ერთმა უხუცესმა სვანმა თქვა, ბევრი ჩემოსულა ჩვენთანო, ბევრი დაინტერესებულაო, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც მოიხსენია, მაგრამ თუ ვინმეს რამე გაუკეთებია მხოლოდ თავიანთი თავის გამოო. დათომ კი რაც გააკეთა ჩვენთვის გააკეთა პირველ რიგშიო.

ბევრი საღამო ჩატარებულა, ბევრიც ჩატარდება, მაგრამ სოფლიდან ჩამოსული გამომსვლელები რომ თავს ასე დაფასებულად გრძნობენ ჩემი აზრით არც თუ ხშირია. სვანები კი სწორედ ასე იყვნენ, რაც ალბათ დათოსთვისაც ყველაზე მნიშვნელოვენი შენაძენია.


ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას, ეს საღამო კიევ ერთი მაგალითი იყო იმისა, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომელთაც წრფელი გულით და თავიანთი ძირების სიყვარულით კარგი საქმე შეუძლიათ აკეთონ smile.gif

პოსტის ავტორი: Irina7 თარიღი: Dec 10 2007, 11:44 AM

მეც ვიყავი სვანეთის საგამოზე.ძალიან მომეწონა.
მე თვითონ წარმოშობით ლატალიდან ვარ.
მინდა აგვნიშნო რომ მართლაც კარგი საქმე გაკეთდა.
ასეთი ყურადგებით არ არიან განებივრებული სვანები.
უგრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კონცერტის ორგანიზატორებს.
ზალიან მომეწონა შავნაბადას და დიდგორის გამოსვლა.

პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Dec 10 2007, 02:06 PM

ძალიან დიდი მადლობა: საღამოსთვის, ემოციებისთვის, სვანების გახარებული სახეებისთვის...

ემოციებით სავსე ვარ...... smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: OPERATOR თარიღი: Dec 10 2007, 06:03 PM





IPB-ს სურათი

ანსამბლი " ლატალი" სამების ახალგაზრდულ ცენტრში

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Dec 10 2007, 07:11 PM

მადლობა დათოს wink.gif

პოსტის ავტორი: OPERATOR თარიღი: Dec 10 2007, 07:20 PM

IPB-ს სურათი

"შავნაბადა"

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Georgia-O-Keefe თარიღი: Dec 10 2007, 07:42 PM

http://bin.ge/file/115034/Picture-215.asf.htm

ესეც "ძველი ლატალი" smile.gif

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Dec 11 2007, 01:51 AM

მე ძალიან ვისიამოვნე ამ საღამოთი! ძალიან ლამაზი კონცერტი იყო!!!

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 11 2007, 12:45 PM

ციტატა(misdevs mela loms @ Dec 9 2007, 10:15 PM) *

გეთანხმები ნიკუშ.
ჰე დაწერეთ ვინები იყავით? wink.gif
მე
ციტატა(falestra @ Dec 10 2007, 01:48 AM) *

ჰე ხოჩა ღერბეთ უგვარ მაშედ..

ხოჩა მუშვან ლეტ ხია
მე დაგინახე, ვიღაცეებთან ერთად იყავი. ვიფიქრე, იქნებ სპეციალურად არ მიმჩნევს, სიტუაცია არ აქვს მეთქი და აღარ მოგეჭერი, მართლა სვანურად აღარ მოვიქეცი smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 11 2007, 01:12 PM

ის რა ვიდეო იყო კაცო? sad.gif ცოცხალია ის კაცი? რაარი მანდ სახუმარო?

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Dec 11 2007, 02:42 PM

ძალიან მაგარი კონცერტი იყო. ძალიან ვისიამოვნე. რა ხშირად ჩვენ ვართ განებივრებული ასეთი საღამოებით. და ეს უფრო ძვირფასს ხდიდა ამ კონცერტს. მართლაც რომ ის აუთენტურობა ვიხილეთ, რისი მოთხოვნილებაც ამ ბოლო დროს ყველაზე მეტადაა. ძალიან მაგარი იყო. ბრავო სვენაბს. ბრავო ლატალს. მადლობა დათოს smile.gif

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Dec 11 2007, 03:29 PM

ციტატა(M.M. @ Dec 11 2007, 12:45 PM) *

მე
მე დაგინახე, ვიღაცეებთან ერთად იყავი. ვიფიქრე, იქნებ სპეციალურად არ მიმჩნევს, სიტუაცია არ აქვს მეთქი და აღარ მოგეჭერი, მართლა სვანურად აღარ მოვიქეცი smile.gif

ohmy.gif მე და შენში რომელია ახლა სვანი??????


ო მიშგვი ღერბეთ!


sad.gif



პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Dec 11 2007, 08:36 PM

ძალიან მაგარი საღამო იყო..მაგრად ვისიამოვნე სვანური სიმღერები და მათი კულტურა ახლოდან რომ გავიცანი,თუმცა ეს ძალიან ცოტა მაინც ამისათვის..ცინცადძეს ნამდვილად ეკუთცნის დიდი მადლობა,დარბაზში "დეიდაშვილი" ტაშის კვრით გადავიწვი wink.gif

მოკლედ ძალიან მაგარი საღამო იყო

თუმცა მიქაელ ვერ გნახე.....

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 12 2007, 12:05 AM

zviadauri

ვერ გავიგე "დეიდაშვილის" სიმბოლო

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 12 2007, 11:48 AM

ციტატა(falestra @ Dec 11 2007, 03:29 PM) *

ohmy.gif მე და შენში რომელია ახლა სვანი??????
ო მიშგვი ღერბეთ!
sad.gif
ცოტ-ცოტა ორივე smile.gif
თან თარგმანიც მოაყოლე ხოლმე რა

ციტატა(zviadauri @ Dec 11 2007, 08:36 PM) *

თუმცა მიქაელ ვერ გნახე.....
აბა...
უკანა რიგში ვიჯექი, ბოლოდან მეორეში. ჩემ გვერდით ბიჭი "ბრავოს" ყვიროდა ხმამაღლა

ციტატა(tsintsa @ Dec 12 2007, 12:05 AM) *

zviadauri

ვერ გავიგე "დეიდაშვილის" სიმბოლო
ვერც მე

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 12 2007, 06:54 PM

"დიდგორის" სურათებიც დადეთ რაა თუ გადაიღო ვინმემ tongue.gif

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Dec 12 2007, 08:16 PM

M.M.
sad.gif მაწყენინე მიხეილ..

პოსტის ავტორი: didgoris fani თარიღი: Dec 13 2007, 01:45 AM

ყოჩაღ სვანები, მართალია ბოლოსკენ მივუსწარი მაგრამ რაც ვნახე ძალიან მომეწონა smile.gif სვანეთში მომინდა, ისე ბატონი ანზორის არ იყოს კი უნდა იყოს ყველა ქართველი სვანეთში ნამყოფი smile.gif აბა სვანებო ამ ზაფხულს გესტუმრებით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 13 2007, 06:53 PM

ციტატა(tsintsa @ Dec 12 2007, 12:05 AM) *

zviadauri

ვერ გავიგე "დეიდაშვილის" სიმბოლო


ციტატა(M.M. @ Dec 12 2007, 11:48 AM) *

ვერც მე

მერე გავაანალიზე და მივხვდი


ციტატა(falestra @ Dec 12 2007, 08:16 PM) *

M.M.
sad.gif მაწყენინე მიხეილ..

მაპატიე, მეტს აღარ ვიზავ

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Dec 13 2007, 07:09 PM

ციტატა(tsintsa @ Dec 12 2007, 12:05 AM) *

zviadauri

ვერ გავიგე "დეიდაშვილის" სიმბოლო



ეგ ცოტა დიდი ისტორიაა....მაგას მიხვდები,როცა ახლოს გნახავ ჯიგო..არაფერია ისეთი...მოკლედ უკვე მოგწერე პმ-ში..არადა რო გამიგოს რო მოგწერე,ჩემი დეიდაშვილი გამბურძგნის wink.gif

პოსტის ავტორი: liko თარიღი: Dec 13 2007, 07:57 PM

სვენების საღამო მართლა ძალიან კარგი იყო,უბრალოდ იმ შაღამოს თოვდა და მე და ჩემი მეგობრები ისე გავერთეთ გუნდაობით რომ საღამოზე დაგვაგვიანდა cocxali.gif cocxali.gif cocxali.gif friends.gif :

მეგობრები:

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Dec 14 2007, 12:25 AM

M.M.

ციტატა
მაპატიე, მეტს აღარ ვიზავ

ამ ერთხელ გაპატიებ smile.gif

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 15 2007, 01:01 AM

სვანები ძაან მაგრები იყვნენ თავისი მრავალფეროვანი ფერხულით. გმერთმა გაუმარჯოთ!!!!!!!

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 15 2007, 01:04 AM

mii

ციტატა
სვანები ძაან მაგრები იყვნენ თავისი მრავალფეროვანი ფერხულით. გმერთმა გაუმარჯოთ!!!!!!!

შენ კი მარა პაესდკაში არ იყავი მაგ დროოს blink.gif

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Dec 15 2007, 01:17 AM

ციტატა
უბრალოდ იმ შაღამოს თოვდა

ვისთვის როგორ ლიკკკკკკ biggrin.gif მართლაც კარგი იყო რასაც მე ვუსმინე...smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 15 2007, 02:37 AM

ნუ აჩეთავიკდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 17 2007, 12:11 PM

:ტაქტიანი ჩახველება: არ მოგეჩვენათ, რომ დიდგორის და შავნაბადას გამოსვლები ფორმატში ვერ ჯდებოდა?
ჰარირა ვითომ იმიტომ შესრულდა, ერთ ლოტბარს უყვარდაო. იქნება კლასიკაც უყვარდა, ხომ არ იმღერებდნენ? სტუმრებს რომ ემღერათ ეგენი, გასაგებია, მათი კონცერტი იყო. ან კიდევ მასპინძლებს რომ სვანურებიეღერათ. სვანების კონცერტზე თბილისური ანსამბლი სხვა კუთხის სიმღერას... რა ვიცი...

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Dec 17 2007, 03:06 PM

ჩვენ რომ სვანურები გვემღერა მაგარი უნამუსობა იქნებოდა

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 17 2007, 06:49 PM

M.M.

ციტატა
სტუმრებს რომ ემღერათ ეგენი, გასაგებია, მათი კონცერტი იყო. ან კიდევ მასპინძლებს რომ სვანურებიეღერათ. სვანების კონცერტზე თბილისური ანსამბლი სხვა კუთხის

აიი ზუსტად ეგ არის რომ სვანებს სხვა კუთხე არ უნდა ემღერათ და თბილისურ ანსამბლებს კიდე სვანური !!! ეს იმიტომ , რომ სვანები ისე ვერ შეასრულებენ სხვა კუთხის სიმღერას როგორც სვანურს , ეს გამორიცხულია და ამიტომ გაფუჭდებოდა კონცერტი ! ჩვენ რომ გვემღერა სვანური კიდეე საერთოდ საშინელება გახდებოდა ეს საღამო !!! თბილისური ანსამბლების გამოსვლა ჩემი აზრით , კონცერტის გამრავალფეროვნებისთვის იყო wink.gif

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 18 2007, 01:49 AM

M.M.

ჩემი აზრით შავნაბადას და დიდგორის გამოსვლაც პატივისცემა იყო იმ ხალხის მიმართ და ჩვენთვის პატივი იყო მათთან ერთად მღერა.
ვიღებთ შენიშვნას მაგრამ მგონი უფრო გამრავალფეროვნდა მართლაც კონცერტი

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 18 2007, 01:09 PM

ციტატა(Didgoreli @ Dec 17 2007, 06:49 PM) *

M.M.

აიი ზუსტად ეგ არის რომ სვანებს სხვა კუთხე არ უნდა ემღერათ და თბილისურ ანსამბლებს კიდე სვანური !!! ეს იმიტომ , რომ სვანები ისე ვერ შეასრულებენ სხვა კუთხის სიმღერას როგორც სვანურს , ეს გამორიცხულია და ამიტომ გაფუჭდებოდა კონცერტი ! ჩვენ რომ გვემღერა სვანური კიდეე საერთოდ საშინელება გახდებოდა ეს საღამო !!! თბილისური ანსამბლების გამოსვლა ჩემი აზრით , კონცერტის გამრავალფეროვნებისთვის იყო wink.gif
ეგ ისე ვთქვი, ვარიანტების სახით. რახან სვანეთის საღამო იყო, შეიძლება მასპინძლებსაც სვანურად ემღერათმეთქი. არა მგონია ერთი-ორი სიმღერის ნორმალურ დონეზე მომზადება თქვენთვის დიდი პრობლემა ყოფილიყო (არ ვამბობ, რომ იმათსავით სვანურად გამოგივიდოდათ). თუ არა და მარტო ლატალიც კარგად გამოვიდოდა.

ციტატა(tsintsa @ Dec 18 2007, 01:49 AM) *

M.M.

ჩემი აზრით შავნაბადას და დიდგორის გამოსვლაც პატივისცემა იყო იმ ხალხის მიმართ და ჩვენთვის პატივი იყო მათთან ერთად მღერა.
ვიღებთ შენიშვნას მაგრამ მგონი უფრო გამრავალფეროვნდა მართლაც კონცერტი

მესმის, მასპინძლობა და რამე (შავნაბადას შემთხვევაში). პატივიც იყო, რა თქმა უნდა და გაამრავალფეროვნა კიდეც, მაგრამ ეს გამრავალფეროვნება აუცილებელი არ იყო, რაღაც ამოვარდნილი იყო საერთო კონტექსტიდან ეს სიმღერები. მაგარი კონცერტი იყო, კიდევ ერთხელ მადლობა.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 18 2007, 06:14 PM

M.M.
ბოდიში მიშა რომ ისეთი კონცერტი არ იყო როგორიც შენ გინდოდა , გვაპატიეე რომ გამოვედით ამ კონცერტზეე !!!

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 18 2007, 06:29 PM

რა გინდათ კაცო, ძაან მაგარი კონცერტი იყო.
მსურველები შემიძლია ფოტო და ვიდეო მასალით მოვამარაგო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 18 2007, 06:34 PM

komisia

ციტატა
მსურველები შემიძლია ფოტო და ვიდეო მასალით მოვამარაგო

აგერ ვარ მსურველი biggrin.gif აბაა მიდი მიდი მოგვამარაგე biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 18 2007, 06:57 PM

ციტატა(Didgoreli @ Dec 18 2007, 06:14 PM) *

M.M.
ბოდიში მიშა რომ ისეთი კონცერტი არ იყო როგორიც შენ გინდოდა , გვაპატიეე რომ გამოვედით ამ კონცერტზეე !!!

ეხლა ეგეთები არ იყოს! ჩემი პოსტის ბოლო სიტყვები არ ნახე?

პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Dec 18 2007, 07:02 PM

komisia

მიდი რა მოგვამარაგე

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 18 2007, 07:11 PM

tsintsa
Didgoreli
აეხლა ვტვირთავ...

ცოტა არ იყოს კი არადა დიდი ზომის ვიდეოებია და ასე ერთბაშად ვერ ავტვირთავ.

ნიმუშად ამ ერთცალს დავდებ და თუ ხარისხი მოგეწონათ, მომეცით ფლეში ან ჩემ ფლეშზე ჩაგიწერთ და ისე მოგცემთ.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 18 2007, 08:38 PM

ორჯერ ავტვირთე ვიდეო bin.ge-ზე (სხვაგან ვერ ავტვირთავდი, იმიტომ რომ 200 MB-ის ატვირთვა მარტო მანდ შეიძლება) და 100%-მდე რომ მიდიოდა მერე ლინკს აღარ მიგდებდა.

ასე რომ დავეძალოთ ფლეშკებს.

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Dec 18 2007, 08:39 PM

Didgoreli

ციტატა
ბოდიში მიშა რომ ისეთი კონცერტი არ იყო როგორიც შენ გინდოდა , გვაპატიეე რომ გამოვედით ამ კონცერტზეე !!!

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)