IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, თსას
A.V.M
პოსტი Jul 16 2012, 12:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია
სასულიერო განათლება საქართველოში IV საუკუნიდან მკვიდრდება. ეკლესია-მონასტრები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებსაც წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში განსაკუთრებით განთქმული იყო ტაო-კლარჯეთის, გელათის, იყალთოს, გრემისა და შიომღვიმის საგანმანათლებლო კერები. ძნელბედობისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, XIX საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლები.
1817 წელს თბილისში გაიხსნა რუსული სასულიერო სემინარია, რომელმაც იარსება 1917 წლამდე.



საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქების კირიონ II-ისა და ლეონიდეს დროს, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა სასულიერო სემინარიის დაარსებისათვის, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა, სასულიერო სასწავლებლის გახსნაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.

მხოლოდ 1963 წლის 14 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც 1965 წელს სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი 1972 წლამდე იყო ჯერ შემოქმედელი ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). პირველ კურსზე ჩაირიცხა 4 მსმენელი, შემდეგ სტუდენტთა რაოდენობა თითო კურსზე გახდა 10 (სულ იყო სამი კურსი).

1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი იყო კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი), 1972–1977 წლებში – წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), 1978–1979 წლებში – დეკანოზი (ამჟამად მიტროპოლიტი) გიორგი (შალამბერიძე), 1979–1980 წლებში – მთავარეპისკოპოსი თადეოზი, 1980–1983 წლებში – მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), 1984–1988 წლებში – წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი).

1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. აკადემიაში ჩაირიცხა 14 სტუდენტი. მცხეთიდან მას შეუერთდა სასულიერო სემინარია 30 სტუდენტით. აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი - ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). 1989-1993 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი -ამჟამად მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 1993-2003 წლებში – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004- 2005 წლებში – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005-2009 წლებში რექტორი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო 2009 წლის 23 ოქტომბერს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

1993 წლიდან სასულიერო აკადემიასთან გაიხსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტებით.
2005 წელს გაიხსნა ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წელს – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი.
ამჟამად საღვთისმეტყველო ინსტიტუტს გააჩნია შემდეგი ფაკულტეტები:ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის; ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ; ხატწერის,რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.

საღვთისმეტყველო ფაკულტეტი-დეკანი- გრიგოლ ხაჭაპურიძე
სასულიერო სემინარია- დეკანი- დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე
სასულიერო სემინარია- პრორექტორი- დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე
სასულიერო აკადემია- დეკანი- მღვდელი ირაკლი ახალაძე





საკონტაქტო ინფორმაცია:სიონის ქ. N13/40
თბილისი, 0105, საქართველო
info@tsas.ge
www.tsas.ge
+995 32 2 98 91 16


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
G_saxva
პოსტი Nov 28 2013, 09:15 AM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ჩანს რას ერჩი?A.V.M


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია   Jul 16 2012, 12:33 PM
toka@   სასულიერო სემინარ...   Jul 16 2012, 12:42 PM
A.V.M   1-პატრისტიკისა და დ...   Aug 3 2012, 09:57 PM
A.V.M   4-ეკლესიის ისტორიი...   Aug 4 2012, 06:57 PM
A.V.M   7-ქრისტიანული ხელო...   Aug 5 2012, 08:51 PM
A.V.M   თსას-ის შენობა http://s013...   Aug 6 2012, 01:13 PM
A.V.M   თბილისის სასულიერ...   Aug 6 2012, 01:23 PM
A.V.M   თბილისის სასულიერ...   Aug 6 2012, 01:34 PM
A.V.M   სამეცნიერო საბჭო ...   Aug 23 2012, 01:43 PM
ხრიდოლიონი   აქ ხომ არ ჩავაბარო...   Sep 12 2012, 10:20 PM
A.V.M   გადასახდელი მართლ...   Sep 13 2012, 12:06 AM
lingvo   აკადემიაში თუ არის...   Sep 13 2012, 09:41 AM
A.V.M   lingvo არ ვიცი ლინგვო.ხ...   Sep 13 2012, 11:16 AM
lingvo   A.V.M მადლობა გურამ. თ...   Sep 13 2012, 12:58 PM
A.V.M   რამდენიმე საათი და...   Sep 13 2012, 11:27 PM
qarizma   აბა წარმატებები დ...   Sep 14 2012, 02:13 AM
A.V.M   დაიწყო სწავლა სემი...   Sep 17 2012, 11:14 PM
A.V.M   თბილისის სასულიერ...   Sep 21 2012, 09:49 PM
A.V.M   პატიმრებს27 სექტემ...   Sep 25 2012, 11:28 PM
A.V.M   ახლა ვიწყებ ფორუმზ...   Nov 24 2012, 08:15 PM
qetevano   ახლა ვიწყებ ფორუმ...   Nov 24 2012, 09:33 PM
A.V.M   არც არაფერი... უბრა...   Nov 25 2012, 01:52 AM
A.V.M   მცირე ხნის წინ უწმ...   Dec 16 2012, 02:47 AM
A.V.M   კიდევ ერთი ძალიან ...   Jan 14 2013, 05:40 PM
A.V.M   ახლახან გამოვიდა თ...   Feb 3 2013, 02:36 PM
A.V.M   ყველასათვის კარგა...   Mar 14 2013, 02:49 AM
qetevano   რაღაც ფოტოები გადა...   Mar 17 2013, 06:18 PM
A.V.M   qetevano არ ვიცი არაფერი...   Mar 17 2013, 06:52 PM
A.V.M   ტელეარხ-ერთსულოვნ...   Mar 25 2013, 01:59 AM
A.V.M   სემინარია-აკადემი...   Mar 27 2013, 12:44 AM
A.V.M   შემდეგი ლექტორი , რ...   Apr 26 2013, 01:35 AM
A.V.M   წინა კვირაში , თბილ...   May 26 2013, 08:34 PM
აკაკი   A.V.M დავამატებ. "ერ...   May 26 2013, 09:38 PM
A.V.M   თბისისის სასულიერ...   Jun 22 2013, 12:47 PM
G_saxva   A.V.M მშვენიერი სუფრა ...   Sep 8 2013, 10:39 PM
A.V.M   16 სექტემბერს , თბილ...   Sep 17 2013, 02:45 AM
G_saxva   A.V.M წარმატებულ წელს ...   Sep 17 2013, 09:30 AM
A.V.M   G_saxva ლელუაშვილზე რა...   Sep 18 2013, 12:40 AM
G_saxva   ამ სურათს გურამ კო...   Nov 27 2013, 09:17 AM
A.V.M   რატომ არ ჩანს სურა...   Nov 28 2013, 12:32 AM
qetevano   A.V.M შენგან არ ცანს ჩ...   Nov 28 2013, 12:40 AM
G_saxva   ჩანს რას ერჩი?A.V.M   Nov 28 2013, 09:15 AM
A.V.M   არაფერია . გუშინ სუ...   Nov 29 2013, 01:20 AM
MIRDAT   A.V.M :D როგორც ჩანს ჩვე...   Nov 29 2013, 03:02 AM
A.V.M   ვაგრძელებ თსას-ის ...   Dec 21 2013, 03:35 PM
A.V.M   ქართული მართლმადი...   Jan 11 2014, 10:23 PM
A.V.M   უდიდესი სიხარულით ...   May 21 2014, 03:36 AM
afxazi   A.V.M ნუ მარცხვენ ბიჭ...   Jun 18 2014, 11:45 AM
A.V.M   afxazi აქ მაინც დამასვ...   Jun 18 2014, 03:59 PM
afxazi   A.V.M ფილოლოგია რა შუ...   Jun 18 2014, 05:13 PM
A.V.M   afxazi ხომ გითხარი , ძმე...   Jun 19 2014, 12:02 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი