ქართულ კანონიკური გალობა ინგლისურად!!, აუცილებლად ყველამ ნახეთ!!! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართულ კანონიკური გალობა ინგლისურად!!, აუცილებლად ყველამ ნახეთ!!! |
კანონისტი |
Nov 25 2006, 03:08 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
შეიძლება ზოგიერთმა იცით, მაგრამ მე პირადად უზომოდ გავიხარე, როცა ანტიოქიის საპატრიარქოს ჩრდ. ამერიკის ეპარქიის საიტზე ვნახე ქართული კანონიკური სამხმიანი გალობის ნოტები, კერძოდ "რომელნი ქერუბიმთა..."
http://www.theologian.org/pdf/Georgian-Cherubic.pdf თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გალობის ტექსტი მოცემულია ინგლისურად, ანუ განკუთვნილია არაქართულენოვანი ღვთისმსახურებისათვის!!! მათი ტიპიკონის მიხედვით იგი იგალობება სამეუფეო წირვებზე: http://www.theologian.org/choir.html - Cherubic hymn in 3-part Georgian Chant საინტერესოა, როგორ ჟღერს საიტზე მოცემულია მხოლოდ მელოდია MID ფორმატში: http://www.theologian.org/midi/Georgian-Cherubic.MID სიხარულის ცრემლით მქონდა სავსე თვალები როცა გავიგე, რომ ტკბილხმოვან ქართულ გალობას უკვე უცხოელებიც სწავლობენ და გალობენ წირვისას... ვფიქრობ, შთამბეჭდავი მოვლენაა... დიდება და მადლობა უფალს!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ვეშაპო |
Nov 25 2006, 07:24 PM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
კანონისტი
ციტატა სიხარულის ცრემლით მქონდა სავსე თვალები როცა გავიგე, რომ ტკბილხმოვან ქართულ გალობას უკვე უცხოელებიც სწავლობენ და გალობენ წირვისას... აქ შემთხვევა გვაქვს ისევ ისეთ პრობლემასთან, როგორიც არის "ბიზანტიური" გალობა ქართულ ენაზე. თუმცა, აქ არის ერთი დიდი განსხვავება. საქართველოში ე.წ. "ბიზანტიურ" გალობის ქართულ ენაზე დამკვიდრების მცდელობას, წინ აღუდგა თვითონ ქართული ტრადიციული გალობის უზღვავი მასალა. ინგლისური გალობა, მართალი გითხრათ არ ვიცი როგორი იქნებოდა, თუმცა, მე ვფიქრობ რომ, ვინაიდან ინგლისის ეკლესია იმთავითვე ემორჩილებოდა რომის ეკლესიას, ალბათ ენაც ლათინური იქნებოდა და გალობაც გრიგორისეული ქორალი ექნებოდათ, რომელიც სხვათაშორის იოანე დამასკელის დაბამდე თითქმის 100 წლით ადრეულია და დაკანონებულია რომის წმიდა პაპის, გრიგორი I-ს მიერ. გრიგორი I არის წმიდანი ყველა ეკლესიაში (მართლმადიდებლურშიც, კათოლიკურშიც და სხვაშიც) და ამას ვწერ Anuska-ს გასაგონად. ასე იქნებოდა ეკლესიის გაყოფის შემდეგაც. აი, მაგათი კათოლიკური ეკლესიიდან გასვლის შემდეგ რა ხდებოდა ნაღდად არ ვიცი. კარგი იქნება თუ მიუთითებენ ინგლისელები, რომ ქართული გალობის მელოდიაზე ასრულებენ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
დათიკო |
Nov 27 2006, 02:13 AM
პოსტი
#3
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
შენ ხარ ვენახიც დევს მპ3 ფორმატში.
ჩემთვის ეს ისეთივე ფენომენია როგორც ქართული სიტყვებით ნამღერი ბიზანტიური გალობა. აი ბმული http://www.theologian.org/mp3/GeorgianWeddingHymn.mp3 |
ალექსანდრე |
Nov 27 2006, 02:26 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
შენ ხარ ვენახიც დევს მპ3 ფორმატში. ჩემთვის ეს ისეთივე ფენომენია როგორც ქართული სიტყვებით ნამღერი ბიზანტიური გალობა. აი ბმული http://www.theologian.org/mp3/GeorgianWeddingHymn.mp3 რა ენაზეა ვერ გავიგე? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
დათიკო |
Nov 27 2006, 02:29 AM
პოსტი
#5
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ალექსანდრე
ციტატა რა ენაზეა ვერ გავიგე? მგონი ინგლისურადაა. კარგად არ ისმის სიტყვები. |
კანონისტი |
Nov 27 2006, 12:37 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვეშაპო
ციტატა თუმცა, აქ არის ერთი დიდი განსხვავება. მეც ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. ეს თემა "ბიზანტისტების" გასაგონად გავხსენი. ასეთი ერთადერთი და განუმეორებელი რომ იყოს ბერძნული მელოდია, მაშინ ასეთი პრეცედენტი არ იქნებოდა. ეს არის ქართული გალობის მსოფლიო აღიარების დასაწყისი. მე პირადად ასე მგონია... ციტატა ინგლისური გალობა, მართალი გითხრათ არ ვიცი როგორი იქნებოდა, თუმცა, მე ვფიქრობ რომ, ვინაიდან ინგლისის ეკლესია იმთავითვე ემორჩილებოდა რომის ეკლესიას, ალბათ ენაც ლათინური იქნებოდა და გალობაც გრიგორისეული ქორალი ექნებოდათ სხვათაშორის საინტერესო საკითხს შეეხე საქმე ისაა, რომ ინგლისურ-ამერიკული მართლმადიდებლობა თავისთავად საინტერესო ფენომენია. უნეტარეს ჰერმანეს განცხადებით, მართლმადიდებელი ამერიკელები "ისრუტავენ" ყველაფერს, რასაც ნახავენ მსოფლიო ეკლესიის პრაქტიკაში საიმისოდ, რომ შექმნან თავიანთი ტრადიცია. მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც იმის გახსენება, რომ საღვთისმსახურო ენასთან დაკავშირებით, ამერიკაში სიტუაცია ჩვენგან დიამეტრალურადაა განსხვავებული. იქ ძველინგლისურ ტექსტს იყენებს ანგლიკანური ეკლესია, ხოლო მართლმადიდებლური - ახალს. ერთადაერთი შემორჩენილი ძველი ფორმა არის "შენ" - thou, რომელიც წმინდა სამების მიმართვისას გამოიყენება (თავისი გრამატიკული ფორმებით thou art - შენ ხარ, thou havest - შენ გაქუს, Thy is the Kingdom - შენი არს სუფევა...), იმისთვის რომ პრინციპულად გამოირიცხოს მრავალღმერთიანობა (რასაც ადგილი ექნებოდა დღეს არსებული you ფორმის გამოყენებისას). შესაბამისად, ამერიკელები ცდილობენ სავსებით ახალი ტრადიცია შექმნან მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესო მათ მიერ ქართული გალობის შესწავლა ციტატა კარგი იქნება თუ მიუთითებენ ინგლისელები, რომ ქართული გალობის მელოდიაზე ასრულებენ. საუბარია არა ინგლისელებზე, არამედ ამერიკელებზე. იმას, რომ ქართულია უთითებენ Georgian chanting -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ვეშაპო |
Nov 27 2006, 05:42 PM
პოსტი
#7
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
დათიკო
ციტატა შენ ხარ ვენახიც დევს მპ3 ფორმატში. ჩემთვის ეს ისეთივე ფენომენია როგორც ქართული სიტყვებით ნამღერი ბიზანტიური გალობა. აი ბმული http://www.theologian.org/mp3/GeorgianWeddingHymn.mp3 დათიკო! მართალი გითხრა, მაინც და მაინც არ მომეწონა. რაღაც, ენა და მუსიკა ვერ მიდის ერთმანეთთან. ამ შენ ხარ ვენახის განწყობა არის აბსოლუტურად ქართული, მეტიც, აღმოსავლეთ-ქართული და ვერანაირად ვერ ესადაგება ინგლისურ ენას. ალბათ, მაგათ თავიდან უნდა შექმნან თავიანთი გალობა. რას ვგულისხმობ იცი? აი მაგალითად ამერიკელ პროტესტანტ ზანგებს აქვთ თავიანთი "საგალობლები", გექნება ნანახი ან მოსმენილი, თან ცეკვავენ კიდეც და თან მღერიან. მე ეხლა იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ეგეთი ტაშ-ფანდურა უნდა იყოს. უბრალოდ აი იმ ზანგების მუსიკა ზუსტად გამოხატავს მათ მენტალიტეტს, ხასიათს და კულტურას. ანუ, მათი "ნაგალობები" გულწრფელი გამოდის. ზანგებს ბევრი სხვა ტრადიციაც აქვთ ტაშ-ფანდურის გარეშე, მაგალითად "სპირიჩუელზები", რომლებშიც ძალიან კარგად ჩანს ამ რასისთვის დამახასიათებელი მუსიკალური კულტურა და არაფრით ჩამოუვარდება თეთრკანიანების მუსიკალურ ტრადიციებს. ასევე არსებობს ამერიკელი თეთრკანიანების ტრადიციული მუსიკაც, ეგეც გექნება მოსმენილი. ეს არის უუბრალოესი, მაგრამ ძალან ლამაზი მუსიკა. ალბათ მაინც შეიძლება ასეთი მუსიკის ფესვებიდან რაღაც გალობის მაგვარის აღმოცენება, ოღონდ ამას სჭირდება სულიერი, ნიჭიერი და რაც მთავარია თავისი ქვეყნისა და ტრადიციების თაყვანისმცემელი ადამიანი. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მარიამი |
Nov 27 2006, 06:14 PM
პოსტი
#8
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ამერიკულ გალობად ნამდვილად ვერ აღვიქვი გულში ქართულ სიტყვებს ვაყოლებდი... მშობლიურის განცდა მქონდა
... და ამის მოსმენის შემდეგ უკეთესად მივხვდი, რა უნდა ხდებოდის იმ ადამიანის გულში, რომელიც ე.წ. ბიზანტიურ გალობას აღიქვამს მშობლიურად (მეტს აღარ დავკონკრეტდები, თორემ ჩამქოლავენ ბერძნოიდები ) -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Sotiris |
Nov 27 2006, 08:55 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც იმის გახსენება, რომ საღვთისმსახურო ენასთან დაკავშირებით, ამერიკაში სიტუაცია ჩვენგან დიამეტრალურადაა განსხვავებული. იქ ძველინგლისურ ტექსტს იყენებს ანგლიკანური ეკლესია, ხოლო მართლმადიდებლური - ახალს. ბოდიში, მაგრამ არ არის მასე საქმე. თვით ამერიკის ეკლესიაშიც კი იყენებენ ე.წ. ელისაბედისეულ ინგლისურს, ემიგრანტულ ეკლესიაში კი, იმ ეკლესიებში სადაც მსახურება ინგლისურადაა, თანამედროვე ინგლისურს ვერ შეხვდებით. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
დათიკო |
Nov 30 2006, 01:10 AM
პოსტი
#10
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Sotiris
ციტატა ბოდიში, მაგრამ არ არის მასე საქმე. თვით ამერიკის ეკლესიაშიც კი იყენებენ ე.წ. ელისაბედისეულ ინგლისურს, ემიგრანტულ ეკლესიაში კი, იმ ეკლესიებში სადაც მსახურება ინგლისურადაა, თანამედროვე ინგლისურს ვერ შეხვდებით. მე რამდენადაც ვიცი ამერიკაში კინგ ჯეიმსის რედაქციის სახარებით სარგებლობენ... ის ახალ ინგლისურადაა. თუ ვცდები? |
კანონისტი |
Nov 30 2006, 11:59 AM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Sotiris
ციტატა ემიგრანტულ ეკლესიაში კი, იმ ეკლესიებში სადაც მსახურება ინგლისურადაა, თანამედროვე ინგლისურს ვერ შეხვდებით. ემიგრანტული არ ვიცი. მე ვიცი, რომ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში (Orthodox Church in America - http://www.oca.org/) უნეტარეს გერმანეს მწყემსმთავრობით, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის სამთავარეპისკოპოსო (Greek Orthodox Archdiocese of Ecumenical Patriarchate - http://www.goarch.org/), აგრეთვე სხვა საპატრიარქოების ინგლისურენოვანი სამრევლოები იყენებენ ახალ ინგლისურ ენას. დათიკო ციტატა მე რამდენადაც ვიცი ამერიკაში კინგ ჯეიმსის რედაქციის სახარებით სარგებლობენ... ის ახალ ინგლისურადაა. თუ ვცდები? მეც ეგრე ვიცი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Nov 30 2006, 12:10 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
შეიძლება უცხოც იყოს მათი მენტალობისთვის, შეიძლება ვერც ისე ჟღერდეს როგორც ქართულად მაგრამ მე მაინც გამიხარდა. . .
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Nov 30 2006, 05:40 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ემიგრანტული არ ვიცი. მე ვიცი, რომ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში (Orthodox Church in America - http://www.oca.org/) უნეტარეს გერმანეს მწყემსმთავრობით, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის სამთავარეპისკოპოსო (Greek Orthodox Archdiocese of Ecumenical Patriarchate - http://www.goarch.org/), აგრეთვე სხვა საპატრიარქოების ინგლისურენოვანი სამრევლოები იყენებენ ახალ ინგლისურ ენას. ელისაბედისეულ ინგლისურს იყენებენ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთის ეპარქიაში, სხვაგანაც იყენებენ, მაგალითად სამხრეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ თარგმნა კონდაკი ელისაბედისეულ ინგლისურად. რაც შეეხება "კინგ ჯეიმსის" ბიბლიას, ტექსტი მასში სწორედ ელისაბედისეული ინგლისურითაა, რადგან ეს ვერსია 1611 წ. არის ინგლისში დაბეჭდილი მეფე იაკობის (ჯეიმსის) დროს. მაგის მერე ბევრჯერ გადახედეს ტექსტს და თუ ენა შეცვალეს და თქვენ თუ სხვა რამეს ეძახით კინგ ჯეიმსის ვერსიას, მე არ ვიცი. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
დათიკო |
Dec 1 2006, 01:05 AM
პოსტი
#14
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
Sotiris
ციტატა რაც შეეხება "კინგ ჯეიმსის" ბიბლიას, ტექსტი მასში სწორედ ელისაბედისეული ინგლისურითაა, რადგან ეს ვერსია 1611 წ. არის ინგლისში დაბეჭდილი მეფე იაკობის (ჯეიმსის) დროს. მაგის მერე ბევრჯერ გადახედეს ტექსტს და თუ ენა შეცვალეს და თქვენ თუ სხვა რამეს ეძახით კინგ ჯეიმსის ვერსიას, მე არ ვიცი. ეგ არის ალბათ, თუმცა მე არ ვიცოდი რომ მას ელისაბედისეული ერქვა. არც თუ ისეთი განსხვავებულია თანამედროვე ინგლისურისგან. ყოველ შემთხვევაშჳ მე მომეჩვენა ასე. |
Sotiris |
Jun 22 2007, 09:57 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ჯამბაკურის ძმაკაცი ჯონ გრემი მოხსენებას კითხულობს ქართულ სიმღერაზე
კიდევ გრემი: ესეც გრემია ბერძნების გაქართველების პროცესში: მარა ბოლოში ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს და გრემი რაღაც ბერძნულ ცეკვაზე აიყოლიეს -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 07:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი