IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> თამბაქოს მავნეობა, მასალები ამ თემის ირგვლვ
marine
პოსტი Jun 13 2020, 03:18 PM
პოსტი #81


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - როგორ უნდა უყუროს ქრისტიანმა სიგარეტის წევას?

- სიგარეტის მოწევას ქრისტიან ადამიანს ბოროტი სული ჩააგონებს. თამბაქოთი მტერი ცდილობს განაგდოს ჩვენგან ღვთის მადლი, რომელიც ჩვენში, ქრისტიანებში, გროვდება წმიდა საიდუმლოთა მეშვეობით. თამბაქოს მოწევა ბოროტებაა და ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ის უნდა მოიშოროს და შეიძულოს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2020, 08:06 PM
პოსტი #82


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - როგორ გადავეჩვიო სიგარეტის მოწევას?

- წმიდა ამბროსი ოპტინელის რჩევა: "ამ ვნების წინააღმდეგ მიმართეთ სულიერ კურნებას: შვიდი წლის ასაკიდან მთელი თქვენი ცხოვრების ცოდვები დაწვრილებით აღიარეთ და ეზიარეთ წმიდა საიდუმლოებას; ყოველდღე იკითხეთ სახარების თითო თავი ან მეტი. როდესაც სევდა მოგერევათ, ისევ წაიკითხეთ, სანამ სევდა გაივლის. ისევ დადარდიანდებით, ისევ წაიკითხეთ სახარება, ან ამის ნაცვლად გააკეთეთ 33 დიდი მეტანია ჩვენი მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების მოსაგონებლად"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2020, 08:43 PM
პოსტი #83


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ხალხური საშუალება სიგარეტის წინააღმდეგ

ივლებენ პირში სასმელი სოდის წყალხსნარს (1 ს.კ. სოდას 1 ჭიქა წყალზე) რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოუნდებათ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2023, 09:33 PM
პოსტი #84


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"Каждый курильщик должен задуматься о последствиях своего выбора. Готовы ли вы сократить себе жизнь ради минутного дымного увлечения?"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2023, 07:41 PM
პოსტი #85


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამბაქოს მოწევა აჩლუნგებს სულიერ ძალებს და რელიგიურ ინტუიციას, ავიწროებს გონების მოქმედების არეალს, თითქოს შემეცნები ზედა სართულებს უკეტავს მას.

გარდა ამისა, მოწევა ასუსტებს ზნეობრივ გრძნობას: თამბაქო ცრუდა დროებით სიმშვიდეს გვრის მწეველს, რომელსაც ნაკლებად აწუხებს სინდისი. ამ დროს თითქოსდა წაშლილია დაპირისპირება მარადისობისკენ მიმართულ სულსა და ვნებებით აღვსილ სამშვინველს შორის;

ქრება წინააღმდეგობები სინდისის მოთხოვნილებებსა და ადამიანის რეალურ ცხოვრებას შორის, მოვალეობასა და ცოდვას შორის.

როცა მწეველი ანთებს სიგარეტს, იგი თავისი გონების სინათლეს აქრობს და მშვინვიერში იძირება, სადაც საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიცაა სინამდვილეში - თავისი ვნებებითა და სისუსტეებით, და არა ისეთს, როგორიც უნდა იყოს სახარების მოთხოვნის შესაბამისად.

ამ კაპიტულაციას იგი აღიქვამს როგორც სიმშვიდეს, რომელიც სიგარეტმა მოჰგვარა"

/არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2023, 07:02 PM
პოსტი #86


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოწევა [ახალმოწამე] ტროფიმემ [ოპტინელი] შემდეგნაირად მიატოვა: მოქცეული ისეთ მოშურნეობას ამჟღავნებდა, რომ საკურთხეველში დამხმარედ დაუძახეს. თამბაქოს სუნი რომ იგრძნო, მღვდელმა უთხრა: "აირჩიე, ღმერთი ან თამბაქოო". მაშინ ლოცვითა და ღვთის შემწეობით მრავალი წლის ვნება ერთიანად მოიკვეთა.

ბერი ტროფიმე სიგარეტს სატანის სტვირს უწოდებდა. რადგან ეს საცდური თავად დაძლია, შეეძლო ამაში სხვებსაც დახმარებოდა. ერთი მორჩილი მოგვითხრობდა, რომ ოპტინაში მომლოცველად ჩასული სიგარეტის მოსაწევად ტყეში დარბოდა. ბერი ტროფიმეს საფლავზე ლოცულობდა ამ ვნებისგან გასათავისუფლებლად. ისიც გამოეცხადა ძილში და მრისხანედ უთხრა: "ჩემს საფლავს ფერფლს რატომ აყრიო?" და მორჩილს ისე შეეშინდა, რომ მოწევის სურვილი ერთიანად გაუქრა.

ცნობილია სხვა შემთხვევაც. ტროფიმეს საფლავზე მისი თანამემამულე ჩავიდა და ყვებოდა, რომ წინათ ბევრს სვამდა და ეეწოდა. მკვლელობის შემდეგ ტროფიმე სიზმრად გამოეცხადა და უთხრა: "მე შენთვის ვლოცულობ, შენ კი არაყს მასხამ და ფერფლს მაყრი. სამწუხაროდ, ამ კაცის სახელი და გვარი არავის ჩაუწერია, არადა, ის საგანგებოდ ჩამოვიდა ციმბირიდან, განკურნებისთვის მადლიერება რომ გამოეხატა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2023, 02:04 PM
პოსტი #87


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამაო, ვეწევი და მომავალშიც მოვწევ". - "რა ვქნა, ამის გამო სიგარეტით მოგკლა? მაგრამ იცოდე, მოწევას ხომ განსაცდელი მოყვება და მწეველისთვის მადლის მოხვეჭა იგივეა, რაც საცერით წყლის ტარება".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 24 2023, 11:30 AM
პოსტი #88


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ავადმყოფი ბავშვის მამა მოვიდა ჩემთან, მე ის სენაკის ეკლესიაში შევიყვანე, მისი უბედურება მოვაყოლე და დახმარების სურვილით ვუთხარი: - "იმისთვის, რომ შვილი გამოგიჯანმრთელდეს, შენც უნდა გააკეთო რამე, მაგრამ რა?

მეტანიებს შენ არ ასრულებ, მარხვას არ იცავ, ფული, იმისთის, რომ მოწყალება გასცე, არ გაქვს, ამიტომ ღმერთს ასე მიამრთე: "ღმერთო ჩემო, მე არაფერი მაქვს ისეთი, რასაც შესაწირად გაკადრებდი ჩემი შვილის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ იმას მაინც შევეცდები, რომ მოწევა მივატოვო".

ამ სიტყვებმა იმოქმედა უბედურ მამაზე და მან აღმითქვა, რომ ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა. ვიდრე მას სენაკიდან გავისტუმრებდი, ურდულის გასაღებად მივბრუნდი, მან თურმე ჯიბიდან ამოიღო სანთებელა და სიგარეტი და ტაძარში, მაცხოვრის ხატთან დადო.

ეს მე არ შემინიშნავს. შემდეგ ჩემთან ერთი ყმაწვილი მოვიდა რაღაცის სათქმელად, საუბრის შემდეგ სენაკიდან გასვლასაც არ დაელოდა, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. - "ყმაწვილო, აქ მოწევა არ შეიძლება, სადმე, შორს წადი და იქ მოსწიე", ვუთხარი მე, - "შენთან ეკლესიაში მოწევა კი შეიძლება?" მომიგო პასუხად.

ეკლესიაში სიგარეტისა და სანთებელის დანახვაზე ამ ბიჭმა იფიქრა, რომ მე ვეწეოდი. არც მიფიქრია მისი გადარწმუნება, ისე წავიდა, რომ შეხედულება არ შეუცვლია. კარგი, ვთქვათ, ვეწევი კიდეც, განა ამას ტაძარში გავაკეთებდი?! ხედავ, რა არის მცდარი აზრი?!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 14 2024, 09:16 PM
პოსტი #89


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცნობილია ბევრი შემთხვევა, როცა თავგამოდებული თამბაქოს მწეველები ბერის [ღირსი პაისი ათონელი] წყალობით მოწევას თავს ანებებდნენ. სიტყვები, რომლებსაც ბერი ამ ადამიანებს ეუბნებოდა, მხოლოდ რჩევა არ იყო; მის სიტყვებს ძალა ჰქონდა. ეს სიტყვები ადამიანში თამბაქოსადმი ზიზღს იწვევდა და მოწევის სურვილი ურქრებოდათ. მაგრამ მსგავს შემთხვევებში ბერი ადამიანებს უფრო ლოცვებით ეხმარებოდა, ვიდრე სიტყვებით.

აქვე მოვიყვანთ ერთი ადამიანის მოწმობას, რომელმაც არჩია თავისი სახელი არ გაემხილა: "წმინდა მთაზე იმიტომ მივედი, რომ ბერი გავმხდარიყავი, მონასტერში სკუფია* (*წმინდა მთის მონასტრებში დამწყები მორჩილები მხოლოდ სკუფიას ატარებენ, კაბის გარეშე) არ მომცეს, რადგან მოწევას თავი ვერ დავანებე. იმ დროს დღეში ორ ყუთ სიგარეტს ვეწეოდი. ვცდილობდი, როგორც შემეძლო, ვხევდი ყუთებს, ვაგდებდი სიგარეტებს, მაგრამ... მეორე დღეს ვეძებდი სანაგვე ყუთებში და კვლავ ვეწეოდი. მრცხვენოდა ყოველივე ამის მოყოლა, მაგრამ მაინც მივედი ბერთან და ყველაფერი მოვუყევი. ბერმა მიპასუხა: "ნუ გეშინია, ადგები", - ამ სიტყვებით მან მანუგეშებლად დამკრა ხელი მხრებზე.

ჩვენი საუბარი შედგა დილის ათ საათზე. იმ დღეს საღამომდე არც კი გამხსნეებია სიგარეტი. იმ მომენტიდან, ბერის ლოცვებით, მოწევას თავი დავანებე. აღვიკვეცე ბერად. ეს ჩემთვის სასწაული იყო".

სხვა მომლოცველის მონათხრობი: "როდესაც ბერთან მივედი და მასთან ეზოში ვიჯექით, მე სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. იმ დროს დღეში სამ ყუთს ვეწეოდი, ამიტომ სრულიად მექანიკურად მოვუკიდე. ბერი მომიახლოვდა, სიგარეტი პირიდან გამომიღო და მითხრა: "აი, რა: ახლა შენ უკვე იქამდე აღარ მოწევ, ვიდრე გერმანელები არ მოიგონებენ ისეთ ხელსაწყოს, რომელიც ფილტვებს გაწმენდს". ღამის გასათევად წავედით, სადაც უცებ გავაცნობიერე, რომ უკვე სამი საათი გავიდა, რაც არ მომიწევია. მაგრამ მოწევის სურვილიც აღარ მქონდა. ბერთან იმ საუბრის შემდეგ სიგარეტი ერთხელ და სამუდამოდ გადავაგდე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2024, 02:42 PM
პოსტი #90


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხვა დროს მეწვია ადამიანი, რომელიც ძლივს სუნთქავდა ფეხით გავლილი გზის გამო. მე მივხვდი, რომ ის ბევრ ეწეოდა და ვუთხარი: - უცნაურო კაცო, რატომ ეწევი ამდენს? შენ ხომ დაავადდები? მოითქვა რა სული მან მითხრა: - ჩემი ცოლი ძალიან ავადაა, ის შეიძლება მოკვდეს. გთხოვ, ილოცე, რომ მოხდეს სასწაული. ექიმები უძლურნი არიან. - გიყვარს შენი ცოლი? - ვკითხე მას. - მიყვარს, - მიპასუხა. მაშინ რატომ არ გინდა თავად დაეხმარო? ქალმა გააკეთა რაც შეეძლო, ასევე ექიმებმაც. შენ ახლა მოხვედი და მთხოვ, რომ ის გავაკეთო, რაც შემიძლია, რომ მე ვილოცო, რათა ღმერთი დაეხმაროს.

მაგრამ თავად შენ რა გააკეთე, რათა შენს ცოლს მიეღო დახმარება? - მე რისი გაკეთება შემიძლია, ხუცესო? - გაუკვირდა მას. - თუკი შენ თავს დაანებებ მოწევას, მაშინ შენი ცოლი განიკიურნება, - ვუთხარი მას. მე ვფიაქრობდი, რომ თუკი ღმერთი დაინახავდა, რომ სულიერი აღორძინება არ დაეხმარებოდა მის ცოლს, მაშინ ეს ადამიანი მინიმუმ სიკეთეს მაინც მიიღებდა მოწევაზე უარის თქმისგან.

გავიდა ერთი თვე და ის გახარებული მოვიდა ჩემთან, რათა მადლობა გადაეხადა.

- ხუცესო, მე თავი დავანებე მოწევვას და ჩემი ცოლი გამოჯანმრთელდა, - მითხრა მან.

გავიდა ხანი და ის ისევ მოვიდა დაღონებული და მითხრა - ცოტ-ცოტა ისევ დავიწყე მოწევა და მისი ცოლი ისევ ავად გახდა.

- ახლა შენ უკვე იცი წამალი. თავი დაანებე მოწევას, - ვუპასუხე მას"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი