IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 7 8 9 10 11 >  
Reply to this topicStart new topic
afxazi
პოსტი Mar 31 2010, 07:36 PM
პოსტი #161


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



elusia
ციტატა
არაფერს ვაბრალებ თავად იესო ამბობს რომ უნდა აღსრულდეს მამის_ღმერთის ნება

ანუ შენ ამბობ, რომ იუდას წინასწარგანზრახულად, ასე ვთქვათ, ეწერა ის რაც მოხდა?

ციტატა
ხოლო ეშმაკი დამარცხებული რომ იყოს კუდსაც ვერ მოიქნევს.. ჩემის შეხედულებითა.


ეს საეკლესიო შეფასებაა და არა ჩემი ირადი აზრი. შეგიძლია იხილო ირინეოს ლიონელთან, გრიგოლ ნოსელთან, რომლებიც გარკვევით ამბობენ, რომ ეშმაკს ჯვარცმით, თავი გაეჭეჭყა, როგორც გველს, და ეხლა მხოლოდ მისი კუდი აგრძელებს განწირულ ფართხალს. ადრე თუ გვიან ისიც გაჩერდება.

და ეშმაკი თუ არაა დამარცხებული, აბა აღდგომას რა მოხდა?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Mar 31 2010, 09:35 PM
პოსტი #162


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



afxazi
აბა იოანეს გამოცხადებაც არაფერი ყოფილა. სადაც გარკვევით წერია, რომ უფალი დაამარცხებს სატანას.
ხოლო იუდას ბედის რა Vთქვა , მაგრამ იესო რომ მოწაფისაგან გაიცემოდა ეს ხომ იყო ნაწინასწარმეტყველევი.იუდას უმოქმედობა აქ არ არის უარყოფილი. ის მაშინ თავს არ ჩამოიხრჩობდა, მაგრამ იესოც რომ არ მომკვდარიყო არც მკვდრეთით აღდგენა მოხდებოდა. ჩემის ჰაზრითა.


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Apr 1 2010, 12:20 AM
პოსტი #163


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



იცი რას შეიძლება, შევადაროთ ეშმაკის ახლანდელი ყოფა? სიკვდილმისჯილ პატიმარს, რომელსაც სიკვდილისწინა თხოვნას უსრულებენ. ხოლო მისი ბედი უკვე კარგა ხანია გადაწყვეტილია დაჭერილია და ჩამოახრჩობენ. დაახლოებით ასე წარმოიდგინე ეშმაკი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 1 2010, 08:55 AM
პოსტი #164


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



agmsarebeli
ეს ალბათ იმ ადამიანების სიტყვებია რომლებმაც საკუთარ თავში დაამარცხეს სატანა, მაგრამ არსებობს ხალხი რომლებიც სატანას ეძლევიან და ასეთი ადამიანები საშიშნი არიან გარშემომყოფთათვის. ეს განსაცდელები ალბათ გაგარძელდება მანამ სანამ ადამიანი ისეთ სრულყოფილებას არ მიღწევს როგორიც უფალია.



--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Apr 6 2010, 01:19 AM
პოსტი #165


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ჩემის აზრითა კიდვაა... დღეს დღეისობით ეშმაკი მოკალათებული ზის ან ფეხი ფეხზე გადადებული სავარძელში (იმიტომ რომ ჩვენი შეცდენა აღარ ჭირდება... ისედაც იმდენი რამეა ცოდვებში გადასავარნათ მოგონილი რომ იიიიიფ სულაც არ გინდა წვალება... ისეცად ვარდები და ასედაც ) აი იუდა კიდევ იმიტომ ჩავარდა მაგ დღეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი... კიდევ სინანული არ შეეძლო..ამპარტავანი იყო... რომ გაბრაზდა ესეთი ძვირიანი ნელსაცხებელი რომ მოიტანეო (300 დრაჰკანი ღირდა მგონი smile.gif ) გაგვეყიდა და დავხმარებოდით ღარიბებსო... ფულს რომ იპარავდა ხომე... აი მაგიტომ sad.gif ფულის სიყვარული ღუპავს ადამიანს .....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 08:44 AM
პოსტი #166


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



A.v.B

ციტატა
რომ გაბრაზდა ესეთი ძვირიანი ნელსაცხებელი რომ მოიტანეო (300 დრაჰკანი ღირდა მგონი ) გაგვეყიდა და დავხმარებოდით ღარიბებსო... ფულს რომ იპარავდა ხომე... აი მაგიტომ ფულის სიყვარული ღუპავს ადამიანს .....


ვერ დაგეთანხმები. იუდას ეშმაკი ფულისმოყვარეობა არ იყო. ადრეც ბევრი ვიკამათე ამაზე. იუდა იმიტომ გაბრაზდა იმ ნელსაცხებელზე, რომ სიყვარულზე მაღლა სულიერება და წესები დააყენა. თავად სიყვარული და თავად ღმერთი იყო მის წინ, ის კი ფიქრობდა რომ თვითონ უფრო იცოდა როგორ უნდა გამოეყენებინა ფული, ვიდრე ღმერთმა. მართვის, კონტროლის, წესების მშრალი შესრულების სურვილი იყო მისი ცოდვა და არა ფულის სიყვარული. ის უკანასკნელ კაპიკსაც კი გაიღებდა გლახაკებისთვის, ოღონდ არა უანგაროდ, არამედ იმის გამო რომ სულიერებაში წინ წასულიყო. "ნეტარ არიან გლახაკნი სულითა", იუდა კი სულით ("დუხით") ძლიერი იყო, მაგრამ სიყვარული არ ქონდა საკმარისად. პირველი სიყვარულია, ანუ ღმერთი, მერე სულიერება და სწორად ქცევის წესები და მერე სხვა დანარჩენი. პრიორიტეტები აერია ერთმანეთში იუდას. არც ისეთი უტვინო იყო ფული ყვარებოდა. ძალაუფლების სიყვარული იყო იუდას ცოდვა. ფული სულაც არაა ძალაუფლება. ვინც ღრმადაა ჩახედული ეზოთერიკაში იცის რომ ფულის გარეშეც შეუძლია მართოს პროცესები და ადამიანები. რაც შეეხება 30 ვერცხლს, ეს იყო ერთგვარი ჟესტი, უხამსობის გამოხატულება, როცა ადამიანი დიდ ცოდვაში ვარდება, ცდილობს დემონსტრაციულად გამოხატოს თავისი ცოდვა (ქვეცნობიერად ან ცნობიერად).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 7 2010, 02:26 PM
პოსტი #167


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ისე საინტერერსოა როგორ აღესრულა? მე მისი აღსასრულის რამოდენიმე ვერსია გამიგია და რომელს თვლიან ყველაზე მისაღებად?


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 7 2010, 03:25 PM
პოსტი #168


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



sable
რამდენიმე ეს როგორ? მე ვიცი რომ თავი ჩამოიხრჩო და სხვა ვერსია რომელია ნეტა? smile.gif

ნაღდად იუდა ისკარიოტელზეა საუბარი თუ სხვა იუდაა?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 7 2010, 07:00 PM
პოსტი #169


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



იუდას ღალატი ეს სრულიად იმ ეუდეველთა სულის გამოძახილი იყო ვისაც ქრისტე არ მიაჩნდა ღვთის შვილად. ან თუ მიაჩნდა მაინც მისი დაღუპვა უნდოდა რადგან აქ ეშმაკი მთელი მისი ეშმაკობით მოქმედებდა. დღესაც ისრაელში საკუთარ ბუდეში დაბადებულ შვილს არ სცნობენ,მაშინ რა იქნებოდა..
იუდას არ შეშინებია ღმერთის მის შვილს რომ ღალატობდა. რატომ? ალბათ იმიტომ რომ მის ზურგს უკან თითქმის ყველა მაღალჩინოსანი და მღვდელმთავარი იდგა. და რაც მთავარია უფალს არ შეუშინებია ის .


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 7 2010, 10:55 PM
პოსტი #170


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ქევანა

კი იმ იუდაზეა საუნბარი.

მათეს სახარების მიხედვით მან თავი ჩამოიხჩო თითქოსდა სინდისმა შეაწუხაო, სიკვდილამდე კი 30 ვერცხლი უკან მიუყარა მღვდელმთავრებს რომლებმაც იმ ფულით მიწა შეიძინეს მკვდრების სასაფლაოდ, ამას მათე იმით ხსნის რომ, წინასწარმეტყველება უნდა შესრულებულიყოო.

ხოლო საქმეების მიხედვით თავად იუდამ იყიდა იმ ფულით მიწა და იქ დამკვიდრედა და იქვე აღესრულა სწორ-ნაწლავის გამრუდებით რომელიც თითქოს და სულ პირიდან არწყია და შუაზე გაგჯა მისი სხეული, ანუ სასჯელი მიეზღო მისი ღალატის გამო.

სხვა ვერსიით თოთქოს ეტლმა გაიტანა და სულ ნაწლავები დააყრევინა (ეპისკოპოსის პაპიასის II ს. მიხედვით)

ხოლო იუდას სახარებაში მინიშნებაა რომ მან სიზმარი ნახა თუ როგორ კვავენ მას ქრისტეს 11 მოწაფე მისი საცქციელის გამო.

ნეტარმა ავგუსტინემ რაღაც შუალედური ვერსია წამოაყენა თითქოს იუდამ თავი ჩამოიხჩო მაგრამ თოკი დაყწდა ის დაეცა და ნაწლავები ამოყარაო.
თუმცა თოკის გაწყვეტა მათესთან არ ჩანს.

elusia

მემგონი ებრაელებს მაშინ უფრო სწამდათ მისი ვიდრე ეხლა smile.gif

თუმცა ისიც გარკვეულ წილად გასათვალისწინებელია რომ ბევრმა ებრაელმა ვინც ქტისტიანობა მიიღო ებრაული იდენტობა დაკარგა. ამგვარად ებრაელებში უპირატესობა თალმუდის მოძღვრებას მიანიჭეს, ქრისტიანული კი უარყვეს ანუ გაიმარჯვა ძველი ადათ-წესების შეუცვლელად დაცვამ და არა რეფორმისტულმა ქრისტიანობამ.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 8 2010, 12:13 AM
პოსტი #171


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



sable
ციტატა
ხოლო საქმეების მიხედვით თავად იუდამ იყიდა იმ ფულით მიწა და იქ დამკვიდრედა და იქვე აღესრულა სწორ-ნაწლავის გამრუდებით რომელიც თითქოს და სულ პირიდან არწყია და შუაზე გაგჯა მისი სხეული, ანუ სასჯელი მიეზღო მისი ღალატის გამო.სხვა ვერსიით თოთქოს ეტლმა გაიტანა და სულ ნაწლავები დააყრევინა (ეპისკოპოსის პაპიასის II ს. მიხედვით)ხოლო იუდას სახარებაში მინიშნებაა რომ მან სიზმარი ნახა თუ როგორ კვავენ მას ქრისტეს 11 მოწაფე მისი საცქციელის გამო

სიმართლე გითხრა ეს ვერსიები პირველად გავიგე.
საქმე მოციქულთაში რაღაც არ მახსოვს რომ მიწა ეყიდა biggrin.gif რაც შეეხება ნეტარ ავგუსტინეს მეც ეგ ვერსია ვიცოდი, რომ როდესაც თავი ჩამოიხრჩო, გასივდა, თოკი გაწყდა და ნაწლავები გადმოყარა


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 8 2010, 08:47 AM
პოსტი #172


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



იმ დროისთვის ყველა მღვდელმთავარს სურდა იესოს დაღუპვა და ისინი მაინც დაღუპავდნენ მას იუდას გარეშეც. აქ საქმე იმაშია რომ იუდამ _იესოს მოწაფემაც გაიმეტა ის. თორემ იესო, რომელიც დადიოდა მოსახლეობაში და სასწაულებს ახდენდა გაცემა არ სჭირდებოდა, ის არც იმალებოდა. უფალს ხომ შეეძლო თავის გადარჩენა. პეტრეს ეუბნება ,, როგორ გგონია არ შემოძლია ანგელოზთა მთელი ლეგიონი აქ მოვიყვანო-ო'', მაგრამ უნდა აღსრულებულიყო ნება ღვთისა. ღმერთმა როგორც ჩანს გამოცდა საკუთარ შვილს ჩააბარებინა და ასე გახდა იესო სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფე. ადამიანმა რომელმაც ცოდვის ნაყოფის გასინჯვით,,მოიპოვა ''სიკვდილი, უფალმა დაანახა, რომ სიკვდილის დამარცხება შეიძლება ცოდვის მონანიებით და ქრისტეს მძიმე ჯვრის ტარებით.
იესო ქრისტემ იმდენი საწაული მოახდინა და ამის შემდეგაც მას არ დაუჯერეს რომ ღვთის შვილი იყო. მან მკვდრეთით აღდგომით დაამტკიცა რომ მართლა ღვთის შვილი იყო. თუმცა ის დღესაც არ სწამთ ადამიანებს და იუდებიც ბლომად არიან.


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 8 2010, 09:06 PM
პოსტი #173


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(ალექსანდრე @ Apr 8 2010, 01:13 AM) *

sable

სიმართლე გითხრა ეს ვერსიები პირველად გავიგე.
საქმე მოციქულთაში რაღაც არ მახსოვს რომ მიწა ეყიდა biggrin.gif რაც შეეხება ნეტარ ავგუსტინეს მეც ეგ ვერსია ვიცოდი, რომ როდესაც თავი ჩამოიხრჩო, გასივდა, თოკი გაწყდა და ნაწლავები გადმოყარა


არსად არ წერია რომ თოკი გაწყდა, ეგ ვერსია თავად ავგუსტინეს მოსაზრებას გავს და თუ საიდან იღებს წყაროს ეს გარკვეული არ არის.

რაც შეეხება საქმეებს ნახე საქმეების 1,18 იქ სწორედ იუდაზეა საუბარი, რომ უსამართლოდ ნაშოვი ფულით (დაახ. 30 ვერცხლი) იყიდა მიწა და იქვე აღესრულა თითქოსდა ნაწლავების გადმოფანტვით, ეგეც არ აკმარეს და შუაზე გასკდაო biggrin.gif


ციტატა(elusia @ Apr 8 2010, 09:47 AM) *


იესო ქრისტემ იმდენი საწაული მოახდინა და ამის შემდეგაც მას არ დაუჯერეს რომ ღვთის შვილი იყო. მან მკვდრეთით აღდგომით დაამტკიცა რომ მართლა ღვთის შვილი იყო. თუმცა ის დღესაც არ სწამთ ადამიანებს და იუდებიც ბლომად არიან.


მათეს მიხედვით ისე ჩანს რომ იუდა ინანიებს ჩადენილს. რავიცი მე ესე მეჩვენება blink.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Apr 8 2010, 09:24 PM
პოსტი #174


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



გადაამლაშა მონანიება და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა პეტრესგან განსხვავებით

პეტრე მოციქულმა რაც თქვა საქმეებში პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, იქნება მაგის განმარტება სადმე, სახარებაში პირდაპირ წერია თავი ჩამოიღრჩოო

ხალხნო ვინმე ხომ არ დაგვიწერთ ამის შესახებ? პეტრე რას გისულისხმობდა როცა ამბობდა "შუაზე გასკდაო"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 8 2010, 09:39 PM
პოსტი #175


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



Ligia

შუაზე გასკდომაში ალბათ სწორ ნაწლავის ამოხეთქვას, ეგ ან რაღაც დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ან კიდევ შეიძლება მართლაც ეტლმა გაიტანა, ცნობილია, რომ ძველად საბრძოლო დანიშნულების მიზნით ეტლს ორივე მხარეს ბასრი მჭრელი კუთხეების მქონე წვეტიან ფოლადს უყენებდნენ ბორბლებზე, ამდენად წაქცევის დროს თუ ეს ეტლთამ დაჯახებამ გამოიწვია დიდი ალბათობა იყო იმის რომ თუ ეტლი ცაქცეულს ერთ მხარეზე ჩაუვლიდა, ბასრი ფოლადი მართლაც გააპობდა მას შუაზე, რათქმაუნდა არა ორ ტოლ ნაწილად, არამედ გულ-მკერდის არეში გაფატრავდა და ეგაა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Apr 8 2010, 10:20 PM
პოსტი #176


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



თავი მოიკლა ეგ გარკვევით წერია და მერე თუ ვიღაცამ თოკი ჩამოჭრა, ან თვითონ ჩამოწყდა და მკვდარს მერე გადაუარა ეტლმა ეგ აღარ ვიცი biggrin.gif

ეჰ მოეცადა 3 დღე და მერე ეფიქრა თავის მოკვლაზე

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 9 2010, 12:09 AM
პოსტი #177


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



sable
ციტატა
არსად არ წერია რომ თოკი გაწყდა, ეგ ვერსია თავად ავგუსტინეს მოსაზრებას გავს და თუ საიდან იღებს წყაროს ეს გარკვეული არ არის.

ხო შეიძლება არსად წერია მაგრამ გადმოცემა არსებობს. განმარტებაში ვნახე და ოქროპირიც ამასვე ამბობს. რაც შეეხება იუდას მიერ დაბის შესყიდვის შესახებ, აქ იგულისხმება ის რომ, როდესაც იუდამ ვერცხლი უკან მიუყარა მღვდელმთავრებს, მღვდელმთავრებმა ეს ფული შესაწირავში კი არ ჩადეს, არამედ ამ ფულით იყიდეს აგარაკი მეკეცისა უცხოთა დასამარხავად, რომელსაც ეწოდა აგარაკი სისხლისა, რადგან სისხლის საფასური იყო'' დაღაცათუ ჰურიათა იყიდეს, არამედ, რომელმან ფასი მისცა, მისდა მოგებულად შერაცხილ არს" ანუ მართალია ჰურიებმა იყიდეს ეს აგარაკი, მაგრამ ვინც ფული მისცა მათ მის მიერ შეძენილად, მის საკუთრებად ითვლება.
ასევე ოქროპირი ორივე ფაქტსაც ამბობს, რომ შიშთვილ იბა და თან გასივდა და გასკდაო. "წარვიდა და შიშთვილ იბა, არამედ ორივე იქმნა. რამეთუ დამოიკიდა თავი თვისი, რაითა მოიშთოს, გარნა, ვიდრე არღა მომკვდარ იყო, განუწყდა საბელი და მიერ ზე-კიდებისაგან შთამოვრდომილი განსივნა და განსქდა შორის. და ამით გულისხმისყოფითა შისთვილ-იბა-ცა მახარებელთა სიტყვისაებრ და განსივნა და განსქდა, თქმულისაებრ თავისა მიერ მოციქულთაისა.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 9 2010, 12:31 AM
პოსტი #178


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპია კი ამბობს რომ იუდა ისე იყო გასივებული რომ იმ გზაზე რომელზეც ეგდო ურემმა გვერდი ვერ აუქცია და ნაწლავები გადმოაყრევინაო. ასევე აღნიშნავს რომ განსაკუთრებით თავი ისე ჰქონდა გასიებული რომ თვალები მთლიანად დაეფარა "რაითა ყოვლად ვერ იხილოს ნათელი. და სარცხვინელნი მისნი უზომოდ სიზრქედ განსივნეს და ყოვლისავე სირცხვილისა საზომსა და უშვერებისა სიმრავლესა გარეგან იქმნნეს და მიერ განეფინა წუთხი და მატლი ვიდრე შორიელთა ადგილთამდეცა, და ესრეთ, შემდგომად მრავალთა ტანჯვათა , მასვე დაბასა თვისსა დაეფლა, ვინაიცა თქმულ არს, ვითარმედ სიმყრალისაგან მისისა უშენ და ოხერ იქმნა დაბაი იგი, ვიდრე დღეინდელად დღედმდე, რომელ ვერცაღა თუ წარჰვლის ვინ ადგილსა ამას, ვიდრე არა დაიბურნეს ცხვირნი''


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 9 2010, 09:15 AM
პოსტი #179


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



იუდას თემას ცოტა ფრთხილად მოვეპყრათ. მისი გმობა და განკითხვა არაა ლამაზი. უდიდესი ტრაგედია გადახდა... თანაც ყოველ ჩვენგანშია იუდას დიდი თუ მცირე ნაწილი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 9 2010, 11:03 AM
პოსტი #180


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



ვის გაუკვირდა რომ იუდები დღესაც არიან თუმცა ისიც ვთქვათ რომ ქრისტეს ორი იუდა ჰყავდა..
გამცემი იუდა სინდისის ქენჯნამ ჩამოახრჩო თუ იმ ეშმაკმა მასში რომ შევიდა?


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 7 8 9 10 11 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 08:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი