IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 98 99 100 101 102 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 17 2018, 11:48 AM
პოსტი #1981


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[სამთავროს] მონასტრის ტიბიკონის თანახმად, წინამძღვართან ერთად გალობდა თითქმის ყველა მონაზონი. იღუმენია ქეთევანის ცნობით, ღირსი იღუმენია ნინოს „ფორმულარში“, რომელიც ამჟამად დაკარგულია, პირდაპირი მითითება იყო იმის თაობაზე, რომ მორჩილი მონაზვნად არ იკურთხებოდა, თუ მას საღვთისმსახურო ტიბიკონი და გალობა არ ეცოდინებოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2018, 10:01 AM
პოსტი #1982


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთი განუმტკიცებელი ნელთბილი ქრისტიანი იმდენად გულუბრყვილოა და მოკლებული ჭეშმარიტ ცოდნას, რომ ჰგონია, მონაზვნობა არ შეესაბამება ქრისტიანულ იდეალს, რომ ბერები მონასტრებში კი არ უნდა ჩაიკეტონ, არამედ სოფელში უნდა ქადაგებდნენ. ეს მცდარი აზრია, რამეთუ ღირს მამათა ცხოვრება და მათი ნაწერები დაუხშობენ ბაგეებს მონაზვნობის მოწინააღმდეგეებს, "ბერთმებრძოლებს".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2018, 08:44 PM
პოსტი #1983


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნური ცხოვრება მათთვისაა ვინც არ მერყეობს. ქრისტეზე შეყვარებული ვერ გუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძიებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა გადაადგმევინა ნაბიჯი ათასობით სულს- გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა შეხვედროდა ქრისტეს, რომელიც სიყვარულია, არსითაც და სახელითაც."

/წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 19 2018, 02:38 PM
პოსტი #1984


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემო პატარა მონაზონო“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 20 2018, 11:41 AM
პოსტი #1985


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სტუდენტობისას კალისტრატე ცინცაძე იმერეთის ეპისკოპოსს გაბრიელს შეხვდა. ამ შეხვედრის შესახებ თავად მოგვითხრობს: „ზაფხული ქუთაისში გავატარე. ვეახლე ყოვლადსამღვდელოს. მისმა მეუფებამ გულთბილად მიმიღო. ბრძანა: „სამშობლო თუ გიყვარს, ხშირად იფიქრეთ ბერობაზეო...“ „ბერობა მძიმე და მეტად პასუხსაგებ (ზნეობრივად) საქმედ მიმაჩნია; ჩემი აზრით, ბერი ანთებული სანთელი უნდა იყოს, თვით იწვოდეს და ქვეყანას უნათებდეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2018, 01:34 PM
პოსტი #1986


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თანამესენაკე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2018, 11:38 AM
პოსტი #1987


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამი წლის შემდგომ იოანიკე [დიდი] ჯარის ძველ მეგობარს, ანტონს შეხვდა, რომელიც შემდეგ მასავით განერიდა წუთისოფელს და მირონლუკიის სიახლოვეს, კონდურიის მიუვალ მთებში გაიხიზნა. გზად ერთი ახალგაზრდა მონაზონი შეხვდა, ეშმაკისგან ცთუნებული ერში დაბრუნებას რომ აპირებდა.

იოანიკეს ფრიად შეებრალა გოგონა, თავისთან უხმო და უთხრა:

- შვილო ჩემო, დამადე ხელები კისერზე!

შემდეგ კი წარმოთქვა:

- იესო ქრისტეს სახელით, ის ცთუნება, რაიც შეგყრია, დაე, ამიერიდან ჩემზე გადმოვიდეს!

გათავისუფლებული გოგონა მონასტერს დაუბრუნდა, სიძვის დემონით შეპყრობილი იოანიკე კი ახლომდებარე მღვიმეს შეეფარა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2018, 10:45 AM
პოსტი #1988


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„ანგელოზმა, რომელმაც პახუმი დიდს "ანგელოზის სახე" ახილვა, უთხრა: "მამა პახუმი, ყოველი ხორციელი ამ სახით გადარჩებაო". აქედან ასევე ცხადად ჩანს, რომ ანგელოზებრივი სქემა თვით ღვთისგან არის მოწონებული.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2018, 10:38 AM
პოსტი #1989


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ტაძარი ჩაბნელებული იყო, მხოლოდ კანდელები და სანთლები ციმციმებდნენ, ისმოდა ბერთა ტკბილი გალობა, ბერები იდგნენ გაუნძრევლად, ზოგი - თვალდახუჭული, ზოგი - თავჩაღუნული, ზოგიც კი თვალებდახრილი, სახეს კუნკულ-ბარტყული უფარავდათ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2018, 10:54 AM
პოსტი #1990


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იღუმენია თამარ მარჯანიშვილი და მისი მონასტრის დები ყოველ მარხვას მკაცრად იცავდნენ და ზეთიან საზრდელსაც კი არ იხმევდნენ, ხოლო ვნების კვირაში მხოლოდ შავი პურით კმაყოფილდებოდნენ. თავად დედა თამარი არც უძლურებაში დაუტევებდა მარხვას.

ერთ ზამთარს მძიმედ დასნეულდა - პლევრიტს გადაურჩა და სასტიკად დასუსტდა, თუმცა ძველებურად მკაცრად მარხულობდა და ისე ცოტას ჭამდა, ყველა იოცებდა, სული როგორ უდგასო - სადილად ორი შემწვარი კარტოფილი და ერთი შემწვარი ვაშლი ჰყოფნიდა.

ძალიან რომ დასუსტდა, ისურვა - ცოცხალს შევჭამდიო, მაგრამ იმ წლებში, თანაც ზამთარში, კარტოფილსაც გაჭირვებით შოულობდნენ, თევზის ფული სად ექნებოდათ?

ორი მონაზონი თევზის დასაჭერად მდინარისკენ გაეშურა, თან ლოცულობდნენ: წმინდა მამა სერაფიმე, გამოუგზავნე ჩვენს დედას თევზიო.

მდინარესთან რომ მივიდნენ, უეცრად ყინულჭრილში ორი ქარიყლაპია დაინახეს და დაიჭირეს.

ასე ანუგეშა წმინდა სერაფიმემ დედა თამარი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2018, 12:02 PM
პოსტი #1991


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დრო წამია, უკვდავია ბერი“

/მამა არჩილ გვიმრაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2018, 11:02 AM
პოსტი #1992


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა იოანე ჩაკეტილი (ასე ეძახდნენ მღვიმეში მარტო ჩაკეტილ ბერებს, რომლებიც წლების განმავლობაში არ გამოდიოდნენ გარეთ) წმინდანთა დასში შეირაცხა 1995 წლის 24 აგვისტოს. დიდია მისი ღვაწლი, 17 წელი არ გამოსულა სენაკიდან, დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2018, 01:43 PM
პოსტი #1993


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონოზონი მონოზონთა შორის“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2018, 11:29 AM
პოსტი #1994


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ათონზე, წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთ კალივაში, ცხოვრობდა ოთხი ხორციელი ძმა: მღვდელმონაზონი გაბრიელი, მოძღვარი კალივისა, მამა სერფიმე, მამა დიონისე და მამა ოქროპირი. ისინი ერისკაცობაში გვარად კარცონესები იყვნენ და მესინის ქალაქისთავის შვილები გახლდნენ. მაგრამ რადგანაც "არა პურითა ხოლო ცხონდება კაცი", მათ სიყმაწვილეშივე მოისურვეს მონაზვნობა და მამამაც, ამ კეთილშობილმა ადამიანმა, თვითონვე მიიყვანა შვილები ათონზე.

ისინი დიდებული ხატმწერები იყვნენ და არასოდეს უღალატიათ აღთქმისთვის, მონაზვნად აღკვეცისას რომ დადეს. თუმცა ბევრ ადამიანს იცნობდნენ, მაგრამ მათთან ურთიერთობით არასოდეს შეუცვლიათ მთაწმინდური ცხოვრების პრინციპები.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2018, 08:29 PM
პოსტი #1995


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გულთამხილავი ბერი"

„მამა საბამ სოხუმთან ახლოს მდებარე უდაბნოს მკვიდრ ორ ღმერთშემოსილ დედაზე, სქემმონაზონ ელენესა (დედა ელენე ახალმოწამეა, მისი თმიდან, რომელსაც მამა საბა სასოებით ინახავს, 15 წლის წინ მირონი გადმოდინდა) და მის დაზე, მონაზონ ნინოზე, გვიამბო.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2018, 12:00 PM
პოსტი #1996


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი არის ერთგვარი ნავსაყუდელი ადამიანისთვის, ეხმარება სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში, საკუთარი თავის პოვნაში, თავის დამკვიდრებაში“.

/იღუმენი ანდრია (ორმოცაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2018, 11:16 AM
პოსტი #1997


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ფებრონიას სიწმინდესა და სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წმინდა მამათა კრებული "თვინიერ დედისა ფებრონიას განზრახვისა საქმესა არა ხელ-ჰყოფდა". წმინდა ფებრონიას ჩააბარა წმინდა გრიგოლ ხანძთელმა მეფე აშოტ კურაპალატის სახლიდან ძალით წამოყვანილი ქალი, რომლის მიმართაც მეფეს "გარდარეული სიყვარული" ჰქონდა. წმინდა ფებრონიამ შეძლო, მეფისთვის მტკიცე უარი ეთქვა დედაკაცის სასახლეში დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ წმინდა ფებრონიას ზეციური ანგელოზები აუწყებდნენ ღვთის ნებას.

წმინდა ფებრონიასთან ერთად მოღვაწეობდა წმინდა თემესტია, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მერეს დედათა მონასტერში მწირველ მღვდელ წმინდა მატოს. ისეთი მოკრძალებული იყო მათი ურთიერთობა, რომ წმინდა მატოს უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არ მიუღია არასდროს.

მერეს დედათა მონასტერში დაყუდებით მოღვაწეობდა წმინდა ანატოლე ("რომელსა უწოდეს ანტონიოს"). ზეციურ უხორცო ძალთა მსგავსი ცხოვრებით გაბრწყინებულ წმინდა დედას ხშირად ეცხადებოდნენ ანგელოზები. სანატრელ დედებს თემესტიასა და ანატოლეს ანგელოზთაგან ეუწყათ მათი მოძღვრის, წმინდა მატოს ამ ქვეყნიდან განსვლაც.

წმინდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმინდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა წმინდა ანასტასია. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. შემორჩენილია მისი საერო სახელი - ბევრელი. იგი მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერეს დედათა მონასტერს. მეფე ადარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრელი დედათა მონასტერში აღიკვეცა ანასტასიას სახელით.

წმინდა ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით ეზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა.

წმინდა ანასტასიას ყოფილი მეუღლე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს წმინდა ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა წმინდანისგან. წმინდა ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისათვის, რის შემდეგაც ადარნასე განიკურნა.

სიწმინდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული წმინდა ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულთქმედებით ცნობილი წმინდანი მიცვალების შემდგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა - მის საფლავთან განიკურნენ მისი დასნეულებული შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილთა განკურნებას წმინდა ანასტასიას საფლავთან.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღადგინა და თავის იურისდიქციაში გამოაცხადა ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია. ამ წმინდანების სახით კი მოხდა ტაო-კლარჯეთში მოღვაწე, "დიდი სულიერებით, სასწაულთქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით" გამორჩეულ ღირს მამათა და დედათა კანონიზაცია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2018, 10:12 PM
პოსტი #1998


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ღირსმა იღუმენია ნინომ (ამილახვარი)] იწყო ზრუნვა ეკლესიისა და მონასტრის შენობის განწესიერებისათვის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2018, 02:04 PM
პოსტი #1999


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მოემზადე, რომ როცა წმინდა ღმერთი ისურვებს, კარგი, ღვთისა და ადამიანებისთვის სათნო მონოზონი დადგე“

/ბერი იოსებ ათონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2018, 10:10 AM
პოსტი #2000


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონაზონი ანგელინა

"უდაბნოში ცხოვრობდა მონაზონი ანგელინა. წარმოშობით მორდოველი იყო, მშვიდი და უჩვეულოდ კეთილი. მისი ერთ-ერთი ღვაწლი იყო ქალაქიდან პროდუქტების ამოტანა ზოგიერთი დაუძლურებული მეუდაბნოისთვის და შეშის დაჩეხვა. ის სიხარულით ხვდებოდა მწირებსა და მნახველებს და რაც თავის ღარიბულ კელიაში ჰქონდა, უშურველად უნაწილებდა.

მცირედ განსწავლულ დედა ანგელინას წიგნებით ლოცვა არ შეეძლო და რაც ზეპირად იცოდა, შეცდომებით წარმოთქვამდა. მაგრამ მისთვის ლოცვა ადვილი იყო. არავის განიკითხავდა. უფალმა მასზე მძიმე განსაცდელი დაუშვა. ერთხელ კელიაში ავაზაკები შეიჭრნენ და ფული მოსთხოვეს. მერე კი ისე სცემეს, რომ ნეკნები ჩაუმტვრიეს. როცა ამას იხსენებდა, ამბობდა: როგორი ღვთის სასწაულია! მცემდნენ, მაგრამ არ მტკიოდა, თითქოს მე კი არ მირტყამდნენ, შეშას ურახუნებდნენო.

მერე მას სხვა განსაცდელი შეემთხვა. ხიბლში მყოფმა მონაზონმა კელია დაუწვა. თავის მორჩილთან ერთად ტყიდან უყურებდა ხანძარს და ამბობდა, თუ ანგელინა მოღვაწეა, მაშინ არაფერი უნდა ჰქონდესო. ანგელინა არ დრტვინავდა, მხოლოდ იმაზე წუხდა, რომ ცეცხლში ხატებიც დაეწვა. ეს რომ შეიტყო, ცხუმელი მღვდელმთავარი აღშფოთდა და ქადაგებისას თქვა, მონაზვნის კელიის დაწვა ისეთივე ცოდვაა, როგორიც ტაძრისაო.

მახსენდება მონაზონ ანგელინასთან პირველი შეხვედრა უდაბნოში. გაციებული ვიყავი, ძლივს ვიდექი ფეხზე. ის ისე მესაუბრებოდა, თითქოს მრავალი წლის ნაცნობი ვყოფილიყავი და ახლა მოულოდნელად შევხვედროდით ერთმანეთს. დედა ანგელინამ შემომთავაზა, ცარიელ კელიაში დავსახლებულიყავი. მპირდებოდა, საკვებსა და ყველა აუცილებელ საგანს მოგიტან, რომ ლოცვას არ მოსწყდეო.

ის წმინდა უბრალოების განსახიერება იყო. მადლობა გადავუხადე და თანამგზავრებთან ერთად გზა გავაგრძელე. მან კი მითხრა: - ნებისმიერ დროს მოდი; შენთვის აქ კელია მოიძებნება, და თუ არ იქნება, ერთად ავაშენებთო.

ჩემმა მეხსიერებამ აქამდე შემოინახა ასეთი სურათი: ზამთარია. ცა რძისფერია. ხეები თოვლში ჩაძირულან და უზარმაზარ ყვავილებს ჰგვანან. სიჩუმეა. ფეხქვეშ თოვლი ხრაშუნობს. თუ შემთხვევით მოხვდები ტოტს, ხეებიდან თოვლი თეთრ წვიმასავით ცვივა. თოვლი ცეცხლივით გწვავს სახეს.

სული გრძნობს განსაკუთრებულ მშვენიერებას თეთრი ფერისას, როგორც სიმბოლოს მარადისობისა და უსაზღვრო სივრცისა, როგორც სიმბოლოს სულიერი სისპეტაკისა და მყუდროებისა, და გგონია, რომ სპეტაკი ყველაზე მშვენიერია და ყველაზე ღრმაა ფერთა შორის.

ბილიკზე დგას მონაზონი ანგელინა, მუხლს გვიდრეკს და მზერით მოგვაცილებს. მე ის ტყის დიასახლისს მაგონებს, რომელიც თავისი კოშკიდან სტუმრებთან გამოსამშვიდობებლად გამოვიდა."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 98 99 100 101 102 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 09:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი