თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ თამარს ვაქებდეთ მეფესა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2007, 11:54 AM

ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც smile.gif

აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ.

"...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა.

იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“).

...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“

თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“


P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით?

თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში:

IPB-ს სურათი

ტროპარი, ხმა 4.

წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Dec 3 2007, 12:06 PM

„შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით
როკვიდა, ძისა ღმრთისა შენისა ყოფად,
მე, თამარ, მიწა შენი და მიერვე,
ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა.
ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით
შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ,
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
შევრთე, ცრუ სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,
ვინ დავით, ძეებ ეფრემის მოისარმან
მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით...“


წმიდა მეფე თამარის მარად უკვდავი სიტყვა

„ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2007, 12:37 PM

თამარის დროინდელ საქართველოს სურათს ასახავს მემატიანე:

"სარწმუნოება განმტკიცდებოდა, წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდეს მრავალფერთა მიერ სამკაულთა, ლოცვანი და ღამისთევანი განმრავლდებოდეს - წყალობა ღმრთისა განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა." (ქართ. ცხ-ბა, ტ. II, გვ. 129).

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 4 2007, 01:44 AM

ალბათ საინტერესო იქნება თამარის ეპოქის მოვლენების ანალიზიც...


მე პირადად რამდენიმე კითხვა მაქვს:

1) თამარის გამეფების შემდეგ დიდგვაროვნებმა მოაწყვეს გაფიცვა და მოითხოვეს გიორგი III-ის მიერ მათთვის ჩამორთმეული ტიტულების აღდგენა, რაზეც მეფე დათანხმდა. ხომ არ იყო ეს მისი მხრიდან სისუსტის გამოვლინება როგორ ფიქრობთ?

2) ყუთლუ არსლანის პოლიტიკურმა დასმა მეფეს წაუყენა ულტიმატუმები, რომელთა შორის იყო ცნობილი "კარავის" შექმნის მოთხოვნაც ( რაც თავის მხრივ უნდა ყოფილიყო საკანონმდებლო ორგანო , რომელიც მეფის ძალაუფლებას შEზღუდავდა და მისი ანალოგი 13 საუკუნეში განხორციელდა კიდეც ინგლისში) როგორ გგონიათ რამდენად მართებული და სასარგებლო იქნებოდა 12 საუკუნის საქართველოში ასეთი ორგანოს არსებობა?
3) თამარის ისტორიკოსის გადმოცემის თანახმად როცა თამარს ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის მოთხოვნები გააცნეს უთქვამს : " ეს ჩემი მეფობის აღსასრულის დასაწყისიაო", რას ნიშნავდა თქვენი აზრით ეს სიტყვები? მეფეს არ სურდა ძალაუფლების შეზღუდვა?

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 4 2007, 02:02 AM

თამარი
http://img223.imageshack.us/my.php?image=87fb7.jpg




1166 - 1209

ასული გიორგი III-ისა, საქართველოს მეფე 1184-1209 წლებში; განთქმული ლეგენდარული სიმშვენიერით, სიბრძნითა და ზნეობით. დაიბადა 1166 წლის 1(14) მაისს; მამამ, გიორგი III-მ, თანამმართველად დაისვა 1178 წელს, ხოლო 1184 წელს მამის სიკვდილის შემდეგ - იგი ერთპიროვნული ხელმწიფე გახდა. გამეფებისთანავე თამარი დიდგვაროვანმა ფეოდალებმა აიძულეს მაღალი თანამდებობიდან გადაეყენებინა ”უგვარო” ვაზირები (ყუბასარ ნაყივჩაღარი და აფრიდონი). შემდეგ, მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის ”დასმა” სცადა თამარისთვის უმაღლესი საკანონმდებლო ძალაუფლების ჩამორთმევა და საამისოდ ცალკე დაწესებულების, ”ისნის კარავის” დაარსება. ყუთლუ-არსლანი თამარის ბრძანებით შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. მაშინ პყრობილის მომხრეებმა აჯანყება დააპირეს. თამარმა საომრად აღძრულთა ბანაკში შუამავლად ორი ქალი, გაგზავნა - ხუაშაქი ცოქალი და კრავაი ჯაყელი. და ამ მოციქულებმა დააცხრეს ”დასელების” მღელვარება. ამრიგად,თამარმა ამ გამოსვლის დათრგუნვა შესძლო, თუმცა ”დარბაზის” უფლებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მეფესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მასთან მოთათბირების გარეშე არ შეეძლო. საერთოდ თამარის დროს დავით აღმაშენებლის და გიორგი III-ის მიერ დათრგუნულმა ფეოდალებმა მეტ-ნაკლებად ისევ ”თავი წამოყვეს” და სამეფო ხელისუფლების ნაწილობრივი გაკონტროლება შესძლეს, რამაც თამარის მემკვიდრეების დროს ცუდი შედეგები გამოიღო. 1185 წელს თამარი საკუთარი ნების წინააღმდეგ დააქორწინეს რუს უფლისწუზე სუზდალის მთავრის ანდრეი ბოგოლუბსკის ვაჟზე - იურიზე (ქართველები მას ”გიორგი რუსს” ეძახდნენ), ქორწინება უიღბლო გამოდგა - გიორგი რუსი სოდომური გარყვნილებით დაავადებული აღმოჩნდა და იგი თამარმა ქმრობიდან მოიკვეთა და საქართველოდანაც გააძევა. გიორგი რუსმა ორჯერ ძალით სცადა საქართველოში დაბრუნება (1186, 1191წწ.), მაგრამ ამაოდ.თამარ მეფის მეორე ქმარი 1189 წელს გახდა დავით სოსლანი, ოსეთის სამეფოს კარზე აღზრდილი ქართველი უფლისწული (ბაგრატიონთა შორეული შთამომავალი). დავით სოსლანმა ერთგვარად განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, იგი ყველენაირად გვერდში ედგა გვირგვინოსან ხელმწიფეს. თამარ მეფის ხანა საქართველოს სამეფოს სიძლიერის აპოგეაა, ქართველებმა არა ერთი წარმატებული ლაშქრობა მოაწყვეს საქართველოს საზღვრების გასაფართოებლად: არანსა და გელაქუნს (1184წ.), ყარსსა და კარნიფორას (1185წ.), დვინს (1186წ.), განძას (1187წ.), ტაოს (1189წ.), ბარდავს (1193წ.), ერზურუმს (1193წ.), არაქსის ხეობას (1193წ.), შამქორს (1195წ.), ამბერდს (1196წ.), განძას (1202წ.), იდევ დვინს (1202წ.), არტაანს (1203წ.) ადარბადაგანს (1203წ.), ხლათს (1203წ.), პონტოს (1204წ.), ბასიანს (1204წ.), არჭეშს (1208წ.), არდაველს (1208წ.), სპარსეთს (1209წ.) და სხვ. ამ ბრძოლათაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ორი - შამქორის (1195წ.) და ბასიანის (1204წ.) ორივეჯერ ქართველებმა დაამარცხეს მუსულმანურ ქვეყანათა დიდი კოალიციები: პირველად ადარბადაგანის ამირა აბუბაქარის, მეორედ რუმის სულთან რუქნ-ად-დინის მეთაურობით. ამ ლაშქრობათა შედეგად საქართველოს საზღვრები არნახულად გაფართოვდა, იგი მოიცავდა მთელს ამიერ და იმიერ კავკასიას. საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ შირვანის, დარუბანდის, განძის, ადარბადაგანის, ხლათის და არზურუმის საამიროები. 1204 წელს თამარის თაოსნობით პონტოში შეიქმნა საქართველოს სატელიტი ”ტრაპიზონის იმპერია”. გარდა სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერისა თამარის ეპოქაში საქართველო კულტურულ აყვავებასაც განიცდიდა. თვით თამარ მეფის პიროვნება სიცოცხლეშივე ლეგენდებით შეიმოსა, მეხოტბეები კი მას ”სამებისაგან ოთხად თანააღზევებულსაც” კი უწოდებდნენ. თამარ მეფე გარდაიცვალა 1209 წლის შემოდგომაზე. დარჩა ორი შვილი - გიორგი (ლაშა-გიორგი) და რუსუდანი. თამარის დაკრძალვის ადგილი უცნობია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2007, 02:06 PM

დედოფალთა დედოფალი

„მიხარის გიმზერ, ვწუხვარ და გიმზერ“... ეს ფრაზა ამეკვიატა არც თუ ისე შორეულ წარსულში, ვარძიის - ცამდე ლოცვად ატანილი ტაძრის ფრესკის დანახვისას, მაინც რამდენი შეძლო თექვსმეტი წლის მონარქმა ღვთისა და ერის წინაშე. განსაცდელში გამობრძმედილი ქალწულის ცხოვრება ვარდობისთვეს დაემსგავსა. მის სულში ბრწყინავდნენ ათასფერადი ვარსკვლავები და ამ ციალში ერთვებოდა კეთილმორწმუნის ხელთ უქმნელი დიადემა ნიშნად ღვთაებრივი მშვენიერებისა.

იუდას მიმდევართა ინტერესების დაცვის მიზნით ვიღაც იურის მიათხოვეს. მერე კი გასალამაზებლად გიორგი დაარქვეს. მაგრამ პირად ნაკლს რა გამოასწორებდა. ასე გახდა გულნატკენი დედოფალი მეზობელ მუსულმან სახელმწიფოთა განსჯის საგანი. მაგრამ რუქნადინის მუქარით გაჟღენთილი წერილი, თამარისთვის საფრთხეს ვერ წარმოადგენდა. არც შიში იყო დიდი. მისი მზერა ცის უსასრულო ფონისაკენ იყო მიმართული. იქ, სადაც მას განსაკუთრებულ ადგილს უმზადებდნენ, იქ სადაც „შენ ხარ ვენახი“ უკვე წარმოუთქვამთ და „გალობანი სინანულისანი“ ზეციურ საქართველოს ჰიმნად ქცეულა.

ვარძიის უკვდავებისფერ კედლებზე მარადიული იები ამოსულან და მდუმარედ განიცდიან იქაურობას. ეს ყვავილები ალბათ თამარის საფეხურებზე ან მარხვის დროს დაღვრილი ცრემლების კვალდაკვალ აიშალნენ. დიახ, „ოქროს ხანაში“ აღმოცენებული იები გვილამაზებს არც თუ ისე სახარბიელო აწმყოს და კიდევ დედოფლის ოთხი ფრესკა. ვერ ვიტყვი, რომელში უფრო ლამაზია თამარი. ან დიდოსტატებს რა ნიჭი ჰქონიათ, რომ ტაძრის ფრესკებად აენთოთ მისი დაუჯერებელი სახიერება.

გლახათა მოწყალე, ქრისტეს შეწირული სრულქმნილება, იტანდა, იტევდა, ითმენდა, ლოცულობდა, რთავდა, ქსოვდა, ზრდიდა, ფეხშიშველა მიუღძღოდა ჯარს ვარძიამდე, დაუსრულებლად ლიტაინიობდა.

უფალს შეჰღაღადებდა ვარძიიდან, ყინწვისიდან, ბეთანიიდან, ბერთუბნიდან იმ წაშლილი ფრესკებიდანაც კი ჟამთა სიავეს რომ წაუშლია მეხსიერებიდან.

დღესაც გვანუგეშებს თქმულებიდან, მითებიდან, ლეგენდებიდან დღესაც გვასაზრდოებს მისი სილამაზით აღტაცებული რუსთაველის კალმით შექმნილი „ვეფხისტყაოსანით,“ „ისტორიანით და აზმანით“, ღვთისმშობლის იამბიკოთი და წარმოუდგენელი ტაძრების გრანდიოზულობით.

„... და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე“... ეს ფრაზა კი ვარძიიდან მომყვებოდა ისევ თამარის ეპოქისაკენ.“

მღვდელი პეტრე კვარაცხელია

ბოლნისის ეპარქიის გაზეთი „სიონი“ N 5, 2007

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2008, 03:40 PM

პატრიარქის მიერ მოხატული წმიდა თამარის ფრესკა დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში


დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში არსებობს წმ. თამარ მეფის ფრესკა, რომელიც 80-იან წლებში თვით პატრიარქმა მოხატა.

IPB-ს სურათი

ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფემ სწორედ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი:
„და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღვთისა მიერ, და მოვიდნენ სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა.“ (ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა, ქართლის ცხოვრება II, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ გვ. 47).

დიდუბეში თამარის ქორწინებას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „... მცნობმან თამარ ამის ყოვლისავეთვის ნება სცა და ქმნეს ქორწილი სახლსა დიდუბისასა დიდებითა დიდითა“ (ქართლის ცხოვრება, IV, 1973, გვ. 129).


ხოლო იქ, სადაც სამეფო რეზიდენცია იყო, აუცილებლად კარის ეკლესიაც იქნებოდა. გადმოცემის მიხედვით, იგი თანამედროვე ღვთისმშობლის ეკლესიის ადგილზე უნდა მდგარიყო. დღევანდელი ეკლესია 1884 წელს არის აშენებული, სადაც მანამდე თაღჩამონგრეული ტაძარი იყო.

თაისი ტორონჯაძე: ჩვენი ტაძარი ფრესკებით შეამკო მხატვარმა ალექსანდრე (შურა) ბანძელაძემ. 1978 წლის 22 მარტს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დიდ საბჭოზე მოეწყო მხატვრის ესკიზების განხილვა, რომელსაც საბჭოს წევრების გარდა ესწრებოდა მისი უწმინდესობაც. პატრიარქმა სიუჟეტების თანამედროვე ინტერპრეტაცია და მისი კავშირი ძველი ქართული ფრესკული ხელოვნების ტრადიციებთან ძალიან მოიწონა და საბჭომ ისინი დაამტკიცა. დიდუბის ტაძარს მთელი ათი წლის განმავლობაში ხატავდა შურა ბანძელაძე.

როდესაც შურა ბანძელაძემ ტაძრის ზედა ნაწილი ხარაჩოებზე მოხატა და ქვემოთ ჩამოვიდა, გადაწყვიტა, საკუთარი სურვილით ერთი ფრესკა დაეხატა. ამის უფლება მას მინიჭებული ჰქონდა. ერთ ფრესკაში მან საკუთარი თავი გადმოსცა ბერის სამოსში (უწმიდესმა ის ბერად აკურთხა), თითქოს ხელთუქმნელ ხატთან დგას და მაცხოვარი აკურთხებს. გუმბათის მოხატვის შემდეგ მან განაცხადა: ჩემი თავისუფალი უფლება უნდა გამოვიყენო და უწმიდესის სურათის დახატვა მსურსო. ასეც მოიქცა. მაშინ უწმინდესისთვის არაფერი გვითქვამს, მან არც კი იცოდა, რომ შურამ მისი პორტრეტი დახატა. მხატვარი ხშირად დადიოდა პატრიარქთან და მისგან რჩევა-დარიგებებს იღებდა, თანდათან ერკვეოდა კანონიკური მხატვრობის წესებში. უწმინდესმა წიგნები მისცა და ისიც ბევრს კითხულობდა, სწავლობდა. ამის სამადლოდ გადაწყვიტა პატრიარქი დაეხატა. ამბობდნენ, ჯერ პატრიარქი ცოცხალია და რატომ უნდა დახატოო, მაგრამ შურა ბანძელაძე პასუხობდა, ადრე თუ გვიან მაინც ყველა წავალთ ამ ქვეყნიდან, ხოლო ფრესკა დარჩებაო.

ამის შემდეგ ალექსანდრე ბანძელაძემ უწმიდესს სთხოვა, ერთი ფრესკა თქვენ მოხატეთო, სწორედ იმ ადგილის გვერდით, სადაც პატრიარქის პორტრეტია დახატული. პატრიარქი თავდაპირველად უარზე იდგა, მაგრამ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ უწმიდესი, როგორც იქნა, დავითანხმეთ. პატრიარქი ფრესკაზე თვეზე მეტ ხანს მუშაობდა. მან ხატვა გაზაფხულზე დაიწყო და ზაფხულში დაასრულა. როდესაც უწმინდესი თავისუფალ დროს ნახავდა, მოდიოდა და ხატავდა. შურას მისთვის საღებავები მიჰქონდა, პატრიარქი კი თავად აზავებდა ერთმანეთში.

უწმინდესის მიერ მოხატული წმ. თამარ მეფის ფრესკა ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან დიდი რამაა. როდესაც პატრიარქმა კედლის მოხატვა დაიწყო, ჩვენ ყველანი სიხარულით ვუყურებდით. მოვიყვანე ფოტოგრაფიც. პატრიარქის მუშაობის პროცესი კინოფირზე „კინომემატიანემაც“ გადაიღო. პატრიარქი დიდი სიამოვნებითა და ღიმილით ხატავდა. ალექსანდრე ბანძელაძეს ეუბნებოდა: მე ისე ვერ მოვხატავ, როგორც შენ ხატავო. მხატვარი პატრიარქს სთხოვდა: მოხატეთ, როგორც შეგიძლიათ, ისე კარგად ხატავთ, თავადაც არ იცითო.



- ტაძრის მოხატვისას წირვა-ლოცვა თუ მიმდინარეობდა?

თაისი ტორონჯაძე: რა თქმა უნდა. უბრალოდ, ხარაჩოზე იდგა, მაგრამ წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. უწმიდესმა დეკანოზს სთხოვა, ლოცვა არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთო.

- მრევლს რა რეაქცია ჰქონდა პატრიარქის ასეთ ამპლუაში დანახვაზე?

ხალხი პატრიარქის მუშაობას თვალ-ყურს ადევნებდა და ძალიან უხაროდა. ზოგჯერ სპეციალურად ამის საყურებლად მოდიოდნენ. უწმინდესი წირვა-ლოცვის შემდეგ მოდიოდა ხოლმე. როგორც კი ადამიანები შეიტყობდნენ, პატრიარქი აქ არისო, მოდიოდნენ და უყურებდნენ. ამიტომ ტაძარი თითქმის სულ სავსე იყო, სანამ პატრიარქმა მოხატვა არ დაამთავრა.

მამა სვიმონი: უწმინდესის მადლი და სიყვარული ჩვენს ტაძარში სუფევს, თავისი შრომა და ნიჭი მან რეალურად დაგვანახა. მას დიდ ლოცვასთან ერთად დიდი მხატვრობაც შეუძლია. საოცრად დიდსულოვანი ადამიანია, რომელიც უძღვება ერსაც და ბერსაც.”



P.S. დღეს პატრიარქის მიერ დაწერილი წმიდა თამარის ფრესკა, რომელიც გამუქებული იყო სანთლის ალისა და ბოლისგან, გაწმინდეს და თავისი სიდიადე დაუბრუნდა smile.gif ასე რომ, ყველას გირჩევთ, ესტუმროთ დიდუბის ტაძარს და პატრიარქის მიერ დაწერილ ფრესკანთან მდგარმა ილოცოთ ჩვენი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2008, 05:57 PM

ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით თამარ მეფე მსოფლიოს მპყრობელია. თბილისში ასეთი გადმოცემაა ჩაწერილი:

„თამარ მეფე წმინდა ქალი იყო, იგი რომ გარდაიცვალა, ზეციდან ორი ანგელოზი ჩამოვიდა, მათ ოქროს აკვანი ჩამოიტანეს, თამარ მეფე შიგ ჩააწვინეს. ამიტომაც არის, რომ მისის საფლავი დედამიწაზედ არავინ იცისო.“

შეიძლება თავი იმით ვინუგეშოთ, რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველის გული იგივე თამარის საფლავია, რომელსაც ღმერთამდე ავყავართ და „სამგზის სანატრელთან“ ერთად მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს ვავედრებთ საქართველოს:

„ქრისტე ღმერთო ჩემო მხოლოო დაუსრულებელი მეუფეო ცათა და ქვეყნისაო. შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მორწყულთა, და შვილთა ამათ შენითა, რომელნისენ მომცენ და მერმე სულსა ჩემსა.“

თუ ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის ფრესკებს შევხედავთ, თამარის ამ სიტყვებს უცილობლად გავიგონებთ, რომელსაც უდაოდ დაადასტურებს ჭეშმარიტი ქართველის გულისთქმა - წმინდა მეფის მარადიული საფლავი...

მღვდელი პეტრე კვარაცხელია



IPB-ს სურათი

წმიდა თამარის ეს ხატი შესრულებულია ფრინველის ბუმბულებისგან.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 11 2008, 07:26 PM

მე თამარის მეფობამდე გიორგი მესამეს მიერი დემნა ბატონიშვილის სამეფო შტოს პირდაპირი გამგრძელებლის დასაჭურისების ამბავი მაინტერესებს
გიორგი მესამეზე არის გახსნილი თემა ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2008, 12:57 PM

ციტატა(ლილიანა @ Feb 11 2008, 07:26 PM) *

მე თამარის მეფობამდე გიორგი მესამეს მიერი დემნა ბატონიშვილის სამეფო შტოს პირდაპირი გამგრძელებლის დასაჭურისების ამბავი მაინტერესებს
გიორგი მესამეზე არის გახსნილი თემა ?


გიორგი მესამეზე არაა თემა და მოხარული ვიქნებით თუ გახსნი smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 13 2008, 12:57 PM

ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმემ იცოდეთ, რატომ ვდღესასწაულობთ 13თებერვალს წმ. მეფე თამარის ხსენებას?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2008, 01:04 PM

ციტატა(tamuna m @ Feb 13 2008, 12:57 PM) *

ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმემ იცოდეთ, რატომ ვდღესასწაულობთ 13თებერვალს წმ. მეფე თამარის ხსენებას?


მე ვიცი, რომ თამარობა წელიწადში ორჯერაა: 14 მაისს და აღდგომიდან მე-3 - მენელსაცხებლე დედათა კვირას.

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Feb 13 2008, 01:51 PM

ჩვენი პატრიარქის მიერ დაწერილი ხატები:
http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2008, 02:00 PM

ციტატა(შევრდომილი @ Feb 13 2008, 01:51 PM) *

ჩვენი პატრიარქის მიერ დაწერილი ხატები:
http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us


ულამაზესია სამივე rolleyes.gif უღრმესი მადლობა მათი მოწოდებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 13 2008, 03:41 PM

ციტატა(marine @ Feb 13 2008, 01:04 PM) *

მე ვიცი, რომ თამარობა წელიწადში ორჯერაა: 14 მაისს და აღდგომიდან მე-3 - მენელსაცხებლე დედათა კვირას.

ხო..ეგ გასაგებია. 14მაისს დაბადებას ავღნიშნავთ და დღეს ალბათ გარდაცვალების დღეა, ან გამეფების. g.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2008, 04:59 PM

ციტატა(tamuna m @ Feb 13 2008, 03:41 PM) *

ხო..ეგ გასაგებია. 14მაისს დაბადებას ავღნიშნავთ და დღეს ალბათ გარდაცვალების დღეა, ან გამეფების. g.gif


მე პირად არ გამიგია, რომ ეკლესია მის გარდაცვალების ან გამეფების დღეს აღნიშნავდეს 003.gif

საეკლესიო კალენდარშიც ვნახე და არაა თამარობა აღნიშნული დღევანდელ დღეს:

http://www.tveni.ge/

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 13 2008, 05:15 PM

ციტატა(marine @ Feb 13 2008, 04:59 PM) *

მე პირად არ გამიგია, რომ ეკლესია მის გარდაცვალების ან გამეფების დღეს აღნიშნავდეს 003.gif

საეკლესიო კალენდარშიც ვნახე და არაა თამარობა აღნიშნული დღევანდელ დღეს:

http://www.tveni.ge/


http://www.orthodoxy.ge/kalendari.htm
http://www.patriarchate.ge/
ტროპარ-კონდაკთა კრებულშიც წერია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2008, 12:07 PM

ვარძიის მონასტერი, ღვთისმშობლის ხატის ძალით აღსრულებული სასწაულები და „თამარის ცრემლებისგან“ მინიჭებული კურნებისა და შვილიერების მადლი

IPB-ს სურათი

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სამონასტრო კომპლექსი ჯავახეთში ასპინძის რაიონში მდებარეობს. იგი მდინარე მტკვრის ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო კლდეშია გამოკვეთილი. ისტორიკოსთა განმარტებით, ვარძია სამ მონაკვეთად იყოფა.

პირველი ნაწილი მოიცავს მთავარ, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებულ ტაძარს, სამრეკლოს, გამოქვაბულებს, სატრაპეზოს.

მეორე ნაწილში გვხდება XVI საუკუნის მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია, სარწყავი არხის დიდი გვირაბი და სათავსები. დასავლეთით შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, რომელიც X საუკუნის ე.წ. კლდის სოფელ ანანურს ეკუთვნის.

მესამე ნაწილში შედის გამოქვაბულები, „თამარის ოთახი“, „სადარბაზო“, „წამლის სასახლე“, „სალხინო“, მარნები და რამდენიმე საცხოვრებელი გამოქვაბული.


ისტორიული წყაროების თანახმად, ვარძიის მშენებლობა XII საუკუნეში გიორგი III-მ (1156-1184) წამოიწყო, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო. მამის წამოწყებული საქმე თამარმა დაასრულა. მშენებლობაზე თორმეტი ათასი ადამიანი მუშაობდა. ზურგზე პატარა ჩანთები ჰქონიათ მოკიდებული, სადაც კლდის ნანგრევებს ყრიდნენ და ქვემოთ ჩამოჰქონდათ.

ვარძია თავიდანვე სამეფო მონასტერი გახლდათ. იგი 1185 წელს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ამავე სახელობისაა მთავარი ტაძარიც, რომელიც ვარძიის ანსამბლის ცენტრშია გამოკვეთილი. იგი დარბაზული ტიპისაა. გარდა ბიბლიური სცენებისა, ეკლესიის მოხატულობაში მეფე გიორგი III-ის, თამარ მეფის და რატი სურამელის ფრესკებიც გვხვდება (კომპლექსში სულ 15 ეკლესიაა).

IPB-ს სურათი

ვარძიის მონასტერში დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. სწორედ მას ავედრებდა თამარ მეფე ქართველთა გამარჯვებას. ბასიანის ბრძოლის წინაც ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ქართველთა ლაშქარი და დროშა ცრემლთა ღვრით. მართლაც სასწაულებრივად დაუმარცხებიათ მტრის ურიცხვი ჯარი - დედა ღვთისამ უვნებლად დაიცვა მისდამი შევედრებული ერი, „არც ერთი კარგი, მეფისგან შესწავლილი“ მეომარი არ დაღუპულა. ამ სასწაულის გამო დაწერა იოანე შავთელმა იამბიკო - „ვარძიის ღვთისმშობლისანი“. მემატიანე კი ხატს „გამარჯვებულს“ უწოდებს.

ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს ვარძიის ღვთისმშობლის ხატის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულს: ნავროზ ნაინს ეკლესია-მონასტრების მოსაოხრებლად საქართველოში ჯერი გამოუგზავნია. პირველად ვარძიის მონასტერი უნდა გაეძარცვათ, მაგრამ გზად ყოვლადწმიდა ქალწულის რისხვა მოეწიათ: მტრის ჯარის სარდალს მეხი დაეცა და ფერფლად აქცია.

სასწაულმოქმედ ხატთან ასეთი ამბავიცაა დაკავშირებული: თმოგვის ციხის აღების შემდეგ შაჰ-აბასმა სპარსეთში მრავალი ქართველი წაიყვანა ტყვედ. ყაენს ერთ-ერთი ვაჟი განსაკუთრებით მოსწონებია და პირისფარეშად დაუყენებია.

რამდენიმე წლის შემდეგ ჯავახეთის ოსმალთა ხონთქარი დაესხა თავს. მასაც უარავი ქართველი წაუყვანია ტყვედ, რომელთა შორისაც, ერთი ულამაზესი ქალი ყოფილა. ხონთქარს ქალი ძალზე მოსწონებია, თან წაუყვანია და თანამეცხედრისთვის მიურთმევია საჩუქრად.

ერთხელ ხონთქარს სტუმრად შაჰი ეწვია. ოსმალთა მბრძანებელმა ჩინებული მასპინძლობა გაუწია. ღამით, როდესაც მოსასვენებლად დაწვნენ, შაჰ-აბასის ერთ-ერთმა მოსამსახურე ვაჟმა თვალი ვერ მოხუჭა; მეორე დღეს მარიამობა თენდებოდა, რომელსაც განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობილებით ხვდებოდნენ ვარძიის მონასტერში, ამ დღეს უამრავი მომლოცველი ადიოდა ვარძიაში. ვაჟი საქართველოზე მოგონებებმა გაიტაცა. ბოლოს ხმამაღლა ამოიოხრა, - ვარძიის ღვთისმშობელო, შენ გვიშველე ქართველებს და შემუსრე ჩვენი მტერიო. ამ სიტყვებს ხონთქრის თანამეცხედრის მოახლე ქალმა მოჰკრა ყური, ვაჟთან უჩუმრად მივიდა და ქართველადვე გამოელაპარაკა - ვინაობა ჰკითხა. და-ძმანი აღმოჩნდნენ. ერთმანეთს გადაეხვივნენ და თავ-თავიანთი თავგადასავალი უამბეს. როდესაც საუბრით გული იჯერეს, იქვე მდგარი ურემი დაინახეს. გადაწყვიტეს, მასზე ჩამომსხდარიყვნენ და ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისთვის ღამე გაეთიათ. მაგრამ დაღლილებს, ჩაეძინათ. ღვთის ძალით, ურემმა მოძრაობა დაიწყო და საქართველოში ჩამოვიდა - ვარძიის მონასტრის მახლობლად სოფელ აფენის ფერდობზე შეჩერდა.

გამთენიისას და-ძმას გამოეღვიძა. ირგვლივ მიმოიხედეს თუ არა, მიხვდნენ, რომ სხვაგან იყნენ. და შეშინდნენ. ამ დროს ზარის რეკა შემოესმათ. გაიხედეს და ვარძიის მონასტერში მოკიაფე სანთლის შუქი დაინახეს: ალბათ ბურანში ვართ, აქ ვარძიის მონასტერს რა უნდა?! ნეტავ, წყალი მაინც იყოს სადმე, პირზე რომ შევისხათ და გამოვფხიზლდეთო! - უთქვამს ძმას. სიტყვა დაასრულა თუ არა, იქვე კლდიდან წყარო გადმოსულა (წყარო დღემდე მოდინება იმ ადგილას). და-ძმას წყალი შეუსვამს, პირი დაუბანია და დარწმუნებულა, რომ სამშობლოში იმყოფებოდა.

XII საუკუნეში ვარძიის მონასტერში მოღვაწეობდა წმინდა იოანე შავთელი. იქვე შექმნა „გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი“.

XIII საუკუნის 30-იანი წლებიდან - მონღოლთა ბატონობის დროს, ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენის გავლენის ქვეშ მოექცა. 1238 წელს, აღდგომის წინა ღამეს, სამცხეში საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც გამოქვაბულები და სენაკებში ასასვლელი გვირაბები ჩამოანგრია. დააზიანა სტოას წინა ნაწილიც. ამის შემდეგ ვარძიამ სახე იცვალა - დანგრეული და დახურული გვირაბების ადგილას ღია ბილიკები გაჩნდა. ამავე პერიოდში, ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობის დროს აიგო ორსართულიანი სამრეკლო.

151 წელს სამონასტრო კომპლექსი სპარსელებმა დაარბიეს. მტერმა სხვა სიწმინდეებთან ერთად, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატიც გაიტაცა. 1578 წელს სამცხე თურქეთმა დაიპყრო. მათ მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები, მათ შორის, ვარძიის მონასტერიც შეავიწროეს. შეწყდა სამონასტრო ცხოვრებაც. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ (1828-1829 წწ.) მესხეთის ნაწილი კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. ამ ტერიტორიაში ვარძიის მონასტრის ტერიტორიაც შედიოდა, თუმცა მის აღდგენა-განახლებაზე არც ამის შემდეგ უზრუნია ვინმეს. უყურადღებოდ მიტოვებული მონასტერი ქურთი მეცხვარეებისა და ყაჩაღების თავშესაფრად იქცა. მის აკლდამაში ზამთრობით საქონელს აბინავებდნენ.

1854 წელს ბერძენმა კალატოზმა გიორგი პოპონდოპულომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული მთავარი ტაძრის გაწმენდა წამოიწყო. გააკეთა ხის კანკელი, გაწმინდა ტაძრის მახლობლად მდებარე ქვაბები და ეკლესიამდე მისასვლელი გზა. 1857 წელს ვარძია ხელახლა აკურთხეს. ორი წლის შემდეგ წირვა-ლოცვაც აღადგინეს. მსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აღევლინებოდა. ამის შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურიზმის ბაზა, შემდეგ კი - მუზეუმი დაარსდა.

1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ვარძიაში კვლავ განახლდა ღვთისმსახურება, 1999 წლიდან კი ბერებიც დასახლდნენ და სამონასტრო ცხოვრებაც განახლდა. ბერები სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. ვარძიას საფუძვლიანი აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები ესაჭიროება: ნაწილობრივ ჩაშლილია დასავლეთის კედელი, დაზიანებულია ძეგლის ცენტრალური ნაწილიც, იფიტება და იშლება კლდის ზედაპირი და სხვა.

ერთ-ერთ სენაკში გვხდება კლდეში ამოკვეთილი პატარა აუზი, რომელშიც კლდიდან ამომავალი წყალი წყვეთავს. მას „თამარის ცრემლებს“ ეძახიან: წყარო 1184 წელს, სამონაზვნო ოთახის მშენებლობისას, შემთხვევით აღმოაჩინეს. მშენებლებმა შენიშნეს, რომ კედელი სველდებოდა. ამის შესახებ თამარ მეფეს მოახსენეს. მან კლდის ამოკვეთა ბრძანა, რის შემდეგაც, წყალმა წვეთებად დაიწყო დინება. მოგვიანებით, იმ ადგილას პატარა აუზი გააკეთეს, სადაც კლდიდან მომდინარე წყალი ჩაედინება. წყალი ცრემლის წვეთებივით გამოედინება. რადგან ქალაქ-მონასტრის მშენებლობაც თამარის სახელს უკავშირდება, წყაროსაც ამიტომ უწოდეს „თამარის ცრემლები.“ მას კურნების ძალა შესწევს, გამოირჩევა შვილიერების მადლითაც. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცოლ-ქმარს წლების მანძილზე შვილი არ ეძლეოდათ, „თამარის ცრემლები“ უხმევიათ, სურვილი ჩაუთქვამთ და ასრულებიათ.

შორენა მერკვილაძე

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 14 2008, 09:11 PM

მარინე, აბა აქ ნახე.
ადრე წავიკითხე, თამარ დეოფალის საფლავის შესახებ წერია.
რამდენად სარწმუნო ინფორმაცია არის ვერ გეტყვი.
ვფიქრობ, შენ გამოგადგება
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/kviprosi/kviprosi.htm

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2008, 06:06 PM

ციტატა(tamuna m @ Feb 14 2008, 09:11 PM) *

მარინე, აბა აქ ნახე.
ადრე წავიკითხე, თამარ დეოფალის საფლავის შესახებ წერია.
რამდენად სარწმუნო ინფორმაცია არის ვერ გეტყვი.
ვფიქრობ, შენ გამოგადგება
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/kviprosi/kviprosi.htm


მადლობა, თამუნა yvavilebi.gif

ძალიან საგულისხმო ინფორმაციაა და აქ გადმოვაკოპირებ:

საინტერესო გადმოცემა


კვიპროსელებში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, ღალიას მონასტერში დაკრძალულია ვიღაც მდიდარი ქართველი ქალბატონი, რომელსაც ისეთი სიმდიდრე ჩაატანეს, რომ მთელ კვიპროსს ააყვავებსო. ამიტომ დროდადრო სხვადასხვა ადამიანები თხრიდნენ ახლომახლო ტერიტორიას და ეძებდნენ განძს. ერთხელ, თურმე ამ მიზნით იქ ორი კაცი ჩასულა. გათხრების დროს მათ თავს დასხმიათ სამი დიდი გველი. თუმცა ქვეწარმავლებს ისინი არ დაუკბენიათ, მხოლოდ თავზე შემოხვევიან. შეშინებულებს სამუშაო იარაღი დაუყრიათ და გაქცეულან. სამიოდე თვის შემდეგ მოსახლეობამ შეიტყო, რომ ორივენი თავის ტვინის სიმსივნით გარდაცვლილან. მოსახლეობაში შიში გაჩნდა, ამბობდნენ, წმიდა მამაი იცავს ამ ქართველი ქალბატონის საფლავსო.

ისტორიული ცნობა მდიდარი ქართველი ქალბატონის განსასვენებლის შემდებ - მეტად საგულისხმოა. საინტერესოა, რომ მომლოცველთა მარშრუტი წმიდა მიწაზე აუცილებლად კვიპროსზე გადიოდა და თუ ზოგიერთი წმიდა მამის ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ წმიდა მიწის მოლოცვა მათთვის კვიპროსის მოლოცვით იწყებოდა. შემორჩენილია ერთ-ერთი ჯვაროსნის ჩანაწერები, რომელიც მეცნიერმა ილია ტაბაღუამ ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში მოიძია. ჯვაროსანი წერს რომის პაპს ლაშა-გიორგის წმიდა მიწაზე მოგზაურობის შესახებ: „აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მე შევხვდი ლაშა-გიორგის, რომელიც სახით ალექსანდრე მაკედონელს ჩამოჰგავს. იგი მიასვენებდა თავისი დედის ცხედარს იერუსალიმში, მისი ანდერძისამებრ. ლაშა-გიორგი გზას დიდი ბრძოლით მიიკვლევდაო“. იერუსალიმში მიმავალ უფლისწულს აუცილებლად კვიპროსის გავლით უნდა ემოგზაურა. ამრიგად, სრულიად შესაძლებელია, რომ თამარმა თავისი განსასვენებელი თავისავე აშენებულ და გამშვენებულ ღალიას მონასტერში ჰპოვა.

სხვა გადმოცემის მიხედვით, ამბობენ, როდესაც თურქებმა აიღეს იერუსალიმი, იქ მყოფი ქართველები კვიპროსში გადავიდნენ და თამარის ცხედარიც იქიდან გადმოაბრძანესო.

კვიპროსის კიკოსის მონასტერს ჰქონდა მეტოქი ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში. ეს ვარძია, როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, თამარის მიერვეა აშენებული. იგი თურმე ხატს მოაბრძანებდა ვარძიიდან, ერთ ადგილზე შეუსვენია. ამ დროს მას გამოცხადება ჰქონია და ამის საფუძველზე იქ ხსენებული მონასტერი დაუფუძნებია.

კიკუ - ბერძნულად ჩიტს ნიშნავს. გადმოცემით ცნობილია, რომ სადაც ჩიტი გალობდა, იმ ადგილზე ააგეს ღვთისმშობლის ეს სახელგანთქმული სავანე. ამბობენ, რომ ეს ჩიტი ასე გალობდაო: „დედოფალი მოვა ამ მიწაზე და სამუდამოდ აქ დარჩებაო“. თვითონ კვიპროსელები მიიჩნევენ, რომ ეს დედოფალი - ღვთისმშობელია, მაგრამ, შესაძლოა, დედოფალში თამარიც იგულისხმებოდეს.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 17 2008, 06:15 PM

ეს ინფორმაცია სხვა ფორუმზე ამოვიკითხე და იმედია ავტორი არ მიწყენს, აქ, რომ გადმოვაკოპირო.

ქართველთა მზეთამზე, კეთილმორწმუნე მეფე თამარი ჯერ კიდევ მის თანამედროვეთ განუდიდებიათ და წმინდანთა დასში შეურაცხავთ.
მეფე თამარის ოთხი ფრესკაა შემონახული: ყინცვისში, ბერთუბანში, ვარძიასა და ბეთანიაში; მათგან უძველესი _ ვარძიის ფრესკაა, სადაც მეფე თამარი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა და დაუქორწინებელია გამოსახული. საინტერესოა, რომ გათხოვილ ქალებს ჩიხტიკოპზე ნიკაპს ქვემოთ მძივების მწკრივი ჰქონდათ შებმული, _ ამ ფრესკაზე კი მეფე თამარს ჩიხტიკოპი მძივებით შემკული არ აქვს.
მთეთამზე თამარის ხსენება ეკლესიაში წელიწადში სამგზისაა დადგენილი:
მის დაბადების დღეს _ ვარდობისთვის პირველ დღეს (ძველი სტილით) _ 14 მაისს,
მენელსაცხებლე დედათა კვირას _ დედათა დარი აღმატებული ღვაწლის გამო,
მის გარდაცვალების დღეს _ 31 იანვარი (ძველი სტილით) _ ეს თარიღი ეკლესიამ სულ სამიოდე წლის წინ დაადგინა წმინდა სინოდის საგანგებო განჩინების საფუძველზე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2008, 11:06 AM

ციტატა(tamuna m @ Feb 17 2008, 06:15 PM) *

ეს ინფორმაცია სხვა ფორუმზე ამოვიკითხე და იმედია ავტორი არ მიწყენს, აქ, რომ გადმოვაკოპირო.

ქართველთა მზეთამზე, კეთილმორწმუნე მეფე თამარი ჯერ კიდევ მის თანამედროვეთ განუდიდებიათ და წმინდანთა დასში შეურაცხავთ.
მეფე თამარის ოთხი ფრესკაა შემონახული: ყინცვისში, ბერთუბანში, ვარძიასა და ბეთანიაში; მათგან უძველესი _ ვარძიის ფრესკაა, სადაც მეფე თამარი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა და დაუქორწინებელია გამოსახული. საინტერესოა, რომ გათხოვილ ქალებს ჩიხტიკოპზე ნიკაპს ქვემოთ მძივების მწკრივი ჰქონდათ შებმული, _ ამ ფრესკაზე კი მეფე თამარს ჩიხტიკოპი მძივებით შემკული არ აქვს.
მთეთამზე თამარის ხსენება ეკლესიაში წელიწადში სამგზისაა დადგენილი:
მის დაბადების დღეს _ ვარდობისთვის პირველ დღეს (ძველი სტილით) _ 14 მაისს,
მენელსაცხებლე დედათა კვირას _ დედათა დარი აღმატებული ღვაწლის გამო,
მის გარდაცვალების დღეს _ 31 იანვარი (ძველი სტილით) _ ეს თარიღი ეკლესიამ სულ სამიოდე წლის წინ დაადგინა წმინდა სინოდის საგანგებო განჩინების საფუძველზე.


კარგი ინფორმაციაა, თამუნა და არამგონია საიტის ავტორმა გიწყინოს smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 20 2008, 05:05 PM

უწმინდესის ქადაგება თამარობის დღესასწაულზე, 2005წ. 14მაისი

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/14-05-2005.htm

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2008, 02:34 PM

ხალხური

* * *

თამარ მეფევ, თამარე,

სად ყოფილხარ, თამარე?

ვის ეომე, ვინ დარისხე,

ვინ დაამხე, თამარე?

მტერი დაგიმარცხებია,

დავლით მოხვალ, თამარე,

სვანეთს მოხვალ, დავლით მოხვალ,

ძლევით მოხვალ, თამარე.



* * *

ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო,

ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო,

კბილი - მარგალიტი, თვალ-წარბი - გიშერი,

შავი დალალები აბრეშუმისა;

თავზე - მუზარადი, წელზე - ჯავარდენი,

ატლასის კაბაზე - რკინის აბჯარი;

ცხენი - ქვიშისფერი, ლაგამი - ოქროსი,

ლაგამი - ოქროსი, ტახტა - ვერცხლისა.

ეცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო,

თამარ დედოფალო, თაიმარალი,

ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია,

ეცერის ვაკეზე მზე დგას ცხრათვალა.


http://literatura.iatp.ge/

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 28 2008, 02:53 PM

თამარის იამბიკოები-წარმოადგენს ტიპირურ ძაგლს მე-11-13 საუკუნეების ქართული ფილოსოფიური პოეზიისა.
თამარის იამბიკოებს ძველ-ქართული ფილოსოფიური პოეზიის მემკვიდრეობაში უნდა მიეკუთვნოს პირველი ადგილი, იმ,დენად დიდის ლიტერატურულის ღირსებით არიან ისინი აღბეჭდულნი.
თამარის იამბიკოებში იგრძნობა ნმდვილი ბრწყინვალება ძველი ქართული ენისა; თამარის ჩვენს დრომდე მოღწეული იამბიკოები სამ წყებად იყოფა:
1. იამბიკონთა ჯგუფი "მზის შარავანდედნი".
2. მიძღვნა დედისა და ძისადმი.
3. იამბიკონი სავერდებელი-ქართველთა შამქორის გამარჯვებისათვის
.
ეს უკანასკნელი წარმოადგენს ოდას, მაგრამ იგი დაწერილია ფილოსოფიური პოეზიის ფორმით და სტილით.

[u]"მზის შარავანდედნი"
ეს ციკლი შეიცავს ოთხ იამბიკონს, რომელთაგან თვითოეული დაწერილია იამბიკური სტროფით. ("იამბიკური ხუთეულით" ე.ი. ხუთტაეპიანი წყობით). სამ იამბიკოში თამარი განადიდებს ქრისტეს მოვაწეებს: წმ. მარიამ მეგვიპტელს, წმ. გიორგი კაბადუკიელს, წმ. თეოდორე ტირონს, ხოლო მეოთხე იამბოკი, ზედწერილით "თამარისი" წარმოადგენს, ამ ციკლის ეპილოგს.ეს იმაბიკო მესიანისტური სულისკვეთებით არის გამსჭვალული, იგი იძლევა საქართველოს სახელმწიფოებრივინ უფლების მეისანისტურ გამართლებასა და თვით-დადგინებას. ეს ოთხი განსხვავებული პოეტურ სახითა შემცველი იამბიკონები შინაგანად სენივთებულნი არიან ერთი ძირითადი პოეტური მაგისტრალით-მზის სიმბოლიკით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2008, 04:13 PM

ჩახრუხაძის "თამარიანი":

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-000-00---0vertwo--00-1-0dc%2eFormat--0prompt-10---4------0-1l--1-ka-50---20-about---00031-001-1-0utfZz-8-00&a=d&c=vertwo&cl=CL3.9&d=HASH25e0a73f070e3e8ef7f0d7

24. 1. თამარ წყნარი, შესაწყნარი,

ჴმა-ნარნარი, პირ-მცინარი,

2. მზე-მცინარი, საჩინარი,

წყალი მქნარი, მომდინარი.

3. მისთვის ქნარი რა არს? − ქნარი

არსით მთქნარი, უჩინარი.

4. ვარდ-შამბნარი, შამბ-მაღნარი,

ღაწვ-მწყაზარი, შუქ-მფინარი.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2008, 04:40 PM

ციტატა(tamuna m @ Feb 28 2008, 02:53 PM) *

თამარის იამბიკოები-წარმოადგენს ტიპირურ ძაგლს მე-11-13 საუკუნეების ქართული ფილოსოფიური პოეზიისა.
თამარის იამბიკოებს ძველ-ქართული ფილოსოფიური პოეზიის მემკვიდრეობაში უნდა მიეკუთვნოს პირველი ადგილი, იმ,დენად დიდის ლიტერატურულის ღირსებით არიან ისინი აღბეჭდულნი.
თამარის იამბიკოებში იგრძნობა ნმდვილი ბრწყინვალება ძველი ქართული ენისა; თამარის ჩვენს დრომდე მოღწეული იამბიკოები სამ წყებად იყოფა:
1. იამბიკონთა ჯგუფი "მზის შარავანდედნი".
2. მიძღვნა დედისა და ძისადმი.
3. იამბიკონი სავერდებელი-ქართველთა შამქორის გამარჯვებისათვის
.
ეს უკანასკნელი წარმოადგენს ოდას, მაგრამ იგი დაწერილია ფილოსოფიური პოეზიის ფორმით და სტილით.

[u]"მზის შარავანდედნი"
ეს ციკლი შეიცავს ოთხ იამბიკონს, რომელთაგან თვითოეული დაწერილია იამბიკური სტროფით. ("იამბიკური ხუთეულით" ე.ი. ხუთტაეპიანი წყობით). სამ იამბიკოში თამარი განადიდებს ქრისტეს მოვაწეებს: წმ. მარიამ მეგვიპტელს, წმ. გიორგი კაბადუკიელს, წმ. თეოდორე ტირონს, ხოლო მეოთხე იამბოკი, ზედწერილით "თამარისი" წარმოადგენს, ამ ციკლის ეპილოგს.ეს იმაბიკო მესიანისტური სულისკვეთებით არის გამსჭვალული, იგი იძლევა საქართველოს სახელმწიფოებრივინ უფლების მეისანისტურ გამართლებასა და თვით-დადგინებას. ეს ოთხი განსხვავებული პოეტურ სახითა შემცველი იამბიკონები შინაგანად სენივთებულნი არიან ერთი ძირითადი პოეტური მაგისტრალით-მზის სიმბოლიკით.


თამარ მეფე

ცასა ცათასა

ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთმთავრობა,

ძე საუკუნობს პირველი და კვალადი,

სულმან მან ღმერთმან სრულყო მოქმედებადი,

სამებით სრულმან ერთითა ღმრთეებითა,

მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.



შენ მიერ მისთვის დრკუსა მის განმგებელი

დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,

ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო,

შენგან შობილმან ჩვენ ღირსგვყვნა აღმოშობად

ბნელით ნათელსა, ნათელთა მხეველობად


შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით

როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად,

მე, თამარ, მიწა შენი და მიერივე,

ცხებულობასა ღირსმყავ და თვისობასა.

ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით.



შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ,

ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა

შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღვრისა ღაზოდ მძღვანი,

ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,

მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით.



ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა

ჩვენნი მხედარნი, მოსავნი შენნი, სძალო,

მოწყნეს, მოსწყიდეს აგარის ნათესავნი.

მუნით მოხმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას

შენდა შევწირავ. მიოხე ძეებრ, ღმერთო!



ეს ლექსი თამარ მეფისა შეტანილია ცნობილ საისტორიო თხზულებაში "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი." ლექსის შეთხზვის მიზეზად ქრინიკის ავტორი ასახელებს შამქორის ბრძოლაში (1195 წ.) გამარჯვებული ქართველთა ლაშქრის მიერ ნაალაფარი დროშის შეწირვას ხახულის მონასტრისათვის.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 28 2008, 09:09 PM

"მ ზ ი ს შ ა რ ა ვ ა ნ დ ე დ ნ ი"

წმინდისა მარიამ მეგვიპტელის

1. გიხილავნ-მზეიო!-უცხონი ნიშნი ფრიად,
2. გარნა მდედრისა ბუნებისა ესოდენ
3. დაკნინებულნი ნივთნი აროდეს სადა
4. ვითრცამიწა-ზე ეტვირთა ჰაერსა,
5. და ნივთიერთა ხორცთა სიზრქე-მწყურნებსა.

თარგმანი-კომენტარი

1. "მზეო გიხილავს უცხონი საკვირველებანი ფრიადნი,
2-3 მაგრამ ქალური ბუნებისაგან ესოდენ ამაღლება ნივთიერ ბუნებაზე, "ბუნების ნივთთა ესოდენ დაკნინება"-დამცრობა არასოდეს გიხილავს.
4. თუ ვითარ მიწა-ზე ეტვირთოს ჰაერსა,
5 და ნივთიერ სხეულთა "სიზრქე" (ქვე-დამზიდველი სიმკვრივე)-ზე ეტვირთოს წყალსა მწყურნებსა.

წმინდისა გიორგისა

1. კაბადუკიით მზე შარაბანდი დიდი
2. ცის ქვეშისა და მზის ზედაისა სოფლისაი,-
3. ატტიკელ მხნეობს იგი ნიშებთა ელვეებრ!
4. შვიდ-გზის მოწამე-აშვიდ-გზისებს გვირგვინითა,
5. და ღმრთის ზიარ ქმნით გიორგი განვლის ცათა!

თარგმნა-კომენტარი

1. კაბადუკიით მოვლენილი-მზე შარავანდი დიდი,
2. არა ნივთიერი მზე, არამედ მზე-მზეთა, მზე-ადამიანი,ორკერძ მანათობელი ორსავე სამყაროსი-ცის ქვეშისა და მზის ზედაისა მსოფლიოსი,-
3. ატტიკური მისხნით (ე.ი. ფილოსოფიური სტოიციზმით) იგი მოავლენს საკვირველებათა ელვისებრ:
4. შვიდგზის წამებულს, შვიდგზის დაედგმის გვირგვინი
5. და ღმრთის ზიარ-ქმნით გიორგი განვლის ცათა.

წმინდისა თეოდორესი

1. ცის შარავანდი იმზებს ნიშთა თევდორე
2. მაქსიმმოს ალმობს-ღმრთისა დიდისა შურსა.
3. ძელთ აიმდემი ქვათა აღწვაბს ცეცხლითა,
4. ღუაწლთა თმენითა ამაღნიტებს მსაჯული,
5. და ცად ჰუოფს იგი ქრისტეს შორის სუფევად.

თარგმნა-კომენტარი

1. ცის შარავანდი თოვდორე მზეებსრ განფენს საკვირველებათა,
2. მაქსიმოსს (-რომაელთა იმპერატორს, ამ ქვეყნიურ უფალს), იგი ტანჯვას ჰგვრის (თავისი შეუდრეკელობით).
3. ძელზე გაკრული-ქვათა განლევს ცეცხლითა,
4. ითმენს სატანჯველთ, რომელიც მას მსაჯულმა განუმზადა, იწრთობა, როგორც მაგნიტი ცეცხლი,-
5. და ციერად იქცევა ქრისტეს თანა სუფევად.

თამარისი

1. მზეობს ცის ქუეშე მზე ოქრო-შარავანდი
2. ქრისტეს სჯულებთა ენათელ-ცისკროვნების!
3. სამაყაროს შუქი ერთსა ნათლისა-მსხივობს!
4. ყვავილ-სუნელთა ევარდ-კინამოების,
5. და კედართ მფლობი, ასულბს თამარ-დავითს!

თარგმნა-კომენტარი

1. მზეობს ცის ქუეშე მზე ოქრო-შარავანდი,
2. იგი ქრისტეს მოსავთა ნათელცისკროვნად ეფინება.
3. სამყაროს შუქი ერთსა (ერთობლივ ქრისტეანეთა უნაღლეს მეფეთ-მეფეს) მმოსავს ნათლის სხივებით.
4. იგი ყვავილ-სუნელთა (-ედემის სახით დანერგილ ბაღს, ე. ი. ქრისტეანულ სამყაროს) ვარდ კინამოდ-ეფრქვევა.
5. მსოფლიოს მფლობელი ("კედართ მფკლობი") თამარ-ასულობს დავითს (ე.ი. შთამომავლობს დავით წინასწარმეტყველისაგან, რომლის შესახებაც წერილმა სთქვა: მისნი ტომნი იქნებიანო ქვეყნის უფალნი).

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 1 2008, 01:42 PM

მიძღვნა დედისა და ძისადმი

1193 წელს თამარი დედა გახდა. მას ტახტის მემკვიდრის-ლაშა-გიორგის დაბადება, აღუნიშნავს შესაწირავით. შეუმკია გელათში დასვენებული ხახულის ღვთისმშობელი, რომელიც საქართველოს ნაციონალურ სიწმინდედ ითვლებოდა და ნიშნად მვედრებლობისა, დაუწერია იამბიკო, რომელიც ამოუქანდაკებიათ ხახულის ხატზედვე.
თამარი მიმართავს, ვიტარცა დედა-დედას.

1.ქალწულებრივთა სისხლთა შენთაგან, სძალო,
2. თბედ საიდუმლოდ ზენაისა განგებისად,
3. ძისა ღმრთისა-ძედ მეშ იქმენ არსთა მცხოვნად!
4. მე, თამარ, ჩემთა ტომთაგან დავითებრთაით
5. თვისდ,-შემამკევ, მადიდე, აღმამაღლე!
6. აწ მეცა ხელ-ვყავ შემკობად ხატსა თქუენსა,-
7. დედისა ძითურთ,-და მეცა, ძითურთ, მფარევდ!

თარგმანი-კომენტარი

1-2. სძალო (ღვთისმშობელო)! შენთა ქალწულებრივთა სისახლთაგან საიდუმლო შეზავებით, ზენა განგებისაებრ,
3. ძედ დაჰბადე, ძე ღმრთისა, არსთა სასიცოცხლოდ.
4. მე, თამარ, შთამომავალი დავით მეფსალმუნე წინასწარმეტყველისა (და შენი ღმრისმშობელო), თვისი (შენი სისხლი და ნათესავი),
5. შემამკევ, მადიდე და აღმამაღლე,6. აწ მეცა ხელ-ვყავ ხატისა თქვენისა,-დედისა ძითურთ,-
7. და მეცა (თამარ), ძითურთ (ლაშა-გიორგით),-დამიფარე!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 3 2008, 03:09 PM

იამბიკო შამქორის გამარჯვებისათვის

1121წელს წმინდა დავით აღმაშენებლმა დიდგორთან, თბილისი შემოგარენთან დაამარცხა მუსულმანთა უძლიერესი კოალიციის ლაშქარი, და ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს სახელმწიფო განამტკიცა ახალ საზღვრებში, შავი ზღვიდან-კასპიის ზღვამდე. 74 წლის შემდეგ, დავითის დიდი მემკვიდრის-თამარის დროს, 1195 წელს, ქართველთა მხედრობამ დავით სოსლანის მეთაურობით შამქორთან-განჯის შემოგარენთან, დაამარცხა მუსულმანთა უძლიერესი კოალიციის შეერთებული საკავშირო ჯარი. ამ ლაშქრობათა შედეგად, რომელიც მოჰყვა შამქორს, მე-12 საუკუნის დასასრულსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში, საქართველო იქცა უძლიერეს სახელმწიფოდ ახლო აღმოსავლეთში. დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვების შემდეგ დაწერა გამარჯვების ჰიმნი-"იამბიკო ხუთეული, ოცდახუთ ლექსად აღწერილი" და ერთ-ერთი ტროფეისთან ერთად ("იავარი", ნატყუენავი, ნადავლი) გელათს წარგზავნა ხახულის ღვთისმშობლის წინაშე. შამქორის გამარჯვების შემდეგ თამარის ისევე მოიქცა, როგორც მისი დიდი წინაპარი და გელათს წარგზავნა ხალიფას დროშა და "იამბიკო ხუთეული, ოცდახუთ ლექსად აღწერილი".

იამბიკო სავედრებელი ქართველთა შამქორს გამარჯვებისათვის.

1. ცისა ცათაისა დამწყებ არს ღმერთ-მთავრობა,
2. ძე-საუკუნობს, პირველი და კუალადი.
3. სულმან მან ღმერთმან სრულ-ჰყო მოქმედებადი,
4. სამიტ სრულმან ერთითა რმთეებითა,
5. მიწის პირველთა ეწრფო პირმშოს კაცთასა.
6. შენ მიერ მისთვი დრკუისა მის განმგებელი,
7. უდრკუოი მიდრკა უვნები-ვნებისადმი
8. ივნო, და ვნებაი პირველი უვნებელ-ჰყო!
9. შენგან შობილმან ჩუენ ღირს-გვყუნა არმოშობად,
10. ბნელიტ ნათელსა-ნატელტა მხედველობად.
11. შენგან-ქალწულო, რომელი შენი თვის დავით
12. როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა შობად,-
13. მე, თამარ, მიწა შენი, და მიერივე,
14. ცხებულებისა ღირს-მყავ და თვისობასა,-
15. ედემს, ღადირთად, სამხრიტ და ჩრდილოეთით.
16. შუა მფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ:
17. ხალიფის დროშაი თანავე მანიაკსა
18. შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანის,
19. ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,
20. მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით.
21. ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა,
22. ჩემნი მხედარნი-მოსავნი შენნი, სძალო!
23. მოწყლნეს, მოწყვიდნეს აგარის ნათესავნი.
24. მუნით მოხნულთა ნიჭთაგან ამას ერთსა
25. შენდა შევწირავ! მიოხე ძეებრ, ღმერთო!

თარგმანი-კომენტარი

1. ცის სფეროთა ("ცის ცისათა") დამწყებ-შემოქმედი არს ღმერთი-მთავრობა [-პირველი პირი ღვთაებისა]
2. ძე [მეორ პირი] ასევე მარადისია,-პირველი [-პიველითგანვე არსი] და კუალადი [-მესამე პირმან] -სრულ-ჰყო მოქმედებადი ღვთაება.
4. სამებიტ სრულმან ერთ-ღვთაებამან
5. ექმნა სახედ (შეეწრფო, თანად ეზიარა) მიწისაგან წარმოქმნილს პირმშოს ადამიანთა (პირველ-შობის ადამა).
6. შენ მიერ [ღმრთისმშობელო].
დრკუისა [ყოვლად განუმართველისა, მრუდისა, სატანის] განმგებელი
7. [ძე შენი იესო], უდრკუოი [მართალი] და უვნებო-მიდრკა ვნებისადმი,
8. ივნო, და ვნება პირველი [ადამის მიერ მოვლინებული] უვნებელ-ჰყო.
9. შენგან შობილმან-ჩუენ ღირს გვყო აღმოშობად
10. ბნელითგან ნათელსა, ნათელტა მხედველობად.
11. შენგან-ქალწულო!-რომლისათვისცა შენი თვისი [შენი ერთი-სისხლი ნათესავი] დავით მეფსალმუნე
12. როკვიდა. [და ამიტ წინასწარმეტყველურად მოასწავებდა] ძე ღმრთისას [ქრისტე მესიისა] ძედ შენდა შობას,
13. მე, თამარ, შენი მიწა და მიერივე [-მიერი დავით მეფსალმუნისა, მისი შტამომავალი, და შენი დავითის ასული, ერთ-სისხლი მკვიდრი],
14. ღირს-მყავ შენდა თვისობასა [ნათესაობას] და მეფედ ცხებულებასა-
15. [მსოფლიოს მფლობელად]: აღმოსავლეთიდან-[სადაც ედემი დანერგა რმერთმან]-ვიდრე დასავლეთის მიჯნამდე ["ღადირთამდე"-ჰერაკლეს ბწეებამდე], და სამხრეთით ჩრდილოებამდე.
16. ქვეყნის მფლობელი [ნიშნად გამარჯვებისა] იავარის (ტროფეის) შენდა მომრთმეველი ვარ:
17. მანიაკს [-ძველს იავარს, რომელიც დიდმა დავითმა აღმაშენებლმა მოგიძღვნა]-შევმატე დროშა ხალიფასი,
18. [მაჰმადი] ცრუ-სჯულთა მოძღვრის მიერ "ღაზოდ" სამოშურნეოდ) წარმოგზავნილი [ცვენდა საწინაარმდეგოდ]
19. ხალიფისა-რომელიც დავით [სოსლანმან, ეფრემის შთამომავალმან], ეფრემის ძეთაებრ [უცდომელად] მოისარმან,
20. დასტრგუნა ("მოირთხა. მოსრნა") ხალიფის ტანამზრახველ სილტანტან და ატაბაგთან ერთად.
21. ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა [ხალიფას] სპათა,
22. ჩემნი მხედარნი, შენნი მსასოებელნი, სძალო ქალწულო!
23. მოსწყლეს, მოსწყვიდეს მუსილმანთა ტომნი.
24. მუნითგან მორებულ საბოძვართაგან ამას ერთსა [ხალიფის დროშა]
25. შენდა შევწირავ [ძეო მარიამისავ, იესო] რმერთო, და მეცა ძეებრ შემივედრე!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 4 2008, 12:40 AM

"თამარის გული"

წმინდანად შერაცხული მეფე თამარი მთელი საქართველოს მფარველია და ეს მასთან დაკავშირებული სასწაულებიდანაც ცხადად ჩანს, რომელთაგანც ერთ-ერთს მოგიტხრობთ: რამდენიმე წლის სინ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ბაგრატიონთა საუფლისწულოში (ახალციხეში) თამარ მეფის დადგმა გადაწყვიტეს. გამოცხადდა კონკურსი. გამარჯვებული მოქანდაკე-მალხაზ ცისკაძე და არქიტექტორი დავით ცუცქირიძე მუშაობას შეუდგნენ. ძეგლი თამარობის დღესასწაულზე უნდა გახსნილიყო.
ვინაიდან ბრინჯაოში ქანდაკების ჩამოსხმა ძვირი ჯდებოდა, შემოქმედებითმა ჯგუფმა შედარებით იაფი და ძნელი გზა აირჩია-გადაწყვიტა, წმინდანად შერაცხული მეფის ძეგლი წვაში ხელით გაოეკვეთათ. მისი სიმაღლე 4,5 მეტრი უნდა ყოფილიყო. თმარაი სამეფო ტახტზე იჯდებოდა და ხელთ ექნებოდა სფერო ჯვრით. სასწაული ოთხკუთხა ქვის დამუშავების დროს მოხდა. ჯერ თავის ფორმაგამოიყვანეს, და როცა გულ-მკერდის მარცხენა მხარის დამუშავებაზე გადავიდნენ, გულის ადგიზე ქვა გასკდა. დააკვირდნენ, და აღმოაჩინეს, რომ ქვაში თხევადი სითხით ამოვსებული გულის ფორმის ღრმული იყო, რომელიც თბილი დახვდათ. რბილობი გეოლოგებმაც შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ თიხნარს, ცვილნარს და სტალაგმიტურ ნივთიერებას შეიცავდა. იგი ძალიან ჰგავდა ცვილს, რომლითაც თაფლის სანთელს ასხამენ. ეს ფაქტი მართლაც საწაულს ჰგავდა. და, აი, რატომ: თავისუფლად შეიძლებოდა, 72ტონიანი თეთრი ქვის გამოთლა სხვა მხრიდან დაეწყოთ და გულის ფორმის რბილობი ქანდაკებას გულთან არ დამთხვეოდა.
ქვაში გამოკვეთილი "თამარის გული" პატრიარქს მიართვეს. მისმა უწმინდესობამ იგი სიწმინდედ შერაცხა და საპატრიარქოში დააბრძანა. მოგვიანებით კი სიონის საკათედრო ტაძარშო გადააბრძანეს. ლია მეორემ ეს სიწმინდე უფლის კვართის შემდგომ უდიდეს საწაულად მიიჩნია. პატრიარქის თქმით "თამარის გული" იმის დასტურია, რომ უფალს ვახსოვართ და წმინდა თამარი ჩვენს ქვეყანას თავის კალთას კვლავ აფარებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2008, 04:33 PM

ციტატა(tamuna m @ Mar 4 2008, 12:40 AM) *

"თამარის გული"

აღმოაჩინეს, რომ ქვაში თხევადი სითხით ამოვსებული გულის ფორმის ღრმული იყო, რომელიც თბილი დახვდათ. რბილობი გეოლოგებმაც შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ თიხნარს, ცვილნარს და სტალაგმიტურ ნივთიერებას შეიცავდა. იგი ძალიან ჰგავდა ცვილს, რომლითაც თაფლის სანთელს ასხამენ. ეს ფაქტი მართლაც საწაულს ჰგავდა. და, აი, რატომ: თავისუფლად შეიძლებოდა, 72ტონიანი თეთრი ქვის გამოთლა სხვა მხრიდან დაეწყოთ და გულის ფორმის რბილობი ქანდაკებას გულთან არ დამთხვეოდა.
ქვაში გამოკვეთილი "თამარის გული" პატრიარქს მიართვეს. მისმა უწმინდესობამ იგი სიწმინდედ შერაცხა და საპატრიარქოში დააბრძანა. მოგვიანებით კი სიონის საკათედრო ტაძარშო გადააბრძანეს. ლია მეორემ ეს სიწმინდე უფლის კვართის შემდგომ უდიდეს საწაულად მიიჩნია. პატრიარქის თქმით "თამარის გული" იმის დასტურია, რომ უფალს ვახსოვართ და წმინდა თამარი ჩვენს ქვეყანას თავის კალთას კვლავ აფარებს.


ასე დაწვრილებით არ ვიცოდი. რა ლამაზი ამბავია wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 5 2008, 07:46 PM

ერთხელ ლოცვით და ხელსაქმით დაღლილ თამარს ჩათვლიმა და ჩვენება იხილა:ლამაზ და კეთილ ადნაგებ სახლში შევიდა, თვალ-მარგალიტით შემკული ოქროს ტახტი ნახა, იფიქრა:„მეფე არ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი და უპატიოსნესი ესე საჯდომი“ და გაემართა, რათა დამჯდარიყო. უცებ ნათლით მოსილმა კაცმა შეაჩერა და უთხრა:„შენი არა არს საჯდომი მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად მისა“. გაოცებულმა თამარმა იკითხა:„ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი საჯდომი?“ მან უპასუხა:„საყდარი ისი შენისა მოჯალაბისა არს, ამისთვის რომელ ათორმეტთა მღვდელთა მისთა ხელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგნენ შესაძრწუნებულსა და საშინელსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნის მსხუერპლისა. ამისთვს იგი უზეშთაეს შენსა არს, დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ საყოფელი შენი აქვე არს“ და უჩვენა სხვა ადგილი.

გამოღვიძებულმა თამარმა საკუთარი ხელით დაიწყო რთვა და ქსოვა და თორმეტი მღვდელი შემოსა.


დამატებითი ინფორმაცია თამარ მეფეზე

http://www.chveni-sarcmunoeba.narod.ru/tamar_mefe.htm

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 13 2008, 07:17 PM

წმიდა მეფე თამარის წარმატების საიდუმლო


საოცარია, რომ საქართველოს უმწვერვალეს სამხედრო ძლიერების დროს ისტორიამ ნაზ და სათუთ არსებას, ქალს არგუნა მეფობა. ზოგნი თამარის წარმატებას გამჭრიახ მთავარსარდლებს მიაწერენ, ზოგნიც მემკვიდრეობით მიღებულ აწყობილ ქვეყანას; იყო ერთიც და მეორეც, მაგრამ ძლიერი და აყვავებული ქვეყანა, ძირითადად, მისი პიროვნების დამსახურება, იმ მადლის შედეგი იყო, უფლის თვალში რომ ჰპოვა საკუთარი ღვთისმოშიშებით, გონიერებით, წრფელი ლოცვით.

მას პატივს სცემდნენ არაქართველებიც. თამარს, ბევრ სხვა მაღალ თვისებასთან ერთად, ახასიათებდა მეზობელთმოყვარეობა და ყველასადმი ლმობიერება, „მოწყალება თანა-ლმობელი“ და, რაც მთავარია, ყმადნაფიც ქვეყნების უდიდესი მფარველობა. სიკეთე და სამართლიანობა, გონიერების ზეობა, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ეს დამახასიათებელი იყო თამარის პოლიტიკისთვის და ის ეფუძნებოდა ქრისტიანული სარწმუნოების მიერ ქადაგებულ კაცთმოყვარებას. მის ამ სიკეთეს გასაოცარი სიყვარულით უპასუხეს არაქართველმა ხალხებმა. ისინი საუკუნეების მანძილზე აქებდნენ მას, უძღვნიდნენ ლექსებს, სიმღერებს, ლეგენდებს. თამარი ზრუნავდა ადამიანების საყოველთაო კეთილდღეობისთვის. მის დროს ფაქტობრივად მოისპო სიკვდილით დასჯა. ესეც წინწადგმული ნაბიჯი იყო იმ დროის ქვეყნებთან შედარებით; მით უმეტეს, რომ სიკვდილით დასჯა დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ახლახან აიკრძალა.

აღსანიშნავია, რომ თამარი სახელმწიფო შემოსავლის მეათედს ღარიბებს აძლევდა. „გლახაკთ ნაათალი“ ახალი ამბავი არ იყო კულტურულ აღმოსავლეთში, მაგრამ მას ახდევინებდნენ ყველას, აქ კი ამ საქმეს თავად სახელმწიფო იღებდა საკუთარ თავზე და საკუთარი შემოსავლიდან იხდიდა. წმ. თამარ მეფის დროს აშენდა იკორთის, სამთავროს, ბერთუბნის, ბეთანიისა და სხვა მრავალი ტაძრები. არა ერთი ეკლესია აიგო ოსეთსა და ჩერქეზეთშიც. დიდებული ვარძია, რომელიც მსოფლიოს საოცრებად მოინათლა თამარის სახელთანაა დაკავშირებული.

როგორ შეძლო თამარმა ასეთი ძლიერი სახელმწიფოს შექმნა?! მას ხომ არც აღმოსავლეთისკენ მიუპყრია თვალები, არც დასავლეთისკენ გაუშვერია ხელი, არც ჩრდილოეთში უძებნია მფარველი და არც სამხრეთში! აი, როგორ. მას, მიწიერი შემწის უარმყოფელს, ზეაპყრობილი ჰქონდა მზერა ღვთისკენ და ერთადერთს მას სასოებდა.

„დედოფალო ნეტარო, განუღე კარი მოწყალებისა ერსა შენსა ივერიისასა“, - არაერთხელ წარმოუთქვამთ თვალცრემლიანი მეფის ბაგეებს. ღვთის სიტყვის თანახმად, ვინც ითხოვს, ის ღებულობს კიდეც. ლომის ძუ ლეკვი ჭეშმარიტად სწორი შეიქმნა ხვადის.

თამარის პიროვნების, მისი სიბრძნის, უმანკო, ყოვლადმოწყალე განურისხებელი გულისა და მოღვაწეობის შეფასებისას, მისი ეზოსმოძღვარი ასეთ რამეს ამბობს: „რამეთუ ვითარ თმანი თავის თითოეულად ვერავინ აღრაცხნის, ეგრეთვე ვერავინ აღწერნეს საქმენი თამარისნი-ო“. ამიტომ იქცა თამარი ქართველი კაცის მარადიულ გულისთქმად, სიყვარულის წყაროდ, ზნეობრივ სინათლედ, ეროვნულ სიდიადედ, მშობლიური ხალხის უკვდავებად და მომავლის იმედად.

ილია მართლის სახელობის გიმნაზიის
IX კლასის მოსწავლე თამარ ადამია
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“

http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/tamari.htm

პოსტის ავტორი: nino nino თარიღი: Mar 13 2008, 11:44 PM

ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის თამარ მეფის შესახებ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2008, 01:24 PM

წმ. მეფე თამარი

(ანდრია ბიბილურის ნამუშევარი)

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 10:40 AM

თამარმა არაერთი ტაძარი ააგებინა არა მარტო საქართველოში, არამედ დაღესტანში, ოსეთსა და ჩერქეზეთში, სადაც დღესაც საკუთარ მეფედ მიაჩნიათ.

საინგილოსა და აჭარაში ახლაც არის შემორჩენილი თამარის დროის ხიდები. დღესაც ჩეჩნეთში ლამაზ ყვავილს თამარი ჰქვია.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 6 2008, 03:02 PM

ერთ-ერთი საინტერესო გადმოცემა:

კვიპროსელებში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, ღალიას მონასტერში დაკრძალულია ვიღაც მდიდარი ქართველი ქალბატონი, რომელსაც ისეთი სიმდიდრე ჩაატანეს, რომ მთელ კვიპროსს ააყვავებსო. ამიტომ დროდადრო სხვადასხვა ადამიანები თხრიდნენ ახლომახლო ტერიტორიას და ეძებდნენ განძს. ერთხელ, თურმე ამ მიზნით იქ ორი კაცი ჩასულა. გათხრების დროს მათ თავს დასხმიათ სამი დიდი გველი. თუმცა ქვეწარმავლებს ისინი არ დაუკბენიათ, მხოლოდ თავზე შემოხვევიან. შეშინებულებს სამუშაო იარაღი დაუყრიათ და გაქცეულან. სამიოდე თვის შემდეგ მოსახლეობამ შეიტყო, რომ ორივენი თავის ტვინის სიმსივნით გარდაცვლილან. მოსახლეობაში შიში გაჩნდა, ამბობდნენ, წმიდა მამაი იცავს ამ ქართველი ქალბატონის საფლავსო.

ისტორიული ცნობა მდიდარი ქართველი ქალბატონის განსასვენებლის შემდებ - მეტად საგულისხმოა. საინტერესოა, რომ მომლოცველთა მარშრუტი წმიდა მიწაზე აუცილებლად კვიპროსზე გადიოდა და თუ ზოგიერთი წმიდა მამის ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ წმიდა მიწის მოლოცვა მათთვის კვიპროსის მოლოცვით იწყებოდა. შემორჩენილია ერთ-ერთი ჯვაროსნის ჩანაწერები, რომელიც მეცნიერმა ილია ტაბაღუამ ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში მოიძია. ჯვაროსანი წერს რომის პაპს ლაშა-გიორგის წმიდა მიწაზე მოგზაურობის შესახებ: „აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მე შევხვდი ლაშა-გიორგის, რომელიც სახით ალექსანდრე მაკედონელს ჩამოჰგავს. იგი მიასვენებდა თავისი დედის ცხედარს იერუსალიმში, მისი ანდერძისამებრ. ლაშა-გიორგი გზას დიდი ბრძოლით მიიკვლევდაო“. იერუსალიმში მიმავალ უფლისწულს აუცილებლად კვიპროსის გავლით უნდა ემოგზაურა. ამრიგად, სრულიად შესაძლებელია, რომ თამარმა თავისი განსასვენებელი თავისავე აშენებულ და გამშვენებულ ღალიას მონასტერში ჰპოვა.

სხვა გადმოცემის მიხედვით, ამბობენ, როდესაც თურქებმა აიღეს იერუსალიმი, იქ მყოფი ქართველები კვიპროსში გადავიდნენ და თამარის ცხედარიც იქიდან გადმოაბრძანესო.

კვიპროსის კიკოსის მონასტერს ჰქონდა მეტოქი ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში. ეს ვარძია, როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, თამარის მიერვეა აშენებული. იგი თურმე ხატს მოაბრძანებდა ვარძიიდან, ერთ ადგილზე შეუსვენია. ამ დროს მას გამოცხადება ჰქონია და ამის საფუძველზე იქ ხსენებული მონასტერი დაუფუძნებია.

კიკუ - ბერძნულად ჩიტს ნიშნავს. გადმოცემით ცნობილია, რომ სადაც ჩიტი გალობდა, იმ ადგილზე ააგეს ღვთისმშობლის ეს სახელგანთქმული სავანე. ამბობენ, რომ ეს ჩიტი ასე გალობდაო: „დედოფალი მოვა ამ მიწაზე და სამუდამოდ აქ დარჩებაო“. თვითონ კვიპროსელები მიიჩნევენ, რომ ეს დედოფალი - ღვთისმშობელია, მაგრამ, შესაძლოა, დედოფალში თამარიც იგულისხმებოდეს.


სხვა ვერსიით, თამარი საფლავი იერუსალიმში უნდა იყოს. ვარძიაც გამიგია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 6 2008, 03:09 PM

სწორედ ამაზე ვამბობდი, ეს ინფორმაციაც დევს იმ თემაში,

აქ კი უფრო ვრცლად შეგიძლია ნახო

http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/kviprosi/kviprosi.htm

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 6 2008, 10:11 PM

რატომ უნდა დაეკრძალათ თამარი სხვა ქვეყანაში, მესმის წმინდა მიწაზე განსასვენებელი რამხელა რამაა, მაგრამ ეს კვიპროსის ვერსია... მეეჭვება ძალიან, როცა ყველა ქართველისთვის სათაყვანებელი იყო ქართული მიწა (მით უმეტეს თამარისთვის) რატომ უნდა დაეკრძალათ კვიპროსზე...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2008, 11:44 AM

მინდობილი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი სასტიკი ომი გაიმართა ბასიანთან... ისე დაიფანტა აურაცხელი მტერი, რომ სადაც გაიხედავდით "ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილად." მაინც რისი შეეშინდათ სულთნის ლაშქარს?!

სულთნის ერთ-ერთი დიდებული, რომელიც მიიყვანეს თამარ მეფესთან, უეცრად დაეცა ძირს ენაჩავარდნილი და "იღლარჭნოდა, ვითარცა გველი." გაიყვანეს გაერთ, მოასულიერეს და ჰკითხეს, რა დაგემართაო. ხოლო მან თქვა:

"რომელი არს თავსა ზედა თამარისსა, მან ყო ძლევა ესე ჩუენ ზედა და აწცა შევშინდი მის მიერ... ხოლო ჟამსა მას იყო ხატი მთავარანგელოზის მიქაელისა თავსა თამარისასა მკიდარე."



პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 2 2008, 05:41 PM

კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)
სიტყვა თამარ მეფის დღეს


ბრძენმა დედოფალმაც დაიბარა იერუსალიმიდან სიბრძნითა და წმიდა ცხოვრებით ცნობილი ყოფილი მცხეთის კათალიკოსი ნიკოლოოზი, შეკრიბა უკანასკნელის თავმჯდომარეობით მთელი სამეფოს ეპისკოპოსნი, მონაზონნი, მეუდაბნოენი და საღმრთო სჯულის მცოდნე პირები, შევიდა კრებაზე, სიმდაბლით ეამბორა მამებს, როგორც უბრალო პიროვნება, და შემდეგ დაახლოვებით ასეთი სიტყვებით მიმართა მათ: „წმინდთნო მამანო, თქვენ დადგენილნი ხართ ღვთისაგან მოძღვრებად და გამგებლებად ეკლესიისა, თქვენ მოგთხოვთ ღმერთი პასუხის გებას ჩვენი ცხონების შესახებ. მიაქციეთ მკაცრი ყურადღება ქრისტეანეთა ცხოვრებას, კეთილი მხარე ამ ცხოვრებისა განამტკიცეთ, ხოლო რაც უგვანო და ბოროტი რამაა მასში, უსათუოდ მოსპეთ, მოჰკვეთეთ და სასტიკად აკრძალეთ დადგენილებით. გასწორება იწყეთ ჩემიდგან, რადგანაც სიდიდეს ვატარებ მეფობისათვის და არა ღვთის საგმობლად, ნუ მოერიდებით მთავრებს მათი დიდკაცობის გამო და ნურც უბრალო პირებს შეურაცხყოფთ მისთვის, რომ იგინი უბრალონი არიან. თქვენ კეთილი დადგენილებანი მოახდინეთ, და მე მათი შესრულებით დაგეხმარებით, თქვენ სწავლა მოგვეცით, და მე თქვენს სწავლას შევითვისებ და სხვებსაც შევათვისებ, თქვენ მაგალითი დაგვიყენეთ წინ, და მის განხორციელებას მე ვიდებ თავს. ორივე მხარემ ხელი ხელს მივცეთ სარწმუნოების დაცვაში, რომ არ ჩავცვივდეთ ღვთის პასუხისგებაში. თქვენ, როგორც მღვდლები, მე, როგორც მეფე, თქვენ, როგორც უფროსი გამგენი, მე, როგორც უბრალო დარაჯიო“.


ვრცლად...
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/leonide/tamar.htm

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 29 2009, 12:54 PM

მატასი

ციტატა
მეეჭვება ძალიან, როცა ყველა ქართველისთვის სათაყვანებელი იყო ქართული მიწა (მით უმეტეს თამარისთვის) რატომ უნდა დაეკრძალათ კვიპროსზე...

ეს კითხვა მეც მქონდა ჯერ კიდევ ბავშვობაში და მახსოვს მიპასუხეს: მტერების შურიესძიების გამო გადამალესო ანუ რომ არ შეეურაწყოთ მისი განსასვენებელი.
ახლა სიმართლე ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ ვეჭვობ, რომ სადღაც იქნება მაინც საიდუმლოდ შენახული ინფორმაცია ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 29 2009, 09:48 PM

ძნელია ამ თემაზე საუბარი, კვიპროსზე და იერუსალიმში ცხედარის გადასვენება ცოტა გაუგებრობებთან არის დაკავშირებული, იმ მოტივით რომ გზა ძალიან შორეულია და კლიტური პირობები არახელსაყრელი პროცესიისათვის და მეორეც ის რომ ამოდენა გზის გავლა საიდუმლოდ ვერ დარჩებოდა მითუმეტეს თუ ბრძოლები იყო საჭირო იქ ჩაღწევისათვის. საგულისხმოა თამარის დიდი მართლმორწმუნეობა, რაც განძის ჩაყოლების ვერსიას გამორიცხავს.
გელათი- "მეფეთა საძუალეთ" (საძუალე- არ მეშლება)ცნობილი განსასვენებელი, ყველაზე ახლოს არის ვერსიებს შორის(წყარო შემიძლია მოვიძიო). გელათი ერთერთი ყველაზე მეტად შეუსწავლელი ობიექტია ჩვენს ტაძრებს შორის. მხოლოდ ერთხელ მიცეს ე. თაყაიშვილს(თუ სწორად მახსოვს მას?) უფლება რამდენიმე ადგილზე გაებურღათ ქანები, რომელიც მალე შეჩერდა. საინტერესოა ის ფაქტიც რომ მან წმ. დავითის საფლავიც ვერ გახსნა რაღაც შიშის გამო. ასე რომ ბევრი შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და ეს ყველაფერი უშედეგო იქნება.

მეგობრებო ამ საკითხზე ბევრი აქვთ ნაფიქრები ჩვენზე ბევრად დიდ ადამიანებს, მაგრამ უშედეგოდ.
აბო.

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 30 2009, 02:36 PM

syd
გმადლობთ.

პ.ს ბოდიში ოფისათვის . თამარის საფლავის შესახებ ერთს ვიტყვი მგონია რომ ან კვიპროსშია ან საქართველოში კერძოდ : ვარძიაში , ბეთანიაში ან გელათში ან ჯვარზე რავიცი ბევრი ვერსიაა....

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jun 6 2009, 06:50 PM

გელათშია ხალხო დაკრძალული გელათში დანარჩენი რაც არის ვერსიები არის ზღაპარი და არაფერი სიმართლე.

იმ რაინდის წერილიც ჭორებზეა აგებული და არც იქ არის სინამდვილე ასახული. გავრცელდა უბრალოდ ცნობა რომ დედოფალი გარდაიცვალა და რომ ახალგაზრდა მეფეს ჰქონდა მიმოწერა პაპთან ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობის თაობაზე ხოდა ვიღაც ჭორიკანამ დაასკვნა რომ საქართველოს მეფე მარტო ლაშქრობას კი არ აპირებს დედის ნაშთის აქ გადმოსვენებაც უნდაო, არადა ნეშთი დაეფლო გელათს მისავე აგებულ ტაძარში (მთავარი ტაძრის გვერდით) როგორც ჩანს მისავე ანდერძის მიხედვით, საფლავი უფრო ეკლეიის შუაგულშია საძიებელი მაგრამ ეხლა
იატაკს ხომ ვერ აყრი.

ლეგენდები უკავშირდება XVI საუკუნის შემდგომ პერიოდს როდესაც ოსმალების გახშირებულმა შემოსევებმა შექმნა საფრთხე სამეფო საძველეების გაძარცვისა და წაბილწვისა რის გამოც საფლავებს ქვები მოხსნეს ასევე სავარაუდოთ ნეშთი გადაასვენეს უსაფრთხო ადგილას ხოლო განძი დამალეს ან შესაძლოა ნეშთთან ერთად სადმე იქვე საიდუმლო ადგილას დაფლეს ნუ აქ შეიძლება იმარჩიელოს კაცმა, იმიტომ რომ ზუსტად არაფერი ვიცით.
ერთი ფაქტია, თავის დროზე როდესაც თამარი გარდაიცვალა ის დამარხეს გელათში, ხოლო შემდეგ რა მოხდა და როგორ ეს ალაჰმა უწყის. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 7 2009, 01:45 AM

გაერთიანებული საქართველოს ყველა მეფის საძვალე დავითის მერე იყო გელათი. მჯერა რომ წმიდა მეფის განსასვენებელი გელათია

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 7 2009, 02:56 AM

ციტატა
იატაკს ხომ ვერ აყრი.

თუ თამარის საფლავს ვიპოვით; რატომაც არა? თან ეს იქნება არა კომუნისტური მიზნებით, არამედ ერთერთი უდიდესი წმიდანის და მეფის საფლავის საპოვნელად...
ოღონდ მანამ 55% მაინც უნდა იცოდნენ იქ რომაა...

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jun 8 2009, 01:16 PM

ციტატა(KAIROS @ Jun 7 2009, 02:56 AM) *

თუ თამარის საფლავს ვიპოვით; რატომაც არა? თან ეს იქნება არა კომუნისტური მიზნებით, არამედ ერთერთი უდიდესი წმიდანის და მეფის საფლავის საპოვნელად...
ოღონდ მანამ 55% მაინც უნდა იცოდნენ იქ რომაა...


ეგ ჩემი დასკვნაა და იმ ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ხშირად ქტიტორებს სწორედ ეკლესიის შუაგულში ასაფლავებდნენ. რაც შეეხება ამის გადამოწმებას, ეს სპეციალური ხელსაწყოებითაც შეიძლება რომელიც იატაკის ქვეშ აფიქსირებს საძირკვლის მდგომარეობას და იქ მყარი საგნების განლაგებას, თუ არის მსგავსი ხელსაწყოები ამის ნახვა დიდი პრობლემა არაა თუ არ არის შეძენა შესაძლებელია და შემდეგ ნახვა უბრალოდ სურვილი და მონდომებაა საჭირო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2009, 04:38 PM

ლეგენდა თამარ მეფეზე

თამარ მეფეს, ამ ბრძენ ხელმწიფეს შვილი არ ჰყავდა. თვითონაც გვარში ობოლი იყო, მის შემდეგ სამეფოს ობლად დარჩენა მოელოდა. ეს აწუხებდა ყველას, დიდსა და პატარას. შეიყარნენ სახელმწიფოს თავკაცები, იბჭეს და გადაწყვიტეს, სამეფო ტახტი მოითხოვს, მეფემ ქმარი შეირთოსო, მაგრამ გადაწყვეტილების მოხსენება მეფისთვის ვერც ერთმა ვერ იკისრა.
ეგ დავავალოთ სულიწმინდით შემოსილ ბერს, რომელიც განდეგილად მოღვაწეობს სტეფანწმინდის გამოქვაბულში და თამარივით სიწმინდის გამო „ჰაერ-ჰაერ“ დადისო.

ერთ საღამოს ბერი ეწვია თამარს, დალოცა და ჯვარი გადასახა. მეფე ხელზე ეამბორა მთიდან ჩამოსულ ასწლოვან მოხუცს, თან მოწიწებით მოიკითხა და უჩვეულო წვევის მიზეზი ჰკითხა. ბერმა ხელმწიფეს მიართვა ეტრატი, რომელშიც დიდებულთა გადაწყვეტილება ეწერა. მეფემ ამოიკითხა ფსალმუნის სიტყვები, ნაყოფიერ და უნაყოფო ხეთა შესახებ და მყის იგრძნო, რომ დაორსულდა. ძალიან შეწუხდა მეფე ქალი, ეს რა მომივიდა, როგორღა ვეჩვენო ხალხს, როგორ ვიმართლო თავი წინაშე ღვთისა, რომელსაც ქალწულობის აღთქმა მივეცი; ჩაწვა ლოგინში და ფიქრებში გართულს ჩაეძინა. ძილში გამოეცხადა ბრწყინვალე ფრთოსანი ვარსკვლავი და მოახსენა: „მიდგომილ ხარ ერის შენის სულის მობერვით.“ შობ ძეს, რომელსაც აღზრდის ნუკრის დედა, ხმა ერისა ხმა ღვთისა არს და ამიტომ შვილის გაჩენით ქალწულობა არ მოგეღებაო.

თამარს მეცხრე თვეზე ეყოლა ვაჟი, დაბადებითვე მსგავსი ბრწყინვალე ვარსკვლავისა. ერი ძალზედ გაახარა მისმა დაბადებამ, ეკლესიებმა წირვა გადაიხადეს მის ასაღორძინებლად. წლის განმავლობაში შვება-ლხენა არ დალეულა სასახლეში და მთელ სამეფოში.

ყრმას უკვე ფეხი აედგა, რომ გადიამ ჟინვნის სამეფო ბაღში წაიყვანა სასეირნოდ. ხეივნების ბოლოს ფართო ჯურღმული იყო, აქ მოჩუხჩუხებდა ცივი ანკარა წყარო. გადიამ ყრმა ზევით დატოვა და წყლის დასალევად ჩავიდა. უკან დაბრუნებულს ელდა ეცა: აღარსად იყო ყმაწვილი მეფე.
გადიოდა დღეები, თვეები... დაკარგულს ხალხი ტყესა და ღრეში ეძებდა, მაგრამ სანუგეშო ამბავი არავის მოჰქონდა. თამარი კი მაინც სასოობდა, რომ მისი საყვარელი შვილი დაღუპული არ იყო და ამ სასოებას უორკეცებდა ის ხმა, რომელმაც სიზმარში გაანდო - შენ ნაშობს ნუკრის დედა გაზრდისო.
წელიწადი მიწურულიყო, თამარი დიდებულებით წაბრძანდა ყრმის საძებნელად. გზა-გზა ბევრ ნადირს ხოცავდნენ. თამარს ახლდა სამეფო კარის ვაჟკაცობით განთქმული მონადირე. ბევრი იარეს უდაბურ ტყეში. უცბად თამარის მხლებელმა მონადირემ ირემს მოჰკრა თვალი და მყის მშვილდ-ისარი მოიმარჯვა. ის იყო უნდა ეტყორცნა, რომ თამარმა აუკრა ხელი, მისმა თვალმა კარგად გაარჩია, რომ დედა ირემს წოვდა მოჩიტული ყმაწვილი. დაიჭირეს ორივე და თამარს მიჰგვარეს. მეფის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

თამარ მეფემ შვილი აღსაზრდელად დიდებულებს გადასცა, ხოლო ირემი დააბინავა თავის წალკოტში და გასცა ბრძანება: „ჩემი მეფობის დასასრულამდე სამეფოში არა კაცს არ შეეძლოს ირემზე ნადირობა და ირმის მოკვლა.“

„ბაგრატიონთა გვარის კაცსა ირმის ძუძუ უწოვნია, ჭალაში გადაგდებული მონადირეს უპოვნია.“


/ქართული ქრისტიანული ჟურნალი "კრიალოსანი" N 5 (51) 2009 წ./

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 9 2009, 09:13 PM

ციტატა
ამიტომ შვილის გაჩენით ქალწულობა არ მოგეღებაო.


ცოტა მეზედმეტა ისე, ღვთისმშობლის უმამაკაცო მიდგომილობის ასე გადატანა როგორ შეიძლება ვინმეზე? თუნდაც თამარზე? იდეა მესმის, ერი და ერის სიყვარული, მაგრამ ეს მკრეხელობაა ჩემი აზრით, ღვთისმშობელი ერთია და უბიწოდ ჩასახვაც ერთი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 9 2009, 10:07 PM

KAIROS
ჰოჰ.... მეოთხე იპოსტასად რომ იწოდებოდა ეგა? biggrin.gif

კაია ეგეთი ლეგენდები, მაგრამ როგორც ძილისპირულის ზღაპრები rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 9 2009, 10:13 PM

ციტატა
მეოთხე იპოსტასად რომ იწოდებოდა ეგა?

ეგ სიმცდარეა და აი რატომ, ათეისტმა საბჭოთა მეცნიერებმა ვერ გაიგეს, რას ნიშნავს; "სამებასა მეოთხედ შეერაცხაო" ეს ნიშნავს განღმრთობას, რადგან სამოთხეში ვინცაა ისიც "ღმერთია" ანუ განღთობილია და ღმერთია მადლით, ხოლო ნამდვილი ღმერთი ბუნებით არის სამება, ანუ იქ იყო ნათქვამი ძალიან სწორი ტერმინი, უბრალოდ მერე დაამახინჯეს განმარტება.
ეს ლეგენდა კი არაა კარგი, რადგან დამახინჯებულ სწავლებას აწვდის მსმენელს, თითქოსდა უბიწო ჩასახვა გამონაკლისი არ ყოფილიყო...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 9 2009, 10:20 PM

KAIROS
ახლა გავიგე smile.gif რა ცუდია რომ მასობრივად ასე მცდარად არის გამჯდარი ხალხში sad.gif ასე ვისწავლეთ სკოლაში.. ეხ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2009, 04:44 PM

ლ ე გ ე ნ დ ა: (ლათ. legenda – სიტყვა-სიტყვით, სავალდებულო წასაკითხი ტექსტი) ზეპირმეტყველების თხრობითი ჟანრი. საფუძვლად უდევს ზღაპრული, სასწაულებრივი ამბავი ან ფანტასტიკური იერსახე. მასში შეიძლება ასახული იყოს წარსული, თანამედროვეობა და მომავალიც. თემატურად: რელიგიური, ისტორიული, გეოგრაფიული, საყოფაცხოვრებო ლეგენდები. თანამედროვე გაგებით ლეგენდას უწოდებენ ნაწარმოებს (განურჩევლად ჟანრისა), რომელშიც მხატვრული გამონაგონი ემყარება ჰეროიკულ, ფანტასტიკურ ამბავს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 11 2009, 02:38 AM

კი გენაცვალე მარინე smile.gif მაგრამ მსგავსი სისულელე ახლა ვინმეს რომ დაეწერა, ხომ გადავასახლებდით ციმბირში? smile.gif მაინცდამაინც ბუღაძემ უნდა თქვას, რომ ვიყვიროთ ცუდს ამბობო? ეს საპირისპირო მკრეხელობაა, ის თამარს როგორც წმიდანს ამცრობდა, ეს თამარს ღვთისმშობელს უტოლებს, ორივე მიუღებელია და არა გამოსაქვეყნებელი, ვინმემ არ მიიღოს, როგორც ის "ოთხება" მიიღეს არასწორი განმარტებით.
სულ ეს იყო,
კაიროსი!

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 11 2009, 10:47 AM

ციტატა(KAIROS @ Jun 11 2009, 02:38 AM) *

კი გენაცვალე მარინე smile.gif მაგრამ მსგავსი სისულელე ახლა ვინმეს რომ დაეწერა, ხომ გადავასახლებდით ციმბირში? smile.gif მაინცდამაინც ბუღაძემ უნდა თქვას, რომ ვიყვიროთ ცუდს ამბობო? ეს საპირისპირო მკრეხელობაა, ის თამარს როგორც წმიდანს ამცრობდა, ეს თამარს ღვთისმშობელს უტოლებს, ორივე მიუღებელია და არა გამოსაქვეყნებელი, ვინმემ არ მიიღოს, როგორც ის "ოთხება" მიიღეს არასწორი განმარტებით.
სულ ეს იყო,
კაიროსი!


ისა და ბუღაძე რას ამბობდა? მე არ ამქვს წაკითხული, უბრალდო აჟიოტაჟი ატყდა და მაინტერესებს რის გამო

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 11 2009, 01:47 PM

ციტატა
ისა და ბუღაძე რას ამბობდა?

ეგ რაფრა არ იცი biggrin.gif

ბუღაძემ "ისტორიული რომანი" დაწერა თამარზე და მის რუს ქმარზე...

სხვათაშორის, ნეტა როგორ არ რცხვენოდა რომ წერდა რა rolleyes.gif მასეთი თამამი (რბილად რომ ვთქვათ) სცენები გამსახურდიასაც კი არ აქვს "დავით აღმაშენებელ"-ში

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jun 11 2009, 03:14 PM

ციტატა(ქევანა @ Jun 11 2009, 01:47 PM) *

ეგ რაფრა არ იცი biggrin.gif

ბუღაძემ "ისტორიული რომანი" დაწერა თამარზე და მის რუს ქმარზე...

სხვათაშორის, ნეტა როგორ არ რცხვენოდა რომ წერდა რა rolleyes.gif მასეთი თამამი (რბილად რომ ვთქვათ) სცენები გამსახურდიასაც კი არ აქვს "დავით აღმაშენებელ"-ში

ამანაც შეადარა რა თურაშაული და მაჟალო. სად გამსახურდია და სად ბუღაძე biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2009, 04:50 PM

ეს თემა ჩემი გახსნილია, ამიტომ განყოფილების მოდერატორს ვთხოვ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავათ, ძველი ქართული ლეგენდა თამარზე რათქმაუნდა დატოვოს, ხოლო OFF-ები წაშალოს.

წინასწარ დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 12 2009, 03:36 AM

ციტატა
ძველი ქართული ლეგენდა თამარზე რათქმაუნდა დატოვოს

და თუ ეს ლეგენდა სარწმუნოების უძირითადეს დოგმას უარყოფს (ღვთისმშობლის მარადქალწულ დედობის ერთადერთობაზე) მაინც?
მე არ ვიქნებოდი მომხრე, რწმენის შემაგინებელია და არის მკრეხელობა...
დანარჩენი გადაწყვიტონ ზემოთ smile.gif

პოსტის ავტორი: იმედა თარიღი: Jun 15 2009, 04:06 AM

ციტატა(marine @ Jun 11 2009, 04:50 PM) *

ეს თემა ჩემი გახსნილია, ამიტომ განყოფილების მოდერატორს ვთხოვ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავათ, ძველი ქართული ლეგენდა თამარზე რათქმაუნდა დატოვოს, ხოლო OFF-ები წაშალოს.

წინასწარ დიდი მადლობა.


მშვიდობა შენდა მარინე!

ეს თემა „ისტორიის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში“ რატომ დაიხურა? იავნანასავით იყო ის თემა იქნებ გაგეხსათ ახლიდან?

წერილი ასე იწყებოდა...

ისტორია იმდენად წარსულისათვის არ იწერება, რამდენადაც აწმყოსთვის.
/ვაჟა-ფშაველა/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2009, 04:45 PM

ციტატა(იმედა @ Jun 15 2009, 04:06 AM) *

მშვიდობა შენდა მარინე!

ეს თემა „ისტორიის მნიშვნელობა ქართულ სინამდვილეში“ რატომ დაიხურა? იავნანასავით იყო ის თემა იქნებ გაგეხსათ ახლიდან?

წერილი ასე იწყებოდა...

ისტორია იმდენად წარსულისათვის არ იწერება, რამდენადაც აწმყოსთვის.
/ვაჟა-ფშაველა/


გამარჯობა smile.gif

ეგ თემა გახსნილი არასოდეს ყოფილა. მიპინულია და მხოლოდ წაკითხვას ექვემდებარება.

ციტატა(KAIROS @ Jun 12 2009, 03:36 AM) *

და თუ ეს ლეგენდა სარწმუნოების უძირითადეს დოგმას უარყოფს (ღვთისმშობლის მარადქალწულ დედობის ერთადერთობაზე) მაინც?
მე არ ვიქნებოდი მომხრე, რწმენის შემაგინებელია და არის მკრეხელობა...
დანარჩენი გადაწყვიტონ ზემოთ smile.gif


კაიროს, მე მესმის შენ რა კუთხითაც უდგები, მაგრამ ეს არის ლეგენდა, იგივე ზღაპარი და ლეგენდის მნიშვნელობა დავწერე კიდეც. ამ ლეგენდით ჩანს, თუ რამდენად უყვარდათ და პატივს მიაგებდნენ თამარს ჩვენი წინაპრები.

თითოეული ქართველის ვალია, რომ ის, რაც ისტორიამ შემოგვინახა, გავუფრთხილდეთ და დავიწყებას არ მივცეთ.

დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ თემაში ყველაფერი რაც კი თამარზეა ცნობილი, თავი მოვუყაროთ.




მოდერატორს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ ლეგენდა რათქმაუნდა დატოვოს, ხოლო OFF-ები წაშალოს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 15 2009, 10:01 PM

გადაწყვიტოს ადმინისტრაციამ, ჩემთვის როგორც ქრისტიანისათვის ეგ ლეგენდა შეურაცხმყოფელია, და ვერ მივიღებ, თუნდაც თამარზე იყოს, თან აქ მართლმადიდებლური ფორუმია და რაც ღვთისმშობლის დოგმატის დამახინჯებაა და მკრეხელობაა აქ რა უნდა?
მე მოვრჩი, მეტს არ შეგეკამათები smile.gif
იხარე;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2009, 04:42 PM

ციტატა(KAIROS @ Jun 15 2009, 10:01 PM) *


მე მოვრჩი, მეტს არ შეგეკამათები smile.gif



კარგი, კაიროს smile.gif




მოდერატორს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინოს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2011, 10:57 AM

"ქრისტე, ღმერთო ჩემო, მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა."

/თამარ მეფის სიკდივლის წინ წარმოთქმული სიტყვები/





თამარს ვაქებდეთ მეფესა


/კახაბერ კენკიშვილი/

შარშან შემოდგომაზე „კვირის პალიტრის“ რამდენიმე თანამშრომელი მოსალოცად ტაო-კლარჯეთში იყო წასული. ხახულის ტაძართან ბავშვები შემოეგებნენ. გურჯები ხართო? - ჰკითხეს. არაო, - უპასუხეს პატარებმა, მაგრამ მათთან ერთად ეკლესიაშიც შევიდნენ. ხოლო როცა „გურჯებმა“ გალობა წამოიწყეს, ღვთისმშობლის დიდებაში მათ ერთი თორმეტიოდე წლის გოგონაც აჰყვა. მან მეორე საგალობელიც იგალობა, მესამეზე კი თქვა, - ეს არ ვიციო. თურმე ისიც „გურჯი“ ყოფილა და ვინაობას მალავდა. სახელი ჰკითხეს. თამარა მქვიაო...

ამ ამბავმა ძველი საქართველო გამახსენა, როცა ქართველებს უზომოდ უყვარდათ თავიანთი წმინდა მეფე.

„ქართველობას ახლაც თამარი ისე ცხადად უდგას თვალწინ და ისე ადიდებს მას, თითქოს იგი გუშინ ყოფილიყოს მისი მბრძანებელიო“, - წერდა იაკობ გოგებაშვილი. მართლაც, საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში ლამის ყოველ ციხე-კოშკს, ტაძარსა და ხიდს წმინდა თამარ მეფის აშენებულს ეძახიან. მრავალი ლეგენდაა ერის მეხსიერებაში შემორჩენილი „ქართველთა ლამაზ დედაზე.“

... როცა მურღულის ხეობაში შესვლა დაიწყეს ოსმალებმა, მურღულელებმა ხეობის კარი შეკრეს და მტერს შეუთვალეს: - ეს ქვეყანა თამარ დედოფლის არის, ამას ვერა სახელმწიფო ვერ აიღებს, ჩვენ არავის მივცემთ მისი აღების ნებასო. სამწუხაროდ, დიდი სისხლის ფასად ოსმალებმა ბოლოს მაინც გაათათრეს მურღულის ხეობაც და მთლიანად სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მაგრამ აქ ჯერ კიდევ ახსოვთ წმინდა მეფე თამარი. XIX საუკუნეში იქაურები ამბობდნენ, - ოშკი, იშხანი, ხახული და ოთხთა ეკლესია თამარ მეფემ ააშენაო. მას ისეთი თეთრი რაში ჰყავდა, ერთ დღეში მოივლიდა ამ ტაძრების მიდამოებსო. თამარს, ოთხთა ეკლესიას რომ აშენებდა, ფული არ ეყო და თმის სამკაული გაყიდაო. კობაკის მახლობლად უჩვენებენ კლდეზე ხელისგულის გამოსახულებას - თამარ მეფეს ხელის ნაშთიაო. როცა მან ამ კლდესთან თავისი ჯარით გაიარა, ცხენიდან ჩამოვადა, ხელი კლდეს მიაბჯინა და ასე დარჩა ნასახი მისი ხელისაო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2011, 11:17 AM

გორიჯვარი

ლეგენდა ამბობს:

მტკვარ-ლიახვის შესართავთან სანადიროდ წამოსულან ახალგამეფებული თამარი და საქართველოს ყველა კუთხის შვილი რაინდები. ყველა ცდილობდა, თავი მოეწონებია მზეთუნახავი დედოფლისთვის. თამარმა ხოხობზე ნადირობა მოინება. მიუშვა თავისი საყვარელი შავარდენი, მაგრამ ფრინველი მტკვარგაღმა, მთის მწვერვალზე წალივლივდა. დედოფალს ეწყინა და ბრძანა, ვინც შავარდენს დამიბრუნებს, ყველა სურვილს ავუსრულებო.

რაინდები ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ბოლოს, ერთი ყმაწვილი სვანი შევიდა მტკვარში, მხარულით გადალახა მდინარე, ავიდა მთაზე, მიეპარა ფრინველს, მარჯვენაზე დაისვა და წამოიყვანა, თან ხმამაღლა თქვა, „მეფე“.

დედოფალს ჩაესმა ეს სიტყვა და მიხვდა, ვაჟი ცოლობას სთხოვდა. თავზარდაცემული შევიდა კარავში და ევედრა უფალს, - ნუ გამატეხინებ მეფურ სიტყვას და ქალწულის სახელსო.

ცამ იჭექა და იგრგვინა. თამარი გამოვიდა კარვიდან და იკითხა, - რა მოხდაო.

დაინახა, ჭაბუკი მოაპობდა ტალღებს და შევარდენი მხარზე უძრავად ეჯდა. მოაღწია ნაპირს და იქუხა ისევ. მეხი დაეცა რაინდს და ტალღებმა წაიღეს განგმირული.

დედოფალს სიმწრის ცრემლები მოერია, შეწუხდა და ღმერთს შეჰფიცა, - ამიერიდან მთელ სულსა და გულს, დროსა და ძალას სახელმწიფოს მოვახმარ და ნადირობა-გართობას დავივიწყებო.

თამარმა სიტყვა არ გატეხა. ცოდვის გამოსასყიდად კი იმ მთის წვერზე, სადაც მისი შევარდენი იჯდა, ააგებინა ეკლესია გორიჯვრისა, სადაც მისი უნებლიე მსხვერპლის სულის საოხად ლოცულობდა ხოლმე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2012, 04:22 PM

"აფხაზთა და ქართველთა, რანთა და სომეხთა მეფე და დედოფალი, შირვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელი," - ასე იწოდებოდა სრულიად საქართველოს მეფე თამარი, - რაც ხალხურ ლექსებშიც აისახა:

"პონტოს ზღვით,
გურგანის ზღვამდე,
ამერნი ხაზარეთამდე,
თვით გულაქუნი
ჩრდილოთ კერძ,
მპყრობელი
თვით ყივჩაღამდე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2012, 04:40 PM

“მაგალითად, ბელოქნელებს თვალწინ აქვთ მრავალგვარი ეკლესიები, ქართველთა ნასახლარის კვალი და სხვა. ვერ წარმოიდგენთ, თუ რა აღტაცებით და სიყვარულით იხსენებენ იგინი ჩვენ თამარ მეფეს, რომლისთანა ქალი ჯერ დედამიწაზე, მათი აზრით, არ დაბადებულა და არც დაიბადება.

-ვისი აღმშენებელია ეს მკვიდრი გალავანი, (სოფელ ბელოქანში) რომ ჰკითხო ბელოქნელეს, მაშინვე მოგიგებს:
-უწინ აქ ყოფილა გამოჩენილი დედოფალი ფერია (თამარს უწოდებენ); იმას მტრის მოსაგერიებლად ეს გალავანი აუშენებია!
მაშასადამე, ამ გალავნის შემწეობით დარჩომილა ხალხი. სახსოვარშიც მეფე თამარის სახელიც. “


/მოსე ჯანაშვილი
„მოგზაურობა საინგილოში“/


პოსტის ავტორი: რუსიკო თარიღი: Nov 13 2012, 12:27 AM

___________________________


პოსტის ავტორი: რუსიკო თარიღი: Nov 29 2012, 11:38 PM

marine

ციტატა
შეიძლება თავი იმით ვინუგეშოთ, რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველის გული იგივე თამარის საფლავია,

როგორი ნააზრევი, ლამაზი სიტყვებია მარინე თან რა მართალი..... გეთანხმები თამარის საფლავი აქ არის ჩვენს გულებში. სანამ ჩვენ ცოცხალი ვართ თამარიც იარსებებს....


ძალიან მიყვარს ეს მეფე... წარმომიდგენია როგორ ძლიერ ეყვარებოდათ მის ტანამედროვეებს თამარი. ტყუილად კი არ მისცა მას ხალხმა მეფის ტიტული. ეს დიდი სიყვარულის დამამტკიცებელი ფაქტია.... თამარი მისაბაძი ქალია. თან რა კეთილი ყოფილა. თავისი ხელით უქსოვდა გარიბებს ტბილ პერანგს და ურიგებდა ხალხს საჭმელს. სამაგალითო მეფე გვყავდა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2012, 01:00 PM

მზითევი

ალიონზე სამეჯლისო მძინარ ვარდებს კრეფენ,
რომ შენს თმებში გაიღვიძონ, მზეო, თამარ მეფევ!

და შენს კაბას საქორწილოს საქართველო კერავს,
ძლევის ალმით დაკოცნილო, უძლეველთა ძლევავ!

შორს მოსძახის დაფიონი, ისმის ჟღერა ქნართა.
მთელი ერის მაყრიონი დგას სასახლის კართან.

ღელავს საქმრო, ლომის დარი, გენუკვის და ხარობს.
რად არ ჩანხარ მომღიმარი, დიდო დედოფალო?!

თუმც სანიშნო ბეჭდის ბრწყინვა შენსავ დასტურს ჩემობს,
ხმლებიც გადაჯვარედინდა გვირგვინების ზემოთ.

შენ კი რად ხარ დაღვრემილი. თვალი რად არ ალობს.
სანთელივით დაღვენთილი რად ხარ, თამარ ქალო!

იქნებ ცხრა მთა გადასერე ოცნებით და ლოცვით,
იქნებ ბედი არ გასვენებს გადაკარულ მგოსნის?

იქნებ შოთას ამბავს ჰყვება შორეული ქარი,
მწუხარედ რომ იფურცლება „ვეფხისტყაოსანი“?

...აჰა, საქმრო ანთებული კოცნის ძვირფას მზითევს,
სიბრძნეს ურიცხვ განძეულის და ზურმუხტის რითმებს,

უხვად დაღვრილ ფერთა ჯადოს, სიტყვას მპყრობელს გულთა,
მეგობრობას სამარადოს და სიყვარულს უკვდავს.

ელავს „ვეფხისტყაოსანი“ ჩირაღდნების ალზე.
სევდით ფურცლავს შმაგი ქარი ავთანდილის ანდერძს.

აქ, რაც ლექსად უტირია, გადახვეწილ მგოსანს,
თამარ მეფის მზითვში მიაქვს ახლა დავით სოსლანს.

შეწყდა რხევა წამწამისა, დასწვა ცრემლის ცვარმა,
რამ შეაკრთო, რამ დანისლა დედოფალი თამარ!

ეს რა სენი დამართნიათ მზის მჩრდილებელ თვალთა?
იქნებ ომი, ღალატია, იგუგუნეს სპათა.

გალავანთან დადგნენ ბურჯად და ყიჟინა დასცეს.
გორდა ხმლები ჩაუბღუჯავთ, მაგრამ არ ჩანს მაცნე.

აისვეტნენ ელვად უცებ, მიჰყვნენ ცხენთა ჭიხვინს,
წინ სალაშქრო ბედაურზე თვით სოსლანი მიჰქრის.

აყვავებულ მინდორ-ველზე მტერი არ ჩანს წამლად,
კალთა ისევ აუკეცავს ატოტებულ ალამს.

ტყე-ტყე მიჰყვნენ და ჯირითით გზა უკანვე განვლეს.
გადაშორდა თვათლა ბინდი თამარს - ქვეყნის მფარველს.

აბჯარასხმულ დავით სოსლანს მუზარადი შვენის,
დედოფალმაც გაუწოდა შროშანივით ხელი.

იგუგუნეს ერთგულ სპათა, კვლავ ყიჟინა დასცეს,
ორლესული ხმლების ნაცვლად, დაეძგერნენ ყანწებს.

დაულოცეს შეყრა მზესა შეუდრეკელ ლომთან,
და მღეროდა შოთას ლექსი, თუმც სად იყო შოთა!

...ენთო „ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს ცაზე
და ფურცლავდა შმაგი ქარი ავთანდილის ანდერძს...

/ოთარ მამფორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2013, 04:31 PM

„მინდა შეგახსენოთ ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც ეწოდება „ჩვენება“... ის ამბობს „კვალად ვიხილე“. კვალად, ე.ი. მას ეს ჩვენება არაერთხელ ჰქონდა. იხილა წმიდათა დასი და შუაშ, როგორც დილის ცისკარი, როგორც დილის ნათება - ბრძანდებოდა მეფე თამარი. ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ წმინდანთა შორის მრავალი ვიცანიო და ისინი ყველანი ერთხმად ამბობდნენ: აღდგება საქართველოო! და ხელში ეჭირათ ოქროს ფიცრები და იმ ფიცარზე ეწერა: აღდგება საქართველო!

ღმერთმა ინებოს, რომ აღდგეს საქართველო, გაძლიერდეს და გამთლიანდეს! წმინდა მეფე თამარის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!“
/ილია II/


სვანების თქმულებით, თამარ მეფეს ორი მერცხალი ჰყავდა: ერთი თეთრი, მეორე შავი. ორივე - ოქროს ყუთში ჩამწყვდეული. როდესაც ქვეყნისათვის წვიმა იყო საჭირო, მაშინ შავ მერცხალს ცას დაანახვებდა და მოვიდოდა ქვეყნის გამაპოხიერებელი მშვიდობიანი წვიმა. როდესაც თეთრ მერცხალს დაანახვებდა ცას, მაშინ კი თოვლი მოვიდოდა. ამიტომაც თეთრ მერცხალს ძვირად თუ დაანახვებდა ცის სინათლეს, რის გამოც თამარის დროს დიდი თოვლი არ მოდიოდა. უშგულელთა თქმით, თამარ დედოფლის საფლავზე, უშგულში, ბევრი ნაძვია და ამიტომ ვერავინ გაიგო, სად მარხია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2013, 12:09 PM

„არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) ჰყვება თავისი ერისკაცობის დროინდელ ამბავს:

„სიონის ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა მეფე თამარის სავედრებელ პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი (ურგებაძე). აშკარად ვიგრძენი, რაღაც დიდი მადლი შემოვიდა ტაძარში.

იგი მღვდელმთავრის გვერდით დადგა. ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო. ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა. ავიდა ამბიონზე და მრევლს შესძახა:

„დაიჩოქეთ, როგორ დგახართ ამხელა წმინდანის წინაშე სავედრებელი პარაკლისის დროს!“

მრევლმა მაშინვე დაიჩოქა, თვითონაც მუხლებზე დაეცა, ტიროდა და გოდებდა:

„გიშრისფერი გაშლილი თმით, ფეხშიშველი მიუძღოდა ჯარს წინ. მარხულობდა, დღედაღამ ლოცულობდა, რომ გაემარჯვებინა მტერზე.“

თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე.

„თქვე წუწურაქებო, მუხლის მოდრეკაც არ გინდათ!“ - შემოგვძახა.

მამა გაბრიელი კიდევ დიდხანს გოდებდა, შემდეგ წამოდგა, აღასრულა დიდი მეტანია და ემთხვია წმინდანის ხატს. მრევლმა საოცარ სიჩუმეში განსაკუთრებული მოწიწებით გაიმეორა იგივე.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2013, 10:16 AM

პირიმზე

ბეთანიაში ვიხილე
ხატება თამარქალისა,
შუაღამისას ტაძრეულს...
შუქი მოსავდა მთვარისა.
ყურს ჩამესმოდა სიმღერა,
ბატონიშვილის ხმალისა,
ცაზე ბრწყინავდა ვარსკვლავი,
მანათობელი ღამისა.
იცოდე, შენი ტკივილი
ჩემი ტკივილიც არისა,
სუნთქვა ხარ, სუნთქვა! პირიმზე
მთიდან მონაბერ ქარისა.
მიხარის უსასრულობა
დიდებულისა წამისა,
ვარსკვლავის დარად ციმციმი
პატიოსნისა თვალისა.
პირწმინდად მათრობს სურნელი
დალალებდაწნულ ქალისა,
დაე, დამნაცროს ისევე
ელვამ პირიმზის ტანისა.
შენსკენ სავალ-გზებს მინათებს
შუქი მზისა და მთვარისა,
''მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,
თუა ქართველის გვარისა''.

/ოთარ რურუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2014, 03:24 PM

"მე-20 საუკუნის ცნობილმა ნორვეგიელმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა კნუტ ჰამსუნმა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დაწერა შესანიშნავი პიესა "თამარ მეფე".

პიესაში პოეტურად არის აღწერილი თამარის სიბრძნით, სილამაზითა და კეთილშობილებით გაბრწყინებული სამართლიანი, ბედნიერი საქართველო."



"თამარ მეფისა და დავით სოსლანის უფროსი ვაჟი ლაშა-გიორგი 1193 წელს დაიბადა, საარაკო სილამაზისათვის უწოდეს "ლაშა" ("ქუეყნისა მანათობელი").

1207 წელს, როცა დავით სოსლანი გარდაიცვალა, თამარ მეფემ ლაშა-გიორგი თანამოსაყდრედ დაისვა, ის ამ დროს მხოლოდ 13 წლისა იყო.

შესაძლოა, მეფის ახალგაზრდა ასაკი დაგვეხმაროს იმის ახსნაში, თუ რატომ ჰგავს ასე ძალიან ბავშვის სათამაშოებს მისი მეფობის დროს მოჭრილი მონეტები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2014, 01:13 PM

"თამარის დროს მოსახლეობა, ვასალურ ქვეყნებთან ერთად, თორმეტი მილიონი იყო, მაშინ როდესაც რუსეთისა და უკრაინისა, ერთად აღებული, იმ ეპოქაში მილიონსაც კი არ აჭარბებდა".

/თემურ გაბუნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2014, 02:06 PM

წმიდა თამარს

წმიდაო თამარ,
ნეტავ ვიყო
მობაძავ შენდა...
ვიყო ლამაზი,
შენდა დარად,
სულით და ხორცით...
ფერხთ არა მეცვას
და მეტეხის ტაძრის კედელთან
მიყრდნობილ ვიყო
სამშობლოზე
გოდება-ლოცვით.
თმაგასაშლელი საწუხარი
მიმქონდეს ღმერთთან,
ლალებს ვწირავდე ხახულის ხატს
მუხლდრეკა-კოცნით
და მსგავსად შენდა,
წმიდა თამარ,
ათასმნათობო,
ვიყო ლამაზი
როგორც სულით
ასევე ხორცით.

/მაკა გელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2014, 08:09 PM

"- ნეტავი ვინ იქნება ის ბედნიერი ადამიანი, ვინც თამარ მეფის საფლავის ადგისამყოფელს გაიგებს,

- თვალები დახუჭა და იხილა, როგორ დასდგომოდა თამარ მეფე საკუთარ საფლავს და გაბრიელს ეძახდა - აქა ვარ, გაბრიელ, აქაო.

მაშინვე ვიცანი ისა ადგილი, - მიყვებოდა მერე, - მე ვიცი სადაც არის თამარ მეფის საფლავი, ოღონდ მალე თვითონ გამოჩნდება".

/გაბრიელ ბერი

"თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2014, 10:01 PM

უცხოეთში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას წმინდა თამარს შეავედრებენ

http://karibche.ambebi.ge/eklesia/khatebi/2287-uckhoethshi-myofi-qarthvelebi-samshobloshi-dabrunebas-tsminda-thamars-sheavedreben.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 06:42 PM

თამარ მეფის სურათი ბერთუბანში

"...პირისპირ თამარს უყურებს სარეცელზე მჯდომი ღვთისმშობელი, მაცხოვრის მტვირთველი. ყ-დ წმინდა და მაცხოვარი ჯვარსა ჰსახავენ თამარს. თამარი და გიორგი მთელის ტანით არიან დახატულნი, ხოლო ღვთისმშობელი (რომელიც მუთაქაზეა დამჯდარი) მომცრო ტანით, მხატვრობა მით უფრო შესანიშნავია, რომ ჯერ არსად გამოჩენილა ასე ძველი მხატვრობა, რომ ღვთისმშობელი ჯვარსა ჰსახავდეს თამარს, როგორც აქ..."

/მორჩილი რაჟდენ ბარამიძე

"ივერია" 1895 წ. N57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2015, 09:11 PM

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, იჰლარის ხეობაში (კაპადოკია) წმინდა გიორგის რამოდენიმე მონასტერია.

ერთ-ერთი მათგანი გამორჩეულია და ბევრი წყაროს მიხედვით დადასტურებულია, რომ ამ მონასტერის კლდეში გამოკვეთილი კომპლექსი თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი-ხათუნად წოდებულ თამარ ბაგრატიონის (მოღვაწეობდა XIII ს-ში რუმის სასულთნოში, კონიაში) სახელსა და ქართულ ფესვებს უკავშირდება, უშუალოდ მისი ძალისხმევით გამოიკვეთა.

მისი ფრესკაც არის გამოსახული. ამ ფრესკაზე კარგად იკითხება იმ ტაძრის მაკეტი. ამ ფრესკაზევეა გამოსახული მისი მასწავლებელი, თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი განმანათლებელი - მევლანა-ჯალალ-ედ-დინ-რუმი.

გურჯი-ხათუნი იყო რუმის სულთნის უსაყვარლესი ცოლი: ერთ-ერთ ვარსკვლავს იმ პერიოდში უწოდეს გურჯი-ხათუნი, იმ დროისთვის მოჭრილ მონეტაზე გურჯი-ხათუნის გამოსახულება იყო და კონიაში ერთ-ერთ პატარა ქუჩას დღემდე ჰქვია გურჯი-ხათუნის სახელი".

/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი

"კრიალოსანი" N3, 2014/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2015, 01:59 PM

არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე) 2001 წელს ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია "ბიოეთიკური კვლევისა და კულტურის ცენტრი". ამ ცენტრმა საფუძველი ჩაუყარა მოწყალების დების სასწავლებელს, რომლის ბაზაზეც 2006 წელს თბილისის სასულიერო აკადემიასთან დაარსდა წმინდა თამარ მეფის სახელობის მოწყალების დებისა და სოციალური მედიცინის ინსტიტუტი.

2005 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია "სულიერი და სოციალურ-კულტურული განვითარების ფონდი "თამარის დროშა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2015, 03:39 PM

***

„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ!
საქართველოში იმხანად
ხელმწიფედ გვყავდა თამარი,
მგოსანიც გვყავდა — პირველი
წარჩინებულთა სიაში,
მაგრამ ეს კაცი რატომღაც
ცხოვრობდა... პალესტინაში!
„იყო არაბეთს“... ო, ღმერთო!
რისთვის დასჭირდა ქარაგმა?
ვეფხვივით აულაგმავი,
ნეტავ რა ძალამ ალაგმა
და საქართველოს მაგიერ
(ისეთი რა შეეფეთა?)
რამ ათქმევინა ქართველ კაცს:
„ინდოეთს შვიდთა მეფეთა“?!
რამ წაიყვანა უცხოეთს?
ვინ აუბნია გზა-კვალი?
ისეთი მტერი ვინ ჰყავდა
ულმობელი და მზაკვარი,
რომ კაცი, ცამდე მართალი
ღვთისა და ერის წინაშე,
გადააგდეს და დაკარგეს
შორეულ პალესტინაში?!
„იყო არაბეთს“... არაბეთს
არა ყოფილა არავინ:
საქართველოში იმხანად
მეფობდა დ ი დ ი თ ა მ ა რ ი!

/მიხეილ ქვლივიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2015, 03:51 PM

16:28 / 17-10-2014

როგორი იყო თამარ მეფის დროინდელი საქართველო - კარტოგრაფები ახალ რუკებზე მუშაობენ

საქართველოს ისტორიული რუკები ახალი თემატური სახით მალე გახდება ხელმისაწვდომი. მისი შემქმნელი ისტორიკოს-კარტოგრაფი მანანა შეყილაძეა.

"საქართველოში პირველად გამოიცემა საქართველოს ილუსტრირებული ისტორია. ტომეულები, რომლისთვისაც ვქმნით სხვადასხვა თემატურ რუკებს", - განაცხადა მანანა შეყილაძემ. მისი თქმით, რუკები იქნება თემატურად დასურათებული და იოლად აღსაქმელი. რუკები საქართველოს ისტორიის ყველა პერიოდს ასახავს.

"სერიის პირველი წიგნი მთლიანად თამარ მეფეს ეთმობა. რუკებზე ნაჩვენებია, როგორ წავიდა ქართული ლაშქარი შამქორისკენ. ასევე, ნაჩვენებია მარშრუტი ბასიანისკენ, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ეს ბრძოლა, რატომ დაასწრო ქართველთა ლაშქარმა შეტევა მტერს და როგორ

დაიცვა მათგან საქართველოს ტერიტორია.

ასევე, წიგნში საუბარია საზღვარგარეთ ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ. ამ რუკის ჩვენების გარეშე მკითხველი ვერ წარმოიდგენს, თუ როგორ იყო მოფენილი ქრისტიანული მიწები ქართული ეკლესია-მონასტრებით. იერუსალიმში ჯვრის მონასტერი გვქონდა, პალესტინაში, ეგვიპტეში სინას მთაზე, ბულგარეთში, მაშინდელ ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლში... ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის წარმოჩენილი რუკაზე, თუ სად მდებარეობდა უცხოეთში ქართული სავანეები, რომელსაც ქართველი მეფე-მთავრები აფინანსებდნენ და პატრონობდნენ. სადამდე მიუწვდებოდა ხელი ქართულ კულტურას", - ამბობს მანანა შეყილაძე.

უკვე დასრულებულია თამარის მეფობის ხანის რუკების ხატვა. პროექტზე კიდევ რამდენიმე მხატვარი მუშაობს. კარტოგრაფიული ნაშრომი საქართველოს გეოგრაფიულ საზღვრებსაც სცდება და იმ ტერიტორიებსაც მოიცავს, სადაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კულტურული ისტორია იქმნებოდა.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გაიყიდება.

http://www.ambebi.ge/books/113861-rogori-iyo-thamar-mefis-droindeli-saqarthvelo-kartografebi-akhal-ruqebze-mushaoben.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2015, 09:40 PM

"...სოფლის [გორმაღალი] განაპირას, ერთ გორასთან, რომელსაც ლაშისგორას (მლაშე წყალი გამოედინება) უწოდებენ, ცნობილი სამკურნალო აბანოა. ამასთან დაკავშირებით 1904 წლის N27 გაზეთი "ივერია" წერდა:

"ვეილს მხარეს შუა მიწის გულიდან ამოჩქეფს სამკურნალო წყალი. აბანო შემოქვითკირებულია, რომელსაც გვერდით უდგას ქვითკირასვე შენობა საბანაოდ მოსულ ხალხისათვის.

ამ აბანოდან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაზე ტრიალ მინდორზედ აბურთულა წყლის მრგვალ ბუშტის მაგვარად გორაკი, რომელსაც ხალხი თამარის გორას ეძახოდა.

ერთხელ, ამბობს ძველი გადმოცემა: დიდებულმა დედოფალმა დაამარცხა ოსმალო და უკან ამ ადგილას, სადაც ეხლა ეს კვერნაკია და მაშინ კი მინდორი იყო, ჯარმა ფეხები დაიწმინდა ტალახისგან და ეს გორაკი გაკეთდაო..."

/"კარიბჭე" N7, 2015, გვ. 41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2015, 02:26 PM

"თამარ მეფის გარდაცვალების საიდუმლოება"


საიტი rubrica.ge აქვეყნებს, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ისტორიკოსის, ჯაბა სამუშიას წერილს, სათაურით "თამარ მეფის გარდაცვალების საიდუმლოება", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში ერთი სტატია წავიკითხე, რომელიც თამარ მეფის გარდაცვალების საიდუმლოს ეხებოდა. ავტორი ქართველთა სახელოვანი მეფის სიკვდილის მიზეზად სიმსივნურ დაავადებას მიიჩნევდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხზე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ვმუშაობდი, გადავწყვიტე, მკითხველს გავაცნო ჩემი ახალგაზრდობის პერიოდის ერთ-ერთი ნაშრომის მოკლე ვარიანტი.

1206 წლის ზაფხული იდგა. თამარი თავისი ამალით ნაჭარმაგევს ისვენებდა. იყო მხიარულება, განცხრომა, მაგრამ გარშემო მყოფნი თვალნათლივ ამჩნევდნენ, რომ მეფე შეუძლოდ იყო. დღითიდღე უძლურდებოდა თამარი, დიდხანს სიარულიც უჭირდა, ტანზეც შესამჩნევად დაიკლო. უკვე ნათელი იყო, რომ მეფე რაღაც სენით იყო დაავადებული. ბოლოს და ბოლოს, ეს თავად თამარმაც აღიარა. საუკეთესო მკურნალები მოუყვანეს მეფეს, მაგრამ ამაოდ, სენი თანდათან უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

იქნებ ნაჭარმაგევის ჰავამ აწყინაო და თამარი სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს. ქალაქის სანახებში, დასოდ წოდებულ ადგილას გაიყვანეს ავადმყოფი. აქ მეფეთა დასასვენებელი იყო ოდითგანვე და იფიქრეს, იქნებ აქაურმა კლიმატმა არგოსო. მაგრამ არც ამ ღონისძიებამ გამოიღო შედეგი.

ამასობაში ზამთარიც დადგა, მეფე თავის სასახლეში, აგარის ციხეში აიყვანეს.

თამარს მოძრაობის უნარი უკვე დაკარგული ჰქონდა და ამიტომ, ტახტრევანით დაჰყავდათ. მთელმა საქართველომ შეიტყო მეფის ავადმყოფობის ამბავი.

ხალხი ეკლესიებში ღამისთევით ლოცულობდა, ღმერთს შესთხოვდა თამარის კეთილდღეობას. მკურნალები კი ყველაფერს აკეთებდნენ მეფის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ...

1207 წლის 27 იანვარს ქართველთა სახელოვანი მეფე გარდაიცვალა.

რა ავადმყოფობით გარდაიცვალა თამარ მეფე?

ეს კითხვა დიდი ხანია, ელოდება პასუხს. მართლაც, საინტერესოა გარკვევა იმისა, რა სენი სჭირდა ქართველთა სათაყვანებელ მეფე-ქალს.

თამარის ავადმყოფობისა და სიკვდილის შესახებ საკმაოდ საინტერესო მასალაა დაცული ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში „ცხოვრება მეფეთა-მეფისა თამარისა“.

მემატიანის მონათხრობის მიხედვით, დაავადების კრიზისულ პერიოდში თამარის ავადმყოფობა შემდეგი სიმპტომებით ხასიათდებოდა:

ჯერ კიდევ ნაჭარმაგევში ყოფნის ჟამს მეფეს უკვე სერიოზულად უჭირდა სიარული, ცხენზე ჯდომა. ამიტომაც, ნაჭარმაგევიდან თბილისში თამარი ტახტრევნით წამოიყვანეს („წარიყვანეს კუბოთავე“).

სენის გართულებას სხეულის საერთო მოდუნება-სისუსტე გამოუწვევია.

დაავადება დღითი დღე პროგრესირდებოდა. ამის შედეგად თამარი სახეზე გაილახა. როგორც მემატიანე მიანიშნებს: „ღაწვთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობადა“. აქ უთუოდ სახის კანის დაჭკნობა (მობერება) უნდა იგულისხმებოდეს, რაც სიგამხდრეს უნდა გამოეწვია. მხოლოდ ქართველი მემატიანის მინიშნება, რომ თამარის ღაწვები წინათ ვარდისფერნი ყოფილან, არაპირდაპირად მიუთითებს იმაზე, რომ ავადმყოფობის დროს „ღაწვთა მათ ვარდოვანთა“ ფერმკრთალობა შეჰპარვია.

თამარს სენის გაძლიერებასთან ერთად თვალის სინათლეც დაჰკლებია. „თვალთა მათ ტბაებრ მზისთა, – დასძენს მემატიანე, – შემცხრომელთა სიმრუმედ მიმართესო“. „ხელთა მათ მსახურებისაგან გლახაკთასა არაოდეს დაცხრომილთა იწყეს მიუძლურებად და ფერხთა მათ, მარადის ღმრთისთვის მაშვრალთა, იწყეს შედრეკად“.

ამ კონტექსტში ჩამოთვლილია ის სიმპტომები, რომელიც სხეულის საერთო დასუსტებას გამოუწვევია, როგორიცაა, მაგალითად: ღონის დაკარგვა, ან არადა სიარულის უნარის წართმევა. ფიზიკური უღონობა, უძლურება ორგანიზმში განვითარებული კახექსიით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

ქართულ წყაროში მოთხრობილი დეტალები ერთ ფურცელზე მოვაქციე და 1993 წელს გავაცანი სამედიცინო სფეროს სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს. ეს იყო ჩემი თამამი ექსპერიმენტი – ისტორიისა და მედიცინის ინტერდისციპლინური კვლევა. პირადად ვიყავი მიხაილოვის საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში. ძალიან გაუკვირდათ სტუდენტის ეს ინიციატივა. დამპირდნენ, დამირეკავდნენ.

ორიოდ კვირის შემდეგ სახლში ტელეფონის ზარი გაისმა შესაბამისი განყოფილებიდან და მისვლა მთხოვეს.

სამწუხაროდ, ამ საინტერესო შეხვედრის ჩაწერა ვერ მოვახერხე, შესაბამისი აპარატურის არქონის გამო, თუმცა დასკვნების ხელნაწერი ფორმა ჩემს არქივში ინახება.

დარბაზში რამდენიმე ათეული ექიმი იყო თავშეყრილი. კიდევ ერთხელ წამაკითხეს მატიანისეული ტექსტი და ამის შემდეგ დაიწყეს საკუთარი დასკვნების გაცნობა, რასაც მოჰყვა საინტერესო დისპუტი. ამჯერად მე მხოლოდ დასკვნებს გაგაცნობთ:

პროფესორი ზაალ კახიანი - პატივცემულმა მეცნიერმა მემატიანესთან დაცული სათანადო მასალის გაანალიზების შემდეგ ამგვარი დასკვნა გააკეთა:

„შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს სიმსივნურ დაავადებასთან“.

1. ფიზიკური უღონობა დამახასიათებელია სიმსივნური დაავადების ბოლო ეტაპისთვის;

2. ორგანიზმის კახექსიაც ახასიათებს უმეტესობა ონკოლოგიურ დაავადებას (გარდა ფილტვის კიბოსი);

3. დაავადების თანდათან პროგრესირება, რის შემდეგაც ავადმყოფი სახეზეც მეტად გაილახა, დაედო მიწის ფერი... უდავოდ დამახასიათებელია სიმსივნური პროცესისთვის;

4. თვალის სინათლის დაკლება შეიძლება აიხსნას მეტასტაზის არსებობით ტვინის ქსოვილში, თუმცა ის უფრო დამახასიათებელია დიაბეტური რეტინოპათიისთვის;

5. გარდაცვალება 5-6 თვის შემდეგ, ეტევა სიმსივნური პროცესის სიცოცხლის ხანგრძლივობაში (ზოგადად და არა ყველა სიმსივნის სახეობაში).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საქმე გვქონდა სიმსივნურ დაავადებასთან, თუმცა - რომელი ორგანოსი, ამის დაკინკრეტება ძნელია“.

პროფესორი ბაადურ მოსიძე:

„ვითვალისწინებთ რა მემატიანესთან არსებულ შეზღუდულ ინფორმაციას, –აღნიშნავს ბაადურ მოსიძე, – შესაძლებელია, ვიფიქროთ, ნივთიერებათა ცვლის ღრმა მოშლაზე. კერძოდ, ელექტროლიტური დარღვევები, რაც ყველაზე ხშირად ახასიათებს სიმსივნეებს, პროცესის ტერმინალურ სტადიაში. აქედან გამომდინარე, სიკვდილის ყველაზე სავარაუდო მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ონკოპათოლოგია დაუდგენელი პირველი კერით“.

პროფესორები ლ. ჩარკვიანი და კ. მადიჩი - დასკვნაში, რომელიც მათ ეკუთვნით, ვკითხულობთ:

„აღნიშნული სიმპტომები – ფიზიკური უღონობა, კახექსია, კანისფერის ცვლილება, მხედველობის დაკარგვა - საკმაოდ ხშირად ახასიათებს სხვადასხვა ლოკალიზაციის ყველა დაგვიანებულ ავთვისებიან სიმსივნეს“.

როგორც ვხედავთ, მეცნიერთა ერთი ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს თამარის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად სიმსივნური დაავადების აღიარებას, მაგრამ გადაჭრით პასუხის გაცემა ამ საკითხზე მაინც მომავალი კვლევა-ძიების საქმეა.

ამ ექსპერიმენტის შემდეგ კიდევ ერთხელ მინდოდა, მსგავსი კონსილიუმის მოწყობა, თუმცა ვერ მოვახერხე, მაგრამ ამ ჩანაფიქრს, ალბათ, ახლო მომავალში განვახორციელებ."

http://news.ge/ge/news/story/129701-tamar-mefis-gardatsvalebis-saidumloeba

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2015, 03:16 PM

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

/გრიგოლ ორბელიანი/

შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
მიხარის — გიმზერ,
ვჰსწუხვარ — და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..ყვავილოვანი
წალკოტი შენი,
შენის დიდების სხივ-მოკლებული,აღარა ჰშვენის,
აღარ გვიბრწყინვის
შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!..და, ვით განვლილსა
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვიმაგროს,
სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!
ხნით დამაშვრალი,
დაღონებული,
შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:მოხედო ბედკრულს
შენს სატრფოს — მამულს,
და ჯვარით შენით აკურთხო კვალად.
შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი,
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,
წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით,
სამშობლო მიწის სიყვარულითა! —
და გაგვიცოცხლდეს,რომ კვლავც მოგვესმეს
სიტყვა ქართული რუსთაველისა.
რომ განვიღვიძნეთ,
სულით განვახლდეთ,
და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..
...მარამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მიღებულსა,
ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!
ეჭვით აღვსილსა,
უსასოდ ქმნილსა,
გულ-უიმედოს, გაუხარებელს!..
ვაჰ თუ რაც წახდეს
ვეღარა აღჰსდგეს,
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?
და რაც დაეცა
ის წარიტაცა
შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!
ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო,
შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?
დიდება ჩვენი,
ცად სხივ-მიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?
დაყრუებულსა,
გზა შეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,
სად სახე მეფის,
დიდის თამარის,
სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..

1877 წ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2015, 03:56 PM

დიდი თამარი

ქალო, ქართველთა სულის დგმავ,

ქალო, ქართველთა დედაო!

ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,

თამარს ცოცხალსა გხედაო.



რუსთველის ქებას ჩვეულო,

მეც ქებას გაგიბედაო.

როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,

რად არ ვჩუმდები ნეტაო?!



არ მოგეწონოს, იქნება,

სთქვა: “რისთვის ითავხედაო,

მონად აღზრდილმა მოლექსემ

სალამი გამიბედაო?!”



შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,

დამათრო, ამაყბედაო.

საუნჯევ სათნოებისა,

ჩემიც მიიღე ქებაო,



ვინმე საწყალის ფშავლისა!

ცრემლი აღარა მშრებაო.

თამარის სალოცავშია

მოსჩანს ფშავლების კრებაო,



შენთვის მსხვერპლისა შეწირვით

ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,

შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის

დიდი ჩახტები დგებაო.



გულში გვინთიხარ ლამპრადა,

ნათობს და არა ჰქრებაო.

შენს და შოთაის მარჯვენას

ვემთხვიე ზედი-ზედაო.



შენა ხარ ერის სიცოცხლე,

თავი არ მომიკვდებაო!

მოწყალედ გვექმენ ქართველთა,

ჩვენო ლამაზო დედაო!

/ვაჟა-ფშაველა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2015, 10:33 PM

თამარის ვერცხლის მონეტას, რომელიც 1200 წლით თარიღდება აქვს ასეთი წარწერა, “დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2015, 09:42 PM

"ზოგადქართულ სინამდვილეში მანდილით, ლეჩაქით, გამოიხატებოდა არ მხოლოდ სოციალური, არამედ ქალთა საზოგადოებრივი მდგომარეობაც.

ძველად საქართველოში გასათხოვარი ქალები ლეჩაქით ყელს არ იხვევდნენ, რასაც "ყელჩენით დაბურვა" ეწოდებოდა;

მაგ.: ვარძიის ფრესკაზე თამარი ყელჩენითაა ე.ი. მეფე-ქალი გასათხოვარია, რასაც ვერ ვიტყვით ბეთანიის, ყინწვისის, ბერთუბნის ტაძრის ფრესკებზე. აქ მეფე-ქალი უკვე გათხოვილია"


/ქართული სამოსელი
"გვარიშვილობა" N3, 2012,გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2015, 12:39 PM

"რაკი საქართველოში დამკვიდრებული წესის მიხედვით, მეფე იმავდროულად ლაშქრის უმაღლესი მთავარსარდალიც ბრძანდებოდა, ქართველებმა არც ეს წესი დაარღვიეს და, მიუხედავად იმისა, რომ ქალი იყო, ნიშნად სამხედრო ძლიერებისა და ლაშქარზე მეუფებისა, თამარს წელზე ხმალი შემოარტყეს".

/"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ. 508/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2015, 02:06 PM

„მეფე ქალის გონიერებამ, საფრთხისთვის თვალის გასწორებისა და შექმნილი ვითარების მშვიდად განსჯის უნარმა და, რაც მთავარია, ქრისტიანულმა კაცთმოყვარეობამ და მიმტევებლობამ, მისთა თანამდგომთა და ერთგულთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა და ქვეყნის თვალში აამაღლა.

ერმა იგრძნო, რომ მას საიმედო პატრონი ჰყავდა, რომელიც სიმშვიდით დავით წინასწარმეტყველს ჰგავდა, სიბრძნით სოლომონ მეფეს, ხოლო მხნეობითა და დღევანდელ საქმეთა ხვალისათვის არ გადადებით - ალექსანდრე მაკედონელს.

სწორედ ამ თვისებებმა განაპირობა ის, რომ თამარმა „იპყრნა ზღვით პონტოსით ზღუადმდე გურგანისად და სპერითგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი ხაზარეთამდის და სკვითამდის“.

/"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ. 510/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2015, 02:49 PM

„მთელმა საქართველომ გაიხარა, როცა „თამარს ძე მიეცა, გიორგი-ლაშა“, რომელიც ტაბახმელაში იშვა (1192-1193). ქართველებმა „ბედსა და სუეს ზედა ლაშასა“ ბარდავად გაილაშქრეს, დიდი გამარჯვებაც მოიპოვეს და ურიცხვი ნაალაფევითაც დაბრუნდნენ.

მართალია, მათ ტახტის მემკვიდრის დაბადებით გამოწვეული სიხარულის გამოსახატავად არც მაინცდამაინც მოსაწონი გზა აირჩიეს, მაგრამ რაინდული კეთილშობილებაც გამოიჩინეს, როცა 30 000 ტყვეს თავისუფლება აჩუქეს.

ამავე ხანებში აიღო ქართულმა ლაშქარმა კარნუ ქალაქი და რახსი პირი და გელაქუნი მოარბია“.

/"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ. 511/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2015, 04:15 PM

"სასწაული ყოფილა თამარის ლოცვის ძალა. მისი ლოცვა ციხესიმაგრის კედლებივით იცავდა თურმე საქართველოს საზღვრებს"

/ლევან სანიკიძე
"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2015, 12:29 PM

მეფევ–დედოფალო თამარო

მე რომ ქართველი ვარ, მე რომ თამამი ვარ,
ფეხზე ამაყად რომ ვდგავარო,
უღმერთოებისგან, რომ ვერ გავთელილვარ,
შენით, დედოფალო თამარო.

რომ ვერ წაგვიშალეს რწმენა ნაბოძები,
მრავალჟამიერის ქუხილი,
მომხვდურ მტერს და დუშმანს ქალი აოცებდი,
გულზე გაწვა ქვეყნის წუხილი.

შენს წინ თავდახრილი იდგა იბერია,
სულზე გერწეოდა ვარძია,
შენი მეფობის ჟამს როგორ გვიბევრია,
მტერმა ვერაფრით ვერ დაგძლია.

აზრით გამჭრიახი, ფიქრით შორსმჭვრეტელი,
ღმერთმა აგირჩია დედოფლად,
შენი ნაშენები ტაძრის ჭერ–კედელი,
რამდენ საუკუნეს გვეყოფა.

დედავ იბერიის, მცველო მადლიანო,
ლოცვით ქედმოხრილი ვდგავარო,
ჩვენი საქართველოს, დარდით დარდიანო,
მეფევ– დედოფალო თამარო.

გზები გაგვიკვალე, ქალო საოცარო,
თავად საქართველოს ასულო,
სულით უწმინდესო, ხატო სალოცავო,
ჩვენო საამაყო წარსულო.

შენ რომ ამიშენე, იმ ტაძრებში გლოცავ,
აგალობებული ხმა ვარო,
ქართლის ისტორიას გადავფურცლავ როცა,
მხრებში გავიშლები თამარო.

ქალო უწმიდესო, ქალო სანატრელო,
ჩვენო ანგელოზო ფრთამალო,
ისევ შენეული მოგვეც საქართველო,
მეფევ–დედოფალო თამარო.

(ნანა მეფარიშვილი)

გილოცავთ თამარობას

ქართული ეკლესია მაისის პირველ დღეს (ძველი სტილით) თამარ მეფეს შემთხვევით არ იხსენიებს. როგორც საეკლესიო წყაროებშია მოხსენიებული, “რაც მაისის ნაზი და მაცოცხლებელი მზეა ბუნებისათვის, ის იყო საქართველოსთვის თამარ მეფე”.

თამარობა, როგორც ეროვნული დღესასწაული, საქართველოში 1917 წლიდან აღინიშნება.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2015, 12:39 PM

http://www.radikal.ru

წმიდა თამარის ფრესკა კიევში, ერთ-ერთ ტაძარში

(ფოტო თეა ცაგურიშვილის)

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2015, 02:09 PM

https://burusi.wordpress.com/2009/05/30/grigol-robakidze-15/

გრიგოლ რობაქიძე – Grigol Robakidze (1882 – 1962)

საქართველოს ისტორიაში დიდი თამარ ლეგენდარული ფენომენია უცილოდ – არა იმ აზრით, თითქოს იგი ოცნებით იყო შექმნილი, არამედ იმ ფიქრით, რომ მისი სინამდვილე უმძაფრესი იყო ფრიად. ჩვენს ისტორიაში არ მოიპოვება მეორე ისტორიული პირი, რომელიც თავის დამტკიცებაში პიროვნულ სინამდვილეს გასცილებოდეს და ერის ისტორიულ ათვისებაში ქცეულიყოს ცოცხალ ლეგენდად. დიდი იყო დავით აღმაშენებელი და იყო მნიშვნელოვანი გიორგი მესამე: საქართველოს თამარის დროს განდიდება, ისტორიკოსის ივ. ჯავახიშვილის აზრით, მათი სამხედრო მოქმედების ნაყოფი უფრო იყო, ვიდრე თვითონ თამარის პირადი ღვაწლი, – მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი ერის ისტორიულ შეცნობაში თამარის გვერდით ისინი დაჩრდილულნი გამოდიან შესამჩნევად. საქართველოს მკერდს ახლაც ახსოვს სიყვარულით ჩარჭობილი და მრისხანებით გადამტვრეული ხმალი გიორგი სააკაძისა, – და მაინც პიროვნება მისი ლეგენდად არ გადაშლილა. დიდია რუსთველის გენია: მზით მოკვეთილ სიტყვაში განასხეულა მან საქართველოს ქმედითი სული, – ხოლო “მითი” მისი პიროვნების არ ჩამოსხმულა სავსებით. საქართველოს ცოცხალი ლეგენდა თამარია მხოლოდ. გადაავლეთ თვალი საქართველოს ისტორიას: ყველგან, საცა კი ინაკვთება სახსარი საქართველოს ისტორიის, რომელიმე ხაზტეხილი ეპოქათა მდინარების, ყვავილობს ყველგან სურნელოვანი სახელი თამარის. მიზეზი? – დიდი თამარ სათუთი ნერვია, საქართველოს სულის: აი პასუხი: – მრავალგზის დასტეხია სასტიკი ბედი საქართველოს ჯეჯილად აყრილ ტანს, მაგრამ მისი დაფერფლილი სხეულიდან ახეთქილა კიდევ ახალი ყანა, საქართველოს სულის მხურვალე სუნთქვით აბიბინებული. და თუ ძველი ეგვიპტელი (პლატოს თხრობით) ქვაზე ასახული ჰიეროგლიფით სცნობდა ატლანტიდის თავგადასავალს და ფესვგამდგარი ხსოვნით გასულ საუკუნეებს და დაღუპულ ხალხებს უახლოვდება, – აქ, საქართველოში თამარის საოცარი სახელით მთელდებოდა გაწყვეტილი ზოლი ერის სხეულის. დიახ: თამარი სახელი ჰიეროგლიფია ნამდვილი, – ხოლო არა ქვაზე აკვეთილი, არამედ სულის ნერვით ახაზული; ჰიეროგლიფი – ნერვი, რომლის სათუთი ცახცახი აცოცხლებს გადასულს ჟამთა და განცდათა. რომელიმე რჩეული ქართველი ამ ჰიეროგლიფის გამოცნობით (და მაშასადამე, თანაზიარებით) რომელიმე საუკუნის ქართველის გულის ფართქალს ჰგრძნობდა (და გრძნობს დღესაც). და ერთი-მეორე უხილავად გადართული, ქართველები ამ უცნაური სახელით ჰქმნიდნენ საქართველოს ისტორიის მთლიან ცხოვრებას.
“როცა ბავშვი მოკვეთილია დედას, როგორც ნაყოფი ხეს (გვამცნობს ერთი მგოსანი) განვითარებული ადამიანი ემსგავსება ახალს ლანდს, მსუბუქ სტუმარს ჰაიდისას, რომელმაც ეს არის დალია ჩქერნი ლეტის, წყალნი დავიწყებისა”, მაგრამ – განვაგრძოთ თქმა: განვითარებული ადამიანი, ჩასძირავს რა თავის თავს ყოფის ოკეანეში, იგრძნობს უთუოდ წინაყოფას თავისას “სხვაში” და “სხვებში”. ეს არის წინა – მარადი ხსოვნა (მნემოსინა პლატოსი), რომელიც როგორც წყარო – დედა წარმოშობს ცხრა მუზას, ცხრა ნაკადულს; ამ ხსოვნაში იმალება ყოველი შეუცნობელი… ან კიდევ: რომელიმე დიდი ხე აიყრის მრავალს ფშანს; ყოველი ფშანი იმა ხის შვილია; და აი: მოსთხარეს რომელიმე ფშანი და გადარგეს იგი სხვაგან, რა დაემართვის? იგი გაიზრდება თავის-თავად; და ამასთანავე: სადღაც შორს – შორს მისი ფესვები იგრძნობენ მოწყვეტილობას და დაინაღვლებენ მშობლისათვის. ეს ნაღველი უცილო სახეა წინა – მარადი ხსოვნის. და ასე ყველგან მსოფლიო სხეულთა ნამდვილი განცდა რომელიმე მისი ნაწილის განცდაა მთელი სხეულის. ტყუილად კი არ გალობს ინდოეთის მგოსანი რაბინდრანათ თაბორი: შეყვარებულს მოუკვდა სატრფო; დაეძებს მას ყველგან. ძებნაში მიადგება იგი უზენაესის ბჭეს და მიჰმართავს: შენ ხარ სათავე და ბოლო ყოვლისა; და შენთან მოესვენებოდა იგი უთუოდ ვისაც მე დავეძებ: ჰოი, ჩამძრე უფალო მსოფლიოს ყოველ-შემცველობის ოკეანეში, რომ იქ ვიგრძნო ერთხელაც არის ნაზი – ხელშეხება მისი… დიაღ, მართალია თაბორი. სატრფოც ხომ ტალღაა ნამდვილი, – და შეერთვის ოდეს ოკეანეს შეყვარებული, იგი უთუოდ იგრძნობს მრავალს ტალღებში დაკარგული ტალღის სათუთს კოცნას, ასეთია საიდუმლო მსოფლიო ცნაურების. არ არის საკვირველი, თუ სახელი თამარის ამ საიდუმლოთია მოცული: ქართველი მისი სახელით ეზიარების საქართველოს სხეულს მის ისტორიულს დენაში.
თავისთავად ცხადია: საგულისხმოა ჩემთვის თამარ არა როგორც წმინდა – ისტორიული პიროვნება, არამედ როგორც ესთეტიური ფენომენი. ხოლო “ისტორია” აქ “მასალად” უნდა გამოვიდეს. აი რამოდენიმე ხაზიც. რუმის სულთანი რუქნადინი კარის აღების შემდეგ თამარს ასეთს ბარათს უგზავნის: “აწ მე წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი (და) აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქვეყნისა და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანი სცეს ჩადრსა ჩემსა… ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მაჰმადი აღიაროს”… ამ უკმეხი წერილის პასუხად თამარ წერს რუქნადინს: “ძალს ღმერთისა ყოვლისა მპყრობელისა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯვარისა მვედრებელმან წავიკითხე ღმერთისა განმრისხებელი წიგნი შენი რუქნადინო და ვცან სიცთუენნი შენნი, რამე თუ ბჭე ღმერთი იყო! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალთა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოველისა მპყრობელისა და ჯუარის წმიდისა, რომელი შენ ჰგმე!… აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინად მოგებებად შენდა…”

საოცარია რუქნადინის უკმეხობას თამარი ასე მშვიდი სიბრძნით მიუგებს: იგი არ მიენდობა არც ფულს და არცა ხმალსა: მისი სანდო ღვთაებაა მხოლოდ მისი ლოცვის საგანი მარადი ქალწული მარიამ. ამ პასუხში ერთი ხაზმოჭრით ასახულია სრულებით თამარის ნათელი პროფილი. თამარ გრძნობს თავის ბუნებითს ძალასაც, მაგრამ მისი ლმობიერი და სათნო ბუნება არ აჰყვება აღტაცებულს თავმოყვარეობას. ამას თამარის ისტორიკოსიც ამოწმებს: “ვერ შეიტყუა საშუალებამან ამის საწუთროისმან, არცა მეფობამან გვირგვინისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმხნემან”… თამარ მდიდარი იყო ყოვლად, მაგრამ ისტორიკოსის სიტყვით “არ მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან”… გიორგი მესამის დროს განწესდა სიკვდილით დასჯა მეკობრეთა და ავაზაკთა, – თამარ კი, მისი ქალიშვილი, “მშვიდი მშვიდობისა მყოფელი იყო”; მეფობის ხანაში “არცა თუ ტანჯვანაგი უბრძანა ვისადმს დაკვრად”. თუ ვინმეს მიესაჯებოდა კანონით სიკვდილი ან ასოთამოღება თამარ არ დაამტკიცებდა სასამართლოს განაჩენს და ამ გზით ნელინელ სპობდა სასტიკ სასჯელსა.

მრავალი მხარეა საგულისხმო თამარის პიროვნებაში, მაგრამ მათ შორის არის ერთი მხარე, რომელიც ნამდვილს ჯადოს აცხადებს თამარის ქცევაში. ისტორიკოსის სიტყვით, თამარმა იცოდა “კაცთა უნებლობასა შინა უნებლად და მშვიდობით დააჭირვა (და) მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონებაურჩობისა”. საქართველოს ისტორიის პირველყოფილ ცოდოს სწორედ ეს “ქედფიცხელობა” და “გონება ურჩობა” შეადგენს, – სწორედ აქედან წარმომდგარი უნდობლობა და შუღლი ღუპავდა ისტორიულად საქართველოს, – და თუ თამარის პიროვნება “კაცთა უნდობლობას” “უვნებლად და მშვიდად იჭერდა”, თუ კი იგი ჯადო – გავლენით სპობდა “ქედფიცხელობასა” და “გონებაურჩობას”, საკვირველი აღრაა მაშინ თუ რათ იქცა საქართველო თამარის დროს მთლიან სხეულად, საცა მისი შემადგენელი წევრები ერთი მეორეს კი არ ეცილებიან პირადი სიცოცხლისათვის, არამედ ერთი-მეორეს შერთულნი, ჰქმნიან ერთი მთელის ცხოვრებას. მართალს იტყვის ისტორიკოსი ივ. ჯავახიშვილი: “თამარის მეფობის პირველ ხანაში რამდენიმე მეტად სახიფათო მოძრაობა და განდგომა იყო და ყოველთვის თამარმა თავის თავის წინდახედულობით და ფრთხილის მოქმედებით განსაცდელს კეთილად სძლია და საქართველოში მშვიდობიანობა დაამყარა”. და მოწმობს ხომ ამ მოვლენას სავსებით ლაშა-გიორგის დროის მემატიანე: თამარმა “სამეფო განუხეთქლად დაიცვა, ყოველივე შეიტკბნა და იყო მშვიდობა ყოველთათვის”.

ძლიერია ფრიად თამარ თავისი გადმოუცემელი და “გადაუთარგმნელი” ძალით. არსებობს პირადი ძალა, რომელიც უშუალოდ მოქმედობს: მას არ სჭირდება არც მაგარი სიტყვა, არც ლაამზი სახე, არც მათრობელი მუსიკა: იგი თავის თავადია და მოქმედობს თავისთავად. თამარის პიროვნება სწორედ უშრეტი ნაკადულია ამ უშუალო ჯადოსნური ძალის. თამარზე შეიძლება ითქვას იმგვარი სიტყვა, რომელიც ქრისტეს შესახებ წარმოთქვა ოსკარ უაილდმა რედინგის ციხეში: “სასწაულნი მისნი ისეთივე მშვენიერია ჩემთვის, ვით გაზაფხულის მოახლოება, და ისეთივე ბუნებითი… და მე სრულიად არ მიძნელდება ვიწამო, რომ მისი პიროვნების მხიბლაობა ისე ძლიერი იყო, რომ მარტოდ-მარტო მის თანაყოფას შეეძლო მშვიდობა დაესადგურებინა ტანჯულს სულში, და რომ ადამიანნი, რომელნიც შეეხებოდნენ მის ტანსაცმელს ან მის ხელებს, ივიწყებდნენ თავიანთ მწუხარებას; ანდა: როცა იგი გაივლიდა ცხოვრების დიდი გზის გვერდით, ადამიანი, რომელთათვის დახშული იყო საიდუმლო სიცოცხლისა, უეცრად დაინახავდნენ მას, და სხვები, რომელთა სმენა ყრუ იყო ყოველი ხმის მიმართ, ახლა პირველად ისმენდნენ სიყვარულის ხმას და ცნობდნენ მას “ისეთივე ტკბილხმოვნად, როგორიცაა ლირა აპოლლოისა”; ანდა: წამხდარნი ვნებანნი ჰქრებოდნენ მის მოახლოების ჟამს, და ადამიანნი, რომელთა გახუნებულ აზრს მოკლებული სიცოცხლე მხოლოდ სიკვდილის ჩვენებას წარმოადგენდა, – თითქო დგებოდნენ საფლავიდან, როცა იგი მოუწოდებდა მათ; ანდა: როცა ქადაგობდა სერის დაქანებაზე, ბრბო ივიწყებდა თავისს შიმშილსა და წყურვილს, – და მის მეგობრებს, რომელნიც უსმენდნენ მას სუფრაზე დამსხდარნი, ტლანქი საჭმელი რჩეულად ეჩვენებოდათ, და წყალი – ლამაზ ღვინოდ, – და მთელი სახლი ივსებოდა მათთვის ნარდის სიტკბო-სურნელებითა”… ასე ლაპარაკობს ოსკარ უაილდი ქრისტეს შესახებ… ესევე შეგვიძლია მოვაფრქვიოთ თამარის სხივოსან სახეს, – რადგან ღვთიურობა, რომელსაც ასხეულებდა დიდი ნაზარეველი, რამოდენიმედ მაინც სჩქეფდა თამარის ქალწულ ბუნებაში. დიახ: თამარ ქალწული იყო ბუნებით და მთელი მისი არსი ნათელ ჭურჭელს წარმოადგენდა ღვთიურობის ნაკადისათვის, – და ავსილი იმა ნაკადით, თამარი თავისს სიცოცხლით ასხეულებდა მარადი ქალწულობის იდეას. იდეა მარადის ქალწულობისა – აი დიადი მოვლენა, რომელიც ჯერ კიდევ ჰელლინელთა მზეგრძელმა გენიამ გადმოგვიშალა წინ… ვაჟი ვერ წვდება ქალის ბუნებას სავსებით: მას უყვარს ქალში მხოლოდ ლამაზი მოჩვენება, მაიის ზეწარში გახვეული: და ამისათვის, რაც უნდა ავხორცი იყოს ქალი, იგი არსებითად უვნებელი რჩება მაინც; აი ძველ ბერძენთა ინტიუცია; ამას შესანიშნავად ამოწმებს არტემიდას კულტი და საიდუმლო წარწერა, აკვეთილი საისის ქალღმერთის, სამოსელში გახვეულის საფეხურზე: “მე ვარ რაცა ვარ, რაც იყო და რაც იქნება, და არც მომაკვდავს, და არცა ღმერთს არ აუხდია ჩემი სახურავი”. საისის ქალღმერთი იგივე ეგვიპტის ნეიფია, რომელიც მზეჭაბუკისაგან ელის დატყვევებას, ასეთია იდუმალი სწავლა ძველთა… და თუ ამ სახისაა საერთოდ ქალის ბუნება, – მით უმეტეს უნდა ყოფილიყო ასეთი დიდი თამარის დიდი ბუნება. და მართლაც: გიორგი რუსი, როგორც ქმარი, მისთვის სრულიად არ არსებობდა; დავით სოსლანი, როგორც არათანასწორი ვაჟი, ასეთივე შემთხვევითი იყო მისთვის; და თავიდათავი: ერის რწმენა, რომლის ცნაურებით თამარის ქალობას ქალწულობა აცისკროვნებდა ყოველთვის… და თვითონ რუსთაველის ქნარი განა ამ ქალური ქალწულობით არ არის აჟღერებული?! პლატონური სიყვარული რა საკვირველია ეროტიულია უმძაფრესად, – ასეთს სიყვარულს ახმაურებდა რუსთაველი მზით ნაკვეთ სიტყვებში, – მაგრამ ნუ დაივიწყებთ ამ სიყვარულის ეროტიზმი მხოლოდ მზეჭაბუკის მზიურობისთვისაა ატეხილი და მკერდგადაშლილი. ეს უარის-ყოფა კი არ არის მარადის ქალწულობისა, არამედ ნაღვლიანი ვნებაა უკანასკნელის… დიახ: დიდი თამარ ქალწული იყო ბუნებით და მთელი თავისი სიცოცხლით ამ ქალწულობას ყვავილოვან ჩქერად ანაკადულებდა: …ეს არის ძალა მისი პიროვნების, ეს არის მისი ჯადოსნობა, ეს არის მისი სულიერი ენერგია, ეს არის მისი მზეოსნობა… აქ მარხია საიდუმლო “თამარის ფენომენის” გამოცნობის: თუ რა სხივით იქცა იგი თვალის მომჭრელ ლეგენდად.
მარადი ქალწულობა ვნებაა მზის ვაჟ-შვილობის მოლოდინში. თვითონ სული ქვეყანასა მოელის სახსენებლად ღმერთს, როგორც ძლევამოსილ საქმროს. და ფრიად საგულისხმოა ის მოვლენა, რომ ქართველმა ერმა (ერთი ქართველის სიტყვით) “ქალის ცხელი თმებით შეკრული ჯვარით მიიღო ქრისტე”. დიდი თამარ თავის ქალწულობით შეუცნობელ ელოდა ასეთს მზიურს სატრფოს (ამ სიტყვის საიდუმლო აზრით), – მაგრამ მის მოკლე სიცოცხლეში ეს ლოდინი შესაძლოებას არ გასცილებია. იგი მოსცილდა ხილულ ყოფას, – ხოლო მის ბუნებაში ჩამარხული შესაძლოება განაგრძობდა სიცოცხლეს: საუკუნეთა სვლაში იგი ისახავდა სხვადასხვა სახეს, ერთიმეორეზე ლამაზსა და მატყვევებელსა. აი სად არის სათავე თამარის ლეგენდარობის: ქართველთა ისტორიულ შეცნობაში თამარი ცოცხლობდა ყოველთვის, – და რადგან სიცოცხლე წარმოუდგენელია ზრდის გარეშე. ამისათვის იგიც იზრდებოდა თანდათან, იზრდებოდა, ვით თვალის მომჭრელი ნაყოფი შემოქმედი გენიისა. თამარი სხეულდებოდა ისეთს პლასტიურ ფიგურად, რომლის ზმანება მხოლოდ ჰელლენთა გენიას თუ შეეძლო. და თუ ჰელლენთა გენია იამაყებს მენადით, რომელიც ხან ჭურჭელია ღვთიურობის ნაკადულისა და მით ავსილი თავდავიწყებასაა მიცემული, ხან კი აშლილია ვნება ატეხილი და ილტვის გიჟი; დიონისოსაკენ, – ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ თამარის პლასტიური სახით; როცა მზემ პირველი იხილა ნილოსი, ცეცხლის რგოლებით ეამბორა მისს ათრთოლებულ ტანსაც; ნილოსის ტალღამ მზის კოცნა დაიჭირა და გაიშალა იგი კოცნა თეთრგულა ლოტოსად, თეთრგულა ლოტოსი – აი ვინ არის თამარ: თამარ ცოცხლობდა, როგორც ხორცშესხმული ლეგენდა, – და ცოცხლობს კიდეც. ყოველი ნატეხი საქართველოისა თამარის ლეგენდის ნატეხია უთუოდ. როცა ჩამავალი მზე საქართველოს რომელიმე ნანგრევს უკანასკნელ ამბორს უგზავნის, – ქართველი იმა ამბორში თამარის ღიმილს ჰკითხულობს: როცა შავს უღრან ტყეში უცხო ფრინველი გადაიფრენს. – ქართველი მისი ფრთების ფრთქიალში თამარის ზღაპარს დაინახავს. ქართველი თამარის სახით ჰქმნის უთვალავ ლეგენდას: ესა თუ ის ადგილი წმინდაა: – იქ ფრინველს თუ ცხოველს ვერავინ ხელს ვერ ახლებს; რისთვის? მისთვის, რომ იქ ერთხელ თამარ მეფეს გაუვლია. როცა დედას რძე გაუშრება იგი იდუმალ წყაროს მიმართავს მოსარჩენად, – და მოარჩენს კიდეც: ვისი ძალით? რასაკვირველია თამარის ძალით: იმ წყაროთი თამარს ოდესმე წყურვილი მოუკლავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! საქართველოში ყოველი ფეხის გადადგმა განა თამარის ლეგენდით არ არის აყვავებული?! ყველგან – თამარ, და მარტო თამარ! განა ოდესმე ქართველის გულის ფართქალში გაქრება თამარ, როგორც ნუგეში და იმედი?! არაოდეს! ვინ იცის, ჩვენს უმსგავსო ცხოვრებაში, საცა შურისა და შუღლის მეტი არა ისმის რა, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ნავთსაყუდარი. ვინ იცის, ჩვენს უგვანო ცხოვრებაში, საცა აღფრთოვანებას ფრთები ეჭრება “მეშჩანური” მორალისაგან, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ამაფრთოვანებელი მესაიდუმლე. და რამდენია ისეთი, რომლისთვის ამ საშინელ ქვეყანაში საკუთარი სულიც ციხედ გარდაქმნილა! ვინ მისცემს მათ ახსნას? თვალის მომჭრელი ლანდი თამარის! დიახ, ქართველის გული თამარის სიყვარულით ფართქალებს. და საგულისხმოა ფრიად, რომ თამარის საფლავი დღემდე არავინ იცის. იგი ყველას ეკუთვნის და არავის: – მისი საფლავი ქართველის გულია, – ხოლო ქართველის გრძნობაში ეს “საფლავი” კი არ არის, არამედ ლამაზი საყვავილე სურა, საცა ყვავილობს უჭკნობი ყვავილი – დიდი თამარ.
ასეთია დიდი თამარ, და ამ სიყვარულის ღალატი იქნებოდა, თუ შვიდასი წლისთავზე არ ითქვა უკანასკნელი სიმართლე… თამარ პლასტიური ლეგენდაა საქართველოს ისტორიისა, თვალის მომჭრელი და სმენამათრობელი, – მაგრამ იგი მაინც ქალურს მხარეს ასხეულებდა საქართველოს ისტორიაში. ჩვენს ისტორიას კი ვაჟიც ეჭირვება, – ტყუილად კი არ ნაღვლობდა ქალწული თამარი მზიური ვაჟის მიმართ! და ამ წამს, როცა მსოფლიოს ბედი ცეცხლით და მახვილით იჭრება, ნდობა იბადება რკინეული: – რომ საქართველოს მოვლინებოდეს ძლევამოსილი მზე-ვაჟი, რომელიც ისეთს ვაჟურს ლეგენდას შეჰქმნის ჩვენს ისტორიაში, როგორც ქალური შეჰქმნა დიდმა თამარმა. ასეთი ლეგენდა ყველაზე უფრო უკეთესი პასუხი იქნება თამარის ლეგენდისა.

გაზეთი “საქართველო”, 1918, N90-91, 13-15 მაისი.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2015, 11:53 AM

„მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა“, - ამბობდა თურმე თამარ მეფე.

მისი მოწყალების წყარო იყო „ღამე-ყოველივე ხესაქმარი, რომელი გლახაკთა მიეცემოდა“.

მეფე მსახურებს გასაყიდად ატანდა საკუთარ ნახელავს და აღებული ფულიდან ყოველდღიურად იმდენს გასცემდა, რამდენიც მისი დღიური სმა-ჭამა ჯდებოდა".

/“საქართველოს იმედი II“ წიგნი 16, გვ.195/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2015, 09:23 PM

"დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მემატიანეს არა მხოლოდ სახელმწიფოს ცხოვრებაში მოხდარი ფაქტებისა და მოვლენების საინტერესოდ და ობიექტურად აღწერა ხელეწიფება, არამედ სარწმუნოებრივ საკითხებშიც გარკვეული და ღრმად ჩახედული ჩანს.

მით უფრო გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ თამარის ქებით გატაცებულმა ემოციები ვერ მოთოკა და სრულიად გაუმართლებლად გადააჭარბა, როცა "სამებისაგან ოთხად თანააღზევებული" უწოდა და ამით ფაქტობრივად ყოველთა შემოქმედს გაუთანასწორა.

იგივე გაიმეორა მან სხვაგანაც, რითაც დაადასტურა, რომ შესაქები პირის სამებასთან თანასწორობისა მტკიცედ სჯეროდა:

"თუ მაშინ ნაბუქოდონოსორ სამთა ყრმათა თანა ოთხებად იხილა ერთი სამებისაგანი, აქა კულა სამებისა თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული".

რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს ამ ამპარტავნულ თვალსაზრისს? მორწმუნისათვის - არავითარი. მორწმუნე სრულიად სჯერდება იმ პატივს, რომელიც ქართველი ხალხის ნებით ეკლესიამ დიდ მეფეს მისი წმინდანად შერაცხვით მიაგო, რადგან ამქვეყნიური მოღვაწისათვის უფრო დიდი პატივი არ არსებობს".

/"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია I - XV ს. შუა წლები", გვ. 520/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2015, 08:01 PM

თამარ მეფე

"...მაშინ იყო, რომ გაზაფხულის ბალახივით იფეთქა ქართველთა გამრავლებამ...

სწორედ რომ სიბრძნით ასე მაღლობდა ყველას, როგორც სწორი ალვის ხე ასკილის ბუჩქს, მაგრამ საქმე მთლად ამაში როდია...

ცხოველი ღვთის ცხოველი სიტყვისადმი სრული და სავსებითი ერთგულება სამსახური, ქრისტეს მოსაობა. აი, რამ დააუფლა თამარ მეფე ქართველი ერის გულს, რამ გაასხივოსნა იგი ქართველთა წარმოდგენაში, რამ მიანიჭა მას ისეთი სასწაულებრივი შინაგანი ძალი და გარეგნული გამომეტყველება, რომ არამცთუ ადამიანებს, ნადირებსაც კი უხაროდათ მისი ხელქვეითობა და მორჩილება"

/ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)
"საეკლესიო კალენდარი ყოველდღიური საკითხავებით 2012", გვ. 50-51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2015, 07:19 PM

http://www.newposts.ge/?l=G&id=74711-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%2C+%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%2C+%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

თამარ მეფის უცნობი პორტრეტი ირანში - "მზის ქალბატონის სპარსული ისტორია"
15:47 2015-05-12

instagram-ზე ერთ-ერთმა ირანელმა ინტერნეტმომხმარებელმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი თქმით თამარ მეფეა გამოსახული. როგორც ინტერნეტმომხმარებელი greateriran.hist წერს თამარი ირანში მზის სიმბოლოდ ითვლება და მას ხორშიდ ჰანუმს უწიდებენ. ამის საფუძველი კი თამარის მიმართ სელჯუკ შაჰის გრძნობები გახდა. შაჰს თამარზე დაქორწინება სურდა, თუმცა იმი გამო რომ თამარი ქრისტიანი იყო ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ შაჰმა მზის დისკოში ჩასმული თამარის სახე მონეტაზე გამოსახა.

„მზის ქალბატონის საინტერესო პორტრეტი, საქართველოს დიდებული მეფე თამარი, მე-19 საუკუნე, ირანი“, – ვკითხულობთ ინსტაგრამზე.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2015, 08:38 PM

http://www.radikal.ru

თამარისეულობა...

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2015, 12:13 PM

საქართველოს ბედი ქრისტეს მოსავი თამარის მიმბაძავ დედათა ხელშია

თქვენთვისაა განსაკუთრებით საგულისხმო და საყურადღებო, ქართველო დედებო და ასულებო, თამარ მეფის პიროვნება, ყველაზე მახლობელად თქვენ სდგახართ მასთან და ამიტომ ყველაზე მეტად თქვენ უნდა განიცდიდეთ მის სიკეთეს, მისგან გამომავალ აღმაფრთოვანებელ სულიერ სითბოს, ადამიანთა გამაკეთილშობილებელ შინაგან ძალას.

თუ თქვენთვის ღირებულებას მოკლებული არ არის თქვენი სამშობლოს აღდგენა-გაძლიერება, თქვენი მშობელი ერის განათლება და ბედნიერება, მოსვენებას არ უნდა გაძლევდეთ თამარ დედოფლის აჩრდილი.

თქვენ მის მსგავსად დღე და ღამეს უნდა ასწორებდეთ სამშობლოს სამსახურისათვის; პირიდან ლუკმას უნდა იღებდეთ მოყვასთან საშეღავათოდ, მტლედ და წამლად უნდა ედებოდეთ გაჭირვებულ თანამემამულეებს, თქვენი ლმობიერი საქციელით უნდა სპობდეთ ცხოვრებაში ფესვგადგმულ ერთიმეორის მტრობასა და სიძულვილს, მედგრად უნდა ებრძოდეთ ყველაფერს, რაც კი ხალხს აკავებს სიბნელესა და უმეცრებაში, ფასს უკარგავს ქვეყნის თვალში ქართველის სახელს და ბოლოს - ერთი წამითაც არ უნდა ურიგდებოდეთ თქვენი სამშობლოს ვისგანმე დაჩაგვრას.

ამას შეგაძლებინებთ, ამისი შესრულების სულს ჩაგბერავთ იგივე გულმხურვალება და გამსჭვალვა - ქრისტეს პიროვნებისადმი მხურვალე სიყვარულით, რომლითაც აღჭურვილი იყო საქართველოს დედა, უკვდავი თამარ მეფე. გწამდეთ: საქართველოს ბედი ქრისტეს მოსავი თამარის მიმბაძავ დედათა ხელშია.

/ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)
„საეკლესიო კალენდარი ყოველდღიური საკითხავებით“ 2012, გვ. 145/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2015, 07:46 PM

http://www.radikal.ru


/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2015, 10:22 PM

თამარ მეფე და ხონთქარი (წიგნიდან ,,თამარ მეფის დღესასწაული“)


თამარ მეფე და ხონთქარი


მეფე მთავართა,

მფლობი ჯავართა,

სოფლისა წყალთა

დამამშვენალი.



თამარ მეფე და ხონთქარი

მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,

ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,

ზედ ალმასები დაჰკიდა,

შიგ ჩასვა ქართველთ ლაშქარი,

მრავალ-წყალობას დაჰპირდა.



წიგნიდან

,,თამარ მეფის დღესასწაული“



თბილისი

ელექტრო-მბეჭდავი ,,შრომა“, მუხრანის ქ. № 12.

1916


http://georoyal.ge/?m=1000&id=3039

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2015, 07:22 PM

"თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, რომლის მონასტერშიც დიდმარხვას ატარებდა ღმერთშემოსილი მეფე".

"ლოცვად დადგა სრულიად საქართველო, ლიტანიობდა, ღამეს ათევდა, ცრემლით გამოსთხოვდა უფალს მზისდარი გვირგვინოსანის განკურნებას, მთავარნი პირთა იცემდნენ, გლახაკნი თავთა იტყებდეს, თითოეული ქართველი საკუთარ თავს და შვილებს მიუპყრობდა უფალს და ევედრებოდა: "რათა მარტო ეს დარჩეს და ჩუენ ყველანი მოგუსრენ".

/"ქვაკუთხედი" N5, 2015, გვ. 26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2015, 04:07 PM

"ცნობილია, რომ მოზდოკის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ეკუთვნოდა თამარ მეფეს. იგი იმით გამოირჩეოდა, რომ კავკასიის მთიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას უწყობდა ხელს.

მრავალი ჩერქეზის მოქცევისა და გაქრისტიანების შემდეგ თამარ მეფემ მათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გაუგზავნა. თამარის დროიდან 1768 წლამდე, ხატი მთებში იმყოფებოდა, სადაც მრავალი სასწაულით განდიდდა".

/"კარიბჭე" N12, 2015, გვ. 29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2015, 01:15 PM

http://karibche.ambebi.ge/eklesia/sitsmindeebi/1358-thamaris-cremlebith-dasvelebuli-jvari-didebuli.html


თამარის ცრემლებით დასველებული ჯვარი დიდებული

22.09.2006

"ეს იყო 1945 წლის აპრილი, - ჰყვება ბატონი სერგი ჭილაია, - საქართველოს დაუბრუნდა 1921 წელს პარიზში გაზიდული ისტორიული განძი. მისი მცველი და გადამრჩენელი დიდი ეროვნული მოღვაწე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში თბილისის აეროპორტიდან შემოზიდული ყუთების მიხედვით აღწერილ განძს აბარებდა საქართველოს მთავრობის კომისიას, რომელსაც აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია მეთაურობდა. მე ბედმა მარგუნა, ვყოფილიყავ ამ კომისიის წევრი, ამ მღელვარე დღეების მოწმე და მონაწილე. 57 სხდომა ჩატარდა და 5 თვე გრძელდებოდა ეს ისტორიული აქტი. მიღება-ჩაბარებისას მოხდა უცნაური რამ: ერთ-ერთ ყუთში, რომელშიც თამარის ყელის ჯვარი უნდა ყოფილიყო, ყუთის გახსნისას ის არ აღმოჩნდა. მრავლისმეტყველი დუმილი ჩამოვარდა. ანერვიულდა ბატონი ექვთიმე, ბატონი სიმონი ჩვეული სიდინჯით ამშვიდებდა მას. ნერვიულობა მაინც ყველას გადაედო. სწორედ ამ დროს იროდიონ სონღულაშვილმა მორიგი ყუთის გახსნისას "აღმოაჩინა" და სასოებით გადასცა ბატონ ექვთიმეს "თამარის ცრემლებით დასველებული ჯვარი დიდებული". მის თვალებში ცრემლები შევნიშნეთ. სიხარულით გულანთებულმა ბრძანა: მე ეს ჯვარი პირველად ხელში ავიღე და აღვწერე კიდეც 1914 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში "არქეოლოგიური მოგზაურობანი საქართველოში", - აქ შეჩერდა, ჯვარი ბატონ სიმონს გადასცა და დაუმატა: - თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მე ამ ნივთებთან ბედმა დამაკავშირა, ჩემმა პროფესიამ. ყველა მათგანი დიდი რუდუნებით აღვწერე ჩემს წიგნებში - არქეოლოგიური მოგზაურობანი. მერე რაღაც სასწაულებრივად გადავარჩინეთ საქართველოს თავზე დამტყდარი ქარტეხილების ცეცხლთა ფენიდან ეს სულიერი განძეული ჩვენი ერისა. მე მათთან ერთად გამოვიარე ჩემი ცხოვრების ტანჯვითა და ხიფათით სავსე გზა ბათუმიდან პარიზამდე და უკან - პარიზიდან თბილისამდე. ყოველ ამ ნივთში ჩემი სულის ნაწილია ჩადებული"...

გაოგნებულნი ისმენდნენ დამსწრენი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სიტყვებს და აოცებდათ ის სულიერი სიმხნევე, რომელიც ასე შემოენახა სამშობლოსათვის თავშეწირულ კაცს. დაბრუნებულ განძეულობაში უთვალავი იყო ოქროთი და თვალმარგალიტით გაწყობილი ჯვარი და ხატები. მაგრამ სხვა ხიბლი ჰქონდა თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარს...

წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი წერს ქართველთა ამ უდიდეს სიწმინდეზე: "დასაკეცი ხატი მაცხოვრისა, ოქროსი, რომელშიაც ინახება ქართველთათვის სათაყვანებელი განძი, ყელის ჯვარი თამარ მეფისა, 15,3X10,8სმ. ზედაპირზე წარმოდგენილია მაცხოვარი ყოველთა მპყრობელი მაკურთხევლის მარჯვენით. მარცხენა ხელში სახარება აქვს. ოქრო, რომლითაც მოჭედილია ეს ხატი, სევადიანია, ლამაზად მოჩუქურთმებული და შემკობილი ოცდაერთი ძვირფასი ქვით, სარდიონებით, ამეთვისტოებით, ფირუზებით, საფირონებით და იაგუნდებით... შიგა ნაწილში ამ დასაკეცი ხატისა თამარის ჯვარია ჩასვენებული. თვით ჯვარი თამარისა (7X4სმ) შესდგება ძვირფასი ქვებისგან: ოთხი მოგრძო ზურმუხტისაგან, რომელნიც შეადგენენ ჯვრის სახეს, ხუთი სარდიონისაგან. ამათში ერთი შუაშია და ოთხი - ფრთებზე. ექვსი დიდრონი მსხლის მსგავსი მარგალიტისაგან, რომელთა შორის ოთხი ჯვრის კუთხეებშია, ორი - ზემოთ. ესენი შარნირით უერთდებიან სამბულის ლამაზ მძივს. შიგ ჯვარში, როგორც ჩანს, ჩატანებული უნდა იყოს ნაწილი ძელი ჭეშმარიტისა. მეორე გვერდზე ჯვარისა სევადით ასომთავრული წარწერაა: "ძელო ჭეშმარიტო, ძელო ჯვარისაო, შენითა წინაძღომითა ყოველთავე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს". მაცხოვრის ხატს, რომელშიაც ჯვარია ჩასვენებული, აწერია: "ქ. ჰოი, ხატო არსებისაო, უცვალებელო, მეოხ და მფარველ მექმენით აქათა და საუკუნესა. ერისთავთ-ერისთავი დადიანი შერგილ და დედოფალთ-დედოფალ ნათელათი და ძითურთ ჩემით ცოტნეთურთ..." ზემოაღნიშნული მაცხოვრის ხატი, რომელშიაც ინახება თამარის ჯვარი, უნდა იყოს გაკეთებული შერგილ დადიანის თაოსნობით. ამ წარჩინებულს, XIII საუკუნის მოღვაწეს, კარგად ჰქონია გათვალისწინებული, თუ რა ძვირფას განძს წარმოადგენს ქართველთათვის თამარ მეფის ჯვარი. ძელს, ჭეშმარიტნაწილიანს, აუარებელი მავედრებელი და მლოცველი ეყოლებოდა. ამიტომ ხატი ხშირად უნდა გაეხსნათ მნახველთა და მლოცველთათვის. ამის გამო თვით ხატი დაზიანებულად არის მოღწეული ჩვენამდის. სამაგიეროდ, საუცხოოდ არის დაცული თვით ჯვარი და ამის მადლობელი უნდა ვიყოთ შერგილ დადიანისა, რომელიც, როგორც მოვიხსენიეთ, დახატულია ხობის ეკლესიის კედელზე და რომელსაც ეკუთვნის მარტვილის ეკლესიაში მარმარილოს ნიში - "ჩარდახი" (ე. თაყაიშვილი, "არქეოლოგიური მოგზაურობანი", გვ. 153).

ასეთია აღწერილობა წმინდა თამარის გარეგნული, გულსაკიდი ჯვრისა. მაგრამ ამის გარდა წმინდა თამარი მტვირთველი იყო შინაგანი ჯვრებისაც, რომელთაგანაც ერთი იყო პირადი, როგორც დედისა და მეუღლისა, მეორე კი სრულიად საქართველოსი. სამების სადიდებლად ღირსეულად ატარა ეს სამი ჯვარი, ვითარცა შვენის ქრისტეს ჯვარს, თავმდაბლობით, მორჩილებით, სიყვარულით გაიარა გზა ვნებისა და აღმაღლდა გოლგოთაზე...

სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 11:07 AM

"ეჰ, წავიდა ყველაფერი! ის ეპოქა. წავიდა თამარი და დაგვიტოვა რუსთაველი. ასე მგონია, უაზრობაა, თამარის საფლავის ძებნა ბაგრატის ტაძარში, იერუსალიმშიც, ალბათ შეუძლებელია მისი ნახვა, თუმცა ხომ ამბობენ, ლაშას მიჰქონდა იერუსალიმში დედის კუბოო... ნუთუ რუსთაველთან, თუ რუსთაველი იმად გადაიხვეწა იერუსალიმში, რომ თამარიც იქ ეგულებოდა? მისი საფლავიც ხომ დაგვეკარგა. იქნებ ორივე იერუსალიმშია დასაფლავებული?! წავიდა ყველაფერი!.. ჩვენი დიდებაც ჩაბარდა წარსულს!.."

/კოლაუ ნადირაძე
"კარიბჭე" N15, 2015, გვ. 44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 10:48 PM

"მეცნიერები ამბობენ, რომ სამი რამ აფუჭებს და რყვნის ადამიანს: დიდება, ანუ დიდი თანამდებობა, სიმდიდრე და სილამაზე. ივანე ჯავახიშვილი ამბობს, თამარ მეფეს სამივე ჰქონდა და ის გახდა წმინდანი"

/ილია II
"კარიბჭე" N15, 2015, გვ. 15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 02:41 PM

თოვს

თამარის ხსოვნას

თოვს, ეს სიჩუმე და სისუფთავე
მე ძველებურად აღარ მახარებს!..
მე ჩემს სიმღერას უკვე ვათავებ
და ჩუმად ვრაზავ გაღებულ კარებს.
ეს სისპეტაკე, ფიქრებს რომ აჰყვა,
მე ხომ გაჩენის დღიდანვე მკავლდა!
როცა მუზები მირწევდნენ აკვანს
და ცისფერ ყვავილს ჩემს გულში რგავდნენ.
ცივი და ჩუმი თოვლის შრიალი,
ეგ ხომ ხმა არის მიმავალ ჟამის.
და მალე ჩემი გულის ფრთხიალიც
შეუერთდება თოვლსა და ღამეს...
მე ისევ მესმის წარსულის კვნესა;
კაეშანს ჩემსას სიჩუმე ათრობს.
დაკარგულ საფლავს ვიგონებ შენსას,
სადაც, ძვირფასო, გძინავს და გათოვს!..
ეგ ხომ ჩემს პირველ სიყვარულს ათოვს,
ეგ ხომ შენი ხმის შრიალი არის!
შენი უკვდავი ღიმილი მაკრთობს -
გამოშუქება ციური მხარის!
თოვს, ეს სითეთრე და სისუფთავე
მე ძველებურად აღარ მახარებს!..
მე ჩემს სიმღერას უკვე ვათავებ
და ჩუმად ვრაზავ გაღებულ კარებს.

/კოლაუ ნადირაძე
"კარიბჭე" N15, 2015, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 08:59 PM

ტიმოთესუბნის ტაძარი 800 წლისაა

"საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გამოიცა წიგნი თამარ მეფის ეპოქის კულტურული ძეგლების შესახებ. წიგნის ავტორია მამა თევდორე (ჩიტაიშვილი), ტაძრის საიუბილეოდ დაიგეგმა ამ წიგნის პრეზენტაცია".

/"კარიბჭე" N17, 2015, გვ. 33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2015, 08:25 PM

სიზმრად ვიხილე...

სიზმრად ვიხილე შოთა და
სიზმრად ვიხილე თამარი,
გული ორთავეს ლოცავდა
უღალატო და ალალი.
მიწას ჰკოცნიდა მგოსანი
შვილთა ცრემლებით ნამულსა,
მეფე კი გვირგვინოსანი
ღმერთს ავედრებდა მამულსა.
ღმერთმა კვლავ და კვლავ უმრავლოს,
ერს ღირსეული შვილები,
ჩვენთან ტიალნი რას მოვლენ,
ღვთისგან ვართ დალოცვილები.

ოთარ რურუა
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2015, 10:07 PM

"ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრებისა და საეკლესიო მხატვროს მართლაცდა უნიკალური ნიმუშია. ეს ტაძარი ეკურთხა 1215 წელს. ბევრი მკვლევრის აზრით, თამარი გარდაიცვალა არა 1213, არამედ 1217 წელს, თუ ეს ასეა, მაშინ ეს ტაძარი თამარის სიცოცხლეში უნდა ეკურთხებინათ".

/ბერ-მონაზონი თეოდოსი (ჩიტაიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 03:13 PM

"მზე მზეთა შორის"

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 09:26 PM

http://radikal.ru/big/fefc6508970d41e4b052e6d201ce654c

"თამარ მეფე... (ყველა წერტილი ამოქარგულია. ძაფის გარდა არაფერია გამოყენებული)"

/თამარ ბუკია
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 10:57 PM

http://radikal.ru/big/5fb0136128f34301b85bf7cf34f9c644

✞ პატრიარქი წმ თამარის ხატთან ✞
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 07:09 PM

"თამარ მეფეზე ფილმის მონტაჟი დასასრულს უახლოვდება

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი - "თამარ მეფე" კინოსტუდია "ხომლის" ორწლიანი მუშაობის შედეგია. ფილმის მონტაჟის პროცესი დასასრულს უახლოვდება და უკანასკნელი დეტალების დაზუსტების შემდეგ, საზოგადოებას მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცემა. თამარ მეფის როლის შემსრულებელი, მსახიობი ანა მატუაშვილია".

http://radikal.ru/big/c235a6f142824580af7773ddcd7a7593

/FB/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2015, 03:02 PM

თამარ მეფეს ხშირად უხდებოდა ქვეყანაში მგზავრობა. თან ყოველთვის დიდი ამალა ახლდა. ჯერ თურმე ცხენოსანი ქალები მიჰყვებოდნენ, მერე - კაცები. სადმე გამგზავრებას რომ დააპირებდნენ, თამარ მეფე ბრძანებდა და თითოეული ქალი ლეჩაქის ყურში ერთ მუჭა კირს გამოკრავდა ხოლმე. თამარს თუ ადგილი მოეწონებოდა, ბრძანებდა: კირი აქ დაყარეთო. დაგროვდებოდა იმოდენა კირი, რომ დიდი ეკლესიის ან ციხის ასაშენებლად კმაროდა.

ახლა კაცებს დაამწკრივებდა, რიყიდან ქვას ამოაზიდვინებდა - ერთიმეორეს გადასცემდნენ და ისე აჰქონდათ მთის წვერზე. რა სიმაღლეც ეძლეოდა კედელს, გარედან მიწაც იმდენი ეყრებოდა და როგორც ხარაჩოებზე, ამ მიწაზე ისე ადიოდნენ.

მშენებლობა რომ გათავდებოდა, მიადგებოდნენ ამ მიწას და გადაყრიდნენ. გამოჩნდებოდა შენობა. ასე შენდებოდა ციხე-კოშკები მაღალ, მიუვალ მთებზე. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა?! იქ იმოდენა ქვასა და კირს ვინ აზიდავდა?!

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2015, 02:08 PM

„ყველას გვახსოვს, რა ხმაური მოჰყვა XXI-ის დასაწყისში თამარ მეფის „ახლებურად“ წარმოჩენა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღაშფოთა საყვარელი მეფისა და წმინდანის, თამარის, რიგით, უფრო მეტიც, ულამაზო დიაცად წარმოსახვამ. ნუ დავიჟინებთ, რომ ეს ჩამორჩენილობის ბრალია, რომ მასა ვერ ეგუება სტერეოტიპების მსხვრევას, კრიტიკულ აზროვნებას და ა.შ. ამ შემთხვევაში გაცილებით რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე. თავი იჩინა არა ინდივიდის, არამედ წმინდანისა და უდიდესი ისტორიული პიროვნების შეურაცხყოფიდან გამომდინარე რისხვამ, სულში ხელის ფათურის ამაზრზენმა მცდელობამ.

დაახლოებით მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ერთი საუკუნის წინათ. 1912 წლის “სახალხო გაზეთში“ ვკითხულობთ: „ქართლ-კახეთის სასინოდო კანტორამ ამ დღეებში მოისმინა ქვაშვეთის ეკლესიის წინამძღვრის დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის მოხსენება, რომელშიც შეეხება ზოგიერთი ფირმის მიერ წმინდა თამარ მეფის სახელისა და სახის გმობას, მოხსენებაში ნათქვამია, რომ რიგის ერთ ფირმას, „ბრიგერს“, გამოუშვია გასაყიდი საპონი, გახვეული ფერად ქაღალდში, რომელზედაც ხატია თამარ მეფე. ამას გარად, ქუთაისის ფირმა, სახელდობრ, „ფ.ნ. ჭელიძისა, შამპანურ ღვინოებს ბაზარში უშვებს „კოლხეთისა“ და „თამარის“ სახელით. აგრეთვე „თამარი“ დაურქმევიათ ქუთაისის ერთს პროჟექტორთაგანისთვის. სასინოდო კანტორამ მოისმინა ეს მოხსენება და დაადგინა, სთხოვოს გუბერნატორებს, რათა შესაფერისი ზომები მიიღონ წმინდა თამარ მეფის სახელის შეგინების წინააღმდეგ“.

ხელისუფლებას სამართლიანად ჩაუთვლია ეს პროტესტი და ფიცხლივ გამოუტანია დადგენილება.

„გუბერნატორმა წინადადება მისცა პოლიცმაისტერს, შესაფერისი ღონისძიებანი მიიღოს. გუშინ პოლიცმაისტერმა უბნის ბოქაულს საგანგებო ბრძანება დაუგზავნა: არავის მისცენ ნება გაყიდონ საგნები წმინდა თამარ მეფის სურათით, აგრეთვე გამოუხადონ გაზეთებისა და პერიოდულ გამოცემათა რედაქტორებს, რომ აღარ ბეჭდონ განცხადებები წმინდა თამარ მეფის სურათით“.

/“კარიბჭე“ N22, 2015, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2015, 10:49 PM

http://radikal.ru/big/2f41aaf645af4b2f8241100ec3f73140

ომაზ ჩხეიძე, ვეფხისტყაოსანი (თამარი, შოთა)
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 01:12 PM

"რეკავენ ზარები, რეკავენ...
სიზმარია თუ ცხადი?
დაესვენება ჩემს წინ
დიდი თამარის ხატი,
რიდით შეარხევს ქარი
დროშის მაღალის კალთას
ბასიანისკენ - იგი
კვლავ მიუთითებს სპათა"

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 08:11 PM

http://radikal.ru/big/4a73558fbc114e35872221d8b780e3ed

გასული საუკუნის 80-იანი წლები იდგა, საბჭოთა კავშირი-თურქეთის საზღვარზე სამხრეთ საქართველოს მხრიდან, მესაზღვრეები ამაოდ ცდილობდნენ, თავიდან მოეშორებინათ უცნაური მოხუცი. 80 წლის კაცი მესაზღვრეებს სთხოვდა, საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცათ, - ტაოდან ვაზის ნერგს მოვიპარავ და მყისვე უკან დავბრუნდებიო. ცხადია, არავინ დაუჯერა. რომც დაეჯერებინათ და გაეშვათ, საზღვრის დამრღვევს თურქი მესაზღვრეები დააკავებდნენ. ამას კი დიდი სკანდალი მოჰყვებოდა. არადა, მოხუცი თავისას არ იშლიდა. ფაშისტებს მანამ ვებრძოდი, სანამ არ დამნებდნენ, აქ, ჩემს მიწაზე რა შემაშინებს, საზღვარზე გადამიშვითო. ბოლოს სასაზღვრო ნაწილის უფროსს სთხოვა, წამოდი, ერთად გადავიდეთ. ვაზს შენ თვალწინ მოვთხრი და მაშინვე უკან დავბრუნდეთო.

მოხდა სასწაული და დაითანხმა, საზღვარი ქართველ ბიჭებთან ერთად გადაკვეთა, ვაზიც მოთხარა და... ახლა ზემო ვარძიაში, სოფელ აფნიაში, ბაგრატ დევნოსაძის შთამომავლები პატრონობენ უნიკალურ ვაზს, რომლის მსგავსი საქართველოში დიდი ხანია აღარ ხარობს. «თამარის ვაზი» ბაგრატ დევნოსაძემ ძირძველი ქართული მიწიდან კი არ მოიპარა, არამედ სიკვდილს გადაარჩინა. ბაგრატა პაპას ვაზის სახელი არ სცოდნია, ვერც მეცნიერებს უთქვამთ და მაშინ თვითონვე შეურჩევია - «თამარის ვაზი» დაურქმევია .

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 10:11 PM

"უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე; უკვდავია, რადგან შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა, ჰოი, თამარ!" (გიორგი ლეონიძე).

/"კარიბჭე" N24, 2015, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2015, 01:32 PM

"სქემოსანივით ხანგრძლივად ლოცულობდა დედოფალი და მის თვალთაგან მონადენი ცრემლი დედამიწას მირონივით ეწვეთებოდა, მისი ლოცვის ცეცხლივით ეშინოდათ დემონებს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
"კარიბჭე" N24, 2015, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 01:18 PM

„1990-იან წლებში, ღვთის წყალობით, აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღდგა წირვა-ლოცვა. 2007 წელს კი შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების (კიკვაძე) ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით, აჭში გაიხსნა დედათა მონასტერი.

მოხდა სასწაული: მონასტერს ესტუმრა აჭში მოღვაწე ბოლო დიაკვნის, არსენ სალუქვაძის შთამომავალი, ბატონი გიორგი სალუქვაძე და დიდი ბაბუის ანდერძი მოიტანა. მამა არსენს ოჯახისთვის უანდერძია:

„ეს ჯვარი დიდი საფრთხის წინაშეა. მოუფრთხილდით და შეინახეთ. ყურადღება მიადევნეთ აჭის ეკლესიას და როცა იქ მონასტრული ცხოვრება დაიწყება, მხოლოდ მაშინ დაუბრუნეთო“.

შთამომავლობას ამ ჯვრის მნიშვნელობა და სიძველე არ სცოდნია, მაგრამ ღირსეულად შეასრულა წინაპრის დანაბარები და ჯვარი მონასტრის გახსნის შემდეგ დაუბრუნა თავის სამყოფელს.

ჯვრის დაბრუნების შემდეგ დიაკონ არსენ სალუქვაძის შვილთაშვილი, ბატონი გიორგი სალუქვაძე წერს:

„მთელი ჩემი ოჯახი ბედნიერი ვართ იმით, რომ ეს აღმოჩნდა წმინდა დედოფალ თამარის ჯვარი, რომლითაც ის ლაშქარს ლოცავდა და ის თითქმის 100 წელი ინახებოდა ჩვენს ოჯახში. ამჟამად იგი დაბრუნდა დედაეკლესიის წიაღში და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მრავალ სასწაულს მოახდენს“.

2010 წლის 24 ნოემბერს აჭის მონასტერს ესტუმრა უწმინდესი და ამ წმინდა ჯვრით დალოცვა მრევლი. გამოთქა სურვილი, რომ ამ ჯვრით ასევე დაელოცა ქართული ჯარი. მართლაც, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჯვარი ჯარის დასალოცად წააბრძანეს თბილისში და 2010 წლის 28 ნოემბერს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა ქართული ჯარის დალოცვით აღადგინა ის ტრადიცია, რომელსაც წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი აღასრულებდა“.

/“კარიბჭე“ N24, 2015, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2015, 06:42 PM

"...1894 წელს გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე მან [დეკ. იოანე შიუკაშვილი] ამხილა მეცნიერი ალექსანდრე გრენი, რომელმაც რუსულ გაზეთ "კავკაზში" თამარ მეფესა და საქართველოს სამეფოს მაშინდელ წეს-წყობილებაზე ტყუილი და ცილისმწამებლური წერილი გამოაქვეყნა...

...თამარ მეფეზე წერილის გაცნობის შემდეგ გულმოკლული მოძღვარი წერდა:

...ქართველთა ერის წინაშე ჩვენი ისტორიკოსები მოვალენი არიან ზნეობრივად მიუდგომლად გაარჩიონ ბ-ნ გრენის ლექცია და დაგვარწმუნონ, რომ თამარ მეფე, ეს წმინდა და უმანკო ჭურჭელი ქრისტეს სარწმუნოებისა, ზნეობისა და ნიჭიერებისა, არ იყო ისე დაცემუმლი ზნეობით, როგორც ბრძანებს ბ-ნი მეცნიერი გრენი თავისს ლექციაში... ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ დროა, მოისპოს ცრუ, ტყუილი ცილისწამება ისეთ სანეტაროდ მოსაგონებელთა ადამიანთა, როგორიც იყო ჩვენთვის, ქართველთათვის, თამარ დედოფალი, რომლის სახელიც ყოველს ქართველს ეხლაც კი ბაგეზედ აკერია და რომელსაც ყოველთვის კრძალვითა და პატივისცემით იხსენიებს..."

/"საპატრიარქოს უწყებანი" N39, 2015, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2015, 02:14 PM

''ქალი გიჭერს სილამაზიდან. შენ არ გინდა რომ უყურო და სილამაზეს უყურებ. ამიტომ იყო თამარ მეფეს დამონებული ხალხი-ღმერთს ხედავდნენ! წმიდანი ქალის სილამაზე სხვანაირია. ვერ მოწყვეტ თვალს, ის თვითონ გშველის, თორემ მან რომ გაგიღიმოს და ერთი-ორი საათი გეფეროს სიტყვით, ყველაფერს ჩაგადენინებს, ისეთი დიდი რამეა სილამაზე!" - ბერი ნიკოლოზი

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2015, 01:27 PM

http://radikal.ru/big/462de00f42a74b8ea7b48b88cbc34849

თამარ მეფის მიერ შეწირული სურა. XIII საუკუნე. ვერცხლი, ოქროს ზარნიში, H-37.5, D-62 სმ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი.
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 09:45 PM

http://radikal.ru/big/92bbc6219d5d42cb9e5e45e5571880dd

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2016, 06:08 PM

http://www.ozon.ru/context/detail/id/33731057/

Купить книгу "Царица Тамар"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2016, 06:42 PM

http://radikal.ru/big/4d642db45fdb4c328997bf145a6fa6f5

http://radikal.ru/big/e129d997dcc147e782717aad7a8f4fb1

http://radikal.ru/big/aac1e1f7b34a4ed6b956471e28c77b79

http://radikal.ru/big/b86ae265e8fe4b4ab8fe3670f9ec4208

http://radikal.ru/big/ba905c654e484e20975c40b1d5162de3



/FB/




პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2016, 11:06 PM

http://radikal.ru/big/587eb9e790cf44b2845caa3626233bfb

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2016, 06:07 PM

მონატრებული ლაზეთი

კიზკულე

იქ, სადაც ზღვა და ხმელეთი ერთმანეთს ებრძვის, დიდი კლდეა ამოშვერილი. ლაზ ოსტატებს ამ პატარა კუნძულისათვის სიცოცხლე შთაუბერავთ და ზედ ორსართულიანი კოშკი აღუმართავთ. ეს კიზკულე ანუ ქალწულის ციხეა, გადმოცემის მიხედვით, მეფეთ მეფე თამარს აუშენებია. კოშკი თავდაცვითი ნაგებობაც იყო და სავარაუდოდ, ზღვაში გასული გემებისათვის შუქურის ფუნქციასაც ასრულებდა. ომიანობის დროს მეციხოვნენი უცხოელთა შემოსევებისაგან სანაპიროს აქედან იცავდნენ.

გადმოცემა, რომ ქალწულის კოშკი თამარ მეფემ ააგო, 1917 წელს ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ ჩაიწერა. მანამდე, 1910 წელს მისი ფოტო ნიკო მარმა გადაიღო. მას შემდეგ კუზკულეს სახე თითქოს არც კი შეუცვლია, ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი ის არის, კოშკის კარიბჭის თავზე ძველი წარწერა ვიღაცას მოუპარავს. სხვა ისტორიული წყაროები ჩვენთვის უცნობია. სამწუხაროდ, ციხე ქართველ მკვლევართა ინტერესის საგნად ვერ იქცა."

/"უფლის ციხე" N 3, 2014, გვ. 130/

http://radikal.ru/big/d0e21b131a734a7b8b4ec3d657f2224f

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2016, 12:33 PM

"სასწაული ყოფილა თამარის ლოცვის ძალა. მისი ლოცვა ციხესიმაგრის კედლებივით იცავდა თურმე საქართველოს საზღვრებს.

საპყართ და უძლურებს, თავის მახლობლად დააბინავებდა, საკუთარი ხელით აჭმევდა, სარეცელს გაუწყობდა, დალოცავდა და გაამხნევებდა. ასწავლიდა ქართველ ხალხს შრომის სიყვარულს. ასე შენდებოდა ტაძრები, სალოცავები, ციხესიმაგრეები, გზები, ხიდები და ჩვენი ხალხი მეფის სიყვარულით იმას, რასაც აშენებდა, ქმნიდა, ხატავდა და კვეთდა, ყველაფერს თამარის სახელს არქმევდა და ყველაფერ ამას დღესაც ესიყვარულება და ესათუთება".

/ლ. სანიკიძე
კვირის პალიტრა, კარიბჭე, კალენდარი 2016,14 მაისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2016, 09:38 PM

"გილოცავთ, თამარ მეფის სახელი მტრებს აშინებს, მოყვარეთ სიყვარულით უვსებს გულს. წმინდა მეფეს ურიცხვი პიროვნული მტერი ჰყავდა, დღემდე არ ცხრება მისდამი თავდასხმები. მაგრამ, მეფე მტრებზე ლოცულობდა, განადგურების სურვილით არასდროს ყოფილა. ერის სიყვარული მოუწოდებდა თავდაცვისკენ. თავად შეწირული ქვეყანას, მსგავსად ეგნატე ღმერთშემოსილისა მზად იყო სხეული დაეწვათ თუ ხსნის მზე აღმობრწყინდებოდა. ყველაზე უნდა ვილოცოთ, მოსისხლე მტრებზეც კი. წმინდა პოლიკარპე სმირნელი წერს: ილოცეთ ...მეფეთათვის და ყოველი ხელისუფლებისათვის..., ილოცეთ მათთვი ვინც გდევნით და ვისაც ეჯავრებით. ილოცეთ ...ჯვრის მტრებისთვის , რათა თქვენი წარმატების ნაყოფი ყველამ იხილოს და შენ იყო სრულ წარმატებაში... წმინდა თამარმა მსგავსი სიყვარული საქმით დაგვიდასტურა. ყველა თამარს ვულოცავ..."

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2016, 02:00 PM

http://radikal.ru/big/ab69480167a742099ffd0ae1c743d476

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2016, 11:06 PM

თამარ მეფე
რატომ იყო დიადი და უძლეველი საქართველო.
-სალოცავად მისულნი ფიქრობდნენ, ნეტა ვინ არის ეს მშვენიერი! ნეტა ასეთი რა გასჭირვებია, რომ ასე ფეხშიშველი, დაჩოქილი,მოწიწებით დილიდან ლოცულობს.
ბოლოს ერთმანეთს უჩურჩულებდნენ.
-ეს თამარია! მეფე საქართველოსი.
მის უბრალოდ ჩაცმულობაშიც კი ჩანდა მისი ბრწყინვალება.
საქართველოზე ლოცულობს, ერზე ლოცულობს,ჩვენს შვილებზე ლოცულობს,
ჩვენზე ლოცულობს - ამბობდნენ დიაცნი.
და იყვნენ მშვიდად რადგანაც ჰყავდათ შემწე, მფარველი და მათზე მლოცველი.
ხოლო მამაკაცნი, ამის გამგონე და შემხედვარე, რაც არ უნდა ბეჩავი, მშიშარა, და ლაჩარი ყოფილიყო, ლომად ექცეოდათ გული. მეფის ლოცვით მიღებული მადლის ზიარების სურვილი,ყოველგვარ შიშს აშთობდა.
ისიც კარგად იცოდნენ რომ, ბრძოლაში დაჭრილებსაც თვით თამარი ედგა თავზე და ნაჭრილობებსაც თვითონ უხვევდა. მწყურვალს წყალს ალევინებდა, ხოლო გმირს ისე დასტიროდა როგორც საკუთარ ძმას და შვილს.
ხოლო ვაჭარნი, ხარბნი, გულგრილნი, მხოლოდ აღებ მიცემაზე მოფიქრალნი, თავისივე სიმდიდრის მონები.
შემხედვარე მეფის თავმდაბლობისა, შემწეობისა, უბრალოებისა - თვითონაც ქველმოქმედნი, გულმოწყალენი ხდებოდნენ.
გამოჯანმრთელებულები, გათავისუფლებულები ფულის მონობისაგან, უფრო მეტად ხიბლავდათ ქველმოქმედება, თვით შემოსავალიც უფრო ემატებოდათ თანაც დამატებით სულიერ სიმშვიდეს, კეთილგანწყობას იმსახურებდნენ, ისინიც ხდებოდნენ ლოცვის ზიარნი და მათზეც გადმოდიოდა მადლი.
გუშინდელ ხარბს უკვე თავაწეულს, მხრებში გაშლილს შეეძლო ევლო და ზურგს უკანაც მშვიდად იყო ყოველგვარი ავი სიტყვისგან თუ ქცევისგან.
და იყო ქვეყანა იგი ლაღი, მშვიდი და უძლეველი, რამეთუ ლომი იყო კეთილ -ვითარცა ცხვარი და ყოველი ცხვარი იყო მსგავსი ლომისა.
.........
წყალი მხოლოდ ზევიდან ქვევით მიედინება და არა ქვევიდან ზევით.
ასევეა წყალობა და მადლი, მხოლოდ ზემოდან წამოსული წყალი გაწმენდს ქვევით მყოფნთ და გააცლის ტალახს.
დღევანდელი გაუკუღმართებული ცხოვრება პირიქით ითხოვს, რომ ქვევიდან ზევით მივცეთ წყალობა და მადლი. მონდომებისდა მიუხედავად ქვემოდან ზემოთ მხოლოდ შხეფები აღწევს და რაც ზემდგომი უფრო შორსაა ერისგან, მით ნაკლებად აღწევს წვეთები, იმდენად ნაკლები, რომ ზემოთმყოფს პირის დასაბანადაც არ ყოფნის და უკან ჭუჭყი გვიბრუნდება. ამიტომ დავჭაობდით, გავტალახიანდით და მოყვასს ჭუჭყიანს რომ ვხედავთ, დახმარების მიზნით გასაწმენდად წყალს ვასხავთ,
მაგრამ ჩვენ თვითონ რომ არა გვაქვს წყალობა და სისუფთავე გვავიწყდება ეს. საბოლოოდ მოყვასის გაწმენდის მაგივრად მის მიმართაც ტალახის სროლა გამოგვდის! ...
/კახაბერ ჭიჭინაძე/
15. ოქტომბერი. 2012წ.
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 12:54 PM

"ბილიკები - "თამარის ნაწნავები".

/"კარიბჭე" N2, 2015, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 09:26 PM

"ბანას, როგორც ტაოს უდიდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს, მტრის მზერა არასოდეს მოკლებია. ტაძარი მტერს ადრევე ჩაუგდია ხელში. ჯერ კიდევ გიორგი III ცდილობდა მის გათავისუფლებას. მემატიანეს ცნობით, ბანას გათავისუფლება მხოლოდ თამარის დროს მომხდარა".

/ბაკურ გელაშვილი
"ლამპარი" N5, 2015, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 09:40 PM

"თამარ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თაკო. თამარ-ისგან არის ნაწარმოები გვარი თამარაშვილი, გეოგრაფიული სახელი თამარაშენი და სხვანი".

/"ლამპარი" N5, 2015, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2016, 08:35 PM

http://radikal.ru/big/c929cf04dec04769bf05c33dbee7885d

თამარ მეფე
ბერთუბნის ფრესკა, დავით გარეჯი. მე-13 საუკუნის დასაწყისი
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 03:11 PM

"უბისის სამონასტრო კომპლექსი ძალიან ჰყვარებია თამარ მეფეს, გაუმშვენებია კიდეც. ამის დასტურია ხალხური ლექსი "უბისს ავაგე ტაძარი".

/"კარიბჭე" N7, 2016, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2016, 11:00 AM

http://radikal.ru/big/3e767cccc1e141bcacf73277c19e7df8

"თამარ მეფის ცრემლებით დასველებული ჯვარი დიდებული".

/"კანდელი" N6, 2016/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2016, 10:13 PM

"ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს დიდ პატივს მიაგებდნენ სამღვდელონი და საერონი. მის წინაშე მუხლმოყრილს მრავალგზის ულოცია თვით მეფე თამარს. ხატის ძვირფასეულობის უმრავლესობა თამარ მეფის შემოწირულობაა".


/"ლამპარი" N6, 2016, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 09:52 PM

"თამარ მეფე ბრძანდება რჩეული რჩეულთა შორის! - ამბობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - ფსალმუნებში ვკითხულობთ, უფალი ბრძანებს "და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა". სწორედ ასეთი ამაღლებული ერისგან ჩვენისა ბრძანდებოდა და ბრძანდება წმინდა თამარ მეფე".

/"კარიბჭე" N9, 2016, გვ. 20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2016, 02:20 PM

"თავისი წერილის დასასრულს ივანე ჯავახიშვილი დაასკვნის: - თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს ბრძნული საჭეთმპყრობლობითა და შორსმჭვრეტელი პოლიტიკით, თამარმა ბრწყინვალედ დააგვირგვინა საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობის ის დიადი საქმე, რომელიც მისი სახელოვანი წინაპრის, დავით აღმაშენებელის მიერ იყო დაწყებული, მამაკაცის დაუღალავი დიდი ჭკუით, მხნეობითა და სამაგალითო მამაცობით შექმნილი ეს ხელთუქმნელი ნაგებობა, ქალის სიბრძნითა და ნებისყოფით იყო დამთავრებული".

"კარიბჭე" N9, 2016, გვ. 20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2016, 01:29 PM

,,პირველად ღმერთი ვახსენოთ,
ღმერთი ხომ დიდებულია,
მემრ თამარ მეფე ვახსენოთ,
ის ღმერთთან წილდებულია...''

/ ხალხური /

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2016, 03:39 PM

სვანური:

„ჰოი, სიხარულო. თამარ დედოფალო,
ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო!
კბილი – მარგალიტი, თვალ-წარბი – გიშერი,
შავი დალალები აბრეშუმისა;
თავზე მუზარადი, წელზე-ჯავარდენი,
ატლასის კაბაზე – რკინის აბჯარი;
ცხენი – ქვიშისფერი, ლაგამი – ოქროსი,
ლაგამი – ოქროსი, ტახტი – ვერცხლისა
ეცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო,
თამარ დედოფალო, თამარალი“

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 10:27 AM

"პირველი, რაც მეფე თამარმა ტახტზე ასვლის შემდეგ მოიმოქმედა - ეს იყო მოწყალების საქმე. მან ბრძანა: გახსენით საუნჯენი და დაურიგეთ გაჭირვებულ ხალხსო.

წმინდა მეფის პირველი ბრძანება იყო ის, რომ მან გააუქმა სიკვდილით დასჯა. წმინდა თამარ მეფემ ასევე მოიწვია საეკლესიო კრება და მიმართა პატრიარქს, მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებას: სამღვდელოების წარმომადგენლებისა და საერო ადამიანების განსჯა, უპირველეს ყოვლისა, ჩემით დაიწყეთო!"

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2016, გვ.2/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2016, 12:37 PM

წირვა ქართულ ენაზე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში

14 მაისს, თამარობის დღესასწაულზე, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში 10 საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ პირველად აღევლინა წირვა ქართულ ენაზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღისთვის საგანგებოდ დაიწერა წმინდა თამარის ხატი. წირვა აღავლინეს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), სვეტიცხოვლის წინამძღვრის არქიმანდრიტ სერაფიმეს (ჭედია) და სხვა ქართველი სამღვდელოების თანამწირველობით.

/"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2016, გვ.4-5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 10:20 AM

"სოფელი ბალჯილიში [თურქეთის ქართული სოფელი] არის სავარაუდოდ X საუკუნეში გაყვანილი სავრიეთის წყლის არხი, რომელიც საოცარი სანახავია. გადმოცემის თანახმად, თამარ მეფეს აუგია. ამის შესახებ სხვადასხვა სახის ლეგენდას ჰყვებიან".

/"კარიბჭე" N11, 2016, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2016, 02:15 PM

"საუკუნეების შემდეგ პირველად იერუსალიმის ჯვრის მონასტერში თამარობის საზეიმო ღვთისმსახურება ქართულ ენაზე აღესრულა. პატრიარქის კურთხევით, ჯვრის მონასტერში წირვა სვეტიცხოველის წინამძღვარმა აღავლინა ბერძენ და ქართველ სასულიერო პირებთან ერთად.

იერუსალიმში წირვას უამრავი ქართველი მომლოცველი დაესწრო. საგანგებოდ ამ დღისთვის ჯვრის მონასტერში ჩამოაბრძანეს ხატმწერ იაგო უგულავას დაწერილი თამარ მეფის ხატი. ის ამიერიდან ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის ფრესკის წინ დაბრძანდება.

მეუფე იოანე (გამრეკელი): "ჯვრის მონასტერი ქართველი ერის მეხსიერებაში იყო სიწმინდე, რომელსაც მიელტვოდა ყოველთვის. დღეს ეს ლტოლვა და სურვილი სასიხარულოდ განხორციელდა - ახლოს ვართ იმ ღირსების მწვერვალთან, რომელსაც ჩვენმა ერმა თამარ მეფის და დავითის დროს მიაღწია".

თამარ მეფის ხსენება და ქართული წირვის ჩატარების იდეა ჯვრის მონასტრის ბერძენ წინამძღვარს, იღუმენ კავსიოსს ეკუთვნის. იგი განსაკუთრებულად აღნიშნავს დედა ნინოს დამსახურებას, რომელიც შარშანდელი სექტემბრიდან ჯვრის მონასტერში ცხოვრობს".

/"კარიბჭე" N11, 2016, გვ.53/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2016, 11:02 PM

http://radikal.ru/big/af27c87f46d143f1af76a5291c8fbd99

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 05:22 PM

"ჩვენამდე მოაღწია ერთ-ერთი მონასტრის "ტვიპიკონის" ნაწყვეტმა. ეს მონასტერი დედაღვთისას სახელზე იყო დაარსებული თამარ მეფის დროს, რადგანაც ნაწყვეტში თამარის დღეგრძელობაა გამოთხოვილი და თანაც ივანე მხარგრძელი მანდატურთუხუცესად არის მოხსენებული. მონასტრის დაარსებას 1191-1212 წლებს შორის ვარაუდობენ".

/"კარიბჭე" N22, 2010, გვ. 14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 10:57 PM

"გადმოცემით ვიცით, რომ უწერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ინახებოდა წმინდა თამარ მეფის კულული, რომელიც უღმერთობის დროს, როცა ტაძარი დაანგრიეს, მდინარე რიონში გადაუგდიათ".

/"კარიბჭე" N22, 2010, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2016, 09:29 PM

"მეორე ხელნაწერია ვანის ოთხთავი, გადაწერილი XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე თამარ მეფის მლოცველის, იოანე უღირსის მიერ და მოუხატავს მიქაელ კორესელს".

/"კარიბჭე" N1, 2008, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2016, 10:36 AM

თამარის ხიდი

სოხუმიდან რამდენიმე კილომეტრზე მდინარე ბესლეთზე არის ქვის თაღიანი ხიდი. წარწერის მიხედვით იგი აშენებული უნდა იყოს ბაგრატ III-ის დროს, მაგრამ რადგან ქართველ მეფეთა შორის ყველაზე საყვარელი თამარ მეფეა, რომელიც ზაფხულს ხშირად ცხუმში ატარებდა, ხალხმა ამ ხიდსაც "თამარის ხიდი" შეარქვა. ეს ხიდი დიდი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო.

/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.26-27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 03:41 PM

http://radikal.ru

იცოდით, რომ თამარის ბრძანებით აშენებული 119 კმ-იანი არხი 53 ჰექტარს რწყავდა?
თუ არ იცოდით შეიძინეთ მ.ჯავახიშვილის, ნ.ბერძენიშვილის და ს.ჯანაშიას აქამდე დატუსაღებილი საქართველოს ისტორია.

დაგვიკავშირდით: 593277747, 593722992,551311500

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2016, 10:31 AM

http://radikal.ru

თამარის კაბა. ავტორი სოლიკო ვირსალაძე. აღდგენილია დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის დაფინანსებით. გამოყენებულია ატლასი, აბრეშუმი, ვერცხლი, ოქრო, 5 ათასი მარგალიტი. სულ მალე Google-ს პლატფორმაზეც გაჩნდება

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2016, 12:17 PM

"ხერთვისის ციხის ანსამბლში კოშკებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ხალხს მათზე ლეგენდა შეუქმნია, რომელიც თამარ მეფესთანაა დაკავშირებული:

თამარს კალატოზისა და მისი შეგირდისთვის ციხი ორივე ბოლოში თითო კოშკის აგება უბრძანებია. უკეთესის ამგებს უხვად დაჯილდოებას შეჰპირებია. კალატოზები გულმოდგინედ შესდგომიან საქმეს. კოშკების დამთავრებას ცოტაღა კლებია. შეგირდის ნახელავი მეფეს და ხალხს მოსწონებია და იგი წინასწარ დაუჯილდოებიათ. ოსტატი შურმა შეიპყრო, მან კოშკის თავზე ასულ შეგირდს კიბე გამოაცალა. სასიკვდილოდ განწირულმა შეგირდმა ცულით ხის ფრთები გაიკეთა, ცული ქამარში გაირჭო და მდინარის მარჯვენა მხარეს გადაფრინდა, მაგრამ ცულზე წამოეგო და დაიღუპა. იმ ადგილს, სადაც თითქოს შეგირდი დაეცა, დღესაც "მსხვერპლის" ადგილს ეძახიან".

/"ლამპარი" N7, 2016, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2016, 01:57 PM

"უწინ ეს [გუფთა] თამარის საყარაულო ყოფილა. ხალხური გადმოცემით, დედოფალი რომ გარდაიცვალა, წამოუღიათ 20 კუბო, ერთ-ერთში დედოფალი ესვენა. დამმარხველები ამ ციხეში ჩაკლესო. ეს ციხე-კოშკი XII საუკუნეზე გვიანდელი ჩანს. ამბობენ, თამარ მეფე გუფთიდან ჩასავლის (კვაისასთან) გზით რაჭაშიც გადადიოდაო".

/"კარიბჭე"N13, 2009, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 09:05 PM

"დიდაჭარის ტოპონიმებია: "თარანგელო" (იგივე მთავარანგელოზი. დღესაც "თარანგელოს" ეძახიან იმ მთას, სადაც ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი), "თამარის ყელი" (ეს სახელი ლამაზი მდებარეობის გამო შეურქმევია ხალხს)".

/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2016, 11:17 AM

"ხეობას ამშვენებს შუა ფეოდალური ხანის უმნიშვნელოვანესი სულიერი და კულტურული ძეგლი სხალთის ტაძარი. გადმოცემით - თამარ მეფისთვის უკითხავთ, სად გვიბრძანებთ ტაძრის აგებასო. მსხალთანო, - მიუგია თამარს და მიუთითებია იქვე მდგომი მსხლის უზარმაზარი ხისთვის. სახელი "სხალთა" სოფელს აქედან დარქმევია".

/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2016, 07:12 PM

თამარ მეფე

{ ციკლიდან - ''დიდი ქართველები''}
წაუკითხეთ მოზარდებს

თამუნიავ, შენს კითხვაზე,
თუ ვინ იყო მეფე თამარ...
მოკლედ, ლექსით მოგიყვები
ვისი მოსახელე მყავხარ...
ქართველთათვის თამარ მეფე
საფიცარი იყო ხატზე,
მეფე გიორგი მესამემ
ის პატარა დასვა ტახტზე...
თვრამეტი წლის რომ შეიქნა,
მიიცვალა როცა მამა,
მეორეჯერ თამარ-ქალი
კვლავ აკურთხა მეფის კარმა...
მას შეარტყა წელზე ხმალი
ერისთავმა კახაბერმა,
ისე როგორც მთავარსარდალს,
თაყვანი სცეს ერმაც, ჯარმაც...
''თუმცა ქალ იყო ხელმწიფედ'',
მაგრამ მამაცი და ქველი,
მშვენიერი და უმანკო,
გულმოწყალე, გონით ბრძენი...
ფეხშიშველი მიუძღოდა
ჯვრით ლოცავდა ივერთ ლაშქარს,
დავით სოსლანს გვერდით ახლდა
შამქორთან და ბასიანთან...
მას ''მესიის მახვილი'' და
''შვიდმნათობიერი'' არქვეს,
ერთიანი კავკასიის
დროშა ეამაყებოდა ქართველს!...
მას ეტრფოდა თვით რუსთველი,
სიყვარულით, საოცარით,
თამარს უძღვნა მან ძვირფასი
წიგნი ''ვეფხისტყაოსანი''...
საქართველოს შემწე იყო
ლოცვასა და შენებაში,
სიკვდილით არვინ დასჯილა
მის დროს ქართველთ ქვეყანაში...
სულმაღალმა და ღვთის გულით
მონათლულმა მეფე-ქალმა
ვერაგი მტრის ტყვე სულთანი
ცხენის ნალში გადაცვალა...
თავმდაბალმა და სულგრძელმა
სავანენი აღაშენა...
ნიკოფსიით... დარუბანდით...
საქართველო დაამშვენა!..
ივერიის ყველა კუთხის
ციხეს, ხიდს და ეკლესიას
დღემდე ხალხის საყვარელი
თამარის სახელი ჰქვია!..
და როდესაც აღესრულა
ოცდახუთი წლის მეფობა,
''სამგზის სანატრელი'' დედა
ქრისტეს ნათელს ეამბორა...
დაასვენეს ჯერ მცხეთაში,
შემდეგ გელათს შუქი მზისა,
საიდუმლოდ შეინახეს
მიწა წმინდა სამარისა!..

მეგი მოლოდინი 5. 11.2015 წ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2016, 11:06 AM

"კეხვის ციხიდან სამხრეთით ჩამომდინარე რუს დედოფალას ხევა ეწოდება. მისგან სამხრეთით - ასმათას ხევაა. ხალხური გადმოცემით, ეს ტოპონიმი თამარ მეფის დროინდელია. გვირგვინოსან მეფეს ძალიან მოსწონებია ამ ხევის წყალი და უთქვამს: ას მათ მსგავს ნაკადულში გამოვარჩევო. ასმათას ხევა გრძელია, სათავეს იღებს სამციხის ტყიდან".

/"კარიბჭე" N11, 2009, გვ. 29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:49 AM

"გარდაცვალების შემდეგ ეს ძვირფასი ნივით [ჯვარი] თამარისთვის საფლავში არ ჩაუყოლებიათ. თამარ მეფე ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და ასეთი ძვირფასეულობით არ დაკრძალავდნენ. ის დაიკრძალა, როგორც მონაზონი".

/"კარიბჭე" N24, 2007, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 11:16 AM

"კარქო ქალო, კარქო ქალოო, თამარ დედოფლის მგვანეო, სიტყვით მდაბალო და საქმით მაღალოო" - ასე დაუტირია მთის რაჭაში დედამთილს რძალი".

/"კარიბჭე" N26, 2016, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2017, 09:22 PM

"როცა ყინწვისის ანგელოზის მადლით განათებულ ტაძარში წირვას აღავლენ და თამარი გიყურებს, სასულიერო პირისთვის განა ამაზე დიდი რა უნდა იყოს? ეს ენითაუწერელი ნეტარებაა!"

/არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)
"კანდელი" N16, 2016, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2017, 06:48 PM

"XIII ს-ის დასაწყისში [ანჩის] ხატი საქართველოში - კლარჯეთში, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში დაასვენეს. თამარ მეფემ ხატი შეაკეთებინა, ცვილის საღებავით აღადგენინა და ბექა ოპიზარს მოაჭედვინა. ეს საგანძური 1453 წლამდე იმყოფებოდა ანჩის ტაძარში".

/"ლამპარი" N8, 2016, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 08:40 PM

"ქართველთა ლამაზი დედა"

/"თვენი" წიგნი 13, 1 მაისი - 10 მაისი, გვ. 10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 08:57 PM

"ასე განსაჯეთ, თავის ყოველ ულუფას შეაფასებდა, იმის საფასურ ხელთსაქმარს ყიდდა და გლახაკებს ურიგებდა".

/"თვენი" წიგნი 13, 1 მაისი - 10 მაისი, გვ. 10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 09:49 PM

"სულ ვოცნებობდი, თამარ მეფის ხატი მომეჭედა - თამარ მეფე თანხებს არ იშურებდა ეკლესია-მონასტრებისთვის შესაწირად. სწორედ თამარ მეფის ხანაში ყვაოდა ყველაზე მეტად ქართული ხელოვნება. როდესაც თამარ მეფის სახელობის ეკლესია აშენდა, დამიბარეს და მომაჭედინეს თამარ მეფის ხატი, რომელიც შემდეგ ულამაზესი მინანქრით შეიმკო. საქმეს მთელი გულით მოვეკიდე. მინდოდა, იმ ძველი ოსტატებისთვის მიმებაძა. მინდა მადლობა ვუთხრა დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძეს, თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, და ყველა იმ ადამიანს, ვინც საშუალება მომცა ასეთი ძვირფასი ხატი მომეჭედა."

/ზურა ჩიქვინიძე
"კარიბჭე" N6, 2007, გვ. 41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2017, 11:06 AM

"ღვთის იდუმალი განგებით, საქართველოში შემობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირველი ასლი შეიქმნა სრულიად კავკასიის მფარველი. XIII საუკუნეში კეთილმორწმუნე მეფე თამარმა ხატი მიუძღვნა ოსეთის სოფელ მარიამკაუს ახალმოქცეულ ქრისტიანებს. ხატი სამგზის უვნებად გადარჩა ხანძარში და დროთა განმავლობაში მართლმადიდებელ ოსთა სათაყვანებელ სიწმინდედ იქცა."

/"კარიბჭე" N23, 2008, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 02:28 PM

"თამარი, მაშასადამე, ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწედ და ხელმძღვანელად უნდა ჩაითვალოს. დავით სოსლანი კი მხოლოდ ქმარი იყო მეფისა და მხოლოდ ამის გამო მეფეც".

/"თვენი" წიგნი 13, 1 მაისი - 10 მაისი, გვ.76/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 09:34 PM

"ამის შემდგომ ან რა გასაოცარია, თუ რომ საქართველოში "სახლთა ზედა აკროსტიხურად თამარის შესხმათა დასწერდეს" და "ყრმანი... თამარის ქებათა მელექსეობიდან"; ხოლო უცხოეთშიც მისი სახელი განთქმული და საქებარი იყო. "ერაყს მყოფნი მეუბნენი გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკობდიან, ფრანგნი და ბერძენნი, ზღვასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა თამარის ქებათა იტყოდიან!" თუ რომ რუსეთის მეფეს იოანე მრისხანესაც კიდევ ახსოვდა თამარის დიდებული მოღვაწეობა და ბრძოლის ველზე მისის მაგალითით ამხნევებდა თავის ჯარს.

განა გასაკვირველია, რომ დიდებული მეფის სახელი იმდროინდელ ფრანგ და ბერძენ მეზღვაურებს შეექოთ და ერაყის მომღერლებს ედიდებინათ?..."

/"თვენი" წიგნი 13, 1 მაისი - 10 მაისი, გვ.80-81/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2017, 04:18 PM

"[ბასიანის ბრძოლაში] თამარი უმაღლეს ადგილზე ავიდა, თავის ლაშქარს გადახედა, მერე კი მუხლი მოიდრიკა და დიდხანს ილოცა. შემდგომ პატიოსანი ჯვარი მოატანინა. სათითაოდ მოდიოდნენ ჯარისკაცნი და ჯვარს ეამბორებოდნენ. როცა განსრულდა თაყვანისცემა ჯვრისა, წმინდა თამარმა სამგზის ჯვრის ნიში გამოსახა თავის სამყსოს, დალოცა და წარემართნენ ქართველნი ბასიანისკენ "მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი".

/"თვენი" წიგნი 13, 1 მაისი - 10 მაისი, გვ.87/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 12:17 PM

"გრიგოლ ჩხარტიშვილი ეროვნული სულის ისტორიკოსი გახლდათ. ასეთი პოზიცია კი იმხანად იდევნებოდა. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას ხელს უშლიდნენ. მავანთ არ უნდოდათ, გამომზეურებულიყო თამარის დროინდელი საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალური უპირატესობა ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოსთან (კერძოდ, ინგლისთან) შედარებით. არსებობს მოსაზრება, რომ თამარის დროინდელი "კარავი" ინგლისის პარლამენტის "თავისუფლების დიდ ქარტიას" 70 წლით უსწრებდა წინ."

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2017, 10:44 AM

"ბრძენი მეფის გამჭრიახმა თვალმა შენიშნა, რომ საქართველოს დედაეკლესიას დახმარება სჭირდებოდა. იერუსალიმიდან იხმო სიბრძნითა და წმინდა ცხოვრებით სახელმოხვეჭილი მცხეთის ყოფილი კათალიკოსი, შეკრიბა მთელი სამეფოს ეპისკოპოსნი, მღვდელნი, მონაზონნი, მეუდაბნოენი და საღმრთო სჯულში განსწავლულნი. თვითონაც მიბრძანდა კრებაზე, სიმდაბლით ეამბორა მამებს, როგორც უბრალო, რიგითი პიროვნება, და ასეთი სიტყვებით მიმართა: "წმინდანო მამანო, უფალმა დაგადგინათ მოძღვრებად და განმგებლებად ეკლესიისა და თქვენ მოგთხოვთ პასუხს ჩვენი ცხონებისთვის. დიდი ყურადღება მიაქციეთ ქრისტიანთა ცხოვრებას, კეთილი მხარე ამ ცხოვრებისა განამტკიცეთ, ხოლო რაც უგვანი და ბოროტია მასში, უთუოდ მოსპეთ, მოკვეთეთ და სასტიკად აკრძალეთ. გასწორება ჩემგან დაიწყეთ, ნუ მოერიდებით მთავრებს მათი დიდკაცობის გამო და ნურც უბრალო პირებს შეურაცხყოფთ იმის გამო, რომ უბრალონი არიან. თქვენ კეთილი დაადგინეთ, მე კი შესრულებაში დაგეხმარებით; თქვენ სწავლა მოგვეცით, მე კი თქვენს სწავლას შევითვისებ და სხვებსაც შევათვისებ; თქვენ მაგალითი დაგვიყენეთ წინ, მე კი მის განხორციელებას ვიდებ თავს. ორივე მხარემ ხელი ხელს მივცეთ სარწმუნოების დაცვაში, რომ ღვთის პასუხისგებაში არ ჩავცვივდეთ - თქვენ, როგორც მღვდლები, მე, როგორც მეფე; თქვენ, როგორც უფროსი გამგენი, მე, როგორც უბრალო დარაჯიო".

/"კარიბჭე" N9, 2009, გვ.34/

"მეორე თქმულება კი თამარ მეფესთანაა დაკავშირებული. ერთ ზაფხულს თამარი ამალითურთ ყოფილა დისევში. მოწყურებული და დასიცხული მხედრები დაწაფებიან წყაროს და ტანზეც გადაუვლიათ. მათგან რამდენიმე ციებ-ცხელებით ყოფილა შეპყრობილი. ორი-სამი დღის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელებულან. ამის გამო თამარ მეფეს მისთვის წამალა წყარო შეურქმევია. ამ წყაროს სიკეთე ჩვენს დროშიც არაერთმა ადამიანმა გამოსცადა თავის თავზე. ლეგენდით - ანდერძის თანახმად, გვირგვინოსანი მეფე წამალა წყაროს მიდამოებშია დაკრძალული."

/"კარიბჭე" N9, 2009, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 09:53 PM

ხმა წარსულიდან

თამარის ტროპარი

აღდგომის დღესასწაულები იყო. თამარობა გვიახლოვდებოდა. საჭირო იყო თამარის ტროპარი ეკლესიაში საგალობლად თამარობას; ვკითხე მღვდლებს, გაქვთ თუ არა ეს ტროპარი-მეთქი? აღმოჩნდა, რომ არავინ იცოდა იგი. შემხვდა სხვთა შორის ერთს ოჯახში ჩემი კარგი ნაცნობი ხნიერი სოფლის მღვდელი, რომელიც განსწავლულია სიყრმით მხოლოდ მონასტერში და რომელმაც თითქმის ყოველი წმინდანის ტროპარი ზეპირად იცის, იმასაც მივმართე თხოვნით და კითხვით: იქნება იცოდე თამარის ტროპარი და თუ იცი, დამიწერე-მეთქი. იმან მითხრა, რომ მე არ ვიცი ზეპირად, მაგრამ მეგულება და გამოგიგზავნიო.

ეს იყო სააღდგომოდ, თამარობაც გავიდა. იოლას წავიდნენ მღვდლებიც და მგალობლებიც, ვიღაცის ტროპარს თამარის სახელი ჩაუმატეს და იგალობეს.

მე კინაღამ იმედი დამეკარგა აღთქმულის მიღებისა. მაგრამ მაისის შუა რიცხვებში მივიღე წერილი იმ მღვდლისაგან, სადაც მწერდა: "ძმაო დავით! შენ რომ მკითხე თამარის ტროპარი, აი, გიგზავნით თამარის და სიდონიას ტროპარს; მანდ აღმატებულ სწავლა-მიღებულნი მამანი არიან და გაიგონ, სადა სწერია".

სიამოვნებით წავიკითხე და აი, ეხლა ვაცხადებ საზოგადოების საყურადღებოდ:

ტროპარი თამარისა, ხმა 6.

"წმიდათა შორის მარჯვენითა შენითა, იხსენ მხედრობანი ქრისტეს მოყვარულნი ქართველთა ერნი; დიდო მოღვაწეო საქართველოს მნათობო დედოფალო თამარ; კლდეთა ზედა მაღალთა დაამყარენ ეკლესიანი, სადიდებლად ღვთისა; და დაამხვენ ლოცვითა შენითა უსჯულონი აგარიანნი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა "შეწყალებად სულთა ჩვენთათვის".

(მართლწერა და ნიშნები დაცულია გამომგზავნელისა - დ.ნ.)

ეს ტროპარი ნათლად ამტკიცებს იმ აზრს, რომ თამარ მეფე წმინდანად იყო მიჩნეული იმ თავითვე და საგალობლებიც ყოფილა მის სახელზედ შედგენილი; ეკლესიაც არის მთაში წმინდა თამარის სახელობაზედ. მაშასადამე, ჩვენ უკანასკნელ ხანში ძველი მივიწყებული წმინდანის ხსენება განვაახლეთ, აღვადგინეთ და არა ისე, როგორც ზოგიერთს ეგონა აქამდისინ. შეიძლება შეცდომით, რომ თამარი უკანასკნელ ხანებში იქნა მიჩნეული წმინდანადაც; თუ გაიხსენებთ " Тиф. Листокъ"-ის უზრდელს საქციელს და ამის გამო ატეხილს დავიდარაბას, რაც თითქმის უკანასკნელ დღემდის ჯერაც არ დამცხრალა; ეს ტროპარი გადმოწერილია ძველი ხელნაწერიდან, რომელიც ჰქონია შენახული ჩემგან ნახსენებ მღვდელს თავის ქაღალდებში; ეს ქაღალდები კი ეკუთვნოდა მის მამას, სამღვდელო პირსვე, ძველს მონასტერში აღზრდილს".

/დავით ნახუცრიშვილი
გაზეთი "საქართველო" 1916, 147, გვ.3
"საპატრიარქოს უწყებანი" N18, 2017, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:09 PM

"დიდი თამარი, ღმრთისა ამარი, ჩვენთვის ვედრებად მარად მზად არის".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2017, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 10:13 AM

"თამარიანში" ვკითხულობთ: "გხმობ, თამარ, მზესა, უმზესად ზესა, მით, რომელ უცხოდ ხარ სახილველი". ნათელი, რომელსაც თამარი ასხივებს, აღემატება ზეციურ მნათობთა ბრწყინვალებას. თამარის ნათელს ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს. ადამიანში ღვთაებრივი სილამაზეა დანახული."

/პროფესორი რევაზ სირაძე
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2017, 10:29 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2017, 10:52 AM

"...ვახუშტი გარდაიცვალა 1772 წელს. თუ მარტო ამ წელს მივიღებთ სახეში, გამოვა, რომ 126 წლის განმავლობაში დადუმებული ყოფილა ეს ოდესმე დიდებული ლავრა [ბეთანია], სადაც ხშირად მიბრძანდებოდა ხოლმე სააგაროკოდ თამარ მეფე. ამ დიდებულ მეფის სახე დღესაც კარგად არის დაცული დიდს ეკკლესიაში ჩრდილოეთის კედელზედ.

ამგვარად, დღეიდგან ისევ იწყებს ღაღადს ბეთანია იმ ენაზედ, რომელზედაც "ტკბილ ქართულით" უგალობდა თავისს ქნარზედ სახელოვან მეფეს სახელოვანი შოთა!"

/ძველი გაზეთებიდან
"კარიბჭე" N14, 2017, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 04:25 PM

"უფალო, შენ გევედრები, საქართველოს გულში დადგი ტახტრევანი თამარისა"

/სქემმონოზონი ანა
"კარიბჭე" N15, 2017, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 11:08 AM

"მესტიის ცენტრში დგას წმინდა გიორგის ეკლესია. გახსნის დღიდან ამ ტაძარს მამა გიორგი ჩართოლანი წინამძღვრობს. ამ ადგილს ისტორიული სახელი - სეტი ჰქვია. წინათ აქ სეტიელები ცხოვრობდნენ. თამარ მეფის კარზე მსახურობდნენ თურმე სეტიელები, ძალიან დიდი თანამდებობაც ჰქონიათ."

/კარიბჭე" N22, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:12 PM

"ორი ხატი, აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით, საინტერესოა, როგორც თომანიანების სახელოსნოში შემუშავებული მხატვრობის ნიმუში, ასევე ისტორიული წარწერებით. ერთ ხატზე, ჩარჩოს ზოლთან, მუხლმოდრეკილი ქტიტორის ფიგურაა ქრისტესკენ ვედრებით გაწვდილი ხელებით. მთელ სიგრძეზე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ შენდობას ითხოვს საღირაძე. საღირაძეს "ქართლის ცხოვრება" იხსენიებს, როგორც თამარის მეფედ კურთხევის მონაწილეს."

/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:11 PM

"სვანეთში თამარ მეფის კულტია. ყველა სოფელშია წმინდა თამართან დაკავშირებული ტოპონიმი. უშგულში ორი კოშკია თამარისა, ერთი საზაფხულო, მეორე - საზამთრო. ამბობენ, ზაფხულობით მაღლა, მთის წვერზე მდგარ კოშკში ისვენებდა თურმე, ზამთრობით - ქვედა კოშკში".

/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 11:23 PM

"სოფელ კარალეთის ნაწილია ნაჭარმაგევი. იქ დავით აღმაშენებელს საზაფხულო სასახლე ედგა. ნაჭარმაგევში ისვენებდა მეფე თამარიც. სწორედ აქედან წაიყვანეს ტფილისში სნეული. ნაჭარმაგევი მოუხსენებია არსენ იყალთოელს დავით აღმაშენებლის ეპიტაფიაში."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2017, 12:14 PM

"იკორთის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარზე წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: "იკორთის ტაძრის აშენება ნამდვილად ღირდა თავმოწონებად! ასეთი მშვენიერი ნაგებობა თამარის დროისა ქართველებს სხვა არ მოგვეპოვება".

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 10:51 AM

"სოფელი დისევ-კულბათი ოქროპირიძეების საგვარეულო ყოფილა და სამშობლო გახლდათ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძისა. დისევში ჰყვებოდნენ: თამარ მეფე ბრძანდებოდა დისევში დავით მეფის აშენებული ეკლესიის სანახავად, მოეწონა კულბათის გორაკი და ბრძანა მასზე ჯვრის დასმა, ე.ი. ეკლესიის აშენება."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:54 AM

"თამარ მეფის დროს სვანეთს სათავეში უდგას ერისთავთ-ერისთავი ბარამ ვარდანისძე. მას მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობაც ეჭირა. სვანები ამ დროს სამეფო ჯარში შედიოდნენ. თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში მონაწილეობდნენ სვანეთის და არგვეთის ერისთავები - ვარდანისძე და ამანელიძე."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 09:24 PM

"მეფეებითგან დაწყობილი უკანასკნელ გლეხ კაცამდე 1194 წ. თამარ დედოფალმა რომ რუს-გიორგი განდევნა სამეფოდამ და ზედ თურქები დაამარცხა, რაც კი რამ ძვირფასი ქვა და მარგალიტი დარჩა დავლად, ყველაფერი შესწირა სხვადასხვა ეკკლესიებსა ხატების შესამკობლად. ამ დროსვე მოახსენა ანჩის ეპისკოპოსმა იოანემ (რკნაელმა) პირი ღვთის ხატის სამკაულის დაძველება: თამარმა უბოძა საჭირო ნივთეულობა და უბრძანა ხატის საუკეთესო ხელოვნებით მოჭედა. ამ დროინდელი ხუცური ასო მთავრული წარწერა დღესაც კარგად იკითხება ხატის დაბლა არშიაზედ: "ქ. ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთის გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე იოზნე ანჩელმან რკნაელმან ხელვჰყავ საშინელისა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობასა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე".

/წმინდა პოლიევქტოს კარბელაშვილი
"თვენი", წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.222-223/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 09:36 PM

"[მღვდელ გიორგი ბოჭორიძეს] კახეთიდან ჩამოუტანია და თბილისის უნივერსიტეტის ნუმიზმატიკის კაბინეტისთვის ჩაუბარებია - 1200 წელს თამარის მიერ გამოცემული ფულის კოლექცია".

/"თვენი", წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ. 171/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 07:30 PM

http://radikal.ru


ხატმწერი ირაკლი ლიჩელი
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:42 AM

"- რომელ ხელისუფალთა ეპოქაში იყო საქართველო ყველაზე დემოკრატიული?

- რა თქმა უნდა, თამარის დროს. ჩემი აზრით, გიორგი ბრწყინვალის სამართლის ჰუმანურობაც იმ ეპოქიდან მოდის.

თამარს აურაცხელი მტერი ჰყავდა - მოგეხსენებათ, ყუთლუ არსლანმა მას შეთქმულება მოუწყო. დიდი შეთქმულება მოეწყო გიორგი რუსის დაბრუნების მიზნითაც. მაგრამ მის ეპოქაში არათუ სიკვდილით არავინ დასჯილა, არც ასოს მოკვეთა ან სხვა ამდაგვარი სასჯელი გამოუყენებიათ, გარდა გუზან ტაოსკარელისა. ესეც თამარის დაუკითხავად მოხდა - როცა მეფე საქართველოში არ იყო, დავით სოსლანმა მეამბოხეს თვალები დასთხარა."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 11:12 AM

"გაბრიელ ბერის ცხოვრება იმდენად სათნო იყო ღვთისათვის, რომ მისი ყოველი ნათქვამი სიტყვა მაშინვე სრულდებოდა. საქართველოსთვის ინატრა:
- ნეტავი, ვინ იქნება ის ბედნიერი ადამიანი, ვინც თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელს გაიგებს, - თვალები დახუჭა და იხილა, როგორ დასდგომოდა თამარ მეფე საკუთარ საფლავს და გაბრიელს ეძახდა - აქა ვარ, გაბრიელ, აქაო.
- მაშინვე ვიცანი ის ადგილი, - ჰყვებოდა მერე, - მე ვიცი, სადაც არის თამარ მეფის საფლავი, ოღონდ მალე თვითონ გამოჩნდება. სანამ მუზეუმიდან ანჩისხატს არ გამოიტანენ, სანამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი არ ჩამოვა - როგორ გაბრწყინდება საქართველო?!"

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:42 AM

"წინათ იმდენად ძლიერი სოფელი ყოფილა [მურყმელი], რომ თამარ მეფის რჩეულ ჯარში უშგულელი ვაჟკაცები იყვნენ თურმე."

/"კარიბჭე" N18, 2009, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 09:10 PM

"[პოეტი] ბეჟანი [ხარაიშვილი] ერთ-ერთი ექსპედიციის დროს სვანეთში მოხვედრილა ერეკლე საღლიანთან ერთად. სვანეთში ერთ-ერთ ეკლესიაში ინახება თურმე თამარ მეფის თასი, სვანებიო, ამბობდა ერეკლე, ამ თასს არავის არ ანახვებენ ვინც არ უნდა მივიდესო. ბეჟანისო, არა თუ გამოუტანეს, შიგ ღვინო ჩაუსხეს და დაალევინესო. ბეჟანიმო დაიჩოქაო და ასეთი სიტყვები წარმოთქვაო: ღმერთო, ახლა მე რომ მოვკვდე, აღარაფერს ვინაღვლებო", და მის ერთ- ერთი ლექსის სტროფებში ეს აღნიშნულია, "თითქოს ქოჩორზე გადამისვა ხელი თამარმა".

/"ათინათი" N2, 2017, გვ.187/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 11:54 AM

"განსხვავებაა დავითსა და თამარს შორისაც. თამარ მეფე სამაგალითოა დღევანდელი ჰუმანური კაცობრიობისათვისაც კი. თამარ მეფის ბრძანებით სიკვდილით დასჯა ფაქტობრივად გაუქმებული გახლდათ. სახელმწიფოში იყო აღმსარებლობის სრული თავისუფლება. სხვა სარწმუნოების ხალხს ამირსპასალარის (სამხედრო მინისტრის) თანამდებობაც ეკავა. თამარ მეფემ რვს საუკუნით გაუსწრო ევროპას".

/"კარიბჭე" N18, 2017, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 10:47 PM

"შეგნებით თამარ მეფემ რამდენიმე საუკუნით გაუსწრო არა მარტო ფრანგ განმანათლებლებსა და ენციკლოპედისებს, რომლებიც ჰუმანიზმის დამკვიდრებაზე ოცნებობდნენ, არამედ უახლესი ხანის ევროპელ პოლიტიკოსებსაც და დაიმკვიდრა მშვიდობიანი რეგიონი, სამეზობლო კავკასიაში, "ბჭედ ჯდა შორის თავისა თუისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშუებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას".

/"კარიბჭე" N18, 2017, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2017, 11:37 AM

"როგორც ხალხური თქმულება ამბობს, დიდებულმა თამარ მეფემ, რომელიც მობრძანდებოდა სვანეთში, სოფელ უშგულში, დღემდის დარჩენილ თავის ოთხკოშკიან სასახლეში, დაგვივიწყა და ჩვენში ცხოვრება აირიაო."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:23 PM

"[მეტეხის ღვთისმშობლის შობის] ტაძრის უმთავრესი სიწმინდეა წმინდა შუშანიკის საფლავი. VII საუკუნის დასაწყისში, სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, კათოლიკოსმა კირიონმა წმინდანის ნეშტი დაბა ცურტავიდან მეტეხის ტაძარში გადმოასვენა. წმინდანი დედოფლის ნეშტი ეკლესიის სადიაკვნეშია.

ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარი დედოფლის სხეული და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას ".

/"კარიბჭე" N19, 2017, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:16 AM

"სოფელ სხვავაში, თამარ დედოფლისეულ სასახლეში, კვარაციხეს რომ უწოდებენ, უამრავი ძველი ნივთი ყოფილა შემორჩენილი."

"თლუღს შაორის მხრიდან აკრავს სალხინო (ჭიჭინაძეების ძველი უბანი), სადაც, ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, ყოფილა "საზაფხულო სასახლე აწინდელთა მეფეთა", ადგილი მშვენიერი, "კეთილაგარაკოვანი". გადმოცემით, როცა თამარ მეფე რაჭის ერისთავ კახაბერთან იზრდებოდა ბარაკონში, თლუღში ხშირად ამოჰყავდათ."

/"კარიბჭე" N21, 2006, გვ.43-44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 09:39 AM

"სპარსელებმა უთვალავი ლაშქრით გადაწყვიტეს საქართველოზე თავდასხმა. წმინდა თამარ მეფემაც მოუხმო თავის მეომრებს. ათ დღეში ყოველი მხრიდან, ვითარცა "გროი შევარდენთა", მოფრინდნენ მხედარნი. თამარმა მათთან ერთად ლოცვაში დაჰყო დღე. შემდეგ კი უთხრა: "ძმანო ჩემნო, მათი სიმრავლისა და თქვენი სიმცირის გამო გული ნუ შეგიდრკებათ. არ გახსოვთ განა, ეზეკიელის ლოცვით ანგელოზმა წამში დასცა ასურისტანელთა ბანაკი. მხოლოდ ღმერთს მიენდეთ, გულნი თქვენნი მის წინაშე სიმართლით გეპყრათ და მთელი თქვენი სასოება ქრისტეს ჯვრისადმი გქონდეთ. წარვედით მათ ქვეყანაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით და ძალითა უძლეველისა ჯვარისათა წარემართენით".

თამარმა დალოცა ჯარი, შეავედრა ღმერთს, გაატანა მათ ძელიცხოველი და თან გააყოლა ანტონ ჭყონდიდელი. თვითონ კი ფეხშიშველი, ტირილით შესთხოვდა მეტეხის ღვთისმშობელს გამარჯვებას, "არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი". მცირე დროის შემდგომ მოიწია სარგის მხარგრძელი და შამქორში ქართველთა მტერზე უნაკლულოდ გამარჯვება აუწყა."

/"კარიბჭე" N21, 2006, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2017, 07:35 PM

"პირველი მოთხრობა, "თამარ მეფე", შთამაგონა იმ გარემოებამ, რომ უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის პოეტი, თან ქართველი, დასაფლავებული ყოფილა არა საქართველოში, არამედ ისრაელში. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სადაც ვნახე ასევე მისი ფრესკა.

რა თქმა უნდა, მანამდე გაცნობილი ვიყავი უკვდავ "ვეფხისტყაოსანს" და ვიცოდი, რომ ის შოთამ თამარ მეფეს მიუძღვნა. მოთხრობასაც ასე დავარქვი - "თამარ მეფე" და ეპიგრაფად წავუმძღვარე იაკობ პოლონსკის ცნობილი ლექსი "თამარ მეფე და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი".

/ალექსანდრე ლევკოვსკი, ებრაული წარმოშობის რუსულენოვანი მწერალი

საინტერესო ინტერვიუა და სრულად გაეცანით ჟურნალ "კარიბჭეში" N21, 2017, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 06:46 PM

http://radikal.ru


"29 ოქტომბერს, სოფელ ალში, ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა, ყოვლადუსამღვდელოეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოს ლაზარესთან თანამსახურებით, აკურთხა წმინდა კეთილმსახური მეფის , თამარის სახელობის ტაძარი, სადღესასწაულო საღვთო ლიტურღიის დასასრულს მღვდელთმთავრებმა ქადაგებით მიმართეს ტაძარში შეკრებილ მრევლს და მიულოცეს აღნიშნული ფაქტი, ასევე ყოვლადუსამღვდელოესმა სვიმეონმა, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მსახურებისთვის დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა სოფელი ალის მოძღვარი, მღვდელი ნიკოლოზ ტონია."

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:10 PM

"ვემთხვიეთ ბიზანტიის დედოფლის [წმ. თეოდორას] უხრწნელ ნაწილებს. იქვე დაგვირიგეს მისი ფაჩუჩებიც, ნიშნად იმისა, რომ დედოფალიც შეეწეოდა კუნძულის მცხოვრებთ და მასაც უცვლიდნენ ფაჩუჩებს.

ახლა, როცა ყველაფერ ამას ვიხსენებ, სინანულის გრძნობა მიპყრობს - ნეტა, ჩვენც გვქონოდა ბედნიერება ღვთის სადიდებლად ჩვენი დიდებული მეფე თამარის უხრწნელი ნეშტისთვის თაყვანი გვეცა".

/"მრევლი" N188, 2016, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 11:33 AM

"1776 წელს მამუკა თავდგირიძემ აკეთში ააგო მაცხოვრის ეკლესია, რომელშიც დაასვენა თამარ მეფის ნაქონი მაცხოვრის ხატი".

/"კარიბჭე" N26, 2017, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 09:45 PM

"[პროფესორი გრიგოლ ჩხარტიშვილი] აღნიშნავდა, რომ "საქართველოს XI-XIII საუკუნეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური სინამდვილე ბევრი რამით ინგლისისას წააგავდა, თუმცა თამარის დროის "კარავი" ინგლისის პარლამენტს და "თავისუფლების დიდ ქარტიას" წინ უსწრებს 50-70 წლით".

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 03:27 PM

"ჟურნალ "ოლეს" ხსენებულ ნომერში დაბეჭდილია აგრეთვე თუშეთში ცნობილი მოლექსეს (ამავე ავტორისაა, ცნობილი, ხალხურად გახმაურებეული ლექსი "შირაქის გზაზე") იროდიონ რაინაულის პოემა "გოდება შოთა რუსთაველისა და "ვეფხისტყაოსნის" მირთმევა თამარ მეფისადმი".

/ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 09:14 PM

"ზემო კრიხში - ზედასა და ქვედა უბანს შორის წყარო ყოფილა, რომელსაც "რაჭა" რქმევია. თურმე აქ თამარ მეფეს გამოუვლია და უთქვამს, ეს წყარო მთელ რაჭად ღირსო, ამიტომ დარქმევია წყაროს "რაჭა".

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 08:00 PM

"[26 დეკემბერს] სომხეთის დელეგაციამ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს მიართვეს XVII საუკუნის წმინდა მეფე თამარის ხატი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N40, 2017, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 11:49 AM

"ერთ დღეს მონასტერში მეგობრებმა მიაკითხეს [არქიმანდრიტ თორნიკეს (გაგი მოსეშვილს)]. გაიმართა ტრაპეზი, რომლის დროსაც მონასტრის ეზოში რუსი ცოლ-ქმარი შემოვიდა მხლებლებთან ერთად. როგორც ქართველებს გვჩვევია, მამამ სუფრასთან მიიწვია.

ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ მამას სთხოვა, საქართველოს ისტორიაზე გვესაუბრეთო. მამა გაგი საკმაოდ ნაკითხი კაცი გახლდათ, ჩვენი წარსულის ჩინებული მცოდნე, და, ბუნებრივია, საუბარი საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლიდან დაიწყო. როდესაც თამარის ეპოქას შეეხო, საგანგებოდ გამოკვეთა ქალი მეფის როლი.

რუსმა პოლკოვნიკმა ქართველთა სიწმინდე - თამარი უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მამა განრისხდა, პოლკოვნიკს სილა გააწნა, ამ უკანასკნელმა კი თავი ვეღარ შეიკავა და აგიზგიზებულ ბუხარში ჩავარდა.

სტუმარი სერიოზულად დაშავდა, მაგრამ მამამ მალევე განკურნა."

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 12:34 PM

"ანტონ ოპიზელი - XII ს-ის მოღვაწე. მას, როგორც ოპიზის წინამძღვარს, ტბეთის სახარების მინაწერში, 1161 წლის ახლოს, იხსენიებს პავლე მტბევარი. მეცნიერებაში შეწყნარებულია აზრი, რომ ეს ანტონ ოპიზელი არის საღირისძე, შემდეგ ქუთათელი, რომელმაც 1184 წელს მეფედ ცხებულ თამარს გვირგვინი მიართვა".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 155/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 12:31 PM

"ბასილი ეზოსმოძღვარი - ივ. ჯავახიშვილი მის ნაწარმოებად მიიჩნევს თხზულებას "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა", რომელიც მანვე აღმოაჩინა 1923 წლეს და 1210-1213 წლებით დაათარიღა.

ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისი ქართულ მეცნიერებაში ძირითადად გაზიარებულია, გამონაკლისს მხოლოდ კ. კეკელიძე წარმოადგენს, რომელიც ბასილი ეზოსმოძღვრის ავტორობას დასაბუთებულად არ თვლის და თხზულების შექმნის თარიღიც XIII ს-ის 30-იან წლებში გადმოაქვს.

ბასილი ეზოსმოძღვარიც თამარის სამეფო კარზე მოღვაწეობდა და კარგად იცნობდა მას, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იგი წმინდა დედოფლის სარწმუნოებასა და ეკლესიასთან დამოკიდებულების ამსახველი საქმეების აღწერას უთმობს.

ნაწარმოების მიხედვით, მისი ავტორი სასულიერო მწერლობაში ღრმად განსწავლული პიროვნება ჩანს. ქართულ მეცნიებაში გამოთქმულია აზრი, რომ ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულება საეკლესიო სვინაქსარული საკითხავის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამაში გასაოცარი არაფერია, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ მან აღწერა ცხოვრება პიროვნებისა, რომელიც შემდეგში ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 168/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:08 PM

"კიკუ ბერძნულად ჩიტს ნიშნავს. გადმოცემით, სადაც ჩიტი გალობდა, იმ ადგილზე ააგეს ღვთისმშობლის ეს სახელგანთქმული სავანე [კიკოს მონასტერი]. ამბობენ, რომ ეს ჩიტი ასე გალობდაო: "დედოფალი მოვა ამ მიწაზე და სამუდამოდ აქ დარჩებაო".

თვითონ კვიპროსელები მიიჩნევენ, რომ ეს დედოფალი - ღვთსმშობელია, მაგრამ შესაძლოა, დედოფალში წმინდა მეფე თამარიც იგულისხმებოდეს, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიის საფუძველზე, შესაძლოა, ღალიის სავანეში იყოს დაკრძალული".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N3, 2018, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:16 PM

"მინდა შეგახსენოთ ვაჟა-ფშაველას ერთი ლექსი, რომელსაც ეწოდება "ჩვენება"; ის ამბობს - "კვალად ვიხილე"... კვალად, ე.ი. მას ეს ჩვენება არაერთხელ ჰქონდა. მან იხილა წმინდანთა დასი და შუაში, როგორც დილის ცისკარი, როგორც დილის ნათება - ბრძანდებოდა მეფე თამარი. ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ წმინდანთა შორის მრავალი ვიცანიო... და ისინი ერთხმად ამბობდნენ: "აღდგება საქართველოო!"

/"კარიბჭე" N5, 2018, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2018, 10:28 PM

----

"[2018 წლის] 14 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმინდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე: "პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მშვიდობიანი გზა თამარ მეფის დროს".

მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების საქართველოს გამოწვევებზე და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ყუთლუ-ასლანის დასის გამოსვლაზე, რომლის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრა ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანდა, მაგრამ თამარ მეფის გონიერება და შორსმჭვრეტელობა ის იყო, რომ განსხვავებული ღირებულებების და აზროვნების ადამიანებთან დიალოგის ფორმატი ამჯობინა და ქვეყანას ქაოსი თავიდან ააცილა.

დღეს ამ მოვლენების გახსენებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ისტორიული წარსულის მოხმობას მაშინ აქვს აზრი, თუ იგი აწმყოსა და მომავალში გამოგვადგება, სიფრთხილე და მიზანდასახულობა ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ორიენტირი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2018, "ქართული უნივერსიტეტი" გვ. 2/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2018, 07:58 PM

"1193 წელს თამარს და დავითს შეეძინათ ვაჟი, "ყოვლითურთ მსგავსი პაპისა და დაარქვეს სახელი გიორგი" და რადგანაც ძალზე ლამაზი იყო, მეტსახელად უწოდეს ლაშა (ნათელი, ქვეყნის მანათობელი)".

"არც თვით უქმობდა თამარი და არც სხვებს აუქმებდა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N16, 2018, გვ.11, 14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2018, 06:06 PM

"- თამარ მეფის მიერ გამოყენებული რამდენი საბუთი მოგვეპოვება მისი ხელრთვით?

- გამოირჩევა აგრეთვე თამარ მეფის (1184-1213 წ.წ.) სამი ხელრთვა. ესენია: სიგელი თამარ მეფისა გელათის მონასტრისადმი (1187 წ.), ჭიაბერ ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის დაწერილი საბუთი შიომღვიმის მონასტრისადმი (1189 წ.) და სიგელი თამარ მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1196 წ.).

თამარის სიგელი გელათისადმი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, მაგრამ დედანი დაზიანებულია. ეს საბუთიც, სხვა დაზიანებულ საბუთებთან ერთად, საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან 1923 წელს დააბრუნეს. მიუხედავად ამისა, ძველ გამოცემებზე დაყრდნობით მაინც შესაძლებელია საბუთის ტექსტის სრულად აღდგენა.

სიგელის ტექსტის მიხედვით, გელათის თორმეტი მწირისთვის მეფეს გაუჩენია მუდმივი საზრდო - "არგუეთში ჭორვილაი". საბუთს ამტკიცებს რამდენიმე პირი: მეფე დავით სოსლანი, ადგილობრივი ხელისუფალი დავით ერისთავი, ქართლის კათალიკოსი თევდორე და სხვანი. თუმცა ყველა დამტკიცებამ ვერ მოაღწია. ამ დამტკიცებებს წინ უძღვის წმინდა თამარ მეფის ვრცელი კალიგრაფიული მხედრულით დაწერილი ხელრთვა. მოვიყვანთ მის ბოლო ნაწილს: "ქ. ესე, ჩემდა სადიდებ[ელად ჩემგა]ნ სასოებით და გულსმოდგინებით ჩემისა საქმისა განაჩენი, ჩემითა ხელითა ცოდვი[ლითა დამიმტკ]იცებია. ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან ბრძანება [და სიგელი ესე ჩუენი] მტკიცე შეცვალოს, შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ძისა შენისა [და] სულისა წმიდისა მგმობართა თანა დასაჯე იგი და ჩემთა ცოდვათა და ბრალთა მზღვევია იგი დღესა განკითხვისასა და სიტყუაი იგი მას ზედამცა აღესრულების: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (მათე 27,25)".

თამარ მეფის ორსტრიქონიანი ხელრთვა ახლავს ჭიაბერის დაწერილ საბუთს შიომღვიმის მონასტრისადმი. დოკუმენტი თარიღდება 1189 წლით, რადგან ჭიაბერს ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა ამ წელს შეიძლებოდა ჰქონოდა. მანამდე ამირსპასალარი იყო გამრეკელი თორელი, შემდეგ კი ზაქარია მხარგრძელი, რომელიც მანდატურთუხუცესიც გახდა.

ჭიაბერი ამ საბუთში მეფეს სთხოვს, ჟინოვანის (იგულისხმება თანამედროვე ჟინვალი და მისი შემოგარენი, რომელიც სამეფო საკუთრება იყო და ჭიაბერს დროებით საკუთრებაში ჰქონდა) მკვიდრი გლეხები თავიანთი სახლითა და მამულით შიომღვიმეს შესწიროს, რისთვისაც ისინი ყოველ წელს მონასტერს თხუთმეტ ლიტრა ცვილს მისცემდნენ.

თამარ მეფის ხელრთვა აღნიშნულ საბუთზე ასეთია: "ქ. ესე, მანდატურთუხუცესისაგან შეწირულ-განაჩენი, ჩემგანცა მტკიცეა".

მესამე ხელრთვა წმინდა თამარ მეფისა მოიპოვება შიომღვიმის სხალტბურ სიგელზე. საბუთი გაცემულია 1196 წელს. ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსს სოფელ სხალტბიდან წყალი გამოუყვანია. ამ წყლის სათავესთან სამეფო გლეხები სახლობდნენ. ანტონი თამარს სთხოვს, ეს გლეხები მას უბოძოს და მათ ისევ მონასტერს შესწირავს. მეფე დათანხმებულა.

საბუთის დედანი 1919 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწვა, მაგრამ 1973 წელს აღმოჩნდა დოკუმენტის ფოტონეგატივი.

საბუთს ახლდა რამდენიმე ხელრთვა: თამარ მეფისა, შიომღვიმის კრებულისა, ანტონ ჭყონდიდელისა, ქართლის მთავარეპისკოპოსისა. თამარის ხელრთვის შინაარსი ასეთია: "ქ. მტკიცე ყოს ღ(მერთმა)ნ შეუცვალებლად".

/"კარიბჭე" N3, 2010, გვ.56/

https://radikal.ru

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2018, 02:28 PM

თამარის ციხე

"თამარ მეფეს საინგილოში ფერის უწოდებდნენ, აქედან წარმოსდგება ციხის სახელიც - "ფერიყალა" (ყალა თურქულად ციხეს ნიშნავს). ერთ-ერთი ასეთი "ფერიყალა" მდებარეობს ბელაქნის რაიონში, ლაგოდეხ-ნუხის მთავარი გზიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. მდინარე ბელაქნისწყლის ხეობაში.

გადმოცემით, იგი მტრის თავდასხმის დროს საიმედო თავშესაფარი იყო მახლობელი სოფლების მოსახლეობისათვის. "ფერიყალა" წაგრძელებული ტრაპეზის მოხაზულობის გეგმის მქონე გალავანია. გალავნის (ციხის) შიგნით სხვადასხვა დანიშნულების მცირე ზომის შენობები ყოფილა განლაგებული, რომელთაგან ახლა მხოლოდ ნარღვევი ქვების გროვაა დარჩენილი."

/"კარიბჭე" N6, 2010, გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2018, 07:53 PM

"იმერლიანთკარში ადრე დასავლეთ საქართველოდან გადმოსახლებულთ უცხოვრიათ. ნადარბაზევი კი ხალხის თავშეყრის ადგილია. გადმოცემით, ამ ადგილას თამარ დედოფალს აუშენებია საბჭო - დარბაზი. ამჟამად აქ ციციშვილები და სხილაძეები ცხოვრობენ."

/"კარიბჭე" N7, 2011, გვ. 33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2018, 06:43 PM

თამარ-ღელე


"თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც ღელეს უწოდებენ. "ღელე" ნიშნავს გადასავალს.

ღელე ტყიანია, მას აღმოსავლეთით ახადის ხევი ჩამოუდის. ამ ხევით ბილიკი ტყეში მიდის. თამარის ხატამდის დაახლოებით 7 კილომეტრია. ტყის თავში კვირიას ხატია თავის საზარეთი, საბერო-სალუდეთი და სხვა ნაგებობებით.

თამარის ხატი ღელეს ქედზეა. ადგილი გაშლილია და დავაკებული. ხატს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. ხატის ნიში ყორის გალავნით არის შემოზღუდული. ხატის გალავანზე აწყვია ირმის რქები, ზანზალაკები და სხვა. გალავანშია თუნუქის გუმბათიანი ხატის საზარე, სასანთლე, საბერო, სალუდე, ხატის ბეღელი და 1910 წელს აშენებული თამარის სახელობის პატარა ეკლესია.

ხალხური თქმულებით, თამარის ეს ხატი პირველად გაბიდოურის თემის დედაკაცს, სანათას აღმოუჩენია. სანამ თამარ მეფის ეს სალოცავი "თავს იჩენდა", ღელის გორში გაბიდოურების თემს უცხოვრია და სანათას თამარის ხატი პირველად აქ სჩვენებია, სასანთლეც აუშენებია და თამარ მეფე ხევისბრულად უდიდებია. სანათას ღელეში მცხოვრები თემისთვის აქედან გადასახლება ურჩევია, მაგრამ ხალხს მშვილდ-ისრებით თავი ამოუხოცავს.

ზოგი მათგანი გადარჩენილა, მაგრამ მაინც არ გადასახლებულა, - სანამ ხატი რაიმე სასწაულს არ გვაჩვენებსო. სასწაულიც მომხდარა. უეცრად კალოს პურს თავისთავად ცეცხლი გასჩენია, ფიწლის ტოტებსა და ხარის რქებზე ცეცხლი ხალხს კელაპტარივით სჩვენებია. ამის შემდეგ მოსახლეობა აყრილა და ხოშარაში გადასულა.

თამარის ხატი ფშავში ძლიერ სალოცავად ითვლება. მას განსაკუთრებით ქალები ლოცულობენ და იქ იმ დედოფალს უწოდებენ, რომელსაც წამლის სახსრად ერთ ცხვარზე ზედმეტს სწირავენ. ზოგჯერ ხატს ციკანსაც უკლავენ, თამარს თავისი მწევრებისათვის მოუნდებაო. თამარის ხატი წინათ მდიდარ სალოცავად ითვლებოდა. მას თავისი მამულები და ზვრები ჰქონია, რომლის ცხვარ-საქონელს ხატის კაცები და ქალები უვლიდნენ.

ხატის ქალები მხოლოდ თამარს ჰყავდა, რომლებიც მის საქონელს უვლიდნენ და ქალწულად რჩებოდნენ. ხატში მათ ცალკე საჯარე ჰქონიათ და თამარის ხატობას ერთად დგებოდნენ. ხატის ქალებს ეხურათ თეთრი ხილაბანდები, წინ იკეთებდნენ თეთრ ფასტამალს, გულმკერდს იმკობდნენ ვერცხლის ღილ-შინებით.

თამარის ხატს დიდძალი შემოწირულობაც შემოუდიოდა: ფული, საქონელი, სამკაულები და სხვა. პატარძლები თამარს ჯვარნაწერ ტანისამოსს სწირავდნენ, ახალი ნეფეები კი ვერცხლის ქამარს მიართმევდნენ, რომ თამარს მიეცა წყალობა და დღეგრძელობა. კახეთიდან მხვეწარს მოჰქონდა აბრეშუმის ხიფები და ქსოვილები.

გაბიდოურის თემის ახალჯვარდაწერილ ქალს ღელეობას საწაღმართო საწირი უნდა მიეტანა და თამარისთვის მფარველობა ეთხოვა: "თამარ მეფეო, გვიშველე, შენი კაბის კალთა დამაფარეო". ზოგ მხვეწარს სამი თუ ოთხი საკლავიც მიჰყავდა და ღელეობას ზოგჯერ 300 ცხვარზე მეტი დაიკვლებოდა თურმე.

ღელეში თამარის ხატობა იწყება პეტრეპავლობის მარხვის დასრულებიდან პირველსავე სამშაბათ დღეს. ლაშარიდან ჩამოსულ მლოცავს აქ ხვდება ფშავის-ხევიდან მოსული მხვეწარი და შუადღისას ხევისბერები იწყებენ საკლავ-საწირავის დამწყალობნებას. ხარის ნიშთან მისვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, ქალები კი მოშორებით დგებიან.

წინათ მეხატენი თავიანთ საჯარეში დგებოდნენ, რომლის მიჯნის გადალახვა არ შეიძლობა, ვინც ამას დაარღვევდა, მას ხატისთვის საკლავი უნდა დაეკლა, რომლის სისხლით ხევისბერს მისი კარ-მიდამო უნდა გაენათლა. დედაკაცებს ერთი საჯარე ჰქონიათ, რადგანაც ქალები თემებად დაყოფილი არ ყოფილან, მათ ეკრძალებოდათ მამაკაცის საჯარეში დადგომა.

ხევისბერი მხვეწარს ჩვეულებისამებრ ამწყალობებდა. ავადმყოფს "წამლის სახსრად" ქადა-კვერები მოჰქონდა და ცხვარი მოჰყავდა, ზოგს კი "ხატის საკადრისი" თეთრი მოსახვევი, რომლის ყურზე "წამლის სახსრად" თეთრი ფული იყო გამოკრული. ვისაც შეთქმული ჰქონდა, "შენ კარზე მოვხვდები ყელწნელიანი, ფეხშიშველი, პირქვიანიო", ისიც ასე ასრულებდა. ხევისბერი მხვეწარს ართმევდა საწირს და დაილოცებოდა: "გაუმარჯოს თამარ მეფეს, იყოს მფარველი თავის საყმოსი, თავის ქალ-ქალიშვილისა, დღეს თავის კარზე მდგომელი და მლოცავი კეთილად შამზღვნელი, შამწირველთ, მოსულთ დაახვედროს ტკბილი წყალობა, წასულებს გააყოლოს ბედი და კარგა მყოფობაო". შემდეგ საკლავს შუბლს შეუტრუსავდა და იქვე დაკლავდა.

ბოლოს სუფრა იშლებოდა, ხევისბერი სუფრაზე სახელს შედებდა და ყველას შესანდობარს დალევდა.

ღვთისმშობელთა ჰყვავის წმინდაი, თამარ დედოფალია;
უფლისგან ჰქონდა ბრძანება, შაერტყა მამის ხმალია;
მამის სანეფო აიღო, თითონ ბრძანდება ქალია,
ხმელეთ თავისად მაიგდო, იმდენიცა აქვ ძალია;
შუა ზღვას ჩადგა სამანი, სამანი რკინის სარია,
სატახტოდ, საბრძანებლადა თითონ ხმელს გორძე ბრძანია,
პირდაპირ უდგა გორზედა ლაღი ლაშარის ჯვარია,
გვერდს უდგა ნისლისგერაი, ტრეფივითა ჰქონ ხმალია,
ოქროს უნაგირ ზედ აგდა, ოქროსწყლის ლაგმის ტარია;
დალოცვილ შემზადებულა, არ იყოს მისვლის ხანია."

/"კარიბჭე" N16, 2010, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 10:05 PM

"1969 წლის 31 დეკემბერს გაზეთ "სამშობლოს" კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვაზე - "სწორად მიგაჩნიათ თუ არა ვერსია თამარის ნეშტის პალესტინაში გადასვენების შესახებ?" - უწმინდესი ეფრემი პასუხობს: "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს, დიდი თამარი გელათში დაკრძალესო. თამარს, ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულს, სამშობლოს არ დააშორებდნენ. ამას არც ხალხი ისურვებდა და არც ეკლესია. ჩემი აზრით, ეს ვერსია მცდარია".

/"კარიბჭე" N18, 2010, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 10:11 AM

"1468 წლის მეფე ბაგრატ VI-ის მიერ გაცემული წყალობის წიგნიდან ჩანს, რომ ქვეშისა და რატევანის მიდამოები ძველთაგანვე, თამარ დედოფლიდან დაწყებული, ჯავახიშვილებს სჭერიათ, ამის გარდა ირკვევა ისიც, რომ მეფე თამარი და მისი შთამომავალნი ქვეშსა და რატევანთან ახლო ურთიერთობაში ყოფილან.

ამ ისტორიული სინამდვილიდან გამომდინარე, უკვე უეჭველი ხდება ამ მხარეში გავრცელებული მეფე თამართან დაკავშირებული ბევრი ლეგენდა. ერთ-ერთის მიხედვით, სოფელ რატევანისთვის სახელი თამარს შეურქმევია: ლამაზად დახუნძლული ყურძნის მტევნებით განცვიფრებულ მეფეს უთქვამს: "რა მტევანია, რა მტევანიო". აქედან წარმოდგება სოფლის სახელიც - რატევანი. მეორე ლეგენდით - წვიმის გამო გეტას ხიდის ქვეშ შეფარებულ დედოფალს სოფლისთვის ქვეში შეურქმევია."

/"კარიბჭე" N2, 2010, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2018, 08:06 PM

"გასულ ზაფხულს მომლოცველთა გუნდმა ტაო-კლარჯეთი მოილოცა. ოთხთა ეკლესიასთან მისულებს ბავშვთა გუნდი შემოეგებათ. "გურჯები ხართო?" "არაო". ტაძარში შესულებმა გალობა დაიწყეს. მათ გალობას თავისი წკრიალა ხმა ამ ბავშვთაგან ერთმა 14 წლის ლამაზმა გოგონამაც შეუერთა. თურმე "გურჯი" ყოფილა და მალავდა. ორ საგალობელს აჰყვა, მესამეს კი ვერა - არ იცოდა.

"რა გქვია?" "თამარაო", - უთხრა გოგონამ. იქ ჩასულ ქართველებს რაც დაემართათ, იმის წარმოდგენა თქვენთვის მომინდია. ამის მოსმენისას მეც ჭინჭარმა დამსუსხა. თურმე ბოლომდე არ დავქცეულვართ, თურმე იქ, საქართველოს მოწყვეტილ ულამაზეს მხარეში, ჯერაც გადაეცემა მემკვიდრეობით სიყვარული სამშობლო-გურჯისტანისა და წმინდა მეფე თამარისა."

/"კარიბჭე" N5, 2010, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2018, 02:57 PM

"ერთ-ერთი ამბის მოწმე თავადაც გახლდით. ზედაზენზე დიდი დელეგაცია იყო ჩამოსული, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლენინგრადის რეზინის ქარხნის პარტორგანიზაციის მდივანი. დიდი კოცონი გვენთო და მამა გაგიმ ჩვენთან მოიპატიჟა. მცირე პურ-მარილი გავშალეთ. სუფრას მამა გაგი უძღვებოდა. მორიგი სადღეგრძელო შესვა წმინდა თამარ მეფისა. უკვე შეზარხოშებულმა რუსებმა შეურაცხყოფა განიზრახეს წმინდა თამარის სახელისა. მამა გაგიმ ეს არ მოუთმინა. ისინი არ დაემორჩილნენ. მამა გაგი განრისხდა და ფიზიკურადაც კი შეეხო მათ.

მერე მისივე დახმარებით მოვასულიერეთ ის რუსი. მეორე დღეს კი მოგვიბოდიშა, მაგრამ მერე კა-გე-ბეში დაასმინა მამა გაგი - რუსების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევაო. რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს. ესეც არ იკმარეს. მონასტერში დაცული არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, ჩანაწერები დიდ ტომარაში ჩაყარეს და უგზო-უკვლოდ გადამალეს. ზოგიერთი მათგანის გადარჩენა მოახერხა მეცნიერმა გაიოზ იმედაშვილმა"

/"კარიბჭე" N7, 2010, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2018, 05:31 PM

"წმინდა თამარი ქალების მფარველად მიაჩნდათ ფშავლებს. [უშვილო] ქალები წამლის სახსრად ხატს ერთ ცხვარს სწირავდნენ და ასე მიმართავდნენ: "შენამც იდიდები, დიდებულო თამარ მეფეო, ღელის აქიმ-დედოფალო ჩიქილა-ზინზილიანო, მკურნალად წამალთა გამამწერელო".

/"ქვაკუთხედი" N10, 2018, გვ.28/


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 12 2018, 11:47 PM

https://www.youtube.com/watch?v=csT9xrdJnmE&t=192s

თანამედროვე გადმოსახედიდან მეფეთ მეფე თამარი იყო საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მეფე და იმ დროისთვის მეტად უნიკალური და პროგრესული პიროვნება. მისი სახელის და მმართველობის შედეგია ოქროს ხანის ზენიტი და ბასიანის ბრძოლაში გამარჯვება, სადაც ქართულმა სახელმწიფომ ასევე მთელი ისტორიის მანძილზე უდიდესი 90.000-იანი არმიის გამოყვანა შესძლო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2018, 06:54 PM

"დედაჩემიც და მამაჩემიც სამცხე-ჯავახეთიდან არიან. დედაჩემის წინაპრები, დევნოსაძეები, თამარის ვაჟს ზრდიდნენ ვარძიაში".

/"კარიბჭე" N12, 2018, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2019, 03:31 PM

"მაჰმადიანთა გარემოცვაში მოხვედრილ ჯვრის მონასტერს ქართველი მოღვაწენი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ამ დახმარებამ განსაკუთრებული სახე მიიღო თამარის (1184-1213) მეფობაში.

XII ს-ის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი მწერალი ნიკოლოზ გულაბერისძე თამარის გამეფების წინა წლებში ყოფილა იერუსალიმში. იგი დაახლოებით 1150-1178 წლებში ქართულ ეკლესიას მეთაურობდა, შემდეგ "სიმდაბლისა ძალით ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან" და წავიდა იერუსალიმს, სადაც დარჩა 1184 წლამდე, ვიდრე თამარმა არ "აღმოუწოდა წმიდით ქალაქით".

როგორც ჩანს, 1178-1184 წლები მან იერუსალიმში გაატარა და ჯვრის მონასტრის სასარგებლოდ გარკვეული ნაბიჯები გადადგა: მონასტრისეული ვენახი დაიხსნა - "უკუმოისყიდა" და სხვა დახმარებაც აღმოუჩინა. არ არის გამორიცხული, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე იერუსალიმში მწიგნობრულ-შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა."

/"კარიბჭე" N9, 2011, გვ. 17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2019, 08:35 PM

"რუქნადინის ასეთი სამარცხვინო [ბასიანის] მარცხის გასამართლებლად მაჰმადიანთა შორის გავრცელდა ამბავი, თითქოს, შუა ბრძოლაში სულთნის მედროშის ცხენს ფეხი ჩაუვარდა თხუნელას თუ სხვა მღრღნელის სოროში და წაიქცა, დროშა დაეცა, ეს მისმა თანამებრძოლებმა დამარცხების ნიშნად მიიჩნიეს და ამიტომ გაიქცნენო. ამგვარად, თხუნელას აბრალებდნენ თავისი ჯარის დამარცხებას თურქები".

/"თბილისელები" N1, 2019, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2019, 06:14 PM

თქმულება

"ერთხელ, მინდორში ყვავილების საკრეფად გამოსული თამარ მეფე არწივმა გაიტაცა. ცოტა ხნის შემდეგ მხედარი გამოჩნდა. დაინახა არწივის კლანჭებში მომაკვდავი გოგონა და ისარი ესროლა. არწივმა მეფე თამარი გაუშვა. ეს მხედარი შოთა რუსთაველი იყო. მან ახალგაზრდა მეფე ვერ დაინახა და ძებნა დაუწყო, თან ეძახდა:
- სად ხარ, გოგონა?
თამარ მეფემ უპასუხა: აქ ვარ, ძია!
იმ ადგილს ხალხმა ზედა ვარძია უწოდა".

/"კარიბჭე" N5, 2019, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2019, 10:57 AM

თქმულება

"ბასიანის ომის დროს თამარ მეფე ჯარს მიუძღოდა. ვარძიის ღვთისმშობლის ტაძართან ჩამოსულა ცხენიდან და ჯარი დაულოცავს. სანამ ლოცვას დაამთავრებდა, თამარ მეფის ცხენს დასტყობია მოუსვენრობა. ერთხელ შეუჭიხვინია და ისე ძლიერად გაუქნევია ფეხი, რომ ფლოქვიდან ნალი მოსძრობია და კლდეზე მიკრულა. ამ დროს კლდიდან ნამსხვრევები ჩამოცვენილა. ამის შემყურე თამარს უთქვამს: "ასე ჩავცემ ჩემს მტერს ლახვარს, როგორც ჩემმა ცხენმა კლდესო". ამ კლდისთვის თამარ მეფის ცხენის ნალის კლდე უწოდებიათ".

/"კარიბჭე" N5, 2019, გვ.44/

---------------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2019, 07:34 PM

"წმინდა თამარმა მრავალვნებულ და მრავალი წყლულით დამძიმებულ, დასერილ საქართველოს სხეულს თავისი თავგანწირვით მალამო აცხო".

"მეფეთა შორის უდიდესი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დავით აღმაშენებლის მიერ აღორძინებული ქვეყანა დიდების მწვერვალზე აიყვანა, ეს არის მეფე თამარი".

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N18, 2019, გვ.4-5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 10:27 PM

"ბერთუბანი ჩვენთვის უწმინდესი მონასტერია, წმინდა იოანე მანგლელის მოღვაწეობის ადგილი. იქ იყო თამარ მეფის ისტორიული ფრესკა და უნიკალური მოხატულობა. რა მდგომარეობაშია დღეს ეს მონასტერი, სამწუხაროდ, არ ვიცით, რადგან, როგორც გითხარით, 2004 წლის შემდეგ არცერთ ქართველს არ მოუნახულებია იგი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2019, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:39 PM

"მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი მეფე თამარი ღვთისმშობელს ავედრებდა თავისი ქვეყნის კეთილდღეობას და სწორედ დედაღვთისმშობლის მეოხმყოფობით მისი ხელმწიფობის ჟამს იქნა გადახდილი არაერთი ძლევამოსილი ომი.

როდესაც ბაღდადის ხალიფასა და სპარსთა ძალისხმევით ერთად თავშეყრილი მაჰმადიანთა უზარმაზარი ლაშქარი აღიძრა საქართველოზე, ქართველთა წმინდა მეფემ, როგორც ყოველჟამს, ამჯერადაც დედაღვთისმშობელს ანდო მისი წილხვედრი ქვეყნის ბედი".

/"კარიბჭე" N7, 2019, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 07:44 PM

"რუსუდანი სუსტი მეფე იყო. სულაც არ ჰგავდა კეთილმსახურ დედას, არც თამარივით ბრძენი იყო და არც დედამისივით კეთილშობილი გული ჰქონდა".

/"თბილისელები" N17, 2019, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:21 PM

"ახლა თამარის პერიოდს გადავხედოთ - გაძევებული გიორგი რუსი ბრუნდება საქართველოში და დახეთ, რა ხდება: "პირველად მიერთო მას კლარჯთა ერისთავი, მერმე მესხნი და ლიხთ-იქითნი; მოიყუანეს და დასვეს ქუთაისს. ეჰა საკვირველი! რამეთუ რომელი უმეტეს განდიდებულ იყვნენ თამარისაგან მათ ჰყვეს ესე!" - უკვირს თამარის მემატიანეს და ჩვენ კი ეს ამბავი ვეღარ გვაკვირვებს, რადგან მივეჩვიეთ ქართველებისაგან ერთმანეთის გაუტანლობას და თანამოძმის ხელით დათრგუნვას!"

/"კარიბჭე" N8, 2019, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 09:57 PM

"წმიდა მეფე თამარის მთელი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა თავისთავად დიდი სიბრძნე იყო, რამაც გამოხატულება ჰპოვა ლიტერატურისა და ხელოვნების ოქროს ხანაში"

/"კრიალოსანი" N5, 2008, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2019, 07:05 PM

"მღვდელმონაზონი კალისტრატე საინტერესოდ აგვიწერს ბერთუბანს ციცაბო კლდეებზე აგებული ულამაზესი ტაძრებით, დიდებული პალატებითა და ბერების საცხოვრებელი სენაკებით, რომლებიც მაღლიდან ისე გადმოჰყურებენ ახლომდებარე სავანეებს, როგორც "უხილავი მცველი თვალი ზეციური დედოფლისა".

მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ღვთისმშობლის ეკლესიის ფრესკას, რომელსაც ცოცხლად შემოუნახავს "ჩვენი დიდებული თამარ მეფე, მთელი ტანით, გვერდით მისა - შვილი მისი ლაშა-გიორგი ფშაურის ტანის სამოსით".

დასანანია, რომ რამდენიმე წელია, რაც ბერთუბანი თავისი უნიკალური ისტორიული ძეგლებით აზერბაიჯანმა მიისაკუთრა და მსოფლიო მნიშვნელობის ამ უძველეს ქართულ ტაძრებთან დღეს ჩვენი მოსაზღვრე სახელმწიფოს სამხედრო ნაწილებია განთავსებული."

/"კარიბჭე" N10, 2011, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2019, 12:59 PM

"დიდი გომარეთის მიდამოებში, ლიპარიტის უბანში, "ლამაზი საყდარი" ღვთისმშობლის სახელზე აუგიათ XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის დასაწყისში. მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე სამონასტრო კომპლექსში შედიოდა ეკლესია, კოშკი, სატრაპეზო და სხვა შენობები.

ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები. ეკლესია აუშენებიათ თამარ მეფის დროს. კარის თავზე ვრცელ წარწერაში იკითხება: "ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან მეფობაი თამარ და დავითისა" (წარწერიანი ქვა დამსხვრეულია). ეს ეკლესია ძალზე ლამაზი იყო და ამიტომ შეარქვა ხალხმა "ლამაზი საყდარი". კარ-სარკმლებს ამკობდა დიდი ოსტატობით გამოკვეთილი ჩუქურთმები. მოჩუქურთმებული იყო კარნიზიც, ხოლო კედლები მოხატულია."

/"კარიბჭე" N26, 2012, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 04:51 PM

"წმინდა თამარ მეფე გულმხურვალე მართლმადიდებელი იყო. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს: "წმიდა თამარ დედოფლის ცხოვრება უხილავი ჯვარცმა იყო საკუთარი ხალხისათვის... ივერიის გვირგვინოსნის ღვაწლმოსილი ცხოვრება სოფლისგან ღრმად იყო დაფარული სამეფო კარის ბრწყინვალებაში, ოქროსა და ძვირფასი თვლების გროვაში.

დღისით იგი ტახტზე იჯდა, სახელმწიფო საქმეებს განაგებდა და სამართალს სჯიდა სოლომონივით... მისი სასამართლო სიმართლის ზეიმი იყო, ხოლო მისი გულმოწყალების წყარო დამნაშავეთათვისაც არ შრებოდა. ვისაც მისი სიკვდილი და მახვილით მის განგმირვას ლამობდა, იმათაც კი პატიობდა.

ღამით მონაზვნის მანტიას მოისხამდა და ღვთისმშობელს ევედრებოდა. ივერიის დედოფალს უწოდებდა მას, თავის თავს კი უკანასკნელ მონას. გვირგვინოსნის წმინდა ლოცვები ციხესიმაგრის კედლებივით იცავდნენ საქართველოს ხილული და უხილავი მტრეიბსგან...

სქემოსანივით ხანგრძლივად ლოცულობდა დედოფალი და მის თვალთაგან მონადენი ცრემლი დედამიწას მირონივით ეწვეთებოდა, მისი ლოცვისა ცეცხლივით ეშინოდათ დემონებს". სამეფო კარის ეკლესიაში "ლოცვა და წესი ლოცვისა დაუკლებელად აღესრულებოდის" და მეფის დარბაზის წევრი "წირვად ვერავინ დააკლდებოდა".

/"კარიბჭე" N11, 2019, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:26 PM

"ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანურ სახელმწიფოთა გაერთიანებული ძალები ორჯერ შემოიჭრნენ საქართველოში და ორჯერვე დამარცხდნენ. როდესაც წმინდა დედოფალმა ლაშქარი შამქორის ომში გაისტუმრა, თვითონ "წარიხადა სამოსელნი ფერხთანი" და ფეხშიშველი მეტეხის ტაძარს წავიდა ლოცვად.

"თამარ მეფესთან ერთად ლოცულობდა სრულიად საქართველო. ყველა აღიარებდა თავის ლოცვებს ღმერთის წინაშე. ერთმანეთს ურიგდებოდნენ უწინდელი მტრები. მდიდრები იწყალებდნენ მოვალეებს, ხელისუფალნი ათავისუფლებდნენ ტყვეებს და პატიმრებს. ტაძრები დღედაღამ ღია იყო"... (არქიმანდრიტი რაფაელი).

ასე იწმინდებოდა ერი ცოდვათაგან, ასე ემზადებოდნენ ქართველი მეომრები ბრძოლაში მოსალოდნელი სიკვდილისათვის".

/"კარიბჭე" N11, 2019, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:51 PM

"წმინდა დედოფალი თამარი საოცრად თავმდაბალი, გულმოწყალე და დიდსულოვანი ყოფილა. მემატიანის თქმით: "ვერა შეიტყუა საშვებელმან ამის საწუთოსამან, არცა მეფობამან გვირგვინოსანმა და სკიპტრამან; არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრაველმან და ესეოდენმა სიმხნემან".



"უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე; უკვდავია, რადგან შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა, ჰოი, თამარ!" (გიორგი ლეონიძე)


/"კარიბჭე" N11, 2019, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:25 PM

"პირველ დღეს, საზღვრიდან გასვლისას, ყურადღება გამახვილდა "კავკასიის ისტორიულ დიდ კედელზე", რომლის აშენებასაც თამარ მეფეს უკავშირებდნენ. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ის აშენებულია არაბების შემოსევის შემდგომ და ჰერეთს იცავდა მტრის შემოსევისაგან. დღეს ეს 2 მეტრზე დიდი სიგანის მქონე კედელი ალაგ-ალაგ არის შემორჩენილი. ის იწყებოდა გრემთან თუ ველისციხესთან და უკიდურეს დარუბანდამდე გრძელდებოდა. ორივე შემთხვევის წერტილი არის მიჯნა აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრისა...

გზად გავიარეთ ბელაქანზე. აქ საგულისხმოა ბევრი რამ, მათ შორის, ბელქანის ზედა უბანზე გამავალი გზა, რომელსაც ბელაქნელი ლეკები უწოდებენ "თამარ ათ ჰიოლი" (აზერბაიჯანულად - ცხენის გზა) - თამარ მეფის საცხენოსნო გზას".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N25, 2019, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2019, 05:23 PM

"ცნობილია, რომ ჩვენს მონასტერში [ყინწვისში] არის საქართველოს მეოხისა და მფარველის წმ. მეფე თამარის ფრესკა. როგორი ძლიერი და ერთიანი იყო საქართველო მისი მოღვაწეობი დროს. იმ ერთობის და სიძლიერის ყოფილიყოს დღესაც. ვისურვებდი ხალხის ერთობას, ერთგულებას, უბრალოებას".

/"კრიალოსანი" N7, 2009, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 07:30 PM

"თამარ მეფის ეპოქაში საქართველომ დაიმკვიდრა რა უჩვეულო სტაბილურობა და სიმშვიდე, მიაღწია ძლიერების მწვერვალს"

/"კრიალოსანი" N11, 2008, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2019, 04:02 PM

"ელისოს მთები, მდინარე ქურმუხი, ულამაზესი ხედი და ხიდი წმ. მეფე თამარის ეპოქაში აგებული, რომელსაც ვერა დააკლო ჟამთა დინებამ (განსხვავებით მის გვერდზე მყოფი თანამედროვე ხიდისგან, რომელიც ადგილობრივების თქმით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აღსადგენია)".

/"კრიალოსანი" N8, 2009, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2020, 05:39 PM

თამარ მეფის სიტყვა, წარმოთქმული მისი მეფედ კურთხევის დროს:

,, წმინდა მამანო, თქვენ ყველაზე მეტად ხართ მოვალენი ღირსეულად, კეთილად და სამართლიანად იღწვოდეთ. ღვთის განჩინებით, თქვენ ხართ ჩვენთვის მოძღვრად მოვლენილნი. თქვენ უნდა პასუხი გასცეთ გამჩენს, თუ რომელიმე ჩვენგანი თქვენის დაუდევრობით სულს წაიწყმენდს. თვალყური ადევნეთ კეთილ საქმეებს, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ ბეჯითად თქვენი სამწყოს ყოველი ნაბიჯი, სიმართლე დაამტკიცეთ, უსამართლობა განდევნეთ, ბოროტმოქმედნი დაუსჯელი არ უნდა დარჩნენ.

იწყეთ მართმსაჯულება პირველად თუნდაც ჩემზედ, თუკი ვარ დამნაშავე, თუ რაიმეში მედება ბრალი. გვირგვინი, რომელიც მე მადგას თავზე, არს ნიშანი მეფობისა და არა ღვთის წინააღმდეგობისა და უსამართლობისა. ნუ მიხედავთ ნურც გვარს, ნურც მთავართ დიდკაცობას: ყველას სიმართლით მოეპყარით. გლეხსაც და თავადსაც; ვიმოქმედოდ ყველამ ერთად ქვეყნის საერთო კეთილდღეობისთვის: თქვენ სიტყვით, ხოლო მე საქმით, თქვენ დარიგებით, მე აღსრულებინებთ და გაწვრთნით, როგორც წესი და რიგია.

იმოქმედეთ თქვენ, ვითარცა მღვდელნი, ხოლო მე - ვითარცა მეფე. თქვენ ვითარცა მოძღვარნი, ხოლო მე ვითარცა აღმსრულებელი თქვენის დარიგებისა და რომ ყველამ აღასრულოს კანონი. ჩვენ უშიშრად ხელი მივცეთ ერთმანეთს და თვალყური ვადევნოთ სამართლის აღსრულებას!"

1184 წელს 18 წლის თამარ მეფე საქართველოს მმართველი გახდა. მის სახელთან საქართველოს გაძლიერება და წინსვლაა დაკავშირებული, ამიტომაც არის, რომ თამარ მეფეს საქართველოს და არა მარტო საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებული ადგილი უკავია"

/"კანდელი" N11, 2019, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2020, 06:18 PM

"სოფლიონის გაღმით, იორის მარცხენა სანაპიროზე კი მთა კორსავი და ნასოფლარი კორსავია. ცოტაც ავუყვებით გზას და აქ საკულტო, წარმართული სალოცავებია თამარ მეფის ხატი და იქვე ახლოს ლაშარის ჯვარი. ამ ხატების მთავარი სალოცავები არაგვის ხეობაშია, აქ ნიშებია გადმოტანილი.

XX საუკუნის პირველ მეოთხედშია ლაშარის ჯვრის ნიში არაგვის ხეობიდან გადმოტანილი და შესაძლებელია თამარ მეფის ხატის ნიშიც იმავე პერიოდში გადმოიტანეს"

/"კრიალოსანი" N12, 2008, გვ.49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2020, 09:23 PM

"ფშავში წმინდა თამარ დედოფალი განსაკუთრებულად უყვართ"

/"კრიალოსანი" N5, 2010, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2020, 09:22 PM

"სახელმწიფოს ბრძენი და გონიერი მმართველი ეკლესია-მონასტრებს განსაკუთრებული გულისხმიერებითა და მზრუნველობით ეპყრობოდა. გულუხვობა, რომლითაც წმინდა დედოფალი მათ ასაშენებლად და შესამკობად შესაწირავს იღებდა, განსაცვიფრებელი იყო"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.222/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2020, 03:10 PM

"ჩვენამდე მოაღწია რომელიღაც მონასტრის "ტიპიკონის" ნაწყვეტმა. ეს მონასტერი დედაღმრთისას სახელზე იყო დაარსებული თამარ მეფის დროს, რადგანაც ნაწყვეტში თამარის დღეგრძელობაა გამოთხოვილი და თანაც ივანე მხარგრძელი მანდატურთუხუცესად არის მოხსენებული. მონასტრის დაარსების 1191-1212 წლებს შორის ვარაუდობენ"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.18/

-----------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 02:25 PM

"ვარძიის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მხატვარმა გიორგიმ გიორგი მესამისა და თამარის პორტრეტებიც დახატა. იქ თამარის ქალწულობისდროინდელი პორტრეტია შემონახული (თავსაბურავი ყბის ქვეშ არა აქვს მოტარებული) და შესრულებულია 1184-1186 წლებში"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 215/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 03:26 PM

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" - ამ სახელწოდებითაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის თხზულება, რომლის სრული სათაურია: "რომელმან წყლისა მოაბადნი რიტორთა მძლე ჰყავ ყოველთა, ენაუტყვი მეტყველ ჰყავ ანგელოზთა მთავრისა მიერ, აწ ცა განმარტე ენა-ბრგუნილი, ისტორიათა და აზმანთა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა". მისი ავტორი უცნობია. ქართველ მეცნიერთა ყოველი მცდელობა ავტორის დასადგენად მარცხით დამთავრდა.

ამ საისტორიო თხზულების შემქმნელად დასახელდნენ ანტონ გლონისთავისძე (თ. ჟორდანია), სარგის თმოგველი (პ. ინგოროყვა), მანდატურთუხუცესი ჭიაბერი (ს. კაკაბაძე) და არსენ იშხნელი (კ. კეკელიძე), მაგრამ საკითხი მაინც ღიად დარჩა.

შედარებით გარკვეულია საკითხი მისი დაწერის თარიღისა - 1222 წელი. ტექსტის მიხედვით ჩანს, რომ ავტორი თამარის თანამედროვე და მის კართან ახლო მდგომი პირი ყოფილა, უაღრესად ნაკითხი და განათლებული. ამაზე მეტყველებს ის პარალელები და მაგალითები, რომლებიც მას დასავლური და აღმოსავლური ლიტერატურის ცნობილი ძეგლებიდან მოყავს. შესაქებ პირებს, განსაკუთრებით თამარს, იგი აიდეალებს და მის სახეს, როგორც ეს თხზულების სათაურიდანვე ჩანს, შარავანდედით მოსავს.

სამშობლოს სიყვარული მას ერთიანი ცენტრალიზებული ქართული სახელმწიფოს მომხრეთა შორის აყენებს. ამიტომაც იწვევს მის აღტაცებას თამარ მეფის მოღვაწეობა, როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო-სახელმწიფოებრივსა და საეკლესიო-სარწმუნოებრივ ასპარეზზე, რადგან ყოველივე ეს ერთად აღებული, ერთი მიზნისკენ - ერთიანი ცენტრალიზებული ქართული სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცებისაკენ იყო მიმართული.

უცნობი ავტორი მხატვრულ საშუალებებსა თუ რიტორიკულ ხერხებს, როგორც შესაქებ პირთა ღვაწლის წარმოსაჩენად, ისე თავისი თანამედროვე საქართველოს ყოფის დასახატად, ისე უხვად იყენებს, რომ ქართულ მეცნიერებაში (ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ს. ყაუხჩიშვილი) მისი ქმნილება არა მხოლოდ საუკეთესო ისტორიული თხზულებად, არამედ მხატვრული ლიტერატურის თვასაჩინო ძეგლადაცაა აღიარებული"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 243/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 09:45 PM

"ქართულ მეცნიერებაში არსებობს თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც დიდებული მეფე პოეტურ მოღვაწეობას თავადაც ეწეოდა. მკვლევარმა პ. ინგოროყვამ თამარისეულად მიიჩნია შამქორის გამარჯვების ამსახველი ლექსი, ხახულის ხატის წარწერა და კიდევ ოთხი იამბიკო (მარიამ მეგვიპტელის, გიორგისი, თევდორესი და თამარისა), თუმცა დანარჩენმა მკვლევარებმა მისი მოსაზრება არ გაიზიარეს.

სამაგიეროდ, ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, ეჭვშეუტანლად მტკიცდება, რომ წმ. დედოფალი პოეტების, მწერლებისა და მეცნიერების ჭეშმარიტი მფარველი და პატრონი ბრძანდებოდა. მის სამეფო კარზე სადღესასწაულო დღეებში გამართულ ლხინსა და ნადიმებს პოეტთა, მუსიკოსთა და მომღერალთა მონაწილეობა და მათ შორის გამართული შეჯიბრი სიცოცხლესა და ხალისს ჰმატებდა.

თამარის ისტორიკოსები გვამცნობენ, რომ დღესასწაულთა დროს "იყო ზმა მგოსანთა და მუშაითთა სახიობათა მჭურეტელნი და რაზმთა სიმრავლე და სრულ-ქმნა ამასა შინა"; მემატიანის აღწერით, მგოსნები და მუსიკოსები ერთმანეთს განსაკუთრებით თამარისათვის ხოტბა-შესხმაში ეცილებოდნენ. ბუნებრივია, ამგვარი შეჯიბრი ერთგვარი სტიმული იყო შემოქედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისათვის, რათა მათ კიდევ უფრო დაეხვეწათ და სრულეყოთ თავიანთი ოსტატობა სიტყვიერ ხელოვნებაში".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 223/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 10:25 PM

"იოვანე შავთელი - თამარ მეფის კარზე მოღვაწე ქართული სახოტბო პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. თუ სასახლის კარზე მოღვაწე პოეტები მეფე-პატრონთა დაკვეთით შექებისას ხშირად იძულებულნი ხდებოდნენ სიმართლისათვის ეღალატათ, საბედნიეროდ, თამარ მეფის მეხოტბეებს ამგვარი ნაბიჯის გადადგმა არ უხდებოდათ.

სულიერად და ხორციელად შემკული დედოფალი არა მხოლოდ გულწრფელ აღტაცებას იწვევდა, არამედ აიძულებდა კიდევაც პოეტებს, ეს აღტაცება სიტყვებით გამოეხატათ. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მრავალფეროვან სათნოებათა ცოცხალი ხატის სიტყვიერად წარმოდგენაში.

თავის თხზულებაში "აბდულმესიანი" იოვანე შავთელი თამარსა და მის მეუღლეს დავითს იმგვარ პიროვნებებად და მმართველებად გვიხატავს, რომელთაც სრულყოფილებამდე ბევრი არაფერი უკლიათ. პოეტი მათი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთგულ მიმდევრად და მხარდამჭერად გვევლინება, რადგან ამ პოლიტიკის შედეგი კულტურულად და ეკონომიკურად დაწინაურებული საქართველოა"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 235/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:20 PM

"წმინდა მეფე თამარი სწორედ ტაბახმელის საზაფხულო სასახლეში გარდაიცვალა."

/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:34 PM

"თბილისის შემოგარენში კოჯორზე მაღალი ადგილი თითქმის არ არის. კოჯრის ციხიდან მთელი ქვემო ქართლი ხელისგულივით ჩანს. კოჯრის ციხეს ვახუშტი ბატონიშვილი აზეულას ციხეს უწოდებს. აქ ოდესღაც მეფე თამარი ისვენებდა. XV საუკუნეში ეს ციხე-დარბაზი უკვე კოჯრის ციხედ იხსენიება. იგი იცავდა გარდაბნიდან შიდა ქართლისკენ და თბილისიდან თრიალეთისკენ მიმავალ საქარავნო გზას."

/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.40/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 07:30 PM

***
მინდორზე
ჭრელი ყვავილი
მიმობნეულა უხვადა...
თურმეო, -
ერთზე მანიშნეს -
თამარ დედოფალს
უყვარდა!

/ანა კალანდაძე
"ერთტომეული" 1987წ. გვ. 275/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2020, 07:17 PM

ასომთავრული წარწერა
თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარზე


თუ ვიმყოფებით მზის ქვეშე,
ამაოდ არ დავშვერითა,
წინადგომითა შენითა,
წინამძღოლითა შენითა...
შემწე ეყავი თამარსა
მტერთა უძღებთა აღგვითა,
ბრძენ სოლომონის ჭკუისას,
მარგალიტისა ბაგითა...
შემწე ეყავი საქვეყნო
მისთა ზრახვათ და სურვილთა...
გააპე გული მტარვალთა
სავსე ღვარძლით და შურითა!

/ანა კალანდაძე
"ერთტომეული" 1987წ. გვ. 242/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 10:29 PM

"დიდი ხნის ნანატრი შვილი შეეძინათ მეფე გიორგის და დედოფალ ბურდუხანს - მშვენიერი თამარი. მეორედაც დაორსულდა დედოფალი, იქნებ მემკვიდრე ეყოლოთ ბაგრატიონებსო, მაგრამ კვლავ ქალი დაიბადა, მამიდის მოსახელე რუსუდანი...

ხმლის ქნევაში გაატარა მთელი ცხოვრება მეფე გიორგიმ, გააფართოვა საქართველოს საზღვრები, განსაკუთრებით კი სამხრეთით. გარეშე მტერზე გამარჯვებულს შინ აუჯანყდნენ. სისხლში ჩაახშო ეს აჯანყება. აი, სწორედ მაშინ იფიქრა, ტახტზე თავის სიცოცხლეშივე აეყვანა თანამესაყდრედ უფროსი ქალიშვილი - იცოდა, მამის გარდაცვალების შემდეგ გაუჭირდებოდა თამარს გამეფება და ტახტის შენარჩუნება. ასეც მოიქცა - თორმეტი წლის ქალიშვილი ტახტზე მოისვა და ცრემლებით შესთხოვა ერს, დამორჩილებოდნენ და ერთგულნი ყოფილიყვნენ მისი. ამის შემდეგ მეფე გიორგის სამხედრო მოღვაწეობისთვის თავი დაუნებებია - ალბათ მეფობის წესს ასწავლიდა გვირგვინოსან ასულს და ქვეყნის მართვაშიც ეხმარებოდა. საქართველო მაშინ ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მრავალი და ვრცელი ქვეყნების ბატონად, სხვადასხვა მოდგმისა და სარწმუნოების ხალხის მბრძანებლად, ამიტომაც მის მმართველს დიდი სიფრთხილე, წინდახედულობა, სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა მოეთხოვებოდა.

ექვსი წელიღა იცოცხლა მეფემ და 1184 წელს გარდაიცვალა. ადრევე მომკვდარა დედოფალი ბურდუხანიც.

წმინდა თამარი მამის გარდაცვალებისთანავე არ ასულა ტახტზე; მხოლოდ მამიდისა და "შვიდთა სამეფოთა დიდებულთა" მოთხოვნას "ძალითა სამე" დაემორჩილა და მეფედ იკურთხა.

დიდებული სანახავი იყო დედაკაცის მეფედ კურთხევა, ასეთი რამ ხომ საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაშიც და სხვა ერთა ცხოვრებაშიც იშვიათად მომხდარა. ანტონ ჭყონდიდელმა, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, გვირგვინი დაადგა, სიძლიერის სიმბოლოდ ხმალიც შემოარტყეს, "ჰკრეს სპერჭურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა და იყო ზარი და ზეიმი ქალაქსა შინა".

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 11:00 PM

"ღმერთია მოწამე, ქმროსნობის მოწადინე არასოდეს მქონია გული; ჩემგან ამას სამეფო ტახტი რომ არ მოითხოვდეს, რომელიც ღვთისა და მშობლებისაგან მომებარა, ახლაც უქორწინებლობის მთხოვნელი ვიქნებოდი".

/თამარ მეფე
"კარიბჭე" N8, 2007, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 12:41 PM

"გადიოდა წლები, თამარს კი შვილი არ ეძლეოდა. მთელი ერი ლოცულობდა მეფის შვილიერებისთვის. ქორწინებიდან 3-4 წლის თავზე თამარი დაორსულდა. ეს რომ შეიტყვეს, მარხვით, ლოცვითა და ლიტანიობით შეევედრნენ უფალს, მეფისთვის ვაჟი მიეცა. მართლაც იშვა ძე, "ყოვლითურთ მსგავსი პაპისა", რომელსაც გიორგი დაარქვეს. წელიწადის შემდეგ კვლავ დაორსულდა თამარი და შვა ასული - რუსუდანი. დიდძალი საგანძური გასცა მეფემ სამადლობლად, მხედართმთავრებმა კი ლაშას სახელზე ილაშქრეს, მოარბიეს ბარდავი, კარნუ ქალაქი, გელაქუნი და ნადავლიც წამოიღეს."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 01:13 PM

"მთელი საქრისტიანოს ეკლესია-მონასტრებს უთვალავ სიმდიდრეს სწირავდა წმინდა მეფე თამარი. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ქველისმოქმედებისთვის მონაზონნი ეწვივნენ: შავი მთიდან, ანტიოქიიდან, მთაწმინდიდან, კვიპროსიდან... თამარ მეფემ ისინი უფლის ანგელოსთა დარი პატივით მიიღო, უხვად დააჯილდოვა, მათგან ყველაზე შორი მხრიდან მოსულებს კი დიდძალი ოქრო უბოძა: ნაწილი თვითონ უნდა მოეხმარათ, ნაწილი კი სხვა მონასტრებისთვის ეწილადებინათ.

ბერები შინ კონსტანტინოპოლის გავლით ბრუნდებოდნენ, იქ კი ბერძენთა მეფემ ალექსი ანგელოსმა, "ანგარად" წოდებულმა, მათ თამარის ბოძებული ყოველივე წაართვა. ეს რომ თამარ მეფემ შეიტყო, წმინდა მამანი კიდევ უფრო გულუხვად დაასაჩუქრა, მცირეოდენი ჯარით კი ლაზეთი, ტრაპიზონი, ლიმონი, კერასუნდი, სინოპი, არაკლია, პონტო აიღო და ყოველივე თავის ნათესავს ალექსი კომნენოსს უბოძა. ასე წარმოიშვა ტრაპიზონის სამეფო. ამას ისიც დაერთო, რომ კონსტანტინოპოლი ლათინებმა აიღეს და საბრალო ალექსი ანგელოსმაც თავი საკუთარ სიძეს შეაფარა. ბულგართა მეფემ ის ერთ ციხეში შეიყვანა და წინ ოქრო დაუფინა. უთხრა; "აჰა, საჭმლისა და სასმლის წილ გქონდეს, განა ამისთვის არ წარწყმიდე ქრისტიანთა სამეფო სახლიო?!" საცოდავი შიმშილით მოკვდა. ასე დამთავრდა ღვთისთვის შეწირული საგანძურის მიმთვისებლის ამბავი."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 05:24 PM

"უაღრესად მორწმუნეს ღამისთევით ლოცვა, მღვიძარება, და მუხლთადრეკა ჰყვარებია. კარის ეკლესიაში ყველა ლოცვა და წესი პალესტინის მონასტრის ტიპიკონის მიხედვით აღესრულებოდა. თვითონ ხომ არ დააკლდებოდა ლოცვას, ამას ვერც მისი მხლებელნი იკადრებდნენ. საკუთარი შრომით მომუშაკებულ ფულს მოწყალებად გასცემდა. ასე განსაჯეთ, თავის ყოველ ულუფას შეაფასებდა და იმის საფასურ ხელთსაქმარს გაჰყიდდა და გლახაკებს ურიგებდა.

უთვალავ ქონებას გასცემდა და აავსებდა გლახაკს, ქვრივსა და ობოლს. ეკლესია-მონასტრები საქართველოში თუ საზღვარგარეთ ხომ თამარ მეფის წყალობით არსებობდნენ. უაღრესად გულმოწყალე, თავისი ხელით გაუმზადებდა სარეცელს მის კარზე მცხოვრებ სნეულ მონაზვნებს. თვალთაგან ცრემლი ბევრჯერ დასდენია, როცა გადამტერებული კაცის სიკვდილი გაუგია. სწორედ ეს ხიბლავდა ერს და სხვადასხვა ტომისა და სარწმუნოების ხალხს ერთ მუშტად შეჰკრავდა.

მეფეს ხალხმაც მიბაძა, ქართველებს ღვთის შიში ჩაუდგათ გულში და წმინდა ცხოვრება შეიყვარეს. ქვეყანა ეკონომიკურადაც გაძლიერდა: ლამის მეორე ციხეს თუ ეკლესიას დღესაც თამარის აშენებულს ეძახიან; გაუყვანიათ ორი არხი: ერთი კახეთში, ალაზნისა, 119 კილომეტრის სიგრძის, რომელიც 53000 ჰექტარ მიწას რწყავდა, მეორე კი სამგორში, 20 კილომეტრისა. თამარის ბრძანებით ანტონ ჭყონდიდელს სხალტბიდან შიომღვიმისთვის 7-კილომეტრიანი წყალსადენით წყალი მიუწოდებია. სულ ოქროს მილებით აწვდიდა წყალსო, - ამბობდა ხალხი.

"ათასი კაბა ყმა მყავდა,
ყველანი ოქროს ღილითა,
ვაჭმევდი დედალ ხოხობსა,
ვასმევდი ბროლის ჭიქითა".
ეჰ, ნეტავ იმ დროს და იმ ყმობას!..

მოდი და ნუ გეყვარებოდა ასეთი მეფე, რომელიც ვერც საკუთარმა სილამაზემ ვერ გააზვიადა, ვერც მეფობამ, ვერც მტერთა ზედა ძლევამ და ვერც ურიცხვმა ქონებამ. ვერაფერმა შეცვალა მისი მარტივი და მიმზიდველი ქცევა. წარბი ერთხელაც კი არ აუწევიაო."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 05:50 PM

"თამარის ფერხთით ნებივრობდა შარვანშას გამოგზავნილი ლომის ბოკვერი, რომელიც მართალია წამოზრდილიყო, მაგრამ თამარის მორჩილება და სიყვარული მაინც გამოჰყოლოდა."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 07:31 PM

"ნაჭარმაგევში იდგა მეფე, სენი რომ გამოაჩნდა. დიდხანს მალავდა, არავის აწუხებდა. ჭირი მხოლოდ მაშინ გაამჟღავნა, როცა კურნება დაგვიანებული იყო. სენის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ "დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავს იდვა შეუმთხვევლად მიშვება აგებულებისა".

შეწუხდა ხალხი. ჩამოიყვანეს ტფილისში, დაასიეს მკურნალები. ცალკე ღამისთევებითა და ლიტანიობით ითხოვდნენ მეფის გამოჯანმრთელებას. ხალხი სიკვდილს ნატრობდა, შვილებსაც კი გასწირავდნენ, ოღონდ მეფე გადარჩენოდათ..."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.40/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 07:52 PM

"დაბნელდა ქართველთა მზე იანვრის თვრამეტში (სხვა ვარიანტით კი თორმეტში). არადა მეფე თამარი ორმოცდაოთხი წლისა თუ იქნებოდა. მწარედ დასტიროდა დას რუსუდანი (მან ოთხმოც წლამდე მიაღწია, მტკიცედ დაიმარხა ქალწულება, შეიყვარა სიწმინდე, სიკეთე და მოწყალება...).

მას შემდეგ საუკუნეები გავიდა. დაიკარგა თამარის საფლავი, მაგრამ სათაყვანებელი მეფის წმინდა ხატებას, ქართველის სულში ღრმად აღბეჭდილს, დრო-ჟამმა ვერა დააკლო...

წმინდა მეფე თამარის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს ჩვენი ერი - პირველ მაისს (ძველი სტილით) და მენელსაცხებლე დედათა კვირას, ნიშნად მისი მოციქულებრივი ღვაწლისა."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2020, 05:55 PM

"სოფლის [ვეჯინი] სამხრეთით მდებარე, რიყის ქვით ნაგებ ციხე-სიმაგრეს "თამარ-ციხეს" ეძახიან. გადმოცემით, ვეჯინში სტუმრობისას თამარ მეფეს უთქვამს: "მე აქ ვეჯინეო" და სოფლის სახელწოდებაც აქედან წარმომდგარა, თუმცა ეს მხოლოდ ხალხური ეტიმოლოგიაა"

/"კარიბჭე" N8, 2020, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2020, 08:24 PM

"დღემდეა შემორჩენილი "ვაჩნაძიანთ პალატების" - სასახლის ნანგრევები და გალავნის ნაშთები. მახლობლად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დგას. "პალატები", სავარაუდოდ, VIII-IX საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. მკვლევართა აზრით, იგი სასულიერო სასწავლებელი უნდა ყოფილიყო. თქმულების თანახმად, "პალატებში" მიუღია განათლება თამარ მეფის ეპოქის ცნობილ პოეტს ჩახრუხაძეს"

/"კარიბჭე" N8, 2020, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2021, 08:47 PM

"გიორგი პირველი გარდაიცვალა ოცდახუთი წლისა 1027 წელს, გამეფდა თორმეტი წლის და იმეფა 13 წელიწადი. გიორგი პირველს მეორე ცოლიც ჰყოლია ოვსეთში ოვსთა მეფის ასული ალდე, რომლისაგანაც ეყოლა დემეტრე. დემეტრეს შტოსაგან მეექვსე თაობა იყო თამარ მეფის ქმარი დავით სოსლანი".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.59/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2021, 09:50 PM

"აზერბაიჯანელი პოეტი ნიზამი მწარე სიმართლეს თვალებში უყურებდა და ამბობდა: "იყო ქალი, სახელად თამარ, თბილისისა და საქართველოს ხელმწიფე, რომელიც ლაშქრავდა განჯასა და ირანის საზღვრებს". ივ. ჯავახიშვილი კი წმ. თამარ მეფეზე წერდა: მასში ღმრთიული ნიჭი, მამაცური ხასიათი და ბრწყინვალე გარეგნობა ერთმანეთში იყო შერწყმული. მას ყოველივე შეეძლო, რასაც მოისურვებდაო".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.279/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2021, 10:20 PM

"თამარ მეფის ზეობისას საქართველომ ძლევამოსილების მწვერვალს მიაღწია. თამარის მხედართმთავრებმა ქვეყანას სახელი გაუთქვეს არაერთი სახელოვანი ბრძოლითა და ლაშქრობით. მაგრამ თავად დედოფლისათვის უცხო იყო ყოველგვარი მეომრული განწყობილება, პირიქით, ყოველთვის ცდილობდა, მეზობელ სახელმწიფოებთან წამოჭრილი დავა-კამათი მშვიდობიანი მოლაპარაკებებით გადაეწყვიტა. მისი ჯარები მუდამ თავს იცავდნენ ხოლმე და შეტევაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადიოდნენ, როცა იძულებული ხდებოდნენ"

/დეკანოზი ვიაჩესლავ ტულუპოვი
"კარიბჭე" N2, 2021, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 01:08 PM

"როგორც არაბული და სპარსული წყაროები მოწმობენ, თამარის მეფობისას, მუსულმანები საქართველოში უკეთესად ცხოვრობდნენ, ვიდრე ბევრ სხვა ისლამურ სახელმწიფოში".

/დეკანოზი ვიაჩესლავ ტულუპოვი
"კარიბჭე" N2, 2021, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2021, 02:27 PM

"მემატიანის სიტყვით, წმ. თამარმა გამოიჩინა გონიერების სიმშვიდე და მის დროს "...არცა თუ ტაჯგანაგი [მათრახი] უბრძანა ვის სადმე კვრად", არც "ასოთა მიღების" სასჯელი გამოუყენებიათ ე.ი. არც მათრახის ცემით და არც სხეულის ასოების მოკვეთით დაუსჯიათ ვინმე. ეს წესი იმდროინელ მსოფლიო პოლიტიკაში ყველგან გამოიყენებოდა".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.77/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2021, 04:51 PM

"წმ. თამარი იყო დიდი მლოცველი. მას თავისი სამყოფელი მოსასვენებლის მახლობლად დაბინავებული ჰყოლია ხუცესი და მონაზვნები, რომელთაც თვითონ აჭმევდა, აძლევდა მოსახმარს, ხოლო უძლურებთან თვითონვე მიდიოდა მოსახილველად და ნუგეშის საცემად. თვითონვე უგებდა ლოგინს და უმზადებდა საწოლს".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.79/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2021, 05:04 PM

"მიცვალების შემდეგ ყველა ქართველს უნდოდა წმ. თამარის ნეშტი მის მხარეში ყოფილიყო დაკრძალული. ასე მაგალითად: სვანები სვანეთში თვლიან მის საფლავს, რაჭველები - რაჭაში, ერთი კლდის გამოქვაბულში, იმერლები - გელათს ან რიონის ფსკერზე, კახელები - კახეთში. ართვინის (თურქეთის ერთ-ერთი რაიონი) ქართველები კი ლაპარაკობენ: "თამარ მეფე ბურღულში ასაფლავია ოღონდ სად, ეს კი არავინ იცისო". ზოგნი ამბობენ ლაშა-გიორგიმ დედის ანდერძის მიხედვით იერუსალიმში, გოლგოთაზე, ქრისტეს საფლავის ეკლესიაში დაასაფლავაო".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.83/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2021, 08:38 PM

"1184 წლიდან 1212 წლამდე საქართველოში მეფობდა სახელგანთქმული თამარი, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ მეორე სემირამიდას. მის კარზე მოღვაწეობდა პოეტი შოთა რუსთაველი". (გ. პანამიხაილი)

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.90/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2021, 05:47 PM

"სხვა ვერსიით წმ. თამარ მეფის საფლავი არის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, იქ, სადაც შოთა რუსთაველი მარხია. ზოგნი ამბობენ - ვარძიაშიაო დასაფლავებული და მის საფლავზე სამი სვეტი აღმართესო. ასეთი ლეგენდაც არსებობს, ოსმალეთის ფაშა, რომელმაც ადრე ცოლობა სთხოვა წმ. თამარს, მისი საფლავის შესარყვნელად ვარძიის მონასტერში მივიდა. მას უთხრეს - სამი ბოძია ნიშანი წმ. მეფის საფლავისო. დაიწყო პირველი ბოძის მოშლა. ბოძმა ხმა ამოიღო და უთხრა: მე ტყუილად მთხრი, მეორე ბოძის ქვეშაა დამარხულიო. მეორე ბოძმა მესამეზე მიუთითა, მესამემ ისევ პირველზე და მაშინ კი ძალიან გაკვირდა ფაშა და სთქვა: - ცოცხალიც დიდებული და ძლიერი იყავ და მიცვალებულიც არ კარგავ შენ დიდებასა და ძლიერებასაო. ღმერთს მადლობა გადაუხადა ასეთი სასწაულისათვის, პატიება სთხოვა წმ. თამარის სულს და დატოვა მონასტერი.

ერთი გადმოცემით წმ. თამარი კვიპროსშია დამარხული და მის საფლავს ლომზე ამხედრებული "მამაის" სული და გველები იცავენო.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით წმ. თამარი აქამდეც არ მომკვდარა, ახლაც ასვენია ოქროს კუბოში, სადღაც მთებში, გამოქვაბულში, მაგრამ მოვა დრო საქართველოს ბედნიერებისა, ქართველი ხალხის განახლებისა. და აი მაშინ გააღებს გამოქვაბულის კარებს და ყველას გააბედნიერებსო".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.84/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2021, 08:32 PM

"მართალია მეფე-ქალი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში ლაშქარს უშუალოდ არასოდეს გასძღოლია, მაგრამ ყველა სახელოვანი ომი, რომელიც ქართველებმა მისი მეფობის ჟამს გადაიხადეს, პირველ რიგში სწორედ მისი მოგებული იყო".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.85/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2021, 07:56 PM

"ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, რომელიც 1878 წელს გაზეთ "დროებაში" და 1893 წელს გაზეთ "კვალში" გამოქვეყნდა, წმ. თამარის ვაჟი, ლაშა-გიორგი ირემმა გაზარდა. ამის გამო ბაგრატიონები ირმის ხორცს არ ჭამენ, ამბობენ ირემი ჩვენი გამზრდელიაო".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.86/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2021, 08:12 PM

"ოსეთში ეს ლეგენდაა გავრცელებული: წმ. თამარ მეფის დროს იალბუზზე თოვლი არ მოდიოდა. იქ მეფეს 12 ოთახიანი და 12 კარიანი ციხე-კოშკი ჰქონდა. ერთხელ სხვაგან მიმეგზავრებოდა და მე-12 კარის გასაღები გამზრდელს დაუტოვა და უთხრა: არამც და არამც ეს კარი გააღოო. მან კი ვეღარ მოითმინა და მეფის ბრძანების წინააღმდეგ წავიდა. კარის გაღებისთანავე ოთახში გამომწყვდეული "თოვლის ვარსკვლავი" გაფრენილა. წმ. თამარს გაუგია ყოველივე და ძალიან სწყენია. ძიძა საშინლად დაუწყევლია, რომელიც ტარტაროზად გადაქცეულა. იმის შემდეგ იქ საშინელი ზვავი იცის. ამ ლეგენდის მიხედვით იალბუზის გვერდზე არის ე.წ. "ტარტაროზის მთაც".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.86/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2021, 08:29 PM

"არსებობს ლეგენდა წმ. თამარის გამეფების შესახებაც, რომლის მიხედვით წმ. თამარ მეფის დედას - ბურდუხანს - დასიზმრებია, რომ წმ. თამარი მთელი დიდებით სამეფო ტახტზე იჯდა, ხელში სამეფო გვირგვინი ეჭირა, აპურებდა ქვრივ-ღატაკებს, მართავდა ქვეყანას. ეს სიზმარი მართლაც ასრულდა. წმ. თამარი გახდა დიდებული მეფე, თავისი ჭკუით, ჰუმანიზმითა და სილამაზით დაიპყრო მთელი მსოფლიო".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.86/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2021, 06:16 PM

"წმ. თამარ მეფეზე არსებული უამრავი ლეგენდებიდან ერთ-ერთის მიხედვით იგი ისე ძლიერ მორწმუნე მეფედაა მიჩნეული, რომ მიწიერ და ციურ მოვლენებსაც - წვიმას, თოვლსა და ქარსაც - განაგებდა".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.86/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2021, 08:04 PM

"სვანეთში ჩასვლის დროს წმ. მეფე გაივლ-გამოივლიდა, სადაც ტაძარი არ იყო, მაშინვე ააშენებდაო. ამგვარად ააგოო მან ტაძარი სოფელ ჩეკულში, რომელიც მნახველის დიდ ყურადღებას იქცევს თავისი ფრესკებითა და კარიბჭით"

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.87/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2021, 08:16 PM

"ერთი ლეგენდა ამბობს,რომ წმ. თამარ მეფე ისეთი წმინდანი იყო, სადაც ფეხს დაადგამდა და იტყოდა, აშენდესო - ყველაფერი აშენდებოდაო. მაგალითად: იტყოდა აქ აშენდეს ტაძარი! - აშენდებოდაო და აი ასე ყოველ ლამაზ კოშკსა და ციხეს - თამარისა ჰქვია, ყველაზე ძველ და დიდ ხიდს - თამარის ხიდი, ყველაზე დიდ წყალსადენს - თამარის წყალსადენი და ა. შ.".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.87/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2021, 08:32 PM

"ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, წმ. თამარი შოთას ძმასაც ჰყვარებია. ძმებს არ სცოდნიათ ერთმანეთის სიყვარულის შესახებ. როცა შოთას ეს შეუტყვია, ძალიან დამწუხრებულა, დახრილა, მიწას სამჯერ მთხვევია და სატრფიალო ლექსი წარმოუთქვამს, ამის შემდეგგ კი საქართველოდან პალესტინაში გადახვეწილა.
წმ. თამარ მეფეზე მუსულმანურ ქვეყნებში, ევროპასა და აზიაშიც მრავალი ლეგენდაა გავრცელებული".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.87/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2021, 08:38 PM

"ქართლის ცხოვრება წერს, რომ წმ. თამარ მეფე ისეთი მლოცველი იყო, რომ მეუდაბნოებსაც აჯობებდაო და ამიტომ სწყალობდაო ღმერთი, ამიტომ ადიდებდა და აქებდაო დიდი და პატარა".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.88/


------------------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 07:17 PM

"თამარ მეფის პირველ ქმარს მძიმე სიმთვრალე და სხვა უზნეო თვისებები აღმოაჩნდა, ამას ემატებოდა ისიც, რომ მეფე-დედოფალს ტახტის მემკვიდრე არ შეეძინა. განქორწინების საფუძველი ცოლქმრული ღალატი გახდა"

/ლევან მუმლაძე, "საქართველოს უდიდესი მეფეები" გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2021, 09:41 PM

"თამარ მეფე მართალია მტრის მიმართ მკაცრი იყო, თუმცა იგი არასოდეს ყოფილა სასტიკი და დაუნდობელი. ასე მაგალითად მას სიკვდილით არ დაუსჯია აჯანყებული ადამიანებიც კი. მეფე-ქალი ქვეყნის შემოსავლის მეათედს, "გლახაკთა ნაათალს", ღარიბ-ღატაკებს ურიგებდა და მათვე ახმარდა თავისი ხელსაქმის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხებსაც.

თამარის მოღვაწეობის ბოლო წლები განსაკუთრებით გამოირჩეოდა აღმშენებლობითი მოღვაწეობით. ქვეყანა გზებით, ხიდებით, არხებით დაიფარა. ამ დროს აშენდა 199 კმ სიგრძის ალაზნის არხი, რომელიც 53 ათას ჰექტარს რწყავდა. შემთხვევითი არაა ისიც, რომ ქართველები თამარ მეფის ხანაში აგებულად მიიჩნევენ ძველად აგებულ ციხე-სიამგრეებსა და ტაძრებს".

/ლევან მუმლაძე, "საქართველოს უდიდესი მეფეები" გვ.24/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2022, 07:30 PM

"[კათალიკოს-პატრიარქი] მიქაელ IV - (1158-1186 წ.წ.) - თამარ მეფი მაკურთხეველი".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 03:52 PM

"მართლაც, ამ დროსაც სახელმწიფო, მეფე რომ უნდა ყოფილიყო მთიელთა მიწის უზენაესი მესაკუთრე, ეს ჩანს, ჩვენი აზრით, იქიდან რომ, მაგალითად, "ფშავის ხევის" თორმეტი თემიდან გარდა იმისა, რომ თითოეულს თავისი საკუთარი ხატი (ღვთაება) ჰყავს, "საზოგადო ხატი, რომლის სამსახურიც ყველა ფშაველს ადევს კისრად, არის თამარ დედოფალი და ლაშარის ჯვარი. ეს ჯვარი არის შეწირული ლაშა გიორგისაგან, ალბათ, ეკლესიისთვის, როგორც ნიშანი ერთმანეთის ერთგულებისა: მეფისა ფშაველის მიმართ და ფშაველებისა მეფის მიმართ. ესე მოგვითხრობს ზეპირგადმოცემა" (ვაჟა-ფშაველა). ხალხური გადმოცემით, ლაშარის ჯვარის "ადგილს წინად ყოფილა აშენებული ლაშა გიორგისაგან ეკლესია წმინდისა გიორგისა სახელზედ, რომლისათვისაც მშვენიერი ხატი წმინდისა გიორგის შეუწირავს. ეს გარემოება ხალხს დავიწყებია, შეწირული და შემწირველი გაუერთიანებია და კიდეც გაუღმერთებია".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.162/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 05:44 PM

"1179 წელს გიორგი III-მ თავად დაადგა თამარს "გვირგვინი ოქროსა თავსა მისსა, ოქროსა მის ოფაზისა, აღხმული იაკინთთა, ზმირთა და სმარაგდოთა მიერ". დიდებულნი ლიტანიობდნენ თამარის წინაშე. მეფე დიდებულებს აფიცებდა თამარის ერთგულებაზე. ამ დიდი ზეიმის შემდეგ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით მიდიოდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში. მას, გეგუთში მყოფს, მეტად სამწუხარო ცნობა მიუვიდა - თამარი ბურდუხან დედოფლის გარდაცვალებას ატყობინებდა. მეფე სასწრაფოდ ჩავიდა დედაქალაქში. მთელმა საქართველომ დაიტირა დედოფალი. იგი დიდი მწუხარებით, ამასთან, დიდი პატივით დაკრძალეს".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.418/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 06:21 PM

"ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია გამოსახული, მის წინ აქ მამამისი გიორგი III დგას. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და ლაშა-გიორგია გამოსახული. ბეთანიაში მხოლოდ თამარია (მამის გარეშე) ლაშა-გიორგისთან ერთად. ამ პორტრეტების შინაარსი აშკარად განსაზღვრავს ქრონოლოგიასაც. ვარძიის პორტრეტი უადრესია, ბერთუბნისა კი ყველაზე გვიანდელი".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.455/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 09:30 PM

"გამეფების უმალ თამარის სამეფო საქმიანობის თვალსაწიერში სასულიერო სფერო მოექცა. მეფემ მიზნად დაისახა საეკლესიო საქმეთა მოწესრიგება, იერუსალიმიდან მოიწვია ნიკოლოზ გულაბერისძე და საგანგებო საეკლესიო კრება ჩაატარა. თამარმა საპროგრამო სიტყვა წარმოსთქვა კრებაზე და "წარვიდა პალატად თვისად". კრებამ უღირსი საეკლესიო პირები გადააყენა და მათ ნაცვლად "საღმრთონი კაცნი" დანიშნეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვერ შეძლეს მეფისა და საზოგადოებისათვის არასასურველი კათოლიკოსის მიქელ მირიანის ძის გადაყენება"

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.423/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 02:50 PM

"ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისის" ავტორმა ბასილი ეზოსმოძღვარმა ხმამაღლა განაცხადა, რომ წინაპართა მიერ დატოვებული ტერიტორია მეფე თამარმა ერთი ორად გაზარდაო და დაასკვნა: "გარნა ლომი ბრჭყალთაგან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.445/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)