IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ა კ ა კ ი
marine
პოსტი Apr 11 2026, 02:29 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ერის გულისტკივილს კარგად გამოხატავდა ივერიის ფურცელზე დიდი მგოსანი აკაკი წერეთელი. "არ დავიფიცავ, ბევრი რამ მამა-პაპათა ნაანდერძევი, დღეს დაკარგულ-დავიწყებული მიგლოვია, მაგრამ არც ერთის ისე არ დამსობია გულზე, როგორც ეს უკანასკნელი უკუღმართობა, ბევრი აღარა დაგვრჩენია რა თანამედროვე ეროვნული წმინდა-წმიდათგანი. ერთიღა გელათი იყო. თანამედროვე ქართველის კუჭმა ჩაყლაპა და არ გვმართებს მოთქმა ტირილი?". ამავე პერიოდში აკაკის დავით აღმაშენებლის ბეჭდისთვის მიუძღვნია ბრწყინვალე ლექსი:

"და ის საცერე დიდი ბეჭედი,
აღმაშენებელს რომ თითზე ეცვა
და კურთხეულმა მისმა მარჯვენამ,
საქრესტეანო რითაც დაიცვა,
სხვა სიმდიდრესთან ბოროტ
განძრახველს გაუტაცია ისინიც ერთად,
აღარ უცვნია გადარჯულებულს
ტაძარი ტაძრად და ღმერთი ღმერთად".

აკაკი წერეთელს დავით აღმაშენებლის ბეჭედი ნანახი უნდა ჰქონოდა გელათში, ამიტომაც გამოიწვია ასეთი მწიხარება მისმა დაკარგვამ. XIX საუკუნის ბოლოს გელათში ბეჭედი უნახავს ცნობილ ხელოვნებათმცოდნეს ნიკოდიმ კონდაკოვს. მან აღწერა ბეჭედი და ფოტოც გადაუღო მას. სწორედ მისი დამსახურებით გვეძლევა შესაძლებლობა, წარმოდგენა გვქონდეს დავითის ამ სიწმინდეზე"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2026, 02:21 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,195
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის მონასტერში ინახებოდა თამარ მეფის ძვირფასი ქოშები, რომელიც, სამწუხაროდ, XIX საუკუნეში დაიკარგა (ზოგი ცნობით, ქოშები კათალიკოსის კუთვნილება იყო). 1904 წელს გელათის მონასტერი გაძარცვეს. ამ საშინელი ფაქტის გამო დიდმა აკაკი წერეთელმა ლექსი დაწერა:

"ძველი დიდების საჩინო ნაშთნი,
შენი გელათი, დიდი ტაძარი,
სადაცა ბრწყინავს სული დავითის
და თამარისა, ვითა ლამპარი,
ის წმიდა ქოში, რომელსაც თამარ
ლოცვა-ვედრების დროს გაიხდიდა
და ფეხშიშველა, სამშობლოს მსხვერპლად
წმიდა ტაძარში წმიდა ცრემლს ჰღვრიდა".

ლექსში აკაკი ფაქტიურად აღიარებს, რომ დავითი და თამარი გელათის დიდ ტაძარში განისვენებენ. მან ასევე იცის, რომ გელათში ინახებოდა თამარის ქოშები, რომელსაც ის წმიდას უწოდებს, ანუ ვინაიდან თამარ მეფე წმინდანია, მის ნაქონი ნივთიც წმინდაა"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th November 2026 - 05:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი