თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ პატრიარქი - ნათლია

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2007, 01:11 PM

ყველა მოსუმენდით ალბათ პატრიარქის განცხადებას , ყოველი მესამე ან მომდევნო შვილის ნათლიად პატრიაქრი მოგვევლინება თუ ცხადია ამის სურვილს გამოთქვავენ ბავშვის მშობლები. ეს ნაბიჯი აშკარად დემოგრაფიული პრობლემის გამოსასწორებლად იყო მიმართული.


როგორ ფიქრობთ უშველის ეს რამეს? არადა რა კარგია ოჯახის ნათლიად პატრიარქი, ამ განცხადების შემდეგაც მრველშიც კი დიდი სურვილი მესამე შვილის ყოლის ვერ შევნიშნე...

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 17 2007, 01:39 PM

მესამე შვილს მარტო მაგ მიზეზით ალბათ ისევ ის ოჯახები გააჩენენ ვისთვისაც რწმენა რაღაცას ნიშნავს, ვისთვისაც პატრიარქის სიტყვა უზენაესია...რავიცი...ძნელი სათქმელია...დრო გამოაჩენს...თუმცა ინიციატივა რომ დიდებულია ამას აღარ უნდა ლაპარაკი...smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 01:53 PM

რა ქნან ქართველმა დედებმა, მათთვის ხომ აღარანაირი შეღავათებია.

ჩემი მეგობრის დამ როგორც იქნა მუშაობა დაიწყო და აღმოაჩინა რომ მესამე შვილზეა ფეხმძიმედ.. თავს იკლავდა ტირილით რადგან ავტომატურად სამსახურს დაკარგავსsad.gif

რაკი მორწმუნეა აბორტი გადაიფიქრა და ახლა მოხარულია, რომ მისი პაწია პატრიარქის ნათლული გახდება.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 17 2007, 02:06 PM

ციტატა
აბორტი

არ გამაგონოთ smile.gif საშინელებაა...
ციტატა
რომ მისი პაწია პატრიარქის ნათლული გახდება.

ძალიან მაგარია ! უმაგრესია რა smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 17 2007, 02:30 PM

ციტატა
როგორ ფიქრობთ უშველის ეს რამეს?..


უშველის თუ არ უშველის, ერთია ფაქტი, რომ მწყემსთავრის გადადგმული ნაბიჯი, არის კიდევ ერთი განაცხადი ეკლესიური მზრუნველობის, საკაცობრიო მიზნისა და უფლის კურთხევის "გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა"

მე პირადად გული გამითბა smile.gif


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2007, 02:44 PM

marine

ციტატა
ავტომატურად სამსახურს დაკარგავს




blink.gif , მარი მაოცებ! კანონით აკრძალულია ფეხმძიმე ქალის სამსახურიდან გაშვება, დეკრეტულ შვებულებაში მყოფებისაც. აი, რას ნიშნავს კანონის არცდონა....


მნათე
ციტატა
მე პირადად გული გამითბა



ჰო, გული კი გამითბა, მაგრამ ცოტა შედეგიც მინდა ლევანი. თუნდაც 1000 ბავშვით მეტი, რომ დაიბადოს ამ განცხადების საფუძველზე დიდი საქმეა...

მე რას ვბლატაობ, არათუ მესამე პირველიც არა მყავს smile.gif))

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 17 2007, 03:12 PM

ციტატა
თუნდაც 1000 ბავშვით მეტი, რომ დაიბადოს ამ განცხადების საფუძველზე დიდი საქმეა


ცხადია...

და დაიბადება კიდეც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც პატრიარქს ღმერთის შემდეგ პირველ ადგილს მიაკუთვნებენ პატივისცემით...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 03:42 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 17 2007, 02:44 PM) *

marine
blink.gif , მარი მაოცებ! კანონით აკრძალულია ფეხმძიმე ქალის სამსახურიდან გაშვება, დეკრეტულ შვებულებაში მყოფებისაც. აი, რას ნიშნავს კანონის არცდონა....


კანონი ერთია, ნინი და რეალობა სხვა..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 17 2007, 03:43 PM

ციტატა
კანონი ერთია, ნინი და რეალობა სხვა..


და მთავრობა სულ სხვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 03:49 PM

ნაცვლად იმისა, რომ გოგოს გახარებოდა ფეხმძიმობა, რამდენიმე დღე გადაბმული ტიროდა და აბორტის გაკეთებაც კი გადაწყვიტა, რადგან იცის, რომ ძლივს ნაშოვნ სამსახურს დაკარგავს..

სამწუხაროდ ფურცელზე ბევრი რამ წერია კანონის სახით, მაგრამ რეალობა ესაა..

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2007, 04:03 PM

marine

ციტატა
სამწუხაროდ ფურცელზე ბევრი რამ წერია კანონის სახით, მაგრამ რეალობა ესაა..




ამისთვის არსებობს სასამართლო, რომელიც ასეთ რალობას თავზე ახევს ამ ,,რეალობის,, შემქნელებს, თუ ჩემი არ გჯერა დათოს ჰკითხე, სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა რა პროცენტით კმაყოფილდება სასამართლოში, თუ საქმე არ ეხება კონკურსს, კონკურსი ცოტა რთული საკითხია...


რაც შეეხებბა დემოგრაფიას და პატრიარქს...

ციტატა
არსებობენ ადამიანები, რომლებიც პატრიარქს ღმერთის შემდეგ პირველ ადგილს მიაკუთვნებენ პატივისცემით...
ნუ ამ ხალხთა რიგში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მესამეს მაინც გავაჩენდი (რა ვიცი ასე მგონია) სხვადასხვა მიზეზების გამო, პირველი იმიტომ, რომ ნათლია პატრიარქი იქნებოდა, მეორე იმიტომ, რომ რთული დემოგრაფიული სურათია, მესამე იმიტომ, რომ ეს საკიტხი იმდენად მწვავეა, რომ პტრიარქი ეძებს სხვადასხვა საშულებებს, რომ თითო ბავშვით მეტი მაინც დაიბადოს საქართველოში.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 17 2007, 04:06 PM

ციტატა
ნუ ამ ხალხთა რიგში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მესამეს მაინც გავაჩენდი (რა ვიცი ასე მგონია) სხვადასხვა მიზეზების გამო, პირველი იმიტომ, რომ ნათლია პატრიარქი იქნებოდა, მეორე იმიტომ, რომ რთული დემოგრაფიული სურათია, მესამე იმიტომ, რომ ეს საკიტხი იმდენად მწვავეა, რომ პტრიარქი ეძებს სხვადასხვა საშულებებს, რომ თითო ბავშვით მეტი მაინც დაიბადოს საქართველოში.


სურათის ავ-კარგიანობა, პირადპირ კავშირშია მრევლის სულიერ მდგომარეობასთან... სოციალური პრობლემები ნაკლებაქტუალურია...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 04:09 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 17 2007, 04:03 PM) *

marine
ამისთვის არსებობს სასამართლო, რომელიც ასეთ რალობას თავზე ახევს ამ ,,რეალობის,, შემქნელებს, თუ ჩემი არ გჯერა დათოს ჰკითხე, სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა რა პროცენტით კმაყოფილდება სასამართლოში, თუ საქმე არ ეხება კონკურსს, კონკურსი ცოტა რთული საკითხია...
რაც შეეხებბა დემოგრაფიას და პატრიარქს...

არამგონია, ნინი, ისე გაინრევიულოს თავი ფეხმძიმე ქალმა, რომ რკინის ქალამნებით ირბინოს სასამართლოებში და თავზე დაახიოს კანონები ვიღაცას..
უბრალოდ ეს არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, დემოგრაფიული პრობლემა რა სიმწვავით დგას დღის წესრიგში...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2007, 04:12 PM

marine

ციტატა
ისე გაინრევიულოს თავი ფეხმძიმე ქალმა, რომ რკინის ქალამნებით ირბინოს სასამართლოებში



ფეხმძიმეს ვერ გაუშვებენ, ამიტომ ვერ განერვილდება, თუ დეკრეტულში გაუშვეს ესეც სადავო შეიძლება გახდეს. საჯარო მოხელეა მარი, საჯარო სამსახურის სესახებ კანონის 111-ე მუხლი ნახეთ. გააჩინოს მესამეც და მეოთხეც , სხვათა შორის ჩემი მეგობრები აქტიურად აჩენენ..

მუხლი 111. სამსახურიდან განთავისუფლების შეზღუდვა
გარკვეული პერიოდის მიხედვით
1. მოხელე არ შეიძლება განთავისუფლებული იქნეს სამსახურიდან შტატების შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისი სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერებულია: ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (23.12.2005 N 2470)
2. მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 04:19 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 17 2007, 04:12 PM) *

marine
სხვათა შორის ჩემი მეგობრები აქტიურად აჩენენ..


ღმერთმა მისცეს ყველას და ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ქართველ ქალს ჰქონდეს იმის საშუალება და პირობა, რომ უპრობლემოდ იყოლიოს შვილები და სიხარულის ნაცვლად არ გლოვობდეს მორიგ ფეხმძიმობას და აბორტის გაკეთებაზე არ ფიქრობდეს..

პატრიარქის სიტყვები დიდი ნუგეშია.. დღეს გაჭირვების გამო ბევრი ვერ აჩენს შვილს.. ასეთი გამონათქვამიც კი არსებობს: "შვილს თუ გააჩენ, უნდა დაარჩინო კიდეც"

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 17 2007, 04:12 PM) *

marine
მუხლი 111. სამსახურიდან განთავისუფლების შეზღუდვა
გარკვეული პერიოდის მიხედვით
1. მოხელე არ შეიძლება განთავისუფლებული იქნეს სამსახურიდან შტატების შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისი სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერებულია: ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (23.12.2005 N 2470)
2. მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.


ნინ, შენ კანონებზე მელაპარაკები, მე კი რეალობაზე გესაუბრები და ღმერთმა ქნას, რომ ეგ კანონები სრულდებოდეს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2007, 04:24 PM

marine

ციტატა
ნინ, შენ კანონებზე მელაპარაკები, მე კი რეალობაზე გესაუბრები და ღმერთმა ქნას, რომ ეგ კანონები სრულდებოდეს.




ოჰ, მარი, როგორ გიყვარს სხვის ლაპარაკზე აყოლაsmile.gif, გეუბნები ასეა დამიჯერე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 04:25 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 17 2007, 04:24 PM) *

marine
ოჰ, მარი, როგორ გიყვარს სხვის ლაპარაკზე აყოლაsmile.gif, გეუბნები ასეა დამიჯერე.


რა ვქნა, ნინ, არ ვარ რეალობას მოწყვეტილი smile.gif კარგი, გიჯერებ, ღმერთმა ქნას ეგ კანონები სრულდებოდეს smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2007, 04:30 PM

marine

ციტატა
რა ვქნა, ნინ, არ ვარ რეალობას მოწყვეტილი კარგი, გიჯერებ, ღმერთმა ქნას ეგ კანონები სრულდებოდეს



კანონის ასრულებაზე სასამართლოა პასუხისმგებელი, ერის გამრავლებაზე ქალები, ხოდა გატხოვილებმა უსმინონ პატრიაქს, სხვა თუ არაფერი ვალდებულებები გვაქვს ქვეყნის წინაშე...


ეჰ, რა ვიცი, ვისაც საშულება აქვს იმან მაინც უსმინოს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 04:33 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 17 2007, 04:30 PM) *

marine
კანონის ასრულებაზე სასამართლოა პასუხისმგებელი, ერის გამრავლებაზე ქალები, ხოდა გატხოვილებმა უსმინონ პატრიაქს, სხვა თუ არაფერი ვალდებულებები გვაქვს ქვეყნის წინაშე...
ეჰ, რა ვიცი, ვისაც საშულება აქვს იმან მაინც უსმინოს.


პატრირქმა ქადაგებისას თქვა, რომ უკვე მოვიდა ჩემამდე ხმებიო, რომ რამდენიმე ოჯახმა გადაწყვიტა მესამე შვილის გაჩენა.

დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ მრავალშვილიანობა გმირობის ტოლფასია. გმირობის ტოლფასია, თუნდაც ყავდეს ადამიანს ორი-სამი შვილი და ჰქონდეს იმდენი საშუალება, რომ სამივე გამოკვებოს, ჩააცვას, ასწავლოს..

პოსტის ავტორი: ninoekimi თარიღი: Dec 17 2007, 04:34 PM

ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი მორწმუნე ადამიანებისთვის,
ისე მე ისედაც მინდოდა არათუ სამი, არამედ 4, 5 და მეტი შვილი მყავდეს 58.gif (თუ უფლის ნება იქნება რა თქმა უნდა), სამწუხაროდ ამ აზრზე ძალიან ცოტაა sad.gif, ჰა და ჰა ორს აპირებს უმეტესობა sad.gif
მაინც მგონია რომ იქნებიან ისეთი ადამიანები ვისთვისაც ამას აქვს მნიშვნელობა, იქნებ თქვან საცა ორი იქ ერთიცო და..... გავმრავლდეთ ქართველები smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2007, 04:36 PM

marine

ციტატა
რომ სამივე გამოკვებოს, ჩააცვას, ასწავლოს..



მარი, არ ვიცი შვილები არ მყავს და იმიტომ ვფიქრობ ასე თუ მართლაც ასეა, მგონი ქართველები ამ საითხებში ვაჭარბებთ. ყველა ჩემი ახლობლის ბავშბი საბავშვო ბაღსი სხვადასხვა ენების კურსებეზ ცაწერილი, ზოგს რუსი ძიძა ჰყავს, ან რუსულ ბაღშ დადიან. უცხოეთსი, სადაც ასევე ჩემი მეგობრები ცხოვრობენ და მათაგნ ვიცი, უცხო ენას 8 წლის ზემოთ ასწავლან ბავშვს, ანუ ცოტა ზედმეტს ხომ არ ვითხოვთ? რაღაც განსაკუთრებულად გვავქს უცხო ენების სწავლის მოთხოვნა, ტან არაერთის. თუმცა ვიცი, 70 ლარი, რომ ბავშვის ფეხსაცმელი ეღირება... ბავშვს, ხომ ყოველ წუთს ფეხი ეზრდება..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 04:44 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 17 2007, 04:36 PM) *

marine
მარი, არ ვიცი შვილები არ მყავს და იმიტომ ვფიქრობ ასე თუ მართლაც ასეა, მგონი ქართველები ამ საითხებში ვაჭარბებთ. ყველა ჩემი ახლობლის ბავშბი საბავშვო ბაღსი სხვადასხვა ენების კურსებეზ ცაწერილი, ზოგს რუსი ძიძა ჰყავს, ან რუსულ ბაღშ დადიან. უცხოეთსი, სადაც ასევე ჩემი მეგობრები ცხოვრობენ და მათაგნ ვიცი, უცხო ენას 8 წლის ზემოთ ასწავლან ბავშვს, ანუ ცოტა ზედმეტს ხომ არ ვითხოვთ? რაღაც განსაკუთრებულად გვავქს უცხო ენების სწავლის მოთხოვნა, ტან არაერთის. თუმცა ვიცი, 70 ლარი, რომ ბავშვის ფეხსაცმელი ეღირება... ბავშვს, ხომ ყოველ წუთს ფეხი ეზრდება..


ვისაც საშუალება არ აქვს, ის ასეც ვერ მოამზადებს შვილს უცხო ენებში და ისეც.. ქართველების სწრაფვა იმისა, რომ შვილები განათლებულები ჰყავდეს, პირიქით, დასაფასებელიცაა, ვიდრე მშობლის გულგრილობა შვილის განათლების მიმართ..

როცა მშობელს არ აქვს საშუალება ელემენტარულად სკოლის წიგნები შეუძინოს ბავშვს, ის რათქმაუნდა აღარ იფიქრებს მესამე და მეოთხე გააჩინოს..

პოსტის ავტორი: ninoekimi თარიღი: Dec 17 2007, 04:44 PM

ციტატა(marine @ Dec 17 2007, 03:33 PM) *


დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ მრავალშვილიანობა გმირობის ტოლფასია. გმირობის ტოლფასია, თუნდაც ყავდეს ადამიანს ორი-სამი შვილი და ჰქონდეს იმდენი საშუალება, რომ სამივე გამოკვებოს, ჩააცვას, ასწავლოს..

როდესაც ღვთის ნებას დაემორჩილები, ღმერთი მოქცემს იმის საშუალებას რომ გაზარდო კიდეც.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 17 2007, 04:47 PM

marine


მარი, საქმე იმაშია, რომ არც ,,კარგ, დროს არ აჩენდნენ ქართველები ბავშვებს, კომუნისტების დროს ვგულისხმობ, მაშინაც იგივე სფუძველი იყო.. ხოდა ხომ არ ვაჭარბებთ ტქო?


ninoekimi

მაინტერესებს პატრიაქრის სიტყვებს რა შედეგი მოჰყვება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 04:53 PM

ციტატა(ninoekimi @ Dec 17 2007, 04:44 PM) *

როდესაც ღვთის ნებას დაემორჩილები, ღმერთი მოქცემს იმის საშუალებას რომ გაზარდო კიდეც.


რათქმაუნდა უფალი მოწყალეა და ყველა შეჭირვებულს შეეწევა და თუკი მისცემს შვილს, მისცემს ძალასაც მათ გასაზრდელად..
ურწმუნოებიდან მოდის ყველაფერი ცუდი.. რამდენიმე თვის წინ აჩვენეს რომელღაც სოფელში საშინლად ღარიბი ქალი, რომელმაც მეექვსე შვილი, ახალშობილი, იმიტომ მოკლა, რომ რჩენის თავი არ ჰქონდა.. ღმერთმა ყველა ქალი დაიფაროს ასეთი სასოწარკვეთილებისგან..

თუ ადამიანს რწმენა აქვს, ის თუნდაც პატრიარქის სიტყვების გამო იყოლიებს უფრო მეტ შვილს..



ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 17 2007, 04:47 PM) *

marine
მარი, საქმე იმაშია, რომ არც ,,კარგ, დროს არ აჩენდნენ ქართველები ბავშვებს, კომუნისტების დროს ვგულისხმობ, მაშინაც იგივე სფუძველი იყო.. ხოდა ხომ არ ვაჭარბებთ ტქო?


კი, ეგ მეც მახსოვს, რომ მოდაში იყო მხოლოდ ერთი შვილი და ამ მოდას მეტიჩრები იყვნენ აყოლილნი, მაგრამ ზუსტად მაგ ეპოქში გაგვაჩინა დედაჩემმა სამნი smile.gif

პოსტის ავტორი: ninoekimi თარიღი: Dec 17 2007, 04:57 PM

რა თქმა უნდა შედეგი იქნება, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა, არც მხოლოდ სოციალური მდომარეობის გამუმჯობესება არ არის საკმარესი, რამდენი ვიცი შეძლებული ოჯახი აქვთ და ერთი ან ორი შვილი ყავთ, თვითოეული ჩვენთაგანი თუ მისცემს მაგალითს, ალბათ ეს ყველაზე კარგი წახალისება იქნება

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 17 2007, 05:07 PM

ეჰ... ეხლა მე რომ ბაღს გავანებო თავი და ჩემს ფასანაურელ მეზობლებზე ვილაპარაკო... ზოგი იმაზე ფოქრობს როგორ მიიყვანის საცოდავი ბავშვი (1-2, ვაიმე მესამეზე აღარც ვფიქრობ ვიტანჯები გოგოოო) და რა უცხოენა ჩაატენოს თავში... ხოლო ჩემი მეზობელი (ხევსურები არიან) 7 შვილიანი ოჯახია და დედა იმაზე ფიქრობს ხვალე შვილს საჭმელი რომ ვერ ვუშოვო მერე რა ვქნაო? და არა იმაზე ფული კი მაქვს მარა არ ჯობია ამ ერთ-ორ შვილს მივხედო და კაი მომავალი ქონდესო? ეგეთ დედებს მე ვერ ვუგებ... ჩვენ(ჩემ ოჯახში) 3 ნი ვართ და დედაჩემს კიდევ ვსაყვედურობ ცუდია მეტი ბავშვი რომ არ იყოლიეთქო და ისიც სოციალურ პრობლემებს იმიზეზებს... სამწუხაროა... მე მაინც გლეხობის იმედი მაქ იმიტომ რომ ისინი ამრავლებდნენ ყოველთვის ქართველ ერს, თავად აზნაურობა კი უსაქმურობდა და მლიქვნელობდა თავისი დღე და მოსწრება...

არაა ისე პრობლემა ჩვენ არ გავმრავლდებით და ჩინელები არ გატკენენ მაგაზე გულს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2007, 05:07 PM

ციტატა(ninoekimi @ Dec 17 2007, 04:57 PM) *

რა თქმა უნდა შედეგი იქნება, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა, არც მხოლოდ სოციალური მდომარეობის გამუმჯობესება არ არის საკმარესი, რამდენი ვიცი შეძლებული ოჯახი აქვთ და ერთი ან ორი შვილი ყავთ, თვითოეული ჩვენთაგანი თუ მისცემს მაგალითს, ალბათ ეს ყველაზე კარგი წახალისება იქნება


რათქმაუნდა უმთავრესი მაინც რწმენა და იმის შეგნებაა რომ ყოველი შვილი უფლისგანაა, უფლის საჩუქარია. დღესდღეობით ყველაზე კარგ მაგალითს ჩვენი მრავალშვილიანი მოძღვრები იძლევიან.




პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Dec 17 2007, 06:29 PM

დემოგრაფიული საკითხი უმეტესად ყველა ერს აღელვებს... აპრიორი ჩინელების გარდა biggrin.gif

მე მჯერა, რომ პატრიარქის ნათლიად ყოფნა მორწმუნე მრევლისთვის ბევრს ნიშნავს... თან მითუმეტეს ეხმარებიან კიდეც... საპატრიარქოსთან არსებული სამშობიარო სახლი თუ გახსოვთ, იოაკიმესა და ანას სახელობისაა, თუ სწორად მაგონდება.. იქ უფასოა მშობიარობა ქალებისთვის? huh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 17 2007, 07:03 PM

ketino
ჩინელებს სიმრავლე აღელვებთ smile.gif უკვე აღარ, სადონოროდ საქართველო იპოვეს და რა ანერვიულებთ კაცო...

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 28 2007, 11:04 PM

ასეთი თემა (დაახლოებით ასეთი არსებობს კანონისტის განყოფილებაში და ხომ არ გაგვეერთიანებინა?
დათო რას იტყვი?

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Dec 30 2007, 06:57 PM

ციტატა
უშველის თუ არ უშველის, ერთია ფაქტი, რომ მწყემსთავრის გადადგმული ნაბიჯი, არის კიდევ ერთი განაცხადი ეკლესიური მზრუნველობის, საკაცობრიო მიზნისა და უფლის კურთხევის "გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა"

მე პირადად გული გამითბა

yes.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 11 2008, 01:43 AM

ჯერ მარტო კაცმა ამიტომ უნდა იჩქაროს ცოლის მოყვანა ახალგაზრდებს ეხება biggrin.gif და მერე 3 შვილი (აეიფ) biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jan 11 2008, 02:48 PM

მარტო ის გამკვირვებია ადამიანური მოკვდავი გაკვირვებით, საიდან მოსდის უწმინდესს ასეთი გენიალური იდეები.

ყოველთვის უბრალო და შეუმცდარად ეფექტური.


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 11 2008, 05:19 PM

Lenus

ციტატა
მარტო ის გამკვირვებია ადამიანური მოკვდავი გაკვირვებით, საიდან მოსდის უწმინდესს ასეთი გენიალური იდეები.



იდეა მართლა უსაყვარლესია, და სანატრელია მისი უწმინდესობის სახლში მირონით შემოსვლა, მაგრამ შენ როგორ ფიქრობ ლენუს, ამ ინიციატვას ბევრი აჰყვება? მე ეკლესიური ვარ, ასეთივე საზოგადოებაში, დიდი გამოძსხილი ვერ ვნახეsad.gif(

შენ აპირებ მეოთხეს ამის გამო?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 11 2008, 05:21 PM

ვეძებ ორბავშვიან გოგოს..... laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

P.S. მესამე ჩემზე იყოს.... cool.gif

P.P.S. ძალიან გავფუჭდი ამ ბოლო დროს sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2008, 05:22 PM

19 იანვარს გაიმართება დიდი ნათლობა!! smile.gif რა ბედნიერია ის, ვინც ასეთი წმინდა და ბრძენი ადამიანის ნათულული გახდება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 11 2008, 05:22 PM

კანონისტი

ციტატა
ვეძებ ორბავშვიან გოგოს.....

P.S. მესამე ჩემზე იყოს....

P.P.S. ძალიან გავფუჭდი ამ ბოლო დროს




პატარა მეტიჩარა, აბა სამი კანონისტის ატანა როგორია? laugh.gif

მე პირდაპურ მესამეზე ვოცნებობsmile.gif)) სამი მხევლის ატანაც ვერაა ადვილი საქმეsmile.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jan 11 2008, 05:28 PM

მე ძალიან მომეწონა ეს იდეა და კარგიც კია, საქართველოს აღორძინება და ერის გამრავლება სჭირდება ალბათ ბევრი იფიქრებს ამაზე დამესამე შვილსაც მოუვლენენ ქვეყანას , მე მაგალითად სუ მაგას ვიძახდი და ვიძახი კიდეც ღმერთმაშემაქმნეინოს ისეთი ოჯახო როგორიც მემინდა თუ საერთოდ შევქმენი,დაიმდენი შვილი მეყოლება რამდენსაც უფალი მოცემს ღმერთი აჩენს ღმერთი არჩენს, ასერომერს გამრავლება სჭირდება და იმედია გამრავლდება კიდეც და ამის მერე მრავალი ადამიანი იფიქრებს 3-და 4შვილზე, ღმერთმა დაგვილოცოს საქართველო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2008, 05:31 PM

საშობაო ეპისტოლეში ძალიან კარგი სიტყვები აქვს პატრიარქს დაწერილი:

"პატიმრობა ადამიანისთვის ერთ-ერთი მძიმე სასჯელია. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთ მდგომარეობაში მრავალნი იმყოფებიან, რაც ისედაც მცირერიცხოვან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს."

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 11 2008, 07:28 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 11 2008, 02:21 PM) *

ვეძებ ორბავშვიან გოგოს..... laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

P.S. მესამე ჩემზე იყოს.... cool.gif

P.P.S. ძალიან გავფუჭდი ამ ბოლო დროს sad.gif


დავით,

რა არის აქ გაფუჭებული? პირიქით, ძალიან სათნო სურვილია, მამობა მხოლოდ ბიოლოგიური მამობით არ განისაზღვრება, იქნებ უკეთესი მამები ხშირად არაბიოლოგიური მამები არიან, თორემ კაი რომ იყოს , შვილებს არ მიატოვებდა. ასე რომ, არაფერია აქ დასაძრახი, რომც არ გეხუმრა smile.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jan 11 2008, 11:51 PM

QUOTE
ყოველი მესამე ან მომდევნო შვილის ნათლიად პატრიაქრი მოგვევლინება


ნათლიად?
ალბათ უფრო მომნათვლელად.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jan 12 2008, 12:18 AM

QUOTE
შენ აპირებ მეოთხეს ამის გამო?


მხევალი ნინო

მე ამის გამო არა. და არა მხოლოდ მეოთხეს.
თავიდანვე შვიდი შვილი იყო ჩემი ნატვრა და თუ მეტი იქნება უფრო გამიხარდება.

პოსტის ავტორი: ciracira21 თარიღი: Jan 14 2008, 09:38 PM

მეც მინდა ბევრი შვილი მყავდეს,7 მაინც... ჯერჯერობით პირველს ველოდები ... რა თქმა უნდა დიდი ბედნიერებაა როცა პაქტრიარქი შენი შვილის ნათლიაა...ეს ძალიან კარგი იდეაა და ღმერთმა ყველას მისცეს ძალა რომ ბევრი შვილი გააჩინონ...ერთხელ პატრიარქმა ერთ გოგოს ჰკითხა რამდენი შვილი გინდა გყავდესო,მან უპასუხა შვიდიო და პატრიარქმა ცოტააო smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 14 2008, 09:40 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 11 2008, 05:21 PM) *

ვეძებ ორბავშვიან გოგოს..... laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

P.S. მესამე ჩემზე იყოს.... cool.gif

P.P.S. ძალიან გავფუჭდი ამ ბოლო დროს sad.gif



დათ, სხვადასხვა ფორუმზე ზოგიერთების პოსტების კითხვას თავი დაანებე, თორემ უარესი პოსტების წერას დაიწყებ მალე laugh.gif (მიხვდები, რასაც ვგულისხმობ laugh.gif )

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jan 14 2008, 09:45 PM

QUOTE
მან უპასუხა შვიდიო და პატრიარქმა ცოტააო


smile.gif კაი ისტორიაა.
არადა გურიაში იყო ოჯახები 17 , 19 შვილით.
სხვა კუთხეებშიც.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 14 2008, 09:56 PM

უფ, შვილებს რა ჯობია biggrin.gif
მარა, ღმერთო იმდენი მომეცი, რამდენის გაჩენასაც შევძლებ biggrin.gif
ბრრრ, :შიშითდაკრძალვით:

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 14 2008, 10:18 PM

ციტატა(k@the @ Jan 14 2008, 06:56 PM) *

უფ, შვილებს რა ჯობია biggrin.gif
მარა, ღმერთო იმდენი მომეცი, რამდენის გაჩენასაც შევძლებ biggrin.gif
ბრრრ, :შიშითდაკრძალვით:


გაჩენას კიდევ არაუშავს, გაზრდა თქვი biggrin.gif

პ.ს. საზღვარგარეთ ვინცაა იმაზე ვრცელდება ეს ამბავი? smile.gif რა იცი, ჯერ კიდევ დროა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 15 2008, 12:58 PM

staywhite

ციტატა
რა იცი, ჯერ კიდევ დროა



მალადეც ნანაsmile.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 15 2008, 08:30 PM

მხევალი ნინო

ნი, შედეგი რომ იქონია,ამას გუშინ მივხვდი. არ ვიცი,ნახე თუ არა, ტელევიზორში ერთი ქალი ალაპარაკეს,რომელიც სამებაში ჯვარს იწერდა,და მან თქვა,რომ დამირეკეს და მითხრეს,რომ სანამ ეკლესიურად არ დაიწერთ ჯვარს,მანამდე მესამე ბავშვს ვერ მოგინათლავთო. ხოდა,ეს რომ არა,იმ ცოლ-ქმრის ქორწინება შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ღვთის კურთხევის გარეშე დასრულებულიყო,ეს კი ცოდვაა.ამით იმასც მივხვდებით,რომ ისინი ეკლესიური გზით არ ცხოვრობდნენ,სხვა შემთხვევაში ეცოდინებოდათ,რომ ისე არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: DEMIURG თარიღი: Jan 15 2008, 11:00 PM

დროის ფუჭი ხარჯვაა...

არანაირ დემოგრაფიულ მგომარეობას ეს ნაბიჯი ვარ გამოასწორებს

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 15 2008, 11:48 PM

ციტატა
დროის ფუჭი ხარჯვაა...

პირადი გამოცდილებიდან ? biggrin.gif
და მაინც უფრო კონკრეტულად ?
ადვილიაა სხვის მიერ წამოწყებულ კეთილ საქმეზე წარბშეკრულმა" მრავალმნიშვნელოვანი "ფრაზები აფრიალოო

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jan 16 2008, 12:01 AM

ციტატა
მესამე შვილს მარტო მაგ მიზეზით ალბათ ისევ ის ოჯახები გააჩენენ ვისთვისაც რწმენა რაღაცას ნიშნავს, ვისთვისაც პატრიარქის სიტყვა

არა მგონია მესამე და მეათე შვილი მაგიტომ გააჩინონ,ბავშვს კვება უნა გაზრდა,განათლების მიცემა ნერვები და ა.შ.
მართალია დიდი მადლია როდესაც ოჯახში უწმინდესი და უნეტარესი ნათლიაა მაგრამ ეს..... ხომ ხდებით

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 16 2008, 12:11 AM

ციტატა
არა მგონია მესამე და მეათე შვილი მაგიტომ გააჩინონ,ბავშვს კვება უნა გაზრდა,განათლების მიცემა ნერვები და ა.შ

შენ რომელიც ჯერ ისევ ბავშვი ხარ იმათ ნაცვლად ნუ ისაუბრენ ვინც მესამე თუ 4 შვილს აჩენს smile.gif
შენ რა იცი რამდენი ადამიანის და დედის გული დაასტიმულირა ამ წამოწყებამ ? მხოლოდ სოციალური ლოგიკით მსჯელობა აზრის ობიექტურ ფონს ვერ შექმნის

პოსტის ავტორი: DEMIURG თარიღი: Jan 16 2008, 12:37 AM

ლილიანა

ციტატა
პირადი გამოცდილებიდან ?
და მაინც უფრო კონკრეტულად ?
ადვილიაა სხვის მიერ წამოწყებულ კეთილ საქმეზე წარბშეკრულმა" მრავალმნიშვნელოვანი "ფრაზები აფრიალოო


დემოგრაფიული პრობლემა მთელს ევროპაში მწვავედ დგას. შობადობის დაბალი დონე დაკავშირებულია სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან რისი გამოსწორებაც საკმაოდ რთულია. რახეც მეტყველებს ევროპის მრავალი ქვეყნის მაგალითი. ამიტომ მსგავსი პრობლემის გამოსწორება პატრიარქის შვილის ნათლიად ყოლის "მარიაჟობით" ვერ მოხდება. თუმცა საბედნიეროდ არსებობს დემოგრაფიის გაუმჯობესების რამოდენიმე წარმატებული მოდელი (მაგალითად შევედეთის), რომლებიც უფრო სანდო და შედეგის მომტანი იქნება (ამის მაგალითები არის) ვიდრე შუასაუკუნეობრივ მისტიციზმზე აგებული მოდელები.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jan 16 2008, 01:42 AM

ლილიანა
შენ თუნდაც ერთი ბავშვის არზრდას ეხუმრები?

ციტატა
მხოლოდ სოციალური ლოგიკით მსჯელობა

საღი სოციალური მსჯელობით თუ გადარჩება საქართველო თორემ სულიერებით რომ ვმსჯელობთ და ხელს არ ვანძრევთ იმიტომ ვართ ჭაობში...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 16 2008, 01:22 PM

DEMIURG

ციტატა
თუმცა საბედნიეროდ არსებობს დემოგრაფიის გაუმჯობესების რამოდენიმე წარმატებული მოდელი (მაგალითად შევედეთის), რომლებიც უფრო სანდო და შედეგის მომტანი იქნება (ამის მაგალითები არის) ვიდრე შუასაუკუნეობრივ მისტიციზმზე აგებული მოდელები.



ჩემო კარგო, შენ შვედეთის მოდელს მიყევი, ჩვენ პატრიარქის ნათლიობა გაგვიხარდება და ასე აშენდება სოფელი. ერთი მეორე უშლის? ამასთან არ მგონია შვედეთის მოდელის განხიორციელება პატრიარქის ფუნქციაში შედიოდეს, ეს ალბათ უფრო ქვეყნის პოლიტიკაა, ხოდა მიხედავს მტავრობა, თუ ასე წარმატებული მოდელია, სანამ მთავრობა ამ მოდელს გაიხსენებს, მანამ პატრაიქრი ტავისას ცდილობს, ხოდა თუ ამ კეთილის ურვილით თუნდაც 200 ბავშვით მეტი დაიბადება სქართველოში უკვე გასახარია, ვიდრე ის ორასიც არ დაბადებულიყო. ამასობაში მტავრობა არჩევნებს ჩაამთავრებს და ამ ახალ და ლამაზ წამოწყებას შვედეთის პროგრამას დაახმარს, ხოდა დაცვივდება საქართველოში ბავშვები laugh.gif (ნუ როგორ მჯერა). იმედია პატრიარქი უკან არ წაიღებს ტავის სიტყვებს, ამ მოდელის განხორციელების შემდეგაც. მეც მინდა ოჯახში პატრაიქრი ნათლია, რაიმე პრეტენზა გაქვს?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 16 2008, 01:32 PM

ნათია

laugh.gif რააავქნა.... laugh.gif

პოსტის ავტორი: DEMIURG თარიღი: Jan 16 2008, 11:00 PM

მხევალი ნინო

მე ვლაპარაკობ ზოგადად დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე და არა 200-300 ბავშვის დაბადებაზე, რომლის მიღწევასაც არ სჭირდება ამხელა პომპეზური ღონისძიება.

პოსტის ავტორი: Elisabedi თარიღი: Jan 16 2008, 11:53 PM

ციტატა(DEMIURG @ Jan 16 2008, 11:00 PM) *

მხევალი ნინო

მე ვლაპარაკობ ზოგადად დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე და არა 200-300 ბავშვის დაბადებაზე, რომლის მიღწევასაც არ სჭირდება ამხელა პომპეზური ღონისძიება.


პოსტის ავტორი: medavitne nikolozi თარიღი: Jan 16 2008, 11:54 PM

ჩემი აზრით ძაან მაგარი პროექტია,ძაან დაეხმარება ეს ქართველ ერს გამრავლებაში,პირადად მე ვიცნობ ხალხს რომელიც ამის გამო თანახმა არიან მე-3 ბავშვი გააჩინონ,ეს უკვე დიდი შედეგია.

პოსტის ავტორი: Elisabedi თარიღი: Jan 16 2008, 11:55 PM

ზუსტადაც რო ჭირდება ქართველი ერისთვის ის 200 ახალი დაბადებული ბავშვი ძალიან ბევრს ნიშნავს. პარტიარქის ინიციატივა რო ნამდვილად გენიალურია ამაში ორი აზრი არ არსებობს, იქნებ მოვიდეს ეს ხალხი ცოტა აზრზე smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 17 2008, 12:59 PM

DEMIURG

ციტატა
მე ვლაპარაკობ ზოგადად დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე და არა 200-300 ბავშვის დაბადებაზე, რომლის მიღწევასაც არ სჭირდება ამხელა პომპეზური ღონისძიება.



იმ პომპეზურ ღონისძიებაში არ იხარჯება ტანხა, ამასთან ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოყვება, პატრიარქი თავზე იღებს ახალშობილის მონათვლას. სხვის პასუხისმგებლობაში რატომ იჭრები ვერ გავიგე.

ჩემთვის სასიამოვნოა პატრიარქი ნათლია და ასევე სასიამოვნოა თუნდაც ორასი ახალდბადებული ქართველი. ეგებ ვინმეს ვინ პატრაიქრის ეს სიტყვები გაიგო პასუხისმგებლობის გრძნობა გაეღვიძოს ქვეყნის წინაშე, მაინც და მაინც ბევრი ფული უდა დაპიდე ხალხს რომ შვილი გააჩნოს? ჩემს ირგვლივ ბევრია ვისაც ბევრი ფული აქვს, იმდენი მაინც აქვთ, რომ სამი შვილი იყოლიონ, მაგრამ ერთი ჰყავთ, ანუ პასუხისმგებლობის გრძნობა არა აქვთ ქვეყნის წინაშე.

კარგია ვიღაც სხვა ინიციატივას თუ მოგვაწვდის და ამ 200 კიდევ 200 დაემატება.

უბრალოდ მაინტერესებს ფუჭი რითია? ან რა რესურსი გაიხარჯა ამისთვის ისეთი,, რომ არ ღირდა ,,გრანდიოზული აქციის დაწყება,, როგორც შენ ამბობ...

პოსტის ავტორი: tatia333 თარიღი: Jan 18 2008, 07:25 PM

მართლა უდიდესი ბედნიერებაა მათვის ვისაც ამის შანსი აქვს,პატრიარქი შენი შვილის ნათლია,ეს ხო ოჯახისთვის დიდი მადლია. მე სამწუხაროდ ამის შანსი არ მაქვს ჯერჯერობით. მე მგონია უწმინდესის ინიციატივა გარკვეულ წილად შეცვლის დემოგრაფიულ ვითარებას უკეთესობისკენ,თუ პატრიარქის ამ პოზიციას, სახელმწიფოც გვერდში ამოუდგება.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 21 2008, 12:15 PM

ჩვენი სარწმუნოება რთავს თუ არა ნებას პატრიარქის ნათლულების ქორწინებას, რადგან ამის ალბათობა ძალიან დიდია

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jan 21 2008, 12:26 PM

-----------

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 21 2008, 12:28 PM

Lenus
მე, როგორც ვიცი, პატრიარქია ნათლია

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 21 2008, 12:36 PM

ციტატა(Lenus @ Jan 21 2008, 12:26 PM) *

ხალხო, მოდით დააზუსტეთ, მგონი პატრაირქმა თქვა რომ მე მოვნათლავ ,როგორც მღვდელმთავარიო, ანუ ნათლობის წესს მე შევასრულებო, და არა მე ვიქნები ნათლიაო...

აი ზუსტად უწმინდესის სიტყვები:
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ჩვენთან დემოგრაფიული საკითხი და ამას სასწრაფოდ უნდა შველა. ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ თითოეული მესამე ბავშვი, რომელის საქართველოში დაიბადება, თუ მშობლების სურვილი იქნება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, გახდება ნათლული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა. ბავშვს მიეცემა საგანგებო მოწმობა. როდესაც ოჯახებს მეხუთე, მეშვიდე ან შემდგომი შვილი ეყოლებათ, მათი ნათლიაც მე ვიქნები. ვისაც ეყოლება ოთხი და მეტი შვილი, იმ ოჯახს მიეცემა მამულისათვის თავდადებული ოჯახის სიგელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდთან შეიქმნება სპეციალური დემოგრაფიული ფონდი და იქ ნებისმიერ ადამიანს ექნება უფლება, შეიტანოს თავისი წვლილი და ის შემოსული თანხა, რომელიც შემოვა ამ ფონდში, განაწილდება კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს შორის, - დაურიგდება ნათლულებს. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს გამრავლებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელს ექნება საშუალება, გახდეს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული. ასევე მინდა ვთქვა, რომ პირველი საზეიმო ნათლობა სამების საპატრიარქო ტაძარში ნათლისღების დღეს შედგება.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jan 21 2008, 02:59 PM

-----------

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 21 2008, 03:15 PM

ნათია

ციტატა
ჩვენი სარწმუნოება რთავს თუ არა ნებას პატრიარქის ნათლულების ქორწინებას, რადგან ამის ალბათობა ძალიან დიდია



???

unsure.gif

პოსტის ავტორი: ეგრი2 თარიღი: Jan 21 2008, 08:07 PM

ნათია

ციტატა
ჩვენი სარწმუნოება რთავს თუ არა ნებას პატრიარქის ნათლულების ქორწინებას, რადგან ამის ალბათობა ძალიან დიდია

რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი პატრიარქი ნათლავდა მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც მის გარდა ჰყავდათ ერთი ნათლია, ან თუ ერთზე მეტი ნათლიები იყვნენ ერთი სქესის.
ნათლობაზე გაიჟღერა აზრმა, რომ ამგვარი პრაქტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში საყოველთაოდ დაინერგება.

მაინტერესებს:
1.თუკი ორი ადამიანი არიან ერთი დედმამიშვილების ნათლიები, მისაღებია თუ არა მათი ქორწინება?
2.შეუძლიათ თუ არა მეუღლეებს მონათლონ ერთი დედმამიშვილები?

პოსტის ავტორი: macaco-fast65 თარიღი: Jan 23 2008, 02:13 PM

ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ,მაგრამ ბავშვს რომ მარტო პატრიარქის მონათვლა შბელოდეს რაღა გვიჭირს? პატრიარქთან ერთად მთავრობამ უნდა შეუქმნას ოჯახებს შვილების გაზრდის და აღზრდის პირობები.
ზოგ ოჯახს ბავშვის კვების,ჩაცმის ,ექიმთან მიყვანის საშუალება არა აქვს. ყველას კი უნდა თავისი შვილი ნორმალურ პირობებში გაზარდოს,მისცეს განათლება და ა. შ.
ასე რომ პატრიარქის ნათლიობა დიდი ვერაფერი შეღავათია.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Jan 24 2008, 05:20 PM

პატრიარქის ეს ინიციატივა ძალიან კეთილშობილურია. ამავე დროს, დიდი საჩუქარი და დიდი მადლი იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც გაუჩნდათ შანსი, მოანათლიონ შვილები უწმინდესს. თუმცა ჩვენი ქვეყნის კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობას ალბათ მხოლოდ ეს ვერ უშველის, თუ სახელმწიფომაც არ შეუწყო ხელი.


პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: Apr 27 2008, 11:44 AM

აი მე შევამჩნიე რომ მდიდარ ოჯახებში ჰყავთ 1 მაქსიმუმ 2 შვილი, ხოლო ყველაზე მეტს გაჭირვებულები, ტოლვილები, სვანები და აჭარლები აჩენენ.

რაც შეეხება გამრავლებას, რუსეთმა გადაუარა ჩეჩნებს, მაგრამ ისინი დღეს უფრო მეტნი არიან, ვიდრე ომის წინ.ჩვენ რაღა დაგვემართა?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 27 2008, 02:32 PM

kavkasioni

ციტატა
რუსეთმა გადაუარა ჩეჩნებს, მაგრამ ისინი დღეს უფრო მეტნი არიან,

ფსიქოლოგები ამბობენ ეს ომის კანონიაო, და უმეტესად ბიჭები იბადებიან თურმე

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 27 2008, 07:26 PM

ჩემი მეგობრის ძმას ნათლავს პატრიარქი smile.gif და ძალიან ბედნიერია.მის სიხარულს მეც ვიზიარებ.პატარა ლუკა ოჯახში 5 შვილია smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Apr 27 2008, 07:29 PM

ციტატა
ჩვენი სარწმუნოება რთავს თუ არა ნებას პატრიარქის ნათლულების ქორწინებას, რადგან ამის ალბათობა ძალიან დიდია




?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 27 2008, 07:43 PM

ციტატა
ჩვენი სარწმუნოება რთავს თუ არა ნებას პატრიარქის ნათლულების ქორწინებას, რადგან ამის ალბათობა ძალიან დიდია

კი, დასაშვებია ასეთი ქორწინება

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Apr 27 2008, 07:46 PM

ციტატა
კი, დასაშვებია ასეთი ქორწინება


გმადლობ

პოსტის ავტორი: კავკასიელი თარიღი: May 2 2008, 05:34 PM

ძალიან მაგარი ინიციატივაა

პოსტის ავტორი: leporela თარიღი: May 23 2008, 02:56 PM

მე რომ მყავდეს მესამე შვილი, მას მოვანათლინებდი, ვისაც ეყვარებოდა ჩემი შვილი, ვინ იცნობს ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს
რა ვიცი, არ გამიბრაზდეთ, ეს ჩემი პირადი აზრია

რაც შეეხება იამს, რომ აჩენენ შვილებს და საშუალება არა აქვთ, მე არ მესმის, დაიცავი თვი ბოლოს და ბოლოს
საშინელებაა, საკუთარი ბავშვი არ ეცოდებათ მშიერი რომ დადის მერე? და ბევრია ასეთი, არც ასეა, რომ თუ გააჩენ, მოგეცემა საშუალება
მოგეცემა საშუალება რომ არ მოკვდეს ღვთის მადლით, მაგრამ რამდენი რამე უნდა ბავშვს?? განა გული არ დაგწყდება შენი შვილი მარტო პურზე როა???

ყველაფერი ღმერთის ნებაა, თუ ღმერთი არ გაძლევს შენ მეტერიალურ პირობებს (ელემენტარულს) მგონი მინიშნება გამოდის რომ არ არის საჭირო სხვებიც გააწამო. ეცადე გამოსწორო მდგომარეობა, თხოვე ღმერთს და თუ ინება, მერე გააჩინე შვილი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 23 2008, 03:08 PM

leporela

ციტატა
მე რომ მყავდეს მესამე შვილი, მას მოვანათლინებდი, ვისაც ეყვარებოდა ჩემი შვილი, ვინ იცნობს ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს
რა ვიცი, არ გამიბრაზდეთ, ეს ჩემი პირადი აზრია



პატრიაქრის ნათლიობა იძულებითი არ არის ლაპორელა. სურვილი უნდა გამოტქვა, რომ პატრიარქი ბავშვის ნათლია გახხდეს, თორემ სპონტანურად ნათლია არ ხდება. ანუ, არჩევენი შენზეა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 24 2008, 02:53 AM

ციტატა
, მას მოვანათლინებდი

და კიდევ დავამატებდი, ის რომ პატრიარქი იწოდება ნათლიად, ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვა მეორე / მესამე ნათლია / მიმრქმელი არ შეიძლება არსებობდეს... დანარჩენი სხვა თემაა და აქ არ გავუკეთებ კომენტარს..

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 24 2008, 01:25 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 17 2007, 02:11 PM) *

ყველა მოსუმენდით ალბათ პატრიარქის განცხადებას , ყოველი მესამე ან მომდევნო შვილის ნათლიად პატრიაქრი მოგვევლინება თუ ცხადია ამის სურვილს გამოთქვავენ ბავშვის მშობლები. ეს ნაბიჯი აშკარად დემოგრაფიული პრობლემის გამოსასწორებლად იყო მიმართული.
როგორ ფიქრობთ უშველის ეს რამეს? არადა რა კარგია ოჯახის ნათლიად პატრიარქი, ამ განცხადების შემდეგაც მრველშიც კი დიდი სურვილი მესამე შვილის ყოლის ვერ შევნიშნე...



ჩემი აზრით,რაგაც დოზით უშველის ბევრ რწმენადაკარგული და გულაცრუებულ ადამიანს,თუმცა ქვეყანა სადაც რენესანსი მე-12 საუკუნეში დაიწყო,თამარის,დავითის,გიორგ
ბრწყინვალის და ა.შ. შთამომავლები ვართ და ყოველდღიურ საფიქრალს წარმოადგენ კუჭი და მატერიალური ბედნიერება,მემგონი რთულია ასეთ ეპოქაში ამ უდიდესი საქმის ბოლომდე განხორციელება. მე პირადად ძალიან მომწონს და დაილოცოს ყველა იმ ადამიანის სახელი რომლებმაც ეს დიდი საქმე წამოიწყო!!!

პოსტის ავტორი: mak თარიღი: May 25 2008, 01:28 PM

მისასალმებელია პატრიარქის ეს წამოწყება. რათქმა უნდა იქნება მსურველნი რომ კიდევ ერთხელ იყოლიონ ბავშვი. უფალი მისცემს მათ მატერიალურს.მთავარია შემცირდეს ამდენი აბორტი.... ჩემი და აპირებს კიდევ გააჩინოს მესამე smile.gif სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ეხმარება მრავალშვილიან ოჯახს. ქართველნო გამრავლდით!!!

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: May 25 2008, 04:43 PM

ციტატა(leporela @ May 23 2008, 03:56 PM) *

მე რომ მყავდეს მესამე შვილი, მას მოვანათლინებდი, ვისაც ეყვარებოდა ჩემი შვილი, ვინ იცნობს ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს
რა ვიცი, არ გამიბრაზდეთ, ეს ჩემი პირადი აზრია


მე ვერ წარმომიდგენია პატრიარქზე საოცნებო ნათლია ბავშვისათვის...და შენ გგონია რომ პატრიარქს ნაკლებად ეყვარება ნათლული ვიდრე ოჯახთან დაახლოებულ რომელიმე პირს? smile.gif

პოსტის ავტორი: დიაკ. მაქსიმე თარიღი: Jun 16 2008, 01:28 PM

გამარჯობათ ხალხნო. ხომ არ იცით მორიგ ნათლობას როდის ატარებს პატრიარქი და რა უნდა მოვიმოქმედოთ მსურველებმა?

პოსტის ავტორი: asmo თარიღი: Sep 24 2008, 09:15 PM

კვირას ჩემს პატარას მონათლავს პატრიარქი, ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა სიხარულია მთელი ოჯახისათვის,
და თუ ვინმეს კიდევ სურს ნათლიად საერო პირი , არავინ გიშლით 2 მამაკაცი ან 2 ქალი შეგიძლიათ დაამატოთ

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Oct 15 2008, 12:53 PM

დიდება და მადლობა ღმერთს ასეთი დიდი მამა რომ გვყავს.შევვედროთ ღმერთ გვამყოფოს მის სრულ მორჩილებაში!

პოსტის ავტორი: lelio თარიღი: Oct 28 2008, 04:59 PM

თქვენ ვერ წარმოდგენთ რა ბედნიერებაა როცა უწმინდესია თქვენი შვილის ნათლია ნუ ეს ენით აუღცერელი ბედნიერებაა... არ დაიჯერებთ მაგრამ როგორც კი პირველად გამოაცხადეს რომ პატრიერქი მესამეს დამომდევნო ბავშვს მონათლავსო სიმართლე გითხრათ სურვილი მაქვს მესამე გავაჩინო მარტო იმიტომ რომ ჩემი შვილის ნათლია უცმინდესი იქნება და თუ მე მესამეს ვაჩენ ეს ნამდვილად პატრიარქის დამსაახურებაა...ძალიან მიყვარს პატრიარქი ძალიან მადლიანი ადამიანიაა...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 10 2009, 01:32 PM

ვფიქრობ, ეს საკითხი ბევრს დააინტერესებს მომავალშიც და ამიტომ ცალკე თემას ვხსნი.

იქნებ დაწეროთ, რა ოფიციალური დოკუმენტებია საჭირო და სად უნდა მივიდეს ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ბავშვი მოანათლინოს უწმინდესს. მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პიროვნება და ყველაფერი რაც იცით.

თუ ასეთი თემა უკვე არის, მიმასწავლეთ. ვერ ვიპოვე...

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 10 2009, 03:39 PM

მარიამი

რეკლამები გადის ხოლმე და მისამართები არ მახსოვს, მაგრამ მესამეს და მომდევნოებს თუ გააჩენ გაგირკვევ smile.gif

დოკუმენტებს რაც შეეხება:

1. მშობლების პირადობის მოწმობები + ასლები
2. მშობლების ქორწინების+ჯვრისწერის მოწმობები+ასლები
3. ბავშვის დაბადების მოწმობა+ასლი
4. ალბათ დანარჩენი ბავშვების დაბ. მოწმობებიც, როგორმე ხომ უნდა დაამტკიცო რომ მესამე, ან შემდეგია

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Feb 11 2009, 08:40 PM

ციტატა
4. ალბათ დანარჩენი ბავშვების დაბ. მოწმობებიც, როგორმე ხომ უნდა დაამტკიცო რომ მესამე, ან შემდეგია
კი გიო დანარჩენი ბავშვების დაბადების და ნათლობის მოწმობის ასლებიც უნდა.

გაითვლალისწინეთ,რომ ბავშვს უნდა ყავდეს 2 ნათლია და მესამე პატრიარქი იქნება.ოღონდ ნათლიათ უნდა აირჩიოთ ორივე მდედრობითი ან მამრობითი სქესი.ბიჭი და გოგო არ შეიძლებაო,ჩემს ახლობელს უთხრეს smile.gif
მარიამი
ციტატა
მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პიროვნება და ყველაფერი რაც იცით.
ხვალ ან ზეგ გაგიგებ მარი და დავწერ მისამართს და ტელეფონის ნომერს kiss1.gif

როდისთვის ელოდები პაწიას 58.gif wub.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 11 2009, 09:48 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 10 2009, 03:39 PM) *

მარიამი

რეკლამები გადის ხოლმე და მისამართები არ მახსოვს, მაგრამ მესამეს და მომდევნოებს თუ გააჩენ გაგირკვევ smile.gif

დოკუმენტებს რაც შეეხება:

1. მშობლების პირადობის მოწმობები + ასლები
2. მშობლების ქორწინების+ჯვრისწერის მოწმობები+ასლები
3. ბავშვის დაბადების მოწმობა+ასლი
4. ალბათ დანარჩენი ბავშვების დაბ. მოწმობებიც, როგორმე ხომ უნდა დაამტკიცო რომ მესამე, ან შემდეგია

და დანარჩენი ბავშვების ნათლობის მოწმობებიც მე მასე ვიცი

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 11 2009, 10:54 PM

ვეშაპოს კითხე მარიამ smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Feb 11 2009, 11:28 PM

მარიამი

ციტატა
ვფიქრობ, ეს საკითხი ბევრს დააინტერესებს მომავალშიც და ამიტომ ცალკე თემას ვხსნი.

იქნებ დაწეროთ, რა ოფიციალური დოკუმენტებია საჭირო და სად უნდა მივიდეს ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ბავშვი მოანათლინოს უწმინდესს. მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პიროვნება და ყველაფერი რაც იცით.

თუ ასეთი თემა უკვე არის, მიმასწავლეთ. ვერ ვიპოვე...

უნდა მიხვიდეთ ანჩისხატის ეზოში ფონდ "ლაზარე"-ში.
საკონტაქტო ინფორმაცია კარებზე წერია.

საჭიროა:
1. მეუღლეების ქორწინების მოწმობის ასლი
2. ჯვრისწერის მოწმობის ასლი
3. ქმრის პირადობის მოწმობის ასლი
4. ცოლის პირადობის მოწმობის ასლი
5. ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები
6. ბავშვების ნათლობის მოწმობები
7. მაქსიმუმ 2 ნათლია, ორივე ერთი სქესის
8. გოგოს ნათლიები გოგოები უნდა იყონ, ბიჭის ბიჭები
9. ნათლიები უნდა იყონ სრულწლოვნები

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Feb 11 2009, 11:29 PM

მარიამი

ციტატა
ვფიქრობ, ეს საკითხი ბევრს დააინტერესებს მომავალშიც და ამიტომ ცალკე თემას ვხსნი.

იქნებ დაწეროთ, რა ოფიციალური დოკუმენტებია საჭირო და სად უნდა მივიდეს ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ბავშვი მოანათლინოს უწმინდესს. მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პიროვნება და ყველაფერი რაც იცით.

თუ ასეთი თემა უკვე არის, მიმასწავლეთ. ვერ ვიპოვე...

უნდა მიხვიდეთ ანჩისხატის ეზოში ფონდ "ლაზარე"-ში.
საკონტაქტო ინფორმაცია კარებზე წერია.

საჭიროა:
1. მეუღლეების ქორწინების მოწმობის ასლი
2. ჯვრისწერის მოწმობის ასლი
3. ქმრის პირადობის მოწმობის ასლი
4. ცოლის პირადობის მოწმობის ასლი
5. ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები
6. ბავშვების ნათლობის მოწმობები
7. მაქსიმუმ 2 ნათლია, ორივე ერთი სქესის
8. გოგოს ნათლიები გოგოები უნდა იყონ, ბიჭის ბიჭები
9. ნათლიები უნდა იყონ სრულწლოვნები

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 12 2009, 09:49 AM

დიდი მადლობა ყველას kiss1.gif

ციტატა
როდისთვის ელოდები პაწიას

ეჰ, მე ჯერ პირველს ველოდები, როდის მივალ მესამემდე rolleyes.gif ისე ივლისში 58.gif

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Feb 12 2009, 09:53 AM

ხომ ვერ მეტყვით სადმე სხვა ეპარქიებშიც ხომ არ ნათლავს რომელიმე მღვდელმთავარი მესამე და შემდეგ ბავშვებს? ისე კარგი იქნება, რადგანაც იქიდან აქეთ ვერ მოჰყავთ ბავშვები მოსანათლად.

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 16 2009, 10:56 PM

zegardeli
კონკრეტული ეპარქია დაწერეთ და შევეცდები გაგირკვიოთ smile.gif

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Feb 26 2009, 09:18 AM

ბექა
ვხუმრობთ ხომ?
არა უბრალოდ მაინტერესებდა სადმე სხვაგანაც ხომ არ ხდებოდა ასეთი რამ. მაგალითად ვანი-ბაღდათის ეპარქია.

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 26 2009, 08:18 PM

zegardeli

ციტატა
ვხუმრობთ ხომ?

არა სრულებით არა smile.gif
ციტატა
არა უბრალოდ მაინტერესებდა სადმე სხვაგანაც ხომ არ ხდებოდა ასეთი რამ. მაგალითად ვანი-ბაღდათის ეპარქია.

აა გასაგებია უახლოეს მომავალში შევეცდები გიპასუხოთ smile.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Aug 20 2009, 08:47 PM

ყოველ დღე ველოდები უკვე მესამე პატარას. ხოოოოდა, ვერაფრით დავადგინე როგორ და სად უნდა გავიაროთ რეგისტრაცია. არადა ძალიან მინდა რომ პატრიარქის ნათლული იყოს ჩემი პატარა. თუ ვინმემ იცით საკონტაქტო ინფორმაცია ან რამე ამის მსგავსი დაპოსტეთ რა აქ smile.gif დემეხმარეთ გთხოვთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 20 2009, 08:49 PM

dariala
ღმერთმა დაგლოცოს და დედა უფლისა იყოს შენი მფარველი, დედიკოო kiss1.gif smile.gif

დოკუმენტები უნდა წარადგინო საპატრიარქოს ფონდში (რუსთაველის გამზ.):
1. მეუღლეების ქორწინების მოწმობა
2. მეუღლეების ჯვრისწერის მოწმობა
3. პირველი და მეორე ბავშვის დაბადებისა და ნათლობის მოწმობები
4. მესამე ბავშვის დაბადების მოწმობა
და ყველაფრის ასლი smile.gif

იხარე და იმრავლე უფლის მიერ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Aug 20 2009, 09:23 PM

...

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Aug 20 2009, 09:31 PM

კანონისტი
დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისათვის და ასევე მოწოდებული ინფორმაციისათვის smile.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Aug 21 2009, 09:30 AM

dariala
უფრო კონკრეტულად გეტყვი smile.gif ოპერის გვერძე, ყოფილი ედპ_ს ოფისი არის და მანდ პირველ სართულზე არის პატრიარქის ფონდი და მანდ უნდა მიხვიდე smile.gif აბა უფალი შეგეწიოს შენც და შენ ოჯახსაც kiss1.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Aug 21 2009, 05:14 PM

ბექა
გაიხარე smile.gif დიდი მადლობა smile.gif
ამ ფორუმიდან იმხელა სითბო მივიღე უკვე, რომ მარტო ეგ გამაძლიერებს smile.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Aug 21 2009, 07:01 PM

dariala

ციტატა
ყოველ დღე ველოდები უკვე მესამე პატარას.

2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 31 2009, 12:45 PM

sicher

ციტატა
იცით რა მაინტერესებს? პატრიარქის ნათლულები ერთმანეთისთვის ნათესავებად ითვლებიან თუ ეს მხოლოდ ნათლიას და ნათლულს ეხება?


http://www.radikal.ru

rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sicher თარიღი: Sep 17 2009, 02:18 AM

...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 17 2010, 02:21 PM

ხომ არ იცით, შემდეგი ნათლობა როდის იგეგმება?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 17 2010, 05:04 PM

არადა, ზემო სტატიაში ზუსტად ის წერია, რასაც საპატრიარქოსავე ვებ.გვერდზე უარყოფენ (ანუ ამბობენ, რომ მოქმედებს ერთერთი კანონი, რომლის მიხედვით ერთი ნათლულის მონათლულები ნათესავებია, გამონაკლისი კი ამ კანონიდან არ დაუშვია ჯერ სინოდს, რათქმაუნდა დროა სანამ ის ბავშვები გაიზრდებიან, თუმცა...)
საკითხის დაწვრილებითი გარჩევა იხ. საეკლესიო სამართლის თემაში აქ http://church.ge/index.php?showtopic=1863&st=220&p=494209&#entry494209

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Mar 18 2010, 12:01 AM

ციტატა(ბექა @ Aug 21 2009, 09:30 AM) *

dariala
უფრო კონკრეტულად გეტყვი smile.gif ოპერის გვერძე, ყოფილი ედპ_ს ოფისი არის და მანდ პირველ სართულზე არის პატრიარქის ფონდი და მანდ უნდა მიხვიდე smile.gif აბა უფალი შეგეწიოს შენც და შენ ოჯახსაც kiss1.gif

ბექა
ციტატა
უფრო კონკრეტულად გეტყვი ოპერის გვერძე, ყოფილი ედპ_ს ოფისი არის და მანდ პირველ სართულზე არის პატრიარქის ფონდი და მანდ უნდა მიხვიდე აბა უფალი შეგეწიოს შენც და შენ ოჯახსაც



მანდ მისვლას არ გირჩევთ biggrin.gif დატანჯულები არიან მიმსვლელებით smile.gif
ამ საქმესთAნ დაკავშირებით უნდა მიხვიდეთ საპატრიარქოს ფონდ "ლაზარე"-ში, რომელიც არის ანჩისხატის ტაძრის ეზოში და აქაც მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მისვლა, როცა პატრიარქი გამოაცხადებს მომდევნო ნათლობის შესახებ. მანამდე მისვლას აზრი არა აქვს, არანაირ საბუთებს წინასწარ არ იღებენ.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Mar 22 2010, 01:52 AM

ციტატა(tamuna m @ Mar 17 2010, 02:21 PM) *

ხომ არ იცით, შემდეგი ნათლობა როდის იგეგმება?


ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, როცა პატრიარქი მიიღEბს გადაწყვეტილებას, თან საჯაროდაც გამოცხადდება.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 25 2010, 12:57 PM

maZiebeli
საბუთების მიღება ხვალიდან იწყება და სავარაუდოდ ალბათ აღდგომის დღესასწულის შემდგომ იქნება unsure.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Mar 25 2010, 08:19 PM

tv-ში გადის მაგაზე ინფორმაცია თამ

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 25 2010, 09:23 PM

mogzaura
ხომ იცი ჩემი ამბავი, ვერ ვახერხებ მაგასთან ჯდომას sad.gif
ნათლობის თარიღს უკვე აცხადებენ?

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Mar 26 2010, 02:41 PM

დღეს ჩავაბარე საბუთები.
ნათლობის თარიღი არ არის ჯერ დადგენილიო.
ეს კი ვიცით, რომ 11 აპრილამდე არ იქნება, რადგან 11-მდე შეგვიძლია სურათების მიტანა, ვისაც არ გვქონდა.
შეიძლება არც თქვენ იცოდეთ და ბარემ დავწერ, ადრე გამოცხადებულ საბუთებთან ერთად საჭიროა მოსანათლი ბავშვის სურათი 3/4 ზომა, დაბეჭდილი 2 ცალი (ხან თქვეს ერთიო, ორი იქონიეთ, ყოველი შემთხვევისთვის), ასევე CD-ზე ჩაწერილი იგივე სურათი. ამას გარდა ერთი სურათი მთელი ოჯახით: მშობლები და ყველა ბავშვი. ესეც დაბეჭდილი და არა CD-ზე.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 27 2010, 01:11 AM

maZiebeli
გმადლობ!
ჩვენც დღეს გავარკვიეთ : )

პოსტის ავტორი: nin-iko თარიღი: Mar 31 2010, 09:18 PM

ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით სადაც უნდა ჩაბარდეს საბუთები?

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Apr 1 2010, 04:09 PM

nin-iko

ციტატა
ტელეფონის ნომერი ხომ არ იცით სადაც უნდა ჩაბარდეს საბუთები?


879987707 - ეს ნომერია. იკითხეთ ნინო.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Apr 8 2010, 07:55 PM

ნათლობა შედგება კვირას, 11 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 9 2010, 12:53 PM

maZiebeli
საათიც ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Apr 10 2010, 02:23 AM


tamuna m

ციტატა
საათიც ხომ არ იცით?


16:00
ახალგაზრდულ ცენტრში დაგვიბარეს.

პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: May 31 2010, 03:57 AM

მართალია პატრიარქი გოგონებს არ ნათლავსო? sad.gif მესამე და ზემოთშვილებს ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: nanuca თარიღი: May 31 2010, 10:24 AM

ციტატა(kri100 @ May 31 2010, 04:57 AM) *

მართალია პატრიარქი გოგონებს არ ნათლავსო? sad.gif მესამე და ზემოთშვილებს ვგულისხმობ


ohmy.gif არა მგონია.. საიდან გაიგე?

პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: Jun 1 2010, 02:56 PM

ციტატა(nanuca @ May 31 2010, 10:24 AM) *

ohmy.gif არა მგონია.. საიდან გაიგე?

ახლობელმა ტქვა, მხოლოდ ბიჭებს ნატლავსო. იმიტომ რომ მონათლულების შემდეგში დაოჯახება არ მოხდესო. მე ტყუილი მგონია, ხომ შეიძლება ნათლულს შვილი ჰყავდეს გოგო და არ იცნობდეს სხვა ნათლულის შვილს. მაგრამ მაინც მინდა გარკვევა, მესამე გოგო მყავს და მინდა პატრიარქს მოვანათლინო

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Jun 1 2010, 05:51 PM

kri100

ციტატა
მართალია პატრიარქი გოგონებს არ ნათლავსო? მესამე და ზემოთშვილებს ვგულისხმობ


არ არის მართალი. ჩვეულებრივ ინათლებიან გოგონები smile.gif

პოსტის ავტორი: kri100 თარიღი: Jun 3 2010, 10:43 AM

ციტატა(maZiebeli @ Jun 1 2010, 05:51 PM) *

kri100
არ არის მართალი. ჩვეულებრივ ინათლებიან გოგონები smile.gif

რა კარგიააა smile.gif

პოსტის ავტორი: nin-iko თარიღი: Jun 3 2010, 07:14 PM

და როდის არის ნათლობა ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 4 2010, 12:47 AM

kri100
მე გოგო მყავს მონათლული
ეს პრობლემა არ არის, მაგრამ გოგოს მონათვლა ბიჭს არ შეუძლია და პირიქით.
ჩემ დროს მასე იყო და ახლა არ ვიცი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 01:50 PM

ამ საკითხზეც არაერთი თემაა.
ხოდა თუკი რამე საინტერესოს ვნახავთ ამ საკითხზე აქ დავდოთ,ხოლო უსარგებლო თემები დავხუროთ.

დოკუმენტებს რაც შეეხება:

1. მშობლების პირადობის მოწმობები + ასლები
2. მშობლების ქორწინების+ჯვრისწერის მოწმობები+ასლები
3. ბავშვის დაბადების მოწმობა+ასლი
4. ალბათ დანარჩენი ბავშვების დაბ. მოწმობებიც, როგორმე ხომ უნდა დაამტკიცო რომ მესამე, ან შემდეგია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 27 2011, 08:06 PM

დღეს(27 ნოემბერს)გაიმართა კიდევ ერთი საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში.და დაახლოებით 5 00 მართლმადიდებელი შეემატა საქრისტიანოს.
შეგახსენებთ,რომ პატრიარქის ნათლულთა რიცხვმა უკვე 10 000 გადააჭარბა.

ღმერთმა პირნათლად ატარებინოს ყველა ახლადმონათლულს ის ტვირთი,რასაც მართლმადიდებლობა ეწოდება...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2012, 07:19 PM

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე შედგა უწმინდესის რიგით 21-ე ნათლობა.პატრიარქის ნათლულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა 560 ჩვილით.და ნათლულთა საერთო რაოდენობა უკვე 11 000-მდეა...
ღმერთმა გიმრავლოთ ნათლულები თქვენი უწმინდესობავ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2012, 11:02 PM

ზუსტი რიცხვი ხო არ იცით ვინმემ პატრიარქის ნათლულებისა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 8 2012, 03:19 PM

შეგახსენებთ რომ ხვალ. (9 დეკემბერს ) წყდება საბუთების შეტანა უწმინდესის მე-13 ნათლობის მსურვეთათვის.
იმასაც შეგახსენებთ , რომ მათი (ნათლულების ) რიცხვი დაახლოებით 25 000 შეადგენს.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 11 2012, 10:20 AM

ახლა 7 გვერდი არ წამაკითხოთ, რა მისამართზე უნდა მივიტანო საბუთები?
და კიდევ: გავიგე, რომ შესაძლებელია ბავშვი სხვაგან და სხვა დროს მონათლო და იმ მოძღვარს უთხრა, რომ ამ ბავშვის ნათლია არის პატრიარქი. და მერე როცა საზოგადო ნათლობა იქნება, იქ მიიყვანო მარტო დალოცვაზე. თქვენ როგორ იცით? მე ეს ვარიანტი როგორღაც მომწონს. პატრიარქის ნათლობაზე იმხელა რიგები და ჭყლეტვაა (მოვყოლილვარ), რომ მირჩევნია მშვიდად მოვნათლო სხვაგან და მერე დალოცვისთვის და საბუთების ასაღებად მივიდე საერთო ნათლობაზე. თან საერთო ნათლობა რომ 3-4 თვის მერე იყოს, ამდენ ხანს ბავშვი მოუნათლავი ხომ არ მეყოლება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2012, 12:52 PM

ციტატა(მარიამი @ Dec 11 2012, 11:20 AM) *

ახლა 7 გვერდი არ წამაკითხოთ, რა მისამართზე უნდა მივიტანო საბუთები?
და კიდევ: გავიგე, რომ შესაძლებელია ბავშვი სხვაგან და სხვა დროს მონათლო და იმ მოძღვარს უთხრა, რომ ამ ბავშვის ნათლია არის პატრიარქი. და მერე როცა საზოგადო ნათლობა იქნება, იქ მიიყვანო მარტო დალოცვაზე. თქვენ როგორ იცით? მე ეს ვარიანტი როგორღაც მომწონს. პატრიარქის ნათლობაზე იმხელა რიგები და ჭყლეტვაა (მოვყოლილვარ), რომ მირჩევნია მშვიდად მოვნათლო სხვაგან და მერე დალოცვისთვის და საბუთების ასაღებად მივიდე საერთო ნათლობაზე. თან საერთო ნათლობა რომ 3-4 თვის მერე იყოს, ამდენ ხანს ბავშვი მოუნათლავი ხომ არ მეყოლება?


მარი, მესამე ბაია ხომ არ შეგეძინა???? rolleyes.gif a025.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 11 2012, 01:18 PM

marine
ჯერ ადრეა, მაგრამ თადარიგს ვიჭერ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2012, 01:20 PM

ციტატა(მარიამი @ Dec 11 2012, 02:18 PM) *

marine
ჯერ ადრეა, მაგრამ თადარიგს ვიჭერ smile.gif


ღმერთმა გაგამრავლოს, ჩემო კარგო, სასახელო შვილები გაგეზარდოს!!! 2kiss.gif wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2012, 02:22 AM

მარიამი

ციტატა
, რა მისამართზე უნდა მივიტანო საბუთები?

ახლა უკვე საპატრიარქოში...

ციტატა
გავიგე, რომ შესაძლებელია ბავშვი სხვაგან და სხვა დროს მონათლო და იმ მოძღვარს უთხრა, რომ ამ ბავშვის ნათლია არის პატრიარქი.

ვა....
არა მგონია...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2012, 02:58 PM

ღმერთმა ამრავლოს პატრიარქის პაწაწუნა ნათლულები!!!!!!!! wub.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 17 2013, 10:39 PM

პატრიარქი მარტო ბიჭებს ნათლავსო და მართალია თუ იცით?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 17 2013, 10:56 PM

ციტატა(tamuna m @ Jan 17 2013, 10:39 PM) *

პატრიარქი მარტო ბიჭებს ნათლავსო და მართალია თუ იცით?

არა ჩემი მამიდაშვილის გოგო მისი ნათლულია, ასე რომ....

ან როდის იყო უწმინდესი მაგ მხრივ ანსხვავებდა ადამიანებს, გოგოს რა მონათვლა არ უნდა?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 17 2013, 11:50 PM

qetevano
ახალი ინიციატივააო.
თორე მეც მოვნათლე გოგო (პატრიარქის ნათლული)
რაღაც მეც სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მაინც გადააზუსტეო მთხოვეს

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 17 2013, 11:56 PM

ციტატა(tamuna m @ Jan 17 2013, 11:50 PM) *

qetevano
ახალი ინიციატივააო.
თორე მეც მოვნათლე გოგო (პატრიარქის ნათლული)
რაღაც მეც სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მაინც გადააზუსტეო მთხოვეს

ხოოო მაშინ არ ვიცი, მაინც არა მგონია მასე იყოს...

2999238 ეს ლაზარეს ოფისის ნომერია, რეგისტრაცია სადაც არის ხოლმე და შეიძლება მათ იცოდნენ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2013, 09:43 AM

ფოტოებია კიდევ საჭიროო, ბავშვების და ოჯახისო.
ბოლო ნათლობაზე მე გოგო მოვნათლე პატრიარქთან ერთად. ასე რომ, გოგოებს ნათლავს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2013, 09:55 AM

რა ვიცი, გოგოს უზმადებენ ეხლა ჩემი ახლობლები და..
ეს ჭორი, სადღაც 2 წლის უკანაც იყო. რადგან ბავსვები ერთმანეთის ნათესავებიც არიანო, თუ რაღაც მსგავსი საფუძვლით, ან უბრალოდ ცვენი მრევლია მდიდარი ფანტაზიით და აზიური გავლენით : )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2013, 11:36 AM

საოცარი მადლია პატრიარქის ნათლულებზე... რამდენადაც მახსოვს, შარშან ჩემი ახლობლის პატარამ მთელი დიდი მარხვის მანძილზე მარტო ხარებას შეჭამა თევზი a025.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2013, 12:22 PM

ბიჭებსაც ნათლავს და გოგოებს არ დაიჯეროთ...biggrin.gif
თუ რამე შეიცვალა ,,მსწრაფლ'' გაიგებთ ფორუმის მეშვეობით...biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2013, 01:55 PM

მხევალი ნინო

ციტატა
რა ვიცი, გოგოს უზმადებენ ეხლა ჩემი ახლობლები და..

მეც zafxuli.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2013, 02:44 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2013, 02:55 PM) *

მხევალი ნინო

მეც zafxuli.gif


მარი, როდისთვის ელოდები პატრიარქის ნათლულს? 2kiss.gif wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2013, 03:00 PM

რა კაი ამბები მესმის...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2013, 03:03 PM

A.V.M

გურამ, შენი ინბოქსი გადავსებულია და მეორე PM-ი ვეღარ გამოგიგზავნე...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 18 2013, 10:59 PM

ამათ მესამე გოგოს ნათლია მე ვარ და ახლა მეოთხე შეეძინათ.
ხოდა მეორე ნათლიას უტქვამს, აღარ ნათლავსო.
მარიამ, რა მაგარია ამბავია
გილოცავთ! kiss1.gif
პ.ს. ყველას დიდი მადლობა დაკვალიანებისთვის

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 21 2013, 02:16 PM

ციტატა(marine @ Jan 18 2013, 02:44 PM) *

მარი, როდისთვის ელოდები პატრიარქის ნათლულს? 2kiss.gif wub.gif

ჯერ ადრეა. ივნისის ბოლოსთვის. მაგრამ იმდენი საბუთები ყოფილა საჭირო, უკვე უნდა დავიწყო მოგროვება, თორემ ეჭვი მაქვს, 13 ივლისს დანიშნავენ ნათლობას და ვეღარ მოვასწრებ.

ციტატა
მარიამ, რა მაგარია ამბავია
გილოცავთ!

გმადლობთ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2013, 02:36 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 21 2013, 03:16 PM) *

ჯერ ადრეა. ივნისის ბოლოსთვის.


ღმერთმა ამრავლოს შენგვარი დედები და ყველას უმრავლოს ისეთი შვილები, შენ რომ გყავს!!! wub.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 22 2013, 03:58 PM

marine
გავწითლდი wub.gif მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2013, 05:09 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 22 2013, 04:58 PM) *

marine
გავწითლდი wub.gif მადლობა smile.gif


იხარე და იმრავლე, ჩემო კარგო a025.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 22 2013, 07:34 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2013, 11:55 AM) *

მხევალი ნინო

მეც zafxuli.gif

a025.gif dagnebdit.gif dans2.gif 58.gif mze.gif yvavilebi.gif
გამიხარდა ძალიან! smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 6 2013, 10:01 AM

იწყება ოცდამეექვსე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქის ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ღვთის წყალობით დღეისათვის მონათლულია 13900 – ზე მეტი ბავშვი.

პატრიარქის ნათლულინათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 9 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით 12:00- 16:00 სთ.-მდე, მისამართზე: საქართველოს საპატრიარქო (შესასვლელი რესტორან “ქალაქურის” გვერდითა მხრიდან).

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

• მშობლების პირადობის მოწმობების ასლები
• მშობლების ჯვრისწერისსა და ქორწინების მოწმობების ასლები
• შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
• მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი სიდი დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
593 46 45 71

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 17 2013, 02:26 AM

ციტატა
მარიამი Feb 12 2009, 09:49 AM
| პოსტი #91|


+ + +


ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,539
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დიდი მადლობა ყველას

ციტატა
როდისთვის ელოდები პაწიას
ეჰ, მე ჯერ პირველს ველოდები, როდის მივალ მესამემდე ისე ივლისში


ციტატა

მარიამი Jan 21 2013, 02:16 PM
| პოსტი #146|


+ + +


ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,539
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(marine @ Jan 18 2013, 02:44 PM)

მარი, როდისთვის ელოდები პატრიარქის ნათლულს?

ჯერ ადრეა. ივნისის ბოლოსთვის. მაგრამ იმდენი საბუთები ყოფილა საჭირო, უკვე უნდა დავიწყო მოგროვება, თორემ ეჭვი მაქვს, 13 ივლისს დანიშნავენ ნათლობას და ვეღარ მოვასწრებ.

ციტატა
მარიამ, რა მაგარია ამბავია
გილოცავთ!
გმადლობთ


ღვთისწყალობა და გამრავლება არ მოგკლებოდეს მარიამ!

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Feb 17 2013, 02:28 AM

პირადად პატრიარქი ნათლავს თუ პატრიარქის კურთხევით სხვა მღვდელი_

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 17 2013, 02:30 AM

ႲႭႡႰႠႬ

ციტატა
პირადად პატრიარქი ნათლავს თუ პატრიარქის კურთხევით სხვა მღვდელი_

უშუალოდ ნათლობას ასრულებს რამდენიმე მოძღვარი-
მაგ: 1 ზეთს ცხებს , 1 მირონს , 1 წყალს ასხამს და.ა.შ

ბოლოს კი პატრიარქი სათითაოდ , ყველა ნათლულს ლოცავს და იხსენიებს ამის შემდეგ ყოველი წირვის დროს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2013, 12:11 PM

რა საყვარლად თქვა პატრიარქმა, რომ მისი ნათლულები უფლის რჩეული, სიკვდილს გადარჩენილი ბავშვები არიან wub.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 13 2013, 01:23 PM

A.V.M
ეს პირველი პოსტი საიდან ამოქექე? biggrin.gif როდის მე მესამემდე მივალ-თქო და კი მივედი smile.gif

ციტატა
სიკვდილს გადარჩენილი

ეს ცოტა ცუდად მომხვდა მე ყურში sad.gif პატრიარქს რომც არ მოენათლა, მაინც გავაჩენდი... აბა ხომ არ მოვკლავდი ბავშვს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2013, 01:26 PM

ციტატა(მარიამი @ Mar 13 2013, 02:23 PM) *

ეს ცოტა ცუდად მომხვდა მე ყურში sad.gif პატრიარქს რომც არ მოენათლა, მაინც გავაჩენდი... აბა ხომ არ მოვკლავდი ბავშვს?


შენნაირები, მარი, ცოტანი არიან... 2kiss.gif ჩემი მეგობარი უშვილოა და ექიმთან ერთი რიგი რომ უშვილოებისაა, მეორე რიგში აბორტის გამკეთებლები დგანან და დასასრული არ უჩანს მათ რიგს, სამწუხაროდ sad.gif ასე რომ, პატრიარქის ნათლულების უმეტესობა მართლაც სიკვდილს გადარჩენილი ბავშვები არიან...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 13 2013, 11:06 PM

მარიამი

ციტატა
პირველი პოსტი საიდან ამოქექე? როდის მე მესამემდე მივალ-თქო და კი მივედი

აბა როგორ გგონია . biggrin.gif
რადგან იმ პერიოდში (ფორუმის ,,ოქროს ხანაში'') არ ვიყავი აქ , მიწევს ისტორიული კვლევა მდგომარეობის-ვითარება-იუზერების და.ა.შ შესასწავლად.
biggrin.gif
marine
სამწუხაროდ მაგ რეალობის წინაშე ვდგავართ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 16 2013, 11:00 PM

10 მარტს შედგა კიდევ ერთი საყოველთაო ნათლობა წმ.სამების საკათედრო ტაძარში . ამ დღეს 400 ზე მეტი ჩვილი მოინათლა . რამდენადაც ჩემთვის ცნობილია , უწმინდესის ნათლულთა რიცხვი აღემატება 14 000 ბავშვს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 18 2013, 07:59 PM

დღეს ე.წ. აქტუალურ საკითხზე კანონიკური განხილვა და ძალიან კარგი მასალა:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ნათლულებს შორის ქორწინების თაობაზე
07/11/2011
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი

მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი
ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში
საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II წამოიწყო ინიციატივა მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა ორჯერ იქნა მოწონებული საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ 2007 წლის 21 დეკემბრისა და 2008 წლის 27 ივნისის სხდომებზე (1).
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი პატრიარქის ინიციატივამ უკვე მოიტანა დიდი შედეგი.

ამასთანავე, მორწმუნე საზოგადოებაში იბადება კანონიკური ხასიათის კითხვა: პატრიარქის ნათლულებს, როგორც სულიერ ძმებსა და დებს, როდესაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეეძლებათ თუ არა ერთმანეთთან ქორწინება? იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბავშვები ერთი თაობისა არიან, მათმა რიცხვმა უკვე გადააჭარბა ათ ათასს და ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში ეს საკითხი მრავალი ოჯახისთვის შეიძლება ძალზე აქტუალური გახდეს.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა, შევისწავლოთ სჯულისკანონი და ზოგადად მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური პრაქტიკა.
სულიერი, ანუ რელიგიური ნათესაობის შესახებ პირველი კანონიკური ნორმა გვხდება ბიზანტიის იმპერატორ წმინდა იუსტინიანეს კანონებში (530 წ.), სადაც მკაცრად იკრძალებოდა ქორწინება ნათლიასა და ნათლულს შორის (ნათესაობის პირველი ხარისხი)(2). მოგვიანებით VI მსოფლიო (ტრულის) კრებამ 53-ე კანონით (692 წ.) განაჩინა, რომ დაუშვებელია ქორწინება ნათლიასა და ნათლულის დაქვრივებულ მშობელს შორის (ნათესაობის მეორე ხარისხი)(3). რამოდენიმე საუკუნის შემდგომ ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ VI ფილოსოფოსმა (886-912 წ.) სახელმწიფო კანონებით აკრძალა ქორწინება მესამე ხარისხის მქონე სულიერ ნათესავებს შორის. (4)
დროთა განმავლობაში VI მსოფლიო კრების 53-ე კანონის იმ ადგილის საფუძველზე, სადაც ნათქვამია, რომ “სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი”, როგორც საეკლესიო, ასევე ბერძნული სამოქალაქო კანონმდებლობითაც დადგინდა სულიერ ნათესაობაში საქორწინო წინაღობები იმ ხარისხამდე, რომლებშიაც აკრძალვა ეხებოდა სისხლისმიერ ნათესაობასაც, სახელდობრ, მე-8 ხარისხის ჩათვლით. (5)
მაგრამ, როგორც აღნიშნავს XIX საუკუნის ცნომილი სერბი კანონისტი ნიკოდიმი მილაში, “რადგანაც ტრულის 53-ე კანონში ან სხვა რომელიმე საყოველთაო საეკლესიო კანონში არ მოიხსენიება სულიერი ნათესაობის მე-2 ხარისხის შემდგომი ხარისხები, რომლებშიც ქორწინება აკრძალული იქნებოდა, ამიტომ ქორწინების აკრძალვის, ან ნებართვის უფლება შემდეგ ხარისხებში მინიჭებული აქვთ ადგილობრივ ეკლესიათა კანონმდებლებსა და რწმუნებულ ეპისკოპოსებს”.(6) ანუ ქორწინება ისეთ მირონნათესავების შორის, რომლებიც არ არიან პირდაპირ ნახსენები ტრულის კრების 53-ე კანონში, ექვემდებარება ეგრეთწოდებულ საეკლესიო იკონომიას ანუ შეწყალებას, განგებას. ეპისკოპოსს, ან მითუმეტეს, ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდს, შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაუშვას ასეთი ქორწინებები.
რაც შეეხება უშუალოდ ერთი ნათლიის მიერ მონათლულ სულიერ ძმებსა და დებს, შეუძლიათ თუ არა მათ ქორწინება, ეს საკითხი გადაწყვეტილია ინდივიდუალურად ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ. მაგალითად:
საბერძნეთის ეკლესიაში ამ თემასტან დაკავშირებით პირველად წერდა XV საუკუნის წმინდა მამა სვიმეონ თესალონიკელი და ადგენდა, რომ ასეთი ტიპის ქორწინებები დაუშვებელია.(7) 1801 წელს წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიერ შედგენილ ბერძნულ სჯულისკანონში – პიდალონონში ასევე იკრძალება ქორწინება ერთი ნათლიის ნათლულებს შორის, მაგრამ საბერძნეთის ეკლესიის თანამედროვე კანონიკური პრაქტიკა უშვებს ასეთ ქორწინებებს. (8)
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის ამკრძალავ კანონიკურ დადგენილებებში არსად არ განიხილავს მსგავს შემთხვევას, შესაბამისად, ნათლულებს შორის ქორწინება იქ აკრძალული არ არის. (9)
რუსეთის ეკლესიაში დღემდე მოქმედებს 1810 წლის 19 იანვრის სინოდის დადგენილება, რომლის მიხედვითაც შეუღლება იკრძალება მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის, ყველა სხვა შემთხვევაში ქორწინება დაშვებულია. (10)
ძველ ქართულ საეკლესიო სამართალში (სამთავისის ეპარქიის კრების კანონები (1459 წ.) და ცაიშ-ბედიის შეკრების კანონები (1470-1474) წ.)) ასევე საუბარია მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვაზე. (11)
უკვე ჩვენს დროში, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება. სტატიაში მოყვანილი ისტორიულ-კანონიკური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სწორი, საფუძვლიანი და კანონიკურად გამართლებულია.(12)
____________
1. ზაზა ვაშაყმაძე, თანამედროვე ქართული საეკლესიო სამართალი, “საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა”, თბილისი, 2011, გვ. 143, 145.
2. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გამომცემლობა “ალილო”, თბილისი, 2007, გვ. 501.
3. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გვ. 500.
4. Floca Ioan N. Arhid. Prof. Dr. Drept Canonic Ortodox, Leilatie si Agministratie bisericeasca, Vol. II, Editura Institutului Biblic si de Misiune al Bisericii Ortodoxe Romane, Bucuresti, 1990, p. 88.
5. ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ, თბილისი, 1995, გვ. 25.
6. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, I ტომი, გვ. 501.
7. ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ, თბილისი, 1995, გვ. 26.
8. პანაიოტის ი. ბუმისი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, კანონიკური სამართალი, გამომცემლობა “მთაწმინდელი”, თბილისი, 2007, გვ. 106.
9. Floca Ioan N. Arhid. Prof. Dr. Drept Canonic Ortodox, Leilatie si Agministratie bisericeasca, Vol. II, p. 86-88.
10. Цыпин Владислав, Протоиерей, Курс Церковного Права, Изд. “Христианская жизнь”, г. Клин, 2004, ст.566.
11. ქართული სამართლის ძეგლები, ტომი III, საეკლესიო საკანონდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, გამომცემლობა „მეცნიერება”, თბილისი, 1970, გვ. 206-207: ჯაფარიძე ანანია მიტროპოლიტი, საქართველოს საეკლესიო კრებები, წიგნი I, საკანონმდებლო კრებები XII-XX სს., გამომცემლობა “მერანი”, თბილისი, 2003, გვ. 268, 272.
12. საკითხის სიმარტივის გამო ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ზეპირად, ერთხმად და ამიტომ არ ჩაიწერა სინოდის ოქმებში. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებაში ასეთი ფართე პოლემიკის საგანი გახდებოდა.

http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 11 2013, 04:30 PM

ამ პოსტში ავტვირთავ პატრიარქის საჯარო ნათლობების ამსახველ ვიდეოებს:
III ნათლობა :


IV - ნათლობა

VI - ნათლობა :

IX - ნათლობა :

XXVI - ნათლობა :


XXVII - ნათლობა :

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 7 2013, 02:54 PM

ვინმე მადლიანმა მითხარით რა, როდისაა შემდეგი ნათლობა? უფრო სწორად, შემდეგი მგონი მალეა და რეგისტრაცია უკვე დამთავრებულია. იმის შემდეგი მაინტერესებს, რეგისტრაცია რომ გავიაროთ.

პ.ს. ჯერ არ გამიჩენია, მაგრამ მალე ვაპირებ და თადარიგს ვიჭერ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 7 2013, 09:41 PM

მარიამი
გავიგებ თუ არა მარი დავწერ...

მოევლინოს ბავშვი ამ ქვეყანას და მაგას მიეხედება...biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 10 2013, 12:23 PM

ციტატა(A.V.M @ Jun 7 2013, 09:41 PM) *

მარიამი
გავიგებ თუ არა მარი დავწერ...

მოევლინოს ბავშვი ამ ქვეყანას და მაგას მიეხედება...biggrin.gif

მადლობა smile.gif

ერთ კვირაში კი უნდა მოევლინოს უკვე ... smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2013, 03:23 PM

ციტატა(მარიამი @ Jun 10 2013, 01:23 PM) *

მადლობა smile.gif

ერთ კვირაში კი უნდა მოევლინოს უკვე ... smile.gif


ღმერთმა სასიხარულო შვილი გაგიჩინოს, მარი, ჯანმრთელი და სასახელო!!!! mpua.gif zafxuli.gif ბიჭს ელოდები თუ გოგოს?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 14 2013, 01:48 PM

marine
მადლობა kiss1.gif გოგოს ველოდები smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2013, 03:17 PM

ციტატა(მარიამი @ Jun 14 2013, 02:48 PM) *

marine
მადლობა kiss1.gif გოგოს ველოდები smile.gif



რა კარგია!!!!!!!!!!!!! a025.gif zafxuli.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 14 2013, 03:20 PM

მარიამი
ღმერთმა ერის სასახელო და სასიქადულო მანდილოსანი გაგიზარდოს kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2013, 03:50 PM

ციტატა(G_saxva @ Jun 14 2013, 04:20 PM) *

მარიამი
ღმერთმა ერის სასახელო და სასიქადულო მანდილოსანი გაგიზარდოს kiss1.gif

ki.gif მეც ეგ მინდა ვუსურვო rolleyes.gif და საერთოდ, მინდა რომ მარის მინიმუმ 7 შვილი ჰყავდეს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 14 2013, 04:08 PM

ციტატა(marine @ Jun 14 2013, 03:50 PM) *

ki.gif მეც ეგ მინდა ვუსურვო rolleyes.gif და საერთოდ, მინდა რომ მარის მინიმუმ 7 შვილი ჰყავდეს rolleyes.gif

მას აღარ ეკითხები? biggrin.gif ისე ვაოფებთ და სჯობს სხვაგან ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2013, 04:09 PM

ციტატა(G_saxva @ Jun 14 2013, 05:08 PM) *

მას აღარ ეკითხები? biggrin.gif ისე ვაოფებთ და სჯობს სხვაგან ვისაუბროთ.


7 შვილი პატრიარქის კურთხევაა ყველა წყვილის მიმართ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 14 2013, 09:58 PM

გვეყო ჩემო კარგებო გაოფება...
დაველოდოთ მარიამის გოგოს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 19 2013, 01:50 AM

ხულოში 1200-ზე მეტი მორწმუნე პატრიარქის ნათლული გახდება

ხულოს მუნიციპალიტეტში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში მრევლია შეკრებილია, სადაც პატრიარქის მიბრძანებას ელოდებიან.

მამა თეოდორეს ინფორმაციით, ამ დროისათვის, ნათლობის 1200-მდე მსურველმა გაიარა რეგისტრაცია და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. ეს ადამიანები პატრიარქის ნათლულები გახდებიან.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სახალხო ნათლობას გამართავს. 18 ივნისს უწმინდესი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში არსებულ წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვევა და სასწავლებლის სტუდენტებსა და მასწავლებლებს დალოცავს. 19 ივნისს კი, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სახალხო ნათლობა ჩატარდება.
http://info9.ge/?l=G&m=108&f=0&id=12178

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 25 2013, 11:31 AM

რამდენადაც მახსოვს, მაირამ აინტერესებდა საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით და აქ დავუდებ იმფორმაციას, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ მართლმადიდებლურ საინფორმაციო საიტზე.

30-ე საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია იწყება
იწყება ოცდამეათე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობა

დღეისათვის მონათლულია 17000 – ზე მეტი ბავშვი.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 28 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე. მისამართზე: საქართველოს საპატრიარქო (შესასვლელი რესტორან “ქალაქურის” გვერდითა მხრიდან).

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

• მშობლების პირადობის მოწმობების ასლები
• მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები
• შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
• მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი სიდი დისკით

საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
555 41 33 40
593 46 45 71
წყარო: www.ambioni.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 15 2013, 11:36 PM

14 ივლისს სამების საპატრიარქო ტაძარში რიგით 30-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

როგორც ,,მდიანიუსს” ფონდ ,,ლაზარედან” აცნობეს, ამჯერად პატრიარქის ნათლული 433 ბავშვი გახდება. ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება, მისი დასრულების შემდეგ ტრადიციულად პატრიარქი ტაძარში მივა და ნათლულებს დალოცავს.

პატრიარქს უკვე ჰყავს 17158 ნათლული, რომელიც ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა პატრიარქის ინიციატივით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.



IPB-ს სურათი
ესეც ჩვენი ქალბატონი!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2013, 03:12 PM

პატრიარქმა რამდენი ჩვილი გადაარჩინა სიკვდილს!!!!!!!!!!! wub.gif girl_angel.gif მის სიბრძნეს საზღვრები არ აქვს... girl_angel.gif

პოსტის ავტორი: ratinwt თარიღი: Jul 18 2013, 11:58 PM

ციტატა
პატრიარქმა რამდენი ჩვილი გადაარჩინა სიკვდილს!!!!!!!!!!! მის სიბრძნეს საზღვრები არ აქვს...


ასეთ რაღაცებს სერიოზულად ამბობთ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 19 2013, 09:26 AM

ციტატა(ratinwt @ Jul 18 2013, 11:58 PM) *

ასეთ რაღაცებს სერიოზულად ამბობთ?

არა ასეთი ხუმრობები გვაქ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2013, 03:08 PM

პატრიარქის წყალობით მალე საქართველოში დემოგრაფიული ზამთრის ნაცვლად ზაფხული დადგება wub.gif

ციტატა(ratinwt @ Jul 19 2013, 12:58 AM) *

ასეთ რაღაცებს სერიოზულად ამბობთ?


ამ სიტყვებში არასერიოზული რა დაინახე? smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2013, 03:11 PM

ნეტავ რამდენხანში გახდება ჩემი ჩარევა საჭირო ???
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2013, 03:12 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 19 2013, 04:11 PM) *

ნეტავ რამდენხანში გახდება ჩემი ჩარევა საჭირო ???
biggrin.gif


გურამ, ბერი პაისი ამბობს რომ ოჯახი ჯობია ადრეულ ასაკში შექმნა, ამიტომ გისურვებ რომ ღმერთმა მალე გაგაბედნიეროს და მინიმუმ 7 შვილი გაუზარდო საქართველოს a025.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 19 2013, 03:25 PM

ციტატა(marine @ Jul 19 2013, 03:12 PM) *

გურამ, ბერი პაისი ამბობს რომ ოჯახი ჯობია ადრეულ ასაკში შექმნა, ამიტომ გისურვებ რომ ღმერთმა მალე გაგაბედნიეროს და მინიმუმ 7 შვილი გაუზარდო საქართველოს a025.gif

ამ კაცს არაფერს ეუბნებით აქვს თუ არა ამდენი შვილის რჩენის თავი? სხვა რომ არფერი ვთქვათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2013, 03:34 PM

ციტატა(G_saxva @ Jul 19 2013, 04:25 PM) *

ამ კაცს არაფერს ეუბნებით აქვს თუ არა ამდენი შვილის რჩენის თავი? სხვა რომ არფერი ვთქვათ biggrin.gif


ყველა შვილს თავისი ბარაქა მოაქვს ოჯახში smile.gif ღმერთი მისცემს გურამს იმის შესაძლებლობას რომ ბევრი შვილი გაზარდოს smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 19 2013, 04:15 PM

ციტატა(marine @ Jul 19 2013, 03:34 PM) *

ყველა შვილს თავისი ბარაქა მოაქვს ოჯახში smile.gif ღმერთი მისცემს გურამს იმის შესაძლებლობას რომ ბევრი შვილი გაზარდოს smile.gif

მარტო გაზრდა არ ჭირდება რამინე ბაVსვებს ეს ჩემზე უკეთ იცი მთავარი აღზრდაა რაც მეტნაკელბად ეკონომიურ პირობებზეა დამოკიდებული.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2013, 07:35 PM

ციტატა
გურამ, ბერი პაისი ამბობს რომ ოჯახი ჯობია ადრეულ ასაკში შექმნა, ამიტომ გისურვებ რომ ღმერთმა მალე გაგაბედნიეროს და მინიმუმ 7 შვილი გაუზარდო საქართველოს

პოსტი ამისთვის არ დამიწერია.
მეთქი , როგორც მოდერი , რამდენხანში გახდება საჭირო რომ ამ ,,თემაში'' ჩავერიო და პოსტები წავშალო მეთქი...biggrin.gif

(ისე..რა დრო ცოლია...
ერთ 3 წელიწადში დავიწყებ ფიქრს ცოლზე , მინდა თუ არა ოჯახის შექმნა , და რას მოვიფიქრებ არ ვიცი)
biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 19 2013, 10:34 PM

ციტატა(marine @ Jun 14 2013, 03:50 PM) *

ki.gif მეც ეგ მინდა ვუსურვო rolleyes.gif და საერთოდ, მინდა რომ მარის მინიმუმ 7 შვილი ჰყავდეს rolleyes.gif

20 წლის რომ გავთხოვილიყავი, ალბათ მოვასწრებდი... აწი მე 7-მდე ვეღარ მივალ და არც შეიძლება ჩემთვის. აღარც ასაკი მიწყობს ხელს უკვე და აღარც ჯანმრთელობა. მით უმეტეს საკეისრო გავიკეთე ბოლოს (ვინც არ იცის, საკეისროს მერე სულ საკეისრო უნდა იკეთო და მაქსიმუმია სამი. მეტი არ შეიძლება).

პოსტის ავტორი: ratinwt თარიღი: Jul 20 2013, 11:05 PM

marine

ციტატა
ამ სიტყვებში არასერიოზული რა დაინახე?


თემის აზრიდან გამომდინარე გამოვიტანე დასკვნა რომ პატრიარქმა ბევრი ახალშობილი გადაარჩინა იმით რომ მონათლა. ასეა?

თუ ასეა ის ვინც არ მონათლა, ან საერთოდ ვინც მონათლული არაა , ან უბედური შემთხვევის გამო ,ან აბორტის გამო გარდაიცვალა მონათვლავდე? ან მონათლულია სხვა რწმენაში, ქრისტიანობის სხვა დენომინაციაში . ან ზოგადად არაა ქრისტიანი სხვა რწმენისაა. ანუ დაიღუპებიან ისინი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 21 2013, 12:27 AM

ratinwt

ციტატა
თუ ასეა ის ვინც არ მონათლა, ან საერთოდ ვინც მონათლული არაა , ან უბედური შემთხვევის გამო ,ან აბორტის გამო გარდაიცვალა მონათვლავდე? ან მონათლულია სხვა რწმენაში, ქრისტიანობის სხვა დენომინაციაში . ან ზოგადად არაა ქრისტიანი სხვა რწმენისაა. ანუ დაიღუპებიან ისინი?

მოდი თემას ნუ შევიცვლით ხომ?
ამ საკითხებზე ვსაუბრობთ , თან საკმაოდ კონსტრუქციულად და არ გვინდა ,,ორად გაჭრა.''
შენ გაქვს უფლება , პირადი ნებიდან გამომდინარე რომ მარინეს პოსტი არასერიოზულად მიგაჩნდეს , მაგრამ ამას აქვს თავისი გამოხატვის ნორმები და იმედი მაქვს არ დაარღვევ.
საუბარი კი სადაც დავიწყეთ , იქვე დავასრულოთ და შუაზე ნუ ,,გავიჭრებით'' შევთანხმდით?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 22 2013, 12:00 PM

ratinwt
შემიძლია აგიხსნა, რა იგულისხმა მარინემ:
ბევრმა იმიტომ გააჩინა საერთოდ მესამე და შემდეგი შვილი, რომ უნდოდა პატრიარქი ყოფილიყო მისი ნათლია. რომ არა პატრიაქრის ეს ინიციატივა, ეს ბავშვები საერთოდ არ დაიბადებოდნენ. შესაძლოა ბევრი მათგანი აბორტის მსხვერპლი გამხდარიყო.

ჩემს შემთხვევაში მასე არაა, მაინც გავაჩენდი მერამდენეც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბევრმა მართლა პატრიარქის ხათრით გააჩინა.

პოსტის ავტორი: ratinwt თარიღი: Jul 22 2013, 12:08 PM

მარიამი

ციტატა
შემიძლია აგიხსნა, რა იგულისხმა მარინემ:ბევრმა იმიტომ გააჩინა საერთოდ მესამე და შემდეგი შვილი, რომ უნდოდა პატრიარქი ყოფილიყო მისი ნათლია. რომ არა პატრიაქრის ეს ინიციატივა, ეს ბავშვები საერთოდ არ დაიბადებოდნენ. შესაძლოა ბევრი მათგანი აბორტის მსხვერპლი გამხდარიყო.


გასაგებია ახლა smile.gif სხვანაირად გავიაზრე მე.

ციტატა
შუაზე ნუ ,,გავიჭრებით'' შევთანხმდით?

კი რა პრობლემაა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2013, 03:31 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 19 2013, 08:35 PM) *

პოსტი ამისთვის არ დამიწერია.
მეთქი , როგორც მოდერი , რამდენხანში გახდება საჭირო რომ ამ ,,თემაში'' ჩავერიო და პოსტები წავშალო მეთქი...biggrin.gif

(ისე..რა დრო ცოლია...
ერთ 3 წელიწადში დავიწყებ ფიქრს ცოლზე , მინდა თუ არა ოჯახის შექმნა , და რას მოვიფიქრებ არ ვიცი)
biggrin.gif

3 წელი ბევრი დროა... gio.gif მალე მიიღე გადაწყვეტილება, ადრეულ ასაკში უფრო მარტივია ოჯახის გაძღოლაც და ბერობაც a025.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 22 2013, 03:41 PM

ციტატა(marine @ Jul 22 2013, 03:31 PM) *

3 წელი ბევრი დროა... gio.gif მალე მიიღე გადაწყვეტილება, ადრეულ ასაკში უფრო მარტივია ოჯახის გაძღოლაც და ბერობაც a025.gif

მე პირიქით ვფიქრობ სანამ ოჯახს შექმნი დიდხანს უნდა იფიქრო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2013, 03:43 PM

ციტატა(G_saxva @ Jul 22 2013, 04:41 PM) *

მე პირიქით ვფიქრობ სანამ ოჯახს შექმნი დიდხანს უნდა იფიქრო.


დიდი ფიქრის მერე ისეთ ასაკში შეხვალ, რომ ცოლიც ჰ-ასაკიანი შეგხვდება და ორ კინკილა შვილს თუ გააჩენთ... ამიტომ მალე დაქორწინდი რომ გამრავლდე და ლამაზი შვილებით დაიხუნძლო a025.gif


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 22 2013, 03:46 PM

ციტატა(marine @ Jul 22 2013, 03:43 PM) *

დიდი ფიქრის მერე ისეთ ასაკში შეხვალ, რომ ცოლიც ჰ-ასაკიანი შეგხვდება და ორ კინკილა შვილს თუ გააჩენთ... ამიტომ მალე დაქორწინდი რომ გამრავლდე და ლამაზი შვილებით დაიხუნძლო a025.gif

რატომ შემხვდება ცოლი ასაკანი? ohmy.gif მე გვერდით მყავს საყვარელი ქალბატონი უკვე 2 წელია და ჯერ ჯვრისწერას არ ვაპირებთ, ჯერ უნდა მოვაწყოთ ცხოვრება ისე რომ შემდეგ მარტო სიყვარულისთვის გვქონდეს დრო, ასე ვფიქრობთ ორივე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2013, 03:49 PM

ციტატა(G_saxva @ Jul 22 2013, 04:46 PM) *

რატომ შემხვდება ცოლი ასაკანი? ohmy.gif მე გვერდით მყავს საყვარელი ქალბატონი უკვე 2 წელია და ჯერ ჯვრისწერას არ ვაპირებთ, ჯერ უნდა მოვაწყოთ ცხოვრება ისე რომ შემდეგ მარტო სიყვარულისთვის გვქონდეს დრო, ასე ვფიქრობთ ორივე.


ეგ კარგი რომ რჩეული გყავს 2kiss.gif გისურვებ:

"ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი ვითარცა ახალ-ნერგნი ზეთისხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა."

ფს. 127

მალე დაქორწინდი და ბარაქაც მოვა, ცხოვრებასაც ააწყობა... ნუ დააყოვნებ, თორემ სიყვარული გაგიფერმკრთალდებათ... შეყვარებულობიდან ერთ წელში დაქორწინება ყველაზე ოპტიმალურია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 22 2013, 03:51 PM

ციტატა(marine @ Jul 22 2013, 03:49 PM) *

ეგ კარგი რომ რჩეული გყავს 2kiss.gif გისურვებ:

"ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხომი კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი ვითარცა ახალ-ნერგნი ზეთისხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა."

ფს. 127

მალე დაქორწინდი და ბარაქაც მოვა, ცხოვრებასაც ააწყობა... ნუ დააყოვნებ, თორემ სიყვარული გაგიფერმკრთალდებათ... შეყვარებულობიდან ერთ წელში დაქორწინება ყველაზე ოპტიმალურია rolleyes.gif

დიდი მადლობა მარინე შენც გისურვებ თეთრ ცხენს თავისი პრინცით biggrin.gif
არ მინდა ჯერ ოჯახის შექმნა თავისუფლება მწყურია biggrin.gif

პ.ს ვფქირობ სანამ ადამიანი წესიერად არ გაიაზრებს ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობას მანამ არ უნდა იფიქროს ცოლ-შვილზე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2013, 03:52 PM

ციტატა(G_saxva @ Jul 22 2013, 04:51 PM) *

დიდი მადლობა მარინე შენც გისურვებ თეთრ ცხენს თავისი პრინცით biggrin.gif
არ მინდა ჯერ ოჯახის შექმნა თავისუფლება მწყურია biggrin.gif

პ.ს ვფქირობ სანამ ადამიანი წესიერად არ გაიაზრებს ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობას მანამ არ უნდა იფიქროს ცოლ-შვილზე.


ჩემი პრინცი დიდი ხანია გადაიჩეხა კლდეზე და ლოდინმა აზრი დაკარგა rolleyes.gif

კარგი ახლა, ნუ გაზარმაცდები, "თავისუფლება არ ნიშნავს აკეთო ის რაც მოგეხასიათება, არამედ თავისუფლება არის: შეგეძლოს აკეთო ის, რაც სწორია, რაც ღმერთს უნდა."


ვაიმე, მგონი ვაOFF-ებთ mellow.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 22 2013, 03:57 PM

ციტატა(marine @ Jul 22 2013, 03:52 PM) *

ჩემი პრინცი დიდი ხანია გადაიჩეხა კლდეზე და ლოდინმა დიდი ხანია აზრი დაკარგა rolleyes.gif

კარგი ახლა, ნუ გაზარმაცდები, "თავისუფლება არ ნიშნავს აკეთო ის რაც მოგეხასიათება, არამედ თავისუფლება არის: შეგეძლოს აკეთო ის, რაც სწორია, რაც ღმერთს უნდა."
ვაიმე, მგონი ვაOFF-ებთ mellow.gif rolleyes.gif

როცა არ ელი მაშინ მოვა შენი პრინცი მთავარია ელოდე და გჯეროდეს kiss1.gif
მე მაინც არ მეჩქარება ცოლის მოყვანა და გურამსაც იმავეს ვურჩევ biggrin.gif
მართალია ვაOFFებთ მაგრამ გურამი შმეოვა და წაგვიშლის biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2013, 03:58 PM

ციტატა(G_saxva @ Jul 22 2013, 04:57 PM) *

როცა არ ელი მაშინ მოვა შენი პრინცი მთავარია ელოდე და გჯეროდეს kiss1.gif
მე მაინც არ მეჩქარება ცოლის მოყვანა და გურამსაც იმავეს ვურჩევ biggrin.gif
მართალია ვაOFFებთ მაგრამ გურამი შმეოვა და წაგვიშლის biggrin.gif


მოკლედ თემისს არსს რომ დავუბრუნდეთ, შენ და გურამს გისურვებთ მალე გაბედნიერებას და მალევე მესამე და შემდგომი შვილების მონათვლას პატრიარქის ხელით mpua.gif ღმერთმა ჩვენი პატრიარქი დიდხანს გვიცოცხლოს და მალე მილიონი ნათლული ყავდესgirl_angel.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 22 2013, 07:57 PM

AEHAAAAAAAAAAAAAAAAA....
,,მოვიდა დათვის დაქალი!'':D

გაოფება არ დამანახოთ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 4 2013, 10:09 AM

იწყება ოცდამეთერთმეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 6 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.

ნათლობა

მის.: საქართველოს საპატრიარქო (შესასვლელი რესტორან “ქალაქურის” გვერდითა მხრიდან)

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
• მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
• მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
• შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
• მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი სიდი დისკით

საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10; 555 41 33 40; 593 46 45 71

დღეისათვის მონათლულია 17600 – ზე მეტი ბავშვი.
რუ: http://www.ambioni.ge/31-e-sayoveltao-natlobis-registracia-iwyeba

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 23 2013, 01:47 AM

პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ
პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ამიერიდან ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, წარმოიშვა იდეა, რომ შეიქმნას ვებ-გვერდი, რომელიც ყველას ეცოდინება და სადაც მისი ნათლულები ერთმანეთს გაიცნობენ. უწმინდესის თქმით, გაჭირვების შემთხვევაში მისი ნათლულები ამ საიტზე თავიანთი გასაჭირის დაწერასაც შეძლებენ, სხვა ნათლულების მშობლები კი მათ დაეხმარებიან. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს მისი ნათლული კიდევ 735 ბავშვი გახდება.
"ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება მათი დაბადება და ცხოვრება. ჩვენი ნათლობისას ინათლებიან ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ. ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლე, რათა ემსახურონ უფალს, სამშობლოს, ოჯახს და მოყვასსა თვისსა",- ბრძანა უწმინდესმა და უფალს ამ წყალობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, დღევანდელ წირვაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაც მონაწილეობდა. ილია მეორემ მთავარეპისკოპოსებს იონათამსა და აღაპიტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-უკრაინის თბილ ურთიერთობაზე ისაუბრა.

უწმინდესმა ქართველი და უკრაინელი ერი დალოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა უძველესი კულტურის ქვეყანაა, რასაც საქართველო ძალიან აფასებს. "განსაკუთრებით ვაფასებთ მათ სიმტკიცეს მართლმადიდებელ სარწმუნოებაში", - ბრძანა უწმინდესმა და

სტუმრებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები უსახსოვრა.

მამობრივი სითბოსა და მზრუნველობისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა მთავარეპისკოპოსმა იონათამმა. მისი თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი დელეგაციის რამდენიმე წევრი საქართველოში პირველად იმყოფება და მათ დიდი შათაბეჭდილებები მიიღეს. "საქართველოში ძალიან უყვართ ღვთისმშობელი. ღმერთმა მოგცეთ ღვთისმშობლის მფარველობა. უკრაინა ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნება",- აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა იონათამმა და ილია მეორეს საჩუქრად სმოლენსკში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
დღევანდელი საკვირაო ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/86438-patriarqis-nathlulebi-erthmaneththan-dakavshirebas-internetis-sashualebithac-shedzleben.html?add=1#ixzz2ff0frqU9

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 26 2013, 10:55 PM

საიტი რომ შეიქმნება, გამაგებინეთ. მე ახალ ამბებს ძალიან რომ დაძველდება, მერე ვიგებ ხოლმე და... მიჯიკეთ ცოტა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2013, 05:44 PM

მარიამი
აუცილებლად...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2013, 11:10 PM

ილია მეორე - აჭარის რეგიონი საქართველოს გამთლიანების მაგალითია
21:29 12-12-2013
ილია მეორე - აჭარის რეგიონი საქართველოს გამთლიანების მაგალითია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ბათუმის ხელოვნების ცენტრში ნათლულები დალოცა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში 1 900-მდე ადამიანი მისი ნათლული გახდა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში პატრიარქს კონცერტით შეხვდნენ, რის შემდეგაც ილია მეორემ ნათლულებს სთხოვა, რომ იყვნენ სამაგალითონი.
უწმინდესის თქმით, აჭარის რეგიონი საქართველოს გამთლიანების მაგალითია. "პატრიარქის ნათლულები უნდა იყვნენ სამაგალითონი თავიანთი რწმენით, სიყვარულით, სიკეთით. ყოველი ქართველი ადამიანი არის ღვთისადმი შეწირული ზვარაკი. ვისაც სურს ნახოს ძლიერი სიყვარული უფლისადმი, უნდა ჩამოვიდეს აჭარაში. დალოცვილი იყავით, აჭარა მაგალითია მთელი საქართველოსთვის. შევთხოვ უფალს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ვლოცავ ჩემს ნათლულებს, დალოცვილი იყავით, თქვენ და თქვენი მშობლები, თქვენი ოჯახი, ამინ!", - აღნიშნა პატრიარქმა.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/263344-ilia-meore-atcaris-regioni-saqarthvelos-gamthlianebis-magalithia.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2014, 12:07 AM

პატრიარქის ნათლული ხვალ კიდევ 610 ბავშვი გახდება
17:16 18-01-2014
პატრიარქის ნათლული ხვალ კიდევ 610 ბავშვი გახდება პატრიარქის ნათლული კიდევ 610 ბავშვი გახდება. ნათლისღების დღესასწაულზე, ხვალ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 34-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 610 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა ტაძარში 17.00 საათის შემდეგ დაიწყება.
ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 19 136 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. 33-ე საყოველთაო ნათლობა 19 დეკემბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/266816-patriarqis-nathluli-khval-kidev-610-bavshvi-gakhdeba.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2014, 09:39 PM

პატრიარქის ნათლული კიდევ 615 ბავშვი გახდა. ნათლიღების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში 34-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. მონათლულებს შორის იყო ათამდე ზრდასრული მუსლიმიც.
პატრიარქის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სანთლები და ჯვრები გადაეცათ. დღეისთვის სრულიად საქართველოს პატრიარქს 19 136 ნათლული ჰყავს მონათლული.
’’საქართველოს შეემატა კიდევ ახალი ნათლულები. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა აღზარდოს მშვიდობით ეს ბავშვები. ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა დიდი ადამიანები გამოიყვანოს ისინი’’,- განაცხადა ნათლობის შემდეგ პატრიარქმა.

http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=6321

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 10 2014, 12:44 AM

Georgian Patriarch will baptize 600 babies in mass ceremony

03 OCT 17:07

The 37th baby baptism ceremony will take place on Sunday. Photo from Kvira.ge
Tweet
Share
Print Article
Comments

Agenda.ge,03 Oct - 17:07, Tbilisi,Georgia
The religious leader of the Georgian Orthodox Church is preparing to baptize about 600 babies in a mass baptism this Sunday.

The occasion will be the 37th baby baptism ceremony since he began the occasion in 2008. In this time Patriarch Ilia II has become godfather to 19,136 children. After Sunday, he can add another 621 children to this list after they are baptized at the Holy Trinity Cathedral.

The baptism ceremonies began as a way to encourage people to have children and reduce the country’s diminishing birth rate.

In 2007, head of the Georgian Orthodox Church Patriarch Ilia II promised to personally baptize any baby born to Orthodox Christian parents who already had more than two children. At the time the country had one of the lowest birth rates in the world.

Since the Patriarch’s plan was established, birth rates in Georgia increased from 11.2 to 12.9 per 1,000 people, according to statistics from the Georgian National Statistics Department.

Georgian parents said Patriarch Ilia II was instrumental in their decision to have a third or fourth child.

Patriarch Ilia II has the highest rating (91%) as the most authoritative figure in Georgia, according to surveys from the Caucasus Research Resource Center (CRRC) and National Democratic Institute (NDI).
http://agenda.ge/news/22051/eng

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 29 2014, 01:44 PM

შემდეგი ნათლობა როდისაა ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 29 2014, 07:02 PM

G_saxva

ციტატა
• მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

ანუ სამოქალაქო ქორწინება აუცილებელია? მარტო ჯვრისწერა არაა საკმარისი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:28 PM

"საქართველოს ეკლესიის ქადაგებით და პატრიარქის მოწოდებით ათი ათასობით ბავშვის ციცქნა სხეული გადაურჩა დაგლეჯას და ნაგავსაყრელში გადაგდებას".

/გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)