IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 29 30 31 32 >  
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
marine
პოსტი Aug 5 2022, 06:55 PM
პოსტი #601


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1999 წ. 15 ივნისს მოვყევი ავტოავარიაში, ღვთის მადლით ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ ორი წელი მივეჯაჭვე ლოგინს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არავის ეგონა, თუ ფეხზე დავდგებოდი, მაგრამ მოხდა სასწაული - მამა გაბრიელის ზეთის წყალობით შევძელი სიარული და მადლობას ვწირავ უფალს. რომელმაც მამა გაბრიელი მოგვივლინა. ჩემი განკურნების ამბავი ამგვარად იყო: ჩვენი სახლის მახლობლად ჟურნალ-გაზეთებს ყიდიან. ყავარჯნებით მივდიოდი და ვყიდულობდი ახალ პრესას. რამოდენიმე ჟურნალში მამა გაბრიელზე ეწერა, რამაც ძალიან გამაინტერესა. მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით მამა გაბრიელის საფლავზე. ღვთის ნებით, რკინიგზის სადგურზე გავედით თუ არა, მატარებელი მაშინვე ჩამოდგა. მცხეთაში ვარ ნამყოფი ავტომობილით, მაგრამ, არც მე და არც დედაჩემმა სადგურიდან გზა არ ვიცოდით. ჩამოვედით თუ არა მატარებლიდან, ბაქანზე დავინახეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სვეტიცხოველში მიდიოდა ჯვრის საკურთხებლად. რომ გაიგო ჩვენი ამბავი, გვითხრა: მეც იქით მოვდივარ, გეტყობათ პირველად ხართ და გამომყევითო. ამგვარად, აღმოვჩნდით მამა გაბრიელის საფლავზე. წამოვიღეთ ზეთი, დედა პარასკევამ როგორც დაგვარიგა, დავიწყეთ ამ ზეთის წასმა ფეხზე. მესამე კვირას ყავარჯნებიც გადავაგდე და ცოტა ხანში - ჯოხიც. ამგვარად, აღმოვჩნდი განკურნებული მამა გაბრიელის ზეთის წყალობით. სანამ ავარიაში მოვყვებოდი, ერთ ხანს ჩამოშორებული ვიყავი დედა-ეკლესიას, აყოლილი ვიყავი ბიჭებს, ეს ჩემი ავარიაც და განკურნებაც, ალბათ, იმიტომ დაუშვა უფალმა, რომ რწმენისკენ შემოვტრიალებულიყავი. უფალი ხომ იმდენ სატანჯველს რა დაუშვებს, რამდენის ტარებასაც ვერ შეძლებს ადამიანი. ღვთის წყალობით, შემოვტრიალდი მეც რწმენისკენ. ვარ გორის მგალობელთა გუნდის წევრი".

/ზაზა ალავერდაშვილი, გორი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 31 2022, 09:15 PM
პოსტი #602


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„29 დეკემბერს დილიდანვე გავედი საახალწლო საყიდლებზე. დედაჩემი, ლუსია თოროზოვა, წირვაზე წავიდა, ჩემი 8 წლის ნიკოლოზი კი, თანატოლებთან ერთად, უბნის სტადიონზე თამაშობდა. არ ვიცი, როგორ მოხდა, თავისზე უფრო ბიჭს თავში წყლით სავსე ბოთლი უსვრია და წარბი გაუხეთქავს. ბავშვებს ფეხით წაუყვანიათ ჩვენთან ახლოს, ე.წ. მიხეილის საავადმყოფოში. ექიმებს უთქვამთ, ხელს ვერ მოვკიდებთ, თვალის კლინიკაში წაიყვანეთო. რაკი ბავშებმა არ იცოდნენ, სად იყო თვალის კლინიკა, ისევ უკან წამოუყვანიათ. შინ მისულს მეზობლებმა ეს ამბავი დამახვედრეს და მაშინვე ტაქსით გავვარდი. საავადმყოფოს მიმღებში იუარეს, არაფერი ვიცით შენი შვილის შესახებო. კარისკაცმა ჩუმად მითხრა: ამათ სისხლიც კი არ მოსწმინდეს და ბავშვებმა უკან წაიყვანესო. თავზარდაცემული გამოვიქეცი... ჩემი შვილი, თანატოლებით გარშემოხვეული, საცოდავად იჯდა სტადიონზე და ტიროდა (ქუდიც სადღაც დაჰკარგოდა). მაშინვე „სასწრაფო“ გამოვიძახე. ექიმმა მითხრა: ღრმა ჭრილობაა, ახლავე კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ და იქ გაუკერავენო. ეს რომ ნიკოლოზმა გაიგო, შეშინდა და კატეგორიულად თქვა: მამა გაბრიელი და მიქაელ მთავარანგელოზი განმკურნავენო (რატომ თქვა მიქაელ მთავარანგელოზი და რატომ არ თქვა - სასწაულთმოქმედი ნიკოლოზი, ვისი სახელიც ჰქვია, არ ვიცი). ექიმმა ხელი მომაწერინა - პასუხსიმგებლობა მოიხსნა. მეზობელმა მითხრა, ცოტა ხნის მერე მოვალ და მოტყუებით წავიყვანოთო.

ბავშვი დავაწვინე და ჭრილობაზე პატარა პარკით დავადე მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მიწა და ყვავილის ფურცლები. დაღლილს მალევე ჩაეძინა. ორი საათის მერე გამოიღვიძა და... თვალებს ვერ დავუჯერეთ: ჭრილობა მთლიანად შეხორცებული იყო. მეზობელი შემოვიდა საავადმყოფოში წასაყვანად და გაოგნებულმა წამოიძახა: მე რომ არ მენახა, ამას როგორ დავიჯერებდიო. ორი დღის მერე, დამნაშავე ბიჭის დედამ ნიკოლოზი რომ დაინახა, საყვედურით მითხრა: აკი, წარბი ჰქონდა გამსკდარი, რა ამბავი ატეხეთო. დიდი მადლობა მამა გაბრიელს ამ საოცარი დამხარებისათვის“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2022, 03:53 PM
პოსტი #603


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წიგნზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, როცა სვეტიცხოველში, ახლობლის ჯვრისწერაზე, გავიცანი სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ქალბატონი ინგა ძიძიკაშვილი, რომელმაც, მამა გაბრიელის მეოხებით, საკუთარი განკურნების საოცარი შემთხვევა მიამბო. დამაკავშირა ასევე პიროვნებასთან, ვის თავსაც აღსრულებულა კიდევ ერთი უდიდესი სასწაული... ახალგაზრდა ქალმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, აი, რა გვიამბო:

დაბადებიდან ნაკლებად შესამჩნევი სქოლიოზი მქონდა, გარდატეხის ასაკში კი თანდათან კუზი დამეტყო და მთელმა სხეულმა მკვეთრი დეფორმაცია განიცადა - კისერი ჩამივარდა, საერთოდ აღარ მქონდა კისერი, კუზის მხარეს მხარი ამომეწია. როცა ვწვებოდი, სიცარიელეს ვგრძნობდი, რადგან ხერხემალი შევარდნილი იყო და ზურგი მტკიოდა ხოლმე. ამ ჩემი მდგომარეობის გამო ძალიან დავკომპლექსდი - ხალხს ვერიდებოდი, თანატოლებთანაც კი აღარ ვურთიერთობდი. რატომღაც, შინაგანად მწამდა, რომ მამა გაბრიელის მადლი განმკურნავდა. ერთხელ გავიგე, ვიღაც ხეიბარი ბიჭი მიუყვანიათ მის საფლავზე და იქიდან საღსალამათი წაუყვანიათ. მეც წამიყვანეს და დაჩოქილი - მთელი გულით ვევედრებოდი...

მამა გაბრიელის საფლავი რომ გაიხსნა, არ წავედი, ვერ კი არა, არ წავედი, რადგან ხალხში გამოჩენა არ მინდოდა. აღმოყვანების დღეს, რეპორტაჟს რომ გადასცემდნენ, ტელევიზორის წინ დავიჩოქე და ცრემლებით შევთხოვდი განკურნებას, თან ხელს ვადებდი, ეკრანზე რომ ჩნდებოდა მისი წმ. ნაწილები და ვისვამდი ბეჭებზე და მთელ სხეულზე. უეცრად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თითქმის ყველა ძვალი ერთიანად ამტკივდა (მანამდე არანაირი ტკივილი არ მქონია). ეს ტკივილი რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მე კი გამაყუჩებლის ერთი აბიც არ დამილევია - შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს სასიკეთო ძვრები იყო... მართლაც, ხერხემალი თანდათან გამისწორდა, მხარიც ჩვეულებრივი გახდა, კისერიც ამომეწია, 12 სანტიმეტრი მოვიმატე სიმაღლეში. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, უკვე სხვაგვარად შევხედე ცხოვრებას... მამა გაბრიელის დახმარებით შესანიშნავი ოჯახი შევქმენი და ძალიან ბედნიერი ვარ.

ენით გამოუთქმელი მადლობა უფალს, მამა გაბრიელის მეოხებით რომ განმკურნა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2022, 04:39 PM
პოსტი #604


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2017 წლის 15 ივლისს სამთავროში იმყოფებოდა მოსკოველი მომლოცველების ჯგუფი. მათ შორის იყო დეკანოზი მიხაილ ნემნონოვი, რომელმაც მონასტრის დედებს უამბო: „ამა წლის ივნისში მოვისმინე გაბრიელ ურგებაძის სასწაულებრივი გამოცხადების ამბავი, აი, როგორ: ერთ ახალგაზრდას გავუწიე რეკომენდაცია სასულიერო სემინარიაში ჩასაბარებლად. მოსკოვის სემინარიაში სწავლის მსურველმა წინასწარ უდნა გაიარაოს ერთგვარი გამოცდა - გასაუბრება, ეპისკოპოსსა და მღვდელთან. ახალი წესის მიხედვით, მევ მევალებოდა, ვყოფილიყავი გასაუბრებაზე იმასთან ერთად, ვისაც რეკომენდაციას გავუწიე. რასაკვირველია, ამ წესისთვის არ გადამიხვევევია... გამოცდის შემდეგ მე წამოვედი, ის კი დარჩა. საღამოს დავურეკე, მითხრა, რომ ყველაფერი მოაგვარა და მიამბო ბოლო აბიტურიენტის მონათხრობი: გამოცდებამდე ორი დღით ადრე, 2017 წლის 20 ივნისს, მეტროთი მგზავრობისას, მასთან მისულა მოხუცი კაცი, გადახვევია და უთქვამს: მე გაბრიელ ურგებაძე ვარ, გავალებ, ისწავლო ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“ - დაგჭირდებაო.

ახალგაზრდას წარმოდგენაც კი არ ჰქონია, ვინ იყო გაბრიელ ურგებაძე, ამიტომ ყურადღება არ მიუქცევია მოხუცის ნათქვამისთვის.

გამოცდაზე რომ მიდიოდა, შემთხვევით უნახავს ქალბატონი, რომელიც მამა გაბრიელზე წიგნს კითხულობდა, იცნო ფოტო, გაიხსენა სახელი და გვარიც; მოძებნა ინტერნეტში ტროპარი, რომელიც მამა გაბრიელმა დაავალა და ისწავლა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება და სიხარული, როცა სწორედ ეს ტროპარი ჰკითხეს გამოცდაზე...

ეს მინდოდა მეთქვა მამა გაბრიელის სასწაულებრივი გამოცხადების თაობაზე და ბედნიერი ვარ, რომ ღირსი გავხდი, მომელოცა მისი წმინდა ნაწილები“, - დასძინა მამა მიხაილმა.“

/სალომე ზვიადაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2022, 10:19 PM
პოსტი #605


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ინგა ძამუკაშვილის ნაამბობი:

2018 წლის დეკემბრის ბოლოს, საახალწლო სამზადისში რომ ვიყავით, გოზინაყისთვის ნიგვზის დაჭრა ვეღარ მოვახერხე - მარცხენა ხელის ცერა თითი არც ერთ თითს აღარ უკავშირდებოდა, შუა თითი და საჩვენებელიც ერთმანეთისგან განიზიდებოდა - ხელს ვკარგავდი. ეს, ყველასთვის დიდი ტრაგედიაა, ჩემთვის, სამხატვრო აკადემიის კერამიკოსისთვის, ორმაგად სამწუხარო იყო... არ ვმალავ მედიცინასთან ჩემს დამოკიდებულებას - ექიმების მიმართ ნდობა არ მაქვს... დავიწყეთ საუკეთესო სპეციალისტების მოძებნა. ღვთის წყალობით აღმოვაჩინეთ ნინო დუმბაძე და გვანცა გიორგაძე, რომლებმაც უზუსტესი ტექნოლოგიური გამოკვლევებით ერთობ იშვიათი და მძიმე დიაგნოზი დასვეს, ასევე, მარჯვენა მტევანზეც შენიშნეს პატოლოგიური ცვლილებების საწყისი. ქირურგიული ჩარევაა საჭიროო, თუმცა, რამდენად წარმატებული იქნებოდა ოპერაცია, ამის გარანტიას ვერავინ იძლეოდა... მდგომარეობა კი თანდათან რთულდებოდა - ცერა თითის კუნთი გაბრტყელდა, სულ ჩავარდა, საერთოდ აღარ არსებობდა.

ლაპარაკი დაიწყეს თურქეთში წასვლაზე - ჩემი ძმისშვილი უკვე აქტიურად ემზადებოდა... მე კი მამა გაბრიელს ვთხოვდი შეწევნას. იმის კადნიერება არ მქონია, რომ სრულად განვეკურნე, მხოლოდ იმას ვთხოვდი, ოპერაციისგან გადავერჩინე, რათა მდგომარეობა არ გაუარესებულიყო. მცხეთაში არ ჩავსულვარ - ჩვენი ტაძრის მედავითნემ დაბადების დღეზე მამა გაბრიელის პატარა ხატი მაჩუქა და ამ ხატს ვევედრებოდი, ხელს ვადებდი და კანდელის ზეთსაც ვიცხებდი, ოღონდ მომჭირნედ, რადგან ძალიან ცოტაღა მქონდა.

თანდათან უკეთესობა შევნიშნე, მაგრამ ვერ ვამხელდი - ხიბლში არ ჩამითვანლონ-მეთქი. გულმოდგინე ლოცვას ვაგრძელებდი. როცა უკვე თურქეთში წასვლა გადაწყვიტეს ჩემებმა, მაშინღა ვაჩვენე განკურნებული ხელი - ცერა თითის კუნთიც აღდგენილი იყო და მთელი მარცხენა მტევანი სრულად მორჩენილი, მარჯვენზეც არავითარი სიმპტომი აღარ შეინიშნებოდა...

ასე შემეწია მამა გაბრიელი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2022, 06:58 PM
პოსტი #606


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელის საფლავი ექსკურსიაზე მოილოცა 10 წლის ბავშვმა. მას ხელზე ჰქონდა სიმაგრე და შემდგომ განუვითარდა ატროფია. ექიმთა გადაწყვეტილებით აუცილებელი იყო ხელის ამპუტაცია. ბავშვმა წაისვა გაბრიელ ბერის კანდელის ზეთი და ხელი საფლავზე დადო. მეორე დღეს მას ხელი მოურჩა და ოპერაცია აღარ დასჭირდა"


"ცხოვრებაში წავაწყდი დიდ უსამართლობას, რის გამოც დამემართა მანიაკალური შიზოფრენია. არავის არ ჰქონდა ჩემი განკურნების იმედი. საავადმყოფოში დამხვდა ჟურნალი მამა გაბრიელის სურათით და დარიგებებით, თუ როგორ უნდა გველოცა. ვითხოვე ჟურნალი, გადავიწერე ფურცელზე დარიგებები და დავიწყე ლოცვა. 2 კვირის განმავლობაში დადებითისკენ შეიცვალა არა მარტო ჩემი, არამედ ირგვლივ მყოფი ყველა ავადმყოფის მდგომარეობა. 1 თვის შემდეგ გაოცებულმა ექიმებმა საავადმყოფოდან გამომწერეს სრულიად ჯანმრთელი. მას შემდეგ გავიდა 4 წელი. ვარ სრულიად ჯანმრთელი და არ ვიღებ არანაირ წამალს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2022, 10:11 PM
პოსტი #607


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყურში დაფის აპკი, სამი ფენა დამიზიანდა, რის გამოც ვერ მივდიოდი შეჯიბრებაზე წყალში ხტომაში. ექიმთა დიაგნოზით აპკის აღდგენას ერთი თვე დასჭირდებოდა. მეორე დღეს მივედი მამა გაბრიელის საფლავზე. დედა პარასკევამ დამლოცა. სამი დღის განმავლობაში ვლოცულობდი (დღეში ორჯერ) და ზეთს ვიცხებდი. მეოთეს დღეს მივედი ექიმთან. დაფის აპკი სრულად იყო აღდგენილი და წყალში ჩასვლის უფლება მივიღე. ერთ კვირაში წავედი შეჯიბრებაზე ჰოლანდიაში და ორი ოქროს მედალი ჩამოვიტანე. პარალელურად მქონდა მეჭეჭები ხელზე, რომელიც უნდა მომეწვა, ზეთის წასმის შემდეგ მეჭეჭები გამიქრა"

/თამარ სიჭინავა
სურთავი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2022, 09:02 PM
პოსტი #608


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ექოსკოპიაზე ექიმმა თირკმელაში აღმოაჩინა 16 მმ. კენჭი. არანაირი მკურნალობისთვის არ მიმიმართავს, მხოლოდ მამა გაბრიელის ზეთს ვისვამდი. 2-3 წლის შემდეგ ექოსკოპიაზე განმეორებითი გამოკვლევისას მითხრეს, რომ არანაირი კენჭი აღარ მქონდა. თირკმელაც სრულიად ჯანსაღი იყო. ექიმს გაუკვირდა, რადგან ამხელა კენჭის დაშლა მხოლოდ სასწაულს თუ შეუძლიაო; თავისით არანაირად არ დაიშლებოდაო".

/დავითი, 27 წლის, თბილისი, 2011 წ./


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2023, 02:38 PM
პოსტი #609


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის რამხელა წყალობაა, ადამიანისთვის დედამიწა რომ შექმნა და ჰაერი და წყალი მოგვცა. წამით რომ ჰაერი შეწყვიტოს უფალმა, ხომ თევზებივით დავეყრებოდით? წყალს განსაკუთრებით უფრთხილდებოდა. ერთი და იგივე ონკანიდან აიღებდა წყალს და სავსე ქილებს სენაკში დადგამდა: "სხვა ონკანზე კურთხევა არა მაქვს", - იტყოდა. მისი აღებული წყალი დღესაც ახალივითაა შენახული, ისე თითქოს გუშინ აავსესო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2023, 07:53 PM
პოსტი #610


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს სასწაული ქ. თბილისში ბ. ხმელნიცკის ქუჩაზე მოხდა.

1969-70 წწ. იქნებოდა. მე - პოღოსოვმა ედიკამ და ბიბილაშვილმა ალიკამ სკოლაში ბოლო ზარის აღნიშვნა გადავწყვიტეთ. დავლიეთ სასმელი და კარგადაც გამოვთვერით, ამის მერე თვითონაც არ ვიცოდით, როგორ მოვხვდით "ზეემკაზე" არსებულ სასაფლაოზე, სადაც წმ. ბარბარეს სახელობის ძველი ტაძარია. ბაბილაშვილმა ალიკამ ტაძარში შესვლა შემომთავაზა, დავთანხმდი. ტაძარში შესულებს არავინ დაგვხვდა, შევათვალიერეთ წმინდა ხატები და გაგვიჩნდა აზრი, წამოგვეღო რომელიმე ხატი.

ბაბილაშვილმა ალიკამ აირჩია ხატი, რომელიც ძალიან მაღლა ეკიდა და რადგან მაღალი ვიყავი, მე ჩამომახსნევინა. ხატი საშუალო ზომისა იყო, მაგრამ არ მახსოვს, რომელი წმინდანისა.

ხატი სახლში მივიტანე და კარადის თავზე დავმალე ისე, რომ მშობლებს არ უნახავთ. მეორე დღეს, ხელი, რომლითაც ხატი ჩამოვხსენი გამისივდა და გაშავდა. შეშინებული დედა ხან მალამოს მისმევდა, ხან მაწონს, მაგრამ საშველი არ იყო. ბოლოს შეშინებულმა დედას ხატის ამბავი ვუამბე. დედამ მითხრა, ხატი ან ტაძარში დააბრუნეთ, ან რომელიმე ბერს მიეცითო. მაშინ ჩემ მეზობლად მცხოვრები გაბრიელ ბერი გამახსენდა, ხატი სასწრაფოდ ქაღალდში შევახვიე და გაბრიელ ბერის სახლისკენ გავწიე. ბერი ეზოში დამხვდა. მამა გაბრიელმა ეზოში, საკუთარი ხელით აშენებული ტაძრის წინ დამაყენა, პირჯვარი გადამაწერინა და ეკლესიაში შემიყვანა. მე ქაღალდში გახვეული ხატი მივაწოდე და ვუთხარი, მამა კომუნისტი მყავს და სახლში ხატის დაკიდებას მიშლის, ამიტომ მინდა შემოვწირო-თქო. გაბრიელ ბერმა ხატს ქაღალდი შემოაცალა და მკაცრად მითხრა: "რატომ მატყუებ? ეს ოჯახის ხატი არ არის". ამ სიტყვების გაგონებაზე ბერს ხატის ისტორია მოვუყევი.

გაბრიელ ბერმა ჯვარი გადამსახა, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატების წინაშე ილოცა, შემდეგ გასიებულ და გაშავებულ ხელზე მაკოცა. ეკლესიიდან რომ გამოვედი, მოხდა სასწაული - ხელი დაცხრა და ჩვეული ფერი მიიღო. გაბრიელ ბერის ლოცვით მე განვერიდე სასჯელს, მაგრამ ჩემს მეგობარს ბაბილაშვილ ალიკას თავისი მოუნანიებლობით ცხოვრება აერია. მეუღლე გარდაეცვალა, თვითონ ციხეში მოხვდა (ოღონდ სულ სხვა მიზეზით), იქიდან ჭლექით დაავადებული გამოვიდა და სულ რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა".

/ედიკ პოღოსოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2023, 06:27 PM
პოსტი #611


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხანს, სამთავროში მოღვაწეობისას, გაბრიელ ბერს ძალიან უნდოდა განცალკევებითა და დაყუდებით ცხოვრება, ამიტომ შიომღვიმის მონასტერში ასულა სამოღვაწეოდ. წინაძღვრისთვის უთხოვია, იქნებ რაიმე დამავალოთო და ერთ-ერთი მორჩილის დამხმარედ ეკლესიაში გაუგზავნიათ. რა უნდა გავაკეთო, შვილო, რა მევალებაო? უკითხავს მორჩილისათვის ეკლესიის იატაკი უნდა მოვრეცხოთო, - უთქვამს მას.

გაბრიელ ბერს ჯიბიდან კბილის ჯაგრისი და საფხეკი ამოუღია. დაჩოქილს მთელი იატაკი და ფილებს შორის ადგილი გულმოდგინედ გაუწმენდია, ისე, რომ განამწენდი რამდენიმე წელიწადს ემჩნეოდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2023, 01:37 PM
პოსტი #612


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მე დიდ გაჭირვებაში ჩავვარდი. რაომდენიმე ახლობელთან ერთად მივედი მამა გ გაბრიელთან. ყველა ჩქარობდა რამე სათავისო ეთქვა, მე კი ჩუმად ვფიქრობდი: "იქნებ მათ უფრო მეტი გაჭირვება აქვთ, ვიდრე მე", - და უკან დავიხიე. როგორც კი ეს გავიფიქრე, მამა გაბრიელი, რომელიც ჩემთან ზურგით იჯდა, უცებ მობრუნდა, შემომხედა და მითხრა:

როგორ ახლოს ხარ ქრისტესთან.

მე შემრცხვა, რომ მან ასეთი მცირედს ამგვარი დიდი შეფასება მისცა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2023, 08:30 PM
პოსტი #613


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა გაბრიელი და ლენინის პლაკატი

"საქართველოს პატრიარქის დავით დევდარიანის შვილიშვილი ქალბატონი ნანა იხსენებს:

"1965 წელს, ვიდრე მამა გაბრიელი საპირველმაისოდ დემონსტრაციაზე ლენინის უზარმაზარ პლაკატს ცეცხლს წაუკიდებდა, ბაბუასთან მივიდა და დიდი ხნის საუბრის მერე უთხრა:

- მეუფეო, ისე მიჭირს ისე, რომ ასანთს ვერ ვყიდულობ.

მოგეხსენებათ მაშინ ასანთი 1 კაპიკი ღირდა.

ბაბუამ ფული შესთავაზა, მაგრამ მამა გაბრიელმა არ გამოართვა და ასანთი სთხოვა.

მან სწორედ ამ ასანთით წაუკიდა ცეცხლი ლენინის პლაკატს, როგორც ჩანს მამა გაბრიელისათვის მნიშვენლოვანი იყო რომ სწორედ მომავალი პატრიარქის ასანთით წაეკიდებინა ცეცხლი "მხეცისთვის" (როგორც ის ლენინს მოიხსენიებდა).

მამა გაბრიელს თან ახლდა სრულიად ახალგაზრდა მორჩილი, შემდგომ "ფეხით მოსიარულეს" სახელით ცნობილი მამა გიორგი ბასილაძე.

როცა მამა გაბრიელი დააპატიმრეს სწორედ მამა გიორგი მივიდა ბაბუაჩემთან და უამბო მომხდარის შესახებ.

ბაბუამ თვალებზე ხელები აიფარა და თქვა: "შვილო, გიორგი, წადი ახლა მოწამეთაში დაიმალე, თორემ შენც დაგიჭერენ, მეც და ეკლესიასაც დაარბევენო!"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2023, 04:49 PM
პოსტი #614


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა გაბრიელი იტყოდა ხოლმე: "სხვისი მაზიარებელი დარჩა უზიარებელიო"

/ოთარ ნიკოლაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2023, 04:49 PM
პოსტი #615


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნათქვამია "ზოგი ჭირი მარგებელიაო". ამჟამად, ჩემმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ ამ საკითხზე დამაფიქრა, მაგრამ მხოლოდ დაფიქრება არ შველის. მამა გაბრიელი იტყოდა ხოლმე: "სხვისი მაზიარებელი დარჩა უზიარებელიო"

/ოთარ ნიკოლაიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2023, 08:08 PM
პოსტი #616


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"90-იანი წლებიდან მამა გაბრიელმა სამთავროში დაიდო ბინა. დედასთან [მონაზონი სიდონია (დავითაშვილი)] რომ ჩავდიოდი, მასაც ხშირად ვნახულობდი.

ერთ დღეს, რომ მივედი, მითხრა: ლია, იცი, დღეს რა ვქენიო? რა-მეთქი, მამაო, - დავინტერესდი. რაო და, ამ წმინდა ტაძარში ჯაბა, კიტოვანი და სიგუა მოვიდნენ. მაშინვე დავავლე კომბალს ხელი და დავემუქრე: ახლავე მოშორდით აქაურობას, თორემ ამ კომბლით თავებს გაგიხეთქავთ-მეთქი. ისე წავიდნენ, კრინტიც არ დაუძრავთ. რისი დამრტყმელი ვიყავი, მაგრამ მე ხომ ჩემი ვთქვიო, - იცინოდა.

მერე დედაჩემმაც მითხრა: ისე მრისხანებდა მამა გაბრიელი, სიგუამ ჯაბას გადაულაპარაკა: წავიდეთ, წავიდეთ, ეს კაცი მგონი გიჟიაო"

/ლია ჭელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2024, 09:01 PM
პოსტი #617


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



Father Gabriel (Urgebadze) was canonized as saint on 20 Decmeber 2012 by Holy Synod of Georgian Orthodox Church and is called - St. Gabriel, the Confessor and fool-for-Christ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2024, 08:24 PM
პოსტი #618


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"On Rustaveli Avenue, in Tbilisi, a little boy was selling a calendar with a picture of father Gabriel. He approached me and said - I beg you madam, buy one, please. I had only one and a half GEL, but in the end I decided to give one GEL to the little boy. He gave me a calendar and left me so happy that his happiness grabbed me too, as I was feeling very sad because of many problems. I was planning to go to Kutaisi, but was lacking of money and this was obstructing me to go there. In the evening I was at my relative when my brother Kakha called me and told me that he would give me one hundred US dollars tomorrow morning and asked me to meet; the day after tomorrow he was going to upper Abkhazia. He is military man and should have been there on duty shift... As soon as I received money, I wens to Kutaisi. I went to Motsameta. Father Giorgi [basiladze] said to me - you see what father Gabriel arranged. You gave one GEL to a hungry boy and he gave you 100 US dollars through your brother".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2024, 04:41 PM
პოსტი #619


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მამა გაბრილეს სულიერი შვილი ესტუმრა.

ბერი წესისამებრ გაუმასპინძლდა. ყმაწვილმა ტაფაში ჩარჩენილი კარტოფილი მოასუფთავა.

არ ეყო.

დედა პარასკევამ მოძღვარს უთხრა:

- დასათლელი კარტოფილიც აღარ გვაქვსო.

- ჰო, კარგი, - ჩაილაპარაკა ბერმა. მერე კი სტუმარს მიმართა:

- გადი, აბა, გაიხედე, ეზოში ორი მონაზონი ხომ შემოვიდაო.

ყმაწვილი გარეთ გავიდა. მართლაც ამ დროს მონასტრის ეზოში მონაზვნები შემოვიდნენ.

- შემოვიდნენო, - უთხრა ბერს.

- კარგი, დაჯექი და კარტოფილი გადაიღეო, - შესთავაზა მამა გაბრიელმა.

ტაფა სავსე იყო შემწვარი კარტოფილით. ვაჟმა საჭმელი თეფშზე გადაიღო და ჭამა განაგრძო.

მაგრამ უეცრად ლუკამ ყელში გაეჩხირა:

- წეღან ხომ ტაფაში აღარაფერი იყო, ბოლო ლუკმა მე შევჭამე, ეს კარტოფილი საიდანღა გაჩნდაო, - გაიფიქრა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 29 2024, 12:41 PM
პოსტი #620


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამერიკის ცნობილი მართლმადიდებლური მონასტრის წმინდა გერმანე ალიასკელის ძმობის წევრმა, მღვდელ-მონაზონმა გერასიმემ, მამა გაბრიელთან სტუმრობის შემდეგ გამოსცა წიგნი ინგლისურ ენაზე - "ქრისტეს აღმსარებელი თანამედროვე მსოფლიოში". წიგნში ავტორი ასე ახასიათებს მამა გაბრიელს: "ღვთისმსახურთა შორის არქიმანდრიტი გაბრიელი არის საქართველოს თანამედროვე გმირი, ქართული ეკლესიის ცოცხალი მემატიანე, სულიერი მამა და თავისი დროის ლეგენდა... რომელმაც გადაიტანა გაუგონარი წამება, დევნა ქრისტესათვის და მაინც ცოცხალი დარჩა. ის აგრძელებდა სიცოცხლეს, რათა მოწმე ყოფილიყო ნათლისა... არ ტოვებდა საქართველოს ტანჯულ ეკლესიას უმძიმეს წლებში". აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წიგნი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: "მამა გაბრიელმა დაგვლოცა. ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ვბრუნდებოდით უკან და არ გვტოვებდა განცდა იმისა, რომ მოწმე შევიქმენით ახალი აღთქმის ეკლესიის ტრიუმფისა ჩვენს დროში".

პლატინა-კალიფორნიაში დაბრუნების შემდეგ მღვდელ-მონაზონ გერასიმემ და მისმა საძმომ მამა გაბრიელს მართლმადიდებლურ ჟურნალში სტატია მიუძღვნეს, სადაც ეწერა: "საქართველოში არც კი იციან, თუ რა დიდი ბერი ჰყავთ მათ მონასტერში".

მრავალგზის უნახავთ მამა გაბრიელი თოვლში ფეხშიშველა, ყინვისაგან ფეხებზე კანდახეთქილი, დაწყლულებული. როცა ჰკითხეს, ასე რატომ წირავ თავსო, უპასუხა: "ჩემი ქვეყნისთვის ვლოცულობო!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 29 30 31 32 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი