IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Closed TopicStart new topic
> ღვთისმსახურება "თანამედროვე ქართულ ენაზე"
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 2 2007, 02:06 AM
პოსტი #141


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ეკუმენისტი @ May 2 2007, 03:03 AM) *

რუსულად ხომ დაწერა თანამედროვე ენაზე?

ორიგინალი გინახავს? ჩემი თვალით მაქვს ნანახი წიგნი და ნუ ლაპარაკობ იმას, რაც არ გინახავს


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 02:06 AM
პოსტი #142


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(solomony @ May 2 2007, 03:04 AM) *

აი ეხლა კონკრეტულად რომ თქვა მნათე ან გუჯა შენ რას ვერ იგებთ კონკრეტულად დაუშვათ წირვის დროს(მცირე და დიდი კვერექსების ლოცვებს თუ რას )

კვერექსები განსაკუთრებით რთული გასაგებია... სად შეგვიძლია მაგდენი? laugh.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 2 2007, 02:07 AM
პოსტი #143


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



აა, გუჯა ''ღირს არსს'' ვერ იგებ? უთარგმნეთ ბატონო
მნათე, ახლა არ შემედავო, მერი ვერ იგებსო, მერი ბებიამ შეიძლება ნიკოლოზ დვალის ცხოვრება ვერ გაიგოს ორიგინალში, მაგრამ ''ღირს არსს' კი გაიგებს, აბა, კვეთებულის ლოცვების კითხვას მას არავინ სთხოვს


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 02:08 AM
პოსტი #144


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 2 2007, 01:03 AM) *

გუჯა, ეგ ლოცვა თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა წიგნიდან ''შეიყვარეთ სიყვარული _ სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)'' და დამერწმუნე, ორიგინალურში არც ისე თანამედროვედ ჟღერს wink.gif


და რადგან თანამედროვედ ჟღერს უფალი არ მოგვისმენს? მიპასუხე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 2 2007, 02:12 AM
პოსტი #145


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ეკუმენისტი @ May 2 2007, 03:08 AM) *

და რადგან თანამედროვედ ჟღერს უფალი არ მოგვისმენს? მიპასუხე!

მოიცა, ვაიმე, რა საცოდავები ვყოფილვართ, მაშინ შენი ლოგიკით გამოდის, რომ ძველს არ უსმენს უფალი biggrin.gif ნიუტონმა ძაღლის სახლს რომ ორი ხვრელი გამოუჭრა, ისე გემარტებათ ახლა შენ და მნათეს, განსაკუთრებით მას.
უფალი ყველაფერს უსმენს, მაგრამ ყველა ლოცვას თავისი მნიშვნელობა და მადლი აქვს, როგორ ფიქრობ, შენ ხარ მარტო ჭკვიანი და სხვა ყველა დანარჩენი და ჩამორჩენილი და ვერ ვხდებიან, რომ თანამედროვე ენაზე უნდა გადავიდნენ?
ჰო, აქ გამრეკელის ტექსტი მოგაქვს. მე ტუ მკითხავ, სახარების აი, სწორედ ეგ ტარგმანი მეტისმეტად ხელოვნური და გადათანედროვებული ჩანს, ვიდრე ძველი ტექსტი. ეჰ, ძველი ქართულის სულს უნდა წვდებოდე კაცი, მაგრამ სადარის ამის ძალა...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 02:12 AM
პოსტი #146


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(ეკუმენისტი @ May 2 2007, 03:08 AM) *

და რადგან თანამედროვედ ჟღერს უფალი არ მოგვისმენს? მიპასუხე!

უფალი ბაყაყის ყიყინსაც რომ შეიწირავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა ვიყიყინოთ biggrin.gif კარგის და ცუდის გარჩევა არ იცოდეთო, უფალს არ უთქვამს.
ისე მამა ვიტალიმ თანამედროვე რუსულით რომ არ დაწერა, ეს არაფერს გეუბნება?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 02:23 AM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



კიდევ გავაკეთებ შედარებას, და გეტყვით რომ არ ვიცოდი აქ წარწყმენდა რას ნიშნავდა sad.gif
ძველქართული- 13. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.
თანამედროვე-13. ხოლო როდესაც გაშორდნენ ისინი, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა ჩვენებით იოსებს და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეში, და იყავი იქ, ვიდრე გეტყვი შენ, რადგან სურს ჰეროდეს მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი.

აქ რომლის გაგება უფრო ადვილია ამის

12. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.

თუ ამის?

12. გიხაროდეთ და მხიარულნი იყავით, რადგან საზღაური თქვენი დიდია ცაში, რადგან ასევე დევნეს წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
რა ვქნა, ჩემთვის ესაა გასაგები




ციტატა(მარიამი @ May 2 2007, 01:12 AM) *

უფალი ბაყაყის ყიყინსაც რომ შეიწირავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა ვიყიყინოთ biggrin.gif კარგის და ცუდის გარჩევა არ იცოდეთო, უფალს არ უთქვამს.


ანუ კარგი მხოლოდ ძველქართულია და თანამედროვე ცუდი? biggrin.gif

ციტატა(მარიამი @ May 2 2007, 01:12 AM) *

ისე მამა ვიტალიმ თანამედროვე რუსულით რომ არ დაწერა, ეს არაფერს გეუბნება?


არ ვიცი როგორ დაწერა, ორიგინალი არ მინახავს. თუმცა თანამედროვემ ძალიან გამითბო გული როცა წავიკითხე თავის დროზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 02:25 AM
პოსტი #148


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გუჯა, ძველი ქართულით ეგ ფრაზები გაუგებარია? blink.gif

QUOTE
ანუ კარგი მხოლოდ ძველქართულია და თანამედროვე ცუდი?

ცუდს ვერ დავარქვემ ყველას, მაგრამ აშკარად უარესია. წაიკითხე პარალელური ტექსტები და მიხვდები.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 02:27 AM
პოსტი #149


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(მარიამი @ May 2 2007, 01:24 AM) *

გუჯა, ძველი ქართულით ეგ ფრაზები გაუგებარია? blink.gif


ჩემთვის გაუგებარია მარიამ, არ გჯერა? და არამარტო ჩემთვის...როდესაც მესმის გაუგებარი ტექსტი, ყურადღება ავტომატურად მეფანტება, მინდა გავიგო, მაგრამ...როცა ვგებულობ და ვიცი რასაც კითხულობენ უფრო ვუსმენ, მაგრამ რაც უცხოა მიჭირს მისი მოსმენა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 2 2007, 02:29 AM
პოსტი #150


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ერსკაცი რომ მეტისმეტად ერევა ეკლესიის საკითხებში, იქ ცუდადაა მისი საქმე. ვინც უნდა, იმან მიღოს თავის თავზე, უკვე წყლის ნაყვაა ეს. როგორ გეტყობათ ჯავახეთის კრებაზე გუარამ მამფალის და წმინდა გრიგოლის დიალოგის აზრზე რომ არ ხარ...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 02:30 AM
პოსტი #151


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
13. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.

აბა მითხარი, რა ვერ გაიგე აქ? მივყვეთ...



--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 02:32 AM
პოსტი #152


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(მარიამი @ May 2 2007, 01:25 AM) *

ცუდს ვერ დავარქვემ ყველას, მაგრამ აშკარად უარესია. წაიკითხე პარალელური ტექსტები და მიხვდები.


მარიამ, ჩვენ "მიჩვეულები" ვართ ძველქართულის "ავტომატურად" მოსმენას, რატომღაც ზოგს ჰგონია რომ მხოლოდ უნდა მოისმინო და ტაძარში ჩუმად უნდა იყო, მაგრამ როცა უსმენ უნდა გაიგო კიდეც. მე ვერ ვგებულობ, რადგან უცხოა ჩემთვის ძველქართული, ადვილად ვიგებ თანამედროვე ქართულს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 02:39 AM
პოსტი #153


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



არ მჯერა, რომ არ გესმის და რა ვქნა... ერთხელ წავიდეთ ერთად წირვაზე და მითხარი, რას ვერ გაიგებ რა...
თუ ფსალმუნთა აზრს, დაგეთანხმები, რომ ძნელი გასაგებია ძველ ქართულზეც და ახალზეც. სახარება ძალიან მარტივი გასაგებია (შინაარსის დონეზე). კვერექსებზე ხომ აღარაა საუბარი საერთოდ. მრწამსი? ტროპარები? მამაო ჩვენო? რა არის გაუგებარი კონკრეტულად?

ვეცდები ვიშოვო ლიტურგიის ტექსტი სადმე და ვინ რას ვერ იგებს, კონკრეტულად დაწეროს...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 02:40 AM
პოსტი #154


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(მარიამი @ May 2 2007, 01:30 AM) *

აბა მითხარი, რა ვერ გაიგე აქ? მივყვეთ...


არ დამცინოთ მაგრამ და იყავ მუნ აი ამას ვერ ვგებულობდი biggrin.gif და იყავი იქ ეს გავიგე smile.gif

და წარწყმედად ეგე. ამ სიტყვის მნიშვნელობა მეგონა ჯოჯოხეთში რომ ხვდება ადამიანი წარიწყმინდა სულიო ასე არ ამბობენ? biggrin.gif ამიტომ ვერ ვგებულობდი ვერც ამას sad.gif

და დაღუპვა მისი. ა, მარტივად და გასაგებად biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 2 2007, 02:44 AM
პოსტი #155


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(ეკუმენისტი @ May 2 2007, 03:40 AM) *

არ დამცინოთ მაგრამ და იყავ მუნ აი ამას ვერ ვგებულობდი biggrin.gif და იყავი იქ ეს გავიგე smile.gif

და წარწყმედად ეგე. ამ სიტყვის მნიშვნელობა მეგონა ჯოჯოხეთში რომ ხვდება ადამიანი წარიწყმინდა სულიო ასე არ ამბობენ? biggrin.gif ამიტომ ვერ ვგებულობდი ვერც ამას sad.gif

და დაღუპვა მისი. ა, მარტივად და გასაგებად biggrin.gif

ჰოდა ხო გაიგე უკვე ერთი წაკითხვით, რომ "მუნ" ყოფილა "იქ" და "წარწყმედა" ყოფილა "დაღუპვა" smile.gif ჰოდა იკითხე სახლში სახარება თანამედროვე ქართულით. მასეთი სიტყვები შეგხვდება სულ რამდენიმე ათეული (მაქსიმუმ). 2-3 თვეში ყველაფერს გაიგებ smile.gif და არაა ეს ისეთი პრობლემა, რომ ვინმესთვის გადაულახავი იყოს. ჩვენი მშობლიური ენაა ბოლოს და ბოლოს. ხალხი ჩინურს სწავლობს biggrin.gif რამდენიმე ათეული სიტყვა გახდა გადაულახავი წინააღმდეგობა? მაგას უნდა შევწიროთ ჩვენი ულამაზესი და უძვირფასესი ძველი ქართული ენა?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 2 2007, 02:46 AM
პოსტი #156


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ეხლა აქ საუბარია წირვა ლოცვაზე რას ვერ ვიგებთ თორემ სახარება რომ ახალქართულითაც უნდა წაიკითხო და ძველქართულითაც ამაზე არავინ კამათობს,მაგრამ რაც შეეხება ფსალმუნებს და წირვა ლოცვას ისინი აუცილებლად ძველ ქართულად უნდა იყოს ხოლო რასაც ვერ გავიგებთ წმინდა მამებს აქვთ განმარტებული და ეს წიგნები წავიკითხოთ ასევე ლექსიკონშიც შეიძლება ვნახოთ ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 02:59 AM
პოსტი #157


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(მარიამი @ May 2 2007, 01:44 AM) *

ჰოდა ხო გაიგე უკვე ერთი წაკითხვით, რომ "მუნ" ყოფილა "იქ" და "წარწყმედა" ყოფილა "დაღუპვა" smile.gif ჰოდა იკითხე სახლში სახარება თანამედროვე ქართულით. მასეთი სიტყვები შეგხვდება სულ რამდენიმე ათეული (მაქსიმუმ). 2-3 თვეში ყველაფერს გაიგებ smile.gif და არაა ეს ისეთი პრობლემა, რომ ვინმესთვის გადაულახავი იყოს. ჩვენი მშობლიური ენაა ბოლოს და ბოლოს. ხალხი ჩინურს სწავლობს biggrin.gif რამდენიმე ათეული სიტყვა გახდა გადაულახავი წინააღმდეგობა? მაგას უნდა შევწიროთ ჩვენი ულამაზესი და უძვირფასესი ძველი ქართული ენა?


მარიამ მე გავიგე 2 სიტყვა, მაგრამ სხვებმა რომ ვერაფერი ვერ გაიგეს? ინტერნეტი რომ არა აქვთ, არც ძველი და არც ახალი სახარება ასეთებმა რა უნდა ქნან?

იცით კიდევ რა გამოგვდის? ეკლესიის გარეთ თანამედროვე ქრისტიანები ვართ, და ეკლესიაში 10 საუკუნის ქრისტიანები, თუ ასე გვიყვარს ძველი ქართული ენა გამოვხატოთ ეს ურთიერთსაუბარშიც, სკაიპშიც, აისიქიუშიც biggrin.gif ეკლესიის გარეთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 2 2007, 03:06 AM
პოსტი #158


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მოკლედ ჯობია გავხსნათ თემა და ძველქართულ სიტყვებს ახალქართულზე მივუწეროთ მნიშვნელობა ანუ ლექსიკონის სტილში მეც ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი მაგრამ არის ზოგი სიტყვები ძველ ქართულში რომლებსაც ანალოგი და მისი შინაარსის სრული გამომხატველი სიტყვა არ მოიძებნებათ ქართულში დაუშვათ ავიღოთ სირტყვა:გარდაცვალება ან წარწყმედა ჯოჯოხეთში მოხვედრის მნიშვნელობით ან კდემამოსილება და აშ.მე ვერ მოვიფიქრე ერთ სიტყვაში მათი შინაარსის გამომხატველი სიტყვა თორემ რამდენიმე სიტყვით კი გამოხატავ ამ სიტყვების აზრს.

მეოთხედ ვიტყვი რახან თემა ეხება ამას რა არის კონკრეტულად წირვაზე გაუგებარი:უფალო შეგვიწყალენ თუ რა? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 2 2007, 03:35 AM
პოსტი #159


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



იღუღუნეთ რაფერც გინდათ.... ლექსიკონის დადებას არ ვაპირებ...

წირვას კი ისე მოვუსმენ, როგორც ეკლესიაში წაიკითხავენ... ყველაფერი ძალიან მაგრადაა smile.gif

ვაშა, ვაშა და კიდევ ერთხელ ვაშა!

მე არ უნდა მჭირდებოდეს ლოცვის გაგება, მე უნდა ვადიდებდე მისით... ნუ მოკლედ, ასეთი ერთუჯრედიანი და არაცივილიზებული ვარ, ჯავახეთის კრებაზეც არაფერი მსმენია და ზოგადად ცოდვის ხნარცვსა შიგან განვისვენებ... ახლა ერთი დიდი წყევლა-კრულვის ბულა გამოწერეთ და შეაჩვენეთ ჰინდო გონებითა და სულითა..

მაგრამ დროს წინ ვერაფერი დაუდგება, იგი იცვლება და ადამიანებს ცვლის, ცვლის ეკლესიის მომოწაფების მეთოდებსაც...



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 2 2007, 03:43 AM
პოსტი #160


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



აქ როგორც შევატყვე, ძველქართული კერპად აქვთ ზოგიერთებს, და მგონი ქრისტეზე მეტად ძველქართულ ენას ადიდებენ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2024 - 10:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი