თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ არამეული გამოთქმები

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 11:58 AM

სახარებაში, რამდენადაც მახსოვს 3-გან არის მოცემული უფლის სიტყვები ორიგინალშიც (თარგმანთან ერთად)

- ელოჰი, ელოჰი, ლიმა საბაქთანი? (ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?)
- ტალითა, კუმი! (გოგონავ, აღდეგ)
- ეფფათა! (განეხვენით)

პირველი ასე თუ ისე გასაგებია, უფალმა "ელოჰი" ახსენა, რის გამოც იქვე მყოფთ ეგონათ - ელიას უხმობდა. აქ რომ არამეული ტექსტიც არ ყოფილიყო, გაუგებარი იქნებოდა - მაცხოვარი ამბობს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე? - რაზეც იქვე მყოფნი იტყვიან - აბა ვნახოთ, ელია თუ მოვაო....

მაგრამ რა მიზნით არის დანარჩენი ორი ადგილი არამეულად? რა დატვირთვა აქვს?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 25 2007, 12:45 PM

ციტატა
მაგრამ რა მიზნით არის დანარჩენი ორი ადგილი არამეულად? რა დატვირთვა აქვს?


მთარგმნელობით პრაქტიკას ეხები?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 12:47 PM

მნათე

ციტატა
მთარგმნელობით პრაქტიკას ეხები?

მხოლოდ პრაქტიკაა? იქნებ სულიერი ან შინაარსობრივი დავტვირთვაც აქვს?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 25 2007, 12:49 PM

ციტატა
მხოლოდ პრაქტიკაა? იქნებ სულიერი ან შინაარსობრივი დავტვირთვაც აქვს?


ახლა რა მაინტერესებს:

ბიბლიის ყველა თრგმანში ასეა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 01:11 PM

καὶ ἀναβλέψας εἰς τòν οὐρανòν ἐστέναξεν καὶ λέγει αὐτω̨̃ εφφαθα ὅ ἐστιν διανοίχθητι
καὶ κρατήσας τη̃ς χειρòς του̃ παιδίου λέγει αὐτη̨̃ ταλιθα κουμ ὅ ἐστιν μεθερμηνευόμενον τò κοράσιον σοὶ λέγω ἔγειρε

34 и, воззрев на небо, вздохнул и сказал ему: "еффафа", то есть: отверзись.
41 И, взяв девицу за руку, говорит ей: "талифа куми", что значит: девица, тебе говорю, встань.

Then, looking up to heaven, He sighed, and said to him, “Ephphatha,” that is, “Be opened.”
41 Then He took the child by the hand, and said to her, “Talitha, cumi,” which is translated, “Little girl, I say to you, arise.”

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 26 2007, 12:28 PM

ციტატა
სულიერი


ნუ ახლა სულიერი დატვირთვის პოვნა ძნელია, მაგია ხომ არაა რომ რაღაც შელოცვები იყოს smile.gif თავისუფლად შეეძლო ეთქვა "გოგონავ აღდექ" და "ტალითა კუმიც", ვფიქრობ ეს მომენტის მნიშვნელობაზე, რაღაც სიტუაციის ხაზგასმისათვის ხდება, ასევე შეიძლება წარმომთქმელმა იმ მომენტში ზემოთდასახელებული მიზეზების გამო სპეციალურად ხმამაღლა შესძახა, ერთგვარი ყურადღების გამახვილების და მომენტის მისტიურობის გამო და შესაბამისად ამ ფაქტის წიგნში აღმწერმაც სწორედ ისე გადმოიტანა, როგორც თქვა, არც მთარგმნელს არ შეუცვლია, რადგან თავიდანვე იყო ჩაწერილი უთარგმნელად...

რაიმე მისტერიულის და დაფარულის შესახებ საუბარი ზედმეტია...

თუმცა საინტერესო იქნება თუ მამებს ნახავთ, მე ყველა ლიტერატურა აქ არ მაქვს, მაგრამ შევეცდები დავძებნო, მანამ მიანიშნე კანონისტ წიგნი, თავი და მუხლი.

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2007, 12:36 PM

KAIROS

ციტატა
წიგნი, თავი და მუხლი.

ორივე სახარება მარკოზისა (შეიძლება სხვაგანაც არის, ვერ გავიხსენე)

თავი 7, 34 (ზოგან 33)
თავი 5, 41

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 26 2007, 12:43 PM

აი სრული ტექსტები:

მარკოზი 5 . 39-41

39. და შევიდა და ჰრქუა მათ: რაისა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაი ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.
40. და იგინი ჰბასრობდეს მას ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაი მის ყრმასაი და დედაი და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი და იგი ყრმაი.
41. და უპყრა ხელი ყრმისაი მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყვი, ყრმაო, აღდეგ.

და მეორე

მარკოზი 7; 31-34

31. და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტვიროსისათა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაისასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა.
32. და მოართუეს მას ყრუი და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაითა ხელი დასდვას მას ზედა.
33. და განიყვანა ერისა მისგან თვისაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა;
34. და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენით.
35. და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰხსნდა კრულებაი ენისა მისისაი, და იტყოდა მართლიად.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 26 2007, 02:35 PM

ციტატა
თავისუფლად შეეძლო ეთქვა "გოგონავ აღდექ" და "ტალითა კუმიც", ვფიქრობ ეს მომენტის მნიშვნელობაზე, რაღაც სიტუაციის ხაზგასმისათვის ხდება, ასევე შეიძლება წარმომთქმელმა იმ მომენტში ზემოთდასახელებული მიზეზების გამო სპეციალურად ხმამაღლა შესძახა, ერთგვარი ყურადღების გამახვილების და მომენტის მისტიურობის გამო და შესაბამისად ამ ფაქტის წიგნში აღმწერმაც სწორედ ისე გადმოიტანა, როგორც თქვა, არც მთარგმნელს არ შეუცვლია, რადგან თავიდანვე იყო ჩაწერილი უთარგმნელად...

რაიმე მისტერიულის და დაფარულის შესახებ საუბარი ზედმეტია...


ეს ვარაუდი ნარჩუნდება, დამატების სახით, რამოდენიმე იდეასაც მოვიყვან

მთ.ეპ. ამბერკი

"Господь взял ее за руку и двумя властными словами: “Талифа куми”, что значит: “девица встань!” мгновенно воскресил ее..."

და მეორე ფრანგმენტზე:

" произнеся властно по-сирски “Еффафиа”, что значит: “отверзись”. "

აქაც და იქაცსწორედ იმ ძლიერ ეფექტზე გასმული ხაზი, რაც ამ სიტყვების თქმას და სასწაულს ერთად უნდა მოეხდინა.

ხოლო ლოპუხინი ფიქრობს, რომ შეიძლება არამეულად ეს სიტყვები იმიტომაც დაწერა, რომ სახარების მკითხველ წარმართებს უფლისმიერი ლაპარაკი გაეგონათო, სწორე წარმოთქმაა :" ტალითა კუმ! "


თუ რამეს მივაგენი, კიდევ დავწერ, თუმცაღა იდეა ვფიქრობ გასაგებია,

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2007, 07:30 PM

KAIROS
იხარე,



კანონისტი!

tongue.gif © KAIROS

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 26 2007, 08:44 PM

KAIROS

ძალიან საინტერესოა


მადლობა

პოსტის ავტორი: თათო_-_ თარიღი: Jan 20 2011, 03:16 PM

საინტერესოა კიდე დადეთ

პოსტის ავტორი: gvanca_gvaci თარიღი: Mar 17 2024, 12:16 AM

გამარჯობათ არამეულად თუ შეუძლია ვინმეს მითარგმნოს ,,ყველაფერი გაივლის" მადლობა დიდი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2024, 08:45 PM

ციტატა(gvanca_gvaci @ Mar 17 2024, 12:16 AM) *

გამარჯობათ არამეულად თუ შეუძლია ვინმეს მითარგმნოს ,,ყველაფერი გაივლის" მადლობა დიდი


გამარჯობათ, გვანცა, კეთილი იყოს თქვენი ფორუმელობა. სამწუხაროდ ვერ გეხმარებით sad.gif მხოლოდ ეს ქართულ-არამეული ლექსიკონი ვიპოვე ინტერნეტში: https://ka.glosbe.com/ka/arc

პოსტის ავტორი: gvanca_gvaci თარიღი: Mar 20 2024, 11:29 PM

ციტატა(marine @ Mar 17 2024, 08:45 PM) *

გამარჯობათ, გვანცა, კეთილი იყოს თქვენი ფორუმელობა. სამწუხაროდ ვერ გეხმარებით sad.gif მხოლოდ ეს ქართულ-არამეული ლექსიკონი ვიპოვე ინტერნეტში: https://ka.glosbe.com/ka/arc

მადლობა დიდი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 11:02 AM

ციტატა(gvanca_gvaci @ Mar 20 2024, 11:29 PM) *

მადლობა დიდი


იხარეთ rolleyes.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)