თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ჭედური ხელოვნების ოსტატები

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 11 2010, 09:46 PM

ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრს პირველად ბექა და ბეშქენ ოპიზრები გაგახსენდათ. სწორედ მათით დავიწყებsmile.gif


ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს X საუკუნიდან ავლენს. XII ს.-ის II ნახევარსა და XIII ს.-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა ოპიზელ ოსტატებს – ბექა და ბეშქენ ოპიზრებს უკავშირდება. ბიოგრაფიული ცნობები მათ შესახებ არაა ცნობილი, თუმცა ამ შემოქმედთა მხატვრულ ინდივიდუალობასა და ოსტატობაზე ნათლად მეტყველებს მათი ნამუშევრები.


ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება (1184-1193 წწ.), რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში

http://www.radikal.ru

ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელის რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია:"ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელვზავ საშინელისა, ამის ხატისა პატივით მოჭედად მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". ხატის ჩარჩო (145 სმ x 71 სმ) შემკულია "ვედრების" კომპოზიციით მარჯვნივ და მარცხნივ შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგრძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მათ შორის, ცენტრში, ე.წ. "საყდრის" ალეგორიული გამოსახულებაა - სამეფო ტახტი ზედ ამართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია.




და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟამად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

წყაროსთავის ოთხთავის ზედა ყდა

http://www.radikal.ru


წყაროსთავის ოთხთავის ქვედა ყდა

http://www.radikal.ru


წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 11 2010, 10:34 PM

ბექა ოპიზარს შეუსრულებია აგრეთვე ანჩის სახარების ყდის მოჭედილობაც, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1895, როცა ეს სახარება ე. თაყაიშვილმა პირველად ნახა წალკის რაიონის სოფ. წინწყაროში, მას მხოლოდ ხის ყდა ჰქონდა. ხელნაწერის ბოლოს დართულ ანდერძში ნათქვამია, რომ სოფრომ მწიგნობარმა წიგნის ყდა მოაჭედინა "... ღმრთისა მიერ კურთხეულსა ღირსსა ოქროჲსმქანდაკებელსა ბექასა".


ბეშქენ ოპიზრი ბექას უფროსი თანამედროვეა. მის შემოქმედებაზე საუბარი მხოლოდ ერთი ნიმუშის, ბერთის სახარების მოჭედილობის მაგალითზეა შესაძლებელი. ოსტატის სხვა ნახელავი არაა შემორჩენილი.


XII ს., ბერთის სახარების ზედა ყდა

http://www.radikal.ru

ბერთის სახარების ქვედა ყდა

http://www.radikal.ru

ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა (ინახებოდა გელათში, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტშია). ყდის წარწერაში ნათქვამია: "მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა". ყდის ერთ მხარეს გამოსახულია "ჯვარცმის", მეორე მხარეს "ვედრების" კომპოზიციები. კუთხეები მოჩუქურთმებულია არშიებით, რომელთა ინტერვალები "ჯვარცმის" მხარეს ძვირფასი ქვებისათვის იყო განკუთვნილი, "ვედრების" მხარეს კი შევსებულია წარწერებით. განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა. ქრისტეს სამოსელის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს ბეშქენ ოპიზარის მაღალ ოსტატობას.

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Feb 11 2010, 11:55 PM

რა კარგი თემაა, კარგი გოგო ხარ სოფი kiss1.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 12 2010, 02:03 PM

ქართული ჭედური ხელოვნების უძველესი ნიმუშები ძირითადად საეკლესიო ნივთები გვაქვს (ჯვრები, ხატები, ოთხთავების გაფორმება, ბარძიმი და ა. შ.), ხოლო საერო დანიშნულების ნაკლებად არის შემორჩენილი.
ნეტავ ეს რამ განაპირობა და რაზე იყო დამოკიდებული?
საეკლესიოს მეტად ხარისხიანს აკეთებდნენ, მეტად აქცევდნენ ყუარდღებას? :?
აღსანიშნავნია ისიც, რომ სწორედ ჭედური ძეგლები დაგვეხმარნენ ქართული ხელოვნების შესწავლაში. თითქმის ყველა ნაწარმოებზე მინიშნებულია ოსტატის ვინაობა, შესრულების თარიღი და დამზადების ადგილი.

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Feb 12 2010, 06:36 PM

სოფიი რა კარგი გოგო ხარ ძალიან კარგი თემებით wub.gif
არავინაა ამ ფორუმზე ვინც ჭედურობას სწავლობს ან აკეთებს? რამდენჯერმე ვიყავი ჩემი მეგობრის სახელოსნოში და ვნახე როგორ კეთდებოდა ხატის ვერცხლით მოჭედილი მინანქრით შემკული პერანგები. ულამაზესია.მეც მინდოდა სწავლა ჭედურობის, მაგრამ მითხრეს გოგოს საქმე არააო smile.gif))

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 12 2010, 07:33 PM

ციტატა
ქართული ჭედური ხელოვნების უძველესი ნიმუშები ძირითადად საეკლესიო ნივთები გვაქვს (ჯვრები, ხატები, ოთხთავების გაფორმება, ბარძიმი და ა. შ.)

ამაზე ყველასთვის კარგად ცნობილი XI ს-ის ბედიის ბარძიმი გამახსენდაsmile.gif

http://www.radikal.ru


აგერ ჯვრებიც:

XV ს., გორიჯვარი, საკურთხევლის ჯვარი, შემწირველი ალექსანდრე I

http://www.radikal.ru



X ს., ასათ მოქმედი, დამკვეთი დავით კურაპალატი

ასათ მოქმედი, X საუკუნის ქართველი ოქრომქანდაკებელი, ავტორი სოფ. ბრილში 1898 წელს აღმოჩენილი ჯვრისა (27,7×16,2 სმ, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). მხატვრულ-ისტორიული ღირებულებით ბრილის ჯვარი მნიშვნელოვანი ნიმუშია ქართულ ოქრომჭედლობის განვითარების იმ ეტაპისა, როდესაც თავი იჩინა ინტერესმა ფიგურის სკულპტურული გადმოცემისადმი. ამასთანავე ნაწარმოებში ჯერ კიდევ ცოცხლობს ძვ. ტრადიციები: სიუჟეტის ემოციურობისა და ექსპრესიის გაძლიერების მიზნით ფიგურების ცალკეული ნაწილების ხაზგასმა. ასათ მოქმედის ჯვრის წინა პირზე გამოსახულია ჯვარცმული ქრისტესა და წმინდანთა ფიგურები. ფონი და ზურგი მთლიანად დაფარულია გრავირებული ფოთლოვანი ორნამენტით. წინა პირის ქვედა მკლავზე დამკვეთის, ტაოს მფლობელის დავით კურაპალატის სახელია ამოკვეთილი, ზურგზე - შემსრულებლის სახელი - "ასათ მოქმედი". ქრისტეს ტანჯვით არბეჭდილი მეტყველი სახე, იოანეს მოკრძალებული ფიგურა და იოანესა და მარიამის სამოსლის ოსტატურად მოდელირებული ნაკეცები ოქრომქანდაკებლის ნიჭიერებაზე მეტყველებს.


http://www.radikal.ru



XI ს., მარტვილი, საწინამძღვრო ჯვარი, ბაგრატ IV–ის პერიოდი

საწინამძღვრო ჯვარი მოჭედილია ივანე დიაკონის მიერ. ოსტატის სახელი იკითხება ჯვრის უკანა მხარის არშიაზე შესრულებულ ასომთავრულ წარწერაში. მოოქრული ვერცხლის ჯვარი (55×36 სმ) ძირითადად კარგადაა შენახული, დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

ჯვარზე გამოსახულია „ჯვარცმა“, მის მარჯვნივ და მარცხნივ ფეხზე მდგარი მარიამი და იოანე, ზემო მკლავზე — ქრისტე ყოვლისმპყრობელი. ქვემო მკლავზე — წმინდანი. აგრეთვე ბასილი დიდი და გრიგოლი (ორივე წელზევით). ჯვრის არე ორნამენტითაა დაფარული, ჯვრის ზურგი კი ვირტუოზულად შესრულებული, რელიეფეური მცენარეული ორნამენტებით.

მარტვილის ჭედური ჯვარი ქართული ოქრომქანდაკებლობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურის თვალსაჩინო ძეგლია. ოსტატს განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია ფიგურათა სკულპტურულობისათვის. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა ძლიერადაა მოდელირებული, პროპორციები სწორია, შესრულების ხასიათი მონუმენტური. ფიგურები მშვიდია, ყოველგვარ ექსპრესიას მოკლებული.


http://www.radikal.ru



XVI ს., ბრეთი, საკურთხევლის ჯვარი, დამკვეთი ბაგრატ III

http://www.radikal.ru



XII ს., გელათი, საწინამძღვრო ჯვარი, დამკვეთი დავით აღმაშენებელი

ეს რა უცხოა..
http://www.radikal.ru



XIII ს., თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი rolleyes.gif

http://www.radikal.ru


ეკატო
qetevani-82
wub.gif kiss1.gif

ციტატა
მეც მინდოდა სწავლა ჭედურობის მაგრამ მითხრეს გოგოს საქმე არააო

ეგ რო გითხრეს,ძალიანაც მიუქარავთ biggrin.gif მართლია მძიმე,შრომატევადი საქმეა,მაგრამ მოგვიანებით განახებ,რა წარმატებით ართმევენ მაგ საქმეს თავს ქალებიsmile.gif


პ.ს. არაქართველ მჭედლებზეც ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 12 2010, 08:09 PM

ციტატა
ბედიის ბარძიმი გამახსენდა

ნამდვილად! wub.gif wub.gif wub.gif

მინდა ვახსენო ქართული ჭედურობის ერთერთი უძველესი და ღირშესანიშნავი ნიმუში ზარზმის ფერისცვალების ხატი 886 წლით თარიღდება. ძალზედ დაზიანებულ მდგომარეობაშია sad.gif
რეფერატის დაწერა გვტხოვეს, რომ მივედით სანახავად გული მომიკვდა
IPB-ს სურათი

ფერისცვალების" ხატი არაერთხელ არის მოხსენიებული ბასილი ზარზმელის თხზულებაში – "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", სადაც VI-VII (ზოგი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა VIII) საუკუნეების ამბებია აღწერილი. ერთგან აქ ნათქვამია, რომ ზარზმის წინამძღვარმა "სრულყო ეკლესიაY და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისაY". სწორედ ეს, ზარზმის ამ ახლად აგებულ ეკლესიაში აღმართული ხატი მოჭედეს მოგვიანებით (886 წელს) – ხის დაფაზე მორგებული (131x74 სმ) ვერცხლის ფირფიტები ჭედური გამოსახულებებითა და ერთიანად ოქროდაფერილი. თავდაპირველი ფერწერული ფენიდან არაფერი შემორჩა. თავად მოჭედილობაც ძალზე შელახულია. მხოლოდ მაცხოვრის ცენტრალური ფიგურაა რიგიანად შენახული. ყველა დანარჩენი გამოსახულების ამოცნობა ცალკეული ფრაგმენტებისა და სახელების განმმარტავი ასოების წყალობით გახდა შესაძლებელი: ზედა რეგისტრში, მაცხოვრის აქეთ-იქით, ელია და მოსე წინასწარმეტყველნი, ქვემოთ კი მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე. "ფერისცვალების" დაკანონებული და ფართოდ გავრცელებული სქემაა. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდი XI ს-შია დამატებული. ამავე დროისაა ხატის მოჩარჩოებაც – სახარების სცენებითა და მცენარეული ორნამენტით გაწყობილი არშიები. ერთი ნაწილი (ზედა არშია და მარცხენა არშიის ქვედა მონაკვეთი) ხელოვნების მუზეუმში ინახება, თბილისში. ჩარჩოს ამ დეტალებითურთ არის ასახული ზარზმის "ფერისცვალების" ხატი ფოტოზე ნ. კონდაკოვისა და დ. ბაქრაძის ცნობილ წიგნში (Oпись пaмятникoв дрeвнoсти в нeкoтoрыx xрaмax и мoнaстыряx Грузии), რომელიც 1890 წელსაა გამოცემული. მოჩარჩოების დიდი ნაწილი კი, 7 ფირფიტა, დაცულია პეტერბურგის ერმიტაჟში (გამოქვეყნებულია წიგნში – Синaй. Визaнтия. Русь. 2000 w.). ხატის ამ განახლება-აღდგენის მოთავეც ცნობილია. მოჭედილობის თავდაპირველ წარწერას ქვემოთ მოსდევს ორი სტრიქონი, სადაც მოხსენიებულია ზვიად ერისთავი, რომელიც "ღირს იქმნა შემკობად პატიოსნისა ამის ხატისა". ეს ის ზვიად ერისთავია, რომელიც 1023 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართულ ჯარს სარდლობდა.

აი პერანგის ფრაგმენტები:

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Feb 13 2010, 06:09 PM

სოფი

ციტატა
მოგვიანებით განახებ,რა წარმატებით ართმევენ მაგ საქმეს თავს ქალები

გელოდები wub.gif

tamuna m wub.gif
სულთმოფენობის სცენა რა საყვარელია.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 13 2010, 06:26 PM

ოო, ძალიან კარგი თემაა mze.gif

ქრისტიანული ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე ვისაუბროთ თუ ქრისტიანობამდელ პერიოდზე? თუ მივყვეთ და რომელიც როგორ მოჰყვება?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 13 2010, 08:22 PM

ქევანა

ციტატა
მივყვეთ და რომელიც როგორ მოჰყვება




XVIII ს., ჩხარი, კარედი ხატი, დამკვეთი სოლომონ I

http://www.radikal.ru


XVI ს., დავითგარეჯი, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა

http://www.radikal.ru


XVII ს., კორცხელის ხატი, ლევან II დადიანი და მისი მეუღლე ნესტან–დარეჯანი

http://www.radikal.ru


IX ს., ოპიზა, აშოტ კურაპალატის რელიეფური გამოსახულება

http://www.radikal.ru

რაღაცნაირად თბილი და საყვარელია wub.gif ისე მტევნის სიგრძეს დააკვირდით,რამხელაა. სახის ნაკვთებიც,საერთოდ ტანი დასახვეწია...

ციტატა(tamuna m @ Feb 12 2010, 07:09 PM) *



მინდა ვახსენო ქართული ჭედურობის ერთერთი უძველესი და ღირშესანიშნავი ნიმუში ზარზმის ფერისცვალების ხატი 886 წლით თარიღდება. ძალზედ დაზიანებულ მდგომარეობაშია sad.gif
რეფერატის დაწერა გვტხოვეს, რომ მივედით სანახავად გული მომიკვდა
IPB-ს სურათი

რა ცუდ დღეშია sad.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 15 2010, 08:51 PM

XVI ს., შუამთა, ღმრთისმშობლის ხატი

http://www.radikal.ru


XI ს., ზარზმა, ლაკლაკიძის ხატი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 15 2010, 09:14 PM

შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი wub.gif
როგორც ცნობილია ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს.
კარგი იქნებოდა თუ უკანა მხარის ფოტოსაც მოვიძიებდით.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 15 2010, 11:28 PM

ციტატა
შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი

აგერ მცირე ინფოც:

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.

ციტატა
კარგი იქნებოდა თუ უკანა მხარის ფოტოსაც მოვიძიებდით.

სამწუხაროდ მე არ მომეპოვებაsad.gif

ესეც ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი:

http://www.radikal.ru

მართლმადიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელგანთქმული ხახულის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდეა. ხატი, რომელიც უდიდესი სასწაულთმოქმედებებით იყო ცნობილი, თავდაპირველად ტაო-კლარჯეთში, ხახულის მონასტერში იქნა დაბრძანებული, მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან არის წარმომდგარი. ღვთისმშობლის კარედი ხატი სიმაღლით 1,47 მ-ია, ხოლო სიგანე, გაშლილი კარით 2,02 მ. ვერცხლით მოჭედილი დიდი კარედი ღვთისმშობლის ვედრების ხატისათვის იყო შესრულებული, როგორც შესანახი ბუდე. კარედის მოჭედილობიდან შემოინახა კარების გარეთა ნაწილზე დაბალი რელიეფით, ჭედურით შესრულებული ორნამენტული შემკულობა (X ს.). შემდგომში ხახულის ღვთისმშობლის ხატი ახლადაგებულ გელათის მონასტერში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. XII საუკუნის I ნახევარში დავით აღმაშენებლის ბრძანებით, აქ იგი ხელახლა მოჭედეს (ცენტრალური ნაწილი ოქროთი, კარები - ოქროში დაფერილი ვერცხლით) რელიეფური ორნამენტით შეამკეს და ძვირფასი ქვებით, აჟურული ვარდულებით, სხვადასხვა დროისა და ფორმის ტიხრული მინანქრით და ჯვრებით გაამშვენეს. ორივე კარის ბოლოში მოთავსებულ წარწერაში მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრეა მოხსენიებული.

მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო, XIX საუკუნეში ხახულის ღვთისმშობლის ხატი (საქართველოს ეკლესიის სხვა უამრავ სიწმიდეთა მსგავსად) გაიძარცვა. კარედის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მთლიანად ტიხრული მინანქრის ხატი (რომელიც ტიხრული მინანქრით შესრულებული უდიდესი ხატი იყო მსოფლიოში) ქუთაისის იმჟამინდელმა გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა სულ ნატეხ-ნატეხ გაიტანა საქართველოდან. დამპყრობელთა უწმიდურ ხელებს, ღვთის მადლით, ხატის მხოლოდ სახე და ხელები გადაურჩა.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ანექსიის შემდეგ (1921 წ.), ბოლშევიკურმა ღვთისმგმობმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სხვა სიწმინდეებთან ერთად ჩამოართვა და იგი ამჟამად თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ესეც ხახულის კარედის ფრაგმენტები:

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

XII ს., მარიამ დედოფალი და იმპერატორი მიხეილ VII

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 1 2010, 02:14 PM

მამნე ოქრომჭედელი, მე14-15 საუკუნეები, თუ არ ვცდები

დასკანირებული წიგნის ერთი ნაწილს დავდებ
"ბარაკონის ჯვარი"

http://i012.radikal.ru/1003/b4/de71eefe7cc3.jpg
http://s42.radikal.ru/i097/1003/2d/b7b4c2e677f9.jpg
http://s07.radikal.ru/i180/1003/c6/cfaf88f6cec2.jpg
http://i055.radikal.ru/1003/a9/c0ac5a099bab.jpg
http://s002.radikal.ru/i200/1003/5a/d60e4b94670c.jpg
http://s47.radikal.ru/i115/1003/b8/9650c5e6dd43.jpg
http://s16.radikal.ru/i190/1003/b5/8696988e1441.jpg

პ.ს. ერთი დამრჩა, პაწუკა ბოლო აბზაცის გვერდი და მერე აგიტვირთავთ, არ შეგეშინდეთ ტიფ გაფართოების ფაილია და ადვილად იხსნება.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Mar 1 2010, 05:02 PM


ვენი ვიდი smile.gif))

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 1 2010, 05:46 PM

ციტატა
მე14-15 საუკუნეები, თუ არ ვცდები

XVIს. დასაწყისი არა? fiqri.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 1 2010, 05:56 PM

tamuna m
ხო, სწორია, ეხლა დავგუგლე... შევცდი smile.gif

მამნე, ქართველი ოქრომჭედელი. მოღვაწეობდა XVI საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც ირკვევა, თავდაპირველად სამცხის ათაბაგთა კარზე, შემდეგ - იმერეთში.
ჩვენამდე მოაღწია მის მიერ მოჭედილმა რამდენიმე ძეგლმა. მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანის სამცხის ათაბაგის ყვარყვარე III-ისა და მისი მეუღლის ანას შეკვეთიტ მოჭედილი კანკელის წინ დასადგმელი (230x107 სმ) სადგერის დიდი ჭედური ჯვარი, რომელიც მასზე გაკეთებული წარწერების თანახმად, 1522/1523-1529 წლებით თარიღდება. ჯვარზე გამოსახულია რელიგიური დღესასწაულები (13 კომპოზიცია) და წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველი სცენები. მოჭედილია (მაღალი რელიეფით) მოოქრული ვერცხლის სქელი ფირფიტებით, რომლებიც შემდეგ დაკრულია ხის ჯვარზე. მამნე ჯგუფური სცენების დიდი ოატატია. მისი კომპოზიციები შეკრული, ერთიანი და დინამიკურია, ფიგურები - ოდნავ დაგრძელებული და მონიმენტური. ოსტატი ზოგჯერ მოცულობის გამოვლენასაც ახერხებს. მამნეს შემდეგი პერიოდის ნამუშევარი, ბარაკონის კანკელის წინ დასადგმელი ჯვარი (213x105 სმ) იმერეთში უნდა იყოს შესრულებული (ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში). მამნე ბარაკონის ჯვრის კომპოზიციებში ოსტატურად იყენებს ორნამენტსაც.
მამნეს ნამუშევარია აგრეთვე გელათისა და ხონის საწინამძღვრო ჯვრები (პირველი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, მეორე - ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში), რომელთა მიხედვით მამნე ორნამენტის საკმაოდ დახვეწილ ოსტატად გვევლინება. მამნეს მოუჭედავს შემოქმედის ხატი, რომელიც ჯერ კიდევ 1920-თვის დაკარგული იყო.
მამნე ოქრომჭედელი მაღალი რანგის ოსტატი იყო, მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა გვიანდელი ხანის ქართულ ოქრომჭედლობაში. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის აღორძინება სწორედ მამნეს დამსახურებაა.

წყარო:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%94

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 1 2010, 06:02 PM

ციტატა
სადგერის დიდი ჭედური ჯვარი,

საინტერესო იქნებოდა!
კი არ მახსოვს, თბილისის მუზეუმშია?
არ გვაწყენდა მაქეთკენ გასეირნება a075.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 1 2010, 06:18 PM

ქევანა

ქეთ პირველის გარდა ყველა დაყირავებულიაsad.gif



პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 1 2010, 06:39 PM

ციტატა
ქეთ პირველის გარდა ყველა დაყირავებულია

გადმოატრიალე smile.gif ადვილია

"ვინდოუს ფოტო ვიუვერ"ს აქვს ეგ ფუნქცია და ამოგატრიალებინებს smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 1 2010, 08:55 PM

ძალიან საინტერესოდ იკითხება, ყოჩაღ გოგონებო smile.gif
მერე თანამედროვეებზე გადადით და სადმე იქნებ ვწეროთ ასევე ძალიან ძლიერ ქართულ ტრადიციაზე ემალის დამუშავებაზე...

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 3 2010, 11:02 PM

ქევანა

ციტატა
"ვინდოუს ფოტო ვიუვერ"ს აქვს ეგ ფუნქცია და ამოგატრიალებინებს

უი,ეგ კი აღარ გამახსენდაbiggrin.gif ახლა შევინახე.. ვიცოდი და ადვილად გადმოვატრიალე smile.gif


ცნობისთვის: მარტვილის საწინამძღვრო ჯვარზე ცოტაოდენი ინფო ჩავამატე მე-6 პოსტში.


ახლა კი შევეხები დადიანების სასახლის ოქრომჭედლობის ძეგლებს:

ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში, დადიანების სასახლეში თავმოყრილია X-XIX საუკუნეების მდიდარი ოქრომჭედლობის ძეგლები, ძირითადად კი მასალა ლევან II დადიანის პერიოდს ასახავს, რადგან მისი ტახტზე ასვლის შემდეგ სამთავროში მძლავრად მოიკიდა ფეხი ოქრომჭედლობისა და ოქროთმქანდაკებლობის ხელოვნებამ.

დადიანების კოლექციის ყველაზე ძველი ნიმუში უნდა იყოს ხატი ჭედური, ვერცხლი, მოოქრული, რომლის წინა მხარეს წარმოდგენილია მამაკაცის ფიგურა. მისი შესრულების მანერა ქრისტიანული ხელოვნების დასაწყისის პერიოდზე უნდა მიგვანიშნებდეს. შიშველ შარავანდედიან მამაკაცს ჯერ კიდევ წარმართობიდან გამოყოლილი ფალოსის კულტის ნიშანი თან ახლავს, მაგრამ აქვეა ჯვარი, რომელიც მამაკაცს უპყრია ხელში, აქვეა დედაბრული ხელით დატანილი წარწერა. როგორც ცნობილია, დედაბრულ ხელს ინდივიდუალურობა ახასიათებს. ამ შემთხვევაში წარწერა მხედრულია, მაგრამ უკუღმა იკითხება:
„ხატი ეს ჭეღუ მახარებლად ხეხ სადღეგრძელოდ“
ხატის ცენტრალურ ფიგურას უწყვეტი ზოლის სახით შარავანდედი აქვს. წვერები, ხელები და ფეხები არქაულია. წარმართობის ნიშანი ცეცხლი წმინდანს მარჯვენა ხელში უპყრია. აქ გამოსახული ფიგურის შესახებ შეიძლება ორი ვერსია გამოითქვას: ხატზე ან მაცხოვარი ან რომელიმე წმინდა მეუდაბნოე ბერი უნდა იყოს წარმოდგენილი.
ხატის უკანა მხარეს, ბიზანტიურ ჯვარში ჩახატულია აბჯაროსანი და მახვილშემართული წმინდა გიორგი. ჯვრის ერთ ფრთაზე ოსტატს მახარებლები ტრადიციულად გამოუსახავს, წმინდა გიორგის თავზე სულიწმინდის ნიშანი მტრედი დაჰყურებს. ეს სახება, ისევე როგორც წინა, ძველია და ამიტომ ფიგურების გარჩევა დიდ სიძნელეს წარმოადგენს. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ხატი თავისი აგებულებით, კომპოზიციით, წერის მანერით წარმოდგენილი ფიგურების გამოხატვის სტილით, უძველესია არა მარტო ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ექსპონატთა შორის, არამედ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ხელობის ნიმუშთა შორისაც.
სიწმინდე საჭიროებს რესტავრაციას.



უნდა აღინიშნოს ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები XI-XIX სს – ისა: გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ – ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია; თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილების ჩაბრძანებული; კარედი ხატი წმ. გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI); ხატი წმ. გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი.


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 8 2010, 01:33 PM

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 17 2010, 11:20 PM

კობა გურული - 30 წლამდე ასაკის თაობაში ცოტანი თუ იცნობენ. 1930 წელს დაიბადა, გარდაიცვალა 2010 წლის 9 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულში, ზიარების მიღებისთანავე ნათელი მოეფინა სახეზე და დაიძინა....
ბოლო წლებში სახლ-სახელოსნოს, ე.წ. "დელისციხეს" თითქმის არ ტოვებდა - აღარ უნდოდა გარეთ გამოსვლა. ასკეტურად ცხოვრობდა - და დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა. უძვირფასესი ნამუშევრებით სავსეა მისი სახელოსნო. ვიცი, ახლა გამოჩნდება, "აღმოაჩენენ".
კობა გურულისნაირი კაცები საუკუნეში რამდენიმე თუ დაიბადება, ისიც საქართველოში... არ მინდა, ვინმემ ურაპატრიოტიზმში ჩამომართვას - კობა გურული არის ღვთისშვილი, ღვთისკაცი, რომელიც საქართველოსთვის სუნთქავდა, მისით ცოცხლობდა და ვიცი, უკვდავია ის, არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ უდიდესი ღვაწლით. ასეთი კაცების ცხოვრება მსგავსია... თანამედროვეთა მხოლოდ უმცირესი ნაწილი უგებს მათ, ისინიც - თავისებურად, შესაძლებლობების ფარგლებში. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, რომ ის იყო მთელი საქართველოსათვის მლოცველი. ესენი არიან სასუფევლის ძენი - რომელნიც ამ სოფელს არ უყვარს, მოძულებულნი ჰყავს. მაგრამ ისინი რომ არ იყვნენ ამ სოფელში, ის ცოტა კაცებიც, და დედაკაცებიც, მისი რომ ესმოდათ, ის რომ უყვარდათ, ვერ გადარჩებოდნენ "სოფლის უკუღმა ტრიალს".
* * *
უფრო ზუსტი ცნობები მის შესახებ, ალბათ, ასე უნდა გამოიყურებოდეს: ქართული ლითონმქანდაკებლობის ამღორძინებელთა შორის მისი სახელი ყოველთვის გამორჩეული იყო. 60-იან წლებში ქუხდა - გამოფენები გერმანიაში, იაპონიაში, კიდევ ბევრგან. აქვს სრულიად განსაკუთრებული საკუთარი ხელწერა - პირველი იყენებს "ფერწერულ" ლითონქანდაკებას, აცოცხლებს საუკეთესო, ოპიზრებისდროინდელ ქართულ ტრადიციებს და ქმნის სრულიად განუმეორებელ, თანამედროვე და თან ნამდვილ ეროვნულ სტილს. ბევრი მიმბაძველი ჰყავს... გარდა ლითონზე მუშაობისა, დატოვა შესანიშნავი ქანდაკებები, ხეზე კვეთილი შედევრები, უზარმაზარი კარედი - ქაშვეთისათვის განკუთვნილი, სამწუხაროდ, მის ეზოში რომ დარჩა, და ნაშრომები - ნარკვევები, ჩანაწერები, ფილოსოფიური ნაშრომები, პროზა და ლექსები. შესანიშნავი ლექსები. დღეს ძნელი სათქმელია, მხატვარი უფრო იყო, პოეტი თუ მოაზროვნე? რომელი ტალანტი იყო მასში მეტი?

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Sep 20 2014, 12:12 AM

kinoteli
ბატონო (თუ ქალბატონო), როგორც ჩანს, ჩემსავით დიდი ხანია, ამ ფორუმზე აღარ შემოგიხედავთ, და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩემს კომენტარს წაიკითხავთ, თუმცა, თავს ვერ ვიკავებ, არ მოგწეროთ. მიხარია, კობა გურულზე რომ დაგიწერიათ, იცნობდით? სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ თქვენს მიერ აქ გადმოკოპირებული ტექსტი ბრჭყალებში მაინც ჩაგესვათ, ავტორი ამ სიტყვებისა თქვენ არა ხართ, ეს მე დავწერე თბილისის ფორუმზე, როდესაც კობა ბიძიას გარდაცვალებით ვიყავი დამწუხრებული. საერთოდ, როცა სხვის სიტყვებს იყენებენ, წესია ასეთი, ბრჭყალებში ჩასმა და მითითება, ვისიცაა. თუ "ბილწთ არ შაეკვრი ზავითა", მაშინ ესეც აღიარეთ და ნუ მიითვისებთ სხვის სიტყვებს, ეს არაფერს შეგმატებთ.

http://forum.ge/?showtopic=34102862 აქ მომყავს ბმული თბილისის ფორუმზე, საიდანაც ეს სიტყვები გადმოიტანეთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 11:41 AM

"საჭრეთლით ამბობდა თავის სათქმელს [მორჩილი ანა მიქიანი]. თითქოს კი არ ჭედავდა, ქარგავდა სულის ძაფებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:11 PM

"თლილი ქვით ნაგებ ეკლესიაში დაცულ ჭედური ხელოვნების ძეგლთა უმეტესობა ბალსქვემო სვანეთის თომანიანთა სახელოსნოშია შესრულებული XII-XIII საუკუნეებში. ეს სახელოსნო ცნობილი იყო მთელ სვანეთში, გვარის რამდენიმე თაობა მისდევდა მას. ეკლესიაში დაცულმა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხატმა ოქრომჭედელ მიქაელ თომანიანის სახელი შემოგვინახა. მისი სახელი მოხსენიებულია აგრეთვე ვერცხლით მოჭედილ ჩარდახზე, რომელიც ფხოტრერის მთავარანგელოზთა ეკლესიაში ინახება და წმინდა გიორგის ხატზე ფარის სვიფის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მიქაელ თომანიანს აქვს თავისი ხელწერა, მან შეიმუშავა ხატის თავისებური მოჩარჩოება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:35 PM

"ჯუმათის მონასტერთან გახსნილი იყო სასულიერო და ჭედური ხელოვნების სკოლები. აქვე იმართებოდა ბაზრობა. თვით სახელწოდება ჯუმათი - ბაზრობით განთქმულ ადგილს ნიშნავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 01:38 PM

"XI საუკუნის პირველ მეოთხედში სვანეთში გვაზავების საოქრომჭედლო სკოლაც არსებობდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:39 AM

"მნიშვნელოვანია მაცხოვრის X საუკუნის პატარა ვერცხლის ხატი. სადა ფონზე, ცენტრში, ორ მთავარანგელოზს შორის, მუთაქაზე მჯდომარე ქრისტეა გამოსახული მაკურთხეველი მარჯვენით და სახარებით. რელიეფურად გამოკვეთილ ფეხსადგამთან ქრისტეს ფეხისაკენ ხელებგაწვდილი მუხლმოდრეკილი ფიგურაა. თაყვანისცემის ეს სცენა ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლებზე სხვაგან არ გვხვდება. ხატი შესრულებულია შუა საუკუნეების მიჯნაზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2017, 11:42 AM

"[ლაგურკის] ეკლესიაში ინახება აგრეთვე უცხოური წარმოშობის ხატები. მათ შორისაა ბიზანტიური სანაწილე ხატი, "შალიანის ხატი", შემკული მინანქრით (ჯვარცმის კომპოზიცია), ჭედურობითა (კონსტანტინესა და ელენეს გამოსახულებები ჯვრის შესანახი ბუდით ორივე მხარეს და ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის სცენა) და ძვირფასი ქვებით, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეს სანაწილე, გადმოცემით, ჩამოუტანია სვანეთში შალიანს, რომელიც სამუშაოდ იყო ბარში ჩასული და სწრაფად დამთავრებული სამუშაოს საფასურში დამქირავებლისგან ეს ხატი მოუთხოვია. ხალხში დღემდე დარჩენილია რწმენა, რომ შალიანის ხატის განაბანი წყალი ავლენს ყოველივე ბოროტების ჩამდენს და მძიმე ავადმყოფს კურნავს, განბანილ ხატზე ხდებოდა დაფიცებაც. შალიანის ხატის ჩამონაბანი წყალი სოფლიდან სოფელში დაჰქონდათ სპილენძის სურით, რომელიც აქვე, ლაგურკის ეკლესიაში ინახება - იგი სასანური ხელოვნების ნიმუშია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 07:55 PM

"ერთი სახარება ბერთის ტაძრისთვის შეუწირავს იოანე ოპიზელს, იოანე მთვარაისძის აღზრდილს. მისი ოქროჭედური ყდა ცნობილი ოქრომქანდაკებლის ბეშქენ ოპიზარის ნახელავს წარმოადგენს".

"ბეშქენ ოპიზარი (XII ს.) - გამოჩენილი ოქრომქანდაკებელი. მას ეკუთვნის ბერთის სახარების მოჭედილობა. ესაა ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნამუშევარი ბეშქენისა. იგი ბექასთან შედარებით უფროსი თაობის ოსტატია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 10:08 PM

"ჯუმათის მონასტერთან გახსნილი იყო სასულიერო და ჭედური ხელოვნების სკოლები. აქვე იმართებოდა ბაზრობა. თვით სახელწოდება ჯუმათი - ბაზრობით განთქმულ ადგილს ნიშნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:22 PM

"XVII საუკუნეში საქართველოს მეფეებს კოჯრის მიდამოებში საზაფხულო სასახლე აუგიათ. ვახტანგ VI-ის მეფობისას აქ საოქრომჭედლო სახელოსნოების არსებობასაც ვარაუდობენ. ამის საფუძველს იძლევა კოჯრის მიდამოებში აღმოჩენილი სპილენძის სამეფო თეფშები და თასი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 06:51 PM

"დახელოვნებით მოჭედილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 07:08 PM

"საქართველოში ჭედურ ხელოვნებას ღრმა ფესვები აქვს, ცნობილია ანტიკური თუ წინარეანტიკური ხანის ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ კი ხელოვნების ეს დარგი ძირითადად ქრისტიანული კულტურის სამსახურში ჩადგა, ყოველ შემთხვევაში ამაზე მეტყველებენ ჩვენამდე მოღწეული ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 09:37 PM

"თამარის დროს მოღვაწეობდნენ ოქრომქანდაკებლები ბექა და ბეშქენ ოპოზრები. ბექა ოპიზარის შექმნილია წყაროსთავის სახარების ყდა (ჯვარცმისა და ვედრების სცენებით) და ანჩისხატის მოჭედილობა (ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის და სხვა წმინდანების ფიგურებითა და ორნამენტული არშიებით). ბეშქენ ოპიზარის ნახელავია ბერთის სახარების ყდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 05:04 PM

"ოქრომჭედლობის თავისებურებაა პოლიქრომია - ნაირფერი ქვების ზედაპირის მოსართავად გამოყენება. ამ თვალსაზრისით იბერიელ ოსტატთა ნახელავი ე.წ. "სარმატულ" თუ "ბერძნულ-სარმატულ" ოქროს ნაკეთობებს ეხმაურება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 06:42 PM

"უახლესი აღმოჩენების საფუძველზე შეგვიძლია სრულიად თამამად ვამტკიცოთ, რომ ძვ.წ. V-IV სს-ში (აგრეთვე უფრო გვიან III-II სს-ში) ძველ ვანში და კოლხეთის სხვა ცენტრებში (მაგ., საირხეში არსებობდა პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა, რომელიც ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით (კვერვა-ჭედვა, რჩილვა, გავარსი, ტვიფრა) საუკუნეების მანძილზე ქმნიდა მხატვრული ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს. ანა ჭყონიამ ვანის შემთხვევით მონაპოვარში გამოყო ერთი მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ჯგუფი ოქროს ნივთებისა: ნამზადი - ჭდეებიანი მავთული, ოქროს "წვეთები", ზოდი და გამოუყენებელი ნატვიფრი ფირფიტის ფრაგმენტი. ეს ნივთები ა. ჭყონიას საწარმოო პროცესის ნაშთებად მიაჩნია.
ამგვარად, გვაქვს ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ძვ.წ. VI-V სს-ის მახლობელი აღმოსავლეთის ოქრომჭედლობის ცენტრების (აქემენიდური ირანი, ეგვიპტე, კვიპროსი, ლიდია, არმენია, მიდია, ბაქტრიანა) გვერდით კოლხეთიც დავასახელოთ, მით უფრო, რომ, როგორც ცნობილია, კოლხეთში ოქროს მოპოვებასა და დამუშავებაზე ბერძენ-ლათინი მწერლებიც მოგვითხრობენ და მას "ოქრომრავალ" ქვეყანას უწოდებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 12:34 PM

"განსაკუთრებით ბრწყინვალე იყო წარჩინებული კოლხი ქალის სამკაული, თითქმის მთლიანად ოქროსა და ვერცხლისაგან ნაკეთები. ამასთან ყველა ისინი ადგილობრივ, კოლხ ოქრომჭედელთა მიერაა დამზადებული!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 01:04 PM

"ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის ოქრომჭედლობის დიდებული ნიმუშია ოქროს თასი (7,3 სმ სიმაღლისა; ზედა ნაწილის დმ 4,5 სმ-ია), რომელიც მთლიანად ფერადი (წითელი და ცისფერი) ქვებითა და აპლიკაციებითაა მორთული. იგი დამზადებულია მთლიანი ფურცლოვანი ოქროსგან და აქვს ორმაგი კედლები. დამზადების ტექნიკა საკმაოდ რთულია და საინტერესო: თლიალეთის ოქროს თასი დამზადებულია სახარატო გასაწნევ ჩარხზე გაწნევის გამოყენებით - ჯერ ქვემოდან ზემოთ, ხოლო შემდეგ - ზემოდან ქვემოთ ძირამდე. ფერადი ქვები ჩასმულია წნული მავთულით მოჩარჩოებულ მრგვალ ბუდეებში. ასევე მავთულითაა მოჩარჩოებული ბორდიური და სპირალისებური ვოლუტები, რომელნიც ქმნიან ძირითად დეკორს ამ სრულიად უნიკალური თასისა, რომელიც გამოირჩევა დამზადების განსაკუთრებული მაღალი ოსტატობით, იმ დროისათვის ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით (ლითონის წნევით დამუშავება, მორჩილვა, მხატვრულორნამეტიანი ნაწილების დამზადება, ფერადი თვლებით მორთვა და სხვ.), ნატიფი პროპორციებითა და თასის ფორმასთან ინკრუსტირებული ზედაპირის მოხდენილი შეხამებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 03:09 PM

"ეს მხატვრულ-სტილისტური ერთიანობა იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ვივარაუდოთ არსებობა ოქრომჭედლობის ადგილობრივი სკოლისა, რომელმაც უკვე ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის პირველ ნახევარში მიაღწია განვითარების ძალიან მაღალ დონეს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.179/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 02:51 PM

"ოქროს მოსაპოვებლად ცხვრის ტყავს გამოიყენებდნენ, რომელსაც ძირითადად ფიცარზე ჭიმავდნენ და მდინარეში ამაგრებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ტყავს წყლიდან იღებდნენ. მას გასაშრობად მიწაზე შლიდნენ. შემდეგ კი ტყავიდან ოქროს მარცვლებს ამოკრებდნენ. ქალაქელი ოქრომჭედლების მფარველად წმინდა გიორგი ითვლებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 196/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)