IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> შრი სატია საი ბაბა
George Leluashvili
პოსტი Apr 28 2011, 06:30 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



გარდაიცვალა ინდოელი „ცოცხალი წმინადანი“ საი ბაბა
24.04.2011


IPB-ს სურათი




85 წლის ასაკში გარდაიცვლა ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული სულიერი ლიდერი სათია საი ბაბა. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა გულის პრობლემები. საი ბაბას მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავდა. მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ცნობილი ადამიანები. როგორც გადმოსცემენ, ბაბა ახდენდა სასწაულებს და ბევრი მისი მიმდევარი მას ცოცხალ ღმერთად მიიჩნევდა. მისი ორგანიზაცია აფუძნებდა საავადმყოფოებსა და სკოლებს, თუმცა საი ბაბას მოღვაწეობას თან ახლდა აზრთა სხვადასხვაობა. კრიტიკოსები მას ბრალს სდებდნენ სასწაულების გაყალებებასა და სექსუალურ ძალადობაში. მოელიან, რომ საი ბაბას დაკრძალვას მის მშობლურ ქალაქ პუტაპარტში ასეულ ათასობით ადამიანი დაესწრება.



მოკლე ბიოგრაფია:დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში


1950 წელს დაარსა თავისი აშრამი-"პრაშანტი ნილაიამ". დღეს ეს აშრამი უზრმაზარი ქალაქია თავისი ინფრასტრუქტურით

საი ბაბა ყოველდღიურად კითხულობს ლექციებს ათასობით მსმენელის წინაშე და მოჰყავს მაგალითები მსოფლიო რელიგიების ისტორიიდან იმის დასტურად რომ ყველა რელიგია თანასწორია(ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი)


მისი მოძღვრების ძირითადი პოსტულატებია:


1 სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა სახელს უწოდებენ

2 მისდიეთ თვენს რელიგიას-იყავით გულწრფელნი

3 პატივი ეცით ყველა რელიგიას

4 დაეხმარეთ გაჭირვებულთ და ნუ იფიქრებთ პირად გამორჩენაზე

5 განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი-ეს საერთო ადმიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს


საი ბაბა ფლობს მისტიკურ შესაძლებლობებს. მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანი ჰყავს მიმდევარი

დღესდღეობით ინტერნეტში საი ბაბას შესახებ უამრავი ინფორმაციაა გავრცელებული, როგორც სიმართლე, ისე სიცრუე.

ზოგი მას ავატარს უწოდებს და უდიდეს პატივს მიაგებს, ზოგის აზრით იგი ერთ-ერთი შარლატანი და მატყუარაა, რომელიც იაფფასიანი ტრიუკებით ასულელებს ხალხს
მიუხედავად ყოველივესი მისი მოძღვრების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მსოფლიოს 170-ზე მატ ქვეყანაში მისი ასეულობით ცენტრი არსებობს

ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართულადაც ითარგმნა წიგნები.





IPB-ს სურათი





საი ბაბას სასწაულები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.youtube.com/watch?v=oahdsgm_QCA
http://www.youtube.com/watch?v=1fs1OBY82b0


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 28 2011, 07:08 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



საი ბაბას მოძღვრება


" ღმერთის, რელიგიისა და ადამიანის შესახებ"

ადამიანები, რომლებიც სულიერ გზას დაადგნენ და ჭეშმარიტად იღწვიან ღმერთისკენ, არ შეიძლება იყვნენ ფანატიკოსები. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, რა ენაზე და რა წარმოსახვით იგალობება ღმერთის დიდება, იმიტომ რომ ღმერთი ერთია. ეს იდეა ერთერთი მთავარია ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას მოძღვრებაში, რომლის გამონათქვამებიც მოცემულ კრებულშია წარმოდგენილი.


არსებობს მხოლოდ ერთი ენა -
გულის ენა,
არსებობს მხოლოდ ერთი კასტა -
კაცობრიობის კასტა,
არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია -
სიყვარულის რელიგია,
არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი
და იგი ყველგან მსუფევია.



ღმერთი ყველასთვის ერთია

ღმერთი შაქარია, რომელსაც შეუძლია ცხოვრების მტკნარი წყალი ტკბილ ნექტრად აქციოს.

ღმერთი ყველგანაა, ყოველ ადამიანში და ყოველთვის. იგი ყველა მდგომარეობის მოწმეა. იგი ენერგიაა, რომელიც სივრცესა და დროს გამსჭვალავს და მჟღავნდება როგორც მიზეზობრიობა.

ღმერთი ყველაში და ყველაფერშია, მაგრამ ყველა ადამიანი არაა ღმერთში ,აი რატომ იტანჯებიან ისინი.

თუ გამუდმებით იფიქრებთ, რომ ღმერთი ხართ, ე.ი. ღმერთი ხართ, მაგრამ თუ თავს მტვრად თვლით, მაშინ მტვრად დარჩებით.

ღმერთი ყველაფერია. იგი ყველა ფორმაა,იგი ყველა სახელია. არ არის ადგილი, ღმერთი რომ არ იმყოფებოდეს, არ არის წამი ღმერთის გარეშე!

ღმერთი არ არის დესპოტი,რომელსაც ქვის გული აქვს. იგი თვით თანაგრძნობაა და მოწყალებაა.

ის ვისაც თაყვანს სცემენ მუსლიმანები როგორც ალაჰს, ქრისტიანები როგორც ქრისტეს, ვიშნუიტები რიოგორც ფჰულაფჰაჯუს, შივაიტები როგორც შამბჰოს, ვინც პასუხობს მათ ლოცვას ჯანმრთელობაზე,დიდხანს სიცოცხლეზე, ყველა ადამიანის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე, ერთადერთი ღმერთი, მთელი კაცობრიობის უფალია.

ეს ღმერთის სამყაროა და ყველა არსება მხოლოდ მას ეკუთვნის.

ღმერთი ერთია,მხოლოდ ერთი.ყოველთვის გახსოვდეთ ეს.ფიალა შეიძლება ნებისმიერი ფორმის იყოს,ნეტარება მასში ჩასხმულ ნექტარშია. ნექტარი ამ ნეტარებას იმ ხალხს აძლევს, რომელიც სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას განიცდის და ღმერთისკენ იღწვის. თქვენ შეგიძლიათ შესვათ
იგი ფიალიდან, რომელსაც ნატარაჯის, დურგას, კრიშნას, განეშას, ქრისტეს ან ნებისმიერი სხვა ფორმა გააჩნია, რელიგიურ ლტოლვას აღძრავს და ტანჯვას სპობს.

ღმერთს ყველაფერში უნდა ხედავდეთ: ლამაზსა და მახინჯში, გაყვავებულსა და დამჭკნარში . იგი ინსტიქტია მწერში, კლდეში დაფარული ენერგიაა!

შეუძლებელია ღვთაებრივ საწყისს ჩაწვდე ვედებისა და სხვა წმინდა ტექსტების უბრალო შესწავლით, აგრეთვე ბრძენთან საუბრით.

მოეკიდეთ ყველაფერს ისე როგორც ერთი და იგივე ღმერთის გამოვლინებას, როგორც ერთი და იგივე ეკრანზე პროეცირებულ სხვადასხვა გამოსახულებას, როგორც ერთი და იგივე ელექტრული დენის მეშვეობით განათებულ სხვადასხვა ფერის ნათურას.

ღმერთი ყველა არსებაშია, და ცუდი დამოკიდებულება, ვის მიმართაც არ უნდა იყოს მკრეხელობაა. განავითარეთ თქვენი სულიერება, ამიტომ თაყვანი ეცით ღმერთს, რომელიც ყოველი ადამიანის გულის ტაძარშია, აგრეთვე თითოეულ ფრინველში, თითოეულ ნადირში, ხეში, ქვაში და მტვრის ნაწილაკშია!

ის, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, რომ ერთი და იგივე ღვთაებრივი საწყისი იმყოფება ყველაფერში, იგი ერთიანია ღმერთთან და მუდამ ნეტარებაში იმყოფება ,მწერია თუ სახლის პატრონი, აქტიური მოქმედების თუ მედიტაციის გზაზეა იგი.

იმის მსგავსად, თუ ერთი ციცქნა თესლიდან როგორ იზრდება გიგანტური ხე,ასევე მთელი სამყარო წარმოიქმნება ღვთაებრივი საწყისიდან.

კარაქი რძის ყოველ წვეთში იმყოფება,წიწილა კი - კვერცხის ყოველ ნაწილში. ღმერთი კი სამყაროს ყოველ ნაწილაკში იმყოფება. იგი ძალაა, იგი საფუძველია, იგი არსია.

ვთქვათ, სპილოს ღმერთის თაყვანისცემის სურვილი გაუჩნდა. იმის გამო, რომ იგი საკუთარი ბუნებითაა განპირობებული, მას ღმერთი მხოლოდ უზარმაზარი ძლიერი სპილოს სახით შეუძლია წარმოიდგინოს; იგი უბრალოდ ვერ შეძლებს სხვანაირად წარმოიდგინოს იგი. თაგვს რომ ღმერთზე ფიქრი შეეძლოს, გიგანტური თაგვის სახით წარმოიდგენდა მას. ასევე ადამიანს ღმერთი მხოლოდ ადამიანის სახით შეუძლია წარმოიდგინოს. მანამადე, სანამ იგი საკუთარ თავზე მხოლოდ როგორც ადამიანზე იფიქრებს, იგი ღმერთის ტრანსცენდენტული ასპექტის მიღწევას ვერ შეძლებს.

ღმერთი თვით ნეტარებაა. მისი სიტყვები ტკბილია, მისი სახე ტკბილია, მისი მეტყველება ტკბილია, და იგი ნებისმიერ სიტკბოებაზე უფრო ტკბილია. მაგრამ თუ თქვენ ავად ხართ და ენაზე ნადები გაქვთ, შეიძლება იგი მწარე გეჩვენოთ. განკურნეთ თქვენი ავადმყოფობა – სიყვარულით მოეპყარით ყველა ცოცხალ არსებას.

ღმერთს არ გააჩნია კონკრეტული სახელი ან ფორმა. იგი სუფთა ენერგიას წარმოადგენს.

ღმერთი თვით სიტკბოებაა, ამიტომ შეუძლებელია არ ჰგვრიდეს სიყვარულს სამყარო, რომელიც მისი შექმნილია, და არ იყოს საამო მათთვის, ვინც უფლის ქმნილებად თვლის მას.

ღმერთი დიადი უხილავი და უცნობადია. თუმც ვერ ხედავთ ხის ფესვებს და არ იცით, თუ რა ღრმადაა გადგმული ისინი მიწაში, თქვენ მაინც რწყავთ ხეს იმისათვის, რომ წყალმა ფესვებს მიაღწიოს, ხომ ასეა? თქვენ სწორად თვლით, რომ თუ ფესვებს რეგულარულად მორწყავთ, მაშინ დროთა განმავლობაში ხე ნაყოფს მოისხამს. ამ შედარების საფუძველზე გასაგები ხდება, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და ქმნილების მიზეზსა და საფუძველს წარმოადგენს. ილოცეთ ღმერთი, და იგი ერთიასად მეტ ნაყოფს მოგცემთ.

ღმერთი ყოველივე თქვენი გარემომცველია და უფრო მეტიც, იგი ყველაფერია ყველაფერში და მთელი არსებულის მიღმაც. იგი მიზეზია ყოფიერების და იმ მეცნიერების, რომლებიც უარყოფენ მის არსებობას!

ღმერთი წარმოადგენს ბოლო გაჩერებას მოგზაურობაში, რომელსაც ადამიანური ცხოვრება ჰქვია, ისევე როგორც მწიფე ვაშლი წარმოადგენს საბოლოო შედეგს კოკორის ტრანსფორმაციისა ყვავილში, შემდეგ მჟავე ნაყოფში და ბოლოს, ტკბილ და წვნიან ვაშლში.

ღმერთი რომ არ არსებულიყო, მაშინ ასევე არ იარსებებდა სიტყვა „ღმერთი“. გწამთ თქვენ ღმერთი თუ არა, თვით ეს სიტყვაა მტკიცება იმისა, რომ ღმერთი არსებობს.

სამყარო არის ღმერთის დიდება და მისი ანარეკლი.

სხეული არის ტაძარი, რომელშიაც ღმერთი იმყოფება.

ნუთუ შესაძლებელია იმის ადგილსამყოფლის მითითება, ვინც ყველგან იმყოფება? იგი ყველგან მსუფევია. მთელი გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ყველგანაა. რაც შეეხება დროს, არ შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიის ერთ პერიოდში არსებობს ღმერთი, მეორეში კი - არა. როგორ შეუძლია დროით შემოსაზღვრული იყოს ის, ვისაც არა აქვს საწყისი, შუა და ბოლო, მაგრამ ამასთან იმყოფება დროის სამივე განზომილებაში? ღმერთის ამსახველი ყოველი სიტყვა ღრმა მნიშვნელობას შეიცავს. ყველა გზავნილი აცხადებს, რომ ღმერთი მთელ არსებულში იმყოფება.

გარემომცველი ბუნება ღმერთის სამოსელს წარმოადგენს. ბუნებაში ყოფნისას თქვენ ყველგან მისი სილამაზის, სრულყოფილების, სიბრძნისა და ძალის გამოვლინებას ხედავთ. მაგრამ ღმერთის შეცნების ხელოვნება თანამედროვე ადამიანისთვის უცხოა, და ამიტომ იგი მის არსებობას უარყოფს და არასულიერების წყვდიადში ცხოვრობს.

სკეპტიკოსები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სისულელეა გჯეროდეს ღმერთის არსებობა, რომელიც არავის უნახავს. მაგრამ ადამიანები ყოველთვის ხედავენ ღმერთს, იმიტომ რომ მატერიალური სამყარო ღმერთის ფორმაა, რომელიც შეიცავს როგორც მიკროსამყაროს, ასევე მაკროსამყაროს. ვედები აცხადებენ, რომ ღმერთი ყოველ არსებაში იმყოფება. ადამიანები ღმერთს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ ბუნებას მატერიალური პოზიციებიდან განიხილავენ.

მარტო ვიყავი, არავინ მცნობდა მანამადე, სანამ ერთიანი სიტყვით მთელი სამყარო არ შევქმენი ჩემს გასახარად.

და, ჩემი არსებობა რომ დამემტკიცებინა, უცებ არსაიდან წარმოიშვა მთები, ოკეანეები, მდინარეები, ზღვები, უდაბნოები, მზე და მთვარე.

და გაჩნდნენ ცოცხალი არსებები: თქვენ – ადამიანები, ფრინველები, მხეცები. ყველა ძალით აღგჭურვეთ, ჩემი ბრძანების თანახმად.

მაგრამ ყველა არსებათა შორის ადამიანი უმაღლესი შევქმენი მე, და ჩემი ცოდნა მის გონებაში ჩავდე.




ღმერთი და ადამიანი


ღმერთის გარეშე ადამიანთა საზოგადოება გაუვალ ჯუნგლებს ჰგავს.

ადამიანი, ღმერთის მსგავსად, მარადიულია, იგი ღმერთის ნაპერწკალს წარმოადგენს.

ადამიანის მიერ იმის გაცნობიერება, რომ ღვთაებრივი საწყისი ყველა ცოცხალ არსებაში იმყოფება, მას ეხმარება მთელ სამყაროსთან ნათესაობა იგრძნოს. ეს არის კაცობრიობის ძმობა და ღმერთის მამობა.

ღმერთმა სამყარო ჩაიფიქრა როგორც უზარმაზარი სახლი ერთი დიდი ოჯახისთვის, და ყოველი სახელმწიფო ერთ-ერთ ოთახს წარმოადგენს ამ სახლში.

ადამიანს უნარი გააჩნია ღმერთი უანგაროდ უყვარდეს და თაყვანი სცეს მას. ამიტომ ცოცხალ არსებებს შორის იგი ყველაზე უფრო მაღლა დგას. ადამიანები, რომლებსაც ამ სტატუსის სიმაღლე ვერ შეუგნიათ, ასევე თაყვანს სცემენ ღმერთს, მაგრამ ამავე დროს სამაგიეროდ რაიმეს მიღება სურთ. ისინი კარგ საქციელს ასრულებენ იმ მიზნით, რომ რამე სამაგიერო მიიღონ.

ღმერთი ადამიანია, ადამიანი კი - ღმერთი. ყოველ თქვენგანს სულში ღმერთი ჰყავს, ღვთაებრივი ნაპერწკალი აქვს. ყოველ ადამიანს ღვთაებრივი ბუნება აქვს. სული წმინდა სახლდება სხეულში, რომელიც სისხლისა და ხორცისგან შედგება.

მრავალგვარი ოქროს სამკაული არსებობს, მაგრამ ოქრო მათში ერთი და იგივეა. იგი მათს საფუძველს წარმოადგენს. ადამიანებიც ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, და მათ სხვადასხვა სხეული და სახელი აქვთ. მაგრამ მათში არის ერთი ფუძემდებლური ჭეშმარიტება – ღვთაებრივი ენერგია. სწორედ ეს არის ღმერთი. იგი ყველაფრის საფუძველია.

ყოველი ადამიანი ღმერთის შვილია. ყოველი მათგანი ადამიანური არსებაა. არსებობს მხოლოდ ერთი კასტა – კაცობრიობის კასტა. თქვენ უნდა მოსპოთ უთანხმოება, მთელ კაცობრიობასთან ერთობის გრძნობა განავითაროთ და იღწვოდეთ თქვენი ღვთაებრივი ბუნება შეიცნოთ. ღმერთის რა სახელსაც არ უნდა წარმოთქვამდეთ და ღმერთის რა ფორმასაც არ უნდა სცემდეთ თაყვანს, გახსოვდეთ – ღმერთი ყველას ერთი ჰყავს.

არსებობს ადამიანთა ოთხი ტიპი: (1) "მკვდრები", ანუ ისინი, რომლებიც უფლის ყოფიერებას უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ თავისთავად არსებობენ, არიან დამოუკიდებელნი, თავისუფალნი, თავისთავად მართულნი და განმკარგულებელნი; (2) "ავადმყოფები", ანუ ისინი, ვინც ღმერთს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც რაიმე უბედურება ატყდებათ თავს და როდესაც გრძნობენ, რომ მათი ჩვეულებრივად მკვებავი წყარო გამოილია; (3) "გულმავიწყები", ანუ ისინი, რომლებმაც იციან, რომ ღმერთი ყველა მდგომარეობის მუდმივი თანამგზავრია, მაგრამ ამის შესახებ დროგამოშვებით ახსენდებათ, როცა მათ ამის შესახებ ახსენებენ; (4) "ჯანმრთელები", ანუ ისინი, რომლებსაც ღმერთი ღრმად სწამთ და ყოველთვის მის თანდასწრებით ცხოვრობენ, და რომელიც სიმშვიდეს იძლევა.

სხეული მხოლოდ ინსტრუმენტია და თქვენს ჭეშმარით "მე"-ს არ წარმოადგენს. იგი თქვენ არ გეკუთვნით. სხეულს უნდა უვლიდეთ, როგორც რაიმე ნივთს, რომელიც თქვენ გათხოვეს. მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის ყველაფერი, და სხეული არ უნდა განიხილოთ, როგორც თქვენი საკუთრება.
თქვენ არ გყავთ ვინმე ღმერთზე უფრო ახლობელი. თქვენი დედ-მამა ცოტა უფრო განზე დგას, ღმერთი კი აქაა, თქვენ გვერდით და თქვენ შიგნით. და თუ კიდევაც არ გიყვართ, იგი არასოდეს მიგატოვებთ!

ცხოვრება სალოცავებში სიარულია, როდესაც ადამიანი ეკლიანი გზით ძნელად მიიწევს წინ. მაგრამ როდესაც იგი მუდამ ღმერთის სახელს იმეორებს, წყურვილს არ იგრძნობს, და გულში ღმერთის ხატებით დაღლას არ იგრძნობს.

როცა ადამიანს მსახურებ, ეს ნიშნავს, რომ ღმერთს მსახურებ. ადამიანი უბრალოდ ცოცხალი არსება არაა, იგი ღმერთის განხორციელებაა, ამიტომ ადამიანის მსახურება ღმერთის მსახურებად უნდა ითვლებოდეს.

გახსოვდეთ, რომ ყოველი ნაბიჯი გაახლოებთ ღმერთთან, და როდესაც ღმერთისკენ ერთ ნაბიჯს დგამთ, იგი თქვენკენ ათ ნაბიჯს დგამს.

როდესაც მიზანი მიღწეულია და გზა სრულდება, მომლოცველი ხვდება, რომ იგი მოგზაურობდა თავისი თავიდან თავის თავისკენ, და, თუმც გზა ხანგრძლივი იყო და იგი თავს მარტოდ გრძნობდა, ღმერთი, რომელსაც ის მიზნისკენ მიჰყავდა, მუდამ მასში, მის გარშემო, მასთან და მის გვერდით იყო! მომლოცველს ყოველთვის ჰქონდა ღვთაებრივი ბუნება, და მისი ღმერთთან შერწყმის სურვილი ჰგავდა მდინარის ოკეანესთან შერწყმისკენ ლტოლვას!

ადამიანს აქვს უნარი უყვარდეს, იმიტომ რომ იგი თვითონაა სიყვარული! მას მოსწონს ჰარმონია, იმიტომ რომ იგი თვითონაა ჰარმონია. იგი ეძებს სიხარულს, რადგან თვითონაა სიხარული. ადამიანს სწყურია ღმერთი, რადგან იგი ღმერთითაა აღვსილი და მის გარეშე არსებობა არ შეუძლია.

სამყაროში ნებისმიერ მოქმედებას ღმერთი მართავს, და ადამიანები მას ღმერთისთვის ასრულებენ, იციან მათ ეს თუ არა. თქვენ ეს უნდა შეიგნოთ და მოწიწებას გრძნობდეთ. ღმერთი სამყაროს თავისი ენერგიით რომ არ ავსებდეს და არ პატრონობდეს მას, ნუთუ ასე უნაკლოდ იმოქმედებდა იგი? ღმერთი რომ არ ყოფილიყო, სამყაროში ქაოსი და ანარქია იმეფებდა.

თვალები ხორციელ, გრძნობად სილამაზისკენ გიტაცებთ, ყურებს აცხორციანი სიმღერები სურს, ენა თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას მეტისმეტად ტვირთავს, ცხვირს, დახვეწილი არომატის ძებნაში, ჯუნგლებში და ლაბორატორიებში მიჰყავხართ, შეხებას ხავერდი და აბრეშუმი სწყურია. ეს ყველაფერი ადამიანს წუთისოფლის ჭაობში ითრევს. მგრამ თუ იგი შეძლებს თავის გრძნობებს დაეუფლოს და ისინი კეთილისმყოფელ კალაპოტისკენ მიმართოს, მაშინ მისი თვალები ვარსკვლავებსა და ყვავილებში ღმერთს დაინახავს, ყურები ჭექა-ქუხილსა და ფრინველთა ჭიკჭიკში მის ხმას გაიგონებს, უბრალო საჭმელში ენა ღმერთის სიტკბოს შეიგრძნობს, ცხვირი ყველაფერში ღვთაებრივ კეთილსურნელებას შეიგრძნობს, რაც ღმერთის დიდების გახსენებას აიძულებს, ხელები კი საწყალთა და უსახლკაროთა, როგორც ღვთის საყვარელ ბავშვთა, მსახურებაში კმაყოფილებას იგრძნობს. ამის შემდეგ იგი შეძლებს თვით უფალს უმზიროს, რომელიც გულის კუნჭულში იმყოფება.

ღმერთი დედამიწაზე იმიტომ კი არ მოდის, რომ წვრილმანი ოჯახური კონფლიქტები გადაწყვიტოს და წარმავალი სიხარული მოგიტანოთ. ცხოვრებაში ყველა გასაჭირი თქვენს საკუთარ მოქმედებათა შედეგს წარმოადგენს, და გაბედულად უნდა შეხედოთ მათ თვალებში.

ადამიანი ერთადერთი არსებაა სამყაროში, რომელსაც ღმერთის შეცნების უნარი აქვს, და ამიტომ განსაკუთრებული და პრივილეგირებული ადგილი უჭირავს სამყაროში. უფრო მეტიც, იგი ერთადერთი არსებაა, რომელსაც უნარი შესწევს ღმერთი იცნოს, როცა იგი ადამიანურ სახეს იღებს.
ყოველი ცოცხალი არსება ადამიანური დაბადებისკენ ისწრაფის, იმიტომ რომ მხოლოდ ადამიანურ სხეულშია შესაძლებელი უფლის შეცნობა და დაბადებისა და სიკვდილის ბიწიერი წრიდან თავის დაღწევა, და ეს მხოლოდ დედამიწაზე შეიძლება მოხდეს. ყველა სხვა პლანეტაზე ეს შეუძლებელია.

ადამიანი უნიკალურია იმით, რომ მასში ღვთაებრივი ძალის 80% იმყოფება, ეს მაშინ, როდესაც ცხოველებში იგი 15% შეადგენს. ადამიანს აქვს შესაძლებლობა ღმერთს შეუერთდეს, ცხოველს კი საერთოდ არ შეუძლია თავის ზოოლოგიურ მდგომარეობაზე მაღლა დადგეს. ადამიანის სხეულს დიდი ფასეულობა გააჩნია, რადგან მხოლოდ მასშია შესაძლებელი უხილავი ღმერთის შეცნობა.


იცოდეთ, რომ არავინაა ღმერთზე უფრო ძვირფასი და ახლობელი. იგი ახლოსაა როგორც თქვენი საკუთარი გული. თუკი სწორედ ასე აღიქვამთ და ილოცებთ, იგი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უპასუხებს თქვენს ლოცვას.


ნებისმიერი სამუშაო შეასრულეთ როგორც თაყვანისცემის აქტი, დაე ყოველი თქვენი აზრი ღმერთზე ფიქრი იყოს და ყოველი სიტყვა – მისი საპატივცემულო ჰიმნი.


დედამიწაზე ცხოვრების ვექტორი აღმავალი მიმართულებისაა – ადამიანიდან ღმერთისაკენ. ადამიანური სხეულის დაუფლების შემდეგ თქვენ უნდა შემდეგი ნაბიჯი გადადგათ, და ეს ნაბიჯი არის თქვენი ღვთაებრივი ბუნების შეცნობა.


ადამიანი მაშინ გაიგებს თავის მისიას დედამიწაზე, როდესაც საკუთარ ღვთაებრივ ბუნებას შეიცნობს და სხვებშიც სცემს პატივს მას. მან უნდა თაყვანი სცეს ღმერთს ადამიანში. ღმერთი მას შეიძლება გამოესახოს უსუნათლოს, მათხოვრის, გონებანაკლულის, კეთროვნის, დამნაშავის, უმწეო ბავშვის, მოხუცი ხეიბრის ან შეშლილის სახით.


თქვენ გეჩვენებათ, რომ სხვებისგან განცალკევებით არსებობთ. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი თვალები ადამიანის მხოლოდ გარეთა გარსს ხედავს. რდესაც თქვენი მხედველობა გაიწმინდება და შეძლებთ ადამიანებს ღვთაებრივი ხედვით შეხედოთ, რომელიც ფიზიკური სამყაროს ზღვრებს გამსჭვალავს, დაინახავთ, რომ ყველა ისინი აბსოლუტის ტალღებს წარმოადგენენ. რიგვედაში ხოტბა აქვს შესხმული ამ აბსოლუტს, როგორც კოსმოადამიან პურუშას, რომელსაც ათასი თავი, ათასი თვალი და ათასი ფეხი აქვს.


ღმერთი ყველგან მსუფევია, იგი არის სამყაროს ყოველი ნაწილაკის პირველმიზეზი და შემქმნელი. იმის მტკიცება, რომ მას თაყვანისცემის მხოლოდ თქვენი ფორმა სიამოვნებს და მხოლოდ იმ სახელს პასუხობს, რომელიც თქვენ მოგწონთ, ნიშნავს ღმერთის ყოვლისმცოდნეობისა და ყველგან მსუფეობის შეურაცხყოფას. ემსახურეთ მას, თაყვანი ეცით და ეცადეთ ყველა არსებაში დაინახოთ იგი. ასე ილოცეთ: "დაე ბედნიერნი იყვნენ ყველა სამყაროები".


თქვენ ფრინველები ხართ, მე ფრთები ვარ, თქვენ ფეხები ხართ, მე გზა ვარ, თქვენ მხედველობა ხართ, მე ფორმა ვარ, თქვენ ხმელეთი ხართ, მე ცა ვარ, თქვენ საგანი ხართ, მე არსი ვარ.

ერთ კავშირში ვართ ჩვენ განუყრელად, როგორც დასაწყისი დასასრულთან. სამარადისო ერთობაშია ქმნილება უკვდავ შემოქმედთან.




არსებობს მხოლოდ
ერთი რელიგია –
სიყვარულის რელიგია


არსებობს მხოლოდ ერთი ენა –
გულის ენა,
არსებობს მხოლოდ ერთი კასტა –
კაცობრიობის კასტა,
არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია –
სიყვარულის რელიგია,
არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი
და იგი ყველგან მსუფევია.


ღმერთს შეიძლება შეევედრო როგორც ალაჰს, ლოცვას შეიძლება ნამაზი უწოდო, ბრამინს – მოლა, ვედებს კი ყურანი დაარქვა, მაგრამ ყველაფრის საფუძველში არსებულ ძალას, რომელიც ენერგიას გამოასხივებს, ყველა შემთხვევაში სიყვარული ჰქვია, სიყვარული ყოველი არსების მიმართ. რელიგიის დამაარსებლები ყოველთვის მიუთითებდნენ მთელი არსებულის ერთობის შესახებ და ღვთაებრივი საწყისისაკენ სწრაფვის აუცილებლობაზე.

არც ერთი რელიგია არ იწონებს ძალადობას და არ უარყოფს სიყვარულს. არასწორია იმის თქმა, რომ რელიგია ქაოსს ქმნის. ქაოსს ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც მერყეობენ და სხვადასხვა შიშს განიცდიან.

დაე იარსებოს სხვადასხვა რელიგიებმა, დაე აყვავდეს ისინი, დაე უგალობონ ღმერთს ყველა ენაზე. ეს იდეალს წარმოადგენს. პატივი ეცით რელიგიებს შორის განსხვავებებს, სცანით მათი დასაბუთება, თუკი ისინი ერთიანობას არ არღვევს.

რელიგიები ბევრია, მაგრამ მიზანი ერთია, ოქროს სამკაული ბევრია, მაგრამ ოქრო ერთია, ვარსკვლავები მრავალია, მაგრამ ცა ერთია, ძროხები ბევრია, მაგრამ რძე ერთია, არსებები მრავალია, მაგრამ სუნთქვა ერთია, ყვავილი მრავალია, მაგრამ ღმერთის თაყვანისცემა ერთია.

ყველა მოძღვრების, რწმენისა და რელიგიის მიზანი გონების გაწმენდაა, რათა გონებამ ადამიანი განთავისუფლებამდე მიიყვანოს, საზოგადოება კი – ბედნიერებამდე და აყვავებამდე.

ზოროასტრიზმი დაფუძნებულ იქნა ზარატუშტრას მიერ, რათა ადამიანის ცნობიერებაში მუდამ სიბრძნის ცეცხლი ღვიოდეს, რომელიც ყველა მანკიერებასა და ცუდ აზრებს წვავს. ეს ცეცხლი სათნოების სინათლით ადამიანის აზრებს, სიტყვებსა და საქმეებს უნდა აცისკროვნებდეს და ძალასა და ენერგიას მატებდეს მათ. იგი აგრეთვე წუთისოფლის სურვილებს უნდა წვავდეს და ადამიანს წმენდდეს, რათა მან შეძლოს თავისუფლების ციურ სამყარომდე ამაღლდეს. გასხივოსნების განთიადი რომ დაინახოს, ადამიანმა ღმერთს თაყვანი უნდა სცეს, აგრეთვე მედიტაცია და მსახურება შეასრულოს.

ადვაიტაში, ანუ არადუალიზმის მოძღვრებაში, ადამიანი ინტელექტუალური გაბრწყინების გაელვების დროს იგნებს, რომ არსებობს მხოლოდ ატმანი, ყოველივე დანარჩენი კი მაცდუნებელ ილუზიას წარმოადგენს. დვაიტაში (დუალიზმში) მტკიცდება, რომ თაყვანისცემისა და რიტუალების შესრულების შედეგად შეძენილი სიწმინდე ხელს უწყობს ღვთის წყალობის მოპოვებას, რასაც ადამიანი გაბრწყინებამდე მიჰყავს.

სხვა ბრძენებიც იყვნენ, იმავე მიზნისკენ მიმავალ გზებისკენ რომ მიუთითებდნენ. გურუ ნანაკამ განაცხადა, რომ სამყარო ღმერთს ეკუთვნის და ამიტომ ადამიანმა ღმერთის საკუთრების სულ ცოტაოდენიც კი არ უნდა დააგროვოს ან მიითვისოს, იგი ურჩევდა სიზარმაცისა და მერყეობისაგან დაეცვათ ერთგულების ყლორტები და დისციპლინა და მხნეობა განევითარებინათ.

ადამიანური ცხოვრებისათვის დამახასიათებელმა ტანჯვებმა ბუდაზე ისე იმოქმედა, რომ გონებისა და ინტელექტის გამოკვლევა დაიწყო და ტანჯვისაგან თავის დაღწევის საშუალება აღმოაჩინა. მან შეისწავლა გონების არამდგრადობა, რომელიც ადამიანს სურვილთა მორევში ითრევს. აგრეთვე ანალიზი გაუკეთა ინტელექტის მუშაობას და მის სუსტ მხარეებზე მიუთითა. იგი ამბობდა, რომ საშველი დჰარმაში (ბუდიზმის მოძღვრებაში) და ბუდაშია (გაბრწყინებულ პიროვნებაში).

თქვენ შეგიძლიათ თაყვანი სცეთ ალაჰს, ბუდას, რამას, კრიშნას და ა. შ., მაგრამ რა სახელიც არ უნდა უწოდოთ უფალს, თქვენი ყველა ლოცვა ერთი და იგივე ღმერთისკენაა მიმართული. ამრიგად, ღმერთი ერთია, და მიზანიც ერთია.

იესოს უნდოდა კაცობრიობას დახმარებოდა. იგი ასწავლიდა, თუ როგორ დაენერგათ ადამიანებს სულიერი იდეალები ცხოვრებაში და წინ როგორ წაწეულიყვნენ. იგი თავის ღვთაებრივ ძალებს ავლენდა, რომ ხალხს მისი მოძღვრების ჭეშმარიტება დაეჯერებინა, და იმ გზაზე მიუთითებდა, რომელზედაც მარადიული ნეტარების მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი. იგი ადამიანებს პირად მაგალითზე მოუწოდებდა ისეთი ზნეობრიობები განევითარებინათ, როგორიცაა გულმოწყალება, თანაგრძნობა, მოთმინება, სიყვარული და რწმენა. ეს სხვადასხვა თვისებები კი არ არის, არამედ ერთიანი ღვთაებრივი საწყისის ასპექტებია ადამიანში, და მან ეს საწყისი უნდა შეიცნოს.

გიყვარდეთ თქვენი რელიგია და ღრმა რწმენით მიჰყევით მას. თუ ყოველი ადამიანი თავის რელიგიას ამგვარად იქადაგებს, მაშინ მსოფლიოში სიძულვილი მოისპობა, რადგან ყოველ რელიგიას მთელი ქვეყნის სიყვარული უდევს საფუძვლად.

რელიგიას, რომელიც მაჰავირას მიერ დაარსდა, ჯაინიზმი დაერქვა. იგი ადიდებს ჯაინის, ანუ გმირს, რომელმაც გრძნობები, ემოციები და ინტელექტის მზაკვრობები დაამარცხა. იგი თავის მიმდევრებს მოუწოდებდა შეესრულებინათ ის ვალდებულებები, რომლებიც მათი სოციალური სტატუსისთვის, პრფესიისთვის, რწმენისა და ენთუზიაზმისთვის იყო დამახასიათებელი. მან განაცხადა, რომ სიცოცხლის ყველა ფორმა წმინდაა და რომ ყველა ცოცხალი არსება პილიგრიმია იმ გზაზე, რომელსაც გაბრწყინებამდე მიჰყავს. ნებისმიერი ვნების მიყენება მათს სულიერ პროგრესს აჩერებს, და ამიტომ საჭიროა ვნების მიყენებას მოვერიდოთ.

ნებისმიერი რელიგიის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის ყველა შვილს შორის სიძულვილი და მტრობა მოისპოს.

რელიგიის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი ყოველთვის ერთნაირია. რელიგიის დამაარსებლები და მქადაგებლები სიყვარულითა და სიბრძნით აღვსილი ადამიანები იყვნენ. მათი მიზნები და განზრახვები ყოველთვის წმინდა იყო. არც ერთი მათგანი არ თესდა შუღლსა და შფოთს და არაფერს ანგრევდა. ისინი ცდილობდნენ სიკეთე ეკეთებინათ, მხოლოდ კარგი დაენახათ და სხვებისთვის სამაგალითონი ყოფილიყვნენ. ისინი ასწავლიდნენ ვნებისა და ემოციების მოთვინიერებას, გრძნობების კულტურას და ინტელექტის გამოყენებას ადამიანისა და საზოგადოების საკეთილდრეოდ. მათ იცოდნენ, რომ აუცილებელი გაწმენდა და დისციპლინირება გონებისა, რომელიც სურვილების, ამბიციებისა და პატივმოყვრული მისწრაფებების თავშესაფარს წარმოადგენს.

ინდუსების რელიგია თავიდანვე მთელი ქმნილების ერთიანობას უსვამდა ხაზს და აცხადებდა, რომ მრავალფეროვნება, რომელსაც გარე სამყაროში ვხედავთ, ჭეშმარიტს არ წარმოადგენს. მაგრამ იმის გამო, რომ ერთიანი ღმერთის რწმენა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც გონება საკმაოდ სუფთა ხდება, რელიგია სულ მალე იძულებული იყო ერთიანი მთლიანი ღმერთის ორობითობისა და მრავლობითობის პოსტულირებაც კი გაეკეთებინა ღვთაებებთან, რომლებიც ერთიანი ღმერთის ყოველ წახნაგს შეესაბამებოდნენ.

იმის მიჩნევა, რომ ქვეყანაში არეულობა და მღელვარება სხვადასხვა რელიგიების არსებობითაა განპირობებული, დიდი შეცდომაა. იმის მიუხედავად, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ინდოეთში სხვადასხვა რელიგიები არსებობდა, ხალხი იქ მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდა.

ინდუიზმში, ბუდიზმში, ჯაინიზმში, სიქჰიზმში, ქრისტიანობაში და ისლამში ერთი და იგივე ღმერთს სცემენ თაყვანს. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათი რელიგია სხვების სარწმუნოებაზე უფრო უკეთესია და მაღლაა, ღრმად ცდებიან. ინდოელები ინდუიზმს ყველაზე უფრო დიდ რელიგიად თვლიან. რაში გამოიხატება ეს დიდება? თუკი ყველა რელიგიაში ღმერთი ერთი და იგივეა, მაშ რატომაა ინდუიზმი სხვა რელიგიებზე უფრო მაღლა? მსგავსი განცხადებები ინდუიზმის სასარგებლოდ არ ლაპარაკობს. იგივე ეხება ქრისტიანობას. ქრისტიანები ამბობენ: "ჩვენ გვჯერა, რომ იესო მამა ღმერთის მხოლოდშობილი შვილია, და შეუძლებელია, რომ სხვა მაცხოვარი არსებობდეს". მაგრამ მსგავსი განცხადებები სხვა რელიგიების მნიშვნელობას ამცირებს.

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 28 2011, 07:21 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ეპიზოდები წიგნიდან სატია საი ბაბას მოძღვრება
მარადიული სიყვარულის საიდუმლო



სტუდენტებო!
თქვენ უნდა გაიგოთ, რომ სხეული ინსტრუმენტია მხოლოდ, ატმა (სული) კი – მოღვაწე და მომხმარებელი (რომელიც ნაყოფს იგემებს). მიატოვეთ სხეულისადმი მიბმულობა. რისთვის სწავლობთ? თქვენ გინდათ ფული გააკეთოთ და ბედნიერად იცხოვროთ. მაგრამ თქვენი სწავლა გიქმნით ბედნიერებას? სწავლის დამთავრებისას ხელსაყრელი სამუშაო გსურთ, შემდეგ კარიერა, და ა.შ. თქვენს სურვილებს არა აქვს დასასრული. მაშ როგორ უნდა მიაღწიოთ ბედნიერებას? ნამდვილი და მუდმივი ბედნიერება მიუღწეველია მატერიალურ სამყაროში. ის შეიძლება განიცადო მხოლოდ ტურიის მდგომარეობაში. ამქვეყნიურ, მატერიალურ ობიექტებში ნეტარება არ არსებობს.
ერთხელ ადი შანკარა 13 მოწაფესთან ერთად წმინდა განბანის ჩასატარებლად განგას სანაპიროსაკენ მიემართებოდა. გზაში მან ბრაჰმანი შენიშნა, რომელიც გრამატიკის წესებს იზეპირებდა. შანკარამ ჰკითხა, რა აზრი ჰქონდა გრამანიკის საწყისების გამეორებას. ბრაჰმანმა უპასუხა, რომ იგი დიდი სწავლული გახდება, თავისუფლად შეეძლება შესვლა მეფის სასახლეში და ფულს გააკეთებს. მაშინ შანკარამ ჰკითხა, რაოდენ დიდხანს შეუძლია სიმდიდრეს ბედნიერების მოცემა. ბრაჰმანმა უპასუხა, რომ სიკვდილამდე იცხოვრებს ბედნიერად. შანკარამ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: "რა მოხდება სიკვდილის შემდეგ?" ბრაჰმანმა უპასუხა, რომ არ იცის. მაშინ შანკარამ შემდეგი ლექსი იმღერა:
ო, უგუნურო, როცა დადგება სიკვდილის ჟამი,
გრამატიკის წესი არ მოვა დასახმარებლად.
ამიტომ ღმერთის სახელი იგალობე:
გოვინდამ, გოვინდამ, გოვინდამ.


მხოლოდ ღმერთის სახელი დაგიცავთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ გარემოებაში. ამ ქვეყანაზე ყველაფერი მცურავ ღრუბლებს ჰგავს. მხოლოდ ნეტარება და სიყვარულია მუდმივი. სიყვარული ღმერთია, ღმერთი სიყვარულია. ამიტომ იცხოვრეთ სიყვარულში.

სტუდენტებო!
ახალგაზრდობა უაღრესად წმინდაა. ამაოდ ნუ ხარჯავთ მას, ნუ დამორჩილდებით გაუთავებელ სურვილებს და ნუ აგებთ ციხე-კოშკებს. მიიღეთ განათლება და ნუ დაივიწყებთ ყველაზე მთავარსა და უმაღლესს – ღმერთს. ნუ გაერთობით უსარგებლო საქმეებითა და მიბმულობებით, რომლებსაც მოუსვენრობისკენ მიჰყევხართ მხოლოდ. დღეს ადამიანები სიმშვიდეს ეძებენ. მაგრამ გარე სამყაროში შეუძლებელია სიმშვიდის პოვნა. იქ იპოვით მხოლოდ ნამსხვრევებს! (სიტყვათა თამაში: პეაცე/სიმშვიდე – პიეცეს/ნაჭრები, ნაწილები). სიმშვიდე თქვენშია. თქვენ სიმშვიდის განხორციელება ხართ, თქვენ სიმართლის განხორციელება ხართ, სიყვარულის განხორციელება. ამიტომ უპირველეს ყოვლისა თქვენი თავი შეიცანით. მხოლოდ მაშინ შესძლებთ იყოთ ნეტარებით აღსავსენი. ჩვენს დროში სტუდენტები მრავალ სხვადასხვა დიპლომს იღებენ. მაგრამ რა სარგებელია მათში?

უგუნური ადამიანი, თუნდ სწავლული და
განათლებული,
ვერ მიაღწევს თავის ჭეშმარიტ "მე"-ს,
უფერულება კი ვერ გაეყრება თავის ცუდ თვისებებს.
თანამედროვე განათლებას მხოლოდ დავა მოაქვს,
და არა ყოვლისმომცველი სიბრძნე.
რა ყრია ამქვყყნიურ ცოდნაში,
თუკი ის უკვდავებამდე არ მიგიყვანთ?
შეიძინეთ ის ცოდნა, რომელიც სიკვდილს აგაცილებთ.

(ლექსი ტელუგუზე)


სიყვარულის განხორციელებანო! ყველა გიყვარდეთ, ნურავის მიმართ ნუ გექნებათ სიძულვილი. ამას გვასწავლის ჩვენი უძველესი კულტურა. წმინდა ვიასამ 18 პურანას არსი რამდენიმე სიტყვით გამოხატა: ემსახურო სხვებს – დამსახურებაა, სხვებისთვის ზიანის მიყენება – ცოდვაა. ამიტომ: "დაეხმარეთ ყოველთვის, ნურასოდეს ნუ ავნებთ". ასე მოიქეცით ცხოვრებაში, ეს საკმარისია. საერო განათლებასთან ერთად აუცილებელია აგრეთვე სულიერი განათლებაც. ნათქვამია: სულიერი განათლება ჭეშმარიტი განათლებაა. მხოლოდ მას შეუძლია ბრაჰმანის ცოდნის მინიჭება. იგი (ბრაჰმანი) ორობითობაზე მაღლაა, სამ გუნაზე (ბუნების თვისებებზე) – სატვაზე, რაჯასზე და ტამასზე მაღლაა. მხოლოდ ღმერთია მუდმივი, სხვა ყველაფერი დროებითია. დღეს ადამიანებს გარე სამყარო სწამთ, და არა ღმერთი. ნუ იამაყებთ თქვენი ახალგაზრდობით და სხეულის სილამაზით.

რა მოგივა შენ, როდესაც დაჩაჩანაკებულ მოხუცად
იქცევი,
როდესაც შენი სხეული უძლური გახდება,
ქცევა კი – მერყევი,
როდესაც მხედველობა დაგისუსტდება, შენ კი იქნები
როგორც ნაჭრის თოჯინა,
და ბავშვები დაგცინებენ, ბებერ მაიმუნს გიწოდებენ?

(ლექსი ტელუგუზე)


დიდხანს გაგრძელდება ახალგაზრდობა? როგორც გაელვების შემდეგ დგება უკუნეთი, ასევე მოჰყვება ახალგაზრდობას სიბერე. დილით გაფურჩქნილი ყვავილი საღამოს ჭკნება. ასეთია ადამიანის სხეულის ბუნება. მართეთ სხეული და გონება. ნუ გახდებით სხვებზე დამოკიდებული. ნუთუ შიმშილს დაიცხრობ, რომ უყურო, შენს გვერდით ვინმე როგორ ჭამს? ვერა. სულიერ გზაზე წინსვლისათვის აუცილებელია საკუთარი მცდელობა.
თუ გსურთ სამუდამოდ ახალგაზრდა დარჩეთ, გრძნობები უნდა აკონტროლოთ. სვამი ამის პირდაპირი დადასტურებაა (აპლოდისმენტები). ჩემი სხეული ენერგიითაა სავსე. ჩემში არ არის არავითარი სისუსტე. ახლაც კი შემიძლია სწრაფად სირბილი. შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს, რომ სვამი 75 წლისაა? რა საიდუმლოა აქ? სიწმინდე, მოთმინება, სიმტკიცე – აი მთავარი მიზეზები. სვამის გრძნობები ყოველთვის წმინდა და უყრყევია. შეეცადეთ ამ მხრივ მიბაძოთ სვამის. თქვენ სვამის ერთგულებად აცხადებთ თავს. ასეთ შემთხვევაში ხომ თქვენი ვალია – თქვენში სვამის სიწმინდის თუნდაც პატარა ნაწილი გამოზარდოთ? თქვენ კი იმის მოთმინებაც კი არ გყოფნით, რომ წესიერი პასუხი გასცეთ, თუ გამვლელი რამეს გკითხავთ. მე ვლაპარაკობ, ათასობით ადამიანს მივმართავ, და მაინც მშვიდი და ნეტარებით აღსავსე ვრჩები. მე დაკავებული ვარ დიდი რაოდენობის მრავალფეროვანი საქმით. არავის შეუძლია აღწეროს ის სამუშაო, რომელსაც მე ვასრულებ. მე ყველა სფეროსა და წარმოებაში ვასრულებ სამუშაოს. ყველა ისინი ჩემია, მაგრამ მე არასოდეს არ ვარ უსაქმოდ. მე ყოველთვის აღსავსე ვარ ნეტარებით. დაბადების დღის აღსანიშნავად დღესასწაულზე ზოგიერთი ერთგული ბედნიერებას მისურვებდა. მე მათ ვუთხარი: "არ არის საჭირო, რომ დაბადების დღეზე მისურვოთ ბედნიერება, რადგან მე ყოველთვის ბედნიერი ვარ. ბედნიერება აჩუქეთ იმას, ვისაც იგი არ გააჩნია". ბედნიერება ღმერთთან ერთიანობაშია. თუ მტკიცედ ხართ დარწმუნებული, რომ ღმერთი თქვენშია, თქვენთან და თქვენს გარშემოა, ცხოვრებაში არასოდეს გექნებათ უბედურებანი და უმძიმესი განსაცდელი. ადამიანები უბედურებებისა და საზრუნავის გამო ჩივიან. მაგრამ მე არ ვიცი, რას წარმოადგენს ისინი, - ჩემი სიწმინდის გამო ისინი არ მეკარება. უბედურებები და საზრუნავი ბოჭავს მხოლოდ მათ, ვისაც ცუდი აზრები და ხასიათი აქვთ.
ამიტომ:

ნუ უყურებთ ცუდს, უყურეთ კარგს.
ნუ უსმენთ ცუდს, უსმინეთ კარგს.
ნუ ილაპარაკებთ ცუდზე, ილაპარაკეთ კარგზე.
ნუ ფიქრობთ ცუდზე, იფიქრეთ კარგზე.
ნუ აკეთებთ ცუდს, აკეთეთ კარგი, -
ასეთია ღმერთისკენ მიმავალი გზა.

(ლექსი ტელუგუზე)


როდესაც სიძნელეს აწყდებით, ნუ დაეცემით სულით. ჩათვალეთ, რომ თქვენს სასიკეთოდ არის ის.



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 28 2011, 10:44 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ეს კი,გარდაცვლილი საის სურათები და რიტუალები


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Apr 29 2011, 12:06 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



ამ კაცის და მისი "სასწაულების" შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და მესია, ქრისტიანობა კი ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია

საი ბაბას რელიგიურ მოძღვრებაში არაფერი არ არის განსაკუთრებული, ის შეკოწიწებულია სხვა რელიგიებიდან. რაც შეეხება მის "სასწაულებს", ასეთ ფოკუსებს ილუზიონისტებიც აკეთებენ და საერთოდ რა აზრი დევს მის სასწაულებში, კაცობრიობისთვის რა სარგებლობის მომტანია, მე ვერ ვხვდები.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Apr 29 2011, 12:42 AM
პოსტი #6


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



GIORGI LELUASHVILI
ვაი ნეტაი შენ ,ამას თუ გაიცდი : )))))



ციტატა(mekaje @ Apr 29 2011, 01:06 AM) *

ამ კაცის და მისი "სასწაულების" შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და მესია, ქრისტიანობა კი ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია

საი ბაბას რელიგიურ მოძღვრებაში არაფერი არ არის განსაკუთრებული, ის შეკოწიწებულია სხვა რელიგიებიდან. რაც შეეხება მის "სასწაულებს", ასეთ ფოკუსებს ილუზიონისტებიც აკეთებენ და საერთოდ რა აზრი დევს მის სასწაულებში, კაცობრიობისთვის რა სარგებლობის მომტანია, მე ვერ ვხვდები.

+


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 29 2011, 02:49 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
საი ბაბას სასწაულები შეგიძლიათ იხილოთ აქ:http://www.youtube.com/watch?v=oahdsgm_QCAhttp://www.youtube.com/watch?v=1fs1OBY82b0

რა სასწაულებია ეს, გული ერევა და კვერცხებს დებს


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatilinta
პოსტი Apr 29 2011, 05:32 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 21-January 11
წევრი № 10,325



ჯიმის გავს სადაა მასში ჭეშმარიტებაbiggrin.gif


--------------------
პრობლემების გადაწყვეტაში უფალს მივენდობით, რომელიც გვაფრთხილებს: “თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი” (იოან.15:5 http://www.youtube.com/watch?v=CyNFNf2beKk http://teodore.ge/?site-id=4&cat=0&page=2 იქნება ის რასაც ღმერთი მომცემს,და რაც ჩემს ღმერთს სურს,ის მინდა მეც..! უფალს დიდება!!!ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 29 2011, 08:39 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



mekaje
ანანო
ალექსანდრე
tatilinta
ჯერ მე ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ ქრისტესმიერი სიყვარულით,რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა რელიგიას.დაცინვა ძალიან ცუდია.მითუმეტეს გარდაცვლილი საის.მაგას თავისიც ეყოფა.
ერთი რამ ფაქტია:ეგ პიროვნება სასწაულებს მართლა ახდენდა, არანაირი ილუზია არ დევს მის სასწაულებში,მაგრამ ვისი ძალიათ ახდენდა,მაგას მგონი ყველა ვხვდებით.ცრუ სასწაულების შესახებ ქრისტეც გვაფთხილებს და აღმსრულებელნი რომ ბევრს აახვევინებენ ჭეშმარიტი გზიდან.ეს ფაქტია-საი ბაბა ღმერთად მიაჩნიათ.იგი თვითონაც მოწმობს თავის თავზე-მე კრიშნა ვარო.

რაც შეეხება სწავლებებს:ნუ მიუდგებით ყველაფერს ასე სკეპტიკურად.ფაქტია,რომ ბევრი რამ მისი სწავლებებიდან მართლა კარგია და მისაღები.ამ ყველაფერს საი თვითონ წერს და არავის პარავს.ღმეთის შესახებ მართლა კარგი და შეიძლება ითქვას გულის ამაჩუყებელი სწავლებები აქვს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 29 2011, 08:50 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ალექსანდრე
ციტატა
რა სასწაულებია ეს, გული ერევა და კვერცხებს დებს

აბა შენ აირიე გული და შემდგომად ოქროს კვერცხი გამოიღე-ხო არაა სასწაული.
სასწაულებს მართლა ახდენს,ექსპერტები აკვირდებიან და შიფრავენ,ცნობისთვის


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Apr 29 2011, 11:50 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



GIORGI LELUASHVILI


ციტატა
ერთი რამ ფაქტია:ეგ პიროვნება სასწაულებს მართა ახდენდა არანაირი ილუზია არ დევს მის სასწაულებში,მაგრამ ვისი ძალიათ ახდენდა,მაგას მგონი ყველა ვხვდებით.ცრუ სასწაულების შესახებ ქრისტეც გვაფთხილებს და აღმსრულებელნი რომ ბევრს აახვევინებენ ჭეშმარიტი გზიდან.ეს ფაქტია-საი ბაბა ღმერთად მიაჩნიათ.იგიგ თვითონაც მოწმობს თავის თავზე-მე კრიშნა ვარო.


ღმერთისგან რომ არ ახდენდა ამ სასწაულებს, ცხადია. ცრუ სასწაულების მოხდენა ეშმაკსაც შეუძლია.
ამდენი ადამიანი რამ გადარია, საკვირველია პირდაპირ
mellow.gif საი ბაბას მოძღვრება მოეწონათ? 003.gif და ქრისტეს მოძღვრებაში რამე ნაკლები არის?


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 29 2011, 03:51 PM
პოსტი #12


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
85 წლის ასაკში გარდაიცვლა ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული სულიერი ლიდერი სათია საი ბაბა. მისი სიკვდილის მიზეზი გახდა გულის პრობლემები.

ამ ასაკში სხვაც ბევრი კვდება :|

მეორეც, ერთი ვიდეო ვნახე, სადაც გულს ირევს და ოქროს კვერცხს იღებს, ხოდა ილუზიონისტის გამოსვლას უფრო ჰგავს :| ჭეშმარიტი სასწაული ოქროს კვერცხების დადება არაა..

დიდი ბოდიში ჩემო გიორგი, მაგრამ ტუფტაა ეგ. მე არ მაინტერესებს : )
ზოგი რამ რასაც ეგ კაცი ამბობს, სახარებაშიც შემიძლია ვიპოვო სულ იოლად (ანუ ბევრი რამ ნასესხები აქვს ქრისტიანობიდან), ასე რომ მე ეგ კაცი არ მჭირდება rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 29 2011, 04:00 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



mekaje
ციტატა
ღმერთისგან რომ არ ახდენდა ამ სასწაულებს, ცხადია. ცრუ სასწაულების მოხდენა ეშმაკსაც შეუძლია.

ჰოდა მეც მაგას ვამბობ-სასწაულებს მართლა ახდენდა და ეს ფაქტია,მაგრამ ეშმაკის ძალით.ცრუ სასწაულებს სხვათაშორის ქრისტეს სახელითაც ახდენენ,მაგრამ განსხვავება უნდა შევძლოთ და ვიცოდეთ,ვინ რისი გამკეთებელია.ეს გრძელი თემაა.
ციტატა
ამდენი ადამიანი რამ გადარია, საკვირველია პირდაპირ საი ბაბას მოძღვრება მოეწონათ?

ისინი კი შენზე ფიქრობენ-ეს გოგო რამ გადარია პატრიარქს რომ უსმენსოbiggrin.gif
ხო,ასეაsmile.gifპატრიარქი ყველას ძალიან გვიყვარს,ბევრი სიცოცხლესაც კი გასწირავს მისთვის,რადგან ის ჩვენი სულიერი მამაა.ძალიან ვუყვარვართ და ყველაფერს აკეთებს და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გააკეთებს ჩვენთვის-მისი საყვარელი ერისთვის.
ასეთია სულიერი წინამძღოლი,ყველას უყვარს და აფასებს.
ციტატა
და ქრისტეს მოძღვრებაში რამე ნაკლები არის?

რას ქვია"ნაკლები"?biggrin.gif
ნაკლები კი არა,მოსატანიც არაა ქრისტეს მოძღვრებასთან სხვა მოძღვრება.ადამიანი რაც უფრო ღრმად ეცნობა მას(ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი),მით უფრო ხვდება რაოდენ ღრმა,დიდებული და ენით გამოუთქმელი წიგნია ბიბლია.თოთოეული სიტყვა,ქმედება,იშიფრება დაუსრულებლად.ეს წიგნი სულ ერთმანეთზეა აკინძული.ვინც მას სერიოზულად გაეცნობა,მიხვდება,რომ ეს წიგნი ღვთის მიერაა დაწერილი.

პ.ს.წმინდა წერილის წაკითხვას,შესაბამისი წმინდა მამების განმარტებების გარეშე,ბევრს არ ვურჩევდი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Apr 29 2011, 04:13 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



GIORGI LELUASHVILI
ვინ ითვლება ეხლა იმდოეთში ყველაზე სერიოზულ სულიერ ოსტატად?
იმას რაქვია ცალი თვალი რომ გაურბის ლაპარაკისას შემახსენე რა


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 29 2011, 04:20 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
მეორეც, ერთი ვიდეო ვნახე, სადაც გულს ირევს და ოქროს კვერცხს იღებს, ხოდა ილუზიონისტის გამოსვლას უფრო ჰგავს :|

არა,ცდები.ეგ ვიდეო მილიონჯერ მაქ ნანახი.მანდ თუ კარგად დააკვირდები მართლა ოქროს კვერცხს იღებს.არანაირი "ვითომ".თუ"ვითომიღებს"აბა შენ გააკეთე იგივე
ციტატა
ჭეშმარიტი სასწაული ოქროს კვერცხების დადება არაა..

სწორედ ამაშია საქმეsmile.gifგეთანხმები
ციტატა
ზოგი რამ რასაც ეგ კაცი ამბობს, სახარებაშიც შემიძლია ვიპოვო სულ იოლად (ანუ ბევრი რამ ნასესხები აქვს ქრისტიანობიდან), ასე რომ მე ეგ კაცი არ მჭირდება

ოჰ,როგორ გიყვართ ეს სკეპტიკური მოდგომები ყველას!
არაფეი დაშავდება,თუ აღიარებთ,რომ კარგი და ჭეშმარიტება(რაღაც დონით)ყველა რელიგიაშია.

ბიბლიაში რაც წერია და რასაც ქრისტე ამბობს,ამ ყოველივეს ბევრი საერთო აქვს სხვა რელიგიებთანაც.
ყველაზე დიდი მსგავსება კი კრიშნას მიდევრობაშია.

.zakaria.
ციტატა
ვინ ითვლება ეხლა ინდოეთში ყველაზე სერიოზულ სულიერ ოსტატად?

თუ საი ბაბას მიმდევრებზე ამბობ-ეგ მეც მაინტერესებს.
ციტატა
იმას რაქვია ცალი თვალი რომ გაურბის ლაპარაკისას შემახსენე რა

საი ბაბას მიმდევრების შესახებ ნაკლები ვიცი.
პრაბჰუპადა სხვააsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Apr 29 2011, 04:25 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



GIORGI LELUASHVILI
საიბაბას მიმდევრებზე არ გეკითხები,საერთოდ ვამბობ, ვისყავს ყველაზე მეტი მიმდევარი ინდოეთში


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Apr 29 2011, 04:31 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



GIORGI LELUASHVILI


ციტატა
ნაკლები კი არა,მოსატანიც არაა ქრისტეს მოძღვრებასთან სხვა მოძღვრება.ადამიანი რაც უფრო ღრმად ეცნობა მას(ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი),მით უფრო ხვდება რაოდენ ღრმა,დიდებული და ენით გამოუთქმელი წიგნია ბიბლია.თოთოეული სიტყვა,ქმედება,იშიფრება დაუსრულებლად.ეს წიგნი სულ ერთმანეთზეა აკინძული.ვინც მას სერიოზულად გაეცნობა,მიხვდება,რომ ეს წიგნი ღვთის მიერაა დაწერილი.

პ.ს.წმინდა წერილის წაკითხვას,შესაბამისი წმინდა მამების განმარტებების გარეშე,ბევრს არ ვურჩევდი.



გეთანხმები, ნამდვილად ეგრეა smile.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 29 2011, 04:57 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



.zakaria.
ციტატა
საიბაბას მიმდევრებზე არ გეკითხები,საერთოდ ვამბობ, ვისყავს ყველაზე მეტი მიმდევარი ინდოეთში

ინდოეთში დღეს ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს კრიშნას მოძრაობას.მათი მთავარი (და ჩემთვის ყველაზე საპატივსაცემო პიროვნება)სულიერი მოძღვარი კი ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადაა.მან გაავრცელა ეს მოძრაობა მთელ მსოფლიოში.მათ არ ყავთ ერთი კონკრეტული,განსაკუთრებული გურუ.გურუები ბევრი ყავთ და ძალაინ კარგებიც.ყველა დღევანდელი ჭეშმარიტი გურუ კი უდიდეს პატივს მიაგებს ა.ჩ.ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადას.მან მთელი ცხოვრება ვედურ წმინდა წერილების კვლევას და გავრცელებას შეალია.დაწერა უამრავი კომენტარი ვედურ წმინდა წერილებზე და უამრავი წიგნი გამოსცა.ეს მისი სულიერი მოძღვრის კურთხევით შეასრულა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ALIUS
პოსტი Apr 29 2011, 07:41 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 4-December 10
წევრი № 10,026



შენს მიერ დადებულ ვიდეოში სწორედ ისაა ახსნილი რომ ილუზიონისტია biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 29 2011, 08:07 PM
პოსტი #20


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
აბა შენ გააკეთე იგივე

ილუზიონისტობას ვისწავლი და გავაკეთებ biggrin.gif tongue.gif

ციტატა
არაფეი დაშავდება,თუ აღიარებთ,რომ კარგი და ჭეშმარიტება(რაღაც დონით)ყველა რელიგიაშია.

შავდება. იმიტომ რომ ჭეშმარიტება მარტო ქრისტეშია. სახარება წაიკითხე კარგად, ჩემო კარგო kiss1.gif
მოგიძებნო ციტატა თუ შენით მოძებნი? biggrin.gif

ციტატა
ყველაზე დიდი მსგავსება კი კრიშნას მიდევრობაშია.

არანაირად. მცდარია. სისულელეა!
ცხვრის ტყავში გახვეული მგელის ამბავია ეგ biggrin.gif yes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 06:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი