IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ე.წ. "ლიბერალები" და მათი მიზანი
Believer
პოსტი Apr 1 2010, 05:39 PM
პოსტი #1


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



როგორც მოგეხსენებათ, თავისუფლების ინსტიტუტელმა თეა თუთბერიძემ და მისმა იდეოლოგიურად მომხრე არც თუ ისე მცირე საზოგადოების ნაწილმა წერილი მისწერა პატრიარქს კითხვებით, და მოაგროვეს პატრიარქის წინააღმდეგ ხელმოწერები.

საზოგადოების ამ ნაწილს ეწოდათ "ლიბერალები". ლიბერალების იდეოლოგებად გვევლინებიან თეა თუთბერიძე, ექსდეკანოზი ბასილ კობახიძე, ნოდარ ლადარია და ა.შ. ეს იდეოლოგები წლებია დაპირისპირებულები არიან საპატრიარქოსთან და პატრიარქთან. ბასილ კობახიძე თავის წერილებში ხშირად შეურაცხყოფდა პატრიარქს და ეკლესიას, თეა თუთბერიძეც ცინიკური განცხადებებით და საქმეებით შეურაცხყოფას აყენებდა პატრიარქის პიროვნებას და მის ღვაწლს sad.gif

ლიბერალების მთავარი სამიზნე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა და პატრიარქი, მისი ავტორიტეტის დაკნინება.

ლიბერალების იდეოლოგები- ბ. კობახიძე, თ. თუთბერიძე, პრესაში და სატელევიზიო სიუჟეტებში აკრიტიკებენ პატრიარქს, ხოლო ინტერნეტ სივრცეში და ფორუმებში პატრიარქის და ეკლესიის კრიტიკით გამოირჩევიან ლიბერალების წევრები (ფორუმელები forum.ge) Leo Nafta, Pete Doherty, მამა ჯემალი, მნათეუსი, და ა.შ.


ვინ მართავს ამ ხალხს? ხელისუფლება? რატომ ეწოდათ საზოგადოების ამ ნაწილს "ლიბერალები"? ნუთუ ეს არის ლიბერალიზმი?

გისმენთ


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Apr 1 2010, 06:24 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



არა, ეს არის ფსევდოლიბერალიზმი.
დავით ზურაბიშვილს აქვს მაგარი სტატია ამაზე. თუ ვიპოვე, დავდებ აუცილებლად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Apr 1 2010, 08:38 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



Believer
ციტატა
Leo Nafta, Pete Doherty, მამა ჯემალი, მნათეუსი, და ა.შ.

ამ სამიდან რომელი ხარ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 1 2010, 09:13 PM
პოსტი #4


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ეს ელით ლიბერალებს? rolleyes.gif



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Apr 1 2010, 09:23 PM
პოსტი #5


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



ლიბერალიზმზე ამ თემაშიც არის საუბარი:
მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ
http://church.ge/index.php?showtopic=1948&...%83%9B%E1%83%98


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Apr 1 2010, 09:45 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(lamara @ Apr 1 2010, 09:23 PM) *

ლიბერალიზმზე ამ თემაშიც არის საუბარი:
მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ
http://church.ge/index.php?showtopic=1948&...%83%9B%E1%83%98

რა სიმბოლიზმია : )) ვის მიერ არის თემა გახსნილი smile.gif))) ოხ ამ ორმაგ სტანდარტებს რა ვუთხარი smile.gif))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Apr 2 2010, 12:19 PM
პოსტი #7


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა(ბექა @ Apr 1 2010, 09:45 PM) *

რა სიმბოლიზმია : )) ვის მიერ არის თემა გახსნილი smile.gif))) ოხ ამ ორმაგ სტანდარტებს რა ვუთხარი smile.gif))

ჰაჰ მართლაც რა სიმბოლიზმია biggrin.gif laugh.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Apr 2 2010, 12:58 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ლიბერალები არა კოღოები არიან ესენი. ცოტაცოტას იკინებიან და სისხლს გცოვენ ისე რომ არაფერს გიშავებენ. უბრალოდ გაგრძნობინებენ რომ ცოცხლობენ...

რაში ჭირდებათ სისხლი ? ს კოღოს ბუნებაა სხვაგვარად არ შეუძლია, ისე ვერ იცოცხლებს...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 2 2010, 02:29 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ხოლო ინტერნეტ სივრცეში და ფორუმებში პატრიარქის და ეკლესიის კრიტიკით გამოირჩევიან ლიბერალების წევრები (ფორუმელები forum.ge) Leo Nafta, Pete Doherty, მამა ჯემალი, მნათეუსი, და ა.შ.

რომელმა მათგანმა იცის რა არის ლიბერალიზმი? :დ

subterranean
ციტატა
არა, ეს არის ფსევდოლიბერალიზმი.

+1, მეც ასე ვფიქრობ


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Apr 2 2010, 02:56 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(neo @ Apr 2 2010, 12:58 PM) *

ლიბერალები არა კოღოები არიან ესენი. ცოტაცოტას იკინებიან და სისხლს გცოვენ ისე რომ არაფერს გიშავებენ. უბრალოდ გაგრძნობინებენ რომ ცოცხლობენ...

რაში ჭირდებათ სისხლი ? ს კოღოს ბუნებაა სხვაგვარად არ შეუძლია, ისე ვერ იცოცხლებს...

როგორ მიყვარს მე კიდევ კოღოების გასრესვა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით biggrin.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 2 2010, 04:26 PM
პოსტი #11


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



აი, როგორ უსწორდებიან ლიბერალებს რუსეთში "პრავასლავნიკები"



Обидчик председателя Московской Хельсинской группы (МХГ) Людмилы Алексеевой – 31-летний москвич Константин Переверзев. В начале 2000-х годов он учился в Православном Свято-Тихоновском университете. Ранее сообщалось, что он университет окончил, однако референт ректора эту информацию опровергла. Эксперты полагают, что Переверзев – типичный представитель агрессивной воцерковленной молодежи.

მართლმადიდებლობის და ეკლესიის სახელით "დიდებულია, დიდებული".

"ლუდმილა ალექსეევა ხომ კოღოა და უნდა გაისრისოს, "პრავასლავნიკის" ხელით" rolleyes.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Apr 2 2010, 04:44 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



Amuza
სად ერეკლე და სად ერეკლეს ხმალი! სად ეს ვიდეო და სად ქართული რეალობა a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 2 2010, 04:58 PM
პოსტი #13


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ბექა @ Apr 2 2010, 04:44 PM) *

Amuza
სად ერეკლე და სად ერეკლეს ხმალი! სად ეს ვიდეო და სად ქართული რეალობა a075.gif


შენ ეტყობა ძმაო სხვა ორბიტაზე დაჰქრიხარ.სწორედაც, რო რეალობაა, მაგრამ სანამ შენს თავზე არ დატრიალდება წისქვილის ქვა მანამდე ვერც დაინახავ, თუმცა გირჩევ, რომ არ დატრიალდეს და არც დაინახო, ისე მოხდეს, ლიბერალური ფასეულობების დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში და ე.წ. "პრავასლავნიკური" ცრურწმენების და მანერების აღმოფხვრა. cool.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი Apr 2 2010, 05:18 PM
პოსტი #14


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



სამწუხარო რეალობა საქართველოში ისიცაა, სადაც არიან "ლიბერალები" იქვე ჩნდებიან რადიკალისტი "მართლმადიდებელ მრევლის კავშირის" წევრები! თუ სადმე თუთბერიძე შეიკრიბება მომხრეებთან ერთად, ეგრევე მიუვარდებიან "მართლმადიდებელ მრევლის კავშირის" წევრები.

თუ მმკ-ს წევრები რაიმე ექსტრემისტულ საქციელს ჩაიდენენ "ლიბერალებიც" ეგრევე აპროტესტებენ და მმკ-ს მიერ ჩადენილ ექსტრემიზმს ეკლესიას ან საპატრიარქოს აბრალებენ, იმიტომ რომ საპატრიარქო ხშირ შემთხვევაში მმკ-ს საქციელებზე დუმილს ამჯობინებს. ესეც სამწუხარო რეალობაა, საპატრიარქომ ხმა უნდა ამოიღოს ექსტრემისტების საქციელებზე, რომ თუთბერიძეს კობახიძეს და "ლიბერალებს" სათქმელი არ ჰქონდეთ, თითქოს საპატრიარქო დუმილით მხარს უჭერს ექსტრემისტ მართლმადიდებელი მრევლის კავშირებსო.

ორივე რადიკალური მხარე საფრთხეს უქმნის ეკლესიას, ამიტომ ეკლესიამ პასუხი უნდა გასცეს ყველას და დაგმოს ექსტრემისტული ქმედებები, ვის მიერაც არ უნდა იყოს ჩადენილი.



--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Apr 2 2010, 05:42 PM
პოსტი #15


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა(Amuza @ Apr 2 2010, 04:26 PM) *

აი, როგორ უსწორდებიან ლიბერალებს რუსეთში "პრავასლავნიკები"



Обидчик председателя Московской Хельсинской группы (МХГ) Людмилы Алексеевой – 31-летний москвич Константин Переверзев. В начале 2000-х годов он учился в Православном Свято-Тихоновском университете. Ранее сообщалось, что он университет окончил, однако референт ректора эту информацию опровергла. Эксперты полагают, что Переверзев – типичный представитель агрессивной воцерковленной молодежи.

მართლმადიდებლობის და ეკლესიის სახელით "დიდებულია, დიდებული".

"ლუდმილა ალექსეევა ხომ კოღოა და უნდა გაისრისოს, "პრავასლავნიკის" ხელით" rolleyes.gif

ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif რატო დაარტყა?


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 2 2010, 06:02 PM
პოსტი #16


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მდააა, რამდენიმე დღე ვერ მოგითმენიათ?
თუ აუცილებლად უნდა ვუბიძგოთ ერთმანეთს კამათისაკენ?


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 3 2010, 05:32 PM
პოსტი #17


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(llaasshhaa @ Apr 2 2010, 05:42 PM) *

ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif რატო დაარტყა?


რავი აბა, არ მოეწონა მაგის საქციელი. უნდა ეთქვა, რომ მუსლიმებმა ჩაიდინეს ეს ტერაქტი და ხაზი უნდა გაესვა ამ ქალს, რომ ყველა ვაჰაბითი, ჩრდ. კავკასიელი ერთიანი რუსეთის მტერია და საფრთხეს უქმნიან. კიდევ იმიტომ, რომ კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებს, კრემლის და რუსთა პატრიარქის იმპერიალისტური აზრები კი თანხვდენილია.



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი Apr 4 2010, 07:29 PM
პოსტი #18


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



„ქართული ლიბერალიზმის“ ხიზნები

„მე ლიბერალი ვარ! ძირს პრორუსულობა“ 02.04.2010


გიორგი უძილაური

„მე ლიბერალი ვარ! ძირს პრორუსულობა“ ასეთი სახელწოდების ჯგუფი არსებობს საქართველოში დღეისათვის ყველაზე პოპულარულ, მაგრამ ყველა „არენის“ მსგავსად პოლიტიკურ არენად ქცეულ „ფეისბუკ“-ზე და მას დღეისთვის 1000-ზე მეტი წევრი ყავს, რომელთა 90%-ს ახალგაზრდობა შეადგენს. ჯგუფის ერთ–ერთი წევრია ახალი დეკლარირებულად ლიბერალური ჟურნალი „ტაბულაც“. ამ ჟურნალს მისი დამფუძნებლის, რედაქტორის და გიგა ბოკერიას მეუღლის(„გავლენიანი ქართველების მეუღლეთა“ აქტივობის ასპარეზმა მთელი „არა–პოლიტიკური“ სივრცე დაიპყრო და „გავლენის“ სეგმენტებად გადაანაწილა) _ თამარ ჩორგოლეიშვილის თანამოაზრე „ლიბერთარიანელი ბიზნესმენები“ აფინანსებენ: ლადო გურგენიძე, დავით კეზერაშვილი, კახა ბენდუქიძე, კობა ნაყოფია... ჟურნალს არაფერს ვერჩით, დემოკრატიაც და ლიბერალიზმიც იძლევა საშუალებას, რომ არსებობდნენ ამგვარი გამოცემებიც. აქ ყურადრება გამახვილდება იმ იდეოლოგიის ალტერნატიულ ხედვაზე, რომელიც ჟურნალსაც, მის დამფინანსებლებსაც, ავტორებსაც და ხელისუფლებასაც სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აქვთ აყვანილი.
კიდევ მივუბრუნდეთ ჯგუფის სახელს, უფრო ზუსტად „ლოზუნგს“ – „მე ლიბერალი ვარ! ძირს პრორუსულობა“ ამ „ლოზუნგის“ პირველ ფრაზას – „მე ლიბერალი ვარ!“ ანალოგიურად წარმატებით შეიძლება დაუკავშირდეს ნებისმიერი „პრო“, „პოსტ“ „ტრანს“ „ძირს“, „გაუმარჯოს“ „ანტი“ და სხვა თავსართებიანი ფრაზები, რადგან როგორც ლიბერალიზმის იდეოლოგები თავად განსაზღვრავენ, ლიბერალიზმი ყოველთვის არ ნიშნავს დემოკრატიას, „ლიბერალიზმი შეიძლება განვმარტოთ, როგორც უბრალოდ კანონის უზენაესობა, როდესაც აღიარებულია გარკვეული პიროვნული უფლებების დამოუკიდებლობა ხელისუფლების კონტროლისაგან“. ლიბერალიზმი სამოქალაქო სფეროში იბრძვის პიროვნებისა და საკუთრების სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობისთვის, რელიგიური რწმენის არჩევის თავისუფლებისთვის, პოლიტიკაში საზოგადოების დაუზარალებელი თავისუფლებისთვის, ეკონომიკაში კი კერძო საკუთრებისა და ბაზრის საფუძველზე დამყარებული თავისუფალი ვაჭრობისთვის.
ლიბერალიზმის ამ პრინციპებს თუ გავიაზრებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში რაღაც სხვანაირი, ორიგინალური და უპრეცენდენტო ლიბერალიზმი ყვავის, აქ შექმნილია ლიბერალიზმის ახალი ნაირსახეობა – „ქართული ლიბერალიზმი“, უფრო სწორად „ექსკლუზიურად სახელისუფლებო ლიბერალიზმი“. თუმცა, არსებულ ჩინოვნიკებზე მეტად ამ ახალ მუტაციას დისკურსულად წარმოადგენს ე.წ. საზოგადოებრივ ბრძენთა ჯგუფი. „ქართული ლიბერალიზმის“ ელიტაში შედიან: ხელისუფლების იდეოლოგიურ მამებად წოდებული და მათთან დაახლოებული ისეთი „გამოჩენილი მოღვაწეები“, როგორიცაა ლევან რამიშვილი, ნოდარ ლადარია, გიგი თევზაძე, გია ნოდია.....,; ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული ლიბერალიზმის ახალგაზრდული ნაწილი, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტობა და წარმოადგენენ სახელისუფლებო ორგანოების შევსების პრიორიტეტულ რეზერვს.
„ქართული ლიბერალიზმის“ ელიტა აყალიბებს ხელისუფლების ექსპერტების, მწერლების, ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების სივრცეს, რომლებიც ასევე ხელისუფლების მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლირებადი მასმედიის მათ შორის „კრიზისული მენეჯმენტის“, მეშვეობით ახორციელებს ჯერ არა ლიბერალური საზოგადოების ნაწილის განათლებას, გამოთაყვანებას, დაშინებას და ზომბირებას. მაგალითისათვის „მოდელირებული ომი“ და „საზოგადოების მზაობა“, მდაბიო სერიალების უწყვეტი მწკრივი მხოლოდ საინფორმაციო ჩაჭრებით და ა.შ. მერე „ღამე შორენასთან“ დაწყებამდე ან ბოლოში პოლიციის „ჰიმნოკლიპის“ თანხლებით და ა.შ. „ქართული ლიბერალზმის“ ელიტა არანაკლებ აქტიურობს ასევე სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე, ფორუმებში, ონლაინ კონფერენციებში და აფრქვევს „ქართული ლიბერალიზმის“ დღეისათვის არსებულ ერთადერთ მონაპოვარს – „მენტორულ–ცინიკურ ტონალობას“ .
ლიბერალური იდეოლოგიის ყველა ის ხიბლი და პრინციპები, რომელთაც ეფუძნება რეალურად დემოკრატიული საზოგადოებები „ქართული ლიბერალიზმის“ ფორმაში ტრანსფორმირებული უფრო საფრთხეების შემცველია, ვიდრე განურჩევლად ყველა ადამინის ინდივიდუალური, პიროვნული თავისუფლების დამცველი.
ლიბერალიზმის ზემოთხსენებულ პრინციპებს, „ქართველი ლიბერალები“ არათუ არ იცავენ, ავტორიტარიზმის სამსახურშიც კი აყენებენ. ადვილი წარმოსადგენია რამდენად შეუძლებელია ლიბერალური იდეოლოგიის ამ პრინციპებს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს რამენაირად შეუთავსო „ომის წარმოება“ „ქართული ლიბერალიზმის“ ერთ–ერთი მოწინავე და პრიორიტეტული ლოზუნგის – „ძირს პრორუსულობა“ განსახორციელებლად? რეალობაში აბსურდია, სამაგიეროდ ვირტუალურ რეალობაში წარმოდგენადი და განხორციელებადი, ამიტომ „ქართული ლიბერალიზმის“ მთავარი ამოცანა იმ ვირტუალური რეალობის წარმატებული მოდელირებაა, რომელშიც ჩვენ „გამარჯვებულები“, ეკონომიკურად ზე–განვითარებული და საუკეთესო შემთხვევაში „პროამერიკელები“ ან „პროევროპელები“ ვართ. ამ ვირტუალური რეალობის შემქმნელთა შორისაა ზემოთხსენებული ჟურნალი „ტაბულაც“, რომელიც გვთავაზობს „ქართველი ლიბერალების“ მიერ ჩვენთვის და ჩვენს ნაცვლად „შევსებულ დაფებს“, „ტაბულა რასა“ „სუფთა დაფაა“, სუფთა დაფა კი ადამიანის ცარიელი გონებაა, რომელსაც ისინი საჭირო იდეებით ავსებენ, ამოწმებენ „კრიზისული მენჯმენტით“ გათვალისწინებულ მზაობასა და ჩვენი ლიბერალიზმის ხარისხს.
თუ რამდენად განსხვავებული და დისტანცირებულია „ქართული ლიბერალიზმი“ ლიბერალური იდეოლოგიისაგან ზოგადად ამის შესამჩნევად ორი ჟურნალის შედარებაც საკმარისია. გარდა „ტაბულისა“ საქართველოში გამოდის ლიბერალური ჟურნალი „ლიბერალი“, რომელშიც ასევე ხშირად იბეჭდება ამ იდეოლოგიის გამტარებელ „ელიტართა“ სტატიები, სხვაობა კი ის არის, რომ ლიბერალში განსხვავებული აზრიც იბეჭდება, „ტაბულა“ კი „სუფთა ქართული ლიბერალიზმია სადაც „ანტილიბერალიზმი უდრის ანტისახელმწიფოებრიობას“. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ჟურნალში – „ლიბერალი“ გამოვეყნდა წერილი სათაურით: „აგვიტოს ომი საქართველომ დაიწყო“. წერილის ავტორი გიორგი ცხადაია ეყრდნობა „ტალიავინის დასკვნას“ და თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა შეცდომების აღიარება. საინტერესოა, რომ „ქართული ლიბერალიზმის“ მოწინავე ელიტისათვის უფრო მნიშვნელოვანი არა სტატიის ანალიზი, არამედ ამ წერილზე გამოწვეული რეაქცია და ამ რეაქციების გამოხატვის სიმძაფრეში ერთგვარი შეჯიბრი აღმოჩნდა. წერილის „ანტისახელმწიფოებრიობამ“ მათში ჯერ გაღიზიანება, მალევე კი კოლექტიური სიგიჟე გამოიწვია. ლიბერალური ჟურნალის რედაქტორი _ შორენა შარვერდაშვილი დაადანაშაულეს ყველაზე „საზარელ დანაშაულში“ _ ოჯახურ კავშირში ზურაბ ნოღაიდელთან. ანუ, ცხადაიას წერილი რომ არა, ქართული საზოგადოების როგორც „პროგრესული“ ასევე „ბნელი“ ნაწილი ვერ გაიგებდა, რომ ლიბერალთა რჩეულ წრეში მოღალატეები შეპარულან! ეს არ გახლავთ ორი კონკურენტი ჟურნალის კონკურენცია. ეს არის თავად ამ „ელიტარული ქართული ლიბერალიზმის“, სიმახინჯე და სირატაკე.
რეალურად ეს ე.წ. ელიტა მისი ლიბერთარიანელი ბიზნესმენებით, ექსპერტებით, ისტორიკოსებით, პოლიტოლოგებით და მეცნიერებით არის ავანტიურისტთა ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს ლიბერალიზმის დროშით შეინარჩუნოს, გაიხანგრძლივოს და გააძლიეროს არსებული ხელისუფლებისა და შესაბამისად საკუთარი პრივილეგირებული, ელიტარული და კომფორტული ყოფა. ქართული ლიბერალიზმი არის „ლიბერალიზმი ხელისუფლებისათვის“. სხვა, რეალურ კონტექსტში სასაცილოდ აჟღერდებოდა მაგალითად დავით კეზერაშვილის ლიბერთარიანელობა – მთავარსარდალი, რომელიც ბრძოლით ათავისუფლებდა ცხინვალს ბანდიტებისა და ოკუპანტებისგან, მანამდე „ფინანსურ პოლიციაში“ ძალადობითა და რეპრესიების გამოყენებით ატერორებდა ბიზნესმენებს, ანუ აკეთებდა იმას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ლიბერალური და უფრო მეტიც, _ ლიბერთარიანული იდეოლოგიის ძირითად პრინციპებს ან მაგალითად ბენდუქიძე და გურგენიძე, რომლებსაც ერთდროულად ეკავათ სახელმწიფო პოსტები და ქონდათ ბიზნესი, ერთი ხელით უხეშად ერეოდნენ ბიზნესის საქმეში და „იმავდროულად“ ეკონომიკური ლიბერალიზმის პრინციპებს „იცავდნენ“. დღეს ორივე ბიზნესმენობს, მაგრამ არც ერთი არ იღებს ხმას ქართული ბიზნესის ხელისუფლებისადმი „ნებაყოფილებითი“ მონობის წინააღმდეგ. მხოლოდ ამ მაგალითით ჩანს, რომ საქართველო დეკლარირებულად ლიბერალური, ფაქტობრივად კი ავტორიტარული სახელმწიფოა.
თუ „ლიბერალურ“ საქართველოში ადამიანის თავისუფლებები უფრო მაღლა დგას სახელმწიფოს, მითუმეტეს ხელისუფლების ინტერესებზე, მაშინ რატომ გახდა დაგმობის ობიექტი „ლიბერალში“ წერილის დამწერი, თან არა ვიღაც ნაცისტებისგან, არამედ „ქართველი ლიბერალებისგან“? მას ხომ აქვს უფლება ქონდეს თავისი აზრი, თუნდაც ის ეწინააღმდეგებოდეს ხელისუფლების პოლიტიკას? კიდევ უფრო მეტი, რატომ არ შეიძლება აზრებს გამოთქვამდეს პრორუსული ორიენტაციის ადამიანი? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება „ლიბერალური ელიტის“ ანუ ხელისუფლების ამჟამინდელ დეკლარირებულ პოზას? ან იგივე ზემოთხსენებული ფეისბუკის ჯგუფის სახელისა არ იყოს _ „მე ლიბერალი ვარ! ძირს პრორუსულობა“ - წინადადების პირველი ნაწილი სრულიად გამორიცხავს წინადადების მეორე ნაწილს, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება თავად ლიბერალურ იდეოლოგიას. ამაზე სასაცილო და ალოგიკური სენტენცია ხშირად არ შეხვდება ადამიანს, მაგრამ საქართველო ხომ სულ სხვაა, აქ ამ ნონსენსს 1000-ზე მეტი მომხრე ყავს. და ყავს იმიტომ, რომ საქართველოში ლიბერალიზმი დგას სახელმწიფო იდეოლოგიის სამსახურში. საბრალო ჯონ ლოკი, ამ ქართული მარაზმის ფონზე საფლავში ბრუნავს. რომელი ლიბერალურ იდეოლოგიასა და პრინციპების დაცვაზეა საუბარი, როცა ამ „ქართული ლიბერალური ელიტის“ თვალწინ, უფრო სწორად მონაწილეობით, 2004 წლიდან დღემდე ირღვევა ლიბერალიზმის უკლებლივ ყველა პრინციპი _ ადამიანის თავისუფლება დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილ ნებაზე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გაგება აქ უბრალოდ არ არსებობს, მასმედია ხელისუფლების გოშიაა, ხელისუფლება დახურულია ხალხისთვის, მისი ძალაუფლება აბსოლუტურია, ირღვევა პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლება, წახალისებულია მილიტარიზმი, რევანშიზმი, ქსენოფობია და აგრესია. რატომ არ ახსენდებათ ლიბერალიზმის პრინციპები თევზაძეს, ლადარიას ან ნოდიას, მაშინ როცა ადამიანების ძირითადი უფლებები ირღვევა? ეს არ ხდება იმიტომ, რომ ისინი ამ პრინციპებს არ იცნობენ, პირიქით, რომ იცნობენ, იმიტომ ხდება. რადგან ამ პრინციპების მუშაობა დაანგრევდა არსებულ ფსევდოლიბერალურ რეჟიმს და მის ნანგრევებში მოიყოლებდა თავად ამ ელიტასაც. სწორედ ამ ტრანსფორმირებული და პოლიტიკურ ხელისუფლებასთან სინქრონიზებული სიმახინჯის – „ქართული ლიბერალიზმის“ ბრალი იქნება რომ უახლოეს მომავალში საქართველოში არც ჭეშმარიტ ლიბერალებს, არც სოციალ-დემოკრატებს, არც კონსერვატორებს არ მიეცემათ აქტიურობის საშუალება. „ქართული ლიბერალიზმი“ სპობს არა მარტო აწმყოს, არამედ მომავლის პერსპექტივასაც, რისთვისაც მიზანმიმართულად მახინჯდება ახალგაზრდობის მსოფლმხედველობა. თურმე ლიბერალიზმი ნიშნავს პროამერიკულობას ან ნატო-ში გაწევრიანების სურვილს, ანტირუსულობას და სააკაშვილის მხარდაჭერას. არალიბერალიზმი კი შესაბამისად ერის მტრობას. თურმე კეზერაშვილი ლიბერთარიანელია, ჟურნალისტი ცხადაია კი საკუთარი აზრის გამოთქმის გამო პრორუსი და მოღალატე. შექმნილი ვირტუალური რეალობით საქართველოში ერთად თანამოქმედებს ლიბერალიზმი და რევანშიზმი, ლიბერალიზმი და სახელისუფლებო პროპაგანდა, ლიბერალიზმი და ბიზნესის ტერორი, ლიბერალიზმი და ავტორიტარიზმი...მაგრამ ასეთი სიმბიოზები შეუძლებელია, ეს არ არის ლიბერალიზმი.
_ მერე რა მოხდა, იტყვის მკითხველი _ თუ მართლა დაწერა იმ ბიჭმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაშინ როცა ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს, ხოლო ნეოლიბერალები ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ესეიგი გასაკრიტიკებელი ყოფილა! თუ შავერდაშვილის დედა (თუ მამა) მართლა ახლობლობს ნოღაიდელთან, ესეიგი მართლა რუსეთის კვალი იძებნება და მართლები ყოფილან ლიბერალებიო! – ასეთი იქნებოდა ყველგან და ყოველთვის იდეოლოგიურად ზომბირებული საზოგადოების რეაქცია, სხვაგვარი რეაქციების მოლოდინი სამწუხაროდ დღეს არ უნდა გვქონდეს, ვიდრე არ მოხდება ტოტალური იდეოლოგიური მარწუხების რაციონალური გარღვევა


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Apr 10 2010, 02:32 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



ყველაფერში დასავლეთს როგორ შეიძლება ვბაძავდეთ
არადა არაა ეს ლიბერალიზმი უნივერსალური იდეოლოგია და იმედი მაქვს, არც გახდება. ყველა საზოგადოება არის სხვადასხვანაირი და ერთი და იგივე იდეას ვერ მოახვევ თავს ყველა ქვეყანას (კ ჩორტუ ფუკუიამა).
მაგრამ დღეს სამწუხაროდ მთელს ევროპაში ლიბერალიზმის დიქტატია, დემოკრატიაზე წინ ლიბერალიზმი დგას.
ძირს ყველანაირი დიქტატი, მათ შორის ლიბერალიზმის.

ჰაილ ნაციონალიზმი

biggrin.gif

B-)

არ ვხუმრობ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Apr 10 2010, 11:20 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
არადა არაა ეს ლიბერალიზმი უნივერსალური იდეოლოგია და იმედი მაქვს, არც გახდება. ყველა საზოგადოება არის სხვადასხვანაირი და ერთი და იგივე იდეას ვერ მოახვევ თავს ყველა ქვეყანას (კ ჩორტუ ფუკუიამა).მაგრამ დღეს სამწუხაროდ მთელს ევროპაში ლიბერალიზმის დიქტატია, დემოკრატიაზე წინ ლიბერალიზმი დგას.ძირს ყველანაირი დიქტატი, მათ შორის ლიბერალიზმის.ჰაილ ნაციონალიზმი B-)არ ვხუმრობ

+ biggrin.gif










--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 06:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი