IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> გალობანი სინანულისანი
yipiani gio
პოსტი Jul 22 2010, 10:58 PM
პოსტი #1


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



ერთი თხოვნა მექნება და იქნებ ვინმემ იცოდეთ.
მაინტერესებს დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" რომელი ხმის "გალობაა" ? და იქნებ ვინმეს გქონდეთ ელექტრონული ვერსია სადაც მითითებულია თითოეულ გალობაზე თავისი ხმა.


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 22 2010, 11:04 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
"გალობანი სინანულისანი" რომელი ხმის "გალობაა

ვაიმე, თუ იგალობებოდა პირველად გავიგე sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Jul 22 2010, 11:08 PM
პოსტი #3


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



ქევანა
ციტატა
ვაიმე, თუ იგალობებოდა პირველად გავიგე

არა არ იგალობება. გალობა ვუწოდე მას პირობითად რადგან საკითხავთ ადრე გალობანი ერქვათ.


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 23 2010, 02:39 AM
პოსტი #4


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



yipiani gio
ციტატა
ერთი თხოვნა მექნება და იქნებ ვინმემ იცოდეთ.
მაინტერესებს დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" რომელი ხმის "გალობაა" ? და იქნებ ვინმეს გქონდეთ ელექტრონული ვერსია სადაც მითითებულია თითოეულ გალობაზე თავისი ხმა.

რაის ხმა ბიჯო? IPB-ს სურათი



--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Jul 23 2010, 11:00 AM
პოსტი #5


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



ციტატა
რაის ხმა ბიჯო?

ხო რავიცი ვიფიქრე მაგაზე. არც ვიცი საერთოდ დაკანონებულია თუ არა როგორც ლოცვა.


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Jul 23 2010, 07:21 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



ინტერნეტში რაიმეს მოსაძიებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსაძებნი საიტი www.google.ge. შედით ამ საიტზე, ჩაწერეთ მოსაძებნი ტექსტი და დააჭირეთ ნკოპკა "ძებნას" და ამოყრის საიტებს. შემდეგ ამოარჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი საიტი, სადაც ნახავთ შესაბამის ინფორმაციას.





წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
გალობანი სინანულისანი


უგალობდითსა

1. რომლისაცა წინაშე
ქედ-დადრეკილ არს ყოველი,
მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა
ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო,
აღმსარებელსა მომხედენ!

2. ხატსა თჳსსა მამსგავსე
და საკრველად გრძნობადისა
და გონიერისა მყოფობისად დამაწესე
შენებრ
არსთა სიტყუებისა
ჩემ შორისცა შეკრებითა,
ხოლო მე უმადლო გექმენ.

3. ბუნებითი რაჲ ძალნი
არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ
მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი,
ხოლო
ხილულთა-მიერსა
გემოვნებასა
ვრცელად განუხუენ გრძნობანი.

4. ქალწულო, ბრალეულთა
თავმსდებო, რომელმან სიტყუაჲ
განაზრქე ჴორცითა და კარვითა მიწისაჲთა,
სიზრქე
უსასოებისაჲ
განმძარცუე, რაჲთა
მონანული შეგივრდე შენ!

განძლიერდითსა

1. ბუნებითსა რაჲ პორფირსა
თჳთმფლობელობასა თანა
მეფობისაცა შარავანდნი
მარწმუნენ, ხოლო
მე ვნებათა ბილწთა
მონად მივჰყიდე თავი,
რამეთუ „რომლისაგანცა ვინ
ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.“

2. კაენის მკვლელებრი ცნობაჲ,
სეითის ძეთა ლირწებაჲ,
გმირთა სიღოდით მავალობაჲ
ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე -
უფროჲს ვამრავალწილე,
ვითარცა რაჲ აღმართ-მსრბოლმან
მდინარემან უკეთურებისამან.

3. მეგჳპტური გულმძიმობაჲ,
ქანანელთა ჩუეულებანი,
მსხუერპლვაჲ ნაგებთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ,
კოწოლი თმათაჲ
და სხუანი, რომელთაჲ
შენ ჰბრძანე არა-მსგავსებაჲ,
უწარმდებესად მოვიგენ
თჳთ მათ პირმშოთა სახეთასაცა.

4. ამისთჳს იყო ქალწული
და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა
დედობრივთა ოხათა მიერ
ცხოვნდნენ ცოდვილნი,
რომელთა პირველი,
საშუალი და დასასრული,
მე ვარ, ვითარცა უფსკრული,
შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ!

მესმასა

1. ისრაელისა მეფეთა
ვჰბაძევდ, გარნა უსჯულოთა
და რავდენ მეძლო, ვსცდებოდე
მაღალთა ზედა
კუმევისა, და წარმართთა აღრევისა მიერ,
და ძალთა ცისათა თაყუანისცემისა.

2. ზენაჲს მოძრაობისა
ასურასტანული ზმნობაჲ,
და ცთომილთა ვარსკულავთა
და უცთომელთა
კრებაჲ და განყრაჲ, სუჱ და ბედი და შობის დღე,
ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.

3. ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ
სიბრძნითა ღმრთისაჲთა ღმრთისაჲ
და შემოქმედისაგან
შექმნილთა მიმართ
ცვალებაჲ თაყუანისცემისაჲ სრულ-ვყავ, რაჟამს
თითოეულსა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე.

4. ამისთჳს ღმერთ-მამაკაცებრ
მოქმედ იქმნა ზეშთა ღმერთთაჲ,
რაჲთა კაცებრ უწყოდნის
ვნებანი ჩუენნი
და ღმრთეებრ იჴსნიდეს ბრალთაგან, რომელთა
ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედაჲ!

ღამითგანსა

1. შჯულნი დავთრგუნენ
წიგნისა [ნი], და ახალი ბუნებითურთ,
და შჯულისა შენისა მოწამე, შჯული
გონებისაჲ, ცოდვისა
და ჴორცთა შჯულსა დავამონე.

2. თითოეულთა
მჴეცთაგან შეზავებულსა მჴეცსა ვემსგავსე,
მრავალ-გუარსა და მრავალ-ხატსა და სხუა ჟამ სხუებრ
ხილულსა და მკსენარსა
ბუნებისაებრ თითოეულისა.

3. არა შევძრწუნდი
მანგლისაგან მფრინვალისა, რომელი
შურსა სიკუდილისასა მიჰჴდის, რომელნი ჩემებრ
მიდმემად ცრუდ ფიცვიდენ
განსაკრთომელსა სახელსა შენსა.

4. ამისთჳს სისხლთა
ქალწულებრივითგან ჴორცნი ღმრთისანი
და ახალი შეზავებაჲ, ღმერთი და კაცი,
რაჲთა იოხდეს დედაჲ
ჩემებრ განწირვით უსასო-ქმნილთა!

ღაღადყავსა

1. სოლომონისაჲსა
წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი
სხუათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად
და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ,
ვითარცა მცირეთა და უნდოთა
ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა.

2. ბოროტად გარდავჰჴედ
საზღვართა და შევჰრთე სახლი სახლსა,
და აგარაკი აგარაკსა, და უუძლურესთა
მივჰხუეჭე ნაწილი მათი,
და ვიღუწიდ უმეზობლობასა,
ვითარცა მარტოჲ ვმკჳდრობდი ქუეყანასა ზედა.

3. მბრძოლ ვექმენ ყოველთა
წესთა სჯულისა შენისათა
და ქორწილთა მიერ ხენეშთა ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა,
და სახეთა მიერ ბოროტთა
მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი,
ვითარცა მეფეთა მისთა - ისრაელი.

4. ამისთჳს ქალწული
დედაჲ და შობაჲ ახალი
სიტყჳსაჲ, რაჲთა ახალი ხატყოფაჲ მეორედ მისცეს
ცოდვით განრყუნელთა მისთა,
დედობრივთა რაჲ ოხათა ბრძმედითა
დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისაჲ!

კურთხეულ არსა

1. ვეცხლი, ვითარცა
მიწაჲ და ოქროჲ, ვითარ თიჴაჲ უბნისაჲ ვიუნჯენ,
თაყუანის-ვეც ანგაჰრებისა მამონას
ვითარ-იგი ძუელთა მათ -
ბაალს და ასტარტეს და ქამოსს საძაგელსა.

2. სიტყუაჲ წმიდაჲ და
ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო
მლიქნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე,
და შემასმენელთანი
დავიტკბენ მზრახვანი
და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.

3. ცრემლნი ქურივთანი
და ობოლთა ბრგუნვილი ტირილი არ შევიწყალე,
არა განუხუენ ნაწლევნი მოქენეთა,
უფროჲსღა, შენ, ქრისტეს,
რომელი იზრდები
მცირედითა ზრდითა მათითა.

4. ამისთჳს შობაჲ
ღმრთისაჲ ადამიანისაგან დედაკაცისა,
რაჲთა მიწით შობილთა კაცთა ცთომასა,
ვითარცა ღმრთისა დედაჲ
დაჰჴსნიდეს ქალწული
და იოხდეს ცოდვილთა!

აკურთხევდითსა

1. ესენი ვცოდენ, სახარებისა სჯულთა
და მცნებათა შენთა შინა
მცემელთა რაჲ ყურმილისა მიპყრობასა
და გლახაკთათჳს განშიშულებასა,
და რაჲთურთით არა ფიცსა
შენ, სჯულის-მდებელი ჩემი, ჰბრძანდები
და გულისთქუმით მიმხედველობასა
განსრულებად მრუშებად დასდები.

2. დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველნი გრძნობანი
და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ,
გარნა არავე აღვიხუენ ჴელნი,
არცა დავდე სასოებაჲ ჩემი
ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა
უცხო-თესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ
საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა,
რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა!

3. და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ
ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე,
მილხინე, ჵ მეუფეო, მილხინე
და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა,
და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა,
და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ,
ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან!

4. საკუთრად ღმრთისმშობელად გქადაგებთ, უხრწნელო
ქალწულო, და გურწამს, ვითარმედ
პატივი ხატისა შენისაჲ შენდამო
წიაღმოვალს, ღმრთისმეტყველებრ,
და ცოდვილთა მოქცევასა
ანიშებ მის მიერ, ვითარცა ცხად-ჰყოფს,
თეატროჲ იგი მრჩობლთა სოფელთაჲ,
სიკეთე ეგჳპტისაჲ, ღირსი მარიამ!

ადიდებდითსა

1. ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,
ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებაჲ უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!

2. გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა
და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართლ სჯიდე,
მსახურთა რისხვაჲ ქროდის,
მართალნი ნეტარებდენ,
ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!

3. ვანაჲთგან აღსარებით გრძნობად და შეკრებად იწყო
ძუალი ძუალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა,
და განჴმელთა მოჰბერა
სული კუალად - შობისაჲ,
მწრამს, ვითარმედ აღვსებაჲ
სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის
ყოვლისავე სინანულით აღდგომისაჲ!

4. მარტიო, სრულო, სამ-მზეო, ერთ ცისკროვნებაო,
განმინათლე მხედველობითი სულისაჲ, რაჲთა
გიხილო ნათელი
ნათლითა უფლისაჲთა,
სულითა ღმრთისაჲთა,
გამოგჳბრწყინვო მაშინ
დაუსრულებელთა საუკუნეთა!

5. არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა,
არცა ჩემოდენ ბრალეულსა - ნათელი მისი,
გარნა მე შენითა
ოხითა, დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა
ძისა შენისასა
და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა!

მისამართი: http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/davit-galobani.htm



--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი