IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, თსას
A.V.M
პოსტი Jul 16 2012, 12:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია
სასულიერო განათლება საქართველოში IV საუკუნიდან მკვიდრდება. ეკლესია-მონასტრები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებსაც წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში განსაკუთრებით განთქმული იყო ტაო-კლარჯეთის, გელათის, იყალთოს, გრემისა და შიომღვიმის საგანმანათლებლო კერები. ძნელბედობისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, XIX საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლები.
1817 წელს თბილისში გაიხსნა რუსული სასულიერო სემინარია, რომელმაც იარსება 1917 წლამდე.



საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქების კირიონ II-ისა და ლეონიდეს დროს, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა სასულიერო სემინარიის დაარსებისათვის, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა, სასულიერო სასწავლებლის გახსნაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.

მხოლოდ 1963 წლის 14 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც 1965 წელს სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი 1972 წლამდე იყო ჯერ შემოქმედელი ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). პირველ კურსზე ჩაირიცხა 4 მსმენელი, შემდეგ სტუდენტთა რაოდენობა თითო კურსზე გახდა 10 (სულ იყო სამი კურსი).

1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი იყო კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი), 1972–1977 წლებში – წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), 1978–1979 წლებში – დეკანოზი (ამჟამად მიტროპოლიტი) გიორგი (შალამბერიძე), 1979–1980 წლებში – მთავარეპისკოპოსი თადეოზი, 1980–1983 წლებში – მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), 1984–1988 წლებში – წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი).

1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. აკადემიაში ჩაირიცხა 14 სტუდენტი. მცხეთიდან მას შეუერთდა სასულიერო სემინარია 30 სტუდენტით. აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი - ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). 1989-1993 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი -ამჟამად მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 1993-2003 წლებში – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004- 2005 წლებში – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005-2009 წლებში რექტორი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო 2009 წლის 23 ოქტომბერს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

1993 წლიდან სასულიერო აკადემიასთან გაიხსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტებით.
2005 წელს გაიხსნა ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წელს – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი.
ამჟამად საღვთისმეტყველო ინსტიტუტს გააჩნია შემდეგი ფაკულტეტები:ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის; ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ; ხატწერის,რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.

საღვთისმეტყველო ფაკულტეტი-დეკანი- გრიგოლ ხაჭაპურიძე
სასულიერო სემინარია- დეკანი- დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე
სასულიერო სემინარია- პრორექტორი- დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე
სასულიერო აკადემია- დეკანი- მღვდელი ირაკლი ახალაძე





საკონტაქტო ინფორმაცია:სიონის ქ. N13/40
თბილისი, 0105, საქართველო
info@tsas.ge
www.tsas.ge
+995 32 2 98 91 16


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 50)
qetevano
პოსტი Nov 28 2013, 12:40 AM
პოსტი #41


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



A.V.M
შენგან არ ცანს ჩემთან ჩანს


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 28 2013, 09:15 AM
პოსტი #42


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ჩანს რას ერჩი?A.V.M


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 29 2013, 01:20 AM
პოსტი #43


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



არაფერია .
გუშინ სულიერება არ მქონდა უბრალოდ დიდი და ვერ დავინახე...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 29 2013, 03:02 AM
პოსტი #44


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



A.V.M
biggrin.gif როგორც ჩანს ჩვენ სულიერებით ვიყავით განმსჭვალულნი, რადგან ყველამ ვიხილეთ სურათი ესე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 21 2013, 03:35 PM
პოსტი #45


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ვაგრძელებ თსას-ის ლექტორების ვიდეო-ლექციების დადებას ფორუმზე . ახლა შემოგთავაზებთ , ამავე სასწავლებლის, ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის კათედრის გამგის - დეკანოზ მაქსიმე ჭანტურას ვიდეო ლექციებს :













--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 11 2014, 10:23 PM
პოსტი #46


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლისა და საპატრიარქოს გზავნილი მრევლს - სურვილნარევი ლოცვა და დაუსრულებელი რიგები მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავთან. შობის ღამემ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. როგორც 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობაზე, ასევე ეკლესიის დამოკიდებულებაზე კონკრეტული ჯგუფების მიმართ. შობის თუ ეპისტოლეს კვირა – "მოამბის" მთავარი თემა.

ვინ როგორ აღიქვა პატრიარქის გზავნილი და ეპისტოლეს გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ რატომ დასჭირდა საპატრიარქოს ახსნა-განმარტების გაკეთება.

ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩენილ ბავშვებზე, სექსუალურ უმცირესობებზე და ქალის როლზე ეკლესიის პოზიციის შეფასება ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ეპისტოლეს დამცველებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მუშტი-კრივი პირდაპირ საპატრიარქოსთან გაიმართა. დაშავებულები და დამშავებლები კი სასამართლოს წინაშე წარდგნენ. საპატრიარქოს საშობაო გზავნილის ერთგვარი რეზიუმე - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე "მოამბის" სტუმარია.

http://1tv.ge/news-view/61585


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 21 2014, 03:36 AM
პოსტი #47


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



უდიდესი სიხარულით გაუწყებთ ამ ამბავს , ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს :
1- საქართველოში , მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში , ქართველი თეოლოგის მიერ დაიწერა შესაქმის განმარტება .
2- დაიწერა , ასეთი დონის განმარტება .
3-დაიწერა , თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგის მიერ .
4- დაიწერა ჩემი უახლოესი ძმაკაცის მიერ .
და.ა.შ.
IPB-ს სურათი

ნაშრომშია შესაქმის განმარტება (დაბადების პირველი ნაწილის) , მოიცავს 670 გვერდს და ღირს 25 ლარი . (მაღაზიებში არ იყიდება რა თქმა უნდა , რადგან ფასს გაზრდიან)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 18 2014, 11:45 AM
პოსტი #48


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A.V.M

ციტატა
,,ცხრა ძმა კოლაელთა''


ნუ მარცხვენ ბიჭო biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 18 2014, 03:59 PM
პოსტი #49


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



afxazi
აქ მაინც დამასვენე ფილოლოგიისგან ... biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 18 2014, 05:13 PM
პოსტი #50


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A.V.M

ციტატა
აქ მაინც დამასვენე ფილოლოგიისგან


ფილოლოგია რა შუაშია კაცო, ვერ ხვდები რაზე მიგანიშნებ? biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 19 2014, 12:02 AM
პოსტი #51


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



afxazi
ხომ გითხარი , ძმებად მოიხსენიებიან თქვა .
http://www.orthodoxy.ge/tveni/tebervali/22-9kolaeli.htm

შენს მოწერილ ლინკსაც დავდებ ბატონო , რომ არ გეწყინოს . biggrin.gif
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/c.../gh/gh1/gh1.htm


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 06:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი