IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში
მხევალი ნინო
პოსტი May 24 2010, 08:22 AM
პოსტი #41


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
რადგან არის უამრავი ადამიანი მატ შორის სერიოზული თეოლოგები, ვინც ეჭვით უყრებენ მას და არიან ისინი ვინც ღვთაებრიობას აღიარებენ...



რატომ? ფიზიკის კანონებს ემორცილება ცეცხლის გარდამოსვლა, პატრიარქები ერთმანეთს ასწავლიდნენ ფოკუსებს ასანტი როგორ შეეტანათ, თუ სასწაულები არ ხდება ამქვეყნად?

რომელი საუკუნის თეოლოგები? ადრე როგორი დამოკიდებულება იყო ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 24 2010, 08:29 AM
პოსტი #42


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



მხევალი ნინო
believerma რა დადო ეგ ნახე sad.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 24 2010, 08:35 AM
პოსტი #43


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ikanosi
ციტატა
believerma რა დადო ეგ ნახე



ათომა რა უპასუხა ნახე? biggrin.gif

ანუ, ფოკუსებს უკვე მრავალი საუკუნეა მიყვებიან და ანდერძით რთი მეორეს გადასცემს. ცხადია, ყველა სასწაული ტყუილია ;D სად შეუძლია ღმერთს სასწაულები, დაბერდა biggrin.gif

საქმე ამ კონკრეტულ სასწაულში კი არაა კანუდოს, არამე, ზოგადად დამოკიდებულებაში. 4 წელია ამ ფორუმზე ხარ, მითხარი ერთი თემა , ერთი პოსტი მაინც, რომელიც რაღაცანირად რომელიმე სასწაულს მაინც იცავდა. ეს მეორე უკიდურესობაა, იმის საწინააღმდეგო, ფანჯარაზე დაცემული მზის სხვისი, რომ ანგელოზად ელანდებათ ხოლმე smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი May 24 2010, 08:45 AM
პოსტი #44


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ikanosi
ციტატა
believerma რა დადო ეგ ნახე

როგორც ჩანს რუსული არ იცი smile.gif

ბელივერმა რაც დადო დიდი ობიექტურობით არ გამოირჩევა. არ უთქვამს იერუსალიმის პატრიარქს ასე, მე რა ინტერვიუც დავდე იქ ცხადად ამბობს რომ ცეცხლის გადმოსვლა სასწაულია.

smile.gif




--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 24 2010, 09:08 AM
პოსტი #45


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



athos
[
ციტატა
როგორც ჩანს რუსული არ იცი

მე მგონი არც გუჯამ იცის, რადგან პატრიარქი პირველი წინადადებიდან ბოლომდე, იცავს ამ სასწაულს biggrin.gif



ვინმე დასწრებია თუ არა ამ სასწაულს?

მე როგორც გამიგია ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროს, არა მხოლოდ ერთ სანთელზეა ცეცხლი, მთელს ტაძარში ხდება სასწაული. გარდა ამისა, ცეცხლის ბუნება თავიდან განსხვავებულია. ცივია და არ წვავს. კიდევ გავიმეორებ, ცივიაო ამბობენ და არ წვავსო.

ერთხელ ერთმა რუსმა ბიჭმა გადაწყვიტა ამ სასაულის საწინააღდეგო ცდები და მახსოვს ცეცხლზე ატარებდა ხელს, აი არ მწვავსო biggrin.gif ცივიაო ტქო ვამბობ. ყოველ შემთხვევაში ასე გამიგია. ტაძარშიც რაღაც ცვლილებებია ამდ როს, უშუალოდ ცეცხლი არ გადმოდის თვითონ ტაძარში, მაგრამ ლურჯი ფერის ნატებააო, თუ ალიო. ზუსტად არ მახსოვს და სისულელე და სალაპარაკო რომ არ გავხადო ჩემი პოსტი, მოკლედ ვიტყვი, ტაძარიც რაღაც ხდება ამ დროს.


საქმე რაშია იცით? გაუთავებლად სასწაულების უარყოფით, ყველაფერის უარყოფამდე მივალთ. სასწაული ხდება ამქვეყნად და რიი დამტკიცება გსურთ ამის უარყოფით ვერ ვხდები. მართლა ვერა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 24 2010, 10:48 AM
პოსტი #46


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
მე როგორც გამიგია ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროს, არა მხოლოდ ერთ სანთელზეა ცეცხლი, მთელს ტაძარში ხდება სასწაული. გარდა ამისა, ცეცხლის ბუნება თავიდან განსხვავებულია. ცივია და არ წვავს. კიდევ გავიმეორებ, ცივიაო ამბობენ და არ წვავსო.

+1

არაერთი შემთხვევა მომხდარა,როდესაც იმ დროს ტაძარში მდგომი ადამიანის ხელში თავისით ანთებულა სანთელი. ერთმა მონაზონმა,როდესაც გაიგო ცეცხლი გარდამოვიდაო,სიხარულით სანთელი ზეცაში აისროლა,როცა სანთელი უკან ჩამოვარდა,მას უკვე ღვთაებრივი ცეცხლი ჰქოდა წაკიდებული... ასეა ბატონებო,გინდ დაიჯერეთ,გინდ არა a075.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 24 2010, 10:51 AM
პოსტი #47


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(სოფი @ May 24 2010, 10:48 AM) *

+1

არაერთი შემთხვევა მომხდარა,როდესაც იმ დროს ტაძარში მდგომი ადამიანის ხელში თავისით ანთებულა სანთელი. ერთმა მონაზონმა,როდესაც გაიგო ცეცხლი გარდამოვიდაო,სიხარულით სანთელი ზეცაში აისროლა,როცა სანთელი უკან ჩამოვარდა,მას უკვე ღვთაებრივი ცეცხლი ჰქოდა წაკიდებული... ასეა ბატონებო,გინდ დაიჯერეთ,გინდ არა a075.gif

არ გეწყინოს.....ზეცაში კი არა მაღლა....არ გეწყინოს კაი?....შეგიძლია შეასწორო


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 24 2010, 11:01 AM
პოსტი #48


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



kinoteli

არა,რა უნდა მეწყინოს,მაგრამ გამაკვირვე... შენ არ გაგიგია ეგეთი გამოთქმა თუნდაც,მაღლა ანუ ზეცაში ავიხედე,ანუ მაგ გაგებით ვიგულისხმეsmile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 24 2010, 02:29 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ May 24 2010, 08:22 AM) *

კანუდოსელი
რატომ? ფიზიკის კანონებს ემორცილება ცეცხლის გარდამოსვლა, პატრიარქები ერთმანეთს ასწავლიდნენ ფოკუსებს ასანტი როგორ შეეტანათ, თუ სასწაულები არ ხდება ამქვეყნად?

რომელი საუკუნის თეოლოგები? ადრე როგორი დამოკიდებულება იყო ?


არა...არაფერ კონკრეტიკაზე მე არ ვსაუბრობ

მე ვთქვი, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ამ ცეცხლისადმი არაერთგვარვანი დამოკიდებულებაა დღესაც და ადამიანებს აქვთ სრული უფლება ეჭვის თვალითაც უყურონ, როდესაც მაღალი იერარქებიც არ ერიდებიან ამ ეჭვის გამოთქმას. საჭიროა ამ საკითხის გამოკვლევა ყველა მხრიდან.

მე მაგალითად უსპენსკის ნააზრევი ერთერთ სერიოზულ არგუმენტად მიმაჩნია, თუმცა იქაც არის ე.წ. ბრეშები, რადგან ამავე დროს ვთვლი, რომ სასწაულის ერთერთი ნიშანი ისაა, რომ სომხები მის თაობაზე დუმან - ეს პოზიტიურია და ძლიერი არგუმენტი. იქ რამე ისეთი რომ იყოს, არ მგონია სომხებმა ეს ხელზე არ დაიხვიონ

ასევე, მართალია არაა თეორიულად, აკადემიურად განსახილველი არგუმენტი, მაგრამ ფაქტობრივ მასალაში ასევე ფასეულია ისეთი ავტოიტეტის ინფორმაცია, როგორიც კალისტოს უეარია, რომელიც გადმოსცემს მის საუბარს პატრიარქთან და ამბობს, რომ პატრიარქი, მისი პირველი მსახურებისას ელოდებოდა რომ ვიღაც ჩუმად გადააწვდიდა მას სანთებელას, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მოხდაო.

მე პირადად ფიზიკური "ახსნები" რაც არაერთი დაიდო ბერძნულ სამყაროში ღიმილს მგვრის, რადგან ... ნუ მეზარება ახსნა...biggrin.gif არაა არგუმენტირებული მოკლედ რაა...

ასეთია ჩემი პოზიცია: მე იქ არ ვყოფილვარ, თუმცა მგონია რომ სასწაულს ადგილი აქვს - მაგრამ ამას არ ვაფანატებ, როგორც "ვაფანატებ" იესოს აღდგომას მაგალითად, თუმცა იქაც არ ვყოფილვარ biggrin.gif

მე მგონია რომ ერთის მხრივ საჩიროა ამ სასწაულისადმი ინტერესი აკადემიური სასულიერო წრეებიდან (არა აკადემიურიდან ზედმეტიცაა ინტერესი), თუმცა ისიც მესმის რომ ასეთი ინტერესის არქონა მართლმადიდებლობის აღმსარებლობის ჯანმრთელობაზე მიუთითებს - ჩვენ თუნდაც ჭეშმარიტ სასწაულსაც არ ვიმოწმებთ, რადგან უფრო დიდი სასწაული გვაქვს - ქრისტეს აღდგომა.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 24 2010, 02:50 PM
პოსტი #50


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
რადგან უფრო დიდი სასწაული გვაქვს - ქრისტეს აღდგომა.


ზაზა, ჩვენ არც კი გვიფიქრია ამ ორი სასწაულის არათუ შედარება, გვერდით დაყენებაც კი.

ციტატა
მე იქ არ ვყოფილვარ, თუმცა მგონია რომ სასწაულს ადგილი აქვს - მაგრამ ამას არ ვაფანატებ,


არ ვიცი როგორ დაგარწმუნო, მაგრამ არ მგონია ვინმე ამას აფანატებდეს, მაგრამ ეს სასწაული ასე ვტქვათ ნუგეშივითაა, რაღაც სიხარულის მომგვრელიცაა. არსებობს ეს სასწაული ზაზა, მოგვცა უფალმა და არტომ ვთქვათ უარი.

არასოდეს მინახია, მაგრამ ის რომ ეს სასწაული არსებობს, ამის გაფიქრება აღდგომის წინ რაღაც სიხარულის მომგვრელია. რომ არ არსებობსდეს, არც ამის გარეშე მოვკვდებოდით, მაგრამ მოგვცა უფალმა და რატომ შევხედოთ ყველაფერს სკეპტიკურად? არ მესმის. მოგვცა, მადლობთ. მეტი არაფერი.


10 წლის უკან სულაც არ ვიცოდი ამ სასწაულის არსებობა, მაგრამ ქრისტიანიც ვიყავი და მაის გარეშეც მიყვარდა ქრისტე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი May 24 2010, 03:30 PM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



რაღაც სასწაულებზე წავიდა საუბარი და ბევრი ისეთი ხდება რო არ დაიჯერო არ შეიძლება.მე მჯერა რომ ცეცხლი ნამდვილად ღვთიურია. თან სანამ ცეცხლი გადმოვა ლურჯი ნათებებია ტაძარში.ეს ნათება ყოველთვის ხდება და რამდენიმე წამის წინ ხდება ცეცხლის გარდამოსვლამდე.ანუ იმის მანიშნებელია რომ წამიწამზე ცეცხლი გადმოვა.
BELIEVER_ის ზემოთ დადებული ვიდეო კიდე რომელიც ცეცხლის გარდამოსვლის უარყოფას ამტკიცებს თითქოს.სრული აფსურდია.მეცნიერები ყველა სასწაულის ახსნას ისე დაიწყებენ რო....არ ღირს მაგაზე საუბარი. უამრავი ფიზიკისკანონი და მოვლენაა რომლებიც ხალხს სასწაულები გონია მარა ისისნი ჩვეულებრივი მოვლენებია. ხოლო ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში ნამდვილი სასწაულია. რომელი მეცნიერი ახსნის ეხლა იმ სასწაულებს რომლებიც აღესრულება. მაგალითად აი ეს: ამაზე იტყვით არააო სასწაული და მზის ნათებააო? აი უყურეთ ბილომდე.ანგელოზების გამოცხადებაა ტაძარში. და კარგათ მოუსმინეთ კიდე იქ მყოფი ხალხის ლაპარაკს.ეს ნამდვილი სასწაულია.ანგელოზები
http://www.myvideo.ge/?video_id=169430


--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 24 2010, 04:11 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(iakob7 @ May 24 2010, 03:30 PM) *

თან სანამ ცეცხლი გადმოვა ლურჯი ნათებებია ტაძარში


ამ ნათებებს ბევრი აღნიშნავს...კი, ჩემი მეგობრის მონაყოლიდანაც ვიცი, თან ნამეტანი სკეპტიკოსია და თმაზე მოტარების ეშინოდა - დამწვავსო biggrin.gif მაგრამ გაბედა, როცა ძმამ მოისვა თმებზე biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 24 2010, 04:28 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




iakob7

არ ვიცი რა მოვლენაა ეს, მაგრამ, ძალიან, ძალიან შთამბეჭდავია.



ციტატა(კანუდოსელი @ May 24 2010, 04:11 PM) *

ამ ნათებებს ბევრი აღნიშნავს..


და არა მარტო აღდგომის წინა დღეს.
მთელი წლის მანძილზეა ეს გამონათებები, რაღაც ინტერვალებით.

არის ამაზე დაკვირვებები და ფაქტები.



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი May 24 2010, 04:45 PM
პოსტი #54


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ციტატა(iakob7 @ May 24 2010, 02:30 PM) *

რაღაც სასწაულებზე წავიდა საუბარი და ბევრი ისეთი ხდება რო არ დაიჯერო არ შეიძლება.მე მჯერა რომ ცეცხლი ნამდვილად ღვთიურია. თან სანამ ცეცხლი გადმოვა ლურჯი ნათებებია ტაძარში.ეს ნათება ყოველთვის ხდება და რამდენიმე წამის წინ ხდება ცეცხლის გარდამოსვლამდე.ანუ იმის მანიშნებელია რომ წამიწამზე ცეცხლი გადმოვა.
BELIEVER_ის ზემოთ დადებული ვიდეო კიდე რომელიც ცეცხლის გარდამოსვლის უარყოფას ამტკიცებს თითქოს.სრული აფსურდია.მეცნიერები ყველა სასწაულის ახსნას ისე დაიწყებენ რო....არ ღირს მაგაზე საუბარი. უამრავი ფიზიკისკანონი და მოვლენაა რომლებიც ხალხს სასწაულები გონია მარა ისისნი ჩვეულებრივი მოვლენებია. ხოლო ცეცხლის გადმოსვლა იერუსალიმში ნამდვილი სასწაულია. რომელი მეცნიერი ახსნის ეხლა იმ სასწაულებს რომლებიც აღესრულება. მაგალითად აი ეს: ამაზე იტყვით არააო სასწაული და მზის ნათებააო? აი უყურეთ ბილომდე.ანგელოზების გამოცხადებაა ტაძარში. და კარგათ მოუსმინეთ კიდე იქ მყოფი ხალხის ლაპარაკს.ეს ნამდვილი სასწაულია.ანგელოზები
http://www.myvideo.ge/?video_id=169430

გადავირიეე!! რა ლამაზია და როგორ დალივლივებენ smile.gif ohmy.gif სამების ხატზე გამოსახულ წითელფრთიან ქერუბიმებს მივამსგავსე wub.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი May 24 2010, 04:53 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



სადაც კანუდოსელმა დაიჯერა მე კითხვები აღარ მიჩნდება biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი May 24 2010, 07:47 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



კანუდოსელი
ციტატა
ამ ნათებებს ბევრი აღნიშნავს...კი, ჩემი მეგობრის მონაყოლიდანაც ვიცი, თან ნამეტანი სკეპტიკოსია და თმაზე მოტარების ეშინოდა - დამწვავსო მაგრამ გაბედა, როცა ძმამ მოისვა თმებზე

biggrin.gif biggrin.gif

izi-bartki
ციტატა
გადავირიეე!! რა ლამაზია და როგორ დალივლივებენ სამების ხატზე გამოსახულ წითელფრთიან ქერუბიმებს მივამსგავსე

ხო ეგრეა ზუსტად.ხატებზე როა გამოსახული ზუსტად ეგრე ეცხადებიან

terra
ციტატა
iakob7არ ვიცი რა მოვლენაა ეს, მაგრამ, ძალიან, ძალიან შთამბეჭდავია.

რა მოვლენაა და ანგელოზები არიან ჩემო კარგო a075.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი May 24 2010, 07:48 PM
პოსტი #57


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839




ამ ენის ცოდნა არ არის საჭირო. უყურეთ. თქვენი აზრი მაინტერესებს


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 24 2010, 08:20 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(fiore @ May 24 2010, 07:48 PM) *

თქვენი აზრი მაინტერესებს


ჩემი აზრი არის ეს ======> biggrin.gif

ქიმიური ხსნარები - ხელთუქმნელი სასწაულის წინააღმდეგ.

ტაში rolleyes.gif

ციტატა(iakob7 @ May 24 2010, 07:47 PM) *

terra
ანგელოზები არიან ჩემო კარგო a075.gif


შეიძლება smile.gif

უბრალოდ, ზოგადად, ვერიდები მსგავსი მოვლენებისთვის კვალიფიკაციის მინიჭებას.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი May 24 2010, 08:22 PM
პოსტი #59


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



terra
უფრო ვრცლად არ შეგიძლია?

აბე სად ხარ??? შენ თუ მიშველი თორე უკვე ეჭვი მეპარება ყველაფერში!!!! unsure.gif


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი May 24 2010, 08:26 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა უფლის საფლავზე
[b]

ყოველი წლის აღდგომის წინადღეს - დიდ შაბათს - მაცხოვრის საფლავზე
მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს
მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.

ეს არის უდიდესი სასწაული, რომლის მოწმეც ყოველწლიურად ასობით ადამიანია,
მათ შორის ჩვენი თანამემამულენიც. ამასთან, საყოველთაოდ აღიარებული
და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საღმრთო ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება,
როცა კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი
პატრიარქი შედის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ძველი სტილით
- მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით.

ამ დროს პატრიარქს ხელში აუნთებელი სანთლები უკავია.
მას არც ასანთი აქვს და არც სანთებელა - ამისთვის საგანგებოდ
ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოში შესვლის წინ.

შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება და აი, ზეციდან მადლმოსილი
ცეცხლი გადმოდის, პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ინთება სანთლები
და იგიც უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ანთებული
სანთლებით გამოდის მორმწმუნეებთან.
IPB-ს სურათი
ცეცხლი მაშინვე ყველას გადეცემა, ამასთან სულაც არ არის საჭირო
სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება ერთმანეთთან.

ლოდი სადაც ესვენა მაცხოვარის სხეული, სამარხში დაასვენებამდე და
სადაც ნელსაცხებლებთან ერთად გაახვიეს ტილოებში.
ლოდის ზევით იწვის რვა ჩაუქრობელი ლამპადა.

დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი
მტკიცებაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა.
უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით,
ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

წმიდა გრიგოლ ნოსელთან ვკითხულობთ:
''პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც,
- მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს და თუმცა ღამე იყო,
ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს - გრძნობიერად და სულიერად''
წმიდა იოანე დამასკელი წერს:
''პეტრე დადგა საფლავიდან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა''

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად
III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი
მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ
და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ.
როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა
და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.




326 წელს იმპერატორ კონსტანტინეს დედა დედოფალმა ელენემ,
მოსალოცად წმინდა მიწაზე მდებარე სიწმინდეები მოინახულა.
დედოფალმა იქაურ მაცხოვრებლებს სთხოვა, ენახებინათ ადგილი სადაც
მაცხოვარის ჯვარი და სხვა სიწმინდეები უნდა ყოფილიყო.

სწორედ ამ ადგილას ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი
და იმავე წელს უფალმა მადლი - საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას.

ასევე IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე
ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი
ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე გადმოედინებოდა.

უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები
მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან
დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს.


***

უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო - კუვუკლია,
რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.


მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის - სიგრძით სულ 207 სანტ-ია,
სიგანით - 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე,
მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია.
მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი.
ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ
და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული.
ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა:
''ქრისტე აღსდგა''




წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება,
- ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა,
საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა [მთ. 27:52]
ეს ის დღეა, როდესაც მკვდრებსაც ეხარათ, რომ განსჯილიყვნენ
და როგორც ღმერთს ეცოცხლათ სულით [I პეტ. 4:6]


მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით - წითელ პარასკევს
იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან
და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი.

ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ.
სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია,
მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად.
საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ.
ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული.

წინასწარ კუვუკლია საგულდაგულოდ მოწმდება,
ადრე თურქ დარაჯთა მიერ, ამჟამად კი - ებრაული პოლიციის მიერ,
რის მერეც მუსულმანის მიერ ხდება მისი დალუქვა.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით
- ლუქის ან ცვილის ბეჭდით - დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა
და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი
ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან.

ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის
- ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი
გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.


მაცხოვრის საფლავი.
IPB-ს სურათი
აქ მართლმადიდებელი პატრიარქი,
მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლისათვის,
უფალს ევედრება.

***

ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება.
პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით პირდაპირ
აღდგომის ტაძრის საკურთხეველისკენ მიემართება.

დღის პირველი საათისათვის, მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ
და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის
უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა.

10 წუთის შემდეგ კათოლიკონის საკურთხეველში მას მიჰყვებიან
სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები,
ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან.
IPB-ს სურათი
ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება.
მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 საეკლესიო ბაირაღით.
მათ სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მიდიან იპოდიაკონი,
რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები.

პროცესიას ბოლოში თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება.
მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით,
შემეგ სამგზის - კუვუკლიას და ჩერდებიან
მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ.

მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის დროს,
მორწმუნეთა თავებზე დაფიქსირებული ნათებანი.



პატრიარქი განიმოსება - განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს -
და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის.
უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის
წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი,
რითაც სანთლის ანთება შეიძლება.

მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც,
მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.

ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც
ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის საჭიროა
3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება):

- ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ
არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით.
ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა,
მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს,
ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას.

სწორედ ასე - ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით - ლოცულობდნენ
ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა.
ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი
აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს
ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.

ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა,
აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა,
სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში
არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს.

- მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა.
მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან
იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა.
საბაწმიდელ ბერებს ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის
შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში
საიდუმლოდ აღანთებს ''გონიერ'' ღვთაებრივ ცეცხლს.

- დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი,
მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ,
რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას:

'საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი.
ვკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებლურ
სარწმუნოებას, კეთოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ,
ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ თვითონ მიეღოთ მადლი,
უწმინდურებით კი აღივსნენ''.

აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა:
სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად.
მათ მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო
მაცხოვრის საფლავის ტაძარი.
შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს,
კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად.
სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი სულიერი წინამძღოლი,
პარტიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ,
მაგრამ გაუცრუვდა იმედები - ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა.

მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო
დახშული კარის წინ და აი, იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის
ნიშს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა,
ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა
და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა.

სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა
მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს.

აქ მოხდა მეორე, არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავი:
ერთმა თურქმა ოფიცერმა, სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად
სადარაჯოზე იდგა მახლობელი შენობის ზედა სართულზე, ცეცხლის გადმოსვლა
რომ იხილა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე ტაძრის შესასვლელის წინ
და შესძახა: - ''ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანეთა, მე ქრისტიანი ვარ!''

ქვის იატაკზე ანვარს არაფერი დაშავებია, ხოლო მისი ფეხის კვალი
დღემდე შემოინახეს ქვის ფილებმა. თურქებმა თავი მოკვეთეს ანვარს,
ტანი კი დაწვეს. მოწამის ფერფლი, რომელმაც სისხლით მიიღო
წმიდა ნათლობა, დაცულია ერთ-ერთ მონასტერში.
IPB-ს სურათი
მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით,
უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს.
მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი
ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას,
სვეტი კი მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად დღესაც გაბზარული დგას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ
მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი,
როდესაც გვერდით სხვა კონფესიის კანდელები დგას.


სამლოცველოში შესვლისას პატრიარქი მუხლმოდრეკით მიეახლება
მაცხოვრის საფლავს. აი, ამ დროს იწყება ენით აუწერელი, მღელვარე წუთები.

იერუსალიმის ერთ-ერთი პატრიარქი ასე აღგვიწერს ცეცხლის გარდამოსვლას:
'შევედი ანგელოზის ეკვდერში. კარი ჩემს უკან დაიხშო. ქვაბულში ბნელოდა.
მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა წმინდა საფლავის როტონდის ორი ხვრელიდან,
ხოლო მაცხოვრის საფლავის ეკვდერში ვეღარც კი ვარჩევდი, რა მეჭირა ხელში
- ლოცვანი თუ სხვა რამ. სიბნელეში ძლივს მოჩანდა მოთეთრო საგანი.
მაცხოვრის საფლავის მარმარილოს თეთრი ფილა უნდა ყოფილიყო.
როდესაც ლოცვანი გადავშალე, გაკვირვებული დავრჩი
- გაუჭირვებლად შემეძლო კითხვა...
უაღრესი სულიერი მღელვარებით წავიკითხე სამი-ოთხი სტრიქონი
და ისევ მაცხოვრის საფლავს შევხედე. ფილა სულ უფრო და უფრო ნათდებოდა.
უკვე აშკარად ვხედავდი მის კიდეებს.
უცებ დავინახე საუცოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით
მიმობნეული ''მარგალიტები''. ფილა უკვე ძლიერ ნათელს გამოსცემდა.

გაოგნებულმა ბამბით შევაგროვე ეს მარგალიტები, რომლებიც ზეთის წვეთებივით
ეკვროდა ერთმანეთს. ბამბიდან რაღაც უცნაური სითბო ვიგრძენი.
მივუახლოვე სანთელს. პატრუქი დენთივით აბრიალდა, სანთელი აინთო.
მისმა ნათებამ აღდგომის სამი ხატი გამოანათა.
აქვე დამყურებდა ღვთისმშობლის სათნო სახე.
მაცხოვრის საფლავთან ყველა კანდელი განათდა''.

როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის მთელ სივრცეს მოცისფრო ელვა ანათებს.
ის ხან კუვუკლიას ეფინება, ხან ელვასავით დაეცემა კედელს.
ხალხი ერთად ლოცულობს და ევედრება უფალს,
მისი მადლის მიღების ღირსი გახადოს.
IPB-ს სურათი
ცეცხლის გადმოსვლისას მოცისფრო ელვის ნათება კუვუკლიაზე.

IPB-ს სურათი
ელვის ნათება ტაძრის სხვა ნაწილში, კუვუკლიის გვერდით.
IPB-ს სურათი
დააკვირდი ცისფერი ელვის ნათების მიმართულებას: ზევიდან-ქვევით
- ფოტო ნათებასთან განსხვავებით ელვის ნათება ცისფერია

ვიდრე კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი
იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის
სარკმლიდან სწრაფად მოატარებენ მას მთელ ტაძარში.
მადლი გარდამოედინება, ცეცხლის ზღვა აღდგომის ტაძარს და არემარეს ეფინება.

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, საამო.
იგი სრულებით არ წვავს - ეს მისი ღვთაებრივი წარმოშობის ნიშანია.
დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ამ ცეცხლს ჩვეულებრივი
ცეცხლის თვისებები არ გააჩნია.
ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ.
IPB-ს სურათი
ძე ღვთისა ჯერ კიდევ საფლავშია, მისი მოწაფეების გულები მწუხარებითაა სავსე,
ჯერ კიდევ არაფერი მეტყველებს მომავალ აღდგომასა და სიხარულზე,
უფალი კი უკვე აგზავნის მადლმოსილ ცეცხლს.
აგზავნის როგორც ნიშანს უდიდესი მოწყალებისა,
როგორც მაცნეს ნეტარი ცხოვრებისა,
როგორც მაუწყებელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მთავარი გამარჯვებისა.

ქართველები ყოველი აღდგომის წინა შაბათს სიხარულით ეგებებოდნენ მაცხოვრის
საფლავზე გარდამოსულ ღვთაებრივ ცეცხლს და არა მარტო ეგებებოდნენ
- დიდი ხნის მანძილზე მაცხოვრის საფლავის მეპატრონენი იყვნენ.

ეს ფაქტი იმდენად ჩვეულებრივი იყო მათთვის, რომ როდესაც იერუსალიმისკენ
მიმავალი გზა გადაეკეტათ, სვეტიცხოვლის სამხრეთის მხარეს შესასვლელის
მარჯვნივ ჩადგეს ქვის პატარა სამლოცველო - მაცხოვრის საფლავის კუვუკლიის ასლი.

იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა უფლის კვართმა
სულიერი ჯაჭვით შეკრა პალესტინა და საქართველო,
აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი.
ამ სიწმინდის გამო იწოდა მცხეთა მეორე იერუსალიმად.

უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს სამღვდელოებას მადლმოსილი ცეცხლი
საქართველოში ჩამოაქვს. შარშან იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანება
აღდგომის ლიტანიობის დაწყებამდეც კი მოხერხდა.

როგორც წესი, აღდგომის ცეცხლი სიონის საკურთხეველში
მთელი წლის განმავლობაში ჩაუქრობლად ანთია
და ამ მადლის სახლში წაღება ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია.

შუაში ღვთაებრივი ცეცხლის სვეტია აღბეჭდილი დაშვების მომენტში
IPB-ს სურათი
დაშვებული სვეტის მახლობლად: როგორც არკაში მდგარ მსახურს,
ისევე ქვევით - მარცხება კუთხეში - მდგართ, თავისით ენთებათ სანთლები.
(სხვათა როგორც სანთლები, ასევე ლამპადები ჯერჯერობით არ ანათებენ)
IPB-ს სურათი



http://www.myvideo.ge/?video_id=468378


--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 01:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი