IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
ნათია
პოსტი Jun 28 2007, 06:32 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



პირველი ქართველები ფერეიდანში

ზურაბ შარაშენიძის "ფერეიდნელი გურჯების" მიხედვით


1. ლადო აღნიაშვილი


პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც ფეხი შედგა ფერეიდანის მიწაზე იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო ლადო აღნიაშვილი.
ლადო აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელს კახეთში. თითქოს ბედმა არგუნა მას ყველაფერში პირველობა! იგი იყო ქართული ენის პირველი მასწავლებელი სათავადაზნაურო სასწავლებელში, პირველი ქართული გუნდის დამაარსებელი, პირველი ქართველი მოგზაური ფერეიდანში.


IPB-ს სურათი


მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის დიდ ინტერესს იჩენდა ირანში მცხოვრები ქართველების მიმართ, მხოლოდ ლადო აღნიაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით გამგზავრებულიყო ამ შორეულ და საშიშროებით მოცულ გზაზე, რომ ერთხელ კიდევ მოეხადა ვალი თავისი ხალხის წინაშე.
1894 წლის ზაფხულში რუსეთის გემმა ლადო აღნიაშვილი კასპიის ზღვის ნავსადგურ ენზელში (დღევანდელი ფეჰლევი) მიიყვანა. ენზელიდან იგი რუსეთში ჩავიდა, ხოლო აქედან ყაზვინს გაემგზავრა. იმ დროს ირანის ქალაქებს შორის კავშირი ქარავნებით ხორციელდებოდა. ლადო აღნიაშვილიც ქარავანთან ერთად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და დიდ სიძნელეებს, მაგრამ ბევრ საინტერესოს ხვდებოდა ამ მოგზაურობის დროს.
ყაზვინიდან დიდის გაჭირვებით და ვაი-ვაგლახით ჩავიდა ლადო აღნიაშვილი თეირანში, სადაც ვერაფერი შეიტყო ფერეიდანში ქართული მოსახლეობის შესახებ და თვენახევარის შემდეგ გაემგზავრა ისფაჰანისაკენ. აქ კი მთელი ზამთრის გატარება მოუხდა, ვინაიდან გაზაფხულამდე ფერეიდანის მაღალ მთებში ასვლა ძნელი იყო.
დადგა აპრილის თვე, საკმაოდ სიცხეები დაიჭირა. ლადოც შეუდგა სამზადისს ფერეიდანში გასამგზავრებლად. მაგრამ ამჯერად ახალი დაბრკოლება გამოუჩნდა. ისფაჰანში ფართოდ იყო გავრცელებული ხმები, რომ ფერეიდანის გზებზე საშინელი ყაჩაღობაა, მდიდარსა თუ ღარიბს, დიდსა თუ პატარას, ყველას ძარცვავენო. ლადოს უკვე მოთმინება ჰქონდა დაკარგული და, მიუხედავად ამგვარი ხმებისა, მაინც გადაწყვიტა გამგზავრება. იგი მოურიგდა ჩალვადრებს, ნახევარი თანხა წინასწარ გადაუხადა და გაუდგა გზას.
პირველი სადგური, რომელსაც ლადო აღნიაშვილი მიადგა, ნეჯეფაბადი იყო. მას ორი ცხენოსანიც შეუერთდა, რომლებიც შირაზიდან ბრუნდებოდნენ, მალე მათ წამოეწია ერთი შეიდი (სასულიერო პირი, რომელიც თავს მოჰამედის შთამომავლად თვლის) პატარა ბიჭით და ყველანი ერთად დაადგნენ გზას ყალანაზარისაკენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ "დღისით მზე სულ ცეცხლს უკიდებდა", საშიშროების გამო არ უნდოდათ ღამით მგზავრობა. ისეთი მწველი მზე იყო, რომ აღნიაშვილს რამდენიმე დღეში სამჯერ გადასძვრა პირზე კანი.
ერთი სიტყვით, დიდის ვაივაგლახით აღნიაშვილმა მიაღწია "დომბექამარამდე". ეს უკვე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ლადომ ამის შესახებ არა უწყოდა რა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. დომბექამარს სპარსელები ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს თოლერს უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე დომბექამარია.
როდესაც ლადო ამ სოფელში შევიდა, მას ერთი ეზოდან შემოესმა საკმაოდ ხმამაღალი ქართული საუბარი:
- ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი.
- შენ რაით გინდა? შინ არი - უპასუხია მეორეს.
- როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში.
- ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე.
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში:
- ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ?
- ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი?
- მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად.
- იიი, გურჯი კი არა!
- ჰო, მართლა გეუბნები - მიუგო ლადომ.
- მაშ გურჯი ხარ? - თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს
ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო.
გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა:
- იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი.
- იი, გურჯი კი არა? - უპასუხა ბარიანმა.
მაგრამ, როდესაც ლადომ ქართულად დაუწყო ლაპარაკი, ისიც დარწმუნდა, გაექანა, ცხენს ფაფარში წაავლო ხელი და თან გაჰყვა ნელ-ნელა მიმავალ მხედარს. მათ გზაში ერთი კაცი შემოეყარათ. ფერეიდანელმა ბიჭებმა უთხრეს მას: - ბიჭო, იცი, ეს ჩვენი ძველიაო.
სოფლის ბოლოში ლადო გამოემშვიდობა მათ, აღუთქვა მალე შეხვედრა. აუხსნა, რომ გადაწყვეტილი აქვს ყველა ქართული სოფლის ნახვა და ამიტომ დროებით გტოვებთო, დომბექამარელმა ქართველებმა იგი გააცილეს სოფელ დაშქეშანისაკენ მიმავალ ნახევარ გზამდე და შემდეგ უკან გაბრუნდნენ გახარებულები. მათ ხომ თითქმის სამასი წლის განმავლობაში პირველად იხილეს თავიანთი თანამემამულე.
შესანიშნავად აგვიწერს ლადო აღნიაშვილი სოფელ მარტყოფში მისვლის ამბავს: "მარტყოფს, რომ მივუახლოვდი, იქ, სოფლის პირში ორი დედაკაცი წყალს ავსებდა. დამინახეს და გამართეს ლაპარაკი: ერთმა სთქვა - ეს "საჰაბიაო" (ბატონი). მეორემ უთხრა, - "არა ეს ჩვენია, გურჯიაო". - "არა, საჰაბიაო, ფარანგიაო" (უცხოელი). - არა ეს ჩვენი ძველია, გურჯია. ხანმა არა თქვა, ერთი ჩვენი ძველი ისპაანში ზისო". და როდესაც ეს პირველიც დაეთანხმა, წამოხტნენ ორივენი, დაყარეს იქ წყლის ჭურჭელი და გაიქცნენ სოფლისაკენ. მირბოდნენ და ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ: "ჩვენი ძველი მოდის! გურჯი მოდის გურჯისტანიდანაო!"
"სანამ შიგ სოფელში შევიდოდი აუარებელი ხალხი იყო ყველა გზებზედ გამოშლილი: კაცი და ქალი, დიდი და პატარა აქეთ-იქიდან მომძახოდა - აჰვალი (ჯანმრთელობა) როგორა გაქვს? - "სალამ!" - "ჩაღი (გუნება, ხასიათი) როგორა გაქვს": მე ყველას თავს ვუკრავდი და მადლობას ვეუბნებოდი".
ამგვარად, დიდი წვალებისა და გაჭირვების შემდეგ, ლადო აღნიაშვილმა მოახერხა ფერეიდანის მხარის თითქმის ყველა სოფლის ნახვა. იგი იმდენად გადაღლილი იყო მოგზაურობით, ბევრი დაბრკოლების გადალახვითა და ხელმოკლეობით, რომ მალე დაუტოვებია ფერეიდანი და საქართველოში დაბრუნებულა.
დაუღალავმა შრომამ წელში გატეხა ლადო აღნიაშვილი; სულიერადაც მოქანცა იგი, დასნეულებული ლადო გარდაიცვალა 1904 წლის აპრილში. იგი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.



2. პავლე ლორთქიფანიძე


პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიის მხედრიონი აქტიურად მოქმედებდა ირანსა და თურქეთში. 1916 წელს ირანში ქართული ესკადრონის მეთაური იყო შტაბს-კაპიტანი პავლე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე. იგი ფერეიდანში შეხვდა იქაურ ქართველებს და იყო ფერეიდნელი ქართველის სეიფოლა იოსელიანის სტუმარი.
აი, როგორ აგვიწერს პ. ლორთქიფანიძე ქართველებთან შეხვედრას თავის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 1916 წლის გაზეთ "სახალხო ფურცელში": "დრო არა მაქვს, ამ წერილის წამომღებიც მიჩქარის და სამსახურიც ისეთია, რომ "წინ გასწით!"-ო გვიძახიან. გზაში ვარ, მაგრამ ქართველ მკითხველს მინდა გადავცე შემდეგი:... ქალაქ ისპაჰანის მოშორებით გაშენებულია პატარა სამაჰმადიანო საქართველო, თორმეტი თუ ცამეტი სოფელი... არაფერი არ ვიცოდი... შეველ ერთ სოფელში მოგზაურობის დროს და ირგვლივ ქართულად ლაპარაკობდნენ. თავბრუ დამესხა, ომი ახალი შეწყვეტილი გვქონდა და გონსაც არ მოვსულიყავი... ვიფიქრე, ეს რა ამბავია, ნუ თუ საქართველოს რომელიმე კუთხეში ამოვყავი თავი მეთქი... მაგრამ სპარსული ტანისამოსი როგორღაც მეჩოთირებოდა... როცა მე ქართულად დავიწყე ლაპარაკი, იმდენი ქალი და კაცი შემომესია, რომ ტევა არ იყო... საიდანა ხარ ბატონო? - გაიძახოდნენ... მხოლოდ მაშინ მომაგონდა შაჰ-აბასის სიმხეცე და მისგან გადასახლებული ქართველები სპარსეთში. დედაენა ჩინებულადაა დაცული, დიდი და პატარა მხოლოდ ამით ამაყობს - ქართულად ვლაპარაკობთო... ჩვენი ქართველობა მხოლოდ დედაენით გამოიხატებაო... თხოულობენ "სკოლას", ქართველ მასწავლებელს... ნუთუო, ლაპარაკობენ: ჩვენი ქართველები ისე უგულო შეიქნენ, რომ ჩვენზე არ ფიქრობენო".





3. ამბაკო ჭელიძე


ამბაკო ჭელიძე 1923 წლის ივლისის პირველ რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ სპეციალისტთა ჯგუფს, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ირანში საბჭოთა ბანკის გახსნა, გაჰყვა თეირანში ამავე წლის შემოდგომაზე, როგორც ფინანსიური საქმის მცოდნე. მას თან ახლდა მისი მეუღლე სარა ჭელიძე. ამ შემთხვევამ შესაძლებლობა მისცა ამბაკოს ჩასულიყო ფერეიდანში და ადგილზე გასცნობოდა ფერეიდნელთა ყოფას. მან ბევრი რამ იცოდა ლადო აღნიაშვილის გადმოცემით, მისი წერილებიდან და წიგნიდან. ამბაკო ჭელიძე ირანში სამუშაოდ იყო წასული და, მიუხედავად დიდი სურვილისა, მას არ შეეძლო უნებართვოდ დაეტოვებინა თეირანი და ფერეიდანში გამგზავრებულიყო.
დადგა 1927 წლის ზაფხული და ამბაკო ჭელიძეც მოემზადა ფერეიდანში გასამგზავრებლად. სეიფოლა იოსელიანს წინასწარ შეატყობინეს და ივლისის პირველ რიცხვებში ამბაკო, მისი მეუღლე - სარა, დაქირავებული ფოტოგრაფი და მძღოლი ფერეიდანისკენ დაიძრენ.

IPB-ს სურათი


პირველად ამბაკო ჭელიძე ახორე ფაინში - ქვემო მარტოფში მისულა. აქ მას სეიფოლა იოსელიანის მიერ გაგზავნილი კაცები შეგებებია, რომლებსაც ზემო მარტოფში უნდა წაეყვანა სტუმრები.
გზა სოფლისაკენ ყანებს შორის გადიოდა. მათ მოულოდნელად წინ გადაუდგა მარტყოფელი გლეხი ქალაჯი მაჰმუდი, გვარად თავაზიანი, ბარით ხელში. იგი თურმე ვენახს რწყავდა, როგორც კი ამბაკო და მისი თანამგზავრები დაინახა, თავი დაანება მუშაობას და მათ მიეგება. მან მეტად ზრდილობიანად მოიკითხა ამბაკო და მისი მეუღლე და მორიდებით უთხრა: - დიდხანს გვპირდებოდით, ბატონო მოსვლას, მოდი ჩემი ღარიბი ოჯახიც ნახე.
სოფლის შესასვლელთან ბევრი ხალხი მიეგება სტუმრებს. ბევრი მათგანი ამბაკოს ნაცნობი იყო და სხვებს ეუბნებოდნენ: - "ჩვენი ძველი არის, ჩვენი პატრონი საქართველოდან" ანდა კიდევ: "სალამი მიე, ჩვენები არიან. ჩვენებური ნამაათ (ლამაზად) იციან".
სეიფოლა იოსელიანი სოფლის თავში ცხოვრობდა, რის გამოც მთელი სოფელი ფეხით გაიარეს ამბაკომ და მისმა მეუღლემ. "სახლების ბანებზე და გომებზე გამოფენილი იყვნენ ჭრელი, ხშირი ნაოჭებიანი კაბებით მორთული ქალები, ყველა უჩადროდ, უნიღბოდ (ესეც ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო ქართველი ქალისა ირანელისაგან), ისინი გადასძახოდნენ ერთიმეორეს კრიალა ხმით. დარბოდნენ, კისკისებდნენ. ქალების სითამამემ გადააჭარბა კაცებისას" - შენიშნავს ამბაკო.
სეიფოლას სახლთან რომ მივიდნენ, იქ უკვე ტევა აღარ იყო. ფერეიდნელები აღფრთოვანებით გაიძახოდნენ - დიდი საქართველოდან მოსულანო. ბევრ ქართულ ოჯახს მიუწვევია ამბაკო და მისი მეუღლე. ფერეიდნელი ქალები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ თურმე სარა ჭელიძეს. ერთხელ, როცა სარა ფეხზე დგომით დაღლილა, ერთ ფერეიდნელ გოგონას მიწაზე ცხვირსახოცი დაუფენია და მისთვის უთქვამს: - "მე ცხვირსაწური (ცხვირსახოცი) ნამაათ (ლამაზად) დაგიფინე, დაჯექი!"
ამბაკო ჭელიძე ირანში 1929 წლამდე დარჩა. ექვსი წელი დაჰყო მან ამ ქვეყანაში და ჩამოიტანა მეტად ძვირფასი ცნობები ფერეიდნელი ქართველების შესახებ.
ამბაკო ჭელიძის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1944 წელს ირაკლი კანდელაკს მიეცა საშუალება ჩასულიყო ფერეიდანის მხარეში და ენახა ქართული სოფლები, სადაც იმ დროს ინგლისის ჯარები იყო განლაგებული. იგი, ჯერ კიდევ ისფაჰანში ყოფნის დროს დაახლოებია ფერეიდნელ ქართველ ხანს - ჰოსეინ დავითაშვილს, რომელიც რამდენიმე სოფლის პატრონი იყო ფერეიდანის მხარეში და მასთან ერთად გამგზავრებულა ქართული სოფლების დასათვალიერებლად.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კანდელაკმა ფერეიდანში ყოფნის დროს მოახერხა დოკუმენტური ფილმის გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ ფილმიდან მხოლოდ ნაწყვეტები გადარჩა, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში.









ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებანი

ამონარიდები ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან

ფერეიდნელი "გურჯები"



იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებები, მოვიტანოთ რამდენიმე ფერეიდნელის საუბარი, რომელიც ჩაწერილია ფირზე 1968 წელს:
"მე ვარ მუხტარა... სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით... შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)... მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო... შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის)".
"ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი... ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი... დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ... ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო... გუნდა... მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში... ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში... დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა..."


P.S. მართლა ასე საუბრობენ ჩემი ნაცნობი ფერეიდნელი ქართველები


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
32 გვერდი V « < 28 29 30 31 32 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(580 - 599)
gugua
პოსტი Dec 30 2010, 02:47 PM
პოსტი #581


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ, მოინახულოთ ჩემს საიტში ბლოგი 177 - წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) - Grigol Peradze

http://www.fereidani.ge/177_peraze/177_peraze.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 4 2011, 11:01 AM
პოსტი #582


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეა!
ეს ლექსი კი 89 წლის ქალბატონ თამარ მიხას ასული ხელაშვილისაა, რომელიც სპეციალურად ამ თარიღისათვის დაიწერა!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს

ღმერთო! მიშველე, გამხადე
უებრო სიტყვის მთქმელია;
ამ ოხერ წუთისოფლისგან
გონება შემომელია.

ავ-კარგიც ვერ გამირჩევავ,
ჩემთვის გამხდარა ძნელია;
რა სიტყვით აიწონება
შენი სიკეთე მთელია.

შენი უბრალო ნაბიჯიც
ღვთის კანონების ფერია;
შენი სიტყვა და დალოცვა
თავად ღმერთს შეუდგენია.

მრევლმა რომ ღმერთად ჩაგთვალოთ
არც არა საკვირველია;
ღმერთს ჩვენ სხვას აღარას ვთხოვთ
სიცოცხლე მოგცას გრძელია.

შვილიც ხო თავის დედ-მამის
სიცოცხლის მნატრობელია.
მეტს მე ვეღარას გიამბობთ
სიტყვები შემომელია.

ავტორი - თამარ მიხას ასული ხელაშვილი
4 იანვარი, 2011 წელი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 12 2011, 09:45 AM
პოსტი #583


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ, მოვითხოვ თქვენ ყურადღებას.
რამოდენიმე დღეში ქალაქ ჟენევაში შეგდება ე.წ Universal Periodical Review (UPR), ანუ ადამიანების უფლებების დაცვის საბჭოს შეხვედრა. UPR სისტემას ასევე უწოდებენ "ადამიანების უფლებების აუდიტსაც" მოცემულ ქვეყნებში. მათ შორის შედის საქართველოც . ამ საბჭოს დასკვნების მიხედვით შეუძლიათ დასავლეთის ქვეყნებს დააყენონ კონკრეტული ქვეყნის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები. http://www.ohchr.org/EN/HRBodies/UPR/PAGES/GESession10.aspx
დასკვნების მომზადებაში ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც მონაწილეობს. თუმცა ამ კვირას მათი პარტნიორი ორგანიზაციის მეშვეობით მივიღე რამდენადმე საინტერესო თხოვნა – დავხმარებოდი მათ საქართველოს შესახებ ანაგარიშის მომზადებაში. "საქმე იმაშია, რომ ჯერ-ჯერობით ქართული მხრიდან მათ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ".
მეორეს მხრივ ბევრ თქვენთაგანს, რომლებიც მუშაობთ როგორც ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი, სხვადასხვა სფეროში ან თუნდაც სახელმწიფო სამსახურში. თუნდაც კერძო პირებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ სათვისტომოებს. შეგიძლიათ ჩემი საშუალებით (და არა მარტო ჩემი მეშვეობით) თქვენი შენიშვნები გადასცეთ მოცემულ საბჭოს, რომელიც შემდეგ ქართულ მხარეს მაღალ დონეზე მოთხოვს/მიმართავს: გამოასწოროს, შეცვალოს, გააქუმოს, გააკეთოს და ა.შ.
( Universal Periodical Review მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ http://www.ohchr.org/en/hrbodies/upr/pages/uprmain.aspx
კითხვა ასეთია (პირდაპირ ვთარგმნი): "გაქვთ თუ არა საქართველოს ხელისუფლების სისტემურ მოწყობასთან უარყოფითი გამოცდილება, რომლის შესახებ ისურვებდით რომ საქართველოს მთავრობამ მოახდინოს რეაქცია და გამოასწოროს.. ეს ეხება სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობას, თავისუფალი მედიის, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, ეთნიკურ უმცირესობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასამართლოს სისტემას? გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩვენი საბჭოს მეშვეობით მიიტანოთ თქვენი მოთხოვნები უმაღლეს დონეზე განსახილველად."
ასევე: "შეგიძლიათ მოკლედ გვიჩვენოთ ამა თუ იმ სახელმწიფო სამსახურის მიერ დისკრიმინაციის, ცუდი კანონის ან ნეგატიური დამოკიდებულება რომელიმე საქმესთან"

ბოლოს მინდა შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე მასალას მომაწოდებთ ეს შესაძლებელია: ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და თუნდაც რუსულ ენებზე. თუ მაინც და მაინც ვერც ერთ ენაზე ვერ წერთ, მაშინ ვეცდები ქართულად ვთარგმნო. ოღონდ შეიძლება თარგმანი დამიგვიანდეს, ჩემი ძირითადი სამსახურის გამო.
სხვა ენაზე დაწერილ ტექსტებს პირდაპირ გადაუგზავნი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს http://www.mzv.cz/jnp/en/index.html.
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი
პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
+ 420 724 124 981


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 15 2011, 10:59 AM
პოსტი #584


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&...01-2011%2020:43


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 19 2011, 11:22 AM
პოსტი #585


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ მოინახულოთ ბლოგი 179 – ერეკლე თურქაძე – «ბავშვურ ოცნებები» და სოფიკო ჯაფარიძე – «ფერეიდნელი გიორგი»
http://www.fereidani.ge/179_erekle/179_erekle.html

პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jan 26 2011, 04:39 PM
პოსტი #586


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ინტერვიუ რობერტ მესხთან
ლიტფორუმი ებლიტფო
იანვარი 22, 2011

http://www.fereidani.ge/145_mesxi/145_robiinter.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 4 2011, 10:09 AM
პოსტი #587


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მეგობრებო! შაბათს, 5 თებერვალს, საღამოს 21.00 საათზე რუსთავი2-ზე P.S. –ში უყურეთ სიუჟეტს საქართველოში ნაკლებად ცნობილ გრიგოლ ფერაძის შესახებ. იქამდე კი გადახედეთ:
ბლოგი 161 – „საქართველოში გასაგზავნი 9 წერილი. ოსვენციმი. წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე.“
http://www.fereidani.ge/161_omi/161_omi.html
და ბლოგი 161 – „წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე). Grigol Peradze.
http://www.fereidani.ge/177_peraze/177_peraze.html
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Feb 11 2011, 10:00 AM
პოსტი #588


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ირინა ნაჭყებია
«საფრანგეთ-სპარსეთის დიპლომატიური ურთიერთობები
1804-1810 წლებში და საქართველო»

ეგზოტიკური ჩაიხანა «გულანშარო»
2011 წლის 28 იანვარი
თბილისი, აბანოთ-უბანი; ი. გრიშაშვილის ქ. 14
http://www.fereidani.ge/181_irina/181_irina.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 7 2011, 05:13 PM
პოსტი #589


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



წმიდა დიდმოწამე გიორგის
წმიდა მართლმადიდებლური გამოსახულებანი

http://fereidani.ge/184_cmgiorgi/184_cmgiorgi.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 14 2011, 02:27 PM
პოსტი #590


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



შოთა რუსთაველი – «ვეფხისტყაოსანი»

http://fereidani.ge/185_shota/185_shota.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Mar 21 2011, 12:02 PM
პოსტი #591


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



http://fereidani.ge/186_levili/186_levili.html
ლევილის მომავლის პროექტი – ოთარ ზურაბიშვილი – Othar ZOURABICHVILI


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 8 2011, 05:37 PM
პოსტი #592


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



2011 წელი 15 აპრილი, პარასკევი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი

კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა.
ფერეიდანის და ფერეიდნელების შესახებ საიტ www.Fereidani.ge - ს პრეზენტაცია

დასაწყისი: 18 საათი და 00 წუთი

მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს)


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 18 2011, 07:03 PM
პოსტი #593


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



http://fereidani.ge/188_prezen/188_prezen.html

მრავალმხრივ საინტერესო საიტის www.fereidani.ge-ს პრეზენტაცია


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 21 2011, 10:12 AM
პოსტი #594


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მრავალმხრივ საინტერესო საიტის www.fereidani.ge-ს პრეზენტაცია
რობერტ მესხი.
ფოტო-გალერეა – 7
http://fereidani.ge/188_prezen/188_prez07.html

ფოტო-გალერეა – 8
http://fereidani.ge/188_prezen/188_prez08.html

ფოტო-გალერეა – 9
http://fereidani.ge/188_prezen/188_prez09.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 3 2011, 11:31 AM
პოსტი #595


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გილოცავთ „გიორგობას“

ერთხელ იესო ქრისტე, ელია წინასწარმეტყველი და წმიდა გიორგი ერთად გზად მიდიოდნენ. ბევრი რომ გაიარეს, მოიღალნენ და დასასვენებლად და პურის სასჭმელად დასხდნენ. იქვე, მგზავრების მახლობლად, ერთი მეცხვარე ცხვრის ფარას აძოვებდა. მიუგზავნეს ელია მეცხვარეს, სადილად ერთი ბატკანი მოგვეციო. მივიდა ელია მეცხვარესთან და უთხრა: „გულკეთილო მეცხვარე, ერთი ბატკანი მაჩუქეო“. „თუნდ ნახევარი ფარა მიირთვი, ოღონდ-კი მითხარ, ვინ ხართო“ – უპასუხა მეცხვარემ.
„მე ელია წინასწარმეტყველი ვარო, პურის მოსავალს გაძლევთ, თქვენს ყანას წვიმას ვუგზავნი ხოლმე და გლეხკაცის ჭირნახულს მფარველობას ვუწევო“ – უთხრა ელიამ.
„ვაჰმე! ჩემი ღმერთისა რომ არ მეშინოდეს, აი, ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“ – უპასუხა მეცხვარემ. „რათა ხარ ჩემზე გულმოსულიო?“ – ჰკითხა ელიამ. „რაზე და, დასთესავს პურს, ერთ დღიურ მიწას საწყალი ქვრივ-ოხერი ან ვინმე ღარიბ-ღატაკი, შენ მისდგები, არც აცივებ, არც აცხელებ და იმ ყანას სულ სეტყვით ჩაულეწავო“.
დაბრუნდა ელია წინასწარმეტყველი ხელცარიელი თავის ამხანაგებთან და უამბო ყველაფერი, რაც მეცხვარემ უთხრა. ახლა თვითონ იესო ქრისტე წავიდა მეცხვარესთან და ბატკანი სთხოვა. „თუნდ ნახევარი ფარა ინებე, ოღონდ კი მითხარ, ვინა ხარო“ – უთხრა მეცხვარემ.
„მე შენი უფალი ვარ, ქვეყნის შემოქმედიო“.
„ვაჰმე! – მიუგო მეცხვარემ – ჩემი ღმერთის რომ არ მეშინოდეს, აი, ამ კომბლით თავს გაგიტეხავდიო“. „ისეთი რა დაგიშავე მერე?“ – ჰკითხა იესო ქრისტემ მეცხვარეს. „რა და, ის, რომ ჭაბუკს წუთისოფელს გამოასალმებ ხოლმე, ბევრს ისეთს მოხუცებულს ადამიანს კი, რომელსაც ცხოვრება მობეზრებია, ცოცხალს ატარებ ხოლმე დედამიწის ზურგზეო“ – მიუგო მეცხვარემ.
ასე დაბრუნდა იესო ქრისტე ცარიელ-ტარიელი. ახლა ადგა და წმიდა გიორგი წავიდა მეცხვარესთან. მეცხვარე რომ შეეკითხა გიორგის, ვინა ხარო, უპასუხა: „მე წმიდა გიორგი ვარ, გაჭირვების დროს რომ შემეხვეწებით ხოლმე. მე გიფარავთ ავი სულებისა და ეშმაკებისგან და თქვენის მტანჯველის ხელიდან გიხსნით ხოლმეო“.
მეცხვარემ რომ წმიდა გიორგის სიტყვები მოისმინა, შესძახა: „მთელი ფარა მომირთმევიაო“ და მის წინ მუხლი მოიყარა.


ვედრება წმიდა გიორგისადმი (ავგაროზი)

წმიდა გიორგის უსაზღვრო თაყვანისცემის დამადასტურებელია ერთი ორიგინალური, მცირე მოცულობის ტექსი, რომელშიც ჩამოთვლილია ქრისტიანული სამყაროს თითქმის ყველა წმინდა გიორგი, მათ შორის თითქმის ყველა ქართული ეკლესიის „წმინდა გიორგი“ და ბოლოს დართულია ვედრების ტრაფარეტი, სადაც თავისუფალი ადგილია დატოვებული მვედრებლის სახელის ჩასაწერად. ეს ფურცელი იკეცება და იდება გულზე ჩამოსაკიდებელ ფუტლარში, ე.ი. ისევე, როგორც ცნობილი ავგაროზები ანუ თილისმები.

წმიდაო გიორგი კაბადუკიისაო, წმიდაო გიორგი იერუსალიმისაო,
წმიდაო გიორგი ბეთლემისაო, წმიდაო გიორგი გეთსამანიისაო,
წმიდაო გიორგი ეგვიპტისაო, წმიდაო გიორგი რომისაო,
წმიდაო გიორგი გალატიისაო, წმიდაო გიორგი თესალონიკისაო,
წმიდაო გიორგი კილიკიისაო, წმიდაო გიორგი კესარიისაო,
წმიდაო გიორგი კორინთისაო,
წმიდაო გიორგი ოდიშისაო, წმიდაო გიორგი აფხაზეთისაო,
წმიდაო გიორგი ჩხარისაო, წმიდაო გიორგი ატოცისაო,
წმიდაო გიორგი უძოსაო, წმიდაო გიორგი უსანეთისაო,
წმიდაო გიორგი კავთისაო, წმიდაო გიორგი კორინთისაო,
წმიდაო გიორგი გორისაო, წმიდაო გიორგი ცხინვალისაო,
წმიდაო გიორგი მუხრანისაო, წმიდაო გიორგი დიღმისაო,
წმიდაო გიორგი ქაშოეთისაო, წმიდაო გიორგი კალაუბნისაო,
წმიდაო გიორგი თელეთისაო, წმიდაო გიორგი გორიჯვრისაო,
წმიდაო გიორგი მარტყოფისაო, წმიდაო გიორგი ხაშმისაო,
წმიდაო გიორგი ნინოწმიდისაო, წმიდაო გიორგი საგარეჯოსაო,
წმიდაო გიორგი მანავისაო, წმიდაო გიორგი ფხოველისაო,
წმიდაო გიორგი ზიარისაო, წმიდაო გიორგი კონდოლისაო,
წმიდაო გიორგი თელავისაო, წმიდაო გიორგი რუისპირისაო,
წმიდაო გიორგი შილდისაო, წმიდაო გიორგი გრემისაო,
წმიდაო გიორგი ყვარელისაო, წმიდაო გიორგი გავაზისაო,
წმიდაო გიორგი ალავერდისაო, წმიდაო გიორგი გურჯაანისაო,
წმიდაო გიორგი კარდანახისაო, წმიდაო გიორგი ქიზიყისაო,
წმიდაო გიორგი მელაანისაო,
ღვთაებაო, პირო ღვთისაო, სვეტო ცხოველო, კვართო საუფლოვ და ყოველნო წმიდაო, თქვენ მფარველ და მეოხ ეყვენით მონასა (მხევალსა) ამას თქვენსა სახელით ( ).


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 1 2011, 01:00 PM
პოსტი #596


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge
შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები
საქართველო

64. დიდი მადლობა ბატონო გიორგი! სასიამოვნოა, რომ თქვენისთანა პატრიოტ ადამიანს პირადად გავეცანი. მოხარული ვიქნები ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა სამშობლოსათვის კეთილის მომტანი და საბედნიერო იქნება. როგორც რიგითი ქართველი მადლობას გიხდით ჩვენი თვისტომების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააღვიძებს მათში ქართული გენის და თვითმყოფადობის შენარჩუნების სურვილს. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! ბადრი წიქორაძე. www.raindebi.ge


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 3 2011, 10:39 AM
პოსტი #597


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ჰერული პოეზიის საღამო
მიხეილ ღანიშაშვილი
http://fereidani.ge/192_hereti/192_hereti.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 22 2011, 05:09 PM
პოსტი #598


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



სპარსეთში პყრობილ ქართველთ ტანჯვა-ვაებამ აამღელვარა ქეთევან დედოფალი, სადაც ყეინს შაჰ-აბაზს ქართველთა განთავისუფლებას ავედრებდა, სთხოვდა საბრალო ტანჯულთა შინ, საქართველოში დაბრუნებას. ამ გარემოებამ შაჰ-აბაზის გული ისე გააბოროტა, ისეც მხეცი ისე გაამხეცა, რომ ქეთევან დედოფალი პატიმარ ჰყო და უბრძანა ხმის გაკმენდა და სჯულის გამოცვლა, რათ მის მაგალითით სხვა ქართველთაც მალე დაეთმოთ სჯული. ქეთევან დედოფალმა ეს არა ქმნა, იგი მაინც მაგრა იდგა და ქართველების საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა, ეს გარემოება შაჰ-აბაზმა ვეღარ აიტანა და ქეთევან დედოფალი ქ. შირაზს, 1622 წ. აწამა, ჯერეთ შანთით დადაღა, ძუძუები დასჭრა, სხვა ნაწილები და მერე სულ დაკუწეს ნაჭერ-ნაჭერ წამების დროს, ქეთევან დედოფალმა ციხის მცველს უფროს სთხოვა, რომ დედაკაცისთვის ჯალათის წინაშე შიშველი არ არის კარგი რომ იყოსო და ამიტომ ვითხოვ, რომ ტანზედ ერთი სუდარა შემარჩინეთ და ისე დამდაღეთო. სასჯელის წინეთ დედოფალმა ანბანთ ქება სთქვა ლექსად «გაფი». ამით მოსთქვა სპარსეთში მყოფთ ქართველთ პატიმრობა:
ან - ამას ვჰსტირი,
ბან - ბნელსა მჯდომი,
გან - გულსა მდუღრად
დონ - დადაგული,
ენ - ესრეთ ვება,
ვინ - ვის მოება,
ზენ - ზენი - ზედა
ჱეე - დართული,
თან - თვალნი ჩემნი,
ინ - ისევ ირწყვის,
კან - კმარის მისგან,
ლას - ლამებული,
მან - მილად მოდის,
ნარ - ნაკადული,
ონ - ოდეს ნახონ,
პარ - პკურებული.
ჟან - ჟამნი ჩემნი, გამოვწულილე,
რაე - როდესმე
სან - სული მეყოს.
ტარ - ტყება ჳწყე,
უნ - უთვალავნი,
ფარ - ფლობა მიჯობს ესრეთ რომ მეყოს,
ქან - ქცევა სოფელს ერთს წამს საყოფელს,
ღან - ღიმილიცა გარდაიმეყოს.
ყარ - ყველას ღმერთი თჳთ განმიმარტებს,
შინ - შიშთა მისთა ჴელი მიმეყოს,
ჩინ - ჩამომება სუჱ უბედური,
ცან - ცრემლის დენა,
ძილ - ძნელად შრება,
წილ - წყარო თვალთა,
ჭარ - ჭმუნვით მყოფთა,
ხან - ხარბად დენით გარდმოჩქერება.
ჴან - ხორცნი ღაწვთა,
ჯან - ჯავრმა დაწვნა, წარხდეს ელვათა შუჱნიერება,
ჰაი - ჰაი, მომშორდა ლხინი და შუჱბა,
ჵი - ჵი წარმიხდა სახიერება.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 27 2011, 11:14 AM
პოსტი #599


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ბელა შალვაშვილი – «ფირდოუსი – შაჰნამე»
http://fereidani.ge/196_bela/196_bela.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 29 2011, 01:32 PM
პოსტი #600


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან
http://fereidani.ge/195_robi/195_robi.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 28 29 30 31 32 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 03:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი