აბო-ქართველი წმინდანი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბო-ქართველი წმინდანი? |
xornabujeli |
Sep 1 2007, 06:02 PM
პოსტი
#41
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
"წესით"ქართველობა არ არსებობს. ქართველობა არის წმინდა სიმბოლური ხასიათის ერთობა, რომლის საფუძველიცაა საერთო ცნობიერება. ქართველი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ თავს ქართველებს მიაკუთვნებ, ისევე როგორც ყველა იმერელი თავს ქართველებს მიაკუთვნებს. მე-19 საუკუნეში ეს ასე არ იყო. გასაგებია ახლა? პ.ს. მაინც მალაპარაკებენ ამ ტოპიკში ზუსტად წესით,ადათით,გვარტომობით და კიდევ კანონით არსებობს ქართველობა,და იარსებებს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე,რათა იქადაგოს ჭეშმარიტი რწმენა მთელს მსოფლიოში.ისე ბევრი ცდილობდა და ცდილობს დღესაც რომ ქართველობა იყოს სიმბოლური ხასიათის ერთობა,რასაც ვერ ეღირსებიან. "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
abo |
Sep 1 2007, 06:14 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
იგი სად წავიდა ნეტა, რაღაც უცხო სახელი რომ ქვია და თავად არ იცის ვინ არის?
და დეზინფორმაციებს რომ ავრცელებს? ის მაინც თქვას ჩემის აზრით ასე მგონიაო , აქ ერის დამაკნინებელ აფსურდებს რომ გვიმტკიცებს. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
kato_Bato |
Sep 1 2007, 06:17 PM
პოსტი
#43
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ნათია
ციტატა რა ეროვნების ხარ? "კახელი", "იმერელი", "რაჭველი", ..... და არა "ქართველი" ხომ? ყველა უაზრობა, რაც თავში მოუვა ადამიანს კი არ უნდა დაწეროს... შენ ეგა თქვი რა Freethought "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" გიორგი მერჩულე. ხოდა, ალბათ, მაგ ქვეყანაში მცხოვრებს ქვია რა, "ქართველობა არ არსებობს და არ ვიცი ვინ ვარ?" წაიკითხე , ჩემი ნენა, ცოტა, ისტორიულ წყაროებს გადახედე, ლიტერატურას და მერე გვიმღერე ეგ საოცარი ზღაპრები. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ალექსანდრე |
Sep 1 2007, 10:20 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
გავარკვიეთ თუ არა რა ეროვნების იყო აბო თბილელი?
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Freethought |
Sep 2 2007, 05:04 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 216 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,603 |
@ nini_1
ციტატა ესე იგი მე-19 საუკუნემდე მცნება "ქართველი" არ არსებობსა? "მცნება" ქართველი ნამდვილად არ არსებობდა, რაც შეეხება ცნებას (მ-ს გარეშე): "ქართველი" და "ქართველთა სამეფო" მოიხსენიება მე-9 საუკუნიდან ქართულ ისტორიულ წყაროებში. ქართველთა სამეფი იყო ტაო-კლარჯეთი, სადაც ბაგრატიონთა დინასტია მეფობდა. მას შემდეგ რაც ბაგრატიონებმა დინასტიური ქორწინების გზით აფხაზთა სამეფოც ხელთ იგდეს და კახეთ-ჰერეთის შემოერთებაც მოახერხეს, ქართველთა სამეფოს ცნება მთელ მათ სამფლობელოზე გავრცელდა, აქედან მოდის სიტყვა საქართველო, რომელსაც ვახტანგ გორგასალი და გუბაზ მეფე არ იცნობდნენ. ციტატა აბა რატომ გვხვდება წინა საუკუნეებში სახელად"საქართველო"? თუნდაც მე-10 საუკუნეში სწორედ მე-10 საუკუნეში მოიხსენიება ეს სიტყვა პირველად, კერძოდ კი ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში. მაგრამ არა მარტო ბაგრატი, არამედ მისი შთამომავლებიც, დავით აღმაშენებელი, გიორგი III და თამარი, თავიანთ ტიტულატურაში მოიხსენიებოდნენ, როგორც "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა" და ა.შ. თუ გიფიქრია იმაზე რატომ არ უწოდებდა დავით აღმაშენებელი თავის თავს უბრალოდ ქართველთა მეფეს ან საქართველოს მეფეს? და რატომ უდრიდა სომეხთა მეფობა "რანთა და კახთა" მეფობას? რატომ ვერ ხედავდა მეფე განსხვავებას კახეთსა და შირვანს შორის? ციტატა დაბვეჭდავ პატარა მონაკვეთს ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებიდან. "მე-10 ს-ის 70-იანი წლებიდან ცალკეული ქართული ქვეყნების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. ბაგრატ უფლისწულის ჯერ ქართლში მმართველად დასმით (975 წ) და შემდგომ კი მისი დასავლეთ საქართველოში გამეფებით (978 წ) გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გზაზე." მე მგონი აქ საქართველოა ნახსენები, და საქართველოში მცხოვრებ ქართველს რა სახელით მოიხსენიებდნენ ეგებ ეგეც განმიმარტო? ღმერთი გფარავდეთ. ეგ ისტორიული წყარო არ არის, ციტატა ამოღებულია თანამედროვე სახელმძღვანელოდან და ამჟამად აფხაზთა სამეფოს დასავლეთ საქართველოს ჰქვია. ნათია შენ ეგა თქვი რა Freethought "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" გიორგი მერჩულე. ხოდა, ალბათ, მაგ ქვეყანაში მცხოვრებს ქვია რა, "ქართველობა არ არსებობს და არ ვიცი ვინ ვარ?" წაიკითხე , ჩემი ნენა, ცოტა, ისტორიულ წყაროებს გადახედე, ლიტერატურას და მერე გვიმღერე ეგ საოცარი ზღაპრები. ერთი კითხვა მაქვს, ქართლი საქართველოა? ის თუ იცი ქართული წირვა-ლოცვა როდის შემოიღეს დასავლეთ საქართველოში? ყვარყვარე ათაბაგმა მე-15 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოში ქართული წირვა-ლოცვა გააუქმა და სამცხის ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. სამღვდელოებაც კი ბერძნული მოიწვიეს. ნიშნავდა თუ არა ეს, რომ სამცხე (საქართველოს ერთი მესამედი) საქართველო აღარ იყო? |
kato_Bato |
Sep 2 2007, 05:12 PM
პოსტი
#46
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
Freethought
ციტატა ერთი კითხვა მაქვს, ქართლი საქართველოა? ის თუ იცი ქართული წირვა-ლოცვა როდის შემოიღეს დასავლეთ საქართველოში? ყვარყვარე ათაბაგმა მე-15 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოში ქართული წირვა-ლოცვა გააუქმა და სამცხის ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. სამღვდელოებაც კი ბერძნული მოიწვიეს. ნიშნავდა თუ არა ეს, რომ სამცხე (საქართველოს ერთი მესამედი) საქართველო აღარ იყო? თქვენ გენაცვალე კითხვა არ იცით? აბა რა გაგებითაა ქართლი, როგორც კახეთი როგორც გურია? გოსპაძი.... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
abo |
Sep 2 2007, 05:43 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
Freethought
აქ ქართველთა განათლებას შეეშვი , მათ ვერ ასწავლის გასომხებული ებრაელი თუ პირიქით (მაგი მგონი არც შენ იცი)საქართველოს ისტორიას. წამო თხისთავა სატანასთან იქ გელაპარაკო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
abo |
Sep 2 2007, 08:57 PM
პოსტი
#48
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
Freethought
QUOTE მორფოლოგია რა არის, აზრზე ხარ საერთოდ? "მეგობაროს" ქართველები ასე არ ამბობენ, მაგას ისევ "ძმაო" ჯობია არცერთი სახელი არ მოგწონს მე კი შეგირჩიე როგორადაც უნდა მოგმართო მაგრამ არც ის არ მოგეწონება და თავს ვიკავებ. ისე მორფოლოგიაც ვიცი, სინტაქსიც და ფონეტიკაც. რადგან მასე ღნიშნავ , შენ მართლა არ გცოდნია და აქეთ მედავები. სიტყვების წყობა რომ შეგიცვალე ვერ ატყობ? აბო ეთნიკურად არაბი იყო მაგრამ საქართველოში ეწამა. მართლმადიდებლობის და მაცხოვრის სიყვარულის მაგალითი მისცა ქართველ ხალხს. ამ უკანასკნელმაც გაითავისა ეს ღვაწლი და წმინდანად შერაცხა, ამიტომ ქართული ეკლესია აბო თბილელის სახელით მოიხსენიებს მას. ხსენება7იანვარს წმ.მოწამე აბო თბილელი(ისმაიტელყოფილი)(+786) -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
ქევანა |
Sep 3 2007, 12:22 AM
პოსტი
#49
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ვახ, კაცო.. მაინცდამაინც აბოზე შევაჩერეთ ყურადღება? აბოს გარდა რამდენი წარმოშობით არაქართველი გვყავდა... დავიღალე რა... მგონი სამართლიანადაც ...
Freethought მდაჰ... ბატონო როგორც იქნა მიგიხვდით რაც იგულისხმეთ ზედა პოსტებში, მანამ არ გამოჰყავით "მცნება" და "ცნება".. იცით, ეგ ცოტა რთული საკითხია და გაუგებრობაც შეიძლება წარმოიშვას თუ არასწორად გადმოსცემ... ერთობ ორაზროვანია..... ხოლო, ის თუ რატომ იწოდებოდა დავითი IV მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და ა.შ. მეფედ, მაგას აქვს თავისი პასუხი... ჯანდაბა ქართული არ გვინდა, ჯობს გავიხსენოთ რუსი იმპერატორების ტიტულატურა ან ინგლისის (დღესაც რომ აქვთ ) და უკაცრავად ადარნასე ქართველთა მეფე რატომღა მახსოვს მე? ნეტა ვინ იყო? პ.ს. სერიოზულად ვამბობ, ჯობს თუ საქართველოს ისტორიას გულდასმით გადავიკითხავთ და მეორედ ნერვებს ნუ მომიშლით... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Freethought |
Sep 3 2007, 12:43 AM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 216 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,603 |
@ketino
ციტატა ხოლო, ის თუ რატომ იწოდებოდა დავითი IV მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და ა.შ. მეფედ, მაგას აქვს თავისი პასუხი... ? ციტატა ჯანდაბა ქართული არ გვინდა, ჯობს გავიხსენოთ რუსი იმპერატორების ტიტულატურა ან ინგლისის (დღესაც რომ აქვთ ) რაც საქართველოზე დავწერე ეხება სხვა ქვეყნებსაც. მე19 საუკუნემდე ეროვნებებს შორის მკაფიო საზღვრები არ არსებობდა ციტატა და უკაცრავად ადარნასე ქართველთა მეფე რატომღა მახსოვს მე? ნეტა ვინ იყო? ადარნასე ქართველთა მეფე გაერთიანებული საქართველოს მეფე არ ყოფილა, მე მგონი ერთხელ უკვე დავწერე რომ ქართველთა სამეფო ტაო-კლარჯეთს მოიცავდა და შეგიძლია ნებისმიერ სკოლის სახელმძღვანელოში გადაამოწმო. ასეთი იაღლიში რატომ უნდა მოგივიდეს ქართველ მამულიშვილს, ჰა? პატრიოტობას საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნაც ხომ ჭირდება? ციტატა პ.ს. სერიოზულად ვამბობ, ჯობს თუ საქართველოს ისტორიას გულდასმით გადავიკითხავთ და მეორედ ნერვებს ნუ მომიშლით... იხ. ზემოთ |
მართა |
Sep 3 2007, 01:13 AM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
ზებედე
ციტატა აბოს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები არ აღიარებენ მოწამედ? ის საქართველოში ეწამა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის ქართველია.... ქართველიათქო დავწერე? მისი კანონიზაცია მოახდინა ქართულ-მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და იგი შეუერთდა ამით,ზეციურ ქართველ წმმინდანთა დასს! გადავხედოთ ხატ საქართველოს დიდებას სადაც ნათლად სჩანს ვინ მიეკუთვნება ქართულ წმინდანთა დასს! არაა აქ სადაო არაფერი! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ნაინა |
Sep 3 2007, 07:37 PM
პოსტი
#52
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
freethought მოკლე ექსკურსს ჩაგიტარებ თუ გინდა. სახელად: "საქართველოს ისტორიის მოკლე ქრონოლიგია" მართალია ჩემდა საუბედუროდ მე არ ვცხოვრობდი იმ პერიოდებში, არადა ეს ოხერი დროის მანქანაც ვერსად ვიშოვე რომ ჩამერბინა და ზუსტი ცნობები მომეგროვებინა პირადად შენთვის. რასაც მე ვწერ ნამდვილად ეყრდნობა ისტორიკოსების და მკვლევარების ნაწერებს. მგონი არც შენ მოსწრებიხარ მაგ ამბებს და შენც სადღაც- სადღაც წაკითხულ_ამოკრეფილს გვიფრიალებ თვალწინ. ძვ.წ.დაახლ.9000-3500 - ნეოლითის ხანა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. ძვ.წ.დაახლ.4500-3500 - პირველი ადრესამიწათმოქმედო კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე, ე.წ. ''ალიზის კულტურა'' (იმირის გორის, შულავერის, ახალგორის და სხვ. ნამოსახლარი). ძვ.წ.დაახლ.4000-3900 - პირველი ლითონის იარაღები საქართველოს ტერიტორიაზე. ძვ.წ.დაახლ.3500-2500 - ენეოლითის ხანა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების დასაწყისი. ძვ.წ.დაახლ.3500-3000 - ბრინჯაოს იარაღების ფართო გავრცელება. ძვ.წ.დაახლ.3300-2500 - მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანა, ამ კულტურამ მოიცვა აღმოსავლეთ საქართველო, სომხეთი, სამხრეთ აზერბაიჯანი, თურქეთის და ირანის ჩრდილოეთ ტერიტორიები. არსებობს მოსაზრება, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის შემქმნელები უკვე ქართველური ტომები იყვნენ. ძვ.წ.დაახლ.3000-2400 - მტკვარ-არაქსის კულტურის პარალელურად ცალკე კულტურა განვითარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ძვ.წ.დაახლ.2500-2000 - ადრებრინჯაოს ხანა ამიერკავკასიაში, ''მაიკოპის'' კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში. ძვ.წ.დაახლ.2300 - ქართული ეთნოსის არსებობა ამიერკავკასიაში დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ. ძვ.წ.დაახლ.2200-1600 - ''თრიალეთის ყორღანების'' ბრწყინვალე კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში. ძვ.წ.დაახლ.2000-1500 - შუაბრინჯაოს ხანა ამიერკავკასიაში. ძვ.წ.დაახლ.2000-1800 - წინარექართულ ეთნოსს გამოეყო სვანური ელემენტი. ძვ.წ.დაახლ.1700-1100 - სამიწათმოქმედო კულტურის არნახული აყვავება დასავლეთ საქართველოში (''კოლხური კულტურა'') სრულდება. ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბება. ძვ.წ.დაახლ.1500-1100 - გვიანბრინჯაოს ხანა ამიერკავკასიაში. ძვ.წ.დაახლ.1450-1400 - პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანების წარმოქმნა კავკასიაში, ეს არის ძველი კოლხა (''აიას ქვეყანა''). ძვ.წ.დაახლ.1250 - არგონავტების მოგზაურობა აიას ქვეყანაში, კოლხას ლეგენდარული მეფე აიეტი. ძვ.წ.დაახლ.1180 - კოლხას პირველი სამეფოს დაცემა. ძვ.წ.დაახლ.1150-760 - დიაოხის (დაიაენის, ტაოს) სამეფოს აყვავება. ეს სახელმწიფოებრივი გაერთიანება შექმნეს მესხურმა ქართულმა ტომებმა ჭოროხის და ევფრატის აუზში. ძვ.წ.1114 - ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I თავის წარწერაში გვამცნობს, რომ მან დაამარცხა ასურეთის ტერიტორიაზე შემოჭრილი მუშქების (მესხების, დიაოხელების) 20000-იანი ჯარი. ეს ქართველთა პირველი მოხსენიებაა ისტორიულ წყაროებში. ძვ.წ.1112 - ტიგლათფილესერ I თვითონ ლაშქრობს ასურეთის ჩრდილოეთით ე.წ. ნაირის ქვეყანაში, სადაც ამარცხებს ნაირის ქვეყნების კოალიციას, რომელსაც სათავეში უდგას დიაოხის მეფე სიენი. ძვ.წ.დაახლ.1100-900 - ადრერკინის ხანა ამიერკავკასიაში, იწყება რკინის მეტალურგიის ხანა, განსაკუთრებით დაწინაურდნენ რკინის წარმოებაში ქართული ტომები - ხალიბები. ძვ.წ.დაახლ.1000 - წინარექართულ ეთნოსს გამოეყო მეგრული ეთნიკური ელემენტი. ძვ.წ.დაახლ.900-დან - რკინის ხანა ამიერკავკასიაში. ძვ.წ.დაახლ.900-660 - კოლხას ''მეორე სამეფოს'' არსებობა (''კოლხური ცულები''). ძვ.წ.დაახლ.875-860 - ასურეთის მეფის ასურნასირფალ II-ის ამაოხრებელი ლაშქრობები სამხრეთ კავკასიასა და ნაირის ქვეყნებში. ძვ.წ.844 - ასურეთის მეფე სალმანასარ III ლაშქრობს ნაირის ქვეყანაში, მან დაარბია ვანის ტბის მიდამოები, აქ მას ეახლა დიაოხის მეფე ასია, რომელმაც ხარკის გაღებით იხსნა თავისი ქვეყანა აოხრებისგან. ძვ.წ.დაახლ.840 - ურარტუს ძლიერი სამეფოს შექმნა სამხრეთ კავკასიაში. ძვ.წ.დაახლ.825-815 - ურარტუს მეფეები ჯერ სარდური I და მერე იშვუინი ეომებიან ქართველურ ტომებს: ''ვიტერუხს'' (ოძრხე), ''ლუშას'' (ლაზები) და ''ქათარზას'' (კლარჯები). ძვ.წ.დაახლ.810-805 - ურარტუს მეფე მენუა ლაშქრობს დიაოხის სამეფოს წინააღმდეგ, მას მედგრად ხვდება დიაოხის მეფე უტუფურსი, ერთ-ერთი ბრძოლისას მენუამ გამოიყენა 66 საბრძოლო ეტლი, 1460 მხედარი და 15760 ქვეითი მეომარი. ძვ.წ.დაახლ.805-765 - უტუფურსის მეფობა დიაოხში. ძვ.წ.დაახლ.800-600 - შავი ზღვის სანაპიროების ბერძნული კოლონიზაცია. საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნებმა დააარსეს შემდეგი ქალაქები: დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა), გიენოსი (ოჩამჩირე) და ფაზისი (ფოთი). საქართველოში გავრცელებას იწყებს ბერძნული კულტურა. ძვ.წ.დაახლ.795 - მენუა ურარტელის მეორე ლაშქრობა დიაოხის წინააღმდეგ, უტუფურსი ბრძოლაში დამარცხდა, მენუამ დაარბია დიაოხი. მისმა ლაშქარმა მიაღწია ''სესეთის ქვეყანას'' (შავშეთი). ძვ.წ.784-783 - ურარტუს მეფე არგიშთი I ლაშქრობს ''ზაბახას'' ქვეყანაში, მან აგრეთვე დაიპყრო ვიტერუხის (ოძრხე) ''სამეფო ქალაქი'' ურიეიუნი. ძვ.წ.774 - არგიშთი I ლაშქრობს დიაოხის წინააღმდეგ, მან დაამარცხა უტუფურსი და ხელთ იგდო დიაოხის ''სამეფო ქალაქი'' ზუა. ძვ.წ.768 - არგიშთი I-ის მორიგი ლაშქრობა ურარტუს წინააღმდეგ, უტუფურსი ისევ დამარცხდა. ურარტუელებმა ბევრი ნადავლი და ტყვეები მოიპოვეს. ძვ.წ.დაახლ.760-755 - ურარტუელთაგან ძლიერ დასუსტებული დიაოხის სამეფო დაიპყრო მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა კოლხამ. ძვ.წ.748-749 - ურარტუს მეფე სარდური II ლაშქრობს კოლხას წინააღმდეგ, არბევს ჭოროხის ხეობას და შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს. ძვ.წ.738 - სარდური II-ის მეორე ლაშქრობა კოლხას წინააღმდეგ, მან დაიპყრო ჭოროხის ხეობა და აიღო ''სამეფო ქალაქი'' ილდამუსა, სადაც გაჟლიტა კოლხას მეფისნაცვლები და თავისთვის ''რკინის ბეჭედი'' გააკეთა, კოლხას მეფე რიონის აუზში გაიქცა, სადაც სარდური II-ს ხელი არ მიუწვდებოდა. ძვ.წ.დაახლ.730-725 - ურარტუს მეფე რუსა I ლაშქრობს ჩრდილოეთ სომხეთისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. ძვ.წ.დაახლ.720 - ჩრდილოეთ კავკასიიდან ამიერკავკასიას და წინა აზიას შემოესია მომთაბარე კიმერიელთა პირველი ნაკადი. ძვ.წ.დაახლ.717 - მცირე აზიის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ფრიგიის სამეფო, რომლის ერთადერთი მეფე იყო მითა (მიდასი) (717-676), ჩვენთვის აქ საინტერესო ისაა, რომ ასურულ წყაროებში ფრიგიის სამეფო მუშქების (მესხების) სამეფოდ იხსენიება. ძვ.წ.714 - ასურეთის მეფე სარგონ II ლაშქრობს ურარტუს წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიაში. ძვ.წ.დაახლ.680-660 -კიმერიელი და სკვითი ტომების გრანდიოზული შემოსევები ამიერკავკასიასა და წინა აზიაში. მათ გაანადგურეს კოლხას მეორე სამეფო. ძვ.წ.676 - ურარტუს მეფე რუსა II-მ კიმერიელებთან კავშირში გაანადგურა ფრიგიის (მუშქების) სამეფო. ძვ.წ.დაახლ.650-550 - სპერის სამეფოს არსებობის პერიოდი ჭოროხის ხეობის ზემოწელში, სხვა ამ სამეფოს შესახებ არაფერი ვიცით. ძვ.წ.612-605 - ბაბილონელებმა და მიდიელებმა ბოლო მოუღეს ასურეთის სამეფოს. ძვ.წ.595 - მიდიელებმა სკვითებისა და ამიერკავკასიელი ტომების ხელშეწყობით გაანადგურეს ურარტუს სამეფო. ძვ.წ.დაახლ.590-570 - მიდიის სამეფოს მიერ შევიწროებული სკვითური სამეფო არიანიდან (არიან-ქართლი) საქართველოს მოაწყდა სკვითურ-ინდოევროპულ ტომთა ნაკადი აზო იარედის ძის მეთაურობით. მათ დაიპყრეს აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, თუმცა მალე გაითქვიფნენ ქართულ ეთნოსში. ძვ.წ.დაახლ.570-430 - აზო და მისი მემკვიდრეები მმართველობენ აღმოსავლეთ საქართველოში (იბერიაში). ამ ქართულ-სკვითური სახელმწიფოებრივი გაერთიანების დედაქალაქი იყო უფლისციხე. ძვ.წ.დაახლ.570-500 - სომხური ტომების დამკვიდრება დღევანდელი სომხეთის ტერიოტორიაზე. ძვ.წ.დაახლ.550 - დასავლეთ საქართველოში ჩნდება კოლხას მესამე სამეფო დედაქალაქით ვანი. ეს სამეფო ოდნავ უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და მასში შედიოდა დღევანდელი აფხაზეთის და სვანეთის ტერიტორიებიც. ძვ.წ.დაახლ.515 - აქემენიდური სპარსეთის მეფე დარიოს I-მა, როგორც ჩანს, თავის გავლენას დაუმორჩილა მცირე აზიაში მცხოვრები ქართული ტომები. ვინაიდან მოსხები, ხალიბები, მოსინიკები და სასპერები მონაწილეობას იღებდნენ დარიოსის ლაშქრობებში ძვ.წ.510-490 წლებში. ძვ.წ.დაახლ.455 - ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ასახელებს კოლხეთის მეფე სავლაკს. ძვ.წ.დაახლ.430 - იბერიაში შემოიჭრნენ აქემენიდური ირანის ჯარები, მათ დაამარცხეს და განდევნეს სკვითები, მოკლეს აზოს უკანასკნელი შთამომავალი სამარა. იბერია აქემენიდური ირანის ქვეშევრდომი გახდა. ძვ.წ.დაახლ.430-400 - იბერიას მართავს ირანელი სატრაპი არდამი, მან აღაშენა ქ.არმაზი და ის თავის რეზიდენციად აქცია. ძვ.წ.412 - კალენდარული რეფორმა იბერიაში. ქართველები გადავიდნენ მთვარის კალენდრიდან, მზის კალენდარზე. დაიწყეს წელთაღრიცხვის ქორინიკონებით ათვლა. ძვ.წ.401 - სპარსეთიდან მომავალი ბერძენი მოქარავნეების 10000-იანი ჯარი იძულებელი ხდება გაიაროს ქართველ ტომთა ტერიტორიებზე (ჭოროხის ხეობა და შავი ზღვის ლაზური სანაპირო), აქ მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ტაოხებმა, ხალიბებმა და სხვა ქართულმა ტომებმა. ბერძენთა ამ ლაშქრობის თვითმხილველი და მონაწილე იყო ისტორიკოსი ქსენოფონტი. ძვ.წ.356 - ფარნავაზ მეფის დაბადების სავარაუდო თარიღი ძვ.წ.დაახლ.340-329 - იბერიას და სომხეთს მართავს ირანელი სატრაპი მითრანე. ძვ.წ.334-326 - ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლური ლაშქრობა, მან გაანადგურა აქემენიდთა სახელმწიფო და შექმნა საკუთარი იმპერია. ძვ.წ.331 - იბერიის სატრაპი მითრანე სპარსეთის მორჩილებიდან გამოდის და ალექსანდრე მაკედონელის მორჩილებაში შედის. ძვ.წ.329 - მითრანეს აუჯანყდა ადრე მოკლული სამარას შთამომავალი ფარსმანი (ფარნავაზი) მან არმაზიდან გააძევა მითრანე და იბერიას დამოუკიდებლობა მოუტანა. ძვ.წ.329-264 - ფარნავაზი (ფარსმანი) იბერიის მეფე. ძვ.წ.329-170 - ფარნავაზიანთა დინასტია იბერიაში. ძვ.წ.328 - ფარნავაზი ეწვია შუა აზიაში მდგომ ალექსანდრე მაკედონელს, მიიღო საკუთარი ხელმწიფობის ლეგიტიმაცია და ალექსანდრეს კოლხეთზე გალაშქრებაც კი შესთავაზა. ძვ.წ.დაახლ.325-280 - ქუჯის (''ქუჯი ერისთავი'') მეფობა კოლხეთში. ძვ.წ.დაახლ.320 - ფარნავაზი იმორჩილებს კოლხეთის სამეფოს, ქუჯი მისი ვასალი ხდება, ფარნავაზი მას საკუთარ დას მიათხოვებს. ძვ.წ.დაახლ.315 - არტაანთან მომხდარ გადამწყვეტ ბრძოლაში ფარნავაზი საბოლოოდ ამარცხებს სატრაპ მითრანეს (რომელიც ბრძოლაში იღუპება), საბოლოოდ მოიპოვებს დამოუკიდებლობას და პირველობას კავკასიაში. ძვ.წ.დაახლ.310 - ფარნავაზმა თავის სკიპტრის ქვეშ გააერთიანა მთელი საქართველო, ალბანეთისა და სომხეთის დიდი ნაწილი. ძვ.წ.დაახლ.301 - ფარნავაზის წარმატებული ლაშქრობა მცირე აზიასა და კაბადოკიაში. ძვ.წ.დაახლ.300 - წარმოიქმნა პირველი სომხური სახელმწიფო (ერვანდიდების სამეფო). ძვ.წ.296 - მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიქმნა პონტოს ელინისტური სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველური ტომები შეადგენდნენ (ხალიბები, ტიბალები, მუშქები, მაკრონები, ლაზები...). ძვ.წ.284 - დამთავრდა ქართული წელთაღრიცხვის X მოქცევა და დაიწყო XI, ეს წელი ტრადიციულად ითვლება ფარნავაზის მიერ ქართული დამწერლობის ოფიციალუარდ გამოცხადების და რელიგიური რეფორმის (არმაზის კერპის აღმართვა) თარიღად. ძვ.წ.264-230 - საურმაგ I ფარნავაზის ძე იბერიის მეფე. ძვ.წ.დაახლ.250 - კოლხეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა იბერიისგან. ძვ.წ.დაახლ.240 - საურმაგ I-ს აუჯანყდნენ ერისთავები, მან ჩრდილო კავკასიელი ტომების დახმარებით შესძლო მათი დამარცხება. ძვ.წ.დაახლ.230-185 - მირდატ I ნებროთიანი იბერიის მეფე (ეს მირდატი იყო საურმაგ I-ის სიძე და შვილთაშვილი სატრაპ მითრანესი). ძვ.წ.დაახლ.200 - დურძუკთა შემოსევა იბერიაში, მირდატ I ამარცხებს მათ, გადარეკავს კავკასიონის ჩრდილოეთით და დარიალის კარზე აგებს ციხეს. ძვ.წ.189 - სომხეთში გაბატონდა არტაშესიანთა დინასტია. ძვ.წ.დაახლ.185-170 - ფარნაჯომი მირდატის ძე იბერიის მეფე, მის მიერ ზადენის კერპის აღმართვა. ძვ.წ.დაახლ.180-150 - აკე (აკუსილახი) კოლხეთის მეფე, აღმოჩენილია ოქროს მონეტა მისი წარწერით. ძვ.წ.დაახლ.170 - სომხეთის მეფე არტაშეს I თავს დაესხა იბერიას, დაამარცხა და გააძევა ფარნაჯომი, ხოლო იბერიის ტახტზე საკუთარი ძე არშაკი (არსუკი) დასვა. ამრიგად, იბერია სომხეთის გავლენაში ექცევა. ძვ.წ.დაახლ.170-60 - არტაშესიანთა დინასტია იბერიაში. ძვ.წ.დაახლ.170-145 - არშაკ I იბერიის მეფე. ძვ.წ.დაახლ.150 - გაძლიერებულმა კოლხეთმა იბერიას წაართვა კლარჯეთის და ზემო ქართლის ნაწილი. ძვ.წ.დაახლ.145-143 - არტაგ I არშაკის ძე იბერიის მეფე. ძვ.წ.დაახლ.143-125 - ბარტომ I არტაგის ძე იბერიის მეფე. ძვ.წ.დაახლ.125 - იბერიიდან გაძევებული ფარნაჯომის პართიაში გაზრდილი ვაჟი მირდატი პართიელთა ჯარის დახმარებით იპყრობს იბერიას, კლავს ბარტომ I-ს და მის სიძეს, კოლხ უფლისწულ ქართამს და თვითონ იკავებს იბერიის ტახტს. ძვ.წ.დაახლ.125-110 - მირდატ II იბერიის მეფე. ძვ.წ.დაახლ.120 - კოლხეთის სამეფო იშლება რამდენიმე წვრილ სამთავროდ. ძვ.წ.112-63 - მითრიდატე VI ევპატორი პონტოს მეფე. ძვ.წ.დაახლ.110-95 - არშაკ II იბერიის მეფე. ძვ.წ.109 - პონტოს მეფე მითროდატე VI იპყრობს კოლხეთს და იქ მმართველად თავის ძეს მითრიდატეს სვამს. ძვ.წ.109-84 - მითრიდატე მითრიდატეს ძე კოლხეთის მმართველი. ძვ.წ.დაახლ.105 - არშაკ II იბრუნებს კოლხეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს. ძვ.წ.დაახლ.100 - კავშირი იბერიასა და პონტოს შორის. ძვ.წ.დაახლ.95 - სომხეთის მეფე ტიგრან II-ის მეშვეობით იბერიაში მეფედ ჯდება ადრე მოკლული ქართამის ძე არტაგი. ძვ.წ.დაახლ.95-60 - არტაგ II იბერიის მეფე. სომხეთის ქვეშევრდომი. ძვ.წ.დაახლ.90 - ტიგრან II-მ იბერიას ჩამოაჭრა ჯავახეთი და ქართლი მტკვარამდე. ძვ.წ.84 - მითრიდატე VI-ს აუჯანყდა თავისი შვილი კოლხეთის მმართველი მითრიდატე. მითრიდატემ დაამარცხა თავისი შვილი და კოლხეთში ახალი მმართველი დანიშნა. ძვ.წ.69 - ბრძოლა ტიგრანოკერტთან, რომაელმა სარდალმა ლუკულუსმა სასტიკად დაამარცხა სომხეთის მეფე ტიგრან II, რომაელები სომხეთში შედიან (ამ ბრძოლაში ტიგრანის მხარეზე ომობდნენ იბერიელბიც). ძვ.წ.66 - გნეუს პომპეუსის აღმოსავლური ლაშქრობის დასაწყისი, მან დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე VI, რომელმაც კოლხეთს შეაფარა თავი, პომპეუსმა პონტო რომის პროვინციად გამოაცხადა. ამის შემდეგ ტიგრან II ნებაყოფლობით დამორჩილდა რომაელებს და მათი ვასალი გახდა. ძვ.წ.66.დეკემბერი - პომპეუსი შეიჭრა ალბანეთში. 17 დეკემბერს მტკვართან მომხდარ ბრძოლაში მან დაამარცხა ალბანთა მეფე ოროისე და ალბანეთიც რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' გახდა. ძვ.წ.65.მარტ-აპრილი - პომპეუსი 50000-იანი არმიით შეიჭრა იბერიაში და ისე სწრაფად მიადგა მცხეთას, რომ არტაგ II-მ მხოლოდ ხიდის დაწვა და გაქცევაღა მოახერხა. მალე რომაელებიც გადავიდნენ მტკვარზე და არაგვისპირა ტყეებში შეებნენ იბერიელებს. 9000 ქართველი დაეცა. არტაგმა თავი დამარცხებულად სცნო, პომპეუსს ძღვენი და მძევლად შვილები გაუგზავნა. იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' გახდა. ძვ.წ.65.ზაფხული - პომპეუსი იბერიიდან კოლხეთში გადავიდა და საკმაოდ ადვილად დაიმორჩილა დაშლილი კოლხეთის ცალკეული სამთავროები (ერთ-ერთი მთავარი ოლთაკე ტყვედაც იგდო). მითრიდატე კოლხეთიდანაც გაიქცა და ყირიმში ჩავიდა (სადაც 63 წელს შეთქმულების მსხვერპლი გახდა). ფაზისში პომპეუსს დახვდა რომაული ფლოტი ლეგატ აფრანიუსის მეთაურობით. შემდეგ რომაელებმა სვანეთში ილაშქრეს, თუმცა იქ ვერაფერს გახდნენ. პომპეუსმა კოლხეთი უშუალოდ რომს შეუერთა და იქ მმართველად თავისი კაცი: არისტარქე დასვა. ძვ.წ.65-47 - არისტარქეს მმართველობა კოლხეთში. ძვ.წ.64 - პომპეუსმა კიდევ ერთხელ ილაშქრა ალბანეთში, შემდეგ კი სომხეთის გავლით პალესტინაში ჩავიდა, რომაელებმა აიღეს იერუსალიმი. სწორედ ამ პერიოდში ჩამოდის საქართველოში ლტოლვილ ებრაელთა პირველი ნაკადი. ძვ.წ.დაახლ.60 - არტაგ II-ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე ქართამ I, მაგრამ მას კონკურენტი გაუჩნდა - არშაკ II-ის ძე ბარტომი. მან აიღო მცხეთა და თვითონ გამეფდა. თუმცა ქართამ I-მაც შეინარჩუნა მეფობა არმაზში, ამრიგად, იბერია მტკვარზე ორად გაიყო: ჩრდილოეთში (დედაქალაქი მცხეთა) გამეფდა ფარნავზაიანთა შთამომავალი ბარტომ II, ეს მხარე (''ზენა სოფელი'') განთავისუფლდა სომხეთის ვასლობისგან; სამხრეთში (დედაქალაქი არმაზი) გამეფდა ქართამ I, რომელიც სომეხთა ვასლად დარჩა (მას და მის მემკვიდრეებს ''გურგაქის დიდ პიტიახშებად'' მოიხსენიებდნენ). დაახლ.ძვ.წ.60-ა.წ.25 - ორმეფობა იბერიაში. ძვ.წ.დაახლ.60-40 - ბარტომ II-ის მეფობა მცხეთაში. ძვ.წ.დაახლ.60-30 - ქართამ I-ის მეფობა არმაზში. ძვ.წ.48 - პონტოს მეფის ფარნაკე II-ის ჯარები მესხეთში შემოიჭრნენ და გაძარცვეს ქ. ლევკოთეა. ძვ.წ.47 - პონტოს სამეფომ რომის ზეწოლის შედეგად საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. ძვ.წ.დაახლ.40-25 - ფარსმან I-ის მეფობა მცხეთაში. ძვ.წ.36 - მცხეთის იბერიაში ლაშქრობს როამელი სარდალი კანიდიუსი (კანიდიუსი იყო ლეგატი ტრიუმვირის მარკუს ანტონიუსისა). კანიდიუსმა დაამარცხა ფარსმან I და აიძულა რომის ''მოკავშირეობაზე''. ძვ.წ.34 - ფარსმან I და ქართამ I დაეხმარენ სომხეთის მეფე არტაშეს II-ს რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ძვ.წ.32 - ფარსმან I რომაელთა მხარეს გადადის და ერთ-ერთ ბრძოლაში ''ღალატობს'' არტაშესს. ძვ.წ.დაახლ.30-22 - კაოსი-ს მეფობა არმაზში. ძვ.წ.29 - სომხეთის მეფე არტაშეს II პართიელთა დახმარებით ამარცხებს ფარსმან I-ს და მცხეთის იბერიას ჩამოაჭრის წუნდას და არტაანს. დაახლ.ძვ.წ.25-ა.წ.5 - არშაკ III-ის მეფობა მცხეთაში. დაახლ.ძვ.წ.22-ა.წ.5 - ქართამ II (''არმაზელ'')-ის მეფობა არმაზში. ძვ.წ.დაახლ.21-20 - არშაკ III და ქართამ II შეკავშირდნენ სომხეთის მეფის არტაშეს II-ის წინააღმდეგ, მათ კავკასიონიდან გადმოიყვანეს ალანები და საერთო ძალებით დაამარცხეს სომხები, დაატყვევეს არტაშესის ვაჟი ზარეჰი და დარიალის ციხეში გამოკეტეს. ომის შედეგად არშაკ III-მ დაიბრუნა წუნდა და არტაანი, ხოლო ქართამ II განთავისუფლდა სომხეთზე დამოკიდებულებისგან. ა.წ.დაახლ.5-25 - არტაგ III-ის მეფობა არმაზში. ა.წ.დაახლ.5-25 - მირდატ III-ის მეფობა მცხეთაში. დაახლ.25 - მირდატ III ამარცხებს და კლავს არმაზელ მეფე არტაგ III-ს და კვლავ აერთიანებს იბერიას. დაახლ.25-35 - მირდატ III უკვე ერთიანი იბერიის მეფე. 33 - ქართველი ებრაელების ელიოზ მცხეთელის და ლონგინოზ კარსნელის მოგზაურობა იერუსალიმში ქრისტეს სასამართლოზე, მათ მიერ ქრისტეს კვართის ჩამოტანა საქართველოში. დაახლ.34 - მესხეთსა და დასავლეთ საქართველოში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში - ანაკოფიაში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. დაახლ.35-68 - ფარსმან II მირდატის ძე იბერიის მეფე. დაახლ.35 - ფარსმანს გადაუდგა უმცროსი ძმა გურგანის (ქვემო ქართლი) გამგებელი მირდატი, ფარსმანმა მირდატი დაამარცხა და რომაელთა შუამავლობით შეირიგა კიდევაც. 36 - რომაელთა დახმარებით ფარსმან II შეიჭრა სომხეთში მოკლა სომხეთის პროპართიელი მეფე არშაკი და გაამეფა საკუთარი ძმა მირდატი. 36-51 - მირდატ იბერიელის მეფობა სომხეთში. 37 - პართიის მეფემ არტაბან III-მ დიდი ჯარი გამოგზავნა სომხეთის დასაბრუნებლად თავისი ვაჟის ოროდის სარდლობით, ქართველებმა ფარსმან II-ის წინამძღოლობით სასტიკად დაამარცხეს პართიელები, თვით ოროდი მძიმედ დაჭრეს. სომხეთი იბერიელებს დარჩათ. 40-41 - სომხეთის მეფის მირდატ იბერიელის სტუმრობა რომს, იმპერატორებთან კალიგულასთან და კლავდიუსთან. 42 - რომის ომპერატორ კლავდიუსის ბრძანებით მირდატს დაემორჩილა მცირე სომხეთის მმართველი კოტისი. დაახლ.50 - მორიგი განხეთქილება ძმებს ფარსმან II-სა და მირდატს შორის. 51 - ფარსმან II-ის ბრძანებით სომხეთში ილაშქრა მისმა ვაჟმა ღადამმა (რადამისტმა), რომელმაც მოკლა ბიძა მირდატი და თვითონ გამეფდა სომხეთში. 51-54 - ღადამი (რადამისტი) იბერიელი სომხეთის მეფე (პირველად). 52 - ღადამის წინააღმდეგ გამოილაშქრა რომაელმა სარდალმა იულიუს პელიგნუსმა (რომაელებს არ მოეწინათ მირდატის ღადამით შეცვლა, რაც სომხეთის იბერიასთან კიდევ უფრო დაახლოებას მოასწავებდა), მაგრამ ღადამმა შეძლო მისი მოქრთამვა და პელიგნუსი თვითონ დაესწრო მის მეფედკურთხევის ცერემონიალს არტაქსატაში. 54 - ღადამს აუჯანყდნენ ქვეშევრდომი სომხები, იგი იძულებული შეიქმნა იბერიაში გაქცეულიყო, სიტუაციით ისარგებლა პართიის მეფე ვოლოგეზ I-მა და იქ თავისი ძმა თრდათი (თრადთ I) გაამეფა. 56 - ღადამმა მამის, ფარსმან II-ის დახმარებით გააძევა პართიელები და დაიბრუნა სომხეთის ტახტი. 56-59 - ღადამი სომხეთის მეფე (მეორედ). 59 - ფარსმან II-მ მეორე ცოლის ამაზასპუჰის ჩაგონებით მოაკვლევინა საკუთარი შვილი ღადამი. სომხეთის ტახტი იბერიისა და რომის შეთანხმებით დაიკავა ტიგრან V-მ. 60 - სომხეთში შეიჭრა პართიელი თრდათ I, გააძევა ტიგრან V და თვითონ დაჯდა მეფედ. 61 - იბერია და რომი არ შეურიგდნენ სომხეთის დაკარგვას, ფარსმან II-მ და რომაელთა სარდალმა დომიციუს კორბულონმა ერთად ილაშქრეს სომხეთში, გააძევეს თრდათ I და ტახტზე ისევ ტიგრან V დააბრუნეს. (ამ ლაშქრობის შედეგად ფარსმანმა იბერიას შეურეთა ჩრდილოეთ სომხეთის რამდენიმე ოლქი). 62 - პართიის მეფე ვოლოგეზ I-მა მეორედ ილაშქრა სომხეთში, გააძევა ტიგრან V და ისევ თრდათ I დასვა ტახტზე. ამიერიდან დიდი ხნით (422 წლამდე) სომხეთში დამკვიდრდა პართიული არშაკუნიანების დინასტია. სომხეთი პართიის ვასალი გახდა. დაახლ.68-76 - მირდატ IV (ფლავიუს დადე) ღადამის ძე იბერიის მეფე. 69 - დიდი აჯანყება პონტოსა და კოლხეთში რომაელთა წინააღმდეგ ანიკეტის ხელმძღვანელობით, აჯანყების ცენტრი ქ.ტრაპეზუნდი იყო. რომის იმპერატორმა ვესპასიანემ აჯანყება ჩაახშო. ანიკეტი კოლხეთის მთებში გაიქცა, მაგრამ ღალატით შეპყრობილ იქნა. დაახლ.70-90 - დასავლეთ საქართველოში რომის გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ძველი კოლხას ნანგრევებზე ყალიბდება რამდენიმე სამთავრო: ლაზების, აბაზგების, აფშილების და სანიგების. დაახლ.75-76 - ომი იბერიის ტახტისთვის მირდატ IV ღადამის ძესა და მირდატ V ფარსმან II-ის ძეს შორის. მირდატ V-მ ეგრისელთა და რომაელთა დახმარებით გადამწყვეტ ბრძოლაში რეხთან დაამარცხა მირდატ IV და იბერიის მეფე გახდა. დაახლ.76-120 - მირდატ V ფარსმანის ძე იბერიის მეფე. დაახლ.76-85 - მირდატის მცირეწლოვნობის ხანაში იბერიას რეგენტის სახით მართავს დედამისი ამაზსაპუჰი. 76 - არმაზციხეში აღმოჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ ამ წელს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტუსმა და დომიციანემ იბერიის მეფე მირდატს მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს. 114 - ქართველთა რაზმი მირდატ V-ის ძმის ამაზასპის მეთაურობით მონაწილეობს რომის იმპერატორ ტრაიანეს ლაშქრობაში პართიის წინააღმდეგ. დაახლ.120-170 - ფარსმან III ქველი მირდატის ძე იბერიის მეფე. დაახლ.120-140 - დასავლეთ საქართველოში ძლიერდება ლაზიკეს სამეფო, რომელიც იმორჩილებს დანარჩენ სამთავროებს. დაახლ.125 - ფარსმან III ლაშქრობს სომხეთში, ალბანეთსა და კაბადოკიაში. დაახლ.130 - ფარსმან ქველმა განიმტკიცა ჰეგემონობა ამიერკავკასიაში, მან ჩრდილოკავკასიელ ტომებთან კავშირში გააძევა როგორც პართიელები, ისევე რომაელები. დაიმორჩილა და ვასალად გაიხადა სომხეთი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. 134-135 - საქართველოში მოგზაურობს ცნობილი რომაელი ისტორიკოსი ფლავიუს არიანე. 144 - რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს-პიუსის მიწვევით რომში სტუმრად ჩადის ფარსმან III ოჯახითურთ. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლიზეუმში. ანტონინუს-პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. დაახლ.145-155 - მალახა ლაზიკეს მეფე. დაახლ.150 - პართიის მეფის ვოლოგეზ III-ის ლაშქრობა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან III-მ სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი. დაახლ.155 - პართიელთა მეორე ლაშქრობა ფარსმანის წინააღმდეგ, იბერიის მეფემ ქართველთა და სომხეთა ერთობლივი ძალებით კვლავ დაამარცხა მტერი. დაახლ.155-175 - ბაკური ლაზიკეს მეფე. დაახლ.160 - ფარსმან III ძლევამოსილად ლაშქრობს პართიის წინააღმდეგ, ამარცხებს ვოლოგეზ III-ს და მის დედაქალაქ კტესიფონსაც კი იღებს. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა. დაახლ.170-200 - ქსეფარნუგი იბერიის მეფე. დაახლ.180 - ამ დროისთვის უნდა იყოს გაკეთებული წარწერა ცნობილი სერაფიტის საფლავის ქვაზე. დაახლ.200-230 - ფარსმან IV იბერიის მეფე. 224 - ირანში არშაკიდული დინასტია იცვლება სასანიდურით. დაახლ.230-265 - ამაზასპი იბერიის მეფე. დაახლ.235 - გაძლიერებული ლაზიკეს სამეფო იტაცებს იბერიის ტერიტორიებს კლარჯეთს და ოძრხეს. 243 - ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ ალან-ოსები, იბერიის მეფე ამაზასპმა და სომხეთის მეფე ხოსროვ II-მ ერთიანი ძალებით მუხრანთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და გადარეკეს კავკასიონს იქით. დაახლ.250 - გარმანული ტომების გოთების თავდასხმა დასავლეთ საქართველოზე, მათ მიერ ქ.დიოსკურიის დანგრევა. 253 - სასანიდური ირანის შაჰმა შაბურ I-მა დაიპყრო სომხეთი და იქ თავისი ძე ჰორმიზდ-არდაშირი (მომავალი შაჰი) გაამეფა. დაახლ.255 - ირანელთა ლაშქრობის შედეგად ამაზასპი იძულებული ხდება აღიაროს შაჰის უზენაესობა და რომთან კავშირზე ხელი აიღოს. ამავე პერიოდში ამაზასპმა თავისი და მიათხოვა სომხეთის მეფეს ირანის ტახტის მემკვიდრეს ჰორმიზდ- არდაშირს. 262 - იბერიის მეფე ამაზასპი, მისი დის ქმარი ჰორმიზდ-არდაშირი და ამ უკანასკნელის ვაჟი ჰორმიზდაკი მოხსენიებულნი არიან შაბურ I-ის ე.წ. ''ზოროასტრის ქააბას'' წარწერაში. დაახლ.265 - ამაზასპი გადაუდგა ირანელებს, მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს სასანიდი ჰორმიზდაკი (თვით ამაზსაპის დისწული, ძე ჰორმიზდ-არდაშირისა და შვილიშვილი შაჰ შაბურ I-სა). ეს ჰორმიზდაკი ქართველებისთვის ცნობილია რევ მართალის სახელით. დაახლ.265-537 - სასანიანთა დინასტია იბერიაში. დაახლ.265-285 - რევ მართალი (ჰორმიზდაკი) იბერიის მეფე. 272 - შაბურ I-ის გარდაცვალების შემდეგ ირანის ტახტზე ავიდა ჰორმიზდ I (ჰორმიზდ-არდაშირი) რევ მართალის მამა. დაახლ.275 - იბერიაში ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება (მანიქეველობა) იქადაგა ვინმე მარ-ამომ თვითონ მანის მოწაფემ. დაახლ.285-335 - მირიან რევის ძის (წმ.) მეფობა იბერიაში. 294 - ირანის შაჰმა ნარსემ ილაშქრა ამიერკავკასიაში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა იბერიის, სომხეთის და ალბანეთის ირანისადმი ქვეშევრდომობა. 298 - მირიან მეფე, როგორც ირანის ქვეშევრდომი, იბერთა ჯარით მონაწილეობს ნიზბისის ბრძოლაში ირანის შაჰ ნარსესა და რომის იმპერატორ გალერიუსს შორის. ბრძოლაში ირანელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს, რის შედეგადაც დაკარგეს სირია და მესოპოტამია. მირიანმაც დრო იხელთა და ირანის მორჩილებიდან თავი დაიხსნა. იბერია კვლავ რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' ხდება. 300 - მირიან მეფე რომაელთა დახმარებით ეომება ოსებს და სხვა ჩრდილოკავკასიელ მომთაბარეებს. უფფ რამდენი ჩამომოწერია. სად ვერ ხედავ ქართველთა ტომებს, ქართველებს და საქართველოს ერთი ეგეც ამიხსენი? ისე მანდ სომხების ვაჯკაცობებიცაა ნახსენები. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
დავით ივერიელი |
Sep 3 2007, 08:03 PM
პოსტი
#53
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
აი ამ ტემას რაღა დუდღუნი უნდა ვერ გავიგე... აბო რადგან აღესრულა თბილისში პირდაპირი გაგებიტ ეწოდა მას თბილელი.....
თბილელი მხოლოდ და მხოლოდ თბილისში აღსრულებული.... იოანე ზედაზნიდან არ ყოფილა მაგრამ ზედაზნელად მოიხსენიება -------------------- მერე რა რომ . . .
|
S a l l y |
Sep 6 2007, 06:01 PM
პოსტი
#54
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
მეგობრებო,თემას ნუ გადაუხვევთ...საქართველოს ისტორიის განხილვა შეგიძლიათ შესაბამის განყოფილებაში
-------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
დავითი |
Sep 6 2007, 07:14 PM
პოსტი
#55
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: ნიუ იორკი წევრი № 700 |
წმინდანები არ იყოფებიან ისე ტომობრივი ნიშნით.
წმინდანად თუ აღიარებ ადამიანს, ესე იგი ღმერთთან არის წმინდანი (ყოველ შემთხვევაში ეს იგულისხმება ამ სიტყვაში), ხოლო ღმერთი არ ასხვავებს პიროვნებებს ტომობრივი ნიშნით. ეს მთლიანად მიწიერი მოვლენაა, და სრული სისულელეა საუბარი წმინდანების წარმოშობაზე. |
მართა |
Sep 6 2007, 07:19 PM
პოსტი
#56
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
საქართველოს დიდება არსებობს ერთი ასეთი საოცრად ლამაზი ხატი სადაც ყველა ქართველი წმინდანია აბოც იქაა,ვინაიდან იგი წმინდანად სწორედ ჩვენმა ეკლესიამ შერაცხა
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მარიამი |
Sep 6 2007, 07:19 PM
პოსტი
#57
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
წმინდანები არ იყოფებიან ისე ტომობრივი ნიშნით. წმინდანად თუ აღიარებ ადამიანს, ესე იგი ღმერთთან არის წმინდანი (ყოველ შემთხვევაში ეს იგულისხმება ამ სიტყვაში), ხოლო ღმერთი არ ასხვავებს პიროვნებებს ტომობრივი ნიშნით. ეს მთლიანად მიწიერი მოვლენაა, და სრული სისულელეა საუბარი წმინდანების წარმოშობაზე. ეგ გასაგებია, მაგრამ მაინც არსებობს ტერმინი: ქართველი წმინდანები, რუსი წმინდენები, სერბი წმინდანები და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. და ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მე არა-ქართველი წმინდანის მიმართ არ უნდა ვილოცო ან ნაკლებად შემეწევა. თუმცა ყველა ერი თავის წმინდანებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ვერც ამაში ვხედავ ცუდს ვერაფერს. რა გასაკვირია, რომ თამარობა საქართველოში უფრო მეტად იდღესასწაულონ, ვიდრე, ვთქვათ, საბერძნეთში? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დავითი |
Sep 6 2007, 11:08 PM
პოსტი
#58
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: ნიუ იორკი წევრი № 700 |
ეგ გასაგებია, მაგრამ მაინც არსებობს ტერმინი: ქართველი წმინდანები, რუსი წმინდენები, სერბი წმინდანები და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. და ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მე არა-ქართველი წმინდანის მიმართ არ უნდა ვილოცო ან ნაკლებად შემეწევა. თუმცა ყველა ერი თავის წმინდანებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ვერც ამაში ვხედავ ცუდს ვერაფერს. რა გასაკვირია, რომ თამარობა საქართველოში უფრო მეტად იდღესასწაულონ, ვიდრე, ვთქვათ, საბერძნეთში? კი, მაგრამ ამ შემთხვევაში არაბები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაგებენ პატივს აბო თბილელს და თუკი საერთოდ ამ პიროვნების ისტორიას გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ მის წარმოშობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის უბრალოდ ადამიანი, რომელმაც თავი დადო ქრისტიანობისათვის. ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე ეს არის და ეს. თუ გნებავთ, იგი იყო ეროვნებით არაბი ადამიანი, მაგრამ არის ქართველი წმინდანი. აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის. აი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ორი ერთად შეუძლებელია, და იმისათვის რომ ქართველ წმინდანად ჩაითვალოს აუცილებელია თავის არაბობაზე უარი ეთქვა, ეს უკვე მისი პრობლემაა . |
მარიამი |
Sep 6 2007, 11:15 PM
პოსტი
#59
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
დავითი
გეთანხმები -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
kato_Bato |
Sep 6 2007, 11:26 PM
პოსტი
#60
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ეს უბრალოდ ასე ვთქვათ, პატივის მიგების ქართველებისეული გზა იყო, რომ აბოს "თბილელი" უწოდეს, რაკი "უცხოი უცხოითა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეემეცნა" .. და ეს არ იყო მარტო სარწმუნოებისთვის თავის დადების მაგალითი, ეს "სტიმული" იყო მთელი ერისთვის განმტკიცების და გაძლიერებისთვის.. იმ მცირე მართლმორწმუნე ადამიანებისთვის რომლებიც, როგორც იოანე საბანისძე წერდა,_ "შიშთა განილევიან და ირყევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო".
რა თქმა უნდა ეს უდიდესი საქმე იყო უფლის წინაშე აღსრულებული და მოწამეობა, მაგრამ საქართველოსთვის ამას ეროვნული მნიშვნელობაც ჰქონდა. ამიტომ ამ ყველაფრის გამო უწოდეს მას თბილელი. წაშლილი იყო ზღვარი მისი უცხოობისა. ისევე როგორც ქრისტეს რჯულის დატევება უდრიდა მაშინ სამშობლოს ღალატს. ასე მისი მიღება უდრიდა ჩვენი ქვეყნის ჩვენი ხალხის გაძლიერებას და "მისიანობას", რადგან ქვეყნის ღალატს სწორედ რჯულის უარყოფით აიძულებდნენ მტრები ქართველებს. არაბებისთვის არ ჰქონია ამას ისეთი მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ჩვენ მოწამეს კი არ ვართმევთ აგარიანებს, უბრალოდ "პატივს მივაგებთ" მას "შინაურად, ჩვენიანად ვიღებთ" ასე ვთქვათ, ამ წოდებით იმ ღვაწლისთვის, რომელმაც მაშინ ქართველობას და ჩვენს ეკლესიას გაუმაგრა წელი. ეს ამბავი ეკლესიებში იკითხებოდა და იქადაგებოდა, რომ ყველას მაგალითად ჰქონოდა. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი