ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან? |
გიორგი |
Jul 19 2009, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ბიოლოგიაში, ევოლუცია ეწოდება ორგანიზმთა ამა თუ იმ პოპულაციის გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას ერთი თაობიდან მომდევნო თაობამდე.
მოსაზრება, რომ ცოცხალი სამყარო და მასში შემავალი ყველა სახეობა განვითარდა ერთმანეთისგან გამომდინარე გარდაქმნის ანუ ტრანსმუტაციის გზით, წარმოიშვა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში ანუ 2600 წლის წინათ. ეს აზრი პირველად გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა ანაქსიმანდრემ. ცხადია უძველეს დროში არ არსებობდა ბიოლოგიის, გენეტიკის ან თუნდაც ფიზიკის ცოდნა და მისგან გამომდინარე დათარიღების მეთოდები, მაგრამ ამგვარი მოსაზრება გაჩნდა ელემენტარული ლოგიკის შედეგად: ყველა ცოცხალი ორგანიზმი მეტ-ნაკლებად, ფიზიკურად წააგავს ერთმანეთს, მათ შორის ადამიანიც. ადამიანი განსაკუთრებით კი გავს მაიმუნს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის პრინციპულად გავს ყველა ძუძუმწოვარს, რადგან გააჩნია პრაქტიკულად იგივე ორგანოები (ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, ოთხი კიდური და ასევე იდენტური შინაგანი ორგანოები, სტრუქტურულად 90% იდენტურია). ანაქსიმანდრეს შემდეგ მრავალი სხვადასხვა სწავლული თუ ფილოსოფოსი ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას ანუ ევოლუციის თეორიას, რომ ცოცხალი სამყაროს ყველა სახეობა ფორმირდა ევოლუციის შედეგად, რომლის ერთ-ერთ ბოლო საფეხურზე (ამ მომენტისთვის) ადამიანი ფორმირდა მაიმუნისგან. ცხადია იმ დროისათვის ეს ზედაპირულ ლოგიკას ემყარებოდა მხოლოდ, რომ ცხოველები ფუნქციურად წააგავენ ერთმანეთსაც და ადამიანსაც. შემდეგ დროთა განმავლობაში ამ იდეამ საფუძველი გაიმყარა და მისი საკმაოდ სერიოზული მიმდევრები იყვნენ ჩარლზ დარვინი და ჟან-ბატისტ ლამარკი. კვლევები ამ მიმართულებით ახალ ფაზაში მხოლოდ XX საუკუნეში შევიდა, როდესაც ოსვალდ ეივრიმ დაამტკიცა, რომ დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და შესაბამისად დაკვირვებადია. ამის შემდეგ წინა პლანზე გადმოვიდა მოლეკულური ბიოლოგია. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ევოლუციური ბიოლოგია, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა ცოცხალ არებას/სახეობას საერთო წინაპარი - პირველი სიცოცხლე ჰყავდა. თანამედროვე ევოლუციური ბიოლოგია დასაშვებად მიიჩნევს გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას დროთა განმავლობაში. (იცვლება ნუკლეოტიდთა მიმდევრობა და შესაბამისად კოდირებული ინფორმაცია) თანდათანობით ნათელი ხდება, რომ ერთი სახეობისგან სრულიად შესაძლებელია მეორე სახეობის წარმოშობა. ბევრი მეცნიერი იზიარებს ქრომოზომების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობასაც. ....მაგრამ მოდით და ცოტა ხანი თავი დავანებოთ მიკრობიოლოგიას და ამ საქმეში გასათვითცნობიერებლად მივმართოთ სხვა დისციპლინებსაც, რომ უფრო ნათელი სურათი წარმოვიდგინოთ. დედამიწა შეიქმნა 4.54 მილიარდი წლის წინათ. ამას ამტკიცებს გაცილებით ზუსტი მეცნიერებები ვიდრე ბიოლოგიაა. დედამიწაზე სიცოცხლე შეიქმნა 3.8 მილიარდი წლის წინ. ვისთვისაც ეს რიცხვები მარტო სახელები არ არის და რეალურად გააჩნია იმის შეგრძნება რას ნიშნავს "სამი ათას რვაასჯერ მილიონი" (ანუ 3.8 მლრდ) წელიწადი, მაშინ როდესაც უძველესი ეგვიპტე მხოლოდ "ახლახანს", ოთხი ათასი წლის წინ არსებობდა, ის თავისთავად და ლოგიკურად მივა იმ დასკვნამდე რომ მართლაც მოხდა ევოლუცია. უბრალოდ სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ დედამიწაზე რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, უცვლელი და სტატიკური სიცოცხლე იყო და სრულიად უცვლელად დაიბადა, ბუდე აიშენა, იცოცხლა და დაიღუპა ცოცხალი ორგანიზმების ტრილიონობით თაობა... და რომ ღმერთი, ევოლუციის გვერდის ავლით, ყოველგვარი ბიოლოგიური ცვლილებების გარეშე, შიგადაშიგ (პირობითად ვთქვათ ყოველ 300 მილიონ წელიწადში ერთხელ), ამ 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწაზე მოავლენდა/გააჩენდა რაღაც ახალ-ახალ ცხოველთა, ფრინველთა თუ მცენარეთა სახეობებს მზა მდგომარეობაში, რომლისგანაც არაფერი სხვა აღარ წარმოიშობდა და შესაბამისად ისინი იცხოვრებდნენ და გადაშენდებოდნენ, რაღაც უზარმაზარი დროის შუალედების, ასეულობით მილიონი წლის შემდეგ და ასევე პერიოდულად დედამიწაზე გაჩდებოდნენ მზა, ახალი სახეობები, რაღაც "პირდაპირი" გზებით. ამიტომ არის, რომ "კრეაციონისტები" ებღაუჭებიან სამყაროს და დედამიწის სულ რაღაც ვითომ 7 ათას წლიან ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოლოგიას არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს ბიოლოგიასთან და ევოლუციასთან, მისი მოშველიებით კიდევ უფრო უმყარდება საფუძველი ევოლუციის თეორიას, რადგან თავი რომ დავანებოთ ბიოლოგიურ კვლევებს და მის შედეგებს, პირდაპირ, ლოგიკურად და ეფექტურად არის მორგებული, დედამიწის რამოდენიმე მილიარდწლიანი ასაკი ევოლუციის უზარმაზარ და წარმოუდგენლად ხანგრძლივ პროცესთან. ამის და მიუხედავად მაინც არ ტყდება ადამიანთა გარკვეული კატეგორია და ვინაიდან სხვა გზას აღარ უტოვებს კოსმოლოგიის და ფიზიკის სიზუსტე, აცხადებს, რომ მართალია რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა, მართალია რომ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა, შესაბამისად მოხდა ევოლუციაც, ცოცხალი სახეობები ერთმანეთის გარდაქმნის გზით ფორმირდნენ და სიცოცხლე ამ გზით განვითარდა და მოვიდა დღემდე, მაგრამ ადამიანი არ წარმოშობილა მაიმუნისგანო და ადამიანი არის 7 ათასი წლისო. ეს არის ტოტალური აბსურდი. აბსოლუტური ულოგიკობა და არათანმიმდევრულობა. ამას ჯობია ისევ "კრეაციონისტული" მიდგომა და იმის მტკიცება (მართალია სრული მარაზმია, მაგრამ თანმიმდევრული მაინც არის) რომ სამყაროც და დედამიწაც 7 ათასი წლის არის. ახლა დროებით თავი დავანებოთ ბიოლოგიასაც, კოსმოლოგიასაც, თეორიებსაც და პირდაპირ განვიხილოთ რა არის აღმოჩენილი და რა ნივთმტკიცებულება გვიჭირავს ხელში. აქვე დავუმატებდი, რომ თავის ქალის ან სხვა ძვლების, ნაშთების, სხვადასხვა სამუშაო იარაღების, ხელოვნების ნიმუშების და ა.შ. დათარიღება არის ძალიან კომპლექსური, მრავალმხრივ მეთოდებს ეფუძნება, დაწყებული ნახშირბადიდან, გაგრძელებული გეოლოგიურ-შრეობრივი დათარიღება, ატომური მეთოდი - რადიოაქტიური ნივთიერებების ნახევრად დაშლის და ა.შ. გენეტიკური კოდი იმ დონეზეა გაშიფრული, რომ დნმ-ის ანალიზით შესაძლებელია შესაბამისი ძვლის, ნაშთის მქონე არსების მთლიანი მოცულობითი რეკონსტრუქცია. პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ ადამიანი არსებობდა 200.000 წლის წინ. პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ 400.000, 500.000, 600.000, 700.000, 1.000.000, 1.500.000, 1.800.000 წლის წინ არსებობდნენ რაღაც არსებები, რომლებიც ფიზიკური აღნაგობით წააგავდნენ, როგორც ადამიანს ისე სხვადასხვა ჯიშის მაიმუნებს და თანაც, რაც უფრო ახალია შესაბამისი არსების თავის ქალა, ის უფრო ახლოს დგას ადამიანთან და რაც უფრო ძველია მით უფრო ახლოს დგას მაიმუნთან. ფოტოსურათი01: ”ლომის ქანდაკება” ასაკი: 32.000 წელი (დაახლოებით 5-ჯერ მეტი 7.000-ზე) ფოტოსურათი02: ”ცხენის გამოსახულება” ასაკი: 16.000 წელი (დაახლოებით 2-ჯერ მეტი 7.000-ზე) ფოტოსურათი03: ”ქალის ქანდაკება” ასაკი: 28.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე) ფოტოსურათი04: ”სალამური” ასაკი: 50.000 წელი (დაახლოებით 7-ჯერ მეტი 7.000-ზე) ფოტოსურათი05: ”შრომის იარაღი” ასაკი: 30.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე) აი, უამრავი ფაქტი იმისა, რომ ადამიანი ქმნიდა შრომის იარაღებს, კულტურის ნიმუშებს და ა.შ. ათეულობით ათასი წლის წინათ. არავითარი 7,000... სისულელეა ეს... ფოტოსურათი06: ”ჰომოსაპიენსი, თავის ქალა” ასაკი: 90.000 წელი (დაახლოებით 13-ჯერ მეტი 7.000-ზე) თავის ქალა ზუსტად იდენტურია თანამედროვე ადამიანის. იგი ეკუთვნის გონიერ ადამიანს. ფოტოსურათი07: ”თანამედროვე ორანგუტანი (მაიმუნი), თავი ქალა” ასაკი: თანამედროვე ფოტოსურათი08: ”ჰომოერექტუსის, თავის ქალა” ასაკი: 1.800.000 წელი აი, ეს უკვე ევოლუციის თვალსაჩინოებაა. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ 1.800.000 წლის თავის ქალა, რომელიც ეკუთვნის არსებას, რომელსაც ”ჰომოერექტუსი” (იგულისხმება ორ ფეხზე მდგარი) ეწოდება და არის რაღაც შუალედური ფორმის თანამედროვე ადამიანსა (იგივე ჰომოსაპიენსი) და ორანგუტანის მაიმუნს შორის. ჰომოერექტუსს რაღაცნაირი წინ წამოწეული კბილები აქვს, მაგრამ მთლად ორანგუტანის ნაირი - არა, მაღლა ამოწეული თვალის ფოსოები და ა.შ. ისედაც კარგად ჩანს ყველაფერი. ასე რომ რაც უფრო მეტი დრო გადის სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება ევოლუციის და ამიტომ ნუ მივეცემით ფსევდომეცნიერებებს, ნუ გადავყრით (ვერც გადავყრით რომ გვინდოდეს) ამდენ ფაქტს წყალში, ნუ დავხუჭავთ თვალს სიმართლეზე, ნუ მოვატყუებთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე სხვასაც. ისე, მე მინდა რომ სამყაროს, ადამიანსაც, ფართომეცნიერულ დიაპაზონში შეხედოთ. ნუ ჩაიციკლებით მაინცდამაინც მარტო ბიოლოგიაში ანდა პალეონტოლოგიაში. მეცნიერების ყველა დისციპლინის მიღწევას გადახედეთ, დაალაგეთ ერთად, დააკავშირეთ ლოგიკურად და თავისთავად გამოჩნდება რომ ევოლუციის თეორია მართალია. გახედეთ, გალაქტიკების გროვას, რომელიც 10 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა დედამიწიდან ანუ სინათლე 10 მილიარდი წელი (2-ჯერ მეტი დედამიწის ასაკზე) მოგზაურობდა კოსმოსში სანამ დედამიწამდე მოვიდოდა, იმას ვხედავთ ზუსტად ისეთს, როგორიც 10 მილიარდი წლის წინ იყო და ეს სინათლე მაშინ გამოსხივდა ამ ობიექტიდან, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი. და ამის შემდეგ, როგორ უნდა გეგონოს, რომ სამყარო 7,000 წლის არის...? სასაცილოა ეს სატირალი რომ იყოს... ჰოდა თუ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა და აქედან 3,7 მილიარდი წელია სიცოცხე არსებობს მასზე, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ევოლუციის გარეშე, თუ რეალური შეგრძნება გავთ ამ რიცხვების და პერიოდის ხანგრძლივობის? და მაინც, თუ არ გჯერათ ევოლუციის, რა ალტერნატივა არსებობს სხვა? როგორ და რა მექანიზმებით წარმოგიდგენიათ ცოცხალი სამყაროს და ბოლოს ადამიანის შექმნა? ე.ი. რა გამოდის? ვაღიარებთ, რომ დედამიწა 5 მილიარდი წლისაა, ვაღიარებთ რომ შეიქმნა გაზ-მტვეროვანი ნისლეულის ბრუნვით და გაციებით (პრინციპში ვარსკვლავთა სხვა სისტემები ამ წამსაც წარმოშობის პროცესში არიან ანალოგიური გზით და ეს კარგად ჩანს ელექტრონული ტელესკოპის ფოტოგრაფიებში) და მერე უცბად ამ გრავიტაციული და თერმული პროცესებით მიღებულ დედამიწაზე უცბად გაჩნდნენ თევზები, მერე იყვნენ ეს თევზები და არაფერი არ ხდებოდა ასე 300-400 მილიონი წელი (2000-ჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდი ვიდრე ჰომოსაპიენსი არსებობს), მერე უცბად ახალი ტალღა მზა გაჩენების და უცბად ფრინველები გაჩდნენ უამრავი რაოდენობით, ერთდროულად და უცვლელად, მერე მილიონობით თაობა დაიბადა და მოკვდა და ასე სადღაც მილიარდი წლის მერე უცბად გაჩდნენ ძუძუმწოვრები, ყველა ერთად და უცვლელად, მზა მდგომარეობაში თუ როგორ? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? რა მექანიზმებით? რა პროცესებით? ანდა თუ ასე ერთბაშად ჩნდებოდა ერთდროულად ძუძუმწოვრების ათასობით სახეობა (რაც გაცილებით რთული სტრუქტურაა ვიდრე ვარსკვლევების წყალბად-ჰელიუმის თერმობირთვული სფეროები) მაშინ რატომ იქმნება ასე თანდათანობით და ნელ-ნელა ვარსკვლავთა სისტემები? ხომ უნდა მოვახდინოთ არა ამ ყველაფრის უნიკალური უნიფიკაცია? ბიბლიაში წერია, რომ ადამიანი თიხის/ტალახის მოზელით შეიქმნა. მართლა ბუკვალურად გესმით ეს ყველაფერი? თუ კი მაშინ მიპასუხეთ რომელი ხელებით მოზილა ღმერთმა ის თიხა, სად ჰქონდა ძველ აღთქმაში ღმერთს ფიზიკური ხელები და არტომ არაფერი არსად წერია ამის შესახებ? და თუ ბუკვალურად არ გესმით ეს ყველაფერი მაშინ რა ცვლის თიხას, რა მექანიზმს მოიაზრებთ თიხის უკან? როგორ წარმოგიდგენიათ ყველაფერი? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მხევალი ნინო |
Jul 20 2009, 12:07 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გიო, ბოლომდე ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ ვიზიარებ, რადგან მე ზუსტად არ ვიცი სამყაროს წარმოშობის დასაწყისი და შესაბამისად დღევანდელი მდგომარეობით ასაკი.
თუმცა, ვთვლი ჩემი რელიგიური რწმენიდან და არა მოხლოდ აქედან გამომდინარე, რომ ადამიანი შეიმქნა სრულყოფილ არსებად, ღვთის ხატად და მსგავსად და მისი წინაპარი არ ყოფილა მაიმუნი. ისე დარვინის თეორია, მაიმუნის მსგავს ადამიანებზე საუბრობდა და არა ორაგუტანგებზე. მე ეს ცოტა სხვანაირად მესმის, პირველყოფილ ტომებს, რომ გადახედო, სულო ცოდვილო, ჰგვანან მაიმუნებს, მაგრამ ჰგვანა და არა არიან. მაიმუნი ცხოველია, ადამიანი მმცენარე ნუ ეს ხუმრობით, მაგრამ გაუპარსავი, თამოშვებული, ველურ ბუნებასი გაზრდილი და შესაბამისი გარეგნული ნიშნების ადამიანი, ჰ გ ა ვ ს მაიმუნს, მაგრამ ადამიანია მოკლედ, შენ ხომ გაბერე ჩემო მეგობარო, მეც აგყევი მეორე ხმაში ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რომ გაბერეზე არ ავარდები -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
k@the |
Jul 20 2009, 12:43 AM
პოსტი
#3
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გიორგი
მაგ პოლში, სადმე ღმერთი რომ გვეხსენებინა მართლმადიდებლურ ფორუმზე, არ შეიძლებოდა? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
გიორგი |
Jul 20 2009, 01:06 AM
პოსტი
#4
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
k@the
ციტატა მაგ პოლში, სადმე ღმერთი რომ გვეხსენებინა მართლმადიდებლურ ფორუმზე, არ შეიძლებოდა? არა. და ეს შეგნებულად გავაკეთე. აქ ლაპარაკია მხოლოდ ერთ ძალიან კონკრეტულ რაიმეზე - ფ ო რ მ ა ც ი ა ზ ე. როგორც კი ღმერთს ახსენებ მაშინვე მოყვება ამას დაპირისპირებები - "ღმერთმა შექმნა თუ მაიმუნისგან წარმოიშვა?" - რაც სასტიკად არ მიყვარს. არ მიყვარს იმიტომ, რომ საკითხის ასე დაყენება არასწორად მიმაჩნია. ე.ი. რა გამოდის? თუ მაიმუნისგან ფორმირდა ადამიანი ღმერთს აღარ შეუქმნია? აბა, ვინ შექმნა მაიმუნმა? ანდა იგივე მზე, წყალბადის და ჰელიუმის უზარმაზარი კონცენტრაციით და გრავიტაციული შეკავშირებით რადგან შეიქმნა ამიტომ ღმერთს არ შეუქმნია? ამ თემაში არ უნდა იქნას განხილული პირველმიზეზები და თავდაპირველი საწყისები და ნებელობის საკითხები. აქ იხილება ფორმაციის მექანიზმები ძალიან კონკრეტულ დონეზე. მხევალი ნინო ციტატა მისი წინაპარი არ ყოფილა მაიმუნი მაიმუნიო? და პირველი ცოცხალი უჯრედი არ იყო ნეტავი ადამიანის წინაპარი, რომელიც 3.8 მლრდ წლის წინ შეიქმნა? და რაიმე მეცნიერული კონტრ-არგუმენტი თუ გაქვს, რომ ადამიანი არ ფორმირდა მაიმუნისგან? კარგი, თუ ევოლუციას არ ეთანხმები როგორ წაროგიდგენია ადამიანის ფორმირება? არაფრიდან გაჩნდა პირდაპირ? უცბად "მოიყვანეს" დედამიწაზე მაშინ როდესაც დანარჩენი ცხოველები ევოლუციით ფორმირდნენ თუ როგორ წარმოგიდგენია ეს პროცესები? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
k@the |
Jul 20 2009, 01:06 AM
პოსტი
#5
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ჰოო? მაშინ
ასაკზე წარმოდგენა არ მაქვს. შექმნა ღმერთმა. უმნიშვნელოდ ფორმირდა, დამოუკიდებლად, გარემო პირობების გავლენის ქვეშ, ერთგვარი ადაპტაცია შეიძლება ეწოდოს. ეგრე ვერა? მაშინ საკითხი რომ ასე დავსვათ, რამდენი წლისაა მაიმუნი? როგორ წარმოიშვა? და სამი წერტილი, შენი პოლლ რო გადმოვწეროთ? რას იტყვი მაიმუნზე? მიმუნი შექმნა ღმერთმა? თუ როგორ წარმოიშვა? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
გიორგი |
Jul 20 2009, 01:28 AM
პოსტი
#6
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
k@the
ციტატა რამდენი წლისაა მაიმუნი? 25-30 მილიონის. ციტატა როგორ წარმოიშვა? ევოლუციით ფორმირდა საერთო პირველპრიმატისგან ლემურის-ტიპის ძუძუმწოვრებისგან. და ა.შ. და ეს ყველაფერი ანუ ფორმაციის მექანიზმები, ძალიან არგუმენტირებული და დასაბუთებულია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
sable |
Jul 20 2009, 01:31 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ჰოო? მაშინ ასაკზე წარმოდგენა არ მაქვს. შექმნა ღმერთმა. უმნიშვნელოდ ფორმირდა, დამოუკიდებლად, გარემო პირობების გავლენის ქვეშ, ერთგვარი ადაპტაცია შეიძლება ეწოდოს. ეგრე ვერა? მაშინ საკითხი რომ ასე დავსვათ, რამდენი წლისაა მაიმუნი? როგორ წარმოიშვა? და სამი წერტილი, შენი პოლლ რო გადმოვწეროთ? რას იტყვი მაიმუნზე? მიმუნი შექმნა ღმერთმა? თუ როგორ წარმოიშვა? ევოლუციონისტების მიხედვით ეგეც ევოლუციის შედეგია, ჩვენ ყველა მაიმუნისგან კი არა საერთოდ ამებისგან მოვდივათ მაიმუნებიც, ადამინაებიც დინოზავრებიც და რავიცი. ეხლა გეიგე რა ხდება -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
გიორგი |
Jul 20 2009, 01:33 AM
პოსტი
#8
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
k@the
ციტატა ეგრე ვერა? ვერა. არგუმენტაციას არის მოკლებული. მე ხომ არ მიკითხავს ვინ შექმნა... მე ვიკითხე როგორ ფორმირდა? რისგან? რა პროცესებით და მექანიზმებით? ვინმემ რომ გკითხოს მზე როგორ ფორმირდაო რას უპასუხებ წყალბადის და ჰელიუმის მასების გრავიტაციის ძალებით შეკავშირებით და თერმობირთვული პროცესებითო თუ ღმერთმა შექმნაო... არ გეკითხებიან ვინ შექმნა, გთხოვენ პროცესის აღწერას და კონკრეტული ფაქტებით არგუმენტირებას. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
iako |
Jul 20 2009, 01:38 AM
პოსტი
#9
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
რამდენი წლისაა ადამიანი ამაზე პასუხი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მაიმუნისგან წარმოშობას კი ვუარყობ.
რატომ მაინცდამაინც მაიმუნი გამოარჩია ღმერთმა ადამიანის წარმოსაშობად? ნუთუ დამოუკიდებლად ვერ შექმნიდა მთელი სამყაროსგან სრულიად განსხვავებულ არსებას? და რატომ მაინცდამაინც მაიმუნის შთამომავლობის გადარჩენა სურს მას? -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
გიორგი |
Jul 20 2009, 01:39 AM
პოსტი
#10
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
sable
ციტატა ევოლუციონისტების მიხედვით ეგეც ევოლუციის შედეგია, ჩვენ ყველა მაიმუნისგან კი არა საერთოდ ამებისგან მოვდივათ მაიმუნებიც, ადამინაებიც დინოზავრებიც და ეს ყველაფერი გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, ნივთმტკიცებებით და ზოგადლოგიკურ დასაბუთებას და დასაყრდენს იძლევა კოსმოლოგია და ფიზიკა, რომელიც სამყაროს და დედამიწის ასაკს ძალიან მაღალი სიზუსტით, შესაბამისად 13,7 და 4,54 მლრდ წლით ათარიღებს, რასაც ბუნებრივად ერგება ევოლუცია. კრეაციონიზმი მარტო 7,000 წლიან სამყაროში თუ იქნება მეტ-ნაკლებად ლოგიკური, რაც თავისთავად აბსურდია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
sable |
Jul 20 2009, 01:44 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable და ეს ყველაფერი გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, ნივთმტკიცებებით და ზოგადლოგიკურ დასაბუთებას და დასაყრდენს იძლევა კოსმოლოგია და ფიზიკა, რომელიც სამყაროს და დედამიწის ასაკს ძალიან მაღალი სიზუსტით, შესაბამისად 13,7 და 4,54 მლრდ წლით ათარიღებს, რასაც ბუნებრივად ერგება ევოლუცია. კრეაციონიზმი მარტო 7,000 წლიან სამყაროში თუ იქნება მეტ-ნაკლებად ლოგიკური, რაც თავისთავად აბსურდია. კი ეგ არის მაგრამ მაინცდამაინც თვალის ევოლუციას ვერ პასუხობს ეგ თეორია და არა მარტო თვალის! არც სამყაროს დათარიღება 14 მლრდ წლით მთლად ზუსტი, მაგაზე ბევრი მოსაზრებებია. ხვალ კიდე რა აღმოჩნდება კაცმა არ იცის. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
გიორგი |
Jul 20 2009, 01:51 AM
პოსტი
#12
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
iako
ციტატა მაიმუნისგან წარმოშობას კი ვუარყობ. და გაქვს კონკრეტული არგუმენტები? ციტატა რატომ მაინცდამაინც მაიმუნი გამოარჩია ღმერთმა ადამიანის წარმოსაშობად? რა უცნაური კითხვაა... რატომ მაინცდამაინც დედამიწა გამოირჩია ღმერთმა სიცოცხლისა შესაქმნელად და არა მერკური ან იუპიტერი? ციტატა ნუთუ დამოუკიდებლად ვერ შექმნიდა მთელი სამყაროსგან სრულიად განსხვავებულ არსებას? შექმნიდა თუ ვერ შექმნიდა აქ შესაძლებლობებს ხომ არ ვიხილავთ? ჩვენ უფრო ის გვაინტერესებს რეალურად რა მოხდა. ისე მზეს ვერ შექმნიდა დამოუკიდებლად? რატომ დასჭირდა სხვადასხვა ნივთიერებები მის შესაქმნელად? ანდა დედამიწას ვერ შექმნიდა მარტო, რატომ შექმნა ამდენი პლანეტები, მათი თანამგზავრები და უამრავი ასტეროიდი? გაქვს ამ კითხვებზე პასუხი? მე-არა. და შესაბამისად არც იმაზე მაქვს პასუხი თუ რატომ შეიქმნა ადამიანი მაიმუნისგან, მაგრამ ვხედავ რომ შეიქმნა, ისევე როგორც შეიქმნა უამრავი პლანეტა და ვარსკვლავი სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზით. ციტატა რამდენი წლისაა ადამიანი ამაზე პასუხი ნამდვილად არ ვიცი ისე, ადამიანის ფორმირების ასაკიც, მართალია არაპირდაპირ, მაგრამ სწორედ ევოლუციაზე მიუთითებს. sable ციტატა არც სამყაროს დათარიღება 14 მლრდ წლით მთლად ზუსტი, მაგაზე ბევრი მოსაზრებებია. +/-10%.... სხვა რა? შეიძლება არსებობდეს მოსაზრება, რომ სამყარო არის 11-12 მლრდ წლის ვთქვათ, მაგრამ დანარჩენი სისულელეა... სისულელეა ისიც, რომ სამყარო თუნდაც 500 მლნ წლის არის. მაშინ კვაზარებს ვერ უნდა ვხედავდეთ. ციტატა ხვალ კიდე რა აღმოჩნდება კაცმა არ იცის. არაფერი ისეთი, რაც პრინციპულად შეცვლის არსებულ რეალობას. კონკრეტული კორექტირებები კი ბატონო... ციტატა თვალის ევოლუციას ვერ პასუხობს ეგ თეორია და არა მარტო თვალის რა თვალის ევოლუციას ვერ პასუხობს? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
G_I_O_R_G_I_ |
Jul 20 2009, 02:00 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ზოგადად ამ თავის ქალების აღმოჩენაზე შეხედულება სულ დამეკარგა დისქავერის ერთი გადაცემის შემდეგ რომელიც მიძღვნილი იყო აღმოჩენათა გაყალბებაზე.მაგ ათას რვაასიანი წლების ბოლოს იმ დროისთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა თავის ქალებისა რომელიც დარვინის თეორიის ყველაზე უფრო დამადასტურებელი იყო 100 წლის შემდგომ გაირკვა რომ მეცნიერებს სინამდვილეში მაიმუნის თავის ქალები უპოვიათ და მისთვის ყბის ძვლები მოუქლიბიათ და ადამიანის თავის ქალას დაუმსგავსებიათ.სხვა რამდენიმე ფაქტი გაყალბებისა რომელიც დღევანდელი დროის ექსპერტიზამ დაადასტურა.(ეს ზოგადად რომ იყო ასეთი ფაქტებიც. ზოგი მეცნიერი რას არ იკადრებს ნებისმიერ სიყალბეს სინამდვილედ გაასაღებს რომ საკუთარი სახელი გაითქვას )
ნახშირბადის დათარიღებაზე ერთია აღსანიშნავი რომ მაგ ტურინის სუდარა ყველამ ვიცით რომ ნამდვილია და მისი ასაკი 2000 წელია ხოლო მეცნიერებმა ამ მეთოდით გამოკვლევისას ხან რა შედეგი მიიღეს ხან რა და უფრო გააბატონეს ის შეხედულება (ათეიზმიდან გამომდინარე) რომ ვითომ ათასი წლისაა ტურინის სუდარა. რაც შეეხება საკითხს გარდა მაიმუნისა რომელიც ერთი მცირე რგოლია ევოლუციური ჯაჭვისა სხვა სახეობებზე ( რგოლებზე) გარდამავალი ფორმები ერთი სახეობიდან მეორეში არაა ნაპოვნი მაგ ფეხეიანი თევზი ამაზეც იყო მიძღვნილი ერთი ბიბისის არხზე გადაცემა.და უამრავი ფილმიებია ბიბისიზე თუ დისქავერზე თეორიებისა ურთიერთ გამომრიცხავი და ურთიერთ დაპირისპირებული და სხვა თეორიებიც სამყაროს შექმნისა მაგ ასევე ერთი გადაცემა იყო დიდი აფეთქებისა და დარვინის თეორიის დროითი შეუთავსებოლის ,დროითი კონფლიქტის შესახებ რომ ერთი თეორია გამორიცხავს მეორეს. ანუ საბოლოოდ იმის თქმა მინდა რომ მეცნიერებას კიდევ ბევრი აქვს აღ მოსაჩენი და ვერსიები სამყაროს შექმნისა თუ ადამიანის წარმოშობისა მაინც უფრო თეორიის დონეზე რჩება. |
sable |
Jul 20 2009, 02:01 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable +/-10%.... სხვა რა? სხვა ის რომ სამყარო მუდმივია და რომ ის არ შეიძლება კონკრეტულ და მოცემულ მომენტში შექმნილიყო, თუნდაც 15 მლრდ. წლის უკან. რა თვალის ევოლუციას ვერ პასუხობს? თვალის ევოლუცია როგორ წამოგიდგენია თქო, მაგას ვიძახი?! -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
გიორგი |
Jul 20 2009, 02:11 AM
პოსტი
#15
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
sable
ციტატა სხვა ის რომ სამყარო მუდმივია და რომ ის არ შეიძლება კონკრეტულ და მოცემულ მომენტში შექმნილიყო, თუნდაც 15 მლრდ. წლის უკან. სტატიკური სამყაროს თეორიას სულ უფრო და უფრო ნაკლები მიმდევარი ჰყავს, განსაკუთრებით CBM-ს აღმოჩენის შემდეგ. ჰაბლის კანონიც ძალიან ძლიერი არგუმენტია "დიდი აფეთქების" თეორიისთვის. თუმცა სამყარო თუ სტატიკურია (რაც თითქმის გამორიცხულია, მაგრამ მაინც) დედამიწა მაინც რჩება 4,54 მილიარდი წლის დაუსაბამო სამყაროს შემადგენლობაში და ევოლუციისთვის იგივე დრო რჩება ზუსტად, იგივე სცენარისთვის. ციტატა თვალის ევოლუცია როგორ წამოგიდგენია თქო, მაგას ვიძახი?! როგორც სხვა ყველა დანარჩენი. ნუკლეოტიდების ცვალებადობით. G_I_O_R_G_I "დისქავერის" და "ნეიშენალ ჯეგრაფიქს" საერთოდ არაფერი არ დაეჯერება. სად მეცნიერება და სად მაგათი მოყვანილი ფაქტები, რომ ვითომ ხან რაღაც გააყალბეს, ხან უცხოპლანეტელები დღე-დღეზე კარს მოგვადგებიან და ხან არ არსებობენ თურმე. ეგ არის პოპულარულ ენაზე, ხალხის მასებზე გათვლილი გადაცემები, სადაც როგორც ყველა სხვა ტელევიზიაში მთავარი პოპულარობაა და არა ობიექტურობა. ერთი პერიოდი ისეთი გადაცემაც გაუშვეს დედამიწა 7,000 წლისააო, მაგრამ კი არ დავიჯერე ეგ უაზრობა. ეტყობა აწყობდათ იმ მომენტში. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
sable |
Jul 20 2009, 02:19 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
გიორგი
არის კიდევ ერთი გამოკვლევა 2007 წელს არის გამოსული შესაბამისი მონოგრაფია; ავტორები: პოლ სტეინჰარდტი და ნეილ თუროქი ,,უსასრულო სამყარო'', სადაც გატარებულია ეწ ,,ციკლური სამყაროს თეორია'', განიხილება როგორც ერთ-ერთი ალტერნატივა დიდი აფეთქების თეორიის. ისე ორივე ცნობილი ფიზიკოსია ერთი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან მეორე პრესტონიდან თუ არ ვცდები, მართალია ამ თეორიას როგორც ერთ-ერთი მიმოხილვევი წერდა (ფიზიკოსი) შეიძლება დიდი აფეთქების თეორიის შემცვლელი არ ვუწოდოთო მაგრამ მაინც საკმაოდ დამაფიქრებელიაო. Endless Universe: Beyond the Big Bang - Paul J. Steinhardt and Neil Turok -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
გიორგი |
Jul 20 2009, 02:28 AM
პოსტი
#17
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
sable
ასე თუ ისე ეს ყველაფერი უკვე ღრმა კოსმოლოგიაა. მიუხედავად იმისა თუ რომელია სწორი, აქ დედამიწისთვის ისევ ისე რჩება ყველაფერი. ცოცხალი სამყარო განვითარდა 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში. არის სხავადსხვა კონკრეტული ნივთმტკიცებულებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ევოლუციის თეორია მართალია. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ ცოცხალი სამყაროს ევოლუციას ალტერნატივა არ გააჩნია, არ არსებობს სხვა მეცნიერული თეორია, რომელიც ცოცხალი სამყაროს განვითარების სხვა გზას დაგვანახებდა. ის რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ფორმაციის მექანიზმის არგუმენტი არ არის. თავის მხრივ არც მეცნიერება გამორიცხავს რომ ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა. აქ კონკრეტულ პროცესებზეა ლაპარაკი, სადაც ევოლუცია უბრალოდ უალტერნატივოა. ციტატა Endless Universe: Beyond the Big Bang ეს უკვე ძალიან შორს დგას ცოცხალი სამყაროს ევოლუციისგან, მაგრამ საერთოდ თეორიები, რომლებიც "დიდი აფეთქების" მიღმიერ პროცესებს აღწერენ მაინცდამაინც არ ეწინააღმდეგებიან თვითონ "დიდ აფეთქებას". ის უბრალოდ შემდეგი ეტაპია, მიღმიერი, გაცილებით რთული სამყაროსი, სადაც დრო არ მოქმედებს და მრავალგანზომილებაში მერხევი სიმები განასახიერებენ ჩვენთვის კარგად ნაცნობ კვარკებს და საერთოდ ეს უკვე სუპერსიმების და M-თეორიის საფუძვლებია, რომელსაც უკვე მაიმუნთან აღარანაირი კავშირი არა აქვს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
Jul 20 2009, 09:09 AM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მე ყველაზე მთავარ კითხვაზე არ მაქვს პასუხი ევოლუციაში:
როდესაც არსებობენ ცხოველთა სამეფოს (kingdom) ათიათასობით ჯიში, როგორ არ არსებობს არცერთი გარდამავალი სახეობა, მაგ. რეპტილიიდან ფრინველისკენ, ფრინველიდან ძუძუმწოვრისკენ? ანდა არსებობს ძალიან ცოტა - მაგ. ღამურა... პირველი უჯრედი, რაც გაჩნდა, მცენარეული იყო თუ ცხოველური? რაც იყო, როგორ ტრანსფორმირდა? ადამიანის მაიმუნისგან წარმოშობას კიდევ პრინციპულად ვეწინააღმდეგები. განა იმიტომ, რომ ღმერთს რატომ სხვა გზით არ შეეძლო ადამიანის შექმნა-მეთქი. არამედ იმიტომ, რომ ადამიანი შექმნილი ღმრთის ხატად, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს: ა) თავისუფალი ნება, ბ) დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, გ) შემოქმედების უნარი. ეს სამი უმთავრესი მახასიათებელი კი ევოლუციურად ვერ განვითარდება. ასე რომ, ადამიანი: ა) შექმნილია დამოუკიდებლად (უფრო ვვარაუდობ, რომ სამოთხის დაკარგვის შემდეგ ის ამ სამყაროში "ჩამოაგდეს" შუამდინარეთის ადგილას) ბ) უმაღლესად განვითარებულ პრიმატს შთაებერა ღმრთის უკვდავი სული (და შეიძლება ეს იყოს სწორედ "თიხისგან გამოძერწვა", ანუ არსებული ნივთიერებისგან შექმნა) თორემ სამყარო რომ მარტივიდან რთულისკენ განვითარდა, ეს მართლმადიდებლური დოგმატური სწავლების ნაწილია......... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Jul 20 2009, 09:46 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კი ეგ არის მაგრამ მაინცდამაინც თვალის ევოლუციას ვერ პასუხობს ეგ თეორია და არა მარტო თვალის! არც სამყაროს დათარიღება 14 მლრდ წლით მთლად ზუსტი, მაგაზე ბევრი მოსაზრებებია. ხვალ კიდე რა აღმოჩნდება კაცმა არ იცის. მილიარდობით წელი ძალიან კარგად დასაბუთებულია ერთის მხრივ ამას ასაბუთებს კოსმოლოგიური დაკვირვება და მეორეს მხრივ მისგან დამოუკიდებელი რადიო დათარიღება უძველესი მეტეორიტების ხოლო რაც შეეხება დიდ აფეთქებამდე (დ.ა.) "პერიოდს" და იგივე Paul J. Steinhardt -ს გამოკვლევებს, ეს არაფრით არ მოდის დ.ა. თეორიასთან წინააღმდეგობაში - ეგ არის ე.წ. გაფართოება არსებული მოდელის. ანუ მაგ მოდელის ფარგლებშიც სამყარო არსებობდა დიდ აფეთქებამდე, მაგრამ აფეთქება ამის მიუხედავად მაინც მოხდა. ჩვენ ამ მომენტს ვუწოდებთ ჩასახვას და დროსაც იქიდან ვითვლით მეორეს მხრივ, არაა გამორიცხული, რომ სამყარო არსებობდა დიდ აფეთქებამდეც, მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს სფერო ძალიან რთულად შესამოწმებელია, რადგან იმისთვის რომ დაინახო თავად დიდი აფეთქების მომენტი გჭირდება გრავიტაციული ტალღები, როლებიც მოდიან აფეთქების მომენტიდან და რომლებიც ყველაზე სუსტად ურთიერთქმედებენ ნივთიერებასთან და ამ დროის განმავლობაში (14 მილიარდი წელი) ყველაზე ნაკლებად ჩაიხშობოდნენ. ამაზე მიდის კვლევა და არსებობს პროექტი ლიზა, რომელიც აპირებს მოახდინოს ე.წ. პრაიმოდიალ გრავ ტალღების დეტექტირება და ასე ვთქვათ სურათი გადაუღოს აფეთქების მომენტს. ჩვენ დღესდღეობით შეგვიძლია დავინახოთ ელექტრომაგნიტური ანუ რადიო გამოსხივება, რომელიც ფორმირდა დიდი აფეთქების მონენტიდან 300000 წლის შემდეგ. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს სამყაროს სურათი, მისი დაბადებიდან 300000 წლის შემდეგ იხილე აქ: http://www.google.com/imgres?imgurl=http:/...snum=1&ct=image ხოლო ვინაიდან ფოტონები უფრო ადრეულ ეტაპზე ძალიან ბმულები იყვნენ მატერიასთან და ვერ სხივდებოდნენ ჩვენ ვერ "შევდივართ" უფრო ღრმად. ამისთვის გრავ ტალღები მისწრებაა. ახლა წარმოიდგინე რამდენად რთულია თავად დიდი აფეთქების დანახვა და მით უმეტეს მის უკან გასვლა....ეს ამ ეტაპისთვის სპეკულაციაა სერიოზული. მეორეს მხრივ, სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ სამყაროს ყველაზე ჰარმონიულ ახსნას გვთავაზობს აფეთქების მოდელი, თუმცა მისი მოდიფიკაცია არაა გამორიცხული, რომ აფეთქებამდეც იყო რაღაც, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა ეს მოდიფიკაცია ამბობს, რომ აფეთქება მოხდა. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Giorgi- |
Jul 20 2009, 01:10 PM
პოსტი
#20
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
გიორგი
როდესაც ამბობ მაიმუნისგან წარმოიშვაო, ერთი რომ გაღიზიანებას იწვევს ადამიანებში და მეორეც გინდ დაიჯერე და გინდ არა, მაგრამ ეგ არავინ არ იცის პირველყოფილი ადამიანი არ იყო ისეთი სახით, როგორიც დღესაა და შეიძლება უფრო ჰგავდა ცხოველს (თუნდაც მაიმუნის მსგავსს) ანუ თუ ევოლუციას გავყვებით მაიმუნის კონკრეტული ჯიშების დასახელება სისულელეა ალბათ იყო სხვანაირი ადამიანი/ცხოველი და ერთხელაც (არა ერთ წამში) ტრანსფორმაცია განიცადა და შეიქმნა ისეთად, როგორიც დღეს არის (თუმცა ფიზიკურად მაინც ოდნავ განსხვავებული). დღევანდელი სახე მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუნდაც 300 წლის წინანდელთან ჩემი აზრით თიხის მოზელვაში და ადამიანად შექმნაში სწორედ ეს გარდაქმნა იგულისხმება, როდესაც მას მიეცა სული, თავისუფალი ნება, ინსტიქტებს+ გონება ქრისტიანობაში და ძველ აღთქმაშიც ეს მტავარი პრინციპია ხაზგასმული, რომ ადამიანად შეიქმნა და არა ის, თუ როგორ შეიქმნა და რა მიკროელემენტები და ქრომოსომები და ა.შ. ანუ მორწმუნისათვის ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს რელიგიური კუთხით ეს სავარაუდო თარიღები და ა.შ. და მეცნიერებისათვის რასაკვირველია საინტერესოა და მორწმუნესაც შეიძლება აინტერესებდეს მეცნიერულად რელიგიასა და მეცნიერებას შორის მუდმივი პარალელების ძიება, რბილად რომ ვთქვათ მცირედმორწმინეობაა. მე უხეშად შევადარებ, როდესაც ღვთის მადლს გრძნობ და თანამოსაუბრე გთხოვს მეცნიერულად დაუმტკიცო პ.ს. ისე მე ერთი მეგობარი მყავს ყველანაირად ასაბუთებს, არათუ მაიმუნისგან წამოვიდა, არამედ თვაისი საქციელით და შეგნებით დღესაც მაიმუნიაო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი