IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
kinoteli
პოსტი May 20 2010, 11:29 PM
პოსტი #201


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(A.v.B @ May 20 2010, 10:08 PM) *

ყველაზე დიდი დანაშაიული კაცობრიობის ისტორიაში უფლის ჯვარცმა... იუდამ კი დაიწყო გაყიდა იესო და თავის მოკვლით კიდე საბოლოოდ უარყო ღმერთი... მაგრამ ჯვარს ვინ აცვა ?? იუდა ყვიროდა ჯვარს აცვით.. ჯვარს აცვითო ?? ისე იუდამ 30 ვერცხლის გამო უარყო ღმერთი და დღეს კიდევ ეეჰ.....
ისე მგონი ჩვენც(მე) ხშირად ვღალატობთ ღმერთს sad.gif

"ყოველ დილას მე ღალატით ვიწყებ,
ყოველ საღამოს ვამთავრებ ჯვარცმით"


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 04:18 PM
პოსტი #202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,961
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რატომ არ შეუშალა ღმერთმა ხელი იუდას თავისი ბინძური საქმის შესრულებაში? ამას ბოლომდე ვერავინ მიხვდება, თუმცა სხვადასხვა განმარტება არსებობს: ეს რომ არ ჩაედინა, იუდა საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებას ვერ მოახდენდა, საკუთარ პიროვნებას ბოლომდე ვერ შეიცნობდა, რაც აუცილებელია ადამიანის მარადიული ხვედრის გადასაწყვეტად. მეორე განმარტებით, იუდას ბოროტებას საბოლოო ჯამში სიკეთე - უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლა, აღდგომა და ამაღლება მოჰყვა. იუდა რომ არ ყოფილიყო, სხვა გამოჩნდებოდა - გამყიდველს რა დალევს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2018, 08:32 PM
პოსტი #203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,961
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იუდას გულიც ისეთივე სიცივეს გამოსცემდა, როგორსაც მის სამოსში ჩამალული 30 ვერცხლი"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2018, 09:01 PM
პოსტი #204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,961
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაგონდება ჩემი სწავლის წლები. ჩვენ შორის იყვნენ სულიერი სტუდენტები, რომელნიც ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, საღმრთო წიგნებს კითხულობდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ეს სულიერება არ ეკარებოდათ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ისინი შემდეგში ცნობილი ათეისტები გახდნენ და ხალხს ათეისტური მოძღვრებით წამლავდნენ.

ისმება კითხვა: როგორ მოხდა, რომ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ათეისტი აღიზარდა? ეს მოხდა იმიტომ, რომ იგი არ იყო მოწოდებული ღვთისგან, გული მისი ბოროტებით იყო აღსავსე და მას არ განუცდია პროცესი სულიერი ამაღლებისა, ფერისცვალებისა. მართალია, ისიც ჩვენთან ერთად იძენდა ცოდნას, უსმენდა ლექციებს, კითხულობდა წიგნებს, მაგრამ მთავარი რამ აკლდა - ბოროტებისა და სიძულვილისგან განწმენდილი გული და შედეგიც საშინელი მივიღეთ.

ამიტომ მინდა, რომ თქვენ მთავარი ყურადღება სულიერებას მიაქციოთ, ხოლო ეს სულიერება უფალს უნდა სთხოვოთ, რადგან კარგად იცით, რომ ადამიანი უძლური არსებაა და ღვთის შემწეობის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. მაგრამ ამავე დროს არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ნებაც უნდა მოქმედებდეს, ჩვენც უნდა გვქონდეს სურვილი ფერისცვალებისა; თუ ეს სურვილი არ გვაქვს, უფალი ძალით ვერ გვაცხოვნებს.


გავიხსენოთ უფლის თორმეტი მოციქული. აქედან თერთმეტი გენესარეთის ტბის ნაპირას მცხოვრები მეთევზური იყო, მხოლოდ იუდა იყო სხვა სოფლიდან, კერძოდ ისკარიოტიდან, რომელიც ფერდობზეა შეფენილი. ცნობილია, რომ ისკარიოტელები გზაზე ჩამოდიოდნენ და ხალხს ძარცვავდნენ.

სულიერი ძალა სასწაულებრივი ქმედებისა, სხვა მოციქულთა მსგავსად, იუდასაც მიეცა; მასაც შეეძლო მკვდართა აღდგინება, ეშმაკეულისა და ავადმყოფთა განკურნება, მაგრამ მაინც დაიღუპა და დაიღუპა იმიტომ, რომ მასში არ მოხდა სინერგია ანუ ღვთაებრივი და ადამიანური ენერგიის შეერთება. უფალმა კი მისცა ძალა, მაგრამ თავად მან საკუთარი ენერგია სხვა გზით წარმართა. მხოლოდ სინერგიის შემთხვევაში ხდება ადამიანი სულიერი და მოაქვს საუკეთესო ნაყოფი".

/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2018, 05:43 PM
პოსტი #205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,961
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იესო ზრუნავდა თავისი მოწაფეების სულიერ სრულყოფილებაზე. როდესაც იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას მოციქულთა საერთო ყულაბა ჩააბარა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებისამებრ ეხარჯა ფული - საკუთარ თავს ხომ არ მოჰპარავსო.

საუბედუროდ, იუდას სულში არაფერი შეცვლილა, რადგან მისი ერთადერთი მიზანი გამდიდრება იყო. ხედავდა, რომ მაცხოვარი არ აპირებდა ებრაელთა მეფედ გახდომას და მისი გარჯა - იესოს ერთგულება და თავგამოდებული მიმდევრობა - ამაო აღმოჩნდებოდა, არც პატივს მოუტანდა და არც კეთილდღეობას, მეტიც - დევნილობაში მოუწევდა ცხოვრება. ამიტომ გადაწყვიტა, გაეცა მაცხოვარი, რათა ცოტათი მაინც ეხეირა."



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2018, 07:42 PM
პოსტი #206


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,961
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მღვდელმთავართაგან გამოგზავნილ რაზმს იუდა გამოეყო და ამბორით გასცა მოძღვარი...

უფალმა პირი არ იბრუნა მისგან და ამ სიტყვებით შეეცადა იუდას სინდისის გამოღვიძებას: - მეგობარო, რისთვის მოხვედი?

მაგრამ იუდას გულიც ისეთივე სიცივეს გამოსცემდა, როგორსაც მის სამოსში ჩამალული ვერცხლის 30 მონეტა..."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th October 2018 - 02:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი