თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ მირჩიეთ... დამაკვალიანეთ... პრობლემები...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 9 2008, 07:31 AM

თუ ვინმეს რაიმე რჩევა სჭირდება საზღვარგარეთთან დაკავშირებით, ან პრობლემა აქვს, გავუზიაროთ აქ ერთმანეთს.
იქნებ, ერთად შევძლოთ მათი გადაწყვეტა smile.gif






პ.ს. მსგავს პოსტებს მოვკრიბავ ამ თემაში...

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Feb 13 2008, 12:09 AM

დამხრება მჭირდება!!
თქვენგან რომელიმემ ხომ არ იცით კარგი ლინკი რომლითაც (ინტ.-ით)უცებ ბინის დასავლეთით(=KÖLN,DÜSSELDORF) მოძებნა შესაძლებელი იქნებოდა?
დიდი მადლობა წინასწარ


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 13 2008, 12:10 AM

monatrebuli fee
უი ბოდიში ანა, რომ აქამდე ვერ შევნიშნე. კი ვიცი
http://www.studenten-wg.de/angebote_lesen.html
აბა ეს საიტი ნახე, უნდა მიუთითო ქალაქი ჩამონათვალიდან.
შემეხმიანე თუ ვერ გაერკვევი. smile.gif



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 13 2008, 12:12 AM

ვფიქრობ, აქ უნდა იყოს ერთგვარი რჩევები ემიგრანტებისთვის, კანონები , წესები, უფლებები...

ძალიან კარგი თოფიქია, ვეძებთ იურისტს ვინც დაგვეხმარება smile.gif

იქართველეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 13 2008, 12:14 AM

KAIROS
მართალია, ასეც ჩავიფიქრე თავიდან. ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები და ათასი სხვა კიდევ.
ერთი ნაცნობი სწავლობს იურიდიულზე გერმანიაში და მინდა რომ ვთხოვო, როცა მოიცლის იქნებ დახედოს ხოლმე თემას.


ასე, რომ იმედია გავიხსნებით ასეთ პრობლემებზე smile.gif

პ.ს. ქართველი იურისტებიც მრავლად არიან ფორუმზე და ისინიც თუ გვირჩევენ რამეს უკეთესი. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2008, 01:39 AM

k@the

ციტატა
ქართველი იურისტებიც მრავლად არიან ფორუმზე


ალბათ, იგულისხმე: ქართული სამართლის მცოდნენი.... tongue.gif

მოკლედ, აქაურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით რაც დაგჭიდებათ, აგერ ვარ smile.gif

მოქალაქეობის მიღება, აღდგენა, უფლებები და ა.შ. smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 13 2008, 01:50 AM

ორმაგი მოქალაქეობის საკითხი როგორ დგას, დავით? ან თუ დასაშვებია და ვინმე მიიღებს, მამაკაცთათვის მაინც სავალდებულო ხდება ჯარში წასვლა? ე.ი. თუ აქვს ორმაგი მოქალაქეობა ვაჟს, ქართული და სხვა ქვეყნის,აუცილებელია სამხედრო ვალდებულების მოხდა მაშინ?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 13 2008, 03:06 AM

ციტატა
აქაურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით


კანონისტ, ვინმე გვინდა ვინც ევროპულ კანონმდებლობასაც იცნობს ახლოს,
საჭიროა რომ გააცნოს ჩვენს ემიგრანტებს თავიანთი უფლებები, ასევე კანონები, მოკლედ ყველაფერი... ეს აუცილებელია, ჯერჯერობით ვფიქრობ არ არსებობს არცერთი ვებ.გვერდი ვინც ამ საკითხით დაინტერესებულთ დააკვალიანებს...

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 13 2008, 11:12 AM

ციტატა(staywhite @ Feb 12 2008, 11:50 PM) *

ორმაგი მოქალაქეობის საკითხი როგორ დგას, დავით? ან თუ დასაშვებია და ვინმე მიიღებს, მამაკაცთათვის მაინც სავალდებულო ხდება ჯარში წასვლა? ე.ი. თუ აქვს ორმაგი მოქალაქეობა ვაჟს, ქართული და სხვა ქვეყნის,აუცილებელია სამხედრო ვალდებულების მოხდა მაშინ?


დავითის ნებართვით wink.gif მე გიპასუბთ, მაგრამ უამრავი კითხვა პასუხი რომ არ გამოგვივიდეს ამიტომაც გამოგიგზავნეთ საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ,PM-ზე, რომელიც მარტივ ენაზეა დაწერილი და თუკი რამე კითხვა (უკვე ნაცნობი კანონიდან) დაგებადებათ გვივგულეთ თქვენს სამსახურშიsmile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 13 2008, 11:24 AM

დიდი მადლობა , თემო smile.gif

ანუ არ ყოფილა ჯერ ორმაგი მოქალაქეობა,რაც ძალიან საწყენია.იქნებ ახლო მომავლში შეიცვალოს.

დანარჩენებსაც წავიკითხავ და თქვენის ნებართვით, კითხვებიც მექნება დარწმუნებული ვარ.

მადლობთ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2008, 12:12 PM

staywhite

ციტატა
ანუ არ ყოფილა ჯერ ორმაგი მოქალაქეობა

დაგიზუსტებ...

კონსტიტუციური ჩანაწერითაც და მოქალაქეობის კანონითაც ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს საქართველოს არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ ფაქტობრივად აქვს.... yes.gif

განგიმარტავთ რა და როგორ

საქმე ისაა, რომ 2004 წლის ცვლილებებამდე საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამ წესში გამონაკლისი არ დაიშვებოდა. ამიტომ, პირს რომ ჩვენი მოქალაქეობა მიეღო, ჯერ უარი უნდა ეთქვა მოქმედ მოქალაქეობაზე, წარმოედგინა ჩვენთან საბუთი, რომ ის არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ იყო და შემდეგ დაეწერა განცხადება მოქალაქეობის მიღებაზე. ეს კი, ხვდებით ალბათ, დიდ სირთულეებთან იყო კავშირში.

ამიტომ, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს წესი გააუქმა. დღეს, საქართველოს ხელისუფლება აღარ ელოდება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა დაიწყოს და დაასრულოს პროცედურები მოქმედი მოქალაქეობის გასაუქმებლად. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველს ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეს მხოლოდ განცხადების საფუძველზე, 6 თვეში მისცეს საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად გამოვა, რომ ამ მომენტიდან ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი იქნება

რაც შეეხება ამ ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნებას. ეს მთლიანად არის დამოკიდებული იმ ქვეყნის კანონმდებლობაზე, რომლის მოქალაქეც არის ამავდროულად საქართველოს მოქალაქე. თუკი ის ქვეყანა უკრძალავს თავის მოქალაქეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას, მაშინ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დაკარგავს პირვანდელ მოქალაქეობას. ხოლო თუკი ეს დასაშვებია, მაშინ - შეინარჩუნებს.

რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს. თუკი პირს, რომელიც ქართული კანონმდებლობით ექვემდებარებოდა ჯარში სავალდებულო გაწვევას (მამაკაცი, სრული ჯანმრთელობით, 18-დან 27 წლამდე) სამხედრო სამსახური გავლილი აქვს სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, სავალდებულო გაწვევას აღარ ექვემდებარება (საქ. კანონი "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ", მუხ. 29, პ. 1, "ბ")

kanonisti.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 13 2008, 12:22 PM

მადლობა, დავით smile.gif

მერე მაქვს კიდევ შეკიტხვები, წავიკითხავ ბოლომდე.

პოსტის ავტორი: ninaka36 თარიღი: Feb 13 2008, 04:42 PM

გამარჯობათ კართველებო!მე ვცხოვრობ ესპანეთში და დიდი პრობლემის წინაშე ვარ.მე რომელ ქალაქშიც ვიმყოფები არ არის მართლმადიდებლური ეკლესია და ძალიან მიჩირს სულიერად.როგორ მოვიქცე,იკნებ მირჩიოთ.შემიძლია ვილოცო კათოლიკურ ეკლესიაში?გუშინ სიზმარშიც კი ვნახე ეკლესია და დავდიოდი და ვეძებდი.რა ვიგონო?ცოდვაა კათოლიკურ ეკლესიაში ლოცვა?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 13 2008, 04:49 PM

ninaka36
ღმერთმა მოგცეს ძალა! კეთილი იყოს შენი ჩვენთან შემოსვლა.
ნინო, თუკი მართლმადიდებელი ხარ, სახლში იქნებ ერთი ხატი მოგეპოვებოდეს და მის წინ ილოცე. თუ ხატი არ გაქვს, მეშინ გულში წარმოიდგინე უფალი და ისე შესთხოვე რამ. ნუთუ აუცილებელია, სადმე წახვიდე რასაც ეკლესია ქვია? ღმერთი ყველგანაა და ჩვენს ლოცვას ყველგან შეისმენს. smile.gif
სხვა მეტი არ ვიცი მე რა გირჩიო. აქ ბევრი ჩემზე განსწავლულია მაგ საკითხში და ისინი გეტყვიან რამეს კიდევ.
თუკი რამით შემიძლია დაგეხმარო, შენს გვერდში მიგულე. მე გერმანიაში ვარ.
გფარავდეს უფალი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2008, 04:52 PM

ninaka36

ციტატა
შემიძლია ვილოცო კათოლიკურ ეკლესიაში?

სასურველია არა no.gif

ეცადე სახლში ილოცო და პერიოდულად, რამდენ ხანში ერთხელაც შეძლებ მეზობელ ქალაქში სადმე მიხვიდე მართლმადიდებლურში

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 13 2008, 04:57 PM

კოსოვოში მოსამსახურე ერთმა ფრანგმა სამხედრო ექიმმა ( სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს, ისე ახალი ამბავია) მართლმადიდებლობა მიიღო და მიტროვიცის მონასტერში მოინათლა, ის ამბობდა, 53 წლის კაცი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შესვლისას იგრძნო ღვთის მადლი, რაღაც სისხვანაირე, ვიდრე კათოლიკურში , ამის გამოც მივხვდი რაც უნდა მექნაო ...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 13 2008, 05:12 PM

ციტატა(ninaka36 @ Feb 13 2008, 04:42 PM) *

გამარჯობათ კართველებო!მე ვცხოვრობ ესპანეთში და დიდი პრობლემის წინაშე ვარ.მე რომელ ქალაქშიც ვიმყოფები არ არის მართლმადიდებლური ეკლესია და ძალიან მიჩირს სულიერად.როგორ მოვიქცე,იკნებ მირჩიოთ.შემიძლია ვილოცო კათოლიკურ ეკლესიაში?გუშინ სიზმარშიც კი ვნახე ეკლესია და დავდიოდი და ვეძებდი.რა ვიგონო?ცოდვაა კათოლიკურ ეკლესიაში ლოცვა?

აბა აქ, ბოლოში ნახე
http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/3.htm#12

პოსტის ავტორი: ninaka36 თარიღი: Feb 14 2008, 03:37 AM

უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო მხარდაჩერისათვის!ესეიგი კართული სული ისევ არსებობს.რაღაც დეფიციტი მაქვს ეკლესიაში ლოცვის და ამიტომაც შეგაწუხეთ.კიდევ ერთი მინდა დავამატო,რაც შეეხება ეკლესიას....ცამოსვლის წინ ეკლესიაში მივედი და მამაოს ვთხოვე დამლოცე მამაო ამხელა გზაზე მივდივარ,შვილებს ვტოვებ და ღმერთის წკალობა მჯირდებათკო.და არ დამლოცა.ჯერ მოუცლელობა მოიმიზეზა,მერე აღსარება უნდა ჩამაბაროო და უნდა გაზუაროო.დგემდე მაწუხებს და ვნერვიულობ და რამეში როცა არ მიმარტლებს,სულ ამაზე ვფიკრობ.თან ძალიან რთული გზა გამოვიარე....

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 14 2008, 03:44 AM

ninaka36
ღმერთი შეგეწიოთ ნინო. თუ რამენაირად შეგვიძლია თანადგომა გაგიწიოთ, ჩვენ აქ ვართ. ყველას ჩვენი მონატრება და გულისტკივილი გვაქ სამშობლოსაგან ათასობით კოლომეტრზე თან წამოყოლილი.
მესმის თქვენი, ეკლესიაში რომ გინდათ მისვლა. იქნებ მოვიძიოთ და მანდ ქალაქთან ახლოს იყოს მართლმადიდებლური ეკლესია. იმ ეკლესიის მამაოსთან რომ მიხვიდეთ და დალოცვა სთხოვოთ, ალბათ ერთგვარი შვება იქნება. მაგრამ თქვენს ლოცვას უფალი ისმენს და მოგცეთ ძალა, რომ ყველა განსაცდელს გაუძლოთ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 14 2008, 03:48 AM

ninaka36

ამავე განყოფილებაში არის მინიშნებული არაგონას და ბარსელონას
ქართული ეკლესიების და მოძღვრების შესახებ, არის მადრიდის ქართული სამრევლო, შემიძლია დაგაკვალიანოთ, ღმერთს ებარებოდეთ!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 14 2008, 01:45 PM

იქნებ რუსული ან სხვა ქვეყნის მართმადიდებელი ეკლესიები იყოს ახლოს. მანამდე კი სახლში ილოცე, ინტერნეტის მეშვეობით ბევრ სასულიერო ლიტერატურას მოიპოვებ, ისინი იკითხე, საგალობლებს უსმინე და გარკვეულად სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებ.

შემდეგ კი იქნებ სხვა ქალაქებში მოახერხო ჩასვლა,სადაც ქართული ეკლესიებია.
შეგეწიოს უფალი.

პოსტის ავტორი: ninaka36 თარიღი: Feb 20 2008, 11:32 PM

madlobt chemo kargebo mxardalerisatvis,dzalian damexmaret!shevdzleb gamosavalis modzebnas.cota davmshviddi.memgoni es tkveni damsaxurebaa.vgrdznob rom marto ar var!!!!!!! gaixaret mec tu rameshi gamogadgebit----aq var,tkveni mona morchili nini

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 20 2008, 11:55 PM

ninaka36
არაფრის ნინო, მარტო ნამდვილად არ ხართ. 2kiss.gif აქ ერთმანეთი გვყავს ჩვენც და ერთმანეთის ამბებს ვიზიარებთ. ერთად ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე.
მეც მშველის ძალიან აქ შეძენილ ადამიანებთან საუბარი smile.gif
ღმერთმა გაგაძლიეროთ!

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 21 2008, 12:21 AM

ემიგრანტებო ნუ გეშინიათ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და თქვენთვის ვლოცულობთ. უფალი თქვენთანაა. მალე დადგება ის დრო როცა დაუბრუნდებით მშობლიურ კერას. გამაგრდით , იცოდეთ სიძნელეები და წინააღმდეგობები ყვეგან დასდევს ჩვენ ცოდვილ ცხოვრებას, მათ შორის სამშობლოშიც. არ დაღონდეთ, ეს ერთგვარი გამოცდაა ცხოვრებისეული, რომელსაც მედგრად უნდა შეხვდე...

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Mar 6 2008, 12:00 PM

აბა ჩვენებურებოsmile.gif შევეცდები მისამართების დადებით იმ ქვეყნების საკანონმდებლო ბაზებს გაგაცნოთ სადაც იმყოფებით, აქ იპოვით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა თუ სხვადასხვა ლინკებზე გადასვლით ნორმატიულ მასალას, ვფიქრობ თქვენთვის საინტერესო ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს:

http://www.bundesgerichtshof.de/
გერმანიის უზენაესი სასამართლო


http://www.courtservice.gov.uk/
დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო


http://www.courdecassation.fr/
საფრანგეთის უზენაესი სასამართლო


http://www.supremecourtus.gov/
აშშ უზენაესი სასამართლო


http://www.scourt.gov.ua/
უკრაინის უზენაესი სასამართლო


ევრო საბჭო
http://www.coe.int/

პოსტის ავტორი: ninaka36 თარიღი: Mar 9 2008, 09:09 PM

temo dzalian gtxov espanetis uzenaesi sasamartloc gagvacani.shemtvis dzalian mnishvnelovania.....cinascar madlobas mogaxseneb. p.s. tan dges espanetshi archevnebia da velodebi raime siaxles.sapaterom minda gaimarjos.ikneb axali kanoni gamoushvas legalizaciaze da mec meshveleba....da chaval chems tbilishi,romelic uzomod menatreba

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 9 2008, 10:20 PM

ციტატა
espanetis uzenaesi sasamartloc


Hola, espero que usted situara uno sea útil esto,

esta los tribunales Espanol smile.gif

http://www.poderjudicial.es/eversuite/GetRecords?Template=default

¿Cómo acudir a los tribunales? - España

http://ec.europa.eu/civiljustice/case_to_court/case_to_court_spa_es.htm

Benedica del dios usted

KAIROS!

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Mar 10 2008, 04:55 PM

მგონი სხვაგან არ მოვხვდი smile.gif მოკლედ ზაფხულში ტაო-კლარჯეთში ვაპირებ წასვლას,ხომ არ იცით როგორ შეიძლება მოვხვდე ქალაქ ართვინში?სარფის ან ვალეს საბაჟოსთან ტაქსი მაინც ხომ არ არის რომელიც წამიყვანს?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 12 2008, 04:31 PM

gurulo
სალამი გურულს! smile.gif
ჩვენი ფორუმელები იყვნენ შარშან ტაო-კლარჯეთში. http://church.ge/index.php?showtopic=2512
მე არ ვყოფილვარ სამწუხაროდ, მაგრამ იმედია გამოჩნდება ხალხი და დაგაკვალიანებს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 24 2008, 06:20 PM

ხალხნო, გერმანიიდან რითი მიფრინავთ თბილისში და საიდან?
რაც გერმანია ექსპრესი აღარ დაფრინავს გაძვირებულია ძალიან ფასები კიოლნიდან, დავიბენი რითი წავიდე არ ვიცი unsure.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 24 2008, 09:23 PM

გამარჯობა, ყველაზე იაფია Lufthansa-s ბილეთები მიუნხენიდან. ღირს 270-300 ევრო, ოღონდ last minute ბილეთებია და თანაც მაქსიმუმ 2 კვირიანია. გიგზავნი აეროპორტის ფილიალის ტელეფონის ნომერს, საიდანაც შემდეგ შეგეძლება ბილეთ(ებ)ის აღება.
L'tur Tourismus AG
Telefon: 089 973-0 66 33
Fax: 089 970-5 29 59
არ დაგავიწყდეს, უნდა უთხრა რომ last minute ბილეთი გინდა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 24 2008, 10:03 PM

Bodbeli
დიდი მადლობა. მართლა კარგი შანსია 2 კვირით წასვლისათვის.
მე რო მეტი მინდა sad.gif. 2 კვირა ცოტაა, წელიწადში რამოდენიმეჯერ რომ ჩავდიოდე კიდევ შეიძლება...
ეხლა 3 კვირით მინდა ჩასვლა და ისე იქნებ ახალი წლისთვის კიდევაც მოვახერხო მაგ ავიახაზებით 2 კვირით smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 24 2008, 10:11 PM

გრძელ ვადიან ბილეთებზე, ჩემი იტალიური გამოცდილებით (გერმანია არ ვიცი) იქნებ რიგა სცადო, ეგ ახალი გზაა და ყველაზე იაფია, გადაჯდომით რათქმაუნდა, ასევე გადაჯდომით შედარებით იაფია სტამბული-ბათუმი/თბილისი...

http://www.airbaltic.com

turkish airlines

http://www.thy.com

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Apr 24 2008, 10:11 PM

k@the

თურქულ ავიაკომპანიას აქვს ბათუმში რეისი 300 ევროდ. ოღონდ არ ვიცი ყველა ქალაქიდან თუ დაფრინავენ.

ინტერნეტით შეგიძლია მოძებნო.ლინკი აღარ მახსოვს ,თუ გინდა გაგიგებ.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 19 2008, 10:45 PM

ვილნიუსის გავლით ყოფილა 340 ევრო თბილისი და უკან. მოიკითხე "ლატვია ეირლეინს"-ში (არა ლიტვა,ლატვია, ვილნიუსის მიუხედავად).

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 19 2008, 10:51 PM

KAIROS
iako
nana_007
მადლობა ყველას a025.gif თურქეთით ავიღე უკვე, სხვა მე რაც დრო მინდოდა ყველგან გაყიდული იყო უკვე, დავაგვიანე ბილეთის ყიდვა ცოტა smile.gif, მარა არაუშავს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 20 2008, 02:47 AM

ქეთ, შენ მალე მიდიხარ ხო? მე ივლისში, და ალბათ ბილეთზე აქედანვე უნდა ვიზრუნო... და ისა, პრაღიდან აღარ არის ხო ფრენა?
ანუ თბილისში არის ფრენა:
ავსტრია-ვენა.
გერმანია- ?
ჰოლანდია- ამსტერდამი
ლატვია-რიგა
ლიტვა- ვილნიუსი
თურქეთი - სტამბული

მიუწერეთ რა ფასები smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 20 2008, 03:23 AM

აი აირზენას ფასები

ამსტერდამი From 229 €
ფრანკფურტი From 229 €
პარიზი From 229 €
ვენა From 229 €

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 20 2008, 03:27 AM

KAIROS
ეჰ, მარტო ფასები იყოს, მთავარია ადგილები თუა თვითმფრინავში, მგონი ფეხზე დგომისაც გაყიდულებია მანდ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 20 2008, 03:31 AM

ციტატა
KAIROS
ეჰ, მარტო ფასები იყოს, მთავარია ადგილები თუა თვითმფრინავში, მგონი ფეხზე დგომისაც გაყიდულებია მანდ

ყველა? ყველა? sad.gif
კაი ახლა, 150 € ფრანფურტამდის და 300 $ საქართველომდის, მართლა რა შენი არ იყოს აქედან ინდოეთში გაფრინდები ზუსტად იგივე ფასით რაც საქართველოში ჩასვლას ჭირდება, სირცხვილია რა!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 20 2008, 03:35 AM

KAIROS
მაგას ვჩივი მეც! ერთი იაფი რეისი არაა ევროპიდან! ''ოთოს ბირი'' ჯდება თბილისში ჩაფრენა biggrin.gif biggrin.gif
ხოდა რომელი ტურისტი ჩამოვა, ქართველებიც კი წელიწადში ერთხელ ძლივს ჩავდივართ! sad.gif(

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 20 2008, 03:58 AM

ციტატა(k@the @ Apr 24 2008, 09:03 PM) *

Bodbeli
დიდი მადლობა. მართლა კარგი შანსია 2 კვირით წასვლისათვის.
მე რო მეტი მინდა sad.gif. 2 კვირა ცოტაა, წელიწადში რამოდენიმეჯერ რომ ჩავდიოდე კიდევ შეიძლება...
ეხლა 3 კვირით მინდა ჩასვლა და ისე იქნებ ახალი წლისთვის კიდევაც მოვახერხო მაგ ავიახაზებით 2 კვირით smile.gif

smile.gif ფორუმის დაბადების დღეზე არ რჩები ქეთევან?

ციტატა
მაგას ვჩივი მეც! ერთი იაფი რეისი არაა ევროპიდან! ''ოთოს ბირი'' ჯდება თბილისში ჩაფრენა
ხოდა რომელი ტურისტი ჩამოვა, ქართველებიც კი წელიწადში ერთხელ ძლივს ჩავდივართ!


preveds.gif აბა,ვიღა გაისქელებს ღიპებსა და ჯიბეებს საქართველოში,იაფი რომ გახადონ...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 22 2008, 11:59 PM

ციტატა(xornabujeli @ May 20 2008, 01:58 AM) *

smile.gif ფორუმის დაბადების დღეზე არ რჩები ქეთევან?

არ ვიცი გიორგი, გააჩნია დაბადების დღეს როდის გადაიხდიან, თუ ივლისის ბოლო შაბათ-კვირას მაშინ კი rolleyes.gif
თუ არა და სამებაში შეგყრით ერთად ჩემ სანახავად biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2008, 02:15 AM

ციტატა
ღიპებსა და ჯიბეებს

ღიპეები და ჯიბეები, ჯიპეები და ჯანდაბები მაგათ sad.gif
რა ამბავია კაცოუ, 680 € მითხრეს ამსტერდამითო...
ისე არის ერთი ძველი ხერხი, ჩაფრინდე სტამბულში, იქ სულაა ბილეთები და წახვიდე ავტობუსით, იქაც უნდა იყოს ბილეთები, ოღონდ საიდან და როდის მიდის ავტობუსები, არ ვიცი...

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 23 2008, 02:26 AM

ციტატა
ისე არის ერთი ძველი ხერხი, ჩაფრინდე სტამბულში, იქ სულაა ბილეთები და წახვიდე ავტობუსით, იქაც უნდა იყოს ბილეთები, ოღონდ საიდან და როდის მიდის ავტობუსები, არ ვიცი...


ტრაპიზონი არაა ძვირი კაიროს, თან იქვეა აეროპორტთან ავტობუსებიო და რამდენიმეჯერ გადიანო. მოიკითხე აბა,თუ კიდევ ასეა, უფრო კაი ვარიანტია.მახოსვს ამასწინათ მითხრა ერთმა გოგომ იაფიაო და ავტობუსის ამბავიც მისგან ვიცი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2008, 02:29 AM

ციტატა
ტრაპიზონი არაა ძვირი კაიროს, თან იქვეა აეროპორტთან ავტობუსებიო

ახ, საინტერესო იდეაა... დანქე!

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 24 2008, 03:19 AM

ციტატა(k@the @ May 22 2008, 10:59 PM) *

არ ვიცი გიორგი, გააჩნია დაბადების დღეს როდის გადაიხდიან, თუ ივლისის ბოლო შაბათ-კვირას მაშინ კი rolleyes.gif
თუ არა და სამებაში შეგყრით ერთად ჩემ სანახავად biggrin.gif

smile.gif შარშან ,როგორც მახსოვს 23-ივლისს იყო,მე მგონი წელსაც იგივე თარიღი იქნება.
შაიყრებიან ფორუმელები ამერ-იმერისანი... biggrin.gif

ციტატა
ღიპეები და ჯიბეები, ჯიპეები და ჯანდაბები მაგათ

მაგეები კი არა,თოხი და ბარი უფრო მოუხდებოდათ მაგათა laugh.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 24 2008, 03:24 AM

ციტატა
ტრაპიზონი არაა ძვირი კაიროს

მდაა, რაც ვნახე ბილეთები 150 € მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სტამბული, ნანა აბა მითხარი საიდანაა იაფი ტრაპიზონი?
ციტატა
,თოხი და ბარი

ოხრები მაგენი biggrin.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 24 2008, 03:35 AM

KAIROS

ფრანკფურტიდან დავფრინავ ტრაპიზონზეო,ასე მითხრა იმ გოგომ აგერ 1-2 თვის წინ. ისე, ლიტვა-ლატვიის ხაზებიც ნახე, გერმანიიდან იაფიაო, მიწერია ზემოტაც... რა საწყენია ამხელა სიძვირე sad.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: May 24 2008, 03:19 PM

ჩემმა დამ იპოვა სტუტტგარტი-პრაღა-თბილისი 430ევროდ ნახევარი თვის წინ. არ ვიცი ეხლაც თუ არის აქტუალური.
მისამართს გაგიგებ KAIROS იქნებ იტალიაც გქონდეს. და მოგცერ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 24 2008, 03:52 PM

ციტატა
პრაღა-თბილისი

მოიცა პრაღა თბილისი ისევ დაფრინავს? ეგ ხომ მაგარია biggrin.gif

პოსტის ავტორი: zTs777 თარიღი: May 27 2008, 12:30 PM

ციტატა(tamuna m @ Feb 13 2008, 02:12 PM) *

აბა აქ, ბოლოში ნახე
http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/3.htm#12


არა,არ მიხვიდე ... სახლში ილოცე გერჩივნოს...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 27 2008, 12:34 PM

ციტატა
აბა აქ, ბოლოში ნახე
http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/3.htm#12

არა,არ მიხვიდე ... სახლში ილოცე გერჩივნოს...

ჯიგარ, ადგილი შეგეშალა, თან იქ მოძღვრის მიერ კარგად იყო დაზუსტებული
"თუ კონკრეტულ კათოლიკურ ტაძარში რაიმე სიწმინდეა (განხეთქილებამდე რომელიმე წმინდანის წმ. ნაწილები, ხატი ან სხვა), მაშინ შეიძლება ამ სიწმინდეების წინაშე ლოცვა", სულ ახლახანს მოგვიწია ასეთ ტაძარში ლოცვა წმიდა ნაწილების წინ სინოდის სამ წევრთან ერთად... ასე რომ, სჯობს მოძღვარს მოუსმინოს ხომ? smile.gif
აქ თემის შესაბამისად წერე...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 27 2008, 12:39 PM

KAIROS

ციტატა
"თუ კონკრეტულ კათოლიკურ ტაძარში რაიმე სიწმინდეა (განხეთქილებამდე რომელიმე წმინდანის წმ. ნაწილები, ხატი ან სხვა), მაშინ შეიძლება ამ სიწმინდეების წინაშე ლოცვა"

yes.gif

თბილისის მარიამის ამაღლების კათოლიკური კათედრალის ტრაპეზში ჩატანებულია წმ. კლიმენტი რომაელის ნაწილები, რის გამოც აუცილებლად მოვილოცავ ხოლმე მას (როცა იქ მოვხვდები)

პოსტის ავტორი: - keti - თარიღი: Jul 7 2008, 02:03 AM

ქეთი ბათუმიდან წასვლაა შედარებით იაფი, მაგრამ გადაჯდომა მოგიწევს თურქეტსი, სულ მინდოდა თქმა და მავიწკდებოდა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 8 2008, 12:34 AM

- keti -
ქეთიიი kiss1.gif კეთილი იყოს შენი ჩვენ ფორუმზე შემომატება. კარგია რო მოახერხე შემოსვლა.
მაილზე შენი წერილი არ მაქ. unsure.gif უფრო სწორად, ბოლო წერილზე გიპასუხე უკვე.
გაიხარე, ბილეთი უკვე ნაყიდი მაქ, ასე რომ თბილისი მელის biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Mar 2 2009, 04:48 PM

მოდერს არ სცალია, ვაოფებთ დილამდე,
ვივიწყებთ წესრიგს და ვაჯაზებთ ყველა!
ამ განყოფილებას სულ თავზე დავიმხობ!
მა რა ვქნა, თუ ქეთოს ჩემთვინ არ სცხელა?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 5 2010, 03:13 PM

ინფორმაციას მოგაწვდით გერმანიაში საქართველოს საელჩოში არასრულწლოვანის პასპორტის ასაღებად საჭირო პროცედურებზე. ფრჩხილებში თანხებს მივუწერ მე რაც დამიჯდა.

ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ http://germany.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=601&info_id=4514 ნახოთ


1. თუ ბავშვი გერმანიაშია დაბადებული, დაბადების მოწმობის ორიგინალი უნდა მიიტანოთ Bezirksregierung-ში და იქ აპოსტილით დაამოწმებინოთ. (15 ევრო)
2. ათარგმნინოთ ქართულ ენაზე უფლებამოსილ თარჯიმანს, რომელიც დაგიმოწმებთ კიდეც მას. (20 ევრო)
3. ნოტარიუსს უნდა დაამოწმებინოთ "თანხმობა" მშობლების, რომ მათ შვილს პასპორტი გაეცეს. შეგიძლიათ დაწეროთ ქართულ ენაზე, ბოლოში დატოვეთ ადგილები სადაც ცალკე დედის და ცალკე მამის ხელმოწერა დაფიქსირდება ნოტარიუსის თანდასწრებით. ნოტარიუსი ამოწმებს თქვენი პასპორტების მიხედვით მხოლოდ თქვენს ხელმოწერებს დოკუმენტზე, არაა აუცილებელი ესმოდეს იმ ტექსტში რა წერია smile.gif. თანხმობის ქართულად შედგენისას თავიდან აიცილებთ შემდეგ ამ დოკუმენტის ქართულად თარგმანის ხარჯებს. (12.90 ევრო)
4. ეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უნდა წაიღოთ შემდეგ Landgericht-ში და დაუტოვოთ აპოსტილით დასამოწმებლად. ანუ, ამოწმებენ რომ ამ ნოტარიუსს დამოწმების უფლება ქონდა. (10 ევრო)
5. მისამართის მითითების დასადასტურებლად, ქირავნობის მოწმობის მაგივრად გააგზავნეთ Meldebescheinigung-ი გაიცემა Einwohnermeldeamt-ის მიერ. (6 ევრო)

კიდევ, სასიხარულო ინფორმაცია: საქართველოს საელჩომ გერმანიაში ევროს ანგარიში გახსნა! აქამდე ქონდათ დოლარის ანგარიში და დოლარის გადასარიცხად უნდა მისულიყავი ბანკში, შეგევსო დიდი ფორმულარი და მომხასურების საფასური მინიმუმ 15 ევრო გადაგეხადა. ზოგიერთ ბანკში მეტიც იყო ეს მომსახურების მინიმალური გადასახადი.

პასპორტის გასაცემი გადასახადი საელჩოში არის 51,88 ევრო!

დანარჩენ პროცედურებს საკონსულოს საიტზე გაეცანით.
წარმატებები მისურვებია (საშინელი) ფორუმულარების შევსებისას!

პ.ს. ბოლომდე არ მიმიყვანია ეგ საქმე, თუ რაიმე ხარჯი კიდევ მიემატება, ან საბუთი იყოს საჭირო, ჩავამატებ აქაც. რა ძვირი ჯდება ეს პასპორტი, თან მხოლოდ 3 წლიანი ვადის და არასრულწლოვანებზე 50% -იან ფასდაკლებას, რაც სხვათაშორის http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3#sap7 წერია, ჩვენ არ ვაკეთებთო საელჩომ განმიცხადა biggrin.gif

პოსტის ავტორი: tyibuli თარიღი: Jan 29 2012, 01:18 AM

<_< მოგესალმებით ქართველებო.....აქ ახალ კომენტარებს ვერ ვხედავ და რაშია საქმე?:) გერმანიაში მყოფი ქართველები ხართ აქ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 29 2012, 01:27 AM

ქეთევან!
შედი კარავში!


შენთან არიან... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tyibuli თარიღი: Jan 29 2012, 01:38 AM

ქეთევანს ჩემსკენ უხმობენ?????smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 29 2012, 03:48 PM

tyibuli

კეთილი იყოს თქვენი შემომატება.
აბა, გისმენთ ახალგაზრდა. რა გირჩიოთ, რით დაგაკვალიანოთ? smile.gif


A.V.M
შენ გაჩუმდი!

ვერ მიესალმე ახალმოსულს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 29 2012, 05:04 PM

ციტატა

ვერ მიესალმე ახალმოსულს?

ამირან გულში მღეროდაო კაცო არ იცი შენე?

გავჩუმდი ეხლა.თორე გაოფება გამოვა...

პოსტის ავტორი: tyibuli თარიღი: Jan 30 2012, 01:10 AM

გამარჯობათ.....გმადლობთ გამოხმაურებისთვის...მე ვარ გერმანიაში.. .3თვეა აუ - პაირ პროგრამით ..ჩემს ქალაქში არ არიან ქართველებიsad.gifეხლა თებერვალში მივდივარ მიუნხენში ერთი კვირით და მინდა ვინმე ქართველს შევხვდე და უბრალოდ ქართველთან საუბარი მინდაsmile.gifიქნებ შეგიძლიათ მითხრათ დრეზდენში თუ არის რაიმე ქართული ორგანიზაცია?მე მხოლოდ ამ დიდ ქალაქთან ვარ ახლოსsad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 31 2012, 02:12 PM

tyibuli

ტყიბულსკი, ბოდიში პასუხის დაგვიანებისათვის. smile.gif
მიუნხენში არის ქართული ეკლესია, მამა თამაზი აღავლენს ყოველ კვირას წირვას.
http://www.weudiocese.ge/index.php?option=com_content&view=article&id=61&Itemid=67&lang=ka
აქ წერია მისამართი და მარცხენა მხარეს არის ჩამონათვალი კიდევ სხვა ადგილებისა გერმანიაში, სადაც ქართულად აღევლინება წირვა-ლოცვა. იქნებ ახლოს იყოს შენთან.

რაც შეეხება საუბარს, აქ ვართ ჩვენც ქართველები და გაგვესაუბრე. ამ ფორუმის სასაუბრო თემა ამ ლინკზეა
http://church.ge/index.php?showtopic=9245&pid=699303&st=2605&#entry699303

პოსტის ავტორი: tyibuli თარიღი: Feb 1 2012, 11:13 PM

მადლობაააა....გაიხარეsmile.gif

პოსტის ავტორი: PANADENIK თარიღი: Feb 15 2012, 11:57 PM

საფრანგეთში მყოფი ემიგრანტები გამომეხმაურეთ,მომენატრა ქართველებთან უფალზე საუბარი იმედგაცრუებული ვარ და სასოწარკვეთილი

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 16 2012, 10:09 PM

PANADENIK

საქართველოში ვარ, მაგრამ აბა მოგვიყევი შენს იმედგაცრუებებზე smile.gif)

პოსტის ავტორი: tyibuli თარიღი: Feb 20 2012, 08:42 PM

მიუნხენში მყოფი ქართველები გამომეხმაურეთsad.gifხვალ ფაშინგზე ვინ მიდიხართ?

პოსტის ავტორი: tamuna dzadzamia თარიღი: Apr 14 2012, 05:22 PM

ავეöას მოგესალმებით. იქნებ დამეხმაროთ შტუტგარტში მიმასცავლოთ სად ტარდება ქართულ ენაზე წირვა-ლოცვები. ერთი პოსტი ცავიკითხე დუსელდორფიდან ჩამოდის თვეში ერტხელ მამაო შტუტგარტში და წირვა-ლოცვას ქართულად ატარებსო, მაგრამ რომელი ეკლესიაა არ არის მიტიტებული, იქნებ ტქვენ დამეხმაროთ.

დიდი მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Apr 14 2012, 08:56 PM

tamuna dzadzamia


ადრე მიუნხენიდან ჩამოდიოდა მამა თამაზი (3 წლის წინ). ალბათ ახლა შეიცვალა და დიუსელდორფიდან ჩამოდის სხვა მოძღვარი.

აქ არის ინფორმაცია, იქნებ დაუკავშირდეთ და ჰკითხოთ:
http://www.weudiocese.ge/index.php?option=com_content&view=article&id=61%3Agermany&catid=38%3Acountries&Itemid=67&lang=ka

აქ კიდევ მიუნხენის სამრევლოზეა ინფორმაცია და მამა თამაზის კოორდინატები:
http://eklesia.de/

ადრე სადაც ტარდებოდა (რუსული სამლოცველო სახლი იყო და ერთ შაბათს ქართველ მრევლს უთმობდნენ), იქიდან სხვაგან გადავიდნენ რუსები და ჩვენს მრევლსაც მოუწია გადასვლა. ამ ახალი ადგილის მისამართი არ ვიცი.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Apr 16 2012, 12:29 PM

შტუტტგარტში ჩამოდიოდა და ჩამოდის ისევ მამა თამაზი მიუნხენიდან ახალი ეკლესიის მისამართია

Steigerwaldstrasse 10, Stuttgart (Feuerbach).

პოსტის ავტორი: cicna თარიღი: Jul 11 2013, 09:34 PM

გამარჯობათ!ოჯახით ვცხოვრობ ბონნთან ახლოს.უკვე 9თვეა და არ მყავს არავინ ნაცნობი ქართველი.რაც ძაან მაწუხებს.თუ ვინმე ცხოვრობთ და გაქვთ სურვილი იქნებ გამომეხმაუროოთ?ან იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია თუ არსებობს ბონში ქართველთა თავშეყრის ადგილიი?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 11 2013, 11:34 PM

cicna

თვეში ერთხელ - შაბათ დღეს, ბერძნულ ტაძარში ტარდება წირვა. მამა ისე ჩადის დიუსელდორფიდან. მოვიძიებ მისამართს და დავწერ. ბევრ ქართველს ნახავ იქ smile.gif

cicna
ტაძრის მისამართია: Dietrich Bonnhoefer str. 2, Bonn.
Haltestelle: S Bahn: Küdinghofen; Bus: Renusallee

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)