IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა
Molen
პოსტი Apr 29 2010, 12:22 AM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



გამარჯობათ, მინდა ასეთი თემა შემოგთავაზოთ.

რწმენა!

ციტატა
თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.


ეს ბრძანა უფალმა, მანვე დაამატა:

ციტატა
უძლურნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვნები განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ; უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდ გაეცით.


_________________________

რწმენა უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული მოყვასისა და იმედი უფლის დახმარებისა (რწმენა, სიყვარული, იმედი, ეს სამი "კომპონენტი" ფიგურირებს ბიბლიაში) სწორედ ის გზაა, რომლითაც მართლაც შეიძლება ადამიანმა ქმნას რაიმე "სასწაული" (ბრჭყალები იმიტომ დავსვი, რომ რაც ჩვენთვის საწყალია, უფლისთვის ალბათ ერთი ამოსუნთქვაც არ იქნება).

სახარებაში ვაწყდებით მომენტს:

პროგრამული კოდი
38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.
39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს.
40.რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
41. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.


უფლის სახელით, რწმენისა და სიყვარულის, ასევე იმედის თანხლებით, მართლაც შეიძლება ადამიანმა გადააბიჯოს შესაძლებლობების მაქსიმუმს, რადგან უფალთან ერთად შეუძლებელი არაფერია და თვით ქრისტეს ხსენებაზე, როგორც ამბობენ დემონები სადღაც კრთიანო.

მაგრამ არის რამდენიმე კითხვა (ან იქნებ რიტორიკული აღნიშნვა):

1. რამდენად დიდია, რომ კეთილი საქმის (სასწაულის) ჩადენისას, გულში მაინც უფლის გამოცდის სურვილი გაჩნდეს?
2. როდესაც ადამიანი უფლის ძალით აკეთებს საქმეს, ამპარტვანული ფიქრის შემთხვევაში მას არ მიეცემა ამის უფლება, რადგან დაემსგავსება ფარისეველს (?).
3. შეიძლება კი ადამიანის რწმენა და სიყვარული, იმედი უფლისა და ნება ღვთისა ერთმანეთს შეეწინააღმდეგოს?
4. ზუსტად რა იგულისხმება მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაში?

და ბოლოს, თქვენ გწაამთ რომ უფლის ძალით შეუძლებელი არაფერია?

მე - კი.

დიდება უფალს.


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Apr 29 2010, 03:53 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



Molen
ციტატა
და ბოლოს, თქვენ გწაამთ რომ უფლის ძალით შეუძლებელი არაფერია?

2007 წლიდან დარეგისრირებული ადამიანი ამ კითხვას აქ არ უნდა სვამდეს.
თუ ეს თემა აქტუალური გახდა, სხვა დროს, დანარჩენ კითხვებზე, ჩემ აზრს აუცილებლად მოგახსენებ.
ოხ რა ტიპი აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი Apr 29 2010, 08:49 AM
პოსტი #3


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



abo
ციტატა
2007 წლიდან დარეგისრირებული ადამიანი ამ კითხვას აქ არ უნდა სვამდეს. თუ ეს თემა აქტუალური გახდა, სხვა დროს, დანარჩენ კითხვებზე, ჩემ აზრს აუცილებლად მოგახსენებ. ოხ რა ტიპი აბო.

დილამშვიდობის მეგობარო.
მე ერთ საინტერესო რამეს გეტყვი: რწმენით ძალიან ბევრი ადამიანი ყველაფერს ინდივიდუალურად უყურებს. უკეთ მოგახსენებ: სადუკეველები - ვისაც არ სჯერა მკვდრეთით აღდგომის - ძალიან ბევრნი არიან. მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილი ადამიანი ოდესმე შეიძლება აღსდეს, მით უფრო თუ მისი ნეშტი აღარც არსებობსო.

და ახლა შენ მეტყვი, რომ თუ სადუკეველები არსებობენ, ისეთი "მორწმუნენი" არ იარსებებენ, რომელთათვისაც ქრისტეს ძალა და სასწაულები უბრალოდ დადგმად მიაჩნიათ?!

მკვლელებსაც, იდეაში ღმერთის სწამთ და შეიძლება ამის აფიშირებასაც აკეთებდნენ. მაგრამ განა შეიძლება ადამიანს ღრმად სწამდეს უფლის და იმის, რომ იგი მუდამ მის გვედითაა და უყურებს, აფრთხილებს და მიანიშნებს სწორ გზაზე და ის მაინც კაცის კვლას ეწეოდეს?! წარმოუდგენელია.

გენაცვალოს გიორგი, მერწმუნე, ადამიანებს ყველაფერი ისე რომ სწამდეთ როგორც მოგვითხრობს წმინდა წერილი, წმინდა მამები და თვითონ უფალი, მაშ სრულყოფილებამდე რამდენიმე ნაბიჯიღა დაგვაშორებდა.

ადამიანებს ბოლომდე რომ სწამდეთ იქაური სამუდამო სიცოცხლისა და ნეტარების, აქ ასე არ იცხოვრებდნენ და მთელ ყოფას ლოცვაში გაატარებდნენ.

და ამის შემდეგ რატომაა წარმოუდგენელი ჩემ მიერ გახსნილი თემა, გეთაყვა?

ღმერთმა მშვიდობიანი დღე მოგცეს.


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 29 2010, 02:36 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



უფალს ადამიანი ლოცვისთვის არ გაუჩენია.ადამინმა რომელმაც დაივიწყა ღმერთი და გაუმრავლდა ცოდვები,უფალმა მას უთხრა რომ ამ ცოდვებისაგან ხსნის ერთადერთი გზა ღVთის გახსენება , აღიარება და მის წინაშე დაშვებული ცოდვების მონანიებისთვის აღვლენილი ლოცვები იქნებაო.. ჰოდა ვისაც უნდა უფალთან დაბრუნება ის ლოცულობს.ლოცვას რწმენით იწყებ და უფალი გისმენს..და თუ გისრულებს კიდეც ეტყობა მართლა მორწმუნე ხარ და ეს რწმენა გიფასდება. smile.gif


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 29 2010, 04:20 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან!

გამარჯობათ, აი გუშინ მე და გიორგი ფეისბუქზე ვსაუბრობდით და იდეა გაჩნდა თემაც გაგვეხსნა.. ძალიან საინტერესოა სასაუბროდ... საერთოდ რისგან წამოვიდა ამ თემის იდეა და კითხვის არსი:

ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ, მოციქულებმა მთელი შემართებით და ქრისტეს შემწეობით დაიწყეს ეკლესიის შენება,

"საქმე მოციქულთა და ეპისტოლენი"

აქ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ რამხელა სიყვარულია ეკლესიებში რომლებიც შენდება, რამხელა რწმენაა, ღვთისა და მოყვასისი რამხელა სიყვარული და თავგანწირვა, რწმენაც და იმედიც.. საოცარი სიყვარული ჩანს სიტყვებში რაც იქ წერია...

სასწაულები რასაც მოციქულები ახდენედნენ საოცარია რათქმაუნდა, როგორი სიყვარულით იმოწაფებდნენ ქრისტიანებს, როგორ დასსახმდნენ ხელს და მადლს გაუზიარებდნენ, აი ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სული წმინდა სუფევს მათს შორის, საღმრთო ცეცხლით ანთია სულები და გულები... აი ეს აძლევთ საშუალებას მოახდინონ ის რაც ჩვეულებისამებრ შეუძლებელია!

აი დღეს ცოტა სხვანაირი სიტუაციაა, მეტ-ნაკლებად ჩამქრალია ცეცხლი,
აი ეს არის ამ თემის არსი, რომ გამოვიძიოთ და გავარკვიოთ, როგორ დავიბრუნოთ ის რაც მოციქულებში და მათ სულიერ შვილებში, ეკლესიებში ჩანდა!

თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ გვაქვს უფლება ქრისტეს სახელით ვილაპარაკოთ?

ან ბოროტ სულებზე ვიმბრძანებლოთ? მაგალითად ბოროტ გულისსიტყვათა წინაააღმდეგ, ქრისტეს სახელით კრულ ვჰყოთ და განვაგდოთ?

და ბოლოს რა არის ამისსთვის საჭირო?

რწმენა? (რისი და როგორ) სიყვარული? (ვისი და რანაირად) იმედი? (ვისი ან რისი)

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, ისმინოს ლოცვა თქვენი, კეთილი და უმჯობესნი სულისა თქვენისანი მოგცეთ ღმერთმან ჩვენმან, თანამავალ გეყავნ თქვენ, ყოველთა ცხოვრებისა თქვენისათა უფალი და ღმერთი ქრისტე იესო და მადლი მისი, მან მოგფინოს თქვენ ყოველთა მადლი სულისა წმინდისა, და სადიდებელად და სამადლობელად იყვენ ცხოვრება თქვენი ღვთისა და მამისა, შეგეწიოთ, გაცხოვნოთ, შეგიწყალოთ და დაგიცვათ თქვენ ღმერთმან მისითა მადლითა. ამინ smile.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 30 2010, 09:24 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



ციტატა
თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ გვაქვს უფლება ქრისტეს სახელით ვილაპარაკოთ?

რის თქმა გინდა გვაქვს თუ არა ეშმაკის განდევნის უფლება ქრისტეს სახელით?თუ ეს გაინტერესებს, გვაქვს, მაგრამ შეგიძლია ..?
რწმენა აუცილებლად, სიყვარულიც და იმედიც..
თუმცა ეს ძალა მაინც უფლის ნებით მოგეცემა..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 30 2010, 09:40 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



elusia
ციტატა
რწმენა აუცილებლად, სიყვარულიც და იმედიც..


აი შენი აზრი მაინტერესებს, რისი, როგორ, ვისი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 30 2010, 09:55 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



აკაკი
როგორც ვიცით ახალი აღთქმიდან უფალი ამბობს რომ რწმენა ეშმაკსაც აქვსო..ანუ მან იცის რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ შენ ადამიანო რწმენა საქმის გარეშე არაფერიაო..გწამს უფალი და მისი სიყვარულით გინდა აკეთო კეთილი საქმე და იმედიც გქონდეს(გაქვს)უფლის, რომ მისი სიყვარული გადაგალახინებს ყველა დაბრკოლებას, რაც არც ისე ადვილია..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 30 2010, 09:56 PM
პოსტი #9


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ელუსია მართალია. რწმენა მხოლოდ დასაწყისი და პირველი საფეხურია. შემდეგი საფეხური ცოდნაა, ყველაზე უზენაესი კი სიყვარული a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი May 1 2010, 09:23 AM
პოსტი #10


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



elusia
კარგი მსჯელობაა, გმადლობ.

მაგრამ Atman-მაც აღნიშნა, უზენაესი სიყვარულიაო. აქ მხოლოდ უფლის სიყვარული იგულისხმება თუ კიდევ სხვა რაღაც? მაგალითად თუ ბრმის წინაშე დადექი და გინდა მას თვალები აუხილო, შენ უნდა გქონდეს რწმენა უფლისა, იმედი და სიყვარული იმის რასაც აკეთებ?




--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი May 1 2010, 12:29 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



რწმენის მაშტაბების საქმით იზომება ისევე როგორც სიყვარულის. რწმენას თუ განიხილავ როგორც გულისმიერ განცდად, მასეთი მორწმუნეები ვედრა მანეტად იყიდება...

სასწაულებს ისეთი ადამიანები ახდენენ ვინც საქმით ასაბუტებენ რწმენასც და სიყვარულსაც... ღვაწლი, თავგანწირვა - ეს იძლევა მადლს. ადამიანური ენით რომ ვთქვათ უფალი გიხდის ,,მადლობას" გაწეული ღვაწლისათვის... მადლი კიდე რვთაებივი ენერგიაა, ანუ ისეთი რომელსაც შეუძლია არაფრისგან ყველაფერი შემნას, მტებიც გადაადგილოს, თვალებიც აუხილოს და ა.შ.




--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 1 2010, 12:36 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



neo
smile.gif საინტერსოა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი May 1 2010, 02:55 PM
პოსტი #13


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



neo
სწორად აღნიშნა აკაკიმ, საინტერესო ხედვაა.
შენი სიტყვებით, რომ ვთქვათ სიყვარულისა და სიკეთის, რწნისა და იმედის თესვის ნაყოფია მადლი და სასწაული ხომ?!


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 1 2010, 03:40 PM
პოსტი #14


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ხე ნაყოფით იცნობა და არა ფოთლებით არც ფესვებით....ნაყოფი კი არის ის საქმეები რასაც ჩვენ ჩავდივართ ანუ ღვაწლი....

http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/21_18-22.htm


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი May 1 2010, 03:50 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
neoსწორად აღნიშნა აკაკიმ, საინტერესო ხედვაა.შენი სიტყვებით, რომ ვთქვათ სიყვარულისა და სიკეთის, რწნისა და იმედის თესვის ნაყოფია მადლი და სასწაული ხომ?!


მე ასე ვფიქრობ.

თუმცა აქვე ვიტყვი რომ სასწაული შეიძლება სხვა ძალებიტაც იყოს მიღებული. არა მადლისმიერი არამედ უკვე ქმნილი ადამიანური, ეშმაკობრივი თუ ანგელოზებრივი ძალებითაც...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 1 2010, 06:57 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



Atman
მადლობა.
Molen
მოდი ასე ვთქვათ რა არის რწმენა , ღვთის რწმენა .თითქოს მარტივი რამ _ღმერთი გწამს და მორჩა, მაგრამ თანაც რთული რამ ანუ გწამს ის რაც არ გიხილავს. ადამი იცნობდა ღმერთს და ევაც. არაა გასაკვირი რომ სწამდათ ,აქ მე არსებობის რწმენაზე ვამბობ.შემდგომში აბრამი, მოსე , დავითი(ალბათ სხვანიც)ესაუბრებოდნენ უფალს. ქრისტე თავად იხილეს ადამიანებმა. ჩვენ არც ერთი და არც მეორე..საიტერესოა ღმერთი შენთან მოდის რწმენის შემდეგ, თუ ღმერთი მოდის შენთან და მერე რწმენა (ეს ჩემი ადამიანური კითხვა).
წერია ასე , რომ რწმენა დაფუძნებულია მოწმობასა და წინასწარმეტყველებაზე.
ღმერთის არსებობის რწმენა ეშმაკსაც გააჩნია, მან უფრო ადრე ნახა ის ვიდრე ადამიანმა, მაგრამ ადამიანს ევალება არა მარტო რწმენა . არამედ ღVთის მოსაწონი საქმის კეთება. ღვთის მოსაწონი საქმე რომ აკეთო უნდა იცოდე რა მოსწონს. უფალი გვასწავლის რა მოსწონს, მაგრამ შენ აკეთებ ან არა.ვინც ღვთის სიტყვას ისმენს და იცავს ისინი ღვთის შვილებად იწოდებიან, ვინც არა ეშმაკის..
არსებობის რწმენის შემდგომი ეტაპია იმის რწმენა , რომ თუ დაიცავ ღვთის მცნებებს ღმერთს უყვარხარ და დაგიფასებს. მაგრამ ეს დაფასება ფული არ არის.. ეს სულიერი დაჯილდოვებაა.შენ კი ხარ იმ სულიერი მოწოდების სიმაღლეზე რომ ეს ჯილდოა შენთვის მთავარი და არა რაიმე მატერიალური.?ამას დრო გამოცდის.
სიყვარულით ნაკეთები საქმე ღვთის წინაშე აუცილებლად დაფასდება. კეთილი ხე კეთილ მაყოფს მოისხამს და მადლიც ამაშია ალბათ.უნაყოფოდ საქმე გაცუდებულია.


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი May 1 2010, 10:04 PM
პოსტი #17


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



elusia
გაიხარე. ძალიან კარგად დამანახე ბევრი რამ. დიდი მადლობა.


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 07:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი