თორმეტი ანათემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თორმეტი ანათემა |
გლახა |
Mar 6 2007, 11:04 AM
პოსტი
#41
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
დათიკო
ციტატა გლახა ანათემა არც ლანძღვაა და არც წყევლა. აი კურაევის განმარტება: Анафема “это не административно-юридический акт, изгоняющий или наказывающий отступников, но просто горькое признание, печалующаяся констатация факта реально происшедшего отделения. ... Это свидетельство о том, что данный человек не имеет благодатной силы, которая даруется в таинствах Церкви”. Кураев А. Об отлучении Рерихов от Церкви. М.: Просветитель. 1995. 3 000 экз. 60 с. კურაევი გასაგებია, მაგრამ კურაევის გარეშე შენ როგორ გაიგებდი? |
კანონისტი |
Mar 6 2007, 11:27 AM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
დათიკო
ციტატა ანათემა არც ლანძღვაა და არც წყევლა. დავით კანონიკურად გავაგრძელებ შენ ნათქვამს და ვიტყვი, რომ საეკლესიო სამართლისათვის უცნობია სასჯელის ისეთი გაგება, როგორიც ეს საერო სამართალს აქვს. მაგალითად, როდესაც პიროვნება პატრიარქს და წმ. სინოდს არ ემორჩილება და მას განკვეთავენ, ეს რაიმე იძულების ღონისძიება კი არ არის, ეს დიაკონ ანდრიას სიტყვებისამებრ არის იმის დამოწმება, რომ აღნიშნული პიროვნება აღარ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას. საეკლესიო სასჯელებს სხვა დატვირთვა აქვთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის იოანე მმარხველის მოძღვრება საეკლესიო სასჯელის შესახებ, რომელსაც თუ დრო მექნა ჩემთან დავდებ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მარიამი |
Mar 6 2007, 11:41 AM
პოსტი
#43
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE კურაევი გასაგებია, მაგრამ კურაევის გარეშე შენ როგორ გაიგებდი? ყოველთვის ასე ესმოდათ ეს საკითხი კურაევს ახალი არაფერი უთქვამს. უბრალოდ, დათიკომ მისი ნათქვამი მოძებნა ინტერნეტში. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
Mar 6 2007, 01:19 PM
პოსტი
#44
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამი ვის ესმოდა ასე? შენც? რა თქმა უნდა, მე როგორ მესმოდა ანათემა, ეგ დათიკოზე ადრე დავწერე ზემოთ. და ზუსტად ისე დავწერე, როგორც დათიკომ. ეტყობა არ გინახავს თუმცა ჩემი აზრი აქ მნიშნველოვანი არაა. მთავარია, როგორ ესმოდა ის ეკლესიას. ეგ კი შეგიძლია წინა საუკუნეების ნაწერებშიც ნახო, თუ ჩვენი არ გჯერა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
Mar 6 2007, 05:57 PM
პოსტი
#45
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გლახა
ციტატა კურაევი გასაგებია, მაგრამ კურაევის გარეშე შენ როგორ გაიგებდი? მე რომ ამ აზრს არ ვიზიარებდე, აქ არ დავწერდი ამ სიტყვებს. ახლა მითხარი ციტატა ...საღვთო წერილი ამბობს, რომ შეუძლებელია ერთი წყაროს თვალიდან ტკბილი და მწარე წყალი გადმოდიოდეს.... აქ "მწარე წყალში" ისევ ანათემას გულისხმობ ? |
alex_b |
May 8 2007, 02:44 PM
პოსტი
#46
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
მე მაინტერესებს, რა ურთიერთობა უნდა ქნოდეს ქრისტიანს "ანათემიზირებულთან"?
და შეიძლება თუ არა იმ ადამიანის ანათემიზირება, რომელიც არასოდეს არ ეკუთვნოდა ქრისტეს ეკლესიას? და რა იცვლება სულიერ სამყაროში ანათემიზირების შედეგად? ანუ ღმერთის მფარველობა ეხსნება, მადლი აღარ აქვს თუ რა მოკლეთ. ძალიან გთხოვთ ლინკებს ნუ მიმითითებთ, დაწერეთ ჩვენი უბრალო გლეხური ან "გლახური" სიტყვებით. მარიამი QUOTE თუმცა ჩემი აზრი აქ მნიშნველოვანი არაა. მთავარია, როგორ ესმოდა ის ეკლესიას. ეგ მე ცოტა სხვანაირად მესმის. შენ რა ეკლესიის ნაწილი არ ხარ? თუ მარტო სამღვდელოებაა ეკლესია? -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მეხელი |
May 10 2007, 10:36 AM
პოსტი
#47
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 |
მე მაინტერესებს, რა ურთიერთობა უნდა ქნოდეს ქრისტიანს "ანათემიზირებულთან"? და შეიძლება თუ არა იმ ადამიანის ანათემიზირება, რომელიც არასოდეს არ ეკუთვნოდა ქრისტეს ეკლესიას? და რა იცვლება სულიერ სამყაროში ანათემიზირების შედეგად? ანუ ღმერთის მფარველობა ეხსნება, მადლი აღარ აქვს თუ რა მოკლეთ. alex_b, მკაცრად თუ ვიტყვით, ქრისტიანს ისეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ანათემიზირებულთან როგორც არაქრისტიანთან, მაგრამ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მასთან ისეთი ურთიერთობა უნდა ვიქონიოთ, რაც მისი სულის აღშენებისათვის სასარგებლო იქნება. ქრისტიანი როგორც ეკლესიის წევრი და ქრისტეს სხეულის ასო მონაწილეობს ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსახსნელად თავსდებულ ღვაწლში, აქედან გამომდინარე იგი ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანებისადმი ისეთი მზრუნველი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, როგორც ექიმს სნეულისადმი, ხოლო ეკლესიაში მყოფი ადამიანებს ამ საქმეში "კოლეგებად" უნდა აღიქვამდეს. ყველა შემთხვევაში მის მოქმედებებს ადამიანის სიყვარული უნდა წარმართავდეს. იმ ადამიანის ანათემიზირება ვერ მოხდება, რომელიც ეკლესიას არ ეკუთვნის, რადგან ანათემა ხომ ეკლესიიდან განკვეთაა და ბუნებრივია, რასაც არ ეკუთვნი, იქიდან ვერ განგკვეთავენ. ღმერთის მფარველობა და მადლი ყველაზე ვრცელდება, ვინც კი ღვთისგან არის შექმნილი და ქრისტემ მთელი კაცობრიობის დაცემული ბუნება გამოიხსნა, მაგრამ ეკლესიაში ის ადამიანები არიან ვინც ამ ფაქტს აღიარებენ ანუ სწამთ, და ღმერთს თავისი ცხოვრებით მადლს უძღვნიან. ანათემაზე გადაცემისას ხდება იმის დადასტურება, რომ ეს ადამიანი არ აღიარებს ღმერთის გამომხსნელ მადლს და რომ იგი თავის თავს ეკლესიის გარეთ აყენებს. ასე რომ, ანათემირებულ ადამიანზე კი გადმოდის მაცხოვნებელი მადლი და მფარველობა, მაგრამ იგი თავისი თავისუფალი ნებით არ ღებულობს მას. |
ქევანა |
May 10 2007, 12:47 PM
პოსტი
#48
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ერთი რამ ვერ გავიგე: ანათემა და განკვეთა ერთი დაიგივეა? ანათემა მე საეკლესიო სასჯელი მგონია, ვცდები? ოღონდ ახლა ეს წიგნი წაიკითხე და ახლა ისო, არ დამიწეროთ, მირჩევნია აქ ჩამოაყალიბოთ აზრი რომ ელემენტარული წარმოდგენა მაინც შემექნას, თორემ ვკითხულობ ამ თემას და ვიბნევი... წინასწარ მადლობა!!!!
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი