ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ემიგრანტები, იქ სადაც სამშობლო შორია |
ქეთუ |
Dec 16 2006, 09:29 AM
პოსტი
#201
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
როგორც სამშობლო მარტო საქართველო დარჩება ჩემთვის ყოველთვის და დაბრუნებითაც დავბრუნდები აუცილებლად ადრე თუ გვიან.
მაგრად მენატრება საქართველო, ჯერ მხოლოდ 4 თვეა რაც წამოვედი და იმდენად მიჭირს რომ ხანდახან სუნთქვაც მიძნელდება, და მენატრება... აქაც ყველაფერი მიყვარს მაგრამ ხომ გაგიგიათ "სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!..." აქ გაზაფხული გვიან მოდის, წვიმები მღლიან... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
დავითი |
Dec 16 2006, 11:03 AM
პოსტი
#202
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: ნიუ იორკი წევრი № 700 |
დავბრუნდებიიი!!! აუცილებლად. არ ვიცი ზუსტად როდის (ცოტა ხნის წინ ჩამოვედი). და რა იქნება ჩემი ცხოვრება იმ დროისათვის. მაგრამ დავბრუნდები...
|
tati87 |
Dec 16 2006, 06:29 PM
პოსტი
#203
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
აქტუალური თემაა მართლა. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი ქართველს.რომ ამბობთ, მატერიალურმა სიდუხჭირემ არ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი და ამის გამო ქართველი არ უნდა ტოვებდეს თავის მიწას და საზღვარგარეთ არ უნდა მიდიოდესო, თქმა ადვილია! "სხვა სხვის ომში ბრძენია!!! " როგორც მე ვიცი, უცხოეთში სამუშაოდ წასული ერთი ქართველის უკან მინიმუმ 2-3 ოჯახი დგას! რა ჯობია, ერთი ქართველი წავიდეს საკუთარი სამშობლოდან თუ 2 ოჯახი შიმშილით ამოწყდეს???
პ.ს. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მივესალმები ქართვალთა სამშობლოდან გადინებას. უბრალოდ ესაა რეალობა და ჯობია მას თვალი გავუსწოროთ! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
შეხვეწილი |
Dec 16 2006, 06:45 PM
პოსტი
#204
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
ქეთუ |
Dec 16 2006, 08:59 PM
პოსტი
#205
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
აქტუალური თემაა მართლა. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი ქართველს.რომ ამბობთ, მატერიალურმა სიდუხჭირემ არ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი და ამის გამო ქართველი არ უნდა ტოვებდეს თავის მიწას და საზღვარგარეთ არ უნდა მიდიოდესო, თქმა ადვილია! "სხვა სხვის ომში ბრძენია!!! " როგორც მე ვიცი, უცხოეთში სამუშაოდ წასული ერთი ქართველის უკან მინიმუმ 2-3 ოჯახი დგას! რა ჯობია, ერთი ქართველი წავიდეს საკუთარი სამშობლოდან თუ 2 ოჯახი შიმშილით ამოწყდეს??? პ.ს. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მივესალმები ქართვალთა სამშობლოდან გადინებას. უბრალოდ ესაა რეალობა და ჯობია მას თვალი გავუსწოროთ! გეთანხმები 100% მართალი ხარ,არავის არ სიამოვნებს რაღაც საკუთარი, თავისიანის დატოვება, სიხარულით არავინ მიდის, და თუ მიდის მაქსიმუმ ორ კვირაში კლავს ამ სიხარულს მონატრების ტკივილი, მე ნიუ ორკში ვარ,(ჩემი ოცნების ქალაქი იყო) და ერთ ერთ პრესტიჟულ უნივერსტეტში ვსწავლობ,მართლა ახდენილი ოცნებაა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უზომოდ მტკივა, ბროდვეიზე რომ დავდივარ იმას ვნატრობ ნეტა როდის მეღირსება რუსთაველზე გავლა მეთქი, მართალი ხარ!, მაგრამ მე მგონი ეგ ანდაზა - სხვა სხვის ომში ბრძენია! - მარტო ქართველებისაა. ქართველები სხვის ომში ბრძენბი არიან! თავისი ომისთვის კი ვერ მიუხედავთ! ამდენი წაუგიათ და ერაყში მშვიდობას იცავენ! აქ კარტოფილის დათესვა ეზარებათ, და შოტლანდიაში სხვის დათესილ კარტოფილს კრეფენ! სამაგიეროდ, ჩვენი - ქართველების ომში სხვა - არაქართველი არასდროს იბრძენებს თავს! თქვენს საკეთებელსაც (ემიგრანტების) ჩვენს საკეთებელსაც (აქაურების) ჩვენი ძმობის სიწმინდე და საქართველოში საქართველოსთვის შრომა სჯობია, მუშნი! ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ კიდევ ერთხელ ამ ანდაზას დავიხმარებ, "სხვა სხვის ომში ბრძენიაო" გეთანხმები, საკუთარი ტერიტორიები ვერ დაგვიცავს და ერაყში მშვიდობას ვიცავთ, მაგრამ აბა ერთი წუთით იმ ადამიანების თვალით შეხედე, ომი ომია სადაც გინდა ომობდე, რომელ ერთს არ ურჩევნია სამშობლოსათვის ომობდეს მაგრამ იმ პრიორიტეტით აირჩიეს რომესაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა, ამ შემთხვევაშიც მატერიალური პრობლემების გამო. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
tati87 |
Dec 16 2006, 09:26 PM
პოსტი
#206
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
თავისი ომისთვის კი ვერ მიუხედავთ! ამდენი წაუგიათ და ერაყში მშვიდობას იცავენ!
ეგ უკვე პოლიტიკური საკითხია! და მაგასაც სხვა დატვირთვა გააჩნია! შენ რა გგონია ძალიან სიამოვნებთ ყოველ წამს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ჭურვზე აფეთქდნენ???მაგრამ ეს მათი მოვალეობაა! ასე რომ ერაყში კი არა ანტარქტიდაზე რო გაუშვან უნდა წავიდნენ. თუ არა და დაახურავენ ქუდს და ეტყვიან "ნახვამდისო". მერე ისიც წავა საზღვარგარეთ და ვინმეს მძღოლი გახდება, ან დაიწყებს სხვისი ბაღის მოვლას და ესე... საქართველოს კი კიდევ ერთი შვილი გაექცევა... რაც შეეხება სხვისი კარტოფილის კრეფას დამიჯერე არც ეგ სიამოვნებთ ძალიან! უბრალოდ ქართველი, რაც არ უნდა, საწყენი იყოს მაინც ცოტა სნობი ადამიანია! ურჩევნია სხვის შვილს პამპერსები უცვალოს თავისი შვილებისგან შორს მყოფმა, ვიდრე თოხი აიღოს და ქართული მიწა დაამუშაოს! რას ვიზამთ? ესეც რეალობაა!!! "სხვა სხვის ომში ბრძენია!!! " - თქო რომ ვთქვი, მართლა ომს კი არ ვგულისხმობდი პირდაპირი გაგებით! უბრალოდ, ადვილია ლაპარაკი და სხვისი განსჯა, როცა შენთვის მისი პრობლემა უცხოა! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
iako |
Dec 17 2006, 02:01 PM
პოსტი
#207
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
რაც შეეხება სხვისი კარტოფილის კრეფას დამიჯერე არც ეგ სიამოვნებთ ძალიან! უბრალოდ ქართველი, რაც არ უნდა, საწყენი იყოს მაინც ცოტა სნობი ადამიანია! ურჩევნია სხვის შვილს პამპერსები უცვალოს თავისი შვილებისგან შორს მყოფმა, ვიდრე თოხი აიღოს და ქართული მიწა დაამუშაოს! რას ვიზამთ? ესეც რეალობაა!!! არ შეიძლება ადამიანის ცხოვრებაზე ასე ხელაღებით მსჯელობა, მაშინ როდესაც მას არ ვიცნობთ. რამდენი ადამიანის გასაჭირისთვის მომისმენია და რამდენის პრობლემებზე დავფიქრებულვარ. იოლია განსაჯო ადამიანი, მაგრამ მოცემულ პირობებში შეიძლება მასზე უარესად მოიქცე. გავუფრთხილდეთ ჯობია ერთმანეთის გრძნობებს, ეს ყველაზე მცირეა რაც შეგვიძლია ერთმანეთისთვის გავაკეთოთ. ამ გვერდზე ბევრი საზღვარგარეთ მყოფი ადამიანი შემოდის და კიდევ მეტი შემოვა, ამიტომ სიფრთხილე გვართებს როცა მათ პრობლემებზე ასე ხელაღებით ვსაუბრობთ. ნებისმიერი ქართველი სიამოვნებით გააკეთებდა თავის გასაკეთებელს თავის სამშობლოში, ამის შესაძლებლობა რომ არსებობდეს. ადამიანები, სამწუხაროდ ვხედავთ იმას, რისი დანახვა ჩვენ გვაწყობს და არა აბსოლიტურ რეალობას. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
T.L. |
Dec 17 2006, 02:03 PM
პოსტი
#208
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა გავუფრთხილდეთ ჯობია ერთმანეთის გრძნობებს, ეს ყველაზე მცირეა რაც შეგვიძლია ერთმანეთისთვის გავაკეთოთ. ამ გვერდზე ბევრი საზღვარგარეთ მყოფი ადამიანი შემოდის და კიდევ მეტი შემოვა, ამიტომ სიფრთხილე გვართებს როცა მათ პრობლემებზე ასე ხელაღებით ვსაუბრობთ. ადამიანები, სამწუხაროდ ვხედავთ იმას, რისი დანახვა ჩვენ გვაწყობს და არა აბსოლიტურ რეალობას. ამაში გეთანხმები -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
iako |
Dec 17 2006, 02:21 PM
პოსტი
#209
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
კიდევ ერთი მინდა დავამატო. აქ ყველა კარტოფილის საკრეფად და პამპერსების გამოსაცვლელად ნამდვილად არ ვართ წამოსულები.თუმცა სასირცხვოდ ნამდვილად არ მიმაჩნია
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
შეხვეწილი |
Dec 17 2006, 03:10 PM
პოსტი
#210
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
kato_Bato |
Dec 17 2006, 03:38 PM
პოსტი
#211
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
და იმაზე რატომ ვჩხუბობთ, რაც ყველას გვტკივა?
უფრო თბილები რომ ვიყოთ, არ შეიძლება? ეს ყბადაღებული "სოფლის მეურნეობა" რიღასთვის დაგვჭირდება ერთმანეთი თუ ვერ შევიძინეთ? საქართველოო რომ გავიძახით გულზე ხელის ბრაგუნით, ქართველების გარეშე ხომ აღარ გვექნება.. ხოდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს! დღეიდანვე, ამ წუთიდანვე!! და არა იმის მერე რაც ჩვენს ბრაზს გამოვხატავთ და კიდევ, რამე თუ გეწყინებათ, აჯობებს mp-ში გაარკვიოთ, თორემ ყველამ ვიცით "მესამე თვალი რომ წამქეზებელია" და იმაზე მეტ ცუდს იტყვი ვიდრე გინდა მე მაპატიეთ -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თიო |
Dec 17 2006, 04:18 PM
პოსტი
#212
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
ციტატა ეს ადამიანები სიყვარულს ელიან, ყოველგვარი ქართულის მონატრებით და დიდი პატრიოტიზმით. ეჰ... სიშორე ძალიან ვერაგი რამაა... ... იცი... საქართველოს ჭეშმარიტ სიყვარულად რაღაც მომენტში გაუსაძლისი ნოსტალგია მიმაჩნია! ... აი, ისეთი-რომელიც დიდხანს მაინც ვერ გააძლებინებს უცხოეთში ქართველს და საქართველოში დააბრუნებს! ... ერთ ჩემს გულისთქმას გეტყვით აქ.. (ადრე სხვა ფორუმში როგორც ჩანახატი-ისე დავწერე_მაგრამ ესაა ჩემი გულის უდიდესი ტკივილი!) : * * * რაღაც მშვენიერი მელოდიური წყობა ახლა ისე.. მღლის.. სასოწარკვეთილებამდე მივდივარ.. არა და დეპრესიული სულ არ ვარ... ამ ღამით... სიზმარში ვნახე, რომ საქართველოდან გადახვეწილი ვიყავი.. სად? რისთვის?... აღარ მახსოვს, მაგრამ ისეთი ცარიელი და გამომხმარი ვიყავი, რომ... აღარც რა წყალი_რაჭის ნაკადულისა, ან ხევის ვეძის წყლის გარდა_არ მომაბრუნებდა... ჯერ კიდევ.. მხოლოდ_ჯერ კიდევ... გიჟივით ვიღაცას ვეძებდი... დედას ვეძებდი... ძმას... მამას,... დას... ...... არასოდეს... არასოდეს... სადღაც მეწეოდა... ჩვეული, მაგრამ უცხო ქარები მეხებოდნენ სახეზე, თვალებზე,... ნეტა რა სურდათ..ვმადლობდი მათ, რომ ჩემთვის სიკეთე უნდოდათ_გულით ვუღიმოდი... მაგრამ... ხომ სწორედ ისინი მაციებდნენ.. მაქრობდნენ... მეფერებოდნენ და... სულ ამაონი იყვნენ... ფესვები... იმედი მქონდა... თითქმის ვიცოდი, რომ გამამაგრებდნენ... მაგრამ როგორ შეძლებდნენ, რომდესაც თავად აღარ ვეჭიდებოდი... და ჩემი ნერგები მათზედ აღარ ამოსდიოდნენ... სიშორე.. ოჰ ეს სიშორე ხომ საბოლოოდ მხუთავს!... ისე სწრაფად ვმოძრაობ სიზმარში... ქართული ეკლესიის მადლი ღა დამრჩა.. აქ.. გულგაფართოებული მისი ამარა-ღა ვარსებობ..მხოლოდ ვარსებობ!... რა გაძლება და სულის ტკივილი ჰქონიათ ემიგრანტებს!... ყოველი ამოკვნესა გავიგონე!... ............. ....................... ................................ გავიღვიძე.. გულგაჩერებულს სიჩუმე დამლოდებოდა.. დიდხანს, მხოლოდ დიდ სევდას ჩავცქეროდი იმედიან-უიმედო, შავ, წყლიან თვალებში,........... ნოსტალგია იყო... ჩემს ცხოვრებაში ასე არ მიყმუვლია................. დროში.. მანძილში.. ასე არ შევჯახებივარ სიტყვას:"აღარასოდეს"... ასე არ ჩამიბღუჯია სამშობლოს ახლადდაბადებული ბალახი მიწაზე... არ მისუნთქია მთელი ფილტვებით... ასე არასოდეს მტკიებია ივერია! ...... საქართველოში ვარ... მაგრამ... მეშინია, ეს სიზმარი კოდევ განმეორდება... სანამ ჩემი ქართველები არ დაბრუნდებიან საქართველოში... მანამ..... ...მე ეს ტკივილი გულს გამიჩერებს! ...... ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი მხოლოდ თავის სამშობლოშია! * * * .... ... ძალიან მიყვარხართ ყველა და ვლოცულობ თქვენთვის! ღმერთმა გაბედნიეროთ! გაგაძლიეროთ! და მალე სამშობლოში დაგაბრუნოთ! -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
ქეთუ |
Dec 17 2006, 07:33 PM
პოსტი
#213
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
შენ ჩემი პოსტი გულდასმით წაიკითხე, მერე ამ თემის დანარჩენი პოსტებიც წაიკითხე და მერე თუ ეჭვი შეგეპარება, რომ სხვის ომში არ ვბრძენობ და გულისტკივილი მალაპარაკებს იქ გაგიმარჯოს სადაც ხარ! პრობლემა კარტოფილში კი არა სხვის ომშია! ოტია იოსელიანი თუ არაა სნობი და ახერხებს ქართული მიწის მუშკი იყოს, მიწის ვალი მოიხადოს, დანარჩენებმაც რომ ყველამ მათ მივბაძოთ, აბა წარმოიდგინე ერთი რა მოხდება. ჯიგარო შენ რომ ჩამოხვალ და გვიკადრებ, ქართული სოფლები ჩინელი მუშაკებით იქნება დასახლებული და მერე ჩინელებს უცვალე პამპერსები აქ! სამუშაო ბევრი გექნება! შენ გულისტივილი რომ გალაპარაკებს მაგი მარტო პოსტებს კი არა ხელმოწერასაც ეტყობა, პესიმიზმი ატყვია,თუმცა არც უმიზეზოდ... მაგრამ მაინც, ეგ ყველაფერი იმათაც სტკივათ ვინც სხვის შვილებს პამპერსებს უცვლის ანდა კარტოფილს კრეფს, დარწმუნებული ვარ უფრო მეტადაც კი ვიდრე შენ, ხანდახან რაღაც მომენტში სჯობს რეალობას ცოტახნით მაინც აარიდონ თვალი, ამ გვერძე კი ალბათ მართლა ძალიან ბევრი მასეთი შემოვა და ნუ ვიქნებით სასტიკები, პირიქით... ეჰ... სიშორე ძალიან ვერაგი რამაა... ... იცი... საქართველოს ჭეშმარიტ სიყვარულად რაღაც მომენტში გაუსაძლისი ნოსტალგია მიმაჩნია! ... აი, ისეთი-რომელიც დიდხანს მაინც ვერ გააძლებინებს უცხოეთში ქართველს და საქართველოში დააბრუნებს! ... ერთ ჩემს გულისთქმას გეტყვით აქ.. (ადრე სხვა ფორუმში როგორც ჩანახატი-ისე დავწერე_მაგრამ ესაა ჩემი გულის უდიდესი ტკივილი!) : * * * რაღაც მშვენიერი მელოდიური წყობა ახლა ისე.. მღლის.. სასოწარკვეთილებამდე მივდივარ.. არა და დეპრესიული სულ არ ვარ... [/code] ამ ღამით... სიზმარში ვნახე, რომ საქართველოდან გადახვეწილი ვიყავი.. სად? რისთვის?... აღარ მახსოვს, მაგრამ ისეთი ცარიელი და გამომხმარი ვიყავი, რომ... აღარც რა წყალი_რაჭის ნაკადულისა, ან ხევის ვეძის წყლის გარდა_არ მომაბრუნებდა... ჯერ კიდევ.. მხოლოდ_ჯერ კიდევ... გიჟივით ვიღაცას ვეძებდი... დედას ვეძებდი... ძმას... მამას,... დას... ...... არასოდეს... არასოდეს... სადღაც მეწეოდა... ჩვეული, მაგრამ უცხო ქარები მეხებოდნენ სახეზე, თვალებზე,... ნეტა რა სურდათ..ვმადლობდი მათ, რომ ჩემთვის სიკეთე უნდოდათ_გულით ვუღიმოდი... მაგრამ... ხომ სწორედ ისინი მაციებდნენ.. მაქრობდნენ... მეფერებოდნენ და... სულ ამაონი იყვნენ... ფესვები... იმედი მქონდა... თითქმის ვიცოდი, რომ გამამაგრებდნენ... მაგრამ როგორ შეძლებდნენ, რომდესაც თავად აღარ ვეჭიდებოდი... და ჩემი ნერგები მათზედ აღარ ამოსდიოდნენ... სიშორე.. ოჰ ეს სიშორე ხომ საბოლოოდ მხუთავს!... ისე სწრაფად ვმოძრაობ სიზმარში... ქართული ეკლესიის მადლი ღა დამრჩა.. აქ.. გულგაფართოებული მისი ამარა-ღა ვარსებობ..მხოლოდ ვარსებობ!... რა გაძლება და სულის ტკივილი ჰქონიათ ემიგრანტებს!... ყოველი ამოკვნესა გავიგონე!... ............. ....................... ................................ გავიღვიძე.. გულგაჩერებულს სიჩუმე დამლოდებოდა.. დიდხანს, მხოლოდ დიდ სევდას ჩავცქეროდი იმედიან-უიმედო, შავ, წყლიან თვალებში,........... ნოსტალგია იყო... ჩემს ცხოვრებაში ასე არ მიყმუვლია................. დროში.. მანძილში.. ასე არ შევჯახებივარ სიტყვას:"აღარასოდეს"... ასე არ ჩამიბღუჯია სამშობლოს ახლადდაბადებული ბალახი მიწაზე... არ მისუნთქია მთელი ფილტვებით... ასე არასოდეს მტკიებია ივერია! ...... საქართველოში ვარ... მაგრამ... მეშინია, ეს სიზმარი კოდევ განმეორდება... სანამ ჩემი ქართველები არ დაბრუნდებიან საქართველოში... მანამ..... ...მე ეს ტკივილი გულს გამიჩერებს! ...... ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი მხოლოდ თავის სამშობლოშია! * * * .... ... ძალიან მიყვარხართ ყველა და ვლოცულობ თქვენთვის! ღმერთმა გაბედნიეროთ! გაგაძლიეროთ! და მალე სამშობლოში დაგაბრუნოთ! ძალიან ლამაზია : ) -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
tati87 |
Dec 18 2006, 01:15 AM
პოსტი
#214
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
.:B:. ეგ რაარის ჩემი ძმაკაცის მეგობარმა, გერმანიაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოიპარა კამერა რომელიც თვალყურს ადევნებს იმას რო არაფერი მოიპარო და ამან სწორედ ის კამერა ჩამოხსნა და მოიპარა ხო მაგარია, და ეხლაც სახლში უგდია, რო ვკითხე თუ რათ უნდოდა იცი რა მითხრა ხო მაგარი ვარო მაგარია აბა რაარის რას აღარ მოიგონებენ ეს ქართველები მოკლედ!!! [quote name='iako' date='Dec 17 2006, 02:01 PM' post='27557'] არ შეიძლება ადამიანის ცხოვრებაზე ასე ხელაღებით მსჯელობა, მაშინ როდესაც მას არ ვიცნობთ. რამდენი ადამიანის გასაჭირისთვის მომისმენია და რამდენის პრობლემებზე დავფიქრებულვარ. იოლია განსაჯო ადამიანი, მაგრამ მოცემულ პირობებში შეიძლება მასზე უარესად მოიქცე. თუ კარგად წაიკითხავ ჩემი პოსტის ბოლო აბზაცს მიხვდები, რომ მეც ზუსტად იგივეს ვამბობ!!! ოტია იოსელიანი თუ არაა სნობი და ახერხებს ქართული მიწის მუშკი იყოს, მიწის ვალი მოიხადოს, დანარჩენებმაც რომ ყველამ მათ მივბაძოთ, აბა წარმოიდგინე ერთი რა მოხდება. ყველა ოტია იოსელიანი ნამდვილად ვერ იქნება! შენ რო დღევანდელ 20-23 წლის ბიჭს უთხრა:"ადქეი და მიწა დაამუშავეო"... წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნება!!! ჯიგარო შენ რომ ჩამოხვალ და გვიკადრებ, ქართული სოფლები ჩინელი მუშაკებით იქნება დასახლებული და მერე ჩინელებს უცვალე პამპერსები აქ! სამუშაო ბევრი გექნება! [/quote] მაგაში კი 100% -ით გეთანხმები,თუმცა ასეთი ცინიზმი მაინც არაა საჭირო რაც არ უნდა იყოს დალხენილი ცხოვრების გამო არავინ წასულა და ჯობია ცოტა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს!!! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
შეხვეწილი |
Dec 18 2006, 10:19 AM
პოსტი
#215
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
iako |
Dec 19 2006, 04:15 PM
პოსტი
#216
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
თიო ძალიან ლამაზი ჩანახატია.
შენი ნაწარმოებში ყოველთვის ჩანს, გულის სიღრმიდან ამოხეთქილი ტკივილი და ის ჩვენს გულს ეხმაურება. ''ადამინის გულს ყველაზე უკეთესად, გულიდან ამოსული სიტყვებით შეგვიძლია მივაწვდინოთ ხმა''. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
tati87 |
Dec 20 2006, 02:16 PM
პოსტი
#217
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
თიო მართლა ძალიან ლამაზი ჩანახატია! ალბათ ბევრ ქართველ ემიგრანტს აუფორიქებს სულს!!!
-------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
tati87 |
Dec 21 2006, 02:05 AM
პოსტი
#218
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
სრულიად შემთხვევით ერთი ჩვენი თანამედროვე მეიგავის არაკს გადავაწყდი. ამ თემას შეეფერება ზუსტად და გადავწყვიტე გამომექვეყნებინა. იმედია საავტორო უფლებების დარღვევისთვის არ მიჩივლებენ
ემიგრანტები "ტყეში მუმლის მომრავლებას ვერევინ ვერ გრძნობდა, მხოლოდ ერთი კოდალა მარტოდ-მარტო ებრძოდა. მაგრამ მისი კაკუნი აღარავის ესმოდა, ის კი არა, ზოგი ქვებს და ბლის კურკებს ესროდა, ტყე არავის ადარდებდა, დახტუნავდნენ, ანცობდნენ, იმის ნაცვლად რომ ეშველათ, გადაწყვიტეს გაცლოდნენ. ირემმა თქვა: მუმლი გაჩნდა ტყეში რაღა დამრჩენია, ნეკერიც კი ვერ ვიშოვე, მარტო ღეროს ნარჩენია, ტყეს მე მაინც ვერ ვუშველი, ძნელი გადასარჩენია. მელა ამბობდა - ქალაქში წავალ, ქათმების ფერმა ყოფილა დიდი. იქვე ვიქნები სოროსთან ახლოს, რომ აღარავინ არ მახლოს თითი. ვეფხვმა თქვა- რით ვარ შენზე ნაკლები , შენისთანები ბევრი მინახავს, ქალაქისაკენ გზას მეც გავიგებ დასანაგვეზე თავს შევინახავ. დათუჩამ ჩუმად ჩაიბურდღუნა - ქვეყნად ტყე განა მარტო ეს არის? ჩემთვის თბილ ბუნაგს ყველგან მოვიწყობ, ერთ ზამთარს კიდევ თუ მოვესწარი. გუგულმა კაბა სულ დაიმოკლა, მკერდი მოზიდა და განაცხადა - ამ ტყეში ჩემი ნაოცნებარი აღარ ასრულდა, აღარ აცხადდა. უცხო მხარეში თურმე ეძებენ კოხტა, კეკლუც და ლამაზ გუგულებს ჩემზე უკეთესს სად იპოვნიან? წავალ და ცოტას წავიგუგუნებ. ქორი სხვა ტყეში გადაიხვეწა, ჟირაფს დაუდგა მოჯამაგირედ, მგელიტრამალებს გადაიკარგა და ბალახს ჭამდა ხორცის მაგიერ. სხვებიც წავიდნენ, მიმოიფანტნენ, ზოგს თეთრ ბუმბულზე ლაქაც მოეცხო, ზოგს შიმშილისგან კუჭი გაუხმა, ზოგს გაუმართლა - კარგად მოეწყო. გავიდა ხანი, ბევრი იქ დარჩა, აღარც ახსოვდათ ტყე და მამული, ბევრი დაბრუნდა, რომ მოენატრათ ჭალა, მინდვრები გადანამული. დაბრუნდნენ მაგრამ ტყე სადღა იყო? კოდალა ერთ ყლორტს დაჰკანკალებდა, ღონე მიხდილი, მშიერ-მწყურვალი, სიცივისაგან სულ კანკალებდა. და რომ შეხედა ტყის ძველ ბინადართ, უცხო მხარიდან დაბრუნებულებს: წამოიმართა, სიტყვით მიმართა, სამშობლოს ხილვით გაბრუებულებს. - აჰა, ხომ გესმით უცხო ხმაური, გამრავლებული ურიცხვი მუმლის. ასეა მუდამ, ტყე ნადგურდება, როცა პატრონი მამულს ვერ უვლის. თუმცა ყლორტები ისევ ამოვა, მხოლოდ შევიგნოთ ტყე რომ ჩვენია. უნდა ვისწავლოთ დაცვა და მოვლა, სხვა უბრალოდ არ დაგვრჩენია!" ნ. წულუკიძე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ემიგრანტები თავიანთ "ტყეს" დაუბრუნდებიან იმ შეგნებით, რომ "ტყე" ჩვენია და მისი მოვლა და "მუმლისაგან" განწმენდა ყოველი ჩვენთაგანის ვალია!!! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
შეხვეწილი |
Dec 21 2006, 11:15 AM
პოსტი
#219
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
marine |
Dec 21 2006, 12:46 PM
პოსტი
#220
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,827 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მიწას სამშობლო ჰქვია,
თუ მისთვის გიცემს გული, თვალის ჩინივით უვლი და მიგაჩნია წმინდად, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მიწა მაშინ გიღირს, როცა გიჟივით ჰყვირი: - შინ დაბრუნება მინდა!" მიხეილ ქვლივიძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd April 2024 - 10:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი