IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოგიკა, როგორც ჭეშმარიტების კრიტერიუმი
xokaido
პოსტი Dec 19 2009, 01:37 PM
პოსტი #1


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



როგორც არისტოტელემ თქვა სამყაროს შემეცნების სურვილი პირველი "ცნობისმოყვარეობიდან" მოდისო... იმ ცნობისმოყვარეობიდან, რომელსაც დაუცხრომელი ლტოლვა ჰქონდა გაეგო ვარსკვლავთა და სხვადასხვა გალაქტიკათა წარმოშობის ისტორია... უმზერდა რა ცაზე მოციმციმე ერტი ბეწო წერტილებს, ფიქრდობდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი დასაბამი... ცდილობდა გაეაზრებინა სამყაროს მოდელი, შეეცნო ის და ამით ამოევსო ის ამოუვსებელი, ცხოველი ინტერესი, რომელსაც მის მიმართ განიცდიდა... არისტოტელემ აღნიშნა, რომ ცოდნათა შორის ყველაზე დიდი უპირატესობა იმ ცოდნას ენიჭება, რომელიც თავისი თავისთვის არის, რომელსაც მიზანი არა აქვს რაიმე სხვა "სარგებელი" მოიტანოსო... ანუ ცოდნას, რომელიც ამ ცხოველ ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებსო... ფილოსოფიაში სამყაროს კვლევის ამ მიმართულებას ონტოლოგია ჰქვია...
ანუ, სამყაროს წამოშობის შესახებ წამოჭრილ პრობლემებს ან მიმდინარეობაში უყრიან თავს...
გარესამყაროს შემეცნებას იმ დროისათვის ძირითადად თეორიული საშუალებებით ცდილობდნენ (თუ არ ჩავთვლით ელემენტარულ მათემატიკურ გამოთვლებს)... როცა დაინახა ადამიანმა, რომ კვლევა სამყაროსი, რომელიც მილიარდობით სინათლის წლით არის დაშორებული - არც ისე ადვილია, დაიწყო იმ შესაძლებლობების გადახედვა, რომელსაც თითქოსდა უნდა მივეყვანეთ ჭეშმარიტებამდე... ანუ ერთგვარი ეჭვის ქვეშ დააყენა მისივე შესაძლებლობა და სათავე დაუდო ფილოსოფიაში გნოსეოლოგიურ მიმართულებას... მიმართულებას ფილოსოფიაში, რომელიც იკვლევს ადამიანის შესაძლებლობებს სამყაროს შემეცნების საქმეში, მარტივად: შემეცნების თეორია... ანუ როგორ, რა მეთოდით უნდა ვიკვლიოთ ჩვენს თავზე ვარსკვლავები, ჩვენთან ცხოველები და ასე შემდეგ... ამ მიმართულებით აზროვნების განვითარებამ შეიძლება ითქვას ლოგიკური განვითარება ჰპოვა, ჯერ ვიკვლევდით სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, შემდეგ ვიკვლევთ შესაძლებლობას სამყაროს კვლევისა და რა უნდა ყოფილიყო შემდეგი საფეხური?...
თვითონ ადამიანის კვლევა!... ანუ შემდეგ ეტაპზე დავიწყეთ უკვე სუბიექტის, შემმეცნებლის კვლევა...
ვინ არის ის, რას წარმოადგენს, როგორ ახდენს კვლევას (ნუ, აზროვნებას ზოგადად) და ასე შემდეგ...
ამ მოკლედ გადმოცემული აზროვნების განვითარების ისტორიიდან ჩვენ მივედით უკვე ყველაზე მთავართან, ადამიანთან... ანუ ვინ არის ის, რა ძალას წარმოადგენს მასში აზროვნება და რა წესებსა და კანონებს ემორჩილება ეს უკანასკნელი... არ იყო რტული შესამჩნევი, რომ ადამიანის აზროვნება დიდ წილად (მე მიმაჩნია, რომ მთლიანად) არის დავალებული ე.წ. ლოგიკისაგან, რომელიც წარმართავს მისი ქცევის, აზროვნების, მოქმედებისა და შემოქმედების ძირითად ბირთვს...
მარტივად, ე.წ. ლოგიკა (ეგრედ წოდებული, იმიტომ, რომ ლოგიკა მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს აზროვნების ფორმებს, წესებსა და კანონებს) არის მიღებული ჭეშმარიტების ყველაზე დიდ კრიტერიუმად... აღსანიშნავია, რომ ლოგიკა (ანუ, აზროვნების ის ფორმა რომელსაც ვეყრდნობით) თავის თავში ვერ წვდება უმცირესსა და უდიდესს... ლოგიკა ვერ ახდენს არარაობიდან რაიმეს დეფინიციას (ან თუნდაც რაობიდან, რომელიც ირაციონალურია)...
სიმარტივეს თუ გამოვიყენებთ ლოგიკამ ცნო რაციონალური (ანუ გონებრივად განსაზღვრებადი) და ირაციონალურიც (გონებრვიად განუსაზღვრელი)... ამით მან ერთგვარად ზღვარი დაუდო უსაზღვროს... აღსნანისნავია, რომ ლოგიკა საჭიროებს ერთგვარ დოგმატებს, ლოგიკაში აქსიომებად წოდებულს, რომელსაც დაეფუძნება და რომლიდანაც გამოიყვანს სხვა, შემდგომ მსჯელობებს... ასეთებია მაგალითად წერტილი და წრფე... წერტილი არის ცნება, რომელიც არ განისაზღვრება, არ არსებობს წერტილზე უმცირესი.. არა და თუ დაუკვირდებით, წერტილს ვუწოდებთ დედამიწას სამყაროში, შეიძლება ვთქვათ რომ დედამიწაზე მცირე არაფერიაო?..
ძალიან მეწელება აზრი, მოდი განვაგრძობ, აზროვნების განვითარების ხახს მივყვები და მივალ ჩემთვის ღრმად პატივცემულ კანტამდე, რომელმაც "წმინდა გონების კრიტიკა"-ში ჩემი აზრით ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთ გამომრიცხველი დებულებები თანაბარძალოვნად შეიზლება იქნან დამტკიცებული... კერძოდ, მან ანტინომიების მეშვეობით აიღო და მაგალითად ორი ასეთი დებულება დაამტკიცა თანაბარძალოვნად:
1) სამყაროს არა აქვს დასაბამი და დაუსრულებელია ის დროში...
2) სამყაროს აქვს საწყისი და ის სასრულია დროში...
მე არ შევეხები იმ ხაზს, რომლითან ეს ორი დებულება დაამტკიცა კანტმა, მაგრამ იმას კი აღვნიშნავ, რომ კანტმა თქვა მე სოფისტური მსჯელობა არ მომიყვანიო.. ვიმსჯელე "წმინდა გონება"-თიო..
ეხლა რატომ მაინტერესებდა ამ ყოველივეს შესახებ საუბარი...
ცნობილია, რომ ადამიანს დაუცხრომელი ლტოლვა ამოძრავებს კვლავ გაერკვეს სამყაროს რაობაში... არ დამცხრალა ის ცხოველი ინტერესი "თავისთავადი ცოდნის" მიმართ რაზეც არისტოტელე საუბრობდა ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ. -მდე... და ეს კვლელვა-ძიება მართალია უკვე გამოცდილებით, ექსპერიმენტით და ტექნიკური რევოლუციებით არის გამყარებული, მაგრამ მაინც დიდ წილად (მთლიანად?) ეფუზნება ლოგიკას... ლოგიკა კი, ისტორია გვიჩვენებს, რომ არ არის ის, რაზეც უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ცოდნა (ცოდნის გამიჯვნა მჭირდება აქ მე ლოგიკისაგან ვიცი, მაგრამ ძალიან შორს წამიყვანს ეს, მომდევნო საუბარში ვეცდები ვაჩვენო მათი განსხვავება)...
ერთი რამ მინდა ვთქვა ამ ყოველივეთი: არსებობს უამრავი ფსევდო-რელიგური მიმდინარეობანი...
არსებობს უამრავი მწვალებლური მოძღვრებანი, არსებოს უდიდესი გაერთიანება თანამედროვეობის, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა რელიგიების გაერთიანებას, მათ შერწყმას და ამას ძირითადად (მთლიანად?) ლოგიკაზე დაფუძნებით ცდილობენ...
ესეთი ტიპის "სურვილები" გადმოცემულნი არიან სწორედ იმ მეთოდით, რა მეთოდიც კანტმა აცვენა თავის უკვდავ ქმნილებაში "წმინდა გონების კრიტიკა"... ანუ, ქრისტიანობა არის უთავსებადი (და მე არ ვცნობ არავითარ ქრისტიანობას თუ ის არ ითქმის მართლმადიდებლურად) ნებისმიერ სხვა "რელიგიებთან"... მაგრამ ამ უთავსებადობის პრობლემის დაძლევაში მათ ეხმარება "ლოგიკა"...
როგორც უთავსებადი მსჯელობები გახადა კანტმა თავსებადი თავისი ანტინომიებით, ასევე ცდილობენ ლოგიკის კანონებზე დაყრდნობით დაგვაჯერონ იმაში, რომ შესაძლებელია მართლმადიდებლობამ საერთო ენა გამონახოს პროტესტანტიზმთან, კატოლიციზმთან, ბუდიზმთან, მუსულმანობასთან და კიდევ ვინ იცის რასთან...
ეს ჩემი აზრით სწორედ ის არის, რაზეც მაცხოვარი საუბრობდა: "რადგან გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში."
რადგან თუ თქვენი "სიმართლე" ოდენ ლოგიკის კანონებით არის გამაგრებული, თუ თქვენ მხოლოდ ლოგიკით ცდილობთ ღმერთთან მისვლას - ამას უბრალოდ ვერ შეძლებთ-ო...
და კიდევ, სად არის გამოსავალი?...
..."ნათესავი ესე არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვითა"...
აზროვნება უნდა ეფუძნებოდეს არა ლოგიკურად გამართულ აზრს, არამედ ლოცვას, მარხვას და ღვთივ განბრძნობილ სულიერებას, რომელიც სულიწმიდის მადლით შესაბამის გამოხატულებასაც ჰპოვებს, იქნება ეს მეცნიერული ნაშრომი (მაგალითად წმინდა მამათა დარიგებანი, განმარტებანი, მათი მეცნიერული მოღვაწეობა შეგვიძლია მოვიტანოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მათი ნაშრომების გაგება ორნაირად შეიძლება, სრულიად გამომრიცხველი მიმართულებით წაყვანაც) თუ ხელოვნების რომელიმე მიმდინარეობით გამოხატული ქმნილება...
ღმერთმა შემინდოს თუ რამ ვსცოდე ამ თემით....
წმინდა ნიკოლოზი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ახლობელების მეოხი...
გფარავდეთ ღვთისმშობლის კალთა ძმანო და დანო ქრისტესმიერნო!...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 19 2009, 03:59 PM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.


ზუსტად a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 19 2009, 04:04 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ტექსტი ლოგიკურად გამართულია,ლოგიკა გვჭირდება ესე იგი ხომ? smile.gif

ძალიან მომეწონა smile.gif
"რადგან გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში."
არასოდეს არ დავფიქრებულვარ ამ კუთხით ამ სიტყვებს,ძალიან საინტერესო აღმოჩენაა smile.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 19 2009, 04:06 PM
პოსტი #4


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მე საერთოდ ვიტყოდი რომ სანამ არ განთავისუფლდები ლოგიკის და გონების "ბორკილებისგან" (განთავისუფლება დაკარგვას არ ნიშნავს), ვერ იხილავ ცათა სასუფეველს...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Dec 19 2009, 04:13 PM
პოსტი #5


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



b-a-r-b-a-r-e
საერთოდ ლოგიკით ლოგიკის უარყოფა ძალიან რთულია (შეუძლებელი?)...
ამ კუთხით მე გარკვეული ნაშრომებიც მაქვს...
სამწუხაროდ მხოლოდ ფურცელზე და მხოლოდ ჩემს უჯრაში.. ;-(
მაგრამ აქ ძალიან მოკლედ ვეცადე ჩამომეყალიბებინე ის აზრი, რომელიც ჩემს ნაშრომებში მაქვს გატარებული...
Atman
აქ მთავარი "სიმართლე"-ა...
და ის კიდევ, რაც სიმართლის მისაღწევად არის საჭირო:
..."ნათესავი ესე არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვითა"...
მარტო ერთ ნაწილზე ხელის ჩაჭიდება არა რას გვარგებს... საჭიროა კომპლექსური და სისტემატური განაზრება (განაზრება და არა გააზრება) ვითარების... a075.gif


Atman
ლოგიკა არის ჩვენი აზროვნები წესი...
მას ვერ/არ უარვყოფთ...
საჭიროა ღვთივგანბრძნობილი სულიერება, რომე ეს ლოგიკა სულიწმინდის მადლით კონტროლდებოდეს...
ლოცვა და მარხვა არის ჩემი აზრით ამის საწინდარი...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 19 2009, 04:16 PM
პოსტი #6


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



xokaido

როგორცხ ადრე გითხარი სიმართლე ფარდობითი ცნებაა და ჭეშმარიტი და აბსოლუტური სიმართლე მხოლოდ ერთია და მას ქვია ღმერთი, სიყვარული, აბსოლუტური ჭეშმარიტება და ასე შემდეგ. გონებით მისი წვდომა შეუძლებელია, მაგრამ რაც მეტია გაცნობიერებულობის დონე, მით მეტ ნაწილს შევიცნობთ ამ სიმართლისას...

მაგრამ ფაქტია: ნებისმიერი დაწერილი ან გამოთქმული (ან გაფიქრებული) ჭეშმარიტება აბსოლუტის მხოლოდ ნაწილია...

xokaido

ციტატა
ლოგიკა არის ჩვენი აზროვნები წესი...მას ვერ/არ უარვყოფთ...საჭიროა ღვთივგანბრძნობილი სულიერება, რომე ეს ლოგიკა სულიწმინდის მადლით კონტროლდებოდეს...ლოცვა და მარხვა არის ჩემი აზრით ამის საწინდარი...


საქმე იმაშია რომ უნდა იყოს ბალანსი რაციონალურსა და ირაციონალურს შორის. მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს შორის...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 19 2009, 04:17 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



საინტერესოა წმინდა მამათა სწავლებანი და განმარტებანი,საკითხი მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ სასიცოცხლო განშტოებას წარმოადგენს პიროვნების განხილვაში.

ფსიქოლოგიური მიდგომაც საინტერესო იქნება,კიდევ გადავხედავ რაზე შეიძლება საუბარი smile.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 19 2009, 04:18 PM
პოსტი #8


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სულიწმიდის მადლიო რომ იძახი, ეგ მხოლოდ სიტყვებია და რეალურად რა არის ეს სულიწმიდის მადლი გამოთქმა შეუძლებელია, მისი მხოლოდ გრძნობა შეიძლება.

xokaido

ისე შენთან კამათი ცოტა სახიფათოა, მოგზავნილი მიწოდე თუ სწორად მახსოვს biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 19 2009, 04:19 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(Atman @ Dec 19 2009, 04:18 PM) *

სულიწმიდის მადლიო რომ იძახი, ეგ მხოლოდ სიტყვებია და რეალურად რა არის ეს სულიწმიდის მადლი გამოთქმა შეუძლებელია, მისი მხოლოდ გრძნობა შეიძლება.

xokaido

ისე შენთან კამათი ცოტა სახიფათოა, მოგზავნილი მიწოდე თუ სწორად მახსოვს biggrin.gif

ohmy.gif
სად და რატო biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Dec 19 2009, 04:20 PM
პოსტი #10


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



ციტატა
რადგან თუ თქვენი "სიმართლე" ოდენ ლოგიკის კანონებით არის გამაგრებული, თუ თქვენ მხოლოდ ლოგიკით ცდილობთ ღმერთთან მისვლას - ამას უბრალოდ ვერ შეძლებთ-ო...

"ოდენ" არ გამოგეპაროთ მხედველობიდან... მე არ ვცილობ ლოგიკის როლი უარვყო საერთოდ.. მე ვცდილობ გავმიჯნო წმინდა მამათა ლოგიკა იმ ლოგიკისაგან რომლითაც ჩვენ ვაზროვნებთ... ამიტომაც ვახსნებ "ოდენ ლოგიკის კანონებით"... ანუ ჩვენ მართალია შეგვიძლია მისი გამოყენება, მაგრამ მასზე ჭეშმარიტების აგება შეგვიყვანს შეცდომაში...
ჭეშმარიტების აგება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლებაო აკი ამბობს კიდეც მაცხოვარი...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 19 2009, 04:22 PM
პოსტი #11


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კიდევ ერთ რამეს დავამატებ: "სანამ ღმერთის შიშს არ დაძლევთ, ვერ იხილავთ ცათა სასუფეველს" a075.gif

რაც შეეხება ლოცვას და მარხვას, მისი ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ ინტუიტიური, ირაციონალური აზროვნების გააქტიურებაა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 19 2009, 04:22 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman
ღმერთის, რომ არ გვეშინოდეს დავიღუპებოდით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 19 2009, 04:23 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(Atman @ Dec 19 2009, 04:22 PM) *

კიდევ ერთ რამეს დავამატებ: "სანამ ღმერთის შიშს არ დაძლევთ, ვერ იხილავთ ცათა სასუფეველს" a075.gif

რაც შეეხება ლოცვას და მარხვას, მისი ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ ინტუიტიური, ირაციონალური აზროვნების გააქტიურებაა.

მოგზავნილი ხარ აბა რა ხარ biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 19 2009, 04:26 PM
პოსტი #14


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი

ციტატა
ღმერთის, რომ არ გვეშინოდეს დავიღუპებოდით


შიში საჭიროა საწყის ეტაპზე, მაშინ როცა ჯოჯოხეთისკენ მიექანები, შიში გატორმუზებს, მაგრამ შემდეგ სიყვარული უნდა იყოს მთავარი, შიშის პროცენტი კი შემცირდეს და სანამ ეს პროცენტი 0 არ გახდება ვერ იხილავთ ცათა სასუფეველს.

xokaido
აკაკი

რა გქვია ბოლოს და ბოლოს გამაგებინე, ხოკაიდო თუ აკაკი? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 19 2009, 04:26 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman
ღვთის შიში ყოველთვის უნდა იყოს...............

ნუ დაგავიწყდება, რომ ადამიანები ვართ (სუსტები), ისე გვაცდუნებს ბოროტი, რომ გადაგვიყვანს ჭკუაზე და მე, თუ ღვთის შიში არ მქონდა ისეთ რამეს ჩამადენინებს, რომ რავიცი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 19 2009, 04:28 PM
პოსტი #16


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი
xokaido

ნუ მაშინ დავღუპულვარ და ეგაა, იმიტომ რომ ღმერთის არ მეშინია. და საერთოდ შიში მხოლოდ ინსტიქტური მაქვს, ცნობიერი შიში არაფრის მიმართ არ მაქვს. ცუდადაა ჩემი საქმე ხო? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 19 2009, 04:29 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman
მე ვერ გეტყვი თავად მიხვდი smile.gif... მაგრამ გირჩევ, გეშინოდეს ღვთისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Dec 19 2009, 04:30 PM
პოსტი #18


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



Atman
ქვევით მიაქციე ყურადღება:
ციტატა
2 წევრი: xokaido, აკაკი

ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია ხოკაიდო და აკაკი... ;-)

ციტატა
სანამ ეს პროცენტი 0 არ გახდება ვერ იხილავთ ცათა სასუფეველს.

აი, ესეთი რამის თქმა არა მგონი შეიძლებოდეს...
რას ვიხილავთ და რას ვერა ეს მხოლოდ ღმერთი გადასაწყვეტია...
არა მგონია მსგავსი მსჯელობა სწორი იყოს...
ჩვენ მხოლოდ აზრი შეგვიზლია გამოვხატოთ, დარწმუნებულობით საუბრის უფლება
ძალიან ცოტას აქვს (ცოცხალთ აქვთ საერთოდ?)...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 19 2009, 04:32 PM
პოსტი #19


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



xokaido
აკაკი

არ მეშინია და ძალით შემეშინდეს? biggrin.gif

არ მესმის როგორ შეიძლება გეშინოდეს საკუთარი მამის, დედის, ძმის... ასევე არ მეშინია ღმერთის.

xokaido
აკაკი

ციტატა
ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია ხოკაიდო და აკაკი... ;-)


პროგრამისტი რომ ხარ კი არ დამვიწყებია, მაგისთანა შტუკებს შენ კი არა დამწყებები აკეთებენ biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 19 2009, 04:32 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman

დაფიქრდი რატომ არ გეშინია... და იმაზეც დაფიქრდი, რატომ უნდა გეშინოდეს

არ გირჩევ დედის, მამის, ძმის და დის შედარებას ღმერთთან...
ეგ სულ სხვაა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 07:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი