თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ წესები

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Dec 7 2006, 07:05 PM

მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს განყოფილება "ჩვენი პატრიარქის"
წესები



განყოფილება "ჩვენი პატრიარქი"
1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია ფორუმზე დარეგისტრირებული წევრების მიერ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებული მოსაზრებების, ისტორიებისა და შეხედულებების გამოსახატად.
2. განყოფილებაში მოქმედებს ფორუმის საერთო წესები.
3. განყოფილების თემად ითვლება ყველა ის თემა ან ქვეთემა, რომელიც ეხება:
3.1. მის უწმიდესობას, ილია II-ს უშუალოდ;
3.2. საქართველოს ნეტარხსენებულ პატრიარქებსა და მამამთავრებს;
3.3. ყველა იმ სფეროს, სადაც მოღვაწეობდა, მოღვაწეობს ან შეიძლება იმოღვაწეოს საქართველოს პატრიარქმა, როგორც მოქმედმა, ისე აწ განსვენებულმა ან მომავალმა.
4. განყოფილების ენა არის ახალი ქართული.
4.1. ყოველი მოსაზრება უნდა იქნეს დაწერილი ქართული მხედრული ანბანით.
4.2. არაქართულენოვანი მოსაზრების ან ციტატის დაწერა დასაშვებია მაშინ, თუ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს.


მოდერატორი
1. ფორუმზე დადგენილი წესების შესაბამისად განყოფილებას აკონტროლებს მოდერატორი.
2. მოდერატორს უფლება აქვს:
2.1. შეაერთოს, გადაიტანოს, მიაჭიკარტოს, ჩამოაჭიკარტოს, წაშალოს, ჩაასწოროს ან დახუროს თემა ან შესაბამისად ცალკეული მოსაზრება;
2.2. გაფრთხილება (ე.წ. "ვორნი") მისცეს ფორუმის წევრს ამ წესების ან ფორუმის საერთო წესების დარღვევისათვის;
2.3. შეასრულოს მისთვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
3. ფორუმის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მოდერატორის ნებისმიერი გადაწყვეტილება ადმინისტრატორთან.

წესებში ცვლილების შეტანა
1. წესებში ცვლილების შეტანა ხდება მოდერატორის მიერ საკუთარი ან არანაკლებ 15 წევრის ინიციატივით.


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)