IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს???
vaxushti13
პოსტი Oct 31 2013, 07:03 PM
პოსტი #1


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



როგორც წაკითხული მაქვს მონათვლის შემდეგ ადამიანს წარსული ცოდვები მიეტევება ხო???
ნუ მაგალითად არის ადამიანი რომელსაც უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი (სიტყვაზე: მკვლელობების კასკადი, ღმერთის გმობა, გაუპატიურებები და რავი 1000 უბედურება) ნუ შემდგომ როცა მოხუცდა აღმოაჩნდა კიბო და დავუშვათ ექიმებმა მისცეს 1 თვე.. ხოდა ამ კაცმა გადაწყვიტა მონათვლა... და რა გამოდის ის ყველა ცოდვა მიეტევა ამ ადამიანს???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 31 2013, 09:21 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(vaxushti13 @ Oct 31 2013, 07:03 PM) *

როგორც წაკითხული მაქვს მონათვლის შემდეგ ადამიანს წარსული ცოდვები მიეტევება ხო???
ნუ მაგალითად არის ადამიანი რომელსაც უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი (სიტყვაზე: მკვლელობების კასკადი, ღმერთის გმობა, გაუპატიურებები და რავი 1000 უბედურება) ნუ შემდგომ როცა მოხუცდა აღმოაჩნდა კიბო და დავუშვათ ექიმებმა მისცეს 1 თვე.. ხოდა ამ კაცმა გადაწყვიტა მონათვლა... და რა გამოდის ის ყველა ცოდვა მიეტევა ამ ადამიანს???

ცოდვილმა კაცმა ასჯერაც რომ სცოდოს მიეტევება, მე ისიც ვიცი რომ მიეგებათ მადლი ღმრთისმოსავთ რომელთაც ეშინიათ ღმრთისა ! ამგვარად ბრძანებს სოლომონი ეკლესიასტეს წიგნში. საერთოდ მიტევება არ მიტევების საქმეს უფალი წყვეტს ასე რომ შენ კითხვას ამგვარად შემიძლია ვუპასუხო _ რომ მას აქვს შანსი რომ მიეტევოს ცოდვები რადგან ეს დამოკიდებულია სწორედ მასზე და მის გულზე თუ რამდენად წრფელად მოინანიებს ცოდვებს და კიდევ _ რომც არ მოინანიოს და ისე მოკვდეს , ღმერთი იმდენად სამართლიანი და კაცთმოყვარეა რომ მაინც აღადგენს და მისცემს შანსს გამოსწორებისა. იმ ყოველი ცოდვის საზღაური არის სიკვდილი და სიკვდილის შემდეგ ყოველი ადამიანი არის წმინდა რადგან თუკი რამ ცოდვა ჩაუდენია ადამიანს ამ ყოველივეს საზღაური არის სიკვდილი ანუ არსებობის შეწყვეტა . blink.gif ვინც მოკვდა ყველა ადამიანი აქამდე , არის წმინდა გარდა იმათი რომელთაც შეგნებულად დაგმეს ღმერთი _ მაგალითად ფარისევლები , მღვდელმთავრები , რომლებმაც გააზრებულად მოკლეს მაცხოვარი , ასევე იუდა, ასევე ადამი და ევა რომელთაც შეგნებულად დაგმეს ღმერთი და აირჩიეს მისი მცნებების მიღმა ცხოვრება . სულიწმიდის გმობა არის ის როცა იცი ღმერთის ნება და შეგნებულად მიდიხარ მის წინააღმდეგ, ანუ როცა ღმერთი ბრძანებს რომ მრუშობა ცოდვაა , მაგრამ თუკი შენ თვლი რომ მრუშობა ცოდვა არაა და მრუშობ , აი სწორედ ესაა სულიწმიდის გმობა , რაც არ მიეტევება ადამიანს. ანუ როცა შენ ღმერთის დადგენილ მცნებას ურყოფ და აწესებ საკუთარ მცნებას სწორედ ესაა გმობა სულიწმიდისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Oct 31 2013, 09:35 PM
პოსტი #3


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



QUOTE
რომც არ მოინანიოს და ისე მოკვდეს , ღმერთი იმდენად სამართლიანი და კაცთმოყვარეა რომ მაინც აღადგენს და მისცემს შანსს გამოსწორებისა.


ვერ მივხვდი რას გულისხმობ

QUOTE
იმ ყოველი ცოდვის საზღაური არის სიკვდილი და სიკვდილის შემდეგ ყოველი ადამიანი არის წმინდა რადგან თუკი რამ ცოდვა ჩაუდენია ადამიანს ამ ყოველივეს საზღაური არის სიკვდილი ანუ არსებობის შეწყვეტა .


ანუ რას იძახი ადამიანი სიკვდილის შემდგომ ცოდვებისგან თავისუფლდება და წმინდა ხდება??? ისევ პასტორი რასელის სიტყვები ხომ არ არის? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 31 2013, 09:48 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(vaxushti13 @ Oct 31 2013, 09:35 PM) *

ვერ მივხვდი რას გულისხმობ
ანუ რას იძახი ადამიანი სიკვდილის შემდგომ ცოდვებისგან თავისუფლდება და წმინდა ხდება??? ისევ პასტორი რასელის სიტყვები ხომ არ არის? smile.gif

პავლე მოციქული ბრძანებს_ ვინაიდან ვინც მოკვდა ცოდვისაგან თავისუფალია !

ასევე სოლომონ მეფე _ მკვდრებმა არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა ! პასტორი რასელი რა შუაშია როცა ბიბლია ასწავლის ამას blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Oct 31 2013, 09:53 PM
პოსტი #5


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



QUOTE
პავლე მოციქული ბრძანებს_ ვინაიდან ვინც მოკვდა ცოდვისაგან თავისუფალია !

ასევე სოლომონ მეფე _ მკვდრებმა არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა ! პასტორი რასელი რა შუაშია როცა ბიბლია ასწავლის ამას

რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილი ტექსტი იქნება მანდ...
ასე გამოდის რომ ჯოჯოხეთის არსებობას უარყოფს პეტრე მოციქული და სოლომონ მეფე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Oct 31 2013, 10:03 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(vaxushti13 @ Oct 31 2013, 09:53 PM) *

რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილი ტექსტი იქნება მანდ...
ასე გამოდის რომ ჯოჯოხეთის არსებობას უარყოფს პეტრე მოციქული და სოლომონ მეფე?

ჯოჯოხეთი იგივე სამარეა ! იაკობი ამბობს მგლოვიარე ჩავალ ჩემ შვილთან ჯოჯოხეთშიო! ანუ სამარეშიო!

თუ ჯოჯოხეთი საწამებელი ადგილია მაშინ ის რანაირად უნდა ჩავარდეს ცეცხლის ტბაში რომელიც მეორე სიკვდილიაო ანუ სამუდამო განადგურება? ასე წერია გამოცხადებაში ! რომაელთა 6:7 და ეკლესიასტე 9:5, 6 ა ბატონო თავად გადაამოწმე და თავად განსაჯე თუ კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 31 2013, 10:38 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



vaxushti13
ბევრი ლაი-ლაის გარეშე .
ნათლობისას ადამიანს მიეტევება ცოდვები და ესაა კლესიის სწავლება .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Nov 2 2013, 01:48 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



ესეიგი მაგარი პონტია, უნდა დაპორტირდე სხვა რელიგიაზე იქ იგულაო, მერე უკან გადმოპორტირდე ნათლობის მეშვეობით და ეგაა ჩაბარდა წარსულს "გრეხებიი" a075.gif


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 2 2013, 02:18 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



nibiru
სხვა რელიგიიდან მიღების წესი როგორია იცი მართლმადიდებლობაში?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Nov 2 2013, 03:18 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



არა, როგორია? ისე ხომ არის?


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 2 2013, 11:12 PM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



nibiru
ციტატა
ისე ხომ არის?

რა თქმა უნდა არის . იმიტომ რომ ქრისტიანობა კათოლიკე სარწმუნოებაა და მიმართულია იმისკენ რომ ყველა შემოიკრიბოს მის წიაღში .

დავუბრუნდეთ საკითხს . შენ წერდი :
ციტატა
ესეიგი მაგარი პონტია, უნდა დაპორტირდე სხვა რელიგიაზე იქ იგულაო, მერე უკან გადმოპორტირდე ნათლობის მეშვეობით და ეგაა ჩაბარდა წარსულს "გრეხებიი"

მე გკითხე :
ციტატა
სხვა რელიგიიდან მიღების წესი როგორია იცი მართლმადიდებლობაში?

შენ მიპასუხე :
ციტატა
არა, როგორია?

თუ არ იცი რაღატო აკრიტიკებ და აქილიკებ ? ხოლო თუ გაინტერესებს , ჯერ იქნებ გაგეგო როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ყველაფერთან ეკლესიას და შემდეგ გამოგეყენებინა შენი ცინიზმი?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 3 2013, 12:12 AM
პოსტი #12


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



nibiru

ციტატა
ესეიგი მაგარი პონტია, უნდა დაპორტირდე სხვა რელიგიაზე იქ იგულაო, მერე უკან გადმოპორტირდე ნათლობის მეშვეობით და ეგაა ჩაბარდა წარსულს "გრეხებიი"


ესაა ყველაზე საშინელი და ამაზრზენი გაგება ნათლისღების საიდუმლოსი და ვფიქრობ უპასუხისმგებლო და უაზრო დამოკიდებულებაც.

ნათლისღება, რა თქმა უნდა, ყოვლითურთ აღხოცავს ადამიანისგან როგორც პირველქმნილ ცოდვას, ასევე ყოველ პირად ცოდვას, მაგრამ ეს კარგად უნდა იქნეს გაგებული და არა ისე, ვთქვათ როგორც ზემოთ მითითებული შინაარსია.

ადამიანი, რომელიც ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს, სინანული არ გააჩნია და არც კი ცდილობს გამოსწორებას, იმის იმედად არის რომ სიბერეში მოინათლება და ამით ყოველ "გრეხს" ჩამოირეცხავს, მართლაც მოინათლება და გონია, რომ განიწმინდა და სამოთხეშიც გაიმზადა ადგილი, ამ უკანასკნელის მაგივრად უკიდურესი სასჯელით დაისჯება ის, როგორც ნათლობის საიუდმლოს შეურაცხმყოფელი.

ერთიდაიგივე ცოდვა ჩადენილი ადამიანის მიერ ნათლობამდე და ნათლობის შემდეგ, ხარისხობრივად სხვაობს ერთმანეთისგან, რადგან ცოდვა ჩადენილი ნათლისღების შემდეგ ჩადენილია უკვე სიწმინდის მდგომარეობაში და ამიტომ ის უფრო მეტად დამსჯელია. აქედან გამომდიანრე, როდესაც ადამიანი ნათლისღების სურვილს ამჟღავნებს, ის მზად უნდა იყოს ამისთვის ცნობიერებითად, როგორც დამტოვებელი წარსული ცხოვრებისა და მზად მყოფი ახალი ცხოვრებისთვის. თუკი იგი ნათლისღების დროსაც იმ ცნობეირებით ცხოვრობს, როგორც მანამდე ცხოვრობდა, ცხადია ნათლობის დროს მას მეიტევება ცოდვები, მაგრამ გამომდიანრე იქიდან, რომ მისი ცნობიერება კვლავ ცოდვილი ცხოვრების მოსურნეა და სავარაუდოდ ცოდვასაც არ მოერიდება, უფრო მეტ სასჯელს დაიტეხს თავის თავზე, ვიდრე დაიტეხდა საერთოდ რომ არ მონათლულიყო.

ამიტომ ნათლობა უნდა იყოს ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარი. სხვა შემთხვევაში ის ადამიანისთვის სასჯელის მომტანი იქნება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nibiru
პოსტი Nov 3 2013, 10:25 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 21-May 12
წევრი № 12,369



კარგით დაწყნარდით! ნუ აადუღეთ კლავიატურა :-) ყველაფერს ნუ ასერიოზულებთ გაიღიმეთ :-)


--------------------
"здесь и сейчас"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 3 2013, 11:53 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



თუ შენ გინდა გახდე ქრისტიანი.მაშინ უნდა მოინათლო სულიწმიდით . სწორედ სულიწმიდით ნათლობისას ხდება ცოდვათა მიტევება და არა უბრალოდ წყალში განბანისას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 4 2013, 11:48 AM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



nibiru

ციტატა
კარგით დაწყნარდით! ნუ აადუღეთ კლავიატურა :-) ყველაფერს ნუ ასერიოზულებთ გაიღიმეთ :-)


ჩემი პოსტი შენს მისამართით არ ყოფილა. მრავალია ასეთად მოფიქრალი ადამიანი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 4 2013, 08:54 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Nov 4 2013, 11:48 AM) *

nibiru
ჩემი პოსტი შენს მისამართით არ ყოფილა. მრავალია ასეთად მოფიქრალი ადამიანი.

მაგალითად მეე ბატონო დავით??? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Nov 11 2013, 07:41 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ზოგადად ნათლობა მე ვფიქრობ მიუღებელია როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს ნათლობის მნიშვნელობას და ზერელედ ხდება ეს ყველაფერი, აი თუმდაც პატარა ბავშვებს რო ვნათლავთ იმან არ იცის რას ვუკეთებთ და რო გაიზრდება შეიძლება ადგეს და ბუდიზმში ნახოს საკუთარი თავი ან ისლამში , ასე რომ ნათლობა მე ვფიქრობ უნდა ხდებოდეს გაცნობიერებულად, ასევე ადამიანი რომელმაც ბევრი ცოდვა ჩაიდინა და იყო მოუნათლავი და მერე გაიგო რო კიბო ქონდა და მოინათლა, თუ ეს მონათვლა იყო იმიტო კიარა რო ღმერთი იპოვა და იმიტო კიარა რო მის ცოდვებზე სინანული გაუჩნდა არამედ იმიტო მოინათლა რო გაუგია რო მონათვლის შემდეგ სუფთა იქნება და შეირგო ის რაც ამ ქვეყნაც ცოდა და ა.შ. მე ვფიქრობ ეს ღვთის წინაშე არ იქნება მონათლული აქ შეიძლება შევასრულოთ ნათლობის რიტუალი მარა ალბათ ღმერთი არ მონათლავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2013, 02:47 AM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ვინმე უშლის რომ ზრდასრულობაში სხვა რელიგია აირჩიოს ? აი თუ დაუშლის , მაშინ შეგიძლია გააკრიტიკო .

თქვენ რომ დაგიჯეროთ კაცმა , ბავშვი მაშინ უნდა მონათლოს , როდესაც ამას თავად გეტყვით .

აცრა გამიკეთეო გეუბნევა ბავშვი ? ან როცა უკეთებ აცნობიერებს ამას?
არ უნდა აგავუკეთოთ ხომ ? ამით მის თავსუფალ არჩევანს ვზღუდავთ ხომ ?


არ გვაქვს ჩვენ იმხელა სულიერება , რომ ადამიანის სულის სურვილების წაკითხვა შევძლოთ . ეს რომ შეგვეძლოს აუცილებლად დავრწმუნდებოდით მწვალებელ ტერტულიანეს სიტყვების სიმართლეში : ,,სული ბუნებით ქრისტიანია . ''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 12 2013, 10:46 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(A.V.M @ Nov 12 2013, 02:47 AM) *

Alterego
ვინმე უშლის რომ ზრდასრულობაში სხვა რელიგია აირჩიოს ? აი თუ დაუშლის , მაშინ შეგიძლია გააკრიტიკო .

თქვენ რომ დაგიჯეროთ კაცმა , ბავშვი მაშინ უნდა მონათლოს , როდესაც ამას თავად გეტყვით .

აცრა გამიკეთეო გეუბნევა ბავშვი ? ან როცა უკეთებ აცნობიერებს ამას?
არ უნდ აგავუკეთოთ ხომ ? ამით მის თავსუფალ არჩევანს ვზღუდავთ ხომ ?
არ გვაქვს ჩვენ იმხელა სულიერება , რომ ადამიანის სულის სურვილების წაკითხვა შევძლოთ . ეს რომ შეგვეძლოს აუცილებლად დავრწმუნდებოდით მწვალებელ ტერტულიანეს სიტყვების სიმართლეში : ,,სული ბუნებით ქრისტიანია . ''

თუკი უფალი ბრძანებს რომ, მოიმოწაფეთ ყველა და ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა ___ და შემდეგ ბრძანებს _ მონათლეთ იგინი სახელითა მამისაითა , ძისაითა და სულისა წმიდისაითა ___ ესეიგი ეს ასეა ! უფალს არ უთქვამს ჩვილები დანათლეთო , არამედ ჯერ ასწავლეთო და მერეო. თუკი საღმრთო წერილში ერთი შემთხვევა მაინც მოიპოვება რომ ჩვილი მონათლეს , მაშინ კიდევ გასაგებია , მაგრამ ასეთი შემთხვევა მოციქულთა შორის არ მომხდარა! ასე რომ თუკი ნათლობას რიტუალურ სახეს მივცემთ ეს სულიწმიდის გმობა გამოდის., ნათლობა ასიმბოლოებს იმას რომ ადამიანი კვდება წარსული ცხოვრებისთვის და ცოცხლდება ღმრთის ნების აღსასრულებლად , ეს კი ჩვილებს ნამდვილად არ ესმით. უბრალოდ ერთ კითხვას დავსვავ _ ვთქვათ ადამიანი ცოდვილია და ყოველდღე ღმრთის მცნებებს არღვევს და მან არაფერი იცის ქრისტიანობის და იესუ ქრისტეს შესახებ , შემდეგ კი იგი ეცნობა სახარებას და ქრისტეს და ინანიებს ცოდვებს და ესესაა უნდა მოინათლოს მაგრამ , ვიდრე მოინათლება უბედური შემთხვევის გამო კვდება! ნუთუ ეს ადამიანი არ ცხონდება? რომ არ ცხონდეს ხომ უსამართლობაა? ნათლობა ეს არაა ვაქცინაცია რაც გადარჩენის გარანტიას იძლევა, არამედ ესაა ვაქცინაცია რაც გადარჩენისთვის აუცილიბელია ! ამიტომ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ადამიანი , რომელიც აირჩევს ღმრთის გზას უნდა მოინათლოს და ასე გადარჩება , თუ არ სურს მონათვლა და მხოლოდ ღმრთის მცნებებს ასრულებს , მაინც ვერ გადარჩება ! აი ხედავთ ნათლობა უნდა მოსდევდეს ღმრთის გზით ცხოვრების არჩევას და ის წინ არ უნდა უსწრებდეს მას ! თუკი ჩვილს მონათლავ და შემდეგ ის გახდება ქრისტიანი და სრული ღმრთისმოსაობით იცხოვრებს , ის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვერ ცხონდება , რადგან ნათლობა მოხდა არა მისი სურვილით არამედ შენი მშობლის ჩარევით , რაც არასწორია!


blink.gif იესოს ბოლო ჟამის ეკლესია!!!

არც კი გაბედოს ვინმემ საპასუხო არგუმენტი , თორემ თავზე დაემხობა უფრო დამძიმებული არგუმენტი blink.gif

passtor russell

იძულებული ვხდები ხელოვნურად გავაგრძელო პასტორი რასელის გზა blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Nov 12 2013, 10:55 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Nov 12 2013, 10:46 PM) *

. უბრალოდ ერთ კითხვას დავსვავ _ ვთქვათ ადამიანი ცოდვილია და ყოველდღე ღმრთის მცნებებს არღვევს და მან არაფერი იცის ქრისტიანობის და იესუ ქრისტეს შესახებ , შემდეგ კი იგი ეცნობა სახარებას და ქრისტეს და ინანიებს ცოდვებს და ესესაა უნდა მოინათლოს მაგრამ , ვიდრე მოინათლება უბედური შემთხვევის გამო კვდება! ნუთუ ეს ადამიანი არ ცხონდება?


ამაზე პასუხი მარტივია, ჩვენ არავინ არ ვიცით ვინ ცხონდება და ვინ არა, ეგ კიარა შეიძლება ადამიანი ლოცულობდეს, ეზიარებოდეს წირვებს ესწრებოდეს და არ ცხონდეს, ამაზე პასუხს ამ სოფელში ვერავინ გაგცემს, ეგ ღმერთმა იცის smile.gif))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 04:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი