ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითეალს თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.
1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.
მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.
მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: `ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ~. მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით `წყალწითელი~ უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო – სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.
მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: `შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის~.
მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხე სიმაგრე `წყალწითელი~ გადაურჩა მათ რიცხვს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: `რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა~. დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა. `აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს~. მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს.
`ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი~. და მაშინვე უპასუხა დავითმა: `ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმის~.
დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: `დაუტოვე ქრისტეს ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი ჯარების უფროსი~. უპასუხა დავითმა: - `ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა~.
`ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა~. ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: - `სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც ღვთის ძალა~.
ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი `შენ რას იტყვი ყმაო~. კონსტანტინემაც დასძრა `ხმაი დამამხობელი~. `არც მე ვემორჩილები შენ ბრძანებას იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა~. ათი დღე აწამეს ძმები და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა დავითმა: - `ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს, მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა ჩვენთა~. ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს.
`ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს~. სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი ბრწყინავდნე `ვითარცა მთიები განთიადისადმი~. წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი, წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა.
XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.
როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი სათქმელი, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865 წელს. დასრულდა იგი ხარების ეკლესიის შიგნით კანკელის გადაკეთებით. 1922-24 წლებში ჩვენში დაიხურა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა არქიტექტურის ძეგლები, დაიწვა უნიკალური წიგნები, დაიღუპა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და სხვა.
მოწამეთის ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთატელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთატელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი `შავიანიძე~, მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის მონასტერში.
მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიოადგილს აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით.
საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო, მასზე წარწერაა: რომ აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლები. დასავლეთით გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე, მოსაცდელზე 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ. ეზოში დაკრძალულნი არიან XIX-XX საუკუნეების მსახურნი ამ მონასტრისა.
მოწამეთის მონასტერი საყურადღებო ძეგლია, როგორც ისტორიული ისე საკულტო დანიშნულებით. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურის საგანძურში.
[b][/b] მოწამეთა არაჩვეულებრივია!
ერთხელ ვიყავი პატრიოტთა ბანაკიდან ექსკურსიაზე და დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე...
მოწამეთა მართლა მაგარი ტაძარია.
აი აქ ნახეთ ადრე დავწერე რაღაცეები მოწამეთაზე ფორუმი რომ ვიყავით ქუთეისში.
http://church.ge/index.php?showtopic=18&st=360
ერთხელ ვარ მოწამეთაში ნამყოფი და განცვიფრებული დავრჩი სილამაზით.
მოწამეთა მართლაც არაჩვეულებრივია. აუცილებლად წავალ და ფოტოებით მოგამარაგებთ. სავარაუდოდ ჩემს დაბ. დღეს იქ აღვნიშნავ წელს, თუ მშვიდობა იქნა მანამდე(10 ივლისი)
აბა ვინც იყვით იქ მამა გიორგი (ფეხითმოსიარულე) თუ ნახეთ????
მამა გიორგი მართლა საოცარი ადამიანია, დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი მოწამეთაში და მაშინ მასზე არაფერი ვიცოდი, სიამოვნებით წავიდოდი მის სანახავად
მამა გიორგი ბასილაძეა
LEXO_931
2 დღის წინ ვიყავი მოწამეთაში...ულამაზესი და ძალიან მშვიდი ადგილია მიყვარს ძალიან
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მოწამეთაში თურმე რესტავრაცია მიმდინარეობს 3 დღის წინ ვიყავი
მამა გიორგი ბასილაძეზე წიგნი გამომიგზავნეს, "ძალა და თავისუფლება", ჰოდა თუ ვინმეს გაინტერესებთ გადმოწერეთ აქედან:
http://alldrives.ge/main/linkform.php?f=b8b578b074966271
ლამარა, იქნებ ისევ ატვირთო ზემოთხსენებული წიგნი (სხვაც თუ გაქვს მამა გიორგის წიგნებიდან), უაღრესადმ ადლობელი დავრჩები... იმ საიტზე უკვე აღარ არის...
ბოდიშს ვიხდი ყველასთან, ეტყობა ჩემი "ბრაუზერის" ბრალი იყო... წიგნი წარმატებით გადმოვტვირთე, დიდი მადლობა.
მოწამეთაში თითქმის დასრულდა სარესტავრაციო საქმიანობა..დაიგო მონასსტერთან მისასვლელი გზა,აშენდა კელიები,დაემატა მთ. მიქაელის ტაძარი,გამოიცვალა კანკელი და ა.შ..
ნუ ვერ იცნობთ მოწამეთას
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
მეტი ნახეთ იმერონი.გე ზე
http://pix.ge/
noone__90
რა ლამაზი კანკელია. აღსავლის კარები ალბათ ჯერ არ იყო დასრულებული.
noone__90
რა ლამაზიაააააააა
უნდა ავაბუნტო ხალხი და ვნახო ამ დღეებში...
მაშიკო
ხო..და ეეს მხოლოდ მცირე ნაწილი განახეთ..მთავარი წინ გელით... აი მართლა ძაან შეცვლილია
პ.ს კელიებისკენ ქალებს არ უშვებენ
noone__90
აუფფ ოხ ეს ქალები....
არაუშავს მოწამეთას მაინც ვნახავ.... იმ კვირაში აუცილებლად ავალ...
http://www.radikal.ru
დალოცოს ღმერთმა მამა გიორგი
არ ვიცნობ მამა გიორგის, მაგრამ მასზე წიგნების წაკითხვის შემდეგ, ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა მისი ნახვის და აუცილებლად წავალ მოწამეთაში... ღმერთმა დალოცოს მამა გიორგი და ღმერთმა დალოცოს საქართველო.
კიდევ ერთ რამეს დავამატებ თუ შეიძლება... მოწამეთას დაუბრუნეს ძველი იერი და ულამაზესია და რაც მთავარია იქ ცხოვრობს ბერი რომელიც ადამიანებს კურნავს...
PaTaRa-GoGo
მოწამეთა
გზა, ფერდობზე შემოჭრილი,
მთვარით როცა გაბრწყინდება,
კლდეებს შუა შებოჭილი
ხმას იმაღლებს წყალწითელა.
მოვერცხლილი მთის კალთები
ცისფერ ტალღებს ჩასცქერიან.
ჩამოყრილი თეთრი ქვები
გეგონება - ჩანჩქერია.
მოკამკამებს წყალწითელა,
შიგ კენჭებიც დაითვალო.
ამ ბექობთან მაინც ღელავს,
თითქოს ლეწავს ქვიშის კალოს.
აქ მიაგავს მთის მდინარეს,
ტორზე დგება დაძაბული.
მამულილიშვილთ, ქრისტიანებს,
აქ უნახავთ სასწაული.
ამბავია ძველისძველი,
გმირთა თავი რომ გასწირეს,
ძმები იყვნენ - მხეიძენი,
დავითი და კონსტანტინე.
აქ ურჯულო, ულმობელი,
ზეცას რისხვით აბნელებდა.
წინ აღუდგნენ გულლომები,
გზა უყელეს ქართველებმა.
მთებზე იწვა შავი ნისლი,
მთვარეც ჩაქრა კოცონივით.
მოჰკიოდა მტერი ისრით,
ბექობიდან მოწოლილი.
ძმები დახვდნენ ჯვრით და ხმალით,
მერე სტაცეს ხელი ფარებს,
თან ისმოდა ჩუმი ლოცვა:
ღმერთო! ხალხი დაიფარე!
და შეებნენ ჩვეულ რიხით,
მათი რისხვა ჰგავდა ქუხილს.
მოერთვოდა ცხენთა ჭიხვინს
ხმლის და შუბის ჯახაჯუხი.
ჩეხდნენ მახვილაწვდილები,
მტერზე გულმკერდშეღერილნი
და იბრძოდნენ დაჭრილები,
ძმები წითლად შეღებილნი.
მიწა დალბა ნაწვიმარი,
სისხლი გალღვა დაკვეთილი,
ერთად იდგნენ განწირულნი,
ძმები აბჯარდაფლეთილნი.
ზურგი ზურგზე მიაჭედეს,
იგერიეს ასგზის მტერი,
მაგრამ მაინც ამ ორ კედელს
დაეშალა საძირკველი.
ჩაეხვივნენ და დაეცნენ,
დაიფარეს ასე წყლული
და ესვენათ დაჭრილ მკერდზე
ჯვარი - ნინოს თმით შეკრული.
მზე იმათი ისე ჩაქრა,
ერთად ისე დაიხოცნენ,
ამ ამბავის ქართველთაგან
არ ყოფილა არვინ მოწმე...
ახლა მაინც მოდი, ნახე,
რა ნათელი მოსავს გმირებს,
სადაც მტარვალს შეეჯახნენ
დავითი და კონსტანტინე.
მოდი, ნახე ეს ადგილი,
ეს მწვანე ტყე აქოჩრილი.
აქ მოვსულვარ მეც ამ დილით,
მის ტყვეობას დავმორჩილდი.
მოიყარე შენაც მუხლი,
წინაპრების ხმალს უმღერე,
ეს ადგილლი იმათ უთვლის
შენდობას და სასუფეველს.
მათი სისხლით შეღებილი,
ეს მდინარე არ ისმევა,
და სახელიც - წყალწითელა,
აი, ამით აიხსნება.
იცი? ძმები ნაწამები
აქ დაეცნენ ორთავ ერთად.
ეს მთა ამის მოწამეა,
მიტომ ჰქვია - მოწამეთა.
/ოთარ მამფორია/
მამა გიორგი ბასილაძე გარდაიცვალა. სამშაბათს დაკრძალავენ
ბადრი
აცხოვნოს ღმერთმა...
ძალიან დამწყდა გული... პირადად არ ვიცნობდი მაგრამ მასზე დაწერილი წიგნები წაკითხული მაქვს და მისით მოხიბლული დავრჩი... ღმერთმა აცხონოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს ანგელოზებთან!!!
რა ლამაზი კანკელია მოხიბლული დავრჩი
კიდევ დაიბადება საქართველოში...
უმშვენეიერესი ტაძარია რაც ოდესმე მინახავ
---
"განვლო თითქმის 12 საუკუნემ და საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი, ამჯერად ჩრდილოეთიდან მოსულ ღვთისმებრძოლთა წითელი ლაშქარი, რომელსაც წინ მურვან-ყრუზე უარესი, ამჯერად ნაქართველარი და ქრისტიანყოფილი წინამძღოლები მოუძღოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს აოხრების შემდეგ "წითელი ურდო" დასაველთ საქართველოში გადავიდა და ისევე როგორც მურვან ყრუმ, "მოსრა და მოაოხრა ყოველი".
ბნელ ძალთაგან აღძრულ უფლის მტერთა ლაშქრის მეთაურმა - სერგო ორჯონიკიძემ თავის "სასახელო გმირობებს" ახალი საშინელი "გამარჯვება" შემატა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვისი ნების აღმასრულებელი იყო თავისსავე სამშობლოში.
12 საუკუნის წინათ ძმათა მხეიძეთა მიერ შერცხვენილმა სატანამ მოწამეებზე კვლავ იძია შური. "რკინის სერგოს" ბრძანებით, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირ ძმათა უხრწნელი ცხედრები აკლდამიდან ამოთხარეს, და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს...ხოლო შემდეგ, ისევე როგორც პირველ წამებისას, მათი უხრწნელი ნეშტები წყალში გადაყარეს...
ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმინდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა და ისინი უფლის ნებით ყოველთა მორწმუნეთა მეოხად კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდნენ".
/"კანდელი"N11, 2017, გვ.10/
"მოწამე ძმების [დავითი და კონსტანტინე] მიერ ქრისტეს გზის არჩევამ საზოგადოებას ზნეობრივი იდეალი დაუსახა. მათმა მაგალითმა განამხნო უბედურებებისგან დაშინებული, დაბრკოლებული, რწმენადაშრეტილი და ძალაგამოცლილი ქართველობა, რწმენისა და გამარჯვების იმედი დაუბრუნა".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)