IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია
დათიკო
პოსტი Mar 4 2007, 10:37 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ჩემი აზრით სანამ თავად წმინდა წერილის შესწავლას დავიწყებდეთ, უნდა შევისწავლოთ მისი დაწერის ისტორიაც. მიმოვიხილოთ პერიოდი როდესაც იწერებოდა წმინდა წერილი. ძალიან საინტერტესოა ამის ცოდნა.

ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები.

I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები.
მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით.

II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი.

მე - 3 და მე-4 პერიოდებს მოგვიანებით დავწერ.

ასევე დავწერ წმინდა წერილის თავებად და მუხლებად დაყოფის ისტორიასაც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 4 2007, 10:54 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



III პერიოდი
ეს პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახევარს, ანუ 150 წლიდან 200 წლამდე მონაკვეთს. ამ პერიოდის განსაკუთრებულად საინტერესო ძეგლი გახლავთ ”მურატორის კანონი” და ”პეტიშო”. ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა მურატორმა, რომელიც მოღვაწეობდა XIX საუკუნეში მილანის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა წიგნთა კრებული, რომელიც შედგენილი იყო II საუკუნის II ნახევარში. ამ კანონშჳ შედის 4 სახარება, საქმე მოციქულთა, პავლეს 13 ეპისტოლე, იუდას ეპისტოლე, იოანეს I ეპისტოლე, გამოცხადება იოანესი, იოანეს და პეტრეს ეპისტოლეები, იაკობის ეპისტოლე კი საერთოდ არ არის ნახსენები. ეს წიგნები, როგორც ჩანს, II საუკუნის II ნახევარში გამოიყენებოდა დასავლეთის ეკლესიაში.
”პეტიშო” ეს არის სირიული თარგმანი ახალი აღთქმის წიგნებისა. ქართულად ტერმინი პეტიშო ნიშნავს უბრალოს, ხალხურს. ეს კრებულიც II საუკუნის II ნახევარშია შედგენილი მცირე აზიისა და სირიის ეკლსიებისთვის. მურატორის კანონს არ ემატება ეპისტოლე ებრაელთა მიმართ და იაკობის ეპისტოლე, მაგრამ მასაც აკლია II ეპისტოლე პეტრესი, II და III იოანესი, იუდას ეპისტოლე და გამოცხადება. ამ პერიოდის შესასწავლად მიდიდარ ცნობებს ვხვდებით საეკლესიო მწერლებთან - ირინეოს ლიონელთან, ტერტულიანესთან და კლიმენტი ალექსანდრიელთან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 4 2007, 11:20 PM
პოსტი #3


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



IV პერიოდი მოიცავს III, IV საუკუნეს. ამ პერიდოში მოღვაწეთაგან აღსანიშნავია კლემენტი ალექსანდრიელის მოწაფე - ორიგენე. იგი წმინდა წერილის წიგნებს ორ ნაწილად ყოფს. 1) უდაოდ მოციქულთა მიერ დაწერილებად. ამ წიგნებს განეკუთვნება 4 სახარება, საქმე მოციქულთა, პავლეს თოთხმეტივე ეპისტოლე და ამავე დროს ამატებს, რომ ებრაელტა მიმართ ეპისტოლე სხვისი დაწერილია, ოღონდ აზრი პავლესი არისო. ასევე პეტრეს I სპისტოლეს, იოანეს I ეპისტოლეს და ასევე გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა 2) საყოველტაოდ მიღებული ეპისტოლეები. სხვა დანარჩენი ეპისტოლეები, ოღონდ ისინიც ღმრთივ შთაგონებულნი. არიანო.
IV პერიოდის ცნობილი ისტორიკოსია - ევსევი კესარიელი. მან თავის საეკლესიო ისტორიაში VI წიგნის 25 თავში მოგვცა წმიდა წერილის წიგნთა შემდეგი დაყოფა. I ჯგუფი საყოველტაოდ აღიარებული - 4 სახარება, საქმენი, პავლენი, პეტრეს I ეპისტოლე და წერს "თუ გნებავთ იოანეს გამოცხადებაცთქო". II ჯგუფი - სადავო - იაკობის, იუდას, პეტრეს II და იანეს III ეპისტოლეები. III ჯგუფი - ნატყუარი - პავლე მოციქულის საქმეები, პეტრეს გამოცხადება, თუ გნებავთ იოანეს გამოცხადებაც, ერმის მოძღვარი და ბარნაბას ეპისტოლე. IV კატეგორია - ერეტიკული - სახარებები პეტრესი, თომასი, ანდრიასი.
IV საუკუნის მოღვაწეს წმ. ათანასე დიდსთავის 39-ე პასქალურ ეპისტოლეში 27 ვე წიგნის ჩამონათვალი აქცს კანონიკურ წიგნებად, ასევე ლაოდიკიის კრების (306წ) მე-60 კანონში არის ჩამონათვალი 27 ვე კანონიკური წიგნისა, რომელიც შემდგომ დაამტკიცა VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 4 2007, 11:26 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დათიკო
არაკანონიკურ წიგნებზეც საინტერესო იქნება. მაგალითად, იაკობის სახარება. რამდენად სარწმუნოა? და ზუსტად რას ნიშნავს არაკანონიკური წიგნები? მხოლოდ იმას, რომ მათი ორიგინალები ცნობილი არაა და მხოლოდ ასლები შემორჩა, თუ ცდომილებებს შეიცავს და არ უნდა ვენდოთ?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 5 2007, 12:36 AM
პოსტი #5


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მარიამი
ციტატა
არაკანონიკურ წიგნებზეც საინტერესო იქნება. მაგალითად, იაკობის სახარება. რამდენად სარწმუნოა? და ზუსტად რას ნიშნავს არაკანონიკური წიგნები? მხოლოდ იმას, რომ მათი ორიგინალები ცნობილი არაა და მხოლოდ ასლები შემორჩა, თუ ცდომილებებს შეიცავს და არ უნდა ვენდოთ?

ალბათ ცდომილებებს შეიცავს და მაგიტომ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 9 2007, 08:52 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
იაკობის სახარება. რამდენად სარწმუნოა?


იაკობის სახარება, ანუ იაკობის პირველ სახარება, ეგ არაა არაკანონიკური, მოდით ჯერ უმჯობესია გავარჩიოთ არაკანონიკური აპოკრიფულიდან, ახალ აღთქმაში არ არსებობს არაკანონიკური წიგნები, რამოდენიმეა ძველ აღთქმაში, ახალ გამოცემა ახალ ქართულ ბიბლიაში ისინი * -ით არი აღნიშნული, პროტესტანტულ გამოცემებში კი საერთოდ არაა, საქმე იმაშია, რომ ესენია დამრიგებლური წიგნები, და ასევე დაკარგულია მათი დედანი, ანუ მხოლოდ თარგმანია შემორჩენილი, აპოკრიფები კი არის ნაყალბები, ანუ ავტორგაყალბებული წიგნები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს რაიმე სწორ ინფორმაციასაც, მაგ: "იაკობის" პირველსახარება ( დაბეჭდილი იყო ქართულ ენაზე, 1988 წლის ( ან მოგვიანებით ზუსტად არ მახსოვს) ჟურნალ "საღვთისმეტყველო კრებულში" ), სინამდვილეში არ არის დაწერილი წმ. იაკობის მიერ, მაგრამ მან შემოინახა ის სწორი გარდამოცემა ღვთისმშობლის ჩასახვის და შობის შესახებ, რომელსაც ეკლესია იღებს.

ციტატა
მხოლოდ იმას, რომ მათი ორიგინალები ცნობილი არაა და მხოლოდ ასლები შემორჩა, თუ ცდომილებებს შეიცავს და არ უნდა ვენდოთ?


ანუ პირველი ნაწილი "ორიგინალები ცნობილი არაა და მხოლოდ ასლები შემორჩა" არია არაკანონიკური წიგნები და ისინი მხოლოდ ძველ აღთქმაშია და მეორე ნაწილი "ცდომილებებს შეიცავს და არ უნდა ვენდოთ" აპოკრიფებია და ბიბლიაში არ არის შესული, თუ გნებავთ შემოგთავაზებთ რამოდენიმე ნაშრომს ამ საკითხთან დაკავშირებით!

დამატების სახით.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გირჩევთ დიდი დაკვირვებით წაიკითხოთ ლოპუხინის ის ორი შესავალი, რომელიც წმ. წერილის ბიბლიოთეკაში დავდე.



იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Mar 9 2007, 10:08 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



აქა მშვიდობა,
ციტატა(მარიამი @ Mar 4 2007, 10:26 PM) *
და ზუსტად რას ნიშნავს არაკანონიკური წიგნები? მხოლოდ იმას, რომ მათი ორიგინალები ცნობილი არაა და მხოლოდ ასლები შემორჩა, თუ ცდომილებებს შეიცავს და არ უნდა ვენდოთ?

აქ სათქმელი უამრავია, მე ერთს ავღნიშნავდი:

შეიძლება ცდომილებას არ შეიცავდეს, მაგრამ მთავრი ისაა, რომ კითხვისას არ იგრძნობა სული წმიდას არსებობა...
მაგალითად, კარგად იცნობ რომელიმე ადამიანის, შემდეგ კითხულობ მის წერილს და უცნაური შეგრძნობა გეუფლება... თითქოს ისაა, მაგრამ ის არაა smile.gif

კითხულობ მოციქულის ხელმოწერილ წერილს... ყველაფერი თითქოს რიგზეა - ყოველ აბზაცში ლაპარაკია ღვთის სიყვარულზე - მაგრამ რაღაცას ვერ ხედავ - სიტყვა არაა ნათქვამი გვერდით მყოფის სიყვარულზე...

წმიდა წერილის შექმნისას, ეკლესიამ ფაქტობრივად დააკანონა ის წიგნები, რომელთა კითხვისას არც ერთ ადგილობრივ ეკლესიას არ ეპარებოდა ეჭვი მის ღვთიურობაში.






--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 12 2007, 04:36 PM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
სინამდვილეში არ არის დაწერილი წმ. იაკობის მიერ, მაგრამ მან შემოინახა ის სწორი გარდამოცემა ღვთისმშობლის ჩასახვის და შობის შესახებ, რომელსაც ეკლესია იღებს




რითი დასტურდება, რომ არ არის იაკობის მიერ დაწერილი? ან ვისი დაწერილია?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 12 2007, 09:46 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რითი დასტურდება, რომ არ არის იაკობის მიერ დაწერილი? ან ვისი დაწერილია?


ეგ მამებმა დაამტკიცეს, კრება გაიმართა,
დათიკომ უკვე დაწერა:"IV საუკუნის მოღვაწეს წმ. ათანასე დიდსთავის 39-ე პასქალურ ეპისტოლეში 27 ვე წიგნის ჩამონათვალი აქცს კანონიკურ წიგნებად, ასევე ლაოდიკიის კრების (306წ) მე-60 კანონში არის ჩამონათვალი 27 ვე კანონიკური წიგნისა, რომელიც შემდგომ დაამტკიცა VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ."

რომელმაც ზუსტად განარჩია აპოკრიფულნი კანონიკურებისაგან, ძირითადად აპოკრიფებში ჭეშმარიტებათა გვერდით ზღაპრები ეწერა და ისეთი სწავლებები, რომლებსაც არაფერი ესაქმება ქრისტიანობასთან, ვისი დაწერილია არაა ცნობილი, ანონიმ (ჩვენსავით biggrin.gif ) , ამ ყველაფერზე წმ. წერილის ბიბლიოთეკაში დავდე ლოპუხინის ორი შრომა, და ორივე ნახეთ, ძალიან საინტერესოა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 12 2007, 09:49 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



თქვენთვის ყველასათვის, სამღვდელოებისათვისაც და ერისკაცთათვისაც იყოს ძველი აღთქმის შემდეგი საღმრთო წიგნები: ხუთი მოსესი - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა. ისო ნავეს ძისა - ერთი, მსაჯულთა - ერთი, რუთისა - ერთი, მეფეთა - ოთხი, ნეშტთა - ორი, ეზრასი - ორი, ესთერისა - ერთი, მაკაბელთა - სამი, იობისა - ერთი, ფსალმუნნი - ერთი, სოლომონისა - სამი, იგავნი, ეკლესიასტე, ქებათა-ქება, თორმეტი წინასწარმეტყველისა: ესაიასი - ერთი, იერემიასი - ერთი, ეზეკიელის - ერთი, დანიელის - ერთი. ამათ გარდა შეისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ თქვენს ახალგაზრდებსაც მრავალსწავლული ზირაქის სიბრძნე. ჩვენი წიგნები, ე.ი ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისა, ლუკასი, და იოანესი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანეს - სამი, იაკობისა - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტის ეპისტოლე - ორი და ეპისკოპოსთათვის განწესებული კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი, რომლებიც ყველას მსჯელობის საგანი არ უნდა გახდეს მათში შესულ საიდუმლოთა გამო და მოციქულთა საქმენი. ეს კანონები განწესებულია ჩვენს მიერ თქვენთვის, ოი, ეპისკოპოსნო, ხოლო თქვენ თუ ამას დაიცავთ, ცხონდებით და მშვიდობა გექნებათ, ხოლო თუ ეურჩებით, დაიტანჯებით და მუდმივი ბრძოლა გექნებათ ერთმანეთში და ურჩების შესაფერისი სასჯელიც დაგედებათ. ერთმა ღმერთმა, სმარადისომ და ყველას დამბადებელმან მშვიდობისა მიერ გაგაძლიეროთ თქვენ ყველანი სული წმიდით და განგამტკიცოთ ყველა კეთილი საქმის მიმართ სწორად, ბრალის გარეშე, უბიწოდ და ღირსი გაგხადოთ საუკუნო ცხოვრებისა ჩვენთან ერთად მისი საყვარელი ძის, ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს შუამდგომლობით, რომელთანაც არის დიდება ყოველთა უზენაეს ღმერთთან, მამასთან ერთად ნუგეშინისმცემელი სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

მოციქულთა კრების 85-ე კანონი


ეკლესიაში წაკითხულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონიკური, საყოველთაოდ მიღებული წიგნები.
კანონის მიერ მოხსენიებულ წიგნთა გარდა, ეკლესიაში არ უნდა იკითხებოდეს არაფერი საღმრთო წერილის სახელით. კანონის მიერ მოხსენიებული წიგნებია შემდეგი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა, ისო ნავეს ძისა, მსაჯულთა, მეფეთა ოთხი წიგნი, ნეშტთა ორი წიგნი, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის სამი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი და ეზდრას ორი წიგნი.
ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის - სამი, იაკობ მოციქულის - ერთი, იუდა მოციქულის - ერთი, იოანეს გამოცხადება - ერთი წიგნი. ჩვენს ძმასა და თანამწირველს ბონიფანტეს და იმ მხარის სხვა ეპისკოპოსებსაც ეუწყოს ეს წინამდებარე კანონის დასამტკიცებლად, ვინაიდან ეს (წიგნები) მივიღოთ მამათაგან ეკლესიაში საკითხავად.

კართაგენის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LEBU
პოსტი Mar 14 2007, 05:49 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 15-November 06
წევრი № 480



გაუ! wink.gif

რამდენადაც ვიცი არსებობს ე.წ. იუდას სახარებაც, რომელიც ახლახანს აღმოაჩინეს და მიმდინარეობს კვლევა.

საინტერესოა როდის დაწერა ის იუდამ (და თუ დაწერა საერთოდ)?

მან ხომ თავი ქრისტეს აღდგომამდე მოიკლა?!

და საინტერესოა რამდენად შეიძლება მას "სახარება" ვუწოდოთ?! თუ ეს იყო უბრალოდ იუდას ჩანაწერები დღიურის პონტში?!

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ გამარკვიოთ ამაში.
მადლობა ყველას წინასწარ wink.gif


--------------------
კი არ შევიმეცნებ და ვიწამებ, არამედ მწამს და შევიმეცნებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 14 2007, 07:10 PM
პოსტი #12


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



LEBU
ციტატა
თუ ეს იყო უბრალოდ იუდას ჩანაწერები დღიურის პონტში?!




დღიურის პონტზე ვიხალისეsmile.gif) ჩემი პირადი აზრია, რომ ეს მონაგონია, უბრალოდ თემაა ყველასათვის საინტერესო, თუ გადავხედავთ მსოფლიოს, ქრსტიანები უმრავლესობას შეადგენენ, ამიტომ ასე ვთქვათ რეიტინგული თემაა. ან კიდევ მორიგი ინტრიგა, თუ დაამტკიცეს, რომ იუდა, მაშინ ,როცა მას ბოროტი აზრები არ აწუხებდა ჩვენ იესოს გვახარებდა, ამ ხელნაწერის დამტკიცების მერე ათას სისულელეს მოიგონებენ მასზე დაყრდნობით, დარწმუნებული იყავი მიმდევრები გამოუჩნდებიან. სხვა თუ არაფერი კამათში ამოგხდიან სულს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 15 2007, 01:07 AM
პოსტი #13


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



LEBU
ციტატა
თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ გამარკვიოთ ამაში.

თავად მოციქულების დროს უკვე დაიწყეს ნატყუარი წიგნების შეთხზვა. სწორედ ამის გამო ტავად მოციქულები და მათი მოწაფეები ამოწმებდნენ ხოლმე ამ წიგნთა ჭეშმარიტებას. იუდას სახარება, დავინჩის კოდისა არ იყოს კომერციული თვალსაზრისით მართლაც რომ მომგებიანი წიგნია, მაგრამ ის ძალიან შორსაა რაიმე სულიერებისგან. დროს ნუ დაკარგავ მასეთი წიგნების ინტერესში, არამედ სახარების კანონიკური წიგნები იკითხე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LEBU
პოსტი Mar 15 2007, 05:34 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 15-November 06
წევრი № 480



ხოო...

მადლობთ ნინ wink.gif & დათიკო wink.gif

უბროლოდ ვინმემ რომ მკითხოს ამის შესახებ რამე პასუხი ხო უნდა გამაჩნდეს?!

როგორც, ექიმს რომ კითხოს ვინმემ ფიზიოთერაპია რა არისო და მან რო პასუხი ვერ გასცეს, ხო დაკარგავს პაციენტის ნდობას?!

ხო, რეებს ვბოდიალობ, აბა კარგათ ჩემო კარგებო wink.gif


--------------------
კი არ შევიმეცნებ და ვიწამებ, არამედ მწამს და შევიმეცნებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 16 2007, 01:10 AM
პოსტი #15


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



როგორც იქნა მოვიცალე და ავკრიბე:

ახალი აღთქმის წმინდა წერილის თავებად დაყოფის ისტორია

ჩვენთვის ცნობილია, რომ წმინდა წერილის წიგნთა გადამწერები ნებით ან უნებურად ამახინჯებდნენ ტექსტს. ეკლესიის მამათა თხზულებებში წმინდა წერილის წიგნთა ციტირებისას არ ხდებოდა მინიშნება თუ რომელ ავტორს ეკუთვნოდა ციტატა. ეს მათთვის ისედაც ცნობილი იყო. მოგვიანებით, როდესაც საჭირო გახდა წმინდა წერილის წიგნთა ზედმიწევნითი გაწმენდა-გასუფთავება, მრავალი პრობლემა წარმოიშვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავდაპირველად ტექსტები თავებად, მუხლებად, სიტყვებად დაყოფილი არ ყოფილა. ამგვარი გაყოფა მხოლოდ X საუკუნეში შესრულდა. ძვ. ხელნაწერები კი მოციქულთა მიერ შექმნილ დატოვებული აღარ არსებობდა. წიგნთა რედაქტირება და ტექსტების შეჯერება უკვე III საუკუნიდანვე იწყება. III საუკუნის ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა ამონიოსმა სახარების სიმფონიის შედგენის მიზნით მათეს სახარების ტექსტი შეუპირისპირა სხვა სახარებებს. ეს საქმე სრულყო ევსევი კესარიელმა. ევსევი კესარილემა შეადგინა 10 ტაბულა, სადაც შინაარსით ერთნაირი და შეთანხმებული ეპიზოდები განათავსა 4 - ვე სახარებიდან. მან ამონიოსის პერიკოპებიც გამოიყენა. ამონიოსის დაყოფილ თავებს პერიკოპი ეწოდება, რაც ნიშნავს მცირე მონაკვეთს. ევსევი კესარიელმა I ტაბულაში მოათავსა ეს ეპიზოდები, რომლებიც 4-ვე სახარებაში გვხვდება. II, III, IV ტაბულაში განათავსა ის ეპიზოდები, რომლებიც სამ სახარებაში გვხვდება. V დან IX მდე განათავსა რომლებშიც მხოლოდ 2 სახარებაში გვხვდება და X ტაბულაში განათავსა ისინი, რაც მხოლოდ ერთ სახარებაში გვხვდება.
V საუკუნის შუა წლებში ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა - ევთალემ სამოციქულოს საკითხავები მუხლებად დაჰყო და ამგვარ დაყოფას საფუძვლად დაუდო სუნთქვითი რეჟიმი. ამბობენ რომ მან 4-ვე სახარება ამგვარად დაჰყო, მაგრამ არ შემორჩენილა. გამოცხადების ტექსტი მომდევნო საუკუნეებში დაჰყო ანდრია კაბადოკიელმა. მუხლები თავდაპირველად გამოიყოფოდა სხვადასხვა ნიშნით. დღეს არსებული სასვენი ნიშნები მოგვიანებით შემოვიდა და საბოლოო სახე XVI საუკუნეში დამკვიდრდა, წიგნის ბეჭდვის გამოგონების შემდგომ, ალდუს მინუციუსის მიერ.
ევთალემ თავის დაყოფას საფუძვლად დაუდო მთელი წლის კვირა დღეები. სულ 54 კვირიაკე და 3 სადღესასწაულო, რის გამოც სამოციქულო 57 ნაწილად გაიყო. მისი გეგმის თანახმად ახალი აღთქმის წიგნები მთელი წლის მანძილზე თავიდან ბოლომდე უნდა წაკითხულიყო, გარდა გამოცხადებისა, მაგრამ ეს გეგმა ყველა ეკლესიამ არ მიიღო. დღესასწაულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საკითხავების რაოდენობაც. ამჟამად ახალი აღთქმის წმინდა წერილი 368 საკითხავადაა დაყოფილი. აქედან მათე მახარებელზე მოდის 116 წაკითხავი, მარკოზი - 71, ლუკა - 114, იოანე - 67. საქმე მოციქულთა 335 საკითხავადაა დაყოფილი. ამგვარად წმინდა წერილის საკითხავებად დაყოფის ტრადიცია ადრიდანვე იღებს სათავეს დასავლეთის ეკლესიაში. ამგვარად ცხრილები V საუკუნიდან არსებობს. აღმოსავლეთის ეკლესიაში იოანე დამასკელის დროიდან, VIII საუკუნიდან.
თანამედროვე სახარების თავებად დაყოფის ისტორია XIII საუკუნიდან იწყება. კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა სტეფანე ლანგტონმა წმინდა წერილი თავებად დაჰყო, რითაც ისარგებლა ესპანელმა კარდინალმა ჰუგომ, მუხლებად კი პარიზელმა გამომცემელმა რობერტ სტეფანმა დაჰყო.
დროთა განმავლობაში წმინდა წერილის ტექსტის შინაარსის ცვლილებები გამოწვეული იყო შეცდომების, ასოების აღრევის, სიტყვათა და წინადადებათა გადასმის, გამოტოვების, გამეორების გამო. ზოგჯერ ტექსტს შეგნებულადაც ასწორებდნენ. ცვლიდნენ გაუგებარ ისტორიულ, გეოგრაფიულ, დოგმატური ხასიათის ტერმინებს და ამარტივებდნენ ტექტს. ტექსტი რომ შეურყვნელად დაეცვათ საჭირო იყო მისი კრიტიკული ანალიზი. ამიტომ დაიქყო მისი გაწმენდა გვიანდელი შენამატი ფენებისგან. ახალი აღთქმის ტექსტის ქრიტიკული განხილვა ჯერ კიდევ III საუკუნეში დაიწყო იროგენემ.
III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში ახალი აღთქმის ტექსტის გასასწორებლად და აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩაატარეს ეგვიპტელმა ეპისკოპოსმა ისვიქიმ და ანტიოქიელმა ხუცესმა ლუკიანემ (მარტვილი). მაგრამ ყველა ეკლესიამ არ მიღო ეს შესწორებები. რომის პაპმა გელასიმ (+495) ეს შესწორებები მცდარად ცნო. ახალი აღთქმის ტექსტის ბეჭდური გამოცემების დაწყებისას (მე-16 ს) უკვე აღარ არსებობდა იდენტური ტექსტები. ახალი აღთქმის ტექსტის პირველი ბეჭდვა დაიწყო ტოლედოს მთავარეპისკოპოსმა კარდინალმა ქსიმენეზემ კომპლუტენში (ესპანეთი). ამ გამოცემას კომპლუტენის პოლიგლოტა ეწოდება, რადგან იგი შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს ძველებრაულ, ძველბერძნულ ენებზე ლათინური თარგმანით. ახალი აღთქმის ტექსტს IV-VIII საუკუნეების ხელნაწერები დაუდეს საფუძვლად. მათ ტექსტი ვულგატას მიხედვით გამართეს. მალე ერაზმ როტერდამელმა გამოსცა ე.წ. ბაზელური ხელნაწერები, თუმცა კომპლუტენას ხელნაწერებს იგი ჩამორჩებოდა რაოდენობითაც და სიძველითაც.
შემდგომში რამდენადმე თავისთავადი და კრიტიკული მიმართულების იყო რობერთ სტეფანის და თეოდორე ბეზას გამოცემები. სტეფანის გამოცემა შემდგომი გამოცემების საფუძველი გახდა. იგი 15 უძველეს ხელნაწერს ეყრდნობოდა, რომელიც მისმა შვილმა გამოიკვლია, ხოლო ბეზამ ძველ ხელნაწერებთან ერთად ასურული პეშიტოთი და არაბული თარგმანებით ისარგებლა. ამით მან ფაქტობრივად სრულყო და დააზუსტა სტეფანის გამოცემა.
XVI საუკუნეში ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტი კომერციული გამოცემების საგნად იქცა, რამაც მრავალი არეულობა გამოიწვია. XVII საუკუნეში ძმებმა ელზევირებმა გამოსცეს კრიტიკულად შესწორებული ტექსტი, რომელიც ძირითადად ბეზას გამოცემას ემყარებოდა და დიდხანს იყო საყოველთაოდ მიღებული. XVII საუკუნის ბოლოდან ამ ტექსტმაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. მრავალი ტექსტი და ხელნაწერი იქნა შეჯერებული, რის საფუძველზეც გამოვიდა ბენგელის 1734 წლის, გრინბახის 1774 წლის, ლახმანის 1831 და ტიშელდორფის 1841 წლის გამოცემები. აღნიშნული გამოცემების წყაროები ბერძნულია. წყაროთაგან აღსანიშნავია II საუკუნის II ნახევრის ტექსტის ნაწყვეტები. ასევე სინას კოდექსი (IV საუკუნე). იგი მოიცავს ძველი აღთქმის დიდ ნაწილს და სრულად ახალ აღთქმას. ვატიკანის კოდექსი IV ს. სრულად ძველი აღთქმა, ახალი აღთქმიდან აკლია 4 ეპისტოლე და გამოცხადება, ალექსანდრიის კოდექსი V ს. სრულად ძველი და ახალი აღთქმა. ასევე პეშიტო II საუკუნე. კომპტური თარგმანი IV საუკუნის დასაწყისი, ლათინური თარგმანი IV საუკუნის მეორე ნახევარი, ქართული IV, V საუკუნეები. სომხური V ს. სლავური IX ს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IOANE_
პოსტი Nov 24 2008, 11:19 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 8-February 08
წევრი № 3,886



ციტატა(LEBU @ Mar 14 2007, 05:49 PM) *

გაუ! a075.gif

რამდენადაც ვიცი არსებობს ე.წ. იუდას სახარებაც, რომელიც ახლახანს აღმოაჩინეს და მიმდინარეობს კვლევა.

საინტერესოა როდის დაწერა ის იუდამ (და თუ დაწერა საერთოდ)?

მან ხომ თავი ქრისტეს აღდგომამდე მოიკლა?!

და საინტერესოა რამდენად შეიძლება მას "სახარება" ვუწოდოთ?! თუ ეს იყო უბრალოდ იუდას ჩანაწერები დღიურის პონტში?!

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ გამარკვიოთ ამაში.
მადლობა ყველას წინასწარ a075.gif


ეს იუდა ისკარიოტელზე არ არის საუბარი იუდა იგივე თადეოზი ანუ ლებეოსი სამი სახელით მაცხოვრის ხორციელი ძმა ანუ იოსებ დამწინდველის ორი შვილი იაკობი და თადეოზი (ლებეოს, იუდა) მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ აქედან გამომდინარე იუდა ისკარიოტელის სახარებით მწვალებლები მორწმუნეებზე მანიპულირებას ვერ მოახდენდნენ. ისინი ცდილობდნენ სარწმუნო ადამიანებს ამოფარებულნი დაეგესლას წმინდა ეკლესიის სწავლებები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Jan 30 2009, 05:52 PM
პოსტი #17


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ციტატა(დათიკო @ Mar 16 2007, 01:10 AM) *



ახალი აღთქმის წმინდა წერილის თავებად დაყოფის ისტორია

ჩვენთვის ცნობილია, რომ წმინდა წერილის წიგნთა გადამწერები ნებით ან უნებურად ამახინჯებდნენ ტექსტს. ეკლესიის მამათა თხზულებებში წმინდა წერილის წიგნთა ციტირებისას არ ხდებოდა მინიშნება თუ რომელ ავტორს ეკუთვნოდა ციტატა. ეს მათთვის ისედაც ცნობილი იყო. მოგვიანებით, როდესაც საჭირო გახდა წმინდა წერილის წიგნთა ზედმიწევნითი გაწმენდა-გასუფთავება, მრავალი პრობლემა წარმოიშვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავდაპირველად ტექსტები თავებად, მუხლებად, სიტყვებად დაყოფილი არ ყოფილა. ამგვარი გაყოფა მხოლოდ X საუკუნეში შესრულდა. ძვ. ხელნაწერები კი მოციქულთა მიერ შექმნილ დატოვებული აღარ არსებობდა. წიგნთა რედაქტირება და ტექსტების შეჯერება უკვე III საუკუნიდანვე იწყება. III საუკუნის ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა ამონიოსმა სახარების სიმფონიის შედგენის მიზნით მათეს სახარების ტექსტი შეუპირისპირა სხვა სახარებებს. ეს საქმე სრულყო ევსევი კესარიელმა. ევსევი კესარილემა შეადგინა 10 ტაბულა, სადაც შინაარსით ერთნაირი და შეთანხმებული ეპიზოდები განათავსა 4 - ვე სახარებიდან. მან ამონიოსის პერიკოპებიც გამოიყენა. ამონიოსის დაყოფილ თავებს პერიკოპი ეწოდება, რაც ნიშნავს მცირე მონაკვეთს. ევსევი კესარიელმა I ტაბულაში მოათავსა ეს ეპიზოდები, რომლებიც 4-ვე სახარებაში გვხვდება. II, III, IV ტაბულაში განათავსა ის ეპიზოდები, რომლებიც სამ სახარებაში გვხვდება. V დან IX მდე განათავსა რომლებშიც მხოლოდ 2 სახარებაში გვხვდება და X ტაბულაში განათავსა ისინი, რაც მხოლოდ ერთ სახარებაში გვხვდება.
V საუკუნის შუა წლებში ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა - ევთალემ სამოციქულოს საკითხავები მუხლებად დაჰყო და ამგვარ დაყოფას საფუძვლად დაუდო სუნთქვითი რეჟიმი. ამბობენ რომ მან 4-ვე სახარება ამგვარად დაჰყო, მაგრამ არ შემორჩენილა. გამოცხადების ტექსტი მომდევნო საუკუნეებში დაჰყო ანდრია კაბადოკიელმა. მუხლები თავდაპირველად გამოიყოფოდა სხვადასხვა ნიშნით. დღეს არსებული სასვენი ნიშნები მოგვიანებით შემოვიდა და საბოლოო სახე XVI საუკუნეში დამკვიდრდა, წიგნის ბეჭდვის გამოგონების შემდგომ, ალდუს მინუციუსის მიერ.
ევთალემ თავის დაყოფას საფუძვლად დაუდო მთელი წლის კვირა დღეები. სულ 54 კვირიაკე და 3 სადღესასწაულო, რის გამოც სამოციქულო 57 ნაწილად გაიყო. მისი გეგმის თანახმად ახალი აღთქმის წიგნები მთელი წლის მანძილზე თავიდან ბოლომდე უნდა წაკითხულიყო, გარდა გამოცხადებისა, მაგრამ ეს გეგმა ყველა ეკლესიამ არ მიიღო. დღესასწაულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საკითხავების რაოდენობაც. ამჟამად ახალი აღთქმის წმინდა წერილი 368 საკითხავადაა დაყოფილი. აქედან მათე მახარებელზე მოდის 116 წაკითხავი, მარკოზი - 71, ლუკა - 114, იოანე - 67. საქმე მოციქულთა 335 საკითხავადაა დაყოფილი. ამგვარად წმინდა წერილის საკითხავებად დაყოფის ტრადიცია ადრიდანვე იღებს სათავეს დასავლეთის ეკლესიაში. ამგვარად ცხრილები V საუკუნიდან არსებობს. აღმოსავლეთის ეკლესიაში იოანე დამასკელის დროიდან, VIII საუკუნიდან.
თანამედროვე სახარების თავებად დაყოფის ისტორია XIII საუკუნიდან იწყება. კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა სტეფანე ლანგტონმა წმინდა წერილი თავებად დაჰყო, რითაც ისარგებლა ესპანელმა კარდინალმა ჰუგომ, მუხლებად კი პარიზელმა გამომცემელმა რობერტ სტეფანმა დაჰყო.
დროთა განმავლობაში წმინდა წერილის ტექსტის შინაარსის ცვლილებები გამოწვეული იყო შეცდომების, ასოების აღრევის, სიტყვათა და წინადადებათა გადასმის, გამოტოვების, გამეორების გამო. ზოგჯერ ტექსტს შეგნებულადაც ასწორებდნენ. ცვლიდნენ გაუგებარ ისტორიულ, გეოგრაფიულ, დოგმატური ხასიათის ტერმინებს და ამარტივებდნენ ტექტს. ტექსტი რომ შეურყვნელად დაეცვათ საჭირო იყო მისი კრიტიკული ანალიზი. ამიტომ დაიქყო მისი გაწმენდა გვიანდელი შენამატი ფენებისგან. ახალი აღთქმის ტექსტის ქრიტიკული განხილვა ჯერ კიდევ III საუკუნეში დაიწყო იროგენემ.
III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში ახალი აღთქმის ტექსტის გასასწორებლად და აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩაატარეს ეგვიპტელმა ეპისკოპოსმა ისვიქიმ და ანტიოქიელმა ხუცესმა ლუკიანემ (მარტვილი). მაგრამ ყველა ეკლესიამ არ მიღო ეს შესწორებები. რომის პაპმა გელასიმ (+495) ეს შესწორებები მცდარად ცნო. ახალი აღთქმის ტექსტის ბეჭდური გამოცემების დაწყებისას (მე-16 ს) უკვე აღარ არსებობდა იდენტური ტექსტები. ახალი აღთქმის ტექსტის პირველი ბეჭდვა დაიწყო ტოლედოს მთავარეპისკოპოსმა კარდინალმა ქსიმენეზემ კომპლუტენში (ესპანეთი). ამ გამოცემას კომპლუტენის პოლიგლოტა ეწოდება, რადგან იგი შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს ძველებრაულ, ძველბერძნულ ენებზე ლათინური თარგმანით. ახალი აღთქმის ტექსტს IV-VIII საუკუნეების ხელნაწერები დაუდეს საფუძვლად. მათ ტექსტი ვულგატას მიხედვით გამართეს. მალე ერაზმ როტერდამელმა გამოსცა ე.წ. ბაზელური ხელნაწერები, თუმცა კომპლუტენას ხელნაწერებს იგი ჩამორჩებოდა რაოდენობითაც და სიძველითაც.
შემდგომში რამდენადმე თავისთავადი და კრიტიკული მიმართულების იყო რობერთ სტეფანის და თეოდორე ბეზას გამოცემები. სტეფანის გამოცემა შემდგომი გამოცემების საფუძველი გახდა. იგი 15 უძველეს ხელნაწერს ეყრდნობოდა, რომელიც მისმა შვილმა გამოიკვლია, ხოლო ბეზამ ძველ ხელნაწერებთან ერთად ასურული პეშიტოთი და არაბული თარგმანებით ისარგებლა. ამით მან ფაქტობრივად სრულყო და დააზუსტა სტეფანის გამოცემა.
XVI საუკუნეში ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტი კომერციული გამოცემების საგნად იქცა, რამაც მრავალი არეულობა გამოიწვია. XVII საუკუნეში ძმებმა ელზევირებმა გამოსცეს კრიტიკულად შესწორებული ტექსტი, რომელიც ძირითადად ბეზას გამოცემას ემყარებოდა და დიდხანს იყო საყოველთაოდ მიღებული. XVII საუკუნის ბოლოდან ამ ტექსტმაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. მრავალი ტექსტი და ხელნაწერი იქნა შეჯერებული, რის საფუძველზეც გამოვიდა ბენგელის 1734 წლის, გრინბახის 1774 წლის, ლახმანის 1831 და ტიშელდორფის 1841 წლის გამოცემები. აღნიშნული გამოცემების წყაროები ბერძნულია. წყაროთაგან აღსანიშნავია II საუკუნის II ნახევრის ტექსტის ნაწყვეტები. ასევე სინას კოდექსი (IV საუკუნე). იგი მოიცავს ძველი აღთქმის დიდ ნაწილს და სრულად ახალ აღთქმას. ვატიკანის კოდექსი IV ს. სრულად ძველი აღთქმა, ახალი აღთქმიდან აკლია 4 ეპისტოლე და გამოცხადება, ალექსანდრიის კოდექსი V ს. სრულად ძველი და ახალი აღთქმა. ასევე პეშიტო II საუკუნე. კომპტური თარგმანი IV საუკუნის დასაწყისი, ლათინური თარგმანი IV საუკუნის მეორე ნახევარი, ქართული IV, V საუკუნეები. სომხური V ს. სლავური IX ს.


გამარჯობა დათიკო

საკმაოდ კარგად და საინტერესოდ გაქვს წარმოდგენილი ეს ყოველივე.
რაც მკითხველის მხრიდან დასაფასებელია და მჯერა ფასდება კიდეც!

აქვე მინდა გკითხო, რომელ ხელნაწერ[ებ]ს გულისხმობ: "ქართული IV, V საუკუნეები " ამაში?

შენ აგრეთვე მოიხსენიე საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცემები: "მრავალი ტექსტი და ხელნაწერი იქნა შეჯერებული, რის საფუძველზეც გამოვიდა ბენგელის 1734 წლის, გრინბახის 1774 წლის, ლახმანის 1831 და ტიშელდორფის 1841 წლის გამოცემები".

მაგრამ [სამწუხაროდ] არ მოგიხსენიებია "მრავალი ტექსტისა და ხელნაწერის შეჯერებულ გამოცემათა" ჩამონათვალში დღეს საყოველთაოდ აღიარებული და ცნობილი "1881 წელს გამოცემული უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტი" რომელიც სანდო ბერძნული ხელნაწერების შეჯერებულ ტექსტს წარმოადგენს.


პატივისცემით
მოყვასი
პ.ს.
დათიკო, შენს გასაკრიტიკებლად არ ამიღნიშნავს "უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტი"-ს არ მოხსენიება, უბრალოდ, ჩამონათვალში მისი მოხსენიება მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნიე და ამიტომ დავწერე მასზე.


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jan 31 2009, 03:37 AM
პოსტი #18


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მოყვასი
ციტატა
მაგრამ [სამწუხაროდ] არ მოგიხსენიებია "მრავალი ტექსტისა და ხელნაწერის შეჯერებულ გამოცემათა" ჩამონათვალში დღეს საყოველთაოდ აღიარებული და ცნობილი "1881 წელს გამოცემული უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტი" რომელიც სანდო ბერძნული ხელნაწერების შეჯერებულ ტექსტს წარმოადგენს.

სანამ სხვა რამეს გიპასუხებდე გთხოვ გადახედო ამ ავტორთა წერილებსა და აზრებს:
Did not believe in the miracles of the Bible - Westcott in 1847: "1 never read an account of a miracle but I seem instinctively to feel its improbability and discover some want of evidence in the account of it."
Did not believe in the infallibility of the scriptures. - Westcott to Hort in 1860: "1 reject the word infallibility of Holy Scripture overwhelming." Hort to Lightfoot in 1860: "If you make a decided conviction of the absolute infallibility of the N. T., I fear I could not join you, even if you were willing to forget your fears about the origin of the Gospels."
Did not believe in the supernatural creation - Hort to Westcott in 1860: "... Have you read Darwin? How I should like to talk with you about it! In spite of difficulties, I am inclined to think it unanswerable. In any case, it is a treat to read such a book. " Hort to Ellerton in 1860 "But the book which has most engaged me is Darwin. Whatever may be thought of it, it is a book that one is proud to be contemporary with. I must work out and examine the argument more in detail, but at present my feeling is strong that the theory is unanswerable."
Did not believe in the efficacy (power) of the atonement - Hort: "The fact is, I do not see how God's justice can be satisfies without every man 's suffering in his own person the full penalty for his sins."
Westcott and Hort were clearly Anti-protestant (pro-Catholic sympathizers) Hort: "I think I mentioned to you before Campbell's book on the Atonement, which is invaluable as far as it goes; but unluckily he know nothing except Protestant theology."
Believed in the necessity of purgatory - Hort to Ellerton: "But the idea of purgation, of cleansing as by fire seems to me inseparable from what the Bible teaches us of the Divine chastisements..."
Believed in the communist system - Westcott: "I suppose I am a communist by nature." Hort: "I cannot say that I see much as yet to soften my deep hatred for democracy in all its forms." Hort: "I cannot at present see any objection to a limit being placed by the State upon the amount of property which any one person may possess ... I would say that the co-operative principle is a better and a mightier than the competitive principle."
Believed in prayers for the dead - Westcott: "We agreed unanimously that we are, as things are now, forbidden to pray for the dead apart from the whole church in our public services. No restriction is placed upon private devotions (to pray for the dead)."
თუ კვლავაც შეიძლება ენდო ამ ავტორების ნამუშევარს, არ ვიცი. მე გამიჭირდებოდა.
გადახედე თუ რას წერენ ამ ავტორებზე.
http://www.touchet1611.org/WescottHort.html
http://www.graceway.com/articles/article_025.html
დანარჩენზე პასუხს მოგვიანებით მოგწერ.

მოყვასი
ციტატა
საყოველთაოდ აღიარებული და ცნობილი "1881 წელს გამოცემული უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტი

ხო დამავიწყდა ეს მეთქვა:
ვესკოტს და ჰორტს აქვთ შეცვლილი ბერძნული ტექსტი 5337 ადგილას.
ესენი საყოველთაოდ აღიარებული გამოცემის ავტორები კი არ არიან, არამედ საყოველთაოდ აღიარებული ოკულტისტები, სპირიტუალისტები, დამაარსებლები საიდუმლო კლუბისა - Eranus Club. სადაც ცნობილი ოკულტისტები იყვნენ გაერთიანებულნი.

მოყვასი
ციტატა
აქვე მინდა გკითხო, რომელ ხელნაწერ[ებ]ს გულისხმობ: "ქართული IV, V საუკუნეები " ამაში?

ოშკის ბიბლიაშია თავმოყრილი ამ პერიოდის ხელნაწერები.
ფოტოზეა ფრაგმენტი ხელნაწერიდან:

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი Jan 31 2009, 06:28 PM
პოსტი #19


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



დათიკო მადლობ პასუხებზე smile.gif

ოშკის ბიბლიაზე დიდი მადლობა; მეც ვიფიქრე ალბათ მას გულისხმობსთქო, მაგრამ მაინტერესებდა შენი პასუხი, რას გულისხმობდი დაწერილში რომ დავრწმუნებულიყავი.

რაც შეეხება უესტკოტს და ჰორტს, საკითხავია იმ ავტორების ვინაობა რომელელი ციტირებები აქ დაგვიდე - თანაც ინგლისურად რომელსაც ყველა არ ფლობს ისე კარგად რომ ყველაფერი სათანადოდ გაიგოს.
მეორე, უესტკოტის და ჰორტის მეცნიერული ნაშრომი, მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ნაშრომია რომელიც არაერთ ბიბლიის თარგმანს უდევს საფუძვლად, და ეს ბიბლიები საყოველთაოდ ცნობილი თარგმანებია და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. მიზეზები ალბათ, თავადაც იცი თუ რატომა. იმით რომ საფუძვლად უდევთ სანდო, მეცნიერულად დასაბუთებული ტექსტები საიდანაც თარგმნეს.
როგორც ჩანს, (გუუგალში მონახული ინფორმაციების გარდა,) ცოტა მეტია საჭირო იცოდეს კაცმა ამ ნაშრომზე რომ მიუკერძოებელი თვალსაზრისი გაავრცელოს იმ ადამიანებში რომლებსაც ზედმიწევნით აქვთ გამოკვლეული აქ გახსნილ თემაში არსებული საკითხები. და თუ გუუგალიდან არაა (არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში საიდანაა) არ ნიშნავს რომ ის რა ციტატებიც მოიყვანე სარწმუნოა და ჩვენს ნდობას იმსახურებს.
მესამე. თუნდაც მართალი იყოს ის რომ მას (რელიგიურ თუ სასულიერო) საკითხებში თავისი მოსაზრებები გააჩნდა ეს არ ნიშნავს რომ ამის გამო მისი მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომი ბერძნული ტექსტების შეჯერებული გამოცემა ვუარყოთ ან არ ვენდოთ. [მაგალითისთვის: ოპერაცია იმ ექიმს არ უნდა გავაკეთებინოთ ვინც სიტყვაზე (არ იქნებოდა მართლმადიდებელი, ან ათეისტი იქნებოდა, ან თუნდაც ბოლო ბოლო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის) იქნებოდა? მაპატიე უხეში შედარებებისათვის.]

მე არ შევეცდები ამ თემის გაოფებას და არ მოვიყვან უესტკოტისა და ჰორტის შესახებ ობიექტურ მასალებს ამ ეტაპზე.
უბრალოდ ძალიან დაგვავალებ, თუ კონკრეტულ მასალებს მოგვაწვდი მარტო მე მაინც ( PM-ში, რომ თემა არ გაოფდეს) იმაზე რაც დაგვიწერე და განსაკუთრებით კი აი ამაზე: "ვესკოტს და ჰორტს აქვთ შეცვლილი ბერძნული ტექსტი 5337 ადგილას".
იმედია (შეცვლილი ბერძნული ტექსტი 5337 ადგილის შესახებ) უზრუნველგვყობ შეცვლილი ბერძნული ტექსტის მამხილებელი კონკრეტული ფაქტებით და არა საეჭვო პირების პირადი მოსაზრებებით გაკეთებულ განაცხადებით.

უესტკოტის ბერძნული ტექსტი ბუნებრივია არ იქნება ერთი რომელიმე ხელნაწერის ზუსტი ასლი, თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ ის როგორც სხვა შეჯერებული ტექსტების გამოცემები აერთიანებს უამრავ ხელნაწერებს და ერთად შეჯამებულ მთლიან ტექსტს წარმოგვიდგენს.
ზოგიაერთი ასეთი შეჯერებული ტექსტების შესახებ, თავადაც გიწერია ზემოთ.

დაველოდები შენს დანარჩენ, მაგრამ, საუძვლიანად დასაბუთებულ სარწმუნო წყაროებსა და მასალებს მხოლოდ.

მადლობ
მოყვასი


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 6 2009, 02:39 PM
პოსტი #20


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მოდით ჯერ უმჯობესია გავარჩიოთ არაკანონიკური აპოკრიფულიდან, ახალ აღთქმაში არ არსებობს არაკანონიკური წიგნები, რამოდენიმეა ძველ აღთქმაში

ამაზე ცალკე თემა რო იყოს არ შეიძლება, თუ არის უკვე? smile.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი