თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სახიერება (სიკეთე)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2019, 03:38 PM

"მომავალ საუკუნეში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმინდა ადამიანები არასდროს შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს."

/წმ. გრიგოლ სინელი/

"ადამიანი ვალდებული გახადა უფალმა იყოს სიკეთის მქმნელი".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 10:20 PM

"ძნელია, ღმერთზე იფიქრო, როცა ამდენი საქმე გაქვს, მაგრამ არ უნდა დაისვენოთ ლოცვისგან, ღმერთისგან, სიკეთის კეთებისგან, რადგან არავინ იცის, რა გველოდება".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2019, 08:18 PM

"სიკეთე არასოდეს რჩება სამაგიერომიუზღველი და თუ სიკეთის გზას შევუდგებით, უფალი არ დაგვტოვებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2019, 02:24 PM

"გეშინოდეს, გაითქვა სახელი შენი კეთილი საქმის გამო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2019, 03:41 PM

"ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ბოროტება ებრძვის სიკეთეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიკეთის მხარეს ვიყოთ, სიკეთე შევიყაროთ."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2019, 12:10 PM

"შევთხოვოთ უფალს, შეგვეწიოს, რათა შევაგროვოთ კეთილი ქრისტიანული საქმენი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2019, 06:31 PM

"სიკეთე - ღმერთია; ყველაფერი, რაც ჯანსაღია, სიკეთისაკენ მიილტვის, შესაბამისად, ყველაფერი ღმერთისკენ მიისწრაფის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 02:36 PM

"სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენში სიკეთემ გადაგარჩინოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 09:18 PM

"ყოვლეთვის სიკეთე აკეთე, რათა მაცდურმა მუდმივ შრომაში გიხილოს და ვერ მოგეახლოს"

/ამბა ესაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 09:48 PM

"ან აკეთე, ან თქვი, ან იფიქრე სიკეთეზე"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 01:02 PM

"კითხვა: როგორ მოვიქცე, რომ უფლისთვის სათნო იყოს ჩემი საქმეები?

პასუხი: თუ სიკეთეს აკეთებ უფლის სადიდებლად, ეცადე, ყოველივე დაფარულად აღასრულო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 07:50 PM

"კითხვა: რატომ ფერხდება ხოლმე ხშირად კეთილი საქმე?

პასუხი: ღვთისთვის სათნო ყოველ საქმეს თან სდევს ბოროტი ძალების ცდუნება. რაც უფრო მაცხონებელია საქმე, მით უფრო ძლიერად ესხმის ეშმაკი კაცს, რომ ხელი შეუშალოს მის აღსრულებაში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2019, 11:27 AM

"კითხვა: ეთვლება თუ არა ცოდვაში ქრისტიანს, როდესაც ბოროტებას არ სჩადის, მაგრამ, არც სიკეთეს აკეთებს?

პასუხი: ქრისტიანისთვის არ არის საკმარისი სიავისგან განზე დგომა. ჭეშმარიტი მორწმუნისთვის არ კმარა მხოლოდ ბოროტებისგან თავის შორს დაჭერა, ის აუცილებლად უნდა აკეთებდეს ბევრ სიკეთეს და ეხმარებოდეს მოყვასს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:37 PM

"ყველა ადამიანს აქვს გარკვეული სიკეთე, მაგრამ თუ ღმერთს არ გაყვება, ის არ გამართლდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:52 PM

"უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

"ცოდნა სიკეთის გარეშე ეშმაკის სიბრძნეა"

/"სულიერი მდელო"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 09:48 PM

"ვისაც სურს, სხვას სიკეთე მოუტანოს, პირვლე რიგში საკუთარი სულის განწმენდაზე უნდა იზრუნოს, რათა მის სულში სიყვარული, რწმენა და სასოება სუფევდეს"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2019, 09:50 PM

"იცოდეთ, რომ საკუთარი მხოლოდ ვნებები და ცოდვები გაგვაჩნია. რა სიკეთესაც არ უნდა ვაკეთებდეთ - ის ღვთისგანაა, ჩვენი ჩადენილი სისულელეები კი ჩვენი კუთვნილებაა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:30 PM

"უმთავრესი ქრისტიანული მცნება: "როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორეც შეუშვირე", რასაკვირველია, არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ეს მცნება იმას გულისხმობს, როცა ცუდის გაკეთებას მოგვინდომებენ, კარგით ვუპასუხოთ და დავარწმუნოთ სიკეთის უპირატესობაში."

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2019, 03:47 PM

"არ უნდა იყოს თვასაჩინო თქვენი კეთილი საქმეები. სიამაყე მაშინვე ჩაყლაპავს მთელ მადლს, რომელიც ამ სიკეთემ მოგმადლათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2019, 10:03 PM

"მოუხმეთ ღმერთს და ის ყველაფერს სიკეთისკენ გარდაქმნის"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:33 PM

"უმთავრესად სიკეთე და სიწრფოება იზიდავს საღვთო მადლს; ეს არის წინაპირობა, რომ ღმერთი მოვიდეს და "ჩუენ თანა დაადგრეს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:57 PM

"როდესაც ადამიანი სიკეთის ტყვე ხდება, წყდება ცოდვა და სუფევს ქრისტე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 10:25 PM

"ვიღვაწოთ, რომ სხვებსაც გადავცეთ ჩვენი კეთილი განწყობა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:29 PM

"ადამიანი ისეთ ძალებს ფლობს, რომ ძალუძს, მის ირგვლივ მყოფთ გადასცეს ან სიკეთე, ან ბოროტება. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ყვველაფერს კეთილი თვალით უნდა შევხედოთ. სხვებზე ცუდი არაფერი უნდა ვიფიქროთ. ერთი მზერა, ერთი ამოოხვრაც კი, გავლენას ახდენს ჩვენს თანამოძმეზე. უმნიშვნელო გაღიზიანებასაც კი ზიანი მოაქვს. დაე სულში მუდამ სიკეთე და სიყვარული გვქონდეს და სხვებსაც ეს გადავცეთ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2019, 05:55 PM

"თუ ჩვენი სული განწმენდილია, იგი სიკეთეს ასხივებს. მაშინ მდუმარედ, უსიტყვოდ გადავცემთ ჩვენს სიყვარულს სხვებს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2019, 09:38 PM

"ჩვენი სულის რხევა საიდუმლოდ აღწევს სხვაზე, თუნდაც ერთი სიტყვაც არ ვთქვათ. შეგვიძლია უსიტყვოდაც გადავცეთ სიკეთე ან ბოროტება სხვას, რაოდენ დიდი მანძილიც გვაშორებდეს მისგან. იმას, რაც არ გამოითქმის, ჩვეულებრივ, სიტყვებზე მეტი ძალა აქვს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2019, 05:38 PM

"უნდა გავუფრთხილდეთ წამს და სიკეთის სამსახურში ჩავაყენოთ იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2019, 06:25 PM

"სიკეთე ყველაფერზე ძლიერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 03:02 PM

"როდესაც ჩვენ კეთილი ადამიანები ვართ, მსგავსების გამო ღმერთთან ურთიერთობაში შევდივართ, ხოლო როდესაც ბოროტები ვხდებით, ვშორდებით ღმერთს, რადგან მისი მსგავსება ჩვენში ქრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2019, 07:49 PM

"ღვთის სიყვარული გამოიხატება სულიერ ცხოვრებაში, ხოლო მოყვასის სიყვარული - სიკეთის კეთებაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2020, 09:28 PM

"უფალმა მოგვცა სიცოცხლე და ახალი ცხოვრების მადლი უნდა აირეკლოს ჩვენს ყოველდღიურ საქციელში, კეთილ საქმეებში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2020, 05:45 PM

"ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგერევათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 03:54 PM

"პაპა არც მათემატიკაში იყო გენიოსი, მაგრამ იცოდა მთელი სიზუსტით გამრავლება, გაყოფა და განაწილება სიკეთისა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2020, 09:20 PM

"ცოდვის გზით მოპოვებული სიკეთე მომპოვებელს წყევლად ექცევა"

/ღირსი ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:06 PM

"გააკეთე კეთილი საქმე, რომელიც გახსოვს და ისიც გაგახსენდება, რომელიც არ გახსოვს. ნუ მისცემ აზრს უგუნურ გულმავიწყობას".

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:29 PM

"გარეგნული, ხილული სიკეთე შინაგანის გარეშე მლიქვნელობა და ტყუილია"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:48 PM

"სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 08:55 PM

"ყოველდღიურად გაიხსენე და გაჩხრიკე შენს მიერ ჩადენილი კეთილი და ავი საქმეები. კეთილნი დაივიწყე, რათა არ შეგიპყროს ამპარტავნებამ, ხოლო ავნი მოინანიე ცრემლითა და ლოცვით"

/ღირსი სიმეონ მსასოებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2020, 09:35 PM

"რწმენის მიღებას თან ღვთის სათნო საქმენი უნდა მივაყოლოთ, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ჩვენი სულიერი ცხოვრების სრულყოფას"

/წმ. თეოდორე სტუდიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2020, 10:13 PM

"დაე, ისაუბრონ ჩვენზე ცუდი, ჩვენ კი ვეცადოთ ვაკეთოთ კარგი"

/წმ. სერაფიმე ვირიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2020, 09:32 PM

"რომელი ადამიანია ღმერთთან ყველაზე ახლოს? - გულკეთილი"

/წმ. სიმონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 02:32 PM

"თავისი ბუნებით ღმერთი ყველა ის სიკეთეა, რასაც აზროვნება საერთოდ შეიძლება მისწვდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2020, 10:09 AM

"ვინც მიკერძოებულად აკეთებს სიკეთეს, ყველაფერია, გარდა კეთილისა!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2020, 09:43 PM

"რა არის სიკეთე, გარდა უფლისა? ამიტომ სჯობს ყოველივე მას მივანდოთ და სიკეთეს მივიღებთ; რამეთუ ყოვლადსახიერი უფალი მხოლოდ სიკეთეს გვანიჭებს"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2020, 11:50 AM

"სიკეთის კეთებას მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე სხვა დანარჩენს...
დისტანციურადაც აკეთე სიკეთე-ყველასთვის გაიმეტე მხოლოდ კარგი სურვილი და ნახავ ყველაფერი როგორ უკეთესობისკენ შეიცვლება!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2020, 07:55 PM

"კეთილსახიერება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 07:34 PM

"ხშირად აკეთე სიკეთე, რამეთუ ახლო არს ჟამი სამყაროს აღსასრულისა"

/მამა ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 08:55 PM

"არაადამიანურად კეთილი!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 07:10 PM

"უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:08 PM

"უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:35 PM

"რა გიშველის?! მხოლოდ სიკეთის კეთება და სხვებისთვის სიხარულის მინიჭება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:13 PM

"სიკეთე უნდა აკეთო სანაცვლოს მოლოდინის გარეშე, და უნდა გახსოვდეს, რომ ერთ დღეს თქვენ მიმართაც გამოიჩენენ კეთილ ნებას".

/პრინცესა დაიანა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 09:50 PM

"თუ უფალმა თავისი წყალობა არ მოიღო ჩვენზე, ვერავითარ სიკეთეს ვერ გავაკეთებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2020, 03:42 PM

სიკეთის ნამსხვრევები

"ოჯახი უქმე დღეს პლაჟზე იყო გამოსული. ბავშვები ზღვაში ჭყუმპალაობდნენ და ქვიშაში ზღაპრის ციხ-კოშკებს აგებდნენ. უეცრად შორიდან მათკენ მომავალი დედაბერი დაინახეს - ჭაღარა თმას ქარი უწეწავდა, ტანზე ჯვალოს დახეული და გაცრეცილი კაბა ეცვა; მოდიოდა, ცხვირში რაღაცას დუდღუნებდა თავისთვის, დროდადრო იხრებოდა, რაღაც ნივთებს იღებდა ქვიშიდან და ჩანთაში ილაგებდა.

მშობლებმა ბავშვებს უხმეს და დაარიგეს, რაც შეიძლება მორიდებოდნენ მოხუცს. როდესაც ქალი მათ გაუსწორდა, გაუღიმა ოჯახს, მაგრამ მის ღიმილს არცერთი არ გამოპასუხებია.

კარგა ხნის შემდეგ გაიგო ოჯახმა, რომ თურმე ამ ჩია დედაბერს მთელი სიცოცხლე იმაზე ზრუნვაში გაეტარებინა, რომ პლაჟებიდან კრეფდა შუშის ნამსხვრევებს, რათა პატარა ბავშვებს ფეხები არ გაეჭრათ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 09:28 PM

" - როგორ შეიძლება სიკეთე ვუყოთ ყველა ადამიანს?

- მივანიჭოთ ადამიანებს სიხარული, ვაჩუქოთ კეთილი ღიმილი, კარგი სურვილები. ამას შეიძლება თავის გარშემო ყველაზე ღატაკი ადამიანიც კი გასცემდეს ყოველთვის".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:19 PM

"ქვეყნად ბევრი გონიერია, კეთილი კი - ცოტა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 09:01 PM

"როდესაც სიკეთეს სჩადიხართ, ყოველთვის გაიხსენეთ თქვენი უკეთური საქმეები. სული სიკეთით რომ არ დატკბეს, თავის დანაშაულს უნდა ხედავდეს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 05:55 PM

"ყოველი გარეგნული შრომა უსარგებლოა, თუ მისი მეშვეობით შინაგან სიკეთეებს ვერ მოვიხვეჭთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 07:15 PM

" - რატომ აქვს ასეთი მნიშვნელობა ჩადენილი სიკეთის დაფარვას?

- იმიტომ, რომ ჩადენილი სიკეთის გამხელა ადამიანებისთვის სპობს თავად ამ სიკეთეს. წმ. თეოფანე დაყუდებული წერს: "რამდენადაც შეიძლება, დაფარეთ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული საქმეები და ნურაფრით გაამჟღავნებთ - ნურც მზერით, ნურც ლაპარაკით, ნურაფრით..."

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 03:11 PM

"უსიკეთოდ უბედურია ყველა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:16 PM

" - უნდა დავივიწყოთ თუ არა ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთე?

- კეთილი საქმეების დავიწყება კეთილი საქმეა. ხოლო როდესაც სულ გვახსოვს ყველაფერი, ამით უფალს შევურაცხვყოფთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2020, 08:00 PM

"ტრაბახი კეთილ საქმეებსაც კი უსარგებლოს ხდის"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2020, 07:29 PM

"ცნობილია, რომ მტერი ღვთისმოსავ ადამიანებს ძირითადად იჭერს იმით, რომ შთაუნერგავს თავის თავზე კეთილ აზრებს. თქვენ კი იფრთხილეთ, რაც სიკეთე გაგიკეთებიათ, ყველაფერი ღმერთს მიაკუთვნეთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 08:20 PM

"ყოველდღე გამოიძიე, რა გაგიკეთებია კარგი და რა ცუდი. დაივიწყე ის, რაც კარგი გიქნია, რათა პატივმოყვარეობაში არ ჩავარდე; ცუდი კი აღსარებაში აღიარე ცრემლითა და ლოცვით"

/წმ. სვიმეონ ნეტარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2020, 07:55 PM

"- გასესხება კეთილი საქმეა?

- რა თქმა უნდა; რადგან გასესხება გაჩუქების სახესხვაობაა... დასჯის ღირსია ის, ვინც არ გაასესხებს, რადგან განიკითხება, როგორც კაცთმოძულე. მაგრამ აქაც კეთილგონიერებაა საჭირო, ხომ ამბობს ხალხური ანდაზა, მთვრალს არ ასესხოო"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 09:31 PM

" - ვინ არის კეთილი?

- კეთილია ის, ვინც ყურადღებით ეკიდება მოყვასის გასაჭირს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 09:13 PM

"უფლისგან ყველაფერი კეთილად გვეძლევა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2020, 05:08 PM

"უფლის გარეშე ჩადენილი სიკეთე არ არის სიკეთე"

/არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 06:11 PM

"ყველაზე კარგი "სპორტი" სიკეთის კეთებაა! ყველაზე დიდი მტერი - ბოროტება, ხოლო ყველაზე დიდი ნაკლი - ტყუილი"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2020, 04:18 PM

"მიწა მხოლოდ კეთილი სულებით დასახლებული ხომ არ გგონია?"

/პროფ. გრიგოლ კიკნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 05:51 PM

"სამადლო საქმე მალვით სჯობს და ღმერთიც უფროსად შეუწირავს"

/სულხან-საბა ორბელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 07:33 PM

"სიკეთე ის არის, რაც გულიდან მოდის!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 09:47 PM

"სიკეთის კეთების დროს თუ გაილანძღე, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალმა შენი მონდომება შეიწირა და კი არ გაბრაზდე, პირიქით, გულში მადლობა გადაიხადე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2020, 07:08 PM

"სიკეთე სიკეთე ვერ იქნება, თუ სიკეთით არ ხორციელდება"

/წმ. გრიგოლ პალამა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2020, 07:52 PM

ერთი ჭიქა რძის საფასური

(ნამდვილი ამბავი)


ერთხელ ერთი პატარა ბიჭი კარდაკარ დადიოდა და სხვადასხვა წვრილმანებს ყიდდა. სამწუხაროდ,დღეს ძალიან უიღბლო დღე ჰქონდა ვერაფრის გაყიდვა ვერ მოახერხა.

იგი შიმშილისაგან ფეხზე ძლივს იდგა და გადაწყვიტა შემდეგ სახლში, როდესაც მივიდოდა საჭმელი ეთხოვა.

კარი ახალგაზრდა გოგონამ გაუღო, ბიჭი დაიბნა, შერცხვა და საჭმლის ნაცვლად წყალი სთხოვა მას.

გოგონა მიხვდა,რომ ბიჭი მშიერი იყო და მას წყლის ნაცვლად ერთი დიდი ჭიქა რძე გამოუტანა.

ბიჭმა სულმოუთქმელად გამოსცალა ჭიქა და სული, რომ მოითქვა, გოგონას ჰკითხა?

– გოგონა, რამდენი მმართებს თქვენი?

– არაფერი – მიუგო ღიმილით გოგონამ. დედა მასწავლიდა, რომ არასოდეს მომეთხოვა რაიმე გაწეული სიკეთისათვის.

– კარგით,მაშინ მთელი გულით გიხდით მადლობას – უპასუხა მადლიერმა ბიჭმა გოგონას და დაემშვიდობა.

ამ ბიჭის სახელი და გვარი ჰოვარდ კელი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა იგი ძალიან ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული იყო.

ამ ამბის შემდეგ უამრავი წელი გავიდა. ჩვენს კეთილ გოგონას ძლიერი და აქამდე უცნობი ავადმყოფობა შეეყარა და ადგილობრივი ექიმები ვერაფერს გახდნენ და იგი სხვა ქალაქში გაუშვეს სამკურნალოდ.

ექიმ ჰოვარდ კელის კონსულტაციისათვის მიაკითხეს. გაიგო, თუ არა, რომ ახალი პაციენტი მისი ქალაქიდან იყო ,იგი დაფიქრდა და თვალებში უცნაური შუქი ჩაუდგა.

ექიმმა სასწრაფოდ მოიცვა მოსასხამი და პაციენტის სანახავად წავიდა. და მან დანახვისთანავე იცნო პაციენტი. სიტყვაც არ დაუძრავს, სასწრაფოდ დაბრუნდა თავის კაბინეტში ჩაიკეტა და ფიქრი დაიწყო იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაეკეთებინათ პაციენტის გადასარჩენად . . .

და საკმაოდ დიდი ძალისხმევისა და მუშაობის შედეგად პაციენტი სიკვდილს ხელიდან გამოაცალეს.

და როდესაც უკვე პაციენტის გაწერის დრო დადგა, ექიმ ჰოვარდს ჩეკის წიგნაკი მოუტანეს, რათა შიგ პაციენტის მკურნალობის საფასური დაეწერა.

ექიმმა გადაშალა იგი,რამოდენიმე წამით დაფიქრდა და შიგნით რაღაც ჩაწერა.

გოგონა გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ გადარჩა, მაგრამ მკურნალობის საფასური ძალიან ადარდებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება მოუწევდა ეხადა ეს ვალი.

და როდესაც ჩეკი მოუტანეს ზუსტად ამ ფიქრებით გადაშალა იგი, თუმცა მისდა გასაოცრად ჩეკზე თანხის ნაცვლად შემდეგი სიტყვები ეწერა:

სრულად გადახდილია – ერთი ჭიქა რძის საფასურით . . .

შენიშვნა: ექიმი ჰოვარდ კელი – ცნობილია, როგორც ჯონ ჰობკინსის კლინიკისა და ამავე სახელის მქონე სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2020, 09:00 PM

"იქნებ ბოლო დღეა, მხოლოდ სიკეთე მოასწარი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 08:14 PM

"სიკეთის სპონტანურად კეთება ბევრ ადამიანს შეუძლია, სათნო ადამიანები კი იმით გამოირჩევიან, რომ ისინი სიკეთეს მუდმივად - ნებისმიერ ცხოვრებისეულ გარემოებაში აკეთებენ, მათ შორის ისეთ სიტუაციაში, როდესაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 09:29 PM

"სიკეთის აღმასრულებელი ხარობს, რადგანაც საღმრთო ნუგეშისცემით ინუგეშებს თავს. ბოროტისმქმნელი კი იტანჯება და მიწიერი სამოთხე მიწიერ ჯოჯოხეთად ექცევა ხოლმე. თუკი შენში სიყვარული და სიკეთეა, შენ ანგელოზი ხარ. ხოლო, თუკი ბოროტება და ვნებები ცოცხლობენ შენში, ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკს დაუპყრიხარ და სადაც უნდა წახვიდე და საც უნდა იმყოფებოდე, ყველგან ჯოჯოხეთს დაატარებ. ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ ჯოჯოხეთის თუ სამოთხის შეგრძნებას ვიწყებთ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 02:41 PM

"დავუშვათ, რომ ვინმე ამპარტავნულად უცხადებს სხვებს: - კეთილი საქმის გაკეთებას ვაპირებ! - ამ შემთხვევაში ის თავის მიერ განზრახულ საქმეში ეშმაკს უშვებს და გზად შესაძლოა, მრავალ დაბრკოლებას გადააწყდეს. საბოლოო ჯამში კი ვერაფერიც ვერ გააკეთოს. მაგრამ თუკი ადამიანი მიდის და საქმეს უხმაუროდ აკეთებს, აქ ეშმაკი უკვე ვეღარ ერევა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 07:17 PM

"სწორედ ჩვენ უნდა შევწიროთ ღმერთს საქმენი კეთილი, რათა შემდეგ, სამსჯავროს დღეს, დაგვიბრუნოს ისინი და სათანადოდ მოგვაგოს".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2020, 08:13 PM

"მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2020, 10:19 PM

"მოწყალების გაღება, სიკეთე არბილებს გულს, მოწყალება მოქმედებს გულზე, როგორც ზეთი - ჩაჟანგებულ საკეტზე"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 08:00 PM

" - როგორ ვისწავლო ჩემგან გაკეთებული სიკეთის დავიწყება?

- ზღვაში მოისროლე... და ასე დაგავიწყდება. მაგრამ იმ ბოროტების დავიწყებაც საჭიროა, რომელსაც შენ მოგაგებენ. და ამით შენთვისვე შეუმჩნევლად სულიერ სიმდიდრეს მოიხვეჭ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 04:47 PM

" - კერძოდ რა არის კეთილშობილება?

- სულიერი კეთილშობილება ეს სულიერი აღმატებულობაა, მსხვერპლშეწირვის უნარი. კეთილშობილი სული მხოლოდ საკუთარი თავისაგან ითხოვს და არა - სხვათაგან. საკუთარ თავს სხვათათვის სწირავს მსხვერპლად და სამაგიეროს არ ითხოვს. ივიწყებს იმას, რაც გასცა, მაგრამ ახსოვს ნებისმიერი წვრილმანი, რაც სხვისგან მიუღია. ფლობს ღვთისმოსაობას, სიმდაბლეს, უბრალოებას, უანგარობას, პატიოსნებას... ყოველივეს ფლობს. ფლობს ასევე უდიდეს სიხარულს და სულიერ მხიარულებას, ზეიმს!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2020, 08:23 PM

"გამუდმებით რაიმე სიეკთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს".

/ნეტარი იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2020, 06:47 PM

"უნდა შევძლოთ, სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ გზააცდენილში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 12:43 PM

"როცა რაიმე კეთილი საქმის დაწყებას მოისურვებ, პირველად განუმზადე თავი განსაცდელებს, რათა მხნედ დაუხვდე მათ და ღვთის იმედი არ შეგერყეს"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 10:11 PM

"ადამიანს მხოლოდ საკუთარი ძალით სიკეთის გაკეთება არ ძალუძს და ამის ნიჭი მას მხოლოდ უფლისგან ეძლევა. ვინც ასე არ ფიქრობს და წარმატებას მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, ამპარტავნების მორევში იძირება. ღმერთი მას ტოვებს და ის უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ღვთისგან ჰქონდა ბოძებული, ერთმევა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2020, 01:30 PM

"სიკეთე ყველა სირთულეს უმკლავდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2020, 03:35 PM

"ყველა ადამიანი უნდა გიყვარდეს და ისინი უცხოებად არ უნდა მიგაჩნდეს, მაშინ ყველგან და ყოველთვის სიკეთე დაგებედება".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 11:22 AM

"სადაც გულს ეჩქარება, იქ მივდივარ, სადაც სულს დაედგომება, იქ მეჩქარება, სადაც სიკეთეს აფასებენ, იქ ვმკვიდრდები..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 10:20 PM

"ყველას სიკეთე უსურვე - და სიკეთე იქნება შენთან"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 08:05 PM

"ღვთის დიდი შეწევნა აქვს და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მადლი გადმოდის ადამიანზე, რომელიც სიკეთეს აკეთებს"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 08:43 PM

"ყველას სიკეთე უსურვე - და შენც სიკეთე გექნება. უფალი მოგივლენს მას თავისი წყალობით"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2020, 09:57 PM

"როცა სხვას სიკეთეს უსურვებ, გული რაღაცნაირად თბება.
თითქოს სიცივეში იდექი და უცებ ვიღაცამ თბილად ჩაგაცვა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2020, 01:55 PM

"ადამიანი, რომელიც აკეთებს სიკეთეს და სთესავს სიყვარულს, ის უფრო გახარებულია, ვიდრე ის, რომელსაც უკეთებენ სიკეთეს. ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ: ვიცხოვროთ სხვებისათვის, ვიცხოვროთ სიყვარულით".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 01:46 PM

"უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომლებიც ჩვენი სუსტი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია - ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს".

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 07:13 PM

"ყოველი კეთილი საქმის თავი და სათნოებათა დასაბამი არის წრფელი ლოცვა-ვედრება ღმერთის წინაშე, რამეთუ სწორედ ლოცვისაგან იშვებიან ჩვენში სხვა სათნოებანიც და სწორედ ლოცვის შედეგად მოგვეცემა ღმერთისაგან ყოველგვარი სიკეთე".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:36 PM

"ცვლილებას, რომელსაც სული გულითად სიხარულთან ერთად განიცდის მოყვასისთვის ჩადენილი სულ მცირე სიკეთის შედეგად, ვერ გამოიწვევს უდიდესი კარდიოლოგიც, თუნდაც დოლარების ტომარა მისცე მას".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2020, 01:20 PM

"ჩაიფიქრე სხვისთვის სიკეთე, აუცილებლად შენ მოგიბრუნდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 02:23 PM

"სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთე, უკან ასმაგად დაგვიბრუნდება"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2021, 08:54 PM

"გულში ყველას სიკეთე და სიხარული უსურვე, მერე მშვიდად დაგეძინება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2021, 08:50 PM

"როცა ასარჩევად გაქვს სიმართლე თუ სიკეთე, სიკეთე აირჩიე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2021, 10:15 PM

"სიკეთე საქმე არა, მდგომარეობაა..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 05:17 PM

"მას შემდეგ, რაც სნეულნი განკურნა, უფალი განმარტოვდება, რითაც გვასწავლის, რომ თავის გამოსაჩენად კი არ ვაკეთებდეთ რამეს, არამედ, თუკი ვქმნით რამე სიკეთეს, ვესწრაფოთ, რომ დავფაროთ იგი. ქრისტე იმის ჩვენების მიზნითაც ლოცულობს, რომ ჩვენ მიერ ქმნილ ყოველ სიკეთეს ღმერთს უნდა მივაკუთვნებდეთ და ვეუბნებოდეთ მას: "ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდამო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი" (იაკ. 1.17)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 05:37 PM

"როდესაც რაიმე კეთილს იქმ, მიაწერე არა საკუთარ თავს, არამედ ღმერთს"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2021, 10:12 PM

"როდესაც უფალი კურნავდა, განკურნებულნი ქადაგებდნენ მის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი მათ ამას უკრძალავდა. აქედან ვისწავლოთ: როდესაც სხვას სიკეთეს ვუყოფთ, მათგან ქებას ნუ მივიღებთ, ხოლო როდესაც მოწყალებას ვიღებთ სხვისგან, განვადიდოთ, ვინც წყალობით მოგვხედა და საქვეყნოდ ვისაუბროთ მათზე, თუნდაც მათ ეს არ სურდეთ".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 09:18 PM

"ადამიანებო, რაც სხვისთვის გემეტებოდეთ, გაორმაგებულად მოგიბრუნდებათ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2021, 09:53 PM

"არ არის კურთხეული ის დღე, როდესაც არანაირ კეთილ საქმეს არ აღასრულებ!"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2021, 10:06 PM

"შენ სიკეთე და სიყვარული გაეცი... არ მიიღეს?! შენ მოგიბრუნდება...
ყველა კი არ არის იმის ღირსი, რაც ეძლევა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2021, 10:06 PM

"ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობაა. ეცადე, მხოლოდ სიკეთე მოასწრო!."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2021, 08:43 PM

"როდესაც სიკეთეს ვაკეთებთ, მისი ქმნა საჭიროა არა ზერელედ, არამედ გულმოდგინედ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2021, 08:39 PM

არადა, რა მარტივია სიყვარულით და სიკეთით იცხოვრო...
მთავარია გადაწყვიტო!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 06:11 PM

"დილა სიკეთეზე ფიქრით დაიწყე, გულიც გაგითბება, სულიც დაგიმშვიდდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2021, 08:25 PM

"ვინაიდან ბევრი აკეთებს სიკეთეს, მაგრამ რწმენით არ გამოირჩევა, ამიტომ მათ არ შეუძლიათ სათნო ეყონ ღმერთს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 05:47 PM

"ნეტარია, ვინც ცრემლებს, სულიერ მარხვასთან ერთად თესავს, ანუ ვისაც მარად სურს კეთილი საქმეები და ესწარფვის მათ, რადგან მარადიულ სიხარულს მოიმუშაკებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 09:12 PM

"საკუთარ თავს თუ მუდმივად სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებ, უფალი ყოველთვის გემახსოვრება და როდესაც მუდმივად დიდი სიყვარულით მოელი უფალს, რასაც ახლა იძულებით აკეთებს - შემდეგში მისი მოწვევა უკვე შენივე გულით თავისთავად განხორციელდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 06:17 PM

"მიწაზე რომ ყველა მართალი ბედნიერად ცხოვრობდეს და ბოროტეული და უკეთურებისმოქმედი ადამიანები უბედურად, შიშით ყველა ადამიანი ეცდებოდა მხოლოდ სიკეთე ეკეთებინა, მაგრამ ეს არ იქნებოდა თავისუფალი ნებით გაკეთებული სიკეთეები".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 08:50 PM

"თითოეული კეთილი საქმით ადამიანის სულში შემოდის ცოტაოდენი მარადისობა. გაკეთებული სიკეთე - ეს უკვე ადამიანის არსებასა და ცხოვრებაში განხორციელებული მარადიულის ნაწილია"

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2021, 08:29 PM

"ნეტარი მამა [ავგუსტინე] გვასწავლის, რომ ჩვენი კეთილი საქმეები ჩვენი ხელიდან კი არ გამოდის, არამედ მხოლოდ ღვთის წყალობითა და მეოხებით აღსრულდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2021, 08:15 PM

"როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამიანი მოწოდებულია, რომ მის მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები, ჭეშმარიტი ღვთაებრივი ცხოვრებით აღიდგინოს უფლის ხატი და გაამართლოს თავისი ღვთაებრივი წოდება - ქრისტიანი, საკუთარი ქრისტიანული სახელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 05:45 PM

"ინგლისელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: "მოწყალების გაღება სახლიდან იწყება". ზოგჯერ კეთილ საქმეებს გარეთ ვეძებთ, გულისხმიერებასა და თანაგრძნობას ვიჩენთ იმათ მიმართ, ვისაც პირველად ვხედავთ - და ეს ცუდი არ არის. მაგრამ ჩვენი კეთილი საქმეების ხარისხიანობის განსაზღვრისათვის ლაკმუსის ქაღალდად გვემსახურება შინაურებთან ჩვენი დამოკიდებულება. რაოდენ ძნელია თურმე მუდმივად სიკეთე უყო შენს გვერდზე მყოფთ! ისწავლე, ისე იცხოვრო სახლში, რომ შენი ოჯახის წევრთაგან არავის აწყენინო, არ გააღიზიანო. აი, ეს სიკეთეა! იყავი მათთვის როგორც რბილი ცვილი, რომელზეც აღიბეჭდება ყველა მათი გონივრული ბრძანება, თხოვნა და სურვილი. აი, ეს სიკეთეა! იყავი, როგორც მზე, რათა ყველა გაათბო, მოალბო, გაამხნევო, აღაფრთოვანო! აი, ეს სიკეთეა!"

/დეკ. არტემი ვლადიმიროვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 08:20 PM

"ყველას მიმართ ყურადღებით იყავი; მიეჩვიე, რომ პირველივე შეხედვისთანავე ადამიანს სიკეთე უსურვო"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 08:38 PM

"ცოცხალი მკვდრისგან მარტო იმით კი არ განსხვავდება, რომ მზეს უყურებს და ჰაერს სუნთქავს, არამედ იმითაც, რომ კეთილი საქმეების გაკეთება შეუძლია; თუ ამას არ აკეთებს, მაშინ მკვდარს არაფრით ჯობია"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 08:23 PM

"კარგია, სიკეთე გაუკეთო მეგობრებს, კიდევ უკეთესია - ყველა გაჭირვებულს, მაგრამ ყველაზე უკეთესია - მტრებსაც. პირველი სახის სიკეთეს წარმატებით აღასრულებენ, მეორე სახისას - ღვთის რჯულის მორჩილნი, მესამე სახის სიკეთეს კი - ვინც ზეციური მოქალაქის შესაფერის ცხოვრებას ეწეევა"

/ღირსი ისიდორე პელუსიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 09:42 PM

"როდესაც შემთხვევა გვეძლევა, ვინმეს კეთილი საქმე გავუკეთოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ღვთის წყალობაა"

/წმ. ალექსი მეჩევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 03:42 PM

"ისეც ხდება, რომ ადამიანი ათ კეთილ საქმეს აკეთებს და ერთი უკეთური ჩვევა აქვს, და ეს ამ უკეთური ჩვევიდან მომავალი ბოროტი ათ კეთილ საქმეს გადასწონის ხოლმე. არწივი მთლიანად რომ თავისუფალი იყოს და მხოლოდ ერთი ბრჭყალით გამოედოს მახეს, ამ მცირედით ემხობა მთელი მისი ძალა"

/ღირსი დოროთე პალესტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 04:05 PM

"როგორც ცოდვებს მალავ ადამიანებისგან, ისე დამალე მათგან შენი ღვაწლი"

/ღირსი მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 08:07 PM

"თუ სიკეთეს ვაკეთებთ, ჩვენი ქმნილი კეთილი საქმეებით ღმერთს არავითარი გამორჩენა, არავითარი სარგებელი არ აქვს, რადგან ღმერთი არის ყოვლადსრული და ჩვენი კეთილი საქმეები არა ღმერთისთვის, არამედ ჩვენთვისვეა საჭირო"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 07:32 PM

"რას ნიშნავს ვინმეს სიყვარული? ეს ნიშნავს, რომ მისთვის სიკეთე გსურს და ყოველთვის უკეთებ ამ სიკეთეს, როცა საშუალება გეძლევა"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2021, 07:14 PM

"სიკეთე - ეს არის მოყვასის მიმართ თანალმობითი დამოკიდებულება, სხვის საჭიროებაზე გამოხმაურების უნარი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2021, 08:24 PM

"შენ გგონია, ადვილია კეთილი საქმის კეთება? ყველა კეთილი საქმე ძნელია"

/ბერი ისიდორე გეთსიმანიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 08:05 PM

"სიკეთის დასაბამია - შიში ღვთისა, დასასრული - უფლის სიყვარული"

/მღვდელი ილია ეკდიკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2021, 06:11 PM

"უნდა შევძლოთ, სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ განსაცდელში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში. ამასთან, აუცილებელია მათში არა მარტო ამ მაცოცხლებელი ნაპერწკალის აღმოჩენა, არამედ მისი გაღვივებისა და აღორძინებისათვის გზების ძიება"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 10:24 PM

"რადგან შეუძლებელია სიკეთეს შევუდგეთ, თუ ჯერ არ მოვიძულებთ და სრულიად არ განვეშორებით ბოროტს, ისევე როგორც შეუძლებელია ჯანმრთელობის აღდგენა სნეულებისგან გათავისუფლების გარეშე"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 07:22 PM

"კეთილი საქმეების წყალობით ადამიანი ცვლის თავის ბუნებას, სინდისს, გონებას, ხასიათს და ეს სიკეთე მას ხელახლა შობს და ღმერთს ამსგავსებს"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 11:46 AM

"სიკეთე სიკეთისათვის უნდა გვიყვარდეს, ანუ ჩვენს მიერ ნაკეთები სიკეთის სანაცვლოდ მხოლოდ იმ კმაყოფილების განცდას ვჯერდებოდეთ, რომელიც აღიძვრება ჩვენში, თითოეული უანგარო სიკეთის დროს"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 02:18 PM

"კეთილნი ისინი არიან, ვინც რწმენით ცოცხლობენ"

/ამბროსიასტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 12:08 PM

"ამრიგად, სიკეთეს აკეთებს ის, ვინც ბოროტს განეშორება და სიკეთეს აკეთებს, საკუთარი სულის კალოზე შრომობს, რათა სულიერი პურით აღივსოს და მშივრებისა და გაჭირვებაში მცხოვრებთ მოწყალება მისცეს, თავის თანამუშაკებს დროულად მიაწოდოს პური"

/ნეტარი იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 12:41 PM

"სიკეთის კეთებისას ღმერთი მაშინვე არ გვაძლევს ჯილდოს, არამედ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენს დაწყებულ სიკეთეს არ შევწყვეტთ. რადგან მრავალი იწყებს, მრავალი თითქოს შეუპოვრობასაც ამჟღავნებს, მაგრამ საბოლოოდ თავს ანებებს, დაღლილი ან ცდუნებული. [მოციქულ] პავლეს დარიგება სამართლიანია: სიკეთის ქმნა არანაირი სახით არ უნდა მიატოვო, არ უნდა შეწყვიტო დაწყებული საქმე"

/ვიქტორინ მარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:35 PM

"ღმერთი ბევრ სიკეთეს გვიკეთებს მაშინაც, როდესაც არ გვინდა და ვერ ვხედავთ ამას"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 07:55 PM

"რაც ცოდვა არ არის, სიკეთეა"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2021, 06:35 PM

"კეთილი საქმეები აღასრულე, მაგრამ დაივიწყე ისინი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2021, 07:09 PM

"როგორც ბავშვი სწავლობს საუბარს, ასევე სწავლობს ზრდასრული, იყოს კეთილი; ორივე რწმენითა და ვარჯიშით მოიპოვება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:36 PM

"ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ! ამ წესის აღსრულება სიკეთეა, გაუკეთე სხვებს ის, რაც გინდა, რომ შენ გაგიკეთონ! - ესაა სათნოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:52 PM

"ნუ დაიჯერებ, რომ კეთილი ადამიანები არ არსებობენ… არიან, მაგრამ დანახვაც ნიჭია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 09:02 PM

"საკმარისი არ არის, რომ ბოროტებას არ აკეთებდე; სიკეთეს უნდა იქმოდე, შემთხვევასაც კი უნდა ეძებდე მის საკეთებლად! ვინც ეძებს ასეთ შემთხვევას, ყოველთვის პოულობს მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 12:15 PM

"ჭეშმარიტად კეთილი ადამიანი სხვისი მწუხარებისას საკუთარს ივიწყებს, და სხვისი ბედნიერებისას - საკუთარ ბედნიერებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 10:26 PM

"გამუდმებით რაიმე სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს"

/ნეტარი იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 09:01 PM

"როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ, გულგრილები - გივიწყებენ, თავხედები კი უფრო თავხედდებიან"

/მწერალი ოტია იოსელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 07:02 PM

"თუ ჩვენ არ უარვყოფთ ბოროტ საქმეებს აღსარებაში, მაშინ ვერაფერს შევიტყობთ კეთილ საქმეთა შესახებაც"

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 10:12 PM

"არა მხოლოდ ბოროტების ქმნა, არამედ - სიკეთის აღუსრულებლობაც მკაცრად განისჯება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:01 PM

"სული, რომელიც მიწიერ სიკეთეებს ემონება, მარადიულ სიკეთეების თანაზიარი ვერ გახდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:18 PM

ვისაც ვერანაირ სიკეთეს ვერ დაანახებ, ნუ გექნება იმედი ოდესმე დაინახოს, ღმერთს მიანდე და თავი დაანებე!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 01:29 PM

"ვინც სიკეთეს დაფარულად აკეთებს, ღმერთი მას გამოაჩენს თავისი პირუთვნელი სამსჯავროს დროს. დიდი ჯილდო ელის უჩინარ მსახურებას, შეწირვას, სხვისადმი სიყვარულის გამოჩენას, და ეს სხვანაირადაც არ იქნება, რამეთუ ამას თვით უფალი გვპირდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 05:51 PM

"მხოლოდ უფალშია ყოველივე სიკეთე, ასე რომ, მის გარეშე და მის გარდა სიკეთე არ არსებობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 09:55 PM

"ხშირად მიმართე აზრითა და გულით უფალს - სათნოებათა სათავეს და - მისი შეწევნით თავადაც იქმ კეთილ საქმეებს, და მაშინ ნურც ნურავის და ნურც ნურაფრისა გეშინია ქვეყანაზე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 05:27 PM

"უტყვი საქმე შეუსრულებელ სიტყვას სჯობს. არავინ არასდროს განდიდებულა კეთილი საქმეების გარეშე, მაგრამ ბევრი კი დიდებით შეიმოსა ლამაზი სიტყვების გარეშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:09 PM

"გარეგნული, ხილული სიკეთე, შინაგანის გარეშე, მლიქვნელობა და ტყუილია"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:28 PM

"სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის, ვისშიც სიკეთის განცდა არ გაუხეშებულა; მით უმეტეს, შესაბამისად, ბედნიერი უნდა იყოს იგი, როცა თვითონ აღასრულებს სიკეთეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2021, 08:05 PM

"შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2021, 08:46 PM

"ეცადე ისე იცხოვრო, რომ სხვებისათვის მაგალითი იყო, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მით უმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას! - ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 05:26 PM

"ცხოვრება ხანმოკლეა და სწრაფად გარბის, - გვასწავლის გამოცდილება; - შეაყოვნე იგი სიკეთით! - გვასწავლის გონება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 08:03 PM

"თუ გინდა კეთილი იყო, უპირველესად დარწმუნდი, რომ ბოროტი ხარ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:44 PM

"კეთილი ხარ?! სამყაროც კეთილი ხდება შენს მიმართ?! დაუნდობელი ხარ?! სამყაროც იგივე იქნება!."

"შეიძლება შორს ხარ და ფიზიკურად სხვას მხარში ვერ დაუდგე, მაგრამ გულში სიკეთე უსურვე და აუცილებლად შეეწევა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:14 PM

"გულს მხოლოდ სიკეთე გააკარე, შენც მშვიდად იქნები და სხვაც სასიკეთოდ შეიცვლება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2021, 07:59 PM

"არ არსებობს არც ერთი კეთილი ადამიანი, რომელიც ადრე ბოროტი არ ყოფილა"

/პრიმაზიუს არდუმეტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 06:22 PM

"მხოლოდ ერთი სიკეთე არსებობს, მტკიცე სიკეთე - ესაა სასუფევლის სასოება"

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2021, 11:08 AM

"ვინც სიკეთეს აკეთებს, მას ეშმაკის განსაცდელების ნუ შეეშინდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 01:19 PM

"სწორი სულიერი გზა ასეთია: - დაივიწყე შენს მიერ გაკეთებული სიკეთე და გახსოვდეს ის სიკეთე, რაც სხვებმა გაგიკეთეს. ვინც ამ მდგომარეობამდე მივა ის ხდება ადამიანი - ღვთის კაცი"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 01:38 PM

"ბუნებრივია, რაც ადამიანს აქვს, ესაა - განწყობა, და ღმერთი ამ განწყობის შესაბამისად ეხმარება მას. იმიტომაც ვამბობ, რომ ყოველი სიკეთე, რაც გვაქვს, ღვთის ძღვენია. ჩვენი საქმე - არაფერია, და ჩვენი სათნოებები მხოლოდ ნულების მწკრივია. დაე, ვეცადოთ განუწყვეტლივ ვამატოთ ნულები ნულებს და ვთხოვოთ ქრისტეს, ან ნულების სათავეში ერთიანი დაგვიწეროს. ასე გავმდიდრდებით. თუ ქრისტე არ დაგვიწერს ერთიანს სათავეში, ჩვენს შრომას ჩალის ფასი ექნება".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 10:33 PM

"ადამიანისთვის აუცილებელია შევიდეს სიკეთის არსში, შეიგრძნოს მისი აუცილებლობა, სხვაგვარად ერთი მთლიანი გულგრილობა იარსებებს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 05:39 PM

"დიდი ყურადღება, კეთილგონიერება და განსჯაა საჭირო, რომ სიკეთე კეთილად აღესრულებოდეს და სარგებლობა მოჰქონდეს, თორემ შეიძლება, სიკეთის ნაცვლად მას ვიღაცა მთლად გააცოფოს"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 07:18 PM

"უფალი ხშირად უშვებს, მოხდეს რამე, - მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ - სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 06:57 PM

"ღრუბლები წვიმებად იღვრებიან ადამიანთა კეთილი ქცევის შესაბამისად".

/კონფუცი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 10:15 PM

"კეთილად ცხოვრება, კეთილის ქმნა და კეთილად ფიქრი ღვთისადმი მიტანილი მსხვერპლი კი არ არის, არამედ - ადამიანის ვალი უფლის წინაშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:38 PM

"ადამიანს სიკეთე დაუფასე, ღმერთი უფრო მოწყალე იქნება შენთვის"…

"ვინმე იქნება თუ არა მადლიერი, ნუ დაელოდები… კიდევ უფრო მეტად მოინდომე სიკეთე!.."


/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 12:24 PM

"ეპისკოპოსი ვარლაამ რიაშენცევი ამბობს: "თუ ადამიანის რომელიმე ღვაწლს ან კეთილ საქმეს საფუძვლად სიმდაბლე არ უდევს, სიკეთედ აღარ ჩაითვლება, მავნებელია კაცისათვის და უცხოა ღმრთისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 07:11 PM

"განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისათვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა: მაგრამ სიკეთისმქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 09:22 PM

"ადამიანი მანამ არ დაასრულებს ზრუნვას, ვიდრე არ შეიყვარებს იმ სიკეთეს, რაც ვერასდროს წაერთმევა!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 09:25 PM

"ბუნებრივიც რომ იყოს სიკეთის ძიება, უგუნურებაა, ეძიო იგი თავდავიწყებით და დაკარგო საუკეთესო ზეციური"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 01:06 PM

"ბევრი ჩვენგანი, ვისაც ღვთისაგან მრავალგვარი სიკეთე აქვს აღთქმული, საკუთარი თავისაგან არაფერს ითხოვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 02:18 PM

"შეეცადე, ყველას სიკეთე გაუკეთო და ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, მიიღებ თუ არა ამისაგან პირად სარგებელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 10:09 PM

"ვინაიდან უფალი არის შემოქმედი ყოველი სიკეთისა, ამიტომ ვერანაირი სიკეთე ვერ კეთდება უფლის გარეშე"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 01:35 PM

"რაც არ უნდა შეგემთხვეს, მიიღე როგორც სიკეთე, რადგან იცოდე, რომ უფლის გარეშე არაფერი ხდება!"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 08:49 PM

"ერთნაირად ცუდია: ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 09:03 PM

"როგორც ბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივეა სიკეთის აღუსრულებლობა!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 09:43 PM

"სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2022, 08:27 PM

"გინდა შრომის გარეშე ქნა სიკეთე? იფიქრე, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო კი - მარადიულია!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2022, 09:50 PM

"სიკეთის კეთება ნუ მოგვწყინდება, რამეთუ თავის დროზე მოვიმკით ნაყოფს, თუ არ მოვდუნდებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 09:29 PM

"მიწიერი სიკეთე ცრუა; ის დამღუპველია ყველასათვის, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც მათ მარადიული სიკეთის მოსაპოვებლად იყენებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 08:10 PM

"უეჭველად ისეთი უნდა იყო, როგორიც გინდა ჩანდე, თუ საკუთარი თავისათვის სიკეთე გსურს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2022, 07:58 PM

"როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება: ასევე, ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 09:26 PM

"დაუთესავ და დაუმუშავებელ მიწაზე ბალახი ამოდის (უსარგებლო და გამოუყენებელი); ასევეა სულიც, რომელიც კეთილი საქმეებისთვის არ იღვწის, თავისი ბუნებით კი განუწყვეტლივ მიისწრაფვის მოღვაწეობისაკენ, აუცილებლად მიიდრიკება ცუდი საქმეებისაკენ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 07:38 PM

"ბოროტების და ცოდვის ქმნა თავადაც შეგვიძლია და ვცოდავთ კიდეც, მაგრამ სიკეთის კეთებას უფლის გარეშე ვერ შევძლებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2022, 09:32 PM

"მთავარი ცხოვრებაში ისაა, ადამიანებს ყოველთვის სიკეთეს უკეთებდე, თუ დიდი სიკეთის გაკეთება არ შეგიძლია, შეეცადე, მცირე მაინც გააკეთო".

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:28 PM

"რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებს? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვებს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც. განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ არსებობა, შეგინარჩუნათ ძალები და გამოგიცხადათ თავისი მადლი; განა უფალ არ მიმართავს თქვენს ნებას სიკეთისაკენ? და განა თქვენს მიერ აღსრულებული სიკეთე ერთადერთი მისგან არ მომდინარეობს? მოციქულის სიტყვით, - ადამიანს თავისთავად სიკეთის გაფიქრებაც კი არ ძალუძს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:49 PM

"არაფერშია საჭირო უფლის შეწევნა ისე, როგორც ჩვენი ცხონების საქმეში, ვინაიდან არაფერში ვართ ისეთი სუსტები, როგორც - სიკეთის ქმნაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2022, 08:41 PM

"წვიმა მაშინ კი არაა სასარგებლო ნიადაგისთვის, როცა იგი ჯერ კიდევ სრულებით არ გათავისუფლებულა თოვლისა და ყინულისაგან, არამედ მაშინ, როცა გამთბარია მზის სხივებით: სწორედ ასევე, ღვთის სიკეთეს საკმარისად მხოლოდ ის გულები იღებენ, რომლებიც უფლისადმი სიყვარულით არიან გამთბარნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2022, 07:53 PM

"სიკეთე სიმტკიცის გარეშე სისუსტეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 04:35 PM

"კეთილი ის კი არ არის, ვინც მხოლოდ სიკეთეს აკეთებს, არამედ ის, ვისაც ბოროტების ქმნაც არ შეუძლია"

/წმიდა მამა გაბრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 11:02 PM

"ზოგიერს მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად არ ჰყოფნის ძალა და არა - კეთილი სურვილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2022, 08:37 PM

"კეთილი სურვილი მაშინ არის მაცხოვნებელი, როდესაც მტკიცედ და დაუზარებლად აღესრულება. არიან ადამიანები, რომელთა გზა კეთილი ზრახვით იყო მოფენილი; მაგრამ კეთილი ზრახვები აღუსრულებელი დარჩა და მათი გზა ჯოჯოხეთისაკენ წარემართა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2022, 09:15 PM

"იცხოვრე ისე, რომ შენი სული სიკეთისკენ იყოს მიმართული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 02:12 PM

"ღვინოს ან ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებენ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ თუ არა - გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით!"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2022, 06:02 PM

"არ აკეთო სიკეთე მხოლოდ იმიტომ, რომ ამას, შესაძლოა, რაიმე არასასიამოვნო მოჰყვეს, - ეს ნიშნავს იმას, რომ სამუდამოდ თქვა უარი სიკეთის ქმნაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2022, 09:57 PM

"ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ჩვენგან და არ აღიარებს კეთილ საქმეებად არც ერთ ჩვენს საქმეს, თუკი ისინი ჩვენ სულიწმიდის მადლის შეწევნის გარეშე მოგვიმოქმედებია. ღმერთის შეუწევნელად რომ ყოფილიყო შესაძლებელი კეთილ საქმეთა მოქმედება, მაშინ იგი არც გარდამოხდებოდა ქვეყნად ჩვენი ხსნისათვის"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2022, 08:59 PM

"ადამიანმა უნდა ილოცოს,რომ უფალმა შეაძლებინოს კეთილი სიტყვისა და კეთილი საქმის კეთება. ყველანაირი კეთილი აზრი ღვთისაგან მოდის. ღვთის გარეშე ადამიანს არანაირი კეთილის ქმნა არ შეუძლია"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 07:48 PM

"ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში, თუნდაც არასრულყოფილად იცავს ყოვლადსახიერი ღვთის ხატებას, ხარობს ყოველგვარი სიკეთით მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ესმის მის შესახებ; ამიტომ ბუნებრივია მისი ნეტარება, როდესაც ამას იქმს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2022, 12:24 PM

"თუ ჩვენს ძალებს კეთილ საქმეებში არ ვავარჯიშებთ, უცილობლად გადავიქცევით რაღაც ცუდად დ მანკიერად; ისევე როგორც მდინარეში ან დინების საწინაარმდეგოდ მივცურავთ, ან მივდევთ მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 06:35 PM

"იმისათვის, რომ სათნო-ეყო ღმერთს, მხოლოდ კეთილი საქმეების აღსრულება არ კმარა, არამედ ისინი კეთილად უნდა აღასრულო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 08:37 PM

"კეთილი საქმეები განზრახვით ფასდება!"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 09:47 PM

"ასწავლე სხვას მოთმინებით, რათა მან მაშინაც კი სიკეთე აკეთოს, როდესაც თავად შენ არასრულყოფილად მიაჩნიხარ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 07:15 PM

"ქმნა იმისა, რაც ღმერთს სურს და მაგრამ - არა ისე, როგორც მას სურს, ნიშნავს, ცუდად გააკეთო სიკეთე და, შესაბამისად, საერთოდ არ აღასრულო იგი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 08:13 PM

"წმიდა საქმეა, სიკეთე აირჩიო სხვა არაფრისათვის თუ არა თვით - სიკეთისათვის"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 08:38 PM

"საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფსალმ. 65, 15), ანდა - სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარყოფს"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2022, 06:10 PM

"ვისაც შეუძლია, უშველოს დასახრჩობად განწირულს და არ უშველის, ის მას დაახრჩობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 10:08 PM

"სულიწმიდის მადლის გარეშე ვერცერთ სიკეთეს და სათნოებას ადამიანი ვერ იქმს! და თუ ფიქრობს, რომ სულიწმიდის გარეშე რაიმე სიკეთეს აკეთებს, სინამდვილეში, ეს ღვთისთვის სათნო სიკეთე არ იქნება. იმიტომ რომ მიზანი შეიძლება სულ სხვა იყოს, მაგალითად, ადამიანის განდიდება ან სხვადასხვა მიზანდასახულობა, რომელთა შედეგადაც ადამიანი სულიერ ნაყოფს ვერ გამოიღებს"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 11:56 AM

"რაოდენ ბედნიერი უნდა იყოს ის, ვინც კეთილი საქმეებით, მცირედითაც და დიდებითაც, მოვალედ აქცია ცხოველმყოფელი კაცთმოყვარე ღმერთი!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 08:54 PM

"ნურასოდეს გააკეთებ რაიმე სამარცხვინოს, თუნდაც იგი მრავალს მოსწონდეს, და ნუ მიატოვებ კეთილ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიწიერებს იგი სძულთ!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2022, 04:05 PM

"თუ ცოდვის ჩადენას ასაკის მიზეზით შეწყვეტ, ეს შენი უძლურების წყალობით მოხდება. ჩვენ კი ვაქებთ (ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით) მათ, ვინც ნებაყოფლობით არიან კეთილნი და არა - მათ, რომელნიც იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ!"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 02:16 PM

"საკუთარი კეთილი საქმეების გამამჟღავნებელი ჰგავს მიწის ზედაპირზე მთესველს: მოფრინდებიან ზეციური ჩიტები და აკენკავენ მარცვლებს. თავისი ცხოვრების დამფარავი კი ხნულში მთესველს ჰგავს: იგი უხვ მოსავალს მოიწევს!"

/ძველი პატერიკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 07:30 PM

"ვინც ყოველდღიურად არ გლოვობს ცოდვათა გამო, მან კეთილი საქმეებიც რომ აკეთოს, ის დღე სულიერად მაინც უქმად დაუკარგავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2022, 09:35 PM

"კაცი, რომელსაც კეთილი ექმნას, ქმნილს არ უნდა იხსენიებდეს, სხვა კეთილის ქმნას უნდა შეუდგეს. თუ წარსულის თვისგან ქმნილის კეთილის ხსენება დაიწყო, ამპარტავნებისგან დაინთქმის, ვითარცა ფარისეველი"

/წმ. ანტონ ჭყონდიდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2022, 08:06 PM

"შეუძლებელია, ადამიანმა კეთილი საქმე გააკეთოს და იქვე ჩასაფრებული არ ჰყავდეს პატივმოყვარეობის ვნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:12 PM

"პირველ რიგში, ეშმაკი ცდილობს, ადამიანს არ გააკეთებინოს კეთილი საქმე, მაგრამ თუკი ადამიანი მაინც შეეცდება სიკეთის ქმნას, ეშმაკი ცდილობს, ისე მაინც გააკეთებინოს, რომ მისი სიკეთე ღვთის წინაშე სათნოდ არ დარჩეს. თუ ამ მხრივაც ვერ წარემატება, ეშმაკი ქების აზრებს უგზავნის ადამიანს ჩადენილი სიკეთის გამო და ისიც იწყებს საკუთარი თავის ქებას - მას ამპარტავნება ეუფლება, რითაც ერთიანად ანადგურებს სიკეთეებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:53 PM

"მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი კეთილი საქმეები სხვა არაფერია, თუ არა ღვთის საჩუქარი და ჩვენ მათ აღვასრულებთ არა იმდენად ჩვენი ძალებით, არამედ უფლისმეირი მადლის შემწეობით"

/სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 07:54 PM

"ღვთისგან მოვლენილი კეთილი ზრახვების გარეშე ადამიანი ვერანაირ სათნოებას ვერ აღასრულებს. ყოველგვარი სიკეთე ადამიანს ღვთისგან ეძლევა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2022, 08:31 PM

"თუ საკუთარ თავს კარგად დავაკვირდებით და განვსჯით, მივხვდებით, რომ არავითარი სიკეთე არ გაგვაჩნია. ვინც თვლის, რომ სიკეთენი აქვს, ამპარტავნების ვნებით არის შეპყრობილი. თუ უფალი არ შეგვეწევა სიკეთის გაკეთებაში, საკუთარი ძალისხმევით არც სიკეთის გაკეთება შეგვიძლია. შესაძლოა სურვილი გვქონდეს და დავიწყოთ, მაგრამ თუ უფალი არ შეგვეწევა, ვერ აღვასრულებთ"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2022, 05:49 PM

"კეთილთა უბედურება ბოროტთა ბედნიერებას სჯობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2022, 10:19 PM

"აკეთე სიკეთე და სიკეთე ღმერთთან მიგიყვანს"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2022, 08:24 PM

"ზოგი ადამიანი სიკეთეს აკეთებს ღვთის სახელით იმისათვის, რომ თავისი ჩადენილი ცოდვები გამოისყიდოს. ზოგიც მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულით"

/დეკ. გიორგი გორგიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2022, 07:58 PM

"კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალება ლოცვით მოიპოვება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 09:15 PM

"არ ჩაიწერო შენი კეთილი საქმენი:

თუ ჩაიწერ, დაწერილი სწრაფად აღიხოცება;

თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2022, 09:41 PM

"სიკეთე შორსმჭვრეტელია და ღრმა მიზეზებს ხედავს. ბოროტება კი ახლომხედველია და არ იცის მოვლენების ნამდვილი მიზეზები. ბოროტებამ და ფრინველმა იციან, რომ იმისათვის, რათა წვიმა წამოვიდეს, ღრუბელია საჭირო. სიკეთე კი ხედავს, რომ ყოველივე ღმერთის ხელშია. ბოროტება და ვირი ხედავენ, რომ სიმინდის აღმოსაცენებლად ნაკელია საჭირო. სიკეთემ კი იცის, რომ ყოველივეზე ღმერთის ნებაა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2022, 08:52 PM

"ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ სიკეთეზე ბოროტებით გვიპასუხებენ. სულიერი კანონით, როგორც დღეს მოყვება ღამე, ასევე სიკეთეს მოყვება ბოროტება.

წმ. მამები ხატოვნად ამბობენ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად "მანას მერე ვიღებთ ნაღველს". ეს - ღვთისგანაა. ეს ჩვენი რწმენის შემოწმებაა, ჩვენი მზადყოფნის შემოწმება - მტკიცედ ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, ყველაფრის მიუხედავად ვაკეთოთ სიკეთე"

/წმ. მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:30 PM

"თუ გსურს გახდე კეთილი ადამიანი, საკუთარი თავის მიმართ გამოიჩინე სიმკაცრე, სხვები კი დაინდე:

მკაცრი შენ თავთან იყავი,
სხვებს კი მიხედავს უფალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:47 PM

"სიკეთეს მხოლოდ კეთილი საქმეებით მოიმკი:

ავი საქმე სიავეზე ძევსო,
სჯობს სიკეთე სიკეთისთვის თესო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 07:44 PM

"კეთილი საქმეები კეთილ გულში ცოცხლობენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:40 PM

"ჩვენს სიკეთეს ქვემოდან თუ ვუცქერით, ის უზარმაზარია; ზემოდან კი საერთოდ არ ჩანს:

გუბურასავით უმცირესია სიკეთე ჩვენი, ხოლო უფლისა ოკეანის სიღრმეს ამეტებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 09:56 PM

"ბოროტება სამოთხეში მეგზურობას ვერ გაგიწევს, სამოთხის გზაზე მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე შეიძლება წაგიძღვეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 12:22 PM

"ვინც სიკეთეს დაეძებს, ის "მოყვარეებს", ჭორებსა და ახალ ამბებს გვერდს უვლის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 04:59 PM

"სიკეთეს მხოლოდ სიტყვით ვერ დათესავ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 01:44 PM

"საუკეთესო მეცნიერება - სიკეთეა"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 05:13 PM

"ყოველდღე სიკეთე ვაკეთოთ, - უნდა ვიქმოდეთ იმას, რაც გუშინ და გუშინწინ არ გაგვიკეთებია"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 06:00 PM

"სიკეთე სიკეთისთვის უნდა გვიყვარდეს, ანუ ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ მხოლოდ იმ კმაყოფილების განცდას ვჯერდებოდეთ, რომელიც აღიძვრება ჩვენში თითოეული უანგარო სიკეთის დროს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2022, 10:22 PM

"სიკეთის კეთება ვალდებულებად არა, მდგომარეობად უნდა გექცეს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2023, 08:41 PM

"სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. შენზე გაჭირვებულს რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული. ისე კი კეთილი ყველასთვის უნდა გინდოდეს. თავის თავზე არასოდეს იტყოდა [ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი], რომ მე გავაკეთეო, არამედ ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმეო - განმარტავდა. ყოველ კეთილ საქმეს დაჰფარავდა ადამიანთა თვალთაგან. თუ ვინმე შველას თხოვდა, მიუგებდა, მე რა შემიძლია, მე ცოდვილი ვარო, მაგრამ მაინც ფარულად განკურნავდა მას და ეტყოდა: - მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, რასა იქმს მარცხენაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2023, 08:48 PM

"ჩვენ ვცდილობთ, სიკეთე ვაკეთოთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სიკეთე გავუკეთოთ სხვა ადამიანს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ვაკეთებთ სიკეთეს და გვპასუხობენ ცუდი საქმეებით, ბოროტებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამაგიერო უნდა გადავუხადოთ. სამაგიეროს გადახდა აძლიერებს ბოროტებას, ბოროტება ორმაგდება"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2023, 08:45 PM

"კარგი სახელის მოპოვებისთვის უამრავი კეთილი საქმის გაკეთებაა საჭირო, მისი დაკარგვისთვის კი ერთი ცუდი საქმეც კმარა"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2023, 10:04 PM

"ყველაზე კარგი "სპორტი" სიკეთის კეთებაა"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2023, 07:55 PM

"ძველ დროს იყო სიუხვე სიკეთისა, სიუხვე ქველმოქმედებისა, იყო კეთილი მაგალითები, და ბოროტება სიკეთის სიუხვეში დაინთქმებოდა, შეუმჩნეველი იყო და ხალხს არ ვნებდა. ეხლა კი რა ხდება? უხვადაა ბოროტი მაგალითები, ხოლო ის ცოტაოდენი სიკეთე, რომელიც კიდევ დარჩა, გროშადაც არ ღირს. ანუ დღეს სწორედ რომ საწინააღმდეგო ხდება, ცოტაოდენი სიკეთე დიდ ბოროტებაში ქრება და ხელისუფლებაშიც ბოროტებაა გამეფებული"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 06:08 PM

"სამოთხე ეს იგივეა, რაც სიკეთე, ჯოჯოხეთის ტანჯვა კი - რაც ბოროტება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2023, 08:13 PM

"სიკეთის კეთებისას ადამიანი სიხარულს გრძნობს, ცოდვის ქმნისას - იტანჯება. რაც მეტ სიკეთეს იქმს კაცი, მით მეტად ხარობს, რაც მეტ ბოროტებას აღასრულებს იგი, მით უფრო ძლიერად იტანჯება მისი სული"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:15 PM

"არასდროს იფიქრო, რომ სიკეთე ღმერთის გარეშე გააკეთე, რადგან, იფიქრებ თუ არა ასე, მადლი განგეშორება და დაკარგავ მას, რათა შენი უძლურება შეიცნო და ისწავლო "საკუთარი თავის შეცნობა"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 05:15 PM

"უფლის შეწევნის გარეშე ადამიანს არანაირი სიკეთის კეთება არ შეუძლია. შეიძლება ადამიანს სურდეს სიკეთის კეთება, მაგრამ მას უფალი უნდა შეეწიოს, საამისოდ კი საჭიროა ლოცვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2023, 02:14 PM

"ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის საკმარისია, უფალი ჰყავდეს და სხვა არანაირი სიკეთე არ გააჩნდეს, რადგან უფლის მიერ პოულობს ის ყოველგვარ სიკეთეს, რადგან ღმერთია საუნჯე ყოველთა კეთილთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2023, 09:06 PM

"ჭეშმარიტი სიკეთის კეთება უფლისა და მისი მადლის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 05:50 PM

"ჩვენით (ღმერთის შეწევნის გარეშე) ვერანაირ ნამდვილ სიკეთეს ვერ აღვასრულებთ"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 05:25 PM

"კეთილმა ადამიანმა უნდა იცოდეს ეშმაკის და ადამიანთა მზაკვრობა, თორემ ძალიან დაიტანჯება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 01:42 PM

"როდესაც კეთილ საქმეს აკეთებს ადამიანი, უფალი მას სიხარულს მიანიჭებს"

/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2023, 08:28 PM

"[უფალო] მხოლოდ ძლიერს ძალუძს სიკეთის ქმნა; მხოლოდ იგი, ვინც შენი ღვთაებრივი წყაროდან დაიურწყებს და შენს პურს იხმევს, აღივსება სიკეთის ძალით"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2023, 05:59 PM

"შეუძლებელია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა: რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში გააღვიძა ღვთაებრივი წყურვილი!

შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს?"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 04:12 PM

"ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაშალე; თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება; ნუ ჩაიწერ მეზობლის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, ნახევარი მათგან შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაიიწყებს შენს შეცოდებებს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2023, 06:35 PM

"თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკარი შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დაუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვისაც აშკარა ბოროტებად გადაიქცევა. ამიტომაც გაფრთხილდით! გიჯობთ მადლი ისე აღასრულოთ, რომ მაშინვე დაივიწყოთ ამის შესახებ და შეუდგეთ სხვა კეთილი საქმის აღსრულებას. აი, მაშინ კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, მოგაგებს ხილულად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 05:42 PM

"ვინც საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებელი არ არის, ის ყოველთვის მტკიცეა სიკეთის ქმნაში"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2023, 05:55 PM

"ღვთის ძეობა ანუ სიკეთე, ჩვენივე ბუნებიდან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ, რადგან ღვთის ხატად ვართ შექმნილნი, სიკეთე კი უფლის თვისებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 06:03 PM

"როცა სიკეთეს გავაკეთებთ, ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ ჩვენს ქველ საქმეს მაშინვე დავივიწყებთ და სხვა ახალი, კეთილი საქმის აღსრულებას შევუდგებით და ასეთ შემთხვევაში კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, რომლისთვისაც არაფერია დაფარული, მოგვაგებს ხილულად!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 06:03 PM

"როცა სიკეთეს გავაკეთებთ, ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ ჩვენს ქველ საქმეს მაშინვე დავივიწყებთ და სხვა ახალი, კეთილი საქმის აღსრულებას შევუდგებით და ასეთ შემთხვევაში კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, რომლისთვისაც არაფერია დაფარული, მოგვაგებს ხილულად!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2024, 07:46 PM

"სიკეთის კეთებას ნიჭი უნდა"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2024, 04:01 PM

"რწმენასთან ერთად კეთილი საქმეებიც უნდა ვიქონიოთ, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2024, 09:28 PM

"სიკეთის აღსრულებისას იფიქრე, რომ ღმერთს ბაძავ"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)