თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ უცნაური შეკითხვა?

პოსტის ავტორი: ქეთი =^~:~^= თარიღი: Feb 3 2015, 06:24 PM

გამარჯობათ, მაინტერესებს წმინდანებს აქვთ თუ არა დაწერილი რაიმე სიზმრის შესახებ? უფრო კონკრეტულად სიზმრებზე რომელიც მეორდება. მართმადიდებლური ინტერესი მაქვს, რა ჩანაფიქრია ასეთი სიზმრებში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 5 2015, 09:39 PM

ქეთი =^~:~^=
დაწერილი კი აქვთ მაგრამ უმეტესობის აზრი ისაა , რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ სიზმრებს...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 6 2015, 10:59 AM

ნაწყვეტი წიგნიდან: წმინდა გრიგოლ რომის პაპის ცხოვრება და მისი დიალოგები
წიგნი IV
თავი 48. რამდენნაირი სიზმარი არსებობს და თუ უნდა დავიჯეროთ ისინი
პეტრე: - შეიძლება იმის დაჯერება ანდა განხილვა, რაც ღამეულ ხილვებში წარმოგვიდგება?
გრიგოლი: - უნდა ვიცოდეთ, რომ ექვსი მიზეზით შემოდიან სულში სიზმრის სახენი. ზოგჯერ სიზმარი იწყება სტომაქის სისავსისგან, ზოგჯერ კი მისივე სიცარიელისგან, ხან ეშმაკის საცთურისგან, ხანაც ფიქრისა და ეშმაკის საცთურისგან ერთად, გამოცხადებისგან ან ფიქრისა და გამოცხადებისგან ერთად. პირველი და მეორე სახის სიზმრის შესახებ გამოცდილებით ვიცით, ხოლო დანარჩენი ოთხის მაგალითებს წმინდა წერილში ვნახულობთ. ხშირად სიზმარი ეშმაკის (დაფარული მტრის) საცთურისგან რომ არ ხდებოდეს, მაშინ ფრიად ბრძენი კაცი არ გვეტყოდა: "ნუცა იზმნით და ნუცა ძილითა იმისნით" (ლევიტელთა 19,26). ამ სიტყვებით ნათლად ჩანს, რომ უნდა მოვიძაგოთ სიზმრები, რომლებიც მასნობასთან არის შეერთებული. და კიდევ, სიზმრები ზოგჯერ ფიქრებისა და საცთურისგან რომ არ ხდებოდეს, არ იტყოდა დიდად ბრძენი: "მოიწიოს ჩვენება სიმრავლითა განსაცდელისაითა" (ეკლესიასტე 5,2). ზოგჯერ სიზმარი საიდუმლო გამოცხადებისგან რომ არ იბადებოდეს, მაშინ იოსები ძილში ვერ იხილავდა თავის განდიდებას ძმათა წინაშე (შესაქმ. 37) და არც ანგელოზი შთააგონებდა მარიამის დამწინდველს, წაეყვანა ყრმა (იესო) და ეგვიპტეში გაქცეულიყო (მათე 2); და კიდევ სიზმრები ზოგჯერ ფიქრისა და გამოცხადებისგან ერთად რომ არ ხდებოდეს, მაშინ წინასწარმეტყველი დანიელი, რომელიც ნაბუქოდონოსორის სიზმარს განიხილავდა, არ ჩათვლიდა, რომ ამის საფუძველი მისივე ფიქრში იყო: "გულისზრახვანი შენნი საწოლსა შენსა ზედა აღვიდეს, რაი ჯერ არს ქმნად ამათსა შემდგომად და გამოცხადებელმან საიდუმლოთამან მაუწყა მე, რომელთაი ჯერ არს ქმნაი" (დანიელი 2,29). ცოტა ქვემოთ: "შენ, მეფევ, ჰხედვედ და აჰა, ხატი ერთი დიდი და ხატი იგი, და შესახედავი მისი საშინელ მდგომარე წინაშე პირსა შენსა" (ეკლესიასტე 2,32). ამგვარად, როცა დანიელი კეთიმოკრძალებით განიხილავს სიზმარს, მის მნიშვნელობას და ხსნის, რომელი ფიქრისგან წარმოიშვა იგი, ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ სიზმრები ძალზე ხშირად ფიქრისა და გამოცხადებისგან ხდება. რაკი სიზმრები ასეთი სხვადასხვაგვარობით განირჩევა, აშკარაა, რომ მათი ნაკლებად უნდა გვჯეროდეს, მით უფრო, რომ ძნელია იმის შეტყობა, რომელი წყაროდან წარმოიშობა. თუმცა წმინდა კაცები საცდურსა და გამოცხადებებში ერთგვარი შინაგანი გრძნობით განასხვავებენ ხმასა და სახეს სიზმრისა; შეიტყობენ, რას აღიქვამენ კეთილი სულისგან და რას დაითმენენ ეშმაკის საცდურისაგან. თუ გონება არ იქნება ფრთხილი სიზმრების მიმართ, სულთა მაცთუნებლისგან ოცნებებში ჩავარდება: მას ჩვევად აქვს, მრავალი ჭეშმარიტება იწინასწარმეტყველოს, რომ მერე სული რაიმე სიცრუეში გახლართოს.

პოსტის ავტორი: Giorgi Kadagishvili თარიღი: Feb 8 2015, 11:59 AM

sanfol
იოსები უხსნის ფარაონის მეღვინეთუხუცესსა და პურის მოსავლის გამგებელს სიზმრებს საბყრობილეში, შემდეგ თავად ფარაონს, დანიელი ბაბილონის მეფეს კერპის მსხვრევის სიზმარს, ასე რომ ყველა სიზმრის მაინცდამაინც ეშმაკზე მიწერება არ გამოვა, არსებობს საწინასწარმეტყველო სიზმრებიც.


ქეთი =^~:~^=
რა სიზმარი გიმეორდება აბა მოგვიყევი ჩვენც, იქნებ ამხსნელი გამოჩნდეს?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 9 2015, 07:30 PM

Giorgi Kadagishvili
მანდაც ეგ არ წერია? ყველა სიზმარი მაინდამაინც ეშმაკისგან არ მოდის

პოსტის ავტორი: +თომა+ თარიღი: Oct 7 2015, 02:10 AM

სიზმრები ეშმაკისეულია

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 7 2015, 12:50 PM

+თომა+
ყველა არაა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)