IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს
ზებედე
პოსტი Dec 4 2006, 05:32 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს

საქართველოს მოსახლეობას საკმაო ნაწილი დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ ტელესივრცეში ისეთი გადაცემის გასვლის გამო, როგორიცაა „ჯეობარი“ (ტელეკომპანია „რუსთავი 2“). ბუნებრივია, შეშფოთებულია ეკლესიაც. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას გაგვაცნობს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ცხოვრებაძე:


- ბატონო ზურაბ, როგორია საპატრიარქოს დამოკიდებულება პროექტ „ჯერობარისადმი“?

- ჯერ კიდევ პროექტ „ამტანის“ დაწყებისთანავე გამოჩნდა მანკიერი მხარეები, რაც დამახასიათებელია ამგვარი გადაცემებისთვის. „რუსთავი 2“-ზეც გადის პროექტი „ჯეობარი“. რა შთაბეჭდილებები უჩნდება ქრისტიანს, თუკი თვალს შეავლებს ამ გადაცემას? პირველი ის, რომ ადამიანს პრივატული, კერძო ცხოვრება საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს. ანუ მისი ცხოვრების ყოველი წუთი, მომენტი კამერის ქვეშ ექცევა და ეს შემდეგ საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ხდება. უმეტეს შემთხვევაში, პროექტში მონაწილე ადამიანების მანერა, მეტყველება, ქცევა მაინცდამაინც დახვეწილ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს, მეტიც, ზოგჯერ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მიუღებელია. არადა, ამას ყოველდღიურად ძირითადად მოზარდები უყურებენ.

- ეს პროექტი ფინანსურად ძალიან წარმატებულია, ე.ი. ის, რაც ფინანსურად წარმატებულია, შეიძლება ითქვას, სულისთვის საზიანოა?

- გადაცემა დიდ აუდიტორიას იკრებს. ახალგაზრდები უყურებენ შეუფერებელ ქცევას, ლაპარაკს, მოქმედებას. დააკვირდით, რა გაღარიბებული ლექსიკითა და ჟარგონით საუბრობენ პროექტის მონაწილენი. ხშირად გოგონებსა და ბიჭებს შორის ურთიერთობები არ შეეფერება ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას. აქ ყოველგვარი ზღვარია დაკარგული, ხშირია კონფლიქტური სიტუაციები. მამაკაცის მიმართ ქალს უფრო მეტი მოწიწება, მამაკაცს კი მეტი თავდაჭერა და სულგრძელება მართებს. თუმცა დღევანდელ ეპოქაში ყველანაირად ცდილობენ, ამგვარი დამოკიდებულებები გაქრეს. პროექტში ისეთი ატმოსფერო იქმნება, თითქოს ეს ადამიანები ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებული საცდელი ობიექტები არიან, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. აქ მიდის დაუნდობელი ბრძოლა პირველობისთვის. რაც დრო გადის, ამ ბრძოლაში ახალგაზრდები უფრო მიუღებელ ხერხებს იყენებენ. ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს პროექტი არის თამაში, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან აქ დიდ ფულზეა ლაპარაკი. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ისაა, საზოგადოების ცნობიერებაში ჩამოყალიბდეს სტერეოტიპი, რომ ცხოვრებაც მგლური კანონებით იმართება, ადამიანი უნდა იბრძოდეს პირველობისთვის და დაუნდობლად უსწორდებოდეს მოწინააღმდეგეს. ხშირად გაგვიგია პროექტის მონაწილეთაგან, ჩემი ძმაკაციც რომ იყოს, აქ არ დავინდობო, ამ აზრს წამყვანებიც აწვდიან და ხშირად უმეორებენ მათ. მოთამაშეები კი თავს იწონებენ, რომ თვითონაც ამ ცნობიერებისა გახლავან. ამ პროექტში უხამსობის სცენებიც გვახსოვს: მიიყვანეს მეძავი და პირდაპირ ეთერში აჩვენეს თამაშის ერთ-ერთ მონაწილე ბიჭთან მისი ურთიერთობა. ეთერში თქვეს, რომ იგი უცხოეთიდან ჩამოსული სტუმარი იყო, სინამდვილეში კი თბილისელი „შესაბამისი პროფესიის“ მქონე გოგონა აღმოჩნდა.

- ახალ პროექტში ცოლ-ქმარი მონაწილეობს...

- ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანური ცხოვრების რაც შეიძლება მეტი დაფარული მხარე გამომზეურდეს. ალბათ, მალე სექსუალურ ურთიერთობებსაც აჩვენებენ. სხვათა შორის, ეს პროექტი უცხოეთიდან არის გადმოღებული, მაგრამ პროვინციულ წაბაძვას და მდარე იმიტაციას წარმოადგენს. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, ახალი, დროებითი ფასეულობების ჩანაცვლება, ამ გაურკვეველი შოუს მონაწილე მისაბაძი მაგალითი ხდება ბევრი ახალგაზრდისთვის. ის მისთვის ახალი, დროებითი კერპია. აქ ძალიან მზაკვრული გეგმაა ჩადებული: ახალგაზრდობას თვალსაწიერიდან, გონებიდან აცლიან ჭეშმარიტ გმირებს და მის ადგილზე ფსევდო-გმირები ჩნდებიან. მათი მეტყველება, საქციელი, ჩაცმულობა ხდება მისაბაძი ახალგაზრდისთვის და არა ჩვენი გმირები, სამშობლოსა და ეკლესიისთვის თავდადებული ადამიანები. გადაცემა მუდმივად კონფლიქტზეა აგებული. ცდილობენ, ყოველთვის კონფლიქტები აჩვენონ: გოგონა რომ უტლიკინებს ენას ბიჭს, ბიჭი კი შეურაცხყოფას აყენებს მას, მაყურებლისთვის მოწოდებული ქვეტექსტი კი ისაა, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა.

- საეკლესიო სიწმინდეების გამოჩენას ახალგაზრდების ოთახებში რით ახსნით?

- სიწმინდეების ადგილი იქ არ არის, თუ თამაშის მონაწილენი ხატებთან სიგარეტს მოსწევენ, თავისუფლად მოიქცევიან, შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ორი რამის ერთმანეთთან შეთავსება შეიძლება. მახსოვს, პირველი ეროტიკული ქართული ფილმის პრეზენტაციის შესახებ კინოს სახლში (ბზობა დღეს დაამთხვიეს), ერთმა კინომცოდნემ სიამაყით დაწერა, რომ ადმაიანებს ხელში ბზა ეჭირათ და აი, ეს არის სწორედ კარგი, რომ ამ ორი რამის შეთავსება შეიძლებაო. ე.ი. ადამიანი ეკლესიაში გამოივლის, ბზას იყიდის და მერე ეროტიკულ ფილმს ნახავს. და, თითქოსდა, ეს არის ცხოვრება, მთელი თავისი მრავალფეროვნებით.

- აპირებს თუ არა საპატრიარქო ამ პროექტის მიმართ თავისი პოზიციის გამოხატვას?

- „ჯეობარის“ წინა პროექტის დროს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია გამოითქვა. ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მას ნეგატიური შეფასება მისცეს. ჩვენი ეკლესია მუდმივად საუბრობს ამ თემაზე. მღვდლები ქადაგებენ ტაძრებში, ჩვენს გაზეთებში იბეჭდება ამაზე მასალები, რადიოში ამაზე ვსაუბრობთ.

ეს სულის გამომფიტავი გადაცემებია და ძალიან გვაწუხებს იმ ახალგაზრდების ბედი, ვინც ამ ღირებულებებზე გაიზრდება. ასეთ „რეალურ შოუებზე“ აღზრდილ ადამიანებს არ შეაწუხებთ, საქართველოს აფხაზეთი დაუბრუნდება თუ არა. გვეყოლება თუ არა ჯანსაღი საზოგადოება და ა.შ. ეკლესიური ცხოვრება, კარგი პოეზია, ლიტერატურა, კინო - აყალიბებს ქვეყნისთვის გამოსადეგ ადამიანს. ხოლო რაც „ჯეობარში“ ხდება, ესაა სოციალური დარვინიზმი. დარვინის გადარჩევის თეორიის თანახმად, გადარჩება ის, ვინც ძლიერია. თუკი ეს ასეა, მაშინ სადღა რჩება ადგილი ქრისტიანული მორალისთვის? რას გვასწავლის სახარება, რას გვასწავლის მამათა ცხოვრებები? როგორ უნდა გავუმართოთ ხელი უძლურს, გაჭირვებულს, მოყვასს? ჯერ კამერის გარეშეც არ შეიძლება ცოდვის ჩადენა და კამერის წინ ხომ მთელ ქვეყანას შენი ცოდვის თანაზიარს ხდი. ის, რაც ცოტა ხნის წინ სამარცხვინო იყო, ახლა ჩვეულებრივი, მისაღები ხდება. და ამგვარად დეგრადირდება საზოგადოებრივი ცნობიერება.

P.S. ინტერვიუს ჟურნალ „რეიტინგში“ დაბეჭდვის შემდეგ „ჯეობარში“ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ სპექტაკლის დადგმის გეგმებსაც ადგენდნენ, რომელშიც თავად ჯეობარელებს უნდა ეთამაშათ (საბოლოოდ დაიდგა თუ არა სპექტაკლი, ჩვენთვის უცნობია). როგორც ჟურნალ-გაზეთები გვატყობინებებ, ტელემაყურებლები „ჯეობარის“ ცქერისას ინტიმური სცენების მოწმენიც ხდებიან. იყო შემთხვევა, როდესაც აბაზანიდან გამოსული გოგონა ტელემაყურებლის წინაშე აბსოლუტურად შიშველი წარდგა. ასე რომ, გადაცემის ორგანიზატორების ტაქტიკა გასაგებია - უხამსობის „დოზების“ გაზრდით საზოგადოება, თანდათან, შეაჩვიონ მიუღებელს... გადაწიონ ზღვარი დასაშვებისა. ახალგაზრდობის გარყვნას მშობლების თვალწინ ცდილობენ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43, 2006 წ.






ვისაუბროთ ამ თემის შესახებ...



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 59)
ზებედე
პოსტი May 4 2007, 12:43 PM
პოსტი #41


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ეგრი @ May 4 2007, 08:42 AM) *

გადართეთ!


რომელ არხზე? biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 4 2007, 06:13 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მე უყურებდი თითქმის ყველა ჯეობარს შევყევი და მერე უყურე ბოლომდე მიუხედავად იმისა რომ არ მომწონდა ის ხალხი.დასსაც შევავლებ ხოლმე თვალს მარა კომპის გამო ყოველდღე არ უყურებ მავიწყდება


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 4 2007, 07:00 PM
პოსტი #43


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



რა არ მითხრათ ლამაზი გოგოს ნახვა არ გვსიამოვნებსო (ბიჭებმა) tongue.gif
ბევრი იძახდა არ ვუყურებო მარა თითქმის ყველა უყურებდა smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MELOMAN
პოსტი May 6 2007, 11:27 PM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,810



ჩემის აზრით,ტელევიზია ასახავს იმას რასაც საზოგადოება უკვეთავს,სამწუხაროდsad.gifრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უარესები არ ხდება?აი ეს არის ჩვენი ევროპული მენტალიტეტი..აუტანელია ეს ყოველივე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 10 2007, 11:43 PM
პოსტი #45


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



swat
makuna7474
mnate
მხევალი ნინო
ალესანდრე (იძულებით, აგიხსნათ რაზე იკრიჭებოდითsmile.gif )


თავი შეიკავეთ ოფტოპიკებისგან, ძალიან ძნელია?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
OPERATOR
პოსტი May 10 2007, 11:54 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 208
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,823



ulvashi
utkmeladac ar aklia reklama,xalxs mxolod esmis televiziit damaintrigebeli reklamebi xsenebuli shouebis , ekcevian zemokmedebis kvesh. sheizleb shinagani cinaagmdegoba ikos magram zegavlenis kvesh arian, xoda ikneb sacinaagmdegos tkma sasargeblo ikos mattvis vinc ver acnobierebs uarkofit zegavlenas
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 11 2007, 12:17 AM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(kato_Bato @ May 10 2007, 07:43 PM) *

swat
makuna7474
mnate
მხევალი ნინო
ალესანდრე (იძულებით, აგიხსნათ რაზე იკრიჭებოდითsmile.gif )
თავი შეიკავეთ ოფტოპიკებისგან, ძალიან ძნელია?

2kiss.gif smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი May 16 2007, 10:46 PM
პოსტი #48


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



რასაც ახლა რეალურ შოუს ვხედავთ, არა მგონია ვინმემ ამ ფორუმზე დადებითად შევაფასოთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ერთ საკითხზე თქვენი აზრი - რეალური შოუს ფორმატი რომ ჰქონდეს გადაცემას და თან რაღაც ღირებული ჩაიდოს მასში, თუ მიგაჩნიათ შესაძლებლად?


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 16 2007, 11:47 PM
პოსტი #49


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
რეალური შოუს ფორმატი რომ ჰქონდეს გადაცემას და თან რაღაც ღირებული ჩაიდოს მასში, თუ მიგაჩნიათ შესაძლებლად?

არ გამოვა, არ ჩაჯდება.... biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი May 17 2007, 04:15 PM
პოსტი #50


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
რეალური შოუს ფორმატი რომ ჰქონდეს გადაცემას

ნუ რეალურ შოუს არანაირი ფორმატი არ უნდა ქონდეს თორე ის უკვე აღარ არის რეალური smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 17 2007, 04:34 PM
პოსტი #51


დაურეგისტრირებელი









ლეონტი
laugh.gif
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jun 29 2007, 12:44 AM
პოსტი #52


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ციტატა
რეალური შოუს ფორმატი რომ ჰქონდეს გადაცემას და თან რაღაც ღირებული ჩაიდოს მასში, თუ მიგაჩნიათ შესაძლებლად?


ციტატა
არ გამოვა, არ ჩაჯდება.... biggrin.gif


ციტატა
ნუ რეალურ შოუს არანაირი ფორმატი არ უნდა ქონდეს თორე ის უკვე აღარ არის რეალური smile.gif


48 საათზე რა აზრის ხართ?


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
perikardi
პოსტი Jun 29 2007, 07:33 AM
პოსტი #53


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 27-June 07
წევრი № 2,307



პირველი ჯეო-ბარის დროს ჩემმა მამაომ მთელ მრევლს(გარდა ბავშვებისა და მოზარდებისა) ასეთი კურთხევა მოგვცა: აუცილებლად უყურეთ რომ მიხვდეთ როგორ არ უნდა მოიქცეთო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jul 11 2007, 05:13 PM
პოსტი #54


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
48 საათზე რა აზრის ხართ?


მომწონს... ვწუხვარ რომ არ მაქვს მისი რეგულარულად ყურების დრო, მხოლოდ რამოდენიმე ეთერი მაქვს ნანახი...

თუმცა ცოტა უფრო საინტერესოც შეიძლებოდა ყოფილიყო... ყველა "სერია" ერთმანეთს გავს...

თუმცა შეიძლება სხვა რეალურ შოუებშიც ასეა?


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Aug 12 2007, 09:35 PM
პოსტი #55


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ახლა სექტმბრიდან ჯეო ბარი 4 იწყება და...წინა სამმა ხომ ააყვავა ტელესივრცე და ახლა კიდევ მეოთხეე, რაზე ხარჯავს ეს ხალხი ფულს და ენერგიას??ისევ ირბენენ ნახევრად გახდილი გოგო-ბიჭები და გაართობენ ისედაც გაშტერებულ ხლხს...თან ტურმე რაც უფრო არანორმალური ხარ მით უფრო ყვეელას მოეწონები,მაგათ რომ კითხო..sad.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Aug 12 2007, 10:11 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



izi-bartki

ინტრი? .. გააა
სკანდა? .. ლიიი

ხომ გაგიგია. ეგ ამ ფორუმზე აზროვნებს ხალხი ასე, თორემ აბა სხვებს კითხე.....

რა თქმა უნდა, რომ წეწვა-გლეჯვა, ნახევრად (ან მთლიანად) შიშველი გოგოები უფრო კარგი საყურებელია. ასე ხომ უკეთესად შემოუვათ ფული და რაში აინტერესებთ, თუ ერს გახრწნიან, ახალგაზრდობას სულიერად გაანადგურებენ და ზნეობას დაუკარგავენ? wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Aug 20 2007, 03:21 AM
პოსტი #57


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



ციტატა
რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს

რას ლაპარაკობ....

IPB-ს სურათი


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 5 2007, 03:07 PM
პოსტი #58


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
არანორმალური

ანუ უფრო ექსტრავაგანტული და ორიგინალური biggrin.gif ერთია ყურება და მეორე კიდე ის რომ მხარდამჭერების არმია ჩნდება უცებ. ეს ხომ მარტო ახლობლები არ არიან ათასობით ადამიანი გზავნის სმს-ებს. მგონი ეს უფრო შემაშფოთებელია. ანუ მაყურებელს აკაყოფილებს ის დონე რასაც სთავაზობენ და არ აქვთ მოთხოვნილება უკეთესს და უფრო ღირებულს დაუთმონ თავიანთი დრო და ენერგია sad.gif ეს უფრო საგანგაშოა ვიდრე რამდენიმე კაცის ტინგიცი ფულის მოსაგებად smile.gif პრინციპში მათ შეიძლება გამართლებაც ქონდეთ მიზნიდანგამომდინარე smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Sep 5 2007, 04:12 PM
პოსტი #59


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



საით მივექანებით sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 5 2007, 05:18 PM
პოსტი #60


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(perikardi @ Jun 29 2007, 07:33 AM) *

პირველი ჯეო-ბარის დროს ჩემმა მამაომ მთელ მრევლს(გარდა ბავშვებისა და მოზარდებისა) ასეთი კურთხევა მოგვცა: აუცილებლად უყურეთ რომ მიხვდეთ როგორ არ უნდა მოიქცეთო...

რათქმაუნდა, ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკა ისედაც სუსტია, როგორ გადახარშავს და გაარჩევს რა არის ცუდი და რა კარგი?.... ის კი არა და ზოგჯერ მეც მეშლება კარგისა და ცუდის გარჩევა... sad.gif ეტყობა ხომ, რომ მეც პატარა ვარ biggrin.gif

არ შეიძლება ასე მასიურად ყველაფრის ცოდნა იმ ასაკში როცა არ ესმით და ვერც გაიგებენ! არ შეიძლება! ვახ... ნუთუ ასე გაუგებარია? huh.gif

არადა ისე როგორ გინდა თავი დაიცვა მოძალებული საფრთხისგან? აი ეს არ ვიცი g.gif ... ტელევიზორი გადავაგდოთ? მთაში გავიქცეთ? ეხ... მთავრობა არა ჩვენი პატრონი, თორე ხომ უნდა იყოს გარკვეული ცენზურა ტელევიზიაში? არ ვგულისხმობ ასაკობრივ ნიშნებს ფილმებზე, უბრალოდ არ გაუშვან ყველა მავნე ფილმი თუ გადაცემა.... აი, ევროპაში თურმე სხვანაირად არის... wink.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 02:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი