წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#61
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 26 2024, 03:07 PM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,230 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"2015 წელს საქართველოში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "მავედრებელი" - იმ ორიგინალი ხატის ასლი, რომლის წინაშეც ლოცულობდა ღირსი სერაფიმე საროველი.
მან მოიარა საქართველოს ბევრი კუთხე, მორწმუნეების სანუგეშოდ. ჟურნალისტმა ირმა ხარშილაძემ შეაგროვა მოწმობები ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ. აი, ერთ-ერთი მათგანი. ამ სასწაულის შესახებ ცნობა გაავრცელა ნატალია ციციკაშვილმა, ცხრა წლის განკურნებული გოგონას დედამ. ერთხელ ის და ბავშვი სიმღერის გაკვეთილიდან სახლში ბრუნდებოდნენ და უცაბებდად გოგონა ისე ცუდად გახდა, რომ ვერ შეძლო გზის გაგძელება - მან ლამის გონება დაკარგა. მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გოგონა გადაიყვანეს გორის საავადმყოფოში. პატარა ანას არ შეეძლო სიარული. ის გამოკვლევებზე დატოვეს, თუმცა ვერავითარი შედეგი ვერ მიიღეს... ნატალია იხსენებს: "როცა ჩვენს ოჯახში დიდი განსაცდელი დგება, ჩვენ, როგორც წესი, 12 სახარების სანთელს ვანთებთ. ის ამჯერადაც ავანთეთ. მთელი ოჯახი ვლოცულობდით. ანა ვაზიარეთ ზედიზედ რამდენჯერმე და 19 დეკემბერს, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს, ბავშვი ნევროპათოლოგთან წავიყვანე. ივარაუდეს, რომ მას ნეიროვირუსული ინფექცია ჰქონდა და გვითხრეს, რომ სასწრაფოდ თბილისში წაგვეყვანა, რადგან მხოლოდ იქ შეიძლებოდა იმ ინექციის გაკეთება, რომელიც ბავშვს სჭირდებოდა. ჩემი შვილი იაშვილის კლინიკაში მივიყვანეთ, სადაც შაბათ ღამით ძლიერი შეტევა დაემართა. მორიგე ექიმებს ეშინოდათ, რომ პროცესი ხელებზეც გადავიდოდა. ორშაბათს გამკლვევები უნდა დაეწყოთ. სასწაულთმოქმედი ხატი "მავედრებელი" ჩამოაბრძანეს გორში 20 დეკემბერს, მაგრამ ჩვენ უკვე თბილისში ვიყავით და ვერ მივედით ტაძარში მის თაყვანსაცემად. ჩემმა მეუღლემ ბავშვისთვის შეიძინა ხატის პატარა ასლი. ბავშვმა მაშინვე გაიკეთა თავსაფარი და მკერდზე მიიდო რა ხატი, დაიწყო ლოცვა. მე მაქვს ფოტოც, რომელიც საავადმყოფოში გადავიღეთ. მე და ჩემი შვილი გამუდმებით ვლოცულობდით; და აი, როცა დაიწყეს გამოკვლევები - ექიმებმა ორგანიზმში ვეღარაფერი აღმოაჩინეს - თქვეს, რომ ყველაფერი წერსრიგში იყო! აი ასე, მკუნალობის გარეშე, გაგვიშვეს სახლში. როგორც კი სახლში დავბრუნდით, მაშინვე გავეშურეთ ტაძარში, რუსული სასწაულთმოქმედი ხატისადმი თაყვანის საცემად. ის უკვე გიმნაზიასთან არსებულ წმ. გიორგის ტაძარში იყო გადაბრძანებული. ანამ თავისი ხატი მიაბრძანა ტაძარში. როგორც კი ჩვენ შევედით ტაძარში, ანა წინ წავიდა. ამ დრომდე მას სიარული არ შეეძლო. მან თავისი ხატი დედანს მიადო, დაიჩოქა და დაიწყო ლოცვა. სწორედ მაშინ გადმოვიდა მირონი ჩვენს ხატზე. ეს იყო საოცრება! ჯერ კიდევ წინა დღეს ბავშვს არ შეეძლო კიბეზე ასლვაც კი, ახლა კი მთელი ერთი საათი პარაკლისს დაესწრო დაჩოქილი, შემდგომ წამოდგა და ნორმალურად გაიარა! ჩვენმა ხატმა დაიწყო მირონდენა. როცა ანამ გაიგო, რომ დედანი ხატი თბილისის სიონის ტაძარში გადააბრძანეს, ძალიან გვთხოვა, რომ რუსეთში მის გამგზავნრებამდე კვლავ ეცა მისთვის თაყვანი. ჟურნალისტის კითხვაზე ანამ თავად მოყვა მომხდარი: "მე ჩემი ხატი მივადე სასწაულთმოქმედ ხატს და დაჩოქილმა მთელი პარაკლისი მოვისმინე, ბოლოს კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ვთხოვე: დედაო, ღვთისა, გევედრები, დაიფარე ჩვენი ოჯახი ყოველგვარი განსაცდელისა და ავადმყოფობისგან". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 09:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი