IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 77 78 79 80 81 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 7 2017, 01:54 PM
პოსტი #1561


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ბერად წავედი [მამა შიო გაბრიჭიძე], მამაჩემმა იხუმრა: - "პერესტროიკა" ჩემს ოჯახში მოხდა, საბჭოთა კავშირში კი არა. აქამდე მე მეძახდნენ შვილები მამას და ახლა მე ვეძახი მათო. ჩემი ძმა ჭიათურაში, კაცხის მონასტერში მსახურობს. დედის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ მამაჩემიც წამოვიდა მონასტერში. მორჩილი აკაკი გახლდათ მამა. აქვე მონასტრის ეზოშია დაკრძალული ერთი ხის ქვეშ. ამ ხეს აკაკის ხე შევარქვით."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2017, 12:00 PM
პოსტი #1562


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამა სოფლის ადამიანებს სულიერი სილამაზე ერისკაცული უსახსრობის სახით წარმოუდგენიათ, ხოლო სულიერ სილამაზეს სიმახინჯედ თვლიან. ნებისმიერი ბერი გაკრიჭე! ხომ ულამაზო გახდება? მაგრამ ამ ულამაზობას ამა სოფლის მკვიდრნი მშვენიერებად ჩათვლიან."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2017, 11:33 AM
პოსტი #1563


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერმა თქვა: - შვილო, ვერ აგიწერ იმ სიამოვნებას, რომელსაც ჩემი გული განიცდიდა, როცა ადამინები უსამართლოდ მექცეოდნენ. ვგრძნობდი, რომ ქრისტეს ყვედრების სამოსელით ვიმოსებოდი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2017, 02:15 PM
პოსტი #1564


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარკვეული ხნის შემდგომ თავი სრულად რომ ეძღვნა უფლისთვის, ნიკიფორე ათონზე ბერად აღიკვეცა, სადაც მრავალი წლის მანძილზე ჰმორჩილებდა იქაურ ბერდიდთ და შინაგან ლოცვასა და მდუმარებაში განისწავლებოდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2017, 10:55 AM
პოსტი #1565


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად ადამიანებს მშვიდობისმყოფელად მონასტრული ცხოვრებაც მოევლინებათ. ზოგჯერ გულის კარნახით, ზოგჯერაც მოკეთეთა რჩევით, ისინი გარკვეული ხნით, შესაძლოა სამუდამოდაც, ბერმონაზვნებთან ყოფნას ირჩევენ. როცა იქაურ ცხოვრებას ითავისებენ და ხედავენ, თუ როგორი თავგანწირვით ემსახურებიან გამჩენ ღმერთს და როგორი დიდი სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ მონაზვნებს, უჩნდებათ სურვილი, მიემსგავსონ მათ და იცხოვრონ ანგელოზებრივი ცხოვრებით. თანაც სხვის მიმართაც გამოიჩინონ მშვიდობისმყოფლური და ღვთისნიერი დამოკიდებულება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2017, 11:13 AM
პოსტი #1566


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანმა საკუთარი ცხოვრებით უნდა გამოცადოს და გაითავისოს მონასტრული ცხოვრება. ჩვენი წინაპრები ოჯახებს მცირე ხნით ტოვებდნენ და მარხვის პერიოდში სტუმრობდნენ მონასტერს. მადლობა ღმერთს, რომ მსგავსი რამ დღესაც ხდება. ბევრი ახალგაზრდა მოდის მონასტერში სტუმრად და მერე თავიანთ ცხოვრებას უკეთესობისკენ წარმართავენ."

/მამა პავლე ჭანტურიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2017, 11:46 AM
პოსტი #1567


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრის წევრები მუდამ უფლის დიდებაში არიან. მონასტრული ცხოვრების წიაღში შემოსული ერის ადამიანი მაშინვე გრძნობს სიმშვიდეს და ნეტარებას და ავიწყდება ამქვეყნიურ ამაოებათა საზრუნავი. ამაოებას გამოქცეული ადამიანები ცხოვრობენ მონასტერში. გარკვეული დროის შემდეგ გრძნობენ, რომ ზედმეტი ყოფილა ამა თუ იმ საზრუნავზე ფიქრი. მონასტრიდან გამოსული მუდამ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ შეინარჩუნოს ეს მდგომარეობა და სხვებისთვისაც მშვიდობისმყოფელი იყოს."

/მამა იოანე (გვაჯაია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 11:17 AM
პოსტი #1568


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ პატრიარქ ეფრემს უნახავს, რომ რეზიდენციის წინ ეზო დასაგველი იყო. აუღია ცოცხი და მოსუფთავება დაუწყია. მოურბენია დამნაშავე მონაზონს და ცოცხის გამორთმევა უცდია, მაგრამ პატრიარქს არ მიუცია. აქვითინებული მონაზონი მის წინ მუხლებზე დამხობილა. პატრიარქს მაშინ კი მიუცია ცოცხი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 11:27 AM
პოსტი #1569


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი ბერი არავის ელაპარაკებოდა, რადგან მხოლოდ ქრისტესთან სურდა საუბარი. საკმარისი იყო თვალი შეგევლოთ, რომ გაუკეთესებულიყავი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 11:37 AM
პოსტი #1570


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არსენს [ღირსი პაისი ათონელს] ძალიან უყვარდა ნათესავები. ეშმაკიც თავიდან მათზე მოგონებებით აწამებდა მორჩილს, ძილში ხან ავადმყოფებს აჩვენებდა, ხანაც გარდაცვლილებს, ამით ცდილობდა მის შეშინებას. მაგრამ არსენი მშვიდად ეუბნებოდა: "მოდი, როცა ღმერთი მავიწყდება, შენ მეხმარები, გავიხსენო და ვილოცოო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 04:35 PM
პოსტი #1571


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისი ამგვარი სულიერი სიფხიზლე ფრიად გადამდები გახლდათ, - ვინც კი მის სიტყვას გაიგონებდა, ან, უბრალოდ, იხილავდა, გული სინანულით ემუსრებოდა, ხშირად კი - შემონაზვნების სურვილი უჩნდებოდათ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 09:37 PM
პოსტი #1572


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერს [ღირსი არსენი დიდი] ერთი ერისკაცული ჩვევა შემორჩენოდა - როცა ჩამოჯდებოდა, ზოგჯერ ფეხს ფეხზე გადაიდებდა, რასაც ზოგიერთი ბერისთვის შეუფერებელ ქცევად თვლიდა. რადგან ყველა პატივს სცემდა, შენიშვნის მიცემას ვერავინ უბედავდა.

ერთხელ წმინდა პიმენი დიდმა ძმები დაარიგა: ამბა არსენის გვერდით ისე ჩამოვჯდები, როგორც მან იცის ხოლმე. თქვენ შენიშვნა მომეცით, მე შენდობას ვითხოვ და ღირს მამასაც შევუსწორებთ საქციელსო. ასეც მოიქცნენ. მიხვდა წმინდა არსენი ქარაგმას და ერისკაცობიდან გამოყოლილი ჩვევა მოიშორა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 09:48 PM
პოსტი #1573


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობის საქმეს, როგორც რაიმე დიდ ხელოვნებას, ისე დაეუფლა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2017, 11:06 AM
პოსტი #1574


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერს სულიერი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. თუ არა აქვს - საკუთარ თავსა და სხვებზე უნდა ატარებდეს ექსპერიმენტებს. წმინდა მამები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით თავიანთ თავზე სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს ცდიდნენ და მემკვიდრეობად მთელი სულიერი აფთიაქი დაგვიტოვეს".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2017, 09:38 AM
პოსტი #1575


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ესთიგმენუში იყო ერთი დურგალი ბერი, რომელიც სულიერი საბჭოს წევრიც გახლდათ. ესთიგმენუში დურგალი ძალზე სჭირდებოდათ, ამიტომ მას ბევრის უფლებას აძლევდნენ, რამაც ძალიან გააამაყა, მიბარებული მოწაფეები ერთ კვირაზე მეტს ვერ უძლებდნენ, ამბერკი [ღირსი პაისი ათონელი] კი ორწელნახევარს მორჩილებდა. რა ენამ გამოთქვას, რაც მან დაითმინა. ის ბერი ცუდად ხედავდა და ხშირად შეკვეთას დაგრეხილს აკეთებდა და ამბერკსაც ასე ამუშავებდა. "ვერ ისწავლე, რომ მხოლოდ "შემინდე" და "მაკურთხე" უნდა თქვა?" - ეუბნებოდა მორჩილს, როცა ის შეცდომაზე მიუთითებდა. ამბერკი დადუმდა, არც მაშინ იმართლებდა თავს, როცა შემკვეთები ნამუშევრის უხარისხობას შესჩიოდნენ. ამბერკის ხველებისას სისხლი ამოჰქონდა, მაგრამ მის მოძღვარს ამის დანახვა არ უნდოდა. ამბერკი ფიქრობდა, ეს ყველაფერი მისი რომელიმე ძველი ერისკაცული ცოდვის გამო დაუშვა ღმერთმა. "ღვთის ნებით, კარგი დურგალი ვიყავი, მე უფრო მეტანებოდნენ და ჩემდა უნებურად სხვა დურგლებს ვართმევდი სამუშაოს. ამ ძმისგან ისეთი უდიდესი სიკეთე მივიღე, რომ სახიერმა ღმერთმა არც ის დაუტევა - მან მხედველობა დაკარგა, ყველას წინაშე დამდაბლდა და გადარჩა. მის გამო სისხლს ვაქცევდი, მაგრამ მან მე კაცი გამხადა", - ამბობდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2017, 09:56 AM
პოსტი #1576


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საერთო შთაბეჭდილება, ამ ადამიანებმა [ბერებმა] რომ მოახდინეს, ის იყო, რომ ისინი ყველანი ჯანმრთელები იყვნენ. ჯანმრთელები - სულიერად, ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად ღვთის მადლის წყალობით მათ არავითარი ნაკლი არ ჰქონდათ, არ ახასიათებდათ უკიდურესობა".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 11:46 AM
პოსტი #1577


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მრავალი სიკეთე მიიღო ამბერკიმ [ღირსი პაისი ათონელი] ესთიგმენუს მონასტერში. მაგრამ მას განმარტოებით ცხოვრება სურდა, ამიტომ კურთხევა აიღო და ესთიგმენუ დატოვა. ცხოვრების შემდგომი ეტაპის დაწყების წინ ივერიის ღვთისმშობელს შეუვრდა და ხატს ეამბორა. ამ დროს ხატის მკაცრი სახე შეიცვალა, ნაზი და ტკბილი გახდა. ამით მიხვდა, რომ მისი განმარტოებით გასვლა ეთანხმებოდა ღვთის ნებას."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 12:10 PM
პოსტი #1578


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფილოთეოსის მონასტერში ამბერკი [ღირსი პაისი ათონელი] თანდათანობით დასნეულდა და მოძღვრებმა სამკურნალოდ კონიცაში გაგზავნეს. კონიცაში ის წმინდა ბარბარეს საყდართან დასახლდა, მშობლების სახლში მისვლაც არ უფიქრია, ვინმე ერისკაცის ბინაზე გაჩერდა. მთაწმინდაზე მიმავალს ურანოპოლისში ერთმა გოგონამ დალოცვა სთხოვა. მონაზვნობა სურდა, ოჯახში ეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომაც შინიდან ისე გამოიპარა, ფულიც კი არ წამოიღო. ამბერკმა დაფნამდე სამყოფი ფული დაიტოვა, დანარჩენი გოგონას აჩუქა, მისცა მაღვიძარა საათიც. როგორც კი დაფნაში მივიდა, მოესმა, როგორ ეძახდა მას ფილოთეველი ბერი: "მამაო, ეს ჯორები ჩვენი მონასტრისაა. შენი ნივთები დააწყვე. ჰყავ მორჩილება და შენც ზედ შეჯექი". ასე რომ, მონასტრამდე ისე მივიდა, არც დაღლილა. იმავე საღამოს ერთმა ბერმა მაღვიძარა საათი აჩუქა, - მე სხვაც მაქვს და არ მჭირდებაო. "მაშინ ლამის მართლაც მტვრად ვიქეცი, გული შემემუსრა, დავინახე, რომ ჩემნაირ ცოდვილზეც ზრუნავდა ღმერთი", - თქვა პაისიმ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 06:31 PM
პოსტი #1579


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედა ზოსიმა ამბობდა: "მონაზონთან ბერის ურთიერთობისას შეუძლებელია ვნებას (მისით გატაცებას) გაექცე. განსაკუთრებით ნათლად ხედავს ამას ის, ვინც უდაბნოში ცხოვრობს: მცირე ხნის საუბარი ანდა ვნებიანი შეხედვაც კი მათ შეიძლება ღრმა ჭრილობად ექცეთ, რომლითაც ისინი თავიანთ კელიაში ბრუნდებიან. მონაზვნები ზოგჯერ წლობით ებრძვიან ვნებიან მოგონებებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 06:43 PM
პოსტი #1580


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერად შედგომის გაუნელებელი სურვილი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 77 78 79 80 81 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი