IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შიო მღვიმის მონასტერი., დღეს შიო ათცამეტთაგანის მიცვალების დღეა, შეგეწიოთ.
ლეონტი
პოსტი May 22 2007, 07:30 PM
პოსტი #1


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



შიო მღვიმელი, ათცამეტთაგან ერთ-ერთი ასურელი მამა. შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი.

დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა, განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა,რომელიც თავის მხრივ სიმეონ მესვეტის სულიერი შვილი გახლდათ.
მან თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა.

VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე.
4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ლავრად.
მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში , ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს.
შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით:
მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან "იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება", X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).


აი უფრო ვრცლად:
წმინდა შიო ანტიოქიაში დაიბადა. იგი დედისერთა იყო და მშობლები განსაკუთრებულად ევლებოდნენ თავს. მათ შვილს საუკეთესო განათლება მისცეს და სურდათ სამოქალაქო სამსახურში ჩაეყენებინათ, მაგრამ შიოს გული მონასტრისაკენ მიუწევდა. ამიტომ ერთ-ერთი მონასტრისაკენ გასწია, იქ მას წმინდა იოანე დახვდა და უწინასწარმეტყველა, რომ მალე ბერი გახდებოდა, მაგრამ ჯერ შინ უნდა დაბრუნებულიყო და მშობლებისაგან ნებართვა აეღო. თავიდან მშობლები უარზე დადგნენ. შიო რამოდენიმე წელი ელოდა მათ დალოცვას ბერობაზე, თან გამუდმებით ლოცულობდა. და აი, მისი ლოცვის ნაყოფად, მშობლებს თავად გაუჩნდათ მონასტერში წასვლის სურვილი. მათი გამგზავრების შემდეგ შიოც გაუდგა მონასტრის გზას.

წმინდა შიო რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა იოანეს სავანეში. მაგრამ ერთხელ წმინდა იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თორმეტი რჩეული მოწაფით საქართველოში ჩასულიყო. ამ მოწაფეთა შორის აღმოჩნდა წმინდა შიოც.

საქართველოში ჩამოსული შიო, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, სარკინეთის მთებში მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში დასახლდა. ეს ადგილი განსაკუთრებით უკაცრიელი იყო და საცხოვრებლად ძნელი, მაგრამ მამა შიოს საზრდელს მტრედი უზიდავდა. ერთ დღეს ამ სასწაულის მომსწრე გახდა ფარსმან მეფის მხედართმთავარი ევაგრე, რომელზეც ნანახმა ისე იმოქმედა, რომ სამუდამოდ წმინდა მამასთან დარჩა და ბერად აღიკვეცა. ფარსმანს ეწყინა ევაგრეს ბერად შედგომა და თვითონ წავიდა წმინდა შიოს სანახავად. მან ბერის სახეზე ისეთი ნათელი იხილა, რომ გვირგვინი მოიხსნა და დაუჩოქა. წმინდა მამამ წამოაყენა და გვირგვინი თავისი ხელით დაადგა. მოხიბლულმა მეფემ სავანეს უამრავი თვალ-მარგალიტი და სიმდიდრე შესწირა, რათა იმ ადგილას ტაძარი აეგოთ. როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მეფე კათოლიკოსთან ერთად ჩაბრძანდა შიომღვიმეში და მის კურთხევას დაესწრო.

წმინდა მამა ღირსი შეიქმნა ეხილა ღვთისმშობელი, რომელიც წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად გამოეცხადა მას, აკურთხა და გაძლიერება აღუთქვა.

წმინდა შიო მღვიმელი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ მას ბერებმა შესჩივლეს, მონასტრის ფარას მგელი შეეჩვია და მოსვენებას არ გვაძლევსო. მამა შიომ ილოცა და შემდეგ მგელს უბრძანა ამიერიდან არა თუ არ ევნო ცხვრებისთვის, არამედ ემწყემსა კიდეც. მართლაც, რამოდენიმე წელიწადი მგელი მორჩილად ასრულებდა წმინდა მამის ლოცვა-კურთხევას. ბოლოს, მამა შიოს შეეცოდა მგელი და ტყეში გაუშვა, თან დააბარა, თქვენმა მოდგმამ მონასტრის ფარას არაფერი ავნოსო. მართლაც, ამ ამბის შემდეგ მონასტრის ცხვრებს მხეცები აღარ აწუხებდნენ.

შიომღვიმის მონასტერი თანდათან იზრდებოდა. მალე იქ ორი ათასამდე ბერი მოღვაწეობდა, რომელთაც მამა შიო ბერულ ცხოვრებას ასწავლიდა. რამოდენიმე წლის შემდეგ წმინდა მამამ წინამძღვრობა ევაგრეს გადაულოცა, თვითონ კი მონასტერში არსებულ მღვიმეში განმარტოვდა და თხუთმეტი წელი ასე გაატარა.

ყველიერის ხუთშაბათს (დიდმარხვის, ანუ სააღდგომო მარხვის დაწყების წინა კვირის ხუთშაბათს) მისი წმინდა ნაწილები მღვიმიდან ამოიწევდა ხოლმე და ჰაერში ჩერდებოდა. ამიტომ საქართველოს ეკლესიამ ყველიერის ხუთშაბათს წმინდა შიო მღვიმელის ხსენება დააწესა.
სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა მონასტერი ააოხრეს ,შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა.შემდეგ იყო გამოცხადება, შეშინებულმა სპარსელებმა წმიდა შიოს ნაწილები კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

IPB-ს სურათი


აი ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან:
"ასეთივე დიდი მადლით იყო მოსილი შიო მღვიმელი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოვა ეკლესიაში, დაანთებს სანთელს და ეს საკმარისია. ადამიანმა რომ მიიღოს მადლი, საჭიროა დიდი სულიერი მოღვაწეობა.

ცნობილია, რომ შიო მღვიმელი სირიიდან იყო. იგი საკმაოდ ძლიერი ოჯახის ერთადერთი ვაჟი გახლდათ. როცა შიომ იოანე ზედაზნელი გაიცნო, დაარიგა თავისი ქონება, მივიდა მასთან და მორჩილებაში იმყოფებოდა 20 წლის განმავლობაში. დღეს ეკლესიაში რომ მოდიან ადამიანები, უცებ უნდათ ავიდნენ სულიერ სიმაღლეებზე, ასე არ ხდება. შიო მღვიმელი 20 წლის განმავლობაში მორჩილი იყო! იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად ასურეთიდან საქართველოში რომ მოვიდა, შიო ისევ თავისი მოძღვრის მორჩილებაში იმყოფებოდა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მან დამოუკიდებელი მოღვაწეობა.

ღირსმა მამა შიომ დააარსა შიომღვიმის მონასტერი. იგი მღვიმეში ჩავიდა და იქ ლოცულობდა თავისი ქვეყნისათვის, მთელი კაცობრიობისათვის. მისმა მოღვაწეობამ დიდი ნაყოფი გამოიღო და დღესაც და მარად იქნება დიდება მისი სახელისა! "


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Sep 9 2019, 07:18 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღირსი მამა შიო რჩეული ჭურჭელი იყო ღვთის მადლისა

ღირსი შიო მღვიმელი

"კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ღირსი შიო მღვიმელის წმინდა ნაწილთა აღმოსვენებისა და მისი სახელის სხენების დღესთან დაკავშირებით ამგვარად იქადაგა ყველიერის ხუთშაბათს:
"საქართველოს ეკლესიის დიდსა და ღირსშესანიშნავ დღესასწაულს წარმოადგენდა ძველად დღევანდელი დღე; მთელი ქართველი დიდიდან პატარამდე მოისწრაფოდა ყოველი წლის ღირსი შიოს წმინდა საფლავის თაყვანისსაცემლად.

მოუსვენარმა სპარსელებმა და ლეკებმა მრავალჯერ გაძარცვეს შიოს ლავრა, წარიტაცეს მთლად მისი მდიდარი სამკაული, მიანგრ-მოანგრიეს ძვირფასნი შენობანი, ამოსწყვიტეს აქ მოღვაწე ბერ-მონაზვნები, შემოფანტეს და შიშის ზარი დასცეს მლოცველებს, ვეღარავის შეეძლო აქ მოსვლა და ამის გამო ბოლოს საქმემ იქამდე მიაღწია, რომ ეს, ოდესრაც ფრიად ცნობილი და სახელგანთქმული სავანე, ეს "სიქადული მთელი ქართლისა", შეიქმნა სრულებით მივიწყებული და ყველასაგან თავ-მინებებული. ძნელი იყო, რომ ამ ოცი-თხუთმეტი წლის წინათ დღევანდელ დღეს ენახა ვისმე აქ ხუთიოდე მლოცავი, ან კი საიდან უნდა მოსულიყვნენ იგინი, როდესაც მონასტრის მიდამო დაჭერილი ჰქონდათ ატეხილ, გაუვალ ძეძვსა და საცალფეხო ბილიკიც არსად მოიპოვებოდა, ხოლო ეს ეკლესია (იოანე ნათლისმცემლის) იმყოფებოდა ისეთ უკიდურეს მდგომარეობაში, რომ თავზე დაწოლის შიშის გამო ვერავინ ბედავდა მასში შესვლას?

მადლობა ღმერთსა, რომ სამუდამოდ გათავდა ეს შავი და ავად სახსენებელი მყუდროება, და აჰა, შიო მღვიმელის მადლითა და შეწევნითა, დანგრეულ-დაძველებული ეკლეისები განახლდნენ, აეგნენ ძვირფასნი და საკმარისად მოზრდილნი შენობანი ბერთა საცხოვრებლად და მლოცვლთა სადგურად, გამრავლდა კრებული, გაიმართა მუდმივი წირვა-ლოცვა, გაიღვიძა ხალხმა, კვალად ვეღირსენით ღისრი მამა შიოს წმინდათა ძვალთა ამბორის ყოფას განახლებულ და გამშვენებულ ტაძარში!

დიდება მამასა, რომელმანც შეგვასწრო ამ გარემოებას, მადლობა ძესა, რომელმანც ღირს-გვყო დღევანდელი დღისა, თაყვანის-ცემა სულსა წმიდასა, რომელმანცა აღგვიდგინა მამეული სალოცავი; სულით განათლება მას, ვინც ასე მხნედ შეუდგა ამ გაცივებული მონასტრის განახლებას და მას უმსხვერპლა თავისი ჯანი, გონება, გამოცდილება და ქონება.

ეხლა, ძვირფასნო მსმენელნო, როდესაც განვლო ჩვენი მწუხარების ღამემ და გაგვითენდა დღე სიხარულისა, როდესაც განახლდა თქვენი მამა-პაპის სალოცავი, როდესაც ყველას შეგიძლიათ სულ ადვილად და დაუბრკოლებლად აქ მოსვლა გულითადი ლოცვა-ვედრების აღვლენით დასატკბობად, თქვენ ზნეობრივ მოვალეობას უნდა შეადგენდეს, სხვათა შორის, ზრუნვა და თავდადებული მეცადინეობა იმის შესახებ, რომ ღირსი მამა შიოს სახელს აღუდგენოთ კვალად თქვენს ნაცნობთა შორის ძველებური ხსოვნა და პატივისცემა; თვითოეული თქვენგანი მოვალეა გაიტანოს ამ ღირსი მამის სახელი შორს ხალხში, მიუთხრას აქ არა მყოფს ერს, რა სულიერ კმაყოფილებას, ნეტარებას და ზეციურ ბედნიერებას ჰპოვებს შიოს საფლავის მლოცავმავედრებელი და ამით აღუძრას ყველას მხურვალე წადილი ხსენებული წმინდანის სასწაულმოქმედთა ნაწილთა თაყვანისცემისა.

მაგრამ ამასთან ერთად თქვენსავე მოვალეობას შეადგენს განსაკუთრებითი ზრუნვა იმის შესახებ, რომ თქვენი აქ მოსვლა, თქვენი წარდგომა წინაშე ღირსი მამა შიოსი იყოს სასიამოვნო და არა სამწუხარო, ხოლო თქვენ თვითონ დაფიქრდით, თქვენ თითონ მოისაზრეთ, გაზომეთ და ასწონეთ, რა ესიამოვნება, რა გაახარებს და აამებს მას, რომელიც შემოსილია ზეციური ნათლით და განასპეტაკებულია ცოდვათაგან. .იგი განუშორებლივ წინ სდგას ზეციური მამისა, და განა რომ არ ესიამოვნება დანახვა ისეთი ადამიანისა, რომელიც არ იცნობს ამ ზიციურ მამას, არა ტყობილობს ყოველ საქმეს მისი სახელის ხსენებით?

იგი მუდამ ევედრება და უგალობს ღმერთსა, და განა რომ მისთვის გასახარელი არ იქნება დანახვა ისეთი პირისა, რომელმაც არ იცის ყველა რიგიანი ქრისტეანისათვის სავალდებულო ლოცვები და არ უყვარს წირვა-ლოცვაზე დასწრება? Mმისი პირი წარმოსთქვამს მხოლოდ ღვთის ვედრება-გალობას, და განა რომ დიდად სამწუხაროდ დაურჩება მას დანახვა ისეთი ადამიანისა, რომელსაც ენაზედ აკერია გინება, ლანძრვა, უწმაწური სიმღერა და უშვერი ლაპარაკი? მისი გულის შინაარსს შეადგენს ყველას სიყვარული, ყველასთვის ბედნიერება, ყველას დახმარება და შებრალება; განა რომ სამძიმოდ დაურჩება მას ხილვა ისეთი ადამიანისა, რომელიც მტერია თავისი მეზობლისა, ცდილობს ქვრივ-ობლების დაჩაგვრას, დაძალებას და ღალატს? მან შრომით და მომჭირნეობით მოიპოვა ღვთის მადლი, და განა რომ არა სასიამოვნო იქნება მისთვის კაცი უდები, ზარმაცი და მცონარი?

მან მარხულობაში დალია თავისი დღენი და განა რომ არაფრად უნდა ესიამოვნოს ხილვა ავ-მუცელა და მსმელი ადამიანისა? აქ თითო ფეხის დადგმა ალაგი მოწრყულია მისი ანგელოზებრივი ლოცვა-ღაღადით, და რა კითხვა უნდა, რომ თქვენი რომელიმე ზნეობრივი უწმინდურება, ზნეობრივი ნაკლულევანება და არა წმინდა მიდრეკილება შელახავს აქაურობას და ამის გამო გარისხდება და გაწყრება აქაურობის მცველი და მფარველი ღირსი მამა შიოც.

***

სამწუხაროდ, სავალალოდ და სატირლად ქართლის სოფლების მცხოვრებლებს ძალიან ნაკლებად აქვთ შეგნებული ცოდნა ღმერთზედ და წმინდანებზედ. იშვიათია, რომ იცოდეს ვინმემ მათ შორის ორიოდე ლოცვა; დიდმაც და პატარამაც გული აიყარეს ეკლესიაზედ და მის მაგივრად დიდად შეუყვარებიათ დუქანი, რომლის კარების წინ აღამებენ კვირა-უქმეებს უაზრო, უთავბოლო და გამხრწნელ ლაყბობაში, მუშაობის დროს მეზობელთან წაუჩხუბრად და ნაბიჯს არ გადასგამენ, რომ ჯოჯეხეთური გინებით არ მიმართონ სამუშაო იარაღს, ან საქონელს.

აი, რა უზნეობის უფსკრულშია ჩავარდნილი დღეს ქართლელი გლეხი; რა ღვთის-საგმობელ გზას ადგია ბევრი თქვენგანი; რა უსუფთაო, საზიზღარი და შემაწუხებელი ჩვეულებანი გაქვთ გამჯდარი ძვალ-რბილში! კარგი და პატიოსანი, თუ ყველა ესე მოიშორეთ თავიდან, ყველაფერი ესე დაუტევეთ სამუდამოდ და მოაშორედ ამ წმიდა ალაგს იმ განზრახვით, რომ გაახაროთ ესოდენი სასიამოვნო საქციელით ღირსი მამა შიო და გამოსთხოვოთ მას მადლი და შეწევნა კეთილ ცხოვრებაში წარსამატებლად.

მაგრამ ნუ ავიხვევთ ტყუილ-უბრალოდ თვალებს, ნუ მოვიტყუვდებით განზრახ; მლოცავთა დიდი უმრავლესობა მოვიდა ამ წმიდა ალაგს და წარსდგა ღირსი შიოს საფლავის წინ სწორედ იმ ზნეობრივი ნაკლულევანებით, რომლებიც აბნელებენ მის ყოველდღიურ ცხოვრებას სოფელში. ცხადია, მაშასადამე, რომ სწუხს და არ უხარიან ღირს მამა შიოს ეს სიმრავლე მლოცველებისა, იგი გამწარებულ-განრისხებულია ჩვენზედ და ამის გამო სულ ამაოა ეს ჩვენი შრომა და ცალმხრივი ხვეწნა-ვედრება.

დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ მაინც სასოწარკვეთილებას ნუ მივეცემით. კიდევ გვაქვს საშუალება გავასწოროთ დანაშაული და კვალად მხიარულ ვყოთ იგი, ვის კარსაც მოვსულვართ შენდობისა და ლოცვა-კურთხევის მისაღებად. დიდ სიკეთედ ჩაგვეთვლება და ღირსი შიოც მოიბრუნებს ჩვენზე გულს, უკეთუ ამ წმინდა ნაწილების და საფლავის წინ შევიკვრით ყველანი მტკიცე და შეუდრეკელი დაპირებით, რომ დღეის-ამას-იქით მოვიშლით უკეთურობას და შეუდგებით ქრისტიანულ ცხოვრებას. ღირსი მამა, მხედველი ამგვარი ჩვენი აღთქმა-დაპირებისა, დაგვლოცავს რა, გულ-მტკივნეულად, მხიარულებით წარუდგება ზეციურ მამას და მოახსენებს: ვიხილე მე სამწყსო ჩემი; იგი ყელამდინ აღვსილა ცოდვა-დანაშაულებით, მეტად დაცემულა და დაავადებულა ზნეობით, მაგრამ ჩემი ხსენების დღეს მას დაებადა წრფელი სურვილი ცოდვათა შენანებისა და კვალად სიკეთისაკენ გამობრუნებისა; ამისთვის მხურვალედ გევედრები: მიანიჭე მას, მეუფეო, მადლი და კურთხევა შენი, რათა შესძლოს მან მომავალში დაუბრკოლებლად აღსრულება იმ კეთილი აღთქმისა, რომელიც წარმოსთქვა მან გულის სიღრმითგან ჩემი საფლავის წინაშე.

დავემხნეთ პირქვე, საყვარელნო მსმენელნო, ამ წმიდა ნაწილების წინ, მოვიდრიკოთ ყველამ ქედი და შემუსვრილი გულით ესრეთ შევთხოვოთ: ითხოვე ჩვენთვის წყალობა, ჰოი მამაო, კადნიერებით წინაშე მეუფისა! მოგვხედენ, ტკბილო, გულითა და სიტყვითა, ტკბილად ყოველთა ხსენებისა ამის შენისა დღეს. ამინ.



***

იყო დრო, როდესაც ეს ღრმა და ბნელი მღვიმე, ეს ცივი და ნოტიო ორმო, ალაგი ღირსი შიოს განსაცვიფრებელი მოღვაწეობისა, საკუთარ თვალის ჩინზედ უძვირფასესად მიაჩნდა ყოველ ქართველს და იმ დროს ჩვენი ერიც ერობდა, ქართველსაც ქუდი ეხურა, მაშინ ქართველობა ნიშნავდა შიო მღვიმელისა, ანტონ მარტოდ-მყოფელისა, დავით გარეჯელისა, ისე წილკნელისა, ისიდორე სამთავნელისა და მათ მსგავსთა მოწაფეობას. მაშინ ურწმუნოება, მოყვასთა მტრობა, ქურდობა და ავაზაკობა, მეძაობა, სიმთვრალე, ქვრივ-ობოლთა და ღარიბ-დავრდომილთა განუკითაობა, სამშობლოს არა-სიყვარული და დავიწყება საზოგადო სარგებლობისა ქართველს მიაჩნდა ჩამოთვლილი წმინდანების ღალატად.

ღირსი მამა შიო რჩეული ჭურჭელი იყო ღვთის მადლისა, ეს მადლი მოსავდა მას სასწაულთმოქმედებით; იგი დღესაც იმდენად სასწაულთმოქმედია, რამდენადაც თავისი სიცოცხლის დროს იყო და თუ შენზე ამისთანა გავლენას არ ახდენს, ამის მიზეზი შენა ხარ. ღირს მამა შიოს სწამდა, რომ ღმერთი ხედავს როგორც მის საქმეებს, აგრეთვე აზრებსა და განზრახვებს, ამიტომ იგი ასრულებდა და ფიქრობდა მხოლოდ იმას, რაც ღვთის სურვილს შეესაბამება, რაც საამო და სათნოა ღვთისთვის. აბა, შენც ასეთი რწმენით გაიმსჭვალე, თუ სირცხვილის ალმა არ დაგწვას, რომ აგრე გატაცებული ხარ ქეიფით ავხორცობით, არ ერიდები ქურდობას და კაცის კვლას! ღირსი მამა შიო იმას გვასწავლის და გვიქადაგებს, რომ თუ მართლა ღმერთი გწამთ, თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი გამჩენი, თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრებით დაიმსახუროთ უფლის მადლი და კურთხევა, თუ მონდომებული ხართ იესო ქრისტე იყოლიოთ თქვენ შორის და მისი მადლი მუდამ გმოსავდეთ, იქონიეთ ერთი-მეორის სიყვარული, ნუ დაივიწყებთ ნურასოდეს ზრუნვას, რომ შეუმსუბუქოთ ცხოვრების სიმწარე ქვრივს, ობოლსა, საპყარსა და ბეჩავსა. აბა, ყველანი ამ გზას დავადგეთ, თუ დღევანდელი ჩვენი ჯოჯოხეთის მსგავსი ცხოვრება ყოველი სიკეთისა და ბედნიერების წალკოტად არ გადაიქცეს. განა სასურველი იქნება კიდევ ვისთვისმე ამაზე დიდი სასწაული, ამაზე მეტი სიკეთე, ამაზე უდიდესი დახმარება?

ძვირფასნო მსმენელნო! იცოდეთ, გწამდეთ და ნურასოდეს ნუ დაივიწყებთ, რომ ურწმუნოების მქადაგებელი, ვინც უნდა იყოს იგი, საერო თუ სასულიერო, სწავლული თუ უსწავლელი, ცხადი და პირდაპირი მტერია თქვენი ბედნიერებისა, თქვენი ცხოვრებისა, თქვენი ადამიანობისა.

გონიერი ადამიანისთვის ურწმუნოება ღვთის მსგავსების დაკარგვა და უგუნურ ცხოველთა დამსგავსებაა.

ღირსო მამაო შიო! ყველამ განგარისხეთ, ყველამ შეგცოდეთ და დაგივიწყეთ, მაგრამ ნუ მოგვაგებ სამაგიეროს; შეგვინდე დღევანდლამდე ჩვენ მიერ ჩადენილი უგუნურება და დღეიდან ჰქმენ ეს შენი ცრემლი მორწყული მღვიმე იმ რწმენის დაუშრეტელ წყაროდ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ნამდვილი ქრისტიანობა, კაცობა და ადამიანობა გამოიხატება ქრისტეს გულისათვის ერთიმეორის მსახურება-დახმარებაში, რომ ურწმუნოება არის მხოლოდ სიბნელე, სიმწარე და უგუნური ცხოველობა. ამინ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ლეონტი   შიო მღვიმის მონასტერი.   May 22 2007, 07:30 PM
sofi89   ლეონტი დიდი მადლობ...   May 22 2007, 08:55 PM
ლეონტი   ფოტოები გადაღებულ...   May 22 2007, 09:35 PM
::სალომე::   ჩემი უსაყვარლესი მ...   May 22 2007, 10:00 PM
ლეონტი   აი ეს კი ძველი სიდი...   May 22 2007, 10:01 PM
::სალომე::   http://s.foto.radikal.ru/0705/95/40d4aaa5a087.jpg   May 22 2007, 10:03 PM
mogzaura   ულამაზესი ადგილია ...   May 22 2007, 11:31 PM
კანონისტი   დავით აღმაშენებლი...   May 23 2007, 10:28 AM
sofi89   ბარემ აქვე დავწერ ...   Jun 22 2007, 08:18 PM
sofi89   2.მამა შიოს ლოცვით გ...   Jun 29 2007, 08:19 PM
stch   შიო მღვიმე ძალიან ...   Jul 3 2007, 11:04 PM
sofi89   3. მეშვიდე საუკუნეშ...   Jul 25 2007, 08:43 PM
sofi89   არა რა,წინათგრძნობ...   Aug 2 2007, 01:02 PM
catherina_10   შიო მღვიმესთან დაკ...   Aug 2 2007, 03:05 PM
bell   გუშინ ვიყავი :wub: სა...   Aug 17 2007, 07:33 PM
bell   http://img265.imageshack.us/img265/3681/dsc00478sr...   Aug 17 2007, 07:50 PM
bell   http://img508.imageshack.us/img508/9925/dsc00615fg...   Aug 17 2007, 09:36 PM
bell   http://img524.imageshack.us/img524/2677/dsc00623ti...   Aug 18 2007, 12:36 AM
bell   ყველა სურათზე საავ...   Aug 18 2007, 08:33 PM
bell   http://rc.foto.radikal.ru/0708/84/f7e75b1421b5.jpg...   Aug 18 2007, 09:56 PM
bell   http://rc.foto.radikal.ru/0708/05/f3f5afa39f5b.jpg   Aug 18 2007, 10:39 PM
იოანა   bell ლამაზებია, გაიხა...   Aug 19 2007, 12:19 AM
მარიამი   bell რა კარგი ფოტოები...   Aug 19 2007, 12:28 AM
bell   გენაცვალეთ :wub: დიდი ...   Aug 19 2007, 12:30 AM
ხათუნა   გუშინ პირველად ვნა...   Aug 24 2007, 02:30 PM
bell   http://img181.imageshack.us/img181/3705/dsc00476co...   Oct 9 2007, 02:16 PM
bell   http://img264.imageshack.us/img264/241/dsc00611cop...   Oct 9 2007, 02:26 PM
xornabujeli   კარგი გადაღებულია,...   Oct 12 2007, 03:24 AM
bell   გაიხარე ჩემო კარგო...   Oct 23 2007, 08:03 PM
tamuna m   bell-ის ფოტოების ფონზ...   Mar 7 2008, 11:57 PM
enia   რა დიდებული ადგილი...   Mar 9 2008, 07:07 PM
tamuna m   http://i048.radikal.ru/0803/ad/fd11aceaf3ac.jpg h...   Mar 9 2008, 09:34 PM
skeptikosi   მე და ჩემი მეგობარ...   May 8 2008, 03:12 PM
marine   მე და ჩემი მეგობარ...   May 8 2008, 04:22 PM
mak   მართლაც ძაან ლამაზ...   Jun 10 2008, 12:53 PM
mak   http://www.sub.ge/images/images/fu41t0qi0eyiukq5an...   Jun 10 2008, 01:27 PM
xatia...   შიომღვიმე ერთხელ მ...   Jun 14 2008, 06:20 PM
T_E_K_O_T_E_K_O   დღეს პირველად მოვი...   Jun 22 2008, 10:15 PM
T_E_K_O_T_E_K_O   http://img258.imageshack.us/img258/8412/teko001yf6...   Jun 23 2008, 12:30 AM
მარიამი   გუშინ ვიყავი მცხეთ...   Jun 23 2008, 12:33 AM
T_E_K_O_T_E_K_O   http://img126.imageshack.us/img126/1350/teko013bc7...   Jun 23 2008, 12:34 AM
T_E_K_O_T_E_K_O   http://i039.radikal.ru/0806/1e/ca3f1101c4c2.jpg h...   Jun 23 2008, 10:00 AM
tutiko   ძალიან მიყვარს შიო...   Jun 25 2008, 12:18 AM
orthodox-georgia   მეც ძალიან მიყვარს...   Jul 1 2008, 08:11 PM
T_E_K_O_T_E_K_O   დღეს კიდევ ერთხელ ...   Jul 4 2008, 08:19 PM
T_E_K_O_T_E_K_O   http://img370.imageshack.us/img370/5807/teko012ie4...   Jul 4 2008, 08:36 PM
T_E_K_O_T_E_K_O   http://img61.imageshack.us/img61/9128/teko013mn1.j...   Jul 4 2008, 09:39 PM
სოფი   მართალია ცუდი ხარი...   Sep 19 2008, 07:45 PM
ანნო   ძალიან მიყვარს შიო...   Jun 27 2009, 01:42 AM
marine   უბადრუკნო, განა არ ...   Sep 5 2019, 09:37 PM
marine   ღირსი მამა შიო რჩე...   Sep 9 2019, 07:18 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 07:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი