ღვთის ნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის ნება |
marine |
May 8 2024, 10:51 AM
პოსტი
#161
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამაო ჩვენოს" თქმისას ყოველთვის ვითხოვთ: "იყავნ ნება შენი". მაგრამ კარგად ვიცით, ჩვენს ლოცვებში როგორ ჭარბობს სურვილი, უფალმა ჩვენი ნება აღასრულოს და არა ის, რომ ჩვენ ღმრთის ნება აღვასრულოთ.
როგორც წესი, ხშირად ვწუწუნებთ. რა არის წუწუნი, კაცმა რომ თქვას! განა წუწუნი არ არის დრტვინვა ღმრთის განგებულების გამო? განა შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება ჩვენი თავიდან ღმრთის განგებულების გარეშე და როგორ შეიძლება, ჯვარცმულის მოწაფემ იწუწუნოს! არ შეიძლება, უღირსი საქციელია ეს. ჩვენ უფლის მოწაფეები უნდა ვიყოთ. მოწუწუნე ადამიანი შეიძლება, სიტყვიერად არ ამბობდეს, მაგრამ თითქოსდა დავაშია ღმერთთან, თითქოსდა ეკამათება, საქმეს ურჩევს: მე ეს არ მეკუთვნოდა, მე ასე არ მინდოდაო" /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 29 2024, 04:49 PM
პოსტი
#162
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის მიმართ ილოცე, რომ უბედურება აგარიდოს და ამასთანავე უარყავი საკუთარი ნება, როგორც ცოდვილი, ბრმა ნება; ღვთის ნებას, ყოვლადწმიდასა და ყოვლადბრძენს მიანდე შენი თავი, შენი სული და სხეული, შენი გარემოებები და აწმყო და მომავალი, მიანდე შენი გულით ახლობლები. "იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვდიეთ განსაცდელსა; სული გულსმოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ". როცა მწუხარებები შემოგერტყმება, ლოცვები უნდა გაახშირო, რათა ღვთის განსაკუთრებული მადლი მიიზიდო. მხოლოდ განსაკუთრებული მადლის მეშვეობით შეიძლება ყველა დროებითი უბედურების გათელვა"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 09:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი