თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ქრისტეს შობა -

პოსტის ავტორი: ზურა თარიღი: Jan 4 2007, 06:02 PM

მშვიდობა თქვენდა,

გილოცავთ სადღესასწაულო დღეებდა და განსაკუთრებით
ჩვენი მაცხოვარის, უფალ იესო ქრისტეს შობის მოახლოებას!

IPB-ს სურათი

თემის სათაური ალბათ ზუსტად შეესაბამება იმ გრძნიბებს,
რისი გადმოცემაც მსურს

გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის მადლი
.



__________________________________________________



ქრისტეს შობა - გელათის მონასტერი.


IPB-ს სურათი

ვარსკვლავმრიცხველთა თაყვანისცემა - ათონი.


IPB-ს სურათი



__________________________________________________



IPB-ს სურათი



ქრისტეს შობა - სუზდალი XVI ს.






IPB-ს სურათი


იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტინის
ბრძანება აეღწერათ მთელი მოსახლეობა.

ეს აღწერა პირველი იყო, კვირინოსის მმართველობისას სირიაზე.
ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თვითოეული თავის ქვეყანაში
.




________________________


ქრისტეს შობის ხატი - სერბეთი


IPB-ს სურათი


იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას,
დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდებოდა ბეთლემი,
ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო.

რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც
მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად.



________________________________________



ახალშობილის თაყვანის ცემა (ქრისტეს შობა) - გერმანია XVს



IPB-ს სურათი





მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები
და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში,
ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის
.




________________________________________________


ქრისტეს შობა - ფრესკა უბისის ეკლესიაში



IPB-ს სურათი


იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და
ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს.

და აჰა, უფლის ანგელოზი წამოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ
და შეშინდნენ დიდი შიშით



___________________________________________


Нараджэнне Хрыстова - ბელორუსია 1746



IPB-ს სურათი


უთხრა მათ ანგელოზმა:
''ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს,
რომელიც მთელი ხალხისა იქნება:
ვინაიდან დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი,
რომელიც არის ქრისტე უფალი.
და ნიშნად ეს გექნებათ:
''იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგეზე მწოლარეს''




__________________________________



ქრისტეს შობის ხატი - ბულგარეთი


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ზურა თარიღი: Jan 4 2007, 06:33 PM


და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი ციდან,
აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:
''დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე,
და კაცთა შორის სათნოება!''


_______________________________




Різдво Христове - უკრაინა



IPB-ს სურათი


_______________________________



წმ. სტეფანეს ტაძარი, ვენა



IPB-ს სურათი




როდესაც ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ,
მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს:
''წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ რა მოხდა იქ, რაც უფალმა გვაუწყა.''


_______________________________


SANO di Pietro. 1445. Pinacoteca, Vatican




IPB-ს სურათი




სწრაფად მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები,
და ბაგაზე მწოლიარე ყმა.



________________________________


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა.
ხატმწერ ნანა ყუფარაძის მიერ დაწერილი ხატი




IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: ზურა თარიღი: Jan 4 2007, 06:45 PM



დანახვისთანავე უამბეს იმის შესახებ,
რაც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე.
ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა,
რასაც მწყემსები უამბობდნენ მათ.



____________________________________



1473-1475. ფლორენცია, ჰუგო ვან დერ ჰუს


IPB-ს სურათი






მინიატურა - სომხეთი 1267-1268

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 07:25 PM

არაჩვეულებრივი პოლინაციონალურ-პოლირელიგიური კოლაჟია! უფალმა გაგაძლიეროს wub.gif

ღმერთმა მოგვმადლოს მაცხოვრის შობისა და ამქვეყნიური ცხოვრების მარადიული ხსოვნა, სრულვყოფილიყავით!

პოსტის ავტორი: ზურა თარიღი: Jan 4 2007, 08:27 PM

გაიხარე ძმაო smile.gif
მადლობა უფალს!




___________________



ქრისტეს შობა - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია



IPB-ს სურათი





მარიამმა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში.

დაბრუნდნენ მწყემსები, თან ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს
ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ეთქვათ მათ.




საბერძნეთი.

IPB-ს სურათი



როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში,
მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მივიდნენ
ვარსკვლავმრიცხველნი აღმოსავლეთიდან და თქვეს:

''სად არის იუდეველთა მეფე, რომ დაიბადა?
ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში
და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.''



____________________________


ქრისტეს შობის ხატი - კიევი, XVIIIს.


IPB-ს სურათი



ქრისტეს შობა - ბიზანტია

IPB-ს სურათი


ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და
მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი
და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე.





_____________________________




ეგვიპტური ხატი

IPB-ს სურათი





John of Berry's Petites Heures
France, Paris 14th Century.


IPB-ს სურათი



პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 5 2007, 12:48 AM

შობის მადლი შეგეწიოთ! smile.gif
აი, შობის დაუჯდომელი:
http://orthodoxy.wanex.net/lotsvani/akatisto/qristeshoba.htm

...
წელს შობას ძამის ხეობაში ვხვდები ქართის მამათა მონასტერში და.. აუცილებლად მოგიხსენიებთ! smile.gif ...
თქვენი საეკლესიო სახელები ასეთივეა?: ზურაბი და ლევანი? smile.gif ...
...
ძველით ახალი წლისთვის კი... ჯერ ზუსტად არ ვიცი და.. გერგეტის სამებაზე შევხვდები! smile.gif ...

ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაბედნიეროთ! smile.gif


პოსტის ავტორი: ზურა თარიღი: Jan 5 2007, 02:50 PM

თიო
უფალს მადლობა, რომ ასეთ ხალხს მახვედრებს smile.gif
სიყვარულისა და მშვიდობის უფლის, ჩვენი მაცხოვარი ქრისტეს მადლი ნუ მოგკლებოდესა ნურასდროს!


_________________________________




მათ კი უთხრეს მას: ''იუდეას ბეთლემში.
ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ:
'და შენ ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცროსი
იუდას მთავრებს შორის; ვინაიდან შენგან წამოვა წინამძღოლი,
რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს.'







ქრისტეს შობა - ათონის ივერიის მონასტერი 1578-1605

IPB-ს სურათი



_____________



Рождество Христово
Главный храм храма Христа Спасителя (Москва).


IPB-ს სურათი






მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა ვარსკვლავთმრიცხველნი
და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის დრო.
წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა:

''წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი
და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მოვიდე და თაყვანი ვცე მას.''




________________



ამერიკის შეერთებული შტატები

IPB-ს სურათი





________________




Christmas Scene Kim Heung Jong, Korea

IPB-ს სურათი







მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ,
და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს,
წინ უძღოდა მათ, ვიდრე მოვიდოდა და
დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო.




_________________




Nativity by Lu Lan, China Decorative Painting


IPB-ს სურათი





__________________




Geertgen tot Sint Jans, 1485

IPB-ს სურათი


ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს.
როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან,
თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას;






_________________





Duccio di Buoninsegna, 1308-1311.


IPB-ს სურათი





__________________




Икона Рождества Христова.
Новгородская школа. Первая половина 15 века.
[Третьяковская Галерея]



IPB-ს სურათი



______________________


გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი:
ოქრო, გუნდრუკი და მური.





________________






Rogier van der Weyden. Detail. Middelburg Altarpiece. 1445-1448.

IPB-ს სურათი



________________




მინიატიურა სახარებიდან - სომხეთი


IPB-ს სურათი


და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი,
რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან,
სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.




_______________



Rogier van der Weyden. Altarpiece. Adoration of the Magi. Central part. 1455

IPB-ს სურათი




________________





როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი
გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა:
''ადექ, წაიყვანე ყრმა და მისი დედა, და გაიქეცი
ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე;
ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა,
რათა დაღუპოს იგი.''





__________________





Giotto. 1304-1306. Fresco. Capella degli Scrovegni, Padua, Italy



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: zazaeu თარიღი: Jan 6 2007, 03:45 PM

გამარჯობათ კართველნო!
გილოცავთ ახალი წლის დადგომას და დამდეგ შობას.
დზალიან მომეწონა ეს ფორუმი და ძალიან გამიხარდა რიცა წავიკითხე რომ თიო შობას ხვდება ძამის მამათა მონასტერში.მე ზაზა ვარ გორიდან.მამა შიო ჩემი მოძღვარი იყო.სტიქაროსანი ვარ რუის-ურბნინის ეპარქიაში.წელიწადი და ნახევარია ევროპაში ვარ და აქაც სტრასბურგსი,მამა გიორგისთან ვარ სტიქაროსანი.
თიო,ძალიან გთხოვ დამიწერო მამა შიოს რა მოუვიდა კონკრეტულად.

ბედნიერ შობას გისურვებთ,გწყალობდეთ უფალი.

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 6 2007, 07:57 PM

ზურა
მადლობა ამ თემისთვის ... smile.gif
ყველს გილოცავთ დამდეგ შობას, გაგამხნეოთ, დაგლოცოთ და გაგახაროთ ბეთლემს შობილმა უფალმა...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 6 2007, 08:06 PM

წინასწარ გილოცავთ ქრისტეშობას !
გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ უფალმა !


შობას მამა დავითის ეკლესიაში ვხვდები 11 იწყება ღამისთევა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jan 6 2007, 09:03 PM

ქრისტე იშვა ბეთლემსაო

IPB-ს სურათი
უბისის ფრესკა


პოსტის ავტორი: ადამიანი თარიღი: Jan 6 2007, 11:04 PM

ზურა
შენ გაიხარე! არაჩვეულებრივია!
გილოცავთ ყველას შობას! smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 7 2007, 12:14 AM

_____________________ გილოცაავთ, მრავალს დაესწარით!!!_________

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Jan 7 2007, 12:32 AM

ზურა დიდი მადლობა! ძალიან გაგვახარე!
გილოცავთ ყველას ქრისტეს შობას! smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 7 2007, 01:01 AM

ქრისტე იშვა ბეთლემსაო smile.gif

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 7 2007, 02:16 AM

სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეს შობას !!!
გვფარავდეს უფალი !!!

პოსტის ავტორი: xatia თარიღი: Jan 7 2007, 02:46 AM

ჩემო სულიერო დებო და ძმებო გილოცავთ ქრიეტე შობას.გფარავდეთ და შეგეწიოთ უფალი

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Jan 7 2007, 07:06 AM

მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით, დალოცვილები და გახარებულები ყოფილიყავით.


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 8 2007, 04:31 PM

ქ რ ი ს ტ ე შ ო ბ ა

`ღიმილი და მილოცვები
თუმცა ბევრი გავეცით,
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად!
ხოლო ჩვენ კი დავეცით~.

`ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს, უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა.
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა, ცრემლის დამდენი
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა.
მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა!
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება
ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი იმედებს.
ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,
ჭეშმარიტად! კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს,
თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავასვა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წარწყმედილი ეგდოს, ქვეყნად ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს.
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვლად,
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! ქრისტე აღსდგა! ნამდვილად!~

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 9 2007, 12:10 AM

ძალიან საინტერესო ნაკრებია ხატებისა და ნახატებისა, კორეულ და ჩინურ ნამუშევრებმა მომხიბლა smile.gif
მადლობა ზურაბ

პოსტის ავტორი: ზურა თარიღი: Jan 9 2007, 01:40 AM

ღმერთმა დაგლოცოთ საყვარლებო!
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველასთან თქვენთან. ამინ.


_____________




Precista Monastery Kicevo - ფრესკა, მაკედონია

IPB-ს სურათი




____________




კვიპროსი - XVI საუკუნე

IPB-ს სურათი



____________




სინას ნახევარკუნძული (ეგვიპტე) - VII ს.

IPB-ს სურათი




_____________




ოკლაჰომა - ა.შ.შ.

IPB-ს სურათი





__________________






ციტატა
KAIROS
კორეულ და ჩინურ ნამუშევრებმა მომხიბლა


ალბათ არაბული ხატებიც დაგაინტერესებს smile.gif



IPB-ს სურათი





IPB-ს სურათი




IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 10 2007, 01:25 AM

იესოს შობას გილოცავთ! smile.gif
ამ დღის სასწაულის მადლი შეგეწიოთ! smile.gif
...
ვიყავი ძამის ხეობაში smile.gif ქართის მამათა მონასტერში smile.gif

http://imageshack.us

შუა ტყეში_ხის ტაძარში, მონასტრის დროით შუაღამეს აღვლენილი ლოცვის მადლი შეგეწიოთ ყველას! smile.gif ...

http://imageshack.us

ლიტანიობა ზუსტად 6 საათი გაგრძელდა...
ატარებდა მონასტრის წინამძღვარი ბერი ისიდორე (ოქროპირიძე)...

http://imageshack.us

მედავითნეობდა ძამის ხეობის ერთ-ერთი ბერი არსენი.. რომელიც შუაღამით მოულოდნელად მოვიდა ქართას... smile.gif ...

http://imageshack.us

სულ 14-ნი ვიყავით... და... smile.gif ...

ქრისტე იშვა ბეთლემსაოოოოოოოოოოოოოოოოო! smile.gif ....

http://imageshack.us

შობას ქართის მონასტერს მეტად დაათოვა smile.gif ...

http://imageshack.us

ქართიდან გილოცავთ შობას! smile.gif

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 10 2007, 04:25 PM

თიო

უფალი გფარავდეს!!! მეც გილოცავ შობას!

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 10 2007, 04:31 PM

თიო
ბედნიერი ხარ smile.gif მთელი გულით ვიზიარებ შენს ბედნიერებასა და სიხარულს smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 11 2007, 12:56 AM

tati87
იოანა
გაიხარეთ! smile.gif
გაძლიერდით! smile.gif
იბედნიერეთ! smile.gif
...
ბეეეევრს გეფერებით! smile.gif
...
ღმერთს ებარებოდეთ! smile.gif .............

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2014, 11:48 AM

ვისურვებ, რომ ყველა ფორუმელის გულში დღეს ღამით უფლის სიყვარული იშვას!!! wub.gif

პოსტის ავტორი: shako1993 თარიღი: Jan 7 2014, 12:26 AM

ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ წმინდა და დიდებული დღის მადლი მოფენოდეს თქვენს გულებსა და ოჯახებს! გფარავდეთ და გწყალობდეთ მუდამ უფალი....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2016, 10:14 PM

"25 დეკემბერს, ანუ ახალი სტილით 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულის დაარსება უკავშირდება ასტრონომიულ "მზის დაბადებას", ანუ დღის მომატებას, რომელი ხდება დეკემბრის მიწურულს, ზამთრის მზებუდობის შემდეგ, ესე იგი, 21 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ღამე მაქსიმალურად გრძელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 07:43 PM

"ადამიანის გონება უძლურია, გააცნობიეროს ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლო - უხორცო იგი ხორციელ იქმნა. დაუსაბამოს სათავე დაედო, დაუტევნელი შემოისაზღვრა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 08:06 PM

"მართალია იშვა დედამიწაზე, მაგრამ ამით წმინდა სამების ერთარსობა არ დარღვეულა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 08:29 PM

"რამხელა ტრაგედია უნდა მომხდარიყო სამყაროში, რომ მის გამოსახსნელად შემოქმედის განკაცება გამხდარიყო საჭირო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 09:24 PM

"ღმერთი იბადება ცხოველთა სადგმოში, სადაც ჩვენ ალბათ არც შევიხედავდით"

/მამა ბასილ მურმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 12:15 PM

"შობა ქრისტესი არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა; დღესაც ღმერთი იგი უჟამო ჟამიერ იქმნება, უხორცო უფალი განხორციელდება. მაგრამ მთავარია, მაცხოვარი იშვას თვითოეულ ჩვენგანში, რომ განგვაახლოს, აღგვადგინოს და აღარასოდეს განგვშორდეს ჩვენ".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 05:38 PM

" - ტრადიციულად როგორ გამოისახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი "შობის" კომპოზიციაში?

- ღვთისშობელი გამოისახება კომპოზიციის ცენტრში, ბაგის მახლობლად, ან წამოწოლილი გაღუნული ოვალის ფორმის სარეცელზე, მშობიარობით დაღლილი (სირიული ტრადიცია), სარეცელზე ან ქვაზე წამომჯდარი უმტკივნეულო მშობიარობის აღსანიშნავად (დასავლური ტრადიცია)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 07:30 PM

"შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2016, 08:15 PM

შობას გილოცავთ, ფორუმო და ფორუმელებო!!!!!!!!!!! wub.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2016, 12:24 PM

http://radikal.ru/big/2aa5a39a719246e383fd40ecae1a3881

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 8 2016, 10:27 AM

გილოცავთ მრავს დაესწარით kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2016, 11:42 AM

ციტატა(G_saxva @ Jan 8 2016, 11:27 AM) *

გილოცავთ მრავს დაესწარით kiss1.gif


შენთან ერთად mpua.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2016, 02:53 PM

"ქრისტეს შობა არის ადამიანის ხელახალი დაბადება არა ყოვლისშემძლეობით, არამედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით" (სერგი ბულგაკოვი).

"ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისთვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2016, 01:23 PM

"მაცხოვარი იშვა, ხსნის გზა განათდა. მაშ, შევიმოსოთ მისი რწმენით და მისი მადლით, რამეთუ ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს ქვეყანას და ეს არის მთელი ქვეყნის მძლეველი ჩვენი რწმენა (I იოანე 5,4).

ქრისტე იშვა - ადიდებდეთ მას!
ქრისტე ზეცით გარდამოხდა - მიეგებეთ!"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2016, 12:48 PM

"მოვიდა იგი ჩვენთან მორჩილი და დამდაბლებული. სასახლესა და სამეფო პატივს გამოქვაბული არჩია და ბაგასა შინა მწოლად წარუდგა სოფელს. დიახ, მან პირველი წუთებიდანვე ყველას უჩვენა მაგალითი საოცარი თავმდაბლობისა და ამ სათნოებისკენ მოუწოდა თავის მიმდევართ".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 09:12 PM

შობის ვარსკვლავი - პუანსეტია

"შობის ერთ-ერთი სიმბოლოა ულამაზესი ყვავილი პუანსეტია, იგივე შობის ვარსკვლავი. მისი სამშობლოა მექსიკა. პუანსეტია ოთახის სხვა მცენარეებისგან განსხვავებულია: ზედა ნაწილში ფოთლები შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი, იშვიათად ცისფერი, მოიისფრო, ორ ან სამ ფერშიც კი. ამ ყვავილის 100-ზე მეტი სახეობა არსებობს.

არსებობს ასეთი ლეგენდა: თურმე მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ-ერთ შობის ტაძარში მიმავალ და-ძმას საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. გზაში ბავშვების ყურადღება უსახურმა მცენარემ მიიპყრო, რომელსაც პატარა მწვანე ფოთლები ჰქონდა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, საჩუქრად ეს მცენარე წაეღოთ, ვიდრე ხელცარიელნი მისულიყვნენ. მოხდა სასწაული: ბავშვების მიერ ტაძარში საშობაოდ მირთმეული მცენარე გაწითლდა და საოცარ ყვავილად გადაიქცა.

მას შემდეგ პუანტიას საშობა ყვავილად მიიჩნევენ".

/ირინე ქებურია/

http://radikal.ru/big/78c35d9806fb4df68070fe916ed0e051

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2016, 12:58 PM

"ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ... და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა."

/მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 01:11 PM

"შობის აღნიშვნა თუ შემოისაზღვრება მხოლოდ ღორის დაკვლით და მწვადების ჭამით, ეს არ ნიშნავს ქრისტიანობას. ქრისტიანული დღესასწაული არ გულისხმობს მხოლოდ რომელიღაც კონკრეტული ისტორიული მოვლენის გახსენებას, არამედ მის აქტუალიზებას ჩვენს დროში და ჩვენს მასთან სულიერ თანამონაწილეობას. ამიტომ შობის ან ნებისმიერი სხვა ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნისას, რაღაც უნდა იცვლებოდეს ჩვენში, ცოტათი მაინც".

/დეკ. გიორგი (თევდორაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2016, 10:58 PM

"ქრისტეშობის მღვიმეზე IV საუკუნეში ქრისტეშობის ტაძარი აშენდა. მღვიმეში შემორჩენილია ძველი ჭის ნაშთი, სადაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩავარდა. ამბობენ, თუ დიდხანს ჩააჩერდები ჭის ფსკერს, ბეთლემის ვარსკვლავის მკრთალ ნათელს დაინახავო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 07:31 PM

"ადრე ქრისტეს შობის ტაძარს სამი კარი ჰქონდა. ორი ამოქოლეს. ერთი კი ზემოდან ისე გადაღობეს, თავდაუხრელად შიგ ვერ შეხვალ. ამ კარს "სიმდაბლის კარი" ჰქვია. დაიმდაბლებ თავს და შეხვალ პალესტინის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში, რომელიც არსებობის 16 საუკუნის მანძილზე არასოდეს შეუმუსრავთ. ტაძრის თაღები ეყრდნობა 44 მარმარილოს სვეტს, რომელზეც ზეთის საღებავებით წმინდანების და წინასწარმეტყველთა ფრესკებია გამოსახული. მხატვრობის ამგვარი ტექნიკა წმინდა მიწაზე სხვაგან არსად გვხვდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2016, 10:22 PM

"უფლის შობა მშობელია მშვენიერებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2017, 06:35 PM

"მაცხოვრის შობის უდიდესი მნიშვნელობა სწორედ რომ ამ ჯვარცმაში ვლინდება - ადამის ცოდვა იმდენად დიდი იყო, მისი, ისეთი მძიმე ფორმით გამოსყიდვა გახდა საჭირო, როგორიცაა ჯვარცმა. მაცხოვრის შობა იმ დრომდე იყო განსაზღვრული, სანამ ადამი დაეცემოდა. ღვთის განგება წინასწარმოცდნეა - ადამის შექმნამდე უკვე იცოდა, რომ ის დაეცემოდა და ძე ღვთისა უნდა განკაცებული".

/მამა ალექსანდრე გალდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2017, 06:00 PM

"დღეს ბეთლემი ემსგავსება ზეციურ სამყოფელს. ვარსკვლავთა ნაცვლად ურიცხვნი ანგელოსნი ასევია თავს, მზისა წილ კი - თავად მზე სიმართლისა, უფალი ღმერთი დანათის. გიხაროდეთ, საყვარელნო ძმანო, დღეს იშვა ყველაფრის მშობელი და დამბადებელი".

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2017, 09:28 PM

"დაუსაბამო დღეს იშვება ყრმად, უმაღლესი და უაღმატებულესი ბაგასა შინა მიიწვინება; ხელშეუხებელი და არსება უსხეულო ადამიანის ხელით შეიგრაგნება; რომელმაც ჯოჯოხეთის საკრველნი განხეთქა - ადამიანური სახვევებით იკვრება".

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2017, 07:55 PM

გილოცავთ, ჩემო ფორუმო და ფორუმელებო smile.gif smile.gif ქრისტეშობა უსასრულოდ გათენებულიყოს აქ smile.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Jan 7 2017, 10:09 AM

გილოცავთ, ალილოს მსვლელობა სად და როდის იწყება?

ციტატა(marine @ Jan 6 2017, 07:55 PM) *

გილოცავთ, ჩემო ფორუმო და ფორუმელებო smile.gif smile.gif ქრისტეშობა უსასრულოდ გათენებულიყოს აქ smile.gif

გილოცავთ, ალილოს მსვლელობა სად და როდის იწყება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 09:52 AM

"სად შეხვდნენ ერთმანეთს უკიდურესი რეალიზმი და უკიდურესი იდეალიზმი? - ბაგაში" (ბესიკ ხარანაული). სწორედ ქრისტეს ბაგაში შობით და შემდგომ ღარიბული ცხოვრების არჩევით იკურთხა სიღარიბე. "შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა" (ტერენტი გრანელი)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2017, 12:21 PM

"ამბობენ, დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი რომ ყოფილიყო, ახალშობილი ქრისტე მაშინაც ჩამოვიდოდა. რა დიდია მისი სიყვარული!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 09:34 PM

"იშვა ქრისტე, ადიდეთ, ვისაც რით ძალგიძთ: ზოგმა - შრომით, ზოგმა - გალობით, მე და შენ კი - დათმენით!"

/ანატოლი ოპტელი/

"ალილო" "ალილუიადან" მომდინარეობს, რაც, მოგეხსენებათ, "დიდება შენდა, ღმერთოს" ნიშნავს და საშობაო სამახარობლოს ხალხური ვარიანტია."

"შობა მართლაც დღესასწაულთა დღესასწაულია, იგი იმდენად დიდია, რომ ტაძრები ვერ იტევს და გარეთ გადმოიღვრება."

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:11 PM

"მოციქულთა დროიდანვე შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა, იმდენად მჭიდროდ უკავშირდება ეს ორი მოვლენა ერთმანეთს, და მხოლოდ გვიან, მე-3-4 საუკუნეებში, მოხდა მათი განყოფა. თუ დააკვირდებით, მათ მსგავსი ტიპიკონები აქვთ. რომ არა შობა, არ იქნებოდა არც ნათლისღება, რომლის წყალობითაც ყველა იმ მადლისა და სიწმინდის ზიარნი ვართ და საკუთარ თავში უშუალოდ განვიცდით, რომელიც მაცხოვარმა მიწაზე მოიტანა."

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 02:23 PM

"ვისთვისაც ქრისტე გულში არ შობილა, თავისი ცხოვრებით არ ეძიებს მას, მისთვის არც ხორციელად, დროში შობილა იგი."

"შობის შემდგომ სამყაროში მადლი შემოვიდა."

"უფალი ყოველთვის იბადება, როცა რწმენა გვიახლდება, ცოცხალი და ნამდვილი რწმენა."

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/


"ქართული სიტყვა "გამარჯობა" მხოლოდ ხილულ არაკეთილმოსურნეზე კი არა, ცოდვებზე, ცხოვრების არასწორ წესსა და დაცემულ ბუნებაზე გამარჯვებასაც გულისხმობს. თუ ჩვენში რწმენა არ დაიბადა, წყვდიადში ვგიებთ. სწორედ ამ ნათელს შობს ჩვენში ქრისტე."


"თავისთავად, უდიდესი რამაა, ჩვენში შობას ასე რომ აღნიშნავენ, ყოველი კუნჭული ამ სიხარულითაა გაჟღენთილი. ეს უზარმაზარი ბედნიერება და მადლის გადმოღვრაა დედამიწაზე, მაგრამ შობის სიხარული და ახალი სიცოცხლე ჩვენშიც რომ დაიბადოს, საჭიროა მოღვაწეობა, თავგანწირვა და არჩევა უფლისა, როგორც მთავარი ორიენტირისა და მიზნისა. თუმცა მხოლოდ არჩევანის გაკეთება არ კმარა, საამისოდ გმირობაა საჭირო, რომ ყოველი წინაღობა - დაცემული აზროვნება, კულტურული ნალექი, შეზღუდულობა, მითები და მატერიასთან მიჯაჭვულობა დავძლიოთ."

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 01:33 PM

"სადაც ბაგაა უფლისა, იქვეა სამარე ბოროტებისა."

"მორწმუნეთა გულში უფალი ყოველწუთიერად იშვება და მოსავს მათ სხვადასხვაგვარად ნაქსოვი მადლის სამოსით."

"ვისთვისაც ქრისტე არ შობილა გულში და არც ცდილობს მის პოვნას თავისი ცხოვრებით, მისთვის არც ხორციელად შობილა, განკაცებულა იგი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2017, 11:37 AM

"სულიერმა შვილმა სთხოვა მამა პაისის, - საშობაოდ რაიმე მისურვეთო. ბერმა მიუგო, - "ვისურვებდი, იდგე ქრისტესა და ღვთისმშობლის გვერდით ისე, როგორც ის ცხვარი დგას ბაგასთან. ვფიქრობ, მას არაფერი აქვს დასაჩივლი, როგორც იმ ხარსა და ვირს, რომლებიც თავიანთი სიმხურვალით ათბობენ ბაგაში ჩაწვენილ ქრისტეს. "იცნა ხარმან მომგებელი და ვირმან ბაგე უფლისა თვისისა" (ესაია 1,3), - ბრძანებს წინასწარმეტყველი ესაია.

რას ნიშავს, "ხარმა იცის თავისი პატრონი და ვირმა ბაგა თავისი უფლისა" (ბატონისა)? მათ იცნეს, ვინც იწვა ბაგაში და თავიანთი სუნთქვით გაათბეს! იცნეს თავიანთი შემოქმედი! ხოლო ვირი რამხელა პატივის ღირსი გახდა - ქრისტე უნდა წაეყვანა ეგვიპტეში! ხელისუფალნი დადიოდნენ მოოქრული ეტლებით და რითი წავიდა ქრისტე! როგორ მინდა ის ვირი ვიყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 09:33 PM

"სოფელ შილდაში ამ დღეს [შობას] ნეკრესის სალოცავში მიდიოდნენ და ღორებს კლავდნენ. ეს წესი დღემდე შემორჩა. სამსხვერპლო კერატს ლომტახს ეძახდნენ. ნეკრესი ერთადერთი სალოცავია მთელ საქართველოში, რომელსაც ღორი ეწირება მსხვერპლად. ლეგენდის მიხედვით, ლეკები, მორიგი დარბევის შემდეგ, ნადავლით შინ ბრუნდებოდნენ. გზად ნეკრესთან უნდა გაევლოთ. ქართველებს მათთვის კერატები მიუსევიათ და ლეკები ხელცარიელი გაუშვიათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 02:11 PM

+

"შობა ახალ წელზე მნიშვნელოვანია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:28 PM

"ნინო (36 წლის): - უფლის წყალობა ჩემთვის ჩემი შვილებია - ხუთი მყავს. უფალმა ღვთისნიერი მეუღლე შემახვედრა. სწორედ მან, მისმა ცხოვრებამ მომცა ბიძგი, რომ მორწმუნე გავმხდარიყავი. შვილებს რომ გადავხედავთ, ყველაფერი გვავიწყდება და სული სიხარულით გვევსება.

შობისთვის მთელი ოჯახი ვემზადებით მარხვით, ლოცვით, ზიარებით, აღსარებით. შობა ღამეს ეკლესიაში ვათენებთ უფროს შვილებთან ერთად, მერე შინ ვბრუნდებით და მოკრძალებულ ტრაპეზს მივუსხდებით.

ალბათ კარგია სიმდიდრე და ფუფუნება, სხვას ვერ დავძრახავ, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება მომწონს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:54 PM

"ვისთვისაც ქრისტე არ შობილა გულში და არც ცდილობს მის პოვნას თავისი ცხოვრებით, მისთვის არც ხორციელად შობილა, განკაცებულა იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2017, 11:13 AM

"წმინდა ფეხი შეეხო ცოდვილ, დაბინძურებულ მიწას, რათა განწმენდილთ სიწმინდეში გვეხარა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 05:00 PM

"კაცობრივი ბუნება დადუმებულია ამ საოცარი საიდუმლოს ხილვით. დუმს მეცნიერთა, ბრძენთა, ფილოსოფოსთა და ყოველთა შემეცნება, მთელი სამყარო და თვით ანგელოზნიც ზეცაში. ქმნილებისთვის მარად ამოუცნობი იქნება ეს საიდუმლო, რადგან ამოუცნობია თავად უფალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 05:45 PM

"უწმინდესმა ღმერთმა, რომელიც ერთია მხოლოდ უცოდველი, თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაიშურა შენთვის. შენ კი, ჰოი, ბედკრულო ცოდვილო, ვისაც არ გსურს საკუთრი ცოდვების მონანიება, საკუთარ თავსაც არ იწყალებ!"

/წმინდა ეფრემ ასური/

"როცა გესმის (ძის) შობის შესახებ, ნუ ეცდები გამოიძიო, თუ ვითარია ამ შობის სახე! როცა გესმის, რომ სული გამოვალს მამისაგან, ნუ გამოიძიებ ცნობისწადილით, თუ როგორ გამოვალს იგი!.. რამეთუ როგორ ხდება ეს - მხოლოდ მშობელმა და გამომავლენელმა მამამ და შობილმა ძემ და გამომავალმა სულმა წმიდამ უწყიან. ამაზე მეტის მცნობელობა დაფარულია ღრუბლით და მიუწვდომელია შენი ახლომხედველობისთვის."

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 10:08 PM

"მაცხოვრის ხორციელი შობა არ შემოისაზღვრება მისი მხოლოდ ამქვეყნიური შობით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითოეულმა ადამიანმა, ქრისტიანმა საკუთარ სულში შვას იგი. საკუთარი გული აქციოს უბრალო ბაგად, შობის ადგილად, რათა მასშიც იშვეს, გაიზარდოს, ევნოს, მოკვდეს და აღდგეს უფალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 11:45 AM

"უფალმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანის გულში შობილიყოს ქრისტე, თითოეულის გონებაში ამოტვიფრულიყოს სახარებისეული სიბრძნე და თითოეულის სულში დამკვიდრებულიყოს სულიწმინდა, რათა საღვთო მადლის ამ სამი სამყოფელით (გულით, გონებითა და სულით) იდიდოს წმინდა სამება - მამა, ძე და სულიწმინდა, რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრული. ამინ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 12:49 PM

"შობა მშვიდობის დღესასწაულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:07 PM


"ღმერთმა მოგვფინოს ქრისტეს შობით გამოწვეული საუკუნო სიხარული"

/მამა გიორგი ნერგაძე/



"ქრისტეს შობა მარადიული მისტერიაა. ის არ ცვდება. პავლეს სიტყვებით, "იესო ქრისტე გუშინ და დღს და იგი თავადი არს უკუნისამდე"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:28 PM

"დაე, ეს ქრისტეშობა იყოს ჩვენთვის ახალი ძალით აღმავსებელი, რათა სიღრმისეულად შევიცნოთ ადამიანის დიდებულება, ვინაიდან უფალი, რომელიც ადამიანად მოვიდა, ჩვენ გვაჩვენებს, რომ ადამიანი ისე ღრმაა, ისეთი უკიდეგანო, ისეთი უძირო, რომ შეუძლია ღმერთს შეუერთდეს.

აი, ვინ ვართ ჩვენ და ვინ არის ის (ღმერთი). ჩვენ უნდა გვახსოვდეს ადამიანის დიდებულება ყოველ ჩვენგანში - და არა თავად ჩვენგანში - და არა თავად ჩვენში, ვინაიდან ჩვენში ჩვენ ცოდვა უნდა დავინახოთ, მაგრამ გვახსოვდეს ამის შესახებაც, რომ როცა შევყურებთ ადამიანებს ჩვენს გარშემო, მათ, რომლებიც ჩვენთვის უსინდისონი, არასასურველნი, სულერთნი, ზოგჯერ საზიზღარნიც კი არიან, შევჩერდეთ და ვთქვათ: ეს ადამიანი მოწოდებულია იყოს ხატი, ცოცხალი ხატი ქრისტესი, ის - ტაძარია სულიწმინდისა, მისი ღმერთს სჯერა და იმდენად სჯერა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა სასიკვდილოდ, რათა გადაერჩინა ისინი. ამინ."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2018, 03:03 PM

"გულითადად მოგილოცავთ ამ მშვიდობისა და სიყვარულის ზეიმს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ვხმობ: გიხაროდენ, რადგან შვენთან არს ღმერთი!"

/ილია მეორე/

"იესო ქრისტე - ღმერთი ღმერთთაგანია, ნათელი ნათლისაგან, რომელიც დღეს, ხვალ და მარად ღვთაებრივი დაუსრულებელი ცხოვრების პროცესში იშვება წიაღსა ღვთისა მამისაგან".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2018, 03:54 PM

"ახალშობილმა ყრმამ დაჩრდილა საქართველოში მანამდე არსებული წარმართული რელიგიები და სულიერად გარდაქმნა ადამიანი".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 08:48 PM

"შობის" გამოსახულება (ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დრომდე მოღწეული) ჩნდება არა უადრეს IV საუკუნისა, კონსტანტინე დიდის რეფორმის შემდეგ. თუმცა ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ რომის პრისცილას კატაკომბებში შემონახული გამოსახულება მკერდზე ჩვილმიკრული ქალისა, რომლის მეშვეობით ანტიკური ფილოსოფიის სახით წარმოდგენილი გრაგნილიანი მამაკაცი ხელით მიანიშნებს ქალის თავზე გამოსახულ ვარსკვლავზე, სწორედ მაცხოვრის შობის ერთ-ერთი ადრეული სიმბოლური ხატია."


"წმინდა აპოლინარის ეკლესიის VI ს-ის მოზაიკებში შემონახულია მოგვთა სახელები: ჰასპარი - ახალგაზრდა, ბალთაზარი - შუახნის, მელქიორი - მოხუცებული. მოგვების ასაკი - მხცოვანი, შუახნისა და ახალგაზრდა - მიანიშნებს, რომ ყველა ასაკის ადამიანი ეთაყვანება ქრისტეს და აღიარებს მას ღმერთად, მეუფედ და მესიად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2018, 09:33 AM

"ოთარი (37 წლის): საშობაო ზეიმი ჩვენზე უკეთესი იციან ევროპის ქვეყნებში, მაგრამ იმ ზეიმს სული ვერ აჰყვება. მე ნორვეგიაში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორ ზეიმობენ... ვერ ვიტყვი, არ უხარიათ-მეთქი, სხვისი განკითხვაც არ მინდა, მაგრამ მე ჩემი მირჩევნია. იქ საჩუქრებით ამავსებდნენ ხოლმე. აქ ამის შეძლება არავის აქვს, მაგრამ მაინც მეზეიმება - ყურადღება საჩუქრებზე კი არა, სულიერ მარხვაზეა გადატანილი და სწორედ ამაშია ღმერთთან სიახლოვით გამოწვეული სიხარულის მადლი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2018, 10:35 AM

" ბაგაში შობა ყოველთა მშობელისა და მხილება ფუფუნებისა და განცხრომისა"



"როგორც მეფე არ შევა ბრძოლაში სამეფო სამოსლით, არამედ "სახედ მხედრისაი შეიმოსის", რათა დაფაროს თავისი ძლიერება და სიდიადე მოწინააღმდეგეთა შორის და მიიტყუოს მტერი, ასევე მაცხოვარმა, სამყაროს მეფემ, დაფარა თავისი დიდება, ძლიერება ჩვენმიერი ბუნებით, ადამიანური სახით, რათა შეეეტყუებინა კაცობრიობის მტერი ეშმაკი ბრძოლაში და სამარცხვინო მარცხი ეგემებინა მისთვის".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2018, 11:33 AM

***
რა შორეულია ლანდები - ბავშვობის...
თუმც სული უმზეო ნერგივით ყვავილობს,
გრძელდება სიცოცხლე და გარეთ სხვა ხმებით,
ბავშვები კვლავ ტკბილად მღერიან "ალილოს".

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2018, 09:53 AM

smile.gif გილოცავთ და გისურვებთ, უფლის შობით თქვენში იშვას სათნოება დიდი, სიყვარული შეუორგულებელი, წყურვილი სილამაზის დანახვისა ყველგან და ყველაფერში და რაც მთავარია პაწაწინა იესომ გაათბოს თქვენი გულები, თქვენი კალთები და მისი ალერსით არ დაღლილიყავით wub.gif

"გაყინულია გზა და ბილიკი,
სადღაც ბეთლემში შუქი ანთია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2018, 10:41 AM

+

"მადლობა ღმერთს, მშვიდობით მოვესწარით დღევანდელ დღეს!"

"ბნელი მუდმივი არ არის, ყველა უკუნი ნათდება. დღევანდელი დღე არის რჯულის ზეიმი, სიძლიერის ზეიმი, მადლის მოხვეჭის, მადლის დღეა დღეს. მადლი არ უნდა დაკარგო, უნდა მიიღო დამსახურებულად"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 12:58 PM

----

"ახალშობილი მხსნელისთვის თაყვანის საცემლად შორეული აღმოსავლეთიდან მისულმა მოგვებმა, იესოს ძღვნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.
ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა, ცოტახნით ადრე მის მიძინებამდე, მოგვების მიერ მაცხოვრის შობისას მირთმეული ეს ძღვენი იერუსალიმის ეკლესიას გადასცა. სიწმინდეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ბიზანტიაში არ აღმოჩნდა. 400 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა, არკადიმ, ისინი კონსტანტინეპოლში, ახალ დედაქალაქში გადაიტანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე სიწმინდეები ბიზანტიის იმპერატორების პირად საგანძურში ინახებოდა.

1433 წელს, სერბეთის მთავარი, გიორგი ბრანკოვიჩი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი ასული მარო (მარიამი) მურატ II-თვის, თურქეთის სულთანისთვის, მიეცა ცოლად. სწორედ ამ სულთანის ვაჟმა, მუჰამედ II-მ დაიპყრო კონსტანტინეპოლი. მარომ კი, რომელსაც უფლება ჰქონდა თავის ღმერთზე ელოცა, მრავალი სიწმინდე გადაარჩინა დაპრყობილ მართლმადიდებლურ ქალაქში.

კონსტანტინეპოლის დაცემიდან ოციოდე წლის შემდეგ მარო ათონის მთაზე გაემგზავრა, რათა მოგვთა ძღვენი წმინდა პავლეს ტაძრისთვის გადაეცა. ეს სიწმინდეები დღესაც ამ მონასტერში ინახება. ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7x5 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია.

ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული. ოქროს წყლის კურთხევისთვის იყენებენ. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ, ამ სიწმინდეების საშუალებით ეშმაკეულებს დევნიან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:00 PM

"ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა"

/მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:53 PM

"წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!"

/მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი)/


"შობის ღამეს, მთელს სამყაროში, დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ და სახარებაშიც არის აღწერილი".



"როგორც წმინდა მამები ამბობენ, შობის ვარსკვლავი ცაზე იმ მომენტიდან აინთო, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვება ქვეყნიერების მხსნელი."


"ბეთლემმა კარი გამოუკეტა მას, იერუსალიმმა ჯვარი განუმზადა, ხოლო წუთისოფელს დღემდე მოძულებული ჰყავს იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 11:00 AM

- მამაო, ბევრი დღემდე კითხულობს, რატომ აღინიშნება ჩვენში შობა 7 იანვარს და არა, როგორც სახარება გვაუწყებს, 25 დეკემბერს.

- ეს, ძირითადად, კალენდარული "რეფორმის" ბრალია, რომელიც კომუნისტებმა შემოიღეს. მოგეხსენებათ, მათი მიზანი სიწმინდეთა ან განადგურება, ან, უკეთეს შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატებად ქცევა იყო. ხსენებული რეფორმაც სწორედ ამ მიზანს მსახურებდა.

ეკლესია შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. უბრალოდ, იგი ძველი კალენდრით ცხოვრობს. მოკლედ თუ ვიტყვით, 25 დეკემბერი და 7 იანვარი ერთი და იგივე თარიღია და განსხვავება ზემოხსენებული რეფორმით განყოფილ ძველსა და ახალ კალენდრებშია.

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 11:41 AM

"უფალი [ბაგაში შობით] მხოლოდ ყველაზე აუცილებელს დასჯერდა, რომ ჩვენც ასევე მოვიქცეთ. გვაჩვენა, რომ არა ადგილი ანიჭებს ადამიანს მნიშვნელობას, არამედ ადამიანი ხდის ადგილს კურთხეულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 12:14 PM

"ტიპიკონით იკრძალება მუხლმოდრეკა ქრისტეშობის წინადღესასწაულიდან ნათლისღების წარგზავნამდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 12:33 PM

"ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემიდან სამ ათწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ, მოგვები მოინათლნენ (მოციქულ თომასგან) და თავად გახდნენ ქრისტიანობის მქადაგებლები. მათი წმინდა ნაწილები III საუკუნეს აღმოაჩინეს და ამჟამად გერმანიაში, კიოლნის ტაძარში ინახება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 05:20 PM

"ღმერთმა უკვე ჩაიდინა ყველაზე წარმოუდგენელი რამ ადამიანის გონებისთვის, მან გადმოლახა თავისი მარადიულობის ზღურბლი და შემოვიდა დროის მდინარებაში, მან, რომელმაც თავად შექმნა ადამიანი, მისი სიყვარულის გამო დათანხმდა მიეღო მისგან სილა, შოლტი და ათასგვარი დამცირება. თავისი ნებით, ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო, მოვიდა ამ ქვეყნად და მსხვერპლად გაიღო თავისი თავი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 06:55 PM

"პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით.

უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 07:55 PM

"ახლა კი მიიღე შობა და იმღერე, თუ ისე ვერა, როგორც იოანე დედის მუცელში, ისე მაინც, როგორც დავითი გალობდა კიდობნის წინ. პატივი ეცი აღწერას და ადიდე შობა, რომლითაც გავთავისფულდით ხორციელი შობის ბორკილებისგან; პატივი ეცი პატარა ბეთლემს, რომელმაც სამოთხეში მიგვიყვანა; თაყვანი ეცი ბაგას, რომელში ჩაწოლილის სიტყვითაც გამოიზარდე, როდესაც იყავი ისეთი უტყვი, როგორც ისაია ამბობს: "იცის ხარმა თავისი პატრონი და ვირმა თავისი ბატონის ბაგა".

/წმ. გრიგოლ ნაზიანზელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 09:30 PM

"2000 წელს, ბეთლემში, მთელმა სამყარომ ძველი კალენდრით იდღესასწაულა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული, რითაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, ფაქტობრივად, აღიარა ჩვენი საეკლესიო კალენდრის უპირატესობა".

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 10:03 PM

"ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე წარმართული სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლები ცხოვრობდნენ იმედით, რომ ღვთის გზის მაძიებელი ხალხის გულში ჭეშმარიტი სარწმუნოება აღმოცენდებოდა და ხსნას ყოვლისმიმტევებელი ღმერთის სიყვარულით მოიპოვებდა.

I საუკუნის რომაელი ისტორიკოსების ტაციტუსისა და სვეტონიუსის მოწმობით, აღმოსავლეთის მცხოვრებთა შორის გავრცელებული იყო აზრი, რომ მოევლინებოდათ მეფე, რომელიც მშვიდობასა და წესრიგს დაამყარებდა.

რომაელი პოეტი ვერგილიუსი ადიდებდა იმ ჩვილს, რომელიც გარდამოხდებოდა ზეცით, მომადლებდა ქვეყანას მშვიდობას და დაუბრუნებდა დედამიწას "ოქროს ხანას". კაცობრიობა თრთოლით მოელოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების აღსრულებას - მოვლინებას ქვეყნის მხსნელისა და ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტესი...

დაბოლოს, ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ, დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისთვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:41 AM

"ვიცით, რომ ძველი აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე კონფუცი, რომელიც ცდილობდა შეექმნა ზნეობრივი მოძღვრება, მიხვდა, რომ ადამიანები თანდათან უფრო და უფრო ძნელად ემორჩილებიან ზნეობრივ ნორმებს, მით უფრო მაშინ, თუ მათ კანონის ძალა არ აქვთ და ამ კანონების აღსრულებას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს. კონფუცი ამბობს, სამყაროს მხოლოდ ღმერთის ადამიანად მოსვლა უშველის. თუმცაღა როცა ის მოვა, აუცილებლად მოკლავენო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:41 PM

"გამართლდა კაცობრიობის გაცნობიერებული, ნახევრად გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მოლოდინი, აღესრულა უდიდესი სასწაული - ღმერთი განკაცდა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ყველაზე დიდი სასწაული, რაც კი მომხდარა სამყაროში, უფლის განკაცებაა, ყველა დანარჩენი აქედან გამომდინარეობსო. ამის შემდეგ აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

წარმოიდგინეთ, ტრანსცენდენტური ღმერთი, ამ სამყაროს მიღმა არსებული სრულყოფილი მარადიულობა სამყაროში შემოდის და კაცის სახეს იღებს. ეს გამაოგნებელი რეალობაა - უფალი, რომელიც ყოვლადკმარი და ყოვლადნეტარი არსებაა, რომელსაც არაფერი აწუხებს, არაფერი სტკივა, ადამიანურ ბუნებას იღებს. იცით, ეს რას ნიშნავს? მოულოდნელად რომ გადაწყვიტოთ, მეორე დღეს თქვენი ნებისა და ცნობიერების შენარჩუნებით იქცეთ კიბორჩხალად სადმე ზღვის ნაპირას... თუმცა ეს შედარება ზუსტად მაინც ვერ გამოხატავს ამ მოვლენის მნიშვნელობას, ჩვენსა და კიბორჩხალას შორის ხომ იმხელა განსხვავება არ არის, რამხელაც ღმერთსა და ადამიანს შორის."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

"თუ არ გენატრება, აბა, ყოველდღე ვის ელაპარაკები? ხომ გვიხარია შობის დღესასწაული? უფლის მეორედ დაბრუნება ჩვენი მარადისობაში შობის დღესასწაული იქნება და უფრო მეტად გაგვიხარდება."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:25 PM

"1908 წელს, ქრისტეშობის დღეებში მიწისძვრამ აღგავა პირისაგან მიწისა ეს 300000-კაციანი ქალაქი. მესინის სასაფლაოც კი ისე შეირყა, რომ საფლავები ამოატრიალა და საფალვის ქვებიც დაამსხვრია. როცა ნანგრევები გათხარეს, ერთი ქალი ნახეს ცოცხალი, რომელიც მიწისძვრისას ქმართან ერთად იწვა. საძინებელი ოთახი დაინგრა, ქმარი დაიღუპა, ცოლი გადარჩა.

განა ზედმიწევნით არ აცხადდა მაცხოვრის სიტყვები: "მას ღამესა ორნი იყვნეს ერთსა ცხედარსა. ერთი იგი წარიტაცის და ერთი იგი დაეტეოს" (ლუკა, 17,34). იმდროინდელი გაზეთების მიხედვით, მესინაში მხოლოდ ორი შენობა გადარჩა - ციხე და საგიჟე. 200000 კაცი დაიღუპა მაშინ, 100000-მა გადარჩენილმა კი შრომის უნარი დაკარგა. გადარჩენილთა უმეტესობა ღარიბთა კლასს ეკუთვნოდა.

გაზეთ "მესინის ვარსკვლავის" რედაქტორმა ბიკენტი კუადომ მიმართა იტალიის ერთ-ერთი თეატრალური გაზეთის რედაქციას; "გთხოვთ გამოაქვეყნოთ თქვენს გაზეთში, რომ ერთხანს მესინა ღვთისგან განდგომილთა ხელში იმყოფებოდა. ბოლო კვირასაც, რომელიც წინ უძღოდა საშინელ კატასტროფას, შეიკრიბნენ მკვეთრად ანტირელიგიურ თემაზე სასაუბროდ.

ამ შეკრების მიხედვით მე რაიმე დასკვნის გამოტანა არ მინდა, მაგრამ ვთვლი, რომ ვალდებულნი ვართ, ერთი თანხვედრა აღვნიშნოთ: მესინის გაზეთი "ლა ტელეფონო" გამოირჩეოდა უხეში ანტირელიგიური მსახურებით. საშობაო ნომერში სამარცხვინო პაროდია გამოაქვეყნა "ყრმა იესოსადმი ლოცვაზე", სადაც იყო ასეთი საშინელი ფრაზა:

"ჰოი, ჩემო საყვარელო ბიჭო,
ჭეშმარიტო კაცო და ჭეშმარიტო ღმერთო!
შენი ჯვრის სიყვარულისთვის
უპასუხე ჩვენს შეძახილს:
თუ მართლა მითი არა ხარ,
მაშინ მიწისძვრით გაგვსრისე ყველანი".

საგულისხმოა ახლა ამ სტრიქონის გახსენება. სხვა რამის ახსნას აღარ დავიწყებ".

იტალიური გაზეთები აღნიშნავდნენ სხვა "უცნაურ დამთხვევასაც": "შობის ღამეს, საზეიმო ღვთისმსახურებისას, მესინის ქუჩებში რელიგიური პროცესია მიემართებოდა, რომელსაც სამხრეთ იტალიაში ყოველ 24 დეკემბერს აწყობდნენ. პროცესიას თავში ჰქონდა ყრმა იესოს გამოსახულება. მას თეთრსამოსიანი ბავშვები მიჰყვებოდნენ ჩირაღდნებით ხელში.

პროცესიამ მესინის ერთ-ერთ ხალხმრავალ კლუბს ჩაუარა, შენობიდან წაგებული მთვრალი მოთამაშეები გამოცვივდნენ. ბავშვებს ყრმა იესოს გამოსახულება გამოსტაცეს, ფეხებით შესდგნენ და დაამსხვრიეს... დღესასწაულმა ჩაიარა და საშინელმა მიწისძვრამ ქვა ქვაზე არ დატოვა მესინაში". წაიკითხონ და გულისხმაყონ, ვინც თბილისში ვალპურგის ღამეს აწყობს ანდა მასში მონაწილეობს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:42 PM

"თუ ქრისტეს შობა ქალწულისგან მიუწვდომელია ჩვეულებრივი გონებისთვის, მაშინ ის ანუგეშებს და განამხნევებს ყველას, ვინც ისწრაფვის თავისი არსების სულიერი და ზნეობრივი გარდაქმნისთვის."



"შევდივართ ბეთლემში, ბეთ-ლეხემში, რაც ნიშნავს - სახლი პურისა. საიდუმლო და მრავალმნიშვნელოვანია სახელი ქალაქისა, სადაც დაიბადა ის, ვინც საკუთარ თავზე თქვა: მე ვარ პური ცხოვრებისაი."



"მთელი ქალაქი [ბეთლემი] ქრისტეთი ცხოვრობს, მარტო ახლა კი არა, საუკუნეებია, ასეა."




"ამ ცივ მღვიმეში გაისმა პირველი მოძრაობა ყველაზე თბილი გულისა, რომელსაც ოდესმე უმოძრავია დედამიწაზე. ტოკავდა იგი სიყვარულით, მხოლოდ სიყვარულით კაცთა მოდგმისა."



"წმინდა მიწაზე ბევრია ფართო და ნაკლებად ბნელი მღვიმე. იმ მღვიმეებში თავს აფარებს პირუტყვი, ცხოვრობს ხალხი. თხრიან საფლავებს. მაგრამ ძე ღმრთისა, კაცთმოყვარე, გარდამოვიდა საუკუნო ნათლის საყდრიდან (ტახტიდან) მიწაზე და მღვიმედაც კი ნათელი და მყუდრო მღვიმე არ აირჩია. რა თავმდაბლობაა! ჩვენს გამო რამხელა თავის დამდაბლებაა! ყველანი მუხლებზე ვეცემით, მის წინაშე აღვასრულებთ სინანულის მუხლთა დრეკას, მუხლთ ვიდრეკთ წინაშე საუკუნო გონებისა და საუკუნო სიყვარულისა.

ჩვენი სულები აღიწევა ქრისტესკენ, ზეცისა და მიწის მეუფებისკენ, ცოდვისა და სიკვდილის მძლეველისკენ. აბა, რა არის ჩვენთვის მისი მღვიმე, თუ არა ჩვენი დიდებისმოყვარეობისთვის სილის გაწვნა და საუკუნო მოწმობა მისი დადებულებისა?

იგი, მკვდრეთით აღმდგარი და ცოცხალი მეუფე, უხილავად მოდის ჩვენთან, ისევე როგორც მაშინ, როცა ემმაუსში თავის ორ მოწაფესთან ერთად მოგზაურობდა. ვგრძნობთ მის იქ ყოფნას და ვხარობთ მისი ყოველი ნახვით.

როცა საშობაო ტროპარი ვიგალობეთ, ერთმა მომლოცველმა წამოიძახა: "ქრისტე იშვა!" ჩვენ კი ვუპასუხეთ: "ჭეშმარიტად იშვა!" და დაიგუგუნა მღვიმემ, ვითარცა დედოზარმა.

გამოვედით მღვიმიდან და ბერძენ მიტროპოლიტთან გავემგზავრეთ, მერე კი უფრო შორს, შორს... მაგრამ სულიწმინდა მღვიმეში დაგვრჩა და აქამდე წმინდა მღვიმე სახლობს ჩვენს სულში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 09:50 AM

"რითი დაგეხმარო? მოგიყვები ერთ საშობაო ამბავს, რომელიც და იოვანკასგან მომისმენია. შესაძლოა ეს დაგეხმაროს.

"აი, უკვე ორმოც წელზე მეტია, ამ ქვეყანაზე მარტო ვცხოვრობ. არასოდეს გამიხარია, ბავშვობის წლების გარდა, როცა მშობლების სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ არავის დავუნახივარ შეწუხებული: ხალხში ყოველთვის მხიარული ვიყავი, მარტო დარჩენილი კი ვტიროდი. ყველა ბედნიერად მთვლიდა, რადგან ვერ მხედავდნენ. ყველა მხრიდან წუწუნი მესმოდა ოჯახის ხალხისგან და მარტოხელებისგან, წუწუნებდნენ მდიდრები და ღარიბები. ვფიქრობდი: ამ უბედურებს ჩემს უბედურებაზე რატომ ვესაუბრო და ამით ჩემს გარშემო გავამრავლო მწუხარება? დაე, ყველას მხიარულად ვეჩვენებოდე: შესაძლოა ამით უფრო მეტი სიკეთე მოვუტანო დამწუხრებულ სამყაროს, ჩემს საიდუმლოს დავფარავ და მაშინ გამოვიტირებ, როცა მარტო დავრჩები-მეთქი.

ვევედრებოდი ღმერთს, გამომცხადებოდა, რომ თითით ცოტათი მაინც ენიშნებინა. ვლოცულობდი იმგვარად, რათა ჩემი დაფარული წუხილით არ დავღუპულიყავი. მთელ ჩემს შემოსავალს მოწყალებად გავცემდი. ვნახულობდი სნეულებსა და გლახაკებს და ჩემი მოჩვენებითი მხიარულებით მათთან სიხარული მიმქონდა. ხშირად ვამბობდი: "მე მწამს შენი, ყოვლადსახიერი უფალო, მაგრამ გთხოვ, გამომეცხადე, როგორც თვითონ გსურს, რომ განმიმტკიცდეს რწმენა.

დიდ დღესასწაულებზე ყოველთვის მიჭირდა. ჩავიკეტებოდი ოთახში, შობასა და აღდგომას ტირილში ვატარებდი. მაგრამ წინა შობას გამომეცხადა იესო. მოახლოვდა დიდი დღესასწაული. გადავწყვიტე, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც დედა მასწავლიდა. იატაკზე ნამჯა გავშალე, თითოეულ კუთხეში სამი კაკალი დავდე: დაე, წმინდა სამება მოწყალე ექმნეს სამყაროს ოთხივე მხარეს. ყველაფერ ამას ვაკეთებდი და განუწყვეტლივ ვლოცულობდი: "უფალო, გამომიგზავნე სტუმრები, ოღონდ მთლად გლახაკები და მშივრები! უფალო, გევედრები, ამ შეჭირვებულთა სახით გამომეცხადე!" ხანდახან გავიფიქრებდი, "უგუნურო იოვანკა, რომელ სტუმრებს ელოდები ქრისტეშობას! ამ წმინდა დღეს ყველა შინ ხვდება, შენ ვინღა გესტუმრება". და ისევ ვტიროდი, ვიმეორებდი ლოცვებს, ვემზადებოდი და ვტიროდი.

როცა ტაძრიდან, საშობაო მსახურებიდან დავბრუნდი, ოთახში სანთელი ავანთე: "უფალო, ნუ დამიტევებ!" - ვლოცულობდი. მაგრამ გაუკაცრიელებულ ქუჩაზე არავინ ჩანდა: შობაა! უკაცური იყო ჩვენი ქუჩა. უეცრად თოვლის ხრაშუნი მომესმა. კარებისკენ გავიქეცი. ჩემი სტუმრები ხომ არ არიან-მეთქი. არა, გვერდით ჩამიარეს. საათმა დარეკა, შუადღეა, მე კიდევ მარტო ვარ. ავტირდი და წამოვიძახე: "ახლა ვხედავ, უფალო, რომ მიმატოვე!" ვქვითინებდი. უეცრად ტირილით ჩახლეჩილი ხმა მომესმა: "მოწყალება გაიღე, ძმაო, დამეხმარე, დაო!" წამოვხტი, კარები გავაღე. ჩემს წინ ბრმა იდგა, თავის წინამძღოლთან ერთად. ორივეს კონკიძველები ეცვა, გათოშილები იყვნენ. "ქრისტე იშვა, ჩემო ძმებო!" - წამოვიძახე გახარებულმა. "ჭეშმარიტად იშვა, - მიპასუხეს აღელვებულებმა, - შეგვიწყალე, დაო! ჩვენ ფულს არ ვითხოვთ. დილას აქეთია, ჩვენთვის პური არავის მოუცია. მხოლოდ რაკის ყლუპი ან კაპიკი გაიმეტეს, პური კი არა. ჩვენ კი გვშია!" თითქოს ღრუბლებში ავცურდი, შევიყვანე ოთახში, დავსვი სუფრასთან, გავუმასპინძლდი, ვემსახურე, სიხარულით ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. გაოცებულებმა მკითხეს: - რატომ ტირი, დაიკოო. "სიხარულით, ძმებო, წმინდა და ნათელი სიხარულით! უფალმა მომცა ის, რაცა ვთხოვე. რამდენიმე დღეა ვევედრები, რომ ჩემთვის სწორედ ისეთი სტუმრები გამოეგზავნა, როგორიც თქვენ ხართ. უბრალოდ კი არ მოსულხართ ჩემთან, არამედ ყოვლადსახიერმა უფალმა მოგიყვანათ, გამოგგზავნათ... ეს ყველაზე ბედნიერი შობაა ჩემს სიცოცხლეში. ახლა კი ვიცი: "ცხოველ არს უფალი ჩვენი!" "დიდება და ქება მას, ამინ", - მიპასუხეს ჩემმა სტუმრებმა. მე ისინი საღამომდე დავიტოვე. მერე გუდები სანოვაგით ავუვსე და გავისტუმრე".

ასეთი ქრისტეშობა ჰქონდა იოვანკას. ღმერთმა ქნას, რომ წელს უფრო მეტად გაიხაროს. შენც ილოცე, შვილო, რომ გამოგეცხადოს ზეციერი მამა, მას მრავალი მოწყალება აქვს: შენც მოგიხდება სასწაული. ნუ გაემზადები ამ წმინდა დღეს მწუხარებისთვის - მოემზადე სიხარულისთვის და ყოვლისმხილველი, ყოვლადმოწყალე უფალი შენზეც მოიღებს სიხარულს."



"მთელი ძველი აღთქმა უფლის შობისთვის მზადებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:23 PM

"გულგრილად ვეღარ ჩავუვლით მოყვასს, რომელიც ხელგამოწვდილი დახმარებას ელის ჩვენგან, მატერიალურად თუ არა, სიტყვიერად აუცილებლად ვანუგეშებთ. მარხვაში ჩვენი გონება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სულიერი სიმდიდრე მოიხვეჭოს. აზროვნება ამქვეყნიური, წარმავალი საგნებიდან მარადიული ცხოვრებისკენ არის მიპყრობილი. ამიტომ "მეს" ადგილს მოყვასი იკავებს. გვახსენდება ახლობელი ავადმყოფები, რომელთაც აქამდე მხოლოდ ლოცვაში ვიხსენიებდით. ახლა მათ მოსანახულებლად და სანუგეშოდ მივიჩქარით. არც საპყრობილეში მყოფნი გვავიწყდება.

ასე გამუდმებით სიკეთის ქმნაზე ფიქრში გართულებს სულ გვავიწყდება გასართობი - ჩვენი საუკუნის, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი საცდური. ის კი არა და, განკითხვისთვისაც აღარ გვრჩება დრო...

თუკი შევძელით, ამგვარად გვემარხულა, - ენით, თვალით, გონებით და უპირველესად გულით (თვით უფალი ბრძანებს, რომ პირიდან შემავალი კი არ შეაგინებს კაცს, არამედ გულიდან გამომავალი, რადგან თითოეული ქმედების იდეა გულში იბადება), - შობის მადლი აუცილებლად შემოვა ჩვენში, თვით უფალი, მხსნელი კაცობრიობისა, იშვება ჩვენს გულში და გამოიხსნის მას ეშმაკის ტყვეობისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:27 PM

"იმ წელს ქრისტეშობა ისე შემოსულა, რომ მის მეუღლეს არ გაუხნილებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2018, 09:00 PM

"შობას ტკივილი არ სდევდა თან, მაგრამ მერე, ადამიანთა ამპარტავნებისგან მოვიდა ტკივილი და ეკლის გვირგვინი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2018, 08:49 PM

"გადმოცემით, შობის ვარსკვლავი მაშინ აენთო ბაბილონის თავზე, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვებოდა ქვეყნიერების მხსნელი. სწორედ ამ ვარსკვლავს გამოყვნენ მოგვები, ანუ საიდუმლო ცოდნის მფლობელები".



"მოგვები ცრუ ღმერთების მსახურები იყვნენ, მაგრამ ჭეშმარიტმა სიბრძნემ ისინი ჭეშმარიტ ღმერთამდე მიიყვანა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2018, 07:39 PM

"ბეთლემში შობილს სიყვარული დავუფინოთ წმინდა სახვევებად"

/მამა დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2018, 03:08 PM

"დღეს შობის ღამეა და სამყარო, უფალთან ერთად, ახლიდან იბადება"


"ყოველდღე ახლიდან იბადება მზე... ყოველდღე ახლიდან იშვება კაცი... და რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა, რომ დღეს ჩვენ ქრისტესთან ერთად დავიბადეთ...

რეკენ ზარები და ეს წმინდა ძახილი განურჩევლად უხმობს ყველას, უფრო კი მათ, ვისაც ჯერ არ სწამს, ვისაც აქამდე არასდროს ჰყვარებია... ვის გულსაც წინ აქვს უფალთან შეხვედრის სიხარული...

დღეს შობის ღამეა და ყველა ჩვენგანი გულში ვიმეორებით: "ჩემ გამო დაიბადა... ჯერი ჩემზეა, მეც უნდა განვახლდე!"

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2018, 07:16 PM

ბავშვებისთვის დაწერილი ჩემი შუათანა დაიკოს ლექსი, რომელმაც პრიზად წმინდა ნინოს ჯვრის მედალი დაიმსახურა ქრისტიანული პოეზიის ფესტივალზე wub.gif wub.gif

შობა

დეკემბერში შობის მოსვლა
ანგელოზმა იგალობა,
ღმერთმა ყველას დაგაბედოთ
ბარაქა და ღვთის წყალობა!!!
სანთელია ანთებული
ყველა სახლის ფანჯარაში,
იესო ხომ ნათელია
მოარული ფარაჯაში.
ღმრთის ნათელით აღვსილიყოს
პატარაა თუ მხცოვანი,
ჩვენს გულებშიც შობილიყოს
ტკბილზე ტკბილი მაცხოვარი.

/თიკა გელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2019, 05:06 PM

-----

"მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანს ეხმარება მიწიერი ცხოვრების გასულიერებაში. დასავლეთის ეკლესია კი, სამწუხაროდ, სულიერების გამიწიერებას უწყობს ხელს. ამიტომაც არის, რომ დასავლეთში ყველაზე მნიშვნელოვნად შობის დღესასწაულს მიიჩნევენ და დღესასწაულობენ კიდეც, რადგან უფლის ხორციელად შობა უფრო ახლოა მიწიერებასთან.

რამდენიმე წელია პატრიარქის კურთხევით დამკვიდრდა ტრადიცია შობის ღამით ჩვენი სახლის სარკმელში სანთლის დანთებისა. მაცხოვრის შობის მოახლოების ჟამს, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულის მოლოგინების დრო მოახლოვდა, ვიცით, რომ მართალ იოსებსა და მარიამს რომის იმპერიაში გამოცხადებული საყოველთაო აღწერის გამო ბეთლემში მოუხდათ წასვლა. ისინი ამაოდ ეძებდნენ ღამის გასათევ ადგილს. სასტუმროში ღამის გასათევი თანხა არ ჰქონდათ, ღარიბნი კი არც ერთმა სახლმა არ მიიღო, არც ერთმა ოჯახმა არ შეიფარა.

შობის ღამით სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის მიიღოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვითხოვთ, რომ შინ გვეწვიოს ყოვლადწმინდა ქალწული და ჩვენს სახლში იშვას უფალი."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:06 PM

"მე ისიც არ მომწონს, ჩვენი ახალგაზრდობა ხარბად რომ ეწაფება უცხოეთში სწავლა-განათლების მიღებას. ჩემი ქალიშვილიც იქ ცხოვრობს და ერთხელ რომ დავურეკე და შობა მივულოცე, შობა უკვე იყოო, მითხრა. რა მექნა, არ ვიცოდი, ყველა სიხარული ერთბაშად ჩამიქრა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:24 PM

"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" - ასეთი საგალობლით ადიდებდნენ უფლის მიწიერ შობას იმ ღამეს ზეციური ნათლით მოსილი ანგელოზები. ამბობენ, მას შემდეგ ყოველი შობის ღამეს უთვალავი ანგელოზი გამოდის დედამიწაზე და ზეციური გალობით კვლავაც ახარებს სიყვარულის მეუფებას ქვეყნად, მაგრამ დასანანია, რომ როგორც მაშინ, დღესაც მიუწვდომელია ეს გალობა ცოდვილი კაცობრიობისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 03:44 PM

"ქრისტეშობამდე დიდი ხნით ადრე, კონსტანტინოპოლში გახსნილ ქვის სამარხში მიცვალებულს ხელში უპოვეს ოქროს ბალთა წარწერით: "ქრისტე დაიბადება ქალწულ მარიამისგან, ამას ვამოწმებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 08:54 PM

ბეთლემი

"პირველ ქრისტიანებს ამ წმიდათაწმინდა ადგილზე მცირე ეკლესია ჰქონდათ. რომის იმპერატორმა ადრიანემ აქ ბომონი ააგო. ელენე დედოფალმა კი დაამხო კერპები და ქრისტეს შობის ადგილზე ეკლესია აღაშენა, რომელიც მეექვსე საუკუნეში განაახლა და გააფართოვა მეფე იუსტინიანემ.

614 წელს პალესტინაში შემოჭრილმა სპარსმა დამპყრობლებმა თითქმის ყველა ქრისტიანული ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ბეთლემს მიწევნული სპარსთა ლაშქრის თვალწინ გრანდიოზული ეკლესია აღიმართა, რომლის ფასადზე, შობის ამსახველ მოზაიკაზე მათ აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილი სამი მოგვი იხილეს. ტაძარი დანგრევას გადაურჩა.

ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისაა. მას ძალზე ვიწრო კარები აქვს. დარბაზის ორივე მხარეს აღმართულია 56 მარმარილოს სვეტი. ჭერი ლიბანის მთებიდან ჩამოტანილი კედრისა და კვიპაროსის ვეებერთელა კოჭებით არის გამაგრებული.

ტაძრის მთავარი საკურთხევლის ქვეშ არის მღვიმე, სადაც უფალი იშვა. შობის ადგილი დაფარულია მარმარილოს ფილით, რომელშიც ჩასმულია კანდელის შუქით განათებული ვერცხლის ვარსკვლავი წარწერით: "აქ იშვა ქრისტე ქალწული მარიამისგან".

მარჯვნივ არის იორდანე, ბაგა, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახვევებში შეხვეული ჩვილი მიაწვინა; ამ ბაგაში მწოლიარე უფალს თავყვანისცეს მწყემსებმა, რომლებსაც ანგელოზმა ახარა შობა მხსნელისა.

აქვე, ტაძრის ეზოში, საძვალეა, სადაც დასვენებულია ჰეროდეს მიერ ბეთლემსა და მის შემოგარენში მოწყვეტილ ყრმათა წმინდა ძვლები. შორიახლოს კი არის ადგილი, სადაც ერთ ებრაელს ყანა ჰქონდა და შიგ მუხუდო ეთესა. მასთან მისულა მარიამი, დედა უფლისა, და მცირეოდენი მარცვალი უთხოვია. არ მიუცია. მუხუდო კენჭებად ქცეულა. ამ ადგილზე ახლაც მიმოფანტულია მუხუდოს მსგავსი ქვები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:09 PM

მწყემსთა მინდორი

"ეს ის ადგილია, სადაც იესო ქრისტეს შობის ღამეს ღარიბი მწყემსები ღირს-იქმნენ, მოესმინათ მთავარანგელოზის ხარება. ამ ადგილზე ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კრებისადმი მიძღვნილი მიწისქვეშა ეკლესიაა, რომელიც წმინდა ელენე დედოფლის მიერ არის აგებული. ტაძარში არის სამი საფლავი. მწყემსების უკანასკნელი სურვილი და ანდერძი იყო, დაესაფლავებინათ იმავე ადგილას, სადაც მოისმინეს ანგელოზის ხარება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 09:59 PM

"ქრისტე დღესაც რომ დაიბადოს, დღესაც ვერ იპოვის სასტუმროში ადგილს, არავინ შეიფარებს, არავინ გაიღებს მისთვის მსხვერპლს. უფრო სწორად, ძალიან ცოტა"


"საქონლის ბაგა - აი, ის, რაც გაიმეტა ამ სოფელმა ჩვილად მოვლენილი ღმერთისთვის. ასე ადიდა ამ სოფელმა ღმერთი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:22 PM

"შობა ქრისტესი, ესაა დღესასწაული მშვიდობისა და თავგანწირული სიყვარულისა."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:40 PM

"ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2019, 05:49 PM

"პირველები, ვინც ახალდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისთვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით.

უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე.

მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2019, 06:06 PM

"[შობა] ეს არის დღე, როდესაც ერთდროულად ხარობს ცა და დედამიწა, დღე სიხარულისა და საყოველთაო ქველმოქმედებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2019, 06:22 PM

"ბეთლემს დაიწყო გზაი იგი სიმართლისაი და ეს გზა, აუცილებლად უნდა განევლო არა მარტო მაცხოვარს, არამედ ყოველთა, რომელთა რწმენეს იგი"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2019, 03:59 PM

"ქრისტეს შობის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიცნობთ, რომ იესო ქრისტე ისტორიაში არის განსაკუთრებული რეალობა, დროების შემობრუნების ნიშანსვეტი, ახალი ადამიანის საწყისი"

/ილია მეორე/

"ახალშობილმა ყრმამ დაჩრდილა საქართველოში მანამდე არსებული წარმართული რელიგიები და სულიერად გარდაქმნა ადამიანი"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2019, 04:13 PM

"ქრისტე ბეთლემში იშვა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში. და, არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთა უწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა - მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2019, 11:57 AM

"ქრისტე ყოველ დღეც რომ დაიბადოს ბეთლემში, თუ ის შენში არ დაიბადა, შენ რა? ამით არაფერი გეშველება"!

/მერაბ მამარდაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2020, 02:48 PM

თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ პოსტს კითხულობთ, გილოცავთ შობის დიდებულ დღესასწაულს, მრავალი გაგითენდეთ უფლის მადლითა და შემწეობით, სიხარულითა და წარმატებებით, არ მოგკლებოდეთ ჯანის სიმრთელე რათა ადიდოთ ღმერთი სადაც არ უნდა იყოთ და როგორც არ უნდა იყოთ, გულშიც და ხმამაღლაც wub.gif wub.gif wub.gif მრავალს და მრავალს ბედნიერებით!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2020, 03:41 PM

------------------

"ქრისტეს შობა უფრო დიადი, გასაოცარი და ღრმა საიდუმლოა, ვიდრე ღმერთის მიერ მთელი სამყაროს არაფრისაგან შექმნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2020, 04:01 PM

"ბეთლემი" ქართულად "პურის სახლს" ნიშნავს, და მართლაც, აქ იშვა ქრისტე ღმერთი - "პური ჩვენი არსობისა", "პური სიცოცხლისა". ის, ვინც თავისი თავის შესახებ ბრძანებს: მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არ მოსწყურდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 10:09 PM

"ქრისტეს შობის დღესასწაულის აღნიშვნა III საუკუნიდან იწყება".


"ახლა ბაგაში იწვა შობილი, ქვეყანად იყო გადმოსული სახვევლით შემოსილი, ტკბილად მტირალი ყოველთა წინამძღვარი და ცაში დიდებული"


"შვა დედაკაცმა, რომელიც მამაკაცს არ შეხებია; მას აწოვებს ქალწული, ვინც გულისთქმით არ ჩასახულა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:48 PM

"მწყემსებს და აღმოსავლელ ბრძენთ მიეცათ გამოცხადება ახალშობილი ყრმა ღმერთის შესახებ, პირველებს - მორჩილებისთვის, მეორეებს - ჭეშმარიტების შეცნობის წყურვილისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2020, 06:30 PM

"ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა. მოხდა შერიგება შემოქმედთან"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2020, 07:37 PM

"მარადისობა მოვიდა დროში, რომ დროში მყოფნი მარადისობაში შესულიყვნენ"

/წმ. ანატოლი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2020, 11:12 AM

"მისი შობის წესს მდუმარედ ვცემ პატივს და არ ვიკვლევ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

"ჩვილის სხეული უსაზღვროს იტევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 03:40 PM

"ბერი ანთიმოზის გული ის ბაგაა, სადაც იშვა და მიიწვინა უტკბილესი მაცხოვარი, ჩვილი ემანუილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:03 PM

"შობა - კეთილი დღეა ქრისტეში გამჟღავნებული სიყვარულის გამო"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:04 PM

"შობა - პირველი ქრისტიანული დღეა სიკეთისა, რომელმაც თავისი შუქით გაანათა ძენი ადამისანი და მათ სულებში სიხარული შემოიტანა, პირველი ტკბილი დღე - უღმერთობის მრავალი მწარე დღის შემდგომ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 06:53 PM

"[ჯორჯ კობი (გრიგოლ კობახიძე)] ომის დამთავრების შემდეგ საშობაო ნაძვის ხის სათამაშოების გამოშვებას მიჰყო ხელი - შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც შეცვალეს ხანძარსაშიში ნამდვილი სანთლები, რომლებსაც მანამდე ანთებდნენ ნაძვის ხეებზე ამერიკელები. "კობი - ეს შობაა", - ეწერა ნაძვის ხის სათამაშოებზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 06:39 PM

"ე. წ. გურული ღვეზელი სარიტუალო ხაჭაპურია - საშობაოდ აცხობდნენ. ის ფორმით ნახევარმთვარისებურია, გულში უდებენ მრგვლად მოხარშულ კვერცხს, ხშირად კვერცხს წინასწარ ბუხარში ორი დღით კიდებდნენ შესაბოლად, რაც გულსართს განსაკუთრებულად პიკანტურს ხდიდა. ღვეზელი საშობაოდ ოჯახის ყველა წევრის სახელზე სათითაოდ ცხვებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 11:48 AM

"სასწაულია ღმერთი და სასწაული იყო მისი მიწიერი შობა - სულიწმინდისა და წმინდა ქალწულის მარიამის მიერ უთესლოდ მოევლინა ქვეყნიერებას. მაცხოვართან მიმართებით ჩვენ ვამბობთ ორ შობას: ერთს - დაუსაბამოს, მარადიულს მამისაგან და მეორეს - დასაბამიერს, ხორციელს მარიამისაგან, ერთს - ღვთაებრივს, მეორეს კი კაცობრივს, თუმცა ღვთაებრიობით მოქმედებულსა და აღსრულებულს სულიწმინდის მიერ, მისი ძალითა და ზემოქმედებით, რადგან იშვა არა მხოლოდ ღმერთი, არამედ ადამიანიც, რამეთუ ჭეშმარიტად ღმერთკაცია იგი."

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 12:44 PM

"მისი შობა ბაგაში იმის მომასწავებელი იყო, რომ ის დაბადებისთანავე ხდებოდა იმპერატორის ქვეშევრდომი, "სახე მონისა მიიღო". უფალი ტვირთულობს ყველაზე დამამცირებელს. თუ არა სიმდაბლით, თუ არა ღმერთის განხორციელებით, თუ არა აღმატებული მსხვერპლით, თუ არა მამისადმი მორჩილებით, სიყვარულით, ადამიანთა გამოსხნა, ღმერთთან მიახლება შეუძლებელი იყო."

/მეუფე იოანე (გარმეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2020, 07:51 PM

ბეთლემი

ცა აირია, შუქმა იალა,
გაკვირდნენ მწყემსნი, ფრთხილობდა ქარი,
მზემ ხმელ ბალახზე იმშობიარა,
სიხარულს ვეღარ მალავდა მთვარე.
ფრთა ანგელოზის მოეხვია სვეტს,
ნათელ ქოხთან,
შიშმა შეიპყრო მეფე ჰეროდე,
კრთოდა ვარსკვლავი, წინმსრბოლი მოგვთა,
სხივნი სიხარულს მოიმღეროდნენ...
და იშვა მხსნელი, ნათელი ცათა,
ხან ვარდს ფურცლავდა ბაგე, ხან იებს,
მოვიდა მესია, ვინაც ცოდვილთა
შეგონებად თქვა: - მოინანიეთ!

/ზოია ვაშაკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 07:43 PM

" - წმიდაო მამაო, საქრისტეშობოდ მისურვეთ რამე.

- გისურვებ, რომ ისევე ახლოს იყო ქრისტესთან და ღვთისმშობელთან, როგორც ის კრავი, ბაგასთან რომ დგას... ვფიქრობ, მას საწუწუნო ისევე არაფერი აქვს, როგორც იმ ბოჩოლასა და ჩოჩორს, თავიანთი სხეულებით რომ ათბობენ ბაგაში მწოლარე ქრისტეს. ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა. მათ შეიცნეს, ვინ იწვა ბაგაში და ამიტომ ათბობდნენ მას თავიანთი სუნთქვით! იცნეს თავიანთი შემოქმედი! ანდა ის სახედარი?! რაოდენი პატივი ხვდა წილად - ეგვიპტემდე ეტვირთა ქრისტე! როდესაც ამა ქვეყნის მმართველები ოქროთი აღჭურვილი ეტლებით დადიოდნენ, მასზე ქრისტემ იმგზავრა! ეჰ, როგორ ვისურვებდი ის ვირი ვყოფილიყავი!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 02:17 PM

"როგორც ის [უფალი] იშვა სულიწმინდისა და მარადქალწულის უბიწო სხეულისგან, ასევე ჩვენც შეგვიძლია ჩვენი სულის სისპეტაკეში სულიწმინდისგან შობა. მართლმადიდებელი წმინდა მამები საუკუნეების მანძილზე ასწავლიდნენ, რომ ადამიანის სულიერი შობა სულის ქალწულებრივი სიწმინდითაა განპირობებული, სულისა, რომელიც განწმენდილი ცოდვიანი ზრახვებისგანაც ყოვლადწმინდა ქალწულს ემსგავსება და ღვთის ნებით ღირსი ხდება, მასში ქრისტემ დაიმკვიდროს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 05:39 PM

"ჭვიშტარი სიმინდის ფქვილისგან კეთდება, ცომი შრატით ან მაწვნით იზილება და იმდენი ყველი უნდა დაემატოს, რამდენი ცომიცაა. თუ ჭვიშტარი შობის რიტუალისთვის კეთდებოდა, მას დასავლეთში - ღორის მუცლის ქონს უმატებდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 08:22 PM

"ქრისტეს ქალწულისგან შობა თუ მიუწვდომელია ჩვეულებრივი გონებისთვის, სამაგიეროდ მანუგეშებელია მათთვის, ვინც თავის არსების სულიერი და ზნეობრივი გარდაქმნისკენ ისწრაფვის. ამიტომ დამშვიდდით და მარადიული სიბრძნე ადიდეთ იმისთვის, რომ უფალი იმგვარად მოევლინა ადამიანთა მოდგმას, როგორც ყველაზე უკეთესი იყო. თვით მოციქულ პავლესთან ერთად: "ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე" (რომ. 11,33) და ბავშვური სიხარულით მოულოცეთ თქვენს მოსწავლეებს: "ქრისტე იშვა!".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 08:36 PM

"ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 08:49 PM

"გურულ ხაჭაპურს საშობაოდ აცხობდნენ, ის ნახევარმთვარისებურია და შიგნით მრგვალად მოხარშული კვერცხი ლაგდება, ხშირად კვერცხს წინასწარ ბუხარში ორი დღით კიდებდნენ შესაბოლად".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:17 PM


"ახალშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება ჰქვია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 05:21 PM

"ქრისტეს შობის დროს მთელი გამოქვაბული მოიცვა უჩვეულო ნათელმა, როცა იგი გაფერმკრთალდა, გამოჩნდა ყრმა, რომელიც უკვე ძუძუს სწოვდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 08:28 PM

"შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 05:29 PM

"რომის დაარსებიდან 749 წელი უნდა ვაღიაროთ ქრისტეს ხორციელად შობის თარიღად"

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 08:05 PM

"უფალს სამართლიანად უწოდა "პირმშო", თუმცა სხვა არავინ უშვია, ვინაიდან პირველად შობილი იწოდება პირმშოდ, თუნდაც მის შემდეგ სხვა არავინ იშვას. ბაგაში მიიწვინა, რათა თავიდანვე ესწავლებინა ჩვენთვის სიმდაბლე და, შესაძლოა, იმიტომაც, რათა სიმბოლურად ეჩვენებინა, რომ იგი მოვიდა ამ ქვეყნად - ადგილას, სადაც ვსახლობთ ჩვენ, უგუნურ პირუტყვებს მიმსგავსებულნი (ფს. 48; 12.20) ვინაიდან როგორც ბაგა ეკუთვნის პირუტყვებს, ისე ეს ქვეყანა - ჩვენ. ამრიგად, სოფელი - ბაგაა, ჩვენ კი - უგუნური პირუტყვნი; ამრიგად სწორედ იმიტომაც მოგვევლინა ამ ქვეყნად რათა გამოვესყიდეთ უგუნურებისაგან".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2021, 05:26 PM

"მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში."

/ილია მეორე/

„ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს... ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსცხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 08:01 PM

"გამოქვაბულში იშვა, საწოლიც კი არ ჰქონდა, რის გამოც პირუტყვის ბაგაში მიაწვინეს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 08:22 PM

"თუ აღდგომა რწმენით შეიმეცნება, მაშ, მასზე აღმატებული - შობა როგორღა შევიცნოთ გონებით? ან რით აღემატება შობა - აღდგომას? იმით, რომ აღდგომის მრავალი მაგალითი არსებობს და ქრისტემდეც ბევრი აღმდგარა, მაგრამ არავინ შობილა ქალწულისაგან".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 07:51 PM

"ემანუელი ("ჩვენთან არს ღმერთი") - უფალ იესოს ებრაული სახელი, რომელიც პირველად გვხვდება ესაიას წინასწარმეტყველებაში ქალწულისაგან მაცხოვრის შობის შესახებ (ეს. 7.14). შემთხვევა, რის გამოც წარმოთქვა ეს წინასწარმეტყველება ესაიამ, იყო შემდეგი: იუდეის მეფის ახაზის წინააღმდეგ გაერთიანდა ორი მეფე - არამის მეფე რაზეონი, ანუ რეცინი, და ისრაელის მეფე ფეხაკი იმ მიზნით, რომ იუდეის დაპყრობის შემდეგ ტახტიდან ჩამოეგდოთ ახაზი, გაენადგურებინათ მთლიანად სამეფო სახლი ან დავითის ტომი და ტახტზე ახალი დინასტია აეყვანათ. ამ მძიმე გარემოებაში ახაზმა გადაწყვიტა, ხსნა აშურის მეფესთან ეძებნა (4 მეფ. 16.7). მაშინ მივიდა ახაზთან წინასწარმეტყველი ესაია და უფლის სახელით შესთავაზა, ეთხოვა ღმერთისათვის რაიმე ნიშანი იმის დასტურად, რომ მოკავშირე მეფეების ჩანაფიქრი წარუმატებელი იქნებოდა და რომ მათი გეგმა ჩავარდებოდა. როდესაც ახაზმა უარი თქვა ნიშანზე, ესაიამ, რომელმაც მთლიანად დავითის სახლს მიმართა, იწინასწარმეტყველა: "აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს".წმინდა მათე მახარებელი, როდესაც მოგვითხრობს ქრისტეს შობის შესახებ, მოჰყავს აღნიშნული წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით: "ხოლო ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი" (მთ. 1.22-23).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2021, 06:34 PM

"ბეთლემში მოდიოდა და დღესაც მოდის უამრავი მომლოცველი. საუცხოო არის ბეთლემის ხედი შორიდან: ყოველი მხრიდან გორაკებით გარემოცულ ნაყოფიერ მინდვრებს შორის მოქცეული ბეთლემი მართლაც პალესტინის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილს წარმოადგენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2022, 06:41 PM

"ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი, წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 11:39 AM

"წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა, რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

/მთავარეპისკოპოსი სერგი ჩეკურიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 12:03 PM

"ჯერ კიდევ საღმრთო წერილში, მიქეას წიგნში იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მაცხოვარი, ზეციური პური, სწორედ ბეთლემში უნდა მოსულიყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 02:14 PM

"ბეთლემში ღმერთკაცი იშვა და ამ უდიდესი შეერთებით ადამიანებს ღმერთად გახდომის გზა გვებოძა"

/მღვდელი თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2022, 03:22 PM

"აქვე, [ბეთლემის] ტაძრის ეზოში, ვიხილეთ საძვალე, სადაც დასვენებულია ჰეროდეს მიერ ბეთლემსა და მის შემოგარენში მოწყვეტილ ყრმათა წმინდა ძვლები. შორიახლოს კი არის ადგილი, სადაც მისულა მარიამ, დედა უფლისა და მცორეოდენი მუხუდოს მარცვალი უთხოვია პატრონისთვის, მაგრამ მას არაფერი მიუცია. ამის შემდგომ მუხუდო მთლიანად ქვებად ქცეულა. ამ ადგილზე ახლაც მიმოფანტულია მუხუდოს მსგავსი კენჭები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2022, 03:39 PM

მწყემსთა მინდორი

"ეს ის ადგილია, სადაც იესო ქრიტეს შობის ღამეს ღარიბი მწყემსები ღირსიქმნენ მოესმინათ მთვარანგელოზის ხარება. ამ ადგილზე ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის კრებისადმი მიძღვნილი მიწისქვეშა ეკლესიაა, რომელიც წმინდა ელენე დედოფლის მიერ არის აგებული. ტაძარში არის სამი საფლავი. მწყემსების უკანასკნელი სურვილი იყო, დაესაფლავებინათ იმავე ადგილას, სადაც მოისმინეს ანგელოზის ხარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2022, 04:26 PM

"გადმოცემის თანახმად, ერთი მოგვი სპარსი იყო, მეორე - არაბი, მესამე კი ეთიოპიელი. მათი სახელებია: გასპარი, მელქიოფი და ბალთაზარი. ახალშობილი მაცხოვრის თაყანისცემიდან სამ ათწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ, მოგვები მოინათლნენ (მოციქულ თომასგან) და თავად გახდნენ ქრისტიანობის მქადაგებლები. მათი წმინდა ნაწილები III საუკუნეში აღმოაჩინეს და ამჟამად გერმანიაში, კიოლნის ტაძარში ინახება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2022, 05:13 PM

"როდესაც წმინდა წერილიდან შეიტყობთ, როგორ სიღატაკეში ინება შობა მაცხოვარმა ან როგორ აწამეს და გვემეს, ის კი ყოველივეს თავმდაბლად იტანდა, ჩვენს სიღატაკესა თუ სხვა ცხოვრებისეულ პრბლემებსა და განსაცდელებს ბევრად უფრო ნაკლებ მნიშვნელობას მივანიჭებთ, სიმშვიდესაც შევინარჩუნებთ და გაცილებით ადვილადაც გადავლახავთ".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

-------------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 09:33 PM

--------------------------

"ბეთლემის გამოქვაბულში დაბადებული ღმერთი ყველას შეეწიოს და ყველას გაუწმინდოს გული და გონება…
ის გაჩნდა იმისთვის, რომ დაჩაგრულები, ყველასგან მიტოვებულები ანუგეშოს და მათთან ერთად იზეიმოს მისი დაბადება…
ის ემიჯნება გაზულუქებულ, ყალბ და ფარისეველ ადამიანებს…
ის ამაღამ მივა ყველასთან, ვინც გულწრფელი, ნამდვილი და მართალია…
მან დაგვიმარცხოს ხილული და უხილავი ბოროტი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2022, 05:22 PM

"იცით, რას ნიშნავს, რომ ღმერთი დედამიწაზე მოვიდა? დიახ, ღმერთი დედამიწაზე ჩამოვიდა ჩვენთვის, ადამიანისთვის. ისე კი არ მოსულა, უბრალოდ, მოსანახულებლად. მოვიდა, გამოქვაბულში დაიბადა, სხვა ადგილი მისთვის არ გამოიძებნა. იქ შეახვიეს, იქ დააძინეს, ბაგაში. ეს ყველაფერი შემთხვევით ხომ არ მომხდარა. ჩვენს სასწავლებლად გააკეთა. იგი არის ყველაფერი, ღმერთის სიტყვა, იგია ყველაფრის ამგებელი და აღმშენებელი. იგია მთელი სამყაროს მბრძანებელი, წარსულის, აწმყოსი და მომავლისა. იგია მომავალი ცხოვრების მამა. იგია ყოველი ქმნილების ბატონი და გამგებელი უსასრულო მარადიულობაში."

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

"-ჩემთვის მოვიდა ღმერთი დედამიწაზე. ღმერთი ჩემთვის დედამიწაზე მოვიდა. ელემენტარული მადლიერების ღირსი არ არის ჩემი მხრიდანაც?"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2022, 07:28 PM

"როდესაც ბეთლემის გამოქვაბულში ყოვლადძლიერი მესია დაიბადა, სინდისი იყო მოკვდინებული და კანონი გამოფიტული. მაშინ ის მოვიდა სულის განსასულიერებლად სიყვარულითა და ჭეშმარიტებია სულით კანონის აღსავსებლად. ის სინდისსა და კანონზე მეტია"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2022, 01:54 PM

"ჰაერი მესიის მოლოდინით იყო დამუხტული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2022, 07:40 PM

"დღეს დავითის ქალაქში თქენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2022, 07:53 PM

"ქრისტეს შობა უფრო დიადი, გასაოცარი და ღრმა საიდუმლოა, ვიდრე ღმერთის მიერ მთელი სამყაროს არაფრისაგან შექმნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2022, 08:20 PM

"შობის ამ გასაკვირველ დღეს უხილავი ღმერთი ხილული გახდა, - ყველაფერი მიიღო ადამიანური - სული, სხეული, თვისებები - გარდა ცოდვისა, რათა ესწავლებინა გზა ჭეშმარიტებისა, გზა ზეციურ სასუფევლამდე ამაღლებისა".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2022, 08:36 PM

"ძველი აღთქმის წმიდა წიგნებში, რომლებსაც სული წმიდის შთაგონებით ღვთისაგან გამორჩეული ადამიანები წერდნენ, მაცხოვრის შობასთან და მისი მიწიური ცხოვრების სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით 60-ზე მეტი დიდი წინასწარმეტყველება და 270-მდე მითითებაა, რომლებიც მხოლოდ ერთ პიროვნებაში - უფალ იესო ქრისტეში - განხორციელდნენ"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 03:51 PM

"მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრი მიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცა შესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობა აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობის განსაზღვრელად. ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და ბედნიერების მონიჭებელი"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/


"სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს: აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2022, 01:56 PM

"ქრისტემ შობიდანვე დაიწყო ჯვრის ტვირთვა ჩვენი ცხონებისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2022, 04:05 PM

"გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადაც იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეოებისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 03:02 PM

"სანამ ადამიანს შექმნიდა უფალი და სანამ დაიწერებოდა წინასწარმეტყელება ქალწულისაგან ყრმის შობის შესახებ, მანამ ეს უნარი უფალმა ზოგ ფრინველს მიანიჭა და მაშ შორის ძერასაც. იგი უმეტესად უქორწინებლად შობს ბარტყებს და დღეგრძელიც არის: 100 წელი ცხოვრობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2022, 05:12 PM

"ერთხელ ძველ საპატრიარქოში (სიონში), პირველ სართულზე, უწმიდესის შემოსასვლელი კარიდან, უჩვეულო ხმაურით, ქარიშხალივით შემოიჭრა მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი]. დერეფანში მეუფე თადეოზი ბრძანდებოდა. მამა გაბრიელმა ხმამაღალი შეძახილით მიულოცა ქრისტეშობა: "ქრისტე იშვა!" - დაიგრგვინა. მეუფე თადეოზმა მორიდებით მისცა შენიშვნა: "მამა გაბრიელ, ცოტა ჩუმად, ზემოთ პატრიარქი ბრძანდება და უხერხულია". "რა იყო, ბრეჟნევი კი არ დაბადებულა, ქრისტე იშვა!" - კიდევ უფრო მჭექარედ დაიძახა მამა გაბრიელმა და როგორც შემოიჭრა, ისევე ქარიშხალივით უკანმოუხედავად გაიჭრა კარიდან. მომხდარით უაღრესად დამწუხრებული მეუფე თადეოზი უკან დაედევნა და ამაოდ ეცადა ბერის მობრუნებას".

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 04:15 PM

"არიოზის თეზისს, რომ ძე არ არის მამის თანაბარი დროში, ათანასე ასე უარყოფდა: ძეობა შობას გულისხმობს, მაგრამ ყოველი შობა შექმნა როდია. არიოზის სიტყვები - "იყო დრო, როდესაც შობილი ჯერ კიდევ არ არსებობდა" - არ არის ყოველთვის მართებული მშობლის მიმართ. წყარო წარმოშობს წყალს, ხოლო თუ არ წარმოშობს, მაშინ ის წყარო არ ყოფილა; მნათობი წარმოშობს სინათლეს, ხოლო თუ არ წარმოშობს, მაშინ, ის მნათობიც არ ყოფილა. მამამ ძე სამყაროს შექმნამდე (და სამყაროს შექმნისათვის) შვა, ამიტომ ის ვერ იქნებოდა დროში ნაშობი, რადგან უქმნელ ყოფაში დროის კატეგორია არ არსებობს. მაშასადამე, ძე ღვთისა იშობა არა დროში, არამედ მარადისობაში: ღმერთი ღმერთისგან, როგორც ნათელი ნათლისგან. ძე მამის თანამარადიულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 01:17 PM

"ჩვეულებრივ, ქრისტეს შობის დღესასწაულზე ქრისტეს შობის თანმდევი ზნეობრივი ნაყოფებია ხაზგასმით ჩამოთვლილი, ესენია: მშვიდობა, სიყვარული, სიმდაბლე და სხვა მსგავსი... მუდამ ყველაფერი ეს იმდენად არსებობს, რამდენადაც კონკრეტული ადამიანის ბუნება ღვთაებრივ ბუნებასთან გაერთიანდა და ამგვარად დამშვიდდა და გაკეთილშობილდა, და შედეგად ღმერთკაცი - გამომხსნელი იესო ქრისტე მოგვევლინა. ჩვენი სიხარული ისაა, რომ "ჩვენთვის მაცხოვარი იშვა". ღმერთკაცი დაიბადა. იესო ჩვენი ხსნის მხოლოდ მაცნე არ არის, ის თავად არის ჩვენი ხსნა. ჩვენს ცოდვილ მიწაზე მოსული და და ამ მიწიდან სწრაფად წარმავალი სტუმარი კი არ არის, არამედ ჩვენი "განახლებაა", სამყაროს ახალი საწყისია, ახალი ჯანსაღი ფესვია, რომელსაც ადამიანის მოკვდინებული ბუნების გაცოცხლება შეუძლია, რადგან ჩვენი უძველესი ცოდვილი ფესვი ადამის ცოდვით არის დაზიანებული. მან სიცოცხლე მოგვიტანა და ჩვენ "მადლმოსილ ზეთისხილად გახდომის შესაძლებლობა მოგვცა".

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2022, 05:30 PM

"ბეთლემის ქრისტეს შობის ტაძარში დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ერთადერთი მომღიმარი სასწალთმოქმედი ხატი, რომელიც ცნობილია, როგორც "ბეთლემის ღვთისმშობელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 03:41 PM

"ღმერთი ადამიანი ხდება, რათა ჩვენ, ყველანი, მადლით ღმერთებად გვაქციოს; იბადება ჩვენ შორის, როგორც თითოეული ადამიანი, ახალშობილი ჩვილის სახით"

/იერონიმე, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 04:00 PM

"როგორც ყოველ წელს, ქრისტეშობა წელსაც მოდის, რათა გვარწმუნოს, რომ სამყაროს ცხონება ჩვენი სულების ახალშობაში, თითოეულის სულის ახალშობაში მდგომარეობს"

/თეოდორე, პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 06:52 PM

"ქრისტეშობის დღესასწაული მოდის, რათა გამოგვაღვიძოს, დავინახოთ, თუ რა გაგვიკეთებია ან რა უნდა გავაკეთოთ ღარიბი მოყვასისათვის, ვინაიდან, შილერის თანახმად, "დაბადებულნი ვართ რაღაც უფრო უკეთესისათვის".

/თეოდორე, პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 07:09 PM

"დაე, ამაქვეყნის ძლიერებზე კვლავ მთავრობდეს ქრისტეს მშვიდობა და სამუდამოდ იბრწყინოს სიმართლის მზემ მთელ პლანეტაზე.
ბედნიერი და კურთხეული შობა, ჩემო შვილებო!"

/თეოდორე, პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2022, 10:15 PM

"ქრისტეს შობის დროს მთელი გამოქვაბული მოიცვა უჩვეულო ნათელმა. როცა იგი გაფერმკრთალდა, გამოჩნდა ყრმა, რომელიც უკვე ძუძუს სწოვდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 05:46 PM

"ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ბეთლემის ქრიტეს შობის ტაძარს თავდაპირველად სამი შესასვლელი ჰქონია; მოგვიანებით ორი კარი გააუქმეს და მხოლოდ ერთადერთი დაბალთაღიანი ვიწრო შესასვლელი დატოვეს. მას "მორჩილების კარიბჭეს" უწოდებენ, რადგან ტაძარში შესასვლელად ყოველმა ადამიანმა ქედი უნდა მოიდრიკოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 06:01 PM

"ქრისტეს შობა ნელ-ნელა მზადდებოდა ადამიდან და ევადან, აბრაამიდან და მისი მოდგმიდან, რაც მარიამ ღვთისმშობელში მომწიფდა"

/მამა გურამ ოთხოზირია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2023, 04:58 PM

"ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ რომის პრისცილას კატაკომბებში შემონახული გამოსახულება მკერდზე ჩვილმიკრული ქალისა, რომლის მეშვეობით ანტიკური ფილოსოფიის სახით წარმოდგენილი გრაგნილიანი მამაკაცი, ხელით მიანიშნებს ქალის თავზე გამოსახულ ვარსკვლავზე, სწორედ მაცხოვრის შობის ერთ-ერთი ადრეული სიმბოლური ხატია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 06:14 PM

"ზეცა და დედამიწა შეერთდა დღეს, რადგან ქრისტე იშვა, ღმერთი ჩამოვიდა მიწაზე და კაცი ავიდა ზეცაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 04:20 PM

"იხილეს რა საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა, აღმოსავლელი ბრძენნი მიხვდნენ, რომ ახალშობილის მეუფება ფუფუნებაში და დიდებულ დარბაზებში კი არა, სიღარიბეში, მორჩილებაში და ამქვეყნიური დიდების მოძულებაში იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 05:56 PM

"შობის ღამეს, მთელს სამყაროში, დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ და სახარებაშიც არის აღწერილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 02:27 PM

"ყოველი ადამიანის სულში არის ერთგვარი ბნელი მხარეც, ჩვენი დაცემული ბუნება, მაგრამ ამავე დროს, იქვე არის ოქროც. ეს ოქრო რომ მოვიპოვოთ, ამას სჭირდება დიდი შრომა, დიდი ღვაწლი, მაგრამ ადამიანი რომ მოიპოვებს ამ ოქროს, იგი სულიერად მდიდრდება და მისი ეს სიმდიდრე ბრწყინავს, როგორც ოქრო. რა შეიძლებ ამაზე უკეთესი იყოს?!

მოგვებმა მოიტანეს ასევე გუნდრუკი, ანუ საკმეველი. ესეც სიბოლურია, იმიტომ რომ, რომ თქვენც იცით, საკმეველი როცა ინთება, ეს სურნელოვანი ნაკადი აღიწეევა ზეცისკენ. ეს საკმეველი ყოველი ადამიანის სულშიც არის. ეს სიმბოლურად ნიშნავს ჩვენს ლოცვას, რომელიც საკმეველივით უნდა აღიწეოდეს ღვთისაკენ და გვაერთებდეს ზეცასთან. წმინდა მამების განმარტებით, საკმეველი არის ასევე გონითი ღვაწლი და ჭვრეტა. ამაზე უკეთესიც რა შეიძლება იყოს?!

დაბოლოს, მოგვებმა ახალშობილ იესოს მიართვეს კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი. თვენ იცით, რისი სიმბოლოა ეს. ჩვენ მიცვალებულებს ვცხებტ კეთილსურნელოვან ზეთს ნიშნად ჩვენი სიყვარულისა და იმის რწმენისა, რომ ის სხეულიც აღდგება მვდრეთით. და ეს ჩვენი სიყვარული სიკვდილზე ძლიერია. არის კიდევ სხვა განმარტებაც, მაგალითად, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ეს კეთილსურნელოვანი ზეთი სიმბოლურად ნიშნავს ხორციელი ვნებების დაძლევას, რომლითაც ჩვენ მოგვენიჭება სულიერი სიმრთელე და გვებოძება სასუფეველი. ამაზე უეკთესიც რა შეიძლება იყოს?!"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2023, 07:56 PM

"მაცხოვნებელი უფალი ამ ქვეყანაზე მოვიდა ძალიან ჩუმად და უხმაუროდ, სიმდაბლით იშვა სუსხიან ღამეში ბეთლემის გამოქვაბულში და არავინ არ შეუწუხებია ღმერთს დედამიწაზე თავისი გამოჩენით"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2023, 08:25 PM

"ქრისტეს შობა აღდგომის შემდგომ არის უდიდესი დღესასწაული. ეს არის ყველაზე დიდი სიხარული კაცობრიობის ცხოვრებაში. დღევანდელი დღე არ უნდა იყოს სევდიანი, არ უნდა იყოს წუხილი, არამედ ყველას ოჯახში უნდა სუფევდეს სიხარული. როგორც ოჯახში დაიბადება ჩვილი და იმ ოჯახს ამ დროს ძალიან უხარია, ქრისტე ყველას სულში იშვება, რადგანაც თუ ადამიანი მას გაუღებს თავისი ოჯახის კარებს და თავის გულის კარებსაც, მაშინ შევა მასში ქრისტე. ასეთ ადამიანებში იქნება სიმშვიდე, დღეგრძელობა და სიკეთე. მე მინდა გულითადად, სიყვარულით მოგილოცოთ ეს დღე. დაგლოცავთ და გისურვებთ, ქრისტეშობის სიხარული არ მოგკლებოდეთ თქვენ და მთლიანად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ღმერთმა დაგლოცოთ, გადღეგრძელოთ და მრავალ ქრისტეშობას დაგასწროთ მაღალმა ღმერთმა"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 08:30 PM

"ღმერთმა დაგლოცოთ, ბედნიერი შობა-ახალი წელი გათენებულიყოს ჩვენი ერისათვის, საქართველოსთვის, ერთიანობა, სიკეთე და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს ოჯახებში, ყველა ადამიანში, ყველა ოჯახში უნდა იშვას ქრისტე, ჩვენ ამას საშუალება ჩვენი რწმენით უნდა მივცეთ"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2023, 09:22 PM

"ღვთაებრივი ჩვილი წევს ბაგაში და იკვებება დედის რძით, როგორც ადამიანი"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 04:47 PM

"აღდექით, ცხვარნო და ხარნო, და აღივსეთ შიშით, რამეთუ თქვენ ღატაკ სამყოფელში იშვა იგი"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 04:50 PM

"ბეთლემის გამოქვაბულში, იმ ქვის გამოქვაბულში, რომელიც არასოდეს შეაგინებს შენს სახელს, - დაე, იქ განმარტოვდეს ჩემი ფეხმძიმე სული.

დაე, მისი საზოგადოება უმანკო ბატკნები და ხბოები იყვნენ, რომელთა დანიშნულებაც დაბადებიდანვე ისაა, რომ იყვნენ საკვები მათზე უფრო უწმინდურთათვის.

დაე, გამოქვაბულის თავზე წყნარად ლიცლიცებდნენ ზეციური სანთლები და შიშით უმზერდნენ სამყაროს მოკრძალებულ კუთხეს, შავ მიწასა და ამ კუთხის უძვირფასეს ნაწილს, ღვთის შობის გამოქვაბულს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2023, 08:39 PM

"ქრისტეშობა არის დრო საკუთარი თავის შეცნობისა, "ღმერთკაცსა" და "კაცღმერთს" შორის განსხვავების გაგებისა და მაცხოვნებელი ქრისტიანული სწავლების გაცნობიერებისა, რომ "განღმრთობილ ადამიანს კი არ ვამბობთ [ქრისტეზე], არამედ განკაცებულ ღმერთს"

/მსოფლიო პატრიარქი ბართლომე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 12:26 PM

"ვისაც მშვიდობა სწყურია, მივიდეს უფალთან, რადგან სწორედ ეს მშვიდობა მოგვიტანა შობისას, რაც ბეთლემის ჩუმ ღამეში წმ. მთავარანგელოზებმა ახარეს ბეთლემელ მწყემსებს:

- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 02:17 PM

ჩემო ფორუმო, ფორუმელებო და სტუმრის სტატუსით შემოსულებო, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! wub.gif

ინებოს ახალშობილმა იესომ, რომ თქვენს გულებში მუდამ იყოს შობის სიხარული, ისეთი უწყვეტი სიხარული, წმინდანებს რომ ჰქონდათ!!!

შობის მადლმა აავსოს თქვენი ოჯახები, თქვენს გარშემო ყველა და ეს მადლი მისწვდეს ასევე თქვენს მიცვალებულებსაც, რადგან ერთად ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა!!! wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 07:52 PM

"თუ მოგვებმა მხოლოდ თაყვანი სცეს უფალს, ეკლესიაში ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა მის წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიაროთ (თუ კეთილი სინდისით მივეახლებით)!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 09:23 PM

"ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.

იგი სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.

ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძნანებას"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2024, 05:07 PM

"მოდით, ვიფიქროთ ამაზე! უკვე გვიახლოვდება ქრისტეშობის დღე და როგორ უნდა შევხვდეთ მას? უფალი ამ ღღეს ჩამოდის დედამიწაზე, შემოდის დაცემული სამყაროს სიმახინჯეში, თავად უცოდველი, ღრმად აღწევს ჩვენი ცოდვის ჯოჯოხეთში და ეს ყველაფერი ჩვენდამი სიყვარულით აღესრულება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2024, 07:32 PM

"როგორი გულითადი და სასიხარულო თრთოლვით ვისმენთ ხოლმე ქრისტეშობის დღესასწაულზე ამ საეკლესიო საგალობელს: ქალწული დღეს შობს დაუსაბამოსა!

აქ ნათქვამია, რომ ქალწული შობს დაუსაბამოსა, ანუ თავად ღმერთს, რომელიც მთელ შექმნილ სამყაროზე მაღლა დგას. ხოლო დედამიწა კი ესრეთ თვალშეუდგამ ღმერთს მღვიმეს სთავაზობს, ანუ გამოქვაბულს, რომელშიც მწემსები უამინდობაში საქონელს შერეკდნენ ხოლმე. ზეციური მხედრობა - მილიარდობით ანგელოსი, თავიანთი შეუდარებელი ანგელოსური გალობით ცხოვართა მწყემსების წინაშე განადიდებს ქალწულ მარიამისაგან შობილ ღმერთს. ხოლო ღვთიური ყრმა კი ამ საკვირველი ანგელოსური ქებისმეტყველებისას ბაგაში წევს"

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2024, 12:53 PM

"ბეთლემში, ბაგაში შობით, თავმდაბლობის და მორჩილების საოცარი მაგალითი გვიჩვენა უფალმა. თუ სინანულს, აღსარებასა და ზიარებას მადლის მოსახვეჭად გამოვიყენებთ, უფალი ჩვენშიც იშვება და ჩვენც ქრისტესთან ერთად ვიშვებით"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2024, 09:15 PM

"უდიდესი და უწმიდესი ზეციური სტუმარი ეშვება მიწაზე და ხორცს ისხამს სული წმიდისა და ქალწულ მარიამისგან.

ადიდეთ, ადიდეთ იგი მთელი გულით, უდიდესი სიხარულითა და თრთოლვით შეეგებეთ, იჩქარეთ, იჩქარეთ მის შესახვედრად"

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)